შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 7)


23-09-2018, 07:57
ავტორი Painter
ნანახია 3 066

ვიღაცის კოცნას ვგრძნობ და მეღვიძება, თვალები გავახილე, ჩემს წინ ლოგინზე ჩამომჯდარი ვაკო დავინა, რომელით თმებზე მეფერებოდა და თან ლოყაზე მკოცნიდა.
-გაიღვიძე პატარავ? -გამიღიმა თავისი სასწაული ღიმილით.
-მოდი მომიწექი გვერძე რაა. -თვალები ისევ დავხუჭე. -მოიცა შენ აქ საიდან გაჩნდი? ლია სადაა? ბებიაჩემმა შემოგიშვა ააქ? -უცებ თვალები ვჭყიტე რომ გავიაზრე, ვაკო ჩემს ოთახში, ჩემს ლოგინზე იჯდა.
-ლია მარკეტში გავიდა, მალე დაბუნდება. სანამ შენ გეძინა ჩვენ ყავა დავლიეთ და ცოტა წავიჭორავეთ, რა ქაჯი ბავშვი ყოფილხარ რაიყო? -სიცილი დაწიყო ვაკომ, თან ტუჩებზე მაკოცა.
-ლიას მოვკლავ! ამ დილაუთენია აქ რამ მოგიყვანა?
-მომენტრე, -ისევ გაიცინა. -ამერიკაში ვბრუნდები რამედნიმე დღით, საქმეები მაქვს. მინდოდა წასვლამდე მენახე.
-აუუ რამდენ ხანში ჩამოხვაალ? -ტუჩი გადმოვატრიალე, თან ხელით ვექაჩებოდი რომ ჩემს გვერძე დაწოლილიყო.
-ერთ კვირაში. ვერ მოგიწვები ნიი ტყუილად მექაჩები, უნდა წავიდე თვითმფრინავზე დამაგვიანდება. -წამოვდექი და მის ბაგეებს დავეწაფე, არ მინდოდა რომ წასულიყო. -ნიაა გაჩერდი თორე თუ აგყევი აღარ გავჩერდები, მერე ბებიაშენი შემოვა და ერთმანეთზე გადახლართულებს რომ დაგვინახავს, რაც მოგივა შენ თავს დააბრალე. -ორივემ გადავიხარხარეთ.
-კარგი ხოო, ოღონდ თვითმფრინავში წესივრად მოიქეცი და ორსული ქალი არ ჩამომიყვანო იქიდან. -თითი დავუქნიე სიცილით, მან კი ღუტუნი დამიწყო, ძლივს გავაშვებინე ხელები.
-რამე რომ იყოს ჩემ შვილს არ მოუვლი? -სერიოზული სახით მეკითხება.
-შვილი გყავს და შემოპარებას ცდილოობ? შემთხვევით ცოლიც ხომ არ გყავს? მირჩევნია ახლავე გავიგო!
-გიჟი ხარ! -გაიცინა და შუბლზე მაკოცა. -არა არცერთი არ მყავს.
-უჰჰ გადავრჩით. აუუ ვაკუუ... შენ რომ წახვალ მე რა გავაკეთო აქ? -საწყალი თვალებით შევხედე და თვალები ავაპაჭუნე.
-კიდე მეღადავები ხო მაგ სახელზე, თუ არ შეწყვეტ ღადაობას დაისჯები იცოდე! -საჯდომზე ხელი მომარტა და ფეხზე წამოდგა. -წავედი ახლა მე, -დაიხარა მაკოცა და ოთახიდან გავიდა. დამმშვიდობებოდა მაინც. არ ვიცოდი ვაკოს გარეშე რა მეკეთებინა, გადავწყვიტე ნინის შევხვედროდი და ტელეფონი ავიღე რომ დამერეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ ისიც მპასუხობს.
-აუ ნინიი, სად ხაარ?
-ვაჩესთან! შენ?
-სახლში. ვაკო ამერიკაში წავიდა რამდენიმე დღით. აუ არ გინდა ჩვენს კაფეში შევხვდეთ? ან სადმე წავიდეთ თორე ვერ ვჩერდები ერთ ადგილზე ხომ იცი?! -მოწყენილი ხმით ვუთხარი დაქალს, რომელიც ახლა შეყვარებულთან ერთად არის და კაცმა არ იცის რასაკეთებენ.
-ეხლა გაგახსენდა დაქალი რომ გყავს ხო? -ისეთი ხმით მითხრა ვხვდები ახლა როგორი სახე ექნებოდა, წარბები მაღლა აწეული და მოჭუტული თვალები.
-ოო კარგი რაა.
-კარგი ხო, ერთ საათში იქ იყავი!
-მიყვარხაარ! -ვუთხარი თუარა ტელეფონი გავუთიშე. ავდექი, წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი, შავი მაღალწელიანი ჟინსის შორტი, თეთრი ამოღებული მაიკა და თეთრი ოლსთარები ჩავიცვი. გარეთ უნდა გავსულიყავი, კარებში ლია შემეჩეხა.
-სად მიდიხარ აბაშიძე? ის ბიჭი გააგდე? სად არის? -ჩემს უკან იხედებოდა გაკვირვებლი.
-ოო ბებო კარგი რაა... კიარ გავაგდე თვითონ წავიდა, ამერიკაში წავიდა და მალე დაბრუნდება. მე ნინისთან ერთად კაფეში მივდივარ, საღამოს დავბრუნდები. -ვაკოცე და ისე გამოვარდი სახლიდან არაფრის თქმა არ დავაცადე. კაფეში რომ მივედი ნინი უკვე იქ იყო, ნაყინს ჭამდა.
-ჩემს გარეშე დაიწყე ჭამაა?
-ლოდინით დავიღალე და აბა რა მექნა? -წარბები მაღლა ასწია და თავი გაიქნია.
-გუშინ ვაჩესთან დარჩიი?
-კიი!
-მომიყევი რამოხდა!
-არაფერი უბრალოდ ერთად გვეძინა. აუცილებელი ხომ არაა მარტო სექსი გვქონდეს. -თვალები გადაატრიალა ნინიმ.
-ისე რა კარგი ბიჭები შეგვხვდნენ ნიინ, სიმპატიურები და თან მართლა რომ ვუყვარვართ.
-ხოო გოგო მეც მაგას ვფიქრობ. თან როგორ უცნაურად გამოჩდნენ ჩვენს ცხოვრებაში.
-უი ქალო შენ და ვაჩემ როგორ გაიცანით ერთმანეთიი? რაღაცეები კი მომიყევი მაგრამ რო ჩამოხვალ მერე მოგიყვები დაწვრილებითო და მომიყევი ახლა. -ვუთხარი და შეიკი მოვწრუპე.
-ბორჯომში ვიყავი პარკში ღამე, იმ დამპალი დათოს გამო ვტიროდი, ხომ გახსოვს სხვა გოგოსთან რომ შევუსწარი? -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -ხოდა ეს დათო არ მომადგაა? მაპატიეო, ისაო ესაო, მერე წამო ვისეირნოთო, მეც დებილი გავყევი, სადღაც მოფარებული ადგილისკენ გამიყვანა და ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა...
-რააა? რატომ არ მითხარი აქამდე გოგოო?! -თვალები დავაჭყიტე, გაოგნებული ვიყავი.
-ოო არ მინდოდა გენერვიულა თან დავივიწყე ეგ ამბავი უკვე. ხოდა რას ვამბობდი, უნდა გავეუპატიურებინე და ამ დროს ვაჩე გამოჩნდა ვიღაც გოგოსთან ერთად იყო, დაგვინახა და ის არაკაცი მომაშორა, ის გოგო მიატოვა და თავის სახლში წამიყვანა. შეშინებული ვიყავი, მე რა ვიცოდი რომ წესიერი იქნებოდა, მერე მიმიხვდა რომ მეშინოდა მისი და არ ვიკბინები ნუ გეშინიაო, ხოდა ეგრე გავიცანი რა... მერე რამდენიმეჯერ შევხვდით, ამ შეხვედრებმა იმატა და ბოლოს შემოვრჩით ესე.
-რაკარგიაა, მეც ძაან შემიყვარდა ვაჩე და ლუკა, ორივე ძაან კარგები და საყვარლები არიან. -ბევრი ვილაპარაკეთ ბოლოს სახლში წავედი, სახლში დავჯექი ჩემი ძმები მოვიკთხე. მერე ტელევიზორი ჩავრთე და რაღაც სერიალ ვუყურებდი, ცოტახანში მომბეზრდა და დასაძინებლად წავედი. მეორე დღეს გადავწყვიტე ჩემს ბიძაშვილებთან წავსულიყავი ბაკურიანში, რამდენიმე დღით. იქ დედაჩემის დედა და ძმები ჩადიოდნენ ზაფხულობით თავის შვილებით და შვილიშვილებით. რომ ჩავედი ყველას გაუხარდა. მეხვეოდნენ და მკოცნიდნენ. მთელი დღე მონატრებულ ბიძაშვილებს ვეხვეოდი. რომ მოსაღამოვდა პარკში გავედით მე და ჩემი ორი ბიძაშვილი, ჩემი ტოლები არიან, ეკო და მაკო ბერიძეები. ტყუპები არიან თან ძალიან ლამაზები. შავი თმებიაქვთ და მწვანე თვალები, ოდნავ დედაჩემს გვანან. პარკში სკამზე ჩამოვჯექი ისინი კი ბამბის ნაყინის საყიდლად გავიდნენ. უცებ გვერდით ვიღაც სიმპატიური ბიჭი მომიჯდა, მუქი ყავისფერი კულულა თმებთ და ყავისფერი თვალებით.
-გამარჯობა! -მეუბნევა ღიმილით. ამ დროს სანდრო გამახსენდა. ისიც ასე გამეცნო.
-გაგიმარჯოს! -მეც გავუღიმე.
-ეე რატიი აქ რას აკეთებ? -უკნიდან გახარებული ტყუპები მოგვადგნენ.
-ჩემი გოგოებიი! როგორ ხაართ? მე ბებიაჩემთან ჩამოვედი, თქვენ რას აკეთებთ აქ? -უკან შებრუნდა რატი და გოგოებს ჩაეხუტა.
-დასასვენებლად ჩამოვედით ოჯახი. -გაეკრიჭა მაკო.
-ამ ლამაზ გოგოს არ გამაცნობთ? -შემსკენ შემოტრიალდნენ სამივე.
-ეს ნიაა ჩვენი მამიდაშვილი, ნია ეს რატია ჩვენი კლასელი. -სიხარულით წარგვადგინა ერთმანეთთან ეკომ.
-სასიამოვნოა!
-ჩემთვისაც! -ვუთხარი და ნაძალადევი რიმილით გავუღიმე, ნაალადევზე მეტრო გამახსენდა. უცებ ჩემმა ტელეფონმა დარეკა, ამერიკის ნომერი იყო, ალბათ ვაკო იქნებოდა, თვალები გამიბრწყინდა და ეგრევე ვუპასუხე.
-როგორ ხარ ჩემო ლამაზო? -ვაკოს ხმა რომ გავიგონე ტანში სასიამოვნო გრძნობამ გამიარა, ერთი დღეა არ მინახია და უკვე ძალიან მომენატრა, სკამიდან ავდექი და სიარული დავიწყე.
-კარგად შენ?
-უშენოდ როგორ ვიქნები? -ორივეს ჩაგვეცინა. -მომენატრე უკვე ტოო.
-მეც ძაან! როგორ იმგზავრე? თვითმფრინავში ხომ არაფერი იმაიმუნე?
-მეღადავები? -გავიგე რომ გაიცინა. -ეხლა რას აკეთებ? -ჩემი კითხვა დააიგნორა. “მეღადავებიი?” რა პასუხია?
-ბაკურიანში ჩავედი რამოდენიმე დღით ბიძაშვილებთან, ახლა პარკშივარ და რომ იცოდე ძალიან სიმპატიური ბიჭი გავიცანი!
-რაო რათქვიი? ხომ არ გინდა მიიტყიპო? დავაი სახლში წადი მალე და არ გამაგონო სიმპატიური ბიჭები და რაღაცეები.
-ეჭვიანობ საყვარელოო? -სიცილი დავიწყე.
-ნია ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ! თორემ რომ ჩამოვალ ხომ იცი რასაც გიზავ!
-კარგი რაა, ხომ იცი შენს გარდა არავინ მაინტერესებს მითუმეტეს ვიღაც რატი!
-ანუ რატი ჰქვიაა? -უი წამომცდა. -ნია წადი სახლში! -სიცილით მეუბნევა, უფრო სიმწრის სიცილს დავარქმევდი, როგორი ეჭვიანი შეყვარებული მყოლია.
-კარგი კარგი წავედი, მიყვარხარ!
-მეც! -მითხრა და ეგრევე გამითიშა. ბავშვებთან დავბრუნდი და სკამზე ჩამოვჯექი.
-ვინ იყო ამდენი ხანი რომ ელაპარაკებოდი? -მეკითხება ეკო.
-მერე მოგიყვები რა.
-ანუ ამერიკაში ცხოვრობ? -მეკითხება რატი, ყვლეფერი მოუყვეს ამათმა ალბათ.
-კიი.
-უკან მალე ბრუნდები?
-კიი.
-თბილიში ბებიაშენთან ხარ?
-კიი.
-რამდენიხანია აქ ხარ?
-კიი… კიარადა ორი კვირაა ან მეტი ალბათ. -გაგვეცინა. ისე მხიარულ ადამიანს გავს, მეგობრობა შეიძლება. -აუ წამო რა სახლში წავიდეთ. -ვუთხარი გოგოებს.
-მე გაგაცილებთ. -გვითხრა რატიმ და ფეხზე წამოდგა.
-არრ...
-კარგიი! -საუბარი გამაწყვეტინა ეკომ. სახლში ფეხით ავისეირნეთ. რატი დაგვემშვიდობა და წავიდა. გოგოებს ვაკოზე მოვუყევი, ჩვენი ისტორიით გაოცებულები დარჩნენ, მისი სურათი რომ ვანახე პირი დააღეს რა სიმპატიურიაო. ხუთი დღე ვიყავი მათთან, რატის ხშირად ვხვდებოდით, ერთმანეთი უკეთ გავიცანით და დავმეგობრდით, კარგი ბიჭია, კარგი იუმორიც აქვს. ხუთი დღის მერე მეხვეწებოდნენ დარჩიო მაგრამ მაინც წამოვედი. თბილისში რომ ჩამოვედი, ნინი ვაჩე და ლუკა ვნახე.
-რაიყო გოგო რომ წახვედი და აღარ ჩამოხვედი, მოგვენატრე უკვე, არც შენ და არც ვაკო რომ არ იყავით ვეღარ ვერთობოდით, მოვიწყინეთ. -წაიწუწუნა ლუკამ და მაგრად ჩამეხუტა.
-ნუ ატყუებ , ყოველ ღამე ახალ ახალ გოგოსთან იყავი, როგორ მოიწყინე ერთი. -თქვა ვაჩემ და ყველამ გადავიხარხარეთ.
-ფიზიკურ გათობას არ ვგულისხმობ . -გაიცინა ლუკამ.
-აუ ხვალ ღამე ვაკო ჩამოდის რა კაიაა! -სიხარულით ვთქვი და ტაში შემოვკარი.
-გინდა სურპრიზი მოვუწყოოთ? -წამოიყვირა თვალებ გაბრწყინებულმა ნინიმ.
-ბაზარი არაა კაი აზრია, ვაკოს სახლის გასაღები მე მაქვს. ხვალ დილით რაღაცეები ვიყიდოთ და სახლში ავიდეთ. -დაეთანხმა ვაჩე ნინის და აკოცა. დიდი ხანი ვიჯექით ვაჩეს სახლში, მერე ლუკამ გამაცილა სახლამდე, მარტო არ გაგიშვებ ვინმემ არ მომტაცოს შენი თავიო. სახლში რომ მივედი ლოგინზე დავწექი და ეგრევე ჩამეძინა.
დილით ვაჩემ და ნინიმ გამომიარეს მანქანით, მერე ლუკას გავუარეთ და საყიდლებზე წავედით. სასმელი ვიყიდეთ ბევრი, პიცები და კიდევ რაღაცებიი. ექვსი საათისკენ ვაკოსთან ავედით. ის ცხრაზე მოვიდოდა. ყველაფერი გავამზადეთ. ნახევარი საათიც და ჩემს ბიჭს ვნახავდი. გული გამალებით მიცემდა, ლოდინი აღარ შემეძლო. უკვე ცხრა ხდებოდა, შუქები ჩავაქრეთ და ველოდებოდით როდის შემოაღებდა კარებს ვაკო. გასაღების ჩხრიალის ხმა გავიგე. უცებ კარები გაიღო და სიბნელეში ნაცნობი სილუეტი შემოვიდა. შექი აანთო თუარა ეგრევე შევყვირეთ.
-დაბრუნებას გილოცააავთ.
-აუ რა ჯიგრებიხართ ტოო. -სიცილით თქვა, მისკენ გავექანე და ზედ შევახტი. ხელები მაგრად მომხვია და ჩემი თმების სურნელი ხარბად შეიყნოსა.
-მოგვენატრე . -ეუბნევა ლუკა. ოხ ეს თი ლაპარაკი რა იციან რა.
-მეც მაგრად ტოო. -გადაეხვია ვაკო ლუკას და მერე ვაჩეს. -შენ როგორხარ ნინიკო? -ნინისკენ წავიდა და იმასაც ჩაეხუტა. დავიწყეთ დალევა, გართობა, იქაური ამბები მოგვიყვა, რას აკეთებდა იქ ერთი კვირა და ასე შემდეგ. ბოლოს ყველა წავიდა, მაგიდა მე და ვაკომ ავალაგეთ. ეტყობოდა სახეზე როგორი დაღლილიც იყო.
-მიდი წყალი გადაივლე მე მივხედავ ამას. -ვუთხარი ღიმილით.
-აუ ხოო რა მაგრად დავიღალე. -მაკოცა და სააბაზანოში წავიდა. მეც მივალაგე ყველაფერი და საძინებელში შევედი, ყველაფერი გავიხადე ტრუსიკის გარდა, ვაკოს მაიკა ჩავიცვი და ლოგინში ცავწექი. ისიც ორ წუთში შემოვიდა ტრუსიკიანი იყო, გვერძე მომიწვა და მაგრად ჩამიხუტა.
-მომენატრე. -ტუჩებზე მაკოცა, მერე კი ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო.
-მეც საშინლად! -ცოტახანი ჩუმად ვიყავით, მერე კი სიჩუმე მე დავარღვიე. -ვაკოო...
-გისმენ პატარავ.
-იქ ვინმესთან გეძინა? -პირდაპირ ვაჯახე. გაეცინა.
-რომ გითხრა კიითქო რა რიაქცია გექნება?
-არ ვიცი, -მხრები ავიჩეჩე. -ალბათ გული დამწყდება რომ ჩემს გარდა სხვასთან იყავი.
-ხოდა არა.
-რა არა? -თავი გამოვწიე და სახეში შევხედე.
-არ ვწოლილვარ არავისთან.
-მართლაა? მირჩევნია სიმართლე მითხრა, ტყუილებს ვერ ვიტან.
-მართლა გეუბნები, არავისთან არ ვყოფილვარ, სულ მამაჩემთან ვიყავი სამსახურში სამწუხაროდ.
-სამწუხაროდ არაა? -გადავბრუნდი და ზურგი ვაქციე.
-მიყვარხარ! -უკნიდან მომეკრო, ხელი მაიკის შიგნით შემიცურა, მკერდზე ნაზად მომიჭირა და კისერში მაკოცა. ამაზე დამბურძგლა, ვაკომ ჩაიცინა, ხელი უფრო მაგრად მომიჭირა და ისევ მაკოცა. ორ წუთში უკვე ორივეს გვეძინა.



იმედია მოგეწონებაათ. შეცდომები მაპატიეთ :დ აუ ისე კომენტარებში რომ არ აქტიურობთ მუზა მეკარგება. ცოტა იაქტიურეთ რა გთხოვთ, მაინტერესებს თქვენი აზრი. გკოცნით.



№1 სტუმარი cota boroti

ertad wavikitxe da momewonaa imedia male dadeb momdevnos
ar gewyinos da simartle rom gitxra pirvelad roca vkitxulobdi ar momewona anu pirveli ori tavi mqonda wanakitxi mere sheveshvi da axla meshvide rom davinaxe vifiqre wavikitxavtqo imitom rom davinaxe sxva romlebsac vkitxulob axali ar dadebula
xoda sasiamovnod gaocebuli davrchi
yovel axal tavshi ixvewebi :))
istoriis shinaarsic nelnela ufrodaufro momwons ase gaagrdzele da ar daagviano xolme<3<3<3

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

რაოოო მუზა მეკარგებაოოო ვაიიი მუზის დაკაგვას მტერსაც არ ვუსურვებ ამოიღეთ ხალხო ხმა თორემ დაემშვიდობებით ამ ისტორიას

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ძან მაგარია შემდეგ თავს მოუთმენლად დაველოდები

 


№4  offline წევრი Painter

cota boroti
ertad wavikitxe da momewonaa imedia male dadeb momdevnos
ar gewyinos da simartle rom gitxra pirvelad roca vkitxulobdi ar momewona anu pirveli ori tavi mqonda wanakitxi mere sheveshvi da axla meshvide rom davinaxe vifiqre wavikitxavtqo imitom rom davinaxe sxva romlebsac vkitxulob axali ar dadebula
xoda sasiamovnod gaocebuli davrchi
yovel axal tavshi ixvewebi :))
istoriis shinaarsic nelnela ufrodaufro momwons ase gaagrdzele da ar daagviano xolme<3<3<3

არა რა უნდა მეწყინოს :დდ რაც სიმართელა იმას მეუბნები :დ გავითვალისწინებ აუცილებლად <33

 


№5  offline წევრი ნორმი

მე ყოველთვის ვკითხულობ და ძალიანაც მომწონს უბრალოდ კომენტარის დაწერა მეზარება..იცოდე მე მომწონს და აქ ვარ.
--------------------
მორფეოსი

 


№6 სტუმარი busuna

shemdegi tavi rodis iqneba zalian sainteresoa

 


№7  offline წევრი khatia khatia

კაია დზაანნ მაგარია
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№8 სტუმარი სტუმარი კუსუნა

შემდეგი თავი როდის გამოვა ???

 


№9 სტუმარი სტუმარი lia

Natia kargad wer,azrsac mshvenivrad gadmocem.ukve meramdened shemxvda sitkva;;
;;;wesivrad;;; kutxurs ikeneb?dafiqrdi kargad da gaazrebulad gadmoeci
sheni azri

 


№10  offline წევრი sofi_sofiaa13

კარგია ძალიან
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent