შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭუჭყიანი სიცივე [2]


27-09-2018, 15:05
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 1 204

იქ, სადაც ვცხოვრობდი, სიმყუდროვე იყო. ქალაქის კვალობაზე, თავისუფლება არ ჩქეფდა ქუჩებში. ღამე მომღერალ თინეიჯერებს იშვიათად შეხვდებოდი, მსმელ უსაქმურებს ჩხუბის დაწყებამდე შლიდნენ, გზები კი მუდამ ცარიელი იყო. ქალაქი ბინების არსებობას ნაკლისობდა. მისი მცხოვრებლები უმეტესად საკუთარ, დაჩის მაგვარ სახლებში ცხოვრობდნენ. მაღაზიებიც ოდნავ მოშორებით, სულ ახალი ქუჩიდან იწყებოდა და იქვე მთავრდებოდა.
აქ ხალხი მდუმარე, ყველა თავის ცხოვრებით დაკავებული იყო. სხვისაში არ ერეოდა, თავის სიჩუმეს ინარჩუნებდა და ღიმილით გხვდებოდა; იქამდე, სანამ ჭორი არ გამოჩნდებოდა. არ გეგონოთ რომ მათი სიჩუმე იცვლებოდა. არა. უბრალოდ უფრო აუტანელი ხდებოდა, რადგან იცოდი ზურგს უკან რას ამბობდნენ. მათი ეს რისხვა პირველად მაშინ გამოვცადე, როდესაც დედას საყვარელი გაუჩნდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, არავინ გვიყურებდა დახურული ფანჯრებიდან, ჩვენს საუბარს არ უსმენდნენ და შემაწუხებელი „ნწ,ნწს“ ხმა არ ისმოდა. ჯერ კიდევ თორმეტი წლის ბავშვს, მათი ეს საქციელები ძალიან გადამეტებულად მეჩვენებოდა. მამა კი საერთოდ ამ ყველაფერს ჩემს ფანტაზიის უნარს აბრალებდა და ასე მაწყნარებდა.
ალბათ, მასაც კარგი ფანტაზიის უნარი ჰქონდა, რადგან მალევე მივატოვეთ ის ქალაქი და უფრო ხმაურიანში გადმოვედით. იმ იმედით ვიყავით, რომ ჭორი გაქრებოდა, ახალ ცხოვრებას იქ ავაწყობდით და კვლავ ბედნიერები ვიქნებოდით. როდესაც ბოლო ორი პუნქტი არ ასრულდა, პირველის იმედით უჯან დავრუნდით ამ ჩუმ ქალაქში. თუმცა, ხალხს ისევ ახსოვდა დედა, მამა და მე...
იმ წვეულების შემდეგ, პირველა გამოვიყენე აქ მცხოვრები ხალხის სიჩუმე. სკოლის პირველი დღე გავაცდინე და მოცემული სიგარეტის პატრონის ძებნა დავიწყე. რა თქმა უნდა ამას ჩემს თავს არ ვეუბნებოდი, სკოლის გაცდენის მიზეზად იმ სირცხვილს ვასახელებდი, რაც წვეულებაზე გადამხდა. მაგრამ სინამდვილეში არაფერი მაინტერესებდა ან მადარდება უკვე. ის შენობა, სადაც წესით სწავლა უნდა მიმეღო და დაცინვის ბუდე იყო - მეკიდა. ჩემი მომავალი, დაუგეგმავი სიკვდილი, სახლი, მუდამ დამწუხრებული მამა, რომელიც ჯერ კიდევ წარსულში იყო ჩარჩენილი, მომაბეზრებელი და უინტერესო გახდა ჩემთვის. ამიტომ ამ ცხოვრებისგან შორს, ერთ მიყრუებულ პარკში წავედი. ხელში წიგნი მეჭირა, სადაც ახალ მოგზაურობას ვიწყებდი. ტანზე ყვითელი ჯინსის კაბა მეცვა. ბოლოებში ხვეული თმა სახეზე ჩამომშლოდა და ცისფერი თვალებით ხალხის სიჩუმეს ვაკვირდებოდი. იმ ბიჭის პოვნის მცდელობა იმით შემოიფარგლებოდა, რომ ყველაზე ხალხმრავალი გზით მივდიოდი, სადაც მის შესახებ შეიძლება რამე გამეგო. დარწმუნებული ვიყავი პირსინგიანი ბიჭი გაჭორვის დიდ მასალას წარმოადგენდა, მაგრამ შევცდი. იმ დღეს ის არ გამოჩენილა, არც მეორე დღეს, მესამეს...
მეორედ როდესაც მას შევხვდი, თმის ნაწილი უშნოდ მქონდა მოკორტნილი, ცხვირიდან სისხლი მდიოდა და ის მეორე სიგარეტს მთავაზობდა.

-

-ძილისგუდებო, ვდგებით! გართობა დასრულდა!- უეცარი ყვირილი ჩამესმა ძილის დროს, მეც მაშინათვე წამოვიწიე და თვალების ცეცება დავიწყე.
-დაწყნარდი, მეც აქ ვარ. - ლუხუმის ხმა გავიგონე და წამშივე დამტოვა შიშმა.
იგი ჩემს გვერდით იწვა მუცელზე. თავი ბალიშზე ჩამოედო, ხელებითაც მას ეხვეოდა და მაკვირდებოდა წყნარი თვალებით. ნაბახუსევს არ ჰგავდა, არც გუშინდელი ემოციები ეტყობოდა სახეზე. ის ისევ ძველი ლუხუმი იყო.
-დიდიხანია გღვიძავს?- ვკითხე და თმებში შევიცურე თითები. ერთად მოვაგროვე ქერა თმა და რეზინით შევიკარი. მისი გამოხედვა მეუბნებოდა, რომ ჩემი უნიჭო კოსით მოხიბლული არ იყო, მაგრამ გასაწვალებლად არაფერი უთქვამს.
-ნახევარი საათია.- ბოხი ხმით მიპასუხა და ამოსულ წვერზე ხელი გადაისვა.
-მერე რატომ არ გამაღვიძე?- შევუბღვირე. საწოლიდან გადმოვედა და ფეხსაცმლის ჩაცმა დავიწყე.
-იმიტომ, რომ ეგრევე გაქცევას დააპირებდი. როგორც ახლ!- თვალები გადაატრიალა და ბალიში თავზე დაიდო. - მე კი ძალიან მტკივა თავი.
-რაღაც არ გეტყობა.- მოკლედ მოვუჭერი. სულ ბუზღუნით მივაჩეჩე ხელში მისი ტანისამოსი და დავემუქრე კიდევაც.
ბოლოს ძლივს ადგა.
-აქ როგორ მოხვედი?- მკითხა, როდესაც კიბეებზე ჩავდიოდით და იქ მყოფების უცნაურ მზერას ყურადღებას არ ვაქცევდით.
-შენმა ძმამ დამირეკა.- ყრუდ ვუპასუხე. ჩურჩული „ ეს ის ტიპია, ყველას რომ უგორდება საწოლში“ ცალ ყურში გავატარე და გულის შემაწუხებელი ტკივილი, ღრმა სუნთქვით დავიწყნარე. ჩემს გვერდით მდგომ ლუხუმს გავხედე და მის შეჭმუხნულ სახეზე გამახსენდა რაზეც ვსაუბრობდით.
-რა უნდა მაგ ლაწირაკს?- ცივად იკითხა, თან ისეთი ტონით, თითქოს ჩემი პასუხი მისთვის სულერთი იქნებოდა. არც დამელოდა ისე გაიჭრა წინ და შემოდგომის სუსხიან გარემოში გააბიჯა.
ლუხუმის მტკიცე ხასიათის ხრიკები თვალებს ვერ მიბრმავებდა. იმ სამ წელში რაც მასთან ერთად მქონდა გატარებული, მისი ყველა მიხრა-მოხრა მქონდა გაანალიზებული და დამახსოვრებული. იმაზე დიდ ყურადღებას ვაქცევდი მას, ვიდრე მეგობარს სჭირდებოდა.
-უბრალოდ მითხრა, რომ სახლში არ იყავი და შენზე ღელავდა.- სიცილით ვუპასუხე, მისი აღელვებული გული რომ დამეწყნარებინა. მანაც შესამჩნევად შეანელა სვლა, თავისი ფეხი ჩემსას აუწყო და აღარაფერი უთქვამს.
ნელ-ნელა ჩვენს ურთიერთობაში ჩამოყალიბდა ერთი წესი,-თუ რამე ისეთს დაინახავ რაც არ მინდა იცოდე, მოიტყუე. თუ ასე შევხედავდით ჩვენს ერთად სიარულს, მხრების ნაზ გახახუნებას, შიგადაშიგ უცნაურ საუბარს.- ყველაფერი რაც ჩვენს შორის ხდებოდა, ტყუილი იყო. ტყუილზე აშენებული სასახლე კი ადრე თუ გვიან ინგრეოდა...
-არ მიყვარს შემოდგომა.- ლუხუმმა წარმოთქვა. ტყავის ქურთუკის საყელო აიწია და ცხვირი შიგნით ჩარგო.
-არაუშავს, უამინდობის გამო ბევრს უფუჭდება მანქანა. ასე რომ ბევრი სამუშაო გექნება.- ჩავიცინე და ყელიდან შავი კაშნე მოვიშორე.
-ჰა, ჰა , ჰა.- ძალით გაწელა ვითომდა სიცილი. თუმცა გაბრაზების მაგიერ თავი მომიშვირა და კაშნეს გაკეთებას დაელოდა. მეც ნაზად მოვახვიე კისერზე. თითისწვერებზე აწეული, თბილ ნაჭერს ვუსწორებდი, როდესაც კისერთან ნაკაწრები შევამჩნიე.
-კისერი არ გტკივა?- არარსებული უდარდელობით ვკითხე, ნერწყვი გადავყლაპე და ჩამოცვენილ ფოთლებში ჭრაჭუნით გავაგრძელე სიარული.
-არა... არ მახსოვს სად რას მივარტყი.- მკვახედ მიპასუხა, ახლა უკვე კაშნეში ჩარგო ცხვირი და გაინაბა.
-არც ის გახსოვს, გუშინ როგორ დალიე, არა?
-ხო.
-არც ის თუ რას აკეთ...
-მეგ, არაფერი მახსოვს.- ოდნავი სიუხეშით გამაწყვეტინა. თავისი ცისფერი თვალები სიბრაზით დაბერა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო.
თავი მისკენ ოდნავ მივატრიალე. თვალის კუთხიდან მისი შეწუხებული სახე შევამჩნიე და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე. როგორც ძველ დროში ვაკეთებდით, სიგარეტი შევთავაზე.
-მოწევ?- ვკითხე და სიგარეტი გავუწოდე.
ლუხუმმაც ჩუმად გამომართვა. გვერდით ჩამვლელ მოხუც ჭორიკნებს ერთი შეუბღვირა მოსაკეტად და პირში ჩაიდო ღერი. ანთებული სანთებელა ახლოს მივუტანე, მოვაკიდინე და ჩვეულ რიტმში გზა გავაგრძელეთ. სიარულისას ერთხელ დამახველა. ხელის მიტანაც ვერ მოვასწარი პირთან, ისე სწრაფად გადამხვია ლუხუმმა ხელი. კაპიშონი თავზე წამომახურა და სიცივისგან დაცვა სცადა.
-მეგ, არ შეგცივდეს.- უცნაური ტონით გამაფრთხილა და სახლში მისვლამდე ხელი არც ერთხელ არ გაუშვია.
ამბობენ, რომ ადამიანი იცვლება. იცვლება მისი თვალები, ჩვევები, შეხება, ღიმილი...მე კი არ მახსოვს, როდის დავიწყე შეცვლა.

-

-ყველაფერი კარგად არის?- მამამ მკითხა და ლიმნის ნაჭერი ჩაიში ჩამიგდო.
მას გაკვირვებულმა ავხედე, კითხვის მნიშვნელობას ვერ ჩავწვდი და უბრალოდ თავი დავუქნიე.
-სკოლის გამო იწყენ ხოლმე, აბა?- გააგრძელა ჩაკითხვა და შოკოლადის კარაქი წამისვა პურზე.- სახლში სულ მოღუშული ბრუნდები. ნინოც აღარ მოსულა შენთან... ხომ არ გიჩხუბიათ?
-არა...- ხმადაბლა ვუპასუხე, კარაქიანი პურის ნაჭერი გამოვართვი და ჩავკბიჩე. -ყველაფერი კარგად არის. მე და ნინოც ვმეგობრობთ. უბრალოდ არ სცალია მოსასვლელად.
-მარტო შენ მყავხარ სწრაფი მეცადინეობაში ალბათ. - გაიცინა მამამ და თმები გამისწორა. - დრო მუდამ გრჩება და ვღელავ, როდესაც საწოლში მოწყენილს გხედავ.
-მამიკო, ტყუილად ნერვიულობ.- გავუღიმე, - ყველაფერი კარგად არის.
ამ ფრაზის გამეორება არ დამეზარებოდა, ოღონდაც თავი უკეთ ეგრძნო. კიდევ ბევრ ტყუილსაც მოვუგონებდი, უცხო ხალხსაც მოვუყვანდი და მათთან მეგობრობას დავიფიცებდი, ოღონდაც არ ეფიქრა,თუ ცუდი მშობელი იყო. არ მინდოდა თავი არ გამოეჭედა იმაზე ფიქრით, რომ მალე ახალი ცოლი მოეყვანა და დედა შეეცვალა. ვიცი, ისიც ჩემსავით განიცდიდა მარტოობას, ღელავდა და უნდოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ისედაც კარგად არ იყო?
მე და მამა ერთად ვიყავით. ჩვენს უაზროდ დიდ სახლში.
-კარგი, მაშინ წარმატებები სკოლაში. ნინო მომიკითხე და ეს შოკოლადების მაფინები გადაეცი. გუშინ ვიყიდე საკონდიტროში, ძალიან გემრიელია.
მეც თავი დავუქნიე. ჩაის დალევის შემდეგ მოცემული ქაღალდის ჩანთა გამოვართვი. გულთან ახლოს მივიხუტე და სკოლისკენ გზას გავუდექი. ავტობუსით წასვლა დავიზარე, ნელი ნაბიჯებით სიარული ვარჩიე დროის გაწელვის მიზნით. იქნებ მანამდე ამ მაფინებისთვისაც რამე მომეხერხებინა. იმდენი იყო, მარტო შეჭმას ვერ შევძლებდი, მიუხედავად იმისა რომ ტკბილეულებზე ვგიჟდებოდი. გადაგდებაც მენანებოდა, რადგან მამა დაიხარჯა და ჩემი კეთილდღეობისთვის იყიდა. ამიტომ, სკოლაში ვინმე ნაკლებად მტრული განწყობით უნდა მეპოვნა, მათ ცოტას მაინც გავუნაწილებდი და უკან თრევა აღარ მომიწევდა.
სკოლის ეზოში ჩემთვის ნაცნობი არავინ იდგა. მათი თვალიერებაც არაფერს მომიტანდა, ამიტომ შიგნით შესვლა დავაპირე, როდესაც მაღალ ფიგურას შევეჯახე და მოულოდნელობისგან მაფინები გამივარდა ხელიდან. თუმცა, ძირს დავარდნა ვერ მოასწრეს და უცნობმა ჰაერშივე დაიჭია.
-მაპატიეთ.- დარცხვენილმა წარმოვთქვი და ბიჭს ავხედე, რომელიც ჩანთას მაწვდიდა.
-ჩემი ბრალიც იყო. - ნელი ხმით ამიხსნა, ჩანთაში ჩაიჭყიტა და ამათვალიერა. -მანდ რა გიდევს?- თითით მაფინებზე მიმანიშნა მოურიდებლად.- კარგი სუნი მოდის.
-შოკოლადის მაფინები?- დაბნეულმა ვუპასუხე, მაგრამ გონს მალევე მოვეგე და ჩემი გეგმაც გამახსენდა. - თუ გინდა, ბოდიშის ნიშნად ერთცალს მოგცემ.
-ორი...- ხელი გამომიწოდა.- ორიცალი მომეცი.
მის ბავშვურ საქციელზე გამეცინა. მაფინები ამოვიღე და ორის მაგიერ, სამი მივეცი. მგონი ჩემი გასაღების იდეა, კარგად მიდიოდა. ცხრაღა რჩებოდა შესაჭმელი.
კლასში ამაღლებული ხასიათით შევედი. ამ პატარა წინსვლის გამო თავს უკეთ ვგრძნობდი. მეგონა, ეს დღე უფრო კარგი და ბედნიერი იქნებოდა. ჩემსკენ მომავალი ნინო რომ შევნიშნე, წამით გამასპინძლება და მამას დანაბარების ასრულება გადავწყვიტე. მაფინები გულიდან მოვიშორე, ღიმილი ავიკარი სახეზე და მის შესახვედრად გადავდგი ნაბიჯი. წამიერად, სახიდან ღიმილის მოშორებაც ვერ მოვასწარი, ისე დაეცა ჩემი ტკბილეული ძირს. მასთან ერთად, მეც აღმოვჩნდი მტვრიან პარკეტზე. დამნაშავის დანახახვა ვერ შევძელი, ისე ჩამაფრინდა ვიღაც თმებში. თვალებით მაკრატლის პირები დავინახე და შიშისგან ხმა ჩამიწყდა. მხოლოდ ტკივილისგან წამოყვირება შევძელი. ჩამოცვენილმა თმის ნაწილებმა ყელში მობჯენილი ბურთი უფრო გამიზარდა. სპაზმების გამო ნორმალურად ვეღარც ვითხოვე შველა, ტირილიც ვერ შევძელი. გამოქანებული ხელი ცხვირზე ვიგრძენი. წამსკდარი სისხლი კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა, ჩემი მატლისავით მოსაკუნტად და შიშისგან კანკალისთვის. ამის შემდეგ, ჩემი ხელების დაჭერა, სახეში რტყმა დიდხანს აღარც გაგრძელებულა. მათემატიკის მასწავლებლის ყვირილმა თავდამსხმელი მომაშორა.
გონზე ჯერ ვერ მოვდიოდი. ყველაფერი მტკიოდა, თმების ნაწილები კაბაზე მეყარა და გული გამალებით მიცემდა. ძირს მწვეთავი სისხლი კი ზიზღით მავსებდა. თავი ოდნავ ძლივს ავწიე და ნინოს გაცეცხლებული სახის, მის ხელში მაკრატლის დანახვა შევძელი. მისი წამოყვირებული : „ძუკნა, თავი ვინ გგონია? მორჩი მის წინ თვალების ბრიალს. შენნაირ ბო.ს, არ მივცემ საშუალებას შეყვარებული ამახიოს!“ მნიშვნელობაც ვერ გავიგე. მასწავლებლის შველას თხოვნას ზურგი ვაქცია აკანკალებული ფეხებით, ძირს დავარდნილი მაფინები ავიღე და იქიდან წამოვედი.
დიდად არ მახსოვს თუ გავრბოდი, უკან ვინმე მომდევვდა თუ მეძახა. ფიქრისთვის ზედმეტად გაბრუებული ვიყავი. რაც ბოლოს მახსოვს ეს მიტოვებული პარკის ნამიანი მინდორია. მინდორს მას ვეღარც უწოდებდი, რადგან უკვე ყველაფერი ხმობას იწყებდა, მაგრამ ცივი ნიადაგის შეგრძნება ახლა ზუსტად ის იყო რაც მჭირდებოდა.
ჩემი თეთრი სარაფანა სახესავით მესვრებოდა, სისველესაც ვგრგძნობდი კანქვეშ და მოკორტნილი თმის ნაწილი თვალებში მეფხატებოდა. თავს ცარიელად ვგრძნობდი.
-მგონი, სიგარეტი ახლაც გჭირდება.- ნაცნობმა ხმამ მითხრა. თვალები გავახილე და მოღრუბლულ, ნაცრისფერ ცასთან ერთად თეთრი სიგარეტის ღერი შევამჩნიე.
ხმა არ ამომიღია. ჩემს ახლანდელ მდგომარეობაზეც არ მიფიქრია. არც ის გამახსენდა, რომ ამ პირსინგიანს დღეები დავეძებდი და მაინც და მაინც, ბედის ირონიით ახლა შემხვდა. ბევრი არც ახლა მიფიქრია ისე უბრალოდ ავწიე ხელი და სიგარეტი გამოვართვი. ამჯერად მისი თქმა აღარ დამჭირდა, პირში ჩავიდე და სანთებელას დაველოდე, რომელმაც არ დააყოვნა.
-სალონში ფიასკო მოუვიდათ და იქიდან რომ გამორბოდი, წაიქეცი?- უემოციო ტონით მკითხა და პატარა იუმორიც კი ჩაკლა თავის სიტყვებში.
მას არც ახლა ვუპასუხე, სიგარეტის მოწევა გავაგრძელე და მისკენ არ გამიხედია.
-იცი...-წარმოთქვა და გვერძე დამიჯდა ფეხმორთხმით. თავისი ბეჭდებით დახუნძლული თითები დასისხლიანებულ ცხვირზე შემახო, თან საუბარი გააგრძელა. - ახლა შენს ადგილას ყველა იტირებდა, ისტერიკებს მოაწყობდა და შველას ითხოვდა. შენ რომ გიყურებ ვხვდები, მაგარი სუსტი კურდღელი ხარ, მაგრამ მაგ შენს თავს რაღაც ჩამორჩენები სჭირს. ჯერ კიდევ ვერ აანალიზებ რა მოხდა, აქ რას აკეთებ, საერთოდ გღვიძავს თუ არა... -ნაფაზი დაარტყა, თავისი შუაში გრძელი თმა ცალ მხარეს გაისწორა, შრამის კვალი დაფარა და ისევ შემომხედა სიჩუმის შემდემ. -როგორ ახერხებ მაგას?
-არ ვფიქრობ.- ხმადაბლა ვუპასუხე და მისი გულწრფელი სიცილი გავიგონე. ხმადაბალი და ხანმოკლე, მაგრამ მაინც პირველი და გამორჩეული.
-მეც მინდა რომ არ ვიფიქრო.-ღიმილით თავი გააქნია, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და სიგარეტის მაგივრად, ის დამაჭერინა.
-წამოიწიე და სისხლი მოიწმინდე. სახეზე საზიზღრად გახმება.- მიმითითა წყნარად,- სანამ ჯერ კიდევ არ ფიქრობ, ჯობია თავი მოიწესრიგო, რადგან ყველაფერი ერთად მოგაწვება და დამიჯერე, არავის უნდა შენი სლუკუნის მოსმენა.
იმ დროს მისი სიტყვები არ მწყინდა. ყველა „ბრძანებას“ შეძლების და გვარად ვუსრულებდი და ცხვირიდან სისხლს ვიწმენდდი.
-თმა საშინლად გაქვს.- ჩუმი შეგინების შემდეგ წარმოთქვა, წინ მოკორტნილ თმას ხელი დაუსვა და დანარჩენ თმას შეადარა. -ვიღაცას ძალიან არ მოსწონხარ.
-შეიძლება ვინმე უმიზეზოდ გძულდეს?- გულწრფელად ვკითხზე, ხელი სველ ბალახს მოვუსვი და წელში გავსწორდი.
-რაო რა მითხარი, რამდენი წლის ვარო?- ალმაცერად შემომხედა, ჩემი კითხვით გაკვირვებულმა.
-ჩვიდმეტის...- შუბლშეჭმუხნულმა ვუპასუხე.
-ჰო...- ბიჭმა წარმოთქვა, თითქოს ჩემი წლოვანების გაგებით ყველაფერი გაარკვია.- მეტსაც გეტყვი ჩვიდმეტი წლის კურდღელო, უმიზეზოდ შეიძლება ვინმე მოკლა.
მისი ცივი, სერიოზული ხმა უფრო სახიფათოდ მომეჩვენა ვიდრე ნინოს თავდასხმა სკოლაში. ბიჭის სახეს ისეთ რაღაცას მალავდა, რომლის შესახებ სიტყვის გაგებაც არ მინდოდა. მისი გამჭოლი, „ყველაფერი გამოცდილი მაქვს“ მზერა შემაწუხებლად მტკიცე იყო და სულს მიფორიაქებდა, მომავლის შიშს მიჩენდა.
-მოწიე თავი წინ და თვალები დახუჭე.- უეცრად გამომიცხადა. მოჭრილ თმაზე ცოტათი მომქაჩა და ჯიბეში რაღაცის ძებნა დაიწყო.
თვალების დახუჭვის მაგიერ, უბრალოდ დაბლა დავიხედე და მის ტანისამოსს მივაჩერდი.
-ძალიან დამყოლი ნუ ხარ.- ჩვეული წყნარი ხმით მისაყვედურა, თუმცა დიდი ალბათობით მის რჩევას არ გამოვიყენებდი. მითუმეტეს მასთან...
ხელის მოძრაობასთან ერთად, თმის ჭრის ხმა გავიგონე. მისი მოქმედება არ გავაპროტესტე და ვიფიქრე, იმაზე უარესი რაღა მოუვიდოდა ჩემს თმებს, რაც უკვე თავს დამტყდარი ჰქონდა?
-მეეზოვე ხარ?- უაზროდ წამოვაყრანტალე. მასთან ფილტრის ქონაზე არც კი ვფიქრობდი. იმას ვამბობდი რაც თავში წამომივლიდა და არ ვღელავდი, რომ მას არ მოვეწონებოდი. -მათი ტანისამოსი გაცვია.
-ხო.- მოკლედ მიპასუხა.- აქეთკენ ვმუშაობდი, როდესაც დიდი თეთრი პარკი დავინახე. მოვედი და პარკის მაგივრად დაკარგული ჩვიდმეტი წლის კურდღელი ვნახე.
-ჩემს ასაკს ხშირად იმეორებ.- დავასკვენი, თავი ავწიე მისი თხოვნით და თვალი გავუსწორე.- ჩემი ტოლი არ ხარ?
-შენი ტოლი?- კიდევ ერთხელ გაიცინა, კბილები გამოაჩინა და ეშვის მაგვარი კბილი თავის ქვედა ტუჩს გამოსდო.- რამ გაფიქრებინა ეგ?
-იმ წვეულებაზე...- გაკვირვებულმა ახსნა დავიწყე, მაგრამ არ დამაცადა.
-ის „წვეულება“ სტუდენტების მიერ იყო მოწყობილი. ეს თქვენ, პატარა შკოლნიკები მოხვედით იქ.
-მაშინ, რამდენი წლის ხარ?
-ოცდაერთის.
ხელები მოაშორა ჩემს თმებს, თავი უკან გასწია და დანა ჯიბეში ჩაიდო. თავისი შედევრი შეათვალიერა, შემდეგ ჩემ ჩანთას დასწვდა. პირველი განყოფილებიდან ტელეფონი ამოიღო და ჩამახედა.
-ჩოლკები მოგიხდა.- მითხრა და ჩემს რეაქცია დაელოდა.
პირველი შეხედვით ჩემი თავი ვერ ვიცანი, მაგრამ რომ დავაკვირდი, არეკლილი გოგონა მომეწონა. თმას ნაზად შევეხე და მოკორტნილი თმის სიუხეშე ვერ ვიგრძენი. ოდნავ ამოვისუნთქე.
-მადლობა.-ხმადაბლა ვუთხარი და ბოლოში ხმა ჩამიწყდა.
-თუ ტირილს აპირებ, ჯობია სახლში წახვიდე.- მაშინათვე ჩემი ხასიათის ცვლილება შეამჩნია და ნივთები მომაწოდა.
-არა...- დავისლუკუნე საწყლად. გულმა ისევ სწრაფად ცემა დაიწყო. უცნობის მიერ გამოჩენილმა სიკეთებ გული ამიჩუყა და გონებაში მომხდარის გამეორება დავიწყე.- მე...მაფინები მაქ... მინდოდა მიმეცა... მამიკომ იყიდა... ჩემთვის ღელავდა... ის ღელავდა.- სამარცხვინოდ დავიწყე ბღავილი და სიტყვების ბლუყუნით ახსნა. ის წარბებშეკრული მაკვირდებოდა, პარკიდან უკვე დაჭ....ტილ მაფინებს იღებდა და ჩემი მონაყოლის გააზრებას სცდილობდა. შემდეგ, მოულოდნელად მთლიანი მაფინი პირში ჩაიდო და ჭამა დაიწყო. გაკვირვებული უკვე ჩუმად ვტიროდი. მის ჩემი დაწყნარების მცდელობას, მთელი გაშლილი გულით ვიღებდი და გონებაში მადლობას ვუხდიდი.
-არასდროს არ შევხვედრივარ ერთსა და იმავე გოგოს ორჯერ...- წასვლის წინ მითხრა მან - ძალიან უცანური ხარ.
მისი ეს სიტყვები აი ამას ნიშნავდა : მესამედ აღარ გადამეყარო გზაზე, კურდღელო...


-
მინდა ცოტა გაერკვეთ მეგის პიროვნებაში, რომელიც ჩვიდმეტი წლის ასაკში თავს იკატუნებს ყველაფერი რომ კარგად არის და თავის ფიქრებში სრულიად საპირისპიროს, ვითომდა „იმედიანი“ ფრაზებით თავს იმხნევებს. ასევე ნელ-ნელა დაიწყოთ იმის გააზრება თუ როგორ დაიწყო ჯერ ერთმა შეცვლა და ჯერ მეორემ^^ ამისთვის ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა ვთვლი, რომ აუცილებელია ისტორიის მსვლელობის დროს ცოტა წარმოდგენა მოგცეთ მომავალზე.
კვლავ დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას წაკითხვისთვის^^ იმედია მოგწონთ და ინტერესი კვლავ გაქვთ. პირველ პირში წერა, „ჩემი“ არ არის, ამიტომ ცოტა ხარვეზები მაქვს წერის დროს <3



№1  offline წევრი ნორმი

იმდენად საინტერესო და ჩამთრევია ვერც კი წარმოიდგენ.ძალიან ბევრი რამეა ჩემთვის ბუნდოვანი და გაურკვეველი,ან რა უნდა გავარკვიო ჯერ მხოლოდ ორი ავი გაქვს დაწერილი.ჩემთვის ძალიან მძიმე წასიკითხია თითოეული სიტყვა.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.ყოჩაღ ნამდვილად კარგი ისტორია და მე ბედნიერი ვარ,რომ ცადე ამ ისტორიის წერა.
--------------------
მორფეოსი

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

აუუ ის ნინო გადამაპუტინა, სხვა არაფერი მინდა...ჩამითრიეეეე.

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან მიამიტია ეს გოგო, მართლა კურდღელია რაა. როგორ უნდა დააჩაგვრინო ასე თავი ვიღაცას. ან რატომ მოჰქონდა იმ უცხვირპირო გოგოსთან ის მაფინები, სულელი ბავშვი. მართლაც კაი შეჯანჯღარება არ აწყენდა

 


№4  offline წევრი kethrine

ამ ქერა გოგოს ვერ გავუგე, მართლა ოღონდ. სხვას მის ადგილზე სულ ცოტა ზიზღის გრძნობა მაინც დაეუფლებოდა ნინის მიმართ... ცუდ მეგობრებს ჯობია საერთოდ არავინ გყავდეს გვერდით :( ველოდები გაგრძელებას აბა ❤❤????
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№5  offline წევრი KATIE ♥12

Farvana
იმდენად საინტერესო და ჩამთრევია ვერც კი წარმოიდგენ.ძალიან ბევრი რამეა ჩემთვის ბუნდოვანი და გაურკვეველი,ან რა უნდა გავარკვიო ჯერ მხოლოდ ორი ავი გაქვს დაწერილი.ჩემთვის ძალიან მძიმე წასიკითხია თითოეული სიტყვა.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.ყოჩაღ ნამდვილად კარგი ისტორია და მე ბედნიერი ვარ,რომ ცადე ამ ისტორიის წერა.

დიდი მადლობა. ძალიან განვიცდი რადგან საკმაოდ ნელა ვწერ ამ ისტორიას. თან ლილეს ტიპაჟები უფრო ჩემებურია ;დდ მეგი მკლავს :დდ. მიხარია, რომ ისევ ჩემთან ხარ და მამხნევებ ^^

სტუმარი ნათია
აუუ ის ნინო გადამაპუტინა, სხვა არაფერი მინდა...ჩამითრიეეეე.

ეჰ, ნინო ნინო :დდ მიხარიაა <3
სტუმარი ქეთი
ძალიან მიამიტია ეს გოგო, მართლა კურდღელია რაა. როგორ უნდა დააჩაგვრინო ასე თავი ვიღაცას. ან რატომ მოჰქონდა იმ უცხვირპირო გოგოსთან ის მაფინები, სულელი ბავშვი. მართლაც კაი შეჯანჯღარება არ აწყენდა

ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ რას ვიზამთ. ყველა ძლიერი ვერ იბადება ^^

kethrine
ამ ქერა გოგოს ვერ გავუგე, მართლა ოღონდ. სხვას მის ადგილზე სულ ცოტა ზიზღის გრძნობა მაინც დაეუფლებოდა ნინის მიმართ... ცუდ მეგობრებს ჯობია საერთოდ არავინ გყავდეს გვერდით :( ველოდები გაგრძელებას აბა ❤❤????

რა ქნას როცა ვერ ხედავს აზრს ადამიანის სიძულვილში და ყველაში კარგს ხედავს, ესეთი უცნაური ტიპაჟია. დიდი მადლობა <3 მიხარია ახალი მკითხველების გამოჩენა ^^
--------------------
-K

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent