"გატაცებული" (თავი 7)
საშინელებაა, როდესაც სხეულს სძინავს, მაგრამ გონებას ჯერ კიდევ ღვიძავს. არასდროს მქონდა გამოცდილი, მაგრამ ვიცოდი, სიზმრების მსგავსად, მასაც სტრესი იწვევდა. ახლა, კი ეს ყველაფერი მე მემართებოდა. მეგონა, სხეული პარალიზებული მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი. ეს საშინელება იყო. არც მოძრაობა, არც მეტყველება და მეგონა სუნთქვაც არ შემეძლო. მხოლოდ თვალები მქონდა გახელილი და ვხედავდი ოთახს, რომელიც ალექსის იყო, მაგრამ ამავდროულად, მეც ვცხოვრობდი მასში. ვცდილობდი ხმა ამომეღო, მაგრამ თვალწინ ბელას უფერული სახე მიდგებოდა და ვერაფერს ვამბობდი. მინდოდა საშველად ვინმესთვის, თუნდაც ალექსისთვის დამეძახა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. ბოლოს, მცდელობა შევწყვიტე. თუ მოვკვდებოდი, უკეთესი იქნებოდა, რადგან აქედან გაღწევის იმედი, მაინც გადაწურული მქონდა. გავიაზრე, რომ ჩემმა ეგოისტურმა და დაუფიქრებელმა საქციელმა, ერთი საოცარი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საკუთარი თავის დადანაშაულებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ყველაფერი, უკვე მომხდარი იყო. ის აღარ იყო და ამას ვეღარაფერი გამოასწორებდა. უნებლიედ ცრემლები ჩამომიგორდა ლოყებზე. ვგრძნობდი, სუნთქვა კიდევ უფრო მიჭირდა. ვიფიქრე, რომ ყველაფერი მთავრდებოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს შემოვიდა ალექსი ოთახში. ჩემი ამ მდგომარეობაში ნახვისას სახეზე ფერი გადაუვიდა, მაგრამ გონს სწრაფად მოეგო და გამომაფხიზლა. ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი აზრზე. ცრემლების შეკავებას ვერ ვახერხებდი. ახლოს მოვიდა, წამომაჯინა, რაც შეეძლო მჭიდროდ მომხვია ხელები და მის სხეულს მიმიხუტა. მინდოდა დიდხანს ვყიფილიყავით ასე, მაგრამ გავიაზრე, რომ დამნაშავე ვიყავი. არაფერს ვამბობდით. რამდენიმე წუთი ასე ვიყავით. ხელით ნელა მეფერებოდა თმებზე. ბოლოს, ერთმანეთს ნელა მოვშორდით. სახე ცრემლებისგან გავიწმინდე. - კარგად ხარ? - საოცრად თბილი ხმით მკითხა. მეგონა, ჩემზე გაბრაზებული იქნებოდა, რადგან გოგონები ჩემი დახმარებით გაიქცნენ. ნეტავ, თავშესაფრამდე მიაღწიეს? იმედი მქონდა, ალექსმა ისინი ვერ იპოვნა და ახლა კარგად იყვნენ ყველანი. - კი, კარგად ვარ. - მშრალად ვუთხარი და მზერა ავარიდე. - რადენ ხანს მეძინა? - ვიკითხე. - ერთი დღე. დამაწყნარებელი გაგიკეთე. - ამიხსნა. მადლობის ნიშნად გავუღიმე, უთქმელად ავდექი და სააბაზანოში შევედი ჭუჭყის და შემხმარი სისხლის მისაშორებლად. მალე გამოვედი და კარადიდან სუფთა ტანსაცმელი ავიღე. ცოტა ხანში, ალექსი შემოვიდა ლანგრით ხელში რომელზეც ტოსტები და ფორთოხლის წვენი იდო. - ალბათ, მშიერი ხარ. გადავწყვიტე, აქ მომეტანა. - თქვა და გამიღიმა. მისმა ღიმილმა მეც გამაღიმა, მაგრამ მალევე დავასერიოზულე სახე, რომ არ შეემჩნია. საჭმლის დანახვაზე, კინაღამ გული ამერია, მაგრამ მან დაიჟინა და ძალით მაჭამა. ყოველ წამს ბელა მახსენდებოდა და ტირილი მინდებოდა. ვიცოდი, რომ დამნაშავე მე ვიყავი. ისინი ამ ყველაფერში არ უნდა გამერია. ბელას სიკვდილი, არა ალექსის, არამედ ჩემი ბრალი იყო. ვცდილობდი არ მეტირა, მაგრამ არ გამომივიდა და ცრემლებმა მაინც დაიწყეს დენა. რათქმაუნდა, ალექსსაც არ გამოჰპარვია. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ მეჩხუბებოდა ან მიყვიროდა. მისი ეს თბილი ქცევა მაოცებდა. - ჩემი ბრალია... ყველაფერი ჩემი ბრალია. საშინელი ადამიანი ვარ. - ბოლოს, ვეღარ მოვითმინე. სასოწარკვეთილი მოვთქვამდი და ხელებს სახეზე ნერვიულად ვისვამდი. გიჟივით ვიქცეოდი. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. მხოლოდ, ალექსის შეხებაზე მოვეგე გონს. ვერ გავიაზრე, ისე აღმოვჩნდი მის მკლავებში კიდევ ერთხელ. ოდნავ დავმშვიდდი, მაგრამ ტირილს მაინც ვერ ვწყვეტდი. ყურში ნელა და ნაზად მჩურჩულებდა, რომ ჩემი ბრალი არ იყო და დავმშვიდებულიყავი. მისი ჩურჩული, იმდენად სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში, რომ გავინაბე და მის მკლავებში ჩამეძინა. ისევ, კოშმარმა გამომაღვიძა. აქ მოსვლის დღიდან, კოშმარები თავს არ მანებებდნენ. ისევ ბელას სახე. მხოლოდ მას ვხედავდი. ბოროტი მზერით მომჩერებოდა, თითქოს ამით უნდოდა გაეხსენებინა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ეს ჭკუიდან მშლიდა. ყელი სულ გამომშრალი მქონდა და წყურვილისგან ვკვდებოდი. ოთახში მიმოვიხედე, მაგრამ ალექსი არ იყო. თხელი ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში ჩასვლა გადავწყვიტე. საათი, ღამის სამ საათს უჩვენებდა. სწრაფად ჩავირბინე კიბეები, სამზარეულოში შევედი და წყურვილი მოვიკალი. ძილი აღარ მინდოდა. მეშინოდა, ისევ ბელას ფერმკრთალი, ცივად მომღიმარი სახის დანახვის. მისაღებში გავედი. გაოცებისგან პირი დავაღე, როდესაც დივანზე მჯდარი, მთვრალი ალექსი დავინახე. მაგიდაზე უამრავი სახეობის ალკოჰოლური სასმელი ეწყო. ვერც კი შენიშნა, იქ რომ ვიყავი. უაზროდ მისჩერებოდა კედელს. ნელა მივუახლოვდი და მის გვერდზე მოვკალათდი. მთვრალი ადამიანების ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ის არაფერს მავნებდა. გამომხედა და თვალები მოჭუტა, რომ კარგად დავენახე. თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან მის წინაშე თხელი ხალათით ვიდექი. მისგან ოდნავ მიშორებით დავჯექი. - რატომ არ გძინავს, ამელია? - ჩუმი, მაგრამ ძალიან თბილი ხმით მკითხა. - კოშმარები არ მასვენებენ. - გულწრფელად ვუთხარ. ამოიოხრა და კიდევ ერთი ბოთლი მოიყუდა. მინდოდა მეთქვა, მეტი აღარ დაელია, მაგრამ ვიცოდი, რომ არ მომისმენდა. ის სვამდა, მე კი მას ვუყურებდი. - ბელა ძალიან კარგი გოგო იყო. - დანანებით ჩაილაპარაკა. სხეულში, თითქოს რაღაც ჩამწყდა. თვალები ცრემლით ამევსო, მაგრამ თავის შეკავება მალე მოვახერხე. - ვიცი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. - ჩურჩულით ვთქვი. - ამას აზრი აღარ აქვს, ამელია. შენი ბრალი არ არის. ტყვია მე გავისროლე. ის ჩემმა გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. - დავინახე, როგორ წამოუვიდა თვალებიდან ცრემლი და თავი ხელებში ჩარგო. ამის დანახვაზე, უარესად მომიკვდა გული. ჩემი თავი მეზიზღებოდა. ვიცოდი, რომ ჯოჯოხეთის ღირსი ვიყავი. მასთან ახლოს მივედი, რაც შემეძლო მაგრად შემოვხვიე ხელები და მეც მასთან ერთად დავიწყე ტირილი. ჩემს ქმედებაზე შეცბა, მაგრამ მოდუნდა და თავი ყელში ჩარგო. - რატომ არ მიბრაზდები? - ამას აზრი აქვს, ამელია? - კითხვაზე კითვით მომიგო. ვაპირებდი არაფერი მეთქვა, მაგრამ გამახსენდა, რომ მთვრალი იყო. კარგი შანსი იყო, რომ კითხვებზე პასუხები მიმეღო. პასუხები მჭირდებოდა. - ალექს. - ჩუმად დავუძახე და ოდნავ მოვშორდი. - გისმენ, ამელია. - ზანტად მიპასუხა. ხელი, იქვე მდებარე ბოთლს დაავლო. - რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? - ფრთხილად ვკითხე. ვცდილობდი, არ გამეღიზიანებინა, თორემ ვერაფერსაც ვეღარ გავიგებდი. - ეს შენ არ გეხება, ამელია. - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და ჩემგან თავის დაძვრენა სცადა. - მე არ მეხება? ხუმრობ? შენ, მე და კიდევ ათი გოგო გყავდით გატაცებული და ამბობ, რომ მე არ მეხება? - ვეღარ მოვითმინე და ხმას ავუწიე. - ოთახში დაბრუნდი! - მკაცრი ტონით მომიგო. - პასუხების გარეშე, არსად არ წავალ! - არც მე ჩამოვრჩი. ერთხანს სახეზე დამაკვირდა და როცა დარწმუნდა, რომ არ გადავიფიქრებდი დანებდა. - კარგი, რადგან ასე ითხოვ. - დაიწყე. - მიუთმენლად ვთქვი და კარგად მოვკალათდი. 22. 08.2015 პენსილვანია დიდი, ლამაზი სახლი, ხალხით იყო სავსე. ყველა მთვრალი იყო და ხმამაღალ მუსიკზე, ცდილობდნენ არეული მოძრაობებით აჰყოლოდნენ. არავის, არაფერი ადარდება. ერთ პატარა მაგიდასთან, კი ბიჭი იჯდა ჩუმად და თვალებით, საყვარელ დას ეძებდა, რომელმაც შეჰპირდა, მალე დავბრუნდებიო. ის პირობას არასდროს არღვევდა. თუ იტყოდა, მალე დავბრუნდებიო აუცილებლად დაბრუნდებოდა. ეს უზარმაზარი წვეულება, სწორედ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად იყო. ის ხომ 18 წლის გახდა. ბიჭს არ მოსწონდა მისი და, ასე რომ იგვიანებდა, ამიტომ გადაწყვიტა თვითონ მოეძებნა. ბევრი ხალხის გამო, რთული იქნებოდა, უზარმაზარ სახლში მისი პოვნა, მაგრამ მაინც დაიწყო ძებნა. მთელი სახლი მოიარა და ვერსად მიაგნო დას. ის იყო, უკანა გასასვლელს ჩაუარა, რომელიც ბაღში გადიოდა, რომ კივილის ხმა მოესმა. ხმამაღალი მუსიკის გამო, ვერ გაარკვია მართლა გაიგო ხმა, თუ უბრალოდ მოესმა, მაგრამ გადაწყვიტა მაინც შეემოწმებინა. გული ცუდს უგრძნობდა. თითქოს გრძნობდა, რომ მის დას დახმარება სჭირდებოდა. სწრაფად გაიარა პატარა ბილიკი. სახლს მოშორებული იყო და მუსიკის გამაყრუებელი ხმა აღარ ისმოდა, ამიტომ ახლა დარწმუნდა, რომ კივილის ხმა არ მოსჩვენებია. იმ მიმართულებით გაიქცა, საიდანაც ხმა ისმოდა. ვიღაც ისე კიოდა, თითქოს ნაწილებად შლიდნენ. ადგილზე მისული ბიჭი გაოგნდა, ადგილზე გაიყინა. მის გარშემო ყველაფერი დატრიალდა. დაინახა გოგონას სხეული, რომელიც მინდორზე ეგდო, სისხლის გუბეში. სხეული ნაიარევებით ჰქონდა დაფარული, მუცელში კი უზარმაზარი დანა ჰქონდა გაყრილი. ამის დანახვაზე ბიჭი, თითქოს ადგილზე მოკვდა. ვეღარაფერს ამჩნევდა. ვერც, მის წინ მდგარ, შავებში შემოსილ მაღალ სილუეტს ხედავდა. მხოლოდ, მის პატარა დაიკოს სხეულს დასჩერებოდა. ულამაზესი გოგონა, ახლა მხოლოდ სისხლით იყო დაფარული. ნაბიჯი ძლივს გადაადგა და დის სხეულთან მივიდა. მკვლელი გაქცევას არ ჩქარობდა. იდგა და სანახაობით ტკბებოდა. მის დემონურ სახეზე, კმაყოფილი ღიმილი იყო გამოსახული. უყურებდა როგორ, დასტიროდა ბიჭი საყვარელ დაიკოს. ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ბიჭმა, ცოტა ხნის შემდეგ შეამჩნია, რომ მკვლელი ჯერ კიდევ მის წინაშე იდგა. უნდოდა დაეჭირა და დანით ყელი გამოეჭრა, იმისთვის რაც მის დას გაუკეთა, მაგრამ რაღაც აკავებდა. ალბათ მისი დის სხეული, რომელიც ჯერ კიდევ ოდნავ სუნთქავდა. მკვლელმა, ცოტა ხანს ღიმილით უყურა მათ. შემდეგ, ცივი, დემონური ხმით ბიჭს უთხრა. - ის პირველია. შემდეგ დაბადების დღეს დაელოდეთ! - თქვა და ისე გაუჩინარდა, თითქოს არც არასდროს ყოფილა იქ. ბიჭი გაოგნებული იჯდა მომაკვდავი დის სხეულთან. უნდოდა ვინმესთვის დაეძახა, მაგრამ ფეხს ვერ იცვლიდა იმის შიშით, რომ მისი და იქ აღარ დახვდებოდა. ნელა ეფერებოდა სახეზე, რომელიც თანდათან იყინებოდა. *** გაოცებული ვიჯექი და მის მოყოლილს ვიაზრებდი. ალექსი, დის გახსენებაზე პატარა ბავშვივით ტიროდა. მოსმენილის შემდეგ, ჩემი გული ნაწილებად დაიშალა. ახლა უკვე, ყველაფერი ნათელი იყო. ის ნამდვილი მანიაკისგან გვიცავდა. მე კი რა გავაკეთე! თავს, ორჯერ უფრო უარესად ვგრძნობდი. მთელი სახე ამდენი ტირილისგან, სულ დასიებული მქონდა. მეტი აღარ შემეძლო. მაგიჟებდა ის ფაქტი, რომ ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე. წარმოდგენა არ მქონდა, ახლა გოგოებს რა ბედი ეწეოდათ. - ვიცი, რომ ყველას მე გეგონეთ მანიაკი, მაგრამ მე თქვენ მისგან გიცავდით. თუ მას დავასწრებდი და გოგონებს გავიტაცებდი, ამით მათ სიცოცხლეს გავახანგრძლივებდი. - ამიხსნა და ამოიოხრა. ხელებით თვალებიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა. ჩემი გონება ამდენი ინფორმაციისგან სულ გადამწვარიყო. - პოლიციას რატომ არ უამბე ყველაფერი? - უამრავი კითხვა მქონდა დაგროვებული, მაგრამ რაც პირველი მომადგა ენაზე ის ვკითხე. - ყველაფერი მოვუყევი, მაგრამ როგორც ყოველთვის მათ არაფერი დაიჯერეს. რამდენიმე თვე ფსიქიატრიულში მომიწია ყოფნა. - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა, მაგრამ აშკარა იყო, წარსულის გახსენება ძალიან უჭირდა. - ახლა გოგოებს რა მოუვათ? - აკანკალებული ხმით მივუგე. პასუხის გაგების მეშინოდა. - არ ვიცი, ამელია. მათ მოვძებნი და უსაფრთხო ადგილას წავიყვან. ხვალ კი, სხვაგან მოგვიწევს გადასვლა. - თვალები გამიფართოვდა. - რატომ? - რატომ? შენი დაუფიქრებელი საქციელის გამო, საფრთხეში ვართ მეც და შენც ამელია. - ხმაში გაბრაზება შევატყვე, ამიტომ გადავწყვიტე აღარაფერი მეთქვა. შევნიშნე, რომ აღარ სვავდა. სახეზე ტკივილი ჰქონდა გამოსახული, რომელიც დის გახსენებამ გამოიწვია. თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ის ბოროტი არ იყო. მინდოდა, როგორმე დამენებებინა. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა ან მეთქვა. მასთან ახლოს მივედი, და ჩავეხუტე. გაუკვირდა, მაგრამ მანაც უყოყმანოდ მომხვია ხელები. დაძაბული სხეული მოუდუნდა. მისი სუნთქვა ყელზე მეცემოდა. მის მკლავებში ყველაფერი დამავიწყდა. ვიცოდი, რომ გრძნიბებზე აყოლა კარგს არაფერს მომიტანდა, მაგრამ თავს უფლება მივეცი, ყველაფერი გვერდზე მომესროლა. ახლა დასვენება, ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა. ვგრძნობდი, რომ დაღლილობისგან და სტრესისგან, თვალები მეხუჭებოდა. ალექსმა ხელში ამიყვანა და ოთახისკენ წამიყვანა. მალევე მივხვდი, რომ რბილ ლოგინში აღმოვჩნდი. საბანი კარგად დამაფარა. მეგონა უსიტყვოდ გავიდოდა ოთახიდან, მაგრამ დაიხარა და შუბლზე კოცნა დამიტოვა. მის ქმედებაზე გამეღიმა. მზრუნველი ალექსი უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ ძალიან მომწონდა მისი ის მხარე. - მადლობა. - მხოლოდ ეს ამოვიჩურჩულე. თავი დამიქნია და კარებისკენ წავიდა, მაგრამ შევაჩერე. - გთხოვ აქ დარჩი.-შევევედრე. არ მინდოდა, ამ ოთახში ისევ მარტო დარჩენა. შემობრუნდა და ბევრი არ უყოყმანია, უთქმელად მომიწვა გვერდზე. სხვა ვითარებაში, ამას არადროს გავაკეთებდი, მაგრამ ახლა აღარაფერი მადარდებდა. გადაღლილობამ მაშინვე იმოქმედა და წამში ღრმა ძილში გადავეშვი. დილას, ნაზმა შეხებამ გამაღვიძა. თვალები სწრაფად გავახილე და მაშინვე ალექსის სახეს გადავაწყდი. სწრაფად გამოვფხიზლდი და მაშინვე ყველაფერი გამახსენდა. ალექსის მოყოლილი, ჩვენი ჩახუტება, შუბლზე კოცნა და ბოლოს ჩემი თხოვნა, რომ დარჩენილიყო. სირცხვილის გრძნობა მიბყრობს, მაგრამ ფიქრებს გონებიდან ვიშორებ. სანამ ვკითხავდე, მანამ მახსენებს, თუ რატომ გამაღვიძა ასე ადრე. - მალე გაემზადე, უნდა წავიდეთ. - საშინლად თბილი ხმით მეუბნება. არ მინდოდა წასვლა. ისიც არ ვიცოდი, სად მივდიოდით, მაგრამ ვიცოდი, რომ არაფერს მიპასუხებდა. იმედი მქონდა სხვა ქალაქში არ წავიდოდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახისგან შორს ვიყავი, მაინც მამშვიდებდა ის ფაქტი, რომ ერთ ქალაქში ვიმყოფებოდით. ახლა კი, წარმოდგენაც არ მქონდა, სად წამიყვანდა. არაფერი მითქვამს, მხოლოდ თავი დავუქნიე და ავდექი. სწრაფად მოვემზადე. ტანსაცმლის ჩალაგებისთვის თავი არ შემიწუხებია. ალექსმა დამიბარა, რომ ნახევარ საათში წავიდოდით. გადავწყვიტე სანამ წავიდოდით მესაუზმა, თანაც საშინლად მშიოდა. სამზარეულოში ჩავედი, რომ რაიმე შემეჭამა. ბევრი დრო მქონდა, ამიტომ არ ვჩქარობდი და ნელა მივირთმევდი უგემრილეს ფუნთუშას. ზურგს უკან გავიგე, როგორ გადაკეტა ვიღაცამ კარები. სწრაფად შემოვბრუნდი და მაიშინვე წითურის გაბრაზებულ სახეს შევეფეთე. ვიცი რომ ისევ დავაგვიანე, მაგრამ მინდოდა დიდი თავი დამედო. <3 ყველა ძალიან მიყვარხართ რომ კითხულობთ და მოგწონთ.^^ გულწრფელად რომ გითხრათ სკოლა იწყება ამიტომ დანამდვილებით ვერ გეტყვით როდის ავტვირთავ მაგრამ მართლა ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ (თუ რათქმაუნდა რაიმე სასწაული არ დამემართება :დდდ)<3 ახლა რაც შეეხება მოთხრობას ^^ არ ვიცი შეიძლება თქვენი მოლოდინი ვერ გაამართლოს მაგრამ ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ <3 პირველი მოთხრობაა რომელზეც სერიოზულად ბევრს ვფიქრობ რადგან მინდა რომ მართლა კარგი გამომივიდეს <3 მაინტერესებს თქვენი აზრი რადგან ახლა უკვე იცით თუ რატომ იტაცებდა ალექსი გოგონებს. რას ფიქრობთ მასზე და ამელიაზე? როგორ ფიქრობთ რას გეგმავს წითური? გთხოვთ დიდ კომენტარებს ნუ დაიშურებთ ^^ <3 მიყვარხართ ძალიან <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.