შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (4 თავი)


20-09-2018, 15:26
ავტორი naattii
ნანახია 3 270

არც ამჯერად გაჭირვებია განოს მოგება, გახარებული იხსნიდა ქამარს და სხეულს თორნიკეს მარწუხებიდან ათავისუფლებდა, ბიჭიც თითქოს ამ მომენტს ელოდაო, ხეებისკენ გაიქცა და მთელი დღის მანძილზე თუ რამე ქონდა ნაჭამი ყველაფერი ამოიღო, იმდენად მოეწონა ეს მოგზაურობა და ადრენალინის შეგრძნება თავის თავს აღარ გავდა, ასეთ დასასრულს კი არ ელოდა, თუმცა არც იმას აპირებდა ოდესმე ეღიარებინა რამდენად ესიამოვნა ეს მოგზაურობა. სული რომ მოითქვა იქვე ჩამოჯდა ტროტუართან და აკანკალებული სხეულის დამშვიდება დაიწყო, ვერ ხვდებოდა სხეული ასე რატომ უცახცახებდა.
-პირველი ყოველთვის ყველაზე რთულია_სიცილით მიუჯდა განო და მოგებული, უკვე დათვლილი ფული გულის შიგნითა ჯიბეში შეინახა.
-მაგრამ არც ასე პატარა გოგოსავეთ უნდა გამოვიყურებოდე. _ამოიოხრა თორნიკემ
-პირდაპირ შეჯიბრზე დაგიჯინე, რას ელოდი? იცი მაინც რა სიჩქარით მივქროდით? პირიქით მადლობა, რომ ბოლომდე თავი შიკავე და გზაში არ ამოიღე ნასუფრალი_სიცილს ვერ იკავებდა გოგონა.
-ნუ დამცინი_მაშინვე დაუღრინა ბიჭმა.
-ოჰ, შენი თავაზიანობა სად გაქრა?
-არ იმსახურებ ამ წუთას. აბა წავედით?
-რა თქმა უნდა, მაგრამ მზად ხარ მოტოთი მოგზაურობაზე ისევ?
-გამორიცხულია, მანქანით გამოგყვები_შარვალი დაიფერთხა თორნიკემ და მანქანაში ჩაჯდა.
დადგენილი სიჩქარით მიუყვებოდა თორნიკე გზას და განოს ბღუილს წინიდან რომ ესმოდა ყურადღებას არ აქცევდა, გოგო კი ცოფებს ყრიდა ასე ნელა სიარულის გამო. რამდენჯერმე სიგნალიც მისცა, რომ გამოეფხიზლებინა, მაგრამ თორნიკე მაინც დინჯად და იგივე სიჩქარით მიუყვებოდა გზას. როგორც იქნა დანიშნულების ადგილსაც მიაღწიე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან დაამუხრუჭა გოგომ და მაშინვე გადმოხტა მოტოციკლიდან.
-შენ ნორმალური ხარ?_გამწარებული მიეჭრა ბიჭს.
-შენ გაცნობამდე ვიყავი_პიჯაკის სწორებით გადმოვიდა ბიჭი.
-ოდესმე 80ზე მაღლა გივლია?
-არ დამჭირვებია_მხრები აიჩეჩა ისევ თორნიკემ.
-ღმერთო ჩემო, ერთი ჯარიმა მაინც თუ აქვთ შენზე დაწერილი?
-რა თქმა უნდა არა, რას მეკითხები? რატომ უნდა დაეწერათ? იმდენად ადრე გამოვდივარ სახლიდან სამსახურისთვის აჩქარება არ მჭირდება, როცა თამარს ვასეირნებ კიდევ სიჩქარე არაფერში მჭირდება.
-ადამიანი ხაარ?_ერთი ნაბიჯით უკან დაიხია განომ.
-შენს გაცნობამდე ნამდვილად ვიყავი_ვითომ დანაღვლიანებულმა დაუქნია თორნიკემ თავი.
-და თამარი შენი ძაღლია?
-საცოლე_შეუღრინა ბიჭმა.
-მოიცა აბა რას ნიშნავს ასეირნებ_მართლა დაიბნა გოგო.
-რას უნდა ნიშნავდეს საცოლეს რომ გაასეირნებ?
-ნორმალური ადამიანი იტყოდა საცოლესთან ერთად ვსეირნობო, შენ კიდე საცოლეს ვასეირნებო, რა, მანქანაში ზიხართ და ჩუმად ურტყამთ ქალაქს კრუგებს ხედების ყურებაში?_სიცილით წავიდა კლუბისკენ განო, მაგრამ საეჭვოდ გაჩუმებულ თორნიკეს რომ მოხედა თვალები მართლა შუბლზე აუვიდა:
-სერიოზულად? ღადაოობ? მართლა ასე დადიხართ?
-მერე რა? მოგვწონს სიჩუმეში სეირნობა.
-თუ სალაპარაკო არ გაქვთ არაფერი?_გამომცდელად მიაშტერდა ბიჭს.
იმდენად აირია თორნიკე ვეღარაფერი უპასუხა და ბუზღუნი დაიწყო -შენ ჩემი ძმის მოძებნა გევალებოდა და არა ფსიქოლოგობა.
-ღმერთო ნურასდროს გამამდიდრებ და გამომაშტერებ_ხელები თეატრალურად აღმართა გოგომ და კლუბის კარი შეაღო.
თითქმის მთელი ბარი განოს ნაცნობებით იყო სავსე, ყველა ესალმებოდა და ხელს უწევდა, ისიც ღიმილით უქნევდა ხელს და რატიკენ მიიწევდა.
-ჰეი თქვენ უცნობო_სიცილით შესძახა ზურგით მდგომ ბიჭს -ჩემი კოქტეილი გამოუშვი.
-ვახ ჩემი გოგო მოსულა, აბა შედეგი?
-მეკითხები? _წარბები აუთამაშა გოგომ.
-აი ეს ჩემი გოგო_გამოწვდილ ხელზე ხელი დაარტყა რატიმ.
-ხოო, ცოტა თნამგზავრი მყავდა სუსტი_სიცილი აუტყდა განოს რომ მოიხედა და ხალხში უხერხულად გაჭედილი თორნიკე დაინახა.
-თანამგზავრიი? შენ თანამგზავრი გყავდა???
-ხო რა იყო მერე_საყვარელი კოქტეილი მოსვა განომ
-განო, ორი წელია გიცნობ და...
-მერე რა, ახალია რა.
-ვინაა ის ბედნიერი? ცოცხალია?_სიცილი აუტყდა ბიჭს.
-თუ მოაღწია აქამდე ნახავ, დარწმუნებული ვარ კლუბშიც პირველადაა.
-რატომ მიმატოვე შუა გზაზე?_საყვედურით მიახლოვდა ბიჭი განოს -შენ კიდე არ უნდა გამაფრთხილო თუ მუშაობდი? გული გამისკდა ნერვიულობით_რატის ახედა ახლა.
-მოიცა, მოიცა_წყვილს გამოხედა რატიმ და თვალები ააფახურა
-რა იყო დედიკომ ხელი არ ჩაგკიდა?_ოდნავ ალკოჰოლ მოკიდებული იცინოდა განო და ირონიას არ იშორებდა თორნიკეს შემხედვარე.
-შენ ჩემი ძმა გყავდა მოჯენილიი?_რატის გაოცებული ჩურჩული არავის ესმოდა.
-რა შუაშია, უბრალოდ უცხო გარემოა_განაწყენებულმა ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-გოგოებოოო_წამიერად შეხტა თორნიკე განოს შეკივლებაზე -აბა? ერთი ჩვენებური არ გავუშვათ?_უკვე მოკიდებული სასმელით საუბრობდა გოგო.
ყველა სიხარულით დაეთანხმა, რატიმ სიცილით მოიძია მუსიკალური ცენტრის პულტი და სასურველი სიმღერის ციფრები აკრიბა, მთელ დარბაზში გაისმა Beyoncé - Run the World (Girls) და წარმოუდგენელი სისწრაფით და მოხერხებულობით აძვრა დახლზე განო. მთელი ძალით ცეკვავდა ეს გალეული გოგო და იმდენად უხდებოდა თორნიკე პირის დაღებას ვერ აცდა. მალე კიდევ სამი გოგო შეუერთდა და ერთად ისე შეთანხმებულად და სინქრონულად მოძრაობდნენ ეტყობოდათ როგორც სიამოვნებდათ რასაც აკეთებდნენ.
ისეთი ბავშვური იყო იმ დროს გაიანე, აღარ ეტყობოდა თვალებში ტკივილი, აღარ ეტყობოდა ის ჭინკები თორნიკეს რომ ტვინში შეუძვრინა, აღარც ჟინი იგრძნობოდა მისგან, ახლა მის წინ ნამდვილად იდგა 18 წლის თინეიჯერი, რომელიც ლაღად და გულწრფელად იცინოდა, თორნიკეს ტვინს რევდა და ყველას უკითხავად იკავებდა მის გულს.
-აი აქ ნერწყვი ჩამოგივიდა_რატის მუჯლუგუნი იგრძნო თორნიკემ და მართლა მოისვა პირზე ხელი რასაც რატის გადახარხარება მოყვა.
-დაგენ*რა ძმაა?_სიცილს ვერ წყვეტდა რატი
-სისულელეს ნუ ამბობ_ცხვირი აიბზუა უფროსმა ძმამ და მისი ჭკუით ჩუმად გააყოლა დახლიდან ჩამომხტარ განოს თვალი მეგობრებთან რომ მივიდა და მთელი დარბაზის ოვაციებს თეატრალურად დაუკრა თავი.
კიდევ ნახევარი საათი გაჩერდა თორნიკე, შორიდან უთვალთვალებდა განოს, მაგრამ გოგო მასთან აღარ მოსულა, მისთვის არ ეცალა, მეგობრებში იჯდა და იმდენად ბედნიერად და კომფორტულად გრძნობდა თავს სულ აღარ ახსოვდა თორნიკე. ვეღარ მოითმინა თორნიკემ და რატის დაემშვიდობა, გასვლის წინ კარებიდან მოიხედა და გული მოეწურა, მისი წასვლა გაიანეს არც კი გაუგია.


-აი გაფიცებ, მითხარი როგორ დაითანხმე რა_რატის ყვირილმა გააღვიძა დილით და დაბნეული წამოჯდა რომ მიმხვდარიყო სად იყო და არ ხდებოდა.
-რატი 7 საათია, რა გაღრიალებს_თვალები მოიფშნიტა ბიჭმა.
-2 წელია ვიცნობ, 2 წელია ვმეგობრობთ და ვერცერთხელ დავითანხმე უკან მოვესვი, როგორ შეძელი?
-გაიანე?
-ხო აი ეგ კიდე მეორე საკითხი, არავის აძლევს უფლებას სრული სახელი დაუძახონ.
-ხო მეც მითხრა, მაგრამ მაინც ვეძახი_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ისევ ბალიშს დაუბრუნდა.
-ხოდა მაგას ვამბობ იდიოტო, ერთს მაგის გამო ყვე**ში ამოარტყა მეორედ სულ აღარ დამიძახებო_სიცილი აუტყდა რატის.
-თვითონ შემომთავაზა.
-ვინ? რა?
-ღმერთო რატი, მე მძინავს თუ შენ? გაიანემ თვითონ შემომთავაზა თუ გინდა რატის მისამართი გითხრა შეჯიბრზე მომიჯექიო, მეც ვნერვიულობდი და დავთანხმდი, აწი მაინც რაღარ დამაძინებს ავდგები ბარემ_ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა და საწოლიდან წამომდგარი აბაზანისკენ წავიდა. არც შეუმჩნევია როგორი პირდაღებული დატოვა ძმა.

-დილა მშვიდობის დედა_ღიმილით მიესალმა თორნიკე მაგიდასთან მჯდომ დედას და ლოყაზე აკოცა.
-დილა მშვიდობის საყვარელო, ჩაი?
-სოამოვნებით.
-გამარჯობა ოჯახოოო_შეყვირებით და ხელებგაშლილი შემოვარდა რატი ოთახში და ყველას გასაკვირად და შესამჩნევად გამხირულებული მიუჯდა სასაუზმოდ მაგიდას. მაშინვე ხელი მიადო დედამ შუბლზე და ჩაფირებულმა ჩაილაპარაკა: -არა სიცხე ნამდვილად არ გაქვს.
ძმებს სიცილი აუტყდათ და ვერავინ შეამჩნია როგორ უცნაურად უყურებდა და აკვირდებოდა გახარებული რატი ჩაფიქრებულ ძმას.

ასეთი დაბნეული პირველად მივიდა კომპანიაში, რაღაც ხდებოდა, მაგრმ არ იცოდა რა, რატომღაც მთელი ღამე გაიანეს ცეკვას და მის ჭინკებ ათამაშებული თვალების მომენტს იხსენებდა. მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან კაბინეტის კარი გაბრაზებულმა რომ მიუჯახუნა თამარმა.
-დაგავიწყდი_გაბრაზებულმა დაიძახა გოგომ და ტყავის სავარძელში ნარნარად დაჯდა. რატომღაც თორნიკე საოცრად გაღიზიანდა.
-მაპატიე ადრე მოვედი და ვერ გამოგიარე.
-ნუ მატყუებ თორნიკე, დაგინახე როგორ შემოხვედი, უკან მოგყვებოდი და არ გამაგონე, მთელმა კომპანიამ დაინახა როგორ მოგზდევდი უკან, გეძახდი და არ გამაგონე, ახლა რას იფიქრებენ?_გაბრაზებულმა მოკუმა ტუჩები.
-რაც უნდათ იფიქრონ, მე ხომ აგიხსენი? არ გამიგონია, რატომ არ გამოგხედავდი?
-ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის აზრია და ის რასაც იფიქრებენ._ლამის აცრემლებული წამოდგა ფეხზე თამარი.
-კარგი, მაპატიე, გეფიცები არ გამიგონია, მაპატიე_მიუახლოვდა თორნიკე და მოხვევა დააპირა წამში რომ დაუსხლტა საცოლე ხელებიდან.
-სამუშაო მაქვს_არეული თვალებით წამოიძახა და კაბინეტის კარი გაიხურა.

ღრმად ამოიხვნეშა თორნიკემ და ნაცნობი ყვავილების სალონის ნომერი აკრიბა შეკვეთის მისაცემად. მასზე დიდი თაიგული შეუკვეთა და მშვიდად ჩაჯდა სავარძელში, ახლა მთელი კომპანიის დასანახად მიუტანდნენ თამარს თაიგულს და ისიც გაბედნიერდებოდა. მთელი ძალით ეცადა თორნიკე ფუტკრებივით მოზუზუნე ფიქრებისთვის ყურადღება არ მიექცია და საბუთები გადმოიღო სამუშაოდ.



№1 სტუმარი სტუმარი nina

პირველი ვარ იმედია laughing ყოჩაღ განოს მაგარი გოგოა სულ დააშტერა ეს მუტრუკი ბიჭი , თამარზე რაც წინაზე ვთქვი ზუსტად ისა ერთი ფულზე დახამებული და კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია ესეთ გოგოზე.... მართალია თამარი არ მომწონს თორნიკესთვის ნუ რა ვქნა უფრო ლაღი ცოცხალი რომ იყოს და ურთიერთობაც საინტერესო ქონდეთ არაფერს ვიტყოდი მაგრამ განო მართალია თორნიკე მას ძაღლივით ასეირნებს laughing

 


№2  offline მოდერი naattii

სტუმარი nina
პირველი ვარ იმედია laughing ყოჩაღ განოს მაგარი გოგოა სულ დააშტერა ეს მუტრუკი ბიჭი , თამარზე რაც წინაზე ვთქვი ზუსტად ისა ერთი ფულზე დახამებული და კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია ესეთ გოგოზე.... მართალია თამარი არ მომწონს თორნიკესთვის ნუ რა ვქნა უფრო ლაღი ცოცხალი რომ იყოს და ურთიერთობაც საინტერესო ქონდეთ არაფერს ვიტყოდი მაგრამ განო მართალია თორნიკე მას ძაღლივით ასეირნებს laughing

ძაღლი იქნება რომ გაუმწარებს სიცოცხლეს :დ

უცნაური მე
ვაიმე გავიგუდე :დდ თამარი შენი ძაღლიაო :დდ განოა ყველაზე მაგარი გოგო.
რატი ჩემი ბიჭია ვსოო დავიჩემე ჩანდაბას ჩვენი ასაკი :დდ
თორნიკეს ბოლო საქციელზე ნერვები მომეშალა რა თაიგული რა ჩახუტება..
-აი თამარი კი ძაან მერვებს მიშლის იმედია მალე ჩამოიცილებს თორნიკე მაგ არისტოკრატ თოჯინას.

მოკლედ ნათი ❤️ მიხარია რომ ჩემს კომენტარებს ელოდები ხოლმე და ოდნავ მაინც გახარებ ამით. სულ მელოდე რადგან მე ძალიან მომწონხარ და დაუღალავად გაგიმეორებ ამას ❤️❤️ ველოდები ახალ თავს..

ვინ ჩაეხუტა თორე კი :დ სიმართლე რომ გითხრა განოს და ნათიას საუბრის ფრაზებს ჩემი ლაპარაკიდან ვიღებ იმდენად ჩემნაირები არიან. რაც შეგეხება შენ, ოდნავ კიარა მთელი გულით მახარებ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

auuu mainteresebs rodis da rogor moicilebs tamars, bolosdabolos mixvdeba rom siyvarulis da vnebis chia sheudzvra? da agaraa tamartan esdadzmuri urtiertoba sajiroo?

 


№4 სტუმარი სტუმარი Keti

Dzalian shemayvares tavi shenma personajebma <3 dges ramdenjerme shevamowme netav tu daido axali taviitko^_^ yvelaze metad tornikes dedis da Gaines gacnoba mainteresebs :D :D nu jer ertmaneti unda sheuyvardet may, magram Es mainc yvelaze saxaliso momenti ikneba :D

 


№5  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
auuu mainteresebs rodis da rogor moicilebs tamars, bolosdabolos mixvdeba rom siyvarulis da vnebis chia sheudzvra? da agaraa tamartan esdadzmuri urtiertoba sajiroo?

ვნახოთ ვნახოოთ :D

სტუმარი Keti
Dzalian shemayvares tavi shenma personajebma <3 dges ramdenjerme shevamowme netav tu daido axali taviitko^_^ yvelaze metad tornikes dedis da Gaines gacnoba mainteresebs :D :D nu jer ertmaneti unda sheuyvardet may, magram Es mainc yvelaze saxaliso momenti ikneba :D

უღრმესი მადლობა ქეთი ,მახარებს ასე თუა ❤️

 


№6  offline წევრი Nano Goduadze

შეფხიზლებისკენ მიდის ჩვენი თოკუნა ^^ ნათიი :* ოქრო ხაააარ :** მიხარიხარ მე შენ ❤

 


№7  offline მოდერი naattii

Nano Goduadze
შეფხიზლებისკენ მიდის ჩვენი თოკუნა ^^ ნათიი :* ოქრო ხაააარ :** მიხარიხარ მე შენ ❤

შეფხიზლება შემდეგ თავში ნახე შენ :D მე როგორ მიხარიხაარ ❤️

 


№8  offline წევრი Nano Goduadze

naattii
Nano Goduadze
შეფხიზლებისკენ მიდის ჩვენი თოკუნა ^^ ნათიი :* ოქრო ხაააარ :** მიხარიხარ მე შენ ❤

შეფხიზლება შემდეგ თავში ნახე შენ :D მე როგორ მიხარიხაარ ❤️

ნუ მაინტრიგებ :D ველოდები ხვალინდელ გაგიჟებას ^^ ❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ხომ ვამბობ თორნიკეს დაერხა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent