შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრუნვადი გრძნობები(სრულად)


25-09-2018, 14:05
ავტორი nia_93
ნანახია 8 761

-სალო,დარწმუნებული ხარ რომ უნდა წახვიდე იმ წვეულებაზე?-შეწუხებული ხმით კითხა მარიამმა მის საუკეთესო მეგობარს,რომელიც სარკესთან ტრიალებდა და ვინ იცის მერამდენედ ამოწმებდა საკუთარ თავს, რომ ძალიან მაგრად გამოიყურებოდა
-დარწმუნებული რომ არ ვიყო, ახლა სარკესთან არ ვიტრიალებდი-წარბები აათამაშა და სარკიდან ეშმაკურად გამოხედა
-ხომ იცი,მათემ რომ გაიგოს გაგიჟდება,რატომ გინდა ურთიერთობის დაძაბვა?-მობეზრებულად დაუსვა კითხვა მარიამმა
-ვერ გაიგებს,რომც გაიგოს რა პრობლემაა ვერ ვხვდები? წვეულებაზე სიარული მეკრძალება?
-მშვენივრად ხვდები რასაც გეუბნები. რატომ დათანხმდი ბექას მიწვევას? გგონია რომ ეგ უბრალოდ უწყინარი მიპატიჟებაა?! დარწმუნებული ვარ რაღაც ჩაიფიქრა და ეს ყველაფერი ამ ერთი წვეულებით არ დამთავრდება-ცოტათი შეშინებულმა მიაყარა მარიამმა
-ნუ იცი ხოლმე არაფრისგან ყველაფრის შექმნა.რას დაპანიკდი,უბრალოდ წვეულებაზე მივდივარ გასართობად,ცოლად კი არ მივყვები-სიცილით უპასუხა სალომემ-კარგი გავიდეთ ახლა თორემ ძალიან დაგვიანებაც არ მინდა-ბოლოჯერ შეათვალიერა სალომემ თავისი თავი სარკეში, ჩანთა აიღო და მარიამთან ერთად საძინებლიდან გავიდა.
-ოჰ,რა სტუმარი გვყოლია-ღიმილით მიეგება მისაღებ ოთახში საძინებლიდან გამოსულ გოგოებს სალომეს ძმა და მარიამი გადაკოცნა-საით მიბრძანდები ქალბატონო-ახლა სალომეს მიუბრუნდა და წარბაწევით შეათვალიერა
-წვეულებაზე-მოკლედ უპასუხა-და ნუ მიყურებ ახლა ძალიან მკაცრი ძმის იმიჯით,გთხოვ-ძმას გაუცინა და ლოყები სასაცილოდ გაუწელა
-მარიამ,ხომ არის ახლა ღირსი ოთახში შევაბრუნო და მანდედან ფეხი არ გამოვადგმევინო?-ვითომ სერიოზული სახით ჰკითხა.მარიამს გაეცინა
-ოო,მაქსიმე,ახლა მეჩქარება და რომ მოვბრუნდები მერე გაგცემ შესაფერის პასუხს-სალომე ძალიან ჩქარობდა,რადგან უკვე მიხვდა,ცოტას თუ არ იჩქარებდა,იმაზე მეტს დაიგვიანებდა,ვიდრე ჩაფიქრებული ჰქონდა და ნამდვილად არ უნდოდა. რომ წვეულების დასასრულს მისულიყო
-ჭკვიანად მოიქეცი!-სალომეს თითი დაუქნია და მაინც მისცა ძმური გაფრთხილება.სალომემ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ბინიდან მარიამთან ერთად.
-შენებურად არ გაუბერო-მარიამმაც თავისებურად დაარიგა-მე მართლა ვნერვიულიბ მათეს რეაქციაზე
-ახლა ისევ არ დაიწყო-სალომემ სწრაფად გადაკოცნა მარიამი და პასუხს არ დალოდება ისე ჩაჯდა მანქანაში და ძალიან სწრაფად მოსწყდა ადგილს.მარიამმა ერთი ამოიოხრა და ნელი ნაბიჯებით ისიც წავიდა თავისი მანქანისკენ.

წვეულებამ ძალიან კარგად ჩაიარა.სალომე როგორც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო,განსაკუთრებით ბექას გარემოცვაში.ძალიან მაგრად გაერთო,ბევრი დალია,იცეკვა,იგიჟა და ბოლოს როცა მიხვდა რომ მეტი აღარ შეეძლო,ფეხიც ერეოდა,მიუხედავად ბექას დიდი თხოვნისა კიდევ დარჩენილიყო,ტაქსი გამოიძახა და სახლში ტაქსით წავიდა.
დილით ტელეფონის გულისგამაწვრილებელმა ხმამ გამოაღვიძა. არ აპირებდა ეპასუხა,რადგან ბალიშიდან თავის აწევის და ხმის ამოღების თავი არ ჰქონდა,მაგრამ იძულებული გახდა აეღო,რადგან ვიღაც გაუჩერებლად რეკავდა და არც აპირებდა შეეწყვიტა რეკვა.ნომრისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა ზმუილით
-შენ გოგო ნორმალური ხარ საერთოდ? გააფრინე ხო? რომ გირეკავ ტელეფონს რატომ არ იღებ? სად ბრძანდებოდი გუშინ? საღ გონებაზე არ ხარ ხომ?-ღრიალებდა ვიღაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტელეფონში
-ვაიმე, მათე ნუ ყვირი-შეწუხებული სახით ხმადაბლა უპასუხა და თავი ოდნავ წამოსწია
-5 წუთში შენს კორპუსთან ვარ და სადარბაზოსთან დამხვდი!!!-პასუხის გაცემაც არ აცალა ისე გაუთიშა მათემ. სალომე ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოფხიზლებული და გონს მათეს ყვირილმა მოიყვანა.ძლივს წამოიზლაზლა საწოლიდან და თავის მოწესრიგებას შეუდგა,რაც ძალიან ეზარებოდა. აშკარად ცუდი ნაბახუსევი ჰქონდა,რადგან თავი ისე ძალიან ტკიოდა,ეგონა ჩაქუჩს უკაკუნებდნენ და ლურსმნებს აჭედებდნენ.
-რა მოუსმენს ახლა მაგას-ამოიოხრა მთქნარებით,მერე სააბაზანოსკენ წავიდა და სარკეში რომ ჩაიხედა,შეშინებულმა თვალები დაჭყიტა-ღმერთო,რას ვგავარ!

სალომე და მათე 2 წელია რაც შეყვარებულები არიან. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცვნეს.მათეს ყურადღება თავიდანვე მიიქცია სალომეს სილამაზემ.ძალიან ბევრი ეცადა დაახლოვებოდა.სალომე ეგრევე მიხვდა მათეს ძალიან რომ მოსწონდა და გადაწყვიტა, რომ ცოტა წვალება არ აწყენდა,არადა თვითონაც ძალიან მოიხიბლა მათეს სიმპათიურობით.
ზოგადად, სალომე ძალიან წუნიაა,გარდა ამისა ძალიან უყვარდა და უყვარს ბიჭების წვალება,სანამ რამეზე დათანხმდება.
ის დიდ მნიშვნელობას აქცევს ვიზუალურ მხარეს,ბიჭი ვიზუალურად თუ არ მოეწონება,მასთან ურთიერთობას არ ამყარებს.
სანამ შეყვარებული ეყოლებოდა,თაყვანისმცემლებს სწორედ ამ პრინციპით წყალობდა,თუ ვინმე ძალიან სიმპათიური იყო,მხოლოდ მასთან ამყარებდა კონტაქტს. ამის გამო ბევრმა გაწყვიტა მასთან ურთიერთობა,რადგან ამპარტავან სალომესთან არ სურდათ მეგობრობა,თუმცა ბევრი ისეთიცაა,ვინც ცდილობდა და ცდილობს დაუახლოვდეს სალომეს და მოხვდეს მის წრეში,რადგან სალომე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია ხოლმე და მას ძალიან ფართო სანაცნობო წრე ჰყავს.
მარიამი მისი განუყრელი მეგობარია სკოლიდან მოყოლებული.სალომესგან განსხვავებით,მარიამი უფრო წყნარი,მორიდებული და მოკრძალებული გოგოა. ის რაც უყვარს სალომეს,არ უყვარს მარიამს.სრულიად საპირისპირო შეხედულებები აქვთ ყველაფერზე,თუმცა მიუხედავად ამისა,მათ მეგობრობას საფრთხე არასდროს შექმნია,პირიქით,ორივე ასეთი განსხვავებული რომ არ იყოს ერთმანეთისგან,ალბათ ვერც იმეგობრებდნენ.
კი ვახსენე,რომ ერთნაირი გემოვნება არ აქვთ და და არც არასდროს მოწონებიათ რამე ან ვინმე ორივეს ერთდროულად,მაგრამ...არის ერთი მაგრამ,ყველაზე დიდი მაგრამ,რომელიც მარიამს დიდ ლოდად აწევს გულზე.ამ ლოდს კი მარტო ეზიდება,რაც ძალიან, ძალიან მძიმეა მისთვის.
-გაცოფებული ვარ და შენთვისვე აჯობებს რამე სერიოზული მიზეზი გქონდეს თავი რომ გაიმართლო-მანქანიდან გადმოვიდა თუ არა ეგრევე აჯახა გაბრაზებულმა და თავი აარიდა საკოცნელად წამოსულ სალომეს
-ეგრევე ყველაფერზე რატომ ვარდები?-გაღიზიანებულმა მიუგო სალომემ
-მეკაიფები?-აღშფოთდა მათე- ჩემი შეყვარებული ისე მიდის სადღაც ტუსოვკაზე,არც მაგებინებს და ყველაზე უარესი,ამ ყველაფერს სოციალური ქსელებიდან ვგებულობ-ხმას თანდათან უწევდა მათე-და ვაფშე ვინ ჩემი ფეხებია ბექა? გინდა ჭკუიდან ამწიო ხომ?-უკვე აღარ კავებდა ემოციებს
-რა გაყვირებს,ეზოში ვდგავართ-ხმადაბლა უთხრა სალომემ და თვალი მოატარა არემარეს ვინმე ხომ არ გვისმენსო-ჯერ ერთი,ტუსოვკა კი არა,ჩვეულებრივი წვეულება იყო, მერე მეორე,ვიცოდი რომ ეგრე გამიჭედავდი რომ მეთქვა სადაც მივდიოდი და ამიტომ არ გაგაგებინე და რაც შეეხება ბექას,ჩემი მეგობარია-მშვიდად მიუგო სალომემ.მათე სალომეს მშვიდ ტონზე უარესად გაბრაზდა
-იფიქრე სანამ ამ ყველაფერს წამოროშავდი თუ ეგრევე რაც ენაზე მოგადგა ის მომახალე?შენ ვერ ხვდები ხომ მე რაზე ვჭედავ?-ტონს არ იცვლიდა მათე-და საერთოდ როდემდე უნდა იყო ასეთი ქარაფშუტა?
-სიტყვები შეარჩიე და ისე მელაპარაკე თუ შეიძლება-გაბრაზდა სალომე ბოლო სიტყვაზე
-როგორც იმსახურებ ისე გელაპარაკები.არა,კიდევ აქეთ რომ აქვს პრეტენზიები გამაგიჟებს რა-ნერვიულად ამოიღო სიგარეტის ერთი ღერი,მანქანას მიეყუდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა-შენ მე ერთხელ გულს გამიხეთქავ შენი საქციელებით
-კარგი რა მათე,რატომ იცი ხოლმე ყველაფრის გართულება?-შემრიგებლური ტონით უთხრა და გვერდით მიუდგა-ხომ იცი რომ მიყვარხარ და მთავარი ესაა-გვერდულად გახედა და გაუღიმა
-ხანდახან მგონია,რომ გავიწყდება შეყვარებული რომ გყავს, ისე იქცევი-მისთვის არც შეუხედავს,სივრცეს უაზროდ გაჰყურებდა-ყოველთვის ისე წყვეტ ყველაფერს,როგორც შენ გინდა,აზრს არავის ეკითხები და შენს საქციელებს ხშირად ცუდი შედეგები მოყვება
-ახლა მართლა არაფერი დამიშავებია-თავი მხარზე დაადო და გაჩუმდა- მაპატიე,ვიცი რომ დავაშავე რომ არ გითხარი და ისე წავედი-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ უთხრა-ასე აღარ მოვიქცევი... და შემირიგდი ახლა-დააყოლა ბოლოს როცა ნახა რომ არანაირი რეაქცია არ ჰქონდა მათეს
-მათე...
-....
-ოო,მათე გეყოს ახლა!-ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი მისკენ შეატრიალებინა-მაპატიე და შევრიგდეთ-ტუჩები საკოცნელად გასწია,მაგრამ მათემ ისევ აარიდა თავი, სიგარეტის ბოლო ნაფაზი დაარტყა,სიგარეტის ნარჩენი მიწაზე დასრისა და სალომეს მიუბრუნდა
-შენ ვერასდროს ხვდები ხოლმე რას აშავებ!-სინანულით უთხრა- და ვერც ახლა იაზრებ მე რატომ ვარ გაბრაზებული-უთხრა და სალომეს პასუხს არ დალოდებია ისე ჩაჯდა მანქანაში და უსწრაფესად მოწყვიტა მანქანა ადგილს.
-ეჭვიანი ფსიხი-ტუჩაბზუებულმა ჩაილაპარაკა,ისევ მოავლო არემარეს თვალი და სახლში ავიდა.
მათეს წასვლიდან დაახლოებით ერთ საათში მარიამი რეკავდა კარზე ზარს
-ეე,ამ დროს სახლში ხარ?-კითხა მაქსიმეს,რომელმაც გაუღო კარი და გადაკოცნა
-ხო,დღეს ბათუმში მივდივართ საქმეზე და ნება დაგვრთეს ოფისში არ მივსულიყავით-ბედნიერმა ახარა-შენი დაქალი თავის ოთახშია და სავარაუდოდ გელოდება,მჟავე სახით მოძრაობს დილიდან-ხმადაბლა უჩურჩულა თითქოს სალომემ არ გაიგოსო და თავით მისი ოთახისკენ ანიშნა.მარიამს გაეცინა და სალომეს ოთახისკენ წავიდა
-ჩაგიტარა უკვე სეანსები მათემ?-პირდაპირ ეგ კითხა, შევიდა თუ არა სალომეს ოთახში
-ხო,საიდან მიხვდი?-მთქნარებით კითხა,ისევ ეძინებოდა
-როგორც კი გუშინდელი ფოტოები ვნახე,ვიცოდი ეგრევე მოგადგებოდა
-ვაიმე არ თქვა. ველურია სუფთა.ჯერ ხომ ამიფეთქა ტელეფონი, სანამ მეძინა,მერე ისე ღრიალებდა გული შემიწუხდა.მობრძანდა და სცენები მომიწყო.ძალიან ეჭვიანია რა-მობეზრებულად ამოილაპარაკა და საწოლზე ზურგით დაწვა
-ოჰ,გაგიკვირდეს ახლა.მე გაგაფრთხილე რაც მოყვებოდა ამას,მაგრამ როგორც ყოველთვის შენ მაინც შენი გაიტანე და ჰა-ხელები გაშალა მარიმ
-ხანდახან მგონია რომ უნდა დავშორდე-ბალიშიდან თავი არ აუწევია ისე თქვა
-აღარ გიყვარს?-გაოცებული შეეკითხა მარი
-მიყვარს...მგონი-დაამატა ბოლოს-არ შემიძლია მაგისი ეჭვიანობის ატანა.ძალიან დამღლელია რა
-მოიცა,დარწმუნებული არ ხარ გიყვარს თუ არა?-კიდევ უფრო გაოცდა მარი
-ამ მომენტში ისე ვარ ნერვებმოშლილი მასზე,რომ მგონია რომ არ მიყვარს. ვერ ვიტან ეგრე რომ იქცევა ხოლმე
-არ გინდა ცოტა ხანი ბებიასთან წახვიდე კახეთში?დაისვენებ და გონებასაც დაასვენებ,თან იფიქრებ.ახლა გაღიზიანებული ხარ-რჩევა მისცა
-ისე,ეგ კარგი აზრია ხომ იცი.რამდენიმე დღე წავალ და მაგ გიჟისგანაც დავისვენებ
-ის ახლა არ შეგაწუხებს,ხომ იცი გაბრაზებულია და შენ უნდა შემოირიგო.თვითონ არ მოვა და არც დაგირეკავს
-ხოდა ჯანდაბაშიც წასულა. სულ მე რატომ უნდა შემოვირიგო
-იმიტომ,რომ, ძირითადად შენ აშავებ ხოლმე-გაამართლა მათე
-შენ კიდევ სულ მე მამტყუვნებ-ნაწყენმა უთხრა მარის
-მე ობიექტურად აღვიქვამ სიტუაციას შენგან განსხვავებით. შენ ძალიან კარგად იცნობ მათეს,იცი რა მოსწონს და რა არ მოსწონს,ისიც იცი შენს ასეთ ქცევებზე როგორ ღიზიანდება და მიუხედავად ამისა,არასდროს იხევ უკან,მაინც ისე იქცევი როგორც შენ გინდა და რაც მათეს აცოფებს.როდემდე უნდა იყო ეგრე? მაგასაც ნერვებს უშლი და შენც იშლი ნერვებს.ან ასე გადაწყვიტე ან ისე.ის ვერასდროს შეგუება იმას რომ ისე მოიქცე თითქოს თავისუფალი იყო,შეყვარებული არ გყავდეს და მას აზრი არ ჰკითხო,ამიტომ ან უნდა დაუფიქრდე ხოლმე როგორ მოიქცევი ან მართლა დაშორდი!-მკაცრად ელაპარაკებოდა მარიამი-ასეთი დაძაბული ურთიერთობა მოგწონს?ვიცი რომ არა.ხოდა კარგად დაფიქრდი და შეურიგდი მათეს, თუ რა თქმა უნდა გინდა მასთან ყოფნა.
სალომეს არაფერი უთქვამს.ჩაფიქრებული იწვა ლოგინზე და ჭერს უაზროდ მიშტერებოდა.
მარიამის რჩევა გაითვალისწინა და მართლა წავიდა კახეთში ბებიასთან.
გადაწყვიტა კარგად დაფიქრებულიყო და ისე გადაეწყვიტა მათესთან რას აპირებდა.
მარიამი ბოლო დღეები რაღაცნაირად დასევდიანებული დადიოდა.ეს სალომეს თბილისში არ ყოფნას უკავშირდება თუ რამე სხვა პრობლემაა ჯერჯერობით გაურკვეველია. თითქოს,ისედაც გულჩათხრობილი,კიდევ უფრო გულჩათხრობილი გახდა.
სამსახურიდან დაღლილი მივიდა სახლში.გამოიცვალა თუ არა,ყავა გაიკეთა და სამზარეულოში მაგიდას მიუჯდა,ხელები ჭიქას შემოხვია და თვალები ერთ წერტილს გაუშტერა.სახლში მარტო იყო.წარსულ მოგონებებში გადავარდა.
გაახსენდა როგორ გაიცნო.
მე-3 კურსს ამთავრებდა.კურსელები ექსკურსიაზე წასვლას გეგმავდნენ,არამარტო მათი კურსი,არამედ სხვა ჯგუფიდანაც მოდიოდნენ.მათ შორის იყო მათე ბიწაძე. სამართლის ფაკულტეტის თვითმმართველობის წევრი. მათე ძალიან გახსნილი, ხალისიანი და კომუნიკაბელური პიროვნება იყო.ყველას ყურადღებას ადვილად იქცევდა თავისი უშუალობით. არც მარიამი აღმოჩნდა გამონაკლისი და აღსანიშნავია რომ, სწორედ პირველი შემთხვევა იყო მარიამისთვის,როცა ვიღაც საპირისპირო სქესმა მისი ყურადღება მიიქცია,ისე როგორც მოსწონთ ხოლმე ბიჭები,არამეგობრულად.ძალიან მოიხიბლა მისით,მაგრამ ეს არავისთვის გაუმხელია,თავისთვის მოსწონდა ჩუმად,რადგან ასეთ რამეს ჯერ ვერავის ეტყოდა,რადგან პირველი შემთხვევა იყო ბიჭით აღფრთოვანებულიყო,ხოდა გადაწყვიტა თავისი საიდუმლო ყოფილიყო,ჯერჯერობით მაინც. ყველანაირად ცდილობდა უნივერსიტეტში შეხვედრები მხოლოდ მისალმებით,მეგობრულ ფარგლებს არ გასცდენილიყო და თავს კარგად ინიღბავდა,არ გასჭირვებია ნამდვილად.ვერც სალომემ შეამჩნია მარიამს რაიმე ცვლილება,აზრადაც არ მოუვიდოდა ვინმე თუ მოსწონდა,რადგან მარიამისთვის ასეთი რამეები უცხო ხილი იყო.
აი,სალომეს კი სულ არ დასჭირვებია ემოციების დამალვა. ისიც არანაკლებ მოხიბლული იყო მათეთი,მაგრამ მათეს ხომ არ აგრძნობინებდა,ამიტომ სწორედ მარიამი იყო პირველი, ვისაც გაუმხილა თავისი გრძნობები მათეს მიმართ. სალომე აღფრთოვანებით საუბრობდა თუ როგორ მოსწონდა,როგორი სიმპათიური იყო,როგორ აგიჟებდა მისი მანერები და პირველივე დანახვისთანავე რომ მოხიბლული იყო და ყველანაირად ეცდებოდა თავი მოეწონებინა მისთვის. მარიამმა პირველი შოკი სწორედ მაშინ მიიღო. პირველად გაუჩნდა ვიღაცის მიმართ სიმპათიები და ის ვიღაც ასევე მის ბავშვობის მეგობარს მოსწონდა და სწორედ მაშინ გამოუტანა თავის თავს განაჩენი,რომ მათე გონებიდან უნდა ამოეგდო,რადგან თავის საუკეთესო მეგობარს მოსწონდა. მას ვიღაც ბიჭის გამო ვერ დაკარგავდა და გარდა ამისა თვლიდა,რომ თუკი სალომე მოინდომებდა არ გაუჭირდებოდა მათეს გულის მოგება და მარიამმა ზუსტად იცოდა რომ მას კონკურენციას ვერასდროს გაუწევდა,სულ რომ თავი დაენებებინა მათ შორის არსებული მეგობრობისთვის, მას სალომე ყოველთვის დაჩრდილავდა თავისი სილამაზით.სწორედ იმ დღესვე გადაწყვიტა რომ ეს მხოლოდ მისი საიდუმლო იქნებოდა და მეტი არავისი.

-მარ,ჩამოვედი და გნახავ ამ დღეებში- შეაღო თუ არა თავისი ოთახის კარები სალომემ,ჩემოდანი კუთხეში დადო,ფეხზე გაიხადა და ეგრევე მარის დაურეკა-ძალიან მაგარი იყო რა,მართლა დავისვენე-ამოიოხრა და დივანზე ჩამოჯდა
-მიხარია.იმედი ცოტა მაინც დალაგდები
-ბებიასგან რამდენჯერმე დავურეკე მათეს,მაგრამ არ მიპასუხა-მოწყენილმა უთხრა-სახლში ან სამსახურში მივაკითხავ მერე და ისე დაველაპარაკები-შეუთანხმა მომავალი დღის გეგმა და დაემშვიდობა.

მეორე დღეს მიაკითხა მათეს სამსახურში,მაგრამ მათე სამსახურის საქმეზე ქუთაისში გაუშვიათ.
-ტფუი,ბედი უნდა რა ყველაფერს-ამოიოხრა სალომემ როცა მათეს სამსახურის შენობა დატოვა. მანქანაში რომ ჯდებოდა ისე ტელეფონმა დაურეკა
-ხო ბექა?
-სალი, შენთან თხოვნა მაქვს და უარი რომ მითხრა მაგრად გამიტყდება რა-ხვეწნის ტონით უთხრა
-გისმენ აბა,რაშია საქმე?-დაინტერესდა სალომე
-რა და, ხვალ საღამოს ძალიან სერიოზული შეხვედრაა რა,აი ზუსტად საშენო,თბილისის სელებრითები და მთელი ამბები მანდ გაიჩითება,ყველა თავის მეწყვილესთან ერთად იქნება,ხოდა შენ რომ გთხოვო ამ ერთხელ რამე დაშავდება?-შეაპარა
-შანსი არაა ბექა, მე მაგ საქმისთვის არ გამოგადგები. ხომ იცი მათე ამას არასდროს შეეგუება
-როგორც მეგობარი ისე რომ გამომყვე რა პრობლემაა შენთვის? როდიდან იხევ უკან მსგავს რამეებზე?თან ეს კარგი შანსია შენი კარიერისთვის
-არ ვიცი ბექა, მოვიფიქრებ-ბოლო სიტყვებმა შეარყია მისი მტკიცე უარი
-ამ ერთხელ არ გამიტეხო ჩემს თავს გაფიცებ და მერე აღარ გთხოვ არაფერს
-ჯანდაბას,კაი ხო-საბოლოოდ მაინც დათანხმდა. და ტელეფონი გაუთიშა როცა კოორდინატები გაცვალეს.
-საბოლოოდ გაგიჟდი? მეგონა კახეთში იმიტომ წახვედი იფიქრებდი და შენ ისევ იგივეს აკეთებ?-აღშფოთებული ესაუბრებოდა მარი სალომეს,რაც გაიგო მისი და ბექას შეთანხმების გარეშე-ხომ იცი რომ ამან შეიძლება ყველაფერს წერტილი დაუსვას შენსა და მათეს შორის?
-ვაიმე, მარი, ხომ იცი როგორ მიყვარს ეგეთი წვეულებები,ზუსტად რომ საჩემოა,თან იქ ბევრი ცნობილი სახე იქნება და ხომ იცი ასეთი ნაცნობები ჩემი სამოდელო კარიერისთვის რამდენს ნიშნავს? იქნებ ვინ შემამჩნიოს და კონტრაქტი შემომთავაზოს?ასეთ შანსს ვერ გავუშვებ-საერთოდ არ ეტყობოდა რომ გადაწყვეტილებას ნანობდა
-რამე რომ გითხრა და გადაგარწმუნო აზრი არ აქვს ხო?-დაღლილმა უთხრა მარიმ,რადგან ზუსტად იცოდა, რომ რაც მეტს შეეცდებოდა გადაერწმუნებინა,მით უფრო გაუორმაგებოდა წასვლის სურვილი. სალომემ ღიმილით გააქნია თავი და წარბები სასაცილოდ აწკიპა მაღლა
-კარგი,შენი საქმის შენ იცი-დანებდა მარი და წვენი მოსვა.
მათე მეორე დილით სამსახურში რომ მივიდა,თანამშრომელმა უთხრა სალომეს ვიზიტის შესახებ.მათეს ძალიან გაუხარდა,მაგრამ არ შეუმჩნევია.ეგ როგორც კი გაიგო ტელეფონს ეცა და ეგრევე სცადა დარეკვა,მაგრამ სალომე ტელეფონს არ იღებდა. დღევანდელი დღის მოლოდინში,გადარბენებზე იყო,საყიდლებზე დარბოდა,მერე სოლარიუმი,სალონი და ტელეფონს ყურადღებას თითქმის არ აქცევდა,სწორედ ამიტომ არც შეუმჩნევია მათე რომ ურეკავდა.
დღის ბოლომდე დაიცადა,რომ ნახავს დანარეკს თვითონ გადმორეკავსო,მაგრამ არ გადმოურეკავს,მოსაღამოვებულზე კიდევ სცადა დარეკვა,მაგრამ პასუხი არც მაშინ იყო,სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მარიამთან დაერეკა და ისე გაეგო სალომეს ამბები
-მარიამ,გამარჯობა როგორ ხარ?-თავაზიანი ტონით მიესალმა
-მათე? არამიშავს,შენ როგორ ხარ?-ძალიან გაუკვირდა მისი ზარი
-მეც არამიშავს.რაზე გირეკავ,გუშინ სალომე მეძებდა თურმე,მაგრამ არ ვიყავი თბილისში,დღეს მთელი დღეა ვურეკავ და ტელეფონს არ იღებს,ხომ არ იცი სადაა?რას შვება?-ინტერესით ჰკითხა.მარიამი დაიბნა,აღარ იცოდა რა ეპასუხა და რამდენიმე წამით გაჩუმდა
-უი, მართლა? არ ვიცი მათე,დღეს მეც არ დავლაპარაკებივარ -ურცხვად იცრუა და იგრძნო რომ გაწითლდა
-ვაახ,გადამრევს რა ეს გოგო მე-ამოიოხრა მათემ-კარგი,მარიამ მადლობა,გავარკვევ რამეს-უთხრა და დაემშვიდობა.

მარიამს პულსი აუჩქარდა,გული უგრძნობდა რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა.მათე აუცილებლად გაიგებდა სადაც იყო მისი შეყვარებული და მერე უკვე წარმოდგენა არ უნდოდა რა მოხდებოდა.
სალომე დროს არაჩვეულებრივად ატარებდა.ბექამ ყველა გააცნო ვისი გაცნობაც შეეძლო. 1-2 შეთავაზებაც კი მიიღო სარეკლამო კომპანიის წარმომადგენლისგან რეკლამაში მონაწილეობის მისაღებად.ძალიან გაუხარდა,მაგრამ აჟიტირება არ გამოუხატავს. ბევრ ნაცნობ სახესაც მოავლო თვალი.იქვე ერთ-ერთ მაგიდასთან მათეს ნაცნობსაც მოკრა თვალი,აი ეს კი ნამდვილად არ ესიამოვნა და მიხვდა რომ მათე აუცილებლად გაიგებდა ყველაფერს.
გაიგო კიდეც.
როგორც კი ალეკომ დაინახა სალომე,თან უცხო ბიჭთან ერთად,არც აცია,არც აცხელა ეგრევე დაურეკა მათეს და ,,ახარა’’ ეს ამბავი.
ალეკოს ზარის შემდეგ იგრძნო ბრაზი და ბოღმა ერთიანად როგორ შემოასკდა,სუნთქვა გაუხშირდა, გაცოფებულმა თავისი ტელეფონი კედელს მიალეწა და სახლიდან განრისხებული გავარდა.ზუსტად იცოდა,ამდენ დამცირებას და თავზე გადავლას არავის შეარჩენდა და არც სალომე იყო გამონაკლისი. არ აპატიებდა!
მანქანა მის სადარბაზოსთან გააჩერა და დაელოდა როდის მოვიდოდა.მშვენივრად იცოდა რომელ რესტორანშიც იყო,მაგრამ არ უნდოდა ხალხში სცენების მოწყობა და არჩია სადარბაზოსთან დალოდებოდა.მის ლოდინში საათის ისრებმა 3ჯერ დაიწყეს თავიდან ათვლა. მათეს ნერვები კი დაწყვეტაზე ჰქონდა. 2 საათი იყო დაწყებული სალომე ბექამ რომ მოაცილა.ამის დანახვაზე ხომ საერთოდ აიჭრა.სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და ის იყო ფეხი შედგა სალომემ სადარბაზოში,მკლავზე ხელი მაგრად ჩაავლო და კედელთან მიიმწყვდია,სალომემ შიშისგან შეჰყვირა
-ამ წუთას ყველაზე მეტად რაც მინდა ის არის რომ მიგახრჩო!-მათეს ხმა რომ გაიგო შიშმა გადაუარა,რადგან მანამდე ვერ მიხვდა ვინ იყო-მაგრამ ამას არ გავაკეთებ,რადგან შენისთანა გოგოს გამო ჩემს კაცობას ჩირქს არ მოვცხებ.ახლა კარგად მომისმინე რასაც გეტყვი,რადგან გამეორებას არ ვაპირებ!-სალომე რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ მათემ გააჩუმა-შენ ხარ ყველაზე ქარაფშუტა გოგო.ხო, ეს სახელი ზუსტად შეგეფერება.შენ საერთოდ არ იცი რამის ფასი,შენ არც სიყვარულის ფასი არ იცი,არც მეგობრობის,არც შენი თავის და საერთოდ,შენ წრფელი ურთიერთობების აზრზე არ ხარ.შენ საერთოდ ვერაფერს ხვდები ხოლმე რაც შენს გარშემო ხდება.გგონია რომ ყველაფრის ცენტრი შენ ხარ და ყველაფერი შენს ირგვლივ ტრიალებს,მხოლოდ შენი აზრი არსებობს შენთვის.საერთოდ გქონდა იმის განცდა რომ შეყვარებული გყავდა?რომ მე ვარსებობდი შენს ცხოვრებაში?-არა,რა თქმა უნდა ვერც ამას აცნობიერებდი.შენ მე თავზე გადამახტი შენი ქცევებით,საერთოდ არ გამითვალისწინე არაფერში,აქამდე მხოლოდ იმიტომ ვიტანდი შენს ასეთ ქცევებს,რადგან მიყვარდი და მიყვარხარ,შენგან განსხვავებით მე ვიცი ამისი ფასი,მაგრამ შენ ვაფშე ფეხებზე დამიკიდე,ხოდა აწი ფეხებზე დაკიდებას მე გაჩვენებ-რამდენიმე წამით გაჩუმდა,რადგან გრძნობდა რომ მეტის გაგრძელება არ შეეძლო- ეცადე ხშირად არ გამეჩხირო თვალში,არ დამირეკო და სადმე მოკითხვაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ჩვენს შორის აქ და ამ წუთას ყელაფერი მოკვდა,უფრო სწორად შენ მოკალი.ახლა თავისუფალი ბრძანდები და გინდა პეტრესთან გიგულავია და გინდა ზაქროსთან. სულ კარგად ბრძანდებოდე-დაამთავრა მონოლოგი,ხელი უხეშად შეუშვა და სადარბაზოდან ისე გაუჩინარდა,ერთი სიტყვის თქმაც არ აცალა სალომეს.სალომე კიდევ მონასმენისგან შოკირებული იდგა და აზრებს ვერ ალაგებდა მათეს ნათქვამიდან,თუმცა მიუხედავად ამ მოულოდნელობისა,სადღაც გულის სიღრმეში ალბათ ფიქრობდა კიდეც,რომ ეს დღე როდესმე აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ მაინც არ ესიამოვნა ის სიტყვები.გულდამძიმებული აუყვა კიბეებს და გასაღები ძლივს მოარგო კარს.
-ახლა უკვე მართლა ყველაფერი დამთავრდა -ფეხი შედგა თუ არა ბინაში,თითქოს ახლა გაიაზრა ყველაფერი რაც სადარბაზოში მოხდა-მართლა არასოდეს მაპატიებს-გულს ამოაყოლა ეს სიტყვები და ცრელმები წამოუვიდა.
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა,წრიალებდა ლოგინში და ძილი არაფრით მიეკარა.თვალებდასიებული წამოდგა დილაუთენია და სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევად
-ეტყობა ჯერ სარკეში არ ჩაგიხედავს-სიცილით შეეგება სამზარეულოში მჯდომი მაქსიმე და ყავა მოსვა
-ხო,დაახლოებით ვიცი რაც მჭირს ახლა მთელს სახეზე-ყავისთვის ფინჯანი აიღო,ინგრედიენტები ჩაყარა და წყალი დაასხა-მთელი ღამე არ მეძინა-ერთი ყლუპი მოსვა და პირი აეწვა-აუჰ
-რა გახდა შენი უძილობის მიზეზი?-ისე კითხა,ტლეფონისთვის თვალი არ მუშორებია,დღის სიახლეებს ეცნობოდა პარალელურად
-მაგას ნუ მკითხავ და სხვა რაც გინდა-ხელი აიქნია და მის წინ ჩამოჯდა მაგიდასთან
-მარიამს შეყვარებული ჰყავს?-სხვათაშორის ჰკითხა,ტელეფონი მაგიდაზე დადო და ყავის სმა ისე განაგრძო
-შენ რატომ გაინტერესებს მარიამს ვინმე ჰყავს თუ არა?-სალომემაც სხვათაშორის კითხა-ვაიმე თავი-სახე დამანჭა და თავი ხელებზე ჩამოდო
-რა ვიცი,სხვა რაც გინდა მკითხეო და მეც გკითხე-მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა
-არ ჰყავს-უთხრა და თითებით საფეთქლები დაიზილა
-ხო,აი ეგ კი ცოტა მიკვირს-წარბები მაღლა აზიდა-მარიამი ისეთი კარგი გოგოა,უცნაურია არავინ რომ არ ჰყავს-ყავის ბოლო ყლუპი მოსვა და ფეხზე წამოდგა-წავედი მე სამსახურში და ჭკვიანად იცოდე- შუბლზე აკოცა დას და სამზარეულოდან გავიდა.
მაქსიმეს გასვლა და სალომეს ტელეფონის დარეკვა ერთი იყო.მარიამი ურეკავდა
-ხო მარ
-ხო მარ,კი არა, რა გააკეთე გუშინ?-ძალიან გაბრაზებული ჩანდა
-ჩამიტარა უკვე სეანსები გუშინვე,ყველაფერი მორჩა-ჩვეულებრივი ტონით ლაპარაკობდა სალომე,თითქოს ისეთი არაფერი მომხდარიყო
-როგორც კი ფოტო ვნახე ეგრევე მივხვდი რაც მოხდებოდა
-მოიცა, რა ფოტო?-ვერ მიხვდა
-რა რა ფოტო, სოციალურ ქსელში რომ გამოჭიმეს შენი და ბექას ერთობ რომანტიკული ფოტო-ხმა ძალიან მკაცრი ჰქონდა მარიამს
-რაა? აზრზე არ ვარ რა ფოტოზეა საუბარი-გაოგნდა და ეგრევე ლეპტოპის ჩასართავად წავიდა.უსწრაფესად შევიდა სოციალურ ქსელში,თან მარის ელაპარაკებოდა. როგორც კი თავისი გვერდი გახსნა,მაშინვე გამოუგდო გუშინდელი ფოტო. ბექას ერთ-ერთ მეგობარს უდევს თავისი სელფი,სადაც უკანა ფონზე ჩანან სალომე და ბექა,რომლებიც ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან და წარწერა ფოტოზე: ,,ფონს არ ვიმჩნევთ’’ და ბევრი სიცილის და გულების სმაილები. ამის დანახვაზე თვალები ძალიან მაგრად დააჭირა ერთმანეთს. რას იფიქრებდა ერთი უბრალო კოცნა ამხელა ამბის ასატეხი თუ გახდებოდა და საერთოდ ვინმემ თუ შეამჩნია გუშინ ეს.
სიტუაცია ასეთი იყო,ცოტა დალია და სასმელი სასიამოვნოდ უვლიდა სხეულში.უკეთეს ხასიათზე დადგა ვიდრე იყო,ბექა ისედაც დიდი ხანია ეკურკურებოდა და ამ საღამოს პიკს მიაღწია,გვერდიდან ხომ არ შორდებოდა,თავი ისე ეჭირა,თითქოს მისი შეყვარებული იყო,ერთი მომენტი დაიჭირა და მოულოდნელად აკოცა.არც სალომეს გაუწევია წინააღმდეგობა,მეტიც,ნასვამზე ესიამოვნა და კოცნაშიც აჰყვა.ზედმეტი პანიკების გარეშე გაატარეს ეს კოცნა და საღამო ჩვეულებრივ გააგრძელეს,თითქოს არ მომხდარა არაფერი. სალომეს რაღაცნაირად ეღიმებოდა,ოღონდ რაზე,თავადაც არ იცოდა.
-წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდა მათე-კვლავ განაგრძო მარიამმა
-ნამდვილად, სადარბაზოსთან დამხვდა და საერთოდ არაფრის თქმა არ მაცალა ისე მიმალანძღა და წერტილი დაუსვა ყველაფერს
-არა,ხელს გადაგისმევდა თავზე,კარგი გოგო ხარ ბექასთან რომ დაგულაობო
-არაფერსაც არ დავგულაობ მე!-იხტიბარი არ გაიტეხა
-არა,საერთოდ-არც მარიამმა დაიხია უკან -მისმინე ახლა შევდივარ ოფისში და მერე გნახავ საღამოს.დაემშვიდობა და დამწუხრებული შევიდა შენობაში.

მათე ძალიან სევდიანი იყო სამსახურში და კიდევ უარესი დაემართა,როცა უაზროდ ათვალიერებდა სოციალურ ქსელს და მისთვის უსიამოვნო ფოტოს წააწყდა. ეს რომ ნახა მიწა თუ არ გაეხსნებოდა და შიგ ჩაიტანდა არ ეგონა.თავზარი დაეცა.ეს უკვე მართლა თავს ლაფის დასხმა იყო,როცა ეს მოხდა,მაშინ ჯერ კიდევ მისი შეყვარბეული იყო,ხალხში ესე როგორ მოჭრა თავი?ფოტოს კარგა ხანი მიშტერებოდა,მერე გონს მოეგო და გამწარებულმა გვერდი სასწრაფოდ ჩახურა.
-მორჩა რა,მართლა მორჩა. შენ სამუდამოდ მოკვდი ჩემთვის სალომე,სამუდამოდ. აღარ არსებობ ჩემთვის!!მეზიზღები-თავის თავს ესაუბრებოდა და თან სიმწრით უაზროდ აქნევდა.
ის დღე არ ახსოვს როგორ ჩამთავრდა,ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა.
მან გადაწყვიტა რომ სალომე მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გამქრალიყო და ეს ასეც მოხდებოდა.რადგან თქვა,მართლაც ასე იქნებოდა.
მარიამი სამსახურის მერე სახლში გავიდა.უნდა გამოეცვალა,რადგან თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა და მერე გავიდოდა სალომესთან.ის იყო,გამოივალა,უნდა გასულიყო,რომ კარზე ზარი დარეკეს.გაუკვირდა.რადგან არავის ელოდებოდა და ინტერესით წავიდა კარის გასაღებად.კარებში მაქსიმე დახვდა
-არ მელოდი ხომ?-გაუღიმა და მიესალმა
-რაღა დაგიმალო და ხო,არ გელოდი-მარიამმაც გაუცინა და კარებში შემოატარა
-არც მე ველოდი რომ მოვიდოდი-უხერხულად გაიღიმა და დივანზე ჩამოჯდა.მარი მოპირდაპირე მხარეს დაჯდა
-დალევ რამეს?
-არა,მადლობა-უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.მარიამი მაქსიმეს უყურებდა,მაქსიმე ირგვლივ ათვალიერებდა ოთახს.
-ხო,რაზე მოვედი-ბოლოს სიჩუმე ისევ მაქსიმ დაარღვია-მარი,ცუდად არ გამიგო რა გთხოვ და შეიძლება სადმე დაგპატიჟო?- მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავიდა.მარის თვალები გაუფართოვდა,მსგავსს არაფერს ელოდა,თან ვისგან?მაქსიმესგან- შეიძლება?-ისევ გაუმეორა,როცა მიხვდა რომ მარი პასუხის გაცემას აგვიანებდა
-მაქსი,ისა...მე..დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან ერთად გინდა სადმე წასვლა?-გაოცებულმა კითხა
-100%ით- უთხრა და გაუღიმა
-კარგი,სად და რატომ?-დაუსვა ის კითხვა რაც აწუხებდა
-სადმე ვახშამზე, რომელიმე დღეს, მაგალითად ამ პარასკევს ან შაბათ-კვირას, ერთად ვივახშმოთ, კარგი?-თბილად კითხა
-რა ვიცი,კარგი,შეიძლება-მაინც ვერ გარკვეულიყო ბოლომდე თუ რატომ მივიდა ასეთი წინადადებით მასთან მაქსიმე. სხვა დროს მსგავსი სურვილი არასდროს გამოუთქვამს, მაგრამ ზედმეტ ფიქრს მოეშვა და უბრალოდ დათანხმდა.მაქსიმე კიდევ ცოტა ხანი დარჩა მასთან და მერე თანხმობით გახარებულმა, ბედნიერი სახით დატოვა მარიამის სახლი.
სალომეს თავში უამრავი აზრი უტრიალებდა. აინტერესებდა გუშინ მათე რომ მივიდა ის ფოტო ნანახი ქონდა? თუ ჯერ არ უნახავს,წარმოუდგენია რა დღეში ჩავარდება. თუმცა,ფოტო ამ დილით ატვირთეს და შესაბამისად გუშინ ნანახი ვერ ექნებოდა. ამის გააზრებისას დაიწყო ლოდინი, მეორეჯერ როდის მოუვარდება და კიდევ მიალანძღავს ბოლო სიტყვებით,მაგრამ ორი დღე ისე გავიდა მათესგან არაფერი სმენია.ცოტა უკვირდა კიდეც,ეგონა ფოტოს ნახვის შემდეგ სასწაულებს დამართებდა.მისგან კი არაფერი ესმოდა.უნდა დალაპარაკებოდა,თუნდაც ბოლოჯერ,უნდოდა რაღაცები მაინც აეხსნა და ისე დაესრულებინა ურთიერთობა ან უბრალოდ არ უნდოდა ბოლო სიტყვები მათესი ყოფილიყო. ზუსტად 3 დღის მერე ოფისში მიადგა და პირდაპირ კაბინეტში შეაჭრა.მათე კომპიუტერში რაღაცას აკეთებდა,კარის ხმა რომ გაიგო და ყურადრება მისკენ მიაპყრო,სალომეს დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა და ბრაზმა მოიცვა
-აქ რას აკეთებ?-გაბრაზებულმა მიახალა-გასაგებად ხომ აგიხსენი რომ შენი დანახვა არ მინდა არასოდეს?-სალომეს მათეს გაღიზიანებისთვის ყურადღება არ მიუქცევია,პირდაპირ წამოვიდა და მის წინ სკამზე ჩამოჯდა
-ყველაფერი კარგად გავიგე,მაგრამ მინდა რომ ვილაპარაკოთ-კატეგორიული იყო სალომეც
-და ჩვენ რამე დაგვრჩა სალაპარაკო?
-მათე, კარგი რა,ნუ იქცევი ჩამოუყალიბებელი ბიჭივით,ხომ შეიძლება როგორც ცივილიზებულმა ადამიანებმა ისე ვილაპარაკოთ?-მშვიდად მიუგო
-ცოტა ძნელია, შენთან, როგორც ცივილიზებული ადამიანი ისე მოვიქცე-კბილებში გამოსცრა
-მომისმინე,ვიცი,რომ ჩემზე გაბრაზებული,ნაწყენი,გულნატკენი ხარ. მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო ყველაფერი-უთხრა და თავი ჩახარა
-დამცირებული გამოგრჩა!-სალომემ სწრაფად ასწია თავი
-მე შენ არ დამიმცირებიხარ.
-ხო, ანალიტიკური აზროვნებით არასდროს გამოირჩეოდი-ირონიულად მიუგო-და შენი აზრით, რას ნიშნავს კაცისთვის ის,რომ თავისი შეყვარებული სხვა კაცს დაყვება რაღაც წვეულებებზე,მასთან ერთად ერთობა და თან ტუჩებში კოცნის,საჯაროდ. აბა ამას რა ქვია?-ხმას ნელ-ნელა მაღლა უწევდა და ცოტაც და იფეთქებდა-არამგონია საერთოდ რამე გქონდეს ჩემთვის ასახსნელი. ხომ ყოველთვის ისე იქცეოდი როგორც შენ გინდოდა,ხოდა ახლაც ასე მოიქეცი,ვერ ვხვდები რა უნდა ამიხსნა!
-ეს მართლა უბრალო კოცნა იყო,სხვა ჩვენს შორის არაფერი მომხდარა არასდროს
-უბრალო კოცნა-გაიმეორა სალომეს ნათქვამი და თან ჩაეცინა.აგიჟებდა მისი ესეთი სიშტერე
-ვიცი, რომ თავნება ვარ და მიყვარს მუდამ ჩემებურად მოქცევა და ამის გამო ბევრს ვტკენ გულს. ყველაზე ნაკლებად მინდოდა შენთვის მეტკინა გული,მართლა-უთხრა და თვალებში ჩახედა
-იცი რატომ შემიყვარდი?-კითხვა დაუსვა და თვალებში ჩააჩერდა-სწორედ იმიტომ რომ შენებური იყავი,იქცეოდი ისე,როგორც გსურდა და სხვის აზრს შენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.ხო,მე ეს თვისება თავიდანვე მომეწონა შენში.თავიდან კარგად დავიწყეთ,მაგრამ ეს ,,შენებურები’’ ძალიან უხეშ ქცევებში გამოავლინე,ძალიან ბევრ რამეში არ გამითვალისწინე,როგორც კაცი და როგორც შენი შეყვარებული,მაგრამ მიუხედავად ამისა,ყველაფერს გიტანდი შეძლებისდაგვარად და ვცდილობდი ხშირად არ გვეჩხუბა,ამიტომ ბევრ რამეს გითმენდი,მაგრამ საზღვარი ყოველთვის ყველაფერს აქვს.როგორ ძალიანაც არ უნდა მიყვარდე,შენ უკვე ყველა საზღვარი გადაკვეთე და გულიც ძალიან მატკინე.ამის პატიება უკვე არ შემიძლია.
დაახლოებით მაინც უნდა მცოდნოდა რომ ეს ურთიერთობა ასე დამთავრდებოდა,მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდი რაღაცებს, სულ ტყუილად-უთხრა რასაც ფიქრობდა და მზერა კომპიუტერის ეკრანისკენ გადაიტანა.სალომე დამუნჯებული უსმენდა.ცდილობდა შეეგროვებინა სიტყვები,რაც ახლა უნდა ეთქვა,მაგრამ ვერ პოულობდა შესაფერის სიტყვებს.
-მაპატიე. არც მე მინდოდა ასე დამთავრებულიყო ყველაფერი. ალბათ ასე უკეთესი იქნება ორივესთვის-ბოლოს რაც ენაზე მაოდგა ის უთხრა.რეალურადაც ასე ფიქრობდა. უკვე ბოლომდე დარწმუნებული არ იყო რომ მათე ისევ ისე უყვარდა როგორც თავიდან და ახლა თვლიდა,სწორედ რომ კარგი დრო იყო ამ ურთიერთობის დასასრულებლად
-ყოველ შემთხვევაში, შენთვის ნამდვილად უკეთესი იქნება- ირონიულად მიუგო და ფეხზე წამოდგა-ბოდიში სალომე,მაგრამ მართლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს-სალომეც მიხვდა რომ უნდა წამომდგარიყო და აქედან დროულად წასულიყო
-ხო,აღარ შეგაყოვნებ მეტს.ბოდიში და ნახვამდის მათე-ბოლოს წესის გამო გაუღიმა და უკანმოუხედავად დატოვა შენობა.
თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოეხსნა და ახლა უფრო თავისუფლად შეეძლო სუნთქვა.

პარასკევს,სამსახურის შემდეგ მაქსიმე და მარიამი ერთად ვახშმობდნენ ერთ-ერთ ბარ-რესტორანში,სადაც სასიამოვნო მუსიკა უკრავდა და ძალიან გემრიელ სალათს მიირთმევდნენ.
-კარგი გარემოა-აღნიშნა მარიამმა
-ხო,აქ ხშირად დავდივართ ხოლმე მეგობრები,ჩვენც მოგვწონს-უთხრა და გაუღიმა.მარიამმა გარემოს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.
-მარი,შეიძლება ეს ვახშამი ჩვენს საიდუმლოდ დარჩეს? -ცოტა ხნიანი დუმილი მაქსიმემ დაარღვია- ანუ ვგულისხმობ,რომ არ მინდა ჩემმა დამ გაიგოს,თორემ გამოაბამს ათას კუდს,ხომ იცი არა?-სთხოვა და თან გაეცინა სალომეს ხსენებაზე
-ზოგადად არაფერს ვუმალავთ ხოლმე ერთმანეთს,მაგრამ ეგრე თუ გირჩევნია,კარგი,არ ვეტყვი.ისე, მართლა გამიკვირდა ეს ვახშამი-მხრები აიჩეჩა მარიამმა
-ისე,გასაკვირი არაფერია,წესით-გაეცინა- ჩემ დასთან ბავშვობიდან მეგობრობ, კი გიცნობ,მაგრამ არც ისე კარგად,ხოდა მომინდა რომ უფრო ახლოს გამეცანი, თანაც მაინტერესებს თქვენ ორი, სრულიად საპირისპირო ხასიათების ადამიანები ერთმანეთს როგორ უგებთ-ორივეს გაეცინა
-ხანდახან მეც მიკვირს,მაგრამ ალბათ სწორედ ამიტომაც ვმეგობრობთ, რომ სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან,რა ვიცი,კონკრეტული პასუხი არც მე მაქვს-გაუღიმა და წვენი მოსვა
-რაღა დაგიმალო და, მე ის უფრო მიკვირს, შენ რომ შეყვარებული არ გყავს-ინტერესით კითხა და მოუთმენლად დაელოდა პასუხს. მარიამი უხერხულად შეიშმუშნა,რადგან არასდროს უყვარდა პირადზე საჯაროდ საუბარი
-არავინ გამოჩენილა ისეთი,ვისთანაც შეიძლებოდა ურთიერთობა მეცადა,თანაც ცოტა მიჭირს ახალ ნაცნობებთან კონტაქტში შესვლა,ურთიერთობების დაწყება -ზოგადად უპასუხა და ისევ წვენი მოსვა,ნერვიულობის დასაფარად
-ანუ არც არასდროს გყვარებია?-არ მოეშვა მაქსიმე და კიდევ უფრო ინტერესით ჰკითხა.ამაზე, მარიამმა იგრძნო რომ გაწითლდა.სიმართლეს ვერ ეტყოდა ვერცერთ ვარიანტში
-არა,არასდროს-მოკლედ უპასუხა და არ შეიმჩნია,რომ იტყუებოდა. მეტი აღარ ჩასძიებია, რადგან მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღო,მეტი არც არაფერი აინტერესებდა.

საღამომ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. მაქსიმე ძალიან კარგი და მხიარული მოსაუბრე აღმოჩნდა. ძველი სასაცილო ამბებიც მოუყვა და იმდენი აცინა მარიამი,უკვე ცრემლებს ვერ იკავებდა ხარხარისგან.თან სრცხვენოდა ხალხში ასე რომ იცინოდა,მაგრამ მაქსიმე ისე ყვებოდა ამბებს,შანსი არ იყო არ გაგეცინა. იცოდა რომ მხიარული ბიჭი იყო,მაგრამ ამდენსაც არ ელოდა.სულ ცოტათი სხვანაირი მაქსიმე დაინახა.
ამ ამბებიდან 1 თვე გავიდა. ცხოვრება ჩვეულებრივ ტემპში გაგრძელდა.განსხვავება ის იყო რომ მაქსიმე და მარიამი მას შემდეგ კიდევ 2-ჯერ იყვნენ ერთად გასულები და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მარიამს მოსწონდა მისი უშუალობა და მასთან ყოფნა სიამოვნებდა რაღაცნაირად.
სალომე ჩვეულებრივ აგრძელებდა ცხოვრებას. არანაირი დეპრესია და ცუდი განცდები არ ჰქონია,იმის კვალობაზე,რომ შეყვარეუბლს დაშორდა,პირიქით, უფრო ხალისიანიც ჩანდა და დროსაც უფრო უკეთ ატარებდა.მარიამს მართლა არ ესმოდა,როგორ იყო სალომე ასე,როცა 2 წლის ურთიერთობა 1 დღეში ძალიან მარტივად დასრულდა. არ ესმოდა,როგორ შეიძლება გიყვარდეს და განშორებისას არაფერს გრძნობდე? სალომე მართლა არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა. ძალიან ბევრი ისაუბრეს მათეზე,მათ ურთიერთობაზე და საბოლოოდ, მარიამმა დაასკვნა რომ,სალომეს მათე არ უყვარდა.მან უბრალოდ აიხირა ერთ დროს, რომ მისი შეყვარებული უნდა ყოფილიყო,უბრალოდ ძალიან მოეწონა პიროვნულად, შესაფერის კანდიდატად მიიჩნია და ასე გახდა მისი შეყვარებული,თანაც მოსწონდა შეყვარებულობის პერიოდი და იმიჯი,რომ ის უკვე დაკავებული იყო. მისი ეს ვარაუდი სალომემაც დაუდასტურა,როცა 1 თვის თავზე ახალ პაემანზე მიდიოდა ახალგაცნობილ ბიჭთან- ,,მივხვდი რომ მათე არ მიყვარდა,თორემ ასე არ გამიადვილდებოდა მასთან განშორებაო’’-ასე გააჩუმა მარიამი.
მარიამს უკვე სალომეს გალანძღვის თავიც აღარ ჰქონდა,რადგან დაიღალა სულ მისი უშედეგო ჭკუის დარიგებით, ამიტომ გადაწყვიტა მიეშვა და როგორც უნდა ისე მოქცეულიყო და მერე თავის თავისთვის დაებრალებინა რაც მოხდებოდა. არადა,საერთოდ არ მოსწონდა ის ვიღაც შოთიკო,ვისთან ერთადაც მიდიოდა პაემანზე სალომე.


-მარიამ? როგორ ხარ?-მარკეტში სალაროსთან იდგა მარიამი და უცებ გვერდიდან ხმა მოესმა.რომ მიბრუნდა მათე შერჩა
-მათე,კარგად,შენ როგორ ხარ?-ლოყები შეუხურდა მათეს დანახვაზე. მიესალმა და გადაკოცნა
-არამიშავს ვარ რა-მარიამმა პარკები აიღო-ერთი სობრანიე მომეცით თუ შეიძლება-მოლარეს მიუბრუნდა მათე-რა ხდება თქვენკენ?-ახლა ისევ მარიამს მოუბრუნდა და ჰკითხა, თან ხურდა და სიგარეტი აიღო.მარიამი კარებში გამოატარა და გზადაგზა ესაუბრებოდა
-ყველაფერი ძველებურად, შენკენ?-ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი ჰქონდათ
-ჩემკენაც, ვმუშაობ და ვარ რა-სიგარეტს პარკი მოაცილა,ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა-ის ვიცი რომ მშვენივრადაა-სალომეზე ჩაურტყა- ნუ,ცუდად არც არასდროს ყფილა,მაგრამ...-ძლიერი ნაფაზი დაარტყა სიგარეტს
-ხო,რა ვიცი-ჩაილუღლუღა მარიამმა,ნამდვილად არ სურდა მათესთან სალომეზე ესაუბრა და ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს-მე მაინც მეწყინა თქვენი ამბავი-ბოლოს მაინც უთხრა
-არ გინდა,არ ღირს-ხელი ჩაიქნია და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა-ყველაფერი მაინც ისე მოხდა და მოხდება როგორც თვითონ მას უნდა-აშკარად ეტყობოდა,რომ ძალიან უჭირდა მასზე საუბარი,მარიამმა შეატყო ეს და აღარ გაუგრძელებია
-გამიხარდა შენი ნახვა-შეეცადა თემა გადაეტანა
-მეც, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, ცოტათი მაინც დაგემსგავსებინა ქცევებში დაქალი,რა მოხდებოდა?-გაეცინა და ბოლჯერ მოქაჩა სიგარეტს.მარიამს სევდიანად გაეღიმა, დაემშვიდობა და სახლისკენ წავიდა.ნეტავ შესძლებოდა სალომეზე გავლენა მოეხდინა და მას მათესთვის გული ასე არ ეტკინა. ძალიან მოუნდა, სალომე ერთი მაგრად გამოელანძღა,რადგან ასეთი ბიჭი ვერ დააფასა, ვერ შეინარჩუნა და გული გაუტეხა.

ცხოვრება ისე ერთფეროვნად მიდიოდა,როგორც არასდროს. მარიამი ზოგადად,ისედაც არ გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ცხოვრების სტილით,სალომესგან განსხვავებით,მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მონოტონური იყო ყველაფერი. სალომესაც ისე ხშირად ვეღარ ხედავდა.ხან სამსახურიდან ისეთი დაღლილი მიდიოდა,არსად გასვლის თავი არ ჰქონდა,არც სალომე იწუხებდა თავს მოკითხვებით, ის მიჩვეული იყო,რომ ყველა იქეთ იკითხავდა და თავად ძალიან იშვიათად მოიკითხავდა ხოლმე ვინმეს.ბოლო პერიოდში კიდევ,გადართული იყო ახალი თაყვანისმცემლით, ასევე რაღაც სააგენტოებთან თანამშრომლობდა და ფოტოსესიები ჰქონდა.
სამაგიეროდ, მაქსიმე ურეკავდა ძალიან ხშირად და საკმაოდ დიდხანს საუბრობდნენ.მარიამს მოსწონდა მასთან ასეთი ურთიერთობა,მისთვის მაქსიმე კარგი მეგობარი იყო, ყოველ შემთხვევაში ის ასე თვლიდა. თუმცა,მაქსიმე ნამდვილად არ აღიქვამდა მარიამს,როგორც კარგ მეგობარს,მას უფრო მეტი უნდოდა მისგან და ეს სწორედ ერთ საღამოს,მარიამთან სახლში მისულმა დაამტკიცა.
სამსახურიდან ისეთი დაღლილი მივიდა, საერთოდ არაფრის თავი არ ჰქონდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და ტახტზე მიწვა.ძალიან შიოდა,მაგრამ ეზარებოდა. ტელევიზორი ჩართო და უაზროდ გადადიოდა არხიდან არხზე. ერთ-ერთ ფილმზე დატოვა და ყურება დაუწყო,მერე რა რომ უკვე დაწყებული იყო და არ იცოდა რამდენი ხნის,მაინც ინტერესით უყურებდა. ამ დროს კარზე ზარი დარეკეს. ძლივს წამოდგა.

-ახლა თუ ისევ დეზინფექციის სამსახურიდან არიან,შეიძლება შემომელანძღონ-ჩაიბუტბუტა დაღლილმა სალომემ და კარებისკენ წავიდა.საბედნიეროდ არც დეზინფექციის სამსახურიდან იყვნენ და არც მოწყალებას ითხოვდნენ,როგორც ხშირად ხდება ხოლმე. კარის ჭუჭრუტანაში გაიხედა თუ არა,მაქსიმე დაინახა. გაეღიმა და კარი სწრაფად გააღო

-მეგონა დეზინფექციიდან იყვნენ და უკვე მზად ვიყავი საჩხუბრად-გაუცინა და გადაკოცნა.
-უკეთესი ვარიანტი მაინც ვარ-გაეცინა მაქსიმეს, შიგნით შევიდა და დივანზე ჩამოჯდა
-ახლახანს მოვედი და ცოტა არეულობაა-უხერხულად მოავლო თვალი იქვე მიყრილ ფეხსაცმლებს, ჩანთას და ქურთუკს და მათი ალაგება დაიწყო
-უი,ასე გვიან? სპეციალურად დავაგვიანე,მეთქი დაღლილი იქნება და დასვენებაში ხელს არ შევუშლითქო-შეწუხდა მაქსიმე
-არაუშავს,რა პრობლემაა-გაუღიმა მარიამმა-არ შეჭამ რამეს?მე ძალიან მშიერი მოვედი,მაგრამ დამეზარა ჭამა და შენი ხათრით მეც შევჭამ- შესთავაზა და ახლა უფრო მოშივდა
-კარგი,მეც შენი ხათრით შევჭამ- გაუღიმა.
მარიამმა ორ კაცზე გააწყო მაგიდა და მაქსიმეს დაუძახა,რომელიც ტელევიზორს უყურებდა.გემრიელად ივახშმეს და შემდეგ ისევ მისაღებ ოთახში გადაინაცვლეს,თან ყავის ჭიქები და ტკბილეულობა გამოიყოლეს.
-არა რა,ჭამა არის ნეტარება-ბედნიერმა ამოთქვა მაქსიმემ-თან შენ კარგი ხელი გაქვს-ნახელავიც შეუქო. მარიამი გაწითლდა.სულ ესე ემართება როცა კომპლიმენტს ეუბნებიან.
ცოტა ხანი უხმოდ უყურეს ტელევიზორს და თან ყავას მიირთმევდნენ.მაქსიმეს აშკარად რაღაც აწუხებდა,რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მოეხერხებინა.
-მარიამ,რაღაც მინდა გკითხო-დაიწყო როგორც იქნა.მარიამმა ინტერესიანი მზერა მიაპყრო.
-ჩვენზე რა აზრის ხარ?-სწრაფად ჰკითხა და თან ყავა მოსვა ნერვიულობის დასაფარად.მარიამი შეკითხვამ გააკვირვა,ცოტა არ იყოს და არსსაც ვერ მიუხვდა
-რას გულისხმობ?-დაბნეულმა შეუბრუნა კითხვა
-ჩემთან ურთიერთობა მოგწონს?-ახლა სხვანაირად დაუსვა შეკითხვა
-კი-არც დაფიქრებულა ისე უპასუხა,რადგან მართლა ასე იყო-შენ კარგი ადამიანი ხარ
-და?-უფრო ჩაეძია
-და მომწონს შენთან ურთიერთობა-გაეცინა,იმავე პასუხის სხვანაირ ბრუნვაზე
-კონკრეტულად რა მოგწონს,შეგიძლია მითხრა?-არ ეშვებოდა მაქსიმე
-მაქსიმე,რა კითხვებით ხარ?-გაეცინა-რა ვიცი,ზოგადად მომწონს,როგორ დაგიკონკრეტო?!-მხრები აიჩეჩა
-კარგი,მოკლედ...-ერთი ღრმად ამოისუნთქა, ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და მარიამს მიუბრუნდა-აღარ მინდა არაფრის დამალვა,დროა წინ წავიწიო-უთხრა და პაუზა გააკეთა.მარიამი ვერ მიხვდა რაზე საუბრობდა,ამიტომ გაჩუმდა და დააცადა სათქმელი თავად მაქსიმეს ეთქვა ბოლომდე-ბოლო პერიოდი,შენზე ძალიან, ძალიან ბევრს ვფიქრობ.სამსახურში,სახლში,მეგობრებთან,ძილის წინ, ნუ, მოკლედ, თითქმის სულ მეფიქრები და მენატრები-თქვა და ისევ გააკეთა პაუზა -სულ მინდა გხედავდე ხოლმე, მინდა დავდიოდეთ ერთად სხვადასხვა ადგილებში,მინდა ესეთი სიტუაცია,როგორიც დღეს გვაქვს, ხშირად გვქონდეს, მინდა შენი მოკითხვის უფლება მქონდეს ნებისმიერ დროს და ადგილას-ისევ შეჩერდა და ხელები ერთმანეთში ნერვიულად ახლართა-მარიამ, მიყვარხარ! - ამოთქვა ბოლოს რისი თქმაც სურდა და თვალებში ჩააჩერდა. მარიამი ხმას ვერ იღებდა.მოსმენილისგან დამუნჯებული იყო და უჭირდა ყველაფრის გააზრება,რაც მაქსიმემ ახლახანს უთხრა.რას წარმოიდგენდა,მას თუ უყვარდა ? ზოგადად ისე იყო მარტო ყოფნას, ბიჭებისადმი სიმპათიების დამალვას მიჩვეული, ვერასდროს იფიქრებდა,ვინმე, განსაკუთრებით მაქსიმე სხვანაირად თუ შეხედავდა. არ იცოდა რა უნდა ეპასუხა.ინსტიქტურად ყავის ფინჯანი აიღო და ყავა მოსვა.ცოტა ხანი სიჩუმე იყო. მაქსიმე მარიამს უყურებდა და აკვირდებოდა მის სახეზე ცვლილებებს,მარიამი ყავის ფინჯანს მიშტერებოდა
-მე... არც კი ვიცი რა ვთქვა-ამოილუღლუღა ბოლოს, როცა მიხვდა რომ რაღაც უნდა ეთქვა- დაუჯერებელია ეს ჩემთვის, არ ვიცი, ცოტა ვერ ვაზროვნებ მგონი ახლა-ნერვიულად გაუცინა და ხელი შუბლზე მოისვა-მაქსიმე,დარწმუნებული ხარ?-ბოლოს მოუსვენრად ჰკითხა,იქნებ და შეცდა და უბრალოდ მოვწონვარ და გრძნობები აერია ერთმანეთშიო
-მე სიტყვებს ჰაერში არასდროს ვისვრი მარიამ!- ისეთი ხმით უპასუხა,ეს როგორ მაკადრეო.
-ბოდიში-სახეზე აწითლდა და თავი მორცხვად ჩახარა
-მარი,მომისმინე, მე პასუხს ან რამეს ახლა არ გთხოვ. უბრალოდ მინდა რომ კარგად დაფიქრდე. მე მართლა ძალიან მიყვარხარ და მინდა შენთან ერთად. თუ შენგანაც რაიმე მსგავსს ვიგრძნობ ოდესმე,ძალიან ბედნიერი ვიქნები
-მე შენ როგორც მეგობარს ისე გიყურებ-წარმოთქვა სიტუაციისთვის ყველაზე შეუფერებელი პასუხი
-თავიდან მეც ეგრე გიყურებდი,მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა
-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ამაზე რას იტყვის?-მხოლოდ ახლა გაახსენდა რომ მაქსიმე მისი საუკეთესო დაქალის ძმა იყო და ის სიყვარულს უხსნიდა
-შენი პრობლემა მხოლოდ სალომეა?-ინტერესით ჰკითხა
-ნუ ერთ-ერთი ეგეც-ხმადაბლა ჩაილაპარაკა
-და სხვა? კიდევ რა არის პრობლემა?
-სხვა..-ჩაფიქრდა,უნდოდა ეთქვა სხვა მიყვარსო,მაგრამ ამას ვერ ეტყოდა და არც ის უნდოდა იმედი მიეცა და მერე გული ეტკინა. არ იცოდა რა ეთქვა-აუ,არ ვიცი,მაქსიმე,დანეული ვარ ძალიან-ვერაფერი უპასუხა
-მოდი,ახლა მე წავალ და შენ დაისვენე და იფიქრე-ფეხზე წამოდგა,შუბლზე აკოცა და არაფრის თქმა არ აცალა ისე გაუჩინარდა მისი სახლიდან.
მარიამს კი,ძალიან დიდი თავსატეხი დაუტოვა.
მაქსიმეს ამის შემდეგ არაფერი შეუმჩნევინებია მისთვის.ერთხელ უთხრა და არ უნდოდა ზედმეტად თავი მოებეზრებინა ან შეეწუხებინა თავისი გრძნობებით,ამიტომ გაჩუმება და დაცდა არჩია.
ურთიერთობას ჩვეულებრივ აგრძელებდნენ,ვითომ არაფერი მომხდარა.
-მოდი-გაუღიმა სალომესთან მოსულ მარიამს და კარებში შემოატარა. მარიამი ჩვეულებრივად მიესალმა-სალომე ჯერ არ მოსულა,მაგრამ გზაშია-საერთოდ არაფერს იმჩნევდნენ. ჩვეულებრივად საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე და ამასობაში სალომეც მოვიდა წუწუნით
-ასეთ დროს მანქანით სიარული მეზიზღება რა- ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და ჩანთა მოისროლა-ისეთი საცობია,სააკაძიდან საბურთალომდე ზუსტად 1 საათია,რაც მოვდივარ-მარიამი გადაკოცნა და დაღლილი დივანზე ჩამოჯდა-სად დამეკარგე?-ფეხსაცმელი გაიძრო,ფეხები აიკეცა და მარიამს მიუბრუნდა. მან მხრები აიჩეჩა
-შენ რას შვები,როგორ მიდის ფოტოსესიები?
-უფ,არაჩვეულებრივად.ძალიან მაგარია რა-ბედნიერმა უპასუხა
-მიხარია, რომ ისეთ რამეს აკეთებ, რაც მოგწონს-გულით გაუხარდა
მარიამმა და სალომემ ცოტა ხანში საძინებელში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს ჭორაობა.
-ეს შოთიკო ძალიან ფსიხი ვინმეა- დაიჩივლა სალომემ.მარიამს რატომღაც არ გაჰკვირვებია სალომეს უკმაყოფილება მისი თაყვანისმცემლისადმი, ბოლომდე კმაყოფილი არასდროს იყო ხოლმე სალომე არც ერთი მათგანით-ერთხელ მოკლე კაბაზე გამიჭედა, მერე ბიკინებში ფოტოების გადაღებას შეეშვიო,მერე ისაო,მერე ესაო,მოკლედ ვერ არის რა.მათეს არ ჰქონდა თავის დროზე ამ ყველაფერზე პრეტენზიები და ეს ვინ მიგდია ვაფშე?-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა-უნდა დავშორდე!-კატეგორიულად განაცხადა-მარიამს გაეცინა,მერამდენე იქნებოდა ნეტავ შოთიკო?!

კიდევ ცოტა ხანი დარჩა მასთან და მერე სახლში წავიდა.


ამ ამბიდან ზუსტად მეორე დღეს სალომე ატირებული მიადგა სახლში მარიამს. მას მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა გაუკვირდა,ის თითქმის არასდროს ტიროდა და ცოტა შეეშინდა
-სალო,რა მოხდა?-შეშინებულმა ჰკითხა,როცა შიგნით შეიყვანა, დივანზე დასვა და წყალი მიაწოდა. კარგა ხანი მოთქვამდა და არაფერს ამბობდა. მარის ცოტაც და ნერვები უმტყუვნებდა,ჯერ ერთი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა,მერე მეორე,არაფრის დიდებით არ იწყებდა ლაპარაკს -იტყვი ბოლოს და ბოლოს რა მოხდა?-ბოლოს მაინც ვერ მოითმინა. სალომე ცოტა დამშვიდდა და ცრემლები ხელებით მოიწმინდა
-შოთიკოს დავშორდი-ამოისლუკუნა. მარის ეგონა მოესმა. სალომე ბიჭის გამო ტირის?შანსი არაა.
-და ამის გამო ტირი?-გაოცებულს გაეცინა
-ხელი გამარტყა!- პირდაპირ მიახალა და მარის სიცილი სახეზე შეახმა
-რააა?-აღშფოთებულს აღმოხდა
-ხო,ისევ რაღაცაზე გამიჭედა,მე უკვე ვერ მოვუთმინე ,გავლანძღე და მეთქი გშორდები.ერთმანეთს ვუყვიროდით და ამ ყვირილში,ვერც გავიაზრე ისე ვიგრძენი მისი მწარე ხელი-თქვა და ისევ ატირდა-მერე გავფსიხდი და ჭიქა ვესროლე,მილიმეტრებით ასცდა-სლუკუნით ყვებოდა-პროსტა ასე არასდროს არავის დავუმცირებივარ-ტირილით აგრძელებდა.
-მაქსიმეს უთხარი?
-გაგიჟდი? მაგას არ გავრევ ამ ამბავში.არ მინდა ვიღაც იდიოტის გამო შარსი გავხვიო და გთხოვ შენც არაფერი არ წამოგცდეს-ისევ ცრელმები წამოუვიდა.
მარის მისი ხელები ეჭირა და ხანდახან გასამხნევებლად მაგრად უჭერდა. არაფერი უთხრა სანამ არ დამშვიდდა. მერე,თვითონაც ვერ მიხვდა ისე წავიდა სამზარეულოში და როდინდელი ნაჩუქარი ვისკი გამოიტანა და თან ორი ჭიქა გამოაყოლა
-მე სასმელთან ცუდად ვარ იცი შენ,მაგრამ ახლა ეს შენ ძალიან გჭირდება და მოდი, დავლიოთ-უთხრა და ვისკი ჭიქებში ჩამოასხა.სალომემ სახე ხელებით შეიმშრალა და ჭიქა აიღო. მოეწონა ეს იდეა.არც დაფიქრებულა ისე გადაკრა ერთი ჭიქა ბოლომდე.სასმელმა ყელი ჩაწვა და შოკოლადი მიაყოლა. მარიმაც მას მიბაძა და პირველი ჭიქა ბოლომდე დალია. მთელი შიგნეული აეწვა.ამაზე მწარე არასდროს არაფერი გაუსინჯავს.მანაც შოკოლადის ფილა აიღო და გემრიელად დააყოლა. ერთს მეორე ჭიქა მოყვა,მეორეს მესამე და ასე გამოცალეს მთლიანი ბოთლი.თან შიგადაშიგ დეპრესიულ კომენტარებს აკეთებდნენ,სალომე ძირითადად კაცების ლანძღვით იოხებდა გულს და მართლა შველოდა. მარიამისთვის 2 ჭიქაც საკმარისი იყო დასათრობად და ამ ვისკმა სასწაულები დამართა.თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. სევდა შემოაწვა და გულიდან ლოდის მოხსნა მასაც უნდოდა,როცა სალომემ კაცების ლანძღვა დაიწყო.
-მეც მიყვარდა ერთი-წარმოთქვა ლუღლუღით-ცალმხრივად-დაამატა მერე,თან ენა ებმეოდა-ის ყველაზე კარგი იყო და არის-თქვა და ცრემლები წამოუვიდა.სალომეს,მიუხედავად იმისა რომ მთვრალი იყო,ამის გაგონებაზე თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა.რას წარმოიდგენდა მარიამს ვინმე თუ უყვარდა,თან ცალმხრივად და მითუმეტეს მას ეს მისთვის არასდროს უთქვამს-მთელი ეს დრო მისი სიყვარული დიდ ლოდად მაწევს გულზე და თან სინდისიც მაწუხებს,უთქმელობა მტანჯავს-ძლივსძლივობით ლაპარაკობდა-მე...მე, მათე ბიწაძე მიყვარს-დაასრულა სათქმელი და ჭიქაში ჩარჩენილი რამდენიმე წვეთი სასმელი დალია და ჭიქა უღონოდ დადო მაგიდაზე.ამის გაგონებისას სალომეს ჭიქა გაუვარდა ხელიდან,პირი ბოლომდე დააღო და თვალები იმაზე მეტად გაუფართოვდა,ვიდრე ეს შესაძლებელი იყო
-ჩემი მათე?-იმანაც ძლივსძლივობით ჰკითხა.მარის პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა,უბრალოდ თვალებდახუჭულმა თავი უაზროდ დაუქნია თანხმობის ნიშნად და ხელები უღონოდ ჩამოყარა-შენ....შენ..ეს როგორ დამიმალე?-განწირულმა წამოიყვირა სალომემ და ფეხზე წამოხტა.მარის პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა,რადგან გრძნობდა რომ ითიშებოდა. სალომე შოკში იყო.ბოლოს გონზე მოვიდა და
-ყველაზე დამპალი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ-გაავებულმა დაუყვირა სალომემ და უკვე საერთოდ აღარ ეტყობოდა რომ მთვრალი იყო,თითქოს გამოფხიზლებულიყო-ვაიმე,ვერ გიტან,მეზიზღები-ტირილით წამოისროლა ღვარძლიანი სიტყვები და ელვის უსწრაფესად გავარდა მარიამის სახლიდან.
მარიამი საშინელ ტკივილს გრძნობდა. სალომეს გასვლა და ცრემლების ნიაღვარი ერთი იყო.თითქოს ისიც გამოფხიზლდა და გამწარებულმა ჭიქა კედელს შეანარცხა.
მასაც ეზიზღებოდა საკუთარი თავი.

დილით თავი უსკდებოდა. ყველაზე საშინლად გრნობდა თავს.კიდევ კარგი შაბათი იყო და სამსახურში არ მიდიოდა. მტკივანი თავი და გუშინდელი სიმართლე ერთიანად აწუხებდა. იცოდა,სალომე რომ გაბრაზდებოდა,მაგრამ ასეთი სიტყვები რატომ უთხრა? თუ უბრალოდ სასმლის ბრალი იყო? აუცილებლად ნახავს და დაელაპარაკება,როცა დამშვიდდება და ყველაფერს აუხსნის.არ უნდა რაღაცები არასწორად გაიგოს და თავისებური დასკვნები გამოიტანოს.ყველაფერი ასე ერთი შეხედვით და ზედაპირულად ნამდვილად არაა,როგორც მან გაიგო
შხაპი მიიღო. გაემზადა და სალომესთან წავიდა. კარი მაქსიმემ გაუღო. მარიამის დანახვა დილიდანვე, ძალიან გაუხარდა და ბედნიერმა გადაკოცნა. არ გამორჩენია მისი ნანერვიულები სახე და თავადაც მოიღუშა
-რამე მოხდა?-თბილად ჰკითხა
-რაღაცაზე ვიჩხუბეთ მე და სალომემ და განვიცადე-მოკლედ უთხრა-თავის ოთაშია?-თავით სალომეს ოთახისკენ მიანიშნა
-კი,ჯერ არც გამოსულა ოთახიდან, წევს,მაგრამ ღვიძავს
-მე შევალ მაშინ ხო?-უთხრა და მისი ოთახისკენ წავიდა.
სალომე ლოგინში იწვა და ტელეფონში ათვალიერებდა სოციალურ ქსელს.კარის ხმაზე ტელეფონს თვალი მოწყვიტა და იქეთკენ გაიხედა.მარიამის დანახავაზე წარბები გაბრაზებულმა შეჭმუხნა და ტელეფონი ლოგინზე დააგდო
-აქ რას აკეთებ?-აგრესიულად ჰკითხა და ლოგინზე წამოჯდა
-შენთან სალაპარაკოდ მოვედი და მანამდე არ წავალ სანამ არ მომისმენ-მტკიცე ხმით მიუგო მარიამმა
-ოღონდაც ახლა შენი გრძნობები არ აღმიწერო,რასაც ჩემი შეყვარებულის მიმართ განიცდიდი- სიტყვა ,,ჩემი’’ განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა და ირონიულად გაუღიმა
-არაფრის აღწერას არ ვაპირებ-დაღლილმა მიუგო და იქვე პუფზე ჩამოჯდა-მინდა ყველაფერი აგიხსნა რა როგორ იყო და არ მინდა ჩემზე უაზროდ ბრაზობდე. ამ ინციდენტის გამო არ მინდა ერთმანეთს ვეჩხუბოთ და გადავემტეროთ-გულუბრყვილოდ უთხრა და ხმა აუკანკალდა- მათე შენზე ადრე მომეწონა, ანუ ვგულისხმობ იმას,რომ სანამ თქვენ გაიცნობდით ერთმანეთს და მითუმეტეს შეყვარებულები გახდებოდით,ეს ყველაფერი მანამდე მოხდა. ძალიან მომეწონა. არ დავიწყებ დეტალებში ახსნას რას ვგრძნობდი მის მიმართ,უბრალოდ ერთს გეტყვი,რომ პირველად მოხდა რომ ადამაიანმა ასეთი გრძნობები გამოიწვია ჩემში,მაგრამ შენ იცი რომ ასეთი რამეები ჩემთვის ძალიან უცხო იყო და არის,ამიტომ არ გავამჟღავნე არაფერი,არც შენ გითხარი არაფერი,რადგან ზუსტად ვიცოდი რომ მასთან არაფერი გამომივიდოდა და ცალმხრივი გრძნობით მომიწევდა ტანჯვა,ამიტომაც გავჩუმდი.მერე მითუმეტეს,როცა თქვენი ამბავი გავიგე-ხმა ისევ უკანკალებდა- იქვე დავასამარე ჩემი გრძნობები და ყველანაირად ვეცადე გულიდან ამომეგდო-ძლივს დაასრულა მონოლოგი
-მერე გამოგივიდა?-არანაირი თანაგრძნობა არ იყო სალომეს ხმაში.მარიამმა დაბნეულმა შეხედა,უცებ კითხვის არსს ვერ მიხვდა,მაგრამ რომ დაფიქრდა და გაიხსენა როგორც დაასრულა მონოლოგი,მიხვდა კითხვა რასაც გულისხმობდა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა

-მგონი-ხმადაბლა გასცა პასუხი. სალომეს ცინიკურად ჩაეცინა და არაფერი უთხრა- სალო, გთხოვ რა,ამაზე არ უნდა ბრაზობდე-მუდარით უთხრა
-რეებს მეუბნები? აბა ტაში დამეკრა? თან არაფერი მითხარი. ჯერ ერთი ის რომ,ვიღაც მოგეწონა და ეგ დამიმალე,თან მაშინ ხომ არ ვიყავით მე და მათე შეყვარებულები? მაშინ რატომ არ მითხარი? მე შენი მეგობარი არ ვიყავი? თუ მხოლოდ შენ უნდა გცოდნოდა ყველა ჩემი საიდუმლო და მე შენი არაფერი?
-ვერ ვთქვი, მართლა. მე მსგავს რამეებს მიჩვეული არ ვარ და იმის ხმამაღლა თქმა,რომ ვიღაც მომწონდა, ვერ შევძელი,ძალიან უცხო იყო ეს ჩემთვის. მერე მითუმეტეს ვერ გეტყოდი,როცა შეყვარებულები გახდით,რატომ უნდა დაგვძაბვოდა ამის გამო ურთიერთობა ან მე და შენ ან შენ და მათეს? გადავწყვიტე ჩემთვის,ჩუმად ვყოფილიყავი და არც ვნანობ არაფერს-ერთხანს ორივე გაჩუმდა. სალომე ჩაფიქრებული იყო და ვერავინ გამოიცნობდა იმ წუთას რაზე ფიქრობდა.მარიამი კი ელოდებოდა როდის ეტყოდა რომ შერიგდნენ,ყველაფერი რიგზეა და ამით მორჩებოდა ეს ამბავი და ყველაფერს წარსულში დატოვებდნენ
-მე მაინც მწყინს,რომ არ მენდე და დამიმალე ეს ამბავი-მაინც თავისას მიაწვა სალომე,მაგრამ თითქოს მაინც დანებდა
-მოდი დავივიწყოთ რა. ახლა არც თქვენ ხართ შეყვარებულები და მეც არ ვარ მათეს მიმართ ისე განწყობილი,როგორც მაშინ. მოვრჩეთ კარგი?-თხოვნით უთხრა
-არ ვიცი,მოვიფიქრებ- ბოლომდე მაინც არ გატყდა სალომე,სხვათაშორის უთხრა და მზერა აარიდა.
-კარგი,წავალ მაშინ მე და გთხოვ ნუ გაბრაზდები ჩემზე-უთხრა და გმაოვიდა. მაქსიმე მოუთმენლად ელოდებოდა მისაღებ ოთახში,როდის გამოვიდოდა მარიამი
-ჰა,შერიგდით?-დაინახა თუ არა ეგრევე ჰკითხა და ფეხზე წამოდგა
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა მოწყენილმა- ვნახოთ როგორ გადაწყვეტს,ახლა მარტო დავტოვე,იფიქროს კიდევ ცოტა ხანს
-და ეგეთი რა იჩხუბეთ კი მაგრამ დაფიქრება რომ სჭირდება?-გაეცინა მაქსიმეს,რადგან ვერ წარმოედგინა რამე სერიოზულზე რაზე უნდა ეჩხუბათ ამ ორს
-ჩვენნაირებსაც ემართებათ მსგავსი რამ-მხრები აიჩეჩა-წავალ ახლა მე, სახლში მაქვს რაღაცები გასაკეთებელი და მირჩევნია მალე მოვრჩე
-მარიამ-იდაყვზე ხელი მოკიდა და თავისკენ შემოაბრუნა კარებისკენ წასული მარიამი-შენთან ერთი თხოვნა მაქვს, ნუ შენთან მოსვლას და ისე დააპარაკებას ვაპირებდი,მაგრამ რადგან აქ ხარ ბარემ გკითხავ-მარიამმა ინტერესიანი მზერა მიაპყრო-მომავალ კვირას, მეგობრები ვიკრიბებით ბარში,ყველა იქნება ვიღაცასთან ერთად და შენ რომ გთხოვო წამოყოლა ძალიან გამიბრაზდები?-ხმადაბლა კითხა მაქსიმემ და თან საწყალი სახე მიიღო
-წამოგყვე რა სტატუსით?როგორც ვიცი მანდ ცოლებთან,შეყვარებულებთან ან ნაშებთან ერთად მიდიან ხოლმე და მე ამ სამიდან რომელიმეს მივეკუთვნები?-ღიმილით,წარბაწეულმა ჰკითხა. მაქსიმე უცებ დაიბნა. ცოლი არ იყო, არც შეყვარებული... ჯერჯერობით, ნაშას წოდებას კიდევ მარიამს ვერასდროს აკადრებდა, რა სისულელე იყო
-როგორც მეგობარი-უცებ მოძებნა გამოსავალო
-და დაიჯერებენ შენი მეგობრები რომ ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ?
-და რა, მართლა ასე არაა? მაგათმა რომც არ დაიჯერონ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია ჩვენ ვიცით ვინც ვართ ერთმანეთისთვის
-კარგი,წამოგყვები,მაგრამ სალომეს არ ვუთხრათ?-ძალიან ხმადაბლა ჰკითხა-არ მინდა მასთან ამის გამოც დამეძაბოს ურთიერთობა
-მე მაინც მგონია,რომ ჯობს ჩვენი საიდუმლო იყოს-გაუღიმა და თვალი ჩაუკრა
-ოჰ,ეს საიდუმლოები მე კარგს არაფერს მომიტანს-ამოიოხრა მარიამმა-კარგი,შემეხმიანე რა დროს გავალთ-ისევ ჩუმად უთხრა და მაქსიმეს დაემშვიდობა.
***
სალომესგან არაფერი ისმოდა.მარიამი კი ძალიან განიცდიდა. გაურკვევლობა ნერვებს უშლიდა. ერთი სული ჰქონდა სალომე როდის შეურიგდებოდა,მაგრამ ის დუმდა. მარიამიც აღარ მისულა მასთან,ზედმეტად რომ არ გაეღიზიანებინა. ამასობაში კვირაც მოვიდა და მაქსიმესთან ერთად ბარში წავიდა. სალომე მაინც ედარდებოდა,თან ეს ბარში წასვლაც ეხამუშებოდა,ერთი ფაქტორი სალომე იყო და მეორე, მაქსიმეს მეგობრები. მიუხედავად ამ ნერვიულობისა, ბარში საღამომ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. მაქსიმეს მართლა ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა და არც ერთი წამით არ უგრძვნია უხერხულობა მაქსიმეს გვერდით. მაქსიმეს ერთი სული ჰქონდა როდის მოაბრუნებდა მარიამს მისკენ.ძალიან უნდოდა მასაც იმავე გრძნობებით ეპასუხა მისთვის,რასაც თავად განიცდიდა მის მიმართ,მაგრამ არადა არ დგებოდა ეს დრო.
-მადლობა რომ გამომყევი- სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა და მარიამს მიუბრუნდა-ძალიან ბედნიერი ვარ ამ საღამოს-გაუღიმა და ლოყაზე მიეფერა.მარიამს უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა
-არაფრის, მართლა კარგი საღამო იყო
-ახლა ერთი რამე ისე ძალიან მინდა,ისე ძალიან,რომ თავის შეკავება მიჭირს,მაგრამ ვიცი ამ საქციელს რაც მოჰყვება და ამიტომ თავს ვიკავებ- ხმადაბლა ეჩურჩულებოდა,თითქოს ვინმე გაიგებდა
-მაშინ არ უნდა გააკეთო თუ იცი რომ ცუდი შედეგები მოჰყვება-გაუღიმა მარიამმა და მხრები აიჩეჩა
-სასტიკად მექცევი- ამოიწუწუნა მაქსიმემ-და მტანჯავ-მარიამს თვალები გაუფართოვდა- ოდესმე გახდები ჩემი შეყვარებული?-ნაღვლიანმა ჰკითხა
-მე არაფრის პირობა არ მომიცია მაქსიმე-მანაც ნაღვლიანმა უპასუხა -მეც არ მინდა ჩემს გამო ვინმე დაიტანჯოს,მითუმეტეს შენ-უთხრა და თვალებში ჩააჩერდა
-არ მაინტერესებს როგორი შედეგები მოჰყვება,ახლა ეს რომ არ გავაკეთო,ამ საღამოს დარდი გადამიყოლებს -უთხრა თუ არა ეგრევე დაეწაფა მის ტუჩებს და ძალიან ნაზად აკოცა. მარიამს მოულოდნელობისგან რა გაეკეთებინა აღარ იცოდა. კოცნამ სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა,ეს მისთვის პირველი იყო და რაღაც უცნაურს განიცდიდა.მაქსიმე ძლივს მოსწყდა მის ტუჩებს-მაპატიე,მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა,სხვა შემთხვევაში, ამას ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი-მოშორდა თუ არა ეგრევე უთხრა. მარი ჯერ კიდევ ნირვანაში იყო,კოცნით გაბრუებული და არც ჩხუბის თავი ჰქონდა და არც არაფრის
-ღამე მშვიდობის მაქსიმე-ლუღლუღით უთხრა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან. მაქსიმემ ბედნიერმა ამოიოხრა და მანქანა დაძრა.

იმ საღამოს შემდეგ ის და მაქსიმე არ შეხმიანებიან ერთმანეთს. მარიამს სრცხვენოდა და ვერაფრით დაელაპარაკებოდა მას, მაქსიმე კიდევ სპეციალურად არ ურეკავდა,რადგან არ უნდოდა თავი მოებეზრებინა თავისი გრძნობებით.

სალომეც ისევ დუმდა.
მისი დაბადების დღე მოახლოვდა.
მარიამი არც დაფიქრებულა წავიდოდა თუ არა, მისგან დაპატიჟებას არ ელოდა,რადგან ეგ არასდროს სჭირდებოდათ. საჩუქარი შეურჩია და ბინაში დაადგა.
ჯერ ადრე იყო და სტუმრები არ ჰყავდა, თუმცა მაქსიმე სახლში დახვდა. მორიდებით მიესალმა მხოლოდ და თავი აარიდა,სალომესკენ წავიდა მისალოცად
-გილოცავ-მოკლედ მიულოცა და საჩუქარი გადასცა
-მადლობა-თითქოს ჩვეულებრივად უპასუხა სალომემ,არაფერი ეტყობოდა ბრაზის-ჩემი საყვარელი სუნამო-გაეღიმა სუნამოს დანახვაზე-იცი,რომ ეს ჩემთვის ზედმეტი არასდროსაა
-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ამ სიტუაციის გამო-ფრთხილად უთხრა-ამიტომაც სუნამოზე შევჯერდი
-ძალიან გამიხარდა,მართლა-სუნამო იქვე კომოდზე ჩამოდო- გამოვიცვლი და დავბრუნდები ახლავე-საძინებლისკენ წავიდა,მარიამმა ცოტა ამოისუნთქა,იგრძნო რომ ყინული ლღვებოდა და ესიამოვნა.თვითონ დივანზე ჩამოჯდა და დაელოდა სალომეს გამოსვლას
-არ მინდა იმ კოცნის გამო თავი ამარიდო-მოესმა მაქსიმეს ხმა,რომელიც სამზარეულოდან გამოვიდა და მის წინ დაჯდა.მარიამმა შეშინებულმა სალომეს ოთახისკენ გაიხედა,ვაიდა არ მოდიოდეს და არ გაიგოც რაც ამან თქვაო
-ცოტა ხმადაბლა მაინც გეთქვა-ჩუმად უსაყვედურა- და აბა როგორ მოვიქცე?
-მაპატიე,გპირდები არ განმეორდება-ხელი გულზე მიიდო პირობის ნიშნად- შენი სურვილის გარეშე-ბოლოს დაამატა და გაუცინა. მარი გაწითლდა
-გთხოვ,არ გინდა რა-მუდარით უთხრა
-კარგი,ჰო,ვჩუმდები-ხელები დანებების ნიშნად ასწია-ხმას არ ამოვიღებ,მაგრამ გრძნობის დამალვაც არ შემიძლია და რა ვქნა?-მის გვერდით გადაჯდა,მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია და სიყვარულით ჩააჩერდა თვალებში-არასდროს მომბეზრდება გაგიმეორო რომ მიყვარხარ!-სევდიანი თვალებით ჩააჩერდა,თან ხელებზე ეფერებოდა
-ჩემს შეყვარებულთან არაფერი გამოგივიდა და ახლა ცდილობ ჩემს ძმასთან გააბა რომანი?მის ხარჯზე გინდა გატეხილი გულის გამთელება?-უეცრად მოისმა სალომეს ღვარძლიანი ხმა,რომელიც დოინჯშემორტყმული იდგა მათ უკან.მარიამი გაშრა,ხმა ვერ ამოიღო. მაქსიმეს ღიმილი სახეზე შეაშრა. გაოცებულმა ჯერ სალომეს შეხედავდა და მერე მარიამს,ბოლომდე ვერ გაეგო რა ხდებოდა
-რა ხდება სალომე?-მკაცრად ჰკითხა
-არ იცი?-ირონიულად გაეცინა-თურმე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემს შეყვარებულზე იყო ჩუმად შეყვარებული და მალავდა,წარმოგიდგენია? და ახლა ვიგებ რომ შენ ის გიყვარს
-მოიცა,მოიცა- ხელი აუწია გაჩერების ნიშნად- მარიამს და შენ ერთი კაცი გიყვარდათ?-ახლა გაიაზრა რაც სალომემ თქვა,მანაც დაუდასტურა ვარაუდი.მაქსიმეს სიმწრისგან გაეცინა-ვახ, აქ რა ამბები ყოფილა ხედავ?-თავისთვის ჩაილაპარაკა. მარიამი ჩუმად იჯდა და ხმას ვერ იღებდა,თავსაც ვერ იმართლებდა,სალომემ მწარე სიმართლე გაამხილა მაქსიმეს წინაშე და მას მთელი ძალით შეაჯახა.ვერ იცნო ის სალომე,რომელიც ამ წუთას მის წინ იდგა,ბოღმიანი და ღვარძლიანი,რომელმაც დაუნდობლად გაამხილა მათი საიდუმლო
-ჩემსა და მაქსიმეს შორის არაფერი ხდება ისეთი, რამაც შეიძლება შეგაშფოთოს,შეგიძლია მშვიდად იყო-ძლივს ამოიღო ხმა და სალომეს მიმართა-რაც შეეხება შენს ნათქვამს, არ იყო საჭირო ასეთი უხეში ფორმით ამის აფიშირება. შეგეძლო უბრალოდ გაბრაზებულიყავი რაც მოისმინე იმისგან,გაგელანძღე,მაგრამ ეს რატომ თქვი?-სასოწარკვეთილი იყო მარიამი,რადგან მიხვდა ამ სიმართლით მაქსიმეს გული როგორ ეტკინა და უნდოდა ამ წამს გამქრალიყო მათი სახლიდან და მათ წინაშე არ მდგარიყო
-რამე არასწორად ვთქვი?-საერთოდ არ ეტყობოდა სალომეს,რომ ნათქვამს ნანობდა
-კი,არასწორად თქვი. მე არ ვცდილობ გატეხილი გულის ვინმესთან გამთელებას და ვინმეს გრძნობებით თამაშს-ახლა ძალიან გაბრაზდა.მაქსიმე ჩუმად იჯდა და ამ ორს უსმენდა. არ ეგონა მარიამს ვინმე თუ უყვარდა,მან ხომ უთხრა რომ არავინ ჰყვარებია არასდროს,რატომ მოატყუა? ძალიან ცუდად გრძნობდა თავს-ძალიან სასტიკად მოიქეცი. ახსნასაც აღარ ვაპირებ არაფრის,რაც გინდა ის იფიქრე-ძალიან მოეშალა ნერვები-მაქსიმე,შენ კიდევ მაპატიე, არ მინდოდა ის გაგეგო,რაც საერთოდ არ იყო არავის საქმე,თან ასეთი ფორმით-შეწუხებულმა უთხრა,მერე თავის ჩანთას ხელი დაავლო და უკამოუხედავად გავარდა მათი სახლიდან და დატოვა დაბოღმილი სალომე და განადგურებული მაქსიმე.


ცრემლები თავისით გადმოსცვივდნენ. არ უნდოდა, მართლა არ უნოდა ეტირა,მაგრამ მისდა უნებურად მოხდა. დაიღალა ყველასთან რაღაცის ახსნით და მტკიცებით. მორჩა! არავისთვის არაფერი აქვს ასახსნელი და ბოდიშსაც არავის მოუხდის. ერთადერთი მაქსიმე ეთანაღრება, მიხვდა რომ გული ძალიან ეტკინა და თავს ცოტათი დამნაშავედ გრძნობს მის მიმართ. როცა ნახავს პატიებას მაინც სთხოვს, ის არ იმსახურებდა ასეთ სიმართლეს.
იმ დღეს არაფრის თავი არ ჰქონდა საერთოდ. სახლში გადაღლილი მივიდა,როგორც ფიზიკურად,ასევე სულიერად. უბრალოდ დაწვა და დაიძინა. ბევრი არ უფიქრია არაფერზე.
მეორე დღეს მაქსიმე მივიდა მასთან.
მის მისვლას არ ელოდა,რატომღაც იფიქრა, რომ გუშინდელის მერე მასთან ურთიერთობა არ მოუნდებოდა.ერთ ხანს გაშტერებული უყურებდა
-არ შემომიშვებ?-ღიმილით ჰკითხა მაქსიმემ
-შემოდი-კარებში გამოატარა და დაინტერესებული გაჰყვა უკან -იმედია შენც არ უნდა წამომაძახო რომ საშინელი ადამიანი ვარ- დაღლილმა უთხრა და ტახტზე ჩამოჯდა
-აშკარაა,რომ ცუდად მიცნობ-ისევ გაუღიმა და მის წინ დაჯდა - საშინელი ადამიანი ნამდვილად არ ხარ და ცუდია ეგრე თუ ფიქრობ
-მე მართლა არ მინდოდა ყველაფერი ეგრე გამოსულიყო,მაგრამ ჩემდაუნებურად მოხდა, მე რომ მათე მომეწონა...
-დეტალებში არ მომიყვე კარგი?-გააწყვეტინა უცებ-შენი საქმეა ვინ მოგეწონება და ვინ შეგიყვარდება და ამის გამო ვერავინ ვერ დაგადანაშაულებს,მითუმეტეს,რომ შენთვის, ჩუმად... გიყვარდა-ბოლო სიტყვა ძლივს წარმოსთქვა- და ამითი არავინ შეგიწუხებია და ხელი არავისთვის შეგიშლია. მე უბრალოდ ის მეწყინა,რომ მომატყუე,როცა მითხარი, რომ არავინ გიყვარდა
-ხომ ვერ გეტყოდი შენი დის შეყვარებული მიყვარდათქო?-ცოტათი აღშფოთდა
-არა,ამას არც ვითხოვ, მე უბრალოდ მერჩივნა მაშინ დადებითი პასუხი გეთქვა,რომ ვიღაც გიყვარდა და რომ უბრალოდ, უხეშად რომ ვთქვათ ჩემი საქმე არ იყო ვინ იყო ის ტიპი. ეს ვერსია უფრო უკეთესი იქნებოდა დამიჯერე. მე სულელს, მჯეროდა რომ შენი გულის მოგება უფრო გამოადვილდებოდა,რადგან შენი გული თავისუფალი იყო და შანსები უფრო მეტი მქონდა, ასე თითქოს იმედიანად ვიყავი,მაგრამ ახლა...-აქ უკვე დადუმდა,ვეღარ გააგრძელა
-მაპატიე,მაგრამ არ ვნანობ რომ დაგიმალე. საერთოდ არ მეგონა რომ ეს ამბავი ოდესმე ვინმეს განსახილი იქნებოდა,რადგან არასდროს ვაპირებდი ხმამაღლა ამის თქმას, რა ეშმაკი შემიჩნდა იმ საღამოს რომ დავლიე და სალომეს ვუთხარი არ ვიცი-შეწუხებული ლაპარაკობდა მარიამი
-უკან დახევას არ ვაპირებ!-კატეგორიულად წამოიძახა მაქსიმემ-ყოველ შემთხვევაში, მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ,რომ შენც იგივე იგრძნო ჩემს მიმართ,ასე ადვილად,ხელის გაუნძრევლად ვერ დაგთმობ, არ შემიძლია და მინდა რომ ამის საშუალება მომცე- მის გვერდით გადაჯდა,მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია და სიყვარულით ჩააცქერდა თვალებში-ძალიან მიყვარხარ-შუბლი მხარზე დაადო და ღრმად ამოისუნთქა-არ მინდა რომ ის ტიპი გიყვარდეს რა-სევდიანი ხმით ამოთქვა ბოლოს
-მაქსიმე...- მარიამმაც ამოიოხრა-ყველაზე ნაკლებად მინდა გული გატკინო,შენ ძალიან კარგი ხარ,ძალიან-ხელი მაგრა მოუჭირა თანაგრძნობის ნიშნად
-სალომესაც გადაუვლის და დალაგდებით რა- უცებ სალომეზე გადაერთო-ყველაფერი კარგად იქნება
-იმედია-ოხვრით უპასუხა
-ამ დღეებში სამსახურის მერე გამოგივლი და სადმე გავიდეთ. ხომ გამომყვები?-
-გამოგყვები-ღიმილით უპასუხა მარიამმა.

იმ დღეს კიდევ ცოტა ხანი დარჩა, რაღაც ფილმს უყურეს. ბევრი არ ულაპარაკიათ. ბოლოს, ამ დღეებში შეხვედრაზე შეთანხმებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

სამსახურიდან გამოვიდა და მანქანის სადგომისკენ წავიდა, მის მანქანასთან მდგარ მათეს რომ მოჰკრა თვალი. ყველას ნახვას იფიქრებდა აქ, მის გარდა.
-მათე გამარჯობა. აქ რას აკეთებ?-გაოცებული მიესალმა და პირდაპირ კითხვით მიმართა
-რომ გითხრა შენ გელოდებითქო დამიჯერებ?-გაეცინა-მართლა შენ გელოდები-დააყოლა ბოლოს,როცა მარიამი დაიბნა
-კარგი,გისმენ აბა, რა საქმე გაქვს ჩემთან? თუ სალომეზე გაინტერესებს რამე,მე არაფერი მაქვს სათქმელი-მხრები აიჩეჩა და ინტერესით მიაჩერდა
-არა, აქ სხვა რამეზე მოვედი. რაღაც გავიგე და მაინტერესებს სიმართლე თუა-თვალებში ჩააშტერდა-გავიგე რომ გყვარებივარ!-პირდაპირ მიახალა-მართალია?-ჰკითხა და ინტერესით დაელოდა როდის უპასუხებდა. მარიამს ელდა ეცა. ამან საიდან გაიგო? ახლა აქვე მოკვდება ნამდვილად. ოჰ, რა სირცხვილია.მგონი არავინ დარჩა,ვინც ეს ამბავი გაიგო.ერთხელ გადაყვება ამ ამბავს
-სა..საიდან მოიტანე?-ძლივს ამოილუღლუღა
-ანუ ტყუილია?
-ვინ გითხრა მეთქი?-ისევ გაუმეორა კითხვა და ხმას ცოტა სიმტკიცე შეეპარა
-სალომეს ერთ-ერთმა მეგობარმა,რომელსაც სალომემ გაუმხილა,რომ არ გაქვთ ისეთი ურთიერთობა,რადგან შენ მისი ყოფილი შეყვარებული გყვარებია და ამის გამო გიჩხუბიათ-ძალიან ჩვეულებრივად ჩამოურაკრაკა მათემ. მარიამს ენა ჩაუვარდა.ანუ სალომემ ამაზე სხვებთან ჭორაობაც დაიწყო? სადამდე დაეცა ეს გოგო?
-არავისთან არ ვაპირებ არაფრის გარჩევას მათე და ახლა მეჩქარება,უნდა წავიდე-უთხრა და მანქანის კარებისკენ წავიდა რომ ჩამჯდარიყო და სასწრაფოდ გასცილებოდა ამ ადგილს. გზა მათემ გადაუჭრა
-პასუხი ვერ გავიგე-არ ეშვებოდა
-მათე,სისულელეს მეუბნები.არაფერს არ ვგრძნობ შენს მიმართ და გთხოვ,მეორედ ეს აღარ გაიმეორო
-აბა სალომემ მოიგონა?-აღშფოთდა მათე
-ალბათ,არ ვიცი, ან იმ გოგომ ვინც ეგ გითხრა,მაგრამ სრული სისულელეა ეს-ანერვიულებული ცდილობდა როგორმე საპირისპიროში დაეჯერებინა
-კარგი-გაეღიმა მათეს-მაგას ახლავე გავარკვევ სისულელეა თუ არა-ამის თქმა და ტუჩებზე კოცნა ერთი იყო.მოულოდნელობისგან მარიამი წაბარბაცდა და ირგვლივ ყველაფერი დაუტრიალდა.უცებ გონს მოეგო,რაც ხდებოდა, ხელი ძლიერად ჰკრა და სილა გააწნა
-რამდენს ბედავ?-აკანკალებულმა დაუყვირა-რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს? მსგავსი რამ კიდევ რომ გაიმეორო,გეფიცები არ ვიცი რას ვიზამ-ტუჩებზე მთელი ძალით ისვამდა ხელს და თან უყვიროდა
-კარგი,დაწყნარდი, არაფერი ისეთი არ მომხდარა-მის დამშვიდებას შეეცადა მათე
-არ მომეკარო და აღარასდროს არ შემხვდე სადმე გესმის?აქედან წადი მათე-ცრემლები წამოუვიდა
-ბოდიში მარიამ, მართლა ვწუხვარ. მაპატიე-შეწუხებულმა უთხრა
-წადი გთხოვ,წადი-ამოისლუკუნა და ცრემლები მოიწმინდა. მათეს მეტი აღარაფერი უთქვამს,ნაღვლიანად შეხედა და უკანმოუხედავად წავიდა. აშკარად ნანობდა საქციელს.მარიამი ისევ ერთ ადგილას იდგა და განძრევის თავი არ ჰქონდა,იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა
-რა შთამბეჭდავი სანახაობა იყო-გვერდიდან ხმა მოესმა,თავი ისე სწრაფად გაატრიალა,ეტკინა
-მაქსიმე...
-ხო,ვიცი,ეს ის არ არის რაც მე მგონია- გვერდით მიუდგა-ყველაფერი თავიდან ბოლომდე ვნახე და მოვისმინე,ამიტომ ზუსტად ისეა,როგორც მგონია- უცებ გაუღიმა და ცრემლები მოსწმინდა-წამო,აქ ნუ ვილაპარაკებთ-ირგვლივ მიმოიხედა და მანქანაში ჩასვა. მარიამთან წავიდნენ სახლში.
ჩაი გაამზადა და სამზარეულოში მაგიდას მიუსხდნენ. ცოტა ხანი ხმას არც ერთი არ იღებდა. მაქსიმე ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან და თან შაქარს ურევდა ჩაიში.
-რა იგრძენი?-უეცრად ჰკითხა მაქსიმემ,კოვზი თეფშზე დადო და მარიამს თვალებში ჩააჩერდა.
-ვერ მივხვდი
-რომ გაკოცა რა იგრძენითქო-უფრო დაუკონკრეტა.მარიამი გაჩუმდა
-თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა და როცა გავიაზრე, საშინელი ზიზღის გრძნობა დამეუფლა-სრულიად გააზრებული პასუხი გასცა,არაფერს აჭარბებდა,სიმართლეს ეუბნებოდა
-ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვისმინე და ვნახე, ვიცი ცუდად მოვიქეცი,რომ არ მოვედი ეგრევე,მაგრამ ინტერესმა ძალიან მძლია. რომ გაკოცა, მინდოდა მოვვარდნილიყავი და ძვლები დამემსხვრია,მაგრამ ჯერ ერთი, მე არ მქონდა ამის უფლება,რადგან ჯერ შენთვის არავინ ვარ და მეორე, კოცნის შემდგომი შენი მოქმედება ძალიან მაინტერესებდა და საბოლოოდ მომეწონა კიდეც-ბოლოს გაეცინა
-თავი ძალიან დამცირებულად ვიგრძენი რომ მაკოცა. ჯერ იმ ყველაფრის გამო,რის საკითხავადაც მოვიდა და ბოლოს ეს კოცნა,მთლად პიკი იყო-გულწრფელად შეწუხებული იყო მარიამი-საშინელება იყო,რომელიც მინდა რომ არასდროს განმეორდეს-დარწმუნებით ჩაილაპარაკა.მაქსიმეს ამაზე გაეღიმა
-მე გაძლევ პირობას,რომ ეს ვეღარ განმეორდება- მასთან მივიდა და ფეხზე წამოაყენა-ახლა უნდა წავიდე და ამ დღეებში დღევანდელი ჩაშლილი გასეირნება გამოვასწოროთ,მანამდე კი...-თვალებში ჩააჩერდა და მაცდურად გაუღიმა,მერე ძალიან ნელა და ძალიან ნაზად აკოცა ტუჩებში- დღეს თავს არ ვაპატიებდი მხოლოდ მისი კოცნა რომ გხსომებოდა და საერთოდაც-დაამატა ბოლოს,არ მინდა ჩემს გარდა ვინმეს კოცნა გახსოვდეს-კიდევ ერთხელ აკოცა და არაფრის თქმა არ აცადა ისე გაუჩინარდა მისი სახლიდან.
მარიამი კი დატოვა სასიამოვნოდ გაბრუებული.



სალომესგან ისევ არაფერი ისმოდა. არც მარიამს შეუწუხებია თავი მისი მოკითხვით,მითუმეტეს რომ მასზე ძალიან გაბრაზებულია მისი ბოლო დროინდელი ქცევების გამო და სულაც არ თვლის რომ იქეთ აქვს უკვე რამე საბოდიშო. ის ამ დონემდე არასდროს დაეცემოდა,სალომეს რომ მსგავსი რამ შემთხვეოდა. ყველას საჭორაოდ არ გაუხდიდა,რომ მის დაქალს მისი შეყვარებული უყვარდა, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო. არ ესმოდა სალომესი ამ შემთხვევაში და არც ცდილობდა გაეგო.
1 კვირის შემდეგ მაქსიმე და მარიამი პიკნიკზე წავიდნენ. ძალიან თბილი და მზიანი ამინდი იყო. ტრიალ მინდორზე,ერთი დიდი ხე იდგა და მის ქვეშ, ჩრდილში გაშალეს პლედი და სასუსნავები დააწყვეს. მარტო იყვნენ,ირგვლივ არავინ არ იყო,რაც საოცრად მშვიდ გარემოს ქმნიდა.
-მომწონს აქ-ბედნიერმა მიმოიხედა ირგვლივ მარიამმა-სულ მინდოდა ასეთ ადგილას პიკნიკი-ცოტათი აჟიტირებულიც კი იყო
-ბედნიერი ვარ რომ შემიძლია რაღაცით გაგახარო-გაუღიმა და სახეზე მიეფერა.მარიამს კანი დაეხორკლა. ამ ბოლო დროს მაქსიმეს შეხება რაღაც სასიამოვნოდ უცნაურს მართებს ,რასაც ვერ ხსნის
-აქ შემიძლია მთელი დღე ვიყო და პრობლემებზე საერთოდ არ ვიფიქრო.განტვირთვისთვის კარგი ადგილია-ამოიოხრა და ხეს მიეყუდა ზურგით.მაქსიმე პლედზე გაწვა, თავი მარიამს მუხლებზე დაადო და ცისკენ მიაპყრო თვალები.ცოტა ხანს,ორივე ჩუმად იყო და გარემოთი ტკბებოდნენ.
-ჩემთვის კიდევ სულ ერთია სად ვართ,მთავარია რომ შენ ხარ ჩემს გვერდით-არ განძრეულა ისე უთხრა-მე შენთან ვარ მშვიდად და ძალიან მინდა,რომ შენც ეგრე იყო მომავალში-მისი ცალი ხელი აიღო და ჩაიხუტა.ასე იწვა კარგა ხანს. მარიამი თმაზე ეფერებოდა და ოდნავ ეღიმებოდა
-ეს მეც მინდა-ძალიან ჩუმად ამოილუღლუღა
-ხოდა, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული-აშკარად ესიამოვნა მარიამისგან პატარა ინიციატივა. მარიამმა არაფერი უპასუხა, უბრალოდ ჩაფიქრდა
-ვერც კი წარმოიდგენ,ისე მინდა ყველაფერში პირველი შენთვის მე ვიყო-გულს ამოაყოლა ეს სიტყვები-ამაზე რომ ვფიქრობ ხოლმე,ტანში ჟრუანტელი მივლის.
-რა გინდა, პირველი კოცნის, პაემნის, პიკნიკის ავტორი შენ ხარ-გაეცინა-და საერთოდ,პირველი ბიჭი ხარ ვისთანაც ასე ახლოს ვარ. მსგავსი ურთიერთობა არასდროს არავისთან მქონია.პირველი შემთხვევაა ეს.
-დიდი სურვილი მაქვს, შემდგომი კოცნების,პაემნების და პიკნიკების ავტორი ისევ მე ვიყო-ახლა მასაც გაცინა-მართალია,შენი პირველი სიყვარული მე არ ვიქნები,მაგრამ... -წამოჯდა და თვალებში ჩააშტერდა
-მაქსიმე...
-ამას გადავიტან როგორმე,მთავარი მომავალია-გაუღიმა და ისევ მიეფერა ლოყაზე.მარიამს ისევ დაბურძგლა
-მარიამ-ცოტა ხნის შემდეგ მიმართა- გახდი რა ჩემი შეყვარებული-მუდარა ისმოდა მის ხმაში.მარიამი შეცბა
-კი მაგრამ...
-ვიცი ახლა დაიწყებ რომ არ გინდა უსამართლოდ მომექცე და რომ ჯერ ადრეა რომ შეყვარებულები გავხდეთ,როცა შენ ჩემს მიმართ არ გრძნობ არაფერს, მაგრამ მარიამ, მე მინდა რომ ვცადოთ. ეს ყველაფერი კი კარგია,მაგრამ მინდა რომ ოფიცილურად ვიყოთ ერთად და ამის შესახებ ყველამ გაიგოს. გეფიცები, თუ მიხვდები რომ ჩემთან არ გინდა და რომ აუტანელია ჩემი შეყვარებულობა-აქ ოდნავ გაეღიმა-როგორც არ უნდა გამიჭირდეს, თავს დაგანებებ და ზედმეტად არასდროს შეგაწუხებ-ერთი ამოსუნთქვით მიაყარა. მარიამი დადუმდა. არ იცოდა რა ეპასუხა
-არ ვიცი მაქსიმე, ასე უცებ ამაზე როგორ დაგთანხმდე,ცოტა რთულია ჩემთვის
-ახლავე არ გამცე პასუხი. ზეგ მივდივარ ბათუმში, საქმეზე, 1 კვირით, ხოდა, რომ დავბრუნდები მაშინ მიპასუხე,კარგი?-მისი ხელები თავისაში მოიქცია და აკოცა-კარგად დაფიქრდი ოღონდ-სიცილით გააფრთხილა. გარეგნულად კი იცინოდა,მაგრამ შინაგანად გული ძალიან სწრაფად უცემდა,რადგან ეშინოდა მარიამის უარის და ამ შემხვევაში მართლა არ იცოდა რა როგორ იქნებოდა
-კარგი მაქსიმე-გაუღიმა-ვიფიქრებ... ძალიან ბევრს-დააყოლა ბოლოს- და მერე გაგცემ პასუხს.
პიკნიკის დღე,ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იყო ორივესთვის,რადგან ასე კარგად თავი ბოლო პერიოდის განმავლობაში არ უგრძვნიათ. ძალიან ბედნიერები დაბრუნდნენ სახლებში.
-რაღაც ამ ბოლო დროს გასვლებს ძალიან მოუხშირე და რაშია საქმე მაქსი?-სახლში დაბრუნებულ მაქსიმეს,სალომე სამზარეულოში მაგიდასთან მჯდომი დახვდა,რომელიც ყავას სვამდა და თან სელფებს იღებდა
-წესით, მაგას მე უნდა გეუბნებოდე იქეთ და არა შენ აქეთ-გაეცინა მაქსიმეს
-მარიამთან ერთად დადიხარ ხოლმე?-ვითომ სასხვათაშორისოდ ჰკითხა,არადა ინტერესი კლავდა თუ რატომ იყო ასეთი ბედნიერი თავისი ძმა
-დაკითხვას მიწყობ?-ღიმილით მიუახლოვდა, ჭიქა ააცალა და მისი ყავა მოსვა
-უბრალოდ მაინტერესებს-მხრები აიჩეჩა
-ვთქვათ და ასეა, მერე?
-ანუ მასთან ერთად ატარებ დროს და თურმე მაგიტომ არის დაკავებული ქალბატონი, სულ რომ არ შემეხმიანა?-ბრაზით წარმოსთქვა-ადრე ამიკლებდა ხოლმე,როცა ნაჩხუბრები ვიყავით რომ შევრიგებულიყავით და ახლა როგორც ჩანს სხვა რამეზეა გადართული -ტუჩები აიბზუა. მაქსიმეს გაეცინა სალომეს ეჭვიანობაზე
-ცდები დაო ჩემო-თითი აუწია და გააჩერა- მე არაფერ შუაში ვარ თქვენს ურთიერთობასთან.იქნებ შენით დაფიქრდე და მიხვდე რატომ არ შეგეხმიანა თავად მარიამი?
-იმიტომ,რომ ფეხებზე ვკიდივარ-ჩვეულებრივად ამოილაპარაკა
-ყოველთვის შენებურად რატომ ფიქრობ ხოლმე?-მისი დასკვნით შეწუხდა მაქსიმე
-ეგრეა და...-მხრები აიჩეჩა
-სალომე და არ გიფიქრია,რომ იქეთ უნდა მოუხადო ბოდიში მას?-ახლა დასერიოზულდა და წარბაწევით მიუგო
-კიდევ მე მაქვს მაგისთვის ბოდიში მოსახდელი?-შეშფოთდა
-რა,არ გაქვს?-კითხვა შეუბრუნა
-არანაირად!-იხტიბარი არ გაიტეხა
-სალომე,მომისმინე. ძალიან არ მინდა თქვენს ურთიერთობაში ჩარევა და იცი რომ ეგრე არც მოვიქცევი,მაგრამ შენ როგორც იქცევი,არაა სწორი. ხო,კარგი. მარიამმა დაუშვა შეცდომა,თუ ამას შეცდომა ჰქვია და შეუყვარდა შენი ყოფილი შეყვარებული. ამით მას არავისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია და შექმნილი სიტუაციის გამო თავადაც ძალიან წუხს და განიცდის. შენ როგორ მოიქეცი?-ადექი და ყველას თვალისდაუხამხამებლად მოუყევი თქვენ ორის საიდუმლო და მარიამი სხვების საჭორაო გახადე-თავადვე გასცა თავისივე შეკითხვას პასუხი- მოგწონს ეს საქციელი? არ თვლი,რომ ახლა იქეთ უნდა მოუხადო ბოდიში?-აშკარად გაღიზიანებული იყო მაქსიმე
-სისულელეს მეუბნები-თვალი აარიდა და ისე უპასუხა,რომ შეეტყო როგორ არ ესიამოვნა მაქსიმეს ნათქვამი სიმართლე.არ აღიარებდა,მაგრამ გულის სიღრმეში თავს დამნაშავედ მაინც გრძნობდა- და საერთოდ,მაქსიმე, არ მინდა მარიამს რომ ხვდებოდე-უთხრა რაც აწუხებდა
-არ მგონია,რომ მჭირდებოდეს შენთან მსგავსი რამეების შეთანხმება-მკაცრად უპასუხა
-მარიამი ჩემი მეგობარია და...
-არ აქვს მნიშვნელობა-სწრაფად გააწყვეტინა- მე შენს სასიყვარულო ურთიერთობებში არასდროს ჩავრეულვარ და არც შენ გიკითხავს ჩემთვის აზრი ოდესმე. ამის გარეშეც,როგორმე მე თვითონ გადავწყვეტ ვისთან დავამყარო ურთიერთობა და ამის ნებართვას არავისგან ავიღებ და გამონაკლისი არც შენ ხარ-მკაცრად მიუგო და არაფრის თქმა არ აცადა ისე გავიდა ოთახიდან.

საერთოდ არ ესიამოვნა სალომეს ძმის ტონი.გაბრაზებულმა ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო და ყავა გამწარებულმა მოსვა.


ზუსტად 15 დღე მოუწია ბათუმში ყოფნა მაქსიმეს. თითქმის ყოველდღე ურეკავდა და მოიკითხავდა მარიამს.უბრალოდ დღის ამბებს გაცვლიდნენ და მორჩა. ბევრს არ ლაპარაკობდნენ. არ უნდოდა მაქსიმეს, ფიქრში ხელი შეეშალა და ზედმეტად არ აწუხებდა,მაგრამ ყოველდღე რომ არ გაეგო მისი ხმა,ამის გარეშე არ შეეძლო.
მარიამიც თავისებურად ფიქრობდა მაქსიმეზე. ბოლო პერიოდში,კვირაში 2-3ჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ახლა მთელი 15 დღე იყო არ ენახა და გულის სიღრმეში ენატრებოდა.მასთან თავს ძალიან მშვიდად და კომფორტულად გრძნობს და აშკარად აკლია. არ იცის ამ გრძნობას რა დაარქვას. უკვე რამდენიმე თვეა,რაც ერთმანეთს ხვდებიან. 7 თვე გავიდა მას შემდეგ,რაც მაქსიმე სიყვარულში გამოუტყდა ა ამ ხნის მანძილზე,ბევრი მოგონება დაუგროვდათ. ყველა წამს იხსენებს მასთან გატარებულს და სასიამოვნოდ ეღიმება. ეს ბიჭი ნამდვილად ბედნიერებას ასხივებს,რაც ეს დღეებია ძალიან აკლია.
უყვარს? ამ კითხვას თავის თავსაც ხშირად უსვამს და დაზუსტებული პასუხი არ აქვს. განა ასე მარტივია შეყვარება? მაგრამ რატომ მარტივი? თუ მათეს შეყვარება ასე ზედაპირულად შეძლო, რატომ არ არის შესაძლებელი რომ მაქსიმე,რომელთანაც ასეთი სასიამოვნო და ძალიან დასამახსოვრებელი მომენტები გაატარა, შეყვარებოდა? რაღაც საოცარ გრძნობებს რომ იწვევს მასში,რომ აკლია,ენატრება და მასთან უნდა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? განა სიყვარულს სხვა რამ ახასიათებს თუ არა ეს გრძნობები? ალბათ ესეც სიყვარულის ერთგვარი ფორმაა.
არა,მეტი არ შეუძლია. რომ ჩამოვა მაქსიმე,აუცილებლად დაელაპარაკება და დადებით პასუხს გასცემს მის შემოთავაზებაზე. აუცილებლად გახდება მისი შეყვარებული და ძალიან ბედნიერი იქნება.
ამ ფიქრებში,სასიამოვნოდ ჩაეძინა მარიამს. მეორე დღეს მაქსიმე ჩამოდიოდა და ერთი სული ჰქონდა ენახა და პასუხი ეთქვა,რომელსაც ისიც, დარწმუნებული იყო სულმოუთქმელად ელოდებოდა.
დილით დადებითი ემოციებით დამუხტულმა გაიღვიძა.
კვირა იყო და არსად ეჩქარებოდა. სახლი დაალაგა,თავი მოიწესრიგა და ყავა გაიმზადა. ის იყო დივანზე დაჯდომას აპირებდა,კარზე ზარი დარეკეს.

-ასე ადრე ჩამოვიდა?-გაღიმებული წავიდა კარისკენ,მაგრამ ღიმილი სახეზე მიეყინა,კარებში სალომე რომ დაინახა.
-გამარჯობა-ჩვეულებრივად მიესალმა სალომე. მარიამმა უხმოდ შემოუშვა და კარები დაკეტა
-რამ შეგაწუხა?-ცოტა ირონიულად ჰკითხა
-რა იყო,გაღიზიანებს ჩემი დანახვა?-არც მან დააკლო
-უბრალოდ გამიკვირდა რომ მოხვედი,არ გელოდი-მხრები აიჩეჩა და დივანზე ჩამოჯდა.სალომემაც მას მიბაძა
-ბოლო დროს ურთიერთობა თითქმის არ გვაქვს და არ მომწონს ასე-დაიწყო სალომემ-შენც არ შემეხმიანე საერთოდ-მარის გაეცინა
-და რატომ არ გვაქვს ურთიერთობა?
-ორივემ დავაშავეთ-დამნაშავედ ჩაილაპარაკა
-მე არ ვთვლი,რომ რამე დავაშავე!-კატეგორიულად განაცხადა მარიამმა- მე შენი ბედნიერებისთვის ხელი არასდროს შემიშლია ჩემი გრძნობით და არც პრობლემები შემიქმნია არავისთვის.ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა,რომ შენ გაგიმხილე ეს და შენ კიდევ ყველას გაუმხილე-ბოლო სიტყვაზე ირონიულად გაეღიმა
-ვიცი და ბოდიშს გიხდი
-ჩემგანაც ელი ბოდიშს რადგან მათე მიყვარდა?
-მინდა რომ ეს ამბავი დავივიწყოთ და განვაგრძოთ სადაც გავჩერდით იქედან. ძალიან მაკლიხარ-ნაღვლიანად უთხრა
-თუ ეგრე გინდა...-მხრები აიჩეჩა-მაგრამ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ შენი საქციელების მერე-მაინც ვერ მოითმინა
-ვიცი და მინდა მაპატიო და შევრიგდეთ
-ყავას ხომ დალევ?-უთხრა და სამზარეულოსკენ წავიდა,რადგან იცოდა უარს არ იტყოდა
-რა თქმა უნდა-გაეღიმა

-მაქსიმე დღეს ჩამოდის-დაიწყო უცებ სალომემ და ყავა მოსვა
-ხო,ვიცი-უნებურად გაეღიმა
-თქვენ ორს რა ურთიერთობა გაქვთ?-ინტერესით ჩაეკითხა
-ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს-მოკლედ მოუჭრა
-უყვარხარ ხომ?-ლამის სუნთქვა დაავიწყდა სანამ პასუხს მოისმენდა,არადა იცოდა რომ უყვარდა
-კი-ჩუმად ჩაილაპარაკა- და უნდა შეყვარებულები გავხდეთ-მაინც უთხრა ბოლო შემოთავაზების შესახებ.სალომეს თვალები გაუფართოვდა
-რა? ეგ შემოგთავაზა?-გაოგნებული იყო
-ხო
-და შენ დათანხმდი?
-ჯერ არა
-ანუ?
-ანუ არ ვიცი რას ვიზამ-მხრები აიჩეჩა
-შენ რას გრძნობ მის მიმართ?
-მასთან ძალიან კარგად ვარ-გულწრფელად უპასუხა
-და გინდა რომ მასთან იყო?-სასოწარკვეთილმა ჰკითხა
-მინდა-დაზუსტებით უპასუხა
-ვაიმე-წამოიკივლა უცებ- არა რა, მე არ მინდა..თქვენ.. მერე მე და შენ.. აუ მარ, გეხვეწები რა,ეგ არ ქნა-არეულად დაიწყო ლაპარაკი-შენთვის ჩვენი მეგობრობა რამეს ნიშნავს?-ჰკითხა ბოლოს. მარიამი სალომეს რეაქციამ გააოგნა
-რა თქმა უნდა
-მერე? გინდა რომ მე დამკარგო? შენ და მაქსიმე თუ ერთად იქნებით, მე ვერ ვიქნები შენთან ისევ ისე,როგორც ადრე. არ შემიძლია. არ მინდა,არ ქნა რა ეგრე-ემუდარებოდა
-სალომე,რატომ გაქვს ასეთი საშინელი რეაქცია?-მართლა გაოგნებული იყო
-არ მინდა ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩემს ძმასთან რომ იყოს-საოცარი არგუმენტი მოიყვანა
-შენი ძმისთვის შეუფერებლად მიგაჩნივარ?-ირონიულად ჰკითხა
-არა რა თქმა უნდა
-აბა,გგონია რომ არ მიყვარს და უბრალოდ გატეხილი გულის გამთელებას მასთან ვცდილობ და გგონია მისი გრძნობებით ვითამაშებ?
-ცუდად იგებ მარიამ
-მე საერთოდ ვერ ვიგებ რატომ გაგაგიჟა ასე ამ ამბავმა
-არ მინდა და მორჩა-კატეგორიული იყო-თუ შენ მაქსიმეს დათანხმდები და მისი შეყვარებული გახდები, მე დამკარგავ
-ულტიმატუმს მიყენებ? პატარა ბავშვივით ხომ არ ჭირვეულობ?-გაბრაზდა მარიამი
-ახლა გამოჩნდება მართლა ჩემი მეგობარი იყავი თუ არა-ჩაისისინა სალომემ და მისი მანიპულირება სცადა
-მე რომ მაქსიმეს დავთანხმდე, ეს ჩვენს მეგობრობაზე არ უნდა აისახოს და ეს საერთოდ არაფერ კავშირში არაა ჩვენს მეგობრობასთან სალომე,ძალიან ართულებ ყველაფერს
-არაფერსაც არ ვართულებ.რატომ არ გესმის რომ არ მინდა თქვენ ერთად იყოთ?
-არ მესმის და არც მინდა გავიგო,თანაც სერიოზული არგუმენტი ვერ მოგყავს რატომ ხარ წინააღმდეგი. შენ როდესმე ვინმეს ეკითხებოდი აზრს ვინ შეგყვარებოდა და ვისთან ყოფილიყავი? რატომ გგონია რომ მე უნდა გავითვალისწინო ამ შემთხვევაში?-ცოტაც და იფეთქებდა,ნერვები საშინლად მოუშალა მისი არაადეკვატურობით
-ეს სხვა სიტუაციაა
-არა,ეს ჩვეულებრივი სიტუაციაა სადაც 2 ადამიანს მოსწონს ერთმანეთი
-ანუ აპირებ დათანხმდე ხო?
-არ ვიცი,მაგრამ ასეც რომ მოხდეს პრობლემას მართლა ვერ ვხედავ ამაში
-დაიმახსოვრე მარი, თუ შენ მას დათანხმდები, მე დამკარგავ და აწი შენ გადაწყვიტე როგორ მოიქცევი-დაუყვირა გამწარებულმა და გიჟივით გავარდა სახლიდან.
მოკლედ, პრობლემები არ ელევა. არადა როგორმა ბედნიერმა და იმედიანმა გაიღვიძა და ყველაფერი ჩააშხამა სალომემ.ყველაფრის მიუხედავად მაინც უყვარს და არ უნდა მეგობრის საბოლოოდ დაკარგვა,მაგრამ მაქსიმეს დაკარგვაც რომ არ უნდა? როგორ უნდა მოიქცეს? თავსატეხი გაუჩინა ახალი.
-რატომ არ შეიძლება ბედნიერება მეც მეწვიოს?-ოხვრით ამოთქვა. დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. არ ახსოვს ასე უძრავად რამდენ ხანს იჯდა და ფიქრობდა. მერე გონს მოეგო.ჭიქები სამზარეულოში გაიტანა და გარეცხა.
1 საათში ისევ ზარი იყო, 1 საათის წინანდელი ნანატრი ზარი.
ნაღვლიანი წავიდა კარებისკენ და გააღო თუ არა,ეგრევე ჩაეხუტა მაქსიმეს. მონატრებამ სძლია და თავი ვერ შეიკავა.მაქსიმეს გაეღიმა. ასე ჩახუტებულები შემოვიდნენ შიგნით
-რომ იცოდე როგორ უსაშველოდ მომენატრე-თავზე აკოცა და დივანზე გვერდით დაისვა. მარიამი ხმას არ იღებდა. ეხუტებოდა და ჩუმად იჯდა. უნდოდა ყველაფერი ეთქვა და ეხარებინა რომ მასაც უნდა მასთან და რომ თანახმაა მისი შეყვარებული გახდეს,მაგრამ ხმა ვერ ამოიღო.რამე რომ ეთქვა ტირილს დაიწყებდა
-შენ არ მოგენატრე?-ჰკითხა განხიბლულმა,როცა მარიამისგან არანაირი რეაქცია არ იყო. მარიამმა უბრალოდ თავი დაუქნია
-ცუდ ხასიათზე ხარ-დაასკვნა-ლაპარაკი არ გინდა?-ხელი ნიკაპქვეშ ამოსდო და თავი ააწევინა. მარიამმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლები გადმოსცვივდა,ამის დანახვაზე მაქსიმეს თვალები გაუფართოვდა
-მარიამ,ნუ გამაგიჟებ ახლა,თქვი რამე. რა მოხდა?-ნერვიულად ჰკითხა და შუბლზე აკოცა
-მომენატრე-ამოისლუკუნა და თავი მის მკერდში ჩამალა.მაქსიმეს გაეცინა
-და ამიტომ ტირი?-არაფერი უპასუხა. მაქსიმე მიხვდა,რომ დამშვიდება სჭირდებოდა და ცოტა ხანი აცადა
-ბოდიში რა, უნებურად მოხდა-თავის მართლება დაიწყო მარიმ, როცა ცოტათი დამშვიდდა და მიხვდა რომ ლაპარაკი შეეძლო
-რეებზე მებოდიშები,არ გრცხვენია?-თავზე მიეფერა-მშვიდობა გაქვს?-ძალიან თბილად ჰკითხა
-არ გვინდა ამაზე ლაპარაკი,კარგი?-ახლა ნამდვილად არ უნდოდა სალომეზე საუბარი
-კარგი,როგორც გინდა-გაუღიმა
ცოტა ხანი არც ერთი არაფერს ამბობდა
-ვიცი,ახლა არ ხარ შესაფერის განწყობაზე,მაგრამ ვკვდები ისე მაინტერესებს შენ რა გადაწყვიტე?-ვერ მოითმინა მაქსიმემ.აქ მარიამი შეცბა. აღარ იცოდა რა ეპასუხა
-მაქსი.. მე ბევრი ვიფიქრე- ცოტა პაუზა გააკეთა- მგონი ცოტა დრო კიდევ გვინდა ხო?
-დრო რისთვის?-ნერვიულად გაეცინა მაქსიმეს- არ გინდა ჩემთან ყოფნა ხომ? მე ვიჩქარე ეს რომ შემოგთავაზე-ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა
-არა,არა,შენ არაფერ შუაში ხარ-შეწუხდა მის არასწორ დასკვნაზე
-როგორ არა, არ გინდა ეს ურთიერთობა შენ და უბრალოდ დროს წელავ,რომ იქნებ დროის გასვლის შემდეგ რამე შეიცვალოს-დასევდიანდა
-ასე არაა. მე მინდა შენთან-ბოლოს უთხრა,რადგან ვერ უყურებდა მის ნაღვლიან სახეს და თან არასწორად ფიქრობდა. ეს კი არ უნდოდა
-რა თქვი?-თავი უცებ წამოჰყო
-ხო, მე მინდა შენთან ყოფნა,მაგრამ არ შემიძლია-დააყოლა
-რას ნიშნავს გინდა მაგრამ არ შეგიძლია?-გაურკვეველმა პასუხმა ძალიან დააბნია
-სალომეს ჩვენი ურთიერთობა არ მოეწონება-შემოვლითი გზით მიანიშნა
-ეგაა რაც გაწუხებს?-გაოცებულს გაეცინა-ანუ გინდა ჩემთან,მაგრამ სალომეს გამო იკავებ თავს?
-ხო
-სალომე ჩემი დაა და ძალიან მიყვარს,მაგრამ არ მგონია მასთან რამის ახსნა და მტკიცება გვჭირდებოდეს მარიამ
-მე არ მინდა მისი დაკარგვა
-არც დაკარგავ. ამის გამო რატომ უნდა დაკარგო?-გაეცინა და ხელებზე მიეფერა. მარიმ არაფერი უპასუხა და ერთ ხანს ჩაფიქრდა
-მაქსი,მგონი მიყვარხარ-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, ძალიან ჩუმად უთხრა. ამ მომენტში სხვა ვერაფერზე ფიქრობდა,მხოლოდ ეს სიტყვები მოსწყდა მის ბაგეებს.
-მომესმა ხომ?-ყურებს არ უჯერებდა,შოკში იყო. მარიამმა უარის ნიშნად თავი გააქნია.მაქსიმემ ერთ ხანს უყურა თვალებში და მერე ბედნიერმა ძალიან,ძალიან მაგრად ჩაიხუტა და მხურვალედ აკოცა.

-არ მჯერა,რომ ეს დღე დადგა-გულს ამოაყოლა მაქსიმემ ეს სიტყვები -რომ მოვედი,ისეთი სახე გქონდა, გული ცუდს მიგრძნობდა, მაგრამ თურმე სულ ტყუილად- ბედნიერებისგან გაეღიმა-ძალიან გამახარე შენი თანხმობით-შუბლზე თბილად აკოცა
-მეც მიხარია რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. არ მინდა შენი დაკარგვა-თავი მის კისერში ჩარგო
-მაგისი იმედი ნუ გექნება. შენ ჯერ კიდევ არ იცი რა შარში ყოფ თავს-გაუცინა და უფრო მაგრად მიიხუტა
-შენნაირ ,,შარს’’ მთელი ცხოვრება ავიტან-მარიამსაც გაეცინა. მაქსიმემ თვალები დახუჭა ბედნიერებისგან. ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს
-არ მეტყვი ასე ცუდად რატომ იყავი რომ მოვედი?-ცოტა ხნის შემდეგ ჰკითხა.ვერ გადაეწყვიტა მარიამს, ეთქვა თუ არა სალომეს ვიზიტის შესახებ
-გეტყვი,ოღონდ არ გაბრაზდე-შეპარვით დაუწყო-შენს მოსვლამდე სალომე იყო ჩემთან-პაუზა გააკეთა-თავიდან ბოდიში მომიხადა და თითქოს შერიგება უნდოდა,მაგრამ მერე ჩვენზე მკითხა.ძალიან გაბრაზდა რომ გაიგო რაც გვაკავშირებს,ხოდა ულტიმატუმი წამომიყენა, თუ შენთან ვიქნები,მას დავკარგავ-ჩაურაკრაკა ყველაფერი,რადგან არ უნდოდა მისთვის რამე დაემალა და მერე ეს გამხდარიყო მათ შორის უსიამოვნების მიზეზი.მაქსიმეს სახე შეეცვალა
-მოკლედ,ვერ შევაგნებინე მაგ გოგოს,რომ სხვის საქმეში ცხვირი არ უნდა ჩაყოს. არა, ხომ გავაფრთხილე?-ძალიან გაბრაზებული ჩანდა-რომ ვნახავ, საკადრის პასუხს გავცემ
-ამიტომ არ მითქვამს,რომ გაუბრაზდე-შეწუხდა მარიამი- მინდოდა გცოდნოდა რაც მოხდა,მეტი არაფერი. არ მინდა,ჩემს გამო და-ძმას უსიამოვნება გქონდეთ
-ჩაიცვი და წამომყევი-უცებ ფეხზე წამოხტა
-რა?სად?-გაუკვირდა
-სალომესთან! ორივე დაველაპარაკებით და ერთხელ და სამუდამოდ მორჩება ეს ამბავი. მე არ მინდა რომ შენ განიცდიდე ამ ყველაფერს, მინდა ბოლომდე ბედნიერი იყო, ამისათვის ეს საქმე ბოლომდე გასარკვევია. დაე, მოხდეს რაც მოსახდენია.
-არამგონია დღეს ღირდეს მასთან ლაპარაკი
-მნიშვნელობა არ აქვს როდის დაველაპარაკებით,ამიტომ ჯობს ახლავე მოვისტუმროთ.წამო
-კარგი,გავემზადები და წავიდეთ-უთხრა და საძინებლისკენ წავიდა.

მაქსიმე განერვიულდა. არ მოსწონდა სალომეს ასეთი ჭირვეულობა. რა ჯანდაბა დაემართა? მარიამი ხომ მისი ბავშვობის მეგობარია და განა არ უხარია რომ ბედნიერია? არ ესმის მისი და რა ქნას.
მარიამი მალე გამოვიდა ოთახიდან და მაქსიმესთან წავიდნენ სახლში.
სალომე შინ დახვდათ. ტელევიზორს უყურებდა და პოპკორნს მიირთმევდა.
მათი მისვლა რომ გაიგო,გვერდულად გახედა და ვითომც არაფერიო,ფილმის ყურება განაგრძო.მაქსიმემ უბოდიშოდ გამოართვა პულტი და ტელევიზორი გამორთო
-მე მგონი ვუყურებდი-გაბრაზებულმა მიუგო სალომემ
-მე მგონი სალაპარაკო გვაქვს-არც მაქსიმემ დააკლო გაბრაზება.სალომემ ტუჩები აიბზუა და ბატიბუტის ჯამი მაგიდაზე დადო.მარიამი განცალკევებით იდგა. არ მოსწონდა ეს სიტუაცია,რაშიც ახლა იმყოფებოდა. მაქსიმემ ხელით ანიშნა მასთან მისულიყო,ისიც მივიდა და გვერდიგვერდ ჩამოსხდნენ დივანზე.
-გისმენ-ვითომ არაფერიო ისე თქვა
- მე და მარიამს გვინდა რაღაც გითხრათ-უთხრა და ხელი ჩაკიდა
-ვიცი რაც უნდა მითხრა,ამიტომ ტყუილად არ დაიღალო
-ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს!
-მოგილოცოთ თუ რას ელი ჩემგან?-ირონიულად ჰკითხა
-სალომე,მშვენივრად ხვდები რაც მინდა!-მკაცრად მიუგი მაქსიმემ
-მათეს გადაყვარება და მაქსიმეს შეყვარება რა მცირე დროში მოგიხერხებია,ყოჩაღ მარიამ, შენ არ ხუმრობ ხომ იცი?-ცინიკური სიცილით მიუბრუნდა მარიამს-არადა ჩემი გიკვირდა ხოლმე და არც შენ ყოფილხარ ნაკლები-სისინებდა სალომე. მარიამს ნერვები ძალიან მოეშალა
-სალომე,წესიერად მეთქი!-მაქსიმემ დაასწრო-დეტალებს შენ არავინ გითანხმებს. არც აზრს გეკითხებით, უბრალოდ ფაქტს გაცნობთ და შენი ნებაა შეეგუები თუ არა, მაგრამ მარიამის შეურაცხყოფის უფლებას არ მოგცემ,არასდროს!
-სულ სხვანაირი მეგონე,სულ ტყუილად-ისევ მარიამს მიუბრუნდა-ეს შტერი დაბრმავებულია შენი სიყვარულით და ვერც კი ხვდება მის გამოყენებას რომ ცდილობ-დაუყვირა გამწარებულმა
-სალომე...-დაიყვირა მაქსიმემ-კიდევ რამე ისე რომ თქვა,გეფიცები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-გამწარდა. სალომემ ტუჩები დაპრუწა და თვალები აატრიალა
-მაქსიმე...-ხმაჩამწყდარმა გააჩუმა მარიამმა-მარტო დაგვტოვე გთხოვ
-რა სისულელეა!
-გთხოვ-მუდარით მიუგო
-მარიამ...
-არაფერი მოხდება, უბრალოდ დაველაპარაკები-მაქსიმემ ეჭვით გახედა,მაგრმ მერე მისი თხოვნა გაითვალისწინა
-სიგარეტს ვიყიდი და ამოვალ- გამაფრთხილებელი ტონით თქვა და მარტო დატოვა
-ასეთი ღვარძლიანი რატომ ხარ ჩემს მიმართ?-გავიდა თუ არა მაქსიმე,ეგრევე სალომეს მიუბრუნდა
-საკმაო მიზეზი მაქვს-მხრები აიჩეჩა
-არა,არ გაქვს,უბრალოდ შენ გინდა რომ გქონდეს
-საკმარისი არ არის ის,რომ ჩემი შეყვარებული გიყვარდა და ახლა ჩემს ძმას ატყუებ?
-არ ვატყუებ, მაქსიმე მართლა მიყვარს, ნუთუ არ შეგიძლია ამის გაგება? სალომე, ნუთუ საერთოდ არ გიცნობდი?ძალიან არაადეკვატური ხარ
-პირიქით, ეს მე არ გიცნობდი თურმე-ღვარძლიანად უთხრა-მათესთან შანსი არ გქონდა, ეს მშვენივრად იცოდი, სხვა თაყვანისმცემლები შენ არასდროს გყოლია, ახლა მაქსიმე გამოჩნდა შესანიშნავი კანდიდატი და ხელიდან გაშვება არ გინდა.ამაში გაუგებარი არაფერია-ძალიან ჩვეულებრივად ჩამოაყალიბა აზრი,ვითომც არაფერიო. თითქოს თავის მტერს ელაპარაკებოდა. მარიამისთვის ეს უკვე პიკი იყო
-შენ თავში გეშლები მგონი-დაიწყო და რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა-მე შენგან მსგავსი სიტყვები არ დამიმსახურებია სალომე.
-ჩემს თავში რატომ?მე სხვისი შეყვარებული არასდროს შემყვარებია-მხრები აიჩეჩა
-სამაგიეროდ მე კაცებს არ ვიცვლიდი ფეხსაცმლებივით-ვერ მოზომა,ისე წამოაძახა
-ოჰ,ავლენ ნამდვილ სახეს?-გაეცინა- ახლა აპირებ წამომაძახო წარსულის ცოდვები?-გაეცინა
- სალომე...-შეეცადა დამშვიდებულიყო და ისე ეთქვა სათქმელი- მე სულ შენს გვერდით ვიყავი,ყოველთვის და რაც არ უნდა დაგჭირვებოდა. შეცდომებს ხშირად უშვებდი,მაგრამ,მიუხედავად ამისა,მე შენთვის ზურგი არ შემიქცევია. მყარად გედექი გვერდით,იმედია გახსოვს.
-მადლობა გადაგიხადო ახლა ამისთვის?-დაისისინა სალომემ. მარიამს ყურადღება რ მიუქცევია ისე გააგრძელა
-მათესთან პრობლემები რომ გქონდა, პირველი ვიყავი,ვინც თქვენს შერიგებას ცდილობდა და არა პირველივე შესაძლებლობის გამოყენებას თქვენი დაშორებისა,არადა წესით ეს უნდა მნდომოდა,სხვა რომ ვყოფილიყავი და არა მე. მე არასდროს მნდომებია თქვენი ურთიერთობის დანგრევა,მიუხედავად ჩემი გრძნობისა- სალომე რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ მარიამმა თითით მიანიშნა რომ გაჩუმებულიყო - შენ? შენ რა გააკეთე როცა გაიგე ჩემი გრძნობის შესახებ? იმის მაგივრად,რომ გენუგეშებინე და შეგცოდებოდი,რომ ასე ვიტანჯებოდი,შენი ყველაზე ახლო მეგობარი, მაშინაც შენს თავზე იფიქრე და არც ერთი წამით არ გიფიქრია ჩემზე თუ რას განვიცდიდი. ისე მიმალანძღე,არაფერი გიკითხავს, შენი თავი გამოიყვანე ტანჯულად. არადა მხოლოდ შენი ბრალი იყო შენი და მათეს დაშორება და არა ჩემი და არც არავისი.
ახლა-ისევ რაღაცის თქმას აპირებდა სალომე,მაგრამ არც ახლა არ აცადა მარიამმა-რომ გაიგე შენი ძმა მიყვარს, ამისი დაჯერებაც არ გინდა და ისე მცირედითაც არ მიცნობ თურმე, რომ არ შეგიძლია ის არ იფიქრო,რაც ახლა წამომაძახე,თითქოს მაქსიმეს გამოყენება მინდოდეს და მისი გრძნობებით თამაშს ვაპირებდე. განა არ იცი,რომ მე ეს არასდროს შემეძლო და ვერც ვერასდროს შევძლებ? არ იცი, რომ მე არ ვარ ეგეთი ტიპის ადამიანი,სხვას გული ასე რომ ატკინოს? ძალიან ეგოისტი ხარ! შენ მხოლოდ შენი თავი გიყვარს და მხოლოდ შენზე ფიქრობ, გარშემო არავინ და არაფერი გაინტერესებს შენი თავის გარდა. ახლა იმის გარჩევა რომ დავიწყო, რა შეცდომები დაგიშვია წარსულში და ახლაც აგრძელებ,ძალიან დიდი დრო დამჭირდება,თანაც შენ მაინც ვერაფერს მიხვდები, ამიტომ აღარ გავაგრძელებ და აქვე გავჩერდები,სანამ საშინელებები არ მითქვამს შენთვის, შენგან განსხვავებით, მე არ შემიძლია უკანასკნელი სიტყვებით გლანძღო,მიუხედავად ყველაფრისა.
ხოდა, ახლა, რაც გინდა ის ქენი. გინდა ხმა არ გამცე, გინდა გეზიზღებოდე, დასანახად ვერ მიტანდე, არ მაინტერესებს. შენ არასდროს გაინტერესებდა ჩემი ემოციები და განცდები და ახლა, მე არ ვაპირებ შენი ახირების გამო მაქსიმეზე უარის თქმას. მინდა,ცხოვრებაში ერთხელ მაინც,მხოლოდ ჩემზე,ჩემს ბედნიერებაზე ვიფიქრო და არა იმაზე,სხვას რა რეაქცია ექნება. დავიღალე,ძალიან და უკვე საერთოდ აღარ მაინტერესებს დავკარგავთ თუ არა ერთმანეთს. მე შენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ამიტომ მე კი არ დაგკარგავ შენ,არამედ შენ დამკარგავ მე,თუ ასე გააგრძელებ და არ მიემხრობი ჩვენს ურთიერთობას, ამიტომ,როგორც გინდა ისე მოიქეცი. მე ჩემი გითხარი-ძლივს დაამთავრა ემოციურად მძიმე მონოლოგი და თითქოს დიდი ლოდი მოიხსნა გულიდან. მეტი მართლა აღარ შეეძლო.დაცლა უნდოდა ემოციებისგან. ერთი ღრმად ამოისუნთქა, დამუნჯებულ სალომეს შეხედა,რომელსაც პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა, არადა ძალიან უნდოდა რამე ეთქვა,მაგრამ ვერაფერი თქვა. რამდენიმე წამი თვალებში უხმოდ უყურა და მერე და უკანმოუხედავად დატოვა მისი სახლი.
კიბეებზე ჩადიოდა,მაქსიმეს რომ შეხვდა
-რა მოხდა მარ? რამე ცუდად გითხრა?-ფერდაკარგული მარიამი რომ დაინახა კიბეზე ეგრევე ჰკითხა და ხელი მოკიდა და სახეზე მოეფერა
-პირიქით,ყველაფერი იქეთ ვუთხარი-ამოიოხრა-აწი როგორც უნდა ისე გადაწყვიტოს,მე ჩემი გავაკეთე-უთხრა და მაქსიმეს ჩაეხუტა. მეტი აღარ შეეძლო.ძალიან დაიღალა სულ რაღაცების მტკიცებებით და ახსნებით. აწი ასე აღარ იქნება. ტყუილად ნერვებს არ მოიშლის.საკმარისია რაც გადაიტანა
-გინდა სადმე ჩაი დავლიოთ?ცოტა რომ დამშვიდდე-თბილად ჰკითხა და თან კიბეზე ჩამოიყვანა
-სახლში მირჩევნია და თუ გინდა მე დაგალევინებ ჩაის-ძლივს გაუღიმა
-მშვენიერი აზრია-თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ისე დატოვეს სადარბაზო და მარიამის სახლისკენ დაიძრნენ.


ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ურთიერთობას.არავის აზრი არ აინტერესებდათ ამ საკითხთან დაკავშირებით. სალომე თავისთვის იყო,ჩუმად.ზედმეტს არაფერს ამბობდა,თითქოს უკვე ფეხებზე ეკიდა ეს ამბავი. აღარ ერეოდა მათ ურთიერთობაში. როცა მათ სახლში მიდიოდნენ მაქსიმე და მარიამი,სალომე უბრალოდ,ადგებოდა და თავის ოთახში გადიოდა, ან დივანზე იჯდა და ტელეფონს თამაშობდა. სიტყვასაც კი არ ჩააგდებდა მათთან. ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად სჯობდა მის ისტერიკებს,ამიტომ არ ერეოდნენ მის საქმეში მაქსი და მარი და დიდად პრეტენზიებს არც გამოხატავდნენ.რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა თუ იყო,მხოლოდ მაშინ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.
მარიამი მაქსიმესთან უნდა მისულიყო სახლში.მივიდა კიდეც,ოღონდ მაქსიმე არ დახვდა.სალომემ კარი გაუღო და ოთახში გაუჩინარდა. მაქსიმემ დაურეკა და უთხრა რომ გაუთვალისწინებელი საქმე გამოჩნდა სამსხურში და ცოტა შეაგვიანდებოდა და დალოდებოდა. სხვა გზა არ იყო. მისაღებ ოთახში ჩამოჯდა,ტელევიზორი ჩართო და ლოდინი დაიწყო.
სალომეს ფხაკუნის ხმა ისმოდა ოთახიდან,რაღაცას გამწარებული ეძებდა და კარადის კარებს და კომოდის უჯრებს მთელი ძალით აჯახუნებდა. მერე ვიღაცამ დაურეკა ტელეფონზე და ჩხუბის ხმა მოესმა
-შეიგნე,რომ არ მინდა შენი ნახვა და არც არასდროს გნახავ-კიოდა ტელეფონში სალომე.მარიმ ინსტიქტურად იქეთკენ გაიხედა
-პოლიციაში დავრეკავ იცოდე! თავი გამანებე!-არ ჩერდებოდა.მარიამს უნდოდა შესულიყო,მაგრამ არ შევიდა,სალომეს არ ექნებოდა ამაზე კარგი რეაქცია,ამიტომაც თავი შეიკავა.თუ რამე დასჭირდებოდა თვითონ ეტყოდა.
სალომე შეშლილი სახით გამოვარდა ოთახიდან და სამზარეულოში შევიდა წყლის დასალევად, სული რომ მოეთქვა. იმდენად კანკალებდა,ჭიქა გაუვარდა ხელიდან და დაიმსხვრა. ახლა კი, ნამდვილად შეწუხდა მარიამი და სამზარეულოში შევიდა
-რამე ხდება?-ხმადაბლა ჰკითხა.სალომე ჭიქის ნამსხვრევებს აგროვებდა და მოულოდნელად შეცბა. არაფერი უპასუხა.ფეხზე წამოდგა,ნამსხვრევები სანაგვე ყუთში ჩაყარა,მერე მაგიდასთან დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ერთი ღრმად ამოიოხრა, მერე მხრები აუცახცახდა და ასლუკუნდა
-სალო,მშვიდობა გაქვს?-მზრუნველად ჰკითხა და ისიც მაგიდასთან დაჯდა,მის მოპირდაპირედ. სალომემ უბრალოდ თავი გააქნია უარის ნიშნად.
-კარგი,თუ არ გინდა ნუ მეტყვი-მხრები აიჩეჩა.სალომემ თავი წამოყო და ცრემლები ხელის გულებით ამოიმშრალა
-შოთიკო ხომ გახსოვს?-ჩახლეჩილი ხმით დაიწყო.მარიმ თავი დაუქნია-მოსვენებას არ მაძლევს, მირეკავს და მემუქრება
-და შენგან რა უნდა?-შეშფოთდა
-ჩემთან ურთიერთობა უნდა და ვერ შევაგნებინე რომ მე არ მინდა. ფსიქოპატია-სლუკუნებდა
-და რას აპირებ?
-არაფერი მაგასთან არ ჭრის.შეურაცხადია. მაქსიმესაც ვერ ვეუბნები,არ მინდა შარში გავხვიო-ისევ აუვარდა ტირილი.მარიამი ძალიან შეწუხდა
-და ახლა რა უნდოდა? მაგას ელაპარაკე ხო?
-შეხვედრა უნდა, შემხვდი თორემ შენს კორპუსს ჰაერში ავწევო
-რომ უჩივლო?
-უარესად მოიქცევა მერე.წარმოდგენაც არ მინდა-ჩაფიქრდა-ალბათ ვნახავ. ერთხელ და სამუდამოდ დაველაპარაკები და იქნებ შევაგნებინო რამე-მიიღო გადაწყვეტილება
-გააფრინე? გინდა რამე დაგიშავოს?
-სხვა გზა არაა. ყველა ვარიანტში რაღაცას იზამს და იქნებ ასე უფრო წყნარად მოვაგვარო მაგასთან ურთიერთობა. დღეს მთხოვს შეხვედრას, ან მოხვალ დათქმულ ადგილას ან არადა ვერ წარმოიდგენ რა ამბებს ავტეხო-ამოიოხრა
-მეც გამოგყვები-უეცრად მიიღო მარიამმა გადაწყვეტილება-მარტო მართლა საშიშია მაგასთან-დააყოლა მერე
-მაქსიმემ რომ გაიგოს,ტყავს გაგვაძრობს ორივეს.ამიტომ,მარტო წავალ
-შენ თუ ჩემი გაყოლა არ გინდა ეგ სხვა საქმეა,მაგრამ თუ მხოლოდ მაქსიმეს ფაქტორი გადარდებს,მაშინ მოგყვები-მტკიცედ თქვა.რაც არ უნდა იყოს,ასეთ სიტუაციაში მარტო ვერ დატოვებს,ხედავს როგორი განადგურებულია. სალომე ბიჭის გამო ასეთ დღეში არასდროს ყოფილა. ეს არის პირველი შემთხვევა და მარიამი ხვდება,რომ საქმე ძალიან სერიოზულად რთულადაა, არ უნდა მას რამე დაემართოს.სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ნახევარ საათში დათქმული ადგილისკენ მიდიოდა ორივე.მაქსიმეს მიწერა,რომ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და წასვლამ მოუწია. მერე ტელეფონი ჩანთაში ჩადო და ჩანთა მანქანაში დარჩა.
ქალაქგარეთ,რაღაც ბარი იყო და იქ დაიბარა სალომე.
ბარში არც თუ ისე კარგი სიტუაცია იყო.
უამრავი მთვრალი კაცი, სიგარეტის ბოლით გაჟღენთილი გარემო და ხმამაღალი მუსიკა,რომელზეც მანდ მყოფთა უმეტესობა ალკოჰოლის დიდი დოზის მიღებისგან ბანცალებდა და ისე ცეკვავდა.
მარიამი და სალომე ერთ ადგილას იდგნენ და ისე ათვალიერებდნენ დარბაზს.ორივეს ზიზღის გრძნობა დაეუფლა
-სალო,იქნებ წავიდეთ?-შეწუხებულმა კიდევ ერთხელ შეეკითხა,იქნებ გადაეფიქრებინა
-რადგან მოვედით,ბარემ დავამთვროთ-თქვა და გარემოს თვალი მოავლო.შოთიკოც დაინახა,ბართან იჯდა და მარტინს სვამდა.მანაც გამოიხედა,ბარს ათვალიერებდა და მზერა სალომეზე გაუჩერდა. დაინახა თუ არა,გვერდულად ჩაეღიმა,ჭიქა ბოლომდე გამოცალა და მისკენ დაიძრა
-მიყვარს დამჯერი გოგოები-პირდაპირ მიახალა,მისალმების გარეშე.სალომემ ტუჩი აიბზუა
-დროზე მითხარი რა გინდა და მე მივდივარ
-ოპ ოპ,ცოტა მშვივად.აქედან გავიდეთ და ვილაპარაკოთ-ხელი მკლავში ჩაავლო და ბარის ბოლოში,რაღაც კარი იყო და იქეთკენ დაიძრა
-მარ, აქ დამელოდე,მალე მოვბრუნდები-თან მიდიოდა და ისე მიაძახა. მარის უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.იქვე კუთხეში,შედარებით ჩაბნელებული ადგილი იყო ცარიელი და იქეთკენ წავიდა ჩამოსაჯდომად,რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო და მასთან არავინ მისულიყო.
-ხელი გამიშვი და ისე მითხარი რა გინდა-მთელი ძალით გამოგლიჯა სალომემ ხელი შოთიკოს,როცა ცარიელ საპირფარეშოში შეიყვანა-ანდაც ამაზე უკეთესი ადგილი ვერ ნახე სალაპარაკოდ?-ზიზღით მიმოიხედა
-ისტერიკებს მორჩი. აქ ამაზე წყნარი ადგილი სხვა არაა,შუა დარბაზში კიდევ ვერ ვილაპარაკებთ-მხრები აიჩეჩა და სალომესკენ დაიძრა,რომ მოხვეოდა.სალომემ უკან დაიხია
-რას აკეთებ? არ გაბედო მოკარება!!!
-ნუ წიკვინებ რა, მომენატრე-უთხრა და მთელი ძალით მოეხვია.სალომე გაუძალიანდა და თავი დაიხსნა
-ნუ მეხები მეთქი!!-დაიყვირა განწირულმა- რით ვერ შეიგნე რომ არ მინდა შენთან არანაირი სახის ურთიერთობა მქონდეს და რატომ მაწუხებ შენი რეკვებით? რის მიღწევას ცდილობ?-ყვიროდა ბოლო ხმაზე
-ტონს დაუწიე გოგო-დაიღრიალა შოთიკომ-შენ მე შენს ს.ირ ბიჭებში ხომ არ გეშლები თითს რომ უტკაცუნებ და ისე დაგყავს შენს ჭკუაზე?ცოტა აზრზე მოდი-ყურის ბარაბნები აატკივა სალომეს,ისეთ ხმაზე ყვიროდა
-თავი დამანებე მეთქი კიდევ ერთხელ გიმეორებ- იცოდე პოლიციაში გიჩივლებ თუ არ შემეშვები-სალომეც ყვიროდა
-ფეხები არ მომაჭამო-ცინიკურად გაეცინა-შენ გგონია შენი გასართობი ვიქნები? ურთიერთობას რო იწყებდი ჩემთან რაზე ფიქრობდი? ერთი კვირა გავერთობი და მერე მივაგდებო? ჩემთან ეგ თამაში არ გაგივა.სხვები კი დააჩმორე ეგრე,მაგრამ ჩემთან ეგრე ვერ მოიქცევი,გასაგებია?-თითი დაუქნია
-ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს შენთან ურთიერთობას გასაგებია?ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა. ამის მეტჯერ ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით,ასე რომ ნახვამდის-უთხრა და კარებისკენ დაიძრა,მაგრამ შოთიკომ მხრებში ხელები ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა
-შენ თავს იდებილებ თუ მართლა დებილი ხარ?-დაუღრიალა- სანამ მე არ მომინდება,თავს ვერ დამანებებ გასაგებია?-მთელი ძალით უჭერდა მხრებში ხეელებს და თან ღრიალებდა.უცებ მარიამი შემოვარდა. რომ შეაგვიანდა სალომეს,გადაწყვიტა იქეთკენ წასულიყო სადაც ბოლოს ისინი შევიდნენ.
-თავი დაანებე სალომეს-დაიყვირა მარიამმა.ხმაზე მისკენ გაიხედა შოთიკომ
-ნუ ერევი და გადი!!!-უყვირა მასაც
-ახლავე ხელი გაუშვი-მათკენ დაიძრა და სალომეს დაეჯაჯგურა,რომ შოთიკოსგან დაეხსნა და აქედან გაეყვანა,მაგრამ შოთიკო ისე ძლიერ უჭერდა ხელებს,მისგან სალომეს ვერავინ დაიხსნიდა
-ლაპარაკი გვაცალეთქო არ გესმის შენ?
-მარ,დაანებე გთხოვ-ტირილით უთხრა სალომემ
-ამასთან მარტო არ დაგტოვებ-მკაცრად ჩაილაპარაკა-შენ კიდევ რა ვერ გაიგე,თავი დაანებეთქო?ანდა თავმოყვარეობა არ გაქვს? გოგოს არ უდნა შენთან ურთიერთობა და აძალებ?-დაუყვირა, რომ არ გაჭრა, მერე შოთიკოსკენ წავიდა და ახლა მას დაუწყო ჯაჯგური რომ ხელი გაეშვა.კარგა ხანი ჭიდაობდნენ ერთმანეთთან რომ როგორმე დაეხსნა სალომე,რომ ვერაფერი გააწყო იმ სიმძიმე კაცთან,ხელზე უკბინა ძალიან მწარედ. შოთიკომ სიმწრისგან დაიყვირა და ხელი მთელი ძალით მოიქნია მარიამისკენ,რომელსაც სახეზე მოხვდა და ტუჩი გაუსკდა.ძლიერი დარტყმისგან ცოტა შებარბაცდა და უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით. ტკივილისგან ცრემლები ინსტიქტურად წამოუვიდა.სალომე თვალებგაფართოებული იდგა. მერე შოთიკოსკენ გაიქცა, ზურგზე შეახტა და მუშტები ურტყა
-ნაგავო, როგორ გაბედე-აგრძელებდა მუშტების რტყმას.შოთიკომ ძლივს მოიშორა სალომე
-დაიმახსოვრე-თითი მისკენ გაიშვირა-ჩემგან თავს ასე მარტივად ვერ დააღწევ-დაიყვირა და გიჟივით გავარდა საპირფარეშოდან. მარიამი კუთხეში იდგა და სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული
-მარ,ძალიან გტკივა-ონკანთან მიიყვანა-ვაიმე, რა გაწითლებული გაქვს-შეჰკივლა მისი სახის დანახვაზე. მარიამმა სარკეში რომ ჩაიხედა თვითონაც შეეშინდა.ცალი ლოყა მთლიანად გაწითლებული და ტუჩი დამსკდარი ჰქონდა,საიდანაც სისხლი მოსდიოდა. ხმას ვერ იღებდა.ასეთი შეურაცხყოფა არასდროს არავის მიუყენებია მისთვის. უხმოდ ტიროდა და თან სახეს იწმენდდა
-მაპატიე რა-ძალიან შეწუხდა სალომე შექმნილი სიტუაციის გამო.მარიმ ხელი აიქნია არ გინდაო და მერე საპირფარეშოდან გამოვიდნენ და უკანმოუხედავად გაეცალნენ იმ ადგილს.
მარიამთან წავიდა ორივე. საჭესთან სალომე იჯდა,რადგან მარიამი ისეთი განერვიულებული იყო,ვერ მართავდა მანქანას.
სახლში მივიდნენ თუ არა,გრევე ყინულები გამოიტანა და სახეზე მიიდო
-ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში დღევანდელის გამო-სალომეს დანაშაულის გრძნობა აწუხებდა
-ნუ მებოდიშები,მე დავიჟინე გამოყოლა,ამიტომ არავის ბრალი არაა.რაც მოხდა, მოხდა-თქვა და ცივი ყინულის შეხებისგან დაიმანჭა.
-გინდა რამე მოგიმზადო? ყავა,ჩაი ან რამე რავი,რაც გინდა-შესთავაზა სალომემ
-მე არაფერი მინდა და შენ გაიკეთე თუ გინდა-თქვა და თავი დივანს მიადო.
უცებ, კარზე ისტერიული რეკვა ატყდა.სალომე წავიდა გასაღებად. გააღო თუ არა,მაქსიმე შემოვარდა, გაგიჟებული
-მოვკვდი ორივესთან რეკვით და თქვენ ერთად ბრძანდებით თურმე?-დაუყვირა სალომეს შემოსასვლელში-სად გაქვთ ტელეფონები?-ძალიან გაბრაზებული ჩანდა. სალომეს უბღვერდა და ისე მიდიოდა მისაღები ოთახისკენ. შევიდა თუ არა ეგრევე ერთ ადგილას მიიყინა გაფითრებული.რამდენიმე წამს უხმოდ უყურა მარიამს და მერე მასთან მივიდა და ჩაიმუხლა
-რა დაგემართა?-შეშფოთებულმა ჰკითხა და ხელი ნიკაპქვეშ ამოდო რომ მისთვის კარგად შეეხედა-მარიამ, რა დაგემართა მეთქი!!-გაუმეორა კითხვა,როცა მარიამისგან პასუხი ვერ მიიღო.ყინული მოაშორა სახიდან და რომ ნახა რა მდგომარეობაშიც იყო ფეხზე წამოხტა-ეს რა ჯანდაბაა? ვინმემ დაგარტყა?-აღმოხდა სიმწრისგან და მისი ლოყის თვალიერება განაგრძო-ბოლობოლო ამიხსნით რა მოხდა?-ბოლოს ხმამაღლა დაიყვირა,რადგან პასუხი ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღო
-ჩემი ბრალია ყველაფერი-შეშინებულმა სალომემ წამოიძახა.მაქსიმემ მას გახედა,ვერ მიხვდა
-რა არის შენი ბრალი,შენ დაარტყი?-გაოცებულმა ჰკითხა
-არა, ასე მარტივად არაა საქმე-ძალიან ანერვიულდა,არ იცოდა როგორ აეხსნა მისი ძმისთვის ეს ყველაფერი
-მაქსი,დამშვიდდი გთხოვ, ყველაფერი რიგზეა-გააწყვეტინა მარიამმა და შეეცადა მაქსიმე დაემშვიდებინა
-რიგზე როგორ არის მეღადავები?-გაოცებულმა დასვა შეკითხვა
-მაქსიმეს ამას ვერ დავუმალავთ-უცებ წამოიძახა სალომემ ,მართლა ძალიან იყო შეშინებული და არ უნდოდა ტყუილი ეთქვათ. მაქსიმე კიდევ სულმოუთმენლად ელოდებოდა როდის იტყოდნენ რა მოხდა. სალომემ დაწვრილებით მოუყვა რაც მოხდა. მარიამი და სალომე მიხვდნენ,რომ ამბის მოყოლის პერიოდში,მაქსიმეს სახეზე გარდამავალი ცვლილებები კარგს არაფერს უქადდა.
-შეიშალეთ?-დაასრულა თუ არა სალომემ მოყოლა ეგრევე დაიყვირა-სად მიდიოდით რომ მიდიოდით?საერთოდ არ იფიქრეთ ხომ შესაძლო შედეგებზე?-ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ბოლომდე რაც მოხდა
-მაქსი,გთხოვ,დამშვიდდი-მის დაწყნარებას შეეცადა მარიამი- სალომეს მარტო ვერ გავუშვებდი
-არ უნდა დაგემალათ,ასეთი რაღაც არ უნდა დაგემალათ
-ვიცი,მაგრამ...
-ანდა შენ,ვინმე ასე ძალიან თუ გაწუხებდა არ უნდა გეთქვა?შენით რომ ცდილობ საქმეების გარჩვას,თავი ვინ გგონია?-სალომეს მიუბრუნდა
-არ მინდოდა შარში გახვეულიყავი ჩემს გამო
-სალომე,საერთოდ აზროვნებ? ასეთი პრობლემა გაქვს და მიმალავ? და შენ რომ ეხვევი შარში თან ძალიან ცუდად,ამაში უფრო დიდ პრობლემას ვერ ხედავ, ვიდრე იმას რომ მე გავეხვე შარში?ძალიან ცუდად მოიქეცით,ორივე-თითი ორივესკენ გაიშვირა-რომ დამიმალეთ ეს ამბავი და ძალიან გაბრაზებული ვარ!!!-ზედმეტად მკაცრი იყო მაქსიმე-სახელი და გვარი მითხარი იმ ტიპის-მერე უცებ სალომეს მიუბრუნდა. მარიამს და სალომეს ფერები გადაუვიდათ
-რა? გაგიჟდი? მაგას არ გეტყვი-შეეშინდა სალომეს რომ არ მისულიყო მასთან მაქსი და შოთიკოს მაქსისთვის რამე არ დაეშავებინა
-სალომე,ბევრჯერ არ გკითხავ, მაგის გაგება არ გამიჭირდება დამიჯერე, უბრალოდ ზედმეტად არ მაწვალო ისე მითხარი
-არა მეთქი-ხმამაღლა მოუვიდა- მაქს-მერე ტონი შეარბილა- გთხოვ არ ნახო.თუ კიდევ გამოჩნდება არ დაგიმალავ, გპირდები
-სალომე,ან მეტყვი ან არადა დავიწყებ ახლავე ჩემით გარკვევას-კატეგორიული იყო მაქსიმე. მარიამი ჩუმად იჯდა და ისე აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. ვერაფერს ამბობდა,რადგან არ უნდოდა უარესად გაეღიზიანებინა მაქსიმე. სალომე ყოყმანობდა. არ იცოდა რა ექნა,არადა დარწმუნებული იყო,მაქსი თუ რამეს მოინდომებდა,აუცილებლად ბოლომდე მიაწვებოდა
-შოთიკო დარასელია-ბოლოს, ბევრი ყოყმანის შემდეგ ამოთქვა ეს სახელი და გვარი. მაქსიმეს მეტი არაფერი უთქვამს,კიდევ ერთხელ შეავლო ორივეს მკაცრი მზერა და არც ერთისთვის არაფერი დაუბარებია ისე გავიდა სახლიდან
-ლევან,როგორ ხარ?-სახლიდან გავიდა თუ არა,ეგრევე დაურეკა თავის მეგობარს,რომელიც უშიშროებაში მუშაობს
-არამიშავს,რაზე გაწუხებ,არის ერთი ტიპი,შოთიკო დარასელია და მაგაზე გამიგე ყველაფერი ძმურად რა. ჩემი დის ნომერს გეტყვი და მაგასთან შემოსული ზარებით შეძლებ მარტივად გასვლას.
-კარგი, დაველოდები შენს ზარს. მადლობა -ლაპარაკს მორჩა თუ არა,მანქანაში ჩაჯდა და ძალიან სწრაფად მოწყდა ადგილიდან.


ძალიან გაბრაზებული იყო ორივეზე-სალომესა და მარიამზე.როგორ დაუშვეს რომ ასეთ ადგილას,მასთან შესახვედრად,მარტო წასვლა ღირდა? როგორ არც ერთმა არ უთხრა რა ხდებოდა?ბოლო პერიოდში ასეთი გაბრაზებული მაქსიმე არავის ახსოვდა. თან მარიამის აწითლებული ლოყა და დახეთქილი ტუჩი მის ნერვებზე საგრძნობლად მოქმედებდა. გულმა მაინც ვერ მოუთმინა და ისევ მარიამთან დაბრუნდა.ასეთ დროს, მისი დატოვება არ შეეძლო.
მარიამი მარტო იყო.სალომე უკვე წასულიყო. კარი ნაღვლიანმა გაუღო.მისი დანახვისას თვალები ბედნიერებისგან აუბრჭყვიალდნენ. დაინახა თუ არა მაქსიმე,ეგრევე ჩაეხუტა,ძალიან მაგრად.დიდ ხანს იდგნენ ასე ჩახუტებულები კარებთან. მერე ორივე გონს მოეგო და შიგნით შევიდნენ
-ისევ გაბრაზებული ხარ?-შევიდნენ თუ არა ეგრევე ეგ ჰკითხა
-ვარ-დაეთანხმა
-მაქსი, მაპატიე რა. ვიცი შეცდომა დავუშვით,არ უნდა წავსულიყავით ან შენთვის უნდა გვეთქვა,მაგრამ რაც მოხდა,მოხდა-დამნაშავედ ჩახარა თავი
-ხანდახან ძალიან მაოცებთ ქალები-ამოიოხრა-შერიგდით შენ და სალომე?
-არა,არ ვიცი-მხრები აიჩეჩა-უბრალოდ ასე გამოვიდა.ისეთ მდგომარეობაში იყო,მარტო ვერ გავუშვებდი-მაქსიმე რამდენიმე წუთი მხოლოდ მარიამის სახეს აკვირდებოდა და არაფერს ამბობდა. მერე ხელი სახეზე გაუსვა და მოეფერა
-ამას არ შევარჩენ-თითი ტუჩზე გადაუსვა-გპირდები-დააყოლა ბოლოს
-მაქსიმე,არც იფიქრო რომ მაგას შეხვდები,გთხოვ-შეშინებულმა წამოიძახა
-მართალია,არ ვარ ჩხუბის მოყვარული,მაგრამ გამონაკლისი შემთხვევები ყოველთვის არსებობს და არც კი შემეკამათო ამ საკითხზე,რომ მე მას ვნახავ-ძალიან მშვიდად თქვა
-მაქსი...
-დავხუროთ ეს თემა კარგი?-ქვემოდან ახედა-მე შენ გაპატიებ რომ ეს დამიმალე და არაფერი მითხარი და შენ არაფერს არ მკითხავ ამ თემასთან დაკავშირებით
-არ მინდა რამე რომ დაგიშავოს-ცრემლები შეეპარა ხმაში
-მოდი ჩემთან-ხელები გაშალა. მარიამი ახლოს მიუჯდა და ჩაეხუტა-ნუ იფიქრებ ამაზე.არაფერი მოხდება, გპირდები-დაამშვიდა და მას მერე არაფერი უთქვამთ ამ თემასთან დაკავშირებით.
***
2 დღის შემდეგ მაქსიმემ ყველაფერი იცოდა შოთა დარასელიაზე და შეხვედრაც დათქმული ჰქონდა,ქალაქგარეთ, ცოტათი მიყრუებულ ადგილას
-არ ვიცი,მიცნობ თუ არა,მაგრამ მე სალომეს ძმა ვარ-მანქანაზე იყო მიყუდებული მაქსიმე და თან სიგარეტს ეწეოდა.ჯერჯერობით მშვიდი ტონი ჰქონდა-ალბათ მიზეზიც გასაგები იქნება რატომ დაგიბარე-ცოტათი ირონიული გაუხდა ხმა
-რომ გითხრა გამიკვირდათქო, მოგატყუებ-არც შოთიკომ დააკლო -რა იყო,მორალი უნდა წამიკითხო რომ შევეშვა?-გაეცინა ცინიკურად
-მორალის წაკითხვას არ ვაპირებ,უბრალოდ ცივილიზებულად აგიხსნი,რომ ჩემს დას თავი უნდა დაანებო.რომელი საუკუნეა ურთიერთობის დამყარებას ძალით რომ ცდილობ?
-ძალით არაფერი დამიწყია მე,თავადაც მშვენივრად გრძნობდა ჩემთან თავს,თავიდან. მერე სხვა გამოუჩნდა ეტყობა და ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობს ახლა
-წესიერად ილაპარაკე-თითი დაუქნია-არ მოგცემ უფლებას,ჩემს დაზე ასეთი ტონით ილაპარაკო-ცოტათი ტონს აუწია-რადგან არ უნდა ურთიერთობა,ესე იგი უნდა შეეშვა,ვის გაუგია ვინმეს ვინმესთვის თავი ძალით შეეყვარებინოს?სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ,თავმოყვარეობის საკითხია რა,როცა არ უნდათ შენთან,უნდა გაუშვა-ხელები გაშალა,ბოლო ნაფაზი დაარტყა,ნარჩენი დააგდო და ფეხით გასრისა
-ჩემთან თამაშს არავის შევარჩენ!
-და რატომ გგონია რომ გეთამაშებოდა?იქნებ მაგ დროს შენთან თავს კარგად გრძნობდა და მერე უბრალოდ მიხვდა რომ ეს ასე არ იყო და ურთიერთობას წყვეტს?
-მისმინე ძმაო-ცოტა უხეშად მიმართა-არავის ჭკუაზე არ დავდივარ მე და არამგონია ახლა რომ შენს ჭკუაზე გავიარო,ასე რომ ტყუილად ცდილობ
-სალომე უპატრონო არ გეგონოს. ახლა, აქ რომ მშვიდად ვდგავარ და გიხსნი სიტუაციას,შეირგე. იცოდე,მსგავსი რამე კიდევ რომ განმეორდეს,მერე უკვე ასე მშვიდად არ დაგელაპარაკები და შედეგებსაც კარგად ნახავ,ამიტომ,გირჩევ ჩემი დისგან თავი შორს დაიჭირო. მე გაგაფრთხილე-თითი დაუქნია-თუ პრობლემები არ გინდა,ჩემს რჩევას გაითვალისწინებ-უთხრა და წასასვლელად გაბრუნდა.ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო,რომ უცბად მობრუნდა,შოთიკოსკენ წავიდა და მუშტი ძალიან მაგრად დაარტყა სახეში-ხო,მართლა,ეს ჩემი შეყვარებულის აწითლებული ლოყისთვის-შოთიკო ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს თუ რა მოხდა-ეს კიდევ, მისი დახეთქილი ტუჩისთვის-გონს მოსვლა არ აცადა,მეორე ლოყაზეც გაუქანა მუშტი.შოთიკომაც სცადა ხელის მოქნევა,მაგრამ მაქსიმემ დაუჭირა-ხომ იცი,რომ ორივე მუშტი დაიმსახურე არა?-ცინიკურად უთხრა და მისი ხელი მოიშორა-შემდეგისთვის გაითვალისწინე-თითი კიდევ ერთხელ დაუქნია და ადგილიდან გაუჩინარდა.შოთიკო კიდევ დატოვა ხახამშრალი
-შენი კარგიც მოვატ*ან-გადააფურთხა და მანქანისკენ წავიდა გაბრაზებული-ნუ, ჯანდაბას,ეს მუშტები დავიმსახურე,ვერაფერს ვიტყვი-ბოლოს მაინც დანებდა და ისიც მოსწყდა ადგილიდან.
***
სალომე ბარში იჯდა და კოქტეილს სვამდა.რატომღაც არ იყო ხასიათზე და მარტო ყოფნა უნდოდა.ამ დროს ბარში, მათე შემოვიდა.ის იყო უნდა დამჯდარიყო, სალომეს მოჰკრა თვალი.მისკენ აიღო გეზი. გვერდით მიუჯდა და ბარმენს მარტინი შეუკვეთა
-როგორ ხარ სალომე?-მისკენ არც შებრუნებულა ისე ჰკითხა.სალომეს არც გაუგია გვერდით ვინმე რომ მიუჯდა და კითხვის გაგონებისას მოულოდნელად შეცბა.მათე რომ დაინახა,კინაღამ ნერწყვი სასულეში გადასცდა
-კარგად მათე,შენ როგორ ხარ?-ძლივს ამოთქვა და კოქტეილი მოსვა
-არამიშავს. რას შვები აბა,ხარ შენს გემოზე ხო?-ჰკითხა და ბარმენს მარტინი გამოართვა
-მათე...-თვალები დაუქაჩა სალომემ
-რა იყო,რამე ცუდად ვთქვი?-გაოცდა
-არ გვინდა ახლა ამაზე რა
-კარგი,ჩუმად ვარ-ხელები გაშალა და მარტინი ბოლომდე გამოცალა-კიდევ ერთი-თითით ანიშნა ბარმენს.
კარგა ხანი ორივე ჩუმად ისხდა და თავისთვის სვამდა.სალომე კოქტეილს, მათე მარტინს. თითქოს ერთმანეთს არ იცნობდენ და წეღან არ ლაპარაკობდნენ,ისე ისხდნენ,თავიანთთვის.
-ღირდა მაინც ჩვენი ურთიერთობის დანგრევად,შენი თავისუფლება?-მაინც ვერ მოითმინა და ჰკითხა.სალომემ რამდენიმე წამი არაფერი უპასუხა.
-კარგად ვარ მე-თქვა და კოქტეილი მოსვა-მაგრამ,ხანდახან არ მენატრებიო რომ გითხრა,მოგატყუებ-უცებ წამოროშა.მათემ გაოცებულმა შეხედა
-კოქტეილმა ასე მალე დაგათრო?-გაეცინა
-არაფერ შუაშია,უბრალოდ ხანდახან რასაც ვგრძნობ ის გითხარი. მაინც,შენთან ყველაზე კარგად ვიყავი,როგორც არ უნდა ყოფილიყო
-იქნებოდი,რატომ არა, ჩემთან ყოფნის დროსაც თავს ისე გრძნობდი,როგორც თავისუფალი გოგო და...-მხრები აიჩეჩა მათემ.სალომეს ნერვები მოეშალა მათეს ცინიკოსობაზე
-მე ჩემს გრძნობებს გიშლი და შენ კიდევ დამცინი-გაბრაზდა
-არ მჭირდება სალომე-გაბრაზდა მათე-შენი გრძნობები უკვე აღარ მჭირდება და არ მაინტერესებს ის,რომ ხანდახან გენატრები ხოლმე
-შენ არ გენატრები?-აშკარად იმოქმედა კოქტეილმა სალომეზე
-არა და შენთვის აქვს რამე მნიშვნელობა რომ მენატრებოდე?-ირონიულად მიუგო
-აქვს-ჩუმად ჩაილაპარაკა და ისევ მოსვა ვინ იცის მერამდენე ჭიქა კოქტეილი-მართალია არ მინდა ისევ ერთად ვიყოთ,მაგრამ ამ მომენტში შენთან მინდა,ძალიან-მასთან ახლოს მიიწია და სახეზე მოეფერა-მერე რა,რომ ერთად აღარ ვართ? ჩვენს შორის არის რაღაც ქიმია მათე- მათე უცებ ახარხარდა
-ახლა ვინმე რომ გვისმენდეს,იფიქრებდა რომ ჩემზე გიჟდებოდი და მე მიგატოვე-ძლივს მოითქვა სული
-რა საზიზღარი კაცი ხარ-ხელი შეუშვა და ისევ კოქტეილს დაუბრუნდა-ისე,რომ ვთქვათ,მართლა შენ დამშორდი-ახლა სალომესაც გაეცინა
-იმიტომ,რომ შენი ქცევებით ყველაფერი გააკეთე ამისთვის და ახლა ტანჯულის როლი არ ითამაშო გთხოვ,თითქოს ძალიან განიცადე ეს ამბავი
-არ ვაპირებ ტანჯულის როლის თამაშს-გაეცინა-მე არ ვიტყუები ხოლმე, რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ და რაც მინდა იმას ვაკეთებ
-ეგ ვიცი-გაეცინა
-დღეს,რომ დაგინახე,მართლა ვიგრძენი რომ მომენატრე-ხმა ძალიან თბილი გაუხდა სალომეს. მათე შეიშმუშნა. მაინც უჭირდა სალომესთან ასე ახლოს ყოფნა და მითუმეტეს მისგან მსგავსი სიტყვების მოსმენა.სწორედ ეს გახდა მიზეზი,რომ 3 ჭიქა მარტინის შემდეგ ძლიერ ვისკიზე გადავიდა და უკვე ნელ-ნელა გრძნობდა რომ სასმელი ერეოდა
-ცუდია,ამას მხოლოდ ახლა რომ გრძნობ-უთხრა მათემ და უცებ წამოდგა-რომ გითხრა გამიხარდა შენი დანახვაო მოგატყუებ-ბარმენს,ორივეს სასმლის ფული დაუტოვა და არც კი დამშვიდობებია სალომეს ისე გავიდა ბარიდან. სალომეს ეწყინა მისი ასე უხეში წასვლა,კიდევ ერთი კოქტეილი შეუკვეთა და ბოლომდე გამოცალა.
არ შეეძლო ამ დღის ასე დამთავრება. რა ეშმაკი შეუჩნდა არ იცის,მაგრამ მათეს სიახლოვე სჭირდება. სახლში წასვლას აპირებდა,მოულოდნელად მიმართულება რომ შეცვალა და მისი სახლისკენ აიღო გეზი.
გაუჩერებლად რეკავდა კარზე ზარს.მათემ შეშფოთებულმა გააღო
-ნორმალური რომ არ ხარ ვიცი,მაგრამ კარები რას ჩამომიღე-დაუღრინა გაბრაზებულმა. სალომეს ნებართვა არც უთხოვია ისე შევიდა სახლში
-ვა,კიდევ სვამ?-ჟურნალის მაგიდაზე ვისკის ბოთლი და ჭიქა იდო. სალომემაც ჩამოისხა და მოსვა. მათე ხმაამოუღებლად უყურებდა სალომეს ქცევებს
-აქ რა აკეთებ?-ბოლოს ჰკითხა
-ვერ დავკმაყოფილდი ბარში შენთან საუბრით-გულწრფელად უთხრა.უკვე ალკოჰოლი ერეოდა.არც მათე იყო უკეთეს დღეში,საკმაოდ ნასვამი იყო,ცოტათი მთვრალსაც იტყოდი
-მე არ მინდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა უბრალოდ დასრულდეს-ეს უთხრა თუ არა,ეგრევე წამოფრინდა სავარძლიდან,მათესკენ გაიქცა და ტუჩებზე ეტაკა.
ალკოჰოლის ბრალი იყო,მონატრების თუ ორივესი ერთად,არ ვიცი,მაგრამ ფაქტია,რომ ორივე გაშმაგებული კოცნიდნენ ერთმანეთს.ასე,კოცნა კოცნით საძინებლისკენ მიდიოდნენ და თან გზადაგზა ტანსაცმელს ხდიდნენ ერთმანეთს.
არ უნდოდა სალომეს ამ დღის ჩვეულებრივად ჩამთავრება და არც ჩამთავრდა.
ბოლოს ერთმანეთის ალერისგან დაღლილებს,ერთმანეთზე ჩახუტებულებს მიეძინათ.
ის ღამე ერთად გაატარეს.



-ასეთი დილა შენთან დაშორების მერე არ მქონია-თვალი გაახილა თუ არა სალომემ, გაიზმორა საწოლში და მათეს მხარეს გადაბრუნდა. მათე ეწეოდა
-ჩემს მერე არავისთან გქონდა მსგავსი ღამე თუ სექსი არ გქონდა საერთოდ?-სხვათაშორის ჰკითხა და ნაპაზი დაარტყა
-სექსი არ მქონია არავისთან-დაუბღვირა,რადგან კითხვა არ მოეწონა
-არ დაგიმალავ და გამიკვირდა-ისევ სხვათაშორის თქვა მათემ და სიგარეტის ნარჩენი საფერფლეში ჩაასრისა
-დეგენერატი კაცი ხარ-მხარზე ხელი მიკრა და საწოლიდან ზეწრიანად წამოდგა-მართალია თავისუფალი გოგო ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ,მაგრამ ეს არ ნიშნავ იმას,რომ ვინც მეყოლება ყველასთან დავწვე-შეუღრინა და სააბაზანოსკენ წავიდა. მათემ ღრმად ამოიოხრა და თავი საწოლს მიადო.
კარგა ხანი დაჰყო სალომემ აბაზანაში.ამასობაში მათემ თავის მოწესრიგებაც მოასწრო და ყავაც გაამზადა ორივესთვის. ნახევარ საათში უკვე გამზადებული და ჩაცმული სალომე შემოვიდა სამზარეულოში.თავიდან ორივე ჩუმად მიირთმევდა ყავას და მათეს მიერ მომზადებულ სენდვიჩებს.
-სალომე მომისმინე-დაიწყო კარგა ხნიანი დუმულის შემდეგ მათემ-ის რაც გუშინ მოხდა...
-შეცდომა იყო და არ განმეორდება-დაასრულა სალომემ ფრაზა
-ეგეც.. და კიდევ,ბოდიში რომ უნებისყოფოდ მოვიქეცი.ეს არ უნდა გამეკეთებინა-თავის მართლებას მოჰყვა
-მათე, ეს მეც მინდოდა და შენც,ამიტომ ახლა ამის გამო ერთმანეთს ნუ მოვუბოდიშებთ, თან... ეს პირველი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს შორის-ბოლოს გაეღიმა -ამიტომ არ გვინდა ამაზე ფიქრი და დარდი, ნუ თუ რა თქმა უდა შენ ძალიან არ ნანობ ამ საქციელს-მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა
-როგორ შეგიძლია ყველაფერი ასე ფეხებზე გეკიდოს?-გაღიზიანებულმა ჰკითხა-მე შენთან სექსი კი არა,საერთოდ კომუნიკაციაც არ მინდა,მაგრამ ასე მოხდა,თავს ვერ მოვერიე და ამას ძალიან ვნანობ-ხმადაბლა ჩაილაპარაკა.სალომე გაჩუმებული იყო და უსმენდა.იცოდა ახლა მათე ისევ ბოღმისგან დაიცლებოდა და ჯავრს მასზე ამოანთხევდა,ამიტომ უხმოდ იჯდა და ელოდებოდა როდის მორჩებოდა
-როგორც არ უნდა უარვყო და თავი გავიგიჟო,შენთან სიახლოვე ძალიან მსიამოვნებს და შენთან ერთად ღამის გატარება ნეტარებაა, მაგრამ ასე არა,ასე არ მომწონს და არც მინდა.შენ მე გული ძალიან მატკინე და ამის პატიება მე არ შემიძლია.არ ვიცი,შენ რას და როგორ ფიქრობ,უკვე მართლა ვერ ვხვდები მაგ ტვინში რა გიტრიალებს,მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია. კი, უსიყვარულოდ სექსი უამრავჯერ მქონია, მაგრამ შენთან არ შემიძლია ასეთი ურთიერთობა მქონდეს.აღარ მინდა კიდევ რომ შევხვდეთ სადმე ერთმანეთს. მართალია, ეს მხოლოდ ერთი ღამე იყო და ეს არ ნიშნავს რომ შევრიგდით ან თუნდაც მომავალში ისევ ერთად გავატარებთ ღამეებს, ეს უბრალოდ ერთხელ მოხდა,რადგან ორივეს გვინდოდა და მე აღარ მინდა მსგავსი ინციდენტი მოხდეს შემდეგში,ამიტომ ორივესთვის უკეთესი იქნება,ეს ყველაფერი აქვე თუ დამთავრდება და დავივიწყებთ-ჩაილაპარაკა დარწმუნებულმა და ბოლო ყლუპი ყავა მოსვა
-წესით მსგავსი რამეები მე უნდა მაწუხებდეს და არა შენ-თვალები აატრიალა სალომემ
-ხო და საქმეც მაგაშია,რომ შენ უნდა გაწუხებდეს, შენ...-ნიშნის მოგებით უთხრა
-მათე, არ ვიცი რამდენად დამიჯერებ,მაგრამ...-ცოტა პაუზა გააკეთა-შენ ჩემთვის ბევრ ნიშნავდი,არ იყავი უბრალო მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში და არ მინდა ეგრე გეგონოს.მართალია ყველაფერი მორჩა და მე ბევრი მივქარე,მაგრამ შენ ჩემთვის სულ ერთი ვერასდროს გახდები,რაღაცას ყოველთვის ნიშნავდე იქნება-გულწრფელად უთხრა რასაც ფიქრობდა
-ცუდია,რომ მხოლოდ რაღაცას ვნიშნავ-დანანებით ჩაილაპარაკა მათემ.სალომემ არაფერი უპასუხა
-კარგი, მე წავალ. ისედაც გაგვიგრძელდა ეს ყველაფერი-მიხვდა რომ საუბრის გაგრძელებას არანაირი აზრი არ ჰქონდა,გარდა ერთმანეთის გულის ტკენისა,ამიტომ გაცლა ამჯობინა.ჭიქა ნიჟარაში ჩადო და კარებისკენ წავიდა
-მათე...-უცებ მოტრიალდა- მე მინდა,რომ შენ ძალიან ბედნიერი იყო... ჩემთან ბედნიერი ვერ იქნებოდი-ბოლო სიტყვები გულს ამოაყოლა და არაფრის თქმა არ აცადა მათეს ისე გავიდა მისი სახლიდან.
***
-მთელი დღე ვერ დაგიკავშირდი,ასე შეიძლება მაქსიმე?- კარები გაუღო თუ არა ეგრევე საყვედური უთხრა მარიამმა
-ხო,ტელეფონი ოფისში დამრჩა,მე კიდევ საქმეებზე დავდიოდი. ბოდიში-ეგრევე იმართლა თავი და ძალიან მაგრად ჩაეხუტა-მომენატრე-თავი მის თმებში ჩარგო
-ასე არ შეიძლება. რა აღარ ვიფიქრე
-ინერვიულე?-გაეღიმა მაქსიმეს
-გეღიმება კიდეც? ჯერ იმდენჯერ დაგირეკე არ მპასუხობდი,მერე საერთოდ გაითიშა ტელეფონი,ვერც ვერავის დავურეკე რომ მეკითხა სად იყავი და მთელი დღეა ვნერვიულობ-ბუზღუნებდა მარიამი
-ბოდიში,ჩემი ბრალია ტელეფონი რომ დამრჩა. მერე ეტყობა დაჯდა და გაითიშა
-ის ხომ არ გინახავს?-ეჭვით ჰკითხა
-ვინ ის?-ვითომ ვერ მიხვდა
-შოთიკო- ,,როგორ ვერ მიხვდი’’ ტონით უპასუხა
-აა, არა,არ მინახავს-გაუღიმა
-მართლა?
-დღეს მთელი დღე სახლში ხარ?-თემის გადატანას შეეცადა
-კი და მართლა არ გინახავს?-ვერ ისვენებდა
-მაშინ რამე გექნება მომზადებული,ძალიან მშია-ხელები ერთმანეთს გაუსვა
-რაღაცას გეკითხები და კითხვას ბანზე რატომ მიგდებ?
-ყავა მაინც გამიკეთე
-მაქსიმე...
-მარიამ,არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, კარგი?
-ანუ ნახე?-შეშფოთდა
-...
-მაქსიმე! სიმართლე მითხარი!ხომ იცი, ტყუილს ვერ ვიტან,მითუმეტეს ასეთ რამეებს რომ მიმალავენ-მუდარით უთხრა
-ხო, ვნახე და ვილაპარაკეთ.მეტი არაფერი
-არ მატყუებ?
-არა და რატომ გიყვართ ამ ქალებს ჩაძიებები?-ამოიოხრა
-ბევრი ქალი გეძიებოდა ხოლმე?-ინტერესით ჰკითხა და თვალები დაუქაჩა
-თითქმის ყველა,ვისთანაც ურთიერთობა მქონდა-მხრები აიჩეჩა
-და ბევრი იყო?-სასოწარკვეთილმა ჰკითხა
-ოფიციალური გაინტერესებს თუ არაოფიციალური?-მის ნერვებზე თამაშს განაგრძობდა
-ოფიციალურებიც გყავდა?-თვალები გაუფართოვდა- მე არ მახსოვდა მსგავსი რამ
-არაოფიციალურები არ მახსოვს რამდენი იყო... და ოფიციალურები-წამით ჩაფიქრდა და თითებით დათვლას შეუდგა.ამის დანახვაზე მარიამს ლამის თვალები გადმოსცვივდა
-მოიცა ამერია-თავიდან დაიწყო დათვლა
-იცოდე არ მითხრა რამდენი იყვნენ, თორემ გავგიჟდები, გასაგებია?-მოულოდნელად წამოიყვირა მარიამმა და ხელზე მოუჭირა-არ მაინტერესებს-დააყოლა უცებ. მარიამის რეაქციაზე ჯერ გაეცინა და მერე გულიანად ახარხარდა.მარი გაოცებული უყურებდა
-რა გაცინებს?-გაბრაზდა
-ახლა შენი თავი განახა,რა სახე გაქვს-ისევ იცინოდა-შენ რა ეჭვიანი ყოფილხარ, არ მეგონე ასეთი
-დამცინი ხო?
-როგორ გეკადრება,ფაქტი აღვნიშნე-მხრები აიჩეჩა
-აჰა, ესე იგი, ეჭვიანი ვარ,ჩაძიებები მიყვარს და იმ ქალებს ვგავარ ვინც გყოლია?-სასოწარკვეთილმა,ცრემლშეპარული ხმით ჰკითხა
-არ მითხრა რომ ნამდვილად მეკითხები ამ რაღაცებს?-დასერიოზულდა მაქსიმე,რადგან არ ეგონა ხუმრობა ასე თუ გასერიოზულდებოდა
-აბა ვითომ?-ცრემლები გადმოსცვივდა და ზურგი აქცია
-ახლა გავგიჟდები. რა გატირებს?-შეშფოთდა მაქსიმე- მარიამ,შემომხედე-მხარზე მოკიდა ხელი და ცდილობდა მისკენ შემოებრუნებინა,მარიამი ჯიუტად არ ბრუნდებოდა. როცა მიხვდა, რომ მარიამი მისკენ არ შემობრუნდებოდა, თვითონ გადაჯდა მეორე მხარეს
-მარი, ვიხუმრე,გესმის? ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და არ მეგონა ასე სერიოზულად თუ მიიღებდი,მართლა-შეწუხდა მაქსიმე,მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვისას.მარი ხმას არ იღებდა
-მოსერიოზულო ურთიერთობა ერთხელ მქონდა მხოლოდ და მალევე დამთავრდა. დანარჩენი ყველა არაოფიციალური იყო,რომლების მოყოლასაც აზრი არ აქვს და ამის გამო ნერვები უნდა იშალო ახლა? -ისევ არ სცემდა ხმას
-შენ ხარ ჩემთვის ყველაზე სერიოზული ურთიერთობა. არც კი იფიქრო ოდესმე,რომ თავი მაგათ შეადარო ხოლმე,ვინც წარსულში მყოლია. შენნაირი არავინ იყო და ვერც ვერასდროს იქნება,რადგან მე მხოლოდ შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად და არავინ მაინტერესებს სხვა-ძალიან თბილად უთხრა
-მეც ყველაზე მეტად მიყვარხარ-ამოისლუკუნა მარიამმა
-მართლა ყველაზე მეტად გიყვარვარ?-ჩაეკითხა მაქსიმე
-შენ ჩემს გრძნობებში ეჭვი გეპარება?
-არა,არ მეპარება,უბრალოდ მინდა ხშირად გავიგო ხოლმე ეს სიტყვები შენგან-გაუღიმა და ხელი თმაზე ჩამოუსვა
-ასე არ არის-ცრემლები შეიმშრალა-ვიცი რაც გაწუხებს-სევდიანად თქვა
-რამე მაწუხებს და არ ვიცი-შეიცხადა მაქსიმემ
-შენ ჩემი პირველი სიყვარული გაწუხებს მაქსიმე-ნაღვლიანად უთხრა-და ვერ ამბობ. გგონია რომ მას რაღაც კვალი აქვს ჩემს ცხოვრებაში დატოვებული და არ იცი შეძელი თუ არა მისი ამოშლა ჩემი ცხოვრებიდან
-სისულელეს რომ მეუბნები ხვდები?
-შენი მესმის,არაფერში არ გამტყუნებ.მეც ვიეჭვებდი მსგავს რამეს-ისევ თავისას აგრძელებდა
-ახლა ვიჩხუბებთ,რეებსაა რომ მელაპარაკები,გაგიჟდი?
-სიმართლე მითხარი გთხოვ, მართლა ფიქრობ თუნდაც წამიერად მაინც,რომ მე შეიძლება ისევ მახსოვდეს მათე?
-მარიამ...
-არ მინდა,რომ თუნდაც ერთი პროცენტით ჩემში ეჭვი გეპარებოდეს.
-ეჭვი არ მეპარება და რა ხასიათზე დადექი,რა არის ეს მარიამ?
-მაქსიმე,მომისმინე და ახლა რასაც გეტყვი მინდა რომ სულ გახსოვდეს და რაც მთავარია გჯეროდეს
-დღეს ვერ გცნობ...
-არ გამაწყვეტინო ისე მომისმინე-უთხრა და ღრმად ჩაისუნთქა-მე ძალიან ბევრი ვიფიქრე ყველაფერზე. მათეზე,შენზე,ჩემზე და დასკვნებიც გავაკეთე.
შენ კარგად იცი,რომ შეყვარებული არასდროს მყოლია.ურთიერთობებში გამოცდილი არ ვყოფილვარ,შენამდე. მათე რომ პირველად დავინახე,შთაბეჭდილება ძალიან მოახდინა ჩემზე. ეს პირველი შემთხვევა იყო,როცა ბიჭით დავინტერესდი,მაგრამ არავისთვის მითქვამს. მერე სალომეს და მათეს შესახებ რომ გავიგე,მაშინ საერთოდ გავჩუმდი. ახლა რომ შევხედე სიტუაციას და კარგად გავაანალიზე,მივხვდი,რომ მე მათე უბრალოდ ძალიან მომწონდა და ის არასდროს მყვარებია. უბრალოდ მომეწონა და ავიკვიატე,მეგონა რომ მიყვარდა, მე ხომ ამ გრძნობის შესახებ არაფერი ვიცოდი მანამდე და როცა თითქოს ამის შანსი მომეცა, მომეწონა ბიჭი და მეგონა რომ შემიყვარდა,მაგრამ მხოლოდ ახლა ვხვდები,რომ ის არასდროს მიყვარდა,ის იყო მხოლოდ ჩემი აკვიატება,გატაცება, ნუ რაც გინდა ის უწოდე, გარდა სიყვარულისა. ნამდვილი სიყვარული რა არის,ამას მხოლოდ ახლა მივხვდი,შენთან ურთიერთობისას. შეუძლებელია ადამიანი,რომელსაც კარგად არ იცნობ,ერთი ნახვით შეგიყვარდეს, მაგრამ ერთი ნახვით რომ მოგეწონოს ეს სრულებით შესაძლებელია და სწორედ ეს დამემართა მაშინ.
იმ დროინდელი ჩემი გრძნობა,ახლანდელ გრძნობას რომ შევადარო,ის ყველაფერი ახლანდელთან შედარებით ზღვაში წვეთია.არ შემიძლია იმასაც და ამასაც ორივეს სიყვარული ვუწოდო. ვერ შევადარებ იმ ემოციებს და გრძნობებს,რასაც შენდამი განვიცდი,წარსულ გრძნობასთან,რადგან იმდენად დიდი რამ მაკავშირებს შენთან,უბრალოდ იმასთან შედარებაც კი მრცხვენია.არც ერთი წამითაც კი არ მინდა იფიქრო,რომ შენ ვერ შეძელი იმ კვალის წაშლა და შენი თავის მაგასთან შედარება,რადგან შენ იმაზე დიდი ბედნიერება ხარ ჩემთვის,ვიდრე წარმოგიდგენია. შემ ხარ ჩემი პირველი და რეალური სიყვარული და ყველაზე ძალიან მიყვარხარ-დაამთავრა დიდი მონოლოგი და მთელი ძალით ჩაეხუტა.მაქსიმე კიდევ,ბედნიერებისგან დამუნჯებული ხმას ვერ იღებდა და უბრალოდ ეხუტებოდა.
-შენზე გავბრაზდი-მოშორდა თუ არა ეგრევე უთხრა-რეებზე ფიქრი მაკადრე?არ გრცხვენია?-ვითომ გაბრაზებული სახე მიიღო.მარიამს სახე შეეცვალა
-რაა?
-ხო,როგორ იფიქრე რომ მე შენზე მსგავს რამეს ვფიქრობდი?
-მაქსიმე...-ტუჩები ისევ დაებრიცა
-ვაიმე,ოღონდ ისევ არ იტირო და გეხუმრები მარიამ-ბოლოს ვეღარ მოითმინა და გაეცინა
-ცუდი ბიჭი ხარ და...-აქ უკვე მაქსიმემ არ აცადა სიტყვის დამთავრება,ეგრევე კოცნით გააჩუმა.


-სერიოზულად გადაწყვიტე?-ინტერესით შეეკითხა მაქსიმე
-კი. აქამდე არ მინდოდა,არადა სულ მეხვეწებოდა დედა,წამოდი ჩემთანო,მაგრამ აქაურობას ვერ ველეოდი,ახლა კი მე თვითონაც მინდა წასვლა- დაზუსტებით უპასუხა სალომემ. მასსა და მათეს შორის მომხდარი ღამის შემდეგ 4 თვე იყო გასული,როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ ამცნო მაქსიმეს. იმის შემდეგ მათე აღარ უნახავს,არც შემთხვევით და არც შეგნებულად.ის რაც უკვე დამთავრდა, დამთავრდა და მორჩა. ჩამქრალი ცეცხლის ფერფლით ხელახლა ვერ დაანთებ ცეცხლს. აზრი არც აქვს წარსულ ურთიერთობაში დაბრუნებას,როცა ეს ურთიერთობა ერთხელ უკვე წარუმატებელი იყო.არც უცდია.
-დარწმუნებული ვარ,ამერიკაში ჩემი პროფესიით უფრო ვიმუშავებ,ვიდრე აქ. მანდ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება
-დედას გაუხარდება.უთხარი უკვე?
-კი,გუშინ ველაპარაკე და ძალიან გაუხარდა.უკვე მელოდება-გაეცინა
-მე მინდა რომ შენ ბედნიერი იყო და ყველაფერი გამოგივიდეს რასაც ჩაიფიქრებ-გულით უსურვა ბედნიერება მაქსიმემ-იმედია მანდ მაინც დაჭკვიანდები-თითი სიცილით დაუქნია
-დასაჭკვიანებელი არაფერი არ მჭირს მე-ვითომ იწყინა-უბრალოდ მე ისე ვიქცევი,როგორც მინდა და სწორად მიმაჩნია.ეს ყველას არ შეუძლია-ახლა მასაც გაეცინა
-ხო, ,,სწორად’’ ხშირად იქცევი შენ-გადაიხარხარა
-ისე,ახლა დავფიქრდი და მომენატრები-უცებ დასერიოზულდა სალომე-მართალია ხშირად ვჩხუბობდით,მაგრამ გამიჭირდება უშენოდ
-ახლა არ გვინდა ეგ სენტიმენტები-შეეცადა ეხუმრა-სამუდამოდ ხომ არ მიდიხარ არა? ხან შენ ჩამოხვალ,ხან მე ჩამოვალ.გარდა ამისა,დღევანდელი ტექნოლოგიები,საერთოდ არ მოგცემს ადამიანის მონატრების საშუალებას. ყოველდღე შეგვეძლება ლაპარაკი,დღის ნებისმიერ მონაკვეთში,როცა მოგვესურვება-უთხრა ღიმილით და ჩაეხუტა.
სალომეს არაფერი უთქვამს.თითქოს ბოლომდე აღფრთოვანებული არ იყო ამერიკით,მაგრამ ეს ყველაზე კარგ გამოსავლად ეჩვენებოდა,რომ ცხოვრება შეეცვალა.
-ამერიკაში მიდის?-ჩაფიქრებულმა გაიმეორა კითხვა მარიამმა-ადრე ყველაზე პირველი მე გავიგებდი ამ ამბავს-სევდიანად გაეღიმა წარსულის გახსენებაზე
-მე დავასწარი,თორემ გეტყვის თვითონაც უეჭველი,აბა ისე ხომ არ წავა-დაამშვიდა მაქსიმემ
-რატომ გადაწყვიტა?ამერიკა არასდროს უყვარდა
-აქაურმა ერთფეროვნებამ დაღალა ალბათ, არ იცი მაგისი ამბავი? სიახლეები უნდა ეტყობა-მხრები აიჩეჩა
-ხო, ალბათ-თვალები ერთ წერტილზე ჰქონდა მიშტერებული მარიამს-დარწმუნებული ვარ,მოეწონება მანდ
-მეც ასე ვფიქრობ. მისთვის კარგიცაა ახლა გარემოს შეცვლა,თორემ რაღაც დეპრესიის ნიშნებს ვამჩნევ,რაც ძალიან იშვიათია სალომესთვის
-ბოლო დროს ძალიან შეიცვალა და მაგის ბრალია მისი ასეთი ხასიათი და ქცევები,მაგრამ მჯერა,რომ მანდ ცოტა გამოეცვლება ხასიათი
-დედა უკვე მეცოდება სალომეს ხელში-ორივეს გაეცინა
-ყავას გავაკეთებ,ხომ დალევ?-მაქსიმემ თავი დაუქნია.მარიამი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად.
***
-ჭკვიანად იცოდე და დედა არ გააბრაზო-პატარა ბავშვივით დაარიგა მაქსიმემ სალომე-აეროპორტში იყვნენ და სალომეს აცილებდნენ
-რაც მთელი ცხოვრება არ დაგირიგებია,ეს დღებია მარიგებ-სალომეს გაეცინა-რა პატარა ბავშვივით მტუქსავ ვერ გავიგე-წარბი აუწია-მარიამ-მარის მიუბრუნდა-შენ გაბარებ ამ არასერიოზულს, მარტომ სახლი არ გადაწვას-უთხრა სიცილით
-შენ მაგაზე არ იდარდო დაო, ქალების მეტი რა არის, მოვლენ,დამილაგებენ,ტანსაცმელს გამიმზადებენ, საჭმელს გამიკეთებენ, მე არაფერზე მექნება საზრუნავი-მხრები აიჩეჩა მაქსიმემ.მარიამმა წარბაწევით შეხედა
-უკვე გაანაწილე რომელ დღეს ვინ რას გაგიკეთებს?-ირონიულად ჰკითხა
-მაგაზე ფიქრს აწი დავიწყებ-თვალი ჩაუკრა
-ჯამბაზი-ტუჩი აიბზუა მარიამმა
-ერთმანეთს ძალიან უხდებით-მოულოდნელად სალომემ თქვა-აქამდე არასდროს მითქვამს,მაგრამ მართლა ძალიან მაგარი წყვილი ხართ და კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოგიხადოთ,მაშინდელი ჩემი ქცევებისთვის,საშინლად ვიქცეოდი
-თავი სერიალში მგონია,ბოლო სერიაში ბოროტი პერსონაჟი თავის ქცევებს რომ ინანიებს-ისეთ ხმაზე გადაიხარხარა მაქსიმემ,ნახევარი აეროპორტი მას უყურებდა-სულ მინდოდა მსგავსი რამ რეალობაში მომხდარიყო
-არ უნდა გენახა თავის დროზე ამდენი სერიალი მაქსიმე-მოჩვენებითი სინანულით უპასუხა სალომემ-მოიცა და, მე ბოროტი ვარ?-ახლა დაუკვირდა მის ნათქვამს და თვალები გაუფართოვდა
-ნუ ბოროტი არა,მაგრამ კარგად ჩაჯდა რა სიტუაციაში-მხრები აიჩეჩა
-დღეს რაღაც მასხრობის ხასიათზეა და არ ვიცი რატომ-თქვა მარიამმა
-მიხარია ამას ამერიკაში რომ ვუშვებ-თავით სალომეზე ანიშნა
-ვიცი,სახლში რომ მიხვალ,ბალიშს დაასველებ ცრემლებით
-ხო,ერთჯერადი ხელსახოცები უკვე მომარაგებული მაქვს
ასე ხუმრობაში გააცილეს სალომე და ხუმრობაშივე არ შეიმჩნიეს წარსულში მომხდარი სალომეს ამბები.მაქსიმე ყველანაირად ეცადა ასე გადაეტარებინა ეს ამბები,გამოუვიდა კიდეც. მარიამი და სალომეც თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს,მართალია როგორც დაქალები არ შეპირებიან რომ ერთმანეთს ყოველდღე დაელაპარაკებიან,მიწერენ,მაგრამ კარგად დაემშვიდობნენ და რაც მთვარია, ერთმანეთისადმი ბოღმა არ ჩარჩენიათ გულში.
***
-ნახევარ ფაბრიკატებით იხმობ ხომ კუჭს-მივიდა თუ არა მარიამი მაქსიმესთან,ეგრევე სამზარეულოში შევიდა,პარკები მაგიდაზე დაალაგა და მაცივარი გამოაღო-ეგრეც ვიცოდი
-დღეს შენი სმენაა?-სერიოზულად ჰკითხა
-რა?-ვერ მიხვდა
-არ მახსოვდა დღეს ვის უწევდა მოსვლა საჭმლის გასაკეთებლად-მხრები აიჩეჩა და სიცილით გავიდა სამზარეულოდან,მარიამი უკან მიყვა
-ხომ იცი,რომ ნერვები მეშლება მასე რომ ხუმრობ.იცოდე ერთხელაც დაგიჯერებ რომ სიმართლეს ამბობ და გაგშორდები-დაემუქრა
-არაუშავს, რომელიმეს დაემატება ერთი ადამიანის საქმე-ისევ განაგრძობდა ხუმრობას
-ოოო,მაქსიმე...
-კარგი ხო,ვჩუმდები.აბა ცოლად შენ არ მომყვები და რა ვქნა?-
-ცოლობა მთხოვე და არ მახსოვს?-შეიცხადა მარიამმა
-არ გთხოვე? აბა მაშინ ვის იყო რომ ვთხოვე?-ხელი ნიკაპზე მოისვა ჩაფიქრებულმა
-ვისაც სთხოვე,ალბათ მიხვდა რომ შენ არ გამოადგებოდი ქმრად-მკვახედ მიახალა და სამზარეულოსკენ წავიდა. მაქსიმეს გაეცინა,გიჟდებოდა როცა ასე აბრაზებდა ხოლმე და მარიამიც რომ ეჭვიანობდა არარსებულ ქალებზე.მარიამმაც იცოდა,რომ ეხუმრებოდა მაქსიმე და რეალურად სხვა ქალები მისთვის არ არსებობდნენ,მაგრამ მაინც ნერვები ეშლებოდა ხოლმე.
-აუ რა გემრიელი სუნი გამოდის-ცოტა ხანში მიაკითხა სამზარეულოში-წვნიანს მიკეთებ?-ქვაბში ჩაიხედა
-ხო, თორემ გამხმარი გექნება კუჭი მშრალი საჭმლების ჭამით
-მომწონს ჩემზე რომ ზრუნავ-მასთან მივიდა და უკნიდან ჩაეხუტა-დაფიქრდებოდა ისე კაცი,შენს ცოლად მოყვანაზე
-ის სხვები ალბათ ვერ ასრულებენ თავის საქმეს კარგად,თორემ არ დაფიქრდებოდი ცოლის მოყვანაზე-ახლა მარიამი ეხუმრა
-არავინ სხვა არ მაინტერესებს,შენს გარდა-უცებ დასერიოზულდა მაქსიმე,მარიამი თავისკენ მიაბრუნა და თვალებში ჩააჩერდა-მინდა ეს სულ გახსოვდეს-უთხრა და ცხვირზე აკოცა
-ძალიან გემრიელია-წვნიანს მადიანად ჭამდა-მართლა რამდენი ხანია წვნიანი არ მიჭამია
-აუცილებელია ეგ და ჭამე ხოლმე
-მე წვნიანის გაკეთება არ ვიცი,გამომყევი ცოლად და გამიკეთე ხოლმე
-მაქსიმე,მეჩვენება თუ ცოლობას მთხოვ?
-რავიცი,ეგრე გგონია?
-არა?
-კი?
-არა!-დანებდა ბოლოს მარიამი-არ აგყვები,არ შემიძლია ახლა და ძალიან მეზარება
-კარგი,მართლა, არ გამომყვები?
-მაქსიმე,წესიერად მკითხე
-მარიამ,გამომყვები ცოლად?
-ყველაზე არარომანტიკული ხარ. მაგიდასთან ზიხარ და ცოლობას მთხოვ,ასე უბრალოდ,თითქოს ჩვეულებრივ რამეს მეკითხებოდე
-ხო, ვიცი,უბრალოდ რადგან სიტუაციამ მოიტანა და იმიტომ,თორემ ბეჭედზე და დანარჩენ რამეებზეც ვიზრუნებ-გაეცინა
-ჯერ გათხოვება არ მინდა-თავი დაიფასა უცებ,მაქსიმეს პირთან მიტანილი წყლის ჭიქა ხელში გაუშეშდა
-მე შენ ცოლობა გთხოვე და შენ უარს მეუბნები?-აღმოხდა გაოცებულს
-კი,ასეა-გადაწყვიტა ახლა თვითონ მოეშალა მისთვის ნერვები
-კარგი,რა პრობლემაა,მსურველის მეტი რა არის,წავალ და სხვას ვთხოვ-მხრები აიჩეჩა
-არც იოცნებო,თანახმა ვარ-უთხრა და წყალი მოსვა.მაქსიმეს გულიანად გაეცინა.
-ნუ,როგორც იქნა რა. მაშინ დაიწყე ყველაფერზე ფიქრი
-ოღონდ,გეხვეწები,ქორწილი არ გვინდა.მხოლოდ ხელი მოვაწეროთ, ჯვარი დავიწეროთ და მორჩა.ზედმეტი ხმაურის გარეშე
-ქორწილი მართლა არ გინდა?
-არა და იმედია შენ არ ხარ გადარეული ქორწილის გადახდაზე
-შენ როგორც გინდა ისე გავაკეთოთ. ისე,ქორწილს თუ არ ვიხდით, პირდაპირ რომ გადმოხვიდე არ გინდა?-უცებ მოუვიდა იდეა
-არა,ეგრე არ მინდა.ხელი მაინც ხომ უნდა გვქონდეს მოწერილი?
-კარგი რა,ეგენი მხოლოდ ფორმალობაა. მოდი გადმოდი ჩემთან და ვიცხოვროთ ერთად
-არა
-მარიამ...
-არა მეთქი
-კარგი,როგორც გინდა-მოიწყინა უცებ-მაშინ ხელი რაც შეიძლება მალე მოვაწეროთ და ჯვარიც დავიწეროთ
-1-2 თვეში?
-რა ამბავია, მე მაქსიმუმ 1 კვირას ვგულისხმობდი მალე-ში
-1 თვეში
-1 კვირაში
-2 თვეში
-კარგი,იყოს 1 თვე-დანებდა მაქსიმე
-ასე დამიჯერე ხოლმე მომავალშიც-გაუცინა,მისკენ გადაჯდა და ჩაეხუტა.

***
დღები ძალიან ნელა გადიოდა მაქსიმესთვის, უკვე ვერ ითმენდა,ისე უნდოდა მასთან გადმოსულიყო მარი,ის კი ჯიუტად მაინცდამაინც ხელმოწერისა და ჯვრის დაწერის შემდეგ აპირებდა. 2 კვირა გავიდა მხოლოდ
-როცა ვიცი რომ 2 კვირაში ჩემი ცოლი უნდა გახდე,უფრო ვერ ვითმენ რა და შენ როგორ შეგიძლია?-აღმოხდა შეწუხებულ მაქსიმეს,როცა მარიამთან იყო სახლში მისული
-არ მეგონა ასეთი მოუთმენელი თუ იყავი,არ გეტყობოდა-გაეცინა მარიამს
-ამ საკითხში ვარ!
-კარგი,მაშინ ამ 2 კვირაში თავზე დავიმხობ კლუბებს და ნაშებს ავყრი ხოლმე
-შენ ქალი გნდომებია და ეგ თქვი მაშინ,რაღა ცოლი მოგყავს
-ქალი რომ მინდოდეს,ამის გამო ცოლს არ მოვიყვანდი. უბრალოდ მინდა გაგაბრაზო და შენც მოგინდეს უფრო ადრე გადმოსვლა
-2 კვირა მხოლოდ
-ბევრია
-მაქსიმე...
-ოოო,კარგი,წავედი მე.
-ახლახანს არ მოხვედი?სად მიდიხარ
-კლუბში-უთხრა და მერე სიტყვის თქმა არ აცადა,აკოცა და სწრაფად გავიდა მისი სახლიდან.
მარიამი დაფიქრდა. რა აჩემება იყო ახლა ეს 2 კვირა?ისედაც სულ ერთად არიან და ბარემ გადასულიყო, რა დაშავდებოდა.
კლუბიო რომ ახსენა მაქსიმემ,გაახსენდა უცებ ნაშებს ავაგდებო რომ უთხრა, აი მაშინ აენთო წითელი. ზუსტად იცოდა რომ მაქსიმე მანდ გოგოების დასაკერად და ასაგდებად არ წავიდოდა,მაგრამ მაინც არ მოეწონა ის იდეა,რომ მანდ შეიძლება თვალი მაინც გაეყოლებინა ვინმესთვის უშნოდ. მერე ძალიან უცებ,თვითონაც რომ ვერ მიხვდა ისე სწრაფად, თავში ერთმა აზრმა დაკრა,თავის ოთახში შევარდა,ჩემოდანი გამოიღო,ყველაზე საჭირო ნივთები ჩაყარა,რაც თავიდან დასჭირდებოდა, სახლი დაკეტა და მაქსიმეს სახლისკენ წავიდა
-მარი...-გაოცებული იყო მაქსიმე კარებში მარიამი რომ დაინახა,თან ჩემოდნით
-არ შემომიშვებ?-გაუცინა-მაქსიმე ინსტიქტურად გაიწია და გამოატარა,იმასაც ვერ მიხვდა ჩემოდანი რომ გამოერთმია
-შენ კლუბში არ უნდა იყო?
-გადავიფიქრე,მარტო მერჩივნა,სიმშვიდეში ყოფნა-მის ჩემოდანს თვალს არ აშორებდა
-მგონი სიმყუდროვე დაგირღვიე და ხომ არ წავიდე?
-ეს რა ჩემოდანია?-ჰკითხა რაც ძალიან აინტერესებდა
-ჩემი ტანსაცმელი მიდევს და სასტუმრო ოთახით ვისარგებლო თუ სალომესით?
-რა?
-რომელ ოთახში ჯობს რომ დავალაგო,დროებით
-არ მჯერა, ჩემთან გადმოდიხარ?-უცებ გაიაზრა და გახარებულმა წამოიძახა მაქსიმემ
-ხო, გადმოვდივარ და ამიტომ გეკითხები რომელი ოთახით ვისარგებლოთქო
-ჩემი ოთახით რა თქმა უნდა
-მაგაზე არც იოცნებო 2 კვირა-გააფრთხილა
-მარიამ...
-ერთად ვიცხოვროთ დარჩენილი დრო და როცა ხელს მოვაწერთ,მერე გადმოვალ შენს ოთახში-უთხრა და ჩემოდანს დაავლო ხელი-სასტუმრო ოთახით ვისარგებლებ,მაინც ეგრე ჯობს-თქვა და სასტუმრო ოთახისკენ წავიდა.მაქსიმე კიდევ გაოგნებული და გახარებული იდგა.
მარიამმა მალევე ამოალაგა ჩემოდანი და მაქსიმესთან გავიდა
-თუ მჯეროდეს
-არც მე არ მჯერა-ორივეს გაეცინა
ერთად ივახშმეს,მაგიდა ერთად აალაგეს და მისაღებში გამოვიდნენ

-მე დავიძინებ ხო? ძალიან დავიღალე-მთქნარებით უთხრა მარიამმა
-მიდი,ხო, დაისვენე-თბილად გაუღიმა
მარიამმა ხალათი და პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა.ცხელმა წყალმა დაღლილობა მოუხსნა. ოთახში შევიდა თუ არა,ეგრევე დაწვა.ის იყო უნდა ჩაეთვლიმა,მაქსიმე რომ შემოვიდა და გვერდით მიუწვა
-ხმა არ ამოიღო,უბრალოდ ერთად დავიძინოთ-უთხრა და ზურგიდან მიეხუტა
-მაქსიმე...
-გეფიცები ზედმეტი არაფერი,უბრალოდ მე ვერაფრით დავიძინებ ცალკე,როცა შენ გვერდით ოთახში ხარ
-კარგი,ხო-ამოიზმუვლა მარიამმა,რადგან ძალიან ეძინებოდა და კამათის თავი არ ჰქონდა,ამიტომ თვითონაც მიეხუტა და თვალები დახუჭა
-ძალიან მიყვარხარ-უთხრა მაქსიმემ და მის თმებში ჩარგო თავი
-მეც მიყვარხარ-უპასუხა,სანამ ჩაეძინებოდა,მერე კი სიზმრების სამყაროში გადაეშვა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.



№1 სტუმარი ემი

კარგია, რომ გაგახსენდით...

ახალი ისტორია გვინდა, ნიაკოო, თან რაც შეიძლება მალეე...

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

მაგარი იყოო ბრავო მაგრამ მე ქორწილს ველოდებოდი

 


№3 სტუმარი cota boroti

auuu gamixardaa ertianad ufro sasiamovno iyo iq es chemi pirveli istoriaa romelsac am saitze vkitxulobdi<3<3<3

 


№4  offline წევრი Atiko

არ მომეწონა :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent