შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს მე ვარ, დედა! (სრულად)


20-09-2018, 15:53
ავტორი makomako0001
ნანახია 2 877

ეს, მე ვარ, დედა!

ჩვენს მეზობლად ერთი ოჯახი ცხოვრობდა, საკმაოდ ზრდილობიანი, კეთილი, მეზობლების დამხმარე და საოცრად თბილი ცოლ-ქმარი ნამდვილი ბედნიერებით ეწეოდა ოჯახურ ცხოვრებას.
მათ სამი შვილი ჰყავდათ, ორი ვაჟი და ერთი გოგონა. მეუღლე მუშაობდა სამხედრო სამსახურში, დედა კი მთელი დღეები სახლში იყო და ძირითად დროს ბავშვების მოვლას და ოჯახურ საქმეებს ანდომებდა. ერთი სიტყვით, ნამდვილი ქართული, ტრადიციული ოჯახი ჰქონდათ. ცოლსა და ქმარს არასოდეს არ უთქვამთ ხმამაღალი სიტყვა ერთმანეთისთვის, უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს და ყველაფერში ითვალისწინებდნენ არა საკუთარ-არამედ ერთმანეთის ინტერესებს.
მაგრამ, სამწუხაროდ ერთ დღეში ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა და ეს ასე მოხდა:
ცოლმა ერთ მეზობელს, გაანდო, რომ მეოთხე ბავშვზე იყო ორსულად და აპირებდა ეს ამბავი სიხარულით ეხარებინა მეუღლესათვის. მეზობელმა კი მოულოდნელად ასეთი რამ უთხრა:
„ჩემო კარგო, შენ თუ არ გაუფრთხილდი შენს თავს, იცოდე არავინ იზრუნებს შენზე. ამდენი საქმე გაქვს, ამდენი ჯაფა, ახლა კიდევ ახალი საზრუნავი უნდა დაიმატო?მოიცილე ეგ ბავშვი და დაისვენებ დამიჯერე, მეცოდები რომ გიყურებ“.
-რას ამბობ, ამაზე ქმარი არასოდეს დამთანხმდება, მას ხომ ძალიან უყვარს ბავშვები. თან არც მე მინდა მოცილება, ეს ხომ ბავშვის მკვლელობა იქნება“?
-რა ხნისაა ბავშვი?
-ერთი თვის.
-ერთი თვის ბავშვი ხომ ჯერ კიდევ ემბრიონია ჩემო კარგო, ეგ ცოცხალ არსებად არ ითვლება.
არ მოეშვა მეზობელი და ქალმაც გადაწყვიტა აბორტის გაკეთება, თანაც ისე რომ მეუღლისათვის არაფერი ეთქვა.
სამწუხაროდ, მოიცილა ბავში და გულს იმით იმშვიდებდა რომ მეზობელმა უთხრა, ეს არსება ჯერ კიდევ რომ არ იყო ცოცხალი და არც მკვლელობაში ჩაეთვლებოდა აბორტი, თუმცა მწარედ მოტყუვდა. იმ დღის შემდეგ, რაც ნაყოფი მოიცილა, დაიწყო მისი ჯოჯოხეთური ტანჯვა.
ჯერ მარტო, ის უკლავდა გულს , რომ მეუღლეს არაფერი უთხრა და სინდისი ქენჯნიდა. მაგრამ მთავარი ეს არ იყო. მისი ნამდვილი წამება დაიწყო აბორტიდან მეორმოცე დღეს, როცა ღამით სიზმარში ნახა ასეთი რამ: პატარა, ბავშვის მაგვარი არსება იდგა დაჭრილი, დანაწევრებული, ყოველი ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. ეს ნამდვილად საზარელი სანახაობა იყო. ბავშვს, თითქოს თავი ჰქონდა, მაგრამ ვერ იტყოდი, რომ ეს თავი იყო. იქ, სადაც ტანი უნდა ჰქონოდა, ოთხად იყო გაჭრილი და სისხლის წვეთები სდიოდა. ხელები ორივე დაბლა ეყარა მოკვეთილი და მკვლავიდანაც სისხლი ჟონავდა. მხოლოდ ფეხებიღა შემორჩენოდა მთელი. სწორედ ფეხების საშუალებით იდგა ახლა ეს არსება ქალის წინ. იდგა და საზარელ სიტყვებს წარმოთქვამდა:
„რას მერჩოდი დედა, რატომ გამიმეტე? ხედავ?-ხელები არ მაქვს, ტანიც დაჩეხილია, თავიც დამიზიანე! იცი, დედა, მე ვერასოდეს გავიხარებ, არასოდეს შემიჩერდება სისხლდენა, მუდმივად უნდა ვუყურო ჩემს დანაწევრებულ სხეულს და მუდმივად უნდა მტკიოდეს ჭრილობები. იცი, დედა, მე მაინც მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია ჩაგეხუტო, არ შემიძლია გაკოცო, არ შემიძლია შენთან ვიყო, არ შემიძლია გავიზარდო და დავტკბე ცხოვრებით, რადგან ამ ყველაფრის შესაძლებლობა შენ წამართვი, დედა! მე ხომ ყოველთვის 1 თვის ვიქნები, დედა! მე ხომ ვერასოდეს დავინახავ მზეს, დედა! მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია, დედა! მე მაინც მიყვარხარ, დედა! შენ რატომ არ გიყვარვარ, დედა? აქ, ჩემნაირი ძალიან ბევრია დედა! გთხოვ, უთხარი ყველას რომ არავინ აღარ მოკლას თავისი შვილი, დედა! ჩვენც ისეთივე ცოცხლები ვიყავით როგორც ნებისმიერი ადამიანი და თქვენ სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეთ“!
ამ სიტყვებზე ქალს გამოეღვიძა, მაგრამ ვაი ამ გამოღვიძებას, სულში ისეთ ტკივილს გრძნობდა, რომ ცოცხლად განიცდიდა ჯოჯოხეთურ წვას.
მეტის ატანა აღარ შეეძლო. გადაწყვიტა, ყველაფერი ქმრისთვის მოეთხრო, რომ ტკივილი და სინდისის ქენჯნა ცოტათი მაინც შემსუბუქებოდა.
სამი დღის შემდეგ, მეუღლე მივლინებიდან დაბრუნდა და ცოლი რომ შეცვლილი, ნამტირალევი, თვალებ ჩაწითლებული დახვდა, მიზეზი ჰკითხა.
საბრალო ქალი, ერთი საათის განმავლობაში საშინლად მოთქვამდა და სიტყვის თქმა ვერ შეძლო, თავზარდაცემული ქმარი კი მიხვდა, რომ რაღაც დიდი უბედურება იყო მათ თავს მომხდარი.
ბოლოს, როგორც იქნა, დამშვიდდა ქალი და მეუღლეს ყველაფერი დაწვრილებით, გულწრფელად მოუყვა.
ამ საშინელი ამბის მოსმენა არც კაცისთვის აღმოჩნდა ადვილი. ის, თითქოს მშვიდად უსმენდა მეუღლეს, მაგრამ ბავშვის სიტყვებზე, რომელიც სიზმრად უთხრა დედას: „იცი, დედა, მე ყოველთვის ერთი თვის ვიქნები, მე ვერასოდეს გავიზრდები, დედა“! თავი ვეღარ შეიკავა და მცარე ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან.
მიუხედავად ასეთი შეცდომისა, კაცს არავითარი საყვედური უთქვამს მეუღლისთვის, რადგან ხედავდა, რომ ის გულით ნანობდა თავის საქციელს, მიხვდა, რომ ზედმეტი იყო ყოველგვარი ჩხუბი და კამათი.
საბრალო ქალს დიდი ხანი არ მიეცა შვება. ყოველ ღამით ესიზმრებოდა თავისი შვილი და აჩვენებდა დანაწევრებულ სხეულს და ეუბნებოდა: „ეს, მე ვარ, დედა“!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent