ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი 4)
ესეც მეოთხე თავი ჩემო კარგებო.კვლავ ვიმედოვნებ რომ ეს თავიც მოგეწონებათ და გელოდებით სულმოუთმენლად!(ისე,როგორც თქვენ ელოდებით ხოლმე ახალ თავს????????) ------ იოანეს სახლიდან გამოვედი.უაზროდ მოვდიოდი.მოვქროდი.ფიქრებით სხვაგან ვიყავი.შემდეგ მივხვდი,რომ ძალიან მაღალი სიჩქარით მოვდიოდი და ცოტა შევანელე. ცოტახანში ერეკლემაც დამირეკა. -თათია რას შვები -სახლში მოვდივარ ერე. -კაი ლიზა წავიდა საქმე ქონდა თორნიკეც გავიდა და მე ძმაკაცთან ვარ შენ მიდი სახლში და მოვალ მერე. -კაი -მისმინე ხო კარგად ხარ.ხმა არ მომწონს რაღაც. -კი არაფერია. -კარგი..-რაღაცის თქმა დააპირა -ჰო კარგი ადაფერი.დროებით. .... სახლში მივედი და ცოტახანში ლიზაც მოვიდა. -რაქენი ნახე? -ნეტავ ისე არ მენახა.. ლიზას ყველაფერი მოვუყევი. -ისე ცუდად იყო რომ არვიცი..ან საერთოდ როგორ უნდა ყოფილიყო ასეთი რამის მერე. ლიზ..ძალიან მეტკინა გული. ლიზა მოვიდა და მომეხვია. -ჩემო გოგო..გაუვლის .მესმის რატომაც მიიტანე ასე ახლოს გულთან -რატომ?-ისე ვიკითხე თითქოს ჩემს თავს ვეკითხებოდი -იმიტომ რომ მოგწონს..ძალიან მოგწონს ისე რომ სიყვარულში გადადის. ვაპირებდი უარყოფას მაგრამ... -ჰო..ჰო..ასეა და რა ვქნა -როგორციქნა-ლიზას ჩემი აღიარება გაუხარდა-არაფერიც არ უნდა ქნა.მიყევი შენს გულს თათუშ. თავი დავუქნიე პატარა ბავშვივით და თავი მუხლებში ჩავმალე. ... უკვე გვიანი იყო როცა ერე მოვიდა.თორნიკეც მოყვა რადგან რაღაც დარჩა დილას.ერე შორიდან მივლიდა კითვებით და ბოლოს პირდაპირ გადავიდა საქმეზე -დღეს რა მოხდა გკითხო თუ არა? -არა-მუდარით შევხედე -უკვე გკითხე! -გთხოვ... -კარგი..თუმცა რა აზრი აქვს კონკრეტულად დღეს რა მოხდა მთავარი ხომ სახეზეა -რა არის ერეკლე სახეზე რაა?? -ის რომ ვიღაცამ ჩემი გოგოს არ არსებულ გემოვნებაში ჩაჯდომა მოახერხა თათუ!-მისი ტონი ვერ გავარჩიე იუმორი სერიოზულობა და ოდნავი ირონია ერთად მომეჩვენა. -ოხ ერე რა შორიდან უვლი სიტყვას „შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ი“-თორნიკემ საქმე გაამარტივა.მშვენიერია ახლა ყველა მე დამცინის.მაგრამ ახლა ეს ნამდვილად არ მაღელვებს ეს.ყველაფრის გამომხატველი თვალებით შევხედე ორივეს და სამზარეულოში უსულოდ გავედი.სულ იმაზე ვფიქრობდი როგორი განადგურებული იყო. და როგორ გამანადგურა ამ სურათმა მეც.რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა ვუტყდებოდე ჩემს თავს სულ ერთია იმას ვერ შევცვლი რომ იოანე ჩემზე სხვანაირად მოქმედებს. -თათიაა!-ორხმაში დაძახილმა ჩემმა სახელმა ძლივს გამომაფხიძლა -ტელეფონია გოგო! თორნიკე სააბაზანოში შევიდა. ტელეფონს დავხედე უცხო ნომერი იყო.გული ამიჩქარდა და სისხლმა მთელ სხეულში სწრაფად დამიარა. -ალო?-აღელვებულმა ვუპასუხე -ალო თათია მინდოდა.-უცხო ხმა იყო.ეს იოანე არ იყო.. -დიახ მე ვარ.. ერეკლემ უცებ შემომხედა -ბოდიში ძალიან გვიანია მაგრამ უნდა დამერეკა მე იოანეს მეგობარი ვარ გაბრიელი..-უკვე დავიძაბე და სიარულს მოვყევი. -ვიცი კლინიკაში რაც მოხდა.რომ ველაპარაკე ცუდად იყო. ისიც გავიგე რომ შენ ნახე ბოლოს.ახლა ვერსად ვპოულობ და სხვა გზა არ მქონდა ამიტომ დაგირეკე. -რა?სახლში არ არის?ბოლოს იქ მივიყვანე მანქანით! ვიგრძენი როგორ ამიტანა კანკალმა. ერეკლე წამოდგა და მომიახლოვდა. -არა სახლში არ არის.მისმინე ვიცი ვინც ხარ იოანესთვის-ეს ისეთი ტონით მითხრა თავი უცნაურად ვიგრძენი. -უნდა დამეხმარო .ვიცი როგორი ნერვიულობა იცის. -ახლა სად ხარ? -იოანეს სახლში.იქნებ რამე გაგახსენდეს რამე ხომ არ გითხრა. -ახლავე გამოვალ სახლიდან. ტელეფონი ხელის კანკალით გავთიშე და გავრბოდი ერეკლეს რომ არ დავეჭირე. -თათია სად მიდიხარ?1საათზე გირეკავენ კანკალებ და მიდიხარ.. -ერე უნდა წავიდე -ჰოდა სად?!-დაიღრიალა უცებ-მითხარი! თორნიკე ოთახში შემოვარდა. -რა მოხდა რა გაყვირებთ?თათია სად მიდიხარ?-მერე მე შემომხედა -მისმინეთ საჭირო რომ არ იყოს არ წავიდოდი მაგრამ... -თათია იქნებ ჩვენც გეხმარებით რამეში გვითხარი!-თორნიკე ჩემთან მოვიდა -ვერ დამეხმარებით!იმიტომ რომ არ იცით ვის ვეძებ! -ცდები,ვიცი.საქმე ექიმ იოანეს ეხება? არ ვიცი ღრიალმა გამაშეშა თუ ერეკლეს ნათქვამმა. -რა?! თორნიკემ ერეკლეს გაოცებულმა შეხედა. -რაზე ლაპარაკობ ერე?ვინ ექიმი.რაა? -მერე დაგელაპარაკები-ახლა მე მომიბრუნდა -ჰო ვიცი!უბრალოდ დრო მოგეცი შენთვითონ გეთქვა.თათია ბრმა არ ვარ ხო იცი არა? -კარგი!შემთხვევით ისიც ხომ არ იცი სად არის?!-ტონს ვეღარ ვაკონტროლებდი. -არა...-აღარ ვაცალე გაგრძელება -მაშინ უნდა წავიდე.. -მოიცადე წაგიყვან.. -არ მინდა ძალიან გთხოვ! -კარგი.განერვიულებული ხარ მარტო არ.. -ერეკლე!მეჩქარება!და მივდივარ. თორნიკე კიბეზე დამეწია -წამოდი წავიდეთ -არაა საჭირო -გთოვ არ დაიწყო მარტო არ გაგიშვებ! მანქანაში ჩავჯექით და გაბრიელმა დარეკა -მისმინე კლინიკაში მივდივარ იქნებ იქ მივიდა-ვუთხარი მე -კარგი ვიყავი მაგრამ..მოვდივარ მეც. ტელეფონი გავთიშე და ფანჯარაში გიჟივით დავიწყე ყურება.თორნიკემ დიდი ყოყმანის შემდეგ ამოიღო ხმა. -თათ.. -ჰო თოკო. -გიყვარს? -კაი ნუ სულელობ ეხლა რა -არა მართლა.პასუხი ვიცი მაგრამ მინდა რომ დამიდასტურო! შევხედე და გამეცინა.ეს პასუხი იყო და თორნიკესაც გაეცინა. -ეხლა მითხარი რა მოხდა. -დღეს ვნახე.საშინელ მდგომარეობაში იყო,ბავშვი დაიღუპა მის წინ.არ იყო მისი ბრალი მაგრამ..ძალიან ცუდად იყო.და არსად არის. -არ ინერვიულო თათ შენ თუ დაელაპარაკე ვიცი დაამშვიდებდი.ვიპოვით.აუცილებლად. კლინიკაში მივედით.სწრაფად შევედი მის კაბინეტში ექთნის ხმა არაფრად ჩავაგდე.თორნიკე გარეთ დავტოვე და შიგნით შევედი.გავშეშდი ერთხანს იქაურობა რომ დამტვრეული და განადგურებული დავინახე.წარმოვიდგინე რა მდგომარეობაში იყო მაშინ როცა ეს გააკეთა.მაგიდასთან მივედი.ყველაფერი დახეული იყო.უჯრები გამოწეული და ცარიელი.მხოლოდ ერთ ერთში ამობრუნებული ფოტო იდო.ხელში ავიღე და ნელა გადმოვატრიალე.ვუყურებდი და არ ვიცი რას მაგრამ რაღაც ძლიერს ვგრძნობდი. -რამოხდა გაგიკვირდა?-კარში ბიჭი შემოვიდა.მივხვდი გაბრიელი იყო..საიდან მეცნობოდა არ ვიცი მაგრამ ამაზე ფიქრს თავი დავანებე. -არც კი ვიცი რა ვთქვა. ჩემი ფოტო მაგიდაზე დავდე. -ნურაფერს იტყვი.თვალებიც კარგად საუბრობენ. ხელით მანიშნა და მივხვდი რომ თვალები აცრემლებული მქონდა. უცებ გამახსენდა -შენ..ის ხარ მაშინ რეზის რომ მიათრევდი არა? -კი კი-გაღიმა. -სად უნდა იყოს..უბრალოდ ასე დაკარგვა არ სჩვევია ხოლმე. -რახდება ჩემს კაბინეტში?-უცებ მომესმა ხმა რომლის გაგონებამაც რაღაც დამმართა.კარში იოანე იდგა.უცებ ფოტო უჯრაში ჩავდე და მივხურე. გაბრიელი სწრაფად შებრუნდა. -იო!სად იყავი?! ამ დროს ქერა თმიანი და მოკლე კაბიანი არსება მოუახლოვდა და მხარზე შემოეხვია. -იოო სახლში მალე მოდი!არ მალოდინო! გაბრიელმა ხელით თვალები მოისრისა და მე გამომხედა. იოანეს სახეზე ღიმილის მსგავსმა რამემ გადაირბინა. -რათქმაუნდა!.. ქალი პაკა-პუკით წავიდა კარისაკენ.თავში ფეიერვერკი მოეწყო და გონება დამებინდა.ფეხზე წამოვდექი. იოანემ დინჯად შემომხედა და ჩაიღიმა.ღმერთო ახლა ეს ფეიერვერკი აფეთქდება! -კარგი,როგორც ვხედავ ყველაფერი კარგადაა.ნახვამდის-გაბრიელს დავემშვიდობე და კარისაკენ წავედი,სადაც იოანე იდგა.გზა დამითმო და გვერდზე გადგა.ჩემში არსებული სიბრაზე პიკს აღწევდა და სანამ სტიქია იფეთქებდა გარეთ გამოვვარდი და მანქანაში ჩავჯექი.თორნიკეც უკან გამომყვა და მანქანაში ჩაჯდა. -თათია რამე თქვი თორე სადაცაა იფეთქებ! -წავიდეთ რა.. -ჯერ გელოდებიან!-წინ გავიხედე და ერე დავინახე მანქანაზე დაყრდნობილი. მანქანიდან გადმოვედი და მასთან მივედი.არ ვუყურებდი სადღაც,ქალაქს გავცქეროდი. -აბა?აქ არის? -კი. -კარგადაა? -მშვენივრად!-მწარედ გამეღიმა. -გაბრაზდი რომ არაფერი გითხარი არა? -რათქმაუნდა ერეკლე! -თათია უბრალოდ გელოდებოდი როდის იტყოდი შენთვითონ.კი მე გავარკვიე და ისე ვერც ვიქნებოდი. უბრალოდ დრო მოგეცი. -მაგრამ ასე მოხდა..-სათქმელი მე დავამთავრე. -ჰო..მისმინე,როცა შენი თავი ჩავიბარე მე მაშინაც ვხვდებოდი რომ უნდა ყოფილიყავი ბედნიერი.ჩემს თავს მივეცი ამის პირობა!შენ დენი გადაიტანე რომ ბედნიერი უნდა იყო.და ეს მეც გამაბედნიერებს ჰო იცი. -ვიცი-ერეს ჩავეხუტე.ეს ისე მჭირდებოდა როგორც ჰაერი. სახლში რომ მივედი დიდი ძალისხმევის შედეგად ერე და თოკო სახლში გავუშვი და მარტო დავრჩი .რომ მახსენდებოდა ერთი საათის წინანდელი ამბები მისაღებში ბოლთას ვცემდი.ის ქალი ვინ იყო?მე მას ვეძებდი და ეს კიდევ ნახეთ რა. . . თან როგორ თბილად მიმართა.არა!უნდა დავწყნარდე!ასეთი რამ არასოდეს დამმართნია,თავს ვერ ვაკონტროლებდი.ტელეფონი გამოვრთე და დივანზე დავეშვი.ვერცკი მივხვდი ისე გავითიშე... კარზე კაკუნმა გამაღვიძა.დიდი ძალისხმევით წამოვდექი და კარი გავაღე. -ერე ამშუაღ.. დავიწყე მაგრამ როდესაც ჩემს წინ იოანე დავინახე ხმა ჩამიწყდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.