მგზავრები
საფრანგეთის საემიგრაციო ბანაკის მიმართულებით, რომელიც ნახევრად გადაქცეული იყო მოხუცთა თავშესაფრად, მიემართებოდა ავტობუსი. რომელსაც წინ დიდი,მოსაწყენი და მთიანი გზა ელოდებოდა. ავტობუსში იმყოფებოდნენ მგზავრები და მისი დაძვრიდან რამდენიმე საათი თითქმის არცერთი იღებდა ხმას. საემიგრაციო ბანაკამდე დაახლოებით ორი საათის გზა იყო დარჩენილი როდესაც გზად მეწყერი ჩამოწვა და გადაიკეტა. უბედურება კიდევ ის იყო რომ იმდენად ვიწრო იყო მოცემულ ადგილას გზა რომ მძღოლს არ ეძლეოდა საშუალება ავტობუსი რომ მოებრუნებინა,რის შედეგადაც შეწყვიტა მოძრაობა. მგზავრებმა პირველად ამოიღეს ხმა და გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება მომხდარის შესახებ. მძღოლი ცდილობდა დაემშვიდებინა მგზავრები და აეხსნა რომ სამაშველო სამსახურს მოცემული ადგილიდან ვერ დაუკავშირდებოდა კავშირის უქონლობის გამო. და არწმუნებდა რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა უმოკლეს დროში სამაშველო სამსახური და მოახდენდნენ მგზავრების ტრანსპორტირებას. მგზავრებში შიშს ის ფაქტი იწვევდა რომ თითქმის უკვე დაბნელებულიყო და გარშემო მხოლოდ ტყე და მთები მოჩანდა. ერთ-ერთმა წინ მჯდომმა მგზავრმა გადაწყვიტა სიტუაცია დაემშვიდებინა. დაწყნარდით! მსგავსი მოვლენები ხშირად ხდება. პანიკა არაფერს მოგვიტანს.კავშირი არარის და შესაბამისად ინტერნეტიც არ იჭერს. ვფიქრობ ისღა დაგვრჩენია ვისაუბროთ რამე პოზიტიურზე, გავიცნოთ ერთმანეთი, დროც გავა და სამაშველო ჯგუფიც მოვა. ბოლო სავარძლიდან ხანში შესულმა მამაკაცმა მიუგო. მისმინე ალჟირიელო! ვნახოთ ერთი რამდენ ხანს გასტანს შენი გმირობა. იცი შენ რომ გარშემო ათასი ნადირია? აი უსმინე მგლები ყმუიან. მაშველების მოსვლამდე თუ მოგვიახლოვდნენ ვნახავ რამდენად პოზიტიური იქნები. წინ მჯდომი ფეხზე წამოდგა და ხანში შესულ მამაკცს დაბალი ტონით მიუგო. მე მაროკოელი ვარ და არა ალჟირიელი აი თქვენ კი გეტყობათ რომ ფრანგი ხართ და თანაც... დიახ მე მე ფრანგი ვარ და დაასრულეთ წინადადება თუ შეიძლება რა თანაც?! საუბარში მის გვერძე მჯდომი ახალგაზრდა ჩაერთო რომელიც რუსეთიდან იყო. მეგობარო გეთანხმები სულაც არ აქვს მნიშვნელობა ალჟირიელი იქნები თუ მაროკოელი. ამ კაცს ნუ უსმენ და მის პროვოკაციაზე ნუ წამოეგები. ამ გზაზე ხშირად დავდივარ და უკვე მეორედ მხვდება ეს კაცი. ამბობენ მეუღლე ყავს რომელსაც ქონება მოპარა, ბარებში დაძრწის ყოველდღე, ავანდმყოფი მეუღლე კი მოხუცთა თავშესაფარში გაისტუმრა. მოხუცმა ფრანგმა ამოიღვნეშა და თავის ჩანთას ხელი მოუჭირა. დანარჩენი მგზავრების ნახევარი მათ საუბარს ისმენდა მეორე ნახევარი კი ფანჯრიდან თავს არ წევდა იმის მერე რაც მოხუცი ფრანგისგან მგლების შესახებ შეიტყვეს. უეცრად არცთუისე ახლო მთიდან შუქი გამოჩნდა, რომელიც ინდოელმა მგზავრმა შენიშნა. სიხარულისგან წამოხტა. აი აი შეხედეთ მაშველები მოდიან. მგზავრების უმრავლესობის ამოსუნთქვის ხმა ერთდროული იყო. არა ეს სამაშველო ჯგუფი არარის ეს მონასტერია. მიუგო მძღოლმა. მოხუცი ფრანგი გვერძე მჯდომ რუსს მოუტრიალდა და უთხრა: თქვენ რუსები ხომ ქრისტიანები ხართ გაუყევი გზას მონასტრისკენ და პოლიციაში დარეკე აბა ალჟირიელი ხომ არ წავა კათოლიკურ მონასტერში? უი ბოდიში მაროკოელი. დიახ ჩვენ ქრისტიანი მართმადიდებლები ვართ მაგრამ გთხოვთ შეწყვიტოთ სისულელების როშვა მონასტერი ძალიან შორს არის და თანაც კავშირი მონასტრისკენაც არარის. მონასტერში არ წახვიდე რუსო შეიძლება დაგაყაჩაღონ ჯობია აქ იყო აქ საფრთხე არ გემუქრება. თვით დაჯერებული ინტონაციით წარმოთქვა ახალგაზრდა ფრანგმა რომელმაც მთელი გზის მანძილზე პირველად ამოიღო ხმა. მართლა დააყაჩაღებენ?! იკითხა შეშფოთებულმა ინდოელმა. მოხუცმა ფრანგმა ინდოელს სარკაზმული ინტონაციით უპასუხა: შენ თუ წახვალ არ დაგაყაჩაღებენ. ეს რელიგიის შეურაწყოფაა! რატომ ფიქრობთ რომ ვინმეს დააყაჩაღებენ? თქვენთვის ხომ მონასტერი წმინდა ადგილია ასე არარის? აღელვებულმა მაროკოელმა იკითხა და დაუბრუნდა თავის ადგილს. მე გიპასუხებ მაროკოელო მიუგო ახალგაზრდა ფრანგმა. მე ათეისტი არ ვარ. მწამს რომ სამყარო არც თავისით შექმნილა და არც ადამიანის ხელით მაგრამ თუ ვინ ან როგორ წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენი კათოლიკე სასულიერო პირები სიკეთეს ქადაგებენ და ამბობენ რომ გაჭირვებულს ხელი უნდა გავუწოდოთ. მაგრამ ნანახი გაქვთ მათი სახლები? შთაბეჭდილება მრჩება თითქოს საწყალ გაჭირვებულებს პირიქით ართმევენ. ამიტომ საერთოდ არარის ჩემთვის გამორიცხული რომ ვინმე დააყაჩაღონ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არა რელიგიის შეურაწყოფა. ამასობაში რუსი ანერვიულდა და ახალგაზრდა ფრანგს მიუგო. შენი განსასჯელი არარის თუ ვის როგორი სახლი აქვს. მეც არ მომწონს მსგავსი რამ მაგრამ ვიცი რო მათ ღმერთი განსჯის! და საერთოდ შეწყვიტეთ ამაზე საუბარი ეს მკრეხელობაა. მკრეხელობა... მკრეხელობაა... წაიმღერა მოხუცმა ფრანგმა. ამასობაში, აფრიკელ მგზავრს გაეღვიძა და როდესაც მოახსენეს თუ რა მდგომარეობაში იყვნენ მან თავი გადახარა და კვლავ ძილი განაგრძნო. მოხუცმა ფრანგმა ხელი აფრიკელისკენ გაიშვირა. შეხედეთ! აი აფრიკელს სულ არ ანაღვლებს თუ რა მოუვა. ისინი მსგავს ტყეებს შეჩვეულნი არიან. ნეტავ მეც ასე მაგრძნობინა თავი როგორც საკუთარ სახლში. მგზავრთა უმრავლესობას გაეღიმა. ახალგაზრდა ფრანგმა მოხუცს სიძულვილის თვალებით შეხედა და უთხრა: მძულხართ! ამაზე კომენტარი არავის გაუკეთებია. სანამ ავტობუსში დავსხდებოდით ჩვენ გზაში გავიცანით ერთმანეთი ამ აფრიკელს ჯელანი ჰქვია. წითელ ჯვარში მუშაობს და თავშესაფარში ტანსაცმელი მიაქვს. თავიდანვე ეტყობოდა რომ დაღლილი იყო. დაასრულა ინდოელმა თქმა და ჯელანის ქურთუკი ამოუდო თავთან. რუსმა თითქოს სიხარულით წარმოთქვა: რა საინტერესოა დამთხვევაა სხვადასხვა ერის რომ ვართ. საფრანგეთში ეს საერთოდ არ მიკვირს მაგრამ, აქ ამ შემთხვევაში... ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია ავტობუსში ამოსვლისას. რას გვიმზადებს ნეტავ ღმერთი საინტერესოა. მოხუცმა თავის გაქნევით წარმოთქვა: ღმერთი, ღმერთი... არ შეიძლება ხალხმა რომ დაივიწყოთ ეს სიტყვა?! არარსებობს არანაირი ღმერთი! სირცხვილია ახალგაზრდა ხარ გაერთე, ქალები შეაბი, ღვინო დალიე, რა ღმერთი?! შენი ასაკის რომ ვიყავი საწოლში სამ ქალთან ერთად მეღვიძებოდა. სიცილით წარმოთქვა ბოლო სიტყვები მოხუცმა. ახალგაზრდა ფრანგმა ხელზე ნიკაფი ჩამოდო და თქვა: როგორ მინდა ვიცოდე რომელს უნდა გეთანხმებოდეთ ამ მოხუცს თუ თქვენ რუსო... დაბნეულმა მაროკოელმა: თქვენ რა ღმერთის არ გწამთ ხალნხო? ოო ალაჰ ალაჰ... მოხუცმა ჩაიცინა და თქვა: ეს პოტენციური ტერორისტი რომელ ღმერთზე გვესაუბრება? მაროკოელი წამოხტა და მოხუცს მუქარით უთხრა: თქვენ ეხლა იცით რას გიზამთ?! მოხუცმა ამგდები ინტონაციით უპასუხა: მიდი მიდი აფეთქდი გელოდები ჰაჰაჰა აი ამას ვამბობდი ზუსტად ხალნხო. მაროკოელი წამიერად გაქვავდა და უეცრად თითქოს შერცხვენილის სახე მიიღო და დაუბრუნდა ადგილს. ახალგაზრდა ფრანგმა მაროკოელს უთხრა: დამშვიდდით, ემოციებს ნუ აყვებით. მესმის თქვენი მდგომარეობა. მართალია ყველა მუსლიმი არარის ტერორისტი ეს ხომ სისულელეა. უბრალოდ ფაქტი, ისარის რომ დღემდე, თუ კი ვინმე ტერორისტი ყოფილა, თითქმის ყველა თქვენი რელიგიის წარმომადგენილი იყო. მაროკოელი თავის დაკვრით დაეთანხმა ახალგაზრდა ფრანგს. შემდეგ მიტრიალდა და თითქოს ცრემლს იწმენდდა... არა ამდენი აღარ შეიძლება! ღმერთოჩემო სადარიან ამდენ ხანს?! წამოიყვირა შეწუხებულმა მოხუცმა. ახალგაზრდა ფრანგმა ამდროს ჩაიცინა.ინდოელმა ჰკითხა მოხუცს: თქვენ რა ღმერთის გწამთ? რეებს ბოდავ ინდოელო?! შენღა მაკლდი ახლა... უპასუხა მოხუცმა.რუსმა ღიმილით გახედა მოხუცს და უთხრა: ძალიან მაინტერესებს რა გაქვთ ამ კეისის მაგვარ ჩანთაში? არამგონია მეუღლისთვის ამ კეისით ხილი ან წამლები მიგქონდეთ. მოხუცმა ჩანთა იდაყვში ამოიდო და გაბრაზებული სახით მიუგო რუსს: იცით? საერთოდ არარის თქვენი საქმე მე რა მიმაქვს! და კი! თუ ძალიან გაინტერესებთ, დიახ! წამლები მიმაქვს! ახალგაზრდა ფრანგმა ჰკითხა რუსს: თქვენ ალბათ იმ მონასტერში მიდიხართ შუქი საიდანაც მოჩანს. მართალი ვარ? - დიახ, დიახ. მაგრამ საიდან მიხვდით? - თქვენ მოხუცთან საუბრისას აღნიშნეთ რომ მონასტრისკენაც არარის კავშირი და ისიც თქვით რომ ხშირად დადიხართ ამ გზით. თან ყველაზე ხშირად ღმერთს თქვენ ახსენებთ. - დიახ აბსოლიტურად მართალი ბრძანდებით. - იცით რა მაინტერესებს რუსო? ხშირად ვფიქრობ არსებობს თუ არა ჭეშმარიტება,სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ან თუნდაც საერთოდ რისთვის ვარსებობთ. თქვენ ამ კითხვებზე დარწმუნებული ვარ ბიბლიიდან გექნებათ პასუხები მაგრამ, ოდესმე თქვენთვის საწინააღმდეგო პოზიციიდან თუ დაფიქრებულხართ ამ ყველაფერზე და რა პასუხი მიგიღიათ? რუსი ამ კითხვის მოსმენისას ძალიან აღელვდა და თითქოს დათრგუნული ხმით უპასუხა: მე იძულებული ვარ ღმერთის მწამდეს. ეს არის ჩემთვის ერთადერთი გზა რითაც ქაოსს ვახჩობ ჩემს გონებაში. ქაოსს, რომელიც ზუსტად ამ კითხვებმა დამინერგა. საწინააღმდეგო პოზიციიდან, დიახ მიფიქრია და მიმიყვანა იმ აზრამდე რომ, უნდა შევიგრძნო თითოეული წამი, ვიყო ბედნიერი, ოღონდ ამ ყველაფერს მე ცუდად გავაკეთებდი თუ კარგად აღარ ქონდა მნიშვნელობა მთავარი იყო მიმეღო რაც მინდოდა აი ამ აზრამდე მივედი... რომელიც დავიჯერე. მაგრამ ვერა და ვერ დავიქირავე ჩემი თავი სიამოვნებისთვის. არ შემეძლო! შიში მქონდა. შიში იმისა რომ მართლა რომ არსებობდეს ღმერთი მერე?! მე სიცოცხლე მიყვარს და იმაზე ფიქრი ალბათ გამაგიჟებს რომ შეიძლება ერთ დღეს დავიძინო და მეძინოს მთელი დროის უსასრულობამდე. ამიტომ გავხდი იძულებული მეღიარებინა ღმერთი. - ოოოო... გეყოფათ მსგავსი დიალოგებს მეგობრებში ვისმენდი როდესაც 14 წლის ვიყავი. წამოიძახა მოხუცმა. ახალგაზრდა ფრანგმა ლამის არც დააცადა მოხუცს წინადადების დასრულება და რუსს უთხრა: განაგრძეთ,განაგრძეთ მე ყურადღებით გისმენთ. მოხუცს აშკარად ბავშვობა უფრო საინტერესო ქონდა ვიდრე ახლანდელი ინტელექტი. - განვაგრძობ მაგრამ, აღარც კი ვიცი რა გითხრათ... ახალგაზრდა ფრანგმა რუსს ჟესტის გამოყენებით აგრძნობინა რომ მოეცადა და მაროკოელს მიმართა. მაროკოელო,როგორ ფიქრობ დღეს, როდესაც განვითარების ამ საფეხურს მივადექით, როდესაც ვხედავთ რომ უდანაშაულო ბავშვები იღუპებიან და სამართალი ფაქტიურად არარსებობს, როგორი იქნება თქვენი გადმოსახედიდან კეთილი ათეისტი ადამიანი? მართალია ის რომ მსგავსი კითხვები და დიალოგები უკვე რამდენიმე საუკუნეა აქტუალურია მაგრამ რადგანაც დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა მორწმუნეა, შესაბამისად კითხვაც არ კარგავს ძალას.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.