შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზემ ვერ შეცვალა მთვარე *1


28-09-2018, 00:56
ავტორი ვისი
ნანახია 1 333

„მზემ ვერ შეცვალა მთვარე“

ავტორი : ვისი რუაძე

ნაწილი პირველი

შესავალი
(ფრაგმენტი)
......წასვლამდე კი ,ყოველ დღე -როცა მახსენდებოდა რომ წასვლამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი მიუხედავად იმისა ,რომ აფორიაქებული ,
აღტაცებული , ახალი იდეებით , გეგმებით, მიზნებით ვიყავი , მაინც მრჩებოდა
გულში დარდი: როდის ვიხილავდი ჩემს გულითად მეგობარს,რომელიც თურმე არც კი მყოლია და ისე როდის მომიწევდა ამ მტვრიანიქუჩების სურნელის შეგრძნება ….




პირველ რიგში მე მოგიყვებით ისტორიას , რომლის დასავიწყებლადაც 19 წელი ,ჩემი მთელი ცხოვრება არ მეყო და არც მეყოფა ალბათ. ახლა 19 წლის ვარ და დღეს ვხვდები,რომ არის ცხოვრებაში ფაქტები,რომლებიც ერთელ და სამუდამოდ ცვლიან ადამიანის ცხოვრებას.
ეს ყველაფერი 7 წლის წინ მოხდა. მაშინ 13 წლის ვიყავი.
ზედმეტად ბიჭური საქციელი მახასიათებდა: სულ ბიჭებთან ვთამაშობდი ,არც ნანგრევებს ვერიდებოდი , არც დაცემის მეშინოდა და სამჯერ კისერი მოვიტეხე ჩემი ერთიწლით უფროსი ძმის ველოსიპედით .მუხლები სულ დატყაული მქონდა ხოლმე ,რაზეც მამაჩემის რექცია სულ ერთიდაიგივე იყო.შემომხედავდა, გული შეუწუხდებოდა, ცოტას დამტუქსავდა- ბოლოს კი,დამიკოცნიდა მუხლებს და შემიხვევდა . ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა ,გული უწუხდა ჩემს დანახვაზე.ერთხელ მაინც ექნება ნათქვამი ,რომ მე გოგოდ არ უნდა დავბადებულიყავი. დედაჩემისთვის 13წლის კი არა 17 წლისაც, კი ქალი არუნდა ვყოფილიყავი , სულ კივილი ისმოდა ჩემს სახლში ,რომ რაიმე „ხეირიანი“ მეკეთებინა და არ მერბინა კაცებთან,სულ. მაგრამ კაცია და ბუნებაო ხომ გაგიგიათ. ზედმეტად გამეტიჩრებულიც ვიყავი რაღა დაგიმალოთ და ისე შევაწმინდავდი ჩემს უფროს ძმას ხელებს ჩემსავე დაშავებულ და გაფუჭებულ საქმეზე, რომ კაცი შვილი ვერ გაიგებდა მანამდე სანამ ჩემი ძმა ცხარედ არ გამოიტირებდა და გულით არ შემეცოდებოდა და მე თვითონვე არ გამოვააშკარავებდი ყველაფერს. მოკლედ გამდიოდა ყველასთან ყველაფერი,რაც კი მინდოდა . თუმცა ის ჩემზე უარესი იყო ვგონებ, სკოლიდან სახლში სულ ერთად მოვდიოდით სადმე ნაწვიმარზე ჩამოკიდებულ ხის ტოტს თუ ნახავდა გაიქცეოდა ჩამოქაჩავდა ტოტს და მთელი ხის წყალი თავზე ჩანჩქერივით დამესხმეოდა . გავბოროტდებოდი,სამაგიეროს გადავიხდიდი .მაგრამ არასდოს არ ვყოფილვარ ისეთ გონებამახვილი, როგორც ჩემი ძმა და ამით სულ ერთი ნაბიჯით მიგებდა . მეორე ჯერზე გუბეში ჩამდგარ წყალში ფეხს ჩაატყაპუნებდა და ისევ მე ამომდიდღნიდა რა თქმა უნდა . ასე გრძელდებოდა ხან რანაირად ხან კიდე რანაირად მიხდიდა სამაგიეროს. მაგრამ როცა „ერთ ჯგუფში“ ვიყავით ვერასდროს ვერცერთი ბრიყვი მეზობელი ვერ გვიგებდა ვერაფერში : ომობანა,მგელობანა,თვალხუჭობანა,ნამიოკობანა,ჯოკერი,ბანკობანა თუ ასე შემდეგ..
თუ მაინც რამენაირად მოვახერხებდით წაგებას უთუოდ ჩემი წყალობით მერე საყვედურები მიდიოდა მშობლებთან ან ჩაშვებები და სამაგიეროს გადახდები. მოკლედ ერთი თავქარიანი და-ძმა ვიყავით ეთი წლის სხვაობით და დღეს ვხვდები,რომ თურმე უდიდესი სიყვარულით. დრო გადიოდა ზაფხულის პერიოდი იყო , პატარაობიდან ბებო (დედაჩემის დედა ) ჩვენთან ცხოვრობდა ხოდა ამ ზაფხულსაც ჩვენთან იყო . მოძრაობა უჭირდა-გადაადგილება,ამიტო ვეხმარებოდით სახლში თან შვილიშვილებთან იყო და ამაზე ნეტარება რაუნდა მოხუცს,თან თუ გიკონტროლებს სულ და ხედავს რომ მშიერი არ ხარ ეს ბებიებსთვის საკმარისია. აღარ გავიხსენებ რომელი წელი იყო არის რაღაც დეტალები რისი გახსენებაც ზიზღსაც კი არ იწვევს უბრალოდ არ გინდა გაიხსენო ,შავი ლაქა თეთრი და ნათელი ბავშვობისა. ჩვეული ცხელი ზაფხული იყო უჩვეულო მხოლოდ ის იყო ,რომ ჩემი ნერვების მომშლელი ძმა , აუტანლად წიკვინა დედაჩემი და ყველაზე თბილი მამაჩემი თბილისში იყვნენ. თან სამეზობლოს ბალღი-ბულღობაც გატყაული იყო და ზედმეტად მოსაწყენი დღეები დამიდგა რაღა დაგიმალოთ და.. თან დაქალიც გარდაცვლილი მყავდა.
ჩემი ერთადერთი დაქალი ლუბა გარდაიცვალა შვიდი რვა წლის,როცა ვიყავი მაშინ. დღემდე მახსოვს როგორ შემომაპარეს დედა და მამამ და როგორ მითხრეს ლუბას გარდაცვალების ამბავი . პატარა ვიყავი რაუნდა გამეაზრებინა,მაგრამ მახსოვს როგორ ვტიროდი ლუბას ოთახის იმ კარების უკან სადაც დღეების უკან ვიმალებოდი და ვეთამაშებოდი .....

***ჩემი მეგობარი ლუბა (მოკლედ)
ლუბა ჩემი სახლის წინა მეზობელი იყო 72 წლის იყო,როცა გავიცანი და როდიდანაც მახსოვს. დიდი სახლი ჰქონდა ლაბირინთივით და ლამაზი ეზო უკანა პატარა მრგვალი მაგიდით ,სადაც რა აღარ ვისწავლე.რამდენი ადამიანური გრძნობა შევიძინე ამ ადამიანისაგან. პირველ რიგში მეგობრობა ვიგემე და მისი სიკვდილის შემდეგ პირველი დიდი ტკივილი , ნუ რა თქმა უნდა იმას თუ არ ჩავთვლით პატარაობაში სამზარეულოს მაგდაზე წამოსკუპებულმა როგორ მოვრთე ბღავილი, რომელირაც მურტფილმის მთავარი გმირის სიკვდილის სცენაზე.

..... ხოდა ამ მოსაწყენი პერიოდის დასაჩქარებლად ხან ერთი მეზობლის ბაღში გადავიპარებოდი და გავუნადგურებდი ყველაფერს ხან მეორისას . ჩვენს სამეზობლოში ერთი კაცი ცხოვრობდა სულ ლოთი იყო რაც მე თავი მახსოვს, უხეირო , არაფრის მომტანი ადამიანი იყო, მაგრამ ჩემს ინტერესს იწვევდა ის ფაქტი, რომ ცხენი ყავდა.. ოო რიგორ მითრთოდა გული ცხენის დანახვაზე და თან როგორი ჟინი მქონდა შევმჯდარიყავი და გამეჭენებინა . ეს ხასიათის რა რა თვისებაა აღარ ვიიცი . ხოდა როდის იყო რაიმე მოვისურვე და არ გამიკეთებია ?! ეს ჯიუტობა რომ არა ახლა ჩემი წარსულის გახსენებისას ის დიდი შავი ლაქა არ იქნებოდა , მაგრამ მომხდარზე საუბარს რაღა აზრი აქვს. მე ვფიქრობ, ცხოვრება იმდენად ღრმა და ჩქარი ზღვის ნაკადია ,რომ რაცარუნდა ბევრი იწვალო მაინც ვერ დააღწევ თავს მის ადიდებულ და გაზვირთებულ ტალღებს , თუკი ერთხელ შეცდი და შეტოპე.
ხოდა მეც ეს კაცი : შ ო თ ა ,ხო ეს საზარელი კაცი „დამამახსოვრდა“ მისი ცხენის გამო . რაღაცნაირი ადამიანი იყო გულისამრევი,მისი ტლანქი მოუქნელი სხეულის ფორმებით და უაზროდ მაღალი და ცივი გამომეტყველებით . ეს კია თუ მთვრალი იყო გეთხოვა,რაც გინდოდა ყველას ყველაფერს უსრულებდა . ჭვავისფერი მზისგან დამწვარი კანი სულ ოფლიანი ჰქონდა და მზეზე სულ ლიპლიპებდა. კიდევ გრძელი სახე მახსოვს , თხელი ლოყებჩაცვენილი არასტანდარტულად სუსტი სახე ჰქონდა თავის ტანთან შედარებით და წვერი ჰქონდა სულ. არა ხშირი,მაგრამ შესამჩნევი. უშნო,არა კეხიანი მაგრამ აშკარად უშნოდ გრძელი ცხვირი ჰქონდა , დატუყეპილი ტუჩები და ნახევრად მელოტი თავი ... შარვალი სულ ჩამოჩაჩული ჰქონდა აი ქუჩის ლოთების მსგავსად და ეს ვითომდა ერთდროს თეთრი პერანგი(საროჩა) სულ გაყვითლეებოდა . თითები თამბაქოსგან სულ გამოყვითლებული ჰქონდა და აყროლებულიც ჰქონია თურმე . სულ ესაა რაც მასზე მახსოვს და ისიც ვიცი, რომ არავის არ ამოსდიოდა მზედა მთვარე მასზე.





.... იმ დღეს ლუბას სახლის ღობეს გადავახტი ეს ეზო თითქოს ლუბამ მე ჩამაბარაო საყარაულოდ : ისე დავუვლიდი დილა-საღამოს და ვათვალიერებდი უკვე თითქმის ყველა ნაცნობ კუნჭულს. თან საქმეც რა მქონდა. ორსართულიანი აგურის სახლი იყო წინა და უკანა კიბით .არანაირი პადვალი და მიწისვეშა სარდაფები. მხოლოდ უზარმაზარი სახლი და უზარმაზარი ეზო,ბაღით სადაც დიდ კაცს და არაბავშვს, სარეველა ბალახი ლამის მუხლამდე აუვიდოდა . მე კი ალბათ შორიდან ვინმეს მანდ მოსიარულე,რომ დავენახე უთუოდ ძაღლიაო იფირებდა. უკანა ეზოში კიდევ ორი პატაარა სახლი იდგა ერთი ადრე,როგორც ვიცი ძროხებისთვის იყო განკუთვნილი , მეორე კი სულ ადრე არვიცი რად გამოიყენებოდა , მაგრამ მაშინ მანდ მხოლოდ გამაზუთებული კლუჩებს,ველოსიპედის უკანა ბორბალს ერთი-ორ დაზეთილ ცეპს და ამდაგვარ ნივთებს თუ ნახავდით . ეს სახლები სულ მცირე გადახურული არეთი იყო დაშორებლი და ძალიან შეუმჩნეველი ადგილი იყო,კარგი სამალავი იყო მოკლედ...

ახლა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ მე ვერბენია მქვია, რომელიც ლათინურად სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთს ნიშნავს და რომელიც არის თანასწორი სიტყვისა ანუ ეკვივალენტურია ძველი ბერძნული ქალღმერთისა „აფროდიტე“. დეტალურად ჩემს ფიზიკურ აღწერას არ ვაპირებ ვინაიდან არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს , აქ მთავარი ისაა რომ მე ბავშვი ვიყავი ისეთივე მაიმუნი , მოქნილი, მხიარული , გულწრფელი, გულუბრყვილო , გამეტიჩრებული და ჯიუტი ,როგორიც ყველა ბავშვია მეც სულ თამაშზე ვფიქრობდი, მეც სულ მეზარებოდა გაკვეთილების სწავლა და ბებიასაც ვატყუებდი ხოლმე,
რომ არ მშიოდა და უკვე ნაჭამი ვიყავი ეს კია სხვა ნაზი გოგონებისგან იმით გამოვირჩეოდი ,რომ თოჯინა თუ კუკლა საერთოდ არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა და რას წარმოადგენდა ,ეგეთი მასალა თუ ხელში ჩამივარდებოდა უთუოდ, გაზზე შეხურებული დანით ექსპერიმენტებს ვუტარებდი, ხო კარგი ჯაანდაბას ჩემი თავი წიწილაც დავახრჩვე იმდენი საჭმელი ჭავტენე ერთდღეს პირში . ჰა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფალი ბავში ვიყავი.
მხოლოდ იმას გავიხსნებ იმ საზარელი მწველი ზაფხულიდან, რომ ჩემდა საუბედუროდ ეს კაცი იმ ღამიან დღეს იქ იყო, კარგად შეზარხოშებული და საძოვრად შემოეშვა „ჩემს კუთვნილ“ ეზოში მისი ულაყი. მახსოვს როგორ დავინახე მისი გრძელი ფეხები ,რომელსაც თეძომდე ძლივს ვწვდებოდი . .. შიშმა ამიტანა და უჩვეულოდ ავკანკალდი ..
მერე საშინელებები მახსოვს. ცოტახანს გრძელდებოდა . მერე არაფერი მახსოვს . რამდენჯერ ვცადე გახსენება . ვერ ვიხსენებ. როცა გავიღვიძე , ლუბას უკანა ეზოში იმ ორ პატარა ფიცრის სახლებს შორის ვეგდე სისხლში ამოდიდღნილი. წამოვდექი და საშნელი ტკივილი ვიგრძენი.. ისევ დავჯექი ,ასე უფრო შვებას ვგრძნობდი .ვერ ვიაზრებდი რამოხდა, მაგრამ ვიცოდი რომ რაღაც ცუდი მოხდა , თან ძალიან ცუდი და ეს ამბავი არავის არუნდა გაეგო. სისხლი,სისხლმა შემაშინა ყველაზე მეტად . ეს ის სისხლი არიყო ფანჯრიდან რო თავით გადმოვხტი და თავი გავიტეხე,არც დატყაული მუხლებიდან არ იყო არც ცხვირიდან ეს სულ სხვა სისხლი იყო.დაღამებამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი. დაღამებულზე უნდა გადავსულიყავი სახლში რომ არავის შევემჩნიე. მაგრამ მანამ საშინლად მტკიოდა სხეული და მითრთოდა ,მუხლები მითრთოდა ვერ ვიჩერებდი მახსოვს. თითქოს რაღაც სიმღერის რითმს აჰყოლიაო ადრენალინ მოწოლილი იფიქრებდით . გააზრებულად ,წელის უსაშველო ტკივილმა ამატირა. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა სახეზე და მეშინოდა ვინმე არ მოსულიყო და არ ვენახე .მხოლოდ ვინმეს ნახვით გამოწვეული შიში მაფრთხობდა ,ვაითუ დედაჩემისთვის ეთქვათ უთუოდ მე დამადანაშაულებდა და დამსჯიდა,ასე ვფიქრობდი ცამეტი წლის ვიყავი. კიარა დარწმუნებულიც ვიყავი და ო ღმერთო როგორ ვმალავდი. მოვახერხე დამალვა და კოჭლობთ სახლში მისვლა, ჩუმად აპარვა, დაბანა, მოწესრიგება.ვიცოდი რომ ჩემი ოჯახი ათდღეში მაინც დაბრუნდებოდა და მე დარწმუნებული ვიყავი ,რომ ამ ათდღეში ყველაფერი ისე გაივლიდა როგორც ჭუჭყი და სისხლი ჩამოვირეცხე სხეულიდან. მე სულელი ადგილს ვეძებდი საიდან იყო სისხლი , ბოლომდე მეგონა რომ რაღაც გავიჭერი. რა საშინელებაა აარა ? კიდე უფრო საშინელება ისაა , რომ ასეთი პატარა ვიყავი და დავმალე იმის შიშით, რომ მე არ დავედანაშაულე ვინმეს , მაგრამ ამაზე საშინელება იცით რა არის ? იმ დღეს დამთავრდა ჩემი ბავშვობა! ახლა კი დღეს ჩემი გონება იმდენს უშვებს, რომ ზოგჯერ ამის დავიწყების საშუალებას აძლევს თავს. ცხოვრება კი გრძელდება ,ყოველთვის ყველაფრისდა მიუხედავად . ნეტა არ გაგრძელებულიყო , მაგრამ გაგრძელდა. გაგრძელდა და ეს გაგრძელება დასაწყისზე უარესი აღმოჩნდა. მახსოვს როგორ მტკიოდა ყველაფერი, როგორ ვერ ვიმართებოდი , როგორ ვმალავდი, როგორ ვათენებდი ტირილში ღამეებს, როგორ ვერ ვიძნებდი და თუ ვიძნებდი როგორ არ მაძინებდა ის ბნელი დღე .
მხოლოდ ერთი მომენტი მახსენდება; ბინძური, ჭვავის ფერი ,გრძელი,სუსტი , ყვითელი და თამბაქოს სუნით აყროლებული თითები(„აყროლებულიც ჰქონია თურმე“), როგორ ამაფარა პირზე ცხვირზე და ლამის თვალებზეც. ვერ ვსუნთქავდი, მოშრებას ვცდილობდი რასაკვირველია , მერე დამიბნელდა და მხოლოდ ის მახსოვს ,რაც უკვე მოგიყევით.
ჩემების ჩამოსვლის პერიოდისთვის კარგად ვიყავი ყველა ფიზიკურმა ტკივილმა გაიარა , ყველაფერმა იმის გარდა , რაც დღესაც არ მასვენებს.
- რას ვერ ვაპატიებ ადამიანს ?
- მარტო დატოვებას , მიტოვებას ვერ ვაპატიებ.
ეს ალბათ შიშია .
ქარბორბალა ნორმის ფარგლებში ტლანქად მოქმედებდა და ითრევდა ყველა სარეველას,რომელიც განსაკუთრებულად წინააღმდეგობას უწევდა. ცხოვრება გაგრძელდა.

მე ვერბენია-აფროდიტე მქვია და დღეს ცხრამეტი წლისვარ. ჩემი სახლის წინ ვდგავარ.
მე დავბრუნდი და ახლა როცა წლების შემდეგ ჩემი სახლისჭიშკართად ვდგავარ ვერ ვგრძნობ რომ ის რასაც მოვწყდი არასდროს იქნება ისეთი , მეგონა დაბრუნება ყველაფერსაბრუნებდა თურმე არა . მეგონა იქიდან გავაგრძელებდის სადაც გავჩერდი . ვუყურებ სახლს და ვერაფერს ვგრძნობ,მინდა საკუთარ თავს შემოვარტყა , ვუყვირო, ვუკივლო,ვცემო, შვება ვაგრძნობინო რაიმე ემოცია გამოვახატიო მაგრამ უბრალოდ ვდგავარ.ვუყურებ ჭიშკარს რომელიც ორი რკინის მასისგან შედგება შუში არეთი. მახსოვს პატარაობისას როგორ ვცდილობდი ქვედა არედან გახედვას ზუსთად ისე ნუუნი, რომ უჭვრიტინებს დებორას ცეკვას ფილმიდან 'ერთხელ ამერიკაში ' ზუსტად ასევცდილობდი ამ უზარმაზარი
ჭიშკრიდან დამენახა 'ჩემისახლი',ჩემი სახლი და არა ეს რაღაც შენობა. ახლა ეს უზარმაზარი ჭიშკარი საოცრად დაპატარავებულიყო დაახლოებით ისე როგორც ეშმაკის ბორბლიდან ვხედავდი ხალხს ქვემოთ,პატარაობაში . ასე დაპატარავებულიყო და იმ არედან რომგამეხედა უთუოდ მუხლებზე დადგომა მომიწევდა . განა არ ღირდა მუხლებზე დამხობა ბავშობის ერთი ბედნიერი ფრაგმენტის გახსენებად? რა თქმა უნდა . არადა არიან ადამიანები რომლებსაც წარსულის გახსენებას ყველაფერი ურჩევნიათ. მართლა არიან .მეზიზღებაო ერთხელ ჩემთან ამბობდა კარის მეზობელი მახსოვს.
ეე ვინმეს თუ უნდა ეზიზღებოდეს ალბათ ჩემზე მეტად არავის , მაგრამ...
დავემხე და რომ გავიხედე
ვხედავდი რომ აქ არაფერი შეცვლილიყო.ყველაფერი
ზუსტად ისე
იყო როგორც დავტოვე მხოლოდ მე
შევიცვალე, წლები თავისას შვრება ხომგაგიგიათ. ახლა ეს ყველაფერი
ფილმის კადრს უფრო წააგავდა ვიდრე რეალობას , მე კი ამ ფილმის მთავარი გმირი ვიყავი, რომელიც იხსენებდა ბავშვობას . იყურებოდა ამ პატარა არედან და წამისმეასედში ათასი ფრაგმენტი ნახა ერთდროულად . მაშინ ვგრძნობდი იმ სიტყვებს ,რომელსაც ასაკოვნები ხშირად იმეორებდნენ , გული არ ბერდებაო ამბობდნენ. მართლაც ასე ყოფილა მე ისევ ის ბავშვი ვიყავი , რომელიც წლების წინ ამ ეზოში გაიზარდა
დარბოდა , დახტოდა , წაიქცა ,იტირა , ეს ის სახლი იყო რომელშც მოხდა რაღაც პირველად .დიახ, ეს ის ადგლი იყო
სადაც ყველაფერი ერთდროულად მიყვარდა და თან მეზიზღებოდა .მეზიზღებოდა იმიტომ რომ ხშირად მიფიქრია რომ არ დავბადებულიყავი აქ ახლა ჩემი ცხოვრება სულსხვა იქნეოდათქო, მაგრამ ესეც ერთგვარი გამოცდაა ცხოვრების და ალბათ ასე უნდამომხდარიყო. რამდენჯერ მიკითხავს
ღმერთისთვის განა რადაგვიშავებია ასეთი ჩვენ, ბავშვებს ან ჩემნაირ ბავშვებს რომ ის გამოვიარეთ რაც არუნდა გამოგვეარა . მაგრამ მაშინ მახსენდებოდა უდედმამო ბავშვები , ულუკმაპურო და ამ ამოცანის ამოცნობის ჟინს ვიკლავდი საკუთარ თავში , რამაქ სასაყვედუროთქო ვფიქრობდი, რაბედის ირონიაა არა ?! . ახლა როცა ამ ეზოს ვუყურებ მანამ სანამ კარებს შევაღებ და შევალ უეცრად წარმოვიდგენ ამ ეზოში მორბენალ ათიოდე ბავშვს ,რომლებიც მუხლამდე ბალახებში დარბიან
უდარდელად ,თამაშობენ , კიჟინებენ ზუსტად ისე ,როგორც მე. ამასთანავე წარმოვიდგენ სახლი ნანგრევებადაა ქცეული და ეს მტვრიანი და თამაშით გულამოჯერებული ბავშვები როგორ შემომცქერიან მე ,როგორ ცივად შემომცქერიან თითქოს მსაყვედურობენ რომ მე აქაურობას თავი დავაღწიე თითქოს შურთ ჩემი რადგანჩვენ ეს ღობე გვყოფს და
მე ფერად და ლამაზ არემარეზე ვდგავარ ისინი კი თითქოს
შავ-თეთრი სამყაროდან არიან , დიახ ზიზღით მიყურებენ რომ მე ღარიბი ჭეშმარიტება გავცვალე ლამაზ ილუზიაში . მიცინიან და ვხედავ როგორ აკლიათ ზოგს ზედა კბილები ზოგს ქვედა ისე როგორც ჩვენ, თითქოს უნდათ რომ მანახონ მიუხედავად სიდუხჭირისა ისინი ბედნიერები არიან , ჩემზე მეტად ბედნიერები თითქოს მეუბნებიან : „შენმაგ სილამაზეში და სიფერადეში დგახარ ერთი ეულად.ჩვენ კი აქ,ამ მტვრიან
ნანგრევებში ვდგავართ ერთად,დაერთმანეთი გვახალისებს , ერთმანეთი გვათბობს”. უეცრადვერკვევი ფიქრებიდან და ისევ თვალწინ მიდგას უაზროდმოუვლელი და
მიტოვებული ეზო,მუხლამდე ბალახებით და სახლით , მიტოვებული სახლით .
ეს არის რეალობა.



დაიწყო , დაიწყო ის რისი არსებობისაც მანამდე არც კი მჯეროდა . ის კი არა ვინმე თუ მეტყოდა სიყვარული არსებობსო სასაცილოდ არ მყოფნიდა. და თქვენ
როგორფიქრობთ არსებობს? ზოგს რომ ჰკითხო სიყვარული რო არა სიცოცხლე არ
იარსებებდაო .სიყვარულიაო მამოძრავებელი ძალა სიცოხლისო , სიყვარული
როარაო ბოროტება დაანგარება გაგვანადგურებდაო. მაგრამ მე ამას არ ვგულისხობ
მე სულ სხვა სიყვარულზე უნდაგიამბოთ . ის ხო გაგიგონიათ რამდენი ადამიანიცაა იმდენი
ისტორიააო? ხო აი ზუსტად ასეა. გოდერძი ჩოხელი წერს თავის ნაშრომში
'ადამიანთა სევდა' :
"აი , სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო, იმწუთში წარმოვიდგენ, რომ
მოთხრობა ხარდა სათაურს გამოგიძებნი"
როგორ არ დავეთანხო? იმასათან ერთად რომ ყველა ადამიანს თავისი ისტორიააქვს თავისი სათაურიც კიაქვს, ეს ხომ აშკარა მოთხრობაა . ასე რომ მეც ორ 'ცოცხალ მოთხრობაზე'მოგიყვებით ისტორიას და სათაურიც ერთად შევურჩიოთ სულ ბოლოს. ახლა კი პირობითად დავარქვათ : „მზემ ვერ შეცვალა მთვარე“.
ეს ყველაფერი 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. მაშინა თავქარიანი ,მიმზიდველი,მომხიბვლელი და ეშმაკი ვიყავი .
არარსებობდა თემა რაც მე გამომეპარებოდა .წინდახედულიც ვიყავი თუმცა მაინც
გულის
სიღრმეში ბავშვი ვიყავი. ხომ გაგიგიათ გულისსიღრმეში ყველანი ბავშვები ვართო. ისე ვერთობოდი როგორც დროს მოჰქონდა.როგორ? დავიარებოდი მზისით-დღისით-ღამით თბილისის ყველაზე ვერაგულ თუარავერაგულ უბნებში და ვტკბებოდი ,
უბრალოდ ვტკბებოდი იქ ყოფნით , რადგან არვიცოდი მომავალი რას მიმზადებდა . ყოველთვის თავზეხელაღებული ვიყავი ,
ჯიუტი და უშიშარი. არ ვერიდებოდი ყველაზე ბინძურ გართობებსაც კი მიუხედავად იმისა,
რომ კრავის შეხედულება მქონდა . დიახ დიახ ბინძურად ვერთობოდი , ხან სიკვდილამდე ვსვამდით ხანსიკვდილამდე ვეწეოდით მხოლოდ ეს მავიწყებდა იმას რაც დიდი ხანია არარც უნდა მახსოვდეს . არც გართობას ვიკლებდი არც ამაზრზენობას . ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი ცხოვრების ერთფეროვნება მომეკლა და რაიმე ახალი
'ხილი' შემეტანა ცხოვრებაში. მაშინ პირველ კურსს ვხურავდი , რომ გაუარესებული
პირობების გამო გადავწყვიტე დამოუკიდებლად შექმნა რაიმის , წასვლა
გადავწყვიტე საქართველოდან დროებით . წასვლამდე კი ყოველ დღე , როცა მახსენდებოდა რომ წასვლამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი მიუხედავად იმისა რომ აფორიაქებული ,
აღტაცებული , ახალი იდეებით , გეგმებით, მიზნებით ვიყავი , მაინც მრჩებოდა
გულში დარდი როდის ვიხილავდი ჩემს გულითად მეგობარს,რომელიც თურმე არც კი მყოლია და ისე როდის მომიწევდა ამ მტვრიანიქუჩების სურნელის შეგრძნება ,
რომელიც სულ აღტაცებას იწვევდა ჩემში . სულ მიზიდავდა ეს ჩამოშლილი და უძინარი , ღამურა ქალაქი . მიზიდავდა და მხვევდა მისი მტვრისკორიანტელში ,რომელიც სულ უფრო და უფრო ღრმად მითრევდა . გადიოდა, ძალიან ნაუცფადევად დრო და მეც უფრო მეტ დროს ვატარებდი
ქუჩა-ქუჩა , სადაც ყოველთვის მაინც გამოჩნდებოდა ჩემს მიერ აუთვისებელი
არემარე და ისევ აღტაცებას გამოიწვევდა ჩემში.თვალის დახამხამებაში გაიარა
თვეებმა,დავხურე კურსი და დადგა დრო წასვლის . ისე წავედიუკან არც
მომიხედავს . როგორც გიორგი არ უყურებდა ოთარაანთქვრივში დედას ისე არვუყურებდი მე ჩემს ქალაქს . განა არ მიყვარდა , განა არ მომენატრებოდა , უბრალოდ
მომავალი უფრო საინტერესოს მიქადდა და მეც მისკენ უფრო მივილტვოდი. აი ის
ბალახების სურნელი მაცილებდა მე რომ მიყვარდა და ვგიჟდებოდი . შემოდგომიდან ზამთრის გარდამავალ პერიოდში , რომიცის . ჭადრების სუნიც საოცრად მხვევდა თავბრუს , თითქოს გამიზნულად ჩემთვის იყო აყვავილებული. ასეთ პერიოდში განსაკუთრებით ლამაზია საქართველო. ეჰჰ საქართველო , რომლის განაც მხოლოდღა ილუზია შემრჩა . ახლაც მახსოვს ჩემი სახლის სუნი , სადაც სულ ხის სუნი იყო .
ხის იყო,თანახალი წიგნის სუნს ჰგავდა . სულ მიყვარდა . სულ ვგიჟდებოდი სუნზე,რომელიც ახლა თითქმის აღარც კი მახსოვს. სახლის უკან დიდი ჭადრის ხები იყო , უზარმაზარი და შემოდგომაზე ქარის ყოველ დანაბერზე მთელი მისი ყვითელი ფოთლები მოეფინებოდა
კარგად ამოზრდილ ბალახს , გამხმარი ხის სუნს ტოვებდა . ზუსტად ეს სუნი
მენატრება.უზარმაზარი ეზო სადაც გავიზარდე და გავლიე მთელი ბავშვობა ,
მთელი ჩემი ტკბილი ბავშვობა ,მანამ სანამ დასრულდებოდა , რომლის დასაბრუნებლადაც ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი
მაგრამ ის რაც უკვე იყო წარსულია და წარსულზე საუბარს აღარაქვს აზრი . მხოლოს ტკბილად თუ
მოვიგონებთ .ეს კია დღეს რაოდენ მწარედაც არუნდა მახსოვდეს დღევანდელი დღე უეჭველად რომ წლების შემდეგ ტკბილ მოგონებაათა ნუსხას მიეცემა განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა. არასდროს შეიძულოთ ტკივილიც კი ,პირველ რიგში ტკივილი უეჭველად
რომ გაგაძლიერებთ და მეორე როგორც ზემოთ ავღნიშნე
მომავლში ტკბილ მოგონებად გაიხსენებთ ხოლო ,ის რა უნდა დარჩეს ბევრი ფიქრის გარეშეც იცოდეთ , რომ არასდროს მიგატოვებთ ,დიახ არის ცხოვრებაში განცდები და ტკივილები ,რომლებსა ვერ დაივიწყებთ. ახლა კი იქიდან გაავაგრძელოთ სადაც გავჩერდით, ჩავედი რუსეთში და ვიცოდი რომ საქმე იმაზე რთულად იქნებოდა
ვიდრე ვფიქრობდი, მაგრამ მომავლის ინტერესსს წინ რა აღუდგებოდა ხოდა მეც დავიწყე
ბრძოლა .იქაურობის აღწერით თავს არ შეგაწყენთ საინტერესოა მაინც ვერაფერს
გაიგებთ. რუსეთი ზუსტად ის ცივი შენობებია, რასაც ფოტოებზე ხედავთ . არაფერი მეტი . ხალხიც კი ეგეთია .ხალხი კიარა გაგეცინებათ და ამინდიც კი ეგეთივეა. სუბიექტურობით აღარ მოგაწყენთ დამთავარზე გადავალ, ან დასაწყისი სად იყო ან დასასრული კაცმა არ
იცის, უბრალოდ ვგრძნობდი , რომ აქ დაკარგვაც ისეთივე მარტივი იყო , როგორც წვიმის ერთი
ობოლი წვეთიიკარგება ზღვაში. აქ 'ვეშაპსაც' კი შესაძლოაა შეეყლაპე . გავიდა ხანი ,თუმცა საქართველოს მონატრებას სულაც ვერ ვგრძნობდი ისე დადგა ცივი , არა არა ცივი კიარა რაღაც
უფრო დიდად სუსხი და ჩემთვის მიუჩვეველი დეკემბერი დადგა , სულშიც სიცივე იდგა , როგორც მანამ . რატომ მანამ? მიუხედავად იმისა რომ თავქარიანი და ისტორიებით აღსავსე
ვიყავი? აქორიოდე სიტყვას გეტყვით ჩემზე . ბავშვობის დასრულების შემდეგ გულჩათხრობი ვიყავი , სულ ადამიანების გარემოცვაში , მაგრამ სულ მარტო . დავიჯერო არავის გიგრძვნიათ მარტოობა
ხალხშიც კი?მარტო როცა ვიყავი ბევრად უფრო სასიამოვნოდ ვგრძნობდი თავს
ვიდრე ხალხში. ყველგან ფარისევლობა და ტყუილი სუფევდა .განა ყველა ტყუილი ასატანია ? ტყუილი ღიმილი , ფარისევლური სალამი. მაგრამ
ამ ყველაფერს მიჩვეული დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევდი უაზრო ხალხს , რომელთაცვის საკუთარი თავის გარდა სხვა არაფერი არაფერს წარმოადგენდა. დავიჯერო
არასდროს გისაუბრიათ საკუთარ 'მესთან' და უფრო სასიამოვნოთ არ გიგრძვნიათ თავი ვიდრე უგულოდა უინტერესო ადამიანთან საუბრისას?! მე მიგრძვნია . სულ ასე ვიყავი .
ზოგი ამბობდა
გაფრენილიაქვსო, ჭორაობდნენ, სალაფავი ჩაუვარდათ და მშიერი ძაღლებივით
ისინიც არაყოვნებდნენ. აი ეს იყო ბრბო, რომელიც სულ ცდილობდა ჩემს შეჭმას ,
მაგრამ არასდროს ამისუფელბას არ ვაძლებდი, როგორ არვიცი , მაგრამ თქვენც
ხედავთ ახლა აქვარ და ვწერ არაიმისთვის ,რომ უაღრესი სევდა მოჰგვაროს ვინმეს , არც ვინმეს სევდიანი ნუგეში მჭირდება . უბრალოდ მე გიყვებით ისტორიას ,ჩემს ისტორიას. თუმცა აქვე მინდა გითხრათ :
ისტორიები არ მეორდება ,
ადამიანები არ იცვლებიან,
ადამიანები არ მეორდებიან,
დრო ტკივილს ვერ კურნავს.
თქვენ უბრალოდ უნდა ისწავლოთ , ისწავლოთ შეცნობა შეცდომის, აღიარება, პატიება ,სწავლა, ყველაზე ცუდი გამოცდილებიდანაც კი რაიმეს სწავლა ,
მეც ასე ვისწავლე მაგრამ უკვე გვიან იყო . მე უბრალოდ მინდა ეს ისტორია სადღაც დარჩეს .
და მოლოდინზე რაღას მეტყოდით ?


--------------------

შენიშვნა : მეგობრებო, ეს დასაწყისია მხოლოდ.თუ დაგაინტერესებთ სხვა ნაწილებსაც დავდებ . მაინტერესებს თქვენი აზრი, კრიტიკას არ მოერიდოთ))
გმადლობთ, ვინც კითხულობს .



№1 სტუმარი ჟანა

თავიდან ცოტათი მოსაწყენი იყო მერე :'( :'(

 


№2 სტუმარი Himalau

Sevdiania . Gaagrdzele dadeba

 


№3  offline წევრი samudamod tqventan

Dasawyisi kargia shemdegs veliiii

 


№4 სტუმარი insidemidgnight

vauuuu:)))))))))))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent