შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისტიკური კლასელი (სრულად)


16-09-2018, 22:15
ავტორი Mtirala
ნანახია 2 697

ბიბლიოთეკაში ვიყავი.
ჩვენს ქალაქში ასეთი დიდი ბიბლიოთეკა არსად არ იყო.
ძალიან დიდი იყო, უამრავ წიგნს შეხვდებოდით.
კლასიკოსებიდან დაწყებული თანამედროვე წიგნებით დამთავრებული.
ნებისმიერი ქვეყნის ისტორია, კულტურა, განათლება და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.
უამრავი საიდუმლოებით მოცული წიგნი და მასში საშინლად საშიში ფაქტები.
სასწაულად კომფორტული და თბილი გარემო სუფევდა ბიბლიოთეკაში, ყოველთვის.
მაგრამ ერთ დღეს, როდესაც ისტორიის მასწავლებელმა მთხოვა ისეთი ინფორმაცია მომეძებნა ჩვენს ქალაქზე, რომლიც ყველასთვის უცნობი იყო, გვიანობამდე შემოვრჩი ბიბლიოთეკაში.
მალე ჩვენს ქალაქს ზუსტად ათასი წელი, ანუ ათი საკუნე შეუსრულდებოდა. მთელი ქალაქი და მათ შორის სკოლაც გრანდიოზულად ვიყავით ჩაფლული ღონისძიებებში.
ეს დღე ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჩვენი დამრგიებლის, ისტორიის მასწავლებლისთვის.
მე, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ მოსწავლეს, ეს საქმე მანდო.
ცხრის ოცი წუთი იყო. უკვე საკმაოდ ბნელოდა, თან ამინდიც მოღრუბლული იყო, მაგრამ სახლში წასვლას არ ვჩქარობდი. წიგნებში ვიყავი თავით ჩაფლული და არ მადარდებდა გარეთ რა ხდებოდა.
მშობლელბი გაფრთხილებული მყავდა, დაქალთან ვრჩები-მეთქი და არც მათ შევუწუხებივარ.
რამდენჯერმე ტელეფონის ხმამ შემაწუხა, კვების ელენმენტი ჯდებოდა, მაგრამ მალევე გაითიშა. ნერვები მომეშალა, მაგრამ დიდად არ მიდარდია. ახლა, ვეღარაფერი ვერ შემაწუხებდა.
ერთ საოცარ წიგნს მივაგენი, ჩვენს ქალაქზე იყო.
ჩვენი ქალაქის შექმნის ისტორია, მისი აღმავლობის და დაღმავლობის პერიოდები, "ტახტისთვის" ბრძოლა და ა.შ.
მაგრამ ბოლოში, დიდი ასოებით მოქარგული წარწერა იყო:
"მხოლოდ მათთვის, ვისაც არ აშინებს მისტიკური ამბები".
თავიდან შევშინდი, მაგრამ შემდეგ გამეცინა.
გადავფურცლე.
რამდენიმე აბზაცი იყო, მაგრამ უამრავი ნახატი.
დასისხლიანებული ხალხი, ტკივილისგან დატანჯული სახეები და ავისმომასწავებელი, ვამპირების მსგავსი ქმნილებები.

"მე-17 საუკუნეში, ქალაქში მშვიდობა სუფევდა, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც მკვლელობების სერია დაიწყო, ყველფერი შეიცვალა. ერთ კვირაში შვიდი გარდაცვლილი და შვიდი განადგურებული ოჯახი. თითოეულ გვამს ერთი და იგივე ნიშანი ჰქონდა. კისერთან, ორი ჩასობილი ეშვი..."

გააელვა...
ოდნავ შიშმა ამიტანა, მაგრამ ავისმომასწავებელ ჭექა-ქუხილს მივაწერე ეს ყველაფერი.
რაც წავიკითხე, უბრალოდ სისულელე იყო და მეტი არაფერი.
ცნობისმოყვარეობამ შემომიტია და კითხვა მაინც განვაგრძე.

"თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ ეს ღმერთების სასჯელი იყო, მაგრამ შემდეგ ხმები გავრცელდა. ჭორის დონეზე ყველამ იცოდა, რომ მკვლელი არსებობდა, მაგრამ ეს მისტიკური არსება დღის შუქზე არასდროს გამოჩენილა. თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას ერთი, ჩვეულებრივი გოგონა გადაურჩა. მასაც ჰქონდა ნიშანი, კისერთან. მაგრამ არ მომკვდარა. ქალაქის მცხოვრებნი საუბრობდნენ, რომ ამ გოგონას და მისტიურ არსებას სექსუალური კავშირი ჰქონდათ, რის შედეგადაც ბავშვი ჩაისახა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა."

ისევ გააელვა...
მთელ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
არ მჯეროდა, მაგრამ ასეთი საშიში ისტორიები ყოველთვის მაფრთხობდა.
მგონი ჭექა-ქუხილის უფრო მეშინოდა, ვიდრე ამ ისტორიის.
მაგრამ შიში - შიში იყო.
ვიფიქრე არ გავაგრძელებ-მეთქი, მაგრამ ვიცოდი ჩემს სიტყვას ვინანებდი ამიტომ წიგნი გადავფურცლე და კითხვა განვაგრძე.


"ბავშვი 1666 წლის 16 დეკემბერს დაიბადა, ბიჭი იყო. საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. ნაცრისფერი თმები ჰქონდა, მწვანე თვალები და ფერმკრთალი კანი. აპრეხილი ცხვირი, გამოკვეთილი ყბები და მამაკაცური ნაკვთები ყველა ქალს აჯადოვებდა..."

ავტორი აშკარად ქალი იყო.
გამეცინა.
მხოლოდ ქალს შეეძლო ასე კარგად აღეწერა მამაკაცი, რომლის მიმართაც, დარწმუნებული ვარ, გრძნობები მასაც გააჩნდა.
მამაკაცის პორტრეტი გონებაში გავაცოცხლე და ვიღაცას მივამსგავე, მაგრამ ვერ ვიხსენებდი ვინ იყო ან საიდან მეცნობიდა.
ესეც ფანტაზიის ნაყოფად ჩავთვალე და ფიქრები უკუვაგდე.

"როდესაც ბიჭი 17 წლის გახდა, მკვლელობების სერია ისევ განახლდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გარდაცვლილები ქალები აღმოჩნდნენ. მკვლელობა, ერთ თვეში ერთხელ ხდებოდა. ეს წინანდელთან შედარებით, შვება იყო - ყოველ დღე მაინც არ გვხვდებოდა გვამი. ამ ქალებსაც ჰქონდათ კისერთან ნიშანი, ჩასობლი ეშვები, მაგრამ ამას ემატებოდა ყველაზე დიდი საშინელება... ყველა ქალი სიკვდილამდე გაუპატიურებული იყო."

ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
ეს უკვე ზედმეტი იყო.
გაუპატიურება... ღმერთო, მართლა სასტიკი სასჯელია.
მაშინვე ფეხზე წამოვხტი, წიგნი ადგილზე დავაბრუნე, ნივთები შევაგროვე და კარისკენ გავეშურე.
სახელურს დავწვდი და... არ გაიღო.
კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა.
ჯანდაბა, ისევ ჩამკეტა დაცვამ, არადა რამდენჯერ გავაფრთხილე, ყოველთვის დაიარე ოთახები-მეთქი.
შიშმა ამიტანა, ასეთ საშინელ ამინდში, ამხელა შენობაში მარტო ვიყავი და ტელეფონიც დამჯდარი იყო.
ამ ყველაფერს ის საშინელი ამბავი ემატებოდა და გული გახეთქვაზე მქონდა.
არ ვიცოდი, წინ უფრო საშინელება თუ მელოდა, მაგრამ მერწმუნეთ, ნამდვილად არ ვიწუწუნებდი ბევრს.
ისევ იქ დავბრუნდი, თავის დამშვიდებას შევუდექი, მაგრამ ყველაფერი ამაო გახდა, მას შემდეგ რაც ხმაური შემომესმა.
სუნთქვა გამიხშირდა, მთელი სხეული გამიოფლიანდა, ფეხებიც შესამჩნევად ამიკანკალდა, მაგრამ აქ ვერ მოვითმენდი.
ხმაურისკენ წავედი...
ერთი ნაბიჯიც და დავინახავ. ერთი ნაბიჯიც...
მოულოდნელად ყელიდან კივილი ახმომხდა და ყველაფერი გაშავდა.
სახეში ხელის შემორტყმამ გამომაფხიზლა.
კაცის ხელი იყო, თან ძალიან მწარე.
მაღლა ახედვის ძალიან მეშინოდა.
ვფიქრობდი, აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება-მეთქი, მაგრამ როცა ხელში ჩემი კლასელი შემრჩა, შვებისგან ამოვისუნთქე.
-რა ჯანდაბას აკეთებ?
დავუყვურე და ოდნავ წამოვიწიე.
იატაკზე ვიწექი, ისევ იქ სადაც გონება დავკარგე.
-შენ რა ჯანდაბას აკეთებ?
ახლა თვითონ შემომიტია და ხმა გაიმკაცრა, ისე როგორ ყოველთვის სჩვეოდა.
არ იცვლება ეს ბიჭი, რა.
-ანგელინა, რა გინდა შუა ღამეს ბიბლოთეკაში?
ოდნავ დამშვიდებულიყო, მაგრამ ვამჩნევდი, ნერვები არ ყოფნიდა.
ცოტაც და აფეთქდებოდა.
ნოა...
ნოა ყოველთვის შესაშური სიმშვიდით გამოირჩეოდა.
მშვიდი, გაწონასწორებული, ცივი და სასწაულად იდუმალი იყო.
ალბათ, ამიტომ გიჟდებოდნენ გოგოები მასზე.
-ნოა, დამშვიდდი.
ხელი ავიქნიე და ფეხზე წამოვდექი, მთავარი ოთახისკენ გავეშურე.
რა თქმა უნდა, ბიჭიც მე გამომყვა.
ისევ გააელვა.
შიშმა ამიტანა, რადგან ისედაც დაძაბულ სიტუაციას უშუქობაც დაემატა. ესღა მაკლდა.
ნოას აქ ყოფნა ოდნავ მამშვიდებდა, მაგრამ ძალიან უცნაური შეგრძნება მქონდა.
არ იყო ეს ყველაფერი ნორმალური.
-ნუ გეშინია, სანთლებს ავანთებ.
ოხ, მომინდომა ბიჭმა სანთლები და რომანტიკა, როცა მე აქ შიშისგან სადაცაა გამეპაროს.
დივანზე დავჯექი, ფეხები ავიკეცე და მუხლებზე ხელები შემოვიხვიე.
ძალიან ციოდა, თან შიშმაც იმოქმედა. მაკანკალებდა, კბილებს ერთმანეთზე ვაწაკწაკებდი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ნოაც ჩემ გვერდით მოთავსდა.
რა თქმა უნდა, არ შევიმჩნიე, რომ ვიყინებოდი.
-აბა, ანგელოზო, მითხარი აქ რას აკეთებ?
გამიღიმა.
-ვკითხულობდი და შემომაღამდა.
მოკლედ ავუხსენი და საპასუხოდ ძალდატანებით ოდნავ მეც გავუღიმე.
ყოველთვის ანგელოზს მეძახდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არასდროს გვქონია.
"ანგელინა" მხოლოდ ანგელოზებს ჰქვიათო.
ყოველთვის მეცინებოდა ამაზე, მაგრამ მისი დაძახებული "ანგელოზო" ძალიან მომწონდა.
ყველასთან ცივი იყო კლასელებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან, მაგრამ არასდროს - ჩემთან.
ალბათ, ამიტომ ვცემდი მას უდიდეს პატივს.
-იყინები, მოდი ჩემთან.
თვალები გამიფართოვდა.
-ანგელოზო, შემოსაცმელი არ მაქვს, მოდი, გაგათბობ.
თბილი მზერით მითხრა.
დავიბენი, ვერ მივიდოდი.
ჩემი უმოქმედობით დაღლილი, ჩემკენ გამობობღდა და სხეულზე ამეკრა.
-მცივა, ნოა.
ოდნავ ამოვიჩურჩულე და გულზე მივეკარი.
ძალიან კომფორტულად ვიყავი, მაგრამ ვერ ვისვენებდი, ვბორგავდი. წაკითხულ ამბავზე ვფიქრობდი, რაღაც არ მაძლევდა საშუალებას ამომესუნთქა.
ალბათ, ნახევარი საათი დუმილში გავატარეთ, მე ვბორგავდი, ის კი ცდილობდა ჩახუტებით ოდნავ დავემშვიდებინე.
შემდეგ სახე ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.
-ახლა, სიმართლე მითხარი, რა გინდოდა აქ და რატომ ვერ ისვენებ?
დავაპირე სიმართლე მეთქვა,
მაგრამ მისი თვალები...
თმა...
აქამდე, როგორ ვერ მივხვდი?!
ნოას ზუსტად იმ აღწერილი ვამპირისნაირი გარეგნობა ჰქონდა.
ნაცრისფერი თმები, მწვანე თვალები და ფერმკრთალი კანი.
ახლა, ნამდვილად ვიცი, რატომ აქვს ამ ადამიანს იდეალური გარეგნობა.
მაგრამ იქნებ ადამიანი საერთოდ არ იყო?!
სხეულიდან მაშინვე მოვშორდი და დივნის მეორე კუთხეში მოვიკუნტე.
გონებაში მალევე ამომიტივტივდა რამდენიმე კვირის წინ მოსმენილი ამბავი, ქალის გაუპატიურების და მკვლელობის შესახებ.
ყველაფერს ერთმანეთთან ვაკავშირებდი.
არა, არა ეს შეუძლებელია.
-დაბადების დღე როდის გაქვს?
ამოვიკნავლე.
-ანგელინა, რა დაგემართა?!
მშვიდი ხმით მითხრა, მაგრამ ვხვდებოდი, არ მოეწონა რომ მოვშორდი.
-მითხარი, როდის გაქვს.
ხმა მიკანკალებდა, მაგრამ ვცდილობდი მკაცრად მეთქვა.
-შენზე ორი დღით უფროსი ვარ, დაგავიწყდა?
რა თქმა უნდა, როგორ ვერ მივხვდი.
16 დეკემბერი.
ასაკიც ემთხვევა, დაბადების თარიღიც, გარეგნობაზე აღარაფერს არ ვამბობ.
არა, არა - ვამპირები არ არსებობენ.
მაგრამ...
მაშინ რატომ ემთხვევა ყველაფერი?!
ახლა, ვხვდები, რატომ იყო ასეთი იდუმალი, მისტიკური და ხანდახან საშიშიც.
-ანგელინა, დამშვიდდი.
ჩემკენ წამოიწია, მაგრამ ვუკივლე, რომ არ მომკარებოდა.
ახლა, მართლა ძალიან შემეშინდა.
ალბათ, გამაუპატიურებდა და მომკლავდა.
არ მინდოდა სიკვდილი, თან ასეთი, მაგრამ გულში იმედი მქონდა, რომ ნოა დამინდობდა.
მხოლოდ, იმიტომ რომ ჩემთან მუდამ თბილი იყო.
გულის კუნჭულში ერთი უჯრედი ფიქრობდა, რომ ნოასთვის მე განსაკუთრებული ვიყავი და ასე ვერ გამიმეტებდა.
მაგრამ...
ნოა ვამპირი იყო.
-რა ჯანდაბა დაგემართა?!
გაოცებული და აგიზგიზებული თვალებით მიყურებდა, თითქოს ჩემი დაგლეჯვა უნდოდა.
მისი თვალები მანადგურებდა...
პირველად მეშინოდა მისი და მისი საოცარი თვალების.
-ჩემი გე... შ... გეშინია?!
ამოიჩურჩულა.
თვალებში საოცარი სევდა ჩაუდგა.
იმედგაცრუებული იყო, საშინლად.
გულში რაღაც ჩამწყდა, მაგრამ შიში არ მაძლევდა საშუალებას დავმშვიდებულიყავი.
მინდოდა, გულწრფელად მინდოდა მისი არ შემშინებოდა,
მაგრამ წაკითხული ისტორია, ამდენი დამთხვევა და საშინელი ამინდი არ მაძლევდა ამის საშუალებას.
დაიჭექა.
უფრო მოვიკუნტე, ხელები ფეხებზე მოვიხვიე და თავი კალთაში ჩავრგე.
-ანგელოზო... გთხოვ, ასე ნუ მომექცევი.
ჩამწყდარი ხმით, ოდნავ შესამჩნევად ამოლაპარაკა.
ღრმად სუნთქავდა.
შევხედე.
ისიც ჩემსავით იჯდა, კანკალებდა და ტუჩებს ოდნავ ამოძრავებდა.
ამომხედე.
გული მომიკლა მისმა მზერამ.
ნაწყენი იყო, თვალებში იმედგაცრუება გამოსჭვალვოდა.
მაგრამ თვალები ძალიან არაბუნებრივად უბრჭყვიალებდა, თითქოს ადამიანი არ ყოფილიყოს.
შემეშინდა, მაგრამ მერე დავფიქრდი...
მშობლები ყოველთვის ცუდად ექცეოდნენ. არასდროს ჰყოლია ახლო მეგობარი, რომელსაც თავის ტკივილს გაუზიარებდა.
მხოლოდ მე მექცეოდა თბილად, მხოლოდ მე მენდობოდა.
მე კი ვერ მივცემდი საკუთარ თავს უფლებას, რომ მას ასე მოვქცეოდი, მისი შემშინებოდა.
მისკენ ოდნავ მივჩოჩდი და ხელი ხელზე დავადე.
გაყინული ხელები ჰქონდა, როგორც ყოველთვის.
-დღეს, რაღაც ისეთი ვნახე რამაც ძალიან შემაშინა.
გადავწყვიტე მომეყოლა, თუ სიკვდილი იყო ისედაც მოვკვდებოდი და ჯობდა ყველაფერი გამერკვია.
-მე-17 საუკუნეში, ჩვენს ქალაქში რაღაც უცნაური ხდებოდა. მოსახლეობას გვამები ხვდებოდათ, ყველას კისერთან ჰქონდა ნაკბენი...
-ანუ წაიკითხე.
საუბარი არ დამასრულებინა, ისე ამოილაპარაკა.
ჩემი ხელი თავის ტორებში მოიქცია.
-ნოა... მ... მე... მე უბრალოდ.
ვბლუყუნებდი.
მანაც იცოდა ამ ისტორიის შესახებ.
მთელ ტანში გამცრა, მინდოდა მოვშორებოდი, მაგრამ ჩემს თითებზე მოხვეული მისი გაყინული ხელები არ მაძლევდა ამის საშუალებას.
ვიცოდი, ჩემი ქცევით გული ძალიან ეტკინებოდა, მე კი ეს არ მინდოდა.
-მათი შვილის ასლი ვარ, არა?! ვიცი, ყველაფერი ემთხვევა.
-ასაკი, დაბადების თარიღი, გარეგნობა.
ამოვიჩურჩულე მეც.
რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია.
საოცრად სევდიანი თვალებით მიყურებდა, ხანდახან იმედგაცრუებაც გამოუკრთებოდა თვალებში.
მისი მზერა გულს მისახიჩრებდა, მიფლეთდა.
-შენ გჯერა, რომ მე ქალებს ჯერ ვაუპატიურებ და შემდეგ ვკლავ?შენ გგონია, რომ მე ვამპირი ვარ? შენ ჩემში ეჭვი გეპარება? გგონია, რომ ახლა შენც რამეს დაგიშავებ?
ძალიან ჩუმად, თითქოს გულში თქვა, მაგრამ არა საკმარისად ჩუმად, მე რომ ვერ გამეგო.
გული მომიკლა მისმა სიტყვებმა, მისმა ხმამ და მისმა მზერამ.
მეშინოდა...
მეშინოდა იმდენად, რომ მასთან ჩახუტება გავბედე.
მისკენ მივჩოჩდი, ხელები კისერზე მოვხვიე და თავი გულმკერდზე დავადე.
გული ძალიან სწრაფად უფეთქავდა, ღრმად სუნთქავდა, მაგრამ ხელებს არ მხვევდა.
მინდოდა თვითონაც ჩამხუტებოდა, მაგრამ რაღაც აკავებდა, რაღაც აფერხებდა.
-ნოა, მითხარი, რომ ვამპირები არ არსებობენ.
ამოვიკნავლე.
არაფერი უთქვამს.
-შენი არ მეშინია, აღარ მეშინია. გთხოვ, მითხარი, რომ ვამპირები არ არსებობენ და ყველაფერი უბრალოდ დამთხვევაა.
ისევ არაფერი მიპასუხა.
მხოლოდ ხელები შემომხვია და კალთაში კომფორტულად მომათავსა.
ძალიან უხერხული იყო, მაგრამ შემდეგ...
შიშიც გაქრა, უხერხულობაც და სიცივეც.
ვიყავით მხოლოდ მე და ნოა, ბიბლიოთეკაში, ერთმანეთზე აკრულები და ვსაუბრობდით.
იმ საღამოს თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ, ვიცინიეთ, ვიხალისეთ, მაგრამ ვამპირებს, მოჩვენებებს და მსგავს მისტიკურ ქმნილებებს არ შევხებივართ.
გამთენიისას, როდესაც სასაუბრო თემა ამოგვეწურა, ძალიან ხავერდოვანი ხმით მითხრა.
-ანგელინა, მე შენსავით ანგელოზი არ ვარ, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც მიყვარს არაფერს ვუშავებ... ჩემი აღარასდროს შეგეშინდეს.

ჯანდაბა, რა თქმა უნდა...
შემიყვარდა!



დასასრული





ასეთი ისტორია არასდროს დამიწერია :დდ
ცოტა მისტიკურია და არ ვიცი როგორი გამომივიდა :დდ

ძალიან მომენატრეთ <3
ხვალ სკოლა იწყება და მეც არამგონია ისტორიების დაწერისთვის დრო გამომიჩნდეს, ამიტომ გადავწყვიტე ეს ისტორია ახლა გამომექვეყნებინა <3
თან დაგემშვიდობებით, დროებით :დდდ<3
ძალიან, ძალიან მიყვარხართ და
ველოდები კომენტარებს :)))) <3



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Tavidan dzaalian magari iyo mara boloshi Ra qenii:0

 


№2  offline წევრი ki si

რაღაც დამაკლდა ცოტა მშრალი მეჩვენე მე. იდეა კარგი იყო მოვლენების სწრაფ განვითარებასთან პრობლემა არ მაქვს ზოგადად არ მომწონს გაწელილი სიუჟეტები მაგრამ ურთიერთობაში რაღაც დამაკლდა. წარმატებები საყვარელო ნუ გეწყინება <3

 


№3 სტუმარი Iizi

Gagrzeleba ar eqneba magari iko

 


№4  offline წევრი Mtirala

სტუმარი მარიკო
Tavidan dzaalian magari iyo mara boloshi Ra qenii:0

არაუშავს ❤
მიხარია რომ წაიკითხე ❤

ki si
რაღაც დამაკლდა ცოტა მშრალი მეჩვენე მე. იდეა კარგი იყო მოვლენების სწრაფ განვითარებასთან პრობლემა არ მაქვს ზოგადად არ მომწონს გაწელილი სიუჟეტები მაგრამ ურთიერთობაში რაღაც დამაკლდა. წარმატებები საყვარელო ნუ გეწყინება <3

არა, ნამდვილად არ მეწყინება ❤
პირიქით, ჭკუას ვისწავლი ❤
შენ კი ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ❤

Iizi
Gagrzeleba ar eqneba magari iko

არამგონია:((
არც დრო მაქვს და არც მუზა :(
დიდი მადლობა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline წევრი izabella

როგორ მინდოდა ათჯერ დიდი ყოფილიყო, მაგრამ...
ახლა შეიძლება არც დრო გაქვს და არც მუზა, მაგრამ გაგრძელებაზე რომ იფიქრო მომავალში ცუდი არ იქნება.

 


№6  offline წევრი Mtirala

izabella
როგორ მინდოდა ათჯერ დიდი ყოფილიყო, მაგრამ...
ახლა შეიძლება არც დრო გაქვს და არც მუზა, მაგრამ გაგრძელებაზე რომ იფიქრო მომავალში ცუდი არ იქნება.

ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე და კიდევ უფრო დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემი გესმის ❤❤
აუცილებლად ვიფიქრებ გაგრძელებაზე, მაგრამ ვნახოთ რა იქნება ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვგიჟდები ამ ჟანრზე ^-^ დიდი ხნის ისტორია ყოფილა, მაგრამ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი უფრო ვრცელ ვარიანტ, თუნდაც გაგრძელებას ^-^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent