შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ტკივილი ხარ დანიელ გეგეჭკორო...


27-09-2018, 03:52
ავტორი Someone wandering
ნანახია 2 324

როგორც ამბობენ ყოველი სეზონის ახალი თვე, ახალი შესაძლებლობების დასაწყისია.
შემოდგომის წვიმიანი ამინდი,რომელიც ძვალ-რბილში ატანს იმ ახალი სეზონის შემობრძანებას მამცნობს,რომელსაც ''შემოდგომის'' სახელით ვიცნობთ.დღე თანდათან იკლებს და უკუნითში უჩინარდება,ცაზე ღრუბლები, მზეს საპატიო ადგილს უნაცვლებს.გადის თვეები,დღეები,საათები,წუთები და წამები. ალბათ,რა საამოა საინტერესო და გულშიჩამწვდომი წიგნის არსებობა,ცხელი ფინჯანის ხელში მოთავსება და კითხვა. კითხვა ის პროცესია,რომელიც ამ სამყაროში მხოლოდ შენ და იმ პერსონაჟებს გტოვებს,ვის ირგვლივაც შენი ფიქრები ტრიალებს. მათთან ერთად გტკივა,განიცდი,იცინი და კვდები...ამ დროს ირგვლივ, წვიმის წვეთები ფანჯრის რაფას ზღართანით ეცემა,ქუჩაში გამვლელები სახლისკენ მიიჩქარიან,ყველას საზრუნავს წვიმის წვეთებისგან თავის დაღწევა წარმოადგენს,რომ ოჯახში თბილად მოთავსდნენ,საკუთარ ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად. ზოგს ოჯახი არ გააჩნია და ამ ცივ ამინდში,მარტოობა მის ხვედრს წარმოადგენს. ზოგისთვს წვიმა მელანქოლიასთან ასოცირდება,ზოგისთვის კი სიმშვიდის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.
რამდენიმე დღე გავიდა,მას შემდეგ რაც ყოველ დილით სუსხიანი შემოდგომის დღეებს ვითვლი. ხის ტოტებს მალე ფოთლები შემოეძარცვება,ისინიც გაშიშვლდებიან და გასამართლებელი დამნაშავის სახით წარსდგებიან ჩვენს წინაშე. ირგვლივ არემარე რამდენიმე ფერში შეიმოსება და მომწვანო-მორანჯისფრო ელფერს შეიძენს. ჩიტები თბილ ქვეყნებში გაფრინდებიან და გაზაფხულამდე იქ დაიდებენ ბინას, რადგან მათაც სცივათ,წყურიათ და შიათ. რაც ამ ყველაფერს აერთიანებს არის-თვითგადარჩენის სურვილი,რომელიც ყველა სულიერს ახასიათებს.
შემოდგომის სავიზიტო ბარათი ათასფრად აელვარებულ ქარცეცხლში გამოფენილი ბუნების შედევრებია,რომელთა ხილვაც გვხვდა წილად და გვაქვს საშუალება დავტკბეთ მათი ცქერითა და შეფასებით. ბუნების მოვლა ყველა ჩვენგანის მოვალეობას წარმოადგენს. ყველა სიუშნოვე რაც ჩვენს ირგვლივაა ადამიანის მიერ არის შექმნილი. და სხვა თუ არა, აბა ვინ შეძლებს ამ პრობლემის აღმოფხვრას? უნდა ვდილობდეთ ბუნების დაცვასა და საკუთარი ქვეყნის უძველესი და ულამაზესი ღირსშესანიშნაობების იერსახის შენარჩუნებას.
ის შემოდგომა მენატრება,შენთან ერთად თბილ საბანში გახვეული რომ ვიღვიძებდი და არემარის ცქერით ვტკბებოდი.
ის შემოდგომა მენატრება,სისხამ დილით,შენთან ერთად მზის ამოწვერას რომ ვუცქერდი.
ის შემოდგომა მენატრება,როდესაც შენ არსებობით ცხოვრებას მილამაზებდი.
ის შემოდგომა მენატრება,შენთან სიახლოვით გულს რომ ვიჯერებდი და ფილტვებს საამო სურნელით ვავსებდი.
ის შემოდგომა მენატრება, სუსხიან ამინდში შენთან ერთად სეირნობის დროს, სხეულში რომ სითბო მეღვრებოდა,რადგან შენ გვერდით მყავდი.
ის შემოდგომა მენატრება,როდესაც შენი სახის დანახვა გულს მიჩქარებდა და სულს მიწიოკებდა.
ის შემოდგომა მენატრება,როდესაც ამ ქვეყნად არსებობდი.
***********
შარშან,წვიმიანი შემოდგომის ერთ დღეს, ამ წყეულ დღეს....27 სექტემბერს დამტოვე.
არ შემიბრალე!
ამ ტკივილით,ბურუსითა და გაურკვევლობით აღსავსე სამყაროში დამტოვე!
არ დამინდე დანიელ, არ იბრძოლე....
სულ უგზოუკვლოდ დამტოვე ამ სოროში....არ მინდა უშენობა. არ მინდა ყოველ დილით შენს გარეშე ცარიელ ლოგინში ვიღვიძებდე.
დანი, იცი? ყოველ დილით შენი სურნელით ვივსები. გიკვირს არა, ჩემო მზის სხივო? რაც ამ ქვეყნიდან უკანმოუხედავად წახვედი,შენს ოთახს არ მოვშორებივარ,შენი ტანისამოსი შევისისხლორცე, მე გგრძნობ იცი დანიელ?
მთელი არსებით,მთელი სხელით შევიგრძნობ შენს მათრობელა სურნელს ჩემო მზის სხივო...თუმცა არა! მზის სხივთან ვერ დაგაკავშირებ,რადგან შენ მე გამყინე, დიდ აისბერგთან ერთად ოკეანეში ვიძირები, ყინვა მიტანს,ვკანკალებ...შველა არსაიდან ჩანს, და იცი რატომ დანი?
იმიტომ,რომ ხსნა თავად შენ ხარ!
შენი შეხება მენატრება...
შენი თლილი ხელების სხეულზე შეხება,რომელიც ნაზად და მომლოდინედ შეისწავლის ჩემს სხეულს...
შენი მფეთქავი ორგანოს ძგერას მინდა ვუსმინო...რაც დამტოვე,სიმღერის ჟღერადობა ყურთასმენას არ მიწვდენია,რადგან შენი გული ჩემთვის პირველი და უკანასკნელი საამო ჟღერადობის მატარებელი იყო.
ერთადერთი რამ დამრჩენია ამ ქვეყნად ჩემო სულის ტკივილო_გაძლება.
როგორ ამბობენ? დრო მკურნალია...ეს ფუჭი სიტყვების კორიანტელი ტვინში გამოუსადეგარი ინფორმაციის სახით მიგროვდება. დრო არ კურნავს,რადგან მე ისევ ისე მტკივა უშენობა დანიელ...
რატომ არის უშენობა ასეთი მწარე ?
რატომ ვერ გინელებ,ჩემო სიცოცხლის მახარებელო? თუ...სიცოცხლის გამწარებელო?
როგორ შეგიძლია მანდ..აი,სწორედ მანდ,ზემოთ რომ მოკალათებულხარ,ასე უდარდელად მიყურო?
**********
-დანიელ-მკლავებში მოქცეულ ქმარს ქვემოდან ახედა-რა არის ბედნიერება?
-ბედნიერება შენ ხარ თაია-თმა ყურს უკან გადაუწია ბიჭმა და იქვე აკოცა
-დანი...მე სეროზულად გეუბნები-ქვედა ტუჩი გადმოაგდო. ბიჭმა კი თვალებში ჩახედა და მისი სახე ხელებს შორის მოიქცია
-ჩემი ბედნიერება ხარ შენ, თაია! ჩემი სუნთქვა,სიყვარული და ბედნიერება ხარ შენ,გაიგე?-შუბლზე აკოცა და მკლავებში მოიქცია
-მიყვარხარ დანიელ...მოდი რა, ერთად მოვკვდეთ,როდესაც ამის დრო მოვა. ჯანდაბას ყველაფერი,საკუთარ ბედს თავად ვქმნით ადამიანები,როგორც შენ ამბობ. არ მინდა უშენობა-გულმა რეჩხი უყო ამის წარმოდგენაზე,თმცა ბოლოს ჩაიცინა
-თაია, რა ბავშვი ხარ-თავი გააქნია დანიელმა,გოგო მკლავებიდან გაათავისუფლა და ლოყაზე მიეფერა-ასეთი აზრები რატომ მოგდის საერთოდ თავში ტო? მე შენს გარეშე არარაობა ვარ.და კიდევ,მე სიკვდილს არ ვაპირებ.შენ არაფერი გემუქრება,ასე რომ მოდი ჩემთან-ხელები გაშალა და საყვარელი ქალის სურნელი ფილტვებში ღრმად ჩაუშვა.
***********
რამდენიმე თვის შემდეგ იყო ორი გაუბედურებული ოჯახის მიერ უდიდესი დანაკლისის გლოვა,თითქოს გული ამოგგლიჯეს და ყორნებს მიუგდესო,ყველა განიცდიდა ამ ამბავს. ''დღეს საღამოს 7 საათზე ავტოავარიას ემსხვერპლა 3 ადამიანი,მათ შორისაა 2 ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი.''
ის დღე თაიას გონებაში ტკივილთან,სირენების ხმასთან და უდიდეს ტკივილთან-დანიელთან ასოცირდება.
***********

მიღიმი არა?-სიმწრით ჩაეღიმა-შენს ღიმილსაც კი ვგრძნობ დანიელ. ვგიჟდები არა?!
რატომ?რატომ მოხდა ეს დანიელ?...თუმცა პასუხი არ გექნება.
რატომ მიყვარხარ გულის ტკივილამდე ჩემო სულის ამაწიოკებელო?
იცი რა დამრჩა შენგან?_ტკივილი.
კიდევ,იცი რა დამრჩა?_სიყვარული
და კიდევ,იცი რა დამრჩა შენგან?-ლილე,ჩვენი სხეულების შერწყმის მთავარი ნაყოფი,რომელიც სიცოცხლეს მიხანგრძლივებს დანი...რას არ დავთმობდი,ოღონდ ჩვენი ციცქნა გოგო გენახა...იცი რა პატარაა? იცი რა უსუსურია დანიელ? შენ გვჭირდები! მე ქმარი,ლილეს კი მამა სჭირდება....
იცი რა მასწავლე დანიელ?-გამძლეობა,სიყვარული და მომავლის რწმენა. მაგრამ შეცდი ჩემო კარგო. მე არც იმდენად ამტანი ვარ,რომ უშენობას შევეგუო. იცი, ზოგჯერ რის ფასად მიჯდება ერთ ღიმილიც კი?
ბევრი მეუბნება ოჯახი შექმენი,საკუთარ თავსა და ლილეზე იფიქრეო,მაგრამ არა...როგორ? სხვას როგორ მივცე უფლება,რომ შემეხოს?ზუსტად იმ ადგილას,სადაც შენი მხურვალე თითები მეხებოდა,ცეცხლივით რომ მწვავდა და მფერფლავდა დანი?
იმ სიყვარულს რა ვუყო,გულით რომ ვატარებ?
იმ ქვეყნად,რომ მოვხვედბი, რა პასუხი გაგცე ჩემო დანიელ?
არა, მე მხოლოდ შენთვის შემქმნეს გენაცვალე, გესმის?-ცას აღაპყრო მზერა-აი სწორედ მანდ ხარ...-იღიმის-მინდა იცოდე,რომ ჩემი გულის ნახევარი შენ გეკუთვნის,მეორე ნახევარი ლილეს...-ხელით საყვარელი ადამიანის საფლავის ქვას მიეფერა და აკოცა.
ჩვენი ტკივილი ხარ დანი...
ჩემი სუნთქვა ხარ ჩემო ანგელოზო...
სანამ ერთმანეთს შევხვდებით,ლილეს უნდა მივხედო..ხომ არ მიწყენ დანიელ? ჩვენს პატარას სასახელო გოგოდ გავზრდი, შენს შესახებ ყველაფერს მოვუყვები...ჩვენს სიყვარულს გეფიცები,მას შენზე ყველაფერი ეცოდინება. ერთად ვიტირებთ,ერთად გაგიხსენებთ(მე ყოველთვის მახსოვხარ) და ერთად შევეგუებით ამ ბედს-საფლავის მიწა ხელში მოიქცია და გულში ჩაიკრა,თვალები ძლიერად დახუჭა,ყელში ბურთი ებჯინებოდა,ცხვირი აეწვა შეკავებული ემოციებისგან... და მაინც....გადმოუვარდა ის ობოლი ცრემლი....რომელსაც არაადამიანური,გულამოსკვნილი ტირილი ამოაყოლა. ზოგჯერ ასეც ხდება...წუთიერად ყველანი ვტყდებით...მთავარი მომავლის ხედვაა. რამდენჯერაც დავეცემით,იმდენჯერ უნდა წამოვდგეთ,როგორც თაია მამასახლისი!
მხოლოდ ლილეს გამო...
მხოლოდ შენს გამო....ჩემო დანიელ.
ის შემოდგომა შემიყვარდება,როდესაც ამ სუსხში მეც შენთან ერთად ვიარსებებ...იქ...მხოლოდ ჩვენ ორნი...რა საამოა,როდესაც ორი მთრთოლვარე გული შეერთდება. შენი არსებობით ჩვენი გულები შეერთდა...იმდენად,რომ შენგან სიშორემაც ვერ დააცილა...პირიქით უფრო შეაკავშირა და შეასისხლხორცა.
ის შემოდგომა შემიყვარდება,როდესაც გაყინულ სხეულს შენთან სიახლოვე გამითბობს.უშენოდ მტკივა...ვიწვი და ვკვდები.უშენოდ ყოველი შემოდგომა უფერულდება.
სულის ტკივილამდე უყვარხარ შენს თაიას-წელში გასწორდა,თვალცრემლიანი მზერა საფლავის ქვიდან მომზირალ მამაკაცს მიაპყრო და თავი ვერ შეიკავა. მამაკაცის თვალებს,ლოყებს,ყვრიმალებს,ბაგეებს ხელით ეხებოდა და იმ ადგილებს უკოცნიდა-მხოლოდ შენთან,მუდამ და ყოველთვის!-ბოლოს,ქვას ძლიერად მოხვია ხელები,ცრემლით მამაკაცის ლოყაც დააასველა და არემარეს გაშორდა.
ჩემი გულის ფეთქვის მიზეზი ხარ დანიელ,ჩემი ცხოვრების ნათელო წერტილო...
ის შემოდგომა შემიყვარდება,როდესაც შენთან ერთად ჩემი გულიც დაიწვება. ორივე ერთად...როგორც ერთი მთლიანობა.
2018წ.


P.S. ძალიან ''არაჩემეულია''....ველი თქვენს აზრს :) რაც შეეხება ჩემს ისტორიას ''მოსიარულე აისბერგის მახეში'', მუზა არ მაქვს,ამ დღეებში კი ვეცდები რამე მოვუხერხო... :D თან სწავლა დაიწყო. წინასწარ მართლა არ ვიცი როდის დავდებ ახალ თავს,თუმცა ვეცდები ძალიან არ დავიგვიანო :(



№1 სტუმარი სტუმარი anuchki

Ra gulis amachuyebelia gmerto sawyali danieli da taia.taias like rom ar hyoloda vin icis isic danieltan wavidoda .aseti istoriebis wakitxvisas iseti grdznoba michndeba rom arasdros ar unda sheiyvaro magram mainc shefiyvardebaadloba aseti lamazi istoriisatvisss

 


№2  offline მოდერი Someone wandering

სტუმარი anuchki
Ra gulis amachuyebelia gmerto sawyali danieli da taia.taias like rom ar hyoloda vin icis isic danieltan wavidoda .aseti istoriebis wakitxvisas iseti grdznoba michndeba rom arasdros ar unda sheiyvaro magram mainc shefiyvardebaadloba aseti lamazi istoriisatvisss

გაიხარე ასეთი სიტყვებისთვიის.უღრმესი მადლობა.

 


№3  offline მოდერი Someone wandering

სალანდერი
ოჰოო. . .
გამაკვირვე, თან სასიამოვნოდ.
სტილისტურად სულ სხვაა და შენგან შორეული, თან ვიცი რომ დრამა არ გიყვარს და ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი.
მოკლედ მახსოვს მე შენი ისტორია, რომელიც წავიკითხე და სხვაობა იმხელაა, რამხელაც ცასა და დედამიწას შორის.
ამ პატარა ისტორიაში გქონდა ჩადრბული სწორად ის ყველაფერი რაც მაშინ დამაკლდა.
რეალიზმი, დასაწყისი, განვითარება, დასასრული, მოკლედ ისტორია იყო შეკრული, შინაარსიანი, მოგვითხრობდა ამბავს და ამავდროულად არ იყო მოსაბეზრებელი და გაწელილი. . .
მოკლედ ყოჩაღ შენ, კარგი ხარ, ვითარდები და ასე უნდა განაგრძო.
წერე შენ, ასე უკეთესი გახდებით, შენც და შენი ნაწერებიც.
წარმატებები ❤

გული საგულეში არ მეტევა,სილანდერ
უღმესიი მადლობა შეენ ჩემო საყვარელო
გელოდიი :))
და,ამად ღირდა heart_eyes

 


№4  offline წევრი samudamod tqventan

Gmerto gmerto Ra kargi iyo.rogori dxvewili Ra sasiamovno mikled dzalian kargi.axfrtovanebuli var sauleteso xar:D:D:D:D

 


№5  offline მოდერი Someone wandering

samudamod tqventan
Gmerto gmerto Ra kargi iyo.rogori dxvewili Ra sasiamovno mikled dzalian kargi.axfrtovanebuli var sauleteso xar:D:D:D:D

აიი უღრმესი მადლობააა
ძალიან მიხია,რომ მოგეწონათ
როგორ მახარებთ heart_eyes hushed

 


№6  offline მოდერი guroo

ტკივილი.
სევდა.
სიყვარული.
ტრაგედია.
დრამა.
მძიმე გამოტირება.
მსუბუქი და ლამაზი შემოდგომა.
წიგნი და სიამოვნება.
წვიმა და მელანქოლია.
სიკვდილი და მისი ნაშთი.
გაუსაძლისი სიცოცხლე და ერთადერთი ხელჩასაჭიდი — სიყვარულის ნაყოფი.
პატარა ლილე და მამის ხსოვნა.
საფლავი და სულების უტყვი გოდება.
ცრემლი და საფლავის ქვაზე მის მიერ გავლილი გზა.
...
ყოველივე ერთ დიდ აისბერგად გარდაიქმნა. კითხვის პროცესში წარმოშობილმა ემოციებმა სულის შემძვრელად გაყინა. ავტორის ლექსიკური მარაგის უძირო ოკეანეში ჩაიძირა და მეც თან ჩამიყოლა.
❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი Someone wandering

guroo
ტკივილი.
სევდა.
სიყვარული.
ტრაგედია.
დრამა.
მძიმე გამოტირება.
მსუბუქი და ლამაზი შემოდგომა.
წიგნი და სიამოვნება.
წვიმა და მელანქოლია.
სიკვდილი და მისი ნაშთი.
გაუსაძლისი სიცოცხლე და ერთადერთი ხელჩასაჭიდი — სიყვარულის ნაყოფი.
პატარა ლილე და მამის ხსოვნა.
საფლავი და სულების უტყვი გოდება.
ცრემლი და საფლავის ქვაზე მის მიერ გავლილი გზა.
...
ყოველივე ერთ დიდ აისბერგად გარდაიქმნა. კითხვის პროცესში წარმოშობილმა ემოციებმა სულის შემძვრელად გაყინა. ავტორის ლექსიკური მარაგის უძირო ოკეანეში ჩაიძირა და მეც თან ჩამიყოლა.
❤️❤️❤️


უსაზღვროდ სიამოვნების მომგვრელია ეს კომენტარი ჩემთვის.
კომენტარიც კი იმდენად მხატვრული,აზრიანი,გასაოცარია...არ ვიცი რა ვთქვა.
უდიდესი მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის.
გავიბადრე heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent