შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ'ს'შვიდი ( თავი 2)


13-09-2018, 13:46
ავტორი judi N
ნანახია 1 344

ყოველთვის მარტივია სხვაზე საუბარი.. სხვისი აღწერა, გონებაში გაშიშვლება მისი ადამიანობის,გარეგნულობის , ფურცელზე გადმოტანა ისე , როგორც დაინახე, მაგრამ რთულია საკუთარ თავზე ისაუბრო. რთულია არ გადავარდე უკიდურესობაში, ძალიან კარგად აღწერასა და ზედმეტად ცუდად აღწერას შორის ნამდვილი მე-ს დანახვაა ყველაზე დიდი სირთულე. უსასრულოდ ვილაპარაკებ ჩვენი შვიდეულიდან ექვსზე, მაგრამ ვინ ვარ მე?! ვინ არის თებეა გურიელი? თითქმის ყველაფერზე დამიწერია ჩემი თავის გარდა. დრო ასე სწრაფად გადის,თუმცა ჯერ ძალიან ცოტა გამივლია ამ უკიდეგანო ცხოვრებაში..პატარამ ფეხი ავიდგი სიარულისთვის და ახლა ამას თავიდან ვსწავლობ ოღონდ ცხოვრებისთვის ფეხის ასაწყობად... ბავშვობაში ბევრი შიში მქონდა. მეშინოდა სიბნელის და ყველგან სინათლის სხივებს ვეძებდი... ბებიასთან და პაპასთან ყოფნა მიყვარდა , ალბათ იმიტომ,რომ ჩემს გაზრდაში დიდი წვლილი მიუძღვით , თუმცა გაზრდას პაპას დაკარგვა მოჰყვა ... სიმსივნემ თავის სიცოცხლისთვის მისი შთანთქა, ეს ყველაზე დიდი ტკივილია რაც ამ მოკლე ცხოვრების წლებში მტკენია... ზაფხულში კახეთში მივრბოდი მეორე ბებია და პაპასთან.. ისინი ახალისებდნენ და აფერადებდნენ ყველაფერს.. გამიმართლა.. არასდროს მოვუქცევივარ დოგმების ოთხ კედელში დედას და მამას, აკრძალვებით სული არასდროს შეუხუთავთ და ალბათ ამან განაპირობა ის, რომ არაფერს ვუმალავ.. დაჩის დაბადებისას 8 წლის ვიყავი , ასე რომ თითქმის ერთად გავიზარდეთ..გაუთავებელი კამათის მიუხედავად ის ჩემი ცხოვრების ნათელი სხივია,რომელსაც სულ ვეძებდი...სულ რამდენიმე ახლო მეგობარი მყავს და ისინი ჩემი სულის ყვავილები არიან,რომლებიც თავის არსებობით და სულიერი სილამაზით მავსებენ... რთული ხასიათი მაქვს, ზოგჯერ უხეში ვარ და იმას ვერ გამოვხატავ რაც ასე ძლიერად ფეთქავს ჩემში.. იმ სიყვარულს ვერ მიმოვაბნევ, ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი და სათუთია,მაგრამ ჩემს ნაწერებში ვცდილობ სიტყვებად მიმოვფანტო ეს ყველაფერი.. ყველა ადამიანთან ვისთანაც რაღაც სულ მცირე უხილავი ძაფი მაკავშირეს, უსაზღვრო ემოციები მაერთიანებს .. ყველას თავის ისტორიით ჩემს გულში ადგილი უპოვია და სამუდამოდ ჩასახლებულა... მიყვარს, როცა თუნდაც უცხო ადამიანს ვუყურებ, რადგან მგონია რომ ადამიანებისგან უფრო მეტს ისწავლი და იგრძნობ ვიდრე უსულო საგნებისგან.. მათ ყველა ნაკვთში თუ ნაოჭში თითო ისტორია იმალება.. სიტყვებს კი მაგიური ძალა აქვთ , ყველა სიტყვა გულზე გადის... და თუ ჯერ კიდებ ძლიერად ფეთქავს ესეიგი იმაზე მეტ სიყვარულს ვიღებთ ვიდრე ვიმსახურებთ.
12 სექტემბერი, 2017 წელი.
დილაადრიან მაღვიძარას გაუთავებელმა რეკვამ დამირღვია იდილია და სიზმართა სამყაროდან რეალობაში დამაბრუნა. ძალიან ადრე იყო,მაგრამ მზის ონავარა სხივს მაინც შემოეღწია ფანჯარაში, პირველი მომესალმა და გათენება მამცნო. უნივერსიტეტის დაწყებამდე 6 დღე რჩებოდა, უნდა განვშორებოდი კომფორტულ საწოლს და ჩემს ფუმფულა ბალიშს. ძლივს შევძელი ადგომა და მომზადება, განივის ბიბლიოთეკაში უნდა წავსულიყავი და ინგლისურის დონის დასადგენი ტესტი მეწერა.
პირველი შეხვედრის დრო იყო უნივერსიტეტთან .
ვინაიდან გლდანში ვცხოვრობ და ეს გარეუბანი დაწყევლილად დიდია, წინა დღეებში ჩვენი კურსის ბავშვები შევხმიანდით და გადავწყვიტეთ გლდანში მცხოვრებები ერთად წავსულიყავით. მეტრო ახმეტელთან უნდა ვყოფილიყავით 10 საათზე მე, ლილიანა, სალი და მაშო.
ათს ხუთი წუთი აკლდა ტელეფონზე უცხო ნომერმა , რომ დაიწყო რეკვა.
- დიახ
- სად ხარ?
- რომელი ხარ?
- მაშო ვარ და გელოდებით
- აი უკვე მოვედი, ორ წუთში მეტროს შესასვლელთან ვიქნები
- კაი, კაი.
და გამითიშა, საათს დავხედე ვიფიქრე ჰო არ ვაგვიანებ მეთქი,მაგრამ ჯერ ისევ მქონდა 3 წუთი დრო, არა თან ყველგან მაგვიანდება ,ახლა გულით მოვინდომე დროულად მისვლა, ამ გოგომ კი როგორი უკმაყოფილო ხმით დამირეკა?! ანნ რა პასუხებით?!
ათ საათზე დანიშნულების ადგილას ვიყავი, გოგოებიც ვიცანი და ბრაზნარევი ხმით მივესალმე.
ვაგონში შესვლისას ფეხზე მოგვიწია დადგომა, ეს ხალხიც როგორი მოსიყვარულეა? მთელი ძალით გეხუტებიან და ლამისაა სული შეგიხუთონ. თავიდან უხერხული სიჩუმის გასაფანტად კითხვებს ვუსვამდით ერთმანეთს, თუმცა მალევე ჩადგა ჩვენს შორის ისევ ის ნაცნობი სიჩუმე და კომფორტულად მოკალათდა. შემდეგი გაჩერება გოცირიძე იყო, მაშო კი მთელი ძალით აკვროდა კარს, არა ხომ აწერია ნუ მიეყრდნობითო არა?!
- თებეა, არა! ახლა შენ გააფრთხილებ რომ კარი გაიღება.
- თებეა, კარგი რა ის ხომ ასე უხეშად გელაპარაკა?!
აშკარად მეორე ფიქრმა სძლია პირველს და მეც არაფრის დიდებით არ ვთქვი - მაშო, მოცილდი კარს, ახლა გაიღება და გადავარდები. პირიქით თვალებგაფართოებული ველოდი სანახაობას.
კარი გაიღო და მაშოს საყრდენი გამოეცალა, ჰაერში გაიხლართა და რაღაც საოცარი ძალით ძლივს გადარჩა დანარცხებას უკვე ნახევრად გადავარდნილი.
- ერთით-ერთი, ჩავიბურტყუნე და კმაყოფილმა სიცილი ვერ შევიკავე, დანარჩენებიც ამყვნენ.
მაშო ძალიან ნელა იაზრებს ყველაფერს და ძლივს რომ გადახარშა რა მოხდა , ისეთი სიცილი მორთო სამივეს ხმა გადაფარა.
-თურმე სიცილიც შესძლებია, არც ისეთი საშინელია.. მოიცა მე რა დადებითი ემოციები გამიჩნდა მის მიმართ?!
აბა რა ვიცოდი ამ დღის შემდეგ ყოველდღე , რომ ასეთი სანახაობა არ მოგვაკლდებოდა მის ხელში.
განივს მივადექით და ჩვენი პირველი იმედგაცრუებაც გამოჩნდა, განივის ბიბლიოთეკა ყველაფერს ჰგავდა უნივერსიტეტის შენობის გარდა, ნამდვილად ეტყობოდა ასი წლის რომ ხდებოდა თსუ.
- უი მაღალკურსელებმა თქვეს რომ აქ ადრე მორგი იყო.
არ დააყოვნა ლილიანას კომენტარმა .
მე და სალიმ ერთმანეთს გადავხედეთ , შემდეგ ისევ ბიბლიოთეკას ,მაშოს რეაქცია არ ჰქონია. უკვე მის კიბეებზე ვიყავით , მაშო, რომ მოტრიალდა - უი გოგოებო აქ ადრე მორგი ყოფილა. ახლა უკვე მე , ლილიანამ და სალიმ გადავხედეთ ერთმანეთს და ვერ გაგვეგო გვეღადავებოდა თუ არ გვისმენდა წეღან.
ახლა უკვე ვიცით, ასეთია მაშო , სულ სადღაც დაფრინავს, ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთეჯერ გეტყვის ან გაგიბრაზდება არ გითქვამთო.
საგამოცდო ოთახში შევედით და ადგილები დავიკავეთ. გვერდზე რიგში ერთი გოგო იჯდა , ხომ პატარა ადგილია არა მაგიდა და სკამი?! მაგრამ ვერ ისვენებდა , აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ცქმუტავდა და ხან ვის გამოელაპარაკებოდა , ხან ვის. ახლა ჩემსკენ მოაბრუნა თავი და დაიწყო
- გამარჯობა, კარგად იცი ინგლისური, რა გქვია, სად ცხობრობ? პირველი თსუ გეწერა? უი რაღაც ველქამ ფართიაო და მოდიხარ?
ჯერ კარგად გავიაზრე გონებაში ყველა კითხვა და მერე ვცადე მეპასუხა
- გამარჯობა, თებეა მქვია, საშუალო დონეზე ვიცი, გლდანში ვცხოვრობ ,კი თსუ მეწერა .
- და ველქამი?
- ჯერ არ ვიცი.
- წამოდი რა , ამბობენ მაგარი ივენთიაო. მე კატო მქვია, აა გლდანში? მე ვაჟაზე ვცხოვრობ.
და თან ფეხი მეორე ფეხისკენ გააპარა გადასადებად.
- საბურთალოზე?
- ჰო ალბათ, ისე მე ლეჩხუმიდან ვარ, აქ ნათესავებთან ვიცხოვრებ.
დამკვირვებლის ხმამ მომზადებისკენ მოგვიწოდა და ტესტების დარიგება დაიწყო.
- შეგიძლია მაგიდა ცოტა მიწიო?
წინიდან ზღვისფერმა თვალებმა შემომანათა, სხვა დროს ცცხვირს ავაბზუებდი, რა ვეერ ეტევი თქო მივაძახებდი, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო , მისი ცისფეერი თვალებით, რომ უარი ვერ ვუთხარი.
( ახლაც ასე ჯადოსნურად მითრევს ნიას თვალები)
წერა დაწყებული გვქონდა, როცა დაგვიანებული ბავშვები შემოვიდნენ, მათგან ერთერთი ყველასგან გამოირჩეოდა. კი არ შემოვიდა შემოფარფატდა, ისეთი ნაზი იყო, მეგონა თუ სულს შეუბერავდი წაიქცეოდა.
( სულ ასე დადის ლილე, პეპელასავით აქეთ-იქით დაფარფატებს)
ტესტი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ადვილი როგორიც მეგონა, საათზე მეტი დამჭირდა დასაწერად. ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და გათვლით დავწერე რამდენიმე, არა ჰო სულ ერთ პასუხზე ჩერდება არა ეს გათვლა? ამიტომ თითო ტესტზე იმ ბიჭის სახელზე ვთვლი, რომელიც როდესმე მომწონდა .
არა ნამდვილად დათარსული ვარ, ყველა ბიჭის სახელი, ვინც მომწონდა გ- ზე იწყებოდა.
შენობიდან გამოვედით და ნაცნობი სახეები დავინახეთ, იმ კურსელების კურსის ჯგუფში ძალიან აქტიურები რომ იყვნენ. იქ იდგნენ ლილე, ნია და კატოც.
- გამარჯობათ, თქვენ ჟურნალისტები ხართ ხო?
- კი,კი ჩვენ ვართ. თქვენც ჩვენი კურსელები უნდა იყოთ.
- კი თებეა, ლილიანა, სალი და მაშო.
ისინიც სათითაოდ გაგვეცნენ და გადავწყვიტეთ მაღლივის ხიდზე გადავსულიყავით.
დაჟანგულ ხიდს ხავსად სიძველე მოსდებოდა, მაგრამ მაინც მედგრად აგრძელებდა ახალწვეულთა მიღებას. უამრავი თაობის ფეხქვეშ გაფენილს, სულ გასცვეთოდა ზედაპირი და ხედიც, რომელიც ერთ დროს ალბათ ლამაზი იყო, ბეტონის მონსტრებს ჩაეშთანთქათ.
საერთო ფოტო გადავიღეთ ისტორიას , რომ შემორჩენოდა. ამდენ გოგოში ერთი ბიჭი გვყავდა მხოლოდ, შიო, რომელიც ახლა ჩვენს თილისმად იქცა, ჩვენია , ძალიან ახლობელი. უზომოდ რომ გვიყვარს ყველას, მაგრამ ცხოვრებას ვუმწარებთ.
ხიდს იქეთ თსუ-ს კორპუსები დარჩა, აქეთ კი ჩვენ, პინგვინები( ასე ეძახიან პირველკურსელებს მაღალკურსელები) უამრავი მოლოდინით, მიზნითა და იმედით. აბა რა ვიცოდით თხუთმეტამდე პინგვინში ჩვენ შვიდნი თუ ასე მაგრად ჩავკიდებდით ერთმანეთს გულებს და შვიდ ბილიკს ერთ გზატკეცილად ვაქცევდით.
18 სექტემბერი,2017 წელი
გულისფანცქვალით დავასწარი მაღვიძარას გაღვიძება.
უნივერსიტეტის პირველი დღე იყო, სტუდენტობის დასაწყისი, ამბობენ ,რომ ცხოვრების ყველაზე ტკბილი პერიოდია ვითომ მართალია?!
ბანკეტის კაბა გამოვიღე , თმები დავიკულულე, მაკიაჟით ნამდვილი ხელოვნების ნიმუშიი შევქმენი ჩემს სახეზე და ციდან სამ მეტრებზე შევხტი. კარი გავაღე და უნივერსიტეტის გზას დავადექი.. ჰო, ჰო , კაით ახლა ცოოტა უკან გადავახვიოთ, ჯინსის შარვალი, ზოლიანი ზედა და კარგად საბაჯბაჯო ბათინკი მოვირგე, თმა ზერელედ დავივარცხნე და ხელოვნების ნიმუშის რა მოგახსენოთ, თუმცა ცოტა კიი მივიჯღაპნე სახე.
ახმეტელზე ისევ გლდანის სტუდენტობა შევიკრიბეთ , ახლა უფრო მეტად გავიხსენით , დასწყევლოს ღმერთმა სადაა ის უხერხული სიჩუმე? ენა არ გაგვიჩერებია.
- ვითომ ის მოძონძღილი, ცოტა მახინჯად სიმპატიური ბიჭი ჩვენ გვისმენს?
ლილიანმა თვალით გვანიშნა ჩვენს წინ მდგომზე, ხომ გვითხრა ჩუმად გახედეთო ?! მაგრამ არა სამი თავი ერთდროულად მოვაბრუნეთ და 8 თვალი შევანათეთ, რვა იმიტომ, რომ მაშოს სათვალე უკეთია.
- რანაირად მოგეწონა ეს გორილა?
გორული მტკიცე ტონით შებუზღუნა სალიმ
და სიცილი ატეხა.

- აი მე რომ მომწონს ლადო, სულ სხვანაირად სიმპატიურია. საშუალო სიმაღლის და ტანის, ჩემზე დიდი ასაკით და საერთოდ გორში ყველაზე სიმპატიურია. მერე ფოტოც გვაჩვენა.
- ნუუ შენ და ლილიანს ერთნაირი გემოვნება გქონიათ, ვერ შევიკავე თავი.
- აუუჰ, მეორე პიტი,არაა დეპი არაა მეორეე .... აუჰ კაი ჰა გიაა ჯაჯანიძე, ამისთანა მურთხი, გორილასთვის როგორ გაგიმეტო ეს ჩვენი მოციცქნული გოგოა ჰა.
გულწრფელად აღელდა მაშო და პანიკა დაეწყო. კიდევ კარგი რუსთაველი იყო უკვე და მეტროდან გასვლა გვიწევდა.
ავტობუსების გაჩერებასთან მისულებს 150 ნომეერი ავტობუსი დაგვხვდა მოსული, მახსოვდა, რომ არ მიდიოდა ეს ჭავჭავაძეზე, მაგრამ მაშომ აიტეხა გინდა თუ არა მიდისო და ძალით აგვყარა. ასე აღმოვჩნდით არასწორ დროს არასწორ ავტობუსში. დროულად მივხვდით და ძლივს გამოვაღწიეთ ხალხში მოყოლილებმა. მერვე კორპუსის კართან აქოთქოთებული ნია შეგვხვდა
- ეს რუსთავის ტაქსები ხომ წესიერად ვერ მოგემსახურებიან, არა რანაირად მოღოღავდა?! საუკუნით ადრე უნდა ჩაეწერო ადგილი რომ შეგინახოს და კონდიციონერის ჩართვაც არ უნდა , ან აქედან რა გავიგო ახლა საიდან გადიან.
- აბა ნია ღრმად ისუნთქე და შევიდეთ, თორემ უარესად ვაგვიანებთ.
დარბაზში ავედით და თავისუფალი ადგილებისკენ დავიძარით, ლილე და კატოც იქ ისხდნენ.
- ახლა თსუ-ს ჰიმნს მოვუსმინოთ და ავყვეთ, გაისმა ხმა.
მოსმენილი გაქვთ ეს ჰიმნი? თუ არა მაშინ ვერ მიხვდებით რამდენად წარმოუდგენელი რამ გვთხოვეეს.
- თქვენ მეასე წელს ჩარიცხული თაობა ხართ. დიახ ის სტუდენტები ვართ, რომლებიც უნივერსიტეტის ასი წლის თავზე ჩავირიცხეთ, საუკუნე გავიდა და თითქოს ისტორია მეორდებოდა, უამრავი სტუდენტი აბიჯებდა იქ სადაც საუკუნის წინ მისი დამაარსებლები მიდი-მოდიოდნენ.. იქნებ ათასჯერ გავლილ დერეფანში, გადაღლილი რომ შემხვედრ კედელს მივეყრდნობით, ერთ დროს თავად ჯავახიშვილი ეყრდნობოდა მას. ამ უნივერსიტეტს ჩვენზე მეტი უნახავს და მოუსმენია, მდუმარედ ახერხებს მოჰყვეს მისი საუკუნოვანი ისტორია.
შეხვედრა დასრულდა, ლექცია-სემინარებს მომავალი დღიდან დავესწრებოდით.
- მოდით ჩემთან წავიდეთ და პიცა გავაკეთოთ.
შემოგვთავაზა ლილიანმა.
- ჰო, თან ლეკას კონიაკი მაქვს .
- მე და ლილე მეერე ვეღარ წავალთ , რუსთავში და ეს საგურამოში.
- იცით , ჩემი დივანი იშლება და ნუ ახლა არც ჩასუქებულები ხართ ამიტომ დაეტევით.
- მე ვაჟაზე უნდა გამოვიდე მერე.
- კატო შენც დაგატევთ და საერთოდ მოდი მოვაწყოთ პინგვინ წვეულება, ყველა ჩემთან ვრჩებით, უარი არ განიხილება.
ასე აღმოვჩნდით ჭავჭავაძედან გლდანში.
- დასაწყისისთვის ჩატი ხომ არ შეგვექმნა შვიდეულის?
- საოცარი იდეაა ლილიან.
- რა დავარქვათ?????
- ჟურუები!
სანამ ლილიანა პიცას ამზადებდა, მე სალათს ვჭრიდი,რომელშიც გამუდმებით ცდილობდა მაშო ძეხვის ან ყველის ჩაყრას მე კი გამუდმებით ვუჭერდი ხელებს. ნია პიცისთვის განკუთვნილ ძეხვს იპარავდა და უკვე ნახევარი შეეჭამა, სალი მზესუმზირას მიირთმევდა და გვაკრიტიკებდა
- რანაურად დაჭერი?
- რატო დადე ასე?
ლილე ჩვენი შემხედვარე ჩვეული ჩუმი კისკისით დაგვცინოდა და თან ყავას აკეთებდა.
კატო კი ტელეფონში ჩამძვრალიყო, ჯერ დაჩექინდა, თუმცა მაინც არ ამოძვრა, ათას ვინმეს სწერდა და ათასი ადამიანის ამბავს არკვევდა.
სალათის დასრრულების შემდეგ ფანჯარასთან მივედი და ხედს გავხედე,თუმცა ბეტონად ქცეულ თბილისში რთულია რამე სხვა დაინახო. წინა კორპუსი მეცნო
- ლილიან , რომელი კორპუსია შენს წინ?
- მეხუთე
მერე ფიქრებში ავიხლართე, მოგონებებში ჩავიკარგე და თითქოს კადრებად გადამურბინა წარსულმა.
- რა ხდება თებეა? ნიას ხმამ დამაბრუნა რეალობაში.
- ამ კორპუსში გუგა ცხოვრობს.
- ვინ არის გუგა ?
- ჩემი ყოფილი შეყვარებულია. ო, ღმერთო როგორ ვერ ვიტან სიტყვა ყოფილს. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ყოფილი? ის ადამიანი რომელიც ოდესღაც გიყვარდა, შეს ადამიანად მიგაჩნდა და მასზე ფიქრით გქონდა თავი გამოტენილი. არ მჯერა ასეთი ადამიანების წარსულში ჩატოვების. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან , გონებაში დასახლებულნი და მაშინ გვახსენებენ თავს , როვა სრულიად დავიწყებას არიან მიცემულნი.



№1 სტუმარი wqe

კარგი იყო,ძალიან ვისიამოვნე

 


№2  offline წევრი judi N

wqe
კარგი იყო,ძალიან ვისიამოვნე

ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№3 სტუმარი anuchkj

Shemdgs rodis dadeb?mainteresebs chveni shvideulis ambavii

 


№4  offline წევრი judi N

anuchkj
Shemdgs rodis dadeb?mainteresebs chveni shvideulis ambavii

დევს შემდეგი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent