7 ადგილი, სადაც კოცნა ყველაზე რომანტიკულია
როცა კოცნისთვის სწორად ირჩევთ ადგილს, თავს რომანტიკული ფილმის გმირად გრძნობთ და ეს სასიყვარულო ურთიერთობას კიდევ უფრო რომანტიკულს და ამაღელვებელს ხდის. ვნახოთ, რომელია ის 7 ადგილი, სადაც კოცნა განსაკუთრებით რომანტიკულია. 1. აეროპორტი, ან რკინიგზის სადგური - კოცნისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია. ეს შეიძლება იყოს დამშვიდობების, ან დიდი ხნის მონატრებულ საყვარელ ადამიანთან შეხვედრის ემოციური და ვნებიანი კოცნა, რომელიც, როგორც წესი, ადამიანებს არასოდეს ავწყდებათ. 2. კოცნა წვიმაში - ასეთი კოცნა გაფიქრებინებთ, რომ ფილმში ცხოვრობთ და თქვენი სიყვარულის ამბავი რომანტიკული ფილმის ისტორიას ჰგავს. წვიმაში კოცნა ყველაზე ვნებიანი კოცნაა. 3. კოცნა სახლის წინ - არ აქვს მნიშვნელობა ეს პირველი პაემანი იყო, თუ ორმოცდამეათე, როცა სახლთან მიგაცილებთ და დამშვიდობებისას აკოცებთ, ეს თქვენი პაემნის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იქნება. 4. კოცნა ნავზე - როცა ნავზე, ან გემზე ხართ, არ გირჩევთ რომ მაინცდამაინ ტიტანიკი წარმოიდგინოთ, თუცა ჯეკისა და როუზის მსგავსად მოქცევა შეგიძლიათ. აკოცეთ საყვარელ ადამიანს მაშინ, როცა თქვენ გარშემო ლამაზი ხედია. ეს რომანტიკული მომენტი არასოდეს დაგავიწყდებათ. 5. კოცნა ავტომობილში - ისე, როგორც ფილმებშია. 6. კოცნა კონცერტზე - სად შეიძლება იყოს უკეთესი გარემო რომანტიკული კოცნისთვის?! გამოიყენეთ შესაძლებლობა და აკოცეთ საყვარელ ადამიანს სასიყვარულო მუსიკის ფონზე და შეინახეთ კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება. 7. კოცნა ქორწილის დროს - კოცნა ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი და რომანტიკული ნაწილია. ქორწილში, როგორც წესი, ულამაზესი გარემოა შექმნილი - დეკორაცია, მუსიკა, განსაკუთრებული ცეკვა „მასთან“ და რა თქმა უნდა, ამაღელვებელი და ვნებიანი კოცნა საყვარელ ადამიანთან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.