ტირანის მახეში #5 (+18)
ენა მებმევა და ძლივს ვსაუბრობ ერთიანად ათრთოლებული.. მისი შეხებაც არ მჭირდება,მხოლოდ მისი სიტყვები რომ აღმაგზნებდეს. ისევ თვალებში ცეცხლი უტრიალებს,ტუჩს ილოკავს და ჩემკენ იხრება,სავარძლის გარშემო ეყრდნობა ხელებით და ძალიან ახლოს სწევს სახეს. - აირჩიე,სად გაგ*იმო,მაგიდაზე თუ აქ! თითებს ყელიდან მკერდის მიმართულებით ასრიალებს და თვალებს ძლიერად ვხუჭავ. - უფროსო..ახლა თანამშრომლებს შესვენებაც კი არ აქვთ.. - ჩვენ ხომ გვაქვს,რობაქიძე?! - თქვენ საერთოდ არ ცდილობთ სიფრთხილე გამოიჩინოთ ჩემს რეპუტაციაზე. - თქვენ კი უნდა ეცადოთ,სიჩუმე შეინარჩუნოთ ორგ*ზმის მიღებისას! ახლა კი სწრაფად,მაგიდაზე! ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ,მისი ანთებული თვალების ყურებისას,როგორც ჩანს მოთმინების ფიალა ევსება,სწრაფდ მჭიდებს ხელებს და მე უკვე ზურგზე ტკივილს ვგრძნობ. ხელებს პირზე ვიფარებ და სიცილს ვერ ვწყვეტ ემოციებისგან მოწოლილი. ადრე ს*ქსი როგორი აღარ წარმომედგინა ჩემს პარტნორთან,თუმცა მის საკბინეტში,მის მაგიდაზე,ნამდვილად ვერა! ძლიერი ბიძგით იჭრება ჩემში,მე კი ტკივილი და სიამოვნება ერთიანად მივლის,თვალებს ვხუჭავ და ტუჩებს კბილებს შორის ვიქცევ,ყველანაირად ვცდილობ ხმის ამოღების უფლება არ მივცე საკუთარ თავს. მოძრაობებს აჩქარებს,მე კი ძალაც აღარ შემწევს პირზე ხელებიც კი ავიფარო. - გაათავე,ლილიან! ღმუის ალექსანდრე.. ამ მომენტს უკვე ვეღარ ვუძლებ,ჩემში ყველა ატომი ერთიანად იშლება,სითბო მეღვრება მუცელში და მინდა ბოლო ხმაზე ვიკივლო,ვეღარ ვაცნობიერებ იმას,სად ვარ,ვისთან და რა პოზაში,მაგრამ მისი ტუჩები სწრაფად პოულობენ ჩემსას და ჩემს ხმას ახშობენ. - ოჰ,ღმერთო.. რა ტკბილია ეს კაცი. ტუჩის კუთხეში თითის ბალიშით წითელი პომადის ნაკვალევს მისწორებს დიდი მონდომებით,მე კი მის თვალებს ვუყურებ,მის თითებს შევიგრძნობ ჩემს კანზე და კვლავ თვალებს ვნაბავ. - გეყოფა ნებივრობა პატარავ! როგორ შეუძლია მკაცრიც იყოს და მზრუნველიც,ერთდროულად?! ხელებით თეძოებში მაფრინდება და ფეხზე მაყენებს,მის მკლავებს ვებღაუჭები,რადგან ნორმალურად დგომაც არ შემიძლია. - გემრიელო... ჩემს ყურთან ჩურჩულებს და მკერდთან შეხსნილ კოფთის ღილებს მიკრავს. კაბინეტიდან სწრაფად გამოვდივარ,სერიოზულ სახეს ვიკრავ და თანამშრომლების მზერას ვიგერიებ,უკან ვიხედები,მეგის ყვირილი მესმის,ჩემს სახელს გაიძახის განწირული ხმით,მის გვერდით მდგომი მათე კი თვალებს ატრიალებს მომაბეზრებლად. - რა ხდება,რა გაკივლებს გოგო?! ყავას ვართმევ და მის წილს მე ვსვამ გამოსაფხიზლებლად. ჭიქას ზუსტად ისე მართმევს,როგორც პატარა ბავშვს სათამაშოს წართმევისას,მის საქციელზე მეღიმება და საბოლოოდ ლაპარაკს აგრძელებს. - ჩვენს უფროსს შსს მინისტრთან შეხვედრა აქვს,იცოდი?! - რაა? - როდის?! - ეხლა,მალე.. თვალებში ეშმაკები უთამაშებს და ყავას სვამს. მე კი ვბრაზობ,რატომ არ მითხრა ალექსანდრემ ამის შესახებ. - ნეტავ ამას რა უხარია.. თავს აქნევს ამაშუკელი სასაცილოდ. - რა უნდა უხაროდეს,სიმპათიური ბიძიკოები! - რა სიმპათიური,იცის მაინც რამდენი წლისაა ის ჩემისა? - მაშინ ფულიანი ბიძიები..არ ვიცი. მხრებს ვიჩეჩავ და თვალებს მეგისკენ ვაპარებ,გამწარებული მზერით რომ მახრჩობს. - დავაით რა.. უბრალოდ მაინტერესებს და მორჩა! - უი,უი.. მთავარი არ მითქვამს. ძალით გაკვირვებულ სახეს იღებს მათე და მეც თვალებს ვაწვრილებ. - აქ არ გაიმართება თათბირი.. - რააა? ჭიქას ხმაურიანად დებს მეგი მაგიდაზე და პირზე ხელს ვიფარებ სიცილის დასამალად. - აბა რა გეგონა,შსს-ს მინისტრი პირდაპირ ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში მოვიდოდა? მათე საფეთქელზე თითს იტრიალებს, ეს ვერ არისო,მიყურებს და ტუჩის კუთხეებში ღიმილი ეპარება. გაბრაზებული მეგი ხმაურიანად კეტავს კარს და გარეთ გადის,მეც გამარჯვებული სახით ჭიქას ვიღებ და ცხელ ლატეს ვუშვებ ორგანიზმში. - ყავაც მე დამრჩა,მადლობა მათე,ოქროს ბიჭი ხარ! - ეჰჰ,წავედი წავედი.. მოემზადე,სადაცაა ლაღიძეს მოიყვანენ..დავიღალე მაგ ახ*ართან ხვეწნით დაფქვას რამე მაფიოზზე..ერთხელაც შემომაკვდება. - დამშვიდდი,პირადად გავაგებინებ ნუცას მდგომარეობას,დამიჯერე ყველაფერს დაფქვავს. - ცოცხალია ის გოგოო,ცოცხალიი..აზრი არ აქვს,არ იტყვის. - ნუ გეპარება ეჭვი ჩემში,გგონია იმის თქმას ვაპირებ რომ ახლა უკვე პალატაში ჰყავთ და ტელევიზორს უყურებს გემრიელ იოგურტებთან ერთად?! - ჰმმ..კარგიი ქალბატონო გამომძიებელოოო,ვნახოთ რა შეგიძლიაა. მათე ხელებს სწევს და კაბინეტიდან გადის,მე კი ჭიქიდან მზერას ვაპარებ და თვალს ვუკრავ. ციხის გისოსებს მიღმა მჯდმი ახალგაზრდა მამაკაცი,კუთხეში ზის,კედელზე თავმიყრდნობილი რომელიც თითებში სამაჯურს ათამაშებს და თვალები ზევით აქვს მიპყრობილი,გისოსებს ორი ახმახში გამოწყობილი,მაღალი მამაკაცები უახლოვდებიან,გისოსს გასაღებს არგებენ და ერთ-ერთი ხელს სჭიდებს ლაღიძეს,ფეხზე აყენებს და მიუხედავად მისი შეკითხვებისა თუ სად მიჰყავთ ან რას უპირებენ,უშედეგოა. პოლიციის მანქანაში უკანა სავარძელზე ათავსებენ და შეთქმულივით ჩუმად მიჰყავთ,სირენის გამაწვრილებელ ხმას საბურთალოს გზა მთლიანად მიაქვს,სწრაფად უახლოვდებიან განყოფილების შენობას,ლაღიძეც გადმოჰყავთ მის გარშემო მკლავებში ჩაბღაუჭებული ფორმიანები,რომლებიც სრულიად უემოციოდ მიემართებიან დაკითხვის ოთახში,სადაც რობაქიძე ზის,მშვიდი და გაწონასწორებული სახით,თმის კულულას ხელში ითამაშებს და მამაკაცს უყურებს,მის წინ მთელი გაწევ-გამოწევით რომ სვამენ და ბოლოს ისიც ნებდება. - რატო შემე*ი გამომძიებელოოო? რა გინდაა? - ჩვენ ხომ შევთანხმით? თვალებს ვაწვრილებ და მის მზერას ვუსწორები. - რაზე გამახსენე?!! - დროს მოგცემდი დასაფიქრებლად,შენ კი,ყველაფერს მეტყოდი. - როგორ გამაცინეე.. - გახსოვს ჩემი სიტყვები? ერთ დღეს,გისოსებს მიღმა როცა იქნები და ცუდ ამბებს შეიტყობ საყვარელ ქალზე და ვერაფერს გახდები,როგორ გეტკინება თქო?! რკინის მაგიდას ვეყრდნობი ხელებით და მისკენ ახლოს ვიწევ,თვალებში შიშის ბზარი უჩნდება,შეკრული წარბებს შორის არსებული ნაოჭი ნელნელა ეშვება და აკანკალებული ხმით მპასუხობს. - რაა? - ამჯერად,ცოტაც დააკლდა ნუცას და იმ გზას გაუყვებოდა,რომლიდანაც უკან დაბრუნებული ჯერ არავინ უნახავთ საუკუნეებია. - გეყოფააა!!! სად არის ნუცაააა!!! ხელებს მაგიდაზე არტყავს და მაშინვე ზევით არსებულ ეკრანს უყურებს. - მშვიდად,მარტო არ გეგონოს თავი. მოკლედ,ნუცა ახლა საავადმყოფოშია,სასიკვდილოდ დაჭრილი.. - რააა? ამის დედაც!!! ამის დედაააც! - გაქვს შანსი,ყველაფერი თქვა..თორემ,თუ გაიგეს,რომ ნუცა სიკვდილს გადაუჩა,თავიდან ცდიან,ხომ იციი? - მატყუებ! მატყუებ ხოო? სახეს ხელებით ისრესს თვალებზე მომდგარ სითხეს თითებით აკავებს. - ამის დედაც... ნუციკო.. ჩურჩულებს და სახიდან ხელებს არ იშორებს. - ლუკა.. მომისმინე,მითხარი ყველაფერი..მაფიოზი საერთოდ ვერ მიხვდება ინფრომაცია საიდან გვაქვს. ნუცა კი დაცვის ქვეშ გვეყოლება,გპირდები. - არ ვიცი,არ ვიცი ვინ არის მაფიოზი! მისი სახელიც არ ვიცი ბლი*დ! - რაც იცი,მითხარი! საიდან მოხვდი მასთან,როგორ ეხმარებოდი,მოკლედ ყველაფერი! - იქ პოლიცია ვერ მივა! ვერააა! გაიგე გამომძიებელო,მათ ვერ მიუახლოვდებით! - ლუკაა! მაგიდაზე ხელს ვარტყავ და თვალებში ვუყურებ. - თორნიკე,თორნიკე ბერიშვილი.. ვერაზე ცხოვრობს,მასთან მივდედი შარშან,ფული მჭირდებოდა.. ხელებს ისრესს და თვალებს ნერვიულად ქაჩავს. - მერე? - მერე..მითხრა,რომ ერთ საქმეში თუ დავეხმარებოდი,იმაზე მეტ ფულს ვიშოვიდი,ვიდრე აქამდე მიოცნებია. - ფული რაში გჭირდებოდა?! - ბინის ქირას ვერ ვიხდიდით მე და ნუცა. - კარგი,მერე?! - მისი დავალება შევასრულე,უკანონო იარაღები გავასაღე.. მერე მითხრა,ასეთ დავალებებს თუ შევასრულებდი,კიდევ მივიღებდი მსგავს "ანაზღაურებას".. ბოლოს უკვე აზარტში შევედი,ბევრს ვშოულობდი..აქამდე ცხოვრებაში მაგდენი ფულიც არ მქონდა ნანახი.. მერე,დავალებები გართულდა. - რას ნიშნავს გართულდა?! - როცა საქმე ადამიანის მოკვლაზე მიდგა.. მე გავჩერდი.. ეს არ იყო არც ძარცვა,არც კანონის დარღვევა ნარკოტიკებზე ან უკანონო იარაღებზე.. მაგრამ თორნიკემ მითხრა,თუ ამას არ გავაკეთებდი,ბატონი სიცოცხლეს გამომასალმებდა,მეც და ჩემს ახლობლებსაც. - ვინ იყო ბატონი?! სახელი არასდროს უხსენებია? - არა.. არასდროს.. მხოლოდ ტელეფონზე ელაპარაკებოდა ხოლმე მშრალად,ისიც ჩემს წინ არა.. მასზე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. - თორნიკე..ისევ ვერაზე ცხოვრობს? - ჰო,მგონი. - რას ნიშნავს მგონი?! - არ ვიცი,შეიძლება შეიცვალა მისამართი,რადგან დამიჭირეს! აქამდე არცერთი კაცი არ დაუჭერიათ თავისი გუნდიდან. - გუნდიდან?! - ჰო..ბევრნი არიან..ძალიან ბევრნი.. - ჯანდაბა..სულ ეს არის? - ჰო,სულ ეს არის! ფეხზე სწრაფად ვდგები,კარს ვაღებ და ვჩერდები,ლუკას ვუბრუნდები,რომელიც სრულიად განადგურებული სახით ზის და ერთ წერტილს მისჩერებია. - ნუ გეშინია,გამოკეთდება ნუცა,მას ხელს ვერავინ ახლებს. კარს ვხურავ და უფროსის კაბინეტისკენ მივდივარ მნიშვნელოვანი სიახლის გახარებული,თუმცა კაბინეტიდან გიორგი გამოდის და გაკვირვებული მაჩერდება. - რა ხდება რობაქიძე? - უფროსთან საქმე მაქვს. - აქ არ არის,საქმეზეა წასული. - კი,მაგრამ ის ხომ უკვე შეხვდა მინისტრს? - არ ვიცი,ჯერ არ დაბრუნებულა. - ჯანდაბა...ჯანდაბა! კაბინეტში სწრაფად შევდვიარ,იარაღს ბუდეში ვიღებ,ქუდს ვიხურავ და სწრაფი ნაბიჯებით მივემართები დერეფნისკენ. - ეკიპაჟი გაამზადეთ,სწრაფად გავდივართ! რამოდენიმე წამში ჩემთან ერთად ფორმიანები სხდებიან მანქანაში,ლაღიძის მიერ მოცემულ მისამართს ეკრანსზე ვუყურებ,სადაც წითელი ნიშანი ინთება. - უკვე მოვედით! მანქანიდან სწრაფად გადმოვდივარ,კარზე ვაკაკუნებ,თუმცა არავინ აღებს. - გამომძიებელო,კარი მგონი ღიაა..აი შეხედეთ. ქებურია სახელურს სწევს და ოდნავი ბიძგით კარი იღება. - ფრთხილად! ვამბობ ჩუმად,ჩემს წინ ქებურია და ნატროშვილი მიდიან იარაღით მომარჯვებულები,უკან მე მივდვიარ,კარს ვხურავ და სანათს ვიღებ,მიუხედავად იმისა,რომ გარეთ ჯერ კიდევ მზეა,სახლში უკუნითი სიბნელეა,რადგან მხოლოდ ერთი ფანჯარაა და ისიც დალუქული. კედლის მიმართულებით ნელი ნაბიჯებით მივდივარ ოთახისკენ,აიატაკს ნაბიჯების გადადგმისას ჭრაჭუნი გაუდის,რომელსაც ეტყობა როგორი დაძველებულია,ნატროშვილს თითით ვანიშნებ,რომ ის მარჯვნივ წავიდეს,ქებურიას კი მარცხნივ. იარაღს ზევით ვწევ და ოთახში შევდივარ,სანათს ვანთებ და ყველა კუთხე კუნჭულს ვათვალიერებ,უკნიდან კვლავ ბიჭები მომყვებიან. - გამომძიებელო,აქ არავინ არის. - დაათვალიერეთ ყველაფერი! სწრაფად! თორნიკე ბერიშვილის ოთახში,რომელიც სავარაუდოდ საძინებელია,კარადებს ვათვალიერებ,უჯრებს,თუმცა ყველაფერი ისეთი დაცარიელებულია,თითქოს წლებია აქ არავის უცხოვრია და სახლიც მუზეუმად ქცეულიყოს. სკამს ფეხს ვუტყავ და იარაღს ისევ ჯიბეში ვიდებ,საშინელი სურვილი მიჩნდება აქაურობა ამოვბუგო! დაი*ესა ნაბი*ვარი! მაინც გიპოვი,მაინც.. სახლიდან გავდივარ,ტელეფონს ვიღებ და დემეტრესთან ვცდილობ დაკავშირებას. - დემე,მე ვარ.. მომისმინე,რა მისამართიც მოგწერე,იქ არავინ არ არის,აქ აღარ მოხვიდე. ყველანაირად ვეცდები დავადგინო სად შეიძლება გადასახლებულიყო ის ნაბი*ვარი,ჩემს ზარს დაელოდე. * * * - სად არის გამომძიებელი რობაქიძე! ალექსანდრე მთელი ძალით არტყავს ხელს მაგიდას და აწურულ თანამშრომლებს უყურებს. - უფროსო..ამაშუკელმა გვერდი-გვერდ მდგომ მეგის და გიორგის გახედა,ნერწყვი გადაყლაპა და კვლავ გააგრძელა საუბარი. - ლაღიძემ მოგვცა მაფიის ერთ-ერთი წევრის მისამართი,სადაც ის ცხოვრობდა.. გამომძიებელიც ქებურიასთან და ნატროშვილთან ერთად წავიდა..თქვენ აქ არ იყავით,თუმცა.. - ახლავე უკან მოაბრძანეთ სამივე,სწრაფად!!!! იღრიალა მამაკაცმა,თანამშრომლებიც მაშინვე გამოცვივდნენ კაბინეტიდან. კაცმა ხმაურიანად შეისუნთქა ჰაერი,ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა კარადიდან გამოღებული ვისკი მუცლიან ჭიქაში ჩაასხა,რომელიც ერთ ამოსუნთქვაში დალია. - რობაქიძე!!!! ვერ გადამირჩები!!! შენობასთან მოსული მანქანის დანახვისას,ამაშუკელმა ღრმად ამოისუნთქა,კარები გაიღო და ლილე გადმოვიდა მანქანიდან,მაშინვე მათეს შეხედა,რომელიც ოფლს შუბლიდან იწმენდდა და მკლავში ებღაუჭებოდა. * * * - მათე რა გჭირს?! მკლავიდან ხელს ვაშვებინებ და კანს თითებით ვისრესს. - ღმერთო ჩემო,მეტკინა! - გოგო,სად ჯანდაბაში ხარ აქამდე?! - არ იციიი? - მოვიდა უფროსი,მოვიდა და ცოფებს ყრის,გიჟს გავს! - მოვიდა? - ჰო,მოვიდა! ეხლა კიდევ შებრძანდი და აუხსენი ყველაფერი! ამის დედაც.. გულში ათას ბილწ სიტყვას ვურევ ერთმანეთში და ვინც კი თავში ამოტივტივდება ყველას ვლანძღავ ჩემი თავის ჩათვლით. ჰაერს ხმაურიანად ვუშვებ ფილტვებში,ვემზადები მძიმე არტილერიასთან შესახვედრად და უკვე მუხლებიც მიკანკალებს. კარზე ფრთილად ვაკაკუნებ და შევდივარ. ალექსანდრე ზურგით დგას,ხელები მკერდზე უდევს და მხოლოდ მის განიერ,სექსუალურ მხრებს ვუყურებ რომელიც ცისფერ კოფტაზე იდეალურად ემჩნევა. - მანდ დაჯექი!!! მისი ხმა ქუხილივით გაისმა,მეც ვმორჩილდები და იქვე ვჯდები. ის ტრიალდება,მაგიდას ხელის გულებით ეყრდნობა და შუშასავით მრისხაზე,ლურჯი სფეროებიდან გადმომყურებს. - გინდა ჩემი მოთმინება გამოსცადო?!! - ალექსანდრე..მომისმინე..ეს ისეთი სასწრაფო იყო,ვერ დაგელოდებოდი.. მაგიდაზე ხელს არტყავს,თვალებს ვხუჭავ და ვხტები წამიერად,შემდეგ ისევ ხელის გულებით ეყრდნობა მაგიდას და ისევ მზერას არ მაცილებს,თვალებს ნელნელა ვახელ და კვლავ მის მკვლელ მზერას ვეჯახები. - რატომ იქცევი ისე,როგორც არ უნდა იქცეოდეს გამომძიებელი,ამდენს როგორ ბედავ რობაქიძე?!! - მაპატიეთ. - მსგავს შეცდომას კიდევ დაუშვებ და სამსახურს დაემშვიდობე,გასაგებია?!!! ლაპარაკი ყვირილში გადასდის,ცხოველივით ღრიალებს და მუშტებად კრავს ხელებს,თვალები ცრემლებით მევსება,ჩემთვის აქამდე არავის არდაუყვირია,საკუთარ მშობელსაც კი..ალბათ ამიტომ მოქმედებს ჩემზე მისი რეაქცია,ცრემლებიც სკდება,მაშინვე სკამიდან ვდგები და თვალებდახრილი ვამბობ: - გასაგებია. სწრაფად მივდივარ კარისკენ და დერეფანში ჩემს კაბინეტამდე სირბილით მივდივარ,მისი ხმა კვლავ მეწევა,მაგრამ აღარ შემწევს იქ ყოფნის ენერგია და მთელი ძალით ვუშვებ ჩემს ემოციებს გარეთ. მაგიდიდან თავს ვწევ,მაჯას დავყურებ და ვერც ვაანალიზებ,რამდენი დრო გასულა,ემოციებისგან დაცლილი სარკეში ვიხედები,თვალების გარშემო სიშავე ურჩხულივით მეტყობა მაკიაჟის მეშვეობით,მეცინება და თითის ბალიშებით ვიწმენდ.. ჩანთას ვიღებ,პალტოს ვიცვამ და შენობიდან გამოვდივარ. სიბნელეში მერსედესის მანქანის ფარები ინთება,პირდაპირ თვალებში მეჭრება სინათლე,საჭესთან ნაცნობ სილუეტს ვხედავ,ალექსანდრეს.. მისკენ მივემართები და კარს ვაღებ,რადგან ნამდვილად არ მინდა ეს შესამჩნევი იყოს ვინმესთვის,არც ვუყურებ,ისე ვჯდები სავარძელში და საქარე მინიდან უაზროდ ვუყურებ ცაზე მოციმციმე ვარსკვლავებს. ორივე გაჩუმებულები ვსედვართ,მხოლოდ ჩვენი სუნთქვა ისმის,არც ის იღებს ხმას,არც მე. - უნდა წავიდე,მეჩქარება. სახელურს ვწვედები და მისი ხელი არ მიშვებს,გადავიდე. - ზედმეტი მომივიდა. ამბობს გატეხილი ხმით და ზედაც არ მიყურებს. - არაუშავს,მართალი იყავი. - შემეშინდა,რამე არ მოგსვლოდა. თვალებს მისკენ ვაპარებ და ვუყურებ,საჭეზე როგორ აქვს შემოჭდილი გრძელი თითები,ყბის ძვალი როგორც ყოველთვის დაჭიმული.. რა ლამაზი პროფილი აქვს,ღმერთო..ჩემი ყველაზე სექსუალური კაცი..ვფიქრობ გულში და მეღიმება. ჰმ,ჩემი?! დიახ..რატომაც არა?! მისკენ ვტრიალდები და თითებს სახეზე ვაცოცებ,ყბის ძვალს და მის მოყვანილობას თითს ვუტარებ,თითქოს მისი ვიზუალის შესწავლას ვცდილობდე. ხელს მაწევინებს თავისი ხელით და გაკვირვებული მიყურებს. - რას აკეთებ?! მზერა მისი ვარდისფერი ტუჩებისკენ გადამაქვს.. ლილიან,რა გემართება?! ჩემი მეორე მეც კი აღარ იღებს ხმას,გატრუნულია და მხოლოდ ჩემს მოქმედებებს ელოდება. - მინდიხარ,ბატონო ალექსანდრე...მის მუხლებზე სწრაფად ვჯდები,ელვას ვუხსნი და ხელს მის ა*ოს ვუჭერ..მის არეულ მზერას ვუყურებ,როგორ ხარბად ისუნთქავს ჰაერს ნესტოებით,ერთ ხელს მის რბილ თმაში ვაცურებ,უკან ვქაჩავ და თავს სავარძლის საზურგეზე ვაწევინებ.. მის გემრიელ ტუჩებს ვაცხრები,კოფტის შიგნით მისი თითები ძვრებიან და სავსე მკერდს ძალიან ნაზად ზელავენ,კვნესას ურცხვად მხდება ბაგეებიდან, ვნებების ცეცხლი მეკიდება სხეულზე,ხელს არ ვაჩერებ,თუმცა სურვილი იმისა,რომ მინდა ის ჩემში ვიგრძნო,ვეღარ ვიკავებ.. - ლილე.. ეხლა..იცოდე.. სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამს,ხელს ვათავისუფლებ,ახლა კი უკვე მას ჩემში ვგრძნობ.. სწრაფად ვმოძრაობ,მისი ხელები ჩემს უკანალზეა ჩაფრენილი,რომელიც ჯადოსნური თითებით მიჭერს და ჩემს მოძრაობებს აყოლებს. - ახლა მე გაგ*იმავ,უფროსო! - მაგიჟებ,გამომძიებელო! თავს ვწევ და კულმინაციას მიღწეული მთელი სიმძიმით ვეშვები ალექსანდრეს სხეულზე,ორივენი სწრაფად ვსუნთქავთ და ერთმანეთის გულისცემა დუეტივით ისმის სიჩუმეში. სახე მის კისერში მაქვს ჩარგული და ხარბად ვისუნთქავ მის არაამქვეყნიურ სურნელს,რომელსაც მილიონობით ადამიანში გამოვარჩევ.. ძილის ფაზაში ვეშვები,მაგრამ ჯერ კიდევ ვგრძნობ მის ხელებს,რომლებიც ცდილობენ მეორე სავარძელზე გადამსვან,მანქანას ქოქავს,მაგრამ ჩემი გონება ისევ კარგავს ფუნქციას და საბოლოოდ ვითიშები. * * * საათის ისრები შუაღამის ორ საათს აჩვენებს,მამაკაცი სავარძლიდან დგება,ტელეფონს უყურებს,რომელზეც უცხო ნომერი ციმციმებს და სრუილად აუჩქარებლად სწევს სენსორს თითს. - ბატონო..დღეს,შუადღით,ვერაზე.. ბერიშვილის სახლში პოლიცია იყო. - მერე. - მგონი გაიგეს მისი ადგილსამყოფელი.. რა თქმა უნდა ბერიშვილმა მოასწრო სხვაგან გადასვლა,მაგრამ ეს მაინც საშიშია. - ბერიშვილი მომაშორეთ,ახლავე. - როგორც გვიბრძანებთ. ტელეფონს მაგიდაზე ასრიალებს,ვისკის ბოლომდე ცლის ჭიქიდან და საწოლში მწოლიარე ქალს უბრუნდება. - მეშინია.. ამბობს ქალი და მის სახეზე ხელებს ხვევს. - მე შეგპირდი პატრავ,ვერავინ გაიგებს. ახლა კი ჩამეხუტე და დაიძინე. ქალის სიფრიფანა სხეული გულზე მიიკრო,შუბლზე აკოცა და თვალები ძლიერად დახუჭა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.