სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.ნაწილი მეორე თავი 9.
ფიქრებმმა გამიტაცეს,შენს გამო გავყევი ფიქრებს და იქ მომიყვანეს სადაც შენ ხარ,მაგრამ უჩემოდ.მეც ცუდად ვარ,უშენოდ ხომ უსიცოცხლო არსება ვარ რომელიც ზეპირად დააბიჯებს ამდენ ხალხს შორის.ვიღიმი კიდეც,შენ წარმოიდგინე ვიღიმი და არავის ვტოვებ ღიმილის გარეშე,მაგრამ უშენოდ ჩემს ღიმილს ყველა ხვდება,რომ გულწრფელობა აკლია.გარეგნულად მყარად ვდგევარ,შემეკითხე თუ როგორ ვარ შინაგანად,გინდა გითხრა როგორ ვარ? გეტყვი საყვარელო, შინაგანამ მე,მე არ ვარ.საკუთარი ჩრდილი დამდევს და ვხედავ როგორ მოვკაკულვარ მხრებში,რადგან გამტეხა უშენობამ და უშენოდ შინაგანი სამყარო ცარიელია.ჩამოვიქეცი,ჩამოვიშალე და მხოლოდ ნანგრევებიღა დავრჩი.ამ ნანგრევების აღდგენას შეეცადნენ მაგრამ არ აყვა კედელი სიმაღლეზე რეალობას, რადგან უშენობით გამოწვეულმა ტკივილმა სული დამიცარიელა.აქ რომ მოვდივარ ფეხები მიკანკალებს და თვალებს ვაცეცებ,რადგან მგონია რომ შენს თვალებს დავინახავ.უცნაური შეგრძნებები დამყვება თან უკვე თვეებია,მარიამ მგონია რომ აქვე ხარ სადღაც ახლოში.სურნელი,შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე ქარს.მაგრამ,ეს ხომ შეუძლებელია.იჯდა მარტო სიჩუმეში,სიმყუდროვეში და მხოლოდ სიოსგან აშრიალებული ფოთლების შრიალი ესმოდა.წამოდგა და ნელა-ნელა დაუყვა ფერდობს,მანქანის კარგი გამოხსნა და გასაღები ამოიღო,ტელეფონი მოიძია ბექასსთვის უნდა დაერეკა და აღმოაჩინა თან აღარ ჰქონდა.უკან დაბრუნდა რადგან გაახსენდა,რომ იქ დარჩა სადაც ყოველ ჯერზე უკან დაბრუნებისას მისივე სულის ნაწილს ტოვებს ნელა-ნელა საყვარელ ადამიანთან ერთად.მიუახლოვდა საფლავს და უცნაური რაღაც შეამჩნია,საფლავებს შორის ისევ გაიარა მონაზონმა მარიამის საფლავთან მივიდა ჯერ შორიდან უცქირა,შემდეგ კი ახლოს მივიდა და ხელი გადაუსვა ქვას.უეცრად ტელეფონის ხმამ შეაკრთო და დაინახა იქვე ტელეფონი იყო,დაიხარა და წაიკითხა ,,ბესარიონი''.უკან დაიხია,შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით გაიარა საფლავებს შორის,გიორგიმ ტელეფონი აიღო და მონაზონს უკან გაყვა,მაგრამ ვეღარ გაიგო სად მიიმალა.გული დაიმშვიდა და ბექას უპასუხა,არ უნდოდა მღელვარება დატყობოდა მის ხმას,დარწმუნებული იყო უკვე,რომ ის თავს რაღაც უცნაური რამ ხდებოდა. -გისმენ ბექა. -სად ხარ,არ მოდიხარ? -გამოვალ მალე,წადით და მეც მოვალ. -არ წამოხვიდე,ანას გამოვყვები და მე შენთან დავრჩები. -ნუ გაიმრუდებთ გზას მეც მალე წამოვალ. -გიორგი ვიცი რომ არ ხარ სახლში და სასაფლაოზე ხარ,მანდ მოვალ. -კარგი,გელოდები.უთხრა დამშვიდებული ხმით ბექას და ტელეფონი გათიშა,ისევ მოავლო თვალი გარშემოს და გულში გაიფიქრა ,,უნდა გამოგელაპარაკო,ვიცი რომ ყოველთვის ჩემს სიახლოვეს ხარ და უნდა გავიგო ვინ ხარ''.თავადაც დაბრუნდა მანქანასთან და ბექაც მოვიდა და გადმოსვლისას ანას უთხრა. -ფრთხილად იარე,ჩვენ უკან გამოგყვებით გიორგის ვერ დავტოვებ მარტო ანა. -ვიცი ბექა რატომ მიხსნი,განა ვერ გრძნობ რომ გიორგიც შეიცვალა და რაღაც უცნაური გრძნობა აქვს.კარგი,მივდივარ და იქ შევხვდებით ერთმანეთს.ბექა გიორგის მიუახლოვდა და გაოცებულმა უთხრა. -ანა მარტო გაუშვი? -ვფიქრობ,რომ შენთან უფრო საჭირო ვარ. -წავედით,არ მაქვს შენთან ჩხუბის თავი რაღაც თავი მტკივა საშინლად.ანას მანქანას მიყვებოდნენ უკან და უხმოდ მივიდნენ აეროპორტში,სადაც სიხარულით ელოდნენ შვილების დაბრუნებას მონატრებული მშობლები,მაგრამ მათი სიხარული უეცრად გაქრა,როცა ვახომ დარეკა და ალიკას აცნობა,რომ რეისი გადაიდო და კვირა დილით გადმოფრინდებოდნენ.გიორგიმ და ბექამ ერთმანეთს შეხედეს და ორივეს ყველასთან დამალულად ჩაეცინათ,ამ ორმა იცოდნენ მხოლოდ სიმართლე.ალიკა გაბრაზდა და ალექსანდრეს მიუბრუნდა. -ორივე საცემია,მაგრამ უფრო მეტად ეს ორი უჭკუო არის მაგარი საცემი მათ რომ ხელი შეუწყო იქ წასვლაში.ალექსანდრემ გიორგის მიუბრუნდა და გაბრაზებულმა უთხრა. -ხვალ ქორწილია,ხალხი დაპატიჟებულია და რა ვთქვა,ბოდიში მეფე-პატარძალი არ გვყავს,მაგრამ არა უშავსთქო? -დამშვიდდით ქორწილი შედგება,პირობას გაძლევთ ბავშვები ხვალ აქ იქნებიან. -როგორ იქნება,არ მითხრა ახლა მოვაგვარებ და მე გადმოვაფრენ იქედან ბავშვებსო. -ხელი მოწერილი აქვთ და ჯვარს შემდეგაც დაიწერენ,მთავარი ხვალ აქ იყოს მეფე-პატარძალი,მოგვარებადია ეს უმნიშვნელოა და ნუ იბღვირებით.შეუტია გიორგიმ ალექსანდრეს და ვითომ თავადაც გულმოსული გავარდა აეროპორტიდან. -წადი,ხო წადი გაიქეცი და მიყევი შენც უკან ორივე მუდოები ხართ.არ ჩერდებოდა ალექსანდრე და ლაშამ საეჭვოდ გააყოლა თვალი,მიხვდა რომ გორგი რაღაცას მალავდა ისე როგორც ბექა.არაფერი არ თქვა და სხვებთან ერთად თავადაც ჩუმად დატოვა აეროპორტი.ნახევარი საათიც არ გასულა,ორივე დაბრუნდა უკან და ალექსანდრეს ბურდღულზე იცინოდნენ,მალე ჟივილ-ხივილით შემოეხვივნენ ბავშვები გიორგის და ბექას და ვინ ვის კოცნიდა ვეღარ გებულობდნენ.ვახომ აეროპორტი მოათვალიერა და გიორგის უთხრა. -ნათლი როგორ მოახერხეთ,რომ მარტოები ხართ. -ერთი საათიც არაა რაც გულმოსულები წავიდნენ,რომ არ გამცინებოდა შენს სიმაურს წავეჩხუბე და პირველი გავარდი გარეთ გულმოსულმა,წავიდნენ და დავბრუნდით. -გეგმებს გაგვაცნობ? -ამ საღამოს სასტუმროში იქნებით,ხვალ მცხეთაში დაიწერთ ჯვარს 12სთ-ზე იქ უნდა იყოთ და იქედან პირდაპირ რესტორანში წამოვალთ. -ჩვენ კიდევ ორი სიურპრიზი გვაქვს გიორგი.უთხრა ანდრიამ გიორგის და ბექასაც გაღიმებულმა შეხედა. -რა სიურპრიზი.მიუბრუნდა გიორგი ანდრეას და თვალებში შააცქერდა,შემდეგ კი მარიამს მიუბრუნდა. -პირველი სიურპრიზი,ჩემი დისშვილი თუ გოგო იქნა არ მინდა ისეთი ქაჯი იყოს როგორიც დედამისი იყო,თუ ბიჭი იქნება კაცობას ვასწავლით.უთხრა ვახომ და მარიამს ხელი მოხვია.გიორგი გაშტერდა და მარიამს უცქერდა,თვალები ცრემლით აევსო და თავზე შემოიწყო ხელები.ვერ გაბედა მარიამთან ახლოს მისვლა და თავად მარიამი მიუახლოვდა,მასაც ცრემლი ჩადგომოდა თვალებში და აკანკალებული ხმით უთხრა. -ვიცი უცებ რაც გაიფიქრე,მაგრამ გეფიცები ყველაფერი კარგად იქნება.გთხოვ,მამა ნუ იფიქრებ ცუდზე. -არ ინერვიულო კარგად ვარ,მე კარგად ვარ უბრალოდ მინდა ვიყვირო,მაგრამ ვერ ვყვირი მე ბაბუა გავხდები,ბექა მე შვილიშვილი მეყოლება გაიგონე? -გიორგი ეს ის გრძნობა არის,როცა სიტყვებს ვერ პოულობ და არ იცი რა თქვა.მეორე სიურპრიზი რა არის? ბავშვებს შეხედა ბექამ და გიორგიც წამიერად მიუბრუნდა მათ,მაგრამ მარიამი მისი ძლიერი ფრთის ქვეშ ჰყავდა. -ხვალ არ არის მხოლოდ ვახოს და მართას ქორწილი. -აბა? ვინ დაქორწინდა კიდე.ერთხმაში იკითხა გიორგიმ და ბექამ. -კობა დაქორწინდა. -კობა დაქორწინდა? ვისზე,ვინ არის ქართველია? -არა,არ არის ქართველი მაგრამ ძალიან კარგი გოგოა ნათლი შენ პირადად იცნობ მას და მასაც ძალიან უყვარხარ. -ვიცნობ? მე ვიცნობ? გაკვირვებულმა შეხედა გიორგიმ ვახოს. -ჯესიკა არის მამა, ტომის და. -ჯესიკა? არ ვიცი შენები როგორ შეხვდება ამ ცხელ ამბავს,მაგრამ მე ძალიან გამეხარდა კომბლე.უთხრა გიორგომ კობას და თმებიც აუჩეჩა,ჯესიკას კი ხელი მოხვია მორცხვად მდგარი გოგონა ცოტა გაათამამა,ტომს კი მეგობრულად ჩამოართვა ხელი. -გამოდის,ხვალ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სულის გადარჩენაზე? თქვა ბექამ და გაეცინათ. -ვნახავ დღეს ჩემებს და დაველაპარაკები. -მე თუ მკითხავ,ჯობია ნახო რომ ხვალ ცუდი შეგრძნება არ გვქონდეს და მშვიდად ვიყოთ.უთხრა კობას გიორგიმ. -თქვენებიდან რომ არავინი არ იქნება,ცოტა არ იყოს ეს ლაშასაც და ქეთისაც ეწყინება,მეც მეწყინენოდა ლუკას რომ ასე გაეკეთებინა,მაგრამ იმედი მაქვს ლოგიური ხალხი არიან და მათ ინტერესებზე წინ შვილის ბედნიერებას დააყენებენ,მჯერა ასე იქნება. -ვინც საჭირო არის იქნებიან,არაა საჭირო მთელი საგვარეულოს თუ არ დავუძახებთ. -ამათ უკვე მოფიქრებული ჰქონიათ ყველაფერი და გასაკვირია ჩვენ რაღას გვეკითხებიან.შეეკითხა გიორგიმ ბექას და ყველამ სიცილით და ხუმრობით დატოვა აეროპორტი.ლაშა სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა,ქეთის არ უნდოდა ლაშას წინაშე ეტირა რადგან ხედავდა ისიც როგორ განიცდიდა და ცდილობდა მორეოდა გულზე მოწოლილ გრძნობებს.ორი წელი არ ენახათ ერთადერთი შვილი და ორივეს გული დაწყდათ,მაგრამ არ იცოდნენ წინ თუ დიდი სიურპრიზი ელოდათ.გვიან ღამით როცა უკვე დასაწოლად ემზადებოდნენ,კარზე ზარია და ლაშამ წავიდა კარის გასაღებად,გააღო კარი უხალისოდ და გაუკვირდა,კართან გიორგი და ბექა რომ დაინახა პრველი ბავშვები გაიფიქრა და არც დალკოდებია მათ. -რა მოხდა,აქ ამ დროს რატომ მოდით ბავშვები კარგად არიან? -კარგად არიან,ნუ ეფეთები თქვენთვის სიურპრიზით მოვედით. -რა სიურპრიზი.იკითხა ლაშამ და მოგვიანებით შეამჩნია მათ უკან ნაცნობი და მონატრებული თვალები,სევდა გაქრა მის თვალებში და მონატრებული შვილი გულში ჩაიკრა. -მივხვდი,მივხვდი რომ რაღაცას მალავდით თქვენ ორნი რადგან შენი რელური გაბრაზება რომ ვიცი,ეს არ გავდა შენგან გადმოფრქვეულ ნამდვილ გაბრაზებას.ყალბი იყავი გიორგი და რომ იცოდე როგორ არ გამოგდის ტყუილის თქმა უფრო სწორად გათამაშება,მეორედ არასდროს არ შევცდები.იგივე მდგომარეობაში იყო ქეთიც და შვილს ეფერებოდა,მაგრამ მათ ხომ მთაცარი სიურპრიზი წინ ჰქონდათ. -დაჯექით,რაღაც მინდა გითხრათ და უნდა წავიდე. -სად მიდიხარ შვილო ჯერ არ მოსულხარ,ან ბარგი სად გაქვს. -ხვალ ქორწილია ხომ არ დაგავიწყდათ. -არა,ეს როგორ უნდა დაგვავიწყდეს,ამიტომ მზად ვართ ხვალინდელი დღისთვის. -კარგია და კიდევ ერთი ახალი ამბავი უნდა გითხრათ. -კობა,ვახო და მართა კარგად არიან? შეეშინდა ლაშას და ქეთის. -კი,კი კარგად არიან,ისინიც ჩამოვიდნენ და მშვიდობაა. -აბა,გვითხარი რის თქმას ცდილობ ასე რომ გიჭირს შვილო.დაამშვიდა ლაშას მშვიდმა ხმამ კობა. -ხვალ მარტო ვახო და მართა არ ქორწინდება. -აბა? ვინ ქორწინდება კიდევ ხვალ. -ვიცი არ გესიამოვნებათ,მაგრამ ხვალ ჩემი ქორწილიც არის. -რა,რა,რა თქვი,შენი? ფეხზე დადგა ლაშა და გაოცებული უცქერდა კობას. -შენი? ფეხზე წამოხტა ქეთიც. -ეს როგორ,როგორ დაგეგმე.სირცხვილია,იქ ხომ მარტო მათი სანათესავო იქნებიან. -არა,იქ ჩვენი სანათესავოც იქნებიან,ვინც ძალიან ახლობელია.დღეს მოვედი,რადგან ხვალ უცნაურად არ გეგრძნოთ თავი,შეცვლით კი აღარაფერი აღარ შეიცვლება. -შეცვლას არც გთხოვ,მხოლოდ გეთქვა და ჩვენც ჩავერთვებოდით საქორწილო სამზადისში.გულდაწყვეტილად თქვა ქეთიმ და ლაშას შეხედა. -მთავარია შენ იყავი ბედნიერი შვილო.თქვა ღიმილით ლაშამ მაგრამ მის ღიმილს აკლდა სიხარულის სხივი.თავად კობასაც დაწყდა გული მშობლებს ასე ძალიან რომ ატკინა,მაგრამ ქეთის ხელი მოხვია და უთხრა. -ხვალინდელი დღე მე მაპატიეთ,სამაგიეროდ შვილიშვილის ნათლობას მთლიანად შენ მოგანდობ და გეფიცები ერთ დეტალსაც კი არ შეგეკითხები დე.ქეთიმ ცრემლიანი თვალები შეანათა კობას და თავი მკერდზე მიადო. -კარგია,რომ არ გაუბრაზდით და თავისუფლად მიიღეთ კობას გადაწყვეტილება,მხოლოდ თვალებში გაჩენილ სევდას ვერ ფარავთ კარგად.უთხრა გიორგიმ ლაშას. -რა აზრი აქვს გიორგი საყვედურის თქმას,მან მისი არჩევანი გააკეთა. -მართალი ხართ და ერთი რამ უნდა გითხრათ კიდევ რაც არ იცით. -კიდევ რა არ ვიცით. -ის რომ ეს ქორწილი ხვალ როგორც სხვებისთვის,ასევე თქვენთვისაც იქნება სიურპრიზი.თუ რამე გინდა მისცე პატარძალს,მისცემ ხვალ ქეთი და ეს უფრო დამაჯერებელი იქნება და ეფექტური.თვალი ჩაუკრა ბექამ ორივეს და ფეხზე წამოდგნენ წასასვლელად,კარებში გასვლისას კობამ შეუბრუნდა მშობლებს და ორივეს გასაგონად თქვა. -ხვალ,12 სთ-ზე სხვებთან ერთად იყავით მცხეთაში ჯვრის წერაზე,თქვენი დალოცვის გარეშე იცოდეთ ჯვარს არ დავიწერ და ქორწილს ჩავშლი. -იქ ვიქნებით,არ ინერვიულო შვილო.არ გიბრაზდებით,მთავარია შენ მოგწონს და გიყვარს.დამშვიდებული წამოვიდა კობა და ბექა მხიარული მელოდიის ღიღინით დაბრუნდა სახლში,სააბაზანოში შევიდა ხელები დაიბანა და ანას დაუძახა. -ანიჩკა სად ხარ,სად არის ჩემი გოგო ყავა უნდა შენს საყვარელ ქმარს.ანამ თავი გააქნია და უხმოდ შევიდა სამზარეულოში,ყავა მოადუღა და სააბაზანოს კარებთან დადგა,ბექა კი ისევ ყვიროდა. -ანა ყავააა.გაკვირვებულმა შეხედა იქვე მდგარ ანას და ყავის ფინჯანი ხელიდან აართვა. -აააააახ,რა საოცრებაა ეს შავი სითხე.ყავის გემრიელი სუნი შეისუნთქა. -სად ბრძანდებოდი,სად გაძვერით შენ და გიორგი. -საქმეები გვქონდა მოსაგვარებელი,შენ არ გეხება. -რა საქმეები,არ შეიძლება რომ თქვა? -არა,საიდუმლოა. -რა საიდუმლო გაქვს ჩემთან რომ არ ითქმება,ის ხომ არა ხვალ კობალოც რომ ქორწინდება?ბექამ გაკვირვებულმა შეხედა ანას და ხველა აუტყდა. -შენ,შენ საიდან იცი ეს. -შენ და გიორგი რომ მიდიოდით გამოცდების ჩასაბარებლად,მე უკვე დიპლომიანი ვბრუნდებოდი უკან,თქვენ მე რა უნდა გამომაპაროთ. -დიდი ხანია არ გიჯადოქრებია და დაიწყე ისევ? -როდის მქონდა დავიწყებული,უბრალოდ დრო აღარ მაქვს. -მართლა საიდან იცი. -სიურპრიზი გელოდება,მისაღებში გადი და მეც ახლავეს მოვალ.უთხრა ანამ და ლუკა უკვე ბექას წინ იდგა. -ლუკა? ხომ გითხარით სასტუმროში დარჩითქო. -პარტნიორის გარეშე რა აზრი აქვს სასტუმროში ყოფნას.თვალი ჩაუკრა ბექას. -შენ რატომ ჩამორჩი მეგობრებს,შენც დაქორწინებულიყავი.ლუკას გაეცინა და ბექას უთხრა. -ჯერ ადრეა,სხვა გეგმები მაქვს.ანამ შეუბღვირა ბექას და ირონიულად უთხრა. -სად გავიცინოთ თავში თუ ბოლოში? შენზე მეტი ჭკუა აქვს ჩემს შვილს. -შენ ვიცი რომ არ გაიცინებ,რადგან პანიკაში და კრუნჩხვებში ვარდები როცა ლუკაზე რამეს გეკითხები. -ლუკას ჯერ არ ეჩქარება უღლის დადგმა ბეჭებზე,მაგრამ თუ სიყვარულით მოიყვანს,მე წინააღმდეგი არ ვარ,რომელ დედას არ უნდა შვილი ბედნიერი ყავდეს. -კარგად მომისმინეთ ორივემ,მე ვამაყობ თქვენით ასეთი კარგები რომ მყავხართ.დღემდე ხელი-ხელ ჩაკიდებული მიუყვებით ერთად ცხოვრების რთულ გზას და ერთმანეთის ბედნიერებით,სიყვარულით და ჰარმონიით ვცხოვრობთ სამივე,მაგრამ როცა მე გადავწყვიტავ დაქორწინებას გეტყვით,მოემზადეთ საქორწილოდ და სხვა თქვენ არ გეხებათ. -როგორ არ მეხება,ჩემი შვილი ვისზე დაქორწინდება ეს არ მეხება? -თქვენი შვილი დაქორწინდება იმ ქალზე,ვინც მას უყვარს.სიყვარულის დიდი მაგალითი მეც და თქვენც ცხვირის წინ გვყავს და იმედია ამ სიტყვის ახსნა თქვენთან არ დამჭირდება,სირცხვილიც არის ეს რომ დამჭირდეს. -მართალი ხარ,ჩვენთვის შენი ბედნიერებაა მთავარი ლუკა.უთხრა ბექაამ შვილს და ანას ხელი გადახვია.გათენდა დილა ყველასთვის ბედნიერი და ხალისით სავსე,პატარძლები ემზადება,დიდი დღეა ორი წყვილი ერთად იწერს ჯვარს,ორი ტკბილი ოჯახი იქმნება და ორმაგი ქორწილით გაოცებული სტუმრები სიხარულით ულოცავდნენ მშობლებს შვილების ბედნიერებას.ტომი აღფრთოვანებული იყო ქართული სუფრით,კერძებით და ტრადიციებით.ლუკა ანერვიულებულია,რადგან რაც ჩამოვიდა ცდილობს ეკატერინეს დაუკავშირდეს და ვერ უკავშირდება.ორ ლამაზ წყვილს რომ შეხედა ჩაფიქრდა და სერიოზულად დაფიქრდა მის მომავალზე,ეკატერინეს კი ამ დროს მაღალი სიცხე ჰქონდა და მეგობარი ადგა თავზე. -ასე უბედურად რამ გაგაცივა სექტემბერში,ზამთარში არ იცი გაცივება. -არ არის გაცივების ბრალი ნინი.უთხრა კანკალით. -აბა რა გჭირს,რამეს მიმალავ? -არა,არაფერი არ მჭირს.ეს სიყვარულია,მონატრებაა და სხვა არ ვიცი რა დავარქვა ამ მდგომარეობას. -მაშინ, რატომ გაქვს გათიშული ტელეფონი იქნებ რეკავს,გეძებს და ვერ გიკავშირდება. -თითქოს ამ ორ თვიანმა განშორებამ უფრო დამარწმუნა,თუ რა ბევრს ნიშნავს ლუკა ჩემთვის. -იმედია,იგივეს ფიქრობს ლუკა.ლუკა სიგარეტს-სიგარეტზე ეწეოდა და გამუდმერბით რეკავდა ეკატერინეს ნომერზე,ერთ დილით კი უცხო ნომერმა დაურეკა და ეკატერინეს ამბავი შეატყობინა.დაფეთებული წამოხტა საწოლიდან და ვახოს დაურეკა. -ლუკა რომელი საათია,რა არ გაძინებს და რა გაფართხალებს.შეუღრინა ვახომ. -ეკატერინე,ეკატერინე მთელი ეს დრო ავად ყოფილა და მე არაფერი არ ვიცოდი,ახლა დამირეკეს. -მერე დაურეკე,გაიგე როგორ არის? -არა,შენთან დავრეკე. -ჩემთან რა გინდოდა,ლუკა მე ვარ ეკატერინე? -მოდი,მჭირდები შესაძლებელი საავადმყოფო დასჭირდეს. -მოვდივარ,ხო ნუ ნერვიულობ.სად შემხვდები. -მე გამოვედი უკვე სახლიდან,მასთან წამოდი პირდაპირ მისამართს მოგწერ. -კარგი,მეც ხუთ წუთში გამოვალ და იქ მოვალ.ერთად მივიდა ორივე ეკატერინეს ბინასთან,საჩქაროდ აიარეს კიბეები და მესამე სართულზე მისცა ზარი,ნინიმ კარი გაუღო და ღიმილიც შეაგება ლუკას. -ნინი ხართ თქვენ ალბად. -დიახ,ნინი ლეშკაშელი ეკატერინეს მეგობარი. -სასიამოვნოა, როგორ არის? -დღეს უკეთ არის,სიცხე მგონი აღარ აქვს მაგრამ ძალიან დასუსტებულია. -გასაგებია,ეს ფინჯანი მე მომეცი და შევუტან.ნინის გაეცინა და ლუკას ცხელი ლიმნიანი ჩაი მიაწოდა,ლუკა შევიდა ნელა-ნელა ფეხაკრებით მიეპარა საწოლს და ფრთხილად ჩამოჯდა.გაეცინა საბანში ერთიანად ჩამძვრალ ეკატერინეს რომ შეხედა და აჰა,ხმაც შემოესმა. -თუ ისევ ჩაი მომიტანე არ დავლევ,ნინი აღარ მინდა ჩაი. -უნდა დალიო,რომ ყელი დაგირბილდეს ხმა დაგიბრუნდეს და როცა მამაო საკურთხეველთან მდგარს შეგეკითხება ხარ თუ არა თანახმა ჩემი გაძლებისთვის მთელი ცხოვრება,მეც გარკვევით უნდა გავიგონო შენგან ნათქვამი თანხმობა.ეკატერინემ თავზე გადაფარებული საბანი გადაიძრო და საწოლზე წამოჯდა,ლუკას მიაჩერდა და შეეკითხა,რადგან უფრო დარწმუნებულიყო ლუკას ნათქვამში. -ლუკა ის რაც წეღან თქვი,მართლა სერიოზულად ფიქრობ? -რა თქმა უნდა ვფიქრობ სულელო. -რატომ წახვედი და დამტოვე აუხსნელად. -ხომ მოგწერე როგორც იყო,ამის გამო დამსაჯე და გათიშე ტელეფონი? ხომ გითხარი ვახო და მართას ქორწილი არისთქო და არა მარტო ისინი,გუშინ კობალოც დაქორწინდა,შენ კი გათიშე ტელეფონი და ქორწილშიც არ მოდი. -კობაც დაქორწინდა? -გაგიკვირდა? იქ ვიყავით,მაგრამ მისი ეს გადაწყვეტილება ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. -დღეს არ მუშაობ? -კი,დღეს შენ უნდა მოგხედო.ნინის გავუშვებ,ვახოც აქაა და მოვბრუნდები.ლუკამ ნინის მადლობა მოუხადა,ვახოს უთხრა აქ დავრჩები დღესო და წასვლისას ვახომ უთხრა. -თუ ძიება გამოაცხადა დაგირეკავ,ისე გარეთ გამსვლელი არ ხარ დღეს,გასაღებს წავიღებ და მოგვიანებით მოგაკითხავ ან დილით. -კარგი,ყოველ შემთხვევაში იცი სადაც ვარ.ვახომ ნინი მიიყვანა სადაც მიდიოდა,შემდეგ მართას დაურეკა გაიგო რომ ის უკვე სამსახურში იყო და თავადაც კომპანიაში წავიდა.ლუკამ კი მთელი დღე ეკატერინეს გვერდით გაატარა და არა მარტო ის დღე,ღამეც და ბექა გაბრაზებული დაეძებდა.დილით ადრე ვახომ ადგა და თავზე დაადგა ლუკას ეკატერინესთან ერთად ჩახუტებულს რომ ჩასძინებოდა,ვახოს გაეცინა და იმ წუთში ლუკას ტელეფონზე 122-ედ შემოსულ ზარს შეხედა და თავად უპასუხა. -გისმენთ. -ვიროოოო.იყვირა მთელი ძალით ბექამ -მეეე? ჩემთან რა გინდა ძია ბექა. -ერთად ხართ? -კი,ერთად ვართ ჩემთანაა. -შენთან მე ვარ და როგორაა შენთან,გინდა თვალი ამიხვიოთ? -ერთად ვართ გეფიცები,ადე ბიჭო დაელაპარაკე. -ვინ არის ამ დილა ადრიან. -მამაშენია და კითხულობს,მისმა ვირმა შვილმა თუ გაიღვიძა. -გაიღვიძა,ცოცხალი არისთქო უთხარი.ბექას ესმოდა ლუკას ხმა და იქედან ყვიროდა,ლუკას ლანძღავდა.ვახომ გათიშა ტელეფონი და ლუკას შეხედა. -რაო რა გითხრა. -არ გეტყვი. -რატომ? -ის რომ ვთქვა რაც თქვა ბექა ძიამ შენს გარდა, გეფიცები სირცხვილისგან ეს კედლებიც კი გაწითლდებიან. -იდიოტო.შეუღრინა ლუკამ ვახოს საწოლიდან წამოდგა. -ჩაიცვი და კომპანიაში მიდი თუ გინდა აქ არ მოგაკითხოს ყველამ ერთად,მოიგდე თავი ამ ახალ აშენებულ ბინაში.ეკატერინემ მათ საუბარში თავი მოიწესრიგა და ყავაც მოადუღა,ბიჭებსაც მიართვა და თავადაც დალია. -სად მიდიხარ რომ გამოეწყვე? კითხა ლუკამ ეკატერინეს. -დღესაც ვეღარ გავაცდენ,თორემ სამსახურს დავკარგავ.უთხრა ლუკას და ანიშნა ყავა დალიე და გავიდეთო.დაგვიანებით მივიდა კომპანიაში და ამიტომ ის დააჯარიმეს,მთელი კვირის ნაგროვები საქმეები დაუწყო ბექამ მაგიდაზე,ანას შეეცოდა და შეეცადა მოხმარებოდა,მაგრამ ბექამ იმხელა ხმაზე დაუყვირა ყველა გაოცებული იყო,მისი ხმამაღალი ხმა წლებია არავის არ გაეგონა.მიხვდა ლუკამ რომ გადააჭარბა მშობლების წინაშე,ამიტომ თავი დახარა და უხმოდ მუშაობდა.რამდენიმე დღე მიუძღვნა კომპანიას მისი ცოდნა და ერთ დღესაც მშობლებს უთხრა. -დღს სახლში იქნებით? -სად გვიშვებ რომ გვეკითხები.შეუბღვირა ბექამ,ლუკამ კი ჩაიცინა და ორივეს გასაგონად თქვა. -დღეს სტუმარი მოვა და ყურადღება მიაქციეთ. -ვინ მოვა. -ვფიქრობ მიხვდებით თავად და რომ მოვალ სახლში თქვენი აზრი მაინტერესებს.სახლიდან გავიდა და ეკატერინეს დაურეკა. -სად ხარ ეკატერინე. -სამსახურში,რა მოხდა? -საღამოს უნდა შევხვდეთ და შესაბამისად ჩაიცვი. -შესაბამისად როგორ გინდა,80-იან წლებში რომ ეცვათ? -მწარე ენა გაქვს ეკატერინე.გაეცინა ლუკას საღამომდე ხან კობასთან იყო და ხან ვახოსთან,ეკატერინემ კი ნერვიულად გაატარა ის დღე და საღამოს ლუკას ზარზე რომ ის ბინასთან ელოდებოდა უფრო ანერვიულდა.თითქმის მიუახლოვდა ლუკას მაგრამ ფეხი შეიჩერა,რადგან ლუკას საუბარი შემოესმა. -კი,გადავწყვიტე ეკატერინე ახლოს გავაცნო მშობლებს.დღეს წამოსვლისას ვუთხარი ორივეს სტუმარი მოვათქო.ლუკამ საუბარი დაასრულა და ეკატერინემაც აუჩქარა ფეხს,ისე მოიქცა თითქოს არაფერი არ გაეგონა,ლუკამაც გაუღიმა და უთხრა. -მოხვედი, წავედით? -მოვედი და წავიდეთ,მაგრამ სად? -ნუ გეშინია, მოსაკლავად არ მიმყავხარ.მანქანის კარი გამოაღო და ღიმილით მიიპატიჟა დასაჯდომად.ეკატერინეს გაეღიმა და ღიმილით დაჯდა წინ.ლუკამ სქელი საქაღალდე მისცა ხელში და უთხრა. -ეს საქაღალდე ერთ მისამართზე უნდა მიიტანო,მე არ მინდა გამოვჩნდე და ძირს დაგელოდები.მიიტანე,ცოტა ხნით გაჩერდი და წამოდი,მე ქვემოთ დაგელოდები. -კარგი,რა პრობლემაა მივიტან.უთხრა მშვიდად ეკატერინემ და მისმა ზედმეტმა მშვიდად ყოფნამ გააკვირვა და წარბი ასწია.მიდიოდნენ წყნარად,ლუკამ ნაზი მუსიკა ჩართო და უსმენდნენ მუსიკას,ლუკას ტეკეფონზე ვახომ დაურეკა და მშვიდად უპასუხა. -ვახო გისმენ, რაააა? სად ხარ,მითხარი სდ ხარ. -რა მოხდა ლუკა.ლუკამ თითი აუწოა ეკატერინეს დამაცადეო და თავად საუბარი გააგრძელა.შემდეგ კი მანქანა გააჩერა და ეკატერინეს მიუბრუნდა. -რა მოხდა,თქვი მშვიდობაა? -არც ისე,ერთი რამ რომ გთხოვო შემისრულებ? -ლუკა ნუ მაშინებ,მითხარი. -აი ამ მისამართზე მიდი,ეს საქაღალდე გადაეცი ტაქსით გაგიშვებ მე კი ვახოსთან უნდა წავიდე,ვიღაც დაეტაკა და მსუბუქად არის დაშავებული. -წადი,წადი მიხედე ვახოს და მე ამ საქაღალდეს წავიღებ ამ მისამართზე,რომ გამოვალ იქედან დაგირეკავ და ვახოს ამბავი მითხარი.ლუკამ ტაქსი გაუჩერა და გაუშვა,ტაქსის მძღოლი სიმპატიური ბიჭი იყო და უეცრად ერთი მხიარული გეგმა მოუვიდა თავში და უკვე ადგილზე მისულ მძღოლს უთხრა. -არ გიცნობთ,მაგრამ ერთი თხოვნა რომ გთხოვოთ შემისრულებთ? -რა თხოვნაა,ჯერ მითხარი და შემდეგ გეტყვი პასუხს.გაეცინა მძღოლს. -ეს საქაღალდე აიტანეთ ამ მისამართზე,გთხოვთ რა. -იქნებ მოგზავნილი ხარ და ჩემი მანქანის გატაცება გინდა,საიდან ვიცი რომ არ მატყუილებ? -კარგი რა მეხუმრები? -არა,სერიოზული ვარ. -შენ რა,მართლა ფიქრობ რომ მე ყაჩაღი ვარ? -იქნებ შენი ქალური ნიღაბით მაბავ? -კარგი,რა გაეწყობა ისევ მე წავალ, მაგრამ უნდა გითხრა რომ ძალიან მეწყინა,საერთოდ არ გცოდნიათ ადამიანის გამოცნობა.თქვა და კარიც გააღო,რომ მძღოლმა შეაჩერა. -მოიცადე,თუ მეტყვი რატომ არ გინდა იქ მისვლა დაგეხმარები. -მართლა? მძღოლმა ღიმილით დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად და ეკატერინეც გააცინა. -მართლა ავალ და სულ უნდა იცინოდე,რადგან ძალიან გიხდება სიცილი.მე ნიკოლოზი ვარ.ხელი გაუწოდა ნიკოლოზმა ეკატერინეს. -მე ეკატერინე ვარ და მადლობა კომპლიმენტისთვის და რაც შეეხება იქ მაღლა ასვლას,არ მოგატყუებ და ძალიან ვნერვიულობ. -რატომ,ასე ძალიან რატომ ნერვიულობ. -იქ ჩემი შეყვარებულის მშობლები ცხოვრობს,მათთან შეხვედრას ვნერვიულობ. -აააა,ეს რთულია გეთანხმები და მოდი დაგეხმარები,აქ დამელოდები თუ წახვალ.შეეკითხა ნიკოლოზმა. -არა,არ წავალ აქ დაგელოდები და იმედია მალე გამოხვალ.ნიკოლოზმა თვალი ჩაუკრა ეკატერინეს და ხელი გასწია ტაქსის საათის გამოსართავად,მაგრამ ეკატერინემ არ დაანება და უთხრა. -არა,არ გათიშო ეს შენი სამსახურია რომელიც ჩემი ვალდებულებაა გადავიხადო ყველა დახარჯულ წუთზე,გთხოვ დატოვე ჩართული.ნიკოლოზს ჩაეცინა და მანქანიდან გადავიდა,ავიდა ბექას ბინასთან და კარზე ზარი მისცა,კარი ბექამ გააღო გაოცებუკმა მიაჩერდა უცხო მამაკაცს და მის ხელში სქელ საქაღალდეს. -მობრძნდით.ბექამ სახლში შეიპატიჟა სტუმარი,ანამ შეხედა თუ არა უცხო მამაკაცს ფინჯანი გაუვარდა ხელიდან,ბექაც დაიბნა და სტუმარს მიუბრუნდა. -ბოდიში,დაბალი წნევა აქვს ჩემს მეუღლეს და თავს ვერ აკონტროლებს.დაბრძანდით,მეც ახლავეს მოვალ.ანას ხელი მოკიდა და საძინებელში გაიყვანა,თავად კი ისევ სტუმარს მიუბრუნდა. -დაბრძანდით,აქ ვინ გამოგგზავნათ. -ვფიქრობ თქვენ კარგად იცით ვინც გამომაგზავნა,მითხრა რომ ეს მნიშვნელოვანი საბუთებია და აუცილებელი იყო თქვენთან მომეტანა. -კი აუცილებელია და მადლობა, რომ შეწუხდით. -მე ჩემი დავალება შევასრულე,კარგად ბრძანდებოდეთ. თქვა ნიკოლოზმა და კარებისაკენ წავიდა,ბექა დახურულ კარს მიაჩერდა იქვე ჩაჯდა და სახეზე ხელი ჩამოისვა.ღრმად ამოიოხრა ტელეფონი ამოიღო და ლუკას დაურეკა,მაგრამ დაკავება ჰქონდა მას ნომერზე.ნიკოლოზმა კი ღიმილით ჩაირბინა კიბეები,მანქანაში სერიოზული სახით დაჯდა,ეკატერინეს შეხედა და მოწყენილი ხმით უთხრა. -აღარასოდეს აღარ ვინატრებ ასეთ სიტუაციაში ყოფნას. -როგორ სიტუაციაში მოხვდი. -ეკატერინე პირველად ჩემს ცხოვრებაში არ მოვეწონე ვიღაცას და ვის,შეყვარებულის მშობლებს,მე მათ სარძლოდ არ მოვეწონე ეს ხომ კატასტროფაააა. -სარძლოდ? მომესმა თუ მართლა ეს თქვი. -არ მოგესმა.რა სამწუხაროა სარძლოდ არ მოვეწონე არცერთს არადა ვიფიქრე უკვე ბედი გამეხსნათქო.ეკატერინე უსმენდა ნიკოლოზის წუწუნს და ბოლოს ორივემ ერთდროულად ახარხარდა,ორივე ერთმანეთის სიცილზე იცინოდა. -რა იდიოტი ვარ,რომ დაგთანხმდი ახლა ვნანობ სერიოზულად,ის ქალი მგონი ცუდად გახდა.დარწმუნებული ვარ მათმა არა სწორად გაიგეს და ალბად იფიქრა მისმა შვილმა იქ მე გამაგზავნა. -მართლა? ახლა რა მოხდება. -არ ვიცი რა მოხდება,მაგრამ მოემზადე წინ დიდი შეტაკება გელის.უთხრა ნიკოლოზმა და ეკატერინეს ნომერზე ლუკას ზარიც დაფიქსირდა. -აი ისიც,არ გამაცინო.ნიკოლოზმა თვალი ჩაუკრა ეკატერინეს და ღიმილით დაძრა მანქანა ადგილიდან. -გისმენ ლუკა. -როგორ ხარ,წამოხვედი? -ვახო როგორ არის. -უკეთ არის,მსუბუქი დაზიანებები აქვს,დღესვე გაუშვებენ.წამოხვედი? -მიხარია ვახო რომ კარგად არის.მე წამოვედი, უკვე გზაში ვარ. -ასე მალე? არ ისაუბრეთ,არაფერი შეგეკითხეს? -არა,ორივეს სახე წაეშალათ რომ დამინახეს. -რაააა? არ მჯერა სახლში მივდივარ ახლა. -გირჩევ არ წახვოდე,ცოტა დაიგვიანე დაიძინებენ და მერე შედი სახლში,თუმცა......... -რა თუმცა ეკატერინე ნუ გამაგიჟებ მითხარი. -თუმცა,დედაშენი ცუდად გახდა რომ დამინახა. -მამაჩემი მირეკავს,გვიან დაგირეკავ.ლუკამ გაუთიშა და ბექას უპასუხა. -გისმენ მამა. -სადაც არ უნდა იყო,რასაც არ უნდა აკეთებდე ყველაფერი მიატოვე და ამ წუთში სახლში მოდი.ისეთი მკაცრი იყო ბექას ხმა რომ ლუკას გაუკვირდა,ვახოს შეხედა და უთხრა. -არ მეგონა თუ ასეთი რეაქცია ექნებოდათ ეატერინეს შეხედვაზე,უცნაურია. -მეც უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი. -კარგი წავედი,ვნახავ და გავიგებ რამ გააბრაზა.ლუკამ რაც შეიძლებოდა ჩქარა მიდიოდა,კარებთან მივიდა და ბექას ხმა გაიგონა. -ყველა დაქორწინდა და აი თურმე,ის რატომ იჩერებს ფეხს.გიორგი ყველაფერს დავწვავ,ცეცხლს წავუკიდებ აქაურობას და მასაც შიგნით გამოვწვავ. -ნუ სულელობ,რაღაც ვერ გაიგეთ კარგად ვერც შენ და ვერც ანამ.დარწმუნებული ვარ რაღაც გაუგებრობაა,ლუკას რამეს შევამჩნევდით აქამდე,რომელიმე მაინც.მოესმა გიორგის ხმა და დაიძაბა,მართლა ვერ ვხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს,ეკატერინე კი იჯდა თავის ვერანდაზე და ყავას მიირთმევდა.ლუკამ სახლში შევიდა თუ არა,ბექამ მაგიდაზე დადებული ვაზა აიღო და ისროლა,გიორგიმ ვერ მოასწრო ბექას შეჩერება,სამაგიეროდ ლუკას კრა ხელი და ვაზა კედელს შეასკდა.გაოცებულმა შეხედა გიორგის და შემდეგ ბექას უთხრა. -რამ გადაგრიათ შეგიძლიათ ამიხსნათ? -შენ შეგიძლია აგვიხსნა რას აკეთებ,რა ცხოვრებას ეწევი? ტვინი სად დაკარგე,ტვინი,დიდი დროა გასული რაც ეს ხდება შენს თავს? რამდენი ხანია რაც ნაცარს გვაყრი თვალებში ლეკა.უთხრა გიორგიმ ლუკას გაბრაზებული ხმით. -ძია გიორგი ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება და შენ მაინც ამიხსენი რას მერჩის მამა. -გიორგი მიშველე,სასწრაფოს დაურეკეთ ჩქარა.იყვირა ბექამ და ანას საწოლთან ჩაიკეცა.გიორგიმ ხელი კრა ლუკას და ანას საწოლთან მიირბინა,ანას ხელი აიღო და პულსი გაუსინჯა,საფეთქლები დაუზილა და ლუკას უყვირა. -ნიშადურის სპირტი ნახე ყუთში იქნება,გაინძერი ჩქარა.ლუკამ გაიქცა და ხელების კანკალით მიაწოდა გიორგის წამლების ყუთი და თან უთხრა. -რა ჭირს,დილით კარგად იყო. -ეს შენი დამსახურებაა და ნუღარ ლაპარაკობ,ნუ მესმის შენი ხმა.ლუკამ ვეღარ მოითმინა და პირველად შეუყვირა მამას.რომელმას გაოცებულმა მიუბრუნდა შვილს. -რომ ყვირიხარ,მიზეზი მითხარი მინდა ვიცოდე რა დავაშავე,რისთვის მიყვირი.არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდათ იმ ადამიანის შეხედვა ვინც მე ცხოვრების თანამგზავრად ავირჩიე. -ნუ გამაგიჟებ ლუკა დღეს,ვინ აირჩიე შვილო,შენ თავად მოგწონს შენი ცხოვრების გზა რომელ გზასაც დაადექი? -რას უწუნებთ ჩამს არჩეულ გზას.მამა როდისმე შეგარცხვინეთ? როდისმე ტყუილი მითქვამს თქვენთვის? -არა,არასოდეს მაგრამ ახლა იმედი გამიცრუე შვილო. -მივხვდი,ახლა უკვე მივხვდი რატომ ჰქონდა ეკატერინეს მოწყენილი ხმა,რომ მითხრა სამწუხაროდ არ მოვეწონე შენს მშობლებს და დედაშენს გულიც კი წაუვიდაო რომ შემხედაო. -მოუსწრია უკვე ინფორმაციის მოწოდება. -მოიცადე,მოიცადე ვის ჰქონდა მოწყენილი ხმა,ვიზე ამბობ ლუკა ეს ის ეკატერინეა მარიამის მეგობარი რომ არის? გაოცებულმა კითხა ლუკას გიორგიმ. -ხო მარიამის მეგობარი ეკატერინე,იცნობდნენ და რამოდენიმეჯერ ყავდათ კიდეც ნახული.რამ გადარია და რამ გადაშალა ასე ორივე,მართლა ვერ ვხვდები ძია. -აქ გაუგებრობაა,ლუკა მათ ეკატერინე არ უნახავთ. -არ უნახავთ? აბა ვინ ნახეს ასე რომ გადაირია ორივე. -ვიღაც მამაკაცი,რომელმაც რაღაც საქაღალდე გამოატანეს სადაც აუცილებელი საბუთები დევსო. -მამაკაცი? -ხო მამაკაცი, ლუკა მაღალი და დაკუნთული მამაკაცი.უთხრა ბექამ რომელიც გვიან ჩაერთო მათ საუბარში.ლუკა იქვე ჩამოჯდა და გაოცებულმა თქვა. -ახლა მართლა გავგიჟდები,მე არავინი მამაკაცი არ გამომიგზავნია ეკატერინეს ტაქსი გავუჩერე და გამოვუშვი,მე ვახომ დამირეკა და მასთან წავედი. -ვახოს რა უნდოდა,მერე ვერ ნახავდი? -ვნახავდი,მაგრამ იმ წუთში ვჭირდებოდი. -ლუკა რა მოხდა,შენ ეკატერინეს ქუჩაში არ მიატოვებდი რაღაც სერიოზული დაგირეკა ვახომ და მასთან ამიტომ წადი. -მართალია,საავადმყოფოშია მსუბუქად დაშავდა ვიღად გაჩერებულზე დაეტაკა. -კარგი ვახოსთან ერთად წავალთ,ეკატერინემ იცოდა სად და ვისთან მოდიოდა? -არა,არ მითქვამს.თუმცა,მგონი გაიგონა ვახოს ველაპარაკებოდი და მიხვდა,ამიტომ.... -ამიტომ დაგსაჯა უთქმელობისთვის და ტაქსის მძღოლი გამოუშვა ამათთან,არ უნდა ამას ბევრი ფიქრი რომ ეს ასეა.თქვა გიორგიმ და გულიანად გადაიხარხარა,რაზედაც ანამ უსაყვედურა. -რა გაცინებს,გიორგი ეს ყველაფერი სასაცილოა? -გეფიცები,თუ მართლა სასაცილოები არ იყოთ ორივე.რომ გაგორდი ძირს და დაიწყე ფართხალი,გაგეგო ჯერ იქნებ რა ხდება. -გიორგი ნუ მიშლი ნერვებს,წადი სახლში. -რატომ წავიდე,კარგად ვერთობი. -ერთობი? -ვერთობი და ძალიან კარგადაც,თქვენ მართობთ თქვენი საქციელით.ისე ანიჩქა სიბრაზე ძალიან არ გიხდება,ჭარხალივით წითლდები და არ ხარ სასიამოვნო შესახედი. -ლუკა მართლა არაფერი არ ხდება განსხვავებული? მუდარის თვალებით შეხედა შვილს ანამ. -დედა ნუ გამაფრენიებ,თორემ შესაძლებელია მკვლელობა მოვახდინო ამაღამ.ეს მეორედ აღარ შემეკითხოთ,გასაგებია? უეცრად ტელეფონს დასტაცა ხელი და გაბრაზებული წამოდგა,მაგრამ გიორგიმ წაავლო მკლავში ხელი და თავის გვერდით დაიჯინა. -ახლა არა,გაბრაზებებულ გულზე არასოდეს არაფერზე არავის არ მოსთხოვო პასუხი.ისე დამშვიდდი და ერთ საღამოს თავად ის მძღოლი მივუგზავნოთ,თუ იცნობ რა თქმა უნდა. -იშოვე საღადავო? შეუღრინა ლუკამ გიორგის მაგრამ შემდეგ თავადაც აყვა სიცილში,ბექას გადახედა და სიცილით თქვა. -რას არ გავცემდი ის მომენტი რომ დამანახა,ესენი ელოდებიამ სარძლოს და უცხო მამაკაცი დაადგათ თავზე.ახ მამა,ახ მამა როგორ ადვილად მოტყუვდით ორივე.გიორგიმ კიდევ ერთხელ გააბრაზა ბექაც და ანაც და ლუკასთან ერთად დატოვა ბინა,ლუკას კი უთხრა. -აუცილებლად გამაცანი ის ტაქსის მძღოლი,ვინ იცის ტაქსით რომ ვისარგებლო მეც არ შემეპატიჟოს. -იცინე,იცინე ჯერ კიდევ გაგყვება ეს თემა სასაცილოდ.ხელი გადახვია ლუკას და სახლში წაიყვანა. -დღეს ჩემთან წამოხვალ,რადგან რაღაც სისულელე არ ჩაიდინო,ვახო ვნახოთ,მერე წავიდეთ სახლში. -დავურეკავ და გავიგებ როგორაა.ლუკამ დაურეკა ვახოს და გაიგო რომ უკვე სახლში იყო და დამშვიდებული გაყვა გიორგის.გიორგი დრო და დრო მარტო იცინოდა,დარწმუნებული იყო სახალისო იქნებოდა მეგობრებში მოეყოლა ეს ყველაფერი,მაგრამ ჯერ ლუკას ნაბიჯს ელოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.