შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამოკიდებულებიდან, დამოკიდებულებამდე (თავი2)


16-09-2018, 12:34
ავტორი ბიბი
ნანახია 1 451

დგება მომენტი როცა ყველაფერი უნდა აღიარო, საკუთარი ნაჭუჭიდან გამოხვიდე და ყველას დაანახო თუ როგორ გტკივა, როგორ განიცდი, როგორ გეშინია. ჩემს წინ იდგა მარიამი, ჩემი და რომელიც 6 წელია არ მენახა და გაშეშებული ვიყავი, გაქვავებული, ალბათ ისიც რადგან ჩემკენ არ იძროდა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა მას გადმოედგა პირველი ნაბიჯი, ჩემკენ დაიძრა, ხელები კისერზე და ფეხები წელზე შემომხვია. ვიგრძენი მისი ცხელი ცრემლები კისერში, მეც მოვეხვიე.
-როგორ მენატრებოდი, იცოდე მაინც.-ჩუმად ამოთქვა და მე უფრო ძლიერად მივიხუტე ჩემკენ.-დაგერეკა მაინც არ შეგეძლო?-ახლა უკვე მომშორდა და ისე დაიწყო საყვედურობა.
-ჰო გირეკავდი არა ?!
-კი, ორთვეში ერთხელ, ბოლო დროს კი საერთოდ არა.
-როგორ გაიგე რო ჩამოედი?
-ნიამ დამირეკა. მიხვდა რომ არ მეტყოდი.
-გეტყოდი, აბა რას ვიზამდი. გგონია მე არ მენატრებოდით?
-ჰო ზუსტად ასე მგონია. რას გავს აქაურობა.-სახლს მოავლო თვალი და სახე დამანჭა.-აქ გეძინა?
-ჰო აქ მეძინა-გავუღიმე. აივნიდან შემოსული სინათლე ანათებდა მარტო ოთახს.-დიდიხანია არ ყოფილხარ როგორც ჩანს.
-ჰო საკმაოდ. რა ხდება რატო ჩამოხვედი?
-არაფერი, უბრალოდ ჩამოვედი, და ისევ წავალ.
-საქმე გამოგელია?
-ჰო ახლა დავასრულეთ ფილმის გადაღება და დროებით შევისვენებთქო ვიფიქრე.
-კარგად გიფიქრია. სანამ ბოლომდე დაგავიწყდება საიდან ხარ, კიდე კაი დაბრუნდი.
-იქნებ ოდესმე შევძლო კიდეც დავივიწყო ყველაფერი.-ჰაერში გაფანტულ სიტყვებს თვალი გააყოლა მარიამმა და პირღია შემომხედა.-დახურე პირი, ბევრი მტვერია აქ.-გავუღიმე.
-თვალებზე რა გჭირს?
-ჰოიცი რო ალერგია მაქვს მტვერზე.-ჩაწითლებული თვალები მოვისრისე.
-ხვალ მოვიყვან დამლაგებელს.
-არა რა, ჩვენ დავალაგოთ. გახსოვს ერთხელ სამივემ რომ ჩვენ ჭკუაზე დავალაგეთ სახლი? მართალია მერე მამამ ყველაფერი გადაალაგა მაგრამ ახლა ის აღარ არის ასე რომ ყველაფერი შეგვიძლია რაც გვინდა.-ხელები გავშალე და ნელი მოძრაობით დავტრიალდი.
-ვიცი რომ მასზე ბრაზობ,მაგრამ ასეც არ გინდა კარგი?!
-ვბრაზობ?! კიარ ვბრაზობ მე ის უბრალოდ მეზიზღება-გავიცინე ისე რომ ყველა კბილი მიჩანდა და ისევ ტრიალი განვაგრძე, ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მეხვეოდა თავბრუნ, ნეტა ახლა კოკაინი მქონოდა, ყველაფერი წამში დაწყნარდებოდა.
-კარგი ჩვენ დავალაგოთ. მაგრამ ჯერ ელექტრო ენერგია და წყალი უნდა ჩავრთოთ, მე წავალ რო გათენდება კარგად და ჩავართვევინებ.
-სანი?
-რა სანი?
-სანი არ მოვა?
-გინდა რომ მოვიდეს?
-რათქმაუნდა მინდა მარიამ.
-მოვა.
მტვრიან იატაკზე ვისხედით ორივენი სიგარეტს ვეწეოდით, ჩემს ნაყიდ ორცხობილებს ვჭამდით და ერთმანეთს ყველა შესაძლო მომენტში დავცინოდით. რამდენჯერმე მითხრა სხვანაირი ხარო, მე კი ჩემ თავს ამას ვერ ვამჩნევდი რატომღაც, ისეთივე ნაგვად მიმაჩნდა თავი როგორიც აქედან წავედი. პირველად რომ წავედი მარიამი დიდხანს ტიროდა თურმე, მიუხედავად იმისა რომ მეორე ძმა დაუტოვე მაინც მე ვუნდოდი, ეგონა ვეღარასდროს მნახავდა, მე კი ისევ ისე გავაგრძელე ცხოვრება როგორც მანამდე ერთი განსხვავებით რომ სახლში აღარ მეძინა. სკოლაში ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, ისიყო ვისაც ჩემთვის საჭმელი და ტანსაცმელი მოქონდა. ბინძურ ბუნაგში.
როგორც იქნა გათენდა და მარიამიც წავიდა, საქმეებს მოვაგვარებ და მოვალო დამპირდა, მე გადავწყვიტე ყველანაირი ავეჯისთვის მომეძრო ეს საშინელი თეთრი ზეწრები რომელიც სუდარას გავდა. ნეტა როგორი იყო მამაჩემი სუდარაში. ალბათ ბევრად მოუხდებოდა ვიდრე ის ჰალსტუხი ყელში რომ გამეტებით უჭერდა და სახე გაწითლებული ჰქონდა. ყელა ნივთი ზუსტად ისე ეწყო როგორც მე დავტოვე , ეს მამას კრედო იყო, რაღაც აჩემება. წლების მანძილზე არ უცვლიდა არაფერს ადგილს. მისი სიკვდილის მერეც ასე უნდა ყოფილიყო?! რატო არავინ გადაადგილა?! შეიძლება სხვებსაც მოსწონდათ ეს უაზრო აჩემება, თვალი ჰქონდათ შეჩვეული. მე კი მუდმივ ცვლილებებს ვეძებდი ყოველთვის და ასეც ვიცხოვრე, ხან სად და ხან სად. ხან ვისთან და ხან ვისთან. ხან ფხიზელმა ხან არაფხიზელმა. ხან მხიარულმა, ხან სევდიანმა. და ახლა ისევ აქ ვიდექი, ადგილას სადაც არაფერი არასდროს არ იცვლებოდა.
ვინ იმახსოვრებს ნივთებს რა სად იდო, ამ სახლში მთავარი კედლები იყო და სურნელი. უდარდელი ბავშვობის დროინდელი, მის მერე კარგი არც არაფერი მომხდარა აქ. გავიზარდეთ და ყველაფერი წამებში შეიცვალა. საყვარელი მამიკო რომელსაც ადრე ფეხებზე ვეკიდებოდით წამში ბრაზიან მონსტრად გადაიქცა.
ისევ კარზე საკეტის მორგების ხმა გავიგონე. კარებთან გავედი, დაველოდე. ამჯერად სანი იქნებოდა. კარი გააღო და ნახევრად გარეთ და ნახევრად შიგნით ნაბიჯგადმოდგმული გაშეშდა.
-ჩემ ძმობაზე გაქ პრეტენზია?!-წარბები შეჭმუხნა და პირდაპირ სახეში მითავაზა მუშტი, მეც არ დავაკელი. დიდხანს ვიკოტრიალეთ ასე იატაკზე. მან წარბი გამიხეთქა მე ტუჩი ცხვირიდან ორივეს სიხსლი გვდიოდა, ჩემი ლურჯი პერანგი გახია და თავისი შავი მაისური მტვრიან ატაკზე გორაობით სულ გათეთრდა. იატაკზე ვიჯექით და გიჟბივით ვიცინოდით.-ჯანდაბა, ნეტა განახა რას გავხარ.-გახეთქილ წარბზე მანიშნებდა.
-შენ გგონია ჩემზე სიმპატიური ხარ?!
-არა ძმაო. როგორ მოგვანატრე ასე თავი. თითქოს არც კი არსებობდიო, ადრე.
-ჰო ასეა, სანამ არ დამკარგეთ ვერ დამაფასეთ.
-დაგკარგეთ არა ის, მოიგონე ახლა რაღაც.
-რატო დამარტყი?
-სიყვარულით როგორც ადრე.
-არ იზრდები რა.
-რათქმაუნდა შენთან სულ პატარა ბიჭი ვიქნები.-ხელი კეფაზე მომხვია და მომიჭირა.-ვნახე შენი ფილმი.
-მერე ? მოგეწონა?
-კი ძმაო ჩემი დასაწუნი რა აქვს, ბოლო-ბოლო ჰოლივუდში ხარ.
-კარგი რა, არც შენ ხარ ნაკლებ მწვერვალზე.
-მე მაგისთვის ვიშრომე ძმაო.
-მე არ ვიშრომე თუ რა გინდა რო თქვა?-ბოლომდე ერთმანეთის გაწვალებასა და დაცინვას ვცდილობდით მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. არცერთხელ არ ყოფილა ჩვენს შორის შური და დაპირისპირება, ჩხუბიც უბრალოდ წყენის ამონთხევა იყო, ისე რომ არცერთი ვრჩებოდით გაბრაზებული. მარიამიც მოვიდა.
-ასე მგონია ისევ 10 წლისები ხართ- სისხლით მოსვრილი სახეები ბოლომდეგავკრიჭეთ.
-და ვართ მერე რა პრობლემაა?!
-არანორმალურები უფრო ხართ. გასაკერი გაქ შენ ტუჩი და შენ წარბი. მოვალ ახლავე.
-სად მიდიხარ?!-წარბები ზევით ავწიე და სულ დამავიწყდა რომ გამსკდარი მქონდა.
-მანქნაში პირველად დახმარებას მოვიტან
-თან დაგაქ?!
-დღეს წამოვიღე ვიცოდი გამომადგებოდა..-კარი გაიხურა. მე და სანი დასჯილი ბავშვებივით ავეყუდეთკედელს მარიამის ლოდინში.
-ისევ იყნოსავ?!-უეცრად მკითხა სანიმ
-არა შევეშვი.-მეც უბრალოდ და ყოველგვარი გაოცების გარეშე ვუპასუხე, მხარზე ხელი დამადო.
მარიამმა ჩვენს ჭრილობებს მიხედა გაგვიკერა და სამსახურში მაგვიანდებაო გაიქცა. სანი როგორც აღმოჩნდა საფრანგეთში თამაშობდა ამჯერად და ჩემს ბედად აღმოჩნდა ქუთაისში. წამოდი მეზობლები მოვინახულოთო და გარეთ გამასწრო.
-მოიცა რა, სახლი დავალაგოთ ნახე რასგავს.
-მარიამი მოვა და მერე. ვაა გეგა, როგორ ხარ ?
-ძმას მოყევი ხო?! ისე არ უნდა მოხვიდე?
-კაი რა ძმაო. ჰო ვიყავი ამასწინად.და საერთოდაც ჰო იცი რომ საფრანგეთში ვარ.
-ჰო ვიცი მაგრამ მაინც არ გეპატიება.-გაუცინა გეგამ, მისი კუდი ნიკოც გამოყვა და მიდიოდა ერთი მოკითხვა და საყვედურები.
-მოკლედ საღამოს ჩვენთან ვიკრიბებით რა. მარიამიც მოვა და თქვენც ყველა. უთხარი ბავშვებს ავღნიშნოთ დათას ჩამოსვლა.-სიტყვა დაუტოვა სანიმ და სახლში შემოვიდა.
-რა ჩვენთან ვიკრიბებით ბიჭო, ვერ ხედავ სახლში რა ამბავია?!
-ჰოდა მოიხოდე დროზე და დავალაგოთ.
-ასე უცებ რა უნდა დავალაგოთ.
-კაროჩე, შენ აიღე მტვერსასრუტი და მე ავიღებ მტვერის ტილოს.-გამეკრიჭა სანი და მტვერსასრუტი მომაჩეჩა ხელში.
ენერგია გამოცლილი მქონდა, ასე იცის დამოკიდებულების გადაგდებამ, ბოლო წვეთამდე გაცლის ყველანაირ ენერგიას და უნდა ეცადო ან გაუძლო ან სხვა რამით შეივსო. მე გაძლება ვამჯობინე, მტვერსასრუტი ჩავრთე და შემოსასვლელი ხალიჩიდან დავიწყე წმენდა. რამდენიმე სანტიმეტრზე იდო მტვრის ფენა. დავიღალე ხალიჩაზე დავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე.
-მომშივდა.
-მოიცა რა ცოტა დარჩა და მორჩები. ადექი.
-მაიცა მოვწევ მაინც.
-კაი კაი დროზე.-სანი ჯერ კედლებს წმენდდა და მერე ავეჯის ყველა კუთხე კუნჭულს. ამ ბიჭს რაც ყველაზე მეტად უყვარდა სისუფთავე იყო.
სახლი საუკუნის მიტოვებულს აღარ გავდა და აღარც იმდენად იგრძნობოდა მტვრის სუნი, ონკანში წყალიც მოდიოდა, და აბაზანაში შუქიც ინთებოდა. ცხელი შხაპი მივიღე და მდივანზე დაღლილი გავიშოლტე. მარიამიც მოვიდა, ნელ-ნელა ყველა მოდიდოდა, სანიმ მზა საჭმელები და სასმელი მოიტანა. ნეტა სალომე თუ დაპატიჟესთქო გავიფიქრე, მაგრამ რათქმაუნდა დაპატიჟებდნენ ისიც ისეთივე წევრი იყო ჩვენი როგორც სხვა. კიდევ ერთი უკოკაინობის შეტევა მქონდა, მთელი სხეული მიკანკალებდა, შემოსასვლელში გავედი, სიგარეტს ვეწეოდი და ხალიჩაზე ვიჯექი, მუხლები ხელებს შორის მქონდა მოქცეული. თავზე სალომე წამომადგა. წამით შეჩერდა და წასვლა დააპირა მაგრამ მკლავით დავიჭირე.
-რა გინდა?-მკაცრად შემომხედა
-გაბრაზებული ხარ ჩემზე?!
-არა
-არ დამელეპარაკები?!
-არა
-რატომ?
-არაფერი მაქვს შენთან გასარჩევი.
-არ მოგენატრე?-მივუახლოვდი და მისი ხელი წელზე შემოვიხვიე.
-არა-ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ვიგრძენი მისი გახშირებული სუნთქვა მისი აჩქარებული გულისცემაც კი მესმოდა.
-მე კი მგონია რომ მოგენატრე
-არა მეთქი, უნდა შევიდე.
-რატომ მოხვედი თუკი არ მოგენატრე?!
-შენ რა გინდა ყველამ, ყველაფერი გაიგოს?
-ჰო რათქმაუნდა ყველა და ყველაფერი, ყოველთვის ეს იყო პრობლემა არა.
-ძალიან კარგად იცი რომ არა, ეს ყოველთვის შენ ქმნიდი პრობლემას.
-კარგი, შედი.-მე შემოსასვლელში დავრჩი სალომე შიგნით შევიდა და კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოვუკიდე.

პირველად რომ სახლიდან წავედი მაშინ სულ რაღაც 16წლის ვიყავი, მეგონა დიდი კაცი გავხდითქო, ვუპირისპირდებოდი მამას, რომელიც მუდმივად ძალადობდა ჩემზე. სალომე ჩემზე ერთი წლით უნცროსი იყო, დიდი სხვაობა არ აღინიშნებოდა, ვთხოვე ჩემთან ერთად წამოდი მეთქი, გავიქცეთ და აქ აღარასდროს დავბრუნდეთმეთქი და რათქმაუნდა არ დამთანხმდა. მე კი გავიქეცი, ჩემი უფროსი მეგობრების წყალობით თავზე ჭერი მქონდა. ერთი ძველი დაქონქილი სახლი იყო, სადაც ვიკრიბებოდით ხოლმე და ახლა ის გახდა ჩემი თავშესაფარი. მარიამს მოქონდა ჩემთვის სუფთა ტანსაცმელი და საჭმელი, მე რა შემეძლო. თითები არაფრად აღარ მივარგოდა და 16 წლის მოზარდი მსახიობიც ვერაფერს ვიშოვიდი ქუთაისში. ისევ სხვის კმაყოფაზე ვიყავი მაგრამ ამჯერად ჩემ ნებაზე ვიქცეოდი. მაშინ წამომიყენა სალომემ პირველი ულტუმატუმი, ან სახლში დაბრუნდები ან მე ვეღარ მნახავო, არ მოსწონდა ჩემი მაშინდელი სახლი არც ჩემი მეგობრები მოწონდა. საერთოდ არაფერი მოსწონდა ჩემი. არა მეთქი, იმ ჯოჯოხეთს ვეღარ დავუბრუნდებოდი და უარი განვუცხადე.
პირველად მაშინ გავსინჯე , დიდხანს ვეწეოდი. ხელოვნებისკენ სწრაფვა უფრო გამიმძაფრა და თვალსაწიერიც უფრო ფართოდ გამიღო, უფრო მეტი იდეა და ფანტაზია მქონდა, თითქოს ერთიანად ავივსე ძალით რომელიც ყველას ამარცხებდა.

ჩემი დამხვედრი წვეულება დასასრულს უახლოვდებოდა ყველა ნასვამი იყო, მე ალკოჰოლი არ მიყვარდა, მაგრამ ვინმე თუ კოკაინს ჩამიყრიდა ჭიქაში იქვე შევისუნთქავდი.
-ისე ძმაო დროა ცოლი მოიყვანო.-მთვრალი გეგა თვალებს მიპრაწავდა.
-არა ჯერ ადრე, რა ეჩქარება-თავისთვის ჩაილაპარაკა სალომემ. ყველამ მას გახედა.
-რატო რა ცუდი ბიჭია ჩემი დათა?-ისევ გეგამ უპასუხა.
-მე არავის ვურჩევდი.
-რამე პრობლემა გაქ სალომე?-ვეღარ მოვითმინე და მაგიდიდან წამოვდექი.
-კი პრობლემა მაქვს-ხელში აღებული ჩანგალი თეფშს დაახეთქა და ისიც ფეხზე წამოიმართა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვაა, საინტერესოა რა მოხდა ამ ორს შორის წარსულში. და მეგობრებმა ამათი გრძნობის შესახებ არაფერი იცოდნენ(იციან)?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent