შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესიკო *5*


16-09-2018, 22:21
ავტორი წერო:)
ნანახია 1 436

დილით თავის ნაღრძობ ფეხზე გაბრაზებული ემილი ნერვეს ტელეფონით იწყნარებდა როცა ამ დროს კესო ეზოში მწვანე ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში იწვა და წიგს მთელი გულდასმით კითხულობდა. ლამის სამი საათი იქნებოდა უკვე რაც წიგნის ფურცლებისთვის თვალი არ მოუშორებია და სწორედ ამიტომ ლუკას მოსვლა მანამ ვერ შენიშა სანამ ჰამაკი არ ჩაიზნიქა.
დაფეთებულმა გოგომ ლუკასკენ სწრაფად გაიხედა და გულზე ხელი მიიდო.ლუკა ჰამაკზე ჩამომჯდარიყო.
-შემაშინე!
-მაპატიე-გაუღიმა ლუკამ-რას აკეთებ
-ვკითხულობ
-და რამდენი ხანია?
-აზრზე არ ვარ...
-შეეშვი თვალები ორი დღის უძილარს გიგავს მეშინია რომ გიყურებ...-ლუკამ ისე გაიღიმა ვითომ მამა აბრამის ბატკანი ყოფილიყო
-ამას კომპლიმენტად მივიღებ!-შეუღრინა კესომ.
-ემილი რას შვება?-დასერიოზულდა ლუკა
-სრულ თვითგვემაშია ჩავარდილი თავბედს იწყევლის რომ მაინცდამაინც ახლა იღრძო კოჭი.გინდა ნახო? წაგიყვა.
-კაი წავიდეთ
გზაში კესომ ბიჭის შეთვალიერება მოასწრო.
მაღალი იყო.
გამხდარი.
შავთმიანი.
მუქი შავი თვალები და მუქი ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა.
მოკლედ ცუდი ბიჭი სულაც არ იყო.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ემილის ლუკას ნახვა ესიამოვნა და გაიღიმა კიდეც.თუმცა მწვანე თვალებში მაინც ეტყობოდა რომ თავისი დაბდურობა ჯერ კიდვ ვერ მოენელებინა.
-რას "შობი" ემილი ხო ხარ ჯიგრულად?-გაიცინა ლუკამ.
-ჯიგრულობის რა გითხრა და ისე კი ვარ ვცოცხლობ-აყვა ემილიც
-ფეხზე დადიხარ თუ შენ და კოჭლი ზაურა ისევ ერთერთში გადიხართ?-სიცილს აგრძლებდა ლუკიტო
ეს ბიჭი სულ იღიმოდა!
-გაჭივრებით ჩემო ლუკა გაჭივრებით-მოჩვენებით ამოიხვნეშა ემილიმ.თუმცა ტუჩებში მაინც ეპარებოდა ღიმილი.
-ანუ კიდე ჩემი წასაღები ხარ?
-თუ ეგ გაინტერესებდა პირაპირ გეკითხა!-დოინჯი შემოირტყა გოგომ.კესო კი თუ აქამდე ჩუმად იდგა ტუჩებს იჭამდა რომ არ გასცინებოდა ახლა ერთიანად გასკდა და ისეთი ხარხარი დაიწყო რომ თითქმის მთელ სახლში ისმოდა.
ამ დროს ლუკა გამოშტერებულივით იდგა და ფიქროდა ეს გოგოები რამ გადარია მერე უცბად შუბლზე ხელი შემოირტყა და წამოიძახა
-რააააა! არა ემ ეგ არ მიგულისხმია მაპატიე ვიხუმრე!!-ემილი ერთხანს თვალებში ჩაშტერებოდა ბიჭს მერე ღიმილი გაეპარა გაპატიეო და დაქალს აყვა ხარხარში მერე ლუკაც და მალე და ისეთი გამაყრუებელი სიცილის ხმა ისმოდა რომ ვინმეს სახლისთვის რომ ჩაევლო საგიჟეთისგან გამოქცეულების ბუნაგი ეგონებოდა.
-ვაიიმეეეე თქვენი სახეები უნდა გენახათ ან საერთოდ რაებს ლაპარაკოდიით მუცელი ამტკივდაა-ხითხითებდა კესო.მერე სასხვათაშორისოდ იკითხა-ალექსადრე სადაა?
-ძინავს ვაჟბატონს-უპასუხა ლუკამ
-რააა?! რა დროს ძილია!-წამოიკივლა კესომ და ტელეს დახედა-ორია! მაგ მძინარე მზეთუნახვს კი არადა თვალთუნახავს სულ ამდენი ხანი სძინავს??
-ეგ რომ მიუშვა მთელი დღე იძინეს
-ანუ რომ მიუშვა არა...-დემონურად გაიღიმა კესომ
***
-ემილი ჩუმად იარე!-დაისისინა კესომ
-რა ვქნა ფეხი მტკივა დაა...
-ხოდა რაღას მობჟოტიალობდი-ემის რეაქცია ამაზე მხოლოდ ტუჩების გაბუშტვა იყო
-ლუკა კარი გააღე და სათლი(იგივე ვედრო)მომაწოდე-"ბრძანა"კესომ. ლუკამ მისი "ბრძანება" უსიტყვოდ შეასრულა.
ოთახში შევიდნენ. კესო საამ "უპატიებელ ცოდვას" ჩაიდენდა და მძინარეს ცივი წყლით გააღვიძებდა " შეწირულის" დათვალიერება გადაწყვიტა.
და მაშინვე ინანა თავისი სიტყვები თვალთუნახავი რომ უწოდა
თუნდაც ხუმრობით.
ღია წალისფერი თმები ჰქონდა ალექსანდრეს სქელი სავსე ვარდისფერი ტუჩები სწორი ცხვირი და ნატიფი სახე.
კესოს მისი გაღვიძების სურვილი კიდევ გაუმძაფრდა რათა ბიჭის თვალები ენახა.
-რას უცდი?-დაიჩურჩულა ემილიმ
-არაფერს- უპასუხა კესომ ალექსის დახედა მერე დაიღრიალა შუადღემშვიდობისაო და ბიჭს მთელი სათლი ცივი წყალი თავზე დააცალა
ალექსანდრემ თვალები ჭყიტა. წამოხტა.
-ააააა-თავს სველი ძაღლივით აქნევდა-ვაიმე ცივიიააა.-თავის ქნევას რომ მორჩა ბავშვებს ახედა და თქვა
-თქვენ თავში ფეხი ხო არ გაქვთ! ვინ იყო?-კესომ სათლი ლუკას მიაჩეჩა ეს იყოო დაიყვირა და გაიქცა ალექსანდრეც რა თქმა უნდა გაეკიდა მაგრამ კესო სწრაფად დარბოდა და სწორედ მაშინ მოახერხა ალექსიმ მისი დაჭერა როცა გოგოს მისსავე დასველებულ კაფელზე ფეხი დაუცდა.წამოიკივლა თუმცა მაშინვე წამოდგომა სცადა მაგრამ ბიჭმა მაისურში ხელი ჩაავლო, ხელები თავისი ხელებით გაუკავა და გოგო ფაქტობრივად იატაკს გააკრა. კესოს ცხლად დაუარა იმ ადგილებიდა სადაც ალექსი ეხებოდა და მის თვალებში ჩაიძირა.
ნაცრისფერი!ნაცრისფერი თვალები ჰქოდა ბიჭს და საშინლად უხდებოდა.
ლურჯი და ნაცრისფერი მზერა ერთმაეთს ჯიქურ უყურებდა.
-ეს რატომ გააკეთე?-იკითხა ბოლოს სანდრომ ბრაზიანად.
-მე... მეეე
-შენ.. შეენ რა აიჩემე ეს " მე მე" თხა ხო არ ხარ? მაგრამ პრინციპში ეგრე გამოდის-ჩაიღიმა სანდრომ
-მე არ ვარ თხა! გამიშვიი-კესო გამოფხიზლდა და აფართხალდა
-მაგისთვის რომ უნდა დაისაჯო ხომ ხვდები?-თავისას აგრძელედა ბიჭი
-ვერა!-კესო კი ფართხალს აგრძელებდა
-უტვინოც ყოფილხარ თხასთან ერთად და ნუ ფართხალებ თორემ მამაკაცური სურვილები მიჩნდება-ახლა კესო სირცხვილის გარდა ბრაზისგანაც აწითლდა.
-გარყვნილოო უზრდელოოო გამიშვი მეთქი!- ალექსიმ გადაიხარხარა
- მოდი ამჯერად მსუბუქ სასჯელს დავჯერდეთ- გოგოს მუცელზე დახედა და ღიტინი დაუწყო კესო ახითხითდა რაც მალე ძლიერ სიცილში გადაუვიდა
-აააა არააააა გთხოოოოვ ნუ შვები ეგრეეე!!გამიშვიიიიი!
-ბოდიში მომიხადე და კი ბატონო
-ბოდიშიიი აჰაჰააააა-სანდრომ ცოტა ხანს კიდევ უღიტინა და მერე შეეშვა..კესო წამოდგა და ბიჭის გამოწვდილი ხელი დააიგნორა.
-დამპალი ხარ!-მიაძახა გაგულისებულმა
-შენსავიიიით-უპასუხა ბიჭმა რომელიც სიცილს ვერ წყვეტდა.


****
აბააა როგორ მოგწოონთ ამ სურათზე ლუკაა წინაზე ალექსი იყო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent