Darck side of blod .14 (ბულგარეთი)
მომდევნო დილიდან ბულგარეთის ძველ შენობებზე ვაგროვებდით ცნობებს ინტერნეტით , ანტიკური ბიბლიოთეკების წყალობით,მაგრამ უშედეგოდ ისეთი გუმბათი არც ერტ მათგანს არ აღმოაჩნდა.ჩვენ ოთხს დრო საერთოდ არ დაგვიკარგავს იმ ღამესვე ავიღეთ ბულგარეთისკენ გეზი.ვამპირული სწრაფი გადაადგილებით უფრო მალე მივიდოდით ვიდრე თვითმფრინავით ან ავტომობილით ,მაგრამ თანამედროვე ინფრასტრუქტურებმა,კამერებმა რომლებიც ახლა ტყეშიც არის დამონტაჟებული,ვამპირების ეს შესაძლებლობა ჩაახშო.ვიცოდი რომ გუმბათი დაახლოებით 14 საუკუნის ბულგალურ გოთიკურ ეკლესიას ეკუთვნოდა , დანგრეულიც იყო მაგრამ ის უნიკალური არქიტექტურა არაფერ სხვაში არ შემეშლებოდა.ძუსტად არავინ იცის მაგრამ ლეგენდებისა და ადამიანების კვლევების თანახმად სწორედ ბულგარეთი ითვლება ვამპირიზმის სამშობლოდ.იქ აღმოჩენილი ვამპირის სხეულზე- რომელიც ახლა მუზეუმში იმყოფება, ძველი პროტოტიპი არ არსებობს.მზგავსი გუმბათით იქ ბევრი სასახლე და ეკლესიაა, მაგრამ სამწუხაროდ მთელი ჩვენი მოგზაურობის მანძილზე ,სწორედ ის, რომელსაც გამუდმებით ხილვებში ვხედავდი ვერ აღმოვაჩინეთ. მოგზაურობამ ორ დღეს გასტანა რამდენიმე ტრანს და აერო პორტების გამოცვლით.ხილვებიდან დანახული ჯინა სულ უფრო უძლური ხდებოდა , პრაქტიკულად მეც სულ იმ ოთახში ვიყავი მაგრამ ფიზიკურად ან სიტყვიერად ჩარევა არ შემეძლო, არ ვიცოდი თვითონაც თუ გრძნობდა ჩემს იქ ყოფნას,მაგრამ იმ ორი დღის განმავლობაში ის მარტო იყო შებოჭილი ,ნუთუ მისთვის წყალი და საკვებიც არ მიჰქონდათ , ნეტა პატარა როგორ იყო.ტვინს უამრავი მტკივნეული გარემოება მიღრნიდა. -დილან არც ერთი არ არის ? დარწმუნებული ხარ? - სურათები შემომაჩეჩა ბობიმ. -არა ამ სასახლეებიდან არც ერთი არ არის, უკვე მოთმინებას ვკარგავ! დარწმუნებული ვარ ,რომ აქ არის . იქნებ სულაც არ არის ეკლესია ვინმეს სახლია ან არ ვიცი რაღაც ძველი ანტიკური შენობა რომელიც არც ისე ნაცნობია, ან იქნებ ვინმეს საკუთრებაშია და რათქმაუნდა ტურისტურ ღირსშესანიშნაობად არ ითვლება. -შენს თავში ჩახედვა შემეძლოს და იმ გუმბათის ჩემი თვალით დანახვა.-ბობიმ მძაფრათ ამოიხვნეშა წამიერი სიჩუმის შემდეგ თვალები გაუნათდა და ღიმილით შემომხედა-მგონი არის ერთი ვარიანტი,პირდაპირ გული მკარნახობს. -შენ გული გაქვს?-უემოციოთ და უიმედოთ ჩამეცინა, მეგონა ისევ რაღაც სისულელეს წამოაპრანტალებდა. -მისმინე სხვა შანსი გაქვს? უნდა მენდო! მამა ! პატრიკ! მივდივართ. საჭესთან მე ვჯდები.-რაიმის შეკითხვაც კი ვერ მოვასწარით ,მანქანა დაძრა. -ბობი გაგვიმხილე შენი გენიალური გეგმა - ირიბად შეაპარა პატრიკმა. -მისმინეთ! ნატალია ბულგარელი იყო სწორედ აქ გავიცანი, ტყეში ძველ გუმბათებიან სახლთან.მე მის კბენას ვაპირებდი,ის კი მოულოდნელად შემოტრიალდა ღიმილით,ვიფიქრე მასთან მეთამაშა ,მოვუყევი რომ ვამპირი ვიყავი, მან გამიცინა და მითხრა რომ იმ სასახლის ბატონიც ვამპირი იყო.ვიცი ნატალია ნამდვილი არანორმალური იყო,მაგრამ თუ დავუკვირდებით: სახლი ტყეშია,სახლს ახლაც მეპატრონე ყავს უბრალოდ მიტოვებულია,ადგილი უკაცრიელია,ტურისტული ღირსშესანიშნაობა ვერ იქნება და მაქ ჟურნალების ყდზეც ვერ მოხვდება ამიტომ ყველა შანსია იმისა რომ ადგილი შენი ხილვიდან სწორედ ის იყოს. -ბრუნოს სიცხემ აუწია !- უემოციოდ თქვა მამამ. -ძალაინ დროულად- შენიშნა პატრიკმა. ****** დიდი ხანი ტყეში მანქანით მივდიოდით მერე ქვის ბილიკი შევნიშნეთ,ბრუნომ მასზე არ გადაუხვია რადგან კამერებით იყო გაჩაღებული.ალბათ ვამპირების სამშობლოში ვამპირების ფირზე დაჭერა უნდოდათ.ბილიკს შემოვუარეთ და რაღაც პატარა კოშკურასთან აღმოვჩნდით.ბრუნომ მანქანა გააჩერა. -ეი აქ რა გვინდა -დავუყვირე მანქანიდან. -ჩემს ინტუიციას თუ ვენდობით ეს საიდუმლო გვირაბია სასახლემდე!არ ეტყობა?-თავმომწონედ გამოაღო მისი კარები და შიგნით შეაბიჯა მერე კი ბღავილით გამოაქროლდა და მიწაზე დაენარცხა!- ღამურები!-იღრიალა და უკნიდან მთელმა ღამურების კორიანტელმა გადაუფრინა. -ჯანდაბა ვამპირი რომელსაც ღამურების ეშინია , აი მესმის!-ჩაიფხუკუნა პატრიკმა. -ჩვენ კი ამ ადამიანზე უკეთესი გიდი ვერ ვიპოვეთ-კბილემში გომოვცერი ბრუნოს გასაგონად. -რა მოხდა ვერ გავიგე? პატარა ინციდენტი შემემთხვა , დარწმუნებული ვარ, რომ შენი ჯინა იქ არის. გამომყევით!-ისევ კოშკურაში შექროლდა. -ბრუნო შენ დღეს მე მაოცებ შვილო , ამ საიდუმლო გვირაბის შესახებ მართლა არაფერი იცოდი?- გაიკვირვა მამამ რომელმაც როგორც იქნა პირველმა გააღწია გვირაბს და პირდაპირ სასახლეში აღმოჩნდა. - შიგნიდან გუმბათი არ სჩანს თუმცა ხილვაშიც ასეთი კედლები იყო.-ვთქვი უიმედოდ. - მეორე სართულზე ავიდეთ! სწორედ იქ შეიძლება იყოს ჩამონგრეული ჭერი საიდანაც გუმბათი მოსჩანდეს.-თქვა ბობიმ. -ჩშშშშშ!! გაირინდეთ! გესმით! ეს გესმით!-სხეული ამიცახცახდა როდესაც სუნთქვის ხმა გავიგონე .წამის მეასედში მეორე სართულზე ვიყავი წინა ოთახში შევედი და ... -ჯინა!- ჰაერიბჩავისუნთქე . პირველად სამი თვის მანძილზე . ყველანი ჯინას გასანთავისუფლებლად მივვარდით. ხელები და ფეხები შებოჭილი ჰქონდა , პირი ახვეული.ჩემი დანახვისას ხმამაღლა ატირდა.ხელში ავიტაცე ძალიან დასუსტებულიყო,დიდი ხანი დასჭირდებოდა ნებისმიერ არსებას მასში ამინა რომ ამოეცნო.ხელში ატაცებული გვირაბიდან გავაქროლე და მანქაში ჩავსვი.დანარჩებეციც გამოქროლდენ,ისე დავძარით მანქანა თითქოს რაღაც მოგვზდევდა. -ჯინა რამოხდა? იქ უმეთვალყურეოთ როგორ დაგტოვეს?შენი აზრით მახე მოგვიწყეს? -არამგონია-სიმწრით ამოილუღლუღა - წყალი . -ჯანდაბა მაგაზე არცერთს გვიგიქრია!-ტკივილით ამოვილაპარაკე და მანქანა მოვათვალიერე. -არ იდარდოთ ზუსტად ნახევარ საათში სასტუმროსთან ვიქნებით!-თქვა ბობიმ და გაზს მოუჭირა ,ნავიგატორზე სასტუმროს ნიშანი ამოირჩია და კიდევ უფრო აჩქარდა. -ჯინ? იქ მარტო როგორ დაგტოვეს? -დიდიხნის განმავლობაშე ჩემს გაყიდვას ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენი პატარის წყალობით ეს ვერ მოხერხდა, არც სისხლად გამოვადგებოდი. მერე ამ სასახლის მეპატრონემ რომელიც კევინის მეორე ხელი ყოფილა, უთხრა რომ მე და შენ ერთმანეთთან დაკაავშირებულები ვიყავით და შენ ჩემს მოგნებას შეძლებდი.გადაწყვიტეს რომ მკვდარი უფრო უსაფრთხო ვიქნებოდი. ერთერთ ვამპირს ჩემი მოკვლა დაავალეს, მან ეს ვერ შეძლო მაგრამ უებარი სიკვდილისთვის აქ მომიყვანა ოთხი დღის წინ. -ძალიან იღბლიანი ყოფილხარ - სევდანარევად ჩაეცინა ბრუნოს. ********* -მემ თქვენ კარგად ხართ?-შეშფოთებულმა ჰკითხა , სასტუმროს ჰოსტესმა ჯინას. -ო, იცით ის ხიდან ჩამოვარდა,იძულებულები გავხდით შეგვესვენებია-თავაზიანად დაგვაწრო ბრუნომ. -ექიმს ხომ არ დავურეკოთ?-იკითხა ჰოსტესმა. -მე თვითონ ვარ ექიმი.-გაუღიმა ბრუნომ და ისიც დადნა. - დილან ჯერ საპირფარეშოში უნდა შევიდე ასე ვერ დავწვები!-ამოიკვნესა ჯინამ და ბარბაცით სააბაზანოში გსიქცა. -წავალ წყალს და საჭმელს ამოვიტან. -ბლომად ამოიტანე რა ! ჩემი საბრალო გოგონა ოთხი დღე საჭმლისა და წყლის გარეშე ადამიანის ორგანიზმისთვის რომელიც ბავშვს ელოდება ნამდვილი დარტყმაა," -მალევე უნდა დავბრუნდეთ სახლში და ჩვენს ნაცნობ ექიმთან უნდა მივიყვანოთ" გავიფიქრე და სასტუმროს სამზარეულოდან თითქმის ოთხი კაცის სამყოფი საკვები წამოვიგე,ყველაფერი ჯინასთვის.მერე სასტუმროშივე მოთავსებულ მაღაზიაში რომელშიც სალაშქრო ტანსაცმელები იყიდებოდა სადა თბილი ტანსაცმელები შევარჩიე და ნომერში ავედი. მამა კევინი და ბობი, ქალაქისკენ იყვნენ წასულნი , მეორე დილას მივემგზავრებით და ალბათ ბილეთებს აიღებენ და სისხლის მოიტანენ. -ჯინ!- სიყვარულით მოვეხვიე უკნიდან და მისთვის მოტანილ ნივთებზე მივუთითე. პირი ნერწყვით აევსო და ეგრევე ჭამას შეუდგა.-მოიცა ნელა, ნელა, უკვე სამშვიდობოს ხარ !-გამეღიმა და თან გულმკერდში ყრუ ტკივილი ვიგრძენი. -ო,როგორ გაზრდილა!-აღფრთოვანებით შევხედე ჯინას მუცელს-ტანსაცმელები არასწორად შემირჩევია ვერ წარმოვიდგინე რომ უკვე ასე შესამჩნევი იქნებოდა. -არაუშავს ეს შალის მოსაცმელი ყველაფერს მოაგვარებს , ახლა უნდა დავწვე მოხვალ? -დამცინი? შენს ჩახუტებაზე მთელი ამ სამი თვის , ექვსი დღისა , ორი საათისა და 45 წუტის განმავლობაში ყოველ წამს ვნატრობდი. ****** ღამის წყვდიადს მხოლოდ მეზობელ ოთახში ანთებული ნატურა არღვევდა . ჯინას თავი ჩემს მკერდზე ედო და მშვიდად ეძინა.ვგრძნობდი რომ იმ წამს მე უკიდეგანო ვიყავი ,უფრო ძლიერი ვიდრე ვარ, ან ვინმეა მთელს მსოფლიოში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.