შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (10 თავი)


26-09-2018, 13:52
ავტორი naattii
ნანახია 2 870

-გამარჯობა_ნერვიულობისა და აღელვებისგან ხმა დაბოხებოდა რატის.
ბავშვების მიახლოებაზე კაცი წამით თითქოს გაიყინა, ორივეს სახეს თვალი მოავლო და გვერდით მოდებულ თოხს მთელი ტანით დაეყრდნო.
-ვინ ხართ?
-მე გაიანე ვარ, ეს კი ჩემი ძმაა რატი.
-ასე ხუმრობა არ შეიძლება ბავშვებო, ჯობია წახვიდეთ, ეს ... ეს შეუძლებელია უბრალოდ, ასე არ ხდება.... მე ვერ გავუძლებ, ძლივს მოვედი ამდენი წლის შემდეგ გონს და არ გინდათ, ვისაც არუნდა მოეგზავნეთ არ გინდათ_ ამხელა კაცი თითქოს რამდენიმე წუთში დაპატარავდა და უაზრო ლუღლუღს მოყვა.
-მამა_ერთი ნაბიჯი წინ გადადგა განომ და ცრემლი ვეღარ შეიკავა -მართლა ჩვენ ვართ. როგორც იქნა გიპოვეთ_ბედნიერს გაეღიმა, მაგრამ კაცის შეშლილ სახეზე ისევ უკან დაიხია და რატის ამოუდგა.
-დამშვიდდი, აქ საჩხუბრად არ მოვსულვართ, ერთმანეთიც ახლახანს ვიპოვეთ და მალევე გავიგეთ რომ შენც ცოცხალი ხარ, განოს მაინც შეხედე, შენი ასლია, მე კი დედას ვგავარ არა?_ნერწყვი ძლივს გადაყლაპა რატიმ.
-ნეტავ იცოდე როგორ გავხარ, ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდებოდა, რომ მის თვალებში ვეღარ ჩავიხედავდი, შენ კი ზუსტად მისნაირი თვალები გაქვს_ცრემლი უკითხავად გადმოუგორდა კაცს თვალებიდან და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა შვილს,ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და უკვე ვეღარც რატიმ მოითმინა, მაგრად მოხვია მამას ხელი და ლამის აღრიალებული ჩაეკრა. მამამაც მოეხვია შვილს ძლიერად და უკვე ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ვეღარც თვითონ დამალა ცრემლები.
-ეე, ერთი გოგო გყავართ და დაგავიწყდით?_ ხელებში გაუძვრა განო მამა-შვილს და მათ შუაში ამოძვრა.
სიცილად გადაქცეული ტირილით ახლა მას მოხვია ორივემ ხელი და მთელი ძალით იხუტებდა მამუკა შვილებს გულში. ამ წუთიდან უკვე დარწმუნებული იყო, სისხლის ბოლო წვეთსაც კი დათმობდა შვილების გამო, ისედაც რამდენი წელი უცხოვრია ამხელა სიცრუეში.
სახლში შესულებს სანამ მამუკა რომელიღაც უჯრაში ფურცლებში იჩიჩქნებოდა, ოთახს გაშეშებულებმა მოავლეს თვალი. მთელი ოთახი თავიდან ბოლომდე ფოტოებით იყო დაფარული, ძირითადად მშობლები იყვნენ, რამდენიმეში ხელში პატარებიც ეკავათ, რამდენიმე ყველაზე დიდი პორტრეტები კი მარიამს ეკუთვნოდა. ერთ-ერთი მაშინვე დაიჩემა რატიმ და ფრთხილად ჩამოხსნა საკიდიდან.
-რა ლამაზია_ხელი გადაუსვა დედის სახეს და უნებურად გაეღიმა, იმ წუთს დარწმუნდა, რომ დედა ყველაზე ლამაზი ქალი იყო მსოფლიოში ვინც კი ენახა.
-იყო,მართლაც ყველაზე ლამაზი იყო_ მამუკას გაბზარული ხმა გაისმა უკან და ორი იდენტური ფურცლით ხელში დაჯდა მაგიდასთან.
-უნდა ვილაპარაკოთ არა?_ღრმად ამოიოხრა განომ.
-რა თქმა უნდა, დაჯექით, იმედია აზრზე მალე მოვალ_სახეზე ხელები ჩამოისვა კაცმა -ყოველდღე ხომ არ ხვდები მკვდრად შერაცხულ შვილებს.
-მამა წყალი ხომ არ გინდა? სახეზე ფერი არ გადევს._მის წინ ჩაიმუხლა რატიმ ფოტოთი ხელში.
-მეტი რაღა უნდა დამჭირდეს ჩემი ორი სანატრელი შვილი მამას მეძახის_თავი უღონოდ გადააქნია კაცმა -არ ვიცი ეს სასჯელი რისთვის დავიმსახურეთ.
-მა, მოგვიყვები?_ფრთხილად ამოხედა განომ.
-მოდი ჩემთან ჩემო გოგო_კალთაში ჩიჯინა საყვარელი ქალიშვილი და ისევ ჩაიხუტა, ვერ ძღებოდა.
-ეეე, ეხა მეც მინდა_პატარა ბავშვივით აბუზღუნდა რატი და სიცილით დაიჯინა მამუკამ მეორე ფეხზე.
-ნუ ეგოისტობ რა, შენ ნინის ეხუტე შენ.
-მოიცა, ნინის რაღატო გადაწვდი ეხა?
-ნინი შენი შეყვარებულია მამა?_ზემოდან დახედა კაცმა.
-ხო მა, აუ იცი რა საყვარელია, გაგაცნობ_ლამის გულები ამოუცვივდა რატის თვალებიდან -ამ ქალბატონსაც ყავს სხვათაშორის_განოსკენ გაიშვირა ხელი.
-აუ რატი ტყუილის გამო მოგხვდება_თითი დაუქნია გოგომ.
-ვინ არი?_წარბები შეეკრა კაცს, წამიერად გაიღვიძა მასში მამობრივმა ინსტიქტმა, შუაზე გადახსნიდა ვინმეს რომ მისი გოგოსთვის გული ეტკინა.
-ჩემი ძმა_სიცილი აუტყდა რატის -ანუ, რომელმა ოჯახმაც გამზარდა მათი შვილი.
-მამა გატყუებს, იმ იდიოტის შეყვარებულობაღა მაკლია რა, 80 წლის ბებრები არ მიზიდავს_გაბუტულმა გადააჯვარედინა მკერდზე ხელები და ტუჩების გამობუშტვაც არ დავიწყნია.
-ახლა რომ გიყურებთ ვერაფრით ვხვდები უთქვენოდ როგორ ვცხოვრობდი_ერთად მიიხუტა ორივე და მათ შორის ჩარგო თავი.
-დროა დავიწყოთ არა?_რამდენიმე წუთში უფრო დამშვიდებულმა გადახედეს ერთმანეთს და მამუკამაც დაიწყო:
-არ ვიცი იცით თუ არა, დედათქვენი რბოლებზე გავიცანი, იმ პერიოდში მოტოს ყოლა და შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება, ძალიან მაგარ ბიჭობად ითვლებოდა_გაეღიმა წარსულის ხსენებაზე მამუკას -ერთ-ერთი რბოლის დროს დავინახე, ცენტრალურ გზაზე იდგა განაპირა მხარეს და ისეთი სახით იყურებოდა ზედ ეწერა ნეტა აქ რა ჯანდაბა მინდაო, ისე გავერთე მის ყურებაში, უკნიდან დაწეული მოწინააღმდეგე დამეჯახა და მოვსრიალდი. ფეხი ვიტკინე, მარიამი სამედიცინოზე სწავლობდა და დამეხმარა, ღმერთო ის ისეთი კარგი იყო, ანგელოზს გავდა, როცა მითხრა მეც მიყვარხარო ვფიქრობდი მეტი რაღა უნდა დამჭირდეს ცხოვრებაშითქო. სამწუხაროდ, ყველაფერი ასე ბედნიერად არ დასრულებულა, მამამისი საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენი იყო და მრბოლელი სიძე არაფერში ჭირდებოდა, ყავდა კიდეც საქმრო შვილისთვის არჩეული, მისი პარტნიორის შვილი. მარიამმა არ დამთმო, მიატოვა ოჯახი და ჩემთან წამოვიდა, გეფიცებით ერთი წამიც არ ყოფილა ისეთი, რომ გადაწყვეტილებას ვნანობო ეთქვა, იმაზე მეტად ვიყავით ბედნიერები ვიდრე საერთოდ ადამიანს შესწევს, მერე თქვენზე გავიგეთ,სიხარულისგან რა გაეკეთებინა აღარ იცოდა, საკუთარი ხელით დაიწყო თქვნთვის ტასაცმელის შეკერვა, ასე უფრო მსიამოვნებსო ამბობდა, მალე მშობიარობა უწევდა კიდევ ერთ რბოლაში რომ მივიღე მონაწილეობა, ორგანიზატორს საზღვრებს გარეთ უნდოდა გასვლა და მონაწილეებს ეძებდა, მინდოდა ავერჩიე, კარგ ფულს იხდიდა. დასალაპარაკებლად მივდიოდი როცა ყური ნარკოტიკს მოვკარი, სწორედ ჩვენ გამოყენებას აპირებდა ნარკოტიკის გადასაზიდად და უარი ვუთხარი. მთავარი მაშინ მოხდა, როცა გავიგე, რომ ორგანიზატორი დედათქვენის ყოფილი საქმრო აღმოჩნდა, დავემუქრე თუ ჩემს ოჯახს თავს არ დაანებებ პოლიციასთან დაგასმენთქო. ცოტა ხნით გაჩერდა. დაიკარგა, ამასობაში თქვენ გაჩნდით, მარიამს არც მამასთან და არც ძმასთან არ ქონდა კავშირი, დედა პატარაობისას დაკარგა. ვფიქრობდი ყველაფერი დასრულდა და შვილებს წყნარად აღვზრდითთქო. თურმე ყველაფერი წინ იყო_ ძლივს წამოდგა ფეხზე მამუკა და წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა, ფანჯარასთან მისულმა კი ჩახლეჩილი ხმით განაგრძო -ორი თვის იყავით რაღაც ავადმყოფობა რომ შეეყარა გაიანეს, მარიამმა აფთიაქში ჩავალ წამლებისთვისო და რატიც წაიყვანა, შენ მე არ მშორდებოდი, მამიკოს გოგო იყავი და კიდევ რატის ვეღარ დავიტოვებდი. რამდენიმე საათში რომ აღარ დაბრუნდა მარიამი, სახლიდან მეც გამოვედი, მაშინ ასე მობილურები არავის ქონდა. ბევრი გეძებეთ, კიდევ კარგი უკვე ზაფხული მოდიოდა და ამინდი ხელს მიწყობდა, ერთ-ერთ ქუჩაში ვიპოვე, გაფატრული ცივ ასვალტზე ეგდო, ისიც ვერ გავბედე ხელი მომეკიდებინა, ყველგან სისხლი დიოდა, საზარელი სანახაობა იყო, შენ კი რატი არსად ჩანდი. პოლიციამ შენი სისხლიც იპოვა, რომელიც მდინარემდე მიდიოდა და მკვდრად გამოგაცხადეს, ამდენი სისხლის დაკარგვის შემდეგ ვერ გადარჩებოდაო, მდინარეში კი ძებნა არც დაუწყიათ ორი თვის ბავშვის ცხედარს რას ვიპოვითო. მაპატიე შვილო, მაინც უნდა მომეძებნე_ცრემლი გადმოუგორდა კაცს.
-ყველა შენსავეთ მოიქცეოდა მამა, შენი ბრალი არ არის.
-მე რაღატო აღმოვჩნდი მარტო მამა?_ტირილში ძლივს ამოილაპარაკა განომ.
-მივხვდი ეს დათოს დამოქმედარი იყო და დავასმინე, მის წინააღმდეგ ჩვენება მივეცი, გამწარებული ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი, მართლაც აღმოუჩინეს ჩხრეკისას რამდენიმე გრამი ნარკოტიკი და ამდენი მოწმე ვეღარ ჩაფარცხა, თანაც მე ფულზე იცოდა არ დავთანხმდებოდი, ცხოვრებას კი მხოლოდ ჩემი გოგოს ხათრით ვაგრძელებდი, შენ არ იცი გაიანე რამხელა როლი ითამაშე ჩემთვის. მარიამი ჩემი მთელი ცხოვრება იყო, მის შემდეგ კი შენ დამრჩი და მთელ დარდს შენს გაზრდაში ვაქსოვდი. სასამართლო დიდხანს გაიწელა, ორი წლის იყავი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა რომ მიუსაჯეს, მთელ სიბრაზეს ჩემზე აფრქვევდა, იმუქრებოდა ციხიდანაც მოგწვდებიო, მე კი თავი სამშვიდობოს დავიგულე. რამდენიმე თვეში აასრულა დანაპირები, სახლში ხალხი მომიგზავნა და სადღაც წამიყვანეს, მთელი ორი თვე წარმოდგენაც არ მაქვს სად ვიყავი, პოლიციამ მიპოვა და გამათავისუფლა, სახლში მოვიჩქაროდი და შენ გკითხულობდი, ერთ-ერთმა გამომძიებელმა შენი სიკვდილის ცნობა რომ დამიდო წინ, ჩემი წაყვანის შემდეგ სახლში ხანძარი გაუჩენიათ და ჩაქრობის შედეგად ბავშვის გვამი იპოვესო, ეჭვი არც შემპარვია იმდენად სასტიკი იყო, ახლა ბედნიერი ვარ რომ მოვუტყუებივარ, მე სახელი შემიცვალეს და აქ წამოვედი.
-კი, მაგრამ მამა, ცოტა არარეალურად ჟღერს, ამდენი რამ როგორ მოახერხა?
-შენ არ იცნობდი მას რატი, უამრავი ფული ქონდა, სულ რამდენიმე ადამიანის მოსყიდვა დასჭირდებოდა, დაამზადებინებდა ყალბ გარდაცვალების მოწმობებს, ორ გამომძიებელს დაავალებდა ჩემთვის ყველაფერი აეხსნათ, და როცა სახელს შევიცვლიდი თუნდაც იგივე გამომძიებლები ძველ სახელზე იგივე მოწმობას გასცემდნენ. თანაც ისეთი პერიოდი იყო სახელმწიფოში სრული ქაოსი და არეულობა სუფევდა, ხელისუფლება იცვლებოდა, ხალხი კი თავის გადარჩენაზე, ფულის შოვნაზე და ციხის აცდენაზე იყო გადასული. არ გაუჭირდებოდა ქრთამით ვინმეს მოსყიდვა.
-და ამდენი რამ მხოლოდ იმიტომ, რომ დედამ უარი უთხრა?_ცრემლების წმენდას ვეღარ აუდიოდა განო.
-როგორ გითხრათ, დედათქვენი ულამაზესი ქალი იყო, დათოს უყვარდა, საცოლედ ასახელებდა, საქმე ბევრად დიდ და ბობოლა ხალხთან ეჭირა, ნარკოტიკებსა და პროსტიტუციაში ერეოდა, მარიამმა კი მისი საქციელით შეარცხვინა, ქალს რომელსაც საცოლეს ეძახდა უბრალო, უფულო მრბოლელში გაცვალა, ეს კი მის შეურაცყოფად ჩათვალა და შური იძია. თქვენ სად იყავით? თქვენ როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
-მე ვიღაცამ მდიდარი ოჯახის კართან დამსვა_რატიმ დაიწყო -ზედ კი წერილი მედო თურმე სადაც ეწერა, რომ ტყუპისცალი მიკვდებოდა და ერთადერთი მისი გადარჩენის გზა ჩემი გაშვილება იყო, ამიტომ აღარ დაუწყიათ პატრონის ძებნა ისე მიშვილეს. რამდენიმე კვირის წინ წამოცდა დედაჩემს, რომ აყვანილი ვყავდი, მანამდე წამითაც არ უგრძნობინებია, ჩემს ძმაში არ მანსხვავებდნენ, უბრალოდ მათგან იმდენად განვსხვავდებოდი, მე და განო სულ ვიცინოდით ნაშვილები იქნებიო. აი განო კი ორი წლის წინ გავიცანი რბოლაზე, იცი საუკეთესოა, ყოველთვის ის იგებს, მხოლოდ ერთხელ შევძელი მომეგონა_სიყვარულით აუჩეჩა დას თმა.
-რბოლებში? ორივე?
-როგორც ჩანს სისხლმა გვიყივლა მა_გაეცინა განოს -მე კიდევ როცა გაქრი ბიძია მოძებნეს და შენი გარდაცვალების ცნობა მოგვცეს, ახლა ვხვდები რომელმა გამომძიებლებმაც, ანდრომ კიდევ თავისთან წამიყვანა და დარჩენაზე რომ არ შემქმნოდა პრობლემა მისი გვარი მომცა.
-ესეიგი ანდრომ გაგზარდა, ანუ ნანობს მის დას რომ უღალატა.
-ყოველ დღე მა, იცი სულ როგორ ამბობს რომ შეცდა?
-ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ_ბედნიერად გაეცინა კაცს და ისევ ხელები მოხვია შვილებს. -რბოლებს რაც შეეხება კარგია, ის რომ ციხეშია, იმედია მისი დამქაში არაა ორგნიზატორი.
-ამ, არა მა, ორგანიზატორი მე ვარ_თავი ჩაღუნა განომ.
-ვერ გავიგე? რატომ არ ვიცოდი? შენს გამო გვიჭერდნენ ამდენჯერ და მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ თურმე ჩემი დის წინააღმდეგ იყო ბრალდებები?
-დამავიწყდა მეთქვა რატი, კარგი რა, მინდოდა მათ შორის გავრეულიყავი და მთავარამდე მიმეღწია. თანაც დაჩიმ თავიდანვე იცოდა მე რომ ვიყავი და ხელს მაფარებდა. ავუხსენი რატომაც ვაკეთებდი და გამიგო.
-რას ამბობ გაანე?_წამოიყვირა მამუკამ.
-მა გაანე რატო?
-შენს სახელს ვერ ამბობდი და თავს გაანეს ეძახდი, მეც ყოველთვის ამ სახელით გიხსენიებდი_მხრები აიჩეჩა კაცმა და მალევე შეკრა წარბები -თემას ნუ ცვლი, რაში გჭირდება ის ხალხი?
-იმაში რომ დათო თავისუფალია მა, ხუთი წლის წინ გამოუშვეს.
-ჯანდაბა, მაინც გამოძვრა ეგ ნაბი*ვარი_ნერვიულად დაიწყო კაცმა წინ და უკან სიარული. -ანუ ახლა ისევ საფრთხე გემუქრებათ._ნერვიულად გადახედა შვილებს და სიმწრისგან ლამის ლომივით დაიწყო ღრიალი.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

უპს აქ რა ამბები ტრიალებს თურმე open_mouth როგორც ვხვდები გაერთიანდებიან მამა-შვილი და რადგან დაჩი არის გამომძიებელი ისევ,კარგი დღე არ დაადგება დათოს wink
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ივი

აუუუ მაგარია ძალიან :)

 


№3  offline მოდერი naattii

La-Na
უპს აქ რა ამბები ტრიალებს თურმე open_mouth როგორც ვხვდები გაერთიანდებიან მამა-შვილი და რადგან დაჩი არის გამომძიებელი ისევ,კარგი დღე არ დაადგება დათოს wink

კარგი რომ არაფერი მოხდება ფაქტია :D

ივი
აუუუ მაგარია ძალიან :)

მადლობა ❤️

 


№4  offline წევრი nini :)

დაჩიზე ვგიჟდებიიიი..... და დარწმუნებული ვარ რომ ლილიაც ჩაებმევა ამ საქმეში...... იმედია.....
გამიხარდა რომ იპოვეს მამა-შვილებმა ერთმანეთი......
მიყვარს შენი ისტორიების კითხვააა.......
მიყვარხარ შენც......
ვგიჟდები რატიზე და გაიანეზე......
რათმაუნდა თორნიკეზეც.....
❤❤❤❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

აუ უყურე შენ გაიაბეს????რა დღეშია გოგოო? ორგანიზატორი?! მოკლედ გადარეული ვარ და სად ჯანდაბაში დამიკარგე ის ბუნჩულა ბიჭიიი????? კაი ბოდიში ვიცი რომ ჯანდაბა არ უნდა დამეწერა და რომ გამოაჩენ ისიც ვიციიი????

 


№6  offline წევრი ნორმი

ძალიან კარგი თავი იყო,ნამდვილად არ ველოდი განოს ორგანიზატორობას..ამ თავში საშინლად დამაკლდა თორნიკე.
--------------------
მორფეოსი

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიკო

ვაი ვაი ვაიიი აქ რა ამბებიაა

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Ohoo aq ra ambebi gveliis warmatebebii

 


№9  offline მოდერი naattii

მაპატიეთ თოკაჩუნას გამო, შემდეგ თავში ავანაზღაურეებ :D ❤️❤️

 


№10  offline მოდერი naattii

უცნაური მე
ამიტომ მიყვარხართ შენ და შენი ისტორიები. რომ გგონია ყველაფერი წესრიგშია, ზუსტად მაშინ იწყება ყველაფერი.. ოო ძალიან კარგი მიყვარს დაძაბულობა :დდ ქარიშხალი სახელად "ნათი" გვიახლოვდება :დდ თოკუნა გამოაჩინე ჯაცო მაკლია თვალში ეგ ბებერი კაცი ეგა ❤️❤️
მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❤️

მეც არ გამიკვირდა სად დაიკარგათქო? <3 გამოვაჩენ და ქვიაა? ქარიშხალი თოკუნა ნახე შენ :დ

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

მთავარია იპოვეს ერთმანეთი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent