სამი მიზეზი (9 თავი)
პირველად ვდებ ისტორიას როგორც მოდერი და გეფიცებით პატარა ბავშვივით მიხარია, მადლობა, რომ არ გამკიცხეთ და ისე მიიღეთ ჩემი ოსტორია როგორ მე მინდოდა <3 ---------------------------------- ორი გამხდარი ახალგაზრდის სხეული ბარის მოპირდაპირე ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარიყო და დუმილის დარღვევას ვერცერთი ბედავდა. -ანუ მოიცა, ანუ, აუ განო ჩემი და ხარ?_თვალები გაუბრწყინდა ბიჭს და დობის კანდიდატს მოუბრუნდა. -არ ვიცი რატი, ისტორიები ემთხვევა, ორივე ოჯახს ვეძებთ, ერთ დღეს დავიბადეთ, გადავამოწმოთ? -რასაკვირველია. რას მეკითხები. თმა მომე_წამში წამოხტა ბიჭი და ხელი გაუწოდა. -ორ დღეში პასუხი გვეცოდინება_ღიმილით ჩამორთვა გოგოს მოპუტული თმა და მალევე აორთქლდა. ამ ორი დღის მანძილზე ერთმანეთი არ უნახავთ, რატი თორნიკეს ეხმარებოდა მათი გეგმის განხორციელებისთვის, უფროს ძმას შეკვეთილი ნივთი ჩამოსვლოდა და გამწარებული ვარჯიშობდა. რატიმ სამსახურიდანაც გაითავისუფლა თავი და განოზე რომ არ ეფიქრა მთელ დროს ნინის და თორნიკეს უთმობდა, ისე აღაფრთოვანა იმ შანსმა, რომ შეიძლება სწორედ ეს გალეული, თხაპუწა გოგო იქნებოდა მისი და ვეღარაფერზე ფიქრობდა და საოცრად ეშინოდა იმედგაცრუების. როგორც იქნა ლაბორატორიიდან დარეკეს და ბიჭიც პასუხებით ხელში მიუახლოვდა ბარს. გოგო უკვე გარეთ უცდიდა და გაფართოებული თვალებით უყურებდა თეთრ კონვერტს, აი ახლა, ზუსტად ამ წუთას მისი ბედი გადაწყდებოდა. -უკვე ნახე? დადებითია? -ვერ გავბედე_ხმა გაუტყდა რატის. -რას ელოდები გამძვრა სულიი_დაიწკმუტუნა გოგომ და ლამის ძალით გაახევინა კონვერტი ბიჭს. -აბა? არ ვართ ხო? ტყუილა ვოცნებობდი არა?_ცრემლი მოადგა თვალზე განოს. -და ვინ თქვა რომ ოცნებები არასდროს სრულდება? გეფიცები ასეთი რამ სერიალშიც არ მინახავს_თვალებაცეკვებულმა ახედა ახლა უკვე დას და წამში მოხვია სიცილით ხელები. -რა მალე გიპოვე, წარმოგიდგენია? მესამე წელია გიცნობ და და ყოფილხარ, აზრზე ხარ ბედი რა არი? -ვაიმე რატი, გეფიცები თუ მჯეროდეს_სიცილით შემოხვია განომაც ხელები და ერთად განაგრძეს ტრიალი და მხირულება სანამ თორნიკე და ნინი არ შეუერთდათ. -რა ხდება? ჯეკპოტი მოიგეთ?_სიცილი აუტყდა თორნიკეს. -უფრო მაგარი რამ თოკა, განო ჩემი დაა, წარმოგიდგენია? -ვერ... ვერ გავიგე? -აი ის და რომელსაც ვეძებდი განოა, რა მაგარია ბიჭო ნახე სულ აქვე მყოლია ახლოს. -ხოო, მართლა მაგარია, გილოცავთ_არადამაჯერებლად ჟღერდა თორნიკეს სიტყვები, მაგრამ მისი რეაქცია ნინის აღფრთოვანებამ და სიხარულმა გადაფარა. -მოიცა, ანუ რა გამადოს, რძალი მეთვითონვე ჩავიგდე ხელში?_სიცილს ვერაფრით წყვეტდა განო. -ეეე, ეგ კაი გამახსენე, შენ ჩემ დას აკოცე?_წარბის აწევით გადახედა თორნიკეს რატიმ და მთელი ძალისხმევის მოკრება დასჭირდა ბიჭის სახეზე რომ არ გაცინებოდა. -ეს ის მომენტია რომ ყვირიან ხოლმე ეს ის არ არის რაც შენ გგონიაო_იდაყვი გაკრა ბიჭს განომ და კვლავ სიცილი განაგრძო. უკვე ერთი კვირა იყო გასული რატისთვის სიმართლის გამხელიდან და მას შემდეგ ლიანას ვეღარავინ ცნობდა, მთელი დღე შეეძლო ამ დახვეწილ ქალს უბრალოდ ხალათით ევლო, საჭმელზე უარი ეთქვა, კარებისთვის ეყურებინა და შვილებს დალოდებოდა. ვერაფერი მოუხერხა იმ ტკივილს სიმართლის გამხელის შემდეგ რომ დაესადგურებინა მის გულში და აჩრდილივით გადაადგილდებოდა სახლში. -დე მოვედიით_რატის ხმაზე წამში წამოფრინდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. -დედას უყვარხარ ჩემო საყვარელო, ძალიან უყვარხარ_ცრემლების მორიგი ნაკადი გადმოუშვა ქალმა და ხელებს არაფრის დიდებით უშვებდა სუნთქვა შეკრულ ბიჭს. -დე დამახრჩობ, მეც მიყვარხარ დედიკო, ოღონდ დღეს ნუ მომკლავ რა საქმე მაქვს_სიცილს თავს ვერ ანებებდა რატი. -ხო მშვიდობაა დედა. -კი დე, მოდი მამასთან შევიდეთ. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა ბიბლიოთეკაში შეკრებილებთან, რომელიც მოუთმენელმა რატიმ მალევე დაარღვია. -მოკლედ, გახსოვთ ალბათ, რომ ტყუპისცალი მყავს, ისე გამოვიდა, რომ მე მას ვიცნობდი და ვმეგობრობდი, დღეს კი დავამტკიცე, რომ ჩემი დაა_საზეიმოდ გამოაცხადა და ოჯახის წევრებს გადახედა. -რა კარგია დედი, როგორ გამახარე, არ გაგვაცნობ?_ბედნიერად გაეღიმა ლიანას თუმცა მალევე ჩაუქვრა თვალები -ანუ... ანუ მშობლებიც იპოვე დედა? -არა დე, მშობლები დაღუპული გვყავს, სიმართლე რომ გითხრა, დეტალურად ვეღარ მოვახერხე დღეს ყველაფრის გაგება, ეს როგორც კი გავიგე რაღაცაზე მოვილაპარაკეთ და მინდოდა თქვენთვისაც მეთქვა. -რა ხდება რატი?_გიამაც გაბედა ხმის ამოღება. -ჩემ დასთან გადავდივარ საცხოვრებლად._განაჩენივით გაისმა რატის სიტყვები და ვეღარც თორნიკემ შეიკავა თავი. -ასე ხუმრობა არ ვარგა რატი, შენ რა მიგვატოვებ? -ვიცოდი, რომ დაგკარგავდი, ვიცოდი_ტირილი აუტყდა ლიანას. -არ გინდათ რა ასე მოქცევა, არ გინდათ რა, არასდროს მიგატოვებთ, რატომ არ გესმით? ჩემიც გაიგეთ, ჩემი და სულ მარტოა, ამდენი ხანი მარტო იყო, მასაც ვჭირდები, მისი უკეთ გაცნობა მინდა, მინდა იგრძნოს რომ გვერდით ძმა უდგას, დედა, გეფიცები არასდროს დაგივიწყებ, ხომ იცი დედას ტყუილად არ დაგიძახებდი, მაგრამ გამიგე, გაიანეს ვჭირდები, ერთმანეთი გვჭირდება. ის დრო უნდა ავინაზღაუროთ რაც გამოგვრჩა. -მესმის დედა_თავი უმწეოდ დაუქნია ლიანამ -მთავარია შენ მყავდე ბედნიერი. თორნიკემ ხმის ამოუღებლად დატოვა ოთახი. დილით უკვე გამზადებული ქონდა რატის ბარგი, ბოლოჯერ მოავლო თვალი უკვე მის ყოფილ ოთახს და ჩანთას დაწვდა. შემოსასვლელში კარებთან იდგნენ გია და ლიანა, ქალი აღარ ტიროდა, მაგრამ არც ბევრი უკლდა დაწყებას. -არ გინდა დედა რა, მე ბედნიერი ვარ. -მეც მხოლოდ ეგ მინდა შვილო, სიხარული არ მოგკლებოდეს_მხურვალედ გადაეხვია ბიჭს და ცრემლებს არ მისცა უფლებას წამოსულიყო -მაპატიე შვილო, ეს კი ჩვენი სამახსოვრო ალბომია, იქნებ რომ მოგენატროთ მოსვლა ვერ მოახერხო და ასე გაიხსენე ბავშვობა. -მე უკვე დიდი ხანია გაპატიე დედა, ხომ იცი გულში წყენის ჩადება ჩემი საქმე არაა, მადლობა, განოსაც დააინტერესებს _ბედნიერად შესცინა ქალს და ახლა კაცისკენ წავიდა. -დედას მიხედე რა მა_კაცსაც მოეხვია. -იცოდე შენი და უნდა გაგვაცნო_დახშული ხმით ამოილაპარაკა კაცმა და ბეჭებზე ხელი დაკრა შვილს. -რასაკვირველია_ყალბი ღიმილით გაიღიმა რატიმ და ოთახი მოწყენილმა მოათვალიერა, სულ ტყუილად, თორნიკე გასაცილებლად არ მოსულა. -მოდი ძამიკონეე_სიცილით გაიწია კარში მდგომი განო და რატის გზა დაუთმო. -ბიძიააა, ნახე ვინ მოვიდაა_უცებ შეხტა რატი გოგოს დაკივლებაზე. -უნდა შეგეჩვიო_სიცილი აუტყდა და მაშინვე გახედა კარში ჯოხით გამოსულ კაცს, რომელიც რატის დანახვისას ადგილზე გაიყინა და კანკალი აუტყდა. -გაიანე.... ეს ..... ეს.... -ეს რატია ანდრუშ, ჩემი ძმა_სიცილით მოხვია ბიჭს ხელი და წინ უბიძგა. -მარიამს, როგორ გავს მარიამს_ხმა წაერთვა კაცს. -მარიამი დედა ალბათ არა? ღმერთო მშობლების სახელებიც კი არ ვიცი წესიერად. -ყველაფერს მოგიყვებ..._სიტყვები ვეღარ ამოთქვა განომ, რადგან ბიძამისი ორივეს მოეხვია და ატირებულმა ჩაიხუტა გულში. -რატი, არ ვიცი რას იფიქრებ, მაგრამ, იმდენად მინდა დანაკარგი ავინაზღაუროთ, ჩემს ოთახში გაგითავისუფლე კარადის ნახევარი, საწოლი ისედაც დიდია. -ტყუპი ტყუილად კი არ ხარ? ჩემს გულში ზიხარ_სიცილით აუჩეჩა დას თმები და ჩაიხუტა. -მოიცა მოიცა დაჩი რეკავს_წამში წამოხტა გოგო და ტელეფონს უპასუხა. -გისმენთ გამომძიებელო. -გაიანე, მამუკა ვიპოვეთ_გახარებული ხმით ჩასძახა კაცმა -მოვდივარ, ახლავე გამოვდივარ_და რატის გაკვირვებულ სახეს მაშინვე უპასუხა.-ჩქარა წამოხტი მამა იპოვეს. აჩქარებული ნაბიჯებით დატოვეს და-ძმამ სახლი და განყოფილებას მიაშურეს. დაჩის დრო დასჭირდა გამოსასვლელად, ორ საქმეს ერთად იძიებდა და ტვინი სად ქონდა ისიც აღარ ახსოვდა. -არა რა, ცოლი ნამდვილად გამშორდება_და-ძმის დანახვაზე სახეზე მოისვა ხელები. -არ იცოდე მაინც ლილიას სიკვდილი რომ ურჩევნია შენს მიტოვებას. -ეს ახალგაზრდა?_თითი რატისკენ გაიშვირა კაცმა. -ჩემი ძმაა, ვიპოვე_ძმის ხსენებაზე ორივეს სახე გაებადრათ და ისე გადახედეს ერთმანეთს. -გილოცავ გაიანე, მიხარია. კარგი, მოკლედ, ხუმრობა დავივიწყოთ და სერიოზულად. არ ვიცი გაიანე როგორ გითხრა, მაგრამ მამაშენის ეგ გარდაცვალების მოწმობა სამართალდამცავების გაკეთებული არ არის, ბაზაში მამაშენი სახელით და გვარით საერთოდ ვერ ვიპოვე და უფრო მაღალი საფეხურების ჩარევა დამჭირდა, საბოლოოდ კი გავიგე, რომ მამაშენი მოწმეთა დაცვის სიტემაშია მონახვედრი, სახელი და გვარი შეცვლილი აქვს და მისი სურვილით ქალაქის ნაცვლად რომელიღაც სოფელშია დასახლებული. -კი, მაგრამ ასე რატომ?_გაოგნებისგან ენა ძლივს ამოიდგა რატიმ -ანუ, თავისი ნებით მიგვატოვა? -არა, საქმე უფრო რთულადაა ვიდრე თქვენ გგონიათ, მოკლედ მე სრული ინფორმაცია მაქვს და სიმართლე რომ გითხრათ, რამდენიმე საათი გონზე ვერ მოვედი, რა არ გამომივლია, მაგრამ ასეთი რამ..... ეს თქვენი ოჯახის საქმეა და მთელი გულით გირჩევთ, აი ამ მისამართზე წახვიდეთ და ჩემგან რამის გაგებას მამათქვენს დაელაპარაკეთ, იმასაც გირჩევდი გაიანე, რომ მისი გარდაცვალების მოწმობა თან წაიღო, დაგჭირდება. ორივე დაბნეული ჩაჯდა მანქანაში და გოგომ მაშინვე ძმას გადახედა. -მიხარია, რომ მარტო აღარ ვარ, ახლა მარტო აღარ მომიწევს გადაწყვეტილების მიღება, როგორც იტყვი ისე მოვიქცეთ. -იცოდე დავიმახსოვრებ პირველობას რომ მითმობ_გამამხნევებელი ღიმილით დაუქნია თითი დას და მკერდზე მიიხუტა -იცოდე აღარასდროს აღარ დაგტოვებ მარტო, ყოველთვის შენთან ვიქნები. ახლა კი წავიდეთ და მამას ახსნა-განმარტებითი ბარათი ჩამოვართვათ_ცხვირზე წაკრა დას თითი და მანქანა დაქოქა. ერთი საათიც არ დაჭირვებიათ ზედა სიმონეთში ასასვლელად, ძლივს სწავლება-სწავლებით მიგნებულ ღობესთან დააყენეს მანქანა და გადმოვიდნენ. გარედანვე მოჩანდა სახლის გვერდით, ბოსტანში დახრილი კაცი, როგორ უთოხნიდა მწვანილებს ძირებს. როგორც ბოლო 16 წლის მანძილზე, არც ახლა ელოდა ვინმეს, ამიტომ მანქანის ხმაზე მაშინვე ამოსწია თავი და მოზრდილი თმა და წვერი დაანახა შვილებს. -მართლა როგორ გავხარ_ძლივს ამოილაპარაკა რატიმ და მოხვეული ხელით უბიძგა დას ეზოში შესულიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.