შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 5)


19-09-2018, 08:14
ავტორი Painter
ნანახია 4 232

სიზმარში მესმის რომ, ვიღაც მეძახის, მაგრამ ვერ ვხედავ ვინ, თვალებს ნელა ვახელ, ნინი მადგას თავზე და მიყვირის -ნიაა ადექიი!
-რაა? -ამოვილუღლუღე, თავი მისკდებოდა ტკივილისგან ეს კიდე ამ დილაადრიან მაღვიძებს.
-ადექი სანაპიროზე გავიდეთ!
-რა დროს სანაპიროა ქალო არ გამაგიჟო?! ძილი დამაცადე!
-შუადღის ოთხი საათია იდიოტო. ადექი მალე თორემ მოწყენილობისგან მოვკვდები! -ისე დამყვიროდა რამის წამოვუხტი და მაგრად ვცემე.
-კარგი ხოო, გადი და ჩამოვალ! -ბოლოს დავნებდი, მისი წიკვინის მოსმენის თავი არ მქონდა. ნელა ავიზლაზნე, ტრუსიკი და მაიკა მეცვა, ალბათ ვაკომ ჩამაცვა. გავიაზრე გუშინ რაც გავაკეთე მაგრამ ერთი წუთითაც არ მინანია, მის გახსენებაზე სასწაული გრძნობა დამეუფლა, ისეთი რომ სიტყვებით ვერ ავღწერ, ტანში პეპლევი დამფრინავდნენ. სააბაზანოში გავედი. ვიბანავე, თმები დავივარცხნე, პირსახოცი შემოვიხვიე და ოთახში შევედი, უნდა ჩამეცვა და ამ დროს ვაკომ შემოაღო კარები, ამას ხომ ვერ ვასწავლე კარებზე დაკაკუნება.
-გაიღვიძე პატარავ? -ჩემსკე წამოვიდა, წელზე ხელები შემომხვია და ნაზად მაკოცა.
-როგორც ხედავ. -გავუცინე და კისერზე ხელები შემოვხვიე.
-გუშინ ხომ არ გატკინე? -მითხრა და ცხვირზე მაკოცა.
-ეს კითხვა რაღაც ცუდად ჟღერს, მაგრამ არაა! -ზურგზე ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე.
-ააა! -ჩუმად ამოიხვნეშა, მაგრამ გავიგე.
-რა გჭირს? რა მოხდა? -უცებ მოვშორდი და გაკვირვებულმა შვხედე.
-არაა… არაფერი. -მაშინვე ზურგისკენ წაიღო ხელი.
-ვაკო მანახე რა გჭირს! -მისი ზურგისკენ შევტრიალდი და ვეცადე მაიკა ამეწია მაგრამ ისიც შეტრიალდა. -ვაკო მანახეთქო!
-კარგი ხოო. -მაიკა გაიხადა და შეტრიალდა, მის ზურგე ხელით ნაკაწრები დავინახე,
-ღმერთოოო ეს მე ვქენიი? -თვალებ დაჭყეტილმა შევხედე და ნაკაწრებს თითები გავუსვი.
-როგორც ჩანს, ასეა. -ჩემსკენ შემოტრიალდა და იცინოდა.
-რა გაცინებს ვაკოო? ძალიან გტკივაა? -თვალები რამის ამიცრემლიანდა. -მაპატიე გთხოვ, ძალით არ მინდოდა! -ამ სიტყვებზე უფრო მოუმატა სიცილს, ნეტა რააცინებდა, მგონი ჩემი ნაკაწრები შრამად დარჩება. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თავი ახლოს მოსწია.
-ამაზე არ ინერვიულო პატარავ. -ნელა მაკოცა. -ახლა კი ჩაიცვი და სანაპიროზე წავიდეთ.
-კარგიი... -მომშორდა მაგრამ ოთახიდან არ გადიოდა. -გადი რომ ჩავიცვვა. -წარბები მაღლა ავწიე და ისე შევხედე.
-ისე რომ იცოდე, მე შიშველიც მყავხარ ნანახი. -ეშმაკურად გაიღიმა, ბალიში ავიღე და ვესროლე. -კარგი კარგი გავდივარ! -ჩემსკენ წამოვიდა, მაკოცა და გავიდა. უცბად ჩავიცვი, დაბლა ჩავედი, ყველა იქ იყო ლუკას გარდა.
-ლუკა სადაა? -მაშინვე ვიკითხე.
-ის უკვე სანაპიროზეა, წავედით ჩვენც. -განაცხადა ნინიმ.
სანაპიროზე რომ მივედით ლუკა ვიღაც გოგოსთან იჯდა, უცებ თავში “დამპლურმა” აზრმა გამიარა, მისკენ გავიქეცი, ხელები კისერზე მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე.
-ლუკიტოო ჩემო ცხოვრება, როგორ მომენატრე! -კისერზე ვიყავი მოხვეული, ჩემი ლოყა კი მისაზე მქონდა მიდებული. იმ გოგოს ჩევხედე და უცებ წამოვხტი, -ეს გოგო ვინაა! გაბრაზებულმა შევხედე, უკნიდან ვაკო მოვიდა და თამაშში ამყვა,
-ლუკა რაარის ტოო, ჩვენ ნიას ღალატოობ? -მხარზე წამოარტყა ვაკომ ხელი ლუკას, ორივე გაშტერებულები გვიყურებდნენ.
-რეებს ბოდავთ? -წამოხტა ლუკა.
-შენ ვინ ხარ? -მომიბრუნდა ლუკასთან მყოფი გოგო.
-მე ვინ ვაარ? მე ლუკას ცოლი ვარ! -სანდრო ფხუკუნებდა, სიცილს ძლივს იკავებდა. -შენ ვინ ხარ?
-მეე… მეე… -გოგო დაიბნა და ვეღარაფერს ვეღარ ამბობდა. -მე უნდა წავიდე! -გახედა ლუკას და ადგილიდან მოწყდა.
-ლიკაა მოიცადეე! -გასძახა ლუკამ, ამ დროს სანდრომ ამოიხარხარა, ბოლო ხმაზე ვიცინოდით, სიცილში ნინი და ვაჩეც აგვყვნენ, მთელი სანაპირო ჩვენ გვიყურებდა. გაბრაზებულმა ლუკამ აღარ იცოდა რა ექნა, გვიყვიროდა რომ გავჩერებულიყავით მაგრამ ჩვენ რა გაგვაჩერებდა. დაახლოვებით ნახევარი საათი ვიცინოდით ლუკას სახეს რომ ვუყურებდით. მერე როგორც იქნა გავჩერდით.
-ამას არ გაპატიებთ, -ხელები გადაიჯვარედინა ლუკამ.
-კარგი რა იყო გეხუმრეთ. -ლოყები გავუწელე და ვაკოცე, -სხვა გზა არ მქონდა, ვაკოს ისევ ჩემთან დააძინებდი, მე კი მარტო ძილი მომენატრა. -ვაკოს გავხედე წარბები მაღლა ქონდა აწეული და მიყურებდა,
-ასე არაა? -თქვა და ჩემსკენ წამოვიდა, ხელში ამიტაცა და წყლისკენ წამიყვანა.
-არა ვაკო გთხოოვ. გაჩერდი! წყალი ცივია, გაჩერდი გთხოვ! -ბოლო ხმაზე ვკიოდი, ახლაც ყველა ჩვენ გვიყურებდა, ვაკომ კაბიანად წყალში ჩამაგდო. უცებ წამოვხტი და გამოვიქეცი, ის კი უკან მომდევდა.
-ღირსი ხაარ! -დამიყვირა ლუკამ, მე მისკენ გავიქეცი, სველი ტანსაცმლით მას ჩავეხუტე და ისიც დავასველე, ამაზე სულ გადაირია. მერე ლუკა გამომეკიდა, ფეხი გადამიტრიალდა და დავეცი,
-კარგადხაარ? -მომვარდა შეშინებული ლუკა. აუ‘ფ’ როგორ შეეცვალა განწყობა უცებ.
-კიი კიი, უბრალოდ მუხლი მეტკინა, არაფერია. -ხელში ამიყვანა და ვაკოს გვერძე დამსვა, ვაკოს მაიკა ჰქონდა გახდილი და ნაკაწრები უჩანდა. ლუკამ კი ეს შეამჩნია.
-რაიყო ძმაო რა უქენი იმ გოგოს ასეთი, ამხელა იარები რომ დაგიტოვა. -უცებ თვალები დავქაჩე, ადგილზე გავშრი, ვიგრძენი სახე როგორ ამიწითლდა, ვამჩნევდი ვაკო რომ მიყურებდა და იცინოდა.
-შენი საქმე არ არის! -უთხრა ვაკომ და ხელი მისცხო. -ნია კარგად ხაარ? -მეკითხება ვაკო სიცილით. თავი დავუქნიე, მალე სახლში წავედით. გამოვიცვალეთ და საჭმელად გავედით. პიცა პეპერონი შევუკვეთეთ. გემრიელად ვჭამდით მშიერ კუჭზე, უცებ ვაკომ ჭამა შეწყვიტა, თვალები ერთი მიმართულებით გაუშტერდა, თვალი გავაყოლე ვაკოს მზერას და ხელში ძალიან ლამაზი გოგო შემომრჩა, რომელიც ვიღაც ბიჭთან ერთად ორი მაგიდის იქით იჯდა და ვაკოს მიშტერებოდა. ეს სიტუაცია არ მომეწონა. ბიჭებს ვანიშნე იმ გოგოსთვის შეეხედათ, რომ დაინახეს ისინიც გამოშტერდნენ.
-ვინ არის ის გოგო ასე გაშტერებულები რომ უყურებთ? -წამოიძახა ნინიმ და ყველა ფიქრებიდან გამოიყვანა.
-აა... არავინ. -თქვა მოკლედ ვაკომ და ჭამა გააგრძელე.
-როგორ თუ არავინ ისს…
-არავინ-მეთქი! -გააწყვეტინა ლაპარაკი ვაჩეს ვაკომ. ადგა და გარეთ გავარდა.
-ვინ არის ეს გოგო? -გავიმეორე ნინის ნათქვამი. ნინიმაც მხარი ამიბა და ვაიძულეთ ეთქვათ.
-ისს... -დაიწყო ბაჩემ.
-ელენეა, ვაკოს ყოფილი, მაშინ რომ მოგიყევი, -თქვა ლუკამ, თვალები დავაჭყიტე, აქეთ იქით გავიხედე, თვალებით ვაკოს ვეძებდი, მერე გარეთ გვარდი, ვერსად ვხედავდი ვაკოს, სანაპიროსკენ გავიქეცი, დავინახე ქვებზე დამჯდარა და ზღვას გაჰყურებდა, მივედი და გვერძე მივიუჯექი, მან კი თავი მხარზე დამადო, ჩუმად ვიჯექით და ზღვას გავჰყურებდით, ვუსმენდით ტალღების ჩხრიალს, მას თავის ხელი ჩემს ხელში ჰქონდა შეცურებული, ისე მიჭერდა თითქოს ეშინოდა, რომ გაეშვა გავიქცეოდი. ბოლოს სიჩუმე მე დავარღვიე.
-კარგად ხარ? -ვკითხე ჩუმი ხმით.
-არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა. -მე ის მიყვარდა, სიცოხლეზე მეტად, მან კი ისეთი რაღაც გამიკეთა ვერ ვაპატიებდი. მე შევძელი ის ჩემი გულიდან ამომეგლიჯა და დამევიწყებინა, არასდროს მიფიქრია მასზე, ან მასთან შეხვედრაზე, როგორც ხდება ხოლმე,ხო აზეხარ? უბრალოდ დავიკიდე, გოგოებთან ვერთობოდი, გულს ვაყოლებდი, ბევრს ვატყუებდი და გულს ვტკენდი, ეს კი მსიამოვნებდა. -თავის ყოფილზე საუბარი ცოტა არასასიამოვნო იყო ჩემთვის მაგრამ მას საუბარი სჭირდებოდამ, ამიტომ გატრუნული ვუსმენდი. -მერე შენ გამოჩნდი თვითმფრინავში, თავიდან ჩვეულებრივი ამერიკელი ლამაზი გოგო მეგონე, როცა ქართულად გამლანძღე მაშინ მივხვდი რომ ჩვეულებრივი არ იყავი, რადგან როცა გოგოებს ველაპარაკები მაშინვე მნებდებიან, თან ეს უბრალო დამთხვევა არ ყოფილა, მაინცმაინდ ქართველი გოგო რომ მომიჯდა გვერძე, -მის სიტყვებზე გამეცინა, ამომხედა და მეც შევხედე, მაკოცა, შემდეგ კი თავი ისევ ჩემს მხარზე დადო ღმად ამოისუნთქა და ლაპარაკი განაგძო. -ახლა კი ის ისევ გამომეცხადა, ოთხი წლის მერე, ყველაფერი გამახსენა, ის ტკივილიც რაც მაშინ გადამატანინა.
-ისევ გრძნობ რამეს მის მიმართ? -თავი წამოწია და მისი ლამაზი ზღვისფერი თვალები შემომანათა.
-არარსებობს რამეს არ გრძნობდე იმ ადამიანის მიმართ ვინც ადრე მთელი სულით და გულით გიყვარდა. -ეს სიტყვები გულზე ცუდად მომხვდა, თავი დაბლა დავხარე, მან ხელები ლოყებზე მომკიდა, თავი მაღლა ამაწევინა და ისევ შემომანათა თვალები. -მაგრამ ახლა მის მიმართ არაფერს ვგრძნობ სიბრაზის და სიძულვილის გარდა. -ხელები მომხვია და მაგრად ჩამიხუტა. -იმ გიორგის რატომ დაშორდი?
-იდიოტი იყო. -ვუთხარი მოკლედ.
-რატომ რა გააკეთა ასეთი?
-სულ ხელებს მიფათურებდა, სულ ზასაობა უნდოდა, მე კიდე არ მინდოდა.
-ხომ მაგრამ ის ხო შენი შეყვარებული იყო? -გაკვირვებულმა შემომხედა.
-კიი მაგრამ არ მიყვარდა, ისიც ამერიკაში ცხოვრობდა, იმას მოვწონდი თუ რაღაც ეგეთი არ ვიცი, მეც კი მომწონდა მარა არ მიყვარდა, მერე სექსი მოუნდა ბიჭს ჩემთან და მეთქი დავაი ეხლაა აქედაან, -ვაკოს ამაზე გაცინა, ძლივს ხასიეთზე მოვიდა. -ანუ ის კი არ იყო პრობლემა რომ ვაიმე ქალიშვილობა არ დავკარგო ან რამე და მაგიტომ არ დავთანხმდი, უბრალოდ ვიცოდი რომ გიოს მარტო ეგ უნდოდა, და მაგის ჯინაზე არ ვთანხმდებოდი. მერე მომბეზრდა ესეთი ურთიერთობათქო, უნდა დაგშორდეთქო და დავშორდი.
-პატარა ბავშვივით ხარ, სათამაშო რომ მობეზრდებათ და გადააგდებენ. ანუ რომ მოგბეზრდები მეც დამშორდები? -გადაიხარხარა ვაკომ, მიხარია მისი გამხიარულება რომ შევძელი.
-ნუ დამცინიხაარ! -დავებღვირე და დაბლითა ტუჩი წინ გამოვწიე.
-კარგი კარგი. -გაიცინა და მაგრად ჩამეხუტა. -ახლა წამო ბავშვებთან წავიდეთ. -ავდექით, ვაკომ ხელი გადამხვია და ასე მივედით კაფეში. ბავშვებმა რომ დაგვინახეს გაუკვირდათ, მერე ჩვენს ადგილებზე დავჯექით და ლაპარაკი გავაგძელეთ,
-ჭამეთ კარგად? -ეკითხება “გამოშტერებულ” ბავშვებს ვაკო.
-კიი, არ წავიდეთ? -თქვა ნინიმ. ამ დროს ელენე დაგვადგა თავზე.
-გამარჯობათ! -გვითხრა და ვაკოს შეხედა.
-გაგიმარჯოს! -უთხრა ვაკომ და მე გადმომხედა.
-როგორ ხართ ბიჭებო?
-საკაიფოდ! -უთხრა ლუკამ.
-ეს გოგოები ვინ არიან არ გამაცნობთ? -ისე ლაპარაკობს თითქოს ვალდებულები არიან აუხნან რამე. ალბათ უფრო მე ვაინტერესებ, ვაკოსთან ერთად ხელგადახვეული რომ შემოვედი.
-ეს ნინია ვაჩეს შეყვარებული -ნინიზე ანიშნა ვაკომ. -ეს კი ჩემი შეყვარებული ნიაა! -ყველამ გაკვირვებულებმა შემოგვხედეს, მათ კი არა მეც გამიკვირდა, ანუ კი ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ამას თუ იტყოდა არ მეგონა, რაღაცნაირი შეგრძნება დამეუფლა, მესიამოვნა ეს რომ თქვა.
-აამ... გასაგებია, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, -ხელი გამოგვიწოდა მე და ნინის და ჩვენც ჩამოვართვით.
-კაი წავიდეთ რაა დავიღალე უკვე! -ნინიმ წუწუნი დაიწყო, ავდექით და სახლისკენ წავედით, გზაში ლუდი და ჩიფსები ვიყიდეთ, კიდევ თევზის ჩხირები, აი პატარები როა ძაან, დამარილებულები, ვაბოდებ მაგ თევზზე, ისე თევზს ვერ ვიტან. სახლში როგორც კი მივედით კითხვები წამოვიდა.
-თქვენ რა მართლა ერთად ხართ თუ ელენეს გამო თქვი ასე? -ეკითხება ლუკა ვაკოს.
-არა რა ელენეს გამო რაშუაშია, მართლა ერთად ვართ. -უთხრა ვაკომ მთელი სერიოზულობით.
-მერე ტოო როდის უნდა გეთქვათ ჩვენთვის? -დაგვიბღვირა ვაჩემ.
-მაშინვე გითხარით, -უთხრა ვაკომ.
-ანუ დღეიდან ხართ ერთად? -გვკითხა ლუკამ და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ.
-მერე მაგას რა ჯობია ტოო, დავაი ავღნიშნოთ. -ტაში შემოკრა ლუკამ, ნიას გავხედე “მე შენ მოგხედავ” -ს თვალებით მიყურებდა, მე კიდე “მერე აგიხნი”-ს თვალებით ვუყურებდი. ბევრი დავლიეთ, მერე ნინიმ გამათრია და ყველაფერი დაწყვრილებით მომაყოლა, ძაან გაუხარდა, მაგრამ იმაზე გაბრაზდა რაღაცეებს რომ ვუმალავდი. ღამის თორმეტი საათი იყო რომ დავიშალეთ, სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე, პირსახოცი შემოვიხვიე და ჩემს ოთახში შევედი, იქ კი ვაკო დამხდა, ლოგინზე იყო წამოკოტრიალებული.
-ჩემს ოთახში რას აკეთებ?
-ახლა ჩვენი ოთახია. -რაოო? კარგად ვერ გავიგე მგონი, “ჩვენი ოთახი”-ო? მომინდომა ახლა ყოველ ღამე ჩემთან ძილი.
-უნდა ჩავიცვა გადიი!
-კარგი რა ნიაა, რისი გრცხვენია? უბრალოდ მაიკა გადაიცვი და ტრუსი ამოიცვი.
-არ მცხვენია, უბრალოდ... კარგი ხოო. -ჩავიცვი და გვერძე მივუწექი. ტანზე გაიხადა და ლოგინში ჩაწვა, მკერდზე თავი დავადე მან კი ხელები შემომხვია.
-ძილინებისა პატარავ! -თავზე მაკოცა, ავხედე და ტუჩებზე ვაკოცე.
-ძილინებისა! მიყვარხარ! -ვთქვი და მერე გავიაზრე რა ვთქვი, ღმერთო ჩემო, პირველად ვუთხარი ბიჭს მიყვარხართქო.
-რათქვიი? -თავი წამოწია ვაკომ.
-მეე? არაფერი.
-გაიმეორე რა თქვი! -გადამაბრუნა და ზევიდან მომექცა.
-ძილინებისათქო.
-მაგის მერე? -ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია თან იღიმოდა და ჩემს ტუჩებს დაჰყურებდა. რომ აღარაფერი მეთქვა ხელები წელძე შემოვხვიე და ვაკოცე, მას გაეცინა, ტუჩების მოძრაობით მივხვდი,-კარგი მიდი დაიძინე. -გადავტრიალდი და უკნიდან მომეკრო. მერე კი ჩამეძინა.
დილით თვალები რომ გავახილე, ვაკოს უკვე ეღვიძაგ, ვერძე მეწვა და თმაზა მეფერებოდა,
-დილამშვიდობის პატარავ, -მის ხმაზე ჩამეღიმა, მესიამოვნა დილიდანვე მისი ხმის გაგონება.
-დილამშვიდობისა, დიდიხანია გღვიძავს?
-დაახლოვებით ათი წუთია, როგორ გეძინა?
-ისე როგოც არასდროს. -ჩაეღიმა და შუბლზე მაკოცა, მერე ცხვირზე და მერე ტუჩებზე.
-ადექი ბარგი ჩაალაგე სახლში ვბრუნდებით!
-აუუ კიდევ ცოტახანი დავრჩეთ რაა გთხოოვ?! -შევეხვეწე მარა აზრი არ ჰქონდა.
დილით ცოტახნით სანაპიროზე ვიყავით გასულები, მერე კი სახლის გზას დავადექით, ხუთ საათში თბილიში ვიყავით, ყველა სახლებში დავარიგეთ მერე კი მე და ვაკო დავრჩით მანქანაში მარტო. სახლამდე მიმიყვანა და დამემშვიდობა. ხვალ გნახავო მითხრა, მაკოცა და წავიდა. ლიასთან შევვარდი, ჩემს დანახვაზე ქალი სიხარულისგან დაფრინავდა, მოვესიყვარულე ლიას, შემდეგ კი დასაძინებლად დავწექი.



№1  offline წევრი ნორმი

kissing_heart kissing_heart kissing_heart კარგი იყო,გელიი

ყოჩაღ,კკარგი იყო. heart_eyes kissing_heart kissing_heart
--------------------
მორფეოსი

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Ukve dzalian miyvars es istoriaa

 


№3  offline წევრი Painter

Farvana
kissing_heart kissing_heart kissing_heart კარგი იყო,გელიი

ყოჩაღ,კკარგი იყო. heart_eyes kissing_heart kissing_heart

სტუმარი მარიკო
Ukve dzalian miyvars es istoriaa



მიხარია რომ მოგწონთ საყვარლებო <3

 


№4  offline წევრი khatia khatia

კაია მომეწონა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№5  offline წევრი sofi_sofiaa13

ვაიმე რა ძალიან საყვარლები არიააან
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent