უცხო (თავი 3)
ულამაზესი ხარ!- დაბოხებული ხმით უთხრა და ლოყაზე ნაზად შეახო ცხელი ტუჩები.მანქანის კარი გამოუღო და ჩასვა. ორივე ფორიაქობდა და განიცდიდა მათ შორის ჩამოწოლილ ნისლს. სალომემ არ იცოდა როგორ მიიღებდა თორნიკე მის ნათქვამს. ყიფიანი კი მძიმე პასუხისთვის ემზადებოდა.ისე დაიზაფრა თავი, ნანობდა კიდეც იმ ულტიმატუმს, რომელიც საყვარელ ადამიანს წაუყენა. შიშობდა მას დაშორება არ ერჩია ასეთ ურთიერთობას. -რესტორანში ადგილი დავჯავშნე და წინააღნდეგი ხომ არ ხარ იქ რომ ვისაუბროთ? -არა,არ ვარ. -ნერვიულობ?-ინტერესიანი მზერა შეანათა ქალს. ხედავდა, რომ რაღაც არ ასვენებდა. -მაქვს სანერვიულოდ საქმე? -არამგონია!- ხელზე მოკიდა ხელი თორნიკემ და ნაზად აკოცა. იმ მომენტში მიხვდა,რომ გოგონა აკონტროლებდა სიტუაციასაც და მათ ურთიერთობასაც და არა თვითონ. ყოველ შეხვედრისას რაღაც ახალს პოულობდა ქალში,უფრო მეტად ეფლობოდა გრძნობებში, რომელიც მასთან მიმართებაში ჰქონდა. თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ სადღაც სალიც მართალი იყო. სიჩქარე არ ივარგებდა,მით უფრო როცა სერიოზულ ურთიერთობას ეხებოდა საქმე და თანაც მოვლენების სწფაფად განვითარება მხოლოდ თვითონ სურდა მეორეს კი არა. -ლამაზ რესტორანში იყვნენ. მათი დუეტიც უხდებოდა იქაურ გარემოს.თორნიკეს ვერანდაზე დაეჯავშნა ადგილი,საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.მკაფიოდ ჩანდა თბილისის ყველა სიმდიდრე,რითაც შეგვიძლია ტურისტებთან თავი მოვიწონოთ. წინასწარ შედგენილი მენიუდან მიმტანმაც მოიტანა კერძები და წყვილს სასწრაფოდ გაეცალა.ნაზი მუსიკის ფონზე სალომემ ფრთხილად და გაუბედავად დაიწყო საუბარი, თემაზე რომელიც მათი ,,ერთობისთვის" გადამწყვეტი იყო. -თორნიკე,მინდა რაღაც გითხრა და საუბრის დროს გთხოვ არ შემაწყვეტინო,ბოლომდე მომისმინე კარგი? -კარგი!-გაეღიმა მის ბავშვურ დაბნეულობაზე. - ხვდები ალბათ, რომ ძალიან მომწონხარ,დავახლოვდით და მიზიდავ კიდეც. თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ჯერ სიყვარული არაა. უკვე გადამხდა ცხოვრების გზაზე ბევრი ჭკუის სასწავლი ისტორია და ამ ყველაფრიდან ერთდაერთი რაც კარგად გავიგე და გავითავისე ისაა, რომ სიჩქარე არ არის კარგი. -თუმცა არც დაგვიანება არ არის კარგი!- ვერ მოითმინა ყიფიანმა. -გთხოვ დამამთავრებინე!-ოდნავ გამკაცრებული ხმით განაგრძო მან.- მე ბევრი ვიფიქრე,შეიძლება ითქვას, რომ სხვაზე არც არაფერზე მიფიქრია ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ,ამიტომ მინდა რაღაც შემოგთავაზო... -გისმენ ყურადღებით! -არ მინდა მე და შენ დავიშალოთ და ეს ზღაპრის ისტორიის შესავალი გავანადგუროთ.გთავაზობ, არ ავჩქარდეთ და გავაგრძელოთ ურთიერთობა,უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. იქნებ მე ისე მინდება შენთან ყოფნა უკან არაფერზე ვიხევ.უბრალოდ მარტო მე არ მეხება საქმე, ხომ ხვდები.ჩემი მშობლები ასე ადვილად ვერ შეეგუებიან. ისინი სხვანაირად უყურებენ წყვილის თანაცხოვრებას.მე კი არ მინდა გავანაწყენო და ამავდროულად ეს მხოლოდ ხათრით გავაკეთო ისე, რომ მეც ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყო მინდა ამ ნაბიჯში! -სალომე ნამდვილად არ მინდა ვნების მსხვერპლად იგრძნო თავი და შთაბეჭდილება დაგიტოვო რომ საცვალში გიძვრები. მხედავ და ხვდები რომ ცანცარა ტიპი არ ვარ რომელიც თინეიჯერობიდან ვერ გამოვიდა. რასაც ვამბობ გააზრებულად ვამბობ. ვთქვი რომ შენთან ერთად ცხოვრება მინდა? ესეიგი ასეცაა და ეს მართლაც მინდა. ჩვენს საუბარზე მეც ვფიქრობდი და დაახლოებით იგივე გადავწყვიტე.მიზეზი კი შენ ხარ!არ მინდა ჩვენს ურთიერთობას დამთმობი პირი არ ყავდეს.ასე არაფერი გამოგვივა. ხან ერთი დავთმობთ ხან მეორე. მინდა დაგეხმარო ყველა შენი უნდობლობის შეცვლაში რაც სხვის გამო გაქვს ჩემზე და გადალახო ეს პრობლემა... -ანუ მოვაგვარეთ?-სახე გაებადრა სალომეს,ფეხზე წამოხტა და თორნიკეს ჩაეხუტა. -ანუ ეს თემა გავიარეთ!- ცხვირი ქალის თმებში ჩაყო და ჰაერი შეისუნთქა.- არაფერს არ დაგაძალებ.მხოლოდ წახალისება მჭირდება.- ყიფიანმა მისი სახე ორივე ხელში მოიქცია,ჯერ ღიმილით აკვირდებოდა,შემდეგ ღრმად ჩახედა განათებითა და ბედნიერებით აციმციმებულ თვალებში და მონატრებულ ტუჩებს შეეხო. ნეტარი წუთები იყო ორივესთვის,ყველა ის მომენტი როცა ერთად იყვნენ,როცა მათი სუნთქვა ერთიანდებოდა და როცა ერთ ამონასუნთქ ჰაერს ინაწილებდნენ. ვახშმის შემდგომ, სეირნობით დაუყვნენ ქუჩას,ცოტა ხნით სანაყინეში შევიდნენ. ბევრი ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე. თორნიკეს ხელი გადაეხვია და ძალიან მჭიდროდ იკრობდა სალომეს თავის სხეულზე. მის თითოეულ მოძრაობასა და გამოხედვაში იგრძნობოდა თუ როგორი ძვირფასი იყო მისთვის ეს გოგო. მათი შემხედვარე სხვა წყვილები,ან უბრალოდ მოსეირნე ადამიანები ღიმილით უყურებდნენ.მართლაც ლამაზი დასანახები იყვნენ.სრული ჰარმონია იყო მათში.შესაფერისები! ვერ გამოარჩევდით რომელი ჯობდა-გოგო თუ ბიჭი. თითქმის ყოველდღე ნახულობდნენ ერთმანეთს.ხან სად დადიოდნენ და ხან სად. ხშირად სამსახურთანაც ხვდებოდა ყიფიანი. სალომემ სურვილი გამოთქვა თორნიკეს მეგობრების გაცნობის. თვლიდა,რომ დრო იყო თორნიკე ახლობლების გარემოშიც ენახა როგორი იყო. მასაც რა თქმა უნდა უარი არ უთქვამს.პირიქით გაუხარდა კიდეც, რადგან ეს ისედაც დიდი ხანია უნდოდა მაგრამ, რატომღაც თავს იკავებდა. სალის ისევ ნერვიულობა რომ არ დაეწყო. მეორე დღეს გიგას დაბადების დღე იყო და შესაფერისი მომენტიც რომ ეს ნაცნობობა შემდგარიყო. -ხვალ საღამოს გამოგივლი და გიგას დაბადების დღეზე წაგიყვან,სადაც ყველა ჩემს ახლობელ ადამიანს გაიცნობ.- სალომე ყოყმანის გარეშე დათანხმდა. გიგა ნამდვილი ქართული სულის მატარებელი ადამიანი იყო,რომელიც პატივს სცემდა ყველა ჩვენს ტრადიციას,ქართული სუფრის წესებიდან დაწყებული. წელში ლამაზად გამოყვანილი,ტანზე მოტმასნილი მუქი წითელი კაბა,თუმცა არა ვულგარული ძალიან უხდებოდა სალომეს გამხდარ,გამოძერწილ სხეულს. მკერდთან გულის ფორმის დეკოლტედან კი უფრო მადიანად მოუჩანდა მისი ისედაც მრგვალი,ლამაზი მკერდი. თორნიკეს მის დანახვაზე სიამაყით აევსო გული. ყოველ წამს ხვდებოდა,რომ ეს ადამიანი მისი რჩეული იყო.ყველა მიხვრა-მოხვრაზე ჭკუა ეკეტებოდა და საშინლად უნდებოდა მისი შეგრძნობა. თუმცა თავს იკავებდა რა თქმა უნდა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ ძალას არ დაატანდა და პირიქით ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ სალომეც შეცვლილიყო. -ასეთი გამომეცხადე და მერე მომთხოვ თავი შეიკავე-ო.-ღიმილით უთხრა და უამრავი კომპლიმენტით აავსო,ხელი ძლიერად ჩაბღუჯა და რესტორანში შეუძღვა. სავახშმოდ მისულმა სტუმრებმა, შურით გააყოლეს თვალი უნაკლო წყვილს.რომლებიც ერთად ისეთ ტანდემს წარმოადგენდნენ, თითქოს ჰოლივუდის კინოს მსახიობები იყვნენ. გიგას დაბადების დღე მიულოცეს,საჩუქარი გადასცეს და მაგიდას მიუსხდნენ. წარმოსადეგი მეგობრები ჰყავდა თორნიკეს. ხუთივე დაოჯახებული იყო ყიფიანის გარდა. მაშინვე აუღო ალღო და კარგად შევიდა სალი მათთან კონტაქტში. ხალისიანები და მხიარულები იყვნენ,ამიტომაც არ გასჭირვებიათ ურთიერთობის წამოწყება. გოგონები ახლოს მიუსხდნენ და წყვილის გაცნობის ისტორიას ეცნობოდნენ დეტალურად.შიგადაშიგ გულიანად გაიცინებდნენ კიდეც და ისევ გამალებით დაიწყებდნენ საუბარს. მშვენიერი საერთო ენა გამონახეს. თორნიკე და ბიჭები ბართან მივიდნენ,ერთი-ორი ჭიქა ვისკი რომ დაელიათ და ესაუბრათ. მათაც აინტერესებდათ ვინ იყო ასეთი ეს გოგო, რომ როგორც იქნა მათ გააცნო ოჯახურ გარემოში. -ყოჩაღ თოკო! სხვანაირს არც ველოდი შენს გვერდით!- ლევანმა მხიარულად დაკრა ზურგზე ხელი. -მართლა კარგი გოგო ჩანს,მხიარული და თავისუფალი. თანაც ჩვენს გადარეულ გოგოებს რომ გაუგო, ეგ უკვე მისი წარმატების ფორმულაა.-სიცილით გააგრძელა სიტყვა დათომ. თორნიკე ვისკით ხელში მაგიდისკენ მიბრუნებულიყო და დანისლული,ამღვრეული თვალებით თვალს არ აშორებდა შორს მჯდომ, მხიარულ გოგონას. შორიდანაც კი ისეთი ლამაზი ჩანდა. თმას საოცრად ოსტატურად გადაიყრიდა ხოლმე მეორე გვერდზე, თამამად გაიღიმებდა და მის სიცილს მზე ამოჰყავდა ყიფიანის გულში. სალომე მხიარულად უხსნიდა ხელებით გოგონებს რაღაცას. გიგამ სამჯერ აუქნია თვალგაშტერებულ ბიჭს სახეზე ხელი,ისიც წამში გამოერკვია და თავის თავზე გულიანად გაეცინა. -დაგენძ...რა შეჩ...ემა?- არ დააკლო გიგამ ირონია და გადაიხარხარა. -მაგრად გავები ტო! წამით არ მავიწყდება. უბრალოდ, ვერ ვაწვები რა,ხომ გესმის. არ მინდა დავაძალო რამე.მინდა რომ თვითონ მოუნდეს. -მოუნდება ტო, მოუნდება. ვინ გაგქცევია სალომე რომ გაგეგქცეს! -შენ ძმობას ვფიცავარ თუ რომელიმეს გავდეს ვისთანაც ვყოფილვარ. გამომაყ...ლევა მასთან ყოფნის სურვილმა. - ამის თქმა იყო და მათი მაგიდიდან გოგოების ხმა მისწვდა მათ ყურებს. ვიღაც ბიჭი მიადგა სალომეს და ჯიუტად ითხოვდა მასთან ცეკვას. გოგონა კი დაბნეული აცეცებდა თვალებს და მშვიდად სთხოვდა თავის დანებებას. თორნიკეს თვალები ჩაუწითლდა.ყველა ძარღვი დაებერა სიმწრისგან ყელზე,ვისკის ჭიქა ხმაურიანად მიაგდო ბარზე და გოგონასკენ გაქანდა. ბიჭებიც უკან გაყვნენ.ყველამ კარგად იცოდა მისი ფიცხი ხასიათი და ისიც, რომ ლომივით გაბრდღვნიდა ყველას ვინც წინ გადაუდგებოდა. ხმის ამოღების გარეშე კისერში წვდა უცნობს და თავისკენ შემოატრიალა. სახე ახლოს მიუტანა,მოჩვენებითი სიმშვიდე მოირგო და უთხრა: - ვის რა უფლებით ეხები ან რას აძალებ შე ნაბიჭ...ვარო! -შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ პასუხს რომ მთხოვ!ცეკვა მინდა მასთან!- ძლივს მოაბა სიტყვებს თავი კაცმა, ყელში წაჭერილი ხელები სუნთქვას უბლოკავდა. - შენი დედაშევე...ცი მე!-იღრიალა ყიფიანმა.-მიდი და იცეკვე!- თორნიკემ ფეხი ასწია და მუხლში ძლიერად ჩაარტყა უცნობს. მის გამაყრუებელ ღრიალსაც არ დაუგვიანია,მაშინვე მოიკეცა ორად და განძრევას ვერ ახერხებდა. -ესეც შენი ცეკვის გაკვეთილი, შე ახვა...რო. ბიჭებმა სასწრაფოდ გაიყვანეს უცნობი გარეთ, გოგონები შეშინებულები უყურებდნენ განვითარებულ მოვლენებს.სალომე სახტად იყო დარჩენილი და გაოგნებული შეჰყურებდა გამხეცებულ თორნიკეს. თვალებს ვერ უჯერებდა ნამდვილად იმ კაცს ხედავდა თუ არა ვისთან ერთადაც ამ ადგილას მოვიდა. ყიფიანი ცოტა დამშვიდდა,სიტუაციაც ჩაწყნარდა. თორნიკემ სალომესკენ გაიწია.ხელი უნდოდა მოეხვია მაგრამ, გოგონამ ამის უფლება არ მისცა. უკან დაიწია და თავის ადგილას დაჯდა. ისიც უთქმელად მიუჯდა გვერდზე. -რამე პრობლემაა?-ყიფიანმა თავისკენ შემოატრიალა ის. -არანაირი!-მკვახედ დაუბრუნა პასუხი. ვერ იტანს ძალადობას. თვალებს ვერ უჯერებდა რასაც ხედავდა. იქედან წასვლაც კი სურდა მაგრამ, არ უნდოდა მეგობრებთან უზრდელად წარმოჩენილიყო. ყველანაირად იკავებდა თავს. როგორც იქნა დამთავრდა ეს საღამო. ყველამ შინ წასვლა გადაწყვიტა. გაბუსხული სალომე სწრაფად ჩაჯდა მანქანაში ღვედი გაიკეთა და ხელები გადაიჯვარედინა. ასე იცოდა როცა თავის თავში ბრაზის ჩახშობა სურდა. მანქანა ნელა დაიძრა. თორნიკე ისევ სიამაყით უყურებდა გვერდითა სავარძელში მჯდარ მომხიბვლელ ქალს,რომელსაც გაბრაზებაც ძალიან უხდებოდა. -რატომ ხარ გაბრაზებული? -არ ვარ!-მკაცრი იყო ისევ პასუხი. თორნიკემ მანქანა გააჩერა მისკენ მიტრიალდა, თითები ყბებზე ამოსდო და სახე თავისკენ შეატრიალებინა. -არ მომწონს როცა ასე იქცევი, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ, რომ იბუტები. მითხარი რაშია საქმე? -კიდევ შენ არ მოგწონს რამე?-წყნარი ხმის ტემბრი ვერ შეინარჩუნა სალომემ და ხმას აუწია.- ეს მე არ მომწონს შენი ასეთი გამოხტომა!ცხოველი ხარ?ასე როგორ მოექეცი ადამიანს?კინაღამ ფეხი გადაუმტვრიე! აი რატომ არ მიყვარს აჩქარება, ხომ ხედავ ახლახანს გავიგე როგორი გაბრაზებაც გცოდნია. -შენ რა იმ ვიღაც სი...რს იცავ? მოგეწონა ხელზე რომ გეპოტინებოდა? თუ რა ყლ...ობებს მელაპარაკები სალომე! -რა შუაშია აქ მოწონება!მე იმას ვამბობ, რომ სხვა საშუალებაც არის ადამიანს ჭკუა ასწავლო და არა ასე მხეცივით გაუსწორდე! -ეს ის თემაა რომელზეც შენი აზრი მართლა არ მაინტერესებს!ასე უნდა მოვქცეულიყავი და მოვიქეცი კიდეც. რაც ჩემი კუთვნილებაა იმას ვერავინ ვერანაირი განზრახვით ვერ შეეხება! ძალიან გთხოვ მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს და მშვიდად დავამთავროთ დღევანდელი დღე. -ჰო,აბა რა,შენ იტყვი და მე გავაკეთებ! სწორედ ასეთი ურთიერთობა მინდოდა... -სალ, გთხოვ ნუ აზვიადებ.-ყიფიანი მისკენ მიიწია და მოეხვია. თმაზე ეფერებოდა და კისერში ნაზად კოცნიდა. ღიტინზე კი სალის ეღიმებოდა. თორნიკე გაბუსხულ ტუჩებზე ვნებიანად დააცხრა და ძალიან დიდხანს ჰყვებოდნენ ერთმანეთს ალერსში. აღზნებულები იყვნენ ვნებისგან და მის მორევში ლივლივებდნენ. მაინც მოახერხა სალომემ ასტრალიდან დაბრუნება და პულსაციაც ჩაწყნარდა. -მე შენ შემიყვარდი სალ და ეს საკმარისია ჩემი ყველა სიგიჟე რომ გავამართლო.რას იზავ,ასეთია შეყვარებული თორნიკე ყიფიანი.-მის ბაგეებთან დაიჩურჩულა დაბოხებული ხმით. გოგონაც თითქოს გატყდა,გაბრაზება სადღაც შორს მოისროლა და კისერზე მოხვია ხელები. -კიდევ გინდა,შენი ოჯახი რომ გავიცნო?-ოდნავ შეშინებული ხმით,ფრთხილად იკითხა სალომემ. -რა თქმა უნდა მინდა,თუ ეს შენც ნამდვილად გსურს.დედაჩემი ყოველდღე მეკითხება სადაა ის გოგო,რომელმაც ასე ძალიან შემცვალა. -მართლა? და როგორი იყავი? -მაგალითად,უფრო მჭამელი გავხდი, ვიდრე მანამდე.-ორივემ გულიანად გადაიხარხარა.-ხო ეს თემა ლალის ყოველთვის აღელვებდა. -მაშინ ასე მოვიქცეთ! ხვალ საღამოს შვიდზე გამომიარე სამსახურში და ვესტუმროთ.-თორნიკემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,ნაზად შეახო ტუჩები შუბლზე და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. სახლში ასვლისას,გასაღების ძებნაში გართულს,თვალში თეთრი კონვერტი მოხვდა. რომელიც რკინის კარში გაეჭედა ვიღაცას. დაბნეულმა გამოაძრო ბარათი და სწრაფად გააღო კარი.შინ შევიდა და წერილის კითხვა დაიწყო. პირველ წინადადებაზეც კი მიხვდა, რომ ეს თედო იყო. წერდა:უშენოდ მოლანდება ვარ! ვერ ვბედავ მოახლოვებას და ვერც უკან ვიხევ. არ დამითმიხარ და არც დაგთმობ. შენ ჩემი იქნები... სიბრაზე მოაწვა. წერილი ნაკუწებად აქცია და ურნაში ჩააგდო. ამ წუთების გაფუჭება მხოლოდ მას შეეძლო და მოახერხა კიდეც.რა უტიფარი და უსირცხვილოა. რა უნდა ქნას,რომ სამუდამოდ მოიშოროს ამ ადამიანის ლანდი ცხოვრებიდან. თორნიკესთვის თქმა არ ივარგებს. უკვე ნახა მის გაბრაზებას რაც შეუძლია. ცოტა ხანს აცდის კიდევ და მერე იქნებ მოიფიქროს რამე. ლამაზი დილა გათენდა. შესანიშნავ ხასიათზე დააყენა ფანჯრებთან მომდგარმა ბეღურებმა და მათმა ჟღურტულმა. დილიდანვე განსაკუთრებულად დაიწყო მზადება. უნდოდა ყიფიანის ოჯახზე დადებითი შთაბეჭდილება მოეხდინა. ლამაზად გამოეწყო,ჩანთაში პარფიუმერია ჩააწყო და სახლი დატოვა. სამსახურში ძალიან ბევრი საქმე დახვდა. საბუთების დახარისხებასა და წინდაუკან სირბილში გაილია დრო. ექვსი ხდებოდა უკვე თორნიკემ რომ დაურეკა: ნახევარ საათში შენთან ვარ-ო. ქალების ოთახში შევიდა,თავი მოიწესრიგა და შენობა დატოვა. გარეთ გასულმა,გზის იქით მდგარი თედო დაინახა. გული შეუქანდა მოსალოდნელი საფრთხისგან. ვერაფერს გააწყობდა,წამის მეასედებში ის უკვე მის წინ იდგა. -რას აკეთებ აქ? მანიაკი ხარ?ვინ მოგცა უფლება ასე აფათურო ხელები ჩემს ცხოვრებაში!-ათრთოლებულ ხმას ვერ იმშვიდებდა და თან ირგვლივ იყურებოდა. ასე არასდროს უნატრია მასთან შესახვედრად ვინმეს დაეგვიანა,როგორც ახლა. -მიყვარხარ სალი. შენც ხომ გიყვარდი? ასე მალე როგორ გადაგიყვარდი? -ალბათ არ მყვარებიხარ! კიდევ უფრო მაზიზღებ თავს ასე რომ იქცევი. რის მიღწევას ცდილობ ვერ ვხვდები! მაცადე მეც ვიყო ბედნიერი! -ბედნიერი ვისთან- იმ ვიღაც თორნიკესთან? შანსი არაა ტო. შენ ჩემი იქნები! -ეს არასდროს არ მოხდება! გული მერევა რომ გიყურებ. რას დაემსგავსე ან რა მქონდა შენთან საერთო ვერ ვხვდები! -...შვილი ვიყო თუ ყელი არ გამოგფატრო ვინმესთან რომ გნახო. არ გაცოცხლებ შენს თავს ვფიცავარ და მერე თავსაც დავიბრიდავ! ის წერილიც მაგიტომ დაგიტოვე ეს რომ კარგად გაგეგო მაგრამ, შენ ვერაფერს ვერ ხვდები არა? - შე დედამოტ...ყნულო, რა გაგაფრთხილე?-დაიგრგვინა თორნიკეს ხმამ თედოს ზურგს უკან.-შე ახვა...რო რა დაგმართო მითხარი!-მუშტი მოიღერა და სახეში ძლიერად დაარტყა. თედოს წამსვე სისხლი წასკდა ცხვირიდან. ყიფიანისკენ გაიბრძოლა მაგრამ,უშედეგოდ. გაავებული კაცი ცოცხალი თავით არ უშვებდა ხელს. -რა ქვია შენნაირ სი...რს მითხარი!- მისი ცემა არ შეუწყვეტია.სალომემ აღარ იცოდა როგორ დაეწყნარებინა თორნიკე. მკლავზე წაავლო ხელი და თხოვდა თავი დაენებებინა,თუმცა როდის იყო მხეცი ნანადირევს თმობდეს. -ქალის დაშინებით მოპოვება გინდა არა შე დედას რო შევე...ცი მე! -თორნიკე გთხოვ წავიდეთ,გთხოვ! -შენ მერე დაგელაპარაკები სალომე!-ხელი აიქნია და უკან დასწია. მომდევნი დარტყმაზე ძლიერად დაენარცხა თედო ასფალტზე. ირგვლივ ხალხი მოგროვდა მაგრამ,ვერავინ ბედავდა ამ ჩხუბში ჩაბმას და სანახაობას უყურებდნენ. ძირს მიგდებულს ერთხელ კიდევ დასცხო წიხლი, მიაფურთხა და ქალისკენ გაემართა. მანქანის კარი გამოაღო, სალი ჩასვა და საბურავების გამაყრუებელი ხმით დატოვა ტერიტორია. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ტრასაზე. ძლიერად ჩაეჭიდა ხელები საჭისთვის და კბილებს ერთმანეთზე აჭერდა. -თორნიკე,მითხარი რამე გთხოვ!-მუდარანარევი ხმა ამოიღო სალიმ. მისი სიჩუმეც კი აშინებდა, ისე ცხადად ეტყობოდა სახეზე ყველა ემოცია. -თორნიკე ხმა ამოიგე და მითხარი რამე,ასე ჩუმად ნუ ხარ! -გეტყვი, სალომე გეტყვი!- საჭე მარჯვნივ გადაატრიალა და სულ მალე გოგონას სახლთან გაჩერდნენ.უსიტყვოდ გადმოვიდნენ მანქანიდან. სალის ჩანთა გამოართვა,გასაღები ამოიღო და ყიფიანმა თავად გააღო კარი. შიგნით შეუძღვა და მკაცრი,ბრაზმორეული ხმით უთხრა:-მიდი, ჩაალაგე ბარგი! -რა? -სად გაქვს ჩემოდანი?-საძინებელში შევიდა და კარადა აათვალიერა. -თორნიკე რას აკეთებ?! -სალომე გააკეთე რასაც გეუბნები, აქ არ დაგტოვებ! -შენ რატომ მიწყვიტავ მე რას გავაკეთებ,ეს ჩემი სახლია და აქ მინდა ცხოვრება. -კარგი, მე მოგეხმარები.- ყიფიანმა ჩემოდანი გახსნა და საკიდებიანად ჩაყარა ტანსაცმელი შიგნით. გაოგნებული სალომე ხელებში ეცა. -რას აკეთებ, როგორ იქცევი? -ამის დედაცმო...ტყან!-ხელი კრა ჩემოდანს.თავზე ორივე ხელი წაიშინა და სიარულს მოჰყვა ოთახში.- გოგო აქ არ დაგტოვებ! რა ისტერიკაც არ უნდა მოაწყო,ზურგზე მოგიკიდებ და ისე წაგიყვან! ვერ შევეგუები იმ ნაბიჭ...არმა როცა უნდა მაშინ გნახოს და რაც მოუნდება ის გელაპარაკოს. გსიამოვნებს ასე რომ გემუქრება მე მაგის დედას რო შევე...ცი? გემუქრება გესმის?გემუქრება! -არაფერს არ დამიშავებს! -არ იცი! არ იცი ეგ რისი გამკეთებელია. მე მის ადგილზე შეიძლება შემესრულებინა ჩემი ნათქვამი.ასე სირ...ივით იმედიანად ვერ დაგტოვებ! არ შემიძლია. ვიცი გამწარებულ ადამიანს რისი გაკეთებაც შეუძლია. იცი რამდენი საქმე მქონია მოძალადეების, რომლებიც ქალებს საშინელებებს უკეთებენ? რა მოხდება თუ ერთ დღესაც მოგაკითხავ და შენ ვერ შემომეგებები? ფილტვებიდან ჰაერი აღარ გამომივა გესმის? კიდევ ვერ ხვდები რამდენს ნიშნავ ჩემთვის? აიღე საჭირო ნივთები და წავიდეთ! აღარ გამამეორებინო! -თორნიკე ასე არ შეიძლება,სამართალი ხომ არსებობს ამ ქვეყანაზე,ვუჩივლებ! -ხო აბა რა,უჩივლებ და ყველაფერი მოგვარდება არა?მერე რომ უფრო გამწარდეს რას იზავ? ჩართე ტელევიზორი.ყოველდღე ძალადობაა. ასე ვერაფერი ვერ მოგვარდება.ახლა აქ საერთოდ არაა იმაზე ლაპარაკი მე შენი ცოლობა მინდა თუ არა. ეს გაშინებს? მე შენი დაცვა მინდა პირველ რიგში. შენს მშობლებსაც დაველაპარაკები ნუ ნერვიულობ.-სხვა გზა არ დაუტოვა ყიფიანმა სალომეს. მასაც ეშინოდა თედოს გამოხტომების მაგრამ,იხტიბარს არ იტეხდა. ბარგი მანქანაში მოათავსეს და სალის მშობლებისკენ აიღეს გეზი. ცოტათი გაკვირვებულები იყვნენ დავითი და ნინო სიურპრიზით. თორნიკემ ცალკე თხოვა ოჯახის უფროსს დალაპარაკება. ზერელედ გააცნო სიტუაცია. -მე არასდროს არ მომწონდა ეგ ბიჭი,მაგრამ არ მინდოდა სალომესთვის მეწყენინებინა,თუმცა ჩემმა უთქმელობამ ვხედავთ რა შედეგიც გამოიღო.-სევდიანი ხმით ამოთქვა დავითმა. -ამაზე არ ინერვიულოთ,არ მივცემ მასთან მიახლოების საშუალებას. თქვენგან ერთადერთი რაც მჭირდება გვერდში დგომაა.ის ყოყმანობს და ალბათ თქვენი რცხვენია. -კარგი,დაველაპარაკები მას. არ ინერვიულო,არ აქვს მნიშვნელობა მე რა პრინციპები მაქვს.მთავარია ჩემი შვილი იყოს უსაფრთხოდ.- სალომე დასჯილი ბავშვივით იყო მშობლებისა და თორნიკეს გვერდზე. ხედავდა მას თავის სახლში და კიდევ ვერ უჯერებდა თვალებს რომ ამ კადრებს უყურებდა. -თორნიკე, დღეს შენი მშობლები უნდა გამეცნო. უხერხული არ არის რომ არ მივედით?-თითქოს ფიქრიდან გამოერკვა სალი. -ეგ თემა მოვაგვარე. ვუთხარი რომ დავიგვიანებთ.- მტკიცე იყო თორნიკეს პასუხი. -ჩვენი წასვლის დროა.დიდი მადლობა თბილად მიღებისთვის და გაგებისათვის.-ხელი ჩამოართვა დავითს და ქალბატონ ნინოს ჩაეხუტა. -მადლობა შენ შვილო, რომ იცავ ჩვენს გოგოს.-მზრუნველად დაუსვა მკლავზე ხელი ქალმა.-მისი სიცოცხლე ჩვენთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელივანია! -ჩემთვისაც ქალბატონო ნინო!- მანქანაში ჩაჯდნენ. სალომეს ტირილი აუვარდა.თავს ვერ ერეოდა.ვერ ეგუებოდა ამ სიტუაციას, სადაც ის უძლური იყო.მართალია არც შიშში ცხოვრება მოსწონდა მაგრამ, არც მოვლენების ასეთი განვითარება აწყობდა. ვეღარაფერს ვეღარ შეცვლიდა. მშობლებიც საქმის კურსში იყვნენ და მხარს უჭერდნენ თორნიკეს ამ გადაწყვეტილებას. -სალომე რატომ ტირი?-მობეზრებულად აატრიალა თვალები თორნიკემ. -იცი რატომაც! -მისმინე,როგორც უკვე გითხარი ჩემთვის მთავარია ჯანმრთელს და ბედნიერს გხედავდე. არ აქვს მნიშვნელობა ხელმოწერილ ფურცელს,რაც არ გინდა იმას არ დაგაძალებ. მე ისიც მეყოფა, რომ ჩემს გვერდით იქნები... -ვიცი რომ არაფერს დამაძალებ,ეს კარგად ვიცი. უბრალოდ... უბრალოდ არ მინდოდა ასე ვიღაცის მოსავლელი გავმხდარიყავი გესმის? -არა,არ მესმის!ანუ მე ვიღაცა ვარ? -არა,არა. ვიღაც არ ხარ და ეს კარგად იცი შენც. ხედავ როგორ კარგად ვგრძნობ თავს შენთან. -სალომე მე შენ მიყვარხარ! -მე...მე არ ვიცი რა უნდა გიპასუხო ამაზე. -ამდენი ხნის განმავლობაში სათქმელი არაფერი გაქვს? ორი წლის ბავშვი ხარ რომელმაც გრძნობების შესახებ არაფერი იცის? -გაღიზიანება დაეტყო ხმაზე ყიფიანს. -როცა ვერ გხედავ,სიგიჟემდე მინდება შენი ნახვა. ხანდახან ვნატრობ რომ ბიჭი ვიყო,მეც გავაკეთებდი რაღაც სიგიჟეებს შენთვის. უშენოდ ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება. უბრალოდ ამ ბედნიერების მეშინია. მეშინია შენი ახლოს მოშვების. ერთხელ უკვე გადავიტანე დამცირება და მიტოვება.საშინელი გრძნობაა.თედომ ყველაფერი გაანადგურა ჩემში. რწმენა იმის რომ მეც ვიღაცას ასე შენსავით ვეყვარებოდი. უანგაროდ! ისეთი როგორიც ვარ! მე მიტოვებული ქალი მქვია გესმის? მიტოვებული ქალი!იცი რა ძნელია ამის გააზრება?-სალომემ ტირილს უმატა. გული ამოუჯდა,თვალები დაუსივდა და ტუჩები დაებერა. ასეთიც კი ულამაზესი იყო. თითქოს ,,რკინის ლედი" უცებ გატყდა და ნამსხვრევებად დაიფანტა ყიფიანის წინ. თორნიკემ ვეღარ გაუძლო მის ასეთ მდგომარეობაში ყურებას. მანქანიდან გადავიდა. სალომეს კარი გაუღო და გადმოიყვანა. ძლიერად აიკრა სხეულზე,თითქოს გაყინული იპოვა და გათბობას ცდილობდა. ეს სიტყვებზე მეტი იყო. ვერანაირი სიტყვები ვერ გამოხატავდა იმ ნუგეშს, რომელსაც ყიფიანი აძლევდა სალომეს. -მე არსად წასვლას და გაქცევას არ ვაპირებ გესმის? მე შენთან ყოფნა მინდა...ამის ნუ გეშინია. მომეცი უფლება გაგაბედნიერო.-ყურთან დაუჩურჩულა. -მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ და ღმერთსაც მადლობას ვწირავ ამისათვის.მინდა შენთან ვიყო ბედნიერი და არაფერმა შეგვიშალოს ხელი. -ასეც იქნება, დამიჯერე!-ლოყაზე ნაზად მიეფერა.თმა ყურს უკან გადაუწია და ნაზად შეეხო ბაგეზე.შესამჩნევად დაწყნარებულები გაემართნენ ყიფიანებისკენ. -იქნებ დღეს არ წავსულიყავით,ცუდ ფორმაში ვარ. სულ გამშორდა მაკიაჟი. -დამიჯერე,ასეც ულამაზესი ხარ!-ოც წუთში უკვე ადგილზე იყვნენ. სალომე თითებს აწვალებდა ნერვიულობისგან. პირველი შთაბეჭდილება სულ ახსოვს ადამიანს და არ უნდოდა ცუდად წარმოჩენილიყო.თანაც დღეს მძიმე დღე გაიარეს. ოჯახი სრული შემადგენლობით დახვდათ და კიდევ უფრო დაიძაბა. თორნიკემ ხელი გადახვია,ამით აგრძნობინა რომ მის გვერდით იყო. -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!-წინ წამოიჭრა ჭაღარა შეპარული კაცი და სალის ხელი ჩამოართვა.-ერეკლე ყიფიანი. -ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,სალომე ბარამიძე. - მე კი კატო ვარ, ეს კი ლალია დედაჩვენი.- ხმაწკრიალა გოგონა გამოეგება მათ. ახალგაზრდები ერთმანეთს გადაეხვივნენ. თორნიკეს დედა ერთ ადგილზე გახევებული იდგა. ცრემლი სდიოდა. -ლალი რა გჭირს?-შიში გაერია ხმაში თორნიკეს. -მე...ძალიან ბედნიერი ვარ შვილო, რომ როგორც იქნა გვერდით გყავს ქალი,რომელიც შენი შესაფერისია.- კიბეზე დაეშვა ქალი და სალი ძლიერად ჩაიკრა გულში. -გაუხეთქე ქალო ბავშვებს გული!რით ვერ გადაეჩვიე ამ ემოციურობას!- უსაყვედურა ერეკლემ. მასპინძლებმა წყვილი სუფრასთან მიიწვიეს. თვალებს ვერ აშორებდნენ,ისეთი ლამაზები იყვნენ ერთად. ლალი მთელი საღამოს განმავლობაში სიტყვებით ეფერებოდა სალომეს.რამოდენიმეჯერ თეფშზე საჭმელიც კი დაუდო,გემრიელად ჭამე-ო. ამაზე კი ყველა იცინოდა, თავის სტანდარტებს არ სცდებოდა. თორნიკემ განაცხადი გააკეთა,რომ თავის სახლში გადადიოდნენ ის და სალი საცხოვრებლად. მისი მშობლები დიდი ხანია ამ დღეს ელოდნენ,რომ თორნიკე ვინმე კარგ გოგოს იპოვნიდა და ერთად დაიწყებდნენ ცხოვრების შენებას. შესაბამისად ამას მათში მღელვარება სულაც არ გამოუწვევია. ძნელი არ იყო სალომეს ამოცნობა ასეთი დედისთვის. ხვდებოდა, რომ მათ შორის ძლიერი გრძნობა ბობოქრობდა,თორემ თორნიკე ის კაცი არ იყო ასე მალე გადაედგა ეს ნაბიჯი. რა თქმა უნდა შვილის ბედნიერებაა ყველა მშობლისთვის მთავარი და სულაც არ აპირებდა ამ თემის განვრცობას.პირიქით, ბედნიერება უსურვეს. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და მომავალი დაულოცეს. -სალ იცოდე,მე ხშირი სტუმარი ვიქნები!- მანქანაში ჩაჯდომამდე მიაძახა კატომ,რითაც ყველას ღიმილი მოჰგვარა. -მაგის იმედი მაქვს!- კოცნა გაუგზავნა ყველას და ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად. სავსე იყო ემოციებით.ძალიან უხაროდა, რომ თბილად მიიღეს. რა ეგონა ასეთი კარგი და ყურადღებიანები თუ იყვნენ თორემ, პირველად უარს ხომ არ ეტყოდა მათ გაცნობაზე თორნიკეს. სიხარული იყო ორივე ახალგაზრდის გულში. თამამად შეეძლოთ ერთმანეთისთვის ეწოდებინათ ,,ჩემი". ორმხრივი თანხმობა აერთიანებდა მათ სილაღეს. თორნიკეს სახლთან გაჩერდა მანქანა. ეზოში პირველი სალომე შეატარა, გასაღების საკიდიდან ერთი დუბლიკატი მოხსნა და სალომეს გადასცა. -მიდი,გააღე შენი სახლის კარი.-წელზე ხელი მოხვია და ნაზად უბიძგა წინ. -ცოტა მრცხვენია კიდეც.-ლოყებაწითლებულმა გასაღები საკეტში მოარგო და კარი გააღო. ნაბიჯის გადადგმა არ აცადა თორნიკემ,გამხდარი სხეული ხელებში აიტაცა და ისე შეიყვანა. -რას აკეთებ,დამსვი! -არ იცი რომ ესეთი წესია?-ცხვირზე დაკრა თორნიკემ თითი და ყელზე აკოცა. -ახლა რა იქნება?-ფრთხილი კითხვა დასვა სალიმ. ყველას მოგესალმებით// მინდოდა ეს ისტორია სრულად დამედო და აღარ მეწვალებინეთ. მაგრამ ჩემი მუზა დამალობანას მეთამაშებოდა. როცა ვიპოვე ავად გავხდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ეს თავი დამედო რაც გამზადებული მქონდა, უსამართლოდ ვერ მოგექცეოდით მათ ვინც ელოდით. მაპატიეთ ძალიან გთხოვთ და უპასუხისმგებლობაში არ ჩამითვალოთ. მე ისევ ველი შეფასებებს და თქვენგან სტიმულს (რა თქმა უნდა თუ ვიმსახურებ).ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და დამიკომენტარეთ აზრები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.