ღვთაება ირლანდიიდან (ნაწილი2)
თავისუფალი მოძრაობა გადიოდა წლები.ანისე იზრდებოდა და უფრო და უფრო ლამაზდებოდა. ფილიპე და ქეითი ძველებურად,აგრძელებდნენ მუშაობას უნივერსიტეტში, ხოლო მანამ სანამ ისინი სახლში არ იმყოფებოდნენ,ანისეს უსაყვარლესი ბებია აქცევდა ყურადღებას. შეიძლება ითქვას,რომ ანისესთვის,დედაც და მამაც სოფია იყო,რადგან იმდენად გადატვირთული გრაფიკი ქონდათ ფილიპს და ქეითს,რომ გვიანობამდე ვერ ახერხებდნენ შინ დაბრუნებას. ანისეს დაბადებიდან 5 წელი გავიდა.პატარა გოგო უკვე დადის და ლაპარაკიც შეუძლია.თანაც ისე საყვარლად,რომ მისი მოსმენა არასდროს მოწყინდებოდა კაცს.ყურებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.მისი მწვანე თვალების მზერა და ერთი შემოხედვა საკმარისი იყო,რომ თვალი არ მოგეწყვიტათ მისგან. 1830 წელი დაძაბული აღმოჩნდა კორკის მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ მათთვის არამედ,მთელი ირლანდიისთვის.29 წელი გავიდა ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებიდან.მანამ სანამ გეორგი მეოთხე მართავდა ირლანდიას და ბრიტანეთს,ხალხი კმაყოფილი იყო, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იძაბება.ტახტზე ადის გეორგის ძმა ვილგელმ მეოთხე.კურთხევიდან ერთ თვეში,მხოლოდ ირლანდიის მაცხოვრებლებს უზრდის,გადასახადებს.ყველა გრაფს,ბარონსა და ჰერცოგს, ბრიტანეთის ხაზინისთვის უნდა ეხადათ,ყოველთვიური შემოსავლის სამოცი პროცენტი,ხოლო დაბალი ფენის წარმომადგენლებს ორმოცდაათი პროცენტი.რაც შეეხება მათ ვინც არ მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში და თავს ირჩენდნენ,სოფლის მეურნეობით,მეცხოველეობითა და მიწის დამუშავებით,მათ მოსავლის ნახევარი ბრიტანეთის ჯარისთვის უნდა გადაეცათ.ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი,პირობების არ შესრულების შემთხვევაში,ხდებოდა ქონების ძალით ჩამორთმევა,ხოლო თუ ჩამოსართმევი არაფერი გააჩნდათ,ოჯახიდან ყველაზე ახალგაზრდა მიყავდათ,პატიმრობაში,რომელსაც შემდგომ,ამუშავებდნენ მანამ სანამ ოჯახის გადასახადებს არ დაფარავდა. რაც შეეხება ბრიტანეთის მოსახლეობას,მათ ცვლილებები არ შეეხოთ. პირდაპირ, ხაზის გასმით იგრძნობოდა ვილგემ მეოთხის სიძულვილი ირლანდიელების მიმართ. ამბობდნენ,რომ ვილგემი,პროტესტანტი იყო და ვერ იტანდა კათოლიკეებს.ირლანდიის უდიდესი ნაწინი კი კათოლიკეებით იყვნენ დასახლებული,ხოლო ბრიტანეთი და ინგლისი პროტესტანტებით.ქალაქის ქუჩები აღარ იყო უწინდებურად უსაფრთხო.ყველგან წითელს მუნდირებში ჩაცმული სამხედროები იდგნენ.სახლებიდან კივილის და მწარე ტირილის ხმები ისმოდა.ზოგს ქონებას ართმევდნენ,ზოგსაც კი სიცოცხლეს.ირლანდიაში ფინანსურმა კრიზისი ყველა ოჯახების კარს მიადგა.განსაკუთრებით კი ქალაქში მცხოვრებ ხალხს,რადგან მათი უმეტესობა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობდნენ და ბაზრობაზე უწევდათ საკვების შეძენა.ბაზარზე საკვების ფასმა სამჯერ მოიმატა იმის გამო,რომ ფერმერებს მოსავლის ნახევარს,სამხედროები ართმევდნენ,ახალი კანონის თანახმად.ქალაქები ნახევრად ცარიელდებოდა.ხალხი ცდილობდა,გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან.უკმაყოფილო ადამიანები ქუჩებში გამოდიოდნენ,პროტესტის გამოსახატად,მაგრამ ბრიტანეთის არმია დაუნდობლად,არბევდა მათ. რის შედეგადაც,ირლანდიაში დაიწყო,ჩამოყალიბება მცირედმა პარტიზანუმა დაჯგუფებებმა,რომლებიც ცდილობდნენ,ირლანდიის სხვადასხვა ცენტრალურ ქალაქებში ბრიტანელების გაძევებას.ყველა ცენტრალურ ქალაქებში ყალიბდებოდა ირლანდიელთა დაჯგუფებები,რომელსაც თავისუფალ მოძრაობას უწოდებდნენ.ამ მოძრაობის ლიდერი იყო კელი ედვარდი,რომელიც დაიბადა ქალაქ დუბლინში 1801 წელს ,წელს როდესაც ბრიტანეთმა შეიერთა ირლანდია.დაბადებიდან ორ წელიწადში,1803 წელს მისი მშობლები,ბრიტანეთის არმიამ შეიპყრო და გასამართლებულები იყვნენ,სახელმწიფო გადატრიალების,მცდელობაში.1804 წელს ჩამოხრჩობილნი იქნენ.რაც შეეხება ედვარდს,მასზე პასუხისმგებლობა, ბიძამისმა იკისრა.განათლება მიიღო დუბლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში.სწავლის დასრულებიდან ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია სახელად თავისუფალი მოძრაობა,რომელიც ,ვილგემ მეოთხის გამეფების შემდეგ ,პარტიზანულ სახეს იღებს და ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს,ახლად გამეფებულ ტირანს,რომლის სიძულვილიც ირლანდიელი კათოლიკეების წინაშე,აშკარაა. მოულოდნელი სტუმარი 1831 წელი ირლანდიაში სიტუაცი კიდევ უფრო დამძიმდა.ქალაქები დაცარიელდა.ქუჩებში მოწინაღმდეგეების ცხედრებს, ყველას დასანახად ძელებზე აკრავდნენ,წითელ მუნდირიანები.ხოლო ცოცხლად შეპყრობილებს ხალხს თვალწინ ასამართლებდნენ,ჩამოხრჩობით. ბრიტანელები არ აპირებდნენ გაჩერებას და ცდილობდნენ ირლანდიელი ხალხი,შეეზღუდათ.მათ ატოვებინებდნენ სამსახურს.არც ირლანდიელები ნებდებოდნენ და ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის,მაგრამ ჯერ კიდევ არ ქონდა ისეთი ძალა,რომელიც ბრითანეთის ჯარს წინ აღუდგებოდა. 23 მაისის მზიანი და თბილი ამინდი იდგა,კორკში.ფილიპი და ქეითი,ჩვეულებრისამებრ,როგორც ყოველთვის დილიანად ერთად მიემართებიან უნივერსიტეტისაკენ,რომელიც მათი სახლიდა ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.მიუხედავად ულამაზესი ამინდისა,კორკის უწინ ულამაზესი ქუჩები,სისხლით შეღებილა.გარშემო მშიერი ხალხი დახეტიალობდა.მათხოვრების რაოდენობამ მოიმატა და მათ ყველა კუთხეში დაინახავდით.როდესაც ქეითი და ფილიპი მიუხლოვდნენ უნივერსიტეტს,ქუჩაში მჯდომმა,მოხუცებულმა დედაკაცმა,რომელიც შიმშილობისგან გაძვალტყავებული იყო,ქეითს კაბის ბოლოში ხელი ჩასჭიდა და ხვეწნით შესთხოვა-გთხოვ დამეხმარე,მე გაჭირვებულს და ღმერთი ასმაგს დაგიბრუნებს უკან-ძლივს ამოვიდა მოხუცებულის პირიდან სიტყვები,ხოლო დამთავრების ბოლოს სამჯერ ჩახლეჩილი ხმით დაახველა. ქეითს თვალები აემღვრა,მოხუცის ცქერით.შემდეგ ფილიპისკენ მიაპყრო თვალები და სევდიანი ხმით უთხრა-მას ჩვენზე ძაან უჭირს,იქნებ საგზალი დაგვეტოვა მისთვის,თანაც დღეს არ მომშივდება,დილიანად მუცელი მტკივა. ფილიპს გაეღიმა მის სიტყვებზე,რადგან სახეზე ეტყობოდა ქეითს,რომ ცრუობდა.-რა დამთხვევაა,მეც დილიდან მუცელი მაწუხებს,ვფიქრობ,რომ არც მე მექნება მადა.მოხუცებულს კი არ აწყენდა საკვები.-ღიმილით უპასუხა ფილიპმა. მაშინათვე გახარებულმა ქეითმა,ფილიპს ლოყაზე აკოცა,შემდეგ მოხუცებული ქალის მიმართულებით შემოტრიალდა,წელში მოიხარა და საგზალი,რომელსაც ქეითი თავად იმზადებდა,ყოველ დილით,ლამაზად ნაჭერში გახვეული ხელებში მიართვა მათხოვარს -ღმერთმა შეგარგოთ-ნაზი ღიმილით,მაგრამ სევდიანი თვალებით მიუგო დედაბერს. -ღმერთმა დაგლოცოთ-და კიდევ უამრავი ლოცვა კურთხევა მიაძახა გახარებულმა მოხუცმა,რომელმაც ქეითის საგზალი გულში ჩაიხუტა. წავედით თორემ დავაგვიანებთ-ჩაიჯუჯღუნა ფილიპმა,მაშინათვე ქეითს ხელი ჩასჭიდა და ოდნავ დაექაჩა.მოხუცებული ქალის,დარდიანი სახის ყურებით და ლოცვების მოსმენით,გახარებული ქეითიც მაშინათვე გამოფხიზლდა.-ხო ხო მოვდივარ,ნეტა იცოდე როგორ გავახარეთ ეს ქალბატონი-მიდიოდნენ ორივენი ხელ ჩაკიდებულები უნივერსიტეტისკენ და თან სიხარულისა და სევდის ცრემლებს იწმენდა სახიდან, კეთილშობილი ქეითი.რამოდენიმე წუთში,უნივერსიტეტში შევიდნენ ,სადაც მთავარი შესასვლელის დერეფანში,მდგომი უნივერსიტეტის დირექტორი შეეგება -დილა მშვიდობისა ქეით და ფილიპ-თავის დაქნევით მიესალმა პაუერ ჰიგინსი, კორკის უნივერსიტეტის იმ დროინდელი დირექტორი. -დილა მშვიდობის-ერთხმად მიესალმნენ. -ფილიპ თუ შეიძლება,ჩემს კაბინეტში წავიდეთ,პირადათ შენთან მსურს გასაუბრება-თხოვნით მიმართა და ქეითს მოუბოდიშა. -კარგით მაშინ ეხლავე წავიდეთ რადგან სულ მალე ლექცია მაქვს წასაკითხი,ისედაც აღარავინ დარჩა ამ საწყალ უნივერსიტეტში-შემდეგ ქეითს მიუბრუნდა და უთხრა-ერთ საათში შევხვდებით,ახლა კი გაიქეცი არ დაგაგვიანდეს ლექციაზე-თან ოდნავ გაიღიმა. -კარგი დროებით-გადაკოცნა ქმარი და თან დირეკტორსაც თავის დახრით,მოწიწებით დაემშვიდობა. სტუდენტებისგან დაცარიელებულ უნივერსიტეს,უზარმაზარ დერეფანს გაუყვნენ ფილიპი და პაუერი.მათი ტუფლების ბაკუნის ხმა,დარბაში ყრუ ექოდ გადაიქცეოდა და სხვა ცარიელ ადგილებშიც,რამოდენიმეჯერ გაისმოდა.როგორც კი დერეფანის ბოლოში მივიდნენ,პაუერი კაბინეტის კარებთან გაჩერდა,კარები შეაღო და ხელის გაწევით შეიპატიჟა ფილიპე.ფილეპრეც მაშინათვე შევიდა.უკან შეჰყვა დირექტორიც,თან კარები მოიხურა.სამუშაო მაგიდის წინ მდგარი სკამი გაასწორა და სთხოვა ფილიპს დამჯდარიყო,ხოლო თავად,ძველი მაგრამ ულამაზესათ მოჩუქურთმებული კარადა გამოაღო სადანაც ვისკის ნახევრად სავსე ბოთლი და ორი ხრუსტალის ჭიქა გამოიღო. -ერთ ჭიქაზე ხომ დამეწვევით,ბატონო ფილიპ-ჰკითხა პაუერმა,რომელიც კარადასთან ხელში დაკავებული ბუთლით და ჭიქით იდგა და შესცქეროდა,მაგიდის წინ მჯდარ ფილიპს. -მხოლოდ ერთი ყლუპი და თან რისი თქმა გნებავდათ,მიამბეთ,შემდეგ კი ლექცის წასაკიტხად წავალ. -დიახ დიახ რათქმაუნდა ერთი ყლუპი,ამ დაძაბულ დროში,სტრეს მოგვიხსნი-ღიმილით უპასუხა ფილიპს და თან ჭიქებში ვისკი ჩამოასხა,შემდეგ ფილიპს შესთავაზა და მაგიდას მიუჯდა.-ჩვენ გაგვიმარჯოს! -გაგვიმარჯოს-ანალოგიურად უპასუხა ფილიპმაც,ჭიქები ერთმანეთს მიარტყეს და თითო ყლუპი შესვეს.-ახლა კი ბატონოპაუერ გისმენთ. პაუერი სახეზე ოდნავ შეწითლდა და ცივმა ოფლმა დაასხა.თითქოს ჰალსტუხი,უჭერდა კისერში.ხელით ცდილობდა ოდნავ მოეშვა,შემდეგ კი როგორც იქნა სათქმელად მოემზადა-ბატონო ფილიპ,ძალიან დიდ პატივს ქცემთ და ვთვლი,რომ ყველაზე დიდებული ლექტორი ხართ მთელს ევროპაშ,მაგრამ თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს-ხელები მაგიდაზე დააწყო და თითებს ისე აამოძრავა გეგონებათ პიანინოზე უკრავსო.ფილიპმაც შეამჩნია რომ ძალიან ნერვიულობდა.დირექტორი შესცქეროდა სახეზე და ფილიპეს რეაქციას ელოდებოდა. -როგორც იქნა ჩემამდეც მოვიდნენ,ბრიტანელები-იკითხა ფილიპმა -სამწუხაროდ-სევდიანი ხმით დაეთანხმა.-ვილგემ მეოთხემ ახალი გენერალი გამოგზავნა კორკის ქალაქის გასაკონტროლებად.მათი ინფორმაციით,თავისუფაი მოძრაობის ლიდერი აქ უნდა იმყოფებოდეს. -მერე მე რა შუაში ვარ?-იკითხა ფილიპმა გაკვირვებული სახით. -სამწუხაროდ არაფერში,მაგრამ უნდა გაგაფრთხილო.-ჭიქაში დარჩენილი ვისკი მოიყუდა და ეთიანად შესვა-ჯარის გენერლის სახელია კოლინ მაკნამარი.ალბათ გაგონილი გექნება მასსზე? -ცოტა რამა გაგონილი მაქვს კი-დაეთანხმა ფილიპეც.-ვიცი,რომ კათოლიკეების და განსაკუთრებულად ირლანდიელების სიყვარულით არ გამოირჩევა. -მართალი ხარ ჩემო მეგობარო.დუბლინში სისხლი გაუშრო,მოსახლეობას,ახლა კი ჩვენსკენ მოემართება,როგორც გავიგე მეფემ მას დაავალა თავისუფალი მოძრაობის ლიდერის ედვარდის შეპყრობა.ახლა კი ჭორები დადის,რომ ედვარდი ჩვენს ქალაქში იმყოფება და თურმე მოხალისეებს აგროვებს,ბრიტანელების წინააღმდეგ. -ეგ ყველაფერი გასაგებია,მაგრამ ბოდიშის მოხდით ბატონო პაუერ,მაინც ვერ მივხვდი ჩემგან რა გსურთ.-,დაბნეულმა ფილიპმა ჩაეკითხა ხელმეორედ. -მსურს,რომ უნივერსიტეტი დატოვოთ თქვენ და ქალბატონმა ქეითმა.სამწუხაროა რომ ამის თქმა მე მერგო წილად.-ხელახლა დაისხა ცარიელ ჭიქაში ვისკი და ხელმეორედ ერთ ყლუპად შესვა.თითებს უწინდებურზე სწრაფად აბაკუნებდა მაგიდაზე ხოლო მეორე ხელით ისევ ძლიერად ექაჩებოდა ჰალსტუხს,რომელიც უკვე ისედაც გახსნოდა ,მაგრამ თითქოს მაინც ხელშ უშლიდა სუნთქვაში.რამოდენიმე წამით შეისვენა,შემდეგ გამბედაობა მოიკრიბა და განაგრძო საუბარი-რამოდენიმე დღის უკან წერილი მომივიდა,სადაც გამაფრთხილეს,რომ ყველა კათოლიკე,წარმოშობით ირლანდიელი, სტუდენტმა თუ ლექტორმა დაუყონებლივ,სანამ გენერალი ჩამოვა, კორკიში უნდა დატოვონ სასწავლებელი.ლექტორებს ახალი ბრიტანელი,მასწავლებლები ჩაანაცვლებენ,რომლებიც კოლინის არმიას მოყვება.მათი ბრძანების არ შესრულების შემთხვევაში,მეც და ჩემს ოჯახსაც სამუდამოდ ციხეში გვიკრავენ თავს.-როგორც იქნა შეწყვიტა პაუერმა,თითების რტყმა, მაგიდაზე.თითქოს უმძიმესი ტვირთი მოიხსნა ზურგიდან,ამოღერღა სიტყვები,რომლის თქმასაც ვერ ბედავდა. -ყველაფერი გასაგებია-გაეღიმა ირონიულად ფილიპს-შენი ბრალია არაა არ ინერვიულო,არამედ პირიქით მადლობას გიხდი,რომ ადრიანად მითხარი, სანამ ეგ სისხლის მსმელი,კოლინი არ გამოჩენილა,თორემ ღმერთმა უწყის აქ,რომ დავმხვდარიყავით რა მოგვივიდოდა.-ფილიპი წამოდგა ხელმეორედ დაემშვიდობა შემდეგ კაბინეტი დატოვა და ქეითის დარბაზისკენ გაემართა. ქეითი ლექციას კითხულობდა.რა დროსაც კაბინეტის კარებზე კაკუნის ხმა შემოესმა.-შემობრძანდით-ნაზი ხმით შესძახა ქეითმა.მაშინათვე კარებში შემოდის ფილიპი,ესალმება სტუდენტებს.დარჩენილი სტუდენტები,ლორდების და გრაფების,შვილები გახლდათ,ამ გაჭირვებაში,მხოლოდ მათ თუ შეეძლოთ გამკლავებოდნენ,გადასახადებს. -ერთი წუთით დაგტოვებთ ბავშვებო-შესძახა ფილიპმა,რის შემდეგაც ხელი ჩაავლო ქეითს და დარბაზიდან გაიყვანა. -კი მაგრამ რა ხდება ფილიპ,ეს რა საქციელია?-გაკვირვებულმა ქეითმა შეეკითხა,ანერვიანებულ ქმარს. -სასწრაფოდ უნდა წავიდეთ,აქ უსაფრთხოდ ვეღარ ვიქნებით.მეფის ბრძანებაა,რომ დაუყონებლივ უნდა დავტოვოთ ირლანდიელმა კათოლიკეებმა სასწავლებელი,წინააღმდეგ შემთხვევაში,ძნელი წარმოსადგენია თუ რა გველოდება.ახლავე აიღე შენი ნივთები და გთოვ შეკითვების გარეშე,გამომყევი.-ქეითის სახემ შიშმა მოიცვა.წამებში შეირბინა კაბინეტში,ხელჩანთაში სწრაფად ჩაალაგა წიგნები,შემდეგ მოსწავლეებს დაემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯებით გაყვა ფილიპს. სულ მალე სასწავლებელი დატოვეს და კვლავ ძველ გზას დაადგნენ,რომელსაც ყოველდღიურად გადიოდნენ,სახლიდან უნივერსიტეტამდე და პირიქით.მოხუცი ქალი,რომელსაც ქეითმა თავისი საგზალი გადასცა,ისევ ძველ ადგილას იჯდა.დაინახა თუ არა მოხუცმა,ქეითი და ფილიპი მაშინათვე ხელახლა ლოცვები,მადლობების ხდა დაიწყო.ქეითი ისევ ისე შესცქეროდა,მოხუცებულს და გულში თავისთვის მადლობას უხდიდა.ფილიპმა მოხუცებულის ლოცვების გაგონებაზე,თავისთვის ჩაიბუტბუტა-ვაი,რომ არ აქვს,შენს ლოცვებს ძალა.-ქეითმა ყური მოკრას,ქმრის სიტყვებს და კიდევ უფრო შეშინდა,რადგან ფილიპე ძალზედ მორწმუნე იყო და ესეთი იმედ გაცრუებული ჯერ არ ენახა. -ახლავე მომიყევი ასეთი რა გითხრა,ბატონმა პაუერმა.-დაბალი ხმით შეეკითხა ქეითი. -სახლში მივალთ და ყველაფერს მოგიყვები.გპირდები.-ქმრის სიტყვებზე,ხმა აღარ ამოუღია ქეითს და გზას სწრაფი ნაბიჯებით გაუყვნენ შინისაკენ.რამოდენიმე წუთში სახლს კარებს მიადგნენ,რომელიც სოფიამ გააღო.შინ შესულ ქეითს და ფილიპს მაშინათვე სირბილით და ყვირილით ანისე შეეგება.-დედა და მამა მოვიდა-გახარებული,მელოდიურად,ნაზი ხმით შეყვიროდა,უკვე ექვსი წლის გოგონა. სოფიამ ნაადრევად მოსული,ქეითის და ფილიპის დანახვაზე,მიხვდა,რომ რაღაც კარგად არ უნდა ყოფილიყო და ორივეს გასაგონად იკითხა-ხომ მშვიდობაა?ესე ადრე რატომ დაბრუნდით?-კითხვაზე პირველად ფილიპს გახედა მაგრამ,მას ხმა არ ამოუღიაფეხსაცმელი გაიხადა,ანისე ხელში აიპყრო და თავისი საძინებლისკენ გაეშურა.უპასუხოდ დატოვებულმა სოფიამ,ეხლა უკვე ქალიშვილისკენ გაიხედა და ხელმეორედ შეეკითხა თუ რა მოხდა.რაზეც ქეითმა მხრები აიჩეჩა და ასევე საძინებლისკენ გაეშურა. საძინებელში შესულმა ქეითმა,ფილიპს,რომელიც ანისეს ეთამაშებოდა,ცნობის მოყვარე და უკვე მაღალი ტონით კითხა-მომიყვები თუ არა ბოლოს და ბოლოს,რა ჯანდაბა გითხრა ასეთი,დირექტორმა,რომ სახე წაგშლია და ენა გადაგიყლაპავს.-ფილიპე ცოლისკენ შემოტრიალდა,შემდეგ სოფიას დაუძახა და ანისე გადასცა,შემდეგ საძინებლის კარები მოიხურა და ქეითისკენ შეტრიალ,რომელიც უკვე საწოლზე,მოკალათებულიყო. -აბა ყურადღებიტ გისმენ-ცნობის მოყვარეობით,დაქანცულმა ქეითმა ყური დაუგდო. -კოლინ მაკნამარი მოემართება,ჩვენი ქალაქისკენ.მეფის ბრძანებით ყველა ირლანდიელს უნდა დაეტოვოს უნივერსიტეტი,წინააღმდეგ შემთხვევაში ალბად ხვდები,რაც მოხდება.-მიუახლოვდა ქეითს,გვერდით ჩამოუჯდა და ხელები მოხვია. -ეხლა რა უნდა ვქნა? ჩვენი ხელფასი საჭმლის საყიდლად ძლივს გვყოფნიდა,ახლა კი საჭმლის გარეშეც დავრჩით.-ცრემლები წასწყდა ქეითს. -არ ინერვიულო.მთავარია,რომ ბრიტანელებს გადავურჩით,მაგრამ აქ დარჩენა საშიშია.უნდა გავყიდოთ ყველაფერი,ძვირფასეულობა რაც გაგვაჩნია და დედაშენი სოფელში უნდა გადავბარგდეთ.იქ შედარებით უსაფრთხოა და ბრიტანელების ჯარიც ჯერჯერობით არ ბობოქრობს ვუდლონდში. -მართალი ხარ.-მტირალა,აკანკალებული ხმით დაეთანხმა ქეითი-სჯობს წყეული ბრიტანელი,კოლინის ჩამოსვლამდე დავტოვოთ აქაურობა.მასზე ცუდის გარდა არაფერი მსმენია. -მართალი ხარ-ხელით, უბის ჯიბიდან ამოიღო ნაჭერი და ცრემლები მოწმინდა ქეითს-ახლა კი მორჩი ტირილს და საქმეს შევუდგეთ,გთხოვ დედაშენსაც თავად აუხსენი სიტუაცია,ყოველი წუთი ძვირფასია,რაც მალე დავტოვებთ ქალაქს მით უკეთესია.-ფილიპეს სიტყვებზე ქეითი ფეხზე წამოდგა და დატოვა ოთახი,მოხუცებულ დედას ყველაფერი სწრაფად აუხსნა,შემდეგ როგორც კი საუბარს მორჩნენ,ჩემოდნები გადმოალაგეს და ნივთების ჩალაგებას შეუდგნენ.მანამ სანამ ქეითი და სოფია ნივთებს ალაგებდნენ,ფილიპი ანისეს ეტამაშებოდა მისაღებ ოთახში,რა დროსაც უეცრად კარებზე,კაკუნის ხმა გაიგეს.შეშინებული ქეითი და სოფია,ხმის გაგონებაზე,ადგილზევე გაიყინვნენ.ფილიპემ ანისეს სთხოვა დედასთან გაქცეულიყო ოთახში და კარი ჩაეკეტათ.როგორც კი საძინებელ ოთახში შევიდა ანისე,ქეითმა კარი ჩაკეტა,ხოლო ფილიპი შემოსასვლელი კარის გასაღებად გაემართა.რამოდენიმე წამით კარებთან იდგა და ფიქრობდა, რომ კაკუნი შეწყდებოდა მაგრამ,პირიქით,პირველი კაკუნის შემდეგ მეორე უფრო ხმამაღალი და უფრო ხშირი მოყვებოდა. როგორც იქნა მოიკრიბა ფილიპმა გამბედაობადა კარები გააღო.მის წინ შავ კაპიშონში,ჩაცმული მაღალი,მამაკაცი იდგა,რომელსაც თავზედ,მოსასხამის კაპიშონი წამოეფარა და სახე თითქმის არ უჩანდა. -ვინ ბრძანდებით,შეეკითხა ფილიპე. -თქვენი კარგის მოსურვნე,ჩემო მეგობარო,იმფორმაცია მაქვს თქვენთვის. შინ თუ შემომიშვებთ ყველაფერს გიამბობთ.-ხმადაბალი ტონით,თავაზიანად მიუგო უცნობმამამაკაცმა. -სიმართლე გითხრათ,ისეთი დრო მოვიდა უცხო კაცის შინ შემოშვების სურვილი ნამდვილად არ მიჩნდება,გთხოვთ მაპატიოთ მაგრამ ბევრი საქმე მაქვს.-ფილიპს უკვე კარები უნდა მიეხურა რა დროსაც,უცნობმა მამაკაცმა, მიაძახა-მამა არტურის მეგობარი ვარ. ფილიპმა კარები,ხელახლა შეახო და კითხა-რატომ უნდა დაგიჯეროთ?-რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა ჯიბიდან ჯვარი ამოიღო,რომელიც მამა არტურს ეკუთვნოდა და ფილიპს მიაწოდა.ფილიპმაც მაშინათვე იცნო მისი ამღზრდელი ჯვარი.-მობრძანდი-კარები ბოლომდე შეაღო და გვერდით გადგა.-იქეთ მიბრძანდით,სასტუმრო ოთახის მიმართულებით გაიშვირა ხელი.სტუმარიც ფილიპის მიერ ნაჩვენები მიმართულებით გაემართა სასტუმრო ოთახისკენ,კაპიშონი თავიდან წაიძრო და დიდი მაგიდის გასწვრივ,განლაგებულ სკამებიდან ერთ-ერთზე მოკალათდა. -ფილიპე ჯერ,საძინებლისკენ გაემართა და აცნო ქეითს,რომ ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ სთხოვა,რომ მაინც არ გამოსულიყვნენ ოთახიდან და ტანსაცმლის ჩალაგება გაეგრძელებინათ,რაზეც ქეითმა უსიტყვოდ დაუჯერა.ფილიპეც მაშინვე გაეშრა სასტუმრო ოთახისკენ,სადაც სტუმარი ცდიდა,შევიდა თუ არა ოთახში,უცხო მამაკაცის პირისპირ დაჯდა და ჯვარი მიაწოდა და თან ჩაეკითხა-ვინ ბრძანდებით და ჩემგან რა გსურთ? -მე კელინ ედვარდსი ვარ.ალბად ერთხელ მაინც გექნებათ გაგონილი? -ჰაჰ-ირონიულად გაეცინა ფილიპმა-რათქმაუნდა გაგონილი მაქვს.ეს ხომ თქვენს გამო,მოემართება,ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი გენერალი,კორკისკენ? თანაც სწორედ მაგ გენერლის გამო დავტოვეთ სამსახური,მე და ჩემმა მეუღლემ.-წამით შეისვენა-ანუ თქვენც ერთ-ერთი მიზეზი ბრძანდებით.თქვენ,რომ არა აქეთ არც გამოიხედავდა სისხლის მსმელი კოლინი. -სამწუხაროა,რომ სამსახური,დატოვეთ-მიუსამძიმა კელიმ-მისი აქ ჩამოსვლა დროის საკითხი იყო.უფრო მალე ჩამოვიდოდა კორკიში რომ არა ჩემი ხალხი,დუბლინში.სწორედ მათი წინააღმდეგობის გამო შემორჩა დუბლინს დიდი ხნით,მაგრამ ახლა უკან დახევა მოვიწია,ასერომ აქ მისი ჩამოსვლა გარდაუვალი იყო. -კარგით.ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.აწი ვერაფერს შევცვლით.თანაც ქალაქის დატოვებას ვაპირებ.ეხლა კი დიდი ბოდიშის მოხდით უნდა გთხოვოთ,რომ დატოვოთ ჩემი ბინა,რადგან თქვები სტუმრობა ყველა ჩვენთაგანს დიდი საფრთხის წინაშე გვაყენებს.-გაბრაზებულ ფილიპს წარბები შეეკრა,ფეხზე წამოდგა და ხელით გასასვლელისკენ გაიშვირა. -გაქცევით თავს ვერ უშველით.ირლანდია აღარაა უსაფრთხო.სადაც არ უნდა წახვიდეთ,მაინც ადრე თუ გვიან მოახწევენ თქვენამდეც.აშკარაა,რომ მათ ბრიტანეთს სურს,ირლანდიელების შემცირება ქვეყანაში,რადგან შემდგომ უფრო ადვილად იბატონოს ჩვენს მიწებზე.ახლა კი მათქმევინე,რისთვისაც გესტუმრე,შემდეგ კი პირობას გაძლევ დავტოვებ შენს სახლს.-კელის სიტყვებზე ოდნავ დაწყნარდა,თითქოს სიმართლის ნაპერწკალი დაინახა მასში.წარბები შეეხსნა და ისევ სკამზე ჩამოჯდა-კარგი,მზად ვარ მოგისმინო,რისთვის გვესტუმრეთ? -ხალხს ვაგროვებ,ირლანდიის გასანთავისუფლებლად.უამრავი მოხალისე გვყავს,მაგრამ ისეთი განათლებული ხალხი გვჭირდება,როგორიც თქვენ ბრძანდებით.მინდა,რომ გვერდით ამოგვიდგეთ,ტირანიასთან ბრძოლაში. -რატომ მინც და მაინც მე? დავიჯერო ირლანდიას საერთოდ არ ყავს სხვა განათლებული ხალხი?-ჩაეკითხა ფილიპე -კორკიში,ჩვენი ერთადერთი დამხმარე,თქვენი ამღზრდელი მამა არტურია.სწორედს მის მონასტერს ვაფარებ თავს,მან მირჩია თქვენი თავი. გვსურს,რომ ჩემსავით სათავეში ჩაუდგეთ თავისუფალ მოძრაობას.თანაც ხალხი კარგად გიცნობთ,ჩვენი მოხალისეების რიგებში უამრავი თქვენი მოსწავლე ახალგაზრდები იმყოფება,რომლებსაც წესიერი უფროსი სჭირდებათ. -საწყალი ახალგაზრდები,რა ცუდ დროში მოუწიათ ცხოვრება.-ხელახლა წამოდგა ფეხზე ფილიპი და აქეთ იქეთ დაიწყო სიარული,თითქოს რაღაც არ ასვენებდა სულში.-მეც თქვენსავით შემტკივა გული ჩემს სამშობლოზე, მაგრამ სამწუხაროდ,უარის თქმა მომიწევს-როგორც იქნა გაჩერდა და კელის მიუახლოვდა,შემდეგ მამა არტურის ჯვარი გადასცა-ინებეთ და ჩემგან მოკითხვა გადაეცით მამა არტურს.ახლა კი დაგემშვიდობებით. კელი დაღონებული სახით წამოდგა,ფილიპს ჯვარი გამოართვა და გასასვლელი კარისკენ გაემართა.სანამ გავიდოდა შემოტრიალ,ფილიპს თვალებში შეხედა,შემდეგ მეორე ჯიბისკენ ხელი წაიღო და კონვერტი ამოიღო.-მამა,არტურმა იცოდა,რომ უბრალოდ სიტყვებით,ვერ დაგითანხმებდი,ამიტომ ჯვარის გარდა თქვენთან ეს კონვერტი გამომატანა-ხელი გაუშვირა და კონვერტი მიაწოდა,ფილიპს,შემდეგ კაპიშონი წამოიფარა ტავზე-კარგად ბრძანდებოდეთ,ბატონო ფილიპ,თუ გადაიფიქრებთ იცით სადაც უნდა გვიპოვოთ-და სწრაფი ნაბიჯებით გაუჩინარდა. კარები ჩაკეტვის ხმაზე,წამებში,გამოვარდნენ,ცნობის მოყვარე დედაკაცები ოთახიდან. -ეგ რა გიჭირავს ხელში,შეეკითხა შემოსასვლელის დერეფანში მდგომმა ქეითმა. -და რაზე ვსაუბრობდით არ მკითხავ?-ღიმილით შეეკითხა ფილიპი. -ოთახშიც ყველაფერი კარგად გვესმოდა-ქეითის მაგივრად გასცა პასუხი სოფიამ. -ეჭვიც არ შემპარვია.რაც შეეხება ამ კონვერტს ჯერ არც მე არ ვიცი,რა არის.შეგვიძლია ჩამოვსხდეთ და ერთად წავიკითხოთ. -კარგით თვენ მიდით დასხედდით,მე და ანისე კი სამზარეულოში გავალთ,რაიმე გემრიელს მოვამზადებთ.-სოფიამ მოკიდა ხელი ანისეს და სამზარეულოსკენ გაემართნენ,ხოლო ფილიპე და ქეითი,სასტუმრო ოთახში ჩამოჯდნენ მაგიდასთან.ფილიპე ვერ ბედავდა კონვერტის გახსნანს თითქოს,ხელი არ ემორჩილებოდა,რამდენჯერაც გახსნას მოანდომებდა წამშივე გადაიფიქრებდა ხოლმე.დაინახა ქეითმა,რომ ფილიპს სურვილი არ უჩნდებოდა კონვერტის გახსნისა და ცნობის მოყვარეობით,ანერვიულებულმა სწვდა ფილიპეს კონვერტს და ხელიდან წასტაცა. -შენ თუ ვერ კითხულობ მე წავიკითხავ-და იმ წამსვე გახსნა კონვერტი,რომელშიც მამა არტურის წერილი იდო.შემდეგ ხელით ამოიღო და წაკითხვა დაიწყო.-პირველ რიგში მინდა,რომ მოგიკითხო და გითხრა,რომ ყოველთვის,როგორც საკუთარი შვილი ისე მიყვარდი.ახლა კი დადგა დრო და ჟამი გაიგო სიმართლე,რომელსაც დიდიხანია გიმალავდი, შენსადმი სასიკეთოთ.მინდა,რომ გაიგო შენი მშობლების,შესახებ.მათ არ დაუტოვებიხარ ჩვენს მონასტერის,ბავშვთა სახლში.ისინი ბრიტანეთის არმიის მსხვერპლი გახდნენ.როდესაც შენ დაიბადე,1798 წელს,ქვეყანაში დაუნდობელი ომი მიმდინარეობდა,ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის. მამაშენი ლუდოვიკო,აქტიური მონაწილე იყო ამ ომისა.მეტიც ერთ-ერთი სახელ განთქმული მხედარ მთავარი გახლდათ. მისი არმია დაუნდობლად ანადგურებდა ბრიტანელებს ილანდიის მიწებზე,მაგრამ ერთ დღესაც ბედმა უმტყუნა და კოლინ მაკნამარის არმიასთან დამარცხდა,სადაც ტყვედ აიყვანეს.რათქმაუნდა ცოცხლად არ გამოიუშვებდნენ.მტერმა დიდხანს აწამა,უნდოდათ გაეგოთ თუ სად იყვნენ დანარჩენი ირლანდიის ჯარები განლაგებულები,მაგრამ მას სიტყვაც არ დაცდენია,რის შემდეგაც დახვრიტეს,წითელ მუნდირიანებმა,კოლინის ბრძანებით.რაც შეეხება დედაშენს,მან შენი თავი მე ჩამაბარა,თავად კი ექთნად ღებულობდა მონაწილეობას.სამწუხაროდ არც ის დაბრუნებულა ომიდა.შენი აღზრდა კი მე მერგო წილად.მაშინ,როდესაც დედაშენმა ანამ შენი თავი დამიტოვა,დამაფიცებინა,რომ არ გცოდნოდა ეს ყველაფერი რათა,ზიზღი და შურის ძიების წყურვილს არ დაებრმავებინე.დიდიხნით ვინახავდი დედაშენი თხოვნას საიდუმლოდ,მაგრამ ირლანდიას ძველებურად უჭირს და შველა ჭირდება.ვფიქრობ,რომ ეს ყველაფერი არაა დამთხვევა.ისევ ისევ ომი მიმდინარეობს ჩვენსმიწებზე და ისევ კოლინ მაკნამარის მეთაურობით,მარცხდება ირლანდია,ჩემიაზრით ეს არის ნიშანი.შენ უნდა მოუღო მამაშენის და ირლანდიელი ხალხის მკვლელობების გამო.შენ უნდა განგმირო სატანა,რომელიც კათოლიკეებისა და ირლანდიელი ხალხის გასაჟლეტად მოემართება.და კიდევ შენტვის სახელი მე არ შემირჩევია,ფილიპე შენმა მშობლებმა დაგარქვეს და ნელსონიც შენი ნამდვილი გვარია.-ქეითმა წერილი დაკეცა და უკან კონვერტში,დააბრუნა,შემდეგ ფილიპს გახედა,რომელიც კედელს მისშტერებოდა,ჩაწითლებული ნაღვლიანი თვალებით,საიდანა ცრემლები სდიოდა და წვიმის წვეთებივით ასველებდა მის კალთას.ქეითისაც ცრემლები წასწყდა ქმრის განადგურებულ მდგომარეობაში დანახვა და კალთაში ჩაუჯდა,შემდეგ ლამაზი სუსტი ხელები შემოხვია,ხოლო მისი თავი მკერდზე დაიყრდნო. - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.