შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტირანის მახეში #2

12-09-2018, 21:27
ავტორი Queenofmoon
ნანახია 9 513

ხელს მტაცებს,სხეულზე მიკრავს, ერთ ხელს ზურგზე მიჭერს,მეორეთი კი თმაშია ჩაფრენილი..
- რა საძაგელი ხარ,რობაქიძე! ძალიან საძაგელი..
ჩემს ტუჩებზე ჩურჩულებს და მოულოდნელად მკოცნის,ენით ტუჩებს მიხსნის,მუცელში არსებული სითბო,რომელიც ერთ წერტილში იღვრება,მთელ სხეულში იფანტება,სურვილი გონებას მიბინდავს,ოხ როგორ მინდა ეს კაცი.. ვუყურებ მის ლურჯ სფეროებს,რომელიც დაჟინებით შემომცქერის,მაგრამ მომენტალურად ჩერდება.
- თავს ძლივს ვიკავებ,ჩემსავე მაგიდაზე არ გადაგაწვინო და აქვე არ გაგ*იმო! არასდროს მემორჩილები რობაქიძე...არასდროს..
- მაპატიეთ ბატონო ალექსანდრე..
გონებაში მხოლოდ მისი ორი სიტყვა მიტრიალებს " თავს ძლივს ვიკავებ" არადა,როგორ არ მინდა შეიკავოს..
ვცდილობ მის ბაგეებს მივწვდე,მაგრამ ამის გასაქანს არ მაძლევს,საშინლად მკაცრი მზერა მისწორდება და ისევ მისი ხშირი სუნთქვა,საშინლად არომატული ჰაერი,რომელიც ნესტოებამდე აღწევს და უფრო მეტად მიტანს ვნებების კორიანტელი..თვალები მებინდება,თითქოს ფეხებში ძალა მეცლება,ვეღარც ხელებს ვგრძნობ,ვერც ალექსს,ყველაფერს უკუნითი სიბნელე მოიცავს და მაღვიძარას გამაყრუებელი წრიპინი,მაშინვე თვალებს სწრაფად ვახელ,მთლიანად ოფლში ვცურავ და ვცდილობ აჩქარებული გულისცემა დავიმშვიდო.
- ჯანდაბა..
ისევ ეს სიზმრები..ისევ ალექსანდრე..როდემდე უნდა გაგრძელდეს?! გამშრალ ტუჩებს ენით ვისველებ,თუმცა სიზმრით ნასიამოვნებს მაინც მეტანება ღიმილი უნებურად,
პიჟამაზე პლედს ვიხვევ,ფეხებს ჩუსტებს ვუყრი და სამზარეულოში გავდივარ,გაზზე ჩაიდანს ვადგამ,როცა კარზე შეუწყვეტლად გრძელდება კაკუნი.
კარს ვაღებ თუარა,თვალცრემლიანი დაქალი მეგებება წინ,რომელიც ხელის ზურგით იმშრალებს სახეს და პირდაპირ მისაღებ ოთახში გადის.
- რა ხდება?
გაკვირვებული სწრაფად კარს ვხურავ და მისკენ გავბრივარ.
- გინეკოლოგთან ვიყავი,ლილე..
- მერე?!
- ძალიან ცოტა შანსია იმის,რომ შვილი მეყოლოს..გესმის?!
ჩემს ქმარს შეიძლება ერთი შვილიც კი ვერ ვაჩუქო..
ჩანთას ძირს აგდებს და ხელებს სახეზე იფარებს,გვერდით ვუჯდები და მეც ცრემლები მაწვება თვალებზე,სიცივისგან გაყინულს ჩემს პლედს ვახვევ და სახიდან ცრემლებს ვწმენდ,ვდილობ რამით გავამხნევო..
- კარგი რა,გთხოვ ნუ ტირი.. რამდენი საშუალება არსებობს იმის,რომ შენი საკუთარი შვილი გეყოლოს,მიუხედავად იმისა რომ ბუნებრივად ვერ ფეხმძიმდები..მედიცინა წინ მიიწევს ჩემო ლამაზო..
- ხო ლილე,მედიცინა წინ მიიწევს,მაგრამ არ მაქვს იმდენი ხელფასი რომ ხელოვნურ განაყოფიერებაზე ვიფიქრო,არც ჩემს ქმარს,არც მე.. ვერ ვეტყვი რომ მამამისის ბიზნესს დაუბრუნდეს,ვერ ვეტყვი რომ ისევ იმ არაკაცთან წავიდეს ამის გამო..
- კარგი,კარგი..დამშვიდდი..დამშვიდდი..
- მაპატიე,სახლში არ მინდოდა ასე წავსულიყავი.. ვერც მარიამთან მივიდოდი,ჯერ ეხლახანს შექმნა ოჯახი და არ მინდა ჩავუმწარო ბედნიერი დღეები..
- კარგი რა ანასტასია,რას მიხსნი?
- აუ ლილე...დემეტრეს ეს როგორ ვუთხრა.. როგორ..
რომ მიმატოვოს?რომ მობეზრდეს ასეთი ცხოვრება?
- რა?ანასტასია შენ მას ისე უყვარხარ,როგორ მიგატოვებს?
- შვილი რომ მოუნდეს სხვა ქალისგან?
- კარგი რაა..დარწმუნებული ვარ გეყოლება,ის მცირედი პროცენტი რაც არსებობს,გამოიყენე,იბრძოლე,გესმის?
- ხო..
- წამოდი,ჩაიდანი მიდგას გაზზე,ჟოლოს ჩაის დაგალევინებ,შენ რომ გიყვარს..
მე და ტასომ ბევრი ვისაუბრეთ,ვეცადე მისი ცრემლიანი თვალებისთვის ისევ გამეღვივებინა ბედნიერების ნაპერწკლები,არ უნდოდა დემეტრესთვის ეთქვა,რომ შესაძლოა შვილი არ ჰყოლოდა.. რა თქმა უნდა მისი მესმის,ეს ყველა ქალისთვის ძალიან მტკივნეულია თემაა,განსაკუთრებით მათთვის,ვინც მატერიალურად უზრუნველყოფილი არ არის,ვერ ანებივრებს მდიდარი დედიკო ან მამიკო..
კარის ზღურბლზე მდგომს,კიდევ ერთხელ ვეხვევი ძლიერად,ისიც ქუსლების კაკუნით ჩადის კიბეებზე,მე ჯერ კიდევ პიჟამოებში გამოწყობილი მაჯას დავყურებ,ამის დედაც.. დღესაც რომ დავაგვიანო ბატონი "მკვლელის თვალებიანი" გილიოტინაზე დამკიდებს..
ფორმას სწრაფად ვიცვამ,დაუმორჩილებელ თმას ცხენის კუდად ვიკრავ და სახეზე ერთი კულულა წინ ჩამომდის,მაინც ვერ გავუმკლავდები,ტუჩიდან გამოშვებული ჰაერით ვცდილობ სახიდან მოვიშორო,რა თქმა უნდა უშედეგოდ,ქუსლებს ფეხებს ვუყრი,აბა ბუნებამ ჩემთვის არ დაიშურა თვალუწვდენელი სილამაზე და არც შხვართი ფეხები,ამიტომ ჩემს 1.70-ს უკვე 5 სანტიმეტრს ვუმატებ ჩემი კაკუნებით და აჰა,როგორც იქნა ქალს ვგავარ..
რაღა მაინც და მაინც დერეფნის ბოლოს არის ეს დასაწვავი კაბინეტი.. ვბუტბუტებ და ჩემს კაბინეტამდე ქუსლებს კაკუნი გააქვს,თანამშრომლებს ფართოდ ვუღიმი და კარს გასაღებს ვუყრი.
მაშინვე ტელეფონს ვწვდები და ანა მარიას ვთხოვ სასწრაფოდ ყავა შემომიტანოს,იქნებ გამინათდეს გონება დღევანდელი სიზმრის შემდეგ.
- ლილე,სწრაფად შემოდი ლაღიძე მოიყვანეს..
კარში ამაშუკელი ჰყოფს თავს.
- იპოვეს როგორც იქნა ეგ გაიძვერა?!
- ჰოო იპოვეს,იპოვეს,მოდი..
- ლაღიძეეე..ნამდვილი წურბელა ხარ! ეხლა ვეღარ გაგვისხლტები ხელიდან,ნაბი*ვარო..
საგამოძიებო ოთახში სწრაფი ნაბიჯით შევდივარ,ლაღიძის მომცინარ სახეს ვუყურებ და წინ ვუჯდები არაფრისმთქმელი მზერით.
- დაკითხვას აწარმოებს გამომძიებელი ლილე რობაქიძე!
ჩემი კარიერის წამოწყებიდან მემილიონედ ვამბობ ალბათ ამ ფრაზას აწ უკვე გაუაზრებლად და რკინის მაგიდაზე ხელებს ვაწყობ.
- სასიამოვნოა წითუროო...როგორც იქნა მიპოვეთ..
- კი,როგორც იქნა და ჰოპ,პირდაპირ ციხეში ამოყოფ თავს,იქიდან კი ვეღარსად გაძვრები..თუ რა თქმა უნდა მაიკლ სკოფილდი არ ხარ..თუ ხარ?!
- ამის დედაც..გამომძიებელი ლილე იუმორს არ უჩივის?
- შენ გხედავ და უკვე კარგ ხასიათზე ვარ,ეხლა კი დაფქვი ყველაფერი,სანამ ჩემმა ბიჭებმა დაგაფქვევინეს მრავალნაირი გზით..დამიჯერე,არჩევანი ბევრია..
- ტყუილად მიყურებ მაგ ლამაზი თვალებით,ჩემგან ერთ სიტყვასაც ვერ მოისმენ ჟღალო...
- ესე იგი თანახმა ხარ,სამუდამო აიკრა?!
- სამუდამო?!
წამიერად სიცილი სკდება,სკამს ზურგით ეყრდნობა და პირდაპირ თვალებში მიყურებს.
- მკველობაში თანამზრახველობა,ფულის გათეთრება,ნარკოტიკები,მკვლელობის კვალის გაქრობა.. აღიარე ყველაფერი,იქნებ მდგომარეობა შეგიმსუბუქდეს და სამუდამოს გადაურჩე.
- *ლეზე მკ*იდია...რამდენიც გინდა იმდენი მომისაჯე.
- ღმერთმანი...ნუთუ ასე დაგიმონა იმ მაფიოზმა,სიცოცხლეს რომ სწირავ?!
- როგორც გინდა ისე ჩათვალე...
- ანუ,დასაკარგი არაფერი გაქვს?!
- არა!!!
- არც არავინ?!
წარბები შეჭმუხნა,თითები ნერვიულად აათამაშა და მზერა ამარიდა,მაშინვე მივხვდი,ლაღიძეს მტკივნეულ ადგილას დავაჭირე ფეხი... მეც სწორედ ეს მინდა,ახლა ჭრილობაზე მარილსაც მოვაყრი და უკვე კმაყოფილი,ლაპარაკს ვაგრძელებ.
- ნუცა.. ესე იგი,ნუცას ბედი არ განაღვლებს?!
- ნუცა არაფერ შუაშია!!! გამომძიებელო...ნუცათი მანიპულირებას შეეშვი,მაინც არაფერს ვიტყვი!
- სამაგიეროდ შენი მაფიოზი დაიწყებს ნუცათი მანიპულირებას მალე..მერე,შენ ამაყად იჯდები გისოსებს მიღმა,როცა შენს ცხოვრების სიყვარულზე საზარელ ამბებს შეიტყობ..
- ამის დედას შევეც* გეყოფააა!!!
- ის მაფიოზი თავს აღარ დაგანებებს..შენი კოშმარი იქნება მთელი ცხოვრება,ვერც ნუცა იცხოვრებს მშვიდად და მუდმივ შიშში იქნები..მასაც მოიშორებს,შენც მოგიშორებს..
- გეყოფააა!!!!
- თქვი,თქვი ვინ არის შენი მაფიოზი..აქედან მალე გაგიშვებთ და ყოველგვარი კრიმინალის გარეშე,წესიერ ცხოვრებას შეძლებ საყვარელ ქალთან ერთად..არ გინდა?
- მე ვთქვი!!! ვერაფერს მათქმევინებთ,ვერაფერს!!!
- შენს საქმეს არც ერთი ადვოკატი არ ჰკიდებს ხელს..ვიცი,იმ გაიძვერა მაფიოზს ვერავინ დაუპირისპირდება და ამას ამიტომაც ვერ ბედავენ..ნამდვილად ცუდადაა შენი საქმე.. მე დაგტოვებ,გონება გაინიავე,იქნებ რამე გაიხსენო და მომიყვე..
- გამომძიებელო...
მისი სიტყვა უკან მეწევა,რაზეც წამიერად ვტრიალდები და მის ირონიულ სიფათს ვეჯახები.
- მაფიოზს ვერავინ დაიჭერს,რადგან ის პირადად ნანახი არავის ჰყავს.
სურვილი მიჩნდება მაგიდაზე თავი ვარტყმევინო და იქვე დავაკლა,ამიტომ კარს ხმაურიანად ვხურავ,ვტრიალდები და პირდაპირ ალექსანდრეს ვეკრობი სხეულზე.
- უკაცრავად..
ჯანდაბა..მის ყოველ დანახვაზე ჩემი ეროტიული სიზმრები მახსენდება მასთან ერთად,ნერწყვს ისე ძლიერად ვყლაპავ,ყელში მეჩხირება და ხველებაც კი მიტყდება..ის კი,როგორც ყოველთვის დამყურებს დესპოტივით,წარბაწეული,ვითომც არაფერი.
- რა ხდება ლაღიძის საქმესთან დაკავშირებით?
- არაფერს არ ამბობს უფროსო..თავისი მაფიოზის ერთგულია.
- მერე,არ იცი,როგორ გატეხო ერთგული კაცი?!
თვალებში ვუყურებ,როგორ მინდა ახლა ვუთხრა,რომ მხოლოდ მისი გატეხვა ვერ მოვახერხე,რატომ მომექცა ასე საშინლად,საერთოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი..თუმცა ამის გამბედაობა არ მყოფნის..ის,ის და მისი ტირანული ხასიათი მაკავებს,მეშინია,რომ ისევ გული მეტკინება მის სიტყვებზე და უფრო მეტად დავკომპლექსდები,ისევ მისი კითხვა მიტრიალებს თავში და ამაყად ვპასუხობ.
- რა თქმა უნდა,ვიცი უფროსო.
ჩვენს შორის სიახლოვეს და დაძაბულობას მათე ხსნის,რომელიც როგორც ყოველთვის ციბრუტივით დარბის აქეთ-იქით,ახლა კი უფროსს ატყობინებს,რომ ვიღაც ქალია მასთან და კაბინეტთან ელოდება.
- უფროსო,ვიღაც ქალი გელოდებათ..
ამბობს ქოშინით და ამავდროულად მე შემომცქერის.
- კარგი,დაგტოვებთ. საქმეებს მიხედე რობაქიძე.
- თითქოს მე არ ვიცოდე საქმეებს მივხედო თუ არა!
ვბუტბუტებ და ამაშუკელის მუჯლუგუნს ვგრძნობ მუცელში.
- გააფრინე?!
- და შენ?! რომ გაიგოს,სად მიდიხარ?!
- ის ქალი ვინ არის?!
- ბოდიში ლილე,გაცნობა ვერ მოვასწარი მომეკითხა ამ ბიჭთან რას აკეთებ თქო..
- სერიოზულად,მიპასუხე!
- ლილე არ ვიცი რა გავაკეთოო? ისე,კაი ნაშა კი არის..
ღიმილი ეპარება სახეზე და ახლა მინდა ყველას ბრაზი მასზე ამოვანთხიო..ქუსლების კაკუნით შევდივარ კაბინეტში,ბრაზი ერთიანად მაწვება,ბრაზი და..ეჭვიანობა..ჰო,საუბედუროდ ვეღარც უარვყოფ,მე მასზე ვეჭვიანობ,თანაც ისე,რომ მინდა ახლა შევუვარდე ორივეს და იქვე ჩავკლა ის საზიზღარი ქალიც,ვინც არ უნდა იყოს!
საათს ვუყურებ,წუთებს და წამებს ვითვლი,ცალკე ლაღიძეზე მეფიქრება,ვინ არის ის მაფიოზი,რომელიც ასე სუფთად ძვრება ყველა საქმიდან,ყველა მკვლელობას ასე პროფესიონალურად რომ ფარავს..იქნებ,მართლაც ნანახი არ ჰყავს ლაღიძეს ეს მაფიოზი,ან შეაშინეს და არ ამბობს..
ორივე საფეთქელზე თითებს ვიდებ და კანს ვიზელ,არც ოთხმაგი ესპრესო მშველის,ვხვდები საშინლად გადავიწვი ამდენი ფიქრით..საათს ვუყურებ,შესვენება მეწყება და კაბინეტიდან გამოვდივარ,ისევ დერეფნის მიმართულებით,აი ისიც.. ფეხები ლამისაა მომეკვეთოს,კედელს ხელით ვეყრდნობი,ალექსანდრე გამოდის ქალთან ერთად,მის წელზე აქვს ხელი შემოხვეული,ის კი ნიანგის ცრემლებად იღვრება..
წელში ვსწორდები და წინ მივიწევ,ისე რომ არც კი ვიხედები მისკენ..სიჩუმით ჩამოწვენილ სივრცეში,ისევ მისი ხმა მესმის.
- რობაქიძე,კაბინეტში შედი.
მეც არ ვაყოვნებ,მისკენ ვტრიალდები გულზე ხელებდაწყობილი.
- შესვენების საათი მაქვს,უკაცრავად.
ჩემი მეორე მე ძირს ეცემა და ისე იცინის,მუცელზე ხელები უჭირავს,არაა,ნამდვილად გააფრინე ლილიან!
- რობაქიძე!!
ჯანდაბა..რა ჯანდაბა გინდა,რაა..რა გინდა! უხ,პირში მივახლიდი ეხლა იმას რაც საჭიროა..სახეს ვალაგებ,ღიმილს ვიკრავ და ისე ვტრიალდები,პასუხის გაცემას არც კი მაცდის,მკლავზე ხელს ძლიერად მჭიდებს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,შემათრევს მასთან,კარს კეტავს და ისეთი დაძაბული მიყურებს,მგონია პირიდან ცეცხლს გამოუშვებს დრაკონივით.. ნამდვილად კარგი შედარებაა,ბატონ ტირანზე.
- როგორ ბედავ შეწინააღმდეგებას?!
უკან უკან ვიწევი და მაგიდას ვეკრობი,ჩემი სიზმარი ისევ ტივტივებს გონებაში და ტუჩის კუთხეში ღიმილიც მეპარება..
- ბატონო ალექსანდრე,როდესაც თანამშრომელს შესვენების საათები აქვს,მაშინ არავის აქვს უფლება ის შეაწუხოს,ასე არ არის?!
კი ლილიან,არ აქვს უფლება,იმ შემთხვევაში თუ ის ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსი არაა,ჩემი მეორე მე არ ჩუმდება და ხელებს ერთმანეთზე ისრესს.
- გამომძიებელო რობაქიძე,მგონი გავიწყდება ვის ელაპარაკები!!!
- არა!! არ მავიწყდება!! რა გინდათ ჩემგან?!
ბრაზი ნელნელა სკდება საპნის ბუშტივით და მე თვითონ ვგრძნობ,ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი..
ჩემკენ სწრაფი ნაბიჯებით მოდის და პირდაპირ მკლავებში მაფრინდება,მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვევა,თუმცა თვალსაც არ ვახამხამებ,წარბშეკრული ვუყურებ ჯიუტად.
- ამის დედაც.. რატომ მაგიჟებ?!
ის უკვე ღმუის და ხმაურიანად ისუნთაქვს ჰაერს ნესტოებით.
- რაა?
- რატომ მაგიჟებ,რობაქიძე!!! ჭკუიდან გინდა შემშალო?!
- შეიშალეთ,უფროსო!! არ მეშინია!!
ეს უკვე კულმინაცია იყო,ვის ახსოვს გარემო,საკუთარი სახელი და გვარი,ენა მამული ან სარწმუნოება,ალექსანდრეს თვალებს როცა ვუყურებ და შიშისგან ლამისაა იმ ქვეყნად წავიდე.
სხეულის ენით ვხვდები,ისევ კოცნას აპირებს,თეძოებით მაწვება და ხელებს ჩემს უკან,მაგიდაზე აწყობს,მთლიანად გამომწყვდეული ვყავარ და განძრევის საშუალებაც არ მაქვს,მხოლოდ ლაპარაკი შემიძლია,მაგრამ ამჯერად არ ვნებდები.
- არ გაბედო ბატონო ალექსანდრე,არ გაბედო შემეხო!
- რა ცუდი გოგო ხარ,ლილე..და თან რა სასიამოვნოდ ტკბილი..გემრიელი..
ქვედა ტუჩს ილოკავს და ვნებაამღვრეული შემომცქერის,მუცელში ისევ უწინდელი სიმხურვალე მეღვრება,ჩემი გული კი ისე დახტის ლამისაა საგულედან ამოვარდეს!
წელზე ძლიერ ხელებს ვგრძნობ და სრუილად გაუცნობიერებლად ვხვდები,რომ მის მაგიდაზე ვზივარ.
მოქნილ თითის ბალიშებს ჩემს ყელზე დააცოცებს,ფრთხილად ეხება არტერიას,რომელიც სწრაფად ჩქეფავს,ლავიწის ძვალზე ატარებს თითებს და ყოველ ჩემს რეაქციას სიამოვნებით აკვირდება.
- ძალიან ლამაზი ხარ.
მინაბულ თვალებს სწრაფად ვახელ,ბატონ მბრძანებლობის მოყვარულს ლამაზი ვგონივარ?! თვით ალექსანდრე კანდელაკი,ნამდვილი ხელოვნების ნიმუში ჩემზე ამბობს,რომ ლამაზი ვარ?! ღმერთო ჩემო,ეს კაცი ნამდვილად დამცინის,ან მართლა უნდა ჩემი ჭკუიდან შეშლა,ლოყები ისე მიხურს,ალბათ ჭარხლისფერი მიხდება კანი ერთიანად და ვცდილობ როგორც ყოველთვის,რაიმე სისულელის თქმით გავაფუჭო ყველაფერი.
თითებს მკერდისკენ აცოცებს,პიდჟაკის შიგნით სწვდება და ძალიან ნაზად უჭერს,პირიდან ოხვრა მწყდება,თავს უკან ვწევ და ყელზე მისი ტკბილი ტუჩები მეკრობა...
- ასეთს რას მიკეთებ,რობაქიძე?!
ხელებით თავს მაწევინებს და თვალებში მიყურებს,სწრაფად ეტანება ჩემს ტუჩებს და ხარბად მკოცნის,ჩვენი ენა და ტუჩები ერთმანეთს ერწყმის.
ხელს უფრო ძლიერად მხვევს და მთლიანად სხეულზე მიკრობს,ხელებს თეძოებზე დაასრიალებს და მიჭერს.
ღმერთო ჩემო,მის ერექციას უკვე მუცელზე ვგრძნობ,ვგრძნობ როგორ ვუნდივარ,ახლა,ამ წუთას.. ამ წამს..მე ბატონ ალექსანდრეს ვუნდივარ..
ალბათ,ჩემი დილის სიზმარიც ახდებოდა,რომ არა კარზე კაკუნი და ალექსანდრეც სხარტად მომშორდა,სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა და მეც მაგიდიდან ჩამოვხტი,ტუჩებზე ორი თითი ჩამოვისვი,სადაც ისევ მისი არომატი ხვდებოდა ყნოსვის ორგანოს.
პიდჟაკს სწრაფად ვისწორებ და სკამზე ვჯდები,ფაილებს ვათვალიერებ და ახალი საქმეების ძიებაში ვარ,ყველანაირად ვცდილობ საქმიანი გამომძიებლის ვიზუალი ავიკრა,არადა ამ დროს ჩემს ორგანიზმში სისხლი დუღს,ტუჩის კუთხეში მეღიმება და ალექსანდრეს ყვირილზე ძლივს ვცდილობ სიცილი შევიკავო.
- ეს რომ არ გეთქვათ,ვერ მოითმენდით?!
- დიახ უფროსო,მაგრამ დილით მთხოვეთ,როგორც კი მზად იქნებოდა შემომატანა..
- ვმუშაობ,არ მცალია!! გაფრთხილებული მყავს ყველა,რა გინდა ასეთი უპასუხისმგებლო საქციელის გამო გაგათავისუფლოთ?!
- მაპატიეთ.. მაპატიეთ..
სკამიდან სწრაფად ვდგები,ალექსანდრეს თვალებში ვუყურებ და მაცდურად ვუღიმი.
- ბატონო ალექსანდრე,მგონი ჩვენს საქმეს უკვე მოვრჩით,შეგიძლიათ ფაილებს გადახედოთ.
კარში მდგომი თანამშრომელი პირღია მიყურებს,ალექსანდრეს კი თვალები სცვივდება ბუდიდან,ტუჩებს კუმავს სიბრაზისგან და ერთი ხელით კედელს მიყრდნობილი,ისე მიყურებს თვალებში ტყვიები რომ ელაგოს,ყველას მე მესროდა.
ჩემი თავით კმაყოფილი,კაბინეტში შევდივარ,კარს ვხურავ და კედელს ვეკრობი..ვცდილობ სუნთქვა დავირეგულირო ჯერ კიდევ მის კაბინეტში მომხდარის გამო..

№1  offline წევრი დარინა

მიყვარს გაცეცხლებული ალექსანდრეეე ისეთი საყვარელია შეჭმა მოგინდებააა, ლილე მეტად გამოაცოცხლეე, მიმდა კიდევ უფრო გაცეცხლდეს და გადაირიოს აბა მარტო ჩვენმა ლილემ უნდა იეჭვიანოს, ეჭვიანობისგან გაცეცხლებული ალექსანდრეს დანახვა მინდააა, აუ ანასტასია და დემეტრე შემეცოდაა იმედია შვილი ეყოლებათ, ცოდოები არიარამდენი გადაიტანეს არ იმსახურებდენ ამას, ველოდები კაგ ამბებს, ცეცხლი წყვილია ლილე და ალესანდრეეე.

№2 სტუმარი მკითხველი

ძალიან მაგარია ეს ისტორიაც და შენც. ანასტასიას აბვმადამფიქრა იმედია ძალიან არ დატანჯავ, არ ვერევი უბრალოდ ბევრი გადაიტანეს და მათი ბედნიერებაც რომ იგრძნობოდეს მინდა..აი ლილეს კმაყოფილება მომეწონა. სასწაული იყო და აბა თქვენ იცით მესტუმრეთ ისევ.

№3 სტუმარი cota boroti

ra ginda kaco raa am aleqsabdres ujmurobam unda shemiwiros es ...vit gogooo ??:)) ra agrialebs chais qarxanasavit ar awia zecashi mteli ofisi?!
megis sityvebi gamaxsenda ufrosi mogvshorda axali albat uketesi iqnebao da egreve andaza damidga tvalwin vais gaveyare da uis sheveyareoo DDD
ra kargiaa taso rom gamochndaaa
sinamdvileshi tasos gamochena imtom mixaria deme Rom gamochndeba <3<3<3:-D:-D:-D
liles damoxede shen ra azrebi awuxebs turme :-D:-D:-D
da maiinc momwons lile da aleqsi miuxedavad imisa utiranesulta shoris udzaliqnutiranuseli romaa DDD<3<3<3
aba male dade ar momkla lodinshi axalgazrda var jer gegmebi maqvs cxovrebashi:-D:-D:-D:-D;-)

unda shemiwiros es ...vit gogooo unda meweros sami wertili rato weria azrze ar var gaafrina chemma telem sabolood:-[:-D

auuu sam wertils rato miweeeers momeshala "nevrebi"
ar ifiqro ron uwmawuri sityva miweria raa <3<3<3O:-)

№4  offline წევრი SmileGirl

ქიმია,ბიოლოგია,ფიზიკა...:D არ ვიცი,ყველაფერია ამ წყვილს შორის.მიყვარს ასეთი ისტორიები.ცეცხლი,ვულკანი....ეს ყველაფერი რომ მოდის წყვილისგან.ტასო შემეცოდა ძალიან.:(
დასაწყისი მშვენიერია.გაგრძელებაც კარგი იქნება იმედია.წარმატებები....
--------------------

№5  offline აქტიური მკითხველი grafo

უკვე მერამდენედ შემხვდა და ბეჭდვის შეცდომა უკვე აღარ მგონია.
პიჯაკი არის და პიდჟაკი.
მე მგონი უბრალოდ სიმძაფრისთვის და კიდევ მოდისთვის აქვს ამ კაცს ტირანის სახელწოდება. თავის საქმეს ასრულებს პირნათლად. რასაც ვხედავთ ისაა, რომ არ ურევს ერთმანეთში გრძნობებს და საქმეს! მეტი ცუდი არაფერი არ გაუკეთებია. თავშეკავებული და ჩამოყალიბებულია, ლილესგან განსხვავებით, რომელიც ბავშვური თამაშებით ერთობა!

№6  offline მოდერი Queenofmoon

დარინა
მიყვარს გაცეცხლებული ალექსანდრეეე ისეთი საყვარელია შეჭმა მოგინდებააა, ლილე მეტად გამოაცოცხლეე, მიმდა კიდევ უფრო გაცეცხლდეს და გადაირიოს აბა მარტო ჩვენმა ლილემ უნდა იეჭვიანოს, ეჭვიანობისგან გაცეცხლებული ალექსანდრეს დანახვა მინდააა, აუ ანასტასია და დემეტრე შემეცოდაა იმედია შვილი ეყოლებათ, ცოდოები არიარამდენი გადაიტანეს არ იმსახურებდენ ამას, ველოდები კაგ ამბებს, ცეცხლი წყვილია ლილე და ალესანდრეეე.

დიდი მადლობა ჩემო კარგოო heart_eyes ალექსანდრე ეჭვიანობის გარეშე ხო გიჟია და რომ იეჭვიანებს ხომ საერთოდ laughing laughing
მკითხველი
ძალიან მაგარია ეს ისტორიაც და შენც. ანასტასიას აბვმადამფიქრა იმედია ძალიან არ დატანჯავ, არ ვერევი უბრალოდ ბევრი გადაიტანეს და მათი ბედნიერებაც რომ იგრძნობოდეს მინდა..აი ლილეს კმაყოფილება მომეწონა. სასწაული იყო და აბა თქვენ იცით მესტუმრეთ ისევ.

ვიცი ვიცი და მესმის თქვენი,როგორც მკითხველის,მაგრამ არ ინერვიულოთ ამაზე ყველაფერი იქნება კარგაად heart_eyes kissing_heart
cota boroti
ra ginda kaco raa am aleqsabdres ujmurobam unda shemiwiros es ...vit gogooo ??:)) ra agrialebs chais qarxanasavit ar awia zecashi mteli ofisi?!
megis sityvebi gamaxsenda ufrosi mogvshorda axali albat uketesi iqnebao da egreve andaza damidga tvalwin vais gaveyare da uis sheveyareoo DDD
ra kargiaa taso rom gamochndaaa
sinamdvileshi tasos gamochena imtom mixaria deme Rom gamochndeba <3<3<3:-D:-D:-D
liles damoxede shen ra azrebi awuxebs turme :-D:-D:-D
da maiinc momwons lile da aleqsi miuxedavad imisa utiranesulta shoris udzaliqnutiranuseli romaa DDD<3<3<3
aba male dade ar momkla lodinshi axalgazrda var jer gegmebi maqvs cxovrebashi:-D:-D:-D:-D;-)

unda shemiwiros es ...vit gogooo unda meweros sami wertili rato weria azrze ar var gaafrina chemma telem sabolood:-[:-D

auuu sam wertils rato miweeeers momeshala "nevrebi"
ar ifiqro ron uwmawuri sityva miweria raa <3<3<3O:-)

ჩემი ცოტათი ბოროტი დამიბრუნდა და როგორც ყოველთვის მაცინაა laughing მაგრამ მაინც ვერ მივხვდი იქ რა სიტყვა დაწერეე laughing თავიდან გამოგიტყდები უწმაწური მეგონა და ყველა სიტყვამ გამიელვა თავში laughing laughing
ეგ არაფერიიი:დდდ
SmileGirl
ქიმია,ბიოლოგია,ფიზიკა...:D არ ვიცი,ყველაფერია ამ წყვილს შორის.მიყვარს ასეთი ისტორიები.ცეცხლი,ვულკანი....ეს ყველაფერი რომ მოდის წყვილისგან.ტასო შემეცოდა ძალიან.:(
დასაწყისი მშვენიერია.გაგრძელებაც კარგი იქნება იმედია.წარმატებები....

დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes kissing_heart ვეცდები შემდეგი თავებიც უკეთესი და ასეთივე საინტერესო იყოს თქვენთვის<3

№7  offline მოდერი Queenofmoon

grafo
უკვე მერამდენედ შემხვდა და ბეჭდვის შეცდომა უკვე აღარ მგონია.
პიჯაკი არის და პიდჟაკი.
მე მგონი უბრალოდ სიმძაფრისთვის და კიდევ მოდისთვის აქვს ამ კაცს ტირანის სახელწოდება. თავის საქმეს ასრულებს პირნათლად. რასაც ვხედავთ ისაა, რომ არ ურევს ერთმანეთში გრძნობებს და საქმეს! მეტი ცუდი არაფერი არ გაუკეთებია. თავშეკავებული და ჩამოყალიბებულია, ლილესგან განსხვავებით, რომელიც ბავშვური თამაშებით ერთობა!

მადლობა გრაფო,გავითვალისწინებ აუცილებლად. <3
ხო,რაც შეეხება ტირანის სახელწოდებას,მოდისთვის და სიმძაფრისთვის ნამდვილად არ ვუწოდებ,მაგრამ ეს მაინც შენი აზრია ალბათ და გასაგებია,არაფერს ვამბობ. relaxed

№8 სტუმარი cota boroti

... mewera margram arcert komentarshi ar damiwera DDD

№9 სტუმარი სტუმარი Mziko

Uuuhhh Ra chamocxaaa Chemia aleqsandre vsooo au morcha aq damtavrda yvelaperi:D chemma qmarma gamigos aq Ra komentari davwere mere uares dgeshi viqnebi:D:D miyvarxar me sheeeeen da geli rogorc yoveltviiis

№10 სტუმარი cota boroti

a naxe arc axla dauweria mokled xom aris eseigi gmerti da ai magis mere racaa is vigulisxme tetri frtebi aqvs DDD
tu verc axla mixvdi araushavs me rom me ar viyo verc me mivxvdebodi
da xo chems bebruxana telefons ratomgac cocxali tavit ar unda am sityvis dawera :-(:-(:-(:-/x-(<3

№11  offline მოდერი Queenofmoon

cota boroti
... mewera margram arcert komentarshi ar damiwera DDD

აარაუშავსს laughing kissing_heart
სტუმარი Mziko
Uuuhhh Ra chamocxaaa Chemia aleqsandre vsooo au morcha aq damtavrda yvelaperi:D chemma qmarma gamigos aq Ra komentari davwere mere uares dgeshi viqnebi:D:D miyvarxar me sheeeeen da geli rogorc yoveltviiis

აჰაჰაჰააა laughing
მადლობა მზიკოო laughing kissing_heart kissing_heart კარგად მაცინე ისე. laughing

cota boroti
a naxe arc axla dauweria mokled xom aris eseigi gmerti da ai magis mere racaa is vigulisxme tetri frtebi aqvs DDD
tu verc axla mixvdi araushavs me rom me ar viyo verc me mivxvdebodi
da xo chems bebruxana telefons ratomgac cocxali tavit ar unda am sityvis dawera :-(:-(:-(:-/x-(<3

ანგელოზიოო მივხვდი უკვე laughing laughing smile

№12 სტუმარი nino

uux rakargi xar!! dzalian dzalian magari xar shen da istoriac dzalian magaria ❤ imedia shemdegs male dadeb ❤❤❤❤❤❤❤❤

Koveltvis kmakofili var sheni istoriit ❤

№13  offline მოდერი Queenofmoon

უცნაური მე
აუ რა კარგი იყოო..
ეჭვიანი ლილე მომეწონა ::დდ
მაგრამ ის შხვართი ქალი ვინღა
იყო ჰაა? :დდ
ალექსანდრიკო არ მოელოდა ლილესგან ამ საქციელს :დ არჩა პირი ღიაა? :დდ
ძალიან კარგი ეგეც შენ :დდ
კარგად ვიხალისე..
ეჭვიანი ალექსანდრეც მაჩვენე რაა :დდ
უჰ მოკლედ ახალ თავა ველოდები.
ტასოაგან რა გინდოდა არ ეყოთ მაგათ რაც გადაიტანეს :დდ გააჩენინე ერთი ბავშვი :დ

მაგასაც გავიგებთ smile
მადლობა დიდი ჩემო კარგოო<3
ალექსანდრესაც ელის,რაც ელის! laughing ტასოს და დემესაც მოევლება smile
nino
uux rakargi xar!! dzalian dzalian magari xar shen da istoriac dzalian magaria ❤ imedia shemdegs male dadeb ❤❤❤❤❤❤❤❤

Koveltvis kmakofili var sheni istoriit ❤

როგორი საყვარელი ხარ შენ??? heart_eyes kissing_heart ძალიან დიდი მადლობა ჩემო თბილოოო kissing_heart kissing_heart

№14 სტუმარი სტუმარი ანი

ოჰოოოო როგორ ჩამოცხააა... ასეთ ცეცხლსაც არ ველოდი ამ წყვილისგან აი საღოლ მაგარია... მალე დადეშემდეგი.
. იმენა პაჟაააარ :დ

№15  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ანი
ოჰოოოო როგორ ჩამოცხააა... ასეთ ცეცხლსაც არ ველოდი ამ წყვილისგან აი საღოლ მაგარია... მალე დადეშემდეგი.
. იმენა პაჟაააარ :დ

მადლობა დიდიი <3 ^_^^_^
მალე დავდებ აუცილებლად <3

№16  offline აქტიური მკითხველი grafo

გვერდიდან შეხედე ჩემს კომენტარს და მიხვდები, რომ სრულ სიმართლეს ვღაღადებ სიმძაფრეზე და მოდაზე.
მოდაა და არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან, აღგზნებული მამაკაცის მიტოვებას და ამით ტკბობას. საიტის 80% ისტორიების ხომ ამაზეა აგებული და პოპულარული. მაგრამ, ისტორია შენია და მხოლოდ შენი გადასაწყვეტია რას როგორ დაწერ. მე მხოლოდ აზრს ვაფიქსირებ და ცოტა გულისწყეტასაც, რადგან ზრდასრულ, გარკვეულ და ჩამოყალიბებულ ადამიანებზე მინდა ისტორიის კითხვა. ამიტომ ვწუწუნებ ხოლმე :).
თუმცა ავტორებისაც მესმის. მოქმედებს კომენტარები ძალიან და ხშირ შემთხვევაში ისტორიის მიმართულებასაც ჩვენ ვსაზღვრავთ და ავტორიც მიყვება ბუნებრივად ამ ლოგიკას: იმ ისტორიებში ხო ეს მოსწონდათ, მოდი მეც ჩემებურად გამოვიყენებ და...გრძელდება ასე!

№17  offline მოდერი Queenofmoon

მე ყველანაირად ვცდილობ,ჩემი ყოველი ისტორია არ გავდეს სხვის ისტორიას,არანაირი სურვილი არ მაქვს პირადად.. არც წინა ისტორიები მაქვს დაწერილი ისეთი,როგორიც ამ საიტზეა,არ ვამბობ არც იმას,ორიგინალური ვარ და ჩემ გარდა აქ სხვანაირ ისტორიას არავინ წერს თქო,უბრალოდ ეს ავტორის წარმოსახვის უნარია,ფანტაზიები და არა კომენტარებზე აგებული "პოპულარული" ისტორიები,ჩემთვის მთავარია აზრი ჰქონდეს ისტორიას,მკითხველისთვის იყოს საინტერესო.. მით უმეტეს,როცა მწერლობაზე აქვს ადამიანს პრეტენზია..
მაგრმ ყველას თავისი სუბიექტური აზრი აქვს,ზოგს მოეწონება,ზოგს არა...
მეც მკითხველი ვარ,კი მესმის და მეც მინდა ზრდასრულ ადამიანებზე ვიკითხო ისტორიები და არა ნინიას ბაღში მომხდარ ლავ სთორიზე.. მეც ვცდილობ რომ საკუთარი ისტორია,პერსონაჟების საქციელები საბავშვო ბაღს არ გავდეს.:)

№18 სტუმარი სტუმარი ნათია

პეპლები ხომ ამიფრიალდა და სუნთქვა შემეკრა რა გინდა შენ უნდა მომკლა? დდდ ისე 18+ რომ მიაწერო შემდეგ თავზე არა?დდ
ისე რამდენი ვიცინე არა ხმამაღლა ვიხარხარე "ცოტა ბოროტის" კომენტარზე აკარად მეც ცუდი ვიფიქრე მრავალწერტილზე,დდდ და უეჭველი გამოლოცვა უნდა მაგის ტელეს ანგელოზზე რომ ჭედავს. სხვა რა გითხრა ოქრო არა, პლატინა გოგო ხარ ????????????

№19  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნათია
პეპლები ხომ ამიფრიალდა და სუნთქვა შემეკრა რა გინდა შენ უნდა მომკლა? დდდ ისე 18+ რომ მიაწერო შემდეგ თავზე არა?დდ
ისე რამდენი ვიცინე არა ხმამაღლა ვიხარხარე "ცოტა ბოროტის" კომენტარზე აკარად მეც ცუდი ვიფიქრე მრავალწერტილზე,დდდ და უეჭველი გამოლოცვა უნდა მაგის ტელეს ანგელოზზე რომ ჭედავს. სხვა რა გითხრა ოქრო არა, პლატინა გოგო ხარ ????????????

კიი,მაგის ტელეს მართლა გამოლოცვა სჭირდება,დემონი ჩაუსახლდა ვატყობ:დდდდდდდდ კი ვიფიქრე 18+ მიმეწერა და სულ მავიწყდება :დდდ
მეტი რა მეთქმის ოქრო შენ ხარ უფრო სწორედ ბრილიანტი ასეთი საყვარელი რომ ხარ!<3 <3 <3

№20 სტუმარი სტუმარი ნათია

მადლობა სიხარულო???? და მიყვარხარ????????????

№21  offline აქტიური მკითხველი grafo

Queenofmoon
grafo
გვერდიდან შეხედე ჩემს კომენტარს და მიხვდები, რომ სრულ სიმართლეს ვღაღადებ სიმძაფრეზე და მოდაზე.
მოდაა და არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან, აღგზნებული მამაკაცის მიტოვებას და ამით ტკბობას. საიტის 80% ისტორიების ხომ ამაზეა აგებული და პოპულარული. მაგრამ, ისტორია შენია და მხოლოდ შენი გადასაწყვეტია რას როგორ დაწერ. მე მხოლოდ აზრს ვაფიქსირებ და ცოტა გულისწყეტასაც, რადგან ზრდასრულ, გარკვეულ და ჩამოყალიბებულ ადამიანებზე მინდა ისტორიის კითხვა. ამიტომ ვწუწუნებ ხოლმე :).
თუმცა ავტორებისაც მესმის. მოქმედებს კომენტარები ძალიან და ხშირ შემთხვევაში ისტორიის მიმართულებასაც ჩვენ ვსაზღვრავთ და ავტორიც მიყვება ბუნებრივად ამ ლოგიკას: იმ ისტორიებში ხო ეს მოსწონდათ, მოდი მეც ჩემებურად გამოვიყენებ და...გრძელდება ასე!

მე ყველანაირად ვცდილობ,ჩემი ყოველი ისტორია არ გავდეს სხვის ისტორიას,არანაირი სურვილი არ მაქვს პირადად.. არც წინა ისტორიები მაქვს დაწერილი ისეთი,როგორიც ამ საიტზეა,არ ვამბობ არც იმას,ორიგინალური ვარ და ჩემ გარდა აქ სხვანაირ ისტორიას არავინ წერს თქო,უბრალოდ ეს ავტორის წარმოსახვის უნარია,ფანტაზიები და არა კომენტარებზე აგებული "პოპულარული" ისტორიები,ჩემთვის მთავარია აზრი ჰქონდეს ისტორიას,მკითხველისთვის იყოს საინტერესო.. მით უმეტეს,როცა მწერლობაზე აქვს ადამიანს პრეტენზია..
მაგრმ ყველას თავისი სუბიექტური აზრი აქვს,ზოგს მოეწონება,ზოგს არა...
მეც მკითხველი ვარ,კი მესმის და მეც მინდა ზრდასრულ ადამიანებზე ვიკითხო ისტორიები და არა ნინიას ბაღში მომხდარ ლავ სთორიზე.. მეც ვცდილობ რომ საკუთარი ისტორია,პერსონაჟების საქციელები საბავშვო ბაღს არ გავდეს.:)

ძალიან, ძალიან კარგი ქალბატონო თუ ასე ფიქრობ. გადახედე ხოლმე შენს ამ პასუხს ხშირად და არ დაივიწყო ეს საჯარო "გამოსვლა" და გაითვალისწინე წერისას.
მე მომწონს შენი ისტორიები. მაგრამ, არის ფაქტები რასაც არასწორედ წერ და მანდ ჩემი სუბიექტური აზრი მართლა არაფერ შუაშია, ოღონდ მართლა და მართლა ასეა :)).
აბა ჰე, ახალ თავამდე :).

№22  offline მოდერი Queenofmoon

კარგი,შენიშვნად გავითვალისწინებ მე ამ ყველაფერს და ვეცდები ეს ხარვეზები გამოვასწორო!:) <3

№23  offline წევრი იზუკა

ეს რეები ხდება თურმე აქაა)) ახლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა..გაგრძელება როდის იქნება ძაანაც ნუ დაგვიგვიანებ რაა ფლიიზ ❤

№24  offline მოდერი Queenofmoon

იზუკა
ეს რეები ხდება თურმე აქაა)) ახლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა..გაგრძელება როდის იქნება ძაანაც ნუ დაგვიგვიანებ რაა ფლიიზ ❤

დიდი მადლობა,იზუკა. <3
დღეს ვერანაირად ვერ დავდებ.. ვეცდები ხვალ დავდო. :* :*

№25 სტუმარი cota boroti

chems teles gamolocva kiara gmerti rom chamouvides da utxras gaketdi da nu ushli am sawyal gogos nervebso igic vegar ushvelis memgoni DDDD

№26 სტუმარი იკა

მალეე დადეებ??

№27  offline მოდერი Queenofmoon

იკა
მალეე დადეებ??

დღეს დავდებ საღამოს

№28 სტუმარი ერთგული მკითხველი (მარი)

აი მეც აქ ვარ. ეხლა ვკითხულობ . ძაან მაგარი ხარ. ასე გააგრძელე. ჩემ დემეს და ტასოს შვილი აჩუქე რააა. კარგი დასაწყისია მიყვარხარ.

№29  offline მოდერი Queenofmoon

ერთგული მკითხველი (მარი)
აი მეც აქ ვარ. ეხლა ვკითხულობ . ძაან მაგარი ხარ. ასე გააგრძელე. ჩემ დემეს და ტასოს შვილი აჩუქე რააა. კარგი დასაწყისია მიყვარხარ.

მადლობა დიდი ჩემო საყვარელო,მეც მიყვარხარ<3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent