შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიტყვოდ ნათქვამი (სრულად)


17-09-2018, 21:06
ავტორი Elennee
ნანახია 2 786

ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც იწყებ ფიქრს, როგორ აპირებდი სამუდამოდ გვერდში გყოლოდა ადამიანი, რომელთანაც ახლა აღარაფერი გაკავშირებს, გარდა რამდენიმე მოგონებისა..

სიყვარულს იმიტომ გაურბიან, რომ შემდგომი ურთიერთობის და თანაცხოვრების პერიოდში მოსახდენ უსიამოვნებებს, გულისტკენასა და იმედგაცრუებას თავს არიდებენ, არ "აფუჭებენ" სიყვარულს ყოველდღიური რუტინით და სიყვარულს "ინახავენ", ტოვებენ ისეთად, როგორიც არის - განუმეორებელი, ერთადერთი, თბილი, გიჟური, ვნებიანი, სიტყვებით ვერ აღვწერ, ყოველთვის რომ ენატრებათ და მიილტვიან, გახსენებისას აცრემლებული და აკანკალებული, სულში ჩაეღვრებათ ბადაგივით... აფორიაქებულთ ცივი ცრემლებიღა შერჩებათ, ცხელი მოგონებებითა და საშინელ მონატრებას იგრძნობენ... ერთად რომ იყვნენ, ასეთი აუღწერელი კი არ იქნება ეს სიყვარული?!


2018 წელი, ზაფხული
სანაპიროზე ვზივარ, თვალები დახუჭული მაქვს..
ზღვიდან მონაბერი ქარი თმას მიწეწავს..
ტალღები ნაპირს ეხეთქებიან და სხეულს მინამავენ..
ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის..
ზღვა ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა..
მამშვიდებს..
თვალებს ვახელ და მზეს ვუსწორებ, მერე ჰორიზონტს გავცქერი, მისი თვალებიც ზღვისფერია..
დიდი დროა გასული, რაც არ მინახავს, აღარც მიყვარს, მაგრამ სიღრმისეული განცდაა..
არც მენატრება, უბრალოდ იმდენად დავცარიელდი რომ ხანდახან მაგის გახსენებით ვივსები თავიდან. ვინ იცის რამდენ ტკივილს ვაყენებ საკუთარ თავს..
წარსულში ვიძირები..

2016 წელი , ზაფხული
ბათუმის სასტუმროში დავბინავდით მე და ჩემი მეგობრები. მანქანიდან ბარგს ვალაგებდით, როცა დაძახების ხმა გავიგე და ტანში ერთიანად გამცრა, თითქოს მეხი დამეცა, ელვის სისწრაფით მივაბრუნე თავი გზისკენ, მაგრამ უკან გამოვიხედე, მეჩვენებათქო და როგორც კი მივხვდი რომ იქ იდგა, ისევ გიჟივით მივბრუნდი. მანქანის კარის სახელურს ხელი ჩავჭიდე, ისე მოვუჭირე ლამის სისხლი გამიჩერდა. ირგვლივ ვეღარაფერს ვხედავდი, სული გამეყინა, ყურებში მხოლოდ გულის ბაგა-ბუგის ხმა და სუნთქვა მესმოდა. თვალებში ცრემლები მომაწვა, ყელში ბურთი ისე გამეჩხირა, მეგონა დავიხრჩობოდი, თავიდან ბოლომდე ჟრუანტელმა დამიარა და ჩემში ატომის მოლეკულებივით იფეთქა მოგონებებმა.. უკვე მეგონა, რომ გონებას დავკარგავდი, რადგან ეს ხმა და სახე 2 წელი იყო რაც თვალით არ მენახა.
გზაზე გადმოვიდა ხელებგაშლილი და ღიმილიანი სახით:
- ეე, როგორ ხართ??
- რავი კარგად, რას შვები, აქ ისვენებ??
- კი ბიჭები ვართ ჩამოსული, მაგრამ ხვალ მივდივართ. მოკლედ რა პატარაა ეს ქვეყანა, გამიხარდა თქვენი დანახვა.
- აბა აბააა, ჩვენც ძააან
მაგის ძმაკაცებიც მოვიდნენ ჩვენს სანახავად, ჩემი გოგოებიც მოიკითხეს, მე კი შეუმჩნევლად, მაგრამ უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი, წესიერად არც მესმოდა რას ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ვიღიმოდი და დროდადრო თვალებს ვაპარებდი მისკენ.
უცებ ჩემმა პირმა თავისით დაიწყო საუბარი და სიცილით ვუთხარი
- უკვე მეორე წელია რაც დაბადების დღე არ მოგილოცავს იცი?
მან კი სიცილით შემომხედა და მერე ჩემი მეგობრის მისამართით, ხელგაშლილმა თქვა
- ეს ნახე რა , დაბადების დღეზე დარდობს.
არანაირი ყურადღება არ მიმიქცევია ამ წინადადებისთვის, უბრალოდ ჩავიცინეთ, დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მომავალ შემთხვევით შეხვედრამდე, მაგრამ ამ სამყაროში “შემთხვევით შეხვედრაზე არაშემთხვევითი” რამ ხო არ არსებობს.
ჩემმა მეგობრებმა ათასი კუდი გამოაბეს ამ შეხვედრას, ბოლოს კი იმ სიტყვებმაც გაიჟღერა და ყველამ თავისებური , მაგრამ ერთი საერთო დასკვნა გააკეთა. თარგმანი კი ასეთი იყო:
- ისე გითხრა დაბადების დღეზე, რომ თითქოს ჩვენ შორის იმაზე მეტია სადარდებელი, ვიდრე ეგ წვრილმანიო
- ნუ რა მნიშვნელობა აქვს რა იგულისხმა, მაინც არ ვუყვარვარ და აზრი? რამე გრძნობა რომ ჰქონოდა, 2 წელი იყო მის განკარგულებაში და რავიცი აბა, მე კი ამდენიხნის მანძილზე მაინც მაგას ველოდები.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დაშორებიდან ამდენი დრო იყო გასული, გულს რას ვუბრძანებდი? თან ყველაფერი ისე დამთავრდა, უაზროდ, რომ მთელი ცხოვრება ხინჯად მექნება გულში, როგორც დაუსრულებელი საქმე. მონატრება კი მაინც თავისას შვრება, იმ დღეს თვალებით ყველგან მას ვეძებდი, ზღვის სანაპიროზე, ბარებში, კაფეებში, მაგრამ არსად ჩანდა. თან ვითომ არ ვიმჩნევდი ჩემ დაქალებთან, არადა ყველა კარგად ხვდებოდა. მაგათ მაინც რას გამოვაპარებდი, თითოეული ჩემი ცრემლი იციან ამ წლების მანძილზე და ერთხელაც კი არ უსაყვედურიათ, რით ვერ დაივიწყეო. იცოდნენ, როგორ მატკინა გული , მაგრამ ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს არჩევანსა და გრძნობებს.
მოსაღამოვდა. ღია ბარში ვისხედით, მეორე მოჰიტოს ვსვამდი ალკოჰოლიანს და ცოტა არ იყოს მომეკიდა. თავს კარგად ვგრძნობდი, წავედი და ცეკვა დავიწყე. საცეკვაო მოედნის გასწვრივ ბიჭები შევამჩნიე გოგოებთან ერთად და ნაცნობ თვალებსაც წავაწყდი , რომლებიც ჩემზე იყო მოშტერებული. თვითონ ძმაკაცების გვერდით იჯდა, როგორც კი დავინახე, წამოდგა და ჩემთან მოვიდა.
- გინდა სანაპიროზე გავისეირნოთ?
- ცეკვა რომ მინდა და დალევა?
- მიდი რა გთხოვ, არ მინდა აქ ყოფნა
ეგრევე დათანხმება არ მინდოდა, თორემ მასთან ყოფნა მერჩივნა ყველაფერს. ჩემს დაქალებს ვანიშნე და გავედით. სანაპიროზე მივსეირნობდით, ზღვის ტალღების ხმა არღვევდა სიჩუმეს მხოლოდ, მერე რაღაც სკამივით შეგვხვდა და იქ ჩამოვჯექით. პირდაპირ ზღვას ვუყურებდით უკუნით სიბნელეში და ისე მეშინოდა და თან მიზიდავდა, მეგონა გვშთანთქვდა ორივეს. სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და გააბოლა. თავის ულამაზეს, გრძელ თითებში ჰქონდა მოქცეული, მის თითოეულ ნაფაზის დარტყმას ვაკვირდებოდი. ამასობაში მეც მომინდა და მომაწევინე მეთქი, ვთხოვე..
- შენ რა, ეწევი? ადრე ხომ გითხარი, თუ დაგინახავ, მაგრად მოგხვდებათქო
- შენ ბევრი რამე მითხარი, მაგრამ არ შეგისრულებია, ამიტომ მომეცი და ნუ წუწუნებ. ოღონდ ეგ მინდა, შენი მოწეული.
ამ საღამოს არაფერი იყო ზედმეტი, მხოლოდ ჩვენ და ზღვა, ვლაპარაკობდით ყველაფერზე , მერე დავბრუნდით და დავემშვიდობეთ ერთმანეთს, რადგან მეორე დღეს უკვე მიდიოდნენ. სახლში, რომ დავბრუნდი, საპირფარეშოში შევედი და ისე ვტიროდი, ისე, რომ მეგონა ცრემლები აღარ მექნებოდა.. მთელი გული დარდით მქონდა სავსე, სული მეხუთებოდა, სად წამეღო ეს სიყვარული.. სად უნდა გადამემალა.. ვიცოდი მისი დანახვისას ყოველთვის ასე დამემართებოდა. იქიდან რომ გამოვედი, ჩემმა დაქალმა დამინახა და მაშინვე მიხვდა.
- კიდევ რამე თუ გაწყენინა ?! გეფიცები მართლა მოვკლავ
- არა, პირიქით.. მისი რა ბრალია, მაგრამ მე? არ ვიცი, როგორ გადავიტანო? როგორ გავუძლო მითხარი..
- ჩემო გოგო, ვიცი გიჭირს, გული გტკივა, მაგრამ გაგივლის, დიდი დრო გავიდა, მაგრამ ალბათ კიდევ არის საჭირო.. ერთმანეთს ვერ დაემალებით, ხომ იცი რა პატარაა საქართველო, მაგრამ უნდა აიტანო, უნდა ზიდო ეს ისე, რომ შენი თავი არ დააზარალო. ელენე, დამშვიდდი გთხოვ..
როგორ აგიხსნათ, როგორ გაგაცნოთ, როცა მეც არ ვიცნობდი ზოგჯერ. თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა. ხანდახან საერთოდ არ მჯეროდა რომ ვუყვარდი, ხან კი პირიქით. ამასთან ერთად, ორივემ ყოველთვის ვიცოდით , რომ დაშორების მერე ჩვენი ერთად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. რამდენჯერაც ვცდილობდით, თუნდაც “მეგობრულად” ვყოფილიყავით, ბოლოს მაინც გავაფუჭებდით ყველაფერს. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ ხდებოდა რაღაც რაც ნერვებზე შლიდა და აფექტურს ხდიდა, ან პირიქით მე ვაზვიადებდი რამეს.. მერე აღარ ვიმჩნევდით ერთმანეთის არსებობას, სანამ მონატრება გაუსაძლისი არ გახდებოდა.
შესაძლოა, ჩვენ არასოდეს შეგვეძლო მეგობრობა და საერთოდაც, როგორც რემარკი იტყოდა - “სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით, დასასრული არის დასასრული.” სწორედ ამიტომ მეგონა, რომ გვიყვარდა ერთმანეთი და არც ვახლოვდებოდით და არც ვშორდებოდით. თვეები რომ გადიოდა ხოლმე, ბევრჯერ მომიკითხავს მეც და თვითონაც, საერთოდ არ მაინტერესებდა პრინციპები, ვიბრძოდი სიყვარულისთვის, მაგრამ მაინც არ დგამდა ნაბიჯს ჩემკენ. ზოგჯერ როცა ძალიან ახლოს ვიყავით, ვემზადებიდი გასაქცევად, არ შემეძლო მასთან ყოფნა, მაგრამ არც მის გარეშე. ეს უკვე შიში იყო, რომ იგივე დამემართებოდა და ისევ ჩემი გული იქნებოდა გატეხილი.
ერთხელ ჩემს მეგობრებთანაც აღნიშნა, რომ უკვე ძალიან გვიან არისო. დღემდე ვერ ვხვდები რატომ იყო?! არანაირი პრობლემა არ იდგა ჩვენ შორის, გარდა ჩვენივე აღმართული “ბერლინის კედელისა”. ამდენი ბრძოლის შემდეგ კი დავიღალე, რამდენი ხანი შეიძლება ელოდო ადამიანს, თან არ აძლევდე საკუთარ თავს იმის საშუალებას, რომ დაივიწყო.. ცხოვრებაც რაღაცეებს “მიჩალიჩებდა” სულ, ხან მესიზმრებოდა, ხან შემთხვევით მხვდებოდა, ხან საერთო მეგობრები გვკრებდნენ ერთად, მერე ამას მოყვა ისიც, რომ ყველა ჩამოიშორა, ვინც ჩემთან კავშირში იყო. გამირბოდა?!

2016 წელი, ზამთარი, ნოემბერი
ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი იყო, მეჯვარე ვიყავი ულამაზესი წითელი კაბა მეცვა. მთელი ამ დროის მანძილზე ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან, პატარძალზე ნაკლებად არც მე ვნერვიულობდი. ჯვრისწერისა და ფოტოსესიის შემდეგ, რესტორნისაკენ წავედით, სადაც ხელმოწერის ცერემონია უნდა შემდგარიყო. დარბაზში უამრავი ხალხი ირეოდა, ნაცნობს სახეს ვეძებდი , მაგრამ ერთი თვალის გადავლებით ვერავის ვცნობდი. ვიცოდი, რომ უნდა მოსულიყო, რადგან ჩემმა დაქალმა ყველა დაპატიჟა კლასელები, ჯერ კიდევ სკოლაში დავპირდით ერთმანეთს, რომ ქორწილში არავის გამოვტოვებდით. ჰაერი სიხარულითა და ბედნიერებით იყო გაჯერებული. ყველა “ზოროს ცხენივით ვიკრიჭებოდით” , ცერემონიის მერე ჩვენი ადგილები დავიკავეთ, თავიდან დაძაბულობა იყო, მაგრამ მალე ერთი, ორი, სამი ჭიქა სასმელი და ხალხიც ერთმანეთში აირია. ყველა ყველას ვნახულობდით, ვესალმებოდით, საცეკვაო მოედანი ხალხით გაივსო. ერთ-ერთ მეგობარს ველაპარაკებოდი, პირი სიცილისაგან ლამის იყო გამხეოდა, თან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და რას ვხედავ?! პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა.. მზერა და სიცილი მასზე შემეყინა, პირი ნელ-ნელა დამეხურა, გამოსახულება ჩემს თვალებში ათამაშდა, რადგან ცრემლებით გამევსო, მთელი სხეულით მისკენ შევბრუნდი და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას ამაოდ ვცდილობდი, სუნთქვა გამიხშირდა, შინაგანი აფეთქება მოხდა და ემოციებისგან დაცლა მომინდა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და თავი დავიჭირე.. დარბაზში მხოლოდ მე და ის ვიყავით, სხვა ყველა გაქრა. სულმა კივილი დაიწყო. ჯანდაბა.! რატომ ყოველთვის ასე? ნეტავ თვითონ რას გრძნობდა..
მომიახლოვდა. გუგები ისე ჰქონდა გაფართოებული, რომ ლურჯი ფერი თითქმის აღარ უჩანდა..
- შეიძლება ვიცეკვოთ?!
ვალსის ჰანგები ჩაირთო და სცენიდან ჩემმა მეგობარმა თვალი ჩამიკრა. ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორეთი კი ჩემი ხელი დაიჭირა. ძალიან მსუბუქად და ნაზად ვცეკვავდით. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ძალიან მთვრალი ვიყავი და მეძინა, მხოლოდ კადრებს ვიმახსოვრებდი სიზმარივით.
- ყველაზე ლამაზი ხარ.. პატარძალსაც კი ჩრდილავ.
იღიმოდა და მატრიალებდა, თან ისე მიყურებდა, რომ მეგონა მიწა გამისკდებოდა. ეს გამოხედვა, ხელები, სუნთქვა.. ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნოდით, იქ არავინ იყო, მხოლოდ ჩვენ და შინაგანად ბედნიერებას ვერ ვიტევდი. ( რა ვქნა თუ სიყვარული მაინც ბრმაა და ყველაფერს მავიწყებს?! ვიცი, რომ ზოგჯერ გოგოები დებილებივით ვიქცევით, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ერთი ლამაზი საღამოა.)
- ვალსი ჩვენი ცეკვაა, ჩუმი და იდუმალი. ცხოვრებაშიც ერთმანეთის ირგვლივ ვტრიალებთ და ვერ ვშორდებით.. ზოგჯერ გავრბივართ, ზოგჯერ კი უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ.. რა არის ეს ?!
- არ ვიცი რამდენხანს გასტანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სანამ ჩვენ გულში მუსიკის ხმა ისმის, სცენიდან არ ჩამოვალთ.. (პერიფრაზია ფილმიდან)
მთელი იქ ყოფნის მანძილზე, ცდილობდა ჩემ სიახლოვეს ყოფილიყო, ყველას ფილტრავდა ვინც მეცეკვებოდა და გამოხედვით ბურღავდა. გულში მეცინებოდა და ვფიქრობდი, რომ მეტის ღირსი იყო. მერე თვითონაც ეცეკვებოდა გოგოებს, შიგადაშიგ თვალს მიკრავდა და მიღიმოდა.
დღის ბოლოს ყველა საშინლად დავიღალეთ, ვიშლებოდით, მან კი დაიჯინა, რომ თვითონ უნდა წავეყვანე, ვერავის დავემშვიდობე, ხელი მომკიდა და გამაქანა მანქანისკენ. ადგილიდან მოწყვეტით დაძრა, უსასრულოდ მივქროდით დიდი სიჩქარით, თავიდან მაშინებდა, მაგრამ როცა ვხედავდი , როგორ უციმციმებდა თვალებში ვარსკვლავები, მეგონა შემეძლო მასთან ერთად მოვმკვდარიყავი კიდეც. არა,არა! ვცდილობდი დებილური აზრები თავიდან მომეშორებინა.
- ჩემთან წამოხვალ?!
- ხომ არ გაგიჟდი, შენთან რა მინდა?!
- არაფერი საერთოდ, მაგრამ გთხოვ უბრალოდ ყავა დავლიოთ, გავათენოთ, ვილაპარაკოთ, რაც გინდა, ოღონდ წამოდი.
წასვლა მინდოდა , მაგრამ თავიდან თავის დაფასება დავიწყე და უარვყოფდი, მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდი
- შენი აზრით, სწორია აქ რომ ვარ?
- რატომაც არა, სწორი რომ არ იყოს აქ არ იქნებოდი. ვცდილობ ჩემი ოცნებები ავისრულო
- ჰაჰ, ისევ მხოლოდ შენ თავზე ფიქრობ?!
- არა უბრალოდ ადრე ვერ მოვახერხეთ მე და შენ ხშირად ერთად ყოფნა.
- თომა.. არ ვიცი რისი იმედი გაქვს.
- შენი პატიების, სიყვარულის, ჩემთან დაბრუნების.
- მე ყველაფერი მომწონს შენი , მაგრამ შორიდან. ახლოს როცა ვართ , ყველაფერს ვაფუჭებთ. ხომ იცი არა?!
ყოველთვის ვახვედრებდით, რომ ისევ გვიყვარდა, მაგრამ არცერთი ვაღიარებდით. სიყვარულს ახსნა სჭირდება?!
აივანზე სკამი გავიტანე, პლედიც მოვიხვიე და ცივ ჰაერს შევაგებე სახე, ეს ზამთარში ქორწილები რა იცის ამ ხალხმა, ნამდვილი გამყინვარება იყო. თომამ ყავა გამოიტანა, ორივე ხელით დავიჭირე, თან ხელებს ვითბობდი. პატარა მაგიდაზე სიგარეტი იდო და რათქმაუნდა მოვწიე.. დიდი სიამოვნება იყო აივანზე, ყავასთან ერთად, ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ ჩემი გულიც იქვე ტრიალებდა. მაშინ რომ პარიზში ვყოფილიყავით რას არ მივცემდი, მაგრამ მცირედითაც დავკმაყოფილდი და ისიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემ გვერდით სუნთქავდა. ქარმა მისი სურნელი მოიტანა, რომელიც პირდაპირ ცხვირში შემიძვრა და დაღლილი გონება უფრო გამითიშა. რატომ მიყვარდა ასე ძალიან?!
ყავამ არ მიშველა, ძილის სურვილმა პიკს მიაღწია. ვეღარ გავუძელი და სკამზე ჩამეძინა. რამდენი ხანი გავიდა არ ვიცი, როცა ძალიან ნაზი შეხება ვიგრძენი, ხელში ამიყვანა, კისერზე ხელები შემოვხვიე და სისულელეების ბუტბუტი დავიწყე.
- შენ იმედენად საყვარელი ხარ, მაგრამ თან ისეთი საზიზღარი ვერ წარმოიდგენ.. იდიოტი, კიდევ დეგენერატი და ხშირად მინდა დაგახრჩო
ის ხარხარებდა ჩემს ბოდვაზე და საძინებელში შემიყვანა. თვალები გავახილე და პირდაპირ მისი სახე შემეჩეხა, კიდევ უფრო დაიხარა, ხელები საწოლზე დააწყო აქეთ-იქით და ტუჩებში მაკოცა.. დენმა დამარტყა, იმპულსები თხემიდან ტერფებისკენ გაიქცნენ, ოთახში საშინლად დაცხა, გულისრევის შეგრძნება მქონდა. ვიცოდი, რომ ეს ზედმეტი ემოციების მოზღვავების გამო ხდებოდა.
- მენატრები
- თომა გთხოვ, ნუ გავაფუჭებთ ყველაფერს.
- ბოდიში, თავი ვეღარ შევიკავე.. ჩემთან ერთად დაიძინებ?
მთელი ცხოვრება ყოველთვის გვინდოდა ერთად ძილი და მეტი არაფერი, არც ამის წინააღმდეგი ვიყავი. ჯერ კაბის შესაკრავის გახსნა ვთხოვე, ხელები უკანკალებდა, ანერვიულებული ჩანდა. მერე შებრუნდა, ფრთხილად გავიხადე, მისი ზედა და შორტი ჩავიცვი, საწოლში შევხტი და საბანში გავეხვიე. მალე ისიც ჩემთან ერთად დაწვა, უკნიდან მომეწება და თმაზე დამიწყო მოფერება, ბოლოს თავი ჩემს კისერში ჩადო და ხარბად სუნთქავდა ჩემს სურნელს.
-ეს დღე ყველას ემახსოვრება, როგორც მარისა და გაგას ქორწილი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვეცოდინება, რომ მხოლოდ ჩემი და შენია..
ხელი ხელზე მოვკიდე და ძილის ქვეყანაში დავიკარგე.
დილით როცა თვალები გავახილე, ისევ იყო მოწებებული, თავი გულზე ედო და ხელები გადახლართული ჰქონდა ჩემს წელზე. თმაში, რომელიც ზღარბივით ჰქონდა აწეწილი, თითები შევუცურე და ვეფერებოდი, ნათალი, სწორი ცხვირი, ულამაზესი თვალის ჭრილი, რომელიც დახუჭულიც კი გაგაგიჟებდათ, გახელილზე რომ არაფერი ვთქვათ.. ჩემთვის არცერთი თვალის ფერი ლამაზი არ იყო, გარდა ლურჯისა.. ისინი ზღვას გავდნენ და ორმაგად მიყვარდა. მერე ჩავაცურე თითები, ჩემს სუსტ წერტილებში მეორე ადგილს იკავებდა კისერი, რომელიც ყოველთვის ძალიან სუფთა, მოწესრიგებული და პრიალა ჰქონდა. პერანგის საყელო, როცა ეხებოდა და ხორბლისფერი კანი- თეთრში, რომ ირეოდა მაკანკალებდა. სანამ ჯერ კიდევ ეძინა, ავდექი, ჩუმად ჩავიცვი, წერილი დავუტოვე „შეხვედრამდე..“ და წამოვედი. არ მოჰყოლია არანაირი წერილები ან რაიმე სხვა , იქამდე სანამ მთელმა ჩვენმა სამეგობრომ ბაკურიანში წასვლა არ გადაწყვიტა 2017 წლის შესახვედრად.
2016 წელი, დეკემბერი
მანქანები პროდუქტებითა და ბარგით დავტვირთეთ, ჰაერში ბედნიერება ტრიალებდა, მუსიკა, სიჩქარე, მეგობრები.. კერძო სახლი, კოტეჯი, ვიქირავეთ, ბუხარი დავანთეთ, მოვემზადეთ და ახალი წელიც დადგა, ჟივილ-ხივილით შემოვიდა და ბევრ კარგ და ლამაზ ისტორიას გვიქადდა. (ან ასე გვეგონა) ვმღეროდით, ვცეკვავდით, ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, მხოლოდ მე და მას ჩაგვეცინებოდა ხოლმე ისე, რომ მარტო ჩვენ ვხვდებოდით მასში დაფარულ აზრს. ყველანი შევზარხოშდით, ზოგი იქვე მიწვა დივნებზე, ზოგიც ოთახებში დაბინავდა, მხოლოდ მე არ მეძინებოდა. ფანჯარასთან ვიჯექი, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა , სიგარეტს ვეწეოდი და ულამაზესი ხედით ვტკბებოდი, ციდან თეთრი ფიფქები გიჟებივით მოქროდნენ, მიწაზე ეცემოდნენ და უზარმაზარ თოვლში იკარგებოდნენ. თმაზე შეხება ვიგრძენი, ნაზად მიმეფერა და გვერდით „მომისკუპდა“.
-ელენე, რატო არ იძინებ? რა გჭირს?
-არაფერი, ისე.. არ მეძინება უბრალოდ, თან ცოტა დავლიე და ხასიათი გამიფუჭდა. ღამეა და ხო იცი , ამ დროს ყველაზე ღრმაა ფიქრები.
- „მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლი მიყვარს შენი, შენი კისკისიც მართობს.“
-როგორც ვატყობ, რომანტიკოსი ხდები.
-შენ გვერდით საერთოდ არ ვიცი ვინ ვარ.
სახეზე მივაშტერდი, ბუხრის ცეცხლი ირეკლებოდა მის თვალებში და შუქზე კიაფებდნენ.. არ ვიცი მეჩვენებოდა თუ რა იყო, მაგრამ იქ ვხედავდი სევდას, დაბრკოლებებს, დაფარულ სიყვარულს.. მერე ისევ ცეცხლს შევხედე, ერთი ხელი ლოყაზე მედო, მეორე მუხლებზე და მოხრილი ვიჯექი. მომიახლოვდა, ჩემი თითები ჩაბღუჯა, ხელი გადამხვია და დივანზე მივწექით, პლედიც დავიფარეთ და ასე მიწოლილები, ხარბად ვსუნთქავდით ერთმანეთით..
ბაკურიანიდან წამოსვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. სხვა სამეგობრო გაიჩინა, ყველა ჩამოგვიშორა, ისე რომ საერთო მეგობრებიც კი არ დაგვრჩენოდა. გული ძალიან მტკიოდა მალევე გავიგე რომ შეყვარებულიც ჰყავდა. თავიდან ძალიან ბევრი ვიცინე, ალბათ ისტერიკული იყო, ვიცოდი ბედნიერი მაინც ვერ იქნებოდა და ყველაფერს გააფუჭებდა, მაგრამ თან მეშინოდა, რომ შეიძლებოდა დაქორწინებულიყო. ხან ნერვები მეშლებოდა, რომ წლების შემდეგ მაინც შეძლო შეეყვარებინა ვინმე და მე ისევ მარტო ვიყავი. საერთო ჯამში, ჩვენ 2014 წელს უკვე დაშორებულები ვიყავით, ჩემი ორი დაბადების დღე გამოტოვა და 2016 წელს ისევ შევხვდით რამდენჯერმე, ეგ იყო და ეგ.
ყველაფერი გავანადგურე რაც მასთან მაკავშირებდა, ახალი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე და როგორღაც გამომდიოდა, სანამ ერთ დღეს ძალიან მთვრალმა შეხვედრა არ მთხოვა. როგორც გაირკვა, თავის ნინოს ეჩხუბა და გულის გადაშლა სჭირდებოდა. რა ვქნა, საშინლად გავბრაზდი, სხვა დროს მართლა დავუდგებოდი გვერდით, მაგრამ დამემშვიდებინა, მაშინ როცა სხვა გოგოს გამო იყო გაღიზიანებული?! მაპატიეთ, მაგრამ არა..
- შენ ვერ დამირეკავ ყოველთვის მაშინ როცა დაგჭირდები. მე არ ვარ ის, ვის გამოყენებასაც შეძლებ. შენი არჩევანი გააკეთე ცხოვრებაში და ძალიან გთხოვ ნუ ამირევ თავგზას.
- არ შემიძლია უშენოდ, ახლა მითუმეტეს.
- ახლა? ნუ მაცინებ.
- არ ხარ მართალი, კი , მე დავუშვი ბევრი შეცდომა, არ გადმოვდგი ნაბიჯი შენკენ, რადგან ეს ყველაფერი შორიდან ბევრად უფრო ლამაზი იყო. შენც ხომ გიყვარდა ჩვენი ჩუმი საღამოები.
- მე მიყვარდა შენთან ყოფნა, მიყვარდი შენ!!! მაგრამ მორჩა, აღარ შემიძლია, არ ვარ შენი “კუკლა”, როცა მოიწყენ, მაშინ რომ გაგართო. მინდოდა ყოველთვის შენი ნახვა, შენთან ყოფნა, მაგრამ იცი რა?! რაც უფრო გიახლოვდებოდი, მით უფრო შორს ვცდილობდი მერე გაქცევას. მეშინოდა, რომ ყველაფერი კარგად გვექნებოდა და მერე მივიღებდი იმას, რაც არ მქონდა. შენ ჩემი აუსრულებელი ოცნება და დაუსრულებელი საქმე იყავი. ხშირად მიფიქრია, ისევ ერთად რომ ვყოფილიყავით, შეიძლება თვითონ წავსულიყავი შენგან. ეს სიყვარული თითქოს ყველაფერს ყოფნიდა, მაგრამ შენ იმდენჯერ გადამიარე, დღესაც არ ვიცი როგორ მოგითმინე. უპირობოდ მიყვარდი, თავს ვიბრმავებდი და პატარა ბავშვივით მხოლოდ კარგ მოგონებებს ვიხსენებდი შენზე. ყველანაირი ცუდი დავბლოკე. მაგრამ დღეს!!! მინდა გითხრა, რომ მთელი გულით მძულხარ გესმის?!
მთელი ხმით ვღრიალებდი, მომვარდა და ჩამიხუტა, ხელები მძლავრად შემომხვია, მაგრამ ვეწინააღმდეგებოდი და მუშტებს ვურტყავდი.
- თავი ძლიერი მეგონა, მეგონა რომ ყველაფერი გაპატიე! მაგრამ არა, ვერასოდეს გაპატიებ, რომ მიმატოვე. თუ გინდა სუსტი გეგონო, ჩემთვის სულერთია, არასოდეს დავივიწყებ! ნახვამდის.!
წამოვედი, ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა, ძალიან რთული იყო, ამდენი წლის დაგროვილი ბოღმის ერთად ამოღება. სულ მინდოდა მეთქვა, რომ ვერ ვაპატიე მიტოვება, მე ვიყავი ძლიერი, მაგრამ ამდენად არა. ტირილი ღიმილში გადამივიდა, გავიმარჯვე, საკუთარი თავი გადავლახე, დავასრულე. ეს იყო დიდი კმაყოფილების გრძნობა, შვებით ამოვისუნთქე. ახლა უკვე ვიცოდი, რომ შემეძლო თავისუფლად მეცხოვრა. არ განმსაჯოთ გთხოვთ, თქვენ არ იცით როგორია გულით ატარო და თან თავს ისე გრძნობდე, თითქოს სანაგვეზე მოგისროლეს. მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს უკვდავი სიყვარული, რომელიც ყველაფერს გაუძლებს და როცა წლების მერე ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, გული ისევ გასკდება, სიხარულითა და ტკივილით სავსე იქნება თვალები, გაგვახსენდება ტანჯვა, რომელიც ერთმანეთს მოვუტანეთ და მაინც, გავიხსენებთ დიდ სიყვარულს.

2018 წელი, შემოდგომა
ერთი ჩვეულებრივი დღეა, სამსახურიდან მივდივარ მანქანით, შუქნიშანზე ვჩერდები და აქეთ-იქით ვიხედები, მწვანეს ველოდები და მომენტალურად გაჩერებისკენ ვაპარებ თვალებს. ადამიანებს ვუყურებ, თავიდან რეაქცია არ მაქვს , მაგრამ უცებ ვიაზრებ და ისევ გვერდით მიტრიალებულ თავს გიჟივით ვაბრუნებ. ის დგას და მიღიმის. ხელს ვუქნევ და ვუყვირი რომ ჩქარა ჩაჯდეს მანქანაში. ყველაფერი მომენტალურად ხდება, 1 წამის მანძილზე იმდენი რამის გაფიქრებას ვასწრებ, მეც მიკვირს. გული ლამისაა გამისკდეს, ხელს ძლიერად ვუჭერ საჭეს, ყურებში არაფერი მესმის, თითქოს დრო გაჩერდა. კარს ხურავს, მე დავიძარი და ჯერ ყურადღებას ვერ ვაქცევ, საჭეს ვმართავ, გული ისე მიცემს, მგონია რომ ბაგაბუგმა დამაყრუა და გამფაქტა. მიყურებს და იღიმის
- როგორ ხარ?
უბრალოდ გავხედე, გავუღიმე, თავი ხელში ავიყვანე (არც მეგონა თუ ასეთი რეაქცია მექნებოდა)
- კარგად , შენ?
- მეც კარგად.. გამიხარდა შენი ნახვა, როგორც კი დაგინახე მაშინვე გიცანი. ცოტა შეცვლილი ხარ, მაგრამ მხოლოდ უკეთესობისკენ
გამეცინა, შევხედე, თავისი ცუღლუტი გამოხედვით მიყურებს და თვალებში ნაპერწკლები დახტიან. ეს გამოხედვა მთიშავს, თვალის სილურჯე ზღვას მახსენებს და თავისკენ მიზიდავს.. მძირავს.
- სახლში გეჩქარება? სადმე ხო არ გაგვევლო, ვილაპარაკოთ უბრალოდ, შენზე მომიყევი
- რავი აბა , ცოტახანი მცალია კი
- კაი მოდი მაშინ სადმე მთაწმინდაზე წავიდეთ
ისედაც საღამოა და საცობების გამო, სულ მთლად დაგვაღამდა, გადმოსახედზე ავედით, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივითაა გადაშლილი. მანქანაში უხერხული სიჩუმეა. მხოლოდ მუსიკა უკრავს, რადიოში „ალუდა ქეთელაური -როდისმე“ გადის.
"როდისმე, გულით კიდევ მოგისმენ, საყვედურსაც მოგითმენ, სიმღერასაც მოგიმღერ
და მოდი დღეს, არ მოგიხდი ბოდიშს მე და ამ ლამაზ მოტივზე მოვალ როდისმე..“
სიმღერას მთლიანად ვყავართ მოცული, მაგრამ ისევ მე ვარღვევ სიჩუმეს და მის ცხოვრებაზე ვეკითხები
- ახალი არაფერია ისეთი, შეყვარებული აღარ მყავს, ვმუშაობ და დანარჩენი იგივე რა, ძმაკაცები, გართობა, დასვენება და ა.შ, როგორც ყველას
- ...
- ბოლოს რომ გნახე, კარგად არ გამოიყურებოდი, მართლა კარგად ხარ?!
-კი , მადლობა. აფექტური ვიყავი, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ მოგატყუე, რასაც იმწუთას ვგრძნობდი ის გითხარი.
-მესმის შენი, მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი. ბაკურიანში, რომ შევხვდით 2017 წელს, მერე რაღაცეები სხვანაირად მოხდა რა. არც მე ვიცი, უბრალოდ ერთ დღესაც მომინდა რომ საერთოდ დამენებებინა შენთვის თავი, მინდოდა ბედნიერების უფლება მომეცა. აბა ასე როდემდე დამეტანჯე, არც ერთად , არც ცალ-ცალკე? ძალიან დაბნეული ვიყავი. მერე ნინოც გამოჩნდა და მეგონა ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ შენ გარდა მაინც ვერავინ გამიძლებს, მაინც ჩემი ბედი ხარ ხო იცი (იცინის)
-ძალიან ხომ არ აგვიანებ ჩემო ბედო?
უცებ ხელი წამოიღო ჩემკენ და თმებზე მოფერება დაიწყო, მერე ახლოს მოიწია და თავი დამადო კისერთან.
- როგორ მომნატრებიხარ, შენი სუნი, შენი თმა.. წლები გადის.. მაგრამ შენ ვერავინ გცვლის, მართლა ოღონდ..
- კარგი რა
- ცუდად არ გამიგო, უბრალოდ სხვანაირი გრძნობაა. შენ ყოველთვის იყავი და იქნები, მორჩა. დათვი და ზღარბი, რომ არიან ხო იცი „ შენ თუ არ ხარ, არც მე ვარ“.
- სიმართლე რომ გითხრა, მე აღარ მიყვარხარ, მაგრამ მომნატრებიხარ ბევრჯერ
- ელე, რაც სათქმელია უნდა ითქვას, პირველი სიყვარულის პონტია, რაც ჩვენ შორის იყო, რაც ერთად გამოვიარეთ, ყველაფერი სხვანაირად მახსენდება. ეგ გრძნობა იყო და აღარ განმეორდება არავისთან.. პირველი - ყველაზე გულწრფელი , სუფთა და ძლიერი სიყვარულია.
- გულახდილობის დღე გვაქ?
- ხო რავი რა, დიდი დრო გავიდა, ბევრი რამე მოხდა. რაც მთავარია გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, ვიცი რომ ერთად ვერ ვიქნებით, მაგრამ მინდა ის გითხრა , რაც არასოდეს მითქვამს.
- იცი? ხშირად მიოცნებია და არც არასოდეს დამვიწყებია ჩვენი საღამოები, სიჩუმე რომ ამბობს ყველაფერს, თვალები რომ გიყვება სათქმელს. ხშირად მესიზმრებოდი და რავიცი კიდე რა გითხრა?
- ელე, მე პირადად ხშირად ვმდგარვარ მანქანით შენს სახლთან ახლოს და უბრალოდ მიყურებია შენთვის შორიდან.
- თომა..
ხმა ამიკანკალდა, გულახდილობა არც ისე კარგი იყო, მაგრამ ღმერთოო, მხოლოდ შენ იცი, რამდენჯერ დამიგეგმავს ეს დღე გონებაში მას შემდეგ.
- რატომ ვერ შევძელით ერთად ყოფნა მითხარი?! ვიცი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, მე დავიხიე უკან. გახსოვს ის ფრაზა? - „не могу жизнъ не с тобой, не без тебя“
- ალბათ, ორმა პლიუსმა ერთმანეთი ვერ მივიზიდეთ.
წასვლის დრო იყო უკვე, მანქანის საჭისკენ წავიღე ერთი ხელი, მეორე კი დასაქოქად მოვამზადე, როცა ხელი მომკიდა ხელზე. დროებით ჩვენი თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, სიბნელეშიც კი ვატყობდი, როგორ ჰქონდა ამღვრეული,როგორ აგიხსნათ? ტალღებივით ბობოქრობდა. (ის იდეალური იყო ჩემთვის და სწორედ ამიტომ არ მყოლია მის შემდეგ არავინ, რადგან ყველაში მას ვეძებდი.) მთელი ამ ხნის მანძილზე, როცა მეგონა რომ დავივიწყე სამუდამოდ, შინაგანად მაინც სულ მაინტერესებდა რომ შემხებოდა, რა გრძნობა იქნებოდა. ტანზე მთლიანად ბურძგლებმა დამაყარა, სულმა კივილი დაიწყო, თმა ყალყზე დამიდგა, გული ლამის გამომიხტა, ნერწყვი ძლივსღა გადავყლაპე. ღმერთო, რა ცოტაა საკმარისი, იმისთვის რომ ბედნიერი იყო და რა ბევრია საჭირო?!
ხელი გამოვტაცე და მაშინვე ფანჯარას ჩავუწიე, ჰაერი აღარ მყოფნიდა, სისხლი თავში ამივარდა და ლამის იყო სკალპი ამხდოდა ტკივილისგან. თვალებში ცრემლებმა დაიწყეს დაგუბება, გვერძე ვიხედებოდი და როგორც კი ცოტა გამიარა , დავძარი მანქანა.
- ვიცი რასაც გრძნობ და მინდა იცოდე რომ მეც ეგრე ვარ. თითოეული სევდიანი სიმღერა, ისტორია, წიგნი , ყველაფერი შენთან ასოცირდება ელენე და ახლა მართლა ვერ ვიგებ, რატომ დავტანჯეთ ერთმანეთი, რატომ?!
- მაგრამ დღესაც.. ვიცით რომ არ ვიქნებით ერთად.
- ხოო.. ვერ გიგებდი ხშირად, თან ჩემი ხასიათი.. როგორ მეშლება ზოგჯერ ნერვები, მინდა ყველაფერი დავამტვრიო, ბავშვები ვიყავით. მერე თან შენ უნივერსიტეტში რომ ჩააბარე სულ ვეჭვიანობდი, არ ვიცი რა. ალბათ პირველი სიყვარული მართლა არასოდესაა ბედნიერი...|
გახსოვს ადრე გითხარი, ყველაფერი წარსულში დარჩათქო.
შენ ხარ ჩემი წარსულიც და აწმყოც..
ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უხილავი ძაფით ერთმანეთთან დაკავშირებული.
- ... კარგი თომა , მოვრჩეთ ამაზე საუბარს. მითხარი სად დაგტოვო?
მისამართი მიკარნახა და მეც იქით გავემართე. მუსიკას ვუსმენდით, წვიმაღა აკლდა ამ მომენტს და ნამდვილად ფილმში მეგონებოდა თავი. ეს იყო საღამო, რომელიც არასოდეს წაიშლებოდა ჩემი ცხოვრებიდან და მე ბედნიერი ვიყავი იმითაც კი რაც მოვისმინე. თითქოს ახლა შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი, თითქოს ის საშინელი სიცარიელე, რომელიც ხშირად შიგნიდან მჭამდა და ძვლებს მიხრავდა, შეივსო. ჩემი უსაფუძვლო სევდიანობა , იქნებ აქ მაინც დამთავრებულიყო? იმ გრძნობებიდან რაც წლების წინ მის მიმართ მქონდა, აღარცერთი იყო ნაცნობი, მაგრამ ეს დღე , ეს შეხება, ის იყო რაც მჭირდებოდა..
- იქნებ კიდევ შევხვდეთ?
- შენ ფიქრობ რომ საჭიროა?!
- დაგირეკავ ერთ წვიმიან დღეს.
მანქანიდან გადავიდა , ის თავის გზაზე წავიდა, მე კი ჩემი გავაგრძელე.. ახლა სულ წვიმას უნდა ველოდო?! ან იქნებ არც.. რავიცი..



მეგობრებო, მოკლედ არ ვიცი გახსოვართ თუ არა:) დიდიხანია არაფერი დამიწერია. წლების წინ ვინც იყავით ამ საიტზე, შეიძლება გახსოვდეთ კიდეც ჩემი მოთხრობები : "დემონი", "სულის სიცარიელე" და ა.შ
იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან მომეწონა. სასწაულად გადმოსცემ გრძნობებს. ბრავო, გულამდე ჩახვედი. მეც გამახსენა ამ ყველაფერმა ჩემი ბავშვობა: დდ
ძველი ისტორიები არ ვიცი, არ წამიკითხავს და თუ შეეძლებ და აატვირთავ, დიდად გამახარებ

 


№2  offline წევრი Elennee

სტუმარი ქეთი
ძალიან მომეწონა. სასწაულად გადმოსცემ გრძნობებს. ბრავო, გულამდე ჩახვედი. მეც გამახსენა ამ ყველაფერმა ჩემი ბავშვობა: დდ
ძველი ისტორიები არ ვიცი, არ წამიკითხავს და თუ შეეძლებ და აატვირთავ, დიდად გამახარებ



დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 ადრე საიტზევე ვწერდი პირდაპირ და მერე წაიშალა ყველაფერი.. თუ ვიპოვი იმ მოთხრობებს აუცილებლად დავდებ, მაგრამ სავარაუდოდ დაკარგული
მაქვს ????❤️

უცნაური მე
ერთი მომენტი ძალიან გავდა ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ეპიზოდს :დდ კერძოდ ნინოსთან ჩხუბის შემდეგ რომ ელენესთან მივიდა დასამშვიდებლად. ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში ჩავვარდი ერთ დროს და მეც ისე გავუფრინე "იმას" როგორც ელენემ :დდ
ნუ რა გითხრა აბა? კი მომწონა,
თუმცა იმედი მაქვს თომასთვის წვიმა მალე მოვა :დდ


მადლობაა ❤️ შემოდგომაა და ალბათ ხშირად იწვიმებს :დ

 


№3 სტუმარი Nn

მომეწონა ძალიან... ყველა სიყვარულის ისტორია ინდივიდუალურია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვიპოვე ამ ისტორიაში ის რაც ჩემია... ბედნიერებაა, როცა ასე გრძნობ და ასეთი სიყვარული შეგიძლია...

 


№4  offline წევრი Elennee

Nn
მომეწონა ძალიან... ყველა სიყვარულის ისტორია ინდივიდუალურია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვიპოვე ამ ისტორიაში ის რაც ჩემია... ბედნიერებაა, როცა ასე გრძნობ და ასეთი სიყვარული შეგიძლია...


მადლობაა ????????❤️ მიხარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent