We Are Young (1-5)
1) კატო ----------- -დღეისთვის საკმარისია, ბავშვებო - ცხვირის წვერზე დასკუპებული სათვალით თავს აკანტურებს მათემატიკის მასწავლებელი, მეჭეჭიანი ცხვირით ცოცხზე ამხედრებულ კუდიანს რომ მოგვაგონებს და შელოცვების წიგნის მაგივრობას ალგებრის სახელმძღვანელო რომ უწევს - დავალებად ჩაინიშნეთ 20,21,22,23.... კუდიანი თინიკოს ხმა ჰიპნოზივით მოქმედებს, კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ქალი არასდროს ყოფილა მოსწავლე, მით უმეტეს აბიტურიენტი, თავიდანვე ასეთი დაიბადა, სათვალიანი, წელში მოხრილი და ცოცხზე ამხედრებული და არ გამოუცდია, რას ნიშნავს, როცა დავალებად n რაოდენობის სავარჯიშოებს გაძლევენ. ფიქრებიდან რომ ვფხიზლდები, 2 წუთი და 32 წამია გასული, თუმცა ის მაინც განაგრძობს სავარჯიშოების ჩამოთვლას. - 67,68,69... ერთი სიტყვით, ასის ჩათვლით- საქმიანად კრავს ტუჩებს და „აბა მარტო დაიწუწუნეთ“ , „თქვენს ასაკში დღეში ხუთას სავარჯიშოს ვაკეთებდი“ და „ სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ სახით უცოდველი კრავივით შემოგვცქერის. - ორუცნობიანმა განტოლებებმა და პარალელოგრამებმა უნდა შემიწიროს ეს მთასავით გოგო?-თინიკოს მათემატიკური სიზუსტით აგებული სახლიდან გამოსვლისას ხელებს ცისკენ აღმართავს თათია, ჩემი საუკეთესო დაქალი, ძმაკაცი, სული, გული, ხან დედა, ხან მამა და ხან უბრალოდ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მირჩევნია. - გოგო კიბატონო, მთასავით არა - სიცილისგან წელში ვიხრები, ჩემზე ორი თავით დაბალ „მთასავით გოგოს“ რომ ვუყურებ. - იცინე, გენაცვალე, იცინე.. ვნახოთ ამის მერე ვიღა დაგიცავს, თმის რეზინს რომ წაგართმევენ და აგაბღავლებენ - ვითომ გაბუტული ნიშნის მოგებით მახსენებს თითქმის 12 წლის წინანდელ შემთხვევას, რომლის საშუალებითაც ერთმანეთი გავიცანით. - ვუიმეე, ჩემი სიამა გოგო - აკისკისებული ვეხვევი და მასთან ერთად პარკის სკამზე ვიკეცები. ალბათ, გაინტერესებთ, რას ნიშნავს „სიამა გოგო“. ეს სახელი სათავეს მეოთხე კლასიდან იღებს, როდესაც ერთ-ერთმა პარალელურმა კლასელმა ბიჭმა დაიწუწუნა, რა სულ სიამის ტყუპებივით ერთად დადიხართო, მას შემდეგ რაც სუპერგმირმა თათიამ და კატომ მეორეკლასელი ბიჭი მისგან ვიხსენით და საქმე მუშტებით მოვაგვარეთ, როგორც სამართლიან „ნაზ გოგონებს“ შეეფერებათ. მე და ჩემი სიამა გოგო სახლისკენ გზას მივუყვებით, სანამ ის სხვა მხარეს არ უხვევს და ჩემს ყურსასმენებთან ერთად მარტო ვრჩები. უკვე ბნელდება, როცა სახლში შევდივარ. საშინლად დაღლილი მაშინვე სამზარეულოს ვაშურებ და ლალის მხუბუქად ვუღიმი. ლალი ჩვენი ოჯახის მეგობარი ასაკოვანი ქალბატონია, რომელიც ჩვენთან ხშირად მოდის სახლის საქმეების მოსაგვარებლად. - ჩვენი გოგოც მოსულა. როგორ ხარ, მა? - სასტუმრო ოთახიდან შემოდის მამა და ლოყებს ისევე მიწელავს, როგორც ბავშვობაში - კიდევ კარგი, მოხვედი. მეგონა ვეღარ მომისწრებდი.. - მოგისწრებდი? - დაბნეული ვლუღლუღებ და ყავას ფინჯანში ვისხამ. - ჰო, მა. დღეს ბრიუსელში მივფრინავ, აღარ გახსოვს? - ჰოო, ახლა გამახსენდა.. სულ გამომიფრინდა თავიდან, იმდენი საქმე და სამეცადინო მაქვს, რომ.. - ჩვეული დაბღვერილი მზერით ვიწყებ წუწუნს. - მალე ჩამოდი, რა. - ვნახოთ, პრინცესა. შევეცდები, რაც შეიძლება მალე მოვაგვარო საქმეები. არ მინდა წასვლა, მაგრამ ბიზნესს სჭირდება, მა. - შემიძლია დღეს აქ დავრჩე, ბატონო ცოტნე - ლალი იღებს ხმას - თუ მარტო არ უნდა ყოფნა. - აუუუ - წუწუნს ვიწყებ - არ მინდა. მარტო არ ვიქნები, სხვათა შორის, ჩემი ძმაც ამ სახლში ცხოვრობს ! - კარგი, კატო, როგორც გინდა. თორნიკეს დავურეკავ, რომ დღეს მალე მოვიდეს. და მუდმივად კმაყოფილი და კაპრიზებშესრულებული მე არც ისე ბედნიერი სახით ვეხვევი მამას, ვაცილებ მას და ლალის, ვიმარაგებ ნახშირწ....ბს, ყურსასმენებში მუსიკას ვრთავ და დემეტრე თავდადებულივით არ ვუშინდები მათემატიკის დავალებას. არ ვუშინდები 37-ე სავარჯიშოს. არ ვუშინდები. 41-ე. აარ ვუშინდებიი. 62-ე. არ.. ვუშინდები, ხომ? 65-ე. სანამ ბოლომდე გავაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ დემეტრე თავდადებულივით თავდადებული უნდა ვიყო, მკრთალად მოციმციმე მაგიდის სანათის შუქზე პირდაპირ 78-ე სავარჯიშოზე მეძინება. როგორც ჩანს, ძილში ცალი ყურსასმენი ყურიდან მძვრება, და სიმღერებს შორის პაუზის დროს კარის საეჭვო ფხაკუნის ხმაზე გულაჩქარებულს მეღვიძება. - თონ, მოდიხარ? - ტელეფონზე ვკრეფ ასოებს და თორნიკეს ვუგზავნი, მისი პასუხის „ჯერ არ მცალია, დაახლოებით 2 საათში მოვალ“ შემდეგ კი უკვე შეშინებული ვდგები და ჩემი ოთახიდან გავდივარ. დაბნეულს ყურიდან მეორე ყურსასმენის მოშორება არც კი მახსენდება, სადაც fun-ის we are young ჟღერს დაბალ ხმაზე, სიბნელეში გაფაციცებით ვუსმენ აწ უკვე გაღებული კარიდან შემოსულ ფეხის ნაბიჯების ხმას. „ქურდები!“- პირველად ეს აბსურდული აზრი კვეთს ჩემს გონებას. რას გააკეთებს 17 წლის არც ისე მშიშარა გოგონა, თუ სახლში მარტო ყოფნისას ქურდი მის სახლში უჩუმრად შედის? თუ ახლა გადავრჩები, ამაზე მოხსენებას დავწერ და გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს წარვუდგენ. თუ საჭიროა, საკუთარ ავტოგრაფსაც დავურიგებ თითოეულ მათგანს. სამზარეულოში გამეფებულ სიბნელეში ფეხაკრეფით გავდივარ და თავდასაცავი იარაღის ძებნას ვიწყებ. და აი , ისიც ! მისი უდიდებულესობა ტაფა! აი რა ხდება მაშინ, როცა აბიტურიენტობის პერიოდშიც კი არ ანებებ თავს რაპუნცელის ყურებას. - გადაგვაგდო? - სასტუმრო ოთახის კარს უკან მესმის ბოხი ხმა და წამიერად კანკალი მიტანს. ტაფამომარჯვებული ვუსაფრდები მსხვერპლს კარის მეორე მხრიდან. რაც იქნება, იქნება. თუ მოვკვდები, ბედნიერი ვიქნები, რომ სიკვდილის წინ ერთხელ მაინც ვიგრძენი თავი რაპუნცელად. ოჰ, ტიმ ბარტონ, ვუდი ალენ, ჯონ ფორდ ! თუ ჩემი გესმით, მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვის კარგი მუზა ვარ! სიბნელეში მხოლოდ საკუთარ გულისცემასთან შერწყმული მუსიკის ხმა მესმის. ტაფა აღმართული მაქვს და შესაფერის მომენტს ველოდები. აი ისიც, კარი ჭრიალით იღება, ისე როგორც საშინელებათა ფილმებში (ვეს კრეივენ! შენ მაინც ამიყვანე საშინელებათა ფილმის მსახიობად!!) ქურდები კედელზე ხელს აფათურებენ და მოულოდნელად ანთებული დენი თვალებს გვჭრის. ესეც შესაფერისი მომენტი. სპაიდერმენივით ვხტები და ჩემი დანახვით გაოცებულ წითურ ტიპს ტაფას ძლიერად ვურტყავ თავში. ცოტაც და შვარცნეგერივით თავმომწონედ დავიხედავდი კუნთებზე, რომ არა მეორე ქურდის გაოცებულ-უცნაურად გაღიმებული სახის დანახვა. ბოროტი სიცილი. ნამდვილად მოვკვდები დღეს. ძირს დაცემული წითურის გვერდით მდგარი შავგვრემანი ქურდი ჩემკენ ნაბიჯს დგამს. ოპაა, მგონი კარგი იქნებოდა, თუ მეექვსე კლასში კარატეზე შემიყვანდნენ. აი, მამა! შენი უარის და „გოგოს კარატე არ შეეფერება“-ს გამო ბრიუსელიდან ჩამოსულს ნაწილებად დაშლილი საკუთარი ქალიშვილი შეგრჩება. მანიაკის მიერ გადმოდგმულ ყოველ ნაბიჯზე მეც ერთი ნაბიჯით ვიხევ უკან, მანამ, სანამ კედელს ზურგით არ ვეყრდნობი. - გაჩერდი - თითის აწევით ვაფრთხილებ ჩემზე ორი თავით მაღალ მსოფლიოში ყველაზე სიმპატიურ დამნაშავეს. საინტერესოა, რამ მიიყვანა დანაშაულის ჩადენამდე. მაია ასათიანი რომ ვიყო, ყველაზე ექსკლუზიური გადაცემა გამომივიდოდა სახელით „სუფთა მწვანე თვალებიდან ციხის საკნის გისოსებამდე“ ან რამე მსგავსი. ასეა, მშობლებო. დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ბავშვებისადმი, თორემ რომ გაიზრდებიან, შეიძლება ერთ დღეს, ერთ საყვარელ, საწყალ და ალგებრისგან გატანჯულ გოგოს შეუვარდნენ სახლში და დაანაკუწონ. - არ მომიახლოვდე, თორემ ვიკივლებ - კიდევ უფრო მჭიდროდ ვეკვრი კედელს, ცოტა ხანში ჩემი სისხლით რომ შეიღებება. - არ იკივლებ - პირზე ხელს ღიმილით მაფარებს მწვანეთვალება. საერთოდ, ფსიქოპატებს ლამაზი ღიმილი აქვთ ხოლმე? ჯანდაბა, სიკვდილის პირას ხარ, რა დროს ეგაა. ვეღარ ვმოძრაობ და თვალები ცრემლებით მევსება. ახლა რომ იტირო, ჩემი ხელით მოგკლავ, კატო! წინააღმდეგობას ვუწევ, თუმცა თავის გათავისუფლებას ვერ ვახერხებ, თავით და ტანით კედელზე ვარ აკრული. - პირიდან ხელს მოგაშორებ და არ იკივლებ, გასაგებია? თორემ... მომკლავს? ამჩეხავს და კლდეში გადამაგდებს? ცოცხლად დამმარხავს? ჯანდაბა. ოღონდ ახლა გადავრჩე და თორნიკეს ბანაობისას წყალს აღარ გავუთიშავ, არც ფეხსაცმელებს დავუმალავ როცა უნივერსიტეტში აგვიანდება, აღარც ლალის შევუჭამ ნამცხვრებს და როცა თათია ჩემთან ნიძლავს წააგებს, არ დავავალებ ქუჩაში გამვლელისთვის ნომრის გამორთმევას. ჯანდაბა. ყურში „tonight, we are young.. “ ჩამესმის და ვხვდები, რომ მართლა ზედმეტად ახალგაზრდა ვარ სიკვდილისთვის და გული მიჩუყდება. ფსიქოპათი სიტყვის დასრულებასაც ვერ ასწრებს, რომ ორი მსხვილი ცრემლი წამწამებს სწყდება, ჯერ ლოყებზე შემდეგ კი ჩემს პირზე აფარებულ მის თითებს ეცემა. წამით გაკვირვება ცვლის მის სახეს, შემდეგ კი კვლავ საყვარლად იცინის: - კარგი რა, პატარა.. უკაცრავად? ამ არაადამიანმა ორი წუთის წინ რა დამიძახა? ფსიქოპატი, ნეანდერტალელი, მანიაკი.. ზედსართავი სახელების მოფიქრებას მისი ხმმამაღალი სიცილი მაწყვეტინებს, რომელიც მთელ სახლს ექოდ ედება. სულს რომ ითქვამს, მეკითხება: - როგორც იმ სიმღერაში ჟღერს, რომელსაც ახლა უსმენ, მართლა ძაან young ხარ.. შენ რა, ქურდები გეგონეთ? რა არა? ჩემს გაკვირვებულ სახეზე კიდევ ერთხელ ეცინება და პირიდან როგორც იქნა ხელს მაშორებს. სიცილის კიდევ ერთი ტალღა რომ უვლის, ახლა ჩაკეცილ წითურთან მიდის, მისკენ იხრება და დაკვირვებით ათვალიერებს. - ყინული ხომ არ გექნება, პატარა? თორემ ჩემი და თორნიკეს მეგობარი საგრძნობლად დააზიანე, მგონი. რაა? კარგით, რა. მე გავიბუტე. არადა თავი უკვე მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირად წარმოვიდგინე. - უკაცრავად?-ძლივს ამომდის ხმა ყელიდან. ერთი წუთით, ეს ტიპი ახლა მე დამცინის? ტაფა აშკარად ამისთვის უნდა ჩამერტყა და არა მეორისთვის. - არც ბოროტმოქმედები ვართ და არც ქურდები, თორნიკეს მეგობრები ვართ და გვითხრა რომ სახლში დავლოდებოდით -მობეზრებული ატრიალებს თვალებს- ახლა კი, ყინული თუ შეიძლება, პატარა, სანამ ჩემი მეგობარი სისხლისგან დაიცალა. - ერეკლე ! - ძლივს იღებს ხმას იატაკიდან წამომართული წითური - ბავშვს ნუ აშინებ, კარგად ვარ - მკრთალად იღიმის - კატო, ხომ? გაუბედავად ვუქნევ თავს. ბარბაცით დგება და კედელს ეყრდნობა. - ბოდიში, კატო, რომ დაუკითხავად შემოვიჭერით. არც კი ვიცოდით, სახლში თუ იყავი და კარი ღია დაგვხვდა. არ გვინდოდა შენი შეშინება. ჰო მართლა, მე საბა ვარ.- სასიამოვნო ხმით საუბრობს წითური და მისდამი ნდობა მიჩნდება. - არ გვინდოდა? - სიცილით პასუხობს მწვანეთვალება, თურმე ერეკლე რომ ჰქვია - მე ძალიანაც მინდოდა, პატარა. არ ვიცოდი, სახლში თუ იყავი, თორემ უფრო კარგად მოვემზადებოდი დრამის გასათამაშებლად. ოჰ, ღმერთო ჩემო. დავმშვიდდი. - კარგი.. მე.. ბოდიში.. უბრალოდ, შემეშინდა და.. - ნერწყვს ძლივს ვყლაპავ. კარგი, რა კატო. ბავშვობიდან უშიშარი რაინდი ხარ და ახლა რამ შეგაშინა?! ოჰ, სულელო ჩემო თავო. - წამოდი სამზარეულოში და ყინულს მოგცემ - ძლივს გამაგრებული ხმით მივმართავ წითურს და ახლა ადგილიდან დაძრულ წაბლისფერთმიანსაც ვუბრუნდები - შენთვის არ მითქვამს. - რაა? - ღიმილი სახეზე აშრება მწვანეთვალებას. - რაც გაიგე. სანამ შეშინებისთვის ბოდიშს არ მომიხდი, არ შემოხვალ - თავმომწონედ ვუღიმი. - არა რა, მომწონს ეს გოგო - ხარხარებს წითური და სამზარეულოში მომყვება. - კარგი, რა , პატარა - ბუზღუნებს მწვანეთვალება. - არანაირი პატარა- თითის აწევით ვაფრთხილებ. - კარგი, პატარა - ტუჩის კუთხეს ტეხავს. თვალებს ვატრიალებ და წითურისთვის ყინულს ვიღებ საყინულიდან. - ყავას დალევ? - ვეკითხები საბას. - თუ არ შეწუხდები - მიღიმის ის. - ყავა მეც მინდა, რა - სასტუმრო ოთახიდან მესმის დაჩაგრულის ხმა. - შენთვის არ შემომითავაზებია - გაბუტული ხმით ვპასუხობ. რაც მართალია, მართალია. მან შემაშინა, დამცინა და ახლა ბოდიშიც კი არ მოუხდია. ყავა კი არა, დარიშხანი უნდა დაალევინო პირდაპირ, ან თინიკო მასწავლებლის მიერ გაკეთებული ჩაი, რომელსაც მტკვრიდან ამოღებული წყლის გემო უფრო აქვს. ყავა რომ მზადდება, ფინჯნებთან და შოკოლადთან ერთად სასტუმრო ოთახში გავდივარ თავზე ყინულმიდებულ საბასთან ერთად. ერეკლე ისევ იმ ადგილას დგას, სადაც ჩემი გამოსვლისას იდგა და განაწყენებული თვალებით შემოგვყურებს მე და საბას,ჩვენ კი ჩვეული აუღელვებელი მზერებით ვიკავებთ ადგილს დივანზე და ერთმანეთის უკეთ გაცნობას ვიწყებთ. ამასობაში საათის ისრები ღამის 1-ს უახლოვდება, მწვანეთვალება კი კვლავ გაუნძრევლად დგას კუთხეში და აქა-იქ ბუზღუნით ისვრის რეპლიკებს. - რა სტუმართმოყვარე ხარ ,პატარა ! - ორი ვარიანტი გაქვს : პირველი, ბოდიშს მოიხდი რომ შემაშინე და შემდეგ შემოგვიერთდები და მეორე, მათემატიკის დავალებას დამიწერ და ბოდიში აღარ დაგჭირდება - თავმომწონედ ვუღიმი და საბასთან ერთად სიცილს ვაგრძელებ. - არც იოცნებო - ირონიულად მიღიმის იგი. - ნება შენია - ამას ჰგონია, რომ შემეცოდება და აზრს შევიცვლი, ეგღა მაკლია პირდაპირ და კიდევ ოთხი წითელი მიხაკი სრული ბედნიერებისთვის. ჩვეული აუღელვებელი გამომეტყველებით ვიღებ მობილურს და თორნიკეს ნომერს ვპოულობ. - გისმენ - რამდენიმე ზარის შემდეგ მპასუხობს ის. - არ მოდიხარ, თონ? არ გრცხვენია, შენს საწყალ დაიკოს სახლში მარტო რომ ტოვებ? იქნებ ქურდები შემომიცვივდნენ სახლში? მერე რას ეტყვი მამას? სამსახურში ვიყავი და ჩემი და ამიტომ დავუტოვე ერთ საყვარელ და ერთ უნამუსო ქურდს გასანადგურებლადო? -ყალბ ცრემლს ვიწმენდ და სიცილისგან ვიგუდები. - ნუ დაიქოქე, რამდენიმე წუთში მანდ ვარ. რამე წამოგიღო? - კიი. ბაუნტი და ჩუპა-ჩუპსი - დაუფიქრებლად ვპასუხობ - და კიდევ ალუბლის ნაყინი.. კიდევ მარწყვი და ატმის იოგურტი. - დაამთავრე? - სიცილით მპასუხობს თორნიკე. - არა, მაგრამ მეტი აღარ მახსენდება. მალე მოდი, რა - ვებუზღუნები და ტელეფონს კმაყოფილი სახით ვთიშავ. - სულ ესე აწამებ? - წარბს წევს ერეკლე. - ძირითადად! - სიცილით ვპასუხობ და კარიც იღება. - ხომ გითხარი, კარები დაკეტე-მეთქი - პარკებით ხელში შემოდის ჩემი თონი და ბიჭების დანახვაზე წამით შეშდება - ვაა, უკვე აქ ხართ? კატო გაიცანით უკვე? - გავიცანით რომელია - მრავალმნიშვნელოვნად ამბობს ერეკლე და მე და საბა სიცილისგან ვიკეცებით. - რა ხდება? - ეღიმება თორნიკეს და შემდეგ დემეტრეზე მიგვითითებს - ეს ნაძვისხესავით რატო დგას? - დასჯილია - ენას ვუყოფ თონის. - აღარ ჩაგეძიებით - იცინის და ლოყებს მიწელავს - დღეს აქ რჩებით ხო? - საბა დარჩეს და ამ მეორეს კარის წინ ფეხის საწმენდზე დავაძინებთ,ხომ? - ვბუზღუნებ მე. - მართლა მაგარი და გყავს - სიცილით მიყვება საბა თონის სამზარეულოში და გასვლამდე ლოყებს მიწელავს . „ისევ! შეეშვით ჩემს ლოყებს, რა!.“ -ბუზღუნით ვეყრდნობი დივანზე არსებულ ბალიშს და სოციალურ ქსელში შევდივარ. ვგრძნობ გაღიზიანებულ მზერას, რომელიც თვალებით მჭამს. - რა გინდა? - ცოტა ხნის შემდეგ ირონიული ღიმილით ვაბრუნებ თავს. - კარგი, ჰო. მომიტანე შენი მათემატიკის დავალება - თვალებს ატრიალებს იგი. ესეც ასე! თავდადებული კატო-რაპუნცელი მოწოდების სიმაღლეზეა! ძლევამოსილმა მწვანეთვალებამ კი დამარცხება აღიარა. თავი 2 მომდევნო დილა ყოველგვარი ხათაბალის გარეშე გადის. ამის მიზეზად ორი რამ შეიძლება დასახელდეს : 1) ჩემი განსაკუთრებელი უნარი მკვდარივით ძილისა დღისით თუ ღამით, ჭირსა თუ ლხინში, სიმდიდრესა თუ სიღატაკეში, ბავშვობაში თუ აბიტურიენტობის დროს,არდადეგებისას თუ სწავლის პერიოდში. 2) მოულოდნელი ქურდი-სტუმრების დილით (უფრო ზუსტად შუადღით) ჩემს გაღვიძებამდე წასვლა. თუმცა ცალსახად, ამ სიმშვიდის მთავარ მიზეზად სავარაუდოდ სასტუმრო ოთახის მაგიდაზე დატოვებული ალგებრის დავალება უნდა მიიჩნეოდეს. ჯერ კიდევ საწოლში მყოფი იმედს ვამყარებ, რომ სიმპატიურმა ბოროტმოქმედმა პირობის შესრულება ნამდვილად იცის. ერთი ბოროტი გადახარხარება შენ ჩემგან, ბატონო ერეკლე! მიუხედავად იმ ხანმოკლე პერიოდისა, როცა ბედნიერების მთათა სისტემის უმაღლეს მწვერვალზე მყოფი ხუჭუჭა-წაბლისფერ-თმა-აბურდული მე შემოდგომისთვის შესაფერის თბილ საწოლში ვნებივრობ და მშვიდი დღისთვის ზევსს და პოსეიდონს მადლობას ვუხდი, ყველაფრის გაცამტვერება ერთ ფაქტს ყოველთვის შეუძლია. ეს ფაქტი გუშინდელი დღიდან გახდა ცნობილი და მას უნიკალური მწვანე(თვალება) ბოროტმოქმედი ეწოდება. აღსანიშნავია, რომ ეს სახეობა მხოლოდ მცირე რაოდენობით გვხვდება დედამიწაზე, ამ სახეობის წარმომადგენელთა რაოდენობა 1-დან 1,5-მდე მერყეობს ( 1 თავად პიროვნება, 0,5 კი მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე) და არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სახეობა ხელოვნური მუტაციის შედეგად შეიქმნა უცხოპლანეტელების მიერ და მისი აქ გამოგზავნის მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, საბოლოო ნაბიჯი კი კაცობრიობის განადგურებაა. ბევრი რომ აღარ ვიბუზღუნო, ყველაფერს ყოველგვარი შელამაზების გარეშე მოგახსენებთ: მუქი ფარდების გამო ჩაბნელებულ ოთახში გაღვიძების და რამდენიმე საათით საწოლში ნებივრობის შემდეგ, როგორც იქნა, თქვენი მონა-მორჩილი მე ადგომას კუჭის საშინელი ბუზღუნის გამო საწოლიდან ადგომას ვწყვეტ, საბანს ვაი-ვაგლახით ვიხდი, ვიზმორები, საწოლზე ვჯდები, ორივე ფეხს ერთად ვდგამ საწოლიდან, ვდგები....მოიცა მოიცა. რაღაც ისე არაა. სიბლანტეს ვგრძნობ და ძირს ვიყურები. ნეტავ არ დამეხედა. დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიმაღლის ტაშტში ვდგავარ, რომელიც სავსეა, არც მეტი, არც ნაკლები... პამრაპარაა! ყვითელი. ბლანტი. საშინელი სუნით. ჯანდაბა! კვერცხით. ერთი ბოროტი გადახარხარება კატოს მწვანეთვალება ბოროტმოქმედი ჰალკისგან. როდესაც ბუზღუნით, წიკვინით და ზემოთხსენებული დეგრადირებულისთვის სულის განმგმირავი ეპიტეთების მოფიქრების თანხლებით ჭურჭელში არსებულ აყროლებულ მასას ვღვრი, საგულდაგულოდ ვასუფთავებ საკუთარ თავს და ოთახს და შურისძიების გეგმას უნიჭოდ ვსახავ, მხოლოდ მაშინღა ვამჩნევ საწოლის თავზე მიკრულ სტაფილოსფერ ფურცელს, საიდანაც ჰალკის ბრძნული ფრაზა კადნიერად შემომცქერის: „ ტაფების მბრძანებელის ლეგენდარულ ტაფას ყველაზე მეტად ერბოკვერცხი უხდება! შენი ტკბილი ბოროტმოქმედი“ ^^^^^^ - ჯერ ვერ ვახერხებ ჩამოსვლას, მა - ტელეფონში ბატონი ცოტნე მამიკოს ნაღვლიან ხმას ვისმენ - მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. ნახევარ საათში კონტრაქტის თაობაზე გავრბივარ,მა. - აუუუ - ბუზღუნ-წუწუნის კიდევ ერთი ტალღის გადატანა უწევს გაევროპებულ მამიკოს. - კარგი, მა. ნუ წუწუნებ. საქმე მოითხოვს -მობეზრებული ხმა მესმის ყურმილის მიღმა - ლალი მანდაა, მა? - არაა.. გუშინ ვუთხარი, რომ დღეს შეეძლო დაესვენა და.. - მართლა , მა. რა გინდა, რომ ჩამოგიტანო? - არაფერი არ მინდა, მამა! - სიცილის ტალღა მივლის - მხოლოდ ბრიუსელის კომბოსტო. - ახლა იცი რა მაგარ ადგილას ვარ? ბარს madam moustache ჰქვია. შენს ძმას მოეწონებოდა, როგორც ალკოჰოლის დიდ მოყვარულს. თან კარგი სივრცეა, მერე სტრიპტიზის საცეკვაოდ - სიცილით იხსენებს მამა თონის პირველ სერიოზულ დალევას და მეც ვყვები. - ბევრი არ დალიო. ბელგიელებმა არ გაგალოთონ, თორემ შერცხვები ამხელა დარბაისელი კაცი - ვარიგებ ბატონ ცოტნე მამიკოს და ვემშვიდობები- კარგი მამ, აბა შენ იცი, მალე ჩამოდი. და ბრიუსელის კომბოსტო არ დაგავიწყდეს. დამშვიდობების შემდეგ ვხვდები, რომ კუჭი ტანგოს ცეკვას მთელი სერიოზულობით იწყებს და ვწყვეტ, რამის მომზადება ვცადო, როგორც უზადო კულინარმა. ხანძრის გაჩენის შიშით, მხოლოდ კართოფილს ვწვავ, სალათს და რამდენიმე სენდვიჩს ვამზადებ. საღამო ხანს, როდესაც კულინარიული შესაძლებლობების გამოვლენის ხასიათზე ვდგები, ვწყვეტ, დესერტისთვის ბლინები მოვამზადო. ცხელ ცომს ვამზადებ, ჩემს საფირმო ტაფას ცეცხლზე ვდგამ და ვაცხელებ, თან ერთ-ერთ მულტფილმში მოსმენილ სიმღერას ვღიღინებ(ანუ ვყროყინებ), რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს : კარამეელიიი-ცისატყელას ფერებიიი, შოკოლადიი - ნათელი და ტკბილიი. ეშხში შევდივარ. მთელი ემოციებით ვასხამ ცომს ტაფაზე, თან ველოდები, თან „კარამეელიი-ცისარტყელას ფერებიი“ ვღიღინებ. ცისარტყელას ფეერებიიი!! შოოკოლადიი - ნათელი და ტკბიილიი! კარამელიი! გემრიელიაა! ტანს ვაყოლებ „ცისარტყელას ფერებს“ , თან შემდეგ ბლინსაც ვიღებ ტაფიდან და შემდეგის ტაფაში მოსათავსებლად ვემზადები: - კარამეეელიი.. შოკოლადიიი ნათელი და ტკბილიიი - ყროყინს ვაგრძელებ და მოულოდნელად ვშეშდები,როცა სამზარეულოში შემოსულ სამ კარამელს ვხედავ. - კაარაა..მეე.ლიი.. - ლუღლუღით ვამთავრებ და სიცილი მსკდება არსებული სიტუაციის შორიდან წარმოდგენაზე. ერთი ძმა, ერთი წითური, ერთი ნეანდერტალელი და ერთი ხუჭუჭა თმაგაბუჩქული ,მსოფლიოში ყველაზე სულელური სიმღერის მომღერალი და ბლინების უნიჭო მცხობელი გოგო სამზარეულოში. ჩემს წარმოდგენაში ეს იმდენად სასაცილოა, რომ სიცილს გალურჯებამდე ვერ ვწყვეტ, შემდეგ მოსასულიერებლად წყალს ვსვამ, წამით ვჩერდები და შემდეგ ისევ თავიდან ვიწყებ. საბოლოოდ როცა ვხვდები, რომ რაღაც ისე არაა, მაშინღა ვწყვეტ სიცილს. - ჯანდაბა. რა გჭირს?- შეშინებული ვუახლოვდები თორნიკეს და შეძრწუნებული ვათვალიერებ მის გახეთქილ წარბს, ჩალურჯებულ თვალს და სახეს. დანარჩენებიც არ არიან უკეთეს დღეში. ჯანდაბა, ამათ რემბოობა მოინდომეს თუ იმდენად დიდხანს მეძინა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და იქ გაიწვიეს. - რა მოხდა? - კვლავ ვიწყებ ბუზღუნს თორნიკეს მიმართულებით - რა საჭიროა ამდენი ძალადობა, ვაა. რა მაგარია! მერე მოდიხარ სახლში და მეც მაშინებ და კიდევ კარგი, ლალი არაა აქ, თორემ გგული გაუსკდებოდა. საერთოდაც, ტვინი სად გაქვს ამხელა ბიჭს. შენ თავს ვერ უვლი და მე რანაირად უნდა მომიარო? - გეყოფა მზრუნველი დედიკოს როლის თამაში,რა - გაღიზიანებით ატრიალებს თვალებს მწვანეთვალება ბოროტმოქმედი. მოიცამოიცამოიცაა. მე ამ ნეანდერტალელს რამე ვუთხარი? ეგღა მაკლია. - უკაცრავად, შენ ვინმე რამეს გეუბნება? საკუთარი საქმე არ გაქვს და ახლა სხვისაში ერევი? საერთოდაც, დილანდელის მერე ხმა არ ამოგეღება და მადლობა თქვი, რომ კარში შემოსვლისას თავი პომიდორით არ მიგეჭყლიტა.ჩემს ძმაზე ვნერვიულობ, თორემ შენი გატეხილი შუბლი და გახეთქილი წარბი სულ არ მადარდებს - ვკაპასდები მე. - დააგდე იარაღი - ჯერ კიდევ ჩემს ხელში არსებულ ტაფაზე მიმითითებს ტუჩგახეთქილი და შეთქმულივით ამატებს - უკან დაიხიეთ. ნელი მოძრაობით და ჩუმად.ტაფების მბრძანებელს თავისი ძლევამოსილი იარაღი ხელთ უპყრია. მხოლოდ ჩვენი ვაჟკაცობის იმედად უნდა ვიყოთ. - რა კარგი იდეა მომაწოდე ისე- კრუელასავით ვიღიმი და ტაფა უკვწ სასროლად მზად მაქვს (აბა რა, გგონიათ ჭკუა დამიშლის? ), თუმცა თორნიკეს აუღელვებელი ხმა მაჩერებს: - კატო, ზედმეტები მოგდის უკვე - მშვიდად მეუბნება თორნიკე. აი, ეს მომწონს ჩემს ძმაში. რაც არ უნდა სისულელე ვთქვა, რაც არ უნდა გავაბრაზო და უპატიებელი რამეც რომ ჩავიდინო, არასდროს არ უწევს ტონს, არ მიყვირის. მისი ერთი მშვიდი სიტყვა საკმარისია, რომ ჩემს დანაშაულზე დავფიქრდე და გავჩერდე. - კარგი, თონ - ოხ, ეს სინდისის ქენჯნა. ღმერთო, რა შემქმენი ასეთი ლოიალური. გულმხურვალდ მივუტევებ გატეხილი შუბლების მეფეს. - სამივე სასტუმრო ოთახში გადით და დამელოდეთ - სწრაფად ვუბრძანებ „სწორდი, სმენა“-ს ტონით. რა თქმა უნდა,აწ უკვე ნიჭიერ მზარეულს, ალგებრასთან მებრძოლ, საწყალ აბიტურიენტს და უკვე ძლევამოსილ წინამძღოლს ანუ მე, მიჯერებენ. კარგით ხო, ცოტა გადავამეტე. სასტუმრო ოთახში საჭირო ნივთებით გავდივარ. შავთმიანი, წაბლისფერთმიანი და წითური დივანზე სხედან და მორჩილად შეჰყურებენ ტელევიზორის ეკრანს. - ნამდვილი შეფმზარეული საქმეს არ უნდა მოწყვიტოთ, იცით? - ჩვეულ ბუზღუნს ვიწყებ - მომინდომეს გმირობანა. არა ისე მაინც, რანაირად გცემეს ჰა? სიცილის ტალღა მივლის და სავარძელზე მოკეცილი ვჯდები. ალბათ 5-10 წუთი გადის, როცა საბოლოოდ ვხვდები, რომ სამი „ან გაჩუმდი, ან დაგახრჩობ“ მზერა შემომყურებს და ვამჯობინებ, რომ საქმეს მივხედო: - კარგი, კარგი. დამსვით სადმე - შუაში ვჯდები და თონის ჭრილობის დამუშავებას ვიწყებ - მაინც ძმაა და ჯერ ამას მივხედავ. არა ისე, ვინ გცემათ? - ჯერ პირველი არავის არ ვუცემივართ - იღრინება თორნიკე. - თქვენი სახეები სხვა რამეზე მეტყველებს - კვლავ ვბჟირდები სიცილისგან. - ვერ მორჩი? მტკივა - თვალებს უკმაყოფილოდ ატრიალებს ჩემი ძმა. - მოვრჩი ბროო - გახეთქილ წარბთან ვკოცნი,დივნიდან ვაგდებ და ვყვირი შეემდეგიი! წითური გამოუშვით. - ოჰ დედა ტერეზა - მხიარულად მიჯდება გვერდით საბა. - ეჰ საბაჩკ - სიცილის კიდევ ერთი ტალღა მივლის და საბაც ჩემთან ერთად კვდება სიცილით. არა რა! მომწონს ეს ბიჭი. - შენ მაინც მითხარი, ვინ გცემათ რა. - ცუდი ბიძიკოები დავამარცხეთ - ჩაფიქრებული მზერით მპასუხობს საბაჩკა. - არ დაგავიწყდეს, რომ თქვენც ცუდი ბიძიკოები ხართ - წინა დღის შემთხვევა მახსენდება - ქურდებოო ! - შენ დაგვედევნე ტაფით, თორემ ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია - უცოდველ გამომეტყველებას იღებს საბაჩკა - ისე ჩემთვის მეტისმეტია ამ ორ დღეში მიღებული ჭრილობები. მე ხომ სუსტი, დაუცველი არსება ვარ - თავს მაცოდებს საბაჩკა და ეს მუდამ ცანცარა ბიჭი ჩვეული სიცანცარით ხტება დივანიდან. - შემდეგიი! - გასაუბრებაზე მყოფივით ვიბარებ მწვანე(თვალება) ბოროტმოქმედს. - ვაჰ, მოიცალე ჩემთვის? - უკმაყოფილოდ ჯდება ერეკლე. - ეს ალბათ „წინასწარ მადლობას გიხდი“-ს ნიშნავდა - ენას ვუყოფ და მისი გახეთქილი წარბის დამუშავებას ვიწყებ. ჯანდაბა. პირველად ვხედავ მის სახეს ასე ახლოდან და მგონია, ძველი ბერძნული მითოლოგიიდან აწმყოში გადმომხტარ პარისს ვუყურებ. არა, თონიც და საბაჩკაც სიმპატიურები არიან, მაგრამ ჯერ მარტო ერეკლეს მწვანე თვალები ღირს ყველაფრად. მწვანე თვალები , რომელიც ხან ნაცრისფერში გადადის, ხან კი მოლურჯო შეფერილობას იღებს. - ლამაზი თვალები რომ მაქვს, მაგის თქმა საჭირო არაა - ირონიით მეუბნება ბოროტმოქმედი. ვხვდები, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მოჯადოებულივით ვარ მიშტერებული მის თვალებს და უხერხულობის გასაფანტად ჩახველებას მიმართავ. - არა, მართლა ლამაზი თვალები გაქვს - ჩვეულებრივ ვეუბნები და ჩემს საქმეს ვაგრძელებ. - მადლობა - აშკარად სიამოვნებს ჩემგან ამის მოსმენა და იღიმის. - არადა ამბობენ, თვალები სულის სარკეაო , მაგრამ შენს შემთხვევაშიი... რავიცი რავიცი. - ესეც ასე. ღიმილი სახეზე აშრება. აბა მე ვინ ვარ, მას რომ კომპლიმენტი სიმწარის გარეშე ვუთხრა. - დროზე მორჩი რაა, დავიღალე აქ ჯდომით და შენი ყურებით - მიღრენს ღიმილშემშრალი ერეკლე და თვალებს უკმაყოფილოდ ატრიალებს. - შეგიძლია თვალები დახუჭო - მშვიდად ვეუბნები. - აბა რა. თორემ ისე გაბნევს ჩემი თვალები, რომ წარბის ნაცვლად ცხვირს უსვამ იოდს - ნიშნს მიგებს მისტერ მწვანეთვალება. ვაიგნორებ. ვითომ არ მესმის. ვითომ ტყუილია. გახეთქილ ტუჩზე გადავდივარ. კარგით რა, როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი ტუჩები ჰქონდეს : ღია წითელი, დიდი და გამობურცული. მშურს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ტუჩებს არ ვუჩივი. - მოვრჩიი - მხიარულად ვამთავრებ და ვდგები - ნამდვილი ქირურგი ვარ რა. ურთულეს ოპერაციებს ვატარებ - თავმომწონედ ვხუმრობ და ერეკლეს სამზარეულოში მივუძღვები, სადაც საბაჩკა და თონიც არიან. ბლინების კეთებას ვაგრძელებ და კატეგორიულად ვთხოვ ბიჭებს მათ დაგემოვნებას. - გემრიელია - პირგამოტენილი საბაჩკა ლუღლუღებს. - მე მოწამვლის მეშინია - თავმომწონედ აცხადებს ერეკლე სიბრძნეს. - შენი ნებაა, ჩვენ მეტი დაგვრჩება - ჩემი საფირმო ირონიული ღიმილით ვბრუნდები და ჩემს ოთახში შევდივარ _____________ - კატუშკიი..დღეს მათემატიკაზე წამოხვალ ხო? - სკაიპით ველაპარაკები თათიას. - ალბათ კიი, თათუშკებეე - სასაცილოდ ვწელავ ბოლო ასოებს - დაჭრილები მყავს მისახედი მაინც და.. - დაჭრილები? - იცინის თათია. ის-ისაა ახსნა უნდა დავიწყო, რომ ჩემი ოთახის კარი ჭრიალით იღება, სიბნელიდან ჩუმი ნაბიჯების ხმა ისმის და ამას გარეთ არსებული ქარიშხალიც უფრო შემზარავ შესახედაობას აძლევს, კარში ღამის კოშმარი შემოდის. კარგით ხო. ვაჭარბებ. სინამდვილეში გარეთ მშვენიერი ამინდია, უბრალოდ კარი იღება და ერეკლე შემოდის. „შენ აქ რა გინდა“ მზერით გავყურებ და საწოლიდან ვდგები. ის უდარდელად დადის ჩემს ოთახში და ბოლოს საწერ მაგიდაზე არსებულ ღია ვარდისფერ ბლოკნოტს იღებს. მისი ხელში აღება და ჩემი საწოლიდან წამოხტომა ერთია. - ეს რა არის? - დადე - ვცდილობ ხელიდან მის წართმევას, თუმცა ის აქეთ იქით ისე ტრიალებს, რომ ბლოკნოტის ხელში აღება ვერაფრით მომიხერხებია. - მომეცი - კიდევ ერთხელ ვცდილობ კუთვნილი ნივთის დაბრუნებას, თუმცა ამაოდ. - კარგი გამომართვი - მიწვდის ბლოკნოტს, როგორც კი მისკენ ხელს ვწევ, ერეკლე საკუთარ ხელს მაღლა სწევს. - ერეკლეე - ტუჩებს ვბუშტავ და წუწუნს ვიწყებ - მომეცი რაა. - წამართვი - წარბს ნნიშნის მოგებით მიწევს. კი აბა რა, ჩემზე ორი თავით მაღალ ბიჭთან ხტუნაობას დავიწყებ. - არ ვაპირებ - უინტერესოდ ვბრუნდები საწლისკენ, ვითომ არ მაინტერესებს. - კარგი. მაშინ ამას მე წავიღებ. - არა ! - კვლავ მისკენ გავრბივარ და ვცდილობ მის გამორთმევას. მაღლა მიმართული ხელისკენ ხტუნვას ვიწყებ, თუმცა მაინც ვერ ვწვდები. - მოიცადე - თითს გამაფრთხილებლად ვუწევ, უცებ მომაქვს სკამი, მასზე ვდგები და უნდა წავართვა, როცა მწვანე ჰალკი ხელს დაბლა წევს. სრული კრახი! რამდენიმე წუთი გადის, მე კი მაინც ამაოდ ვცდილობ ძველბერძენი პარისისთვის კუთვნილი ნივთის წართმევას. აი, რისთვის ჭირდება ადამიანს კობი ბრაიანტის სიმაღლე ან ჩემპიონის ტიტული სიმაღლეში ხტომაში. - ერეკლეე ! მომეციი ! - წუწუნს ვიწყებ, იქნებ ამან მაინც გაჭრას - არ შეიძლება ასე! ბოლო-ბოლო მე ჭრილობა დაგიმუშავე. აუუ! მომეცი რა.. რა გინდა საერთოდ. ნერვებს რატომ მიშლი .. ერეკლეე! - ერთი პირობით დაგიბრუნებ - გულზე ხელებს იკრეფს მწვანე(თვალება) ბოროტმოქმედი. - რა პირობით? - მათემატიკაზე მე წაგიყვან - ბლოკნოტს მაგიდაზე აბრუნებს, ჯერ კიდევ ჩართულ სკაიპში თათიას ხელს მომხიბვლელი ღიმილით უქნევს და ოთახიდან გადის. მეც კვლავ ლეპტოპს ვუბრუნდები და თათიას გამაფრთხილებლად ვუქნევ თითს: - არ თქვა! - აუუუ. - არ თქვა. - არ შემიძლია, უნდა ვთქვა. - არ გაბედო - თითს ვუქნევ, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემი გაფრთხილება ამაოა. მაინც იტყვის. - ძაააან საყვარელია. ხომ ვთქვი. დიახ, ცხოვრებას უყვარს ჩემთან ღადაობა. 3) თათია --------- კატოსთან საუბარს რომ ვასრულებ, ორიოდე საათს წაძინებას ვუთმობ. როგორც ყოველთვის, ამას არც ახლა მაცდის ნიკუშა, ჩემი პატარა ძმა, რომელიც ქარბორბალასავით მატყდება თავს და ასაკის მიუხედავად ჩემს ნერვების მოშლას საკმაოდ სწრაფად ახერხებს. - დედაააა!! - ჩემი საწყალი ხმა ოთახს კვეთს და შეშინებული ნატოც მალე შემორბის ოთახში. - რა იყო! ხომ კარგად ხარ? - და როცა დაღლილი მზერით ვეუბნები „ნიკუშა ჩემს ოთახში არ შემოუშვათ, სანამ მძინავს და საერთოდაც ცხრაკლიტულიანი ოთახი მომიძებნეთ“-მეთქი, აქოთქოთებული აგრძელებს - მე კიდევ ვიფიქრე, რომ უცხოპლანეტელები დაინახე ან გიტაცებდნენ. მათი ოთახიდან გასვლის შემდეგ კვლავ ბალიშში ვემხობი, თუმცა დაძინებას რომ ვეღარაფრით ვახერხებ, ვდგები და თავის მოწესრიგებას ვცდილობ. წითურ თმას უბრალო ნაწნავად ვიწნავ, როგორც ყოველთვის, ჩანთას ვაბარგებ და ფეხით მივუყვები გზას მათემატიკის მასწავლებლის სახლამდე. მგონი დროა, რამდენიმე სიტყვა საკუთარ თავზეც მოგიყვეთ. თათია მქვია. ვაუუუ! ეს უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ჯერ არავისთვის გამიმხელია. კარგით ხო. დედას და მამას რომ ჰკითხოთ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი (თუმცა ამას ყველა მშობელი ფიქრობს საკუთარ შვილზე), ჰამბურგერების მოყვარული და ყველაზე უკმაყოფილო ადამიანი ვარ ყველაფრით და განსაკუთრებით საკუთარი თავით. ყველაზე უაზრო ცხოვრების მქონეც მეთქმოდა მანამ, სანამ სკოლის გუნდში შემთხვევით არ მოვხვდი და ამ შემთხვევის წყალობით საკუთარი სიმღერის ნიჭი აღმოვაჩინე. უფრო ზუსტად რომ აგიხნათ, თითქოს „pitch perfect”-ს ვუყურებდი, ოღონდ მასში მთავარ როლს მე ვასრულებდი. გუნდთან ერთად დიდი ხნის მანძილზე ვრეპეტიციობდი სანამ სცენაზე გასვლას შევძლებდი. და ზუსტად ისე, როგორც ყველა თინეიჯერულ ბანალურ ფილმშია, პირველი გამოსვლის წინ მამას „მე შენი მჯერა“-ს მოსმენისას მსოფლიოში N1 მამიკოს გოგოს გამბედაობა შემემატა და ნაბიჯი გადავდგი. გუნდში აღარ ვმღერი დროის უქონლობის გამო, თუმცა სიმღერა რომ ჩემთვის ყველაფერია, ამის მიხვედრაში სწორედ ეს დამეხმარა. ჩემს შესახებ უნდა იცოდეთ ისიც, რომ როცა ვამბობ, რომ უკმაყოფილო ვარ საკუთრი თავით, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავის ატანა არ შემიძლია. ჩემი გარეგნობა, ჩემი უღიმღამო პიროვნულობა - ეს ყველაფერი შინაგან ქაოსს იწვევს ჩემში. ჩვეულებრივი ლუზერი ვარ და ჩავიძირებოდი ჩემს ლუზერულ ცხოვრებაში, რომ არა კატო. ახლაც, ყურსასმენებში „if I go, I’m going”-ის თანხლებით ვაღწევ კუდიანი თინიკოს სახლამდე, თუმცა ვხვდები, რომ ჯერ ძალიან ადრეა და იქვე dunkin’ donats-კენ ვჭრი გზას, დამღლელ მათემატიკამდე კაპუჩინოს დალევა რომ მოვასწრო. “and I will go if you ask me to I will stay if you dare” - გრეგორის საოცარი ხმა ისმის ყურსასმენებში და ვხვდები, თუ როგორ ძალიან უხდება ეს სიმღერა სიცივეს, ქარს, ხმაურიან და რეალურად ძალიან ჩუმ ქალაქს. ყურსასმენებში გამეფებული სიმშვიდე მაშინვე ქრება, როცა დანკინის კარს ვაღებ. რა არის, ამაზე დიდი რიგი ვერსად იშოვეს? ჩინეთის და იაპონიის მოსახლეობა რომ შეკრიბო და 3-ზე გაამრავლო, იმდენი ხალხია ახლა აქ. ამაოდ ვცდილობ რიგში წინ გავძვრე ისე, რომ ხალხის უკმაყოფილება არ დავიმსახურო. რიგი ნელ-ნელა მიიწევს წინ. მაღალი კაპიშონიანი ტიპის უკან ვდგები და თან გულში ვწუწუნებ, რომ მათემატიკაზე კაპუჩინოს გამო ვაგვიანებ. საათს დავყურებ. რამდენიმე წუთი მრჩება, თუ არა და, თინიკოს საათნახევრიან „დრო ფულია და მას უაზროდ ნუ ხარჯავ“ ლექციას ვეღარ გავუძლებ. ჯანდაბა, რაც იქნება იქნება. ჩემს წინ მდგომს მორცხვად ვექაჩები სახელოზე, ისიც უინტერესო მზერით ბრუნდება ჩემკენ. - უკაცრავად, შეგიძლიათ რიგი დამითმოთ? არ შეგაწუხებდით, უბრალოდ ძალიან მაგ.. - არ შემიძლია - უინტერესოდ მპასუხობს კაპიშონიანი და ბრუნდება, მანამდე კი მკვლელ მზერას მაინც ვაგებებ. უზრდელი! როცა მისი რიგი მოდის, წინ მხრებში გამართული იწევს და შეკვეთას იწყებს. რა იყო, მეტი აღარაფერი გეტევა კუჭში? ღმერთო, სულ გადაირია ეს უნახავი ხალხი ამ დონატებისგან! აბსოლიტურად ყველაფერს უკვეთს რაც კი მოიპოვება დანკინში, თან დონატების ფერებსაც კი სათითაოდ არჩევს, რომ ამთავრებს, მომხიბვლელად უღიმის მოლარე გოგონას, მერე ნიშნის მოგებით გადმომხედავს და გარეთ გადის. ღმერთო, დაიფარე ყველა არანორმალური! - ერთი კაპუჩინო ორი შაქრით - მექანიკურად ვეუბნები ჯერ კიდევ დაბნეულ გოგონას და ბურუსში ჩაძირულს ვაფხიზლებ. ისიც უკმაყოფილოდ შემომცქერის, თუმცა ხვდება, რომ არც ღიმილის ხასიათზე ვარ და არც თბილად ლაპარაკის, ამიტომ მორჩილად ასრულებს შეკვეთას. ესეც ასე. 5 წუთი მრჩება. დანკინიდან კვლავ ყურსასმენებით გამოვდივარ, თმა ამებურდა და ახლა ნახევრად სახეზე მაქვს ჩამოშლილი, კარებში ვხვდები, რომ კაპუჩინოს კარგად არ აქვს სახურავი დაფარებული და ამის გამოსწორებას ვცდილობ. ზუსტად ასე: ქუჩაში უამრავი ხალხით გარშემორტყმული, თმაჩამოშლილი, ჩემი განუყრელი სათვალით, ყურსასმენებით, რომელშიც fun-ის we are young ირონიულად პოზიტიურად ჟღერს და ცალ მხარზე ალგებრის და გეომეტრიის უზარმაზარი წიგნებით. უამრავ ხალხს შორის მივიწევ და მათთვის თავის არიდებას ვცდილობ, ან იმედი მაქვს, რომ თვითონ ამარიდებენ თავს. თუმცა არა! ჯანდაბა! ვიღაცას ვეჯახები, ან მეჯახება, ან ამას მნიშვნელობა არ აქვს ახლა, იმიტომ რომ ვხედავ ჩემი ორკოვზშაქრიანი კაპუჩინო მთელი თავისი ღირსებებით როგორ აღმოჩნდება ჩემს სანაქებო ნაცრისფერ მაისურზე და დამჯახებლის მუქ ლურჯ ჟაკეტზე. მართლაც, რა ირონიულია სიმღერა, ჯერ კიდევ ყურსასმენებში რომ ჟღერს. - ჯანდაბა, მაგვიანდება - ვბურტყუნებ და მაღლა ახედვის გარეშე ვცდილობ ერთჯერადი ხელსახოცი ისედაც სავსე ჩანთაში მოვნახო. პარალელურად კაპუჩინოს ჭიქის ნარჩენებს ნაგვის ურნაში ვყრი, პრინციპულად ვერ ვიტან გარემოს დაბინძურებას! ყურსასმენებს ტელეფონს ვაძრობ, რამდენიმე წამით სიმღერა ხმამაღლა ისმის, თუმცა მალევე ვთიშავ და ყურსასმენებს ჩანთაში ვაბრუნებ. როგორც იქნა, ვპპოულობ შეკვრას, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ერთჯერად ხელსახოცებს, მაისურის გაწმენდას ვცდილობ, როცა მახსენდება ამ დრომდე ჩუმად მყოფი დამჯახებელი და მასაც ვუწვდი ხელსახოცს. სათვალეს ვისწორებ და მხოლოდ მაშინ ვიყურები ზემოთ. დღეს ოფიციალურად დამტკიცდა, რომ ყველაზე უიღბლო ადამიანიც ვარ. ალბათ ფილმებში გინახავთ, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ეჯახება, ამას რაღაც რომანტიკული შესახედაობა აქვს ხოლმე. თუმცა , მინდა გითხრათ, რომ მწარე რეალობა ერთია : ეს შემთხვევა სულაც არაა რომანტიკული. - ისევ შენ ! - იღრინება კაპიშონიანი - რა იყო, ისე მოგეწონე, რომ სპეციალურად დამეჯახე? ჩემზე ასეთები არ ჭრის - ირონიით იღიმის. - კი, როგორ მიხვდი? აშკარად ძალიან ჭკვიანი ხარ. სპეციალურად ვიდექი ჩასაფრებულ თუ როდის გამოივლიდი. არ მეგონა, ასე ადვილად თუ მიხვდებოდი - საკადრის პასუხს ვცემ და გულზე ხელს ვიკრეფ. - წითურმა კლანჭები გამოაჩინა - თვალებს უკმაყოფილოდ ატრიალებს კაპიშონიანი. - წითურებს კლანჭები არ აქვთ - რაც პირველი მომდის თავში, იმ სისულელეს ვაბრეხვებ - მხოლოდ გესლიანი ენა აქვთ, და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სააკუთარ თავზე შეყვარებული უზრდელი მათ ნერვებზე თამაშობს. - კაპუჩინო მე გადაგასხი თუ შენ? - გამომცდელად მეკითხება კაპიშონიანი და უკმაყოფილოდ ათვალიერებსსაკუთარ ჟაკეტს. - შენ მათემატიკაზე მაინც არ მიდიხარ - ვოხრავ. - საიდან იცი? - მზერაზე გეტყობა. - ჰა? - ტანჯული მზერა არ გაქვს. ისეთი, როგორიც მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებსაც მათემატიკაზე აგვიანდებათ. - ვამბობ და მხოლოდ მაშინ ვიაზრებ რაც ვთქვი- ჯანდაბა! მათემატიკა ! დამაგვიანდაა.. მომკლავს თინიკო.. ამის თქმა და უკანმოუხედავად გავრბივად თინიკოს სახლისკენ ისე, რომ დამშვიდობებასაც ვერ ვასწრებ. „რა დამშვიდობება, თათია, შენ ხო არ გააფრინე! ტიპმა დაგამცირა და უნდა დამშვიდობებოდი?“ - ჩემი მეორე მე რეალობაში მაბრუნებს. თითქმის ათი წუთის დაგვიანებით შევდივარ თინიკოსთან, კატო უკვე თავის ადგილას ზის და ჩემი დაგვიანებით ბარაზებული კუდიანის დატუქსვას შიგადაშიგ კვერს უკრავს, თან სიცილს ძლივს იკავებს და ჩემკენ იყურება, რომ გამაცინოს. - აბა, მოგიყვანა უფლისწულმა?- ვეკითხები კატოს თინიკოს გასვლის შემდეგ - მომიყვანა რომელია - თვალებს ატრიალებს ის - მთელი გზა ვკიოდი, ისეთი სიჩქარით დაჰყავდა მანქანა. - მერე შენი ხელი ხელში აიღო და ალერსიანად დაგამშვიდა? - მეოცნების ტონით ვეუბნები და ვაბრაზებ. - კარგი რა!! - წუწუნებს ისიც - ჯერ ერთი, მაგ ველურს მასეთები არ ჩვევია, და მეორეც, ჩემი ძმის მეგობარია ვაა.. - კარგი ჰო ბოდიში... მაგრამ მაინც რა იცი რა მოხდეს - ეშმაკურად ვიღიმი,თუმცა მხიარულება მაშინვე გვშხამდება, როცა თინიკო „ჯერ კიდევ არაფერი დაგიწერიათ“ და „უსწავლელი კაცი უტარო ცულია“ს ძახილით ბრუნდება. კატო ----- დღეს მსურს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი, ოფიციალური განცხადება გავაკეთო. მე, ვფიცავ, რომ ამ განცხადების გაკეთებისას ვიმყოფები სრულ ჭკუაზე, ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების და სხვა ადამანების ზეგავლენის გარეშე: მე მომკლავს ალგებრა! და რომ მომკლავს, საიქიოშიც გამომყვება და არ მომასვენებს! როდესაც გადაქანცული თათია და კიდევ უფრო გადაქანცული მე კუდიანის ქათმისფეხება ქოხიდან გამოვდივართ, ჰორიზონტს უკვე ბინდი ეპარება. იმ ოცდაათიოდე წუთში, რასაც ჩემი სიამა გოგოს დაჟინებული მოთხოვნით მაკდონალდსში ვატარებთ, თათია მიყვება თავის კაპიშონიან რომეოსთან შეჯახებაზე. ის რამდენიმე წუთში ატევს მთელს ამბავს და წითლდება. შენ ვინ უნდა მოატყუო,ცხოვრებავ? ამას მგონი დაავიწყდა, რომ საკუთარ თავზე კარგად ვიცნობ. ალბათ რომ ელაპარაკებოდა იმ კაპიშონიანს, სინამდვილეში სირცხვილისგან იწვოდა. ასეთია და რა ქნას. ბოლოს და ბოლოს, მაკდონალდსიდან გამოვდივართ და ჩვენი გზებიც იყოფა, ორივე ჩვენს ყურსასმენებს ვირგებთ და ერთმანეთს ჩახუტებით ვემშვიდობებით. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ყველაზე გადარეულ გოგოდ ვიწოდები, მაინც მიყვარს მარტო საღამოს სიარული. ქარი ხუჭუჭა დაუმორჩილებელ თმას მიფრიალებს, ყურებში coldplay-ს fix you ჩამესმის და თავს უსაზღვროდ ვგრძნობ. ეს სიმღერა სამყაროს მიფერადებს. მუსიკის მოსმენას შემომავალი ზარი მმაწყვეტინებს: - ჰეიი დემეტრე, ჩემო მბრძანებელო, როგორ ხარ? - ვპასუხობ წინა ზაფხულს ბანაკში გაცნობილ მეგობარს, რომელთანაც დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. - რავიცი ვარ რა. შენ? - მეც მასე. - მისმინე. გახსოვს, შენს მეგობარზე რომ მითხარი, კარგად რომ მღერის და ჩანაწერებიც რომ მომასმენინე.. - ყოყმანით იწყებს დემეტრე. - კიი, თათია ჰქვია. როგორ არ მახსოვს. - ჰოდა, კარგი ამბავი მაქვს.. - რაა? მართლაა? - დასრულებას აღარ ვაცდი მეგობარს და ხტუნაობას ვიწყებ. წარმომიდგენია ხალხის თვალში როგორი არანორმალური ვჩანვარ, თუმცა არ მაინტერესებს, რა თქმა უნდა. - კარგი გოგო, შეწყვიტე ხტუნაობა - ამ მცირე ხნის მანძილზე საკმაოდ კარგად გავიცანით ერთმანეთი და საკმაოდ კარგი ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა, სწორედ ამიტომ ის ადვილად ხვდება, რას ვაკეთებ. - მოკლედ, ამ დღეებში ჩვენ ბარში მოვიდეს, ხომ იცი მისამართი? თუ არ იცი, მოგწერ. ჩემი ნომერიც მიეცი, თუ იქ არ ვიყავი და ვნახავ და დავილაპარაკებთ - აგრძელებს დემეტრე საქმიანად. - კარგიი, გადავცემ. ჯერ არც კი მითქვამს არაფერი. ძაალიაან დიდი მადლობაა - ბედნიერი ტონით ვეუბნები - წარმომიდგენია, როგორ გაუხარდება თათიას. - კარგი, კატო, აბა შენ იცი. დროებით - მემშვიდობება დემეტრე და თიშავს. -იეეესსს! - მეტროს წინ უამრავი ხალხით გარშემორტყმული ვყვირი და საერთოდ არ მაინტერესებს, ხალხი რას იფიქრებს. - რას მიყურებთ? უბრალოდ,ბედნიერი ვარ- ერთ ხანში შესულ ჩემზე მოშტერებულ ქალბატონს ვეუბნები, ისიც შერცხვენილი თავს ღიმილით ხრის, მეც ვიცინი და მეტროში შევდივარ. მეტროთი მგზავრობა მიყვარს. ამის მიუხედავად, ახლა ერთი სული მაქვს, როდის გაივლის 4 გაჩერება, რომ მალე გავიდე გარეთ, ტელეფონმაც დაიჭიროს და სწრაფად ვახარო თათიას ახალი ამბავი. თუმცა, იმდენად გადაქანცული ვარ ალგებრისგან, რომ ნახევრად მკვდარი რომ ავდივარ სახლში, მხოლოდ მაშინღა მახსენდება თათიასთან დარეკვა. სწრაფად ვკრეფ მის ნომერს, მხიარულად ვახარებ ახალ ამბავს. პირდაპირ გეტყვით, თათიას ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. თავიდან არ სჯერა, შემდეგ ნელ-ნელა იჯერებს, შემდეგ აცნობიერებს, შემდეგ კივის, შემდეგ ყურმილში დედამისის შეშინებული ხმა მესმის, რომელიც მისი კივილისას სავარაუდოდ ოთახში შემოვარდა. თათიას რეაქციით ათმაგად გაბედნიერებული ვთიშავ ტელეფონს, მაცივრიდან მარწყვს ვიღებ და ტელევიზორის წინ დივანზე ვკალათდები. დღეისთვის მეცადინეობა საკმარისია, თორემ ჩემი სათუთი გონება ამდენს ვერ გაუძლებს! - თოონ, არ მოდიხარ? მოვიწყინე და სასწრაფოდ მჭირდები- ტელევიზორთან უაზროდ გატარებული ნახევარი საათის შემდეგ ვურეკავ თორნიკეს. - სამსახურში ვარ, კატო - დაღლილი ხმით მპასუხობს თონი - რადგან მამა ბრიუსელშია, მთელი საქმეები ჩემს კისერზე გადმოვიდა ახლა. - აუ თოოონ - ვწუწუნებ მე - ახლა ვზივარ ჩვენს უზარმაზარ სახლში უუზარმაზარი ტელევიზორის წინ უუზარმაზარი მარწყვებით ხელში, მაგრამ მარტოდ ვგრძნობ თავს, თითქოს ამხელა დედამიწაზე ერთი ადამიანიღა ვარ დარჩენილი და რაც გამაჩნია, მხოლოდ ეს ტელევიზორი და მარწყვია. ოპერაცია „თავი შევაცოდოთ ძმას“ დაწყებულად გამოცხადდა. - ნუ წუწუნებ, რამეს მოვიფიქრებ - კვლავ დაღლილი ხმით მპასუხობს თონი და მითიშავს. კიდევ ცოტა ხნის მარტოობის შემდეგ ვხვდები, რომ თონიმ გადამაგდო, ტელევიზორის წინ გაუჩერებლად ვბუზღუნებ, რამდენიმე წუთში კი სახლში სიჩუმე ისადგურებს : მეძინება. ზუსტად არ ვიცი, რამდენი დრო გადის, როცა უცნაური ფაჩუნის ხმა მესმის, თუმცა ძალა არ მაქვს, რომ თვალები გავახილო და ისევ ძილს ვაგრძელებ. უცებ სუნთქვა მიჩერდება, თითქოს წყლით სავსე აუზში მაგდებენ, სახეზე სიცივეს ვგრძნობ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უზარმაზარ ყინულს ვეჯახები პირდაპირ სახით. არ ვიცი, ოდესმე რომელიმე თქვენგანს თუ გამოუცდია ღრმა ძილში ჩაფლულს სახეზე ყინულივით წყლის დასხმა, თუმცა დამიჯერეთ, ეს ნამდვილად არაა კარგი. მით უმეტეს მაშინ, როცა გაოგნებული წამოვარდებით, იატაკზე გადმოდგამთ ფეხებს, ნაბიჯის გადადგმას აპირებთ, თუმცა ხვდებით, რომ ვეღარ მოძრაობთ და აწ უკვე ყინულიანი წყლით დასველებული სახით პირდაპირ ეხუტებით იატაკს. დრო მჭირდება იმის გასაცნობიერებლად, თუ რა მოხდა. ვიღაცამ წყალი დამასხა და იატაკს წებო წაუსვა. ამას თონი ნამდვილად არ გამიკეთებდა, თუ კი? საკუთარი ძმა თუ ამას გაგიკეთებს, ვიღას უნდა ენდო დღევანდელ ცხოვრებაში? მალე ყველა ეჭვი იფანტება და ყველაფერი ცხადზე ცხადი ხდება, როცა ჩემკენ მომავალ მოცინარ ბოროტმოქმედს ვხედავ. ესეც ჩემი ბედნიერი დღის დასასრული! - შენ.. აქ რას... აკეთებ! - კბილებში ვცრი და ფეხზე წამოდგომას ვცდილობ,თუმცა დაწებებული ფეხებით ეს ცოტა არ იყოს, რთულია. არა, არ დავნებდები. „ მისს გამოსავლის მოძებნის სპეციალისტი“ ახალ გამოსავალს მიმართავს, ნასკებიდან ვძვრები და მათ იატაკზე მიწებებულს ვტოვებ, მე კი მაგიდაზე არსებულ კოკა-კოლას ელვის სისწრაფით ვტაცებ ხელს და ერეკლესკენ გავრბივარ. აშკარად ეტყობა,რომ ასეთ სწრაფ თავდასხმას არ ელოდა, გაქცევას ცდილობს, თუმცა სუპერგმირი კატო მას ახტება და თავზე კოკა-კოლას ასხამს. ესეც შენ, მწვანე(თვალება) ბოროტმოქმედო ჰალკო! - ეეე, პატარაა! მასე არ შეიძლება - საყვარლად ბურდღუნს იწყებს ერეკლე (საყვარლად არა!)- ცუდი გოგო ხარ! ამ სიტყვებზე ვხვდები, რომ შარში ვარ და მთელი სისწრაფით გავრბივარ სამზარეულოში, თავდასაცავად უკეთესი ნივთი რომ ვიპოვო. ერეკლეც მთელი სისწრაფით უკან მომყვება და თან ყვირის „ტაფებს არ ვართო“. მაცივარს სწრაფად ვავლებ თვალს და საძულველ ჭარხლის წვენს ვტაცებ ხელს, რომელიც ლალიმ დატოვა. „ვიტამინებით სავსეა და შენთვის აუცილებელიაო“- ესეც თან დაამატა. კარში შემოსული ერეკლეს ნაცრისფერ მაისურს ჭარხლის წვენი გამაოგნებელი ჩხრიალით ესხმება და წითლად ღებავს. „შურისძიებისფრად“- ნიშნის მოგებით ვფიქრობ გონებაში. ოღონდ ეს არა! ორი წამით ყურადღების მოდუნება საკმარისია იმისთვის, რომ ერეკლეს ხელში ჩემთვის ყველაზე საძულველი რძე აღმოჩნდეს. - ოღონდ რძე არა - ვხვდები, რომ გასაქცევი არსად მაქვს და ხვეწნას ვიწყებ - არ შემიძლია, ცუდად გავხდებიიი.. თუმცა, წამის შემდეგ მის ხელებს შორის კედელთან ვარ მიმწყვდეული. ცალკე მისი ასეთი სიახლოვე მაბნევს, ცალკე კი ჩემი თმისკენ მიმავალი თეთრი საზიზღარი სითხე. დღეს დამტკიცდა, რომ რძის დალევა უკეთესია, ვიდრე მისი სანაქებო ხვეულ თმაში გარევა. ფუუუ. - აქ რა ხდება? - გაოცებული სახით სამზარეულოში შემოსული თორნიკეს ხმა რეალობაში მაბრუნებს. მე და ერეკლე სასწრაფოდ ვშორდებით ერთმანეთს და თავჩახრილები ვდგებით.მხოლოდ ახლა ვავლებ თვალს დანაგვიანებულ სამზარეულოს : ალაგ-ალაგ წითელი ჭარხლის წვენი ასხია, მეორე კუთხეში თეთრი რძე, წითელი ფეხის ტერფების ანაბეჭდები კი მთელ სამზარეულოშია მიმოფანტული, რომ არაფერი ვთქვათ მისაღებში დაქცეულ წყალს და დივანთან დაწებებულ ჩემს ნასკებს. მგონი, საკმაოდ რთული წარმოსადგენია. - ჩვენ.. უბრალოდდ... - გაუბედავად ვიწყებ. შემდეგ კი ორივე ერთდროულად ვამბობთ: - ერეკლეს ბრალია. - პატარას ბრალია. - პატარას ნუ მეძახი - ვიღრინები მე. - ვერთობით რა - ძლივსშეკავებული სიცილით თორნიკეს უბრუნდება ერეკლე. თუმცა, ჩემი თონიც სიცილს რომ იწყებს, ყოველგვარი დაძაბულობა ქრება და სიტუაციის წარმოდგენაზე ისე უცებ ვიკეცები სიცილით, რომ ორივე შეშფოთებული მორბის ჩემკენ, ხომ კარგად ხარო. რამდენიმე წუთის სიცილის შემდეგ, საბოლოოდ ვმშვიდდებით და სამზარეულოს სკამებზე ვსხდებით. - ახლა მე გავალ, ცოტა ხანში შემოვალ და ყველაფერი დალაგებული დამხვდეს - ღიმილით ამბობს თორნიკე და გვტოვებს. - ერეკლეს ბრალია და ერეკლე დაალაგებს - კარებში გავძახი თონის. - შენი სახლია და შენ დაალაგებ - მეწინააღმდეგება ბოროტმოქმედი. - მერე რა, სამაგიეროდ შენ დაიწყე ეს სისულელე! - სამაგიეროდ შენ ჭარხლის წვენი გადამასხი. - შენ კიდე რძე. - ორივე დაალაგებთ. ერთად. – „ჩემი სიტყვა კანონია“ ტონით გამოგვძახის თონი მისაღებიდან - აბა სწრაფად! და მისაღებში იატაკზე დაწებებულ ნასკებსაც მიხედავთ. გაღიზიანებული ვუყურებ ერეკლეს.„შენი ბრალია“ - ვეუბნები თვალებით. ისიც უნამუსო მწვანე თვალებით უტეხად შემომცქერის და სხვა გზა რომ აღარ მრჩება, მასთან ერთად დალაგებას ჩვეული წუწუნით ვიწყებ. 4) კატო _____ დღეს ცოტნე მამიკო ჩამოდის! მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტობის გადამკიდე უმამობის შეგრძნებას ვერ ვახერხებ, მაინც მენატრება ჩემი ბუნჩულა, თბილი და კაპრიზების უსიტყვოდ შემსრულებელი ცოტნიკო. სწორედ ამ მონატრების გამო ვთმობ იმ დროს, რაც შეყვარებულთან ერთად უნდა გავატარო. ვხუმრობ. პრინციპში არ ვხუმრობ, თუ შეყვარებულად ძილს ჩავთვლით, მაშინ როგორც ყოველთვის, ჭეშმარიტებას ვღაღადებ. ერთი სიტყვით, ჩემს შემოდგომისთვის ზედმეტად თბილ საწოლს ვთმობ და დილიდანვე ლალის ვეხმარები სახლის დალაგებაში ( თუ სახლის დალაგებაში დივანზე უსაქმურად წოლა და ლალის გამხნევება იგულისხმება) და ტკბილეულის მომზადებაში (ანუ როგორ კი ყურადღებას მოადუნებს, ვიპარები სამზარეულოში და ჩემს ჩვეულ პროფესიას „ნამცხვრების ქურდობას“ ვუბრუნდები), გარდა ამისა, გაურკვეველი მიზეზის გამო ბედნიერების შემოტევა მაქვს და დილიდან მთელ სახლსა და სახლის შემოგარენში ხტუნვით ვმოძრაობ. საღამოს კარზე ზარია. უკვე ჩამოვიდა? ჯერ არ ველოდი. გაჩეჩილი თმით და ფუმფულა ჩუსტებით გავდივარ კარის გასაღებად, არც ვიყურები პირდაპირ ვაღებ, მამას ვეხვევი და ხმამაღლა ვყვირი: - ბრიუსელის კომბოსტოს ჩამოტანა ხომ არ ... - მოიცა,მოიცა. ეს მამაჩემი არაა.დრო გააჩერეთ რამდენიმე წამით. მონატრებული მამიკოს ნაცვლად ხელში ორი მაიმუნი მრჩება, ამ ორიდან მე ყველაზე უარესზე ვარ აკრული, აბა ამის მერე როგორ უნდა ვუმადლოდე ბედს? ცოტა არ იყოს, მრცხვენია (კარგი რა, კატო! შენ და გრცხვენია?), მწვანე(თვალება) ბოროტმოქმედის კისერზე შემოხვეული ხელებით კარის ზღურბლზე რომ ვდგავარ, მით უმეტეს აჩეჩილი ხვეული თმებით, რომელიც ალბათ მისი სახის მეოთხედს ფარავს, ან მესამედს. მეორედს უფრო. შესაძლოა მთელ სახესაც და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მაგრამ ამაზე ახლა ვერ ვიფიქრებ, როცა საოცრად დაბნეული ვარ აკრული საძულველი (?) ბიჭის თბილ სხეულს, რომელში მფეთქავ გულის ხმასაც ვგრძნობ. მორჩა, ჩართეთ დრო. სწრაფად ვშორდები ერეკლეს. - ვინ ხართ და რა გაუკეთეთ მამაჩემს? - სიტუაციის განსამუხტად ვხუმრობ - მაა! ბრიუსელმა ისე როგორ შეგცვალა, რომ იმ ბოროტმოქმედს დაემსგავსე? არ უნდა გამეშვი, რა! საკუთარ ნათქვამზე ვკაკანებ და ბიჭებს შინ ვიპატიჟებ. - მამა მინდოდა და ქათმები შემრჩაო, ნათქვამია - საბაჩკა ჩემს კიდევ ერთხელ აკაკანებას იწვევს და ისედაც აჩეჩილ თმას უფრო მიჩეჩავს. ერეკლე მდუმარედ შემოდის ოთახში. ერეკლე და მდუმარედ? - მოიცა, ამას რა დაემართა? - გაკვირვებული ვეკითხები საბას - ჩუმი ბოროტმოქმედები ისტორიას არ ახსოვს.. - შენ რომ ჩამეხუტე, მაგან დამაბნია - ფხიზლდება თბილი სხეულების მეფე და ირონიით მპასუხობს. - ეჭვიც არ მეპარება, რა - ენას ვუყოფ და ლალის ვეძახი, რომ ბიჭები გავაცნო. - ბრიუსელის კომბოსტოს ვერ გავწვდით, მაგრამ წითელი ღვინო მოვიტანეთ - კვლავ ირონიას მაგებებს ერეკლე და ისეთ ხასიათზე ვარ, რომ ადვილად მწყინს. ლალის ვაცნობ საბაჩკას და ერეკლეს, თან წუწუნით ვითვლი წამებს: - აუ რამდენ ხანში მოვაა? - 10 წუთის წინ დავურეკე თორნიკეს და ჯერ არ მოდიან - თავს აქნევს ლალი - ნუ ხარ ასეთი მოუთმენელი, ყოველ წუთს ნუ ურეკავ, აცადე. - სულ ასე მტუქსავს- წუწუნით შევჩივი საბაჩკას და მაცივრიდან შოკოლადებს ვიღებ- სულ ამას აჭამე - მივუთითებ საბას ერეკლეზე - იქნებ ცოტა დავატკბოთ.. დრო ნელ-ნელა გადის: საბაჩკას ხუმრობებში, ჩემს კაკანში და ერეკლეს ირონიულ რეპლიკებში. რაღაც უაზრო ფილმს ვართ მიშტერებულები, როცა ბოლოს და ბოლოს, კარზე ზარის ხმა ისმის. -ჯერ გაიხედე ვინაა და ისე ჩაეხუტე - კარისკენ მიმავალს მიცინის ერეკლე. ზუსტად ასე ვიქცევი და როდესაც კარს მიღმა სასურველ ადამიანს ვხედავ, კარს ბოლომდე ვაღებ და მამას ზედ ვახტები პირდაპირი მნიშვნელობით. - მააა - ვშორდები და სახლში ვუძღვები მას, თორნიკეს და უცნობ ელეგანტურ ქალბატონს, რომელსაც თავიდან ყურადღებას არ ვაქცევ - როგორ მომენატრეე ! - მეც მომენატრე, პრინცესა! ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი ! - მამა ახლა სამზარეულოდან გამომავალ ლალის კოცნის ლოყაზე და საბას და ერეკლესაც ართმევს ხელს. - უკაცრავად, თქვენ? - მორიდებით მივმართავ ქალბატონს. - ცოტნეს ჯერ არ უთქვამს? - იოცებს ქალი. მამა მაშინვე ჩემთან ჩნდება. არ უთქვამს? რა უნდა ეთქვა? - ვაპირებდი, თუმცა - ვხედავ, მამა ბრინჯივით როგორ იბნევა - მოკლედ..ეს ნათიაა და მმმ.. მე და ნათია დაქორწინებას ვაპირებთ. რ ა? - რა? - დაბნეული ვლუღლუღებ - რას ნიშნავს, დაქორწინებას აპირებთ? - ქორწილი, კატო - მიღიმის მამა - როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და ხელს აწერს, რომ ჭირსა და ლხინში, ბედნიერებასა და... - ვიცი ქორწილი რაცაა, მამა !- ხმა უფრო მტკიცე მიხდება, აუხსნელი მიზეზის გამო თვალები მიცრემლიანდება. - ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და დიდი ხანია, უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს. ვცოფდები. აქამდე რატომ არაფერი ვიცოდი? - მე რატომ მიხსნი, მამა? - ხმა მიმკაცრდება - ბარემ დაქორწინებულიყავით და მერე გეთქვათ.. სასტუმრო ოთახში არეული ვბრუნდები : - შენ იცოდი, თორნიკე? რადგან „თონი“-ს აღარ ვეძახი, ხვდება, რასაც ვეკითხები და იმასაც ხვდება, რომ გაბრაზებული ვარ. - კატო.. - მიპასუხე! - ჰო. - გასაგებია! შემოსასვლელში დალაგებულ ფეხსაცმელებს ვტაცებ ხელს და გარეთ გავრბივარ. - ესეგი, იმდენად არასანდო პიროვნება ვარ, რომ აქამდე ვერ მიბედავდნენ თქმას? რა დროს ქორწილია! რა სისულელეა - ჩემთვის ვბურდღუნებ და უაზროდ დავდივარ. სად წავიდე. სად წავიდე. სახლში არ დავბრუნდები, დღეს არა. თათიასთან ვერ ავალ, სახლში არაა. სამაგიეროდ, ვიცი სადაცაა და სწორედ იქ ვაპირებ წასვლას, ტაქსის სწრაფად ვაჩერებ, მისამართს ვკარნახობ და დანიშნულების ადგილამდე სწრაფად ვაღწევთ. ბარში შესული უამრავი ხალხის ბრბოში ძლივს ვაღწევ და დახლთან მივდივარ: - უკაცრავად, თათია აქ არის? - ვეკითხები ბარმენს. - ახლა უნდა იმღეროს - მპასუხობს ისიც. - ძალიან კარგი, ორმაგი ვისკი დამისხი - ვცდილობ, რაც შეიძლება მტკიცედ ვუპასუხო,ჩემს ასაკში ეჭვი რომ არ შეიტანოს. - პირადობა - ჯანდაბა, ჩავფლავდი. ის-ისაა ახალი ტყუილი უნდა მოვიფიქრო, რომ ზურგს უკან ხმა მესმის. - ჩემი მეგობარია, არაუშავს, დაუსხი. - დემეტრეე - უკან ვბრუნდები და ჩემს გადამრჩენელს ლოყაზე ვკოცნი, ისიც თვალს უკრავს დარცხვენილ ბარმენს - როგორ ხარ? - ნორმალურად. თავად? როგორ მოხდა, რომ სვამ?- სიცილით მეკითხება. - ოჰ, ეს პრობლემები - მეც სიცილით ვპასუხობ და ვისკის ვწრუპავ - თათია გაიცანი? - თათია? - ბრბოს ათვალიერებს - არაა, დღეს არ ვიყავი დილიდან და ბიძაჩემი გაესაუბრა თუ არ ვიცი.. - აა, გასაგებია.. ახლა უნდა იმღეროს, თუ არ ვცდები, და მერე გაგაცნობ - ვუღიმი მას და ჭიქას ბოლომდე ვცლი. აი აპლოდისმენტებიც ისმის და დრედებიანი გოგოს ხანმოკლე განცხადების შემდეგ სცენაზე რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ჩემი სიამა გოგოც ადის. ღმერთო, რა მორცხვია. დარწმუნებული ვარ, ახლა ისე ნერვიულობს, რომ ურჩევნია მიწა გაუსკდეს და თან ჩაიტანოს. ხელს ვუქნევ, რომ დამინახოს და რამენაირად გავამხნევო. თათია მხედავს, მეც აწეულ ცერა თითს ვუჩვენებ და მის ღიმილსაც ვიმსახურებ. - ესაა თათია? - მეკითხება დემეტრე. - კიი! ხომ საყვარელია? - კიდევ ერთ ჭიქას ვცლი - აღიარე, რომ ძალიან საყვარელია. თათია სიმღერას იწყებს, თავიდან მორცხვად, შემდეგ კი, როგორც ყოველთვის თითქოს ტრანსში ვარდება და მუსიკაში მთლიანად ეფლობა. - კი, საყვარელია - ჩუმად ამბობს დემეტრე - მისმინე, კატო.. - მმმ - თავს მისკენ ვაბრუნებ. - შეგიძლია თათიას არ უთხრა, რომ მე ვარ ამ ბარის მფლობელი? მეც მაშინვე ვხვდები, რასაც გულისხმობს, თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და უკვე სხვა მიმართულებით მიმავალს გულიანად ვუცინი. სიმღერა რომ მთავრდება, თათია ჩემკენ მოდის, არაფრის მოყოლის ხასიათზე არ ვარ, ამიტომ პირდაპირ დალევას ვთავაზობ და რამდენიმე ჭიქასაც ვასმევ. - კატო - მეუბნება არეული ხმით - იცი, ვინ დავინახე? - ვინ? - ის ტიპი, სამი დღის წინ რომ დავეჯახე - მეუბნება უემოციოდ. - ვაიმე მართლაა? - ვიოცებ მე. აი თურმე სადაა დამარხული ძაღლის თავი - დამანახე რა. - აი, მარცხნივ კუთხეში, კარებისკენ, კაპიშონიანი რომ დგას. - აჰაა, დავინახე. ისე, სიმპატიურია, ხომ იცი შენ. სიცილით ვიკეცები, უკვე ალკოჰოლმორეული თათიაც მიერთდება და ერთად ვიხევით სიცილისგან. - მთვრალი კლეოპატრა გისმენთ- ცოტა ხნის შემდეგ საპირფარეშოში გასული ვპასუხობ უცხო ნომერს. -პატარა! კიდევ კარგი.. - თვით დიადი მწვანეთვალება ბოროტმოქმედი მესაუბრება? - უკვე ალკოჰოლმოკიდებული მთელი ხმით ვკაკანებ. - კატო, სად ხარ ? - მეჩვენება, თუ შეშფოთებული ხმა აქვს? - ევერესტამდე ორი მილი მაკლია - სრული სერიოზულობით ვპასუხობ და კვლავ ვიკეცები სიცილისგან. არ შეიძლება ჩემთვის დალევა! - მთვრალი ხარ, პატარა? - ხმაში სიცილი ეპარება. - მთრვ.. მრთვ.. მთლრ.. მთვრალი არ ვარ მე - ბუზღუნით ვპასუხობ და სარკეში ჩემს გაორებულ გამოსახულებას შევცქერი. - აბა დალეული? - ინკასატორი. - რა ინკასატორი? - ყურმილში მისი სიცილი მესმის. - მოვიდა. - მერე რაო ინკასატორმა? - ბებიაშენის ნაკვთები გაქვსო.. - სრული სერიოზულობით ვპასუხობ და ვგრძნობ, უკვე თავბრუს ხვევაც მეწყება. მსოფლიოში ყველაზე სიმპატიური ბოროტმოქმედი კვლავ იცნის, თუმცა შემდეგ სერიოზულდება. - კატო, სად ხარ? - ჯუგლებში მეთქი, რომ გითხრა, არ დამიჯერებ ხო? - ნუ მანერვიულებ, პატარა - სიმთვრალის ბრალია, თუ ეს სულ ასეთი საყვარელია - მითხარი სად ხარ. - არ გეტყვი - ენას ვყოფ და რატომღაც მგონია, რომ ხედავს - თვითონ გამოიცანი! - პატარა! - არა, ვერ გამოიცანი. საერთოდ, მასეთი ადგილი „პატარა“ არსებობს სადმე? - კატო, სერიოზულად, ვნერვიულობ უკვე! თუმცა პასუხს არ ვცემ და ხმამაღლა ვამბობ გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსს. - კატო.. მითხარი და სახლში არ წაგიყვან - ხვდება, როგორც უნდა დამიყოლიოს. - მპირდები? - ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი ალბათ და სწორედ ამიტომ მევსება თვალები ცრემლებით. - გპირდები - სიცილით მპირდება და მეც რატომღაც მჯერა. დამშვიდებული ვეუბნები ბარის მისამართს. გასვლამდე კიდევ ერთ ჭიქა ვისკის ვსვამ და გარეთ, პირდაპირ ბარის კედელს მიყრდნობილი ველოდები ერეკლეს. - პატარა, რა დალიე? - ჩათვლემილს მისი ხმა მაფხიზლებს. - არაფერი არ დამილევია - მხიარულად ვდგები ფეხზე და ზედმეტად სწორ ხაზზე გავლით მივდივარ ერეკლეს მანქანისკენ. - ეგ ჩემი მანქანა არაა, პატარა - მკაცრად მეუბნება ერეკლე - ამდენი რა დალიე, როგორ შეიძლება შენი ასაკისთვის ალკოჰოლი! - შენ ნუ ღელავ ერთი - ხელს ვუქნევ და როგორც იქნა მის მანქანაში ვთავსდები. - აუ, მთვრალი არ იყო, მე ვიცი, როგორც დაგელაპარაკებოდი. სადღაც გადაკარგულში ამდენს სვამ, ირგვლივ არცერთი ნაცნობი. წარმოგიდგენია, როგორი საშიშია? - თავისთვის ბუზღუნებს ბოროტმოქმედი. - მთვრალი არ ვარ, ვაა. - კი აბა რა! - რამე ჩართე რა - ვიხვეწები და შემთხვევით ჩართულ fun-ის we are young-ს ბოლო ხმაზე ვყვები -იცი, პირველად ამ სიმღერის ფონზე შეგხვდი.. მომწონს ეს სიმღერა. მომწონს კი არა, მიყვარს. მიყვარს კი არა, ვგიჟდები. ხომ მითხარი, სახლში არ წაგიყვანო.. - არც მიმყავხარ. - აბა? - გაჩუმდი რა. - სულ რომ საყვარელი იყო და ასეთი უჟმური არა, არ შეიძლება?- რამდენს ლაპარაკობ, კატო. ღირსი არ ხარ, ეს შენი ნათქვამი სიტყვები ჩაიწეროს და ხვალ მოგასმენინოს? - არა - მოკლედ მპასუხობს, თუმცა ტუჩის კუთხით ეღიმება. გაბუსხული ისევ საქარე მინას ვადებ თავს და ცოტა ხანში მეძინება. რომ ვფხიზლდები, უკვე აღარ ვირწევი. გარშემო სიგრილეს და სისუფთვეს ვგრძნობ, საწოლში ვწევარ. თავბრუსხვევის გამო საწოლიდან თავს ძლივს ვწევ და იქვე სავარძელში ჩათვლემილ ბოროტმოქმედს ვამჩნევ. ჯანდაბა, სასწრაფოდ უნდა მოვძებნო სააბაზანო. ვცდილობ, ჩუმად ავდგე, რომ ბატონი სუპერგმირ-ბოროტმოქმედი არ გავაღვიძო, თუმცა ფეხის საწოლიდან ჩამოდგმისთანავე ის თვალებს ახელს და ჩემკენ მოდის: - გული ხომ არ გერევა? - მგონი, კი. სააბაზანო.. - მიმქრალი ხმით ვამბობ და ისიც აბაზანისკენ მიმითითებს. ჩემი იქ შესვლა და ვისკისგან დაცლა ერთია, უკან ამოსვლისასაც ისეთივე მწარეა, როგორც ჩასვლისას. - ღირსი ხარ - კარებში მდგარი ერეკლე მკაცრად მეუბნება - აბა რა გგონია, 17 წლის გოგო ამდენ ალკოჰოლს რომ იღებ? თუმცა პასუხის გაცემის გუნებაზე არ ვარ, ისევ საძინებელში რომ ვბრუნდები, საწოლზე ერეკლეს ტანისამოსი, ტუმბოზე კი ტკივილგამაყუჩებელი მხვდება. სწრაფად ვიცვამ სპორტულებს და მისაღებში ვარაუდით გავდივარ. ერეკლე დივანზე ზის, ჯერ კიდევ საშინლად მთვრალი მის გვერდით ვჯდები. - კატო, თუ რაიმე დაგჭირდა,ნებისმიერ დროს დამიძახე. სააბაზანოში ყველაფერს იპოვი, რაც დაგჭირდება. სხვა არ მაქვს, და ამიტომ შეგიძლია ჩემი ტანის გელი და შამპუნი გამოიყენო.. - კარგი - წუთით დუმილი სუფევს - ჩემებმა რა თქვეს? გაბრაზდნენ? - ძლივს ვეკითხები ერეკლეს. - არა, პატარა. ინერვიულეს. - ჰო, მაგრამ... - არანაირი მაგრამ. - შენ რა გჭირს? - როგორც იქნა ვბედავ კითხვას - დღეს ცოტა ცუდ ხასიათზე ხარ, ხომ? - არაფერია. ვერ გეტყვი. - კარგი რაა - ჩემებურ ბუზღუნს ვიწყებ - ხვალ მაინც აღარ მემახსოვრება.. - კარგი. - აბა? - ვეკითხები ინტერესით და თან თავბრუს ხვევას ვუმკლავდები.თავს დივნის საზურგეზე ვდებ და ერთ-ერთ ბალიშს ვიღებ. - გახსოვს, წეღან რომ გითხარი, შენმა ჩახუტებამ დამაბნია-მეთქი. - აჰაა, ხუმრობით. - ბალიშს მიხუტებული თვალებს ძლივს ვახელ. - სინამდვილეში - ყოყმანობს ბოროტმოქმედი - სინამდვილეში.. მმ.. ან კიდევ, არაფერი, დაივიწყე.. - ოოჰ. როგორც გინდა - ვლუღლუღებ და ძილის სამყაროში ვეფლობი. თათია -მამა კარგი რა! - კიდევ ერთხელ ვცდილობ შეწინააღმდეგებას და თავის შეცოდებას. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ მამას დაყოლიებას იმაში, რომ კატოს შემოთავაზებას დავთანხმდე. - თათია! - ხმას იმკაცრებს ზურა - გასაგებია, რომ გინდა, მართლა ძალიან კარგი შანსია შენთვის. დღისით ან საღამოს რომ იყოს, უპრობლემოდ დაგთანხმდებოდი, მაგრამ ღამე, თან ქალაქის მეორე ბოლოში, მარტოს, როგორ გაგიშვებ?! - მამააა! – „ცრემლები მადგება“ თვალებში - ეს ჩემთვის მართლა უდიდესი შანსია! პატარა გოგო აღარ ვარ, რომ ვერ გამიშვა! ვხედავ, რომ მამა ყოყმანს იწყებს. ძალიან კარგად ვიცი, რომ როცა ეჭვი შეაქვს საკუტარ ნათქვამში, ამ დროს მისი დათანხმმება უფრო ადვილი ხდება,ბოლო-ბოლო ორი დღეა ყოველ წუთს მისი დათანხმების სტრატეგიის შემუშავებაში ვხარჯავ, ამიტომ არგუმენტებს არგუმენტებზე მშვილდიდან გასროლილი ისრებივით ვისვრი. - თან კატოს მეგობრის ბარია! კატო და თორნიკეც ხშირად იქნებიან ხოლმე იქ - „შრეკის კატის თვალები“ გააქტიურებულია - თუ გინდა, შენც მოდი ხოლმე და შემამოწმე. ხომ მიცნობ, არა? ცუდს არაფერს დავიტეხავ თავს. - თათი - მეძახის ბავშვობაში შერქმეულ ზედმეტსახელს - შენ გენდობი და ვიცი, რომ ცუდს არაფერს გააკეთებ. უბრალოდ მეშინია, ჯერ კიდევ პატარა ბავშვი მგონიხარ და მგონია, რომ დამოუკიდებლად ვერ იქნები. - არაფერი არ მოხდება, მამ - უკვე ვიცი, რომ დათანხმებული მყავს და კისერზე ვეხვევი. აბა რა გგონიათ. დათანხმების სპეციალისტი ვარ, მით უმეტეს, როცა საქმე მამას ეხება. მამაც მეხვევა, თან კითხვისნიშნიანი მზერით დედას გადახედავს, ამ უკანასკნელის თანხმობის ნიშნად თავის დაქნევის შემდეგ კი თანხმობას მიცხადებს და მასზე შემოხვეული „საუკეთესო მამა ხარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ“ მოყვირალი შვილის, ანუ ჩემს მოშორებას ცდილობს. ხომ ვიცი, არ უყვარს ბევრი სითბოს გამოხატვები! მაგრამ გულის სიღრმეში მართლა საოცარი ადამიანია. ესეც ასე! ორდღიანი ხვეწნის და ფიქრის შემდეგ, დღეს , დებიუტი მაქვს კატოს მეგობრის ბარში. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე საკმაოდ დიდი ხანია ვდგავარ, ეს მაინც სხვა საკითხია, სწორედ ამიტომ იმდენად ვნერვიულობ, რომ რამდენიმე წუთი საწოლზე გაუნძრევლად ვზივარ და ცრემლებიც კი ჩამომდის. დღის პირველი ნახევარი ასე დაბღვერილად ჯდომაში გადის,ისევ ქარიშხალი კატო მშველის, ერთს დამიცაცხანებს „ცრემლები ნუ ჩამოგდის, მუშაობას იწყებ, შიმშილის თამაშებში კი არ გიწვევენო“ და იმ წუთშივე მაფხიზლებს ნერვიულობით გაჯერებული ფიქრებისგან. - ცოტა სწრაფად იარეთ, რა - ანევიულებული ხმით ვეუბნები ტაქსის მძღოლს და ბარის მისამართს ვკარნახობ, ისიც თავს მორჩილად მიქნევს, ალბათ ხვდება, როგორც ვნერვიულობ. მაშ ასე, ჩემო მკითხველო. თუ ჩემგან ფუშფუშა კაბების ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების აღწერას ელით, ძალიან შემცდარხართ, ან ჯერ კიდევ არ მიცნობთ. ჩვეულებრივი მაღალწელიანი ჯინსი, ჩვეულებრივი ნაცრისფერი ზედა და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი თეთრი კეტები მაცვია, თმაც ჩვეულებრივ ერთ წითელ ნაწნავად მაქვს დაწნული და ნაწილი თვალებთან, სათვალეზეც ჩამომშლია. კატოს რეპლიკების „ბუხართან მოკალათებულ მოხუცს გავხარ ასე“ და „ქალი ხარ უკვე, ბაღის მოსწავლე კი არა“ მიუხედავად, ვერაფერმა მაიძულა, ჩემი ჩვეული ტანისამოსი მომეშორებინა და ცოტა განსხვავებული იმიჯი შემექმნა. ასე რომ, გამიმართლა, კატო რომ არ გამომყვა, ანუ გამიმართლა დღეს ბატონი ცოტნე რომ ჩამოდის ბრიუსელიდან და კატოც მის დასახვედრად სახლის მომზადებას აპირებს(აპირებს რა, მაგანაც იატაკების ხეხვა არ დაიწყოს), თორემ სულ თავისი ხელით ჩამაჯაჯებდა ზედმეტად ვულგარულ ტანისამოსს და სახეზე გაჯით დაწყებული ცცემენტით დამთავრებული, ყველაფერს წამისვამდა. ტაქსის მძღოლს ანერვიულებული ვუხდი კუთვნილ თანხას და არაფრით გამორჩეული ბარში შევდივარ, რომლის ინტერიერიც ზედმეტად შინაურულად მეგებება: თბილი და კარგად შეხამებული ფერები, კარგი განათება და მგონია, ეს ადგილი ზედმეტად უხდება ხელოვნებას და არა შუაღამით უამრავი გალეწილი ადამიანის ქაოსს. ახალგაზრდა მორცხვ ბარმენთან მივდივარ, რომელიც დახლის წმენდითაა დაკავებული და საქმეს ჩახველებით ვაწყვეტინებ: - უკაცრავად.. მმ.. ბატონი დემეტრე აქაა? - დემეტრე ხო? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი დემეტრე ჰქვია. - დემეტრეს კითხულობთ? - ბარმენის ნაცვლად სხვა მპასუხობს. ვბრუნდები და ვხედავ ოციოდე წლის დრედებიანი გოგონა მხიარულად როგორ მოდის ჩემკენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მოხტის. - დიახ - დაბნეულად ვპასუხობ - დღეს უნდა შევხვედროდი... - ანუ თქვენ დაიწყებთ აქ სიმღერას? - გახარებული ტაშს უკრავს გოგონა - თათია ხო? - დიახ - მორცხვად ვპასუხობ. - მე თიკა ვარ - უყოყმანოდ მეხვევა გოგონა და ეს წამში მიჩენს კარგ დამოკიდებულებას ამ ქარივით თავისუფალი გოგოს მიმართ - ეს დაჩია! აუუ, რა ლამაზი ფერის თმა გაქვს!! ბავშვობაში სულ ვოცნებობდი, რომ წითური ვყოფილიყავი, მაგრამ რას ვიზამთ, გენეტიკა ულმობელია ! როგორ ფიქრობ, მომიხდება?- ახლა მასზე მიშტერებულ ბარმენს უბრუნდება, რომელიც უცებ ფხიზლდება ფიქრებისგან და სწრაფად პასუხობს: - კი, რა თქმა უნდა - თუმცა შემდეგ ფიქრდება - მაგრამ ბუნებრივი უფრო გიხდება.. წითლდება. ოპაა. აინშტაინმა თათიამ რაღაც საეჭვო გაიფიქრაა. :3 - ბატონი დემეტრე აქ არაა - შემდეგ მე მიბრუნდება ბარმენი - თუ გნებავთ, დავურეკავთ, ან მისი ბიძაა დროებით აქ და შეგიძლიათ, მას გაესაუბროთ. - „თ“ აღარ გაბედო ! - მკაცრად ვეუბნები მას, შემდეგ კი მეცინება - მგონია, რომ შვილიშვილი მელაპარაკება.. ბიჭსაც ეცინება და ინკოგნიტო დემეტრეს ბიძისკენ, ირაკლისკენ მიმიძღვის. სანდომიან ასაკოვან კაცთან საუბარი წარმატებით ხორციელდება, ის მოკლედ მიმხელს მუშაობის განრიგს, სიტუაციას მიხსნის, წესებს შორის მკაცრად გამოკვეთს, კლიენტებთან სხვაგვარი ურთიერთობა იკრძალება ამ ადგილზეო და ღიმილით მიშვებს თავისი ოთახიდან. თუ ჩემი შემოსვლისას ბარში მხოლოდ ათიოდე ადამიანი იყო, დაბნელებასთან ერთად მათი რაოდენობა ისე საგრძნობლად იზრდება, რომ ბატონი ირაკლის ოთახიდან გამომავალს , დახლთან დასაბრუნებლად ადამიანებს შორის გაძრომა დიდ ძალისხმევად მიჯდება. - მოკლედ, აქ სხვა ჯგუფიც უკრავს, ამიტომ ალბათ დღეებს გაინაწილებთ ან შესაძლოა ერთადაც მოგიწიოთ სიმღერა - დამრიგებლურად მოსაუბრე დაჩის თავს მორჩილად ვუქნევ - აპარატურასთან თუ რაიმე პრობლემა შეგექმნა, მე ან თიკას მოგვმართე. დღეს ჯგუფიც აქაა, ამიტომ მათ შეუთანხმდი რას იმღერებთ და ჩვენ შენს დებიუტს აქედან მოვუსმენთ - მიღიმის დაჩი, მგონი პირველად ამბობს ამდენ სიტყვას გადაბმით - ხომ არ ნერვიულობ? წარმატებებს გისურვებ, აბა შენ იცი - მხარზე ხელს მეგობრულად მკრავს და ჯგუფის წევრებისკენ მიბიძგებს. ჯგუფის წევრების გაცნობას და დღევანდელი რეპერტუარის შერჩევას რამდენიმე წუთში ვახერხებ, თუმცა ამ პოზიტიური ადამიანების სახელების დამახსოვრება ცოტა მიჭირს. - მოგესალმებით ! - შემაღლებულ ადგილზე ვხედავ დრედებიან თიკას - მიესალმეთ ჯგუფს „colourful rain” და ჩვენს სიახლეს, თათიას, რომლის დებიუტსააც დღეს ვიხილავთ! შემაღლებულ ადგილზე ავდივარ. ჯგუფის წევრები საკუთარ ინსტრუმენტებს იმარჯვებენ. ცოტას ვღელავ, ძალიან ცოტას. „ცოტა ღელვა“ იშიფრება როგორც შიშისგან მუხლების კანკალი.შეკრებილი საზოგადოება, როგორც ჩანს, შეჩვეულია აქაურ სიტუაციას, ამიტომ სცენაზე მორცხვად ასულს ტაშით მამხნევებენ. ის-ისაა, უნდა ვინანო ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ მეორე ბოლოში, დაჩისა და თიკას გვერდით ჩემს კატოს ვამჩნევ, რომელიც ჩემს გამხნევებას ცდილობს. „თუ სცენაზე ასულს კრუნჩხვები დაგემართება, გაიხსენე, თუ რას გავაკეთებდი მე ამ სიტუაციაში, ყვავივით ხმა რომ არ მქონდეს და სიმღერისას 5 კილომეტრის რადიუსში ყველა ცოცხალ და არაცოცხალ არსებას რომ არ ვაფრთხობდე“- კატოს სიტყვები მახსენდება და მხრებში ვიმართები. imagine dragons-ის radioactive-ს იწყებს ორი გიტარა, ერთი დრამი და ელექტროპიანინო. ღრმად ვისუნთქავ. 3..2..1 ვიწყებ. “I'm waking up to ash and dust I wipe my brow and I sweat my rust I'm breathing in the chemicals“ ხმის კანკალს თუ არ შევიმჩნევთ, ყველაფერი ნორმალურად მიდის. ხალხის დადებითი ემოცია ძალას მმატებს, ეშხში შევდივარ, ეს ყოველთვის მემართება, როცა ისეთ სასწაულ სიმღერას ვმღერი, როგორიც radioactive-ა. ხმა უფრო მტკიცე მიხდება და მუსიკას აყოლებულ ტანთან ერთად განვაგრძნობ ჩემს სტიქიაში ყოფნას. „I raise my flag and dye my clothes It's a revolution, I suppose We're painted red to fit right in”. როცა ვმღერი, მიუხედავად ჩემი სიმორცხვისა, სხვა სამყაროში ვიჭრები, სხვა ადამიანი ვხდები, ზემდეტად ვთამამდები. სიმღერის ეშხში ვარ შესული, როცა საბოლოოდ მსმენლისკენ ვიყურები, ხალხი მყვება, თან ცეკვავს, თიკა და დაჩიც ჩართულები არიან, თუმცა გვერდიდან ჩემზე დაჟინებით მოშტერებულ მზერას ვგრძნობ, თავიდან ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ თითქოს სახის ერთი ნაწილი მიცხელდება უცნობის მზერისგან, მხოლოდ შემდეგ ვიყურები მისკენ. დიახ, ჩემო ჭკვიანო მკითხველო! რა თქმა უნდა,მიხვდით, უცნაურად მომღიმარი მზერით ვინ მომშტერებია. ისევ ჩვენი ძვირფასი კაპიშონიანი. ბედისწერას უყვარს სპინერივით ბზრიალი. ________ უკვე შუაღამე ატანს, ხალხი კი არა და არ მცირდება. კატოს დაჟინებული მოთხოვნით დალეულმი ალკოჰოლი ჩემზე დიდ გავლენას ახდენს და მყარი ნაბიჯების გადადგმას ვერ ვახერხებ, თუმცა მაინც ვერთობი დაჩისა და თიკასთან ერთად. ბოლოს, როცა უკვე ვხვდები, რომ მალე მართლა ცუდად გავხდები, გარეთ გავდივარ და ბარის წინ სუფთა ჰაერზე ცოტას დავდივარ, რათა გამოვფხიზლდე. ბარში ბენდი fun-ის we ar young-ის დაკვრას იწყებს, ხმა გარეთაც აღწევს და დაბალ ხმაზე ვყვები სიმღერას. - ერთხელ შეხვედრა შემთხვევაა, ორჯერ შეხვედრა დამთხვევა, მესამედ კი უკვე ბედისწერა - ვგრძნობ ვიღაცის სუნთქვა თმას როგორ მიფრიალებს, თუმცა შებრუნებას ვერ ვბედავ. - ბედისწერის რა გითხრა, მაგრამ ალბათ მესამედ შეხვედრა შენი უსაქმურობის დამსახურება - მხრებს ვიჩეჩავ და დაბნეულობის დამალვას ვცდილობ. - სასაცილო იცი რა არის? - ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და მეც უკან ვიხევ. - არ ვიცი - არ უნდა დამელია, რა. ახლა მწარე პასუხს ხომ მოვიფიქრებდი უცებ და აღარც დავიბნეოდი მისი ასეთი სიახლოვის გამო. - სინამდვილეში, მორცხვი გოგო რომ ხარ და მხოლოდ ჩემთან თამაშობ შეუპოვარი ირონიული ადამიანის როლს - დარწმუნებით იღიმის და ჩემკენ კიდევ რამდენიმე ნაბიჯს დგამს. - აუჰ. ნეტავ საიდან მიხვდი, როგორი ვარ? - ძალით ვიცინი და ამოსუნთქვას ვცდილობ. აუცილებლად ალკოჰოლია ადამიანის გარეგნობის ნორმალურად შესაფასებლად საჭირო? „გეხვეწები, გაიწიე იქით, თორემ ზედმეტად საყვარელი ხარ“- ვფიქრობ გონებაში, მაგრამ რეალურად კიდურებს მოძრაობის უნარი დაკარგული აქვთ. - სიმღერაზე გეტყობა - თბილი ხმით მეუბნება კაპიშონიანი და იხრება. ბენდი მისამღერს იწყებს. გაოცების გამოხატვასაც ვერ ვასწრებ, როცა მისი თბილი ტუჩები ჩემსას სწვდება. ალბათ, ფხიზელი რომ ვიყო, სასწრაფოდ მოვიშორებდი და იმ თავის სანაქებო ლოყაში, ასე ულმობლად რომ ეჩხვლიტება, დაუფიქრებლად გავარტყამდი. მაგრამ ახლა? ახლა უბრალოდ, ასე არ ვიზამ. ახლა თავს სამყაროს მეორე ბოლოში, ყველაზე მაღალ ადგილას ვგრძნობ, საიდანაც მთელს მსოფლიოს ხელის გულივით დავყურებ და აღმაფრენას ვგრძნობ. ეს დაბნეულობანარევი გრძნობა ფეხის თითებიდან იწყება და მთელ სხეულში ვრცელდება. “so if by the time, the bar closes and you feel like falling down I’ll carry you home tonight” . სიმღერის ბოლო აკორდები ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს. არც კი ვიცი, თუ ვინმეს ასეთი მოულოდნელი პირველი კოცნა გამოუცდია, ნორმალურია, როცა თითქოს მიწას სწყდები და გარშემო ციცინათელებით გარშემორტყმული გრილ ჰაერში ადიხარ? გონს რომ მოვდივარ, უკვე მარტო ვარ, სიმღერა დამთავრებულია და აღარც ბარის ქაოსი აღწევს გარეთ. წამით სიჩუმე ვარდება. სიცარიელეს ვგრძნობ, კედელს ვეყრდნობი და სიტუაციის გააზრებას ვცდილობ. ახლა, აქ, ორი წუთის წინ, რა მოხდა? „ისეთი არაფერი, უბრალოდ პირველი კოცნა კაპიშონიანმა უზრდელმა მოგპარა“- ირონიით ჩამძახის მეორე მე. ჯანდაბა! სასწრაფოდ კატო მჭირდება. გზას მივიკვლევ ბარში ნასვამ ადამიანებს შორის და დაჩის კატოს ადგილსამყოფელს ვეკითხები. - მგონი უკვე წავიდა - შეშფოთებით მელაპარაკება დაჩი - კარგად ხარ? არეული მზერა გაქვს.. - კი, კი.. ყველაფერი რიგზეა - მექანიკურად ვპასუხობ და საპირფარეშოსკენ მივემართები. ალკოჰოლისგან ნახევრად გათიშული და დაბნეული ვცდილობ დაუზიანებლად გაღწევას. - მოიცადე - კვლავ კაპიშონიანის ხმა სწვდება ყურთასმენას. - რა გინდა? - გაღიზიანებული ვუბრუნდები და უტეხად ვაშტერდები თვალებში - უზრდელებს არ ველაპარაკები მე! - გაწიწმატებული ვაგრძელებ გზას. - მგონი, უფროსს შენ თაობაზე უნდა დაველაპარაკო - ირონიული ხმა კვლავ მისკენ მაიძულებს შებრუნებას. - რატომ? - შეშფოთებული ვაკვირდები. - კლიენტებთან სხვაგვარი ურთიერთობის დამყარება გეკრძალება, არა? - დაცინვა ჟღერს მის ხმაში, როცა ამობეჭდილ ჩვენი კოცნის სურათს მაჩვენებს, რომელიც სავარაუდოდ ბარის გარეთ დაყენებული კამერის დამსახურებაა. ჯანდაბა. - ასეა თუ ისე, მე , როგორც ამ ბარის ხშირ კლიენტს, აბსოლიტური უფლება მაქვს, საყვედური გამოვთქვა და სამსახური ადვილად დაგაკარგვინო - ჩაფიქრებულ მზერას იღებს და ვხვდები, რომ სერიოზულ შარში ვარ. ოჰ, დაუფიქრებელო ჩემო თავო - თუ რა თქმა უნდა, რამდენიმე პირობას არ შემისრულებ... - პირობაში რას გულისმობ? - თვალები მიფართოვდება. - ნუ ღელავ, ისეთს არაფერს._ თვალს მიკრავს და უკან ბრუნდება. მომესმა ხო? ვიღაც სულელ არანორმალურს უნდა მოთხოვნები შევუსრულო, მხოლოდ იმის გამო, რომ უფროსთან ჩაშვებით მაშანტაჟებს? ოჰ, უბედურო ჩემო თავო! მაგრამ სხვა გზა მაქვს? 5) თათია --------- გზას ვჭრი. გადაწვამდე ცოტა მაკლია. სკოლა, გაკვეთილები, საშინაო დავალებები, რეპეტიტორები, სამუშაო. თავში ყველაფერი არეული მაქვს და იმდენად განვიცდი დროის დეფიციტს, რომ ახლაც ბიოლოგიის კონსპექტი მაქვს ჩაბღუჯული ხელში და გზას ისე მივიკვლევ, არც კი ვიყურები. „მანქანა თუ გამიტანს არა უშავს, ბიოლოგიის სწავლა მაინც არ მომიწევს“- თავის დამშვიდების იდეალური ხერხი. ზედ ფეხებთან გამაყრუებელი ზრიალით ამუხრუჭებს მანქანა. იმდენად დაბნეული დავდივარ, არც შიში მიგრძვნია და არც მთელი სიცოცხლე თვალწინ ჩავლილი დამინახავს. უბრალოდ თავი უგრძნობად შევატრიალე საჭესთან მჯდომისკენ. ოჰ კარგი რაა. ესღა მაკლდა. - წინ არ იყურები? - შანტაჟისტი იდუმალი კაპიშონიანი. მინდა ვუთხრა „აბა კარგად დააკვირდი და მიხვდები, რომ ბიოლოგიის კონსპექტების მიღმა ვერაფერს ვხედავ“. თუმცა ჩემს სიმორცხვეს რა ვუთხარი, ვწითლდები და ამის ნაცვლად ვიბნები: - არა.. უფრო სწორად.. მე .. უბრალოდ.. - ო ღმერთო ჩემო! სიტყვების გადაბმა არ მისწავლია? პირველ კლასელიც კი ჩემზე უკეთ აყალიბებს აზრს. - კარგი. დაჯექი, გაგიყვან - თვალებს ატრიალებს პიროვნება, რომლის სახელიც კი არ ვიცი. - არ მინდა, ნუ შეწუხდებით. „თ“? მესამეკლასელს ვგავარ, რომელიც მასწავლებელს დავალებაში დახმარებაზე უარს ეუბნება. თუმცა კაპიშონიანი, რომელსაც რეალურად ახლა კაპიშონი არ ახურავს, ისეთ მკვლელ მზერას მტყორცნის, რომ მანიშნებს, შეპასუხებას და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. - როგორი თავაზიანი ხარ - ჩემთვის ვბურდღუნებ და ვჯდები. - რამე მითხარი? - თავს მობეზრებული სახით აბრუნებს ის. არადა გაიგონა. ვიცი, რომ გაიგონა. - არა, არაფერი. საკმაოდ დაძაბული ვარ. მხოლოდ ამ მომენტში არა, ზოგადად, რთული პერიოდი მაქვს. სახლში, ცოტა არ იყოს, არეული სიტუაციაა. ვხვდები, რომ მშობლებს შორის რაღაც მოხდა, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ ეს განხეთქილება ჩემგან და განსაკუთრებით ნიკუშასგან დამალონ.ამას კაპიშონიანის უაზრო ამბავიც დაემატა. ასეთ სიტუაციას იმდენად მიუჩვეველი ვარ, რომ არეული დავდივარ და თავით წიგნებში და კონსპექტებში ვარ გადავარდნილი, რაც თავისთავად კიდევ უფრო უცნაურ ადამიანად მაქცევს. გზაში ჩუმად ვართ. არც ერთი არ ვიწვით საუბრის სურვილით და ამიტომ. მე ჩემს ფიქრებში ისე ვარ გართული, რომ ვერც კი ვხვდები, როგორ ვუახლოვდებით ჩვენს ბარს. გადმოვდივარ და ჩუმად „მადლობა“-ს ვლუღლუღებ, ცოტა ბედნიერიც ვარ, რომ ვემშვიდობები, თუმცა ბედნიერებას ჩანასახშივე კლავს კაპიშონიანი, როცა ჩემთან ერთად აღებს დაწესებულების კარს. - ნაადრევად იმედებს ნუ ამყარებ- ხვდება ჩემს ფიქრებს. ამჯერად რაღაც სასწაულით, აღარ ვიმორცხვებ. ბარში ჩვეული ყოველდღიური გარემო სუფევს. თიკა და დაჩი დახლთან დგანან და აშკარად რაღაცაზე კამათობენ, ამიტომ თავიდან მათთან მიახლოებას ვერიდები, თუმცა კაპიშონიანთან დარჩენას მირჩევნია მათ კამათში ჩავერიო. - შეგიძლია ყავა მომიტანო? - მათკენ მიმავალს მაჩერებს უაზრო მზერიანი კაპიშონიანი. - აქ მიმტანად არ ვმუშაობ - ვუღრენ მე. - სამაგიეროდ ჩემს სურვილებს ასრულებ - თვალს მიკრავს და ერთ-ერთი თავისუფალი მაგიდისკენ მიდის, მეც დახლისკენ მივეშურები. როგორ ვერ ვიტან, როცა ვინმე ბრძანებას მაძლევს და თან არ შემიძლია წინააღმდეგობა გავუწიო. სხვა სიტუაციაში მოვიფიქრებდი, თუ როგორ ამერიდებინა ეს შანტაჟი თავიდან, თუმცა ახლა, როცა ჩემი პრობლემები და მათი გავლენით ჩამოყალიბებული ხასიათი არ მაძლევს საშუალებას, სამართლიანობაზეც დავფიქრდე და ამიტომ, უბრალოდ ვატარებ. - გამარჯობა, მეგობრებო. ყველაფერი რიგზეა? - თიკას და დაჩის კამათს ყურადღებას არ ვაქცევ და ვესალმები, ისინიც ღიმილით მპასუხობენ - მესამე მაგიდასთან ყავას ითხოვენ, მაგრამ თუ არ გცალიათ, შემიძლია მე წავიღო.. თიკა და დაჩი მადლიერებას გამოხატავენ. არა რა, მათ შორის რაღაც ხდება (?) რამდენიმე წუთში ყავა მზადაა და მეც მესამე მაგიდისკენ მივემართები. - კვირის ბოლოს ზუგდიდში მივდივართ - ჩემკენ არც იყურება, ისე მახლის სერიოზული ტონით. - მმ? - კვირის ბოლოს ზუგდიდში მივდივართ-მეთქი. - თ? - ყველაფერზე ნუ იბნევი - დაბღვერილი ცალი წარბის აწევით მიყურებს - ჩემი სასტუმროს გახსნის დღეა. გახსნის ღონისძიებაზე ამ ბარის ბენდი დაუკრავს და შენც იმღერებ შესაბამისად. შეგატყობინებ გასვლის დროს. გასაგებია? - მაგრამ.. - „მაგრამ“, „თუმცა“, „ჩემი აზრით“ და „ალბათ“ არ მინდა, რომ გავიგონო. თვალები ბრაზით მევსება და ისეთი მზერით შევყურებ, სათვალე რომ არ მეკეთოს, ჩემი თვალებიდან გამოსხივებული ზიზღი თმას შეუტრუსავდა. დარწმუნებული ვარ. კატო --------- დილით უცნობ ოთახში რომ ვიღვიძებ, გაკვირვებული ვხტები ფუმფულა საწოლიდან და დამძიმებულ თავში ის აბსურდული ფიქრიც კი მივლის, ხომ არ მომიტაცეს-მეთქი. თუმცა შემდეგ ჩემი გუშინდელი ლოთობა და სილაღე ბუნდოვნად მახსენდება და თუ ჩემი დაობებული ტვინი არ ცდება, ახლა ერეკლეს სახლში უნდა ვიმყოფებოდე. „ჯანდაბა, ერეკლეს სახლში ვარ“- ცოტა არ იყოს ჩემი დაბნეულობის გამო კიდევ უფრო დაბნეული ვიცვამ კვლავ მის ტანისამოსს, საწოლს ვალაგებ და სამზარეულოში გავდივარ. - ვაა.. ბუჩქმა გაიღვიძა - შესვლისთანავე მესმის ბოროტმოქმედის ხმა, რომელიც რაღაცას ამზადებს, თუმცა რას, ამის გარკვევას ალბათ რამდენიმე საუკუნეს დაუთმობენ მეცნიერები, მისი მოლეკულური სტრუქტურა რომ შეისწავლონ - ყოველ დილით ასეთი ხარ? - ასეთი როგორი? - წამით იმედი მიჩნდება, რომ ბოლოს და ბოლოს, მისგან კომპლიმენტს მოვისმენ. - შენს თმას შეხედე , პატარა..- დამცინის ერეკლე. ეჰ, იმედგაცრუება საშინელი რამაა. - ვაა, ახალი გასართობი ვიპოვეთოო? - ბუზღუნით ვიკავებ ადგილს მაგიდასთან - რას ცოდვილობ, არ ამიხსნი? - ერბოკვერცხს ვწვავ - მობეზრებული ხმით, თუმცა თავმომწონედ მპასუხობს ბოროტმოქმედი. - პირდაპირი გაგებით წვავ, ხომ? - სიცილით ვეკითხები და ტაფას გაოცებული ვუმზერ- ერბოკვერცხს მომწვანო ფერი უნდა ჰქონდეს ? - არც აქვს,პატარა, უბრალოდ იმდენი დალიე, რომ ფერები აღქმის უნარი დაკარგე - ნერვებმოშლილი მიბღვერს ერეკლე და უცნაურ ერბოკვერცხს სანაგვეში ისვრის. - არა რა, არ მეგონა, ჩემზე უარესი მზარეული თუ დაამძიმებდა დედამიწას - ტელეფონს ვიღებ - მგონი, ჯობია, პიცა შევუკვეთოთ. - შენი ნებაა, თუ ჩემი კულინარიული შედევრის გასინჯვა არ გინდა - კვლავ იწყებს ბუზღუნს, ტელეფონს მართმევს და რეკავს. - ასე მალე მოიტანეს ? - რამდენიმე წუთის შემდეგ კარის გასაღებად გაკვირვებული სახით მივდივარ, თან კარს მიღმა არსებული პიცის წარმოდგენაზე თავმომწონედ ვღიღინებ და კარს ვაღებ. ჯანდაბა. ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. თორნიკე. - გამარჯობა - სერიოზულად ვესალმები. დაბნეულობის დამალვა ყველაზე კარგად მეხერხება. - გამარჯობა - დაბნეული შემოდის თორნიკე და უხერხულად აწურული დგება კართან- როგორ ხართ? - მომმართავს მე და სამზარეულოდან ახალგამოსულ ბოროტმოქმედს. - კარგად, შენ? - ვგრძნობ, ამ მხიარული ტონით ერეკლე დაძაბულობის განმუხტვას როგორ ცდილობს და მისდამი მადლიერებით ვივსები. - ყველაფერი კარგადაა - ხმას იმკაცრებს თორნიკე და ჩემკენ იყურება - კატოს წასაყვანად მოვედი... მართალია, ბავშვივით ქცევაში ბადალი არ მყავს, ხშირად უაზრობებზეც ვიბუტები ხოლმე, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს თემა ასე ადვილად მოგვარებადია. - და ვინ გითხრა, რომ მე სახლში მოვდივარ? - მშვიდად ვეკითხები თორნიკეს (და არა „თონის“, რადგან ახლა არ ვარ იმ ხასიათზე, ძმას რომ მოფერებითი სახელები ვეძახო). - აბა, სად მიდიხარ ? - ირონია იგრძნობა თორნიკეს ხმაში. რატომ მიშლის ნერვებს? - არსად. აქ ვრჩები - დარწმუნებით ვამბობ და ვჯდები. - მაგრამ... - არანაირი მაგრამ. - როდის შეწყვეტ ბავშვივით უაზრო ქცევას? - ხმას უწევს თორნიკე. ვშრები. ცხოვრებაში პირველად, თორნიკე ჩემთან ტონს უწევს და ცოტაღა უკლია ყვირილამდე. - ნუ მიყვირი - კბილებში ვცრი და კვლავ სწრაფად ვიბრუნებ მშვიდ სახეს. - დედას გარდაცვალების შემდეგ, როგორც იქნა, მამამ ბედნიერება იპოვა და შენ, შენი ეგოისტური ქცევებით და ბავშვური ხუშტურებით მას ხელს უშლი - კიდევ უფრო უწევს ხმას თორნიკე- მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ყველაფერში მხარს გიჭერთ და ყველაფერს გისრულებთ.. ცალკე მისი ყვირილის, ცალკე კი ბრალმდებლის ტონის გამო ვიბნევი, თვალები ცრემლებით მევსება. - მაყვედრი? - ისტერიული სიცილი მივარდება და თან ცრემლების შეკავებას ვცდილობ- საერთოდ არ მიცნობ. საერთოდ წარმოდგენაც კი არ გაქვს რა მეწყინა.. მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ. - თორნიკე! - კატეგორიული, მკაცრი ტონი მესმის ზურგს უკნიდან - ჩემს ოთახში შედი, მე დაველაპარაკები თორნიკეს - ყურში მესმის ერეკლეს თბილი ხმა - მიდი, პატარა.. ვუჯერებ. იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ ნერვებზე მოთამაშე ბოროტმოქმედია და ჯერ ბოლომდე ვერაფრით გავიგე როგორი ადამიანია, გარკვეული ნდობა მისდამი მაინც გამიჩნდა. მის ოთახში შევდივარ. ოთახში, რომელში შესვლისასაც აუხსნელი სიმშვიდის შეგრძნება მეუფლება. თბილი ოთახი. საწოლზე ვწვები და ჭერს ვაშტერდები. ყველაფერს ვიაზრებ. მამამ და ძმამ უმნიშვნელოვანესი ამბავი დამიმალეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, უაზროდ გავიბუტებოდი და სულელი თინეიჯერივით მოქცევას დავიწყებდი, გარდა ამისა, ამაში ჯერ კიდევ დარწმუნებულები არიან და თვლიან, რომ ვეჭვიანობ და ეს „სპეკტაკლი“ ყურადღების მისაქცევად მჭირდება? საერთოდ არ მიცნობენ? ფიქრებში იმდენად ვარ ჩაფლული, რომ კარის ხმაზე ვკრთები და ჩემკენ მომავალ ერეკლეს ინტერესიან მზერას ვაგებებ. მისი სახის მიხედვით ვხვდები, რაზეც ფიქრობს ახლა. უკვირს, ბალიშს ჩახუტებული მოტირალი რომ არ დახვდა მშვიდად მჯდომი ადამიანის ნაცვლად. - დამთანხმდა. შეგიძლია დარჩე, საღამოსთვის საჭირო ნივთებს ჩაგილაგებენ, წავალ თქვენებთან და წამოვიღებ..- ღრმად, შვებით ვისუნთქავ. - რანაირად მოახერხე? - უბრალოდ რამდენიმე პირობის სანაცვლოდ დავიყოლიე.. - პირობის? - თავზარდაცემული ვწევ თავს ბალიშიდან - რა პირობის? - დამშვიდდი, ისეთი არაფერი - სიცილს იწყებს ერეკლე - უბრალოდ სკოლას და რეპეტიტორებს არ გააცდენ, ნერვებს არ მომიშლი და სახლში გვიან არ მოხვალ.. - სახლში გვიან არ მოვალ? რას ნიშნავს სახლში გვიან არ მოვალ? შენი კონტროლიღა მაკლდა ზუსტად.. - ზუსტად ეგ გაკლდა, დიახ! თუ მაინც გაგვიანდება, დამირეკავ და წამოგიყვან! - ხმა უმკაცრდება ერეკლეს - საერთოდაც, თორნიკემ ჯერ არ იცის, გუშინდელი შენი საქციელი, რომელიც, იმედია, აღარასდროს განმეორდება.თორემ ყველას მოუწევს იმის გაგება, გუშინ შუაღამისას ბარში რომ იყავი და სვამდი, თანაც მარტო! - მარტო არა, თათიასთან ერთად - არ ვეპუები მე. - მით უმეტეს - დამცინის ერეკლე. - თორნიკე დემეტრეს იცნობს, ასე, რომ, პრობლემა არ იქნება. შეგიძლია უთხრა. - დემეტრე? დემეტრე ვიღაა - სიცილს აგრძელებს ის- კიდევ რომელიმე მეორეკლასელი? - ჩემი მეგობარია - არ ვეპუები მეც. - ჰო, კარგი კარგი. - მობეზრებული ხმით მპასუხობს, შემდეგ ახლოს მოდის და საწოლის კიდეზე ჯდება. ვინმემ უთხარით, რომ ჩემთან ასე ახლოს მოსვლა არ შეიძლება, რომ საშინლად ვიბნევი და გულისცემა მიათმაგდება! უთხარით,რა. თავს ბალიშზე ვდებ და ღრმად ვისუნთქავ, შემდეგ კი დამშვიდებული მზერით ვატრიალებ თავს რაღაცის სათქმელად მომზადებული ერეკლესკენ. - მისმინე, კატო - სერიოზულად იწყებს საუბარს ერეკლე - შენებს არ უნდა აპატიო? - ამაზე შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ - ვღიზიანდები. ჩემი გაღიზიანებით და უხეშობით აშკარად ვიწვევ ყოფილი ბოროტმოქმედის გაკვირვებას, აშკარად იმედგაცრუება ეხატება სახეზე და ვხვდები, რომ ვაწყენინე, თუმცა მაინც იბრუნებს ირონიულ გამომეტყველებას. - ნება შენია - საწოლიდან მშვიდად დგება მწვანეთვალება - ასე და ამგვარად, ტაფების მბრძანებლის და მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ბოროტმოქმედის თანაცხოვრების კვირას გახსნილად ვაცხადებ!! - სადღესასაულო ტონით აცხადებს ერეკლე და ჩემს/ანუ საკუთარ ოთახს ტოვებს. დარჩენილ დღეს მის სახლში მარტო ვატარებ. თავად ძლევამოსილი ყოფილი ბოროტმოქმედი კი სამსახურში იმყოფება (ვის გაუგია სამსახური კვირას!!!), მე კი ეულად დარჩენილს ვეღარ გამიგია, რა გავაკეთო. ერთხანს ვახშმის მომზადებას ვაპირებ, თუმცა შემდეგ მისი გაფრთხილება მახსენდება : „ სამზარეულოში მაცივრის გარდა არაფერს შეეხო, ხანძრის გაჩენა არ გვაწყობს!“ და დაბღვერილი ისევ თათიასთან ლაპარაკით ვიქცევ თავს, რომელიც საკუთარ გუშინდელ ინციდენტზე მიყვება. სიცილს ძლივს ვიკავებ. საღოლ დემეტრეს! საღამოს კვლავ მისაღებში ტელევიზორის წინ ვარ მოკალათებული, ამჯერად მწვანეთვალებების მეფის მუქი ლურჯი სპორტულები მაცვია,გაბურძგნულ-წაბლისფერ-ხუჭუჭათმიან თავს უკმაყოფილოდ ვატრიალებ და ამაოდ ვცდილობ რაიმე საინტერესოს მოძებნას ტელევიზორში. და როგორც მოსალოდნელი იყო, ვერც ვერაფერს ვპოულობ და იმავე ადგილას მეძინება. მშვიდად და ტკბილად. სიზმარში თათიას და დემეტრეს ვხედავ, რომლებსაც იასამნისფერი ქუდები ახურავთ და ზღვაში გაუნძრევლად დგანან, რომელსაც რატომღაც ნაცრისფერი ფერი დაჰკრავს და მის ტალღებს ნაცრისფერი სპორტულები მოჰყვება. მერე ბოროტმოქმედი ჩნდება. „ჩემი ტანსაცმელი წყალში რატომ ჩაყარე?“- უკმაყოფილოდ ჯუჯღუნებს ის, როგორც ყოველთვის და ნიკაპზე ნაოჭი უჩნდება. ო, ღმერთო, სიზმარშიც რომ არ მასვენებს, რა. ასეთი სულელური სიზმარი არასდროს მინახავს. „დიახ, სიზმრებში სულ დოკუმენტურ ფილმებს ხედავ ნიუტონზე და ვალენტინა ტერეშკოვაზე“- ერეკლესავით ჯუჯღუნებს ჩემი მეორე მე. - პატარა - ამბობს ერეკლე, თუმცა ზღვის ტალღებს ვერ ვხედავ, მხოლოდ სიბნელეს - გაიღვიძე.. მოიცა, მძინავს? რა თქმა უნდა, არა. ეს მისი მორიგი ტყუილია. სიბნელეს ოდნავ ერთვის ნაცრისფერი ფერი. - პატარა, გაიღვიძე - მისი ხმა კვლავ მესმის, რომელიც შემდეგ პანიკაში გადადის - თაგვი.. თაგვი ცოცავს შენს ხელზე.. როგორც კი ჩემი გონება სიტყვა „თაგვს“ აღიქვამს, აღარც კი მაინტერესებს, მძინავს თუ მღვიძავს, თავს დენდარტყმულივით ვწევ და როცა ჩემს ხელზე მცოცავ პატარა შავ არსებას ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი ბანშივით კივილი მთელი სახლის ფანჯრებს ჩალეწავს. - მომაშორე! მომაშორე!! - ვკივი და ხელს ამოვარდნამდე ვიქნევ,ეს საზიზღრობა რომ მოვიშორო. ბოლოს და ბოლოს, ხელიდან თაგვი მშორდება, კედელს საოცარი ხმით „ეტყეპება“ და ძირს უსულოდ ვარდება. მოიცა, მოკვდა? მართლა ბანში მგონია საკუთარი თავი, იმდენად ძლიერი ხმით, რომ სულიერი არსებაც კი მოვკალი და უკვე თავმომწონე მიმიკის დაჭერას ვფიქრობ, როცა სავარძელზე ჩაკეცილ ერეკლეს ვხედავ. სიცილისგან სულ გალურჯებულა, ვეღარ სუნთქავს. დივანზე ვჯდები და რამდენიმე წამით ვჩუმდები, რომ ძილისგან და ამ ინციდენტისგან გამოყოლილი ბურუსიდან გამოვძვრე და ყველაფერში გავერკვე. ჯანდაბა, ისევ გამასულელა. - კინაღამ გული გამისკდა, ნეანდერტალელო ! - კედელთან მივდივარ, ძირს დაგდებულ რეზინის თაგვს ვიღებ და მთელი ძალით ვესვრი მისტერ „პატარაგოგოგავაღადავედამაგარივარ“-ს. რა თქმა უნდა, თაგვი მიზანს ვერ ხვდება. კიდევ ერთი იმედგაცრუება. გაბუსხული ვეხეთქები მეორე სავარძელში. - მომაშორე! მომაშორე - წვრილი ხმით მაჯავრებს ერეკლე და ჩემს დაღვრემილ სიფათზე კიდევ ერთხელ უტყდება სიცილი - კარგი, ჰო, კარგი.. ნუ ხარ ახლა გაბუტული.. კარგი, რა - რეაქცია არ მაქვს მის სიტყვებზე, იდგეს ახლა და მეხვეწოს - შოკოლადები მოგიტანე და თუ ბუტიაობას გააგრძელებ, არ მოგცემ - თავმომწონედ ასრულებს გამოსვლას. შოკოლადებიო? ეს რა გაიგეს ჩემმა ყურებმა. ფაქტია, რომ სიტყვა „შოკოლადს“ იმაზე ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე იმპერიუსის წყევლას. - გაბუტული არ ვარ, უბრალოდ გამოფხიზლებას ვცდილობ - თავს ვიმართლებ და ტყუილს ტყუილზე ვიძახი. „შოკოლადებისთვის“- ღრმად ვისუნთქავ. რა თქმა უნდა, ხვდება. საერთოდ, ცდაც არ ღირდა. ხომ შეიძლება, ოდნავ უფრო შტერი ან სმენადაქვეითებული იყოს, მაგრამ არა! რამდენიმე წუთის განმავლობაში დამცინის, შემდეგ კი სამზარეულოში გადის და უკან შოკოლადებით სავსე პაკეტით ბრუნდება. - შენი ნივთები წეღან მოვიტანე, მეორე საძინებელშია, ჩემი ტანსაცმლით რომ აღარ იარო - დამცინის ერეკლე. - თუ ასე გაღიზიანებს, ახლავე წავალ და გავიხდი - ვბუზღუნებ მე. - სულელი - კიდევ უფრო მეტად დამცინის ერეკლე. - ჰო და, სხვათა შორის, ამ ჟაკეტს ვიტოვებ - ამ ბოროტმოქმედის კუთვნილ ნაცრისფერ ჟაკეტზე მივუთითებ - გაპროტესტებას არ ექვემდებარება!!! არც აპროტესტებს. უბრალოდ იცინის და თმას მიჩეჩავს. საღამოს, როცა ბატონი ბოროტმოქმედი აბაზანაში შედის, ჩუმად ვიცვამ ღია ვარდისფერ პიჟამოებს და მის ოთახში შევდივარ. არა არა! მაშინვე ცუდ ფიქრებს ნუ ეტაკებით ხოლმე. უბრალოდ ეს ოთახი მომწონს და მეორე საძინებელში, რომელშიც ერეკლემ ჩემი ნივთები შეიტანა, ვერ დავიძინებ. ამიტომ სანამ ის აბაზანიდან გამოვა, ან დაძინება უნდა მოვასწრო, ან თავი მოვიმძინარო, რომ ეს ოთახი მე დამრჩეს. თუმცა, როცა ძილი გინდა, ზუსტად მაშინ მოუნდება დარეკვა თათიას,ზევსს, პოსეიდონს და მამაჩემის გარე ბიძაშვილ ვალერისაც. კარგი ხო, ცოტა გადავამეტე. სწორედ ამიტომ, როცა ბოთე ერეკლე ჩემს (ანუ თავის) საძინებელში შემოდის, მე ტელეფონზე თათიასთან მოსაუბრე ვხვდები. „აქრასაკეთებ“ მზერას კი თითქოს ვერ ვამჩნევ და საუბარს ვწელავ ტელეფონზე, იქნებ მიხვდეს და გავიდეს! თუმცა მწვანეთვალება მოთმინებით სსავსე ჯდება ჩემს საწოლზე (ხომ გთხოვეთ, უთხარით, რომ ასე ახლოს მოსვლა არ შეიძლება) და ელოდება, როდის მოვრჩები ლაქლაქს. საბოლოოდ, როცა ვთიშავ, თავდახრილი საბანს კისრამდე ვიფარებ, რამენაირად თავი რომ შევაცოდო. - დაასრულე საუბარი? - თავის დაქნევით ვპასუხობ. არ იფიქროთ, რომ ზედმეტად მორცხვი გავხდი, ან ზედმეტად მაბნევს (რეალურად, ორივე ფაქტი სიმართლეა), უბრალოდ, მსურს რამენაირად კეთილგანწყობა მოვიპოვო. - ჰოდა ახლა ის მითხარი, აქ რას აკეთებ.. - ვიძინებ - ამ ჩემს კრავივით სახეს და „უცოდველიგოგოვარ“ იმიჯს გვერდზე ვდებ და ჩვეულებრივ ვპასუხობ. - მისამართი შეგეშალა. შენი ოთახი გვერდითაა - უცნაურად თავისებურად ბოთეურად (თუ კი არსებობს ეს სიტყვა) იღიმის. - ვიცი.. მაგრამ.. - ისიც სთხოვეთ, რომ ასე აღარასდროს გაიღიმოს. - მაგრამ? ჯანდაბა. საკუთარი თავი აკონტროლე, კატო. თორემ ცალთვალა ციკლოპიც კი შეამჩნევს, რომ ამ ბიჭის დანახვაზე, სიახლოვეზე, ღიმილზე დნები. - აქ ვიძინებ - მტკიცედ ვპასუხობ. - და ეს რომ ჩემი ოთახია? ორი წლის ბავშვებივით კამათში ჩემპიონები ვართ. - ისე, საერთოდ, ის ოთახიც შენია. და საერთოდ, მთელი სახლი შენია. ამიტომ შენთვის არ აქვს მნიშვნელობა, აქ დაიძინებ თუ იქ. - ამას ჰქვია კატოს დაქოქვა და ზე-არგუმენტები. - და მე იქნებ აქ მინდა დაძინება?- რატომ მგონია, რომ ჩემზე ზედმეტად კარგად ხალისობს ეს ადამიანი(თუკი საერთოდ ადამიანია). - ხშირად ცხოვრებაში მსხვერპლის გაღება გვიწევს. აი, მაგალითად, ბრძოლებში ჯარისკაცები თვალს და ფეხსაც კი კარგავენ, მერე მთელი ცხოვრება პროთეზებით დადიან და საკუთარ არასრულყოფილებაზე ჩივიან. ხედავ, რამხელა მსხვერპლია? შენ კი გაგიმართლა და მხოლოდ ოთახის დათმობა გხვდა წილად. სად თვალი ან ფეხი და სად-ოთახი. ბედს მადლობა უნდა შესწირო. - თვალს ვუკრავ ხალისიანად. - ეჰ, კატო.. - ისევ თავისებურად იღიმის. - ? -კითხვით სავსე მზერით შევყურებ. - მსოფლიოში ყველაზე სულელი ბავშვი ხარ - თავს ღიმილით აქნევს. - ეს „კი“-ს ნიშნავს? – „სულელის“ წოდების გამო აწითლებული ხმადაბლა ვეკითხები. - იქ რატომ არ გინდა დაძინება? - რაღაცნაირად ცივი ოთახია - გულწრფელად ვეუბნები - ოღონდ, ტემპერატურას არ ვგულისხმობ.. - გასაგებია. როგორც გინდა - მწვანე თვალებს მანათებს, თმას მიჩეჩავს და კარისკენ მიემართება. და „ღამე მშვიდობისა“ რომ ეთქვა, რამე დაუშავდებოდა? __________ მოგესალმებით, მეგობრებო <3 ეს ისტორია ადრე მედო სხვა სათაურით, თუმცა არ დამისრულებია. ახლა მომდევნო თავები წერის პროცესშია და გაგრძელების მონახაზიც მზადაა. კარგი იქნება, თუ წაიკითხავთ და თქვენს აზრს კომენტარებში დააფიქსირებთ. |
აკანტურებს მათემატიკის და ჩაინიშნეთ ცხვირის მოგვაგონებს შელოცვების დასკუპებული მაგივრობას ცოცხზე რომ
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.