შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელი ლილეს მანჰეტენური ცხოვრება (თავი 11)


20-09-2018, 12:22
ავტორი Ms.Leee
ნანახია 1 138

მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა.
თვალები გავახილე და ფანჯარას გავხედე - დაორთქლილი იყო , გარედან კი წვიმის წვეთებს დაეფარა.
ამინდი საკმაოდ მოქმედებს ჩემს ხასიათზე, წვიმის მოყვარული კი დიდად არ ვარ .
ნელ-ნელა წამოვდექი ლოგინიდან , სააბაზანოში ფეხების თრევით შევედი , უცბათ მოვწესრიგდი და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე .
ხასიათის გამოსაკეთებლად ლეპტოპი გავხსენი და You're the one that I want ჩავრთე მაღალ ხმაზე - ყოველ მოსმენაზე მიკეთებს ხასიათს - ეს სიმღერა ერთ-ერთი ძველი ამერიკული მიუზიკლიდან იყო .
ზოგადად ძალიან მიყვარს მიუზიკლები , განსაკუთრებით ძველი დროის.
ცეკვა-ცეკვით ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და გავედი ოთახიდან .
საერთო საცხოვრებლიდან და სირბილით მივედი მთავარ შენობასთან - თავზე ჟაკეტი მქონდა წამოფარებული- ქოლგის წამოღებაზე რატომღაც არც მიფიქრია .
დერეფანში მთავარ დაფაზე ლექციების ცხრილი იყო გამოკრული აუდიტორიის მიხედვით .
ანტრეპრენიორობა მქონდა B12 აუდიტორიაში .
კიბეებით ავდიოდი როდესაც ჰარინგტონს მოვკარი თვალი- ვიღაც ვიჭს ესაუბრებოდა , დრო და დრო წარბებს ჭმუხნიდა , თითქოს რაღაც არასასიამოვნო თემაზე საუბრობდნენ.
ვერ შემამჩნია , მეც ჩვეულებრივად გავაგრძელე გზა აუდიტორიისკენ .
წინა რიგები უკვე დაკავებული იყო , ამიტომ ცოტა მოშორებით მომიწია დაჯდომა .
ლექცია საინტერესოდ დაიწყო . რადიკალურად განსხვავებული ახსნის სტილი ქონდა ლექტორს, ამასთანავე საკმაოდ ქარიზმატული იყო, ვიზუალურად პირს ბროსნანს ძალიან ჰგავდა.
დაახლოებით ნახევარი საათის მერე კარი შავგვრემანმა ბიჭმა შემოაღო , ბოდიში მოიხადა და თვალი მოავლო აუდიტორიას - სავარაუდოდ თავისუფალ ადგილებს ეძებდა .
სვლა დაიწყო ჩემი ადგილისკენ , ჩემს გვერდით იყო ერთი თავისუფალი ადგილი, თუმცა უკან მთელი რიგი დაუკავებელი იყო და ვიფიქრე სწორედ იქ დაჯდებოდა.
ნელ-ნელა უფრო მომიახლოვდა . გვერდზე დადებული ჩანთა ავიღე , მანაც მადლიერად გამიღიმა.
ლექციის დასრულების შემდეგ კანტინერიაში ჩავედი , დილით საუზმობა ვერ მოვასწარი , ვიფიქრე ყავას მაინც დავლევდი.
მალე ყავითა და კრუასანით ხელში ერთ მყუდრო ადგილად მოვკალათდი .
ცხელ ყავას ვერ ვსვამ, მის გაციებას ველოდებოდი. მანამდე მობილური ამოვიღე და ლიკუნას მივწერე . არ იყო შემოსული ,მაგრამ ვიფიქრე რომ ნახავს მომწერსთქო.ტექსტს ამინდის ამსახველი ფოტოც დავურთე.
- შეიძლება აქ დავჯდე ?
მობილურიდან ავიხედე და ის შავგვრემანი ბიჭი დავინახე ,ლექციაზე გვერდით რომ მეჯდა.
- კი, რა თქმა უნდა . - ვუპასუხე და კრუასანი ჩემსკენ გამოვწიე.
- მეთიუ უოლტერი- გამეცნო.
- ლილე არაბული (გავუღიმე).
- აქაურს არ ხარ როგორც მივხვდი .
- მართალი ხარ , საქართველოდან ვარ , შტატ ჯორჯიადან არა ოღონდ. - ამაზე ორივეს გაგვეცინა .
გასასვლელთან თომასს მოვკარი თვალი (დღეს უკვე მეორეჯერ-გავიფიქრე), ამჯერად შემამჩნია როგორც ჩანს , ჩვენსკენ იყურებოდა.
- ალბათ გაიგე , რომ სემესტრის ბოლოს ვანკუვერში "სამხრეთ კანადის უნივერსიტეტში" რამდენიმე სესია ტარდება ძირითადად იმ თემებზე, რაც ამჟამად უნდა ვისწავლოთ. (ახლა უკვე მეთიუს მივაპყარი მზერა) დასწრების მსურველება კი რაც შეიძლება მალე უნდა შეავსონ განაცხადები (განაგრძობდა მეთიუ). განაცხადის რამდენიმე ფორმა მაქვს , თუ გინდა ერთს დაგიტოვებ .
- საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ მაინც დრო დამჭირდება რომ მოვიფიქრო.
- დიდხანს არ გაწელო ფიქრი , ადგილები არც ისე ბევრია. ახლა დაგტოვებ, საქმეები მაქვს.
- დროებით.
- მომავალ შეხვედრამდე !
თვალი გავაყოლე , თომასიც უკვე აღარ ჩანდა.
ვიბრაციის ხმა მომესმა .
მობილურის ეკრანს დავხედე და ლიკუნას ჰქონდა რაღაც ფოტო გამოგზავნილი.
ბლოკი მოვხსენი და ჩათში შევედი- ლიკუნას და დემეს სურათი დამხვდა ნაყინებით ხელში.
გამეღიმა და მესიჯის წერა დავიწყე , თუმცა ლიკუნამ დამასწრო მოწერა :
" ყველაფერი კარგი ნაყინით იწყება... "


ველოდები თქვენს კომენტარებს ♥
შევეცდები შემდეგი თავებიც მალე დავდო



№1  offline წევრი MamrikishviliAani

ძან პატარა თავია და ეს სათაურიი გაგიგრძელდა ძააან mask

 


№2 სტუმარი Ana Zazadze

es istoria gagrdzeelebaa?

 


№3  offline წევრი Ms.Leee

Ana Zazadze
es istoria gagrdzeelebaa?

დიახ, იგივე სათაურით მოძებნეთ წინა თავები, უბრალოდ სხვა ექაუნთიდან იდებოდა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent