შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეწილე (თავი 1 )


14-09-2018, 01:05
ავტორი teengirllove
ნანახია 2 016

უზარმაზარი სახლის წინ,სადაც უამრავი ხალხი შეკრებილიყო ,მოწყვეტით შემოვარდა შავი მანქანა ,ბრბო გააპო და იქვე გაჩერდა .
-ეს ვინაა? - გადაუჩურჩულა იქვე მდგომმა კაცმა მეორეს
-არ ვიცი ,ალბათ ნათესავია -
ცოტახანში კარებიც გაიღო,ჯერ შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ,ხოლო შემდეგ ქალის სილუეტი გამოჩნდა .
მანქანიდან მაღალი, შავგვრემანი ქალი გადმოვიდა ,ტანს შავი მოტკეცილი ,მოკლე კაბა ემოსა ,ცხვირზე სათვალე დაეკოფსა ,ხოლო თავზე შავი ,,შლიაპა" ეხურა ,წაბლისფერი თმა მხრებზე დაეყარა ,შავი კლაჩი ხელებს შორის მოექცია ,გადმოსვლისთანავე თვალი მოავლო იქ შეკრებილ საზოგადოებას ,შემდეგ კარები მიხურა და ბრბოში გაიკვლია გზა .
კაკუნით მიაბიჯებდა უზარმაზარი ეზოს ,ქვით მოკირწლულ ბილიკზე ,ხალხის გაკვირვებულ მზერას აიგნორებდა და თავაწეული ,ამაყი მზერით მიიწევდა წინ .
ღია კარებში ისე შეაბიჯა გვერდზეც არ გაუხედავს ,გეზი კიბეებისკენ აიღო,თითქოს აქ უკვე ნამყოფიაო, თამამად აიარა კიბეები,რატომღაც არავის შეუჩერებია ,ვიწრო დერეფანი გაიარა და ყველაზე ბოლოს არსებულ კარებთან შეჩერდა.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ცოტანს ასე იდგა,გულ-მკერდი აუდ-ჩაუდიოდა გახშირებული სუნთქვისგან,ხელები მოისრისა ,თავი ამაყად ასწია და დაუკაკუნებლად ჩამოსწია სახელური.
-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას - მშვიდი ხმით მიუგო იქვე ,უზარმაზარი სამუშაო მაგიდის წინ მჯდარ მამაკაცს ,რომელიც გაკვირვებული უყურებდა . ქალს ეშმაკურად ჩეღიმა ,მაგიდასთან მივიდა და იქვე მდგარ სკამზე დაუკითხავად ჩამოჯდა ,ფეხი ფეხზე გადაიდო ,ხელები მუხლებზე დაიდო კლაჩთან ერთად ,სათვალე მოიხსნა და შავი თვალები დაბნეულ მამაკაცს მიაპყრო,რომელსაც უჭირდა ქალის ფეხებისთვის მზერა აერიდებინა,ბოლოს როგორც იქნა მოახერხა
-გმადლობთ. ვინ ბრძანდებით?
-მე ლილიანა იოსებიძე ვარ -ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად ,მამაკაცმაც უმალ შეახო მისი გრძელი თითები
-სასიამოვნოა ,მაპატიეთ ვერ გცნობთ - ხელი მოაშორა და სავარძელში გადაწვა
-არაუშავს ,დღეიდან აღარ დამივიწყებთ -ტუჩის კუთხე ჩატეხა და უტეხად მიაჩერდა თაფლისფერ სფეროებს,კაცს გაეღიმა
-ნუთუ? ასეთი ვინ ხართ?
-უკვე გითხარით ჩემი სახელი და გვარი, აქ თქვენს გასაცნობად მოვედი ბატონო ნიკოლოზ ,იმედია არ მიწყენთ დაუკითხავად ,რომ შემოგეჭერით
-სხვა დროს ნამდვილად გავკიცხავდი ნებისმიერს ამის გამო,თუმცა თქვენ გაგიმართლათ -კიდევ ერთხელ აათვალიერა და მზერა სხვა რამეზე გადაიტანა-მაგრამ იქნებ უფრო კონკრეტულად მითხრათ ,რამ შეგაწუხათ,არამგონია მარტო მოსასამძიმებლად მოსულიყავით
-დიახ ,ამისთვის ნამდვილად არ მოვსულვარ,აქ თქვენს სანახავად მოვედი ,მინდოდა ჩემი მომავალი მეწილე გამეცნო
-მეწილე? -სიცილი აუტყდა კაცს - ალბათ უფროსი გინდოდათ გეთქვათ ,დიახ მე ჩავუდგები მამაჩემის კომპანიებს სათავეში და მე ვიქნები თქვენი უფროსი - სერიოზული სახე მიიღო
-არა ,მე ზუსტად ის ვთქვი რისი თქმაც მინდოდა - მტკიცედ მიუგო ქალმა -მე თქვენი მეწილე ვარ -
კაცს განცვიფრება დაეტყო ,ყელზე მიბჯენილი ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა ,წინ გადმოიხარა და ქალს სახეზე დააკვირდა
-რაღაც გეშლებათ ლილიანა ,მამაჩემს ამ საქმეში არანაირი მეწილე არ ყოლია
-ეს თქვენ გეშლებათ,მე ვარ მამათქვენის და ახლა უკვე თქვენი მეწილე ,გილოცავთ დღეიდან ჩემთან ერთად მუშაობა მოგიწევთ, იმედი მაქვს საქმეში არ გამაწბილებთ
-მამაჩემს მეწილეები არ ჰყავდა! -კბილებს შორის გამოსცრა - ასე რომ იყოს მეცოდინებოდა !
-როგორც ჩანს მამათქვენი საქმის კურსში არ გაყენებდათ -ჩეღიმა ქალს ,შავი თვალები რისხვით მიაპყრო - მე ვარ ამ კომპანიების აქციების 50 % -ის მფლობელი,ეს სახლიც ნახევრად მე მეკუთვნის ,ახლა სამძიმარი გაქვთ ,როდესაც ეს ამბები ჩაივლის საცხოვრებლად აქ გადმოვალ - ამაყად მიუგო ,ფეხზე წამოდგა და სათვალე გაიკეთა
-რა სისულელეებს როშავთ ! - მამაკაციც უმალ წამოიმართა -რა სახლის და აქციების მფლობელობაზეა საუბარი,ამის შესახებ არაფერი მსმენია ,თქვენი არ მჯერა !
-მალე დაიჯერებთ ,მამათქვენმა აქაურობა და აქციები გარდაცვალებამდე მომყიდა ,საბუთები ხელთ მაქვს ,ოფისში განვიხილავთ ამ ყველაფერს
-მოვითხოვ ადვოკატმა გადახედოს საბუთებს!
-დიახ ,არანაირი პრობლემა არ იქნება - გაუღიმა -კარგად ბრძანდებოდეთ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ბატონო ნიკოლოზ ავალიანო -მისი სახელი და გვარი მკაფიოდ გამოთქვა , ჩანთა აიღო და თეძოების ქნევით დატოვა კაბინეტი ,კაცმა ხარბად ააყოლა მის სხეულს თვალი,შემდეგ კი გაბრაზებულო და დაბნეული ჩაესვენა სავარძელში.

**
-რა ქენი? -ჭაღარა კაცი მაშინვე შეეგება სახლში შესულს
-მოვინახულე ,ნეტავ განახა რა სახე ჰქონდა ,მიცვალებულ მამაისს დაემსგავსა -ლილიანას სიცილი აუტყდა ,ქუდი იქვე მდგარ დივანზე მიაგდო ,გასაღების მას მიაყოლა ,ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხშიშველი გაემართა სამზარეულოსაკენ
-აბა რა გეგონა ,სიხარულით დაგითმობდა ავალიანების იმპერიას? -ირონიულად ჩაეღიმა მამაკაცს
-რა თქმა უნდა არა -ქალმა ჭიქაში ღვინო ჩამოასხა ,ერთი კაცს გაუწოდა მეორე კი თვითონ მოიყუდა და ასე ჩაესვენა სავარძელში - ზეგ გადავალ მათთან
-შვილო ეს მართლა გინდა? მგონი მათთან ცხოვრება უკვე ზედმეტია -დაბნეული თვალები მიაპყრო
-შენ გგონია მე მიხარია იმ ცხოველის სახლში, რომ ვიცხოვრებ მის მემკვიდრეებთან ერთად? რა თქმა უნდა არა ,მაგრამ საქმეს ასე სჭირდება - თვალები მოჭუტა და ჭიქა მოიყუდა - პასუხს აგებენ ყველაფერზე
-ლილიანა ,ფრთხილად იყავი შვილო
-ნუ ღელავ მამა ,ყველაფერს ვაკონტროლებ,ყველაფერი ისე იქნება როგორც მოვინდომებ ! -ამაყად თქვა ,შავი სფეროები მამაკაცს მიაპყრო და გაუღიმა -გაგვიმარჯოს -მისი ჭიქა კაცისას მიადო და კმაყოფილმა გამოცალა

**
-სასწრაფოდ ,სასწრაფოდ მოიძიე ინფორმაცია ლილიანა იოსებიძეზე ! -ყვირილით შევარდა ნიკოლოზ ავალიანი ერთ-ერთ ოთახში
-რა ხდება? - ფეხზე წამოიმართა იქვე მჯდარი მამაკაცი
-გააკეთე რასაც გეუბნები ! ლილიანა იოსებიძე ,ხუთ წუთში მასზე ყველაფერი უნდა ვიცოდე ,გასაგებია?! -გამაბრთხილებლად გადახედა კაცს და სწრაფად დატოვა ოთახი..
-ნიკა რა ხდება ძმაო? -შეშფოთებული შეყვა კაბინეტში უმცროსი ძმა
-ბექა ახლა შენი თავი არ მაქვს ,გთხოვ დამტოვე -უხეშად უთხრა და სავარძელში ჩაესვენა ,საჩვენებელი და ცერა თითი თვალებზე მიიჭირა
-ნიკა ,მოვითხოვ ყველაფერი მითხრა ! -არ ნებდებოდა მამაკაცი,ნიკოლოზმა ღრმად ამოიხვნეშა ,საზურგეს მიეყრდნო და ძმას ხელით ანიშნა დამჯდარიყო ,ისიც უმალ ჩამოჯდა იქვე მდგარ სკამზ
-იცოდი ,რომ მამას მეწილე ჰყავდა ?
-არა ,როგორც ვიცი მარტო მუშაობდა -მხრები აიჩეჩა კაცმა
-როგორც ჩანს არა , მამაჩვენს სიკვდილამდე აქციებისა და სახლის 50% მიუყიდია ვინმე ლილიანა იოსებიძისათვის ,დღეს მომაკითხა სახლში ,მომისამძიმრა და ახალი ამბავიც მახარა -ხელები მოისრისა,თვალებიდან ნაპერწკლებს ყეიდა ,ცოტაც და ყველაფერს დალეწავდა
-პირველად გავიგე ,აქამდე არასდროს უხსენებია
-იმ ქალს ჩემს ქონებას არ დავუთმობ,მამაჩემის ნაწვალებს მას არ მოვასპობინებ და არც ჩემს სახლში ცხოვრების უფლებას მივცემ !
-საბუთებს კარგად უნდა გადავხედოთ, ყველაფერი კარგად უნდა გავარკვიოთ ძმაო,ასე ჰაერზე გამოჩენილ მეწილეს ვერ ვენდობით
-ვიცი,ცოტახანში პაატა მაგ ქალზე ინფორმაციას შემომიტანს -სიტყვა არ ქონდა დამთავრებული კარები ,რომ ახალგაზრდა კაცმა შემოაღო
-შეიძლება?
-შემოდი პაატა ,აბა რა ხდება?
-ასეთი არაფერი მინახავს ნიკა,ამ ქალზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს -
-როგორ ,სულ არაფერი? -გაოგნდა მამაკაცი
-მხოლოდ მცირედი
-ის მცირედი მითხარი მერე ,რას ელოდები
-კარგი..მოკლედ ლილიანა იოსებიძე ,დაიბადა თბილისში ,მისამართი უცნობია ,ოჯახზე ინფორმაციაც უცნობია ,დაბადების თარიღი 1995 წლის 15 მაისი
-სულ ესაა?
-სულ ესაა ,მეტი არაფერია
-ჯანდაბა ! -დაიღირნა -კარგი პაატა თავისუფალი ხარ -კაცი ოთახიდან გაუშვა და ძმას მიუბრუნდა -ეს ამბავი არ მომწონს ძმაო
-არც მე ..

smile smile დავბრუნდიი..კაი იყო დასვენება smiley smiley მოკლედ,ველი თქვენს შეფასებებს



№1  offline მოდერი LurjTvala demoni

არ გეკადრება, აი ესეთი პატარა შენ არ გეკადრება.
დიდი მინდოდა, უფრო დიდი და გემრიელი. მაგრამ ვიმედოვენბ რომ შემდეგში გამოასწორებ. რაც შეეხება ლილიანას, დიდი არაფერი ეწერა მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო, მომწონს მე ეგ ამაყი გოგო. ნიკუშაზე რა გითხრა, სახელიც საკმარისი იყო რომ შემყვარებოდა. ხომ იცი არა, მიყვარს მე ნიკუშა ❤
ჩემი ნიკუშა ❤
შენ კიდევ საოცრება ხარ, რამდენჯერ გითხრა ეს?
მოკლედ სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს ❤

 


№2  offline წევრი teengirllove

gogona migraciidan
არ გეკადრება, აი ესეთი პატარა შენ არ გეკადრება.
დიდი მინდოდა, უფრო დიდი და გემრიელი. მაგრამ ვიმედოვენბ რომ შემდეგში გამოასწორებ. რაც შეეხება ლილიანას, დიდი არაფერი ეწერა მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო, მომწონს მე ეგ ამაყი გოგო. ნიკუშაზე რა გითხრა, სახელიც საკმარისი იყო რომ შემყვარებოდა. ხომ იცი არა, მიყვარს მე ნიკუშა ❤
ჩემი ნიკუშა ❤
შენ კიდევ საოცრება ხარ, რამდენჯერ გითხრა ეს?
მოკლედ სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს ❤

მალე დავდებ სიხარულო..ვიცი რო არ მეკადრება მარა ხოიცი რა პერიოდი მაქ , ფაქრიურად თავის მოსაფხანი დრო არ მაქ ,ბოდიშს ვიხდი ამისთვის ,ვეცდები გავადიდო :)))

 


№3  offline წევრი teengirllove

დარინა
უკვე მომწონს წინ მაგარი ამბები გველოდებააა, ამ შემთხვევაში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნიკოლოზს. შურისძიება ზოგადად არ მიყვარს რაც არ უნდა დამნაშავეიყოს ადამიანი ოველთვის კანონის მომხრე ვარ, ხოა მშობლების ცოდვაც შვილებზე არ გადადის, ნიკოლოზს ხელი არ უნდა დაედოოს :D

მეც კანონის მომხრე ვარ საყვარელო :)) მაგრამ ლილიანა? ამას შემდეგ გავიგებთ :) ნიკას რაც შეეხება ,კაცია და ტკივილს გაუძლებს იმედია..მოკლედ ახლა ვერ ვიტყვი ყველაფერს ,იმედი მაქვს შემდეგი თავებიც დაგაინტერესებს

 


№4 სტუმარი სტუმარი დეფნე

მომწონს უკვე და ველოდები შემდეგ თავს. იმედია ყოველ დღე დადებ.

 


№5  offline წევრი teengirllove

სტუმარი დეფნე
მომწონს უკვე და ველოდები შემდეგ თავს. იმედია ყოველ დღე დადებ.

vecdebi yovel dge davdo ..mixaria rom mogwons

 


№6  offline წევრი ნეფერტარი

მანქანა ბრბოში რომ შევარდნილიყო, შუაზე კი არ გააპობდა, ერთ ათეულ ადამიანს გადასრისავდა და თავადაც ამობრუნდებოდა.

შინაარსს უსმინეთ, დასაწყისს არაუშავს რა.

 


№7  offline წევრი teengirllove

ნეფერტარი
მანქანა ბრბოში რომ შევარდნილიყო, შუაზე კი არ გააპობდა, ერთ ათეულ ადამიანს გადასრისავდა და თავადაც ამობრუნდებოდა.

შინაარსს უსმინეთ, დასაწყისს არაუშავს რა.

kai gavitvaliswineb , awin gavasresieb :))))

უცნაური მე
კარგი დასაწყისია. კარგია რომ დაბრუნდი..
ხოო.. ლილიანას შურუსძიების გეგმა არ მომწონს :დდ
წინ დიდი ამბები გველის დარწმუნებული ვარ და ველოდები ახლა, უფრო დიდ და ინფორმირებულ თავს ❤️

madloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent