შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 19)


22-09-2018, 20:14
ნანახია 2 571

თავი 19

დილით თმაზე მოფერება მაღვიძებს. წესით ეგ უნდა მაძინებდეს, მაგრამ ასეც ხდება. თმაზე კი არა სახეზე! სად მაქვს თმა?
-ბეღურავ გაიღვიძე! – გიორგის ჩატკბილებული ხმაც მესმის. მაგან კი არ იცის, რომ მღვიძავს, უბრალოდ თვალები არ მაქვს გახელილი, როცა ვხედავდი ჯერ მაშინ არ ვახელდი და ახლა რაღა საჭიროა?
- რატომ მაღვიძებ? -უკმაყოფილოდ ავაცმაცუნე ცხვირი.-მოიცა ნუთუ ელიფი დამთავრდა და ხელიდან არ გაუშვი ის შანსი, რომ თავად გეცნობებინა ეს ამბავი?
-შენთვის კარგი ამბავი მაქვს! –„ აღელვებულ-აღფრთოვანებული“ ხმით დაიწყო, ჩემს გამოსვლას კი იგნორი გაუკეთა. შეიძლება უნიჭოდ ვიხუმრე, მაგრამ არაფრად ჩაგდების ღირსიც არ ვიყავი ახლა...
-რა ხდება ? - არ ვიწევი ბალიშიდან.
-იქნებ წამოჯდე?
-კარგი ხო! - თავს ვაკონტურებ და საწოლზე ვსწორდები. - აბა გისმენ !
-შენს ოპერაციას აფინანსებენ ბეღურა! - ყველანაირი შესავლების გარეშე მაჯახა. თვალები გამიშეშდა და ხმაურით გადავაგორა ნერწყვი. „ოპერაცია“...“ოპერაცია“. ახლა, ალბათ ცისარტყელას ფერებმა გადამიარეს სახეზე. იმის წარმოდგენა, რომ მე ისევ დავინახავ, მამუნჯებს. „იმედი“_როცა ეს უკანასკნელი ჩასახლდება შენში, მერე ყველაფერი გაცილებით ადვილი ხდება. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ღრმად ხარ სიბნელეში, რადგან ეს პატარა სინათლე დაგეხმარება იქიდან გამოსვლაში.
-გიორგი, შენ...ოპერაცია ანუ...მე -ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები. - სიმართლეა ? - ჩურჩულით ვიკითხე.
-ხო ბეღურა, სიმართლეა! - სიხარულის სიცილი წასკდა მამაჩემს.
-ღმერთო არ მჯერა! - საწოლზე წამოვდექი და სახეზე ხელები მივიდე.- მივდივართ ? როდის გავიკეთებ ოპერაციას ? ექიმმა რა გითხრა, რამდენი პროცენპი არსებობს იმის შანსი, რომ დავინახავ ? არ მინდა ტყუილად დამაიმედონ! იქ, რომ ჩავალთ ოპერაციიდან რამდენ ხანში მომხსნიან სახვევეს? არა, არა! დიდხანს ვერ დავიცდი! ლანაც უნდა წამოვიდეს! არა თქვენ კი მეყოლებით, მაგრამ ისიც მინდა ჩემს გვერდით იყოს, ხომ გესმის? მერე კიდევ... -გაუჩერებლივ ვლაპარაკობდი სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებდი, და საწოლზე აქეთ-იქით დავდიოდი. მონოლოგი კი გიორგიმ შემაწყვეტინა, რომელმაც მოულოდნელად ხელზე დამქაჩა.
-ერთი ნაბიჯიც და იატაკზე აღმოჩნდებოდი ლიზა! - მკაცრი ხმით მითხრა. - დაწყნარდი ახლა, ვიცი, რომ გიხარია და ემოციებს ვერ იკავებ, მაგრამ ასე თუ იარე, კიდევ რამდენიმე ოპერაცია დაგჭირდება და აი მაგას ვერ გავქაჩავთ! -გაეცინა და ნელა ჩამომიყვანა ქვევით, შემდეგ კი ძლიერად ჩამეხუტა.
-არ მჯერა მამა, არ მჯერა! - ტირილს ვერ ვწყვეტდი. გაქრება...საბოლოოდ გაქრება ეს სიბნელე. ისევ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდები! - ელენე სადაა ? -თავი წამოვყავი მისი ყელიდან.
-ვაიმე ელენე! - მოგუდული ხმით ამოილაპარაკა. -გარეთ გავიდა და ჩემს მოსვლამდე არ უთხრაო დამიბარა. მომკლავს რა! რა მინდოდა, ვერ დავიცდიდი ნახევარი საათი?- აწუწუნდა.
-კარგი დაწყნარდი ჩათვალე არაფერი გითქვამს! -ავკისკისდი. - რომელი საათია?
-ცხრა ხდება.
-ცხრა ? კი მაგრამ რომელი საათიდან იწყებს სამინისტრო მუშაობას?
-რა ?
-შენ ხომ დღეს გაიგე პასუხები ?
-ამ ის...იქ არ ვყოფილვარ... იქ ჩემი ძელი მეგობარი მუშაობს გუშინ უნახია პასუხი და დღეს დილით დამირეკა. - აბლუკუნდა მამაჩემი. გამიკვირდა მისი დაბნეულობო, მაგრამ ნამდვილად არ მიმინიჭებია დიდი ყურადდღება ამ კონკრეტულისთვის.
-მაა ლანას ნომერი ამიკრიფე რა! - ყელზე მოვიჭირე ხელი. ერთ ადგილზე ავხტუნავდი და გიორგიც სიცილით დამეთანხმა. ლანას მხოლოდ ის ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ ის და ბიჭები საღამოს. ნამდვილად საქეიფოდ მაქვს საქმე. ჯერ ეს დაფინანსება და მერე ნუცას ჩამოსვლის ამბავი.
-ხო მართლა, მთლიანად გადაფარავენ ? -ვიკითხე.
-კი, მთლიანად!
-არადა იმედი არ მქონდა. ნუ ახლა მთლიან დაფინასებაზე ხომ საერთოდ. ესეც არ იყოს მალე...
-ლიზა, რატომ ფიქრობ ახლა ამაზე ? -გამაწყვეტინა მამაჩემმა.
-ხო რა ვიცი. -ღიმილით ავიჩეჩე მხრები. -აუ ელენე როდის მოვა ნეტა. მა დაურეკე და უთხარი ხინკალი მოიტანოს! უხ...როგორ მიყვარს! -ტუჩები გავილოკე. -პიცაც არ დაავიწყდეს.
-კარგო შენ ოღონდ დაწყნარდი! - ახარხარდა.
-მა, მომიახლოვდი ერთი წამით. -სერიუზული სახე მივიღე. მერე კი მისი მოახლოებაც ვიგრძენი. -ახლა, რომ გითხრა ყველაფრისთვის მადლობა_თქო, ძალიან ბანალური ვიქნები? -კიდევ ერთხელ ავეკარი გულ-მკერდზე ღიმილით.წელზე მომხვია ხელი და ჩემს გადახოტრილ თავზე მაკოცა.
-კი, ძალიან ბანალური იქნები! -ჩაეცინა.
-კარგი მაშინ...იცი რა ? ელენეს აქ დაველოდები, დამეხმარება ჩაცმაში, თან ცოტა წაძინებასაც მოვასწრებ. -გავიკრიჭე. მამაჩემმა საწოლამდე მიმაცილა და როცა „უსაფრთხოდ“ დამიგულა ოთახიდან გავიდა. „ათას ფიქრებმოწოლილმა“ ფშვინვა ამოვუშვი ცოტა ხანში.
-ლიზა, მოვედი! – „ქალის“ წკრიალა ხმა მაღვიძებს, რომელსაც ამ სახლში დიასახლისის თანამდებობა უჭირავს. - ადექი ჩაიცვი, ახალი ამბავი გვაქვს მე და მამაშენს შენთვის. -მაშინვე ვჭყიტე თვალები.
-გიორგი ქვევითაა?
-არ ვიცი, ახლა მოვედი მე. ალბათ, ოთახშია. - აჟიტირებული ხმით განაგრძობდა.
-კარგი მომე ტანსაცმელი...ან სააბაზანოში გამიყვანე, გადავივლი და მერე ჩავიცმევ. - ოცი წუთი სააბაზანოში ვიბოდიალე, ათი წუთი ჩაცმას მოვუნდი და ორი წუთი ქვევით ჩასვლას.
-მამაჩემო, სად ხარ? - მისაღებში როგორც კი დავიგულე თავი, ხმამაღლა დავიყვირე.
-აქ ვარ გოგო, რა გაღრიალებს. - ახლოდან მომესმა მისი ხმა.
-დე დამსვი რა დივანზე. -იქამდეც მიმაცილა დედაჩემმა.
-ლიზ, მოკლედ დღეს მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო ამბავი გავიგეთ. -დაიწყო მან.
-რა ამბავი ? - სასხვათაშორისოდ ვიკითხე.
-მოკლედ...შენს ოპერაციას აფინანსებენ! - ლამის იყვირა ელენემ. მამაჩემი, ალბათ არც სუნთქავდა ახლა.
-ვაიმე მართლა?! -რეაქცია არ დავაყოვნე და თეატრალურად შევიცხადე. ეს საყვარელი ადამიანის გადარჩენის ინსტიქტი იყო ხალხო!
-ხო ჩემო გოგონა!- ჩამეხუტა.
-არ მჯერაა! -შევკივლე და ავკისკისდი.
-გიორგი შენ არ ეტყვი რამეს ? -მამაჩემს მიუბრუნდა ის.
-მმმ...მალე გავემგზავრებით ბეღურა და ისევ დაინახავ სამყაროს შენი ლამაზი თვალებით. -ამოიბურტყუნა, რასაც ჩემი ფხუკუნი მოყვა.
-მოდით ჩაგეხუტოთ! - გავიკრიჭე და მარჯვენა გავშალე. ჯანდაბა, როდის მომხსნიან ამ თაბაშირს ?! ფრთხილად ამეკრო ორივე.
-ხინკალი მოხარშე დე, საღამოს სტუმრები გვეყოლება!

*-*-*-*-*-*-*-*
*ერთი თვის შემდეგ*
-არა არა! - შევყვირე. -ჯერ არ მოხსნათ! -ხმამაღლა ვსუნთქავდი, სახე სულ ოფლით მქონდა დაცვარული.
-ლიზა! უკვე ნერვებს მიშლი და სანამ არ გისროლე ამ შენობიდან დაწყნარდი! - დამჩხაოდა გაკაპასებული დედაჩემი.
-ჯანდაბა! რომ მომხსნან სახვევი და ისევ ვერ დავინახო ?! -ამოვიტირე. - არა, არა არ მინდა! -სასტრაფოდ გავაქნიე თავი. არადა როგორ ველოდი ამ დღეს? ელენე, გიორგი, ლანა და სანდრო წამითაც არ მომშორებიან გვერდიდან მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი. დანარჩენებსაც უნდოდათ წამოსვლა, მაგრამ გიორგიმ გადაარწმუნა ისინი, რომ დარჩენილიყვნენ, რაც სანდროსთან არ გამოუვიდა.
-ლიზ, სამ თვლაზე კარგი ? - უნიჭოდ შეეცადა ლანა ნერვებმოშლილი ხმის დაფარვას.
-კარგი. -ამოვიკნავლე.
-ერთი! - გულზე მივიდე ხელი. ისევ სიბნელე, რომ დამხვედროდა? - ორი! - ექიმის შეხება ვიგრენი კეფაზე. გული საგულედან ამოხტომას და გაქცევას ლამობდა. წამებს ითვლიდა ჩემი მომავალი. -ერ...
-დაიცა! -უკვე მერამდენედ გავაჩერე ყვირილით ექიმი და ნახევრად მოხსნილ სახვევს ჩავეჭიდა. -ორი წუთი რა! -რამდენიმე წყვილი ხვნეშა შემომესმა.
-ახლა ჩაგარტყამ და...და
-კარგი გაჩერდით! - მუქარაზე გადმოსული ბიძაშვილი გააჩერე გიორგიმ. -ლიზა მორჩი და მიეცი ექიმს საშუალება მოგხსნას ეს დაწყევლილი სახვევი. -ერთი ამოვისრუტუნე და ნელა დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად.
-დამშვიდდი ხო ? - სანდრომ მიჩურჩულა და ხელზე-ხელი მომიჭირა გასამხნევებლად. გამაჟრიალა მისმა სიახლოვემ, თუმცა ოსტატურად შევნიღბე ეს...ალბათ!
-ჰო...- ერთი...ორი...სამი...სწრაფ გულისცემას შეძლებისდაგვარად ვითვლიდი. სასწრაფოდ მომაშორა ექიმმა თეთრი ნაჭერი, ალბათ იმის შიშით, რომ ისევ არ შემეჩერებინა. უკუნითი სიბნელე, რაღაც მოწითალომ შეცველა. სუნთქვაც კი შევწყვიტე მგონი და გავირინდე.
-თვალები გაახილე ძვირფასო. - ანერვიულებული, ჩუმი ხმით მითხრა დედაჩემმა და მეც მონუსხულივით დავაშორე ერთმანეთს ქუთუთოები...მანდ კი თითქოს ჟანგბადი გამოილია ჩემთვის, ამოვიხავლე და ყელზე მოვიჭირე ხელი.
-ლიზ, მა...გვხედავ ხო ? - გაპარული ხმით მკითხა მამაჩემმა. მინდოდა მეყვირა, მეკივლა, მეტირა... და ეს ყველაფერი იცით რისგან ? სიხარულისგან...ჰოო, სიხარულისგან!
სინათლე...
სინათლე...
ბუნდოვანი გამოსახულება...
ამღვრეული,
მაგრამ მას ხომ სინათლე ახლდა?
-ვხედავ! -გული და სული ამოვაყოლე ამ სიტყვებს. მართალია უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ თვალებზე მაინც ვგრძნობდი ტკივილს. ასე მეგონა ყველა კაპილარი გასკდა.
-მადლობა, ღმერთს! – „ჩუმმა ხმაურმა“ მოიცვა ოთახი. ჩახუტება...მოლოცვა, გამოსახულება, რომელიც თანდათან იწმინდებოდა, ექიმის სიტყვები და ხელახლა დაბადება.
******
-ელენ გეხვეწები ხელი გამიშვი! - ამოვიხვნეშე. სულ ორი წუთი იყო გასული, რაც ჩემს მიწაზე დავდგი ფეხი და დედაჩემის ხელებს ვერ ვიშორებდი მკლავებიდან. -შეგახსენებ, რომ უკვე უპრობლემოდ შემიძლია გადაადგილება, ისე რომ არაფერს შევა...
-ლიზუუ! - მოშორებით კივილი მომესმა. თვალი მოვავლე ხალხით გადაჭედილ გარემოს და ჩემსკენ გამოქცეული ნუცა დავლანდე, რომელსაც მთელი ამალა მოყვა უკან.
-ნუცაა! - მეც ავკივლდი და კისკისით გავექანე მათკენ.
-ვაიმე როგორ მომენატრე! - აჟიტირებული მეხვეოდა. -ახლა უკვე ლაივში გილოცავ მხედველობის დაბრუნებას!
-მიმიშვი გოგო ჩემს ლიზასთან! - ვაჩემ უჯიკა ნუცას და ისე მომიჭირა წელზე ხელები, ლამის გამჭყლიტა. ყველას სათითაოდ გადავეხვიე და გადავკოცნე. ბედნიერებისგან „გაბერილი“ ვიყავი. კარგს ცუდი მოსდევს...ცუდს კარგი, არასდროს უნდა დანებდეს ადამიანი, არასდროს უნდა გაჩერდეს ნებით. მე ლიზა ხარხიანი, ადამიანი რომელსაც სულ ცოტახნის წინ ეგონა, რომ სამყარო ჩამოექცა თავზე, ახლა ბედნიერებისგან ვტიროდი. ვუყურებდი თითქოს, საუკუნის უნახავ სახეებს და ყოველ წამს მემატებოდა სიცოცხლე.
-იცოდე ამიერიდან მარტოს აღარ გაგიშვებ არსად, მით უმეტეს ღამე! – „ატირებულ-აცინებულმა“ ამოიბურტყუნა ეკამ.
-რით დავიმსახურე, რომ თქვენ მყავხართ? -გავიცინე. - ვერც წარმომიდგენია როგორ გადავიტანდი იმ წყვდიადს თქვენს უმისოდ! -ყველას სათითაოდ მოვავლე თვალი, საბოლოოდ კი სანდროზე შევაჩერე მზერა. ისიც მიყურებდა...რაღაცნაირად თბილად...ისეთი სითბოთი ყინულსაც, რომ გაალღობს, მაგრამ არასდროს შეგაწუხებს...ის თვალები, რომლებსაც თვეების წინ პირველად შევეჩეხე, სხვანაირად ელავდა. და მე მართლა ვერ ვხვდებოდი, რით დავიმსახურე ეს? რა სიკეთე მქონდა ასეთი გაკეთებული, ამ_ან წინა ცხოვრებაში?
-ოო მორჩით ახლა ამ სენტიმენტებს! - სასაცილოდ აატრიალა თვალები მიშომ.
-მართალია. -მხარი აუბა ბაჩომაც. -ჯობია წავიდეთ.
-ბიცოლა რატომ არ მოვიდა?
-სად ეცალა ? -გაიცინა ბიძაჩემმა. - იქ ისეთი სუფრა უნდა დაგვახვედროს, რომ...- ტუჩები გაილოკა მან და მუცელზე მოისვა ხელი. ყველას გაგვეცინა მის ჟესტზე.
ერთ საათში უკვე გაშლილლი სუფრის თავზე ვიჯექი და ჩემსკენ წამოსულ სადღეგრძელოებს მადლობით ვპასუხობდი. არც თუ ისე ცოტა ადამიანი შეკრებილიყო იქ. ჩემი რამდენიმე კურსელი, სკოლის მეგობრები, მეზობლები...მოკლედ ვისაც ახლოს ვიცნობდი ყველა. ვარსკვლავებივით მიციმციმებდა თვალები.
-ვაჩე სად გაქრა? - გადავუჩურჩულე მიშოს და საეჭვოდ დაკარგული ტყუპი მოვიკითხე.
-რა ვიცი...-მხრები აიჩეჩა. -სად არის ვაჩე ? -დებილივით გამეკრიჭა კარგად შეზარხოშებული მეტრეველი. თველები ავატრიალე. მივხვდი, რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და ერთმენეთში მოჭუკჭუკე წყვილს მივუბრუნდი.
-ქირია, შენი ძმაკაცი არ იცი სად არის ?
-რომელი?
-ტყუპი.
-რომელი ტყუპი ?
-ოდნავ დაბალი მეორეზე. -ვუთხარი, ბიჭმა კი თვალებით დაზვერა მისაღები.
-აქ არ არის! -დარწმუნებით მითხრა, რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ და ისევ ლანას მიუბრუნდა. ვაუ! მნიშვნელოვნად წაწია წინ გამოძიება მისმა სიტყვებმა.
-გარეთ ვნახავ, იმედია სადმე არ წაიქცა. -ჩავიბურტყუნე და გასასვლელისკენ ავიღე გეზი, ალექსანდრემ ისეთი მზერა გამომაყოლა ვიფქრე გამომყვებოდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ.
-ტყუპები სად არიან ლიზ? - ისიყო კარები გავაღე, რომ კიბეებზე ჩამომავალმა ნუცამ მომმართა კითხვით, რომელსაც ტელეფონი მოემარჯვებინა ხელში.-რაღაც უნდა ვაჩვენო.
-ერთ „ცალი“ მისაღებშია, მეორე არ ვიცი! -დავიჭყანე. ნუციკომ სასაცილოდ შეკრა წარბები და მისღებისკე აიღო გეზი, მე კი ეზოში გავედი. იქნებ მოსაწევად გამოვიდა. -ვაჩეე! -შევძახე და პასუხის მოლოდინში გავისუსე. სად გაქრა ეს ბიჭი? უშედეგო ძებნის შემდეგ, ის იყო, უკან უნდა შევბრუნებულიყავი, რომ ჭიშკრის ჭრიალი შემომესმა და იქითკენ ვაბრუნე თავი. რას ვხედავ? ვაჩე და მაკრინე მოდიან ერთმანეთზე აკრულები.
-მაკრინე?! - სიხარულით შევძახე და ჩასახუტებლად გავწიე.
-როგორ ხარ ? - გაბადრულმა მკითხა.
-კარგად შენ ?
-მეც, ვარ რა. გილოცავ გამოჯანმრთელებას!
-გაიხარე ჩემო კარგო! იცი, როგორ გამიხარდა შენი ნახვა? მოდი შევიდეთ. - განზე გავდექი და შესასვლელისკენ ვუბიძგე. თვალები გამიფართოვდა, როცა მოწყვეტით დაეკონა ბაგეებზე ვაჩე მას.
-მოიცა, მოიცა! -აღშფოთებულმა შევძახე და წასულებს ხელზე დავქაჩე. -ეს ისაა რასაც მე ვფიქრობ?! - აღაჟღაჟდა მაკრინე და თავის დაძვრენას შეეცადა ვაჩეს გველივით შემოხვეული მკლავებისგან.
-დიახ, ლიზა! ეს ისაა რასაც შენ ფიქრობ! - ბედნიერმა მახარა ტყუპმა.
-ვაიმე, როდის? როგორ? რატომ არ მითხარი? - ორივეს ერთდროულად მოვეხვიე. -ამას მიმალავდით? ჰა ?
-აი ახლა ხომ გითხარით? -გაიკრიჭა მეტრეველი და მისი „წითელსახა“ მიიხუტა.
-დანარჩენებმა არ იციან? -სიხარულისგან ერთ ადგილას ვცქმუტავდი.
-კი თითქმის ყველამ. -თვალები მოჭუტა და დამნაშავის სახით მომაჩერდა. სიამოვნებით დავაცლიდი ღერა-ღერა მაგ თმებს, ამის დამალვისთვის, მაგრამ იყო კი ეს საიდუმლო ? ხომ ვიცოდი, რომ ვაჩეს მაკრინე უყვარდა? მაკრინეს კი ვაჩე!
-კარგი შევიდეთ ახლა, დანარჩენზე კი მერე! - ორივე „შევაგდე“ მისაღებში. მაკოს ვინც იცნობდა მიესალმა, ხოლო ვისაც არ იცნობდა_გავაცანით. მშვიდად ჩაიარა საღამომ. ისე კი არა, ტრადიციულად მთვრალები ერთმანეთს, რომ ურტყამენ და მუშტი-კრივი აქვთ გამართული. ქართული და აჭარულიც წავუცეკვეთ მე და მაკრინემ ტყუპებთან ერთად. საბოლოოდ კი პირველი საათისთვის დაიცალა ჩვენი სახლი.
-ნუციკო, შენ ჩემთან იძინებ ხო ? - მისკენ გავიხედე და კიდევ ერთი ხინკალი გავაქანე პირისკენ.
-რა ვიცი. -მხრები აიჩეჩა.
-ნუ ჭამ გოგო ამდენს ამ შუა ღამისას! -თეფში ამაცალა ხელიდან ელენემ.-აღარ დაგეძინება მერე!
-უიმე ჭამასაც მიკრძალავ დედაჩემო? მომეცი რა...მშია!
-ლიზა გეყოფა ახლა და ბავშვი აიყვანე დასაძინებლად! -თვალები დამიბრიალა. საპასუხოდ ერთი დავემანჭე, მერე კი ნუცას ჩავკიდე ხელი და კიბეებზე ავედით.
-უნიში როგორ მიდის საქმე?
-რა ვიცი ჩველებრივად. - უღიმღამოდ დაიწყო. -კარგი კურსელები მყავს, რამდენიმესთან ახლოს ვარ კიდევაც.
-მმ...ნიკას ხვდები ? -ვითომ სასხვათაშორისოდ ვიკითხე.
-რა? მე? არა...რა სისულელეა, რატომ უნდა ვხვდებოდე...მე მასთან რა მესაქმება, რა სისულელეა, რატომ იფიქრე...-ფეთიანივით დაიწყო და ისე მოყვა ხელების ქნევას, როგორც მე მჩვეოდა. ერთი კინაღამ ცხვირშიც, რომ მატაკა, აი მანდ გავაჩერე.
-დაწყნარდი შე ქალო, რა იყო ? -შევიცხადე მისი შეცხადება. -ვიგულისხმე უნივერსიტეტში ხედავ ხოლმე_თქო? - წარბშეკრული გავხედე გაფითრებულს.
-ჰო შ...შორდან მოვკარი თვალი...-ჩემსკენ არც გამოუხედავს ისე თქვა და ოთახის კარი შეაღო. -ერთი-ორჯერ. -დასძინა.
-როგორ თუ შორიდან ? -შევეცადე ღიმილი არ გამპარვოდა. -არ მოგესალმა?
-მე...ხო დავიძინოთ? -რომელ კედელს შეხტომოდა არ იცოდა.
-ჰმმ კრგი დავიძინოთ. - თავი დავუკარი. - პირველი შენ შეხვალ სააბაზანოში თუ მე ?
-მე ! -წამოიყვირა და მაშინვე შეხტა კარებში. გულში ვხარხარებდი მის ქცევაზე.
-გაები ჩიტო ? -გავიღიმე და ასე მეგონა ახლა წითელი რქები მედგა თავზე. მაგრამ მე ხომ კეთილ საქმეს ვაკეთებ?
დილით არა დედა, გიორგი, ლანა ან მაღვიძარა, არამედ ნუცა მაღვიძებდა. რა იღბლიანი ვარ, კი არასდროს გამოილევა ჩემი ძილის დამფრთხობი! რას ვაშავებ? არც ვხვრინავ, არც კედელს ვურტყამ ფეხებს და არც მთვარეული ვარ...რა უნდათ?!
-ლიზა ა დ ე ქ ი! უნივერსიტეტში არ მიდიხარ? -რაც ძალა და ღონე ქონდა მანჯხრევდა. ნეტა ლიზა არ ვიყო! -ლიზა_მეთქი! - ...არაა აშკარად უნდა გადავიკეთო სახელი, იმდენი ცუდი დილა მაკავშირებს ამ სახელთან, რომ...ჯერ იყო _ „ბეღურავ ბაღში მივდივაართ“, მერე „ სკოლაა დეე, სკოლაა!“ ახლა კი „უნივერსიტეტი ლიზაა“, ალბათ შემდეგი ესენი იქნება : „სამსახური გიხმობსს ლიზიკო“, მერე ეს წინადადებები, გათხოვების შემდეგ მე უნდა ვილაპარაკო და შესაბამისად დილით ადრე ადგომა მაშინაც მომიწევს. ასეთი რა ცოდვა მადევს, რომ ტკბილი ძილი არ მიწერია მთელი ჩემი ყოფა?
-კარგიი! -ავკივლდი. -მოვდივარ კი არადა ვდგები! -საწოლზე წამოვიწიე და ისეთი მზერით შევხედე ნუცას, რომ უკან გახტა.
-უნივერსიტეტი... -დამნაშავის სახით ამოილუღლუღა.
-მოვემზადები და ჩამოვალ ხო...- ხელი ჩავიქნიე, მერე კი ლასლასით წავედი სააბაზანოსკენ. სწრაფად გადავივლე წყალი და პირსახოცშემოხვეული გამოვედი იქიდან, რომ ტანსაცმელი მომეძიებინა. ჩემს საყვარელ ჯინსის „გახეხილ-შარვალ-კომბინიზონს“ დავავლე ხელი. არა ამის სახელი უნდა შევამოკლო. თეთრი მაისურიც მოვიძიე და ორივე მოვირგე ტანზე. ერთი შევათვალიერე საკუთარი თავი. მოკლეზე მოკლე თმაც ხელით შევისწორე. რა დრო იყო, ამას სავარცხელიც ვერ ვარცხნიდა, ახლა კი თითებიც ჰყოფნის. არა ვაღიარებ, რომ მიხდება! ჩემს სახის ნაკვთებს კარგად გამოკვეთს და ეს გრძელი კისერიც არავის დატოვებს გულგრილს. ახლა მე ჩემს თავს ვანუგეშებ, რა გიკვირთ?!
-ლიზა მოდიხარ თუ არა? - ქვევიდან ყვირის დედაჩემი. -თვალებს ვატრიალებ და სწრაფად გავდივარ ოთახიდან. კიბეებს, რომ ვუახლოვდები უცნაური შეგრძნება მეუფლება. დემონსტრაციულად ვხრი თავს და შიშველ ფეხისთითებს ვათამაშებ იატაკზე. კიდევ კარგ დროს გამახსენდა, რა გინდა ჩემო თავო ? უკან შევბრუნდი და ოთახის კარები გამოვაღე. უნებურად ფანჯრისკენ გამეპარა თვალები, თითქოს ლანდმა გაიარა იქ. ნერწვი გადავუშვი სასულეშე და აივანზე გავედი. ირგვლივ არავინ იყო, თუ არ ჩავთვლით ეზოს გარეთ, ქუჩაში მიმავალ ხალხსა და მანქანებს. თავი გავაქნიე და კარადის ქვედა უჯრაში შევიჭყიტე. შავ, სპორტულ „არცისე მაღლებს“ დავავლე ხელი და ისევ ფეხშიშველი ჩავედი ქვევით.
-ასე ნუ დადიხარ დედა გაცივდები! -შეწუხებული სახით შემომხედა დედაჩემმა.
-ნუ ხარ ელენ ფეთიანი. -ლოყები დავუკოცნე.
-მეე ? - ეჭვიანი ქმარივით დამადგა თავზე მამაჩემი და სახე მომიშვირა. ხმამაღლა გავიცინე მერე კი ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.
-მოდით ახლა ვისაუზმოთ! - სამზარეულოში „წავუსაუზმეთ“ მე ადრე მოვრჩი, ამიტომ უკანა ეზოში გავედი ტოპისთან. -ცივა უკვე.- გათოშილმა ხელები გავუხახუნე ერთმანეთს. ჩემი და მისი შეხვედრა ერთობ ემოციური გამოდგა. წკმუტუნით გამოიქცა ჩემსკენ.
-ჩემო ბუსუსუნა ვინ არისო? – ლეკვი ავიტაცე ხელში და მასთან ერთად დავბზრიალდი. ხვანცალს არ წყვეტდა იგი და იძულებული გავხდი დამესვა. ხელებზე დამიწყო ყურება კუდის ქიცინით. -შე ძაღლიშვილო! –„გამოვლანძღე“ გულმოსულმა და იმედგაცრუებულმა. - მე მეგონა მოგენატრე და იმიტომ მორბოდ ასე და თურმე შენ უბრალოდ გეგონა,რომ საჭმელი მომქონდა?
თხუთმეტ წუთში გავედით სამივე სახლიდან. მამაჩემმა შემოგვთავაზა, რომ თავად გაგვიყვანდა. ტაქსის ან ავტობუსის ლოდინს ჯობდა რა თქმა უნდა, ამაზე ვაწყენინებდით? გზად ლანასაც გავუარეთ და კარაოკე მოვაწყვეთ მანქანის სალონში. ასე სიმღერ სიმღერით მივედით დანიშნულების ადგილამდე.
-მომნატრებია აქაურობა! - გაჯგიმული ავხედე ჩემს წინ ამაყად აღმართულ შენობას.
-აბა წარმატებული დღე ბავშვებო! -დაგვემშვიდობა მამაჩემი და მალევე მიეფარა მისი მანქანაც თვალს.
-შევიდეთ? -გოგოებს გავხედე. ორივე მხრიდან გამომდეს ხელმკლავი და სამივე ნელი ნაბიჯებით გამოვუყევით უნივერსიტეტის ეზოს. ბევრი წყვილი თვალიც თან გავიყოლეთ. რატო არა გენაცვალე? ასეთი შხვართი გოგოები მოვდიოდით და...ნაცნობებს მივესალმე, უცხო სახეებს კი ინტერესით შევავლე თვალი.
-კარგი აქ იყოფა ჩვენი გზები. -შენობაში შესვლისთანავე დავცილდით ერთმანეთს. მე ჩემი აუდიტორია მოვიძიე. ჯგუფელები ოვაციებით შემხვდნენ და დაბრუნება-გამოჯანმრთელება მომილოცეს. იმ დარბაზში მყოფთაგან ყველაზე ახლობელს მივუჯექი გვერდით.
-აბა რა მოხდა ახალი, მეჭორიკნე უცებ! -წარბებისთამაშით ავხედე ანინეს. „ავხედე“ იმიტომ, რომ ჩემზე ერთი თავით მაღალია.
-ახალი ლექტორი გვყავს ნანჩკას მაგივრად! -პირველად ყველაზე სასიხარულო ამბავი მაცნობა.
-ეგ სად წავიდა? -გავიკვირვე.
-მოხსნეს! -გაკრეჭილმა მითხრა.
-უი საწყალი! - სახეზე მივიდე ხელი.
-შენ რა არ გაგიხარდა? - ლამის გადმოკარკლა თვალები.
-რატომ უნა გამხარებოდა კაცო? პირიქით ვუთანაგრძნობ! -დარწმუნებით ვთქვი. -მართალია ბევრჯერ უსამართლოდ დამაკლო ქულა, გადმოწერაც დამაბრალა, ლექციაზე სულ რაღაც ორი წუთის დაგვიანების გამო არ მიშვებდა, ამოჩემებული ვყავდი და მუდამ ამზერით მიყურებდა, ინდივიდუალური დავალებების დროს ყველაზე ძნელს მე მაკეთებინებდა, დროს არ კარგავდა, რომ წავეკბინე...ხოდა სამართალმა პური ჭამა! -აპილპილებულმა დავაკვესე თვალები. -ხედავ რა მოწყალე ღმერთი? ეე ბატონო, მე ახლა აქ ვზივარ ის კი სახლში. „ვოტ ტაკ!“ - ბოლოს ჩემს აფეთქებაზე ხარხარი მორთო ქამუშაძემ. მეც გამეცინა მის შემხედვარე. ჩვენი ყურადღება ნაბიჯების ხმამ მიიპყრო და შემოსასვლელისკენ გავიხედეთ. ლამის ყბა ჩამომივარდა! ზესიმპათიური არსება იდგა იქ. თვალები რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე, ხომ არ მეჩვენება_თქო.
-ეს ვინ არის ქალო?! -დაქალს ვუჯიკე.
-რაო დაგრჩა თვალები? -ჩაიფხუკუნა. -ჩვენი ახალი ლექტორია! -ეხ არ ვიცი რა დააშავე ძვირფასო ნანჩკა, მაგრამ მადლობა!
-მოგესალმებით ახალგაზრდებო! - ხმაც რა აქვს...მაღალი, კუპრივით შავი თმა, შავი თვალ-წარბი, ლამაზი მოყვანილობის სახე, მხარბეჭიანი...გენაცვალოს ჩემი თავი! ეს ჩვენი სტუდენტებიც ისე ერთხმად მიესალმნენ, როგორც პირველი კლასის მოსწავლეები ეგებებიან მასწავლებელს. მაგიდაზე სწრაფად დაჯდა და კალამი მოიმარჯვა ხელში. ერთხანს დაყურებდა იქ რაღაცას, შემდეგ კი მომნუსხველი მზერით მოგვავლო თვალი. -ლიზა ხარხიანი, რომელია?! - დაისვამდა ამ კაცს ადამიანი სახლში. ისე ჩემი ბიჭებიც არ ჩამოუვარდებიან მას. ლუკა, სანდრო...დაცემა ხალხი! -ლიზა ხარხიანი!
-გოგო გამოფხიზლდი! -მწარედ მიბწკინა ანინემ მკლავზე.
-მეტკინა ქალო! -უნებურად ზედმეტად ხმამაღლა წამოვიყვირე და მტკივნეულ ადგილას მოვისვი ხელი. ამომაცალა ხორცი! თავი გავაქნიე, რაღაც ისე ვერ იყო, რატომ მიყურებს ყველა? მეხი დაგეცეს აქ და ახლაცე ელიზაბეტ! სწრაფად გავაცნობიერე რატომაც მიყურებდნენ, უხერხულად შევიშმუშნე და...
-თქვენ ლიზა ხომ ? -მოჭუტული თვალებით გამომხედა. სულელივით სწრაფად დავუქნიე თავი თვალებგაფართოებულმა, მან კი წარბები შეკრა. მოჯლუნგი გამკრა დაქალმა და მეც დენდარტყმული წამოვდექი ფეხზე.
-დიახ, გახლავართ პატივცებულო! მე მაპატიეთ წეღანდელი უბრალოდ...
-კარგი, მინდოდა მეთქვა, კეთილი იყოს შენი დაბრუნება. რექტორმა მითხრა რა პრობლემებიც გქონდა. -შუაგზაზე გამაწყვეტინა სიტყვა. უზრდელი!
-დიახ...
-გასული მასალის კონსპექტები, შენს რომელიმე ჯგუფელს გამოართვი და შეეცადე აინაზღაურო...
-ასე მოვიქცევი! -წარბშეკრულმა მეც იგივენაირად გავაწყვეტინე სიტყვა და ნიშნის მოგებით გადავხედე. გაოცებულმა ასწია წარბი, ანინემ კი ხელზე დამქაჩა. წებოვანი ლენტა, რომ ჰქონდეს თან დარწმუნებული ვარ პირზე ამაკრავდა.




888888888
ალბათ, ახლა თუ მკითხავთ სირცხვილით როგორ გამოყავი თავიო_ვერ გიპასუხებთ.
ვერც ყოველი დაგვიანებული დღის აღწერას დავიწყებ, მაგრამ ერთს გეყვით...მე მართლა ბევრი მიზეზი მქონდა. აქეთ ნოუთბუქის პრობლემა, იქითსკოლა, ქორწილის სამზადისი, აკიდებული ვირუსი. იმედია მიმიღებთ ისევ და შემინდობთ ცოდვებს :(
კიდევ ერთხელ წავუთავხედებ და გეტყვით, რომ ძალიან მომენატრეთ!

პ.ს ამ თავს სიცხიანი ვწერ და თუ რამე ავურიე ისევ და ისევ ბოდიში!



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

meocnebe avadmyopi
არა ხომ უნდა მოგკლას კაცმა მაგრამ\
სიცხიანი ყოფილხარ გოგო და
ეგეთი ბოროტიც არ ვარ
თან ძაან არ დაგიგვიანია
ხო კაი ვიტყუები ძაან დააგვიანე
ნუ მოკლედ ღიმილი არ მომშორებია
სახვევი რომ მოხსნეს
ლექტორი ძაან ცუდად მომხხვდა თვალში
და ვაი რამე მიჩქმალოს ყურებით დავკიდებ
ნუ ისევ ისეთი ხარ
ნუ სკოლა მხოლოდ გაგვიანებინებს
ეხლა (ა) მინდა ბევრი ბევრი ბევრი ბევრი
ალექსი
სანდრო
ალექსანდრე
აკო
ალექსა
სანდრიკო
იმედია არ წააკითხებ თორე ამ მამკლავს
ამ სახელებისთვის ჩემი "სიმპატიჩნი ქვის ლოდი"
მალე გამოჯამრთელდი და დაგვიბრუნდი ახალი თავებით
პ.ს ეს ლექტორჩიკი მოაშორე heart_eyes heart_eyes



არ ამიფართხალე გული?
არა ხო არ გიმსახურებ, მაგრამ მაინც რომ მყავხარ sob
მიხარია, როცა გიხარია!
ჰოო დაგვიანება ეგ ჩემთვის მტკივნეული თემაა :(
ლექტორი კარგი ბიჭია მას ნუ ერჩი არაფერს დააშავებს joy
მე აქ ვარ და გავაკონტროლებ!
მალე მის თავსაც შეგაყვარებ ვოტ!
მადლობა მადლობა და მადლობა!
სხვა რა მეთქმის?
ალექსიც იქნებაა...დღეს ბოლო თავის დიალოგიც კი დავაწყვე ფანტაზიაში :დდ

 


№2 სტუმარი cota boroti

ooox rogor vapirebdi shens gamolandzgvas ro icodee kidev kargi rom gagvafrtxile sicxiani varo tore ufro agiwevda DDD
gamojanmrtelebas gisurveb
mainc (ra mimadleba vici xolme DDD)
sandreqsaa sandriko aleqsandriko alexsi mister usimpatiuresebulesobam mis satno gogos guli moigooo
chems tavs vgulisxmob DDD
sheni gadakargva kidev ramden saukunes gastans mitxari axla gecodineba magi shen DDD

P.S giorgis bodiali dafibansebaze cudad chamrcha da imedia vcdebi da es is ar aris rac me mgonia

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

cota boroti
ooox rogor vapirebdi shens gamolandzgvas ro icodee kidev kargi rom gagvafrtxile sicxiani varo tore ufro agiwevda DDD
gamojanmrtelebas gisurveb
mainc (ra mimadleba vici xolme DDD)
sandreqsaa sandriko aleqsandriko alexsi mister usimpatiuresebulesobam mis satno gogos guli moigooo
chems tavs vgulisxmob DDD
sheni gadakargva kidev ramden saukunes gastans mitxari axla gecodineba magi shen DDD

P.S giorgis bodiali dafibansebaze cudad chamrcha da imedia vcdebi da es is ar aris rac me mgonia



ვუიმე რა კარგი ხარ რა!
ახლა იცი როგორ ცუდად ვარ ? ადგომითაც ვერ ვდგები, სახსრებში მამტვრევს, მაგრამ მგონია გაფრენას შევძლებ.
განა არ ვარ ღირსი გალანძღვის?
ვარ!
თან ეს სიცხე გუშინ შემეყარა და...
იმედია ხვალისთვის არ მოვკვდები joy
ამდენს აღარ დავაგვიანებ, შენ კი უღრმესი მადლობა მე, ლიზიკოს და სანდროს რომ გვყავხარ heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი anuchki

Vaime martla kargi tavi iyo,kargi ki ara magari rogorc iqna gamoixeda tvalebshi lizam magram sandro cota iyo memgoni da shemdegshi ufro meti gamoachine.aivanze vin iyo? Maintersebs mokled yvelaferi da Male ar daasrulo raaa.xo martla gamojanmrtelebas da skolashi dabrunebas gisurveeeb

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

კეთილი იყოს შენი დაბრუნებააა; დდ არა თუ კიდევ აპირებ დაკარგვას შეგვანზადე ყოველი შემთხვევისთვის. ის ლანდი ისევ არ მასვენებს, მოვკვდი ქალი იმაზე ფიქრით . მამის ამბავი მეც მაშფოთებს, რაღაც რიგზე არაა? აშკარად. ალექსი არ დამიკარგო და მინერვიულო, ამ გადარეის ხელში კიდევ კარგადაა.
აბა წარმატებები,გამოჯანმრთელდი და არ მიგვატოვოოო????

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

ლექტო
უცნაური მე
ვერ გიბრაზდები ისეთი საყვარელი ხარ <3 :დდ
მიხარია რომ დაბრუნდი, გილოცავ დაბრუნწბას და გამოჯანმრთელებას გისურვებ, და ჰოო მომენატრე და დამაკლდა შენი პიზიტივი <3
მიხარია ლიზას გამოკეთება.. ალექსი მაკლდა ამ თავში..
ახალი ლექტორი ვინააო ვინაოოო?? :დდ მოკლედ ახალ თავს ველოდები და იმედი მაქვს მალე იქნება! :დდ ❤️❤️



ცხვრის ტყავში გახვეული ეშმაკი ვარ ხო? joy
მეც ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი და როგორ მომენატრე შენ არ იცი, შენი ტკბილი სიტყვები რომლის ღირსი მაინც და მაინც არ ვიყავი, მაგრამ ეგოისტურად მინდოდა <3 <3 <3
გამოჯანმრთელება მეც მინდა ჰო თორე მესამე დღეა უკვე მარტო ჩაის სმით შემოვიფარგლები cold_sweat ყელი მტკივა და ვერაფერს ვჭამ.
ლექტორი კარგი ტიპიააოო
მიხარია რომ აქ ხარ!
რამდენს ნიშნავ არ იცი heart_eyes

სტუმარი anuchki
Vaime martla kargi tavi iyo,kargi ki ara magari rogorc iqna gamoixeda tvalebshi lizam magram sandro cota iyo memgoni da shemdegshi ufro meti gamoachine.aivanze vin iyo? Maintersebs mokled yvelaferi da Male ar daasrulo raaa.xo martla gamojanmrtelebas da skolashi dabrunebas gisurveeeb




როგორ მიხარია რომ მოგეწონა ანუჩ kissing_closed_eyes
ხო სანდრო, რომ ცოტა იყო დაგეთანხმები :დ
მადლობა სიყვარულოო <3

სტუმარი ნათია
კეთილი იყოს შენი დაბრუნებააა; დდ არა თუ კიდევ აპირებ დაკარგვას შეგვანზადე ყოველი შემთხვევისთვის. ის ლანდი ისევ არ მასვენებს, მოვკვდი ქალი იმაზე ფიქრით . მამის ამბავი მეც მაშფოთებს, რაღაც რიგზე არაა? აშკარად. ალექსი არ დამიკარგო და მინერვიულო, ამ გადარეის ხელში კიდევ კარგადაა.
აბა წარმატებები,გამოჯანმრთელდი და არ მიგვატოვოოო????



კეთილი იყოს :დდ
არამზადა ვარ ამ დაგვიანებისთვის pensive
მიხარია, რომ არ დამივიწყე და იისევ გვკითხულობ მე და ლიზაას <3
გიორგი ნუ შეგაშინებთ :დ ხო მეც ვფიქრობ რომ რაღაც ვერაა ისე მაგრამ...რას გაიგებ ? :დ
იმედია დღეს არ წავიქცევი მთლა და მოვახერხებ ახალი თავის დაწერას.
მადლობა უზომო kissing_closed_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი ქიტო

ვაიმე როგორ გამახარე შენი დაბრუნებით...გამოჯანმრთელებას გისურვებ....იმედია აღარ დააგვიანებ თავებს....იქნებ თუ მოახერხებ დღეს დადო ახალი თავი

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი ქიტო
ვაიმე როგორ გამახარე შენი დაბრუნებით...გამოჯანმრთელებას გისურვებ....იმედია აღარ დააგვიანებ თავებს....იქნებ თუ მოახერხებ დღეს დადო ახალი თავი



ვეღარ დავაგვიანებ "თავებს" disappointed
რადგან მხოლოდ ერთი თავი დარჩა და დავდებ დღეს.
მადლობა და მიხარია რომ გაგახარე heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent