იასამნისფერი შარფი (სრულად)
ლელუკას დაბადებისდღიდან ვბრუნდებოდით მე და თუკა კვანტალიანი. ღამე იყო და გრილოდა. იმ სამ ჭიქა ვისკის ვგრძნობდი, კაკის გასვლისას ჩუმად, რომ დავლიე. რაღაცნაირად ვიყავი, სიგიჟის ხასიათზე. -თუკა, გინდა მაღლა ავიდეთ? -სად მაღლა? -მთაწმინდაზე. -რა გვინდა მთაწმინდაზე? -ისე, პროსტა. -ხომ არ დათვერი შენ? -არა!.. ღადაობ, რა დამათრობდა! კაკი სულ თვალებში მიყურებდა, ორი ჭიქა ძლივს დავლიე წესივრად. -აბა, რა გვინდა ახლა მთაწმინდაზე, შუაღამეა! -ისე პროსტა. თბილისს მინდა გადმოვხედო ზემოდან!.. -მერვეზე, რომ ცხოვრობ დაგავიწყდა? -გეხვეწები რა თუკა!... -არა! -ძაან გთხოვ. -არა მეთქი! -თუკა... ბოლოს მაინც დავითანხმე. მანქანა ნიშნიანიძის პარკთან დააყენა. 15 წუთი კიბეებზე ავდიოდით. შემდეგ სკამზე ჩამოვჯექით. მთელი თბილისი გადაგვეშალა წინ. ნარინჯისფერ შუქში გახვეული. -რა ლამაზია ხო? -კი, ძალიან!... მაგრამ აქ ცოტა საშიშია და ხომ არ წავიდეთ? -თუკა, ასეთი მშიშარა არ მახსოვხარ შენ! გაჩუმება არჩია. მეც ხედით ვტკბებოდი და იმ ვისკის ვნატრობდი. ტელეფონმა, რომ დარეკა და კაკის ნომერს დავხედე სიცილი დავიწყე. -ხედავ, დალევაზე გავიფიქრებ და სიგნალიზაციასავით ირთვება!... -სიცილით დავანახე თუკას. -აიღე, არ გადაირიოს. -იქნებ ვანერვიულო ცოტა?... -გაგიჟდი!.. -და ძალით ამაღებინა მობილური. -სად ხარ აქამდე? -რა ტკბილი მყავხარ კაკი. მადლობა, რომ მომიკითხე! -სად ხარ, მიხვედით? -არა! -აბა? -მაღლა ვართ! -სად მაღლა? -ზეცაში. -მაინც დალიე შენ ხო? -გაბრაზებული ხმით თქვა. -არა! -აბა სად ზეცაში? -ფაქტიურად ზეცაში-თქო!... ზემოდან დაგყურებ! -რამდენი დალიე სალი? -არ დამილევია საერთოდ! -გოგო, რას მატყუებ?! ასე ბოდიალს ნასვამზე იწყებ ხოლმე! -კაკი ნერვებს მიშლი, გითიშავ! -დაიცა!... მეორედ დარეკა. არ ავიღე. თუკას დაურეკა. წართმევა ვერ მოვასწარი, აიღო. -მთაწმინდაზე ვართ!... ნიშნიანიძის პარკის ზემოთ!.. -ჩაჰყვირა ყურმილში. დავიწყე სიცილი. ახლა რომ მოვა, რა ამბავს ატეხს იცი-თქო?! ვიციო! გაბუსხული ჩააჩერდა ტელეფონს. კაკის ამოსვლამდე მშვიდად ვიჯექი. ჭკუამხიარულ ხასიათზე ვიყავი, რაიმე სიგიჟის გაკეთება მინდოდა. კაკი რომ გამოჩნდა ავდექი და თეტრალურად მივესალმე. -ოჰ, ბატონო აკაკი! დიდება თქვენს გამოჩენას. -რა გაკისკისებს გოგო? -რატომ არ უნდა ვიკისკისო ვითომ? -იცი რას გიზამ? -რას მიზამ? -სალომე! -თვალები დამიბრიალა. -აკაკი! -არ შევეპუე მეც. მოვრთე სიცილი. -თუკა, შენ რაღამ გადაგრია, აქ რატომ ამოხვედი, არ იცი როგორი საშიშია? -არ მინდოდა! -თავი გააქნია თუკამ. არ მომეჩვენებია, თვალებში რაღაც ნაპერწკლები უთრთოდა. -ოჰო! ჩვენზე ნერვიულობ? -წარბები ავუთამაშე კაკის. -სალი, ნერვებზე ნუ მომშლი ახლა! -არ ხარ მოშლილი უკვე? -ვარ! -რატომ რა მოხდა? -უცოდველად ვკითხე. -რაღა უნდა მომხდარიყო, ნასვამი ხარ ამოსული შუაღამისას სადღაც ტყეში! -მაგის მეტი დარდი არ მოგცა ღმერთმა! -გავიცინე. -შემცივდა რაღაც, წავიდეთ ხო? თუკამ თავი დამიქნია. კაკიმ რაღაც ჩაიბუტბუტა და წინ გაგვიძღვა. თუკას თვალის ჩაკვრით დავემშვიდობე და კაკისთან ჩავჯექი. -აბა წავედით! -დავიძახე მე. -ოჰ ნახეთ ქალბატონი გათამამდა. სახლში ამყავხარ. -აუფ! კლუბში წაყვანა არც მითხოვია! -გავაჯავრე. -მომთხოვ და... -აღარ დაასრულა კაკიმ. ისედაც ვიცოდი. -სასჯელი ხარ შენ ჩემი აკაკი!.. -შენ კიდევ ჩემი! გაგვეცინა. იმ ღამით სახლში, რომ ავედი დედაჩემი კინაღამ გავაგიჟე ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი. რა მოხდაო შვილო სალომეო, რამ გადაგრიაო?... ახლა არ მითხრა რომ ვინმე შეგიყვარდაო! გამეცინა. -რას ამბობთ ქალბატო ეკატერინე!.. მე და სიყვარული? მოვკლავ ალბათ იმ უბედურს ვინც გულში ჩამივარდება! -შენ კი იზამ მაგას დედი! -თავი გააქნია ეკამ და დასაძინებლად გავდივარო მეო. *** დილის ლექციებს ყოველთვის ვაცდენდი. ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი მაინც, მაგრამ ვინ გაცდიდა! დამადგებოდა კაკი სახლში და სანამ არ გამაღვიძებდა არ ისვენებდა. ექსტერნი გეყოლებაო!... ჩემი პრობლემაა ეგ შენი კი არა-თქო! ზედმეტი არ გვინდა, გაემზადე მიმყავხარ უნივერსიტეტშიო! სულ მასე იყო. გამოძინებას არ მაცდიდა! *** -სალომე! -გახარებულმა გადამკოცნა თუკამ. -რა მოხდა, გიბრწყინავს თვალები! -გავიოცე მე. გავიგე მისი სიხარულის მიზეზი. ლუკა იყო ჩამოსული პარიზიდან და პაემანზე დაპატიჟა თუკა. ყავას ვსვამდი და თუკას მონოლოგებს ვუსმენდი!... -რას იცვამ? -არ ვიცი! -გამოგყვე გინდა ასარჩევად? -არა, მარტო წავალ. -იუარა და მოყოლა გააგრძელა. ლუკა ბარიშვილი მაგარი ვინმე იყო თურმე. მე კი მქონდა გაგონილი მასზე, მაგრამ ასე პირადად არ ვიცოდი. დაფრინავდა თუკა! მეც მიხაროდა მისი სიხარული. სახლში რომ ავედი თუკამ დამირეკა, შენი იასამნისფერი შარფი დაგრჩა კაფეში და ჩემთან დავიტოვეო. მერე მომაწოდე-თქო! ჩვეულებრივი შარფი იყო ერთი შეხედვით, ახლადამოსული იასამნის ფერი, ჩემთვის კი ბევრს ნიშნავდა, მამაჩემის ნაჩუქარი იყო და გვერდიდან არ ვიშორებდი არასდროს. რა ვიცოდი, რომ ამ შარფით ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. *** კაკისთან ერთად ვიჯექი უნივერსიტეტის კაფეტერიაში და კონსპექტებს ვკითხულობდი. თუკა სახლში იყო, შუადღეზე უნდა მოსულიყო. -რა გჭირს შენ, რაღაც ჩუმი მეჩვენები დღეს. -მხარი გამკრა კაკიმ. იმ დღეს მართლა ჩუმად ვიყავი... რაღაც მჭირდა... გული მიჩქარდებოდა ყოველ წუთს... დასაწყისი იყო ეგ დღე და ჩემი სხეულიც გრძნობდა ალბათ. -ხოო რავი. -ავიჩეჩე მხრები. ბოლომდე ვერ გავჩერდი ლექციებზე, კაკის ვუთხარი მე მივდივარ-თქო! რა გჭირსო თავი გაიგიჟა და რაღაც ვერ ვარ დღეს-თქო! მატყობდა ისედაც. შუბლზე მაკოცა და ფრთხილად იყავი გზაშიო მომაძახა. სახლში, რომ ავედი თუკამ დამირეკა. -სად ხარ? -სახლში. -მოხდა რამე? -არა, ისე... თავი მტკიოდა და წამოვედი. -შარფი გამოგიტანე და დღეს სოფელში მივდივარ. -კაკის მიეცი და მომიტანს ეგ.ლუკასთან პაემანი მერე? -დეგენერატმა დამირეკა ვერ ვახერხებო! -რატომო? -აუ არ ვიცი რა! წავედი მე! -აბა ჰე. *** ეკა სახლში არ იყო. მარწყვის იოგურტს შევექცეოდი, მაგრამ მაინც უხასიათოდ ვიყავი. ვერც ტელეფონს, კომპიუტერს და ტელევიზორს დავუდე გული. აივანზე გავედი პლედ შემოხვეული. სკამზე დავჯ ექი. ცივმა ჰაერმა ცოტა გამომაცოცხლა. კაკიმ დამირეკა. ვერ მოვდივარო შენთან და ძმაკაცს გამოვატანეო შენი იასამნისფერი შარფიო. დაგირეკავს და ჩადი გამოართვიო. ვინ არის-მეთქი და არ იცნობო. დაუმშვიდობებლად გავუთიშე და სახლში შევედი. დამირეკა ტელეფონმა და ავიღე. რაღაც სასწაულად ბოხი ხმა იყო. ჯერ მომიკითხა, ხომ სალომე ხართო, მერე, რომ დაადგინა მე ვიყავი შარფი მოგიტანეო. ქურთუკი მოვიცვი და ჩავედი. თმა მქონდა კოსად შეკრული. სადარბაზოსთან ავიტუზე და ჯიბეებში ჩავიყავი ხელები. სახეზე არ ვიცნობდი, ასე რომ აქეთ-იქით ვიყურებოდი დაბნეული. ხომ არ მყავდა აქამდე ნანახი? მაგრამ, რომ დავინახე, ეგრევე ვიცანი. ეს არის-მეთქი! ხმა და სხეული ერთმანეთს შეეფერებოდა. ეტყობა თვითონაც მიცნო. ჩემსკენ წამოვიდა და ორი მეტრის მოშორებით დადგა. -სალომე ხო? -რეალობაში უფრო ბოხი ხმა ჰქონდა. -დიახ... თქვენ? -თქვენ-არა. -გაეცინა. -აბა? -შენობით ვილაპარაკოთ. -კარგით.. კარგი. -შევასწორე სწრაფად. გაეღიმა. რაღაც დამემართა მაშინ... ვუყურებდი და ვცდილობდი ვინმესთვის შემედარებინა. ვინმეს მაინც ხომ უნდა გავდეს-თქო? არავის არ ჰგავდა. აი ესეთი იყო, ძალიან განსხვავებული და მიმზიდველი. ცისფერი არა, ლურჯი თვალები ჰქონდა და იმ თვალებით მაკვირდებოდა. თხემით ტერფამდე ამათვალიერა. გავწითლდი... თავბრუ დამეხვა. -შარფი? -ვიკითხე სიჩუმის გასაფანტად. -მე მაქვს. -დამამშვიდა მან. დაველოდე, არ ჩქარობდა მოცემას. მეუხერხულა ასე დგომა. -კაკის საიდან იცნობ? -ბავშობის მეგობარია. -მართლა? -ეჭვის თვალით შევხედე. -მე და კაკი სკოლიდან ვმეგობრობთ და არ მახსოვხარ. გაეცინა. ეგ არაფერი, აწი დაგამახსოვრდებიო. ასე მითხრა. სიტყვა-სიტყვით! დავიბენი. შიგნეულობა შემერყა. არ მაძლევდა შარფს. მერიდებოდა კითხვა. -ყავაზე ხომ არ დამეწვევი? ეს ისე სიჩუმის გასაფანტად ვკითხე. არაო. იუარა. მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მაშინ ავალ სახლში-თქო! კარგიო. -შარფი? გაიცინა და ტყავის ქურთუკის ჯიბიდან ჩემი იასამნისფერი შარფი ამოაძვრინა. -მადლობა, ძალიან დიდი. დავემშვიდობე და სახლში ავედი. აივნიდან, რომ გადმოვიხედე მანქანაში ჯდებოდა. საწოლზე ვიწექი და ვფიქრობდი. ერთი საათის მერე გამახსენდა, რომ სახელი არ მიკითხავს. *** მამაჩემის ნაჩუქარი იასამნისფერი შარფი ძალიან ძვირფასი იმიტომ იყო ჩემთვის, რომ სიკვდილის წინა დღეს მაჩუქა და მითხრა, ამას რომ გაიკეთებ, აუცილებლად გაგახსენდებიო. განა შარფის თავი მქონდა იმ დღეებში? საავადმყოფოს მოსაცდელში მეძინა მთელი თვეები. მამაჩემი, რომ გარდაიცვალა მერე შევამჩნიე შარფიც. იასამნისფერი. მიყვარდა მისი გაკეთება, რადგან მამაჩემის სუნი ჰქონდა ხოლმე. იმ დღეს შარფი რომ შემოვიხვიე მამაჩემის სუნის მაგივრად უცნობის სუნი ვიგრძენი. შემოდგომის სუნი იყო.... რომ არ აღიწერება ისეთი. *** უნივერსიტეტში თუკა არ დადაიოდა. კაკიმაც ერთი კვირა გააცდინა. მე მხოლოდ იმას მეუბნებოდა საქმეები მაქვსო! ეგ რახან არ მაღვიძებდა ყველა დილის ლექციას ვტოვებდი. (დილაობით ძილს რა სჯობს არა?) შაბათ დღეს ლექციები არ მქონდა. მთელი დღე ძილში გავატარე. ეკასაც არ შევუწუხებივარ. რაც გინდა ის აკეთეო! საღამოს უსაქმურობით დავიღალე და სასეირნოთ გავედი. ყურსასმენები მეკეთა და ღამის თბილისით ვტკბებოდი. ფეხით შემოვიარე რუსთაველის გამზირი. მერე ვერისკენ ავაჭერი. ვერიდან მთაწმინდაზე გადავედი. ამ ადგილებში ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ იტალიური ეზოებით იყო სავსე და მანქანის ხმაურის მაგივრად ეზოებიდან ჟრიამული ისმოდა. კარგად რომ ჩამობნელდა სახლში წასვლა დავაპირე. ყურსასმენების გაკეთებას ვაპირებდი. კლუბს ჩავუარე. -ვაა, სალომე? -ნაცნობი ბოხი ხმა მომესმა და მივტრიალდი. კაკის მეგობარი იყო. შარფი ვინც მომიტანა. გოგოსთან ერთად იყო. ქერა თმიანი გოგოს მიმართ მაშინვე ცუდი გრძნობები ჩამეღვარა სხეულში. (შური აბრმავებსო.) -ვაა, გამარჯობა... -სახელი არ ვიცოდი და უხერხულად ავიტუზე. -აქ საიდან? -მკითხა ბოხი ხმით. -ისე, სახლში მივდივარ და... -წამო გაგაცილებ. ღამეა მაინც. -თქვა იმან. ქერას შევხედე და თავი გავაქნიე. -არა რას ამბობ! კაი ახლა, ნუ გაიპრანჭებიო. მომაკეტინა. ქერას მიუბრუნდა და რაღაც უთხრა. არ გამიგია. გოგომ უჟმური სახით ამათვალიერა და გამომწვევად აკოცა ლურჯ თვალებას კისერში. ამაზრზენი სანახავი გოგო იყო. დედამისი შემეცოდა. ჩუმად გავუყევი გზას. ისიც გვერდით მომყვებოდა. -გიხდება ეს შარფი -ჩვეულებრივად წარმოთქვა. მადლობა გადავუხადე. მერე დავიწყეთ ლაპარაკი. სულ რაღაცეებს მეკითხებოდა. საიდან ხარო, რომელი ფერი გიყვარსო, საყვარელი ყვავილიო, წიგნებიო, სეზონიო... ყველაფერს ვუყვებოდი და ერთი წამითაც არ ვფიქრობდი არაფერზე. სახლამდე ისე მივედით ჩემს შესახებ ყველა ინფორმაცია იცოდა. სადარბაზოსთან გავჩერდით. -წავედი აბა მე. კარგადო. გადამკოცნა. სანამ კიბეებზე ავიდოდი მივუბრუნდი და მწარედ ვუთხარი. -მომიკითხე ისე შენი ქერა. გადაიხარხარა. კიბეებზე შერცხვენილი ავრბოდი. საკუთარ თავს ვკიცხავდი, ეს რამ გათქმევინა-თქო, მაგრამ გულის სიღრმეში თვითონაც გამეცინა. *** კინაღამ ისტერიკები მოვაწყვე რომ გავიგე ეკა თხოვდებოდა. მაპატიეო დედი, მეც ხომ მინდა ბედნიერებაო? საერთოდ გათიშული ვიყავი. როდის, ვინ და როგორ შემოიჭრა დედაჩემის ცხოვრებაში ისე რომ მამაჩემის ჩანაცვლებას აპირებდა მისით არ ვიცოდი. ეგოისტი ხარ-თქო! მამაზე არ ფიქრობ-თქო?! საერთოდ გიყვარდა-თქო?! სახეში რომ გამარტყა სულ მთლად გადამეკეტა, ავაგროვე ჩემი ბარგი და კაკის მივადექი სახლში. ეკა ერთი კვირა არ შემხმიანებია, ხოდა მეც არ ვიჩენდი ინიციატივას. ჩავცხოვრდი მაჩაბელიძეებთან. *** შაბათი იყო და უქმე დღე მქონდა. კაკი გასული იყო და მე და თუკა ვიჯექით “ჩემს ოთახში” -მოკელდ, მომავალ თვეს არის ქორწილი. -ამოილაპარაკა თუკამ. -დედაჩემმა მითხრა ვიწრო წრეში იხდისო. ჩვენც ძაან ახლობლობაში დაგვპატიჟაო. -არვიცი რატომ მიყვები მაგ ამბავს, მაგრამ გარწმუნებ სრულებით არ მადარდებს! რაც უნდა ის უქნია!... მამაჩემს რომ ასე გადაახტა, ეგ როგორ ვაპატიო?... თან ქალი დამნაშავედაც არ გრძნობს თავს! -ოო, სალი მემგონი ზედმეტი მოგდის... -რაღაცის თქმა დააპირა თუკამ მაგრამ თვალები რომ დავუბრიალე გაჩუმდა. ოცოდა ჩემი ამბავი. მაგ თემას შევეშვით. თუკამ მითხრა ლუკა ისევ წავიდაო საქართველოდანო. გამოკვირდა ახალდაბრუნებული რატომ უნდა წასულიყო-თქო?! თუკამ ჩურჩულით მითხრა ჩვენი პაემანის წინა დღეს ლევანიკომ დაინახა ეგ და კაკი, რომ ლაპარაკობდნენ საბას ბაღშიო. გამიკვირდა, მაგასთან კაკის რა საქმე ჰქონდა-თქო, მაგრამ თუკასთვის არაფერი მითქვამს. ისედაც უხასიათოდ იყო ბოლო დღეები. *** ქორწილის წინა დღეს ეკამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. უარზე ვიყავი, მაგრამ კაკიმ არ გაპატიებ, რომ არ შეხვდეო და წავედი. თავის საყვარელ კაფეში შევხვდით. თვითონ უშაქრო ყავა შეუკვეთა, ჩემთვის ალუბლის წვენი. თმა შეეღება და სახეზე მაკიაჟი ეკეთა. გალამაზებული მეჩვენა. რომ ამომხედა თვაკები ცრემილიანკ ჰქონდა. ხომ, იცი სალი, მამაშენი ყველაფერზე მეტად მიყვარდა, მაგრამ მთელი ცხოვრება სახლში ვერ ვიჯდებიო. დარწმუნებული ვარ, არც მამაშენს ენდომებოდა ასე, რომ ვყოფილიყავიო, ყველაფერს დავთმობდინ ახლა გვერდში რომ მედგეს, მაგრამ არ არის და მეც ცხოვრება უნდა გავაგრძელოო. ტირილამდე ვიყავი მისული მეც. მაპატიეო რომ მითხრა, კინაღამ გული გამიჩერდა მოვეხვიე და ქორწილში აუცილებლად მოვალ-მეთქი, დავპირდი. მადლობაო და ასე შევრიგდით მე და ეკა. *** მე და თუკამ ავარჩიეთ ერთნაირი კაბები, წელზე მომდარი, ჩემი ლაჟვარდის ფერი იყო, იმისი ატმისფერი. დედაჩემს ლამაზი თეთრი კაბა ეცვა, სადად იყო, მაგრამ მაინც ბრწყინავდა. სიძეს არ ვიცნობდი კარგად და ეკა დამპირდა ამ ქორწილმა ჩაიაროს და აუცილებლად გაიცნობო. მართლა პატარა ქორწილი იყო. თავი ბოლო სამოცდაათი კაცი იქნებოდა. კაკი რომ შემოვიდა გული გამიჩერდა. მის გვერდით ის იდგა, შარფი ვინც მომიტანა. ძალიან სიმპატიური იყო, პირდაპირ თვალებში მიყურებდა. გავწითლდი. თუკამ შემატყო. რა მოგივიდაო. არაფერი-მეთქი, მოვატყუე. კაკი მოვიდა და გადამკოცნა, ის უცნობიც მასთან იდგა. -როგორ ხარ სალი? -კარგად ვარ, შენ? -არამიშავს. კაკის გავხედე და ეს აქ საიდან-თქო, თვალებით ვანიშნე. თოკოს ბიძაა ეკას ქმარიო ჩამჩურჩულა. ორი რამ გავიგე, თორნიკე, რომ ერქვა და ფაქტიურად უკვე ნათესავები, რომ ვიყავით. ცუდად გავხდი. სისხლი სახეზე მომაწვა. საპირფარეშოში გავალ-მეთქი და დავტოვე ისინი. წყალი შევისხი და საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, რატომ გაქვს ასეთი რეაქცია-თქო! ის დღე როგორ გადავაგორეთ არ მახსოვს. დღის ბოლოს ძალიან დაღლილი ვიყავი. ეკა და მისი ქმარიც ერთი კვირით მიდიოდნენ პარიზში. არ მინდოდა სახლში მარტო დარჩენა და აეროპორტიდან პირდაპირ მაჩაბელიძესთან მივედი. ჯერ გაუკვირდა, მაგრამ გულმა უგრძნო, რომ ვერ ვიყავი კარგად და მაგრად ჩამეხუტა. იმ ღამით კაკის სუნთქვას ვუსმენდი და ისე ჩამეძინა. *** კაკის უნდა გავეყვანე უნივერსიტეტში და მერე უნდა წასულიყო თუკასთან სახლში. ვერ იყო კარგად და მე დამაბარა მაჩაბელიძესთვის მეთქვა მასთან ასულიყო. რა ხდებოდა არ ვიცოდი. დავემშვიდობე კაკის და უნივერსიტეტის ეზოში შევედი. მაშინვე დავინახე, თვითონაც მე მიყურებდა. ახლოს მოვიდა და გადამკოცნა. გაშეშებული ვიდექი. -რას შვები სალი? -უფრო დაბოხებოდა ხმა. -რავი არაფრს, თოკო შენ? -მისი სახელი ხაზგასმით წარმოვთქვი. -რავიცი. სამდრომ დამირეკა ზეგ ჩამოდიან. რა მეთქვა არ ვიცოდი. დედაჩემის ქმარი ბიძამისი რომ აღმოჩნდა, ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული კარგად. -ხო ვიცი, ველაპარაკე ეკასაც. -მხრები ავიჩეჩე მე. ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი. -კარგი, წავედი აბა მე. -თითქოს ნაფიქრალს მიმიხვდა ისე მითხრა მანაც და წასვლის წინ ლოყაზე, ბაგესთან ახლოს მაკოცა. *** კაკის და თუკას უჩხუბიათ იმ დღეს. რომელი საიდან დამეწყნარებინა არ ვიცოდი. კაკი გადარეული იყო, ეგ პროსტა როგორ მოუვიდაო. თუკა კიდე ისტერიკებში იყო, არ ვაპატიებო. რა იყო ჩხუბის მიზეზი არცერთმა არ მითხრა. მერე გავიგე გვიან. თუკას ძმის დაბადების დღეზე, კაკის, მისი ძმაკაცის შეყვარებული ელენიკო მაისურაძე წაუყვანია სახლში და თუკას უეჭვიანია. თვითონ ბექა იოსებიძესთან უცეკვია და კაკი კიდევ გადაიერია ერთად რომ დაინახა ეგ ორი და ბექასთან უჩხუბია მაგრად. ხოდა ახლა, აეცერთი არ ცდილობდა ამ გაუგებრობის გარკვებას. მიკვირდა. ჩემს ორ საუკეთესო მეგობარს ერთმანეთი ისე შეუყვარდათ მე ვერაფერი გავიგე. მაგრამ, რაღა მე, თვითონაც ვერ გარკვეულიყვნენ კარგად. აქეთ თუკა იმტკიცებოდა ხმას აღარასოდეს გავცემო, იქით კაკი. მე კიდევ მათ შუაში იყავი მოქცეული. *** სანათესაო საღამოსავით უნდოდა მოეწოყო ეკას. დაბრუნებულზე სანდრო, თავისი ქმარი გამაცნო და გამომიცხადა ახლა ორივეს ნათესაობა, და დაქალ-ძმაკაცობა უნდა შევახვედროო. მთელი დღე არ ისვენებდა, ამზადებდა საჭმელებს და მეც მითითებებს მაძლებდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა. საღამოს შვიდი საათისკენ სახლიც მორთულ-მოკაზმული იყო და საჭმელებსაც ოხშივარი ასდიოდა. დაქანცული ჩამოვჯექი დივანზე, მაგრამ მოსვენება არ დამცალდა, იმ წუთასვე დარეკა ზარმა. ეკა და სანდრო ოთახში იყვნენ და ემზადებოდნენ. -დეე, გააღე რა! -გამომძახა ეკამ. ავდექი და გავემართე კარისკენ. გამოღევამდე ჩემი იასამნისფერი კაბა შევისწორე. მეტალის სახელური ჩამოვწიე. კარის ზღურბლზე თორნიკე იდგა, ძალიან ლამაზ ქერა გოგოსთან ერთად. თორნიკეს ხელი გოგოს წელზე ჰქონდა შემოხვეული. თვალები დავავიწროვე. უნდა გამეღიმა სტუმრისთვის, მაგრამ სახის კუნთებმა ფუნქციონირება თავისით შეწყვიტეს. მივშტერებოდი ჩემს წინ მდგომ წყვილს და ხმას არ, ან უფრო ვერ ვიღებდი. -პრივეტ სალი! -გულუბრყვილოდ გაიცინა თორნიკემ და გადამკოცნა. ისევ არ გავნძრეულვარ. თორნიკემაც დამიწყო დაკვირვება და არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლა დავჯნახე როგორ აეწია ტუჩის კუთხები და ჩაეღიმა. დედაჩემი საძინებლიდან გამოვიდა და მიბიძგა გავწეულიყავი. მაგის მერე თითქოს რობოტად ვიქეცი, ფუნქციონირება შევწყვიტე. ეკამ მამცნო ყველა რომ მოგროვდა და დავსხედით სუფრაზე. თორნიკე სუფრის ბოლოში იჯდა, მე თავში. გვერდე ის ქერა გოგო ეჯდა და შიგადაშიგ რაღაცას გადაჩურჩულებდნენ ხოლმე. ერთმანეთის ხუმრობებზე იცინოდნენ. კაკი გვიან მოვიდა, მე რომ დამინახა არეული სახით გვერდზე გამიყვანა. -რაგჭირს სალი შენ, რატომ ჩამოგტირის სახე? -არაფერი. -ვიცრუე მე. -რას მატყუებ გოგო, ხომ ვხედავ ვერ ხარ კარგად. -აუუ, კაკი დამანებე რა თავი. -ხმა ამიკანკალდა. მეც გამიკვირდა და კაკისაც. კაკის თანდასწრებით არასოდეს არ მიტირია. -სალი, ახლავე თუ არ მეტყვი რა მოხდა, შენს თავს ვფიცავარ!... ნერვები დამეჭიმა. კაკიც მიხვდა. მაინც არ შემეშვა. გაჯიუტდა. კბილი-კბილს დავაჭირე და ძალიან ხმადაბლა ვუთხარი. -კაკი, არ მინდა ვიჩხუბოთ, ასე-ცხელ გულზე ვერაფერს გეტყვი, როდესაც დავწყნარდები ყველაფერს გამგიმარტავ. ოღონდ, გეხვეწები, ახლა შემეშვი რაა! კაკის კისრის ძარღვები დაეჭიმა. თავი დამიქნია და დერეფანში გაუჩინარდა. ჩემს ოთახში შესვლას ვაპირებდი ეკამ რომ მომაწოდა კონკაკის ბოთლი - სუფრაზე გაიტანეო. გავიტანე. მის მზერას ვგრძნობდი. სხეული დამეჭიმა. რომ გავბრუნდი სანდრომ დამიძახა. -საით სალი? ვეღარ ვუთხარი ვერაფერი. მომერიდა და ამიტომ სუფრასთან დავჯექი. ჯინაზე, შემდეგი სადღეგრძელო სიყვარულის თქვეს. სათითაოდ ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი წამოდგა ფეხზე და ჯერ ახლად შეუღლებულები, შემდეგ კი ზოგადად ეს მშვენიერი გრძნობა და შეყვარებულები ადღეგრძელეს. თორნიკეს ჯერი რომ მოვიდა, ლაპარაკზე შევატყვე ძალიან მთვრალი იყო. ფეხზე წამოდგა და ჭიქა მაღლა ასწია. გაუმარჯოსო, ძლჯვს გადააბა. სანდრომ თორნიკეს შეხედა და გაიცინა. -თოკო, შენ ისევ თათუკა გიყვარს? ადგილზე გავშეშდი. მზერა თორნიკეზე მიმეყინა, ერთი სული მქონდა პასუხს როდის იტყოდა. ეჭვიანობის ტალღამ დამკრა სხეულში და ქარბორბალასავით დამიტრიალდა. კინაღამ გული წამივიდა სანამ მისი პასუხი არ მოსისმინე. -რას ამბობ სანდრო, შენ ხომ იცი, სალის გარდა ქვეყანაზე არავინ მიყვარს-ო. ჯერ სხვების შოკსამოყოლებული სუნთქვა გავიგონე, მერე საკუთარი გულისცემა ვიგრძენი. ტვინი ახალი ინფორმაციის გადახარშვას ვერ ახერხებდა ამიტომ, მაშინაც გაშტერებული ვიჯექი დედაჩემმა, რომ წამოიკივლასავით და მაშინაც, კაკიმ, რომ ჩაავლო თორნიკეს ხელი და სკამიდან გადმოაგდო. არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალი პირველი ქერა ლამაზმანისკენ გამექცა. ბოღმით მიყურებდა. აზრზე რომ მოვედი თორნიკე და კაკი უკვე იატაკზე გორაობდბნენ. ხან ერთი აჯდა მეორეს ზემოდან, ხან კი-პირიქით. -კაკი! -დავუყვირე მაჩაბელიძეს. დაძაბული გაურკვევლად დავდექი მათ გვერდზე. -აკაკი მაჩაბელიძე, ახლავე თუ არ მორჩები ამ ცირკს მთელი ცხოვრება ხმას აღარ გაგცემ! -კაკი თითქოს წამით გაჩერდა და ზუსტად ამ დროს თორნიკემ ყბაში უთავაზა. ჩხუბი განახლდა. თუკა ამომიდგა გვერდზე. თვალები ჰქონდა წყლიანი. გეხვეწები, შენ მაინც გააჩერე-თქო, შევევედრე. -კაკი! კაკი! -დაიყვირა თუკამ, თან ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა. ვატყობდი მალე ისტერიკაში ჩავარდებოდა. გადავირიე. რომელი ერთი დამეწყნარებინა არ ვიცოდი. -სალიი -ამოიბღავლა თუკამ და ხელი ჩამავლო მაჯაში. ვატყობდი ძალა ეცლებოდა. თუკა-მეთქი! შევკივლე თვალები რომ მილულა. კაკი და თორნიკე არ ჩერდებიდნენ. ეკა და სანდრო ერთმანეთზე აკრულები აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას. ეკა სანდროს არ უშვებდა, დაანებე თვითონ მოგვარდებიანო. სტუმრებიც უხერხულად ატუზულიყვნენ. თუკა შებარბაცდა. გამიკვირდა, რატომ განიცდიდა ასე ძალიან ამ ჩხუბს. -გააჩერე გთხოვ. -ამოისლუკუნა თუკამ და ხელი შემიშვა. -თორნიკე, შენ მაინც მოდი გონს რას აკეთებ?! -წამოვიყვირე როდესაც კაკიმ მუცელში წიხლი ჩასცხო თოკოს. მალევე მოექცა თორნიკე ზემოდან და მაჩაბელიძეს ისეთი გაუქანა მუშტი სახეში, საკუთარ კივილამდე თორნიკეს ყბების ჭრიალი გავიგე. სანდროც ჩაერია საქმეში. ვერც ეგ აშველებდა. სამი კაცი თორნიკეს ექაჩებოდა, სამი კაკის. ვერ გადღლიზეს ერთმანეთს. -შენი **** -შეიგინა თორნიკემ როდესაც კაკის მუშტების სერია მის სახეს მიწვდა. მაჩაბელიძე გაუკონტროლებელი გახდა. უკვე ტირილს ვიწყებდი, თუკას სლუკუნნარევი შეძახილი რომ მისწვდა ჩემს ყურს. -აკაკი, ორსულად ვარ! აი, მანდ, მემგონი დედამიწამაც კი ბრუნვა შეწყვიტა. კაკის მუშტადშეკრული ხელი ჰაერში გაეყინა და ძალიან ნელა ამოხედა თუკას. თორნიკემ ღრმად ჩაისუნთქა და მანაც კვანტალიანს მიაპყრო თვალები. ეკამ ლოყაზე ხელი შემოირტყა. სანდრომ კი, გაკვირვებულმა თუკას მუცელი აათვალიერა. სანამ გავიაზრებდი მანამდე წამოვიკივლე. ოთახში მყოფი ყველა სულიერი (ჩემი ჩათვლით) თუკას მისჩერებოდა. ტირილისგან სუნთქვა შეკრულ თუკას გული წაუვიდა. -თუკა!... -აღმოხდა კაკის, თორნიკეს მოშორდა და მანამდე დაიჭირა კვანტალიანი სანამ ძირს დაეცემოდა. -სალი ოთახის კარი გამიღე! -მიღიალა კაკიმ. გახევებული სწრაფად გამოვფხიზლდი, ჩემი ოთახის კარებს მივვარდი და გამოვაღე. მაჩაბელიძემ თუკა საწოლზე დააწვინა. ეკა სპირტით ხელში შემოვარდა. მიმიშვითო. კაკი გაგიჟებული უყურებდა დედაჩემს. -ეკა რასჭირს? -იკითხა. -ამხელა სცენა გაუმართე აკაკი, რაღა უნდა სჭირდეს? ნერვიულობის ფონზე წაუვიდა გული. კაკი ბოლთის ცემას მოჰყვა. ანერვიულებული, აკანკალებულ ხელებს თმაში იცურებდა. დრო და დრო რაღაცას ჩაიბუტბუტებდა ხოლმე. თუკა და ორსულად? შანსი არაა-მეთქი, ვფიქრობდი. როგორ შეიძლებოდა ორსულად ყოფილიყო? აქამდე რამეს მაინც მეტყოდა-მეთქი. ეკამ დასვენება სჭირდება, იძინოს ცოტაო. ოთახიდან გავიდა და სამი საუკეთესო მეგობარი, შოკირებული დაგვტოვა. *** თუკას მთელი ღამე მშვიდად ეძინა. მე მის მარჯვნივ ვიწექი, კაკი- მარცხნივ. მაჩაბელიძე თმაზე ეფერებოდა და თან თვალები ჰქონდა გაშტერებული. -კაკი, ამიხსნი? -რა უნდა აგიხსნა სალი? -რას ჰქვია რა უნდა ამიხსნა! -წამოვენთე უცებ. -გოგომ ორსულას ვარო, თან ჩვეულებრივმა გოგომ კი არა, თუკამ კაკი, თუკამ! მაჩაბელიძემ ერთი შეიკურთხა ხმადაბლა და მერე მე მომიტრიალდა. -სალი, იქნებ შენ მითხრა, თორნიკეს სიყვარულის ახსნა რას ნიშნავს?! -წარბშეკრული მომჩერებოდა. გაბრაზებული საწოლიდან წამოვვარდი. -რადროს ეგ არის აკაკი, გაგიჟდი?! -რას ჰქვია რადროს ეგ არის გოგო, არ გამაგიჟო! -გაცეცხლებულმა კაკიმ დაიღმუვლა და წინ დამიდგა. -აკაკი, ფაქტიურად მამა ხარ, მამა! რადროს სხვისი რომანებია, საკუთარ პრობლემებს მიხედე! -რა მამა? -ისე ჩაიბუტბუტა თითქოს ახლა გაანალიზაო. -ხო კაკი, მამა, მ-ა-მ-ა! მაჩაბელიძე, ცნობიერება დაკარგულივით დაებერტყა საწოლზე და თუკას დააშტერდა. -მამა? -ჩაიჩურჩულა და თუკას მიეხუტა. -ჩვენი შვილის მამა? -სიცილნარევი ხმით წარმოთქვა და თავი გოგოს მუცელზე დაადო. მეუხერხულა იქ დგომა და ოთახიდან გამოვედი. უკვე ოთხი ხდებოდა. დარწმუნებული ვიყავი ძილი არ მეღირსებოდა ამიტომ სამზარეულოში შევედი. ცივი ყავა მჭირდებოდა. შუქის ანთება და ჩემი შეკივლება ერთი იყო. -რა გაკივლებს? -ბნელში რატომ ზიხარ? -გელოდებიდი, თან არ მინდოდა მაჩაბელიძეს დავენახე, მემგონი ამჯერად მომკლავს. -კაკის თავისი სადარდებელიც ეყოფა თორნიკე, დაანებე თავი. -ჩავილაპარაკე დაღლილი ხმით და თვალები მოვისრისე. -დაიღალე? -მზრუნველი ხმით მკითხა, მეუცნაურა მისგან ეს ტონი. -ცოტა. -მხრები ავიჩეჩე. -სალაპარაკო მაქვს შენთან, სალი. -ჩვეული ბოხი ხმით გამოაცხადა. ავნერვიულდი, მისი განცხადება გამახსენდა, სალის გარდა არავინ მიყვარსო, რომ თქვა. წყლით სავსე ჭიქას ხელი მაგრად მოვუჭირე და მისგან ზურგით დავდექი. -გისმენ. -ამოვისუნთქე და ისე ვუთხარი. ხმამაღლა, ღრმად სუნთქავდა. -ხომ გაიგე არა დღეს რაც ვთქვი, შენთვის სიყვარულში გამოტყდომას ასე ნასვამი და ამდენ ხალხში არ ვაპირებდი, ხომ იცი არა? მაგრამ რაც მოხდა მოხდა, მინდა გარკვეული იყო ჩემს გრძნობებში. სალომე ჯაფარიძე მე შენ ძალიან, ძალიან მომწონხარ! იმდენად, რომ დაძინებისას მხოლოდ შენზე მეფიქრება, შენს თვალებზე, ბაგეებზე, საოცარ ხმაზე, შენს გასაგიჟებელ სურნელზე... თვალების დახუჭვამდე შენ გხედავ, გაღვიძებისასაც შენზე ოცნება მახსენებს თავს. არ მჩვევია ასე სი***ვით ლაპარაკი, მაგრამ რა ვქნა, რომ დაგინახე იმ დღიდან დავშტერდი და შენს მეტი არავინ მახსოვ სალი, მემგონი შემიყვარდი. აწყლიანებული თვალები როდის დავხუჭე არ ვიცი, როდის დავყევი მის ნებას და როდის ვიგრძენი მისი მწველი ბაგეები ცრემლებისგან დასველებულ ტუჩებზე, როდის მოვადუნე სხეული და მის ნებას დავყევი, ის კი ვიცი პირველი კოცნა რომ მომპარა. ისედაც ყოველთვის ვიცოდი რომ მას რკუთვნოდა. მაშინაც და მანამდეც. რაც გინდათ ის დაარქვით ამას. სიგიჟე, შეშლილობა, სისულელე!... ზუსტად ვიცი თორნიკე ყიფიანი იქმადე ბევრად ადრე შემიყვარდა ვიდრე გავიცნობდი. მე მისთვის გავჩნდი, ის ჩემთვის. -ძალიან, ძალიან მიყვარხარ. -ამოიჩურჩულა. ადგილს მივეყინე. დაბუშტულ ტუჩებზე თუთები მოვისვი და გავიღიმე. -შარში ხარ ყიფიანო! -რას გულისხმობ ჯაფარიძის ქალო? -ღიმილით შემომხვია ხელები. აი, სულ სხვანაირი გრძნობა იყი. ვერ აღვწერ ისეთი. თავბრუდახვეულმა ავხედე და მაცდური ღიმილი შვაგებე. -აკაკი მაჩაბელიძე მისი საყვარელი გოგოს ართმევას ასე უბრალოდ არ დაგანებებს ძვირფასო. -ლოყაზე ვაკოცე. -მე წინასწარ მოვამზადებ ტკივილგამაყუჩებლებს. -მაგარი გოგო რომ ხარ იცი? -თავი კისერზე ჩამომადო. გამაჟრიალა, ელექტროობამ დამიარა სხეულში და წამში ახურებული სხეულში გამაცივა. -რა თქმა უნდა ვიცი. -რა უნდა გიყო მე შენ? -გაიცინა და ბაგეებზე დამეწაფა. *** თუკას ფეხმძიმობის ამბავი არ ეყოფოდა მაჩაბელიძეს, ჩემი და თორნიკესი დაემატა. გაცოფებული დადიოდა მთელი კვირა, გაბუტული იყო. სულ მემუქრებოდა. დღის ბოლოს თუკას ეწუწუნებოდა ხოლმე, მე ქორწილზე ვიფიქრო თუ ამ ორზეო? მამა ჩვენი შვილის უნდა იყოო, დაანებე სალის თავიო. მესარჩლებოდა მჭედლიშვილი. ეკა და სანდრო გადაირივნენ. ეკა იბრდღვნიდა ყველაფერს, ნათესავები ხართო! ჩემი დარდი არ მეყოფოდა დედაჩემმა დამიმატა. იმ საღამოს თორნიკეს ოპერასთან შევხვდი, მშვიდ ადგილას შემიყვანა, მყუდრო კაფე იყო. ხალხიც არ იყო ბევრი. -რა გჭირს თორნიკე, მთელი დღეა ვერ ხარ კარგად. რაღაც უნდა გითხრაო, აქ არ მინდა მაგრამ ხომ იცი, სხვაგან ყველგან კუდები არიანო. დიდი აზრი ვერ გამოვიტანე მისი ნათქვამიდან მაგრამ თავი დავუქნიე. აღელვებული ვიყავი. -სალი ხომ იცი მიყვარხარ?! -შენ ხომ იცი რომ მეც ძალიან მიყვარხარ? -თბილად ვუპასუხე. ნერვიულობა ხმაში მეტყობოდა. -თორნიკე, ძალიან გთხოვ ნუ მანერვიულებ მითხარი რა მოხდა! -შევევედრე. მეშინოდა, ეკას წუწუნმა იმოქმედა ამაზე-თქო, ეგ არის გამომიცხადებს გშორდებიო. პანიკის ზღვარზე ვიყავი. ტუჩები დამებრიცა და თვალები ამოწყლიანდა. ჯერ სულ ახლახანს გამოვუტყდი ჩემს გრძნობებში და უკვე უნდა დამთავრდეს ყველაფერი-თქო?! გულმა ფეთქვა შეწყვიტა. ჩუმი სიყვარული, შორიდან ოცნება მერჩივნა ამ ტკივილის გადატანას. გამბედაობა მოვიკრიბე და თვალებში შევხედე. -თოკო, მშორდები? გულმა ვეღარ გამიძლო. ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით გამომექცა და სახე ხელებში ჩავმალე. -სალი, სალ! -თორნიკემ ხელები შემომხვია. ისტერიკულად ვტიროდი უკვე. -გოგო, შემომხედე რა გატირებს? რამ გაფიქრებინა რომ გშორდებოდი, ნორმალური ხარ?! სულ ახლახანს გიპოვე, ძლივს მიგისაკუთრე, შენი სიყვარულით ვიხრჩობი, შენით ვსუნთქავ, იცი შენს გარეშე არ შემიძლია და ახლა მიგატოვებ? საიდან ეს აზრები ტო? საბაბი მოგეცი მასე რომ გეფიქრა? -მართლა არ მშორდები? -გაღიმებულმა ავხედე და სველი ლოყები შევიწმინდე. -სულელო გოგო, საიდან მოიტანე რომ შენთან დაშორება შემიძლია? -მე... მე მეგონა... -დარცხვენილმა დავუწყე სახელოებს წვალება. -სალ, ვერ შევძლებ შენთან დაშორებას ვერასდროს, ნუ იოცნებებ ქალბატონო, ასე იოლად ვერ მომიშორებ თავიდან! -დამიჯერე, არასოდეს მომინდება შენი თავიდან მოშორება. -ჩავიჩურჩულე. ლოყები ამიწითლდა. შენიშნა და გამიღიმა. -მოიცა, თუ დაშორება არ გინდა, რის თქმას აპირებდი? -დავიბენი მე. თორნიკე ყიფიანმა მომიყვა თავისო ცხოვრების ყველაზე დიდი და მტკივნეული საიდუმლო. იმ დღეს კიდევ უფრო შემიყვარდა. ვიცოდი რა ფასად დაუჯრა ჩემთვის ამის მოყოლა და სწორედ ამიტომ დავაფასე და შევიყვარე უფრო მეტად. *** დღეები სწრაფად მირბოდა. თუკა იბერებოდა. კაკი ისევ დაბღვერილი მიყურებდა მაგრამ მაინც მეხვეოდა და ჩემი გოგოო მეძახდა, სისხლის გამშრობიო. ეკამაც უმატა ნათესავები ხართოს ძახილს, მაგრამ აღარ მადარდებდა. თორნიკე სულ ჩემს გვერდით იყო. დამიჯერებთ, ჩემში ჩემზე მეტად ის არსებობდა. ჰარივით მჭირდებოდა. უმისობას ვერ ვიტანდი, ცუდად ვხდებოდი. იგივენაირად იყო თვითონაც. არაფრის მომცემი ჩხუბის მაგივრად იდილიაში ვცხოვრობდით. სანდრომ იცოდა რომ ვიცოდი და ეკას დაშოშმინებას ცდილობდა. დედაჩემი მაინც არ ისვენებდა. თორნიკეზე ვგიჟდებოდი. დამოკიდებული ვიყავი მასზე, მიყვარდა უნივერსიტეტის მერე რომ გამომივლიდა და თავისი მანქანით ბუნებაშუ მიმაქროლებდა ხოლმე. მასთან ერთად გატარებულ თითოეულ წუთს ვუფრთხილდებოდი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, სიზმარი მეგონა. არ მინდოდა გამოღვიძება, მაგრამ აუცილებელი იყო. ჩემთვისაც, მისთვისაც და დანარჩენებისთვისაც აუცილებელი იყო გამომეღვიძა. *** 21 მარტი იყო, თორნიკეს ველოდებოდი უნივერსიტეტის ეზოში. გვერდზე ლენა გეგუჩაძემ და ერეკლე მამადიანმა ჩამიარეს. ლენა გაჩერდა და ფხუკუნით მოვიდა ჩემთან. არასოდეს მომწონდა ლენა, სწერვა გოგო იყო. -ვა, სალიიი, როგორ ხარ? -ჩემი სახელი სპეციალურად გაწელა. -კარგად მადლობა. -მოვუჭერი მშვიდად და გზას გავხედე. თოკოს მანქანა არ ჩანდა. -ჩვენც კარგად. -გაიცინა ლენამ და ერეკლეს აეკრა. -აუუ ეკე, შენ სალის შეყვარებულს ხომ იცნობ? თვალებ მოჭუტულმა გავხედე. რის თქმას აპირებდა მაინტერესებდა. -სანდროს ძმისვილს როგორ არ ვიცნობ ლენ. -თვალი ჩაუკრა გეგუჩაძეს. -ისე, თქვენ ერთად რომ ხართ, ნათესავები არ გამოდიხართ?... ბოლო-ბოლო დედაშენის ქმრის ძმიშვილია. -გადაიხარხარა ერეკლემ. ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. უკვე ბრაზისგან სუნთქვაც მიჭირდა. -ლენ, ნათესავებს შორის ინცესტი არ ჰქვია?... -ორივენი იცინოდნენ. არ ვიცი რატომ დავიწყე. როგორ გადავაბიჯე ჯერ საკუთარ თავს შემდეგ თოკოს. როგორ ერთი ხელის მოსმით გავანადგურე ყველაფერი მაგრამ ფაქტია გავაკეთე. -არ ვართ მე და თოკო ნათესავები, ის სანდროს ძმიშვ—- -ალბათ დავამთავრებდი მისი გაბრაზებული ძახილი რომ არ გამეგო. -სალი! მანქანასთან იდგა, ყველაფერი გაეგონა. თვალებში ბრაზი უელავდა. კისრის ძარღვები დაჭიმული ჰქონდა და ძალიან ღრმად სუნთქავდა რომ დამშვიდებულიყო. თვალები წყლით ამევსო. ერთიანად ავირიე. მთელი შიგნეულობა ამომიტრიალდა. ეს უკვე ყველაფრის დასასრული რომ იყო ვხვდებიოდი. ძლივს გადავდგი ნაბიჯი, მანქანამდე როგორ მივკასლასდი თვითონაც არ ვიცი. -თორნიკე... -ცრემლებს ამოვაყოლე ხმა. არაფერი უთქვამს. მის თვალებში ისედაც ყველაფერს ვკითხულობდი. უხმოდ გამიღო მანქანის კარი. შიგნით ჩავჯექი. ცრემლებმა შეუწყვეტლივ იწყეს დენა. გვერდით მომიჯდა და მანქანა ისე მოეყვიტა ადგილიდან მეგონა მივფრინავდით. ვერ ვუყურებდი. მის გარდა ყველაფერს ვუყურებდი. სანამ მანქანა არ გაჩერდა კრინტი არ დაუძრავს. მანქანიდან გადავიდა და მანიშნა მეც ასე მოვქცეულიყავი. ცრემლები მოვიწმინდე და გადავედი. ჩვენს საყვარელ ადგილას ვიყავით. სადაც არც ჭირიკანა ხალხი იყო და არც სხვა მაყურებლები. -თორნიკეე... -ამოვიზლუქუნე მე. საკუთარი თავის მრცხვენოდა, ასე როგორ ტირიხარ-თქო! თან თორნიკეს წინ-თქო! მაგრამ ცრემლები თავისით მომდიოდა და ვერ ვაჩერებდი. -იტყოდი ხო? -სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად დაუწყო წვალება. ყბები დაჭიმული ჰქონდა. ერთიანად მომაწვა ემოციები. იდგა. ვიდექი. მრცხვენოდა. ბრაზობდა. -ალბათ ვიყოდი. წვიმამ დაიწყო. თავზე მაწვიმდა, ცა ჩამოიქცა და ზედ დამატირა. სინანულის ცრემლები წვიმდა. ცოტახანი იდგა. მერე ჟაკეტი გაიხადა და მომახურა. არაფერს ამბობდა. მანქანაში ჩაჯდა და მეც მიმიჯინა. გალუმპულები ვიყავით. ის ვერ გრძნობდა. მე ვგრძნობდი. სახლის წინ გამიჩერა და გადმოსვლამდე შუბლზე მაკოცა. თბილი კოცნა ჰქონდა. ცრემლები ისევ წამომივიდა. მანქანიდან გადმოვედი თუ არა გააქროლა. წავიდა და ჩემი სულიც წაიღო. *** ერთი კვირა ვერ დავუკავშირდი თორნიკეს რომ ბოდიში მომეხადა. ყველაფერი რომ ამეხსნა. ერთი კვირა გვამად ვიქეცი. დეპრესია არ ქვია, სირთულეები დამეწყო. გულის აჩქარებდა და ცრემლები. თუკა გაგიჟებული იყო. ორსულობისგან ისედაც არეული ჩემთან ერთად ტიროდა ხოლმე. კაკი არაფერს ამბობდა. არც იყო საჭირო, კაკიმ იცოდა და დამნაშავედ მთვლიდა. დავლასლასებდი. *** ლექციებზე ცუდად გავხდი. სახლში გამომიშვეს. თუკა გამომყვა. მუცელი საყვარლად ჰქონდა გამობერილი. თორნიკესგან არაფერი ისმოდა კვლავ. იმდენად ვიყავი მიჩვეული მასთან ყოფნას, უმისობა ნელ-ნელა მკლავდა. როგორ გამოვასწორო დანაშაული-თქო. თუკა გაჩუმდა. -გიყვარს? -არ ვიცი, მიყვარს?... -თუ გიყვარს არ იტყოდი! -ვიცი, საშინელი ადამიანი ვარ. -არ ხარ, უბრალოდ გამოუცდელი ხარ. პირველად გიყვარს. -ანუ მართლა მიყვარს. -ეგ შენ უნსა იცოდე სალი. თუკა გვიან წაიყვანა კაკიმ. ქორწილის დეტალები უნდა შეეთანხმებინათ დიზაინერთან. მთელი ღამე თეთრად გავათენე. მიყვარდა კი?... *** მაისის კცდათერთმეტი იყო, ჩვენი ერთადყოფნიდან ხუთი თვის თავი. თორნიკემ სახლში მომაკითხა და მის მანქანაში ჩამსვა. -სად მივდივართ? -ტუჩები გავბუსხე მე. -მოიცადე და გაიგებ. -აუ თორნიკე, გთხოვ მითხარი! -ცოტაც მოითმინე ბუს. -ნუ მეაფერისტები შენი ჭირიმე რაა! გაიცინა. ფოსოები გამოუჩნდა ლოყაზე. თვალები აენთო. გულისცემა გამიხშირდა. ფერები გადამივიდა. რომ გამომხედა ანერვიულდა. -ფერი არ გადევს კარგად ხარ? -კი. -სალი! -კარგად ვარ. -იცოდე... თორნიკეს რომ ვერ დავარწმუნებდი ვიცოდი. არ მოტყუვდებოდა. მაინც რომ არ მომეშვა თავი დავხარე. კაიო... გაატარასავით. დიდი ხანი მივდიოდით მანქანით. რომ გააჩერა და გადმოვედით ტრასაზე ვიყავით. გარშემო გამხმარი მდელოების მეტი არაფერი იყო. კაციშვილი არ ჭაჭანებდა. -ეს რა არის? სუნთქვა შევწყვიტე. ძალიან დიდი თაიგული იყო. ნათურებით მორთული დასაჯდომი და ულამაზესი ხედი. -ხუთი თვის თავს გილოცავ სალი. რომ მომეხვია ისევ თვითონ დამიჭირა თორემ ჩავიკეცებოდი. თბალები რომ ამემღვრა ტუჩებით დამიშრო. გვიანობამდე ვისხედით და თბილისს გადავყურებდით. ბედნიერებისგან ვბრწყინავდი. მერე სამსახურიდან დაურეკეს თორნიკეს. არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მე დავაძალე. ადგომამდე ძალიან ჩუმად მითხრა. -ხომ იცი, მე მიყვარხარ და ყოველთვის დაგელოდებიო. გული ამოგლეჯას ლამობდა. ის ღამე იყო?... მერე თუ მანამდე. როდის და რა დოზით შემოიჭრა ჩემში თორნიკე, იმდენად რომ ჩემზე მეტი თავად იყო. რა მნიშვნელობა აქვს როდის “შემეტენა” მთავარია როდის გავაანალიზე. დაგვიანებული იყო უკვე. *** ერთი თვე იწყებოდა და თორნიკე არსად ჩანდა. თუკას უკვე საკმაოდ ეტყობოდა მუცელი. წუწუნებდა კაბა არ მომერგებაო. კაკი ამშვიდებდა. შენ სულ ლამაზი იქნებიო. ეკა წასული იყო სანდროსთან სოფელში. მეც მთხოვეს, მაგრამ არ გავყევი. შუალედურები მეწყებოდა და იმდენი სამეცადინო მქონდა ვერაფერს ვასწრებდი. კაკისთან გადავცხოვრდი. ერთად ვმეცადინეობდით ხოლმე. თუკაც ფაქტიურად უკვე ჩაცხოვრებული იყო მათთან. სამივე ერთად რომ ვიყავით თორნიკეზე უფრო ნაკლებად მეფიქრებოდა. საქმე ღამით იყო. ვერასდროს ვიძინებდი. სულ გაფანტული დავდიოდი. რამდენჯერმე ტირილში ჩამეძინა. თორნიკეს ტკივილს მეცადინეობით ვკლავდი. ერთ წუთს არ ვჩერდებოდი უსაქმოდ რომ მასზე არ მეფიქრა. რომ მეფიქრა მერე ვიცოდი. ჩაწითლებული თვალებით დავამთავრებდი. *** გამოცდებს რომ მოვრჩით და ამოვისუნთქე ცოტა ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. მერე ავირიე. ცუდად გავხდი. აქამდე თუ წიგნებით ვკავდებოდი ახლა დალენჩებული დავდიოდი. ჯანმრთელობაზე შემექმნა პრობლემები. თორნიკე ისე გამოჩნდა და გაქრა ჩემი ცხოვრებიდან გეგონება სულ არ უარსებია. ნომერი გამოცვალა. სოციალური ქსელი ისედაც არ ჰქონია. ერთი ფოტო მქონდა მისი მხოლოდ. სულ ერთი და იმას ვუყურებდი გამუდმებით. კაკიმ გაბრაზებულმა ამომაკითხა. ახლა ხვდები რატომ არ მინდოდაო! გაბრაზებული დადიოდა ოთახში. -ეგ არა სალი! ხომ გაგაფრთხილე თორნიკე არა-თქო! ვერაფერი ვუპასუხე. ჩემი ბრალი იყო-თქო. გაგიჟდა. ახლა ასე უნდა იტანჯოთ ორივეო? მანდ გავჩერდი. აღარ ვსუნთქავდი. სისხლი მომაწვა თვალებზე. საფეთქლები ამტკივდა. -ისიც იტანჯება? -ამოვილჰუღლუღე. -ეგ აგიგე ხო მარტო? -სიმწრით გაიცინა. -კაკი, შენ ხომ იცი არა? -ავტირდი უცებ. ცრემლები ნიაღვარივით მომდიოდა სახეზე. -ხომ იცი რომ მის გარეშე არ შემიძლია? კაკი დასერიუზულდა გვერდით მომიჯდა და შუბლზე მაკოცა. -შენ ხომ იცი რომ არასწორად მოიქეცი? -ვიცი, იცი როგორ ვნანობ? -კაი არ იტირო ახლა! ხომ იცი ვჭედავ შენს ცრემლებზე. -იცი როგორ მენატრებაა? -ვიცი. -არა არ იცი. შენ თუკა სულ გვერდით გყავს, ერთ წამს ვერ ძლებ მის გარეშე. წარმოიდგინე თუკა რომ ვერ ნახო, 42 დღით, რას იზამდი? -ჭკუნიდან გადავიდოდი. ისიც მიკვირს შენ როგორ უძლებ აქამდე. -ვეღარ კაკი, ვეღარ ვუძლებ. ძალა აღარ მაქვს მის გარეშე... იმ ღამეს ჩემთან დარჩა. ცრემლებს მიშრობდა და მეფერებოდა. ჩემს გულისცემას უსმენდა. ძილბურანში ვიყავი. აკაკის ეგონა მეძინა. ტელეფონზე დარეკა. აივანზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა. ტელეფონმა რომ დარეკა თვალები ვჭყიტე. წინასწარ გრძნობს ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს. მაგიტომ გამოვიღვიძე ალბათ. -ცუდად არის! ხომ გეუბნებოდი!... მერე რა თორნიკე?... რომ დაელაპარაკო რა დაშავდება! თავს იკლავს, თავს!... ჩამოენძრიე! ფეხებზე! გიყვარს თორნიკე. რა არ უყვარხარ მკვდარივით დადის ბავშვი ორი თვეა!... მეტს ვეღარ მოვუსმინე. ყურები დამიგუბდა. ცრემლები თავისთავად წამომივიდა. პულსაცია ისე შემიმელა შემეშინდა. კაკი რომ დაბრუნდა თავი მოვიმძინარე. ჩამეხუტა და თავზე მაკოცა. არ მიძინია. რა დამაძინებდა. თავში თორნიკე მეჯდა. გულში თორნიკე მეჯდა. ყველგან თორნიკე იყო. მე ნელ-ნელა დავპატარავდი და ჩემი ადგილიც მან დაიკავა. *** თორნიკესთან ვიყავით. სოფელში. კაკი და თუკაც იქ იყვნენ. მე და თორნიკემ მთელი ღამე ჰამაკში გავათენეთ და ვარსკვლავებს ვუყურებდით. -როგორ ფიქრობ, უჩემოდ გაძლებ? -რა კითხვაა თორნიკე!... -მე ვერ გავძლებ უშენოდ. ვერც ერთ წუთს. -მე გავძლებ. -გავიცინე. -საზიზღარო. -მომიღიტინა მან. აღმოჩნდა რომ პირიქით ყოფილა. მე ვერ ვძლებდი. ის ძლებდა. *** კაბის ასარჩევად გამომყვა თუკა. უკვე დაგორავდა. მეჯვარის კაბა საუკეთესო უნდა იყოსო. პატარძილის შემდეგო. გავიცინე. თუკა გაშტერებული მიყურებდა. წარბი ავზიდე და რა იყო მეთქი ვანიშნე. -პირველად გაიცინე იმ ამბების შემდეგო. თვალები ჩამიქვრა და სახეზე მიმეყინა ღიმილი. დავფიქრდი და თორნიკეს წასვლის შემდეგ არ ვმხიარულობდი. დარდის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი. კაბა რომ ავარჩიეთ კაფეში დავსხედით. -რატომ ვერ მაპატია? რატომ ვერ გადალახა ეს დაბრკოლება. ღმერთია მოწმე, მე ყველაფერი ვცადე ჩემი დანაშაულის გამოსწორებისთვის. -კარგი რა ბუს, არ ამანერვიულო თორემ შენი ნათლული გამიგიჟდებაო. მუცელზე ხელი მოისვა. წამოვედით. მე მართლა არაფერი მქონდა მეტი სათქმელი. რატომ ვერ მაპატია? *** ქორწილამდე ორი კვირა იყო დარჩენილი. თუკასთან ვათენებდი და ვაღამებდი. კიდევ კარგი მშვიდი ორსული იყო და გამუდმებით რაღაცეებს არ ითხოვდა. ნერვიულობდა სამაგიეროდ ისეთს. კაკი ამშვიდებდა მხოლოდ. მაისი იყო. მაისი იყო. მაისი. მისი და ჩემი თვე. ცხელოდა. ძალიან ცხელოდა. ქუჩებს ცეცხლი ეკიდა. მაისი იყო... მაისი. თორნიკემ მაისის თვეში მთხოვა შეყვარებულობა. მაისის თვეში ამიხსნა სიყვარული და ჩვენი ერთად ყოფნის წლის თავზე მაისის თვეში მთხოვა ცოლობა. რატომ არ დავთანხმდი არ ვიცი. მადროვე-მეთქი, მაშინ ვუთხარი. ჯერ ადრეა-მეთქი! არადა, გვიან მივხვდი, მეშინოდა. მისი სიყვარული მაშინებდა. ასე ძლიერ რომ ვუყვარდი ამის მეშინოდა. სიყვარულიდან სიძულვილამდე ხომ მხოლოდ ერთი ნაბიჯია. მაისი იყო პირველად რომ ვიჩხუბეთ და შევრიგდით. მაისის თვე ჩვენი იყო - ჩემი და მისი. *** მახსოვს ბოლო დღეები სულ ვჩხუბობდით. რაზე არ მახსენდება. საკამათო თემას გამუდმებით ვპოულობდით. ბოლო დღეები სულ გაცეცებული ვიყავი. ალბათ ამოტომ ეწყინა ასე ძალიან. ალბათ ამიტომ ვერ მაპატია. *** თორნიკეს შესახებ ნამდვილი ისტორია ხუთმა ადამიანმა იცოდა მხოლოდ ჩემი ჩათვლით. მე, თორნიკემ, კაკიმ, სანდრომ და დედამისმა. ეს ის საიდუმლოა, საფლავში რომ ჩაიტანა მამამისმა - ორივემ. ოჯახური პრობლემების განხილვა არასდროს უყვარდა და ერთადერთხელ შეეხო ამ თემას. რომ მომიყვა. მას შემდეგ ტაბუდადებული იყო. ვიცოდი რომ არ უნდა მეთქვა, უბრლაოდ ერთი წელი ერთად ვიყავით და ყველას ნათესავები ვეგონეთ. თორნიკეს არასოდეს ადარდებდა სხვების აზრი. ძლიერი იყო ამ მხრივ. მე სუსტი გამოვდექი. თორნიკეს ნაირი ადამიანი ვერ შევინარჩუნე. ვიცოდი არ მაპატიებდა ოდესმე თუ იმას გავაკეთებდი ყველაზე მეტად რისიც ეშინოდა. ვატკინე. ჩემი ნდობა დავაკარგვინე. ის ვერ მაპტია რომ საკუთარი იდეალები დავუნგრიე, ჩემი სახით. ვერ მაპატია!... “პატიება მხოლოდ ძლიერთა ხვედრია.” *** ვგრძნობდი რომ ის დღე სასწაული იქნებოდა. 25 მაისს საქორწილო ორომტრიალში გული მაინც თორნიკეს გრძნობდა. იცოდა. ხვდებოდა. გულს რას გამოაპარებ. იასამნისფერი კაბა მეცვა. ისეთი ლამაზი თუკამ რომ დამინახა ატირდა. თორნიკეს რომ ვგრძნობდი იმიტომ. რომ მენატრებოდა იმიტომ. რომ ვხვებოდი იმიტომ გავიკეთე ჩემი იასამნისფერი შარფი. კაბას მოუხდა. მაინც სხვა დატვირთვა ჰქონდა. თუკა ბრწყინავდა. ისე ნერვიულობსა კინაღამ გული შეუწუხდა. ბავშვს ეფერებოდა. კაკიც ნერვიულობდა. საყვარელი ქალი უნდა შეერთო. ჯერ ხელის მოსაწერად მიდიოდნენ. შემდეგ ჯვარის დასაწერად. ყველაფერი მშვიდობიანად ჩამთავრდა. ხალხი ბუზებივით ირეოდა გარშემო. თავი ამტკივდა ძალიან. ფეხები დამეჭიმა. რესტორანში რომ გადავინაცვლეთ მეკვარის ადგილი დავიკავე. მერე თუკამ საპირფარეშოში გამისტუმრა. სახეზე ფერი არ მედო. წყალი შევისხი. გამოვფხიზლდი. უკან გამოვედი. გული გამიჩერდა. იქ იდგა. ის. იქ იყო. თორნიკე. ჩემი თორნიკე. ჩემი. კაკის უღიმოდა და ფოსოები უჩანდა. ბოხი ხმით ლაპარაკობდა. სხეული რომ დაეჭიმა მივხვდი მიგრძნო. თვითკმაყოფილი შეგრძნება ჩამეღვარა გულში. მობრუნდა. მისი თვალები. მისი სახე. მისი ტანი. ისეთი მონატრებული მყავდა გული წამოვიდოდა მეგონა. ჩაუტება მინდოდა. წონასწორობა ვერ დავიცავი და შევბარბაცდი. მაგიდას დავეყრდენი. ის დარბაზის ერთ ბოლოში იდგა. მე მეორეში. ვუყურებ. მიყურებს. მენატრება. ვენატრები. მიყვარს. ვუყვარვარ. ნაბიჯს ვდგამ. ისიც დგამს. ვუახლივდები. მიახლივდება. მერე იყო რაც იყო. ხელი რომ მომხვია და ჩამეხუტა აი მანდ მივხვდი რა იყო სიციცხლე. რა მაკლდა ამ დროის მანძილზე. მისი ხმა, მისი სურნელი, მისი მზერა, მისი შეხება. ის. ის მაკლდა. მე მაკლდა. მის გარეშე არ ვვარსებობდი. *** -დარწმუნებულები ხართ? -დიახ. -მართლა? -დიახ, დააჩქარეთ თუ შეიძლება. -არა, მართლა ღამის სამი საათია და მართლა დარწმუნებულები ხართ? -დიახ! -მოუთმენლად ვთქვით ორივემ. მამაომ ამოიხვნეშა და ცერემონია დაიწყო. -ცოლ-ქმრად გაცხადებთ! *** მაისის 31 დავიწერეთ ჯვარი. დუღდა ქალაქი. ყველაზე პატარა ეკლესიაში. მე, თორნიკე მამაო და ახალდაქორწინებულები. *** ეკა გაგიჟდა. თორნიკეს დედამაც გააფრინა. ერთხმად სჩიოდნენ. სანდროკომ სვანეთის აგარაკის გასაღები მოგვცა და გაგვისტუმრა. *** -ამდენი ხანი რატომ არ გამოჩნდი? -ვიცოდი, იფიქრებდი. -ჰო, სულ ვფიქრობდი. -მეც ვფიქრობდი. -პირველად როდის შეგიყვარდი? -სულ მიყვარდი! -მე უშენოდ მივხვდი მხოლოდ, სულ რომ მიყვარდი. -გჭირდებოდა უჩემობა. -როდის მაპატიე? -როცა მომენატრე, ნაპტიები მქონდა უკვე. -მიყვარხარ. -მიყვარხარ. *** აბა მერე იყო რაც იყო!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.