შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტირანის მახეში #8


22-09-2018, 19:06
ავტორი Queenofmoon
ნანახია 7 314

განყოფილებაში უკვე მუქი ქერა,საშუალო სიმაღლის, საოცრად ლამაზი ქალი შემორბის დაცვასთან ერთად,ქერა კულულები ჰაერში უთამაშებს სიარულთან ერთდ და სახეზე ჩამოყრილ თმებს ხელით უკან იწევს,ეს ესაა გეზი დერეფნისკენ უნდა აიღოს და ხელით ვწევ,ვცდილობ შევაჩერო.
- უკაცრავად,ქალბატონო. იქ შესვლა აკრძალულია.
- მე იოანე ყიფიანის ცოლი ვარ! სად არის?! სად არის ჩემი ქმარი?!
- ის დაკითხვაზეა,გთხოვთ მოითმინეთ და აი აქ დაბრძანდით.
გულამოვარდნილი ხან მე მიყურებს,ხან ანასტასიას,რომელიც ცალკე ცრემლებით იღვრება,ქალბატონიც ანასტასიას გვერდით იკავებს ადგილს და თავს ხელებში რგავს.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ,დემეტრე გამოდის კაბინეტიდან.
- აბაა ვინმემ ხომ არ მოიწყინა ჩემს არ ყოფნაშიიი?!
წარბებს ათამაშებს და მზერას ანასტასიასკენ აპარებს,რომელსაც ტირილსგან ტუჩები დაუსივდა და ცხვირიც სასაცილოდ შეუწითლდა.
ტასო სწრაფად დგება,ჩანთას ძირს აგდებს და დემტრეს კისერზე ხვევს ხელებს.
- ეს შენ ხარ..ნამდვილი ხარ..
აცრემლებული თვალებთ და ამავდროულად ბედნიერი სახით მამაკაცის სახეს თითებს არ აშორებს და ყველა კუთხე კუნჭულს უკოცნის,ყვრიმალებს,საფეთქლებს,ლოყებს,ტუჩებს.
- ჩემო ერთადერთო,კარგი სირცხვილია მაინც და მაინც აქ არ გვინდა.
ამაზე სამივეს გვეცინება და შუა დერეფანში ვდგავართ უკვე ერთად ჩახუტებულები.
თვალებს ქალბატონი ევასკენ ვაპარებ,ერთ წერტილს მიჩერებია და თვალებიდან ცრემლები ნიაღვრებად ჩამოსდის,რომელსაც არც კი იწმენდავს,თითქოს გაყინულიყოს,მის ლამაზ თვალებზე შემოსილი ხშირი წამწამებიც კი არ ირხევა,საშინელ სინანულს ვგრძნობ მის მიმართ,მაგრამ ამავდროულად ვბრაზობ,როგორ შეიძლება ადამაინს მკვლელი ასეთ დონეზე გიყვარდეს,თან სამი შვილი გაუჩინო..როგორ შეუძლია იმ ხელებს ეხებოდეს,რომელიც ყოველ დღე სისხლით არის ამოსვრილი.
მისკენ ნელი ნაბიჯებით მივდივარ,ერთჯერადი ჭიქით წყალს ვაწვდი და მუხლებში ვიკეცები.
- ქალბატონო ევა,დალიეთ..
მზესავით თაფლისფერ თვალებს მანათებს,საიდანაც დიდი ტკივილი მოჩანს,გონზე მხოლოდ ახლა მოდის და ხელის ზურგით ცრემლებს იმშრალებს.
- გმადლობ.
სათნო ღიმილი ეკვრის სახეზე,ნაზი თითებით ჭიქას მაწვდის და ნელნელა სვამს ცივ წყალს.
- ჩემს ქმარს დაიჭერენ,ხომ?
სახე არეული მეკითხება და პლასტმასის ჭიქა მუჭაში ექცევა.
- თქვენმა ქმარმა,ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა..
- ჩემი ქმარი,ყველაზე სამართლიანი ადამიანია ამ ქვეყანაზე!
თუმცა,თქვენ რა იცით...არაფერი...საერთოდ არაფერი..
სახეზე ხელებს იფარებს,მეც ფეხზე ვდგები და დაკითხვის ოთახისკენ მივემართები,ოთახის მოპირდაპირე მხარეს შევდივარ და შუშის მინას იქით მყოფ ბატონ ალექსანდრესა და იოანეს ვუყურებ,რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ,იოანეც აუჩქარებლად პასუხობს და სკამს ზურგით არის მიყრდნობილი.
კედელზე არსებულ ღილაკს თითს ვაჭერ,მათი ხმა უკვე ოთახში მესმის.
- ვიცი,შენი მოკლულია მანჯგალაძე,ეს შენს ხელწერას გავს..როგორც ყოველთვის,ასე რომ აღიარე,ყიფიანო..
- გაქვს მტკიცებულება?!
ალექსანდრემ თავი გააქნია და მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით.
- მოკლედ,არ აღიარებ არც ერთ დანაშაულს..
- ბატონო ალექსანდრე,როცა სამხილები გექნებათ,აი მაშინ გადაწყვიტეთ ჩემს დასაკითხად მოყვანა,მერე დამიჭირეთ...
ორაზროვნად იღიმის იოანე.
- ხომ იცი,რომ ამას ვიზავ?! იცი რამდენი ხანი გეძებდი?!აქამდე,არ ვიცოდი ვინ იყავი..მაგრამ ახლა ვიცი,ალბათ ხვდები რომ კარგი დღე არ გელის,შენს ყოველ ნაბიჯს გავაკონტროლებ,მაფიოზო..დავამტკიცებ,რომ მკვლელი ხარ და ციხეში ამოგალპობ,გაიგე?! შენი კოშმარი გავხდები,ყოველდღიური კოშმარი,რომელიც არც ძილში და არც ფხიზლად ყოფნის დროს არ მოგასვენებს!
იოანეს სიცილი უვარდება,სახეს ნელნელა ასერიოზულებს,წვერზე ხელს ისვამს და კვლავ უფროსს უსწორებს მზერას.
- ეგრე ქენი,ბატონო ალექსანდრე..თქვენის ნებართვით წავალ,ცოლი და შვილები მელოდებიან..
შემდეგში იმედია ნაყოფიერი დიალოგი გვექნება,ღმერთმანი.
არტისტულად აღმართა ხელები იოანემ და ირონიას არ დააკლო.
- წადი,წადი.. მაგრამ იცოდე,ძალიან მალე,ისევ აქ მოხვალ.
თითს რკინის მაგიდაზე არტყავს კანდელაკი,ღია კარში მდგომი იოანე თვალს უკრავს და სწრაფად გადის,მეც მაშინვე გამოვდივარ მოპირდაპირე ოთახიდან,დერეფანში კი ალექსანდრეს გაცოფებულ სახეს ვეჩეხები.
- ეხლა არა,ლილიან!
ხელს მკაცრად მიქნევს,თავის კაბინეტში შედის და კარს ხმაურიანად ხურავს.
დერეფანში ხალხი ირევა,შავებში ჩაცმული მამაკაცები სწრაფად იოანესკენ მიდიან,რომლებიც ათასი შეკითხვის თავს დატრიალებენ,მამაკაცი გზას ჭრის და პირდაპირ ევასკენ მიდის,მუხლებში იკეცება და ქალის სახეს ხელებში აქცევს.
- ევაა..შემომხედე პატარავ,აქ ვარ,შენთან.
ევა პირზე ხელს იფარებს და გაფათოებული თვალებით შესციცინებს მამაკაცს,რომელსაც უკვე ფეერვერკები უბრწყინავენ სფეროებში.
უპასუხოდ,ხელებს სწრაფად ხვევს კისერზე,ყელთან ახლოს კოცნის მამაკაცს და მის სურნელს ხარბად ისუნთქავს,იაონე დგება,ხელში ატაცებულ ცოლს,რომელიც ტკიპასავით არის მიკრული გულზე იხუტებს და სახეს ერთი ხელით აწევინებს.
- ღმერთო,მადლობა..მადლობა..იო,არასდროს მიმატოვო,აღარასდროს
- არა პატარავ,მაგას არ ვაპირებ,ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება.
წამოდი,სახლში წავიდეთ,კარგი?
- წავიდეთ,აქედან წავიდეთ,სული მეხუთება აქ იოანე..ძალიან ცუდად ვარ.
სიფრიფანა ქალის სხეული ძირს ბუმბულივით ჩამოსვა,გულზე მიიკრო და ნელი ნაბიჯებით ჩამოუყვებოდნენ კიბეებს.
- ყველანი მანქანებში ჩასხედით.
ბრძანება გასცა მამაკაცმა,შავი პორშეს უკანა კარი გააღო,ქალს გზა დაუთმო,მანქანას შემოუარა და მის გვერდით მოთავსდა.
კედელს მიყრდნობილი ვუყურებ მათ,ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ,რამხელა სიყვარული შეიძლება არსებობდეს ორ ადამიანს შორის,მიუხედავად მათი განსხვავებული ცხოვრებისა..მეღიმება,ჩემს წინ მკვლელი იდგა,რომელსაც წლებია ვერ ვიჭერ,არც ახლა მაქვს სამხილი მის დასაკავებლად,მაგრამ მაინც მეღიმება,მეღიმება მის საქციელებზე,მის მოპყრობაზე საყვარელი ქალის მიმართ.. ვხვდები,რომ ევა განადგურდება,თუ მის ქმარს დავიჭერთ და ამას დიდი ფიქრიც არ უნდა,რომ სამუდამო პატიმრობა ელის.
თავს ფრთხილად ვწევ,გზის მეორე მზარეს ვიხედები,ბეემვეს მარკის ავტომობილში მსხდომ ანასტასიას და დემეტრეს ვუყურებ,რომლებიც ერთმანეთს ისე ელაპარაკებიან,თითქოს წლებია ერთმანეთი არ უნახავთ,საბოოლოდ,ბეემვეც და პორშეც დანარჩენი მანქანებით წყდებიან განყოფილების ეზოს ნელნელა,ისევ ცარიელდება აქაურობა,თითქოს ხუთი წუთის წინ დიდი ხმაური და აჟიოტაჟი არ ყოფილიყო.
ჩემი კაბინეტისკენ ვიღებ გეზს,ხელებში მოქცეულ ყავის ფინჯანს,რომელიც უკვე გაციებულია,მაინც ვსვამ და საათს ვუყურებ..
ალექსზე ვფიქრობ,გაცოფებულია მესმის,დამნაშავეს ვერ აკავებს,რადგან სამხილი არ აქვს.. ვიცი,ეს მას ანადგურებს,ის თავისი საქმის პროფესიონალია,არავისთან არ არის შეკრული,არც მინისტრებთან,არც მაფიოზებთან,არც გავლენიან ადამიანებთან,ყველაფერს თავისი შრომით აღწევს,დარწმუნებული ვარ,სამართლიანობის აღდგენისთვის თავის სიცოცხლესაც არ დაიშურებს.
დრო ისე გავიდა სამსახურში ყოფნისას,არც ალექსანდრე შემინიშნავს.
კარს გასაღებს ვარგებ,დერეფნისკენ მივიწევ და უფროსის კაბინეტზე რამოდენიმეჯერ ვაკაკუნებ,სახელურს ვწევ,თუმცა დაკეტილია.
წავიდა?!
ტანში მცრის,ფეხები მეკვეთება,აქამდე ისე არ წასულა,არ ვენახე..საშინელი აზრებს იცავს ჩემი გონება სულ წაღაც ხუთ წამში,ყველანაირი აზრი მიელავს,ვიცი,გაბრაზებულია,მაგრამ მე რა შუაში ვარ..ჯანდაბა ლილე,მისი საყვარელი ხარ,არ დაგავიწყდეს.
როცა უნდა გაახსენდები,როცა უნდა არა..ამას შეეგუე,შენ მხოლოდ მისი სექს-პარტნიორი ხარ..
გულს მიკლავს ჩემი მეორე მეს შეძახილები,სხეულში თითქოს ყველა ორგანოს მიწვავს,ჯერ კიდევ კართან ვდგავარ,სახელურს ვწევ,თითქოს ალექსანდრე იქ გაჩნდება,კარს გამიღებს და გამიღიმებს,გულზე მიმიკრავს და თავის გემრიელ ტუჩებს შეაგებებს ჩემსას.
ასე ალბათ მთელი ღამე ვიდგებოდი,მაგრამ საბედნიეროდ მათეს ხმა მაფხიზლებს და წამით მავიწყებს ფიქრებს,რომელიც სულის ხორცამდე მჭამს.
- აქ რას აკეთებ?
- ჰმმ..ისა,უფროსი აქ არ არის?
- არა,წავიდა ერთი საათის წინ,რა იყო?
- არა არაფერი,რაღაც უნდა მეთქვა და..მიდიხარ შენ?
- კი,მივდივარ,წამო გაგიყვან
- არა,იყოს მანქანით ვარ..მადლობა
მხარზე ხელს ვადებ და ვიღიმი.
ჩემს ხელს თავის ხელს ადებს,თავადაც მიღიმის,ლოყაზე მკოცნის და ფრთხილად მშორდება.
- ხვალამდე,ლილე.
- ხვალამდე,მათე.

* * *

პიჟამაში გამოწყობილი,პლედს ვიკრავ სხეულზე,სავარძელში ვჯდები და ტელევიზორის არხებს უაზროდ ვრთავ..ყოველ ხუთ წუთში ტელეფონს ვიღებ შეტყობინების მოლოდინში და უკან ვაგდებ..
შემდეგ ისევ ვიღებ,მეშინია ზარი არ გამომრჩეს ან კვლავ შეტყობინება,თუმცა ამაოდ.. ის არ მოგწერს,არ დაგირეკავს ჩემს იდიოტ თავს ვუძახი,სიმწრით მეღიმება,გაბრაზებული საწოლზე ვისვრი ტელეფონს და კვლავ ტელევიზორს ვუყურებ.
ტელევიზორის ჟღერადობა ნელნელა ჩემს სმენას ბუნდოვანს ხდის,ბგერები თითქოს უფრო და უფრო შორიდან მესმის,ჩემი გონება ბინდდება,თავს უკან ვწევ და თვალები როგორც იქნა მეხუჭება.
რობაქიძეების სახლის ეზოში ვარ,ღმერთო ჩემო,აქ რა მინდა?!
ჩემს სახლს ვუყურებ,ჯერაც შეუცვლელს,საოცარია..სიხარულით მეორე სართულზე ავრბივარ,ოთახებს ვათვალიერებ,დედას ვეძებ,მამას,ვყვირი მათ სახელებს,თუმცა არავინ მაგონებს..
ჰმ,ალბათ სამსახურში არიან,რა გაეწყობა..პალტოს ვიხდი და იქვე სკამზე ვკიდებ,ჩემი ოთახის კარს ვაღებ თვალებ გაბრწყინებული,ჩემს საყვარელ თაროზე ვჯდები და ფანჯრიდან ვიხედები,ოჰო,როგორ მომნატრებია აქ ყოფნა..
აქედან ხალხის თვალიერება,თავი ისევ ათი წლის ლილე მგონია..მინას ვეხები,მტვერიც არ ადევს,ისეთი სუფთაა,ხელი თუ არ შეახე ვერც მიხვდები რომ შუშაა..
მეტად ნაადრევად ღამდება,ოჰ,ეს ალბათ ზამთრის ბრალია,ჩემი საყვარელი ლამპიონები ერთი მეორის მიხედვით რომ ჩამწკრივებულან,თან ფერად-ფერადად...
მახსოვს,თემური ძიას ჩვენი ეზოს ბავშებმა ვთხოვეთ,ჩვენს ეზოში ფერადი ლამპიონები გაეკეთებინა,მშობლების წინააღმდგობის მიუხედავად,მაინც რომ გაგვიკეთა..
ჩემს გულს და არა მარტო ჩემსას,ამ ლამპიონების ყურება როგორ მიხაროდა..ბედნიერი ვარ,კვლავ ვუყურებ ამ ფერებს.
ოჰო,აი ისიც..ღმერთო ჩემო,ბარბარე ანდრიაძე,მანქანით მოვიდა..ფანჯარას ვაღებ,თაროდან უფრო მეტად ვიწევი,მინდა უფრო ახლოს შევხედო,ის გადმოდის ისევ ისე,მედიდურად,ლამაზად,ჯეირანივით დგამს ფეხებს და მაღალი ყელიდან ჩამოყრილ თმას უკან ისწორებს.
ის ჩემკენ იხედება,ფართოდ მიღიმის და ჩაწიკწიკებულ ქათქათა კბილებს აჩენს,სქელ წითელ ტუჩებში..ღმერთო,მან შემამჩნია! მთელი ბავშვობა ისე ვუყურებდი,არც კი იცოდა ვინ ვიყავი,არც კი იცოდა არსებობდა თუ არა გოგონა,რომელიც გვერდითა სადარბაზოდან უყურებდა მას და ოცნებობდა ის გამხდარიყო,ბარბარე გამოსულიყო დიდი რომ გაიზრდებოდა!
ხელს მიქნევს,რა ვქნა?! მეც ხელს ვუქნევ,ღიმილი ყურებამდე ამდის,ის ჩემი სადარბაზოსკენ იძვრება და ფორმიანებს ემშვიდობება.
ჩემთან ამოდის?! ღმერთო ჩემო.. თმას ვისწორებ,სარკეში ვიხედები და ერთი სული მაქვს კარი გაიღოს,ის მშვენიერება შემოვიდეს და ჩემი მომავლის ოცნება,მთელი ბავშობა ჩემი გმირი რომ იყო..
კარზე კაკუნი ისმის!
არ არსებობს,ღრმად ვსუნთქავ,კარს ვაღებ და ბარბარე ანდრიაძე ჩემს წინ დგას!
ხელს ვუწვდი და ერთიანად ათრთოლებული,ემოციებს ვერ ვმალავ,სახეზე ცისარტყელას ფერები დამთამაშებს და ჩემს რეაქციებს ღიმილით ხვდება.
- გამარჯობა,ლილიან..
მისმა ხავერდოვანმა ხმამ ბეთჰოვენის სიმფონიასავით გაიჟღერა ჩემს ოთახში,იმ თაროზე შემოსკუპდა,საიდანაც მე ვუყურებდი მას,გრძელი ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და სიგარეტი მოითავსა მოქნილ ბაგეებს შორის.
- რას მიყურებ? დაჯექი..
წინ მითითებს დავჯდე,მეც იდიოტივით გაღიმებული წინ ვჯდები,მისი სილამაზით მონუსხული,ვერ ვძღები მისი ყურებით,ალბათ რამდენი კაცი ოცნებობს მასთან ახლოს იყოს და მისი ოდნავი ყურადღების ღირსი მაინც გახდეს.
- გეგონა არ ვიცოდი,როგორ მითვალთვალებდი ხოლმე აქედან?!
- მართლა? იცოდით?
წარბებს ვზიდავ და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს.
- ვიცოდი..აბა?!
ნიკოტინი ამოუშვა ფილტვებიდან და კვამლი თავისი ბაგეების მეშვეობით ლამაზ ფორმებად აქცია.
- ძალიან მომწონხარ,ლილე..მიხარია,მიზანს რომ მიაღწიე,მაგრამ მე აქ სხვა რამისთვის მოვედი.
- დიახ? რა თქმა უნდა,გისმენთ.
საწოლზე უფრო კარგად ვკალათდები და დაძაბული ვუსმენ.
- იოანე ყიფიანს უნდა დაეხმარო.
- იოანე ყიფიანს?
- ჰო..ის,ყველა გზას გახსნის,ყველას,რომელსაც შენ ეძებ.
- მე? მე რას ვეძებ?!
- შენ იცი,იცი რასაც ეძებ.. თითს იშვერს ჩემკენ და არაამქვეყნიურად იღიმის.
- მე აქ საქმე ვერ დავამთავრე,შენ უნდა დაამთავრო.
- აუცილებლად დავამთავრებ,გპირდებით...
- გზის გახსნაში დაეხმარე,ლილიან..აუცილებლად დაეხმარე,ახლა კი წავალ,ჩემი დრო იწურება.
- დრო? რა დრო? არ წახვიდეთ,გთხოვთ...მითხარით,როგორ დავეხმარო?
- არა ლილიან,ასე არ შეიძლება..
- არა,გემუდარებით არ წახვიდეთ,გთხოვთ..
- კიდევ მოვალ,ოღონდ,როცა მარტო იქნები.
სიგარეტს არსაიდან დადებულ საფერფლეში წვავს,რომელიც ჩემს საწოლთან დევს,ნელი ნაბიჯებით მიდის,კარს აღებს და მხედევლობის არეალს წყდება..
- ბარბარე..არ წახვიდეთ.. ბარბარე..
ვყვირი,მაგრამ განძრევა არ შემიძლია.. მისი დამათრობელი ვანილის სურნელი,ჯერ კიდევ ოთახში ტრიალებს,თაროს ვუახლოვდები,ფანჯარას ვაღებ და გზას ვუყურებ,თუმცა მისი კვალიც კი არ ჩანს არსად.
კარზე კვლავ კაკუნია,ღმერთო ჩემო,დაბრუნდა? დაბრუნდა!
ჩემს სმენას კვლავ გაუჩერებელი კაკუნი სწვდება,თვალებს ნელნელა ვახელ,ჯანდაბა.. ეს რა იყო?
ტელევიზორის პულტს ვწვდები და ვრთავ.
კარზე კაკუნი ისმის,გული გამალებით მიცემს,რომელი საათია..
კედლისკენ ვიხედები,ჯერ ღამის პირველი საათია.
საშინელი სიცივე მივლის სხეულში,მთლიანად ვკანკალებ და პლედს ვიხვევ.
კარს ფრთხილად ვაღებ და ჩემს წინ ალექსანდრე დგას ასვეტებული.
- ალექსანდრე? ხმა აკანკალებული წარმოვთქვამ მის სახელს,ის კი დასჯილი ბავშვივით დგას და მიყურებს.
- შეიძლება,შემოვიდე?
- მოდი.
კარს ვხურავ და უკან მივყვები,მისაღებისკენ.



ესეც ესეეე,დაგიბრუნდიიით:დ <3 ოჰ,მოკლედ არ ვიცი როგორ მოგეწონებათ ეს თავი...მოკლედ გელით შოკოლადებო,მიყვარხართ!



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

ვაიი მეე ისე ჩაიხლართება აქ რაღაცეებიი

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

უფ გამიხარდა იოანე რომ ვერ დაიჭირეს.მისმა ისტორიამ ისე შემძრა,მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა.ველოდები ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინე

ვაიმეე იონაეზე ცალკეე მინდა ისტორია აუუ ია უკვე ვწედავ მაგ ტიპზე და ამ მომენტზე გაჩერება იქნებოდაა??? ლილე ძაან მეცოდება გული ამიჩუყდა ... მალე დადე რა გტხოვ

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

ჩემი იო, ისეთი მიყვარს როგორიც არის და იმედია კარგად დაასრულებ, არ მინდა იოანეს რამე ცუდი შეემთხვეს. ლილეს ემოციები მეც გადმომედო ბოლოს. ძაან მაგარი თავი იყო

 


№5 სტუმარი ერთგული მკითხველი (მარი)

Dzalian kargi iyo mec

Dzalian kargi iyo madloba chemo tbilo gogo. Mec shemecoda io io. ♥♥♥

 


№6  offline ადმინი შამანი

რა დროს გაწყვიტე კაი რა :დდდ მოვკვდი ინტერესით.
გამიხარდა ჰეფი ენდი :დდ


სტუმრის სტატუსით ნინე მე არ ვარ ხალხო :დდ ბევრგან შემხვდა უკვე და რამდენიმემ მკითხა კიდეც :დდდ
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№7 სტუმარი

ძალიან კარგი განვითარებაა როგორც ყოველთვის! ძალიან კარგად წერ რა, ემოციებს კარგად გადმოსცემ და მეც მიყოლიებ ბოლომდე... მოკლედ ველოდები მოვლენების განვითარებას!

რამდენ თავს ფიქრობ კიდევ...?? უბრალოდ მაინტერესებს კიდევ რამდენჯერ მექნება ამ ისტორიის წაკითხვის სიამოვნება...

 


№8 სტუმარი cota boroti

ar sheidzleba aq gawyveta araaa chveulebrivi fsiqikuri dzaladobaa
gichivleb icode DDD
samive wyvili ertad
vai guliii
fanebic vart aq dagvindeet ddd
dzaaan dzaan dzaaaaaaaaaaan momewonaa
momdevno minda isev sastikad dd
ara ufro metadd <3<3<3

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

მიხარია რომ იოანე არ დიჭირეს. თან მაინტერესებს ბარბარეს იცნობდა იოანე? თუ მხოლოდ ჰალუცინაციია იყო უფრო სწორად ქვეცნობიერი ?აუ ისე მეძინება ბგერებს ვეგარ ვარჩევ მაპატიე????

 


№10  offline წევრი nini :)

იცი რატომღაც შეგრძნება მაქვს რომ დემეს და ტასოს, სანდროს და მართას, იოანე და ევაც უნდა შეუერთდნენ..... და დამეგობრდნენ...... ააასეთი წინათგრძნობა მაქვს..... რაც შეეხება ლილეს და ალექსანდრეს..... მინდა რომ ბოლოს ერთად დარჩნენ..... საინტერესო იყო.... მადლობა ახალი თავისთვის

 


№11  offline წევრი nini :)

იცი რატომღაც შეგრძნება მაქვს რომ დემეს და ტასოს, სანდროს და მართას, იოანე და ევაც უნდა შეუერთდნენ..... და დამეგობრდნენ...... ააასეთი წინათგრძნობა მაქვს..... რაც შეეხება ლილეს და ალექსანდრეს..... მინდა რომ ბოლოს ერთად დარჩნენ..... საინტერესო იყო.... მადლობა ახალი თავისთვის ......




პ.ს. იოანეს და ევას ისტორია წავიკითხე..... უნდა ვაღიარო შოკი-პიკი-პანიკა იყოოოო..... ????????????????
სასწაული ისტორია.....
არ ვიცი ემოციები როგორ გადმოვცე......

 


№12 სტუმარი nino

kargia dzalian ai martla dzalian mikvars da momwons sheni kvela istoria ❤ chemi kvelaze kvelaze magari gogo xar shen mikvarxar dzalian ❤❤ male dade gtxov dzalian mainteresebs ❤

 


№13 სტუმარი მკითხველი

როგორი ემოციური და საინტერესო იყო, სიზკარში იოანესადმი დახმარებაზე საიბარი.... (ჟრუანტელი მივლიდა).
ლილეს ემოციები ჩემთან მოვიდა და დარჩა (იმედია ახალ თავამდე მხოლოდ ).
შეუდარებელი ხარ და გელოდები ხომ იცი. :*:*:*:*:):):):)

 


№14 სტუმარი სტუმარი ანო

როდის დადებ????

 


№15  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ანო
როდის დადებ????

დღეს ავტვირთავ<3

 


№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორ გამიხარდა რომ ჩართე იოანეს და ევას ისტოტიაც ამ ისტორიაში ❤️ იმათი ისტორია ხო ბომბიი იყოო მგონი 10 ჯერ მაქვს წაკითხული მაგათი ისტორია ????❤️ ვგიჟდები მართლაც შენზეე ❤️❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა ეს თავი საინტერესო წასაკითხია იყო ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent