შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტუმრობა საიქიოს თავი III (დანგრეული ქოხი)


28-09-2018, 01:37
ავტორი park_soo_byung
ნანახია 1 111

ისევ და ისევ ხატვას შევუდექი, მუყაოზე ლამპიონების წითელ შუქში მდგომი პიროვნება ძალიან ჰგავს სიზმრების და სიცოცხლის ქურდს, მის სახეზე გაკრთული ღიმილი არარეალისტური და არაფრის მთქმელია, პიროვნება მაღალი და სუსტია, მაგრამ ძლიერი და თანაც როგორი...
ისევ ღამეს ვათენებ ეს კი ცუდია, ძალიან ცუდი.
შეიძლება ისევ ხმები გავიგონო და მოჩვენებები დამეწყოს. ყოველ ჯერზე როცა ზედმეტად გადავიღლები ასე მემერთება.
ფერადი...
ნახატი ფერადი გამოდის...
წითელი ყველაზე დიდ როლს თამაშობს მასში, შავი კი ძირითად შემადგენლობაში არის. ლურჯი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, მწვანე და უამრავი გაზავებული, გარდამავალი ფერები რომლებიც ჰქმნის კომპოზიციას. ამჯერად ყურსასმენებში ვუსმენ მუსიკას და ისე ვხატავ, ჯერკიდევ ლამპიონების შუქი ანათებს ქუჩებს, დრო გადის ისე რომ მე უძრავად შევყურებ ნახატს და ვხვეწავ მას, დეტალები რომლებიც დიდ დროს მოითხოვს და ადამიანი რომელიც არ ჰგქვს ადამიანს...
- რატომ მეჩვენები როგორც ანგელოზი? ვინ ხარ?! - სიტყვები ჩურჩულით წარმოვთქვი თითქოს მეშინოდა არავის გაეგონა, არავის მასზე...
ეს შიშია...
ყველაზე დამანგრეველი რამ რაც თითოეულ ადამიანს ნამსხვრევებად აქცევს, შიში, ეს არის ერთადერთი რამ რაც ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლის, რაც ფსიქიკურ აშლილობას იწვევს და რასაც სუიციდამდე მიჰყავს ნებისმიერი ადამიანი, ეს ყველაზე საშინელი მარტოსული გრძნობაა რომელსაც ადამიანები უყვარს და მათი სიცოცხლით თამაში, თამაში რომელსაც ვერავინ წამოიწყებს მის გარადა.
სასიკვდილო დარტყმას კი მარტოსულობა აყენებს საბოლოოდ, რადგან მარტოსულობა სიკვდიდლის სურვილს უჩენს ნებისმიერს, განადგურების ნაბიჯებს კი შიში ითვლის, რომელმაც წამოიწყო დიდი თამაში და დასრულებისკენ ილტვის.
დასასრული კი მასაც ანადრულებს და მოკვდავსაც.
* * *
აღარ მინდა ვიფიქრო,
უბრალოდ მინდა მშვიდი ძილი.
აღარ მინდა ვიდარდო,
მინდა შემეძლოს კვლავ ღიმილი.
* * *
მზადყოფნაში მჯდომი ველოდებოდი ლიზას თუ როდის დაიწყებდა ყვირილს და ჯუჯღუნს, აი ისიც გამოჩნდა თავისი შემაწუხებელი ფიქრებით...
- ლილიან!!... - კიბეზე არ არის ამოსული და უკვე დაიწყო ყვირილი, ამოსვლისას კი გაკვირვებული მიყურებს და თავს აქნევს აზრების გასაფანტად. - კარგია თუ მზად ხარ! - აბლუკუნდა სულელი, მე ყურადღებით ვუსმენ და ხელოვნურ ღიმილს არ ვიშორებ რომელიც მას აშინებს. - შენმა დამრიგებელმა დარეკა, საყვედურებით. ამბობს რომ დღესაც თუ არ გამოცხადდები აუცილებლად გაირიცხები, ამიტომ ადრე მიდი სკოლაში და არ იწოწიალო აქით-იქით. - თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი და რობოტის ღიმილი ავიკარი სახეზე, ის ნერწყვს მძიმედ აგორებს და კიბეებს შეფიქრიანებული მიუყვება. " - მეჩვენება თუ იღიმის? არა ამ ღიმილში ბოროტება იმალებოდა, ნამდვილად ჩემს შეშინებას ცდილობს... ნამდვილად..."
მე ხმამაღლა გავიცინე და საწოლზე წამოვგორდი კმაყოფილმა. მართლაც ასეთი ბოროტული ღიმილი მაქვს? აწ უფრო ხშირად გავუღიმებ ადამინებს...
ზრუგჩანთაში წიგნები ჩავყარე და ელვა შევკარი, რადგან ახალი ნაწვიმარი იყო და ისევ ნიჟრავდა, გადავწყვიტე ჩექმები და საწვიმარი ჩამეცვა რომელიც ერთიდაიმავე ფერისაა, თანვე ქოლგაც გავიყოლე. ამჯერად გადავწყვიტე მესაუზმა და ისე წავსულიყავი, ჩემი გამოჩენა ოჯახის წევრებს აკვირვებს და თვალს არ მწყვეტენ.
- რამოხდა? - გავხედე მათ. დედამ თავი გააქნია და გაიღიმა.
- არაფერი, მიხარია რომ საუზმობ! - ჩაიში 6 კოვზი შაქარი ჩავყარე, ისინი ისევ არ მაცილებდნენ თვალს მე კი უხერხულობაში ვიყავი ჩავარდნილი ამიტომ ხმამაღლა ჩავახველე და სითხეს გამოურიე, შაქარი სწრაფად გადნა ადუღებულ წყალში.
- ქალბატონო ლილიან! - დაიწყო მამამ, ავხედე მას და სითხის წრუპვას შევეშვი. მას სათვალეები მოერგო და გაზეთის კითხვას აგრძელებდა სუფრაზე მჯდომი. - ჯეიკობი და ამელია ხომ გახსოვს ? - მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე როცა გავიხსენე შეუღლებული წყვილი. ჯეიკობი მამას მეგობარი და კოლეგაა, ამელია მისი მეორე ცოლია რომელიც თუ არ ვცდები ორსულად უნდა იყოს, ისინი შედარებით მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან, ჯეიკობს კი წინა ცოლიდან ერთადართი შვილი ჰყავს. - ამელიას სურს შენ მოუხატო ბავშვის საძინებელი ოთახი, დაფიქრდი ახლავე თუ შეძლებ მითხარი დავურეკავ და მათთან გაიარე ყველაფრის შესათანხმებლად, გაკვეთილების შემდეგ. - სათვალეებიდან ამომხედა მან, არმინდოდა ბევრი მეფიქრა, ამიტომ გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე.
- კარგი, დაურეკე. გავუვლი. - საუბარი დავასრულე და მაგიდიდან უსიტყვოდ წამოვდექი. წყნარი ნაბიჯით გავიარე დერეფანი და სახლიდან გავედი. დედამ კამათი დაიწყო მამასთან ჩემი გასვლის თანავე, მაგრამ არ ვაპირებდი დარჩენას და მათთვის მოსმენას რადგან ვიცოდი ეს დიალოგი ჩემში ჭრილობებს გააჩენდა რომელსაც დროდა-დრო დარდი და შიში გააფართოვებდა.
ჩემი ბედისწერაც ასეთი იყო, დანგრეული ქოხის ჭერქვეშ უნდა მეცხოვრა, აი ასე უბრალოდ...
* * *
მარტოდ მარტო
უცხო ქოხში,
ოცნების მიღმა
ტკივილით სავსე.
ცრემლიანი ცის თაღი
ნაბიჯებს ითვლის,
ნანგრევის კედლებს კი
ისევ ცრემლებით აგებს.
* * *
მივიწყებული ადამიანები რომლებიც ერთი შეხედვით ბელნიერები არიან მაგრამ რეალურად მარტოხელანი, უმწეო ბავშვებს ჰგვანან, რომელთაც ჯერ კიდებ არ შეუძლიათ გადაადგილება და საუბარი, უმწეობა ეს დანგრეული გრძნობაა რომელსაც შიში და მარტოსულობა მოჰყვება ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეული სულიერი განიცდის მარტოსულობას, თითოეული მათგანი რომელიც სითბოსა და ერთგულებას ვერ გრძნობს მეორე ადამიანისაგან, რომელთანაც სიყვარული აკავშირებს და მხოლოდ ეს სიყვარულის ძაფი აკავებს მას, რომელიც სულმალე გაწყდება და უსასრულო სიბნელეში მარტოდ-მარტო ჩაეშვება. იქ არავინ გაჰყვება და არც არავინ შეეცდება მის ამოყვანას, რადგან მარტოსული, სენტიმენტალური და გულჩვილი სულიერი არავის სჭირდება. ადამიანებისთვის სულ მალე გრძნობები უცხო გახდება და ბოროტება იქნება ერთადერთი რამ რაც მათ გულებში დაისადგურებს. ჩქაროსნული მატარებელი სიკეთიდან ბოროტების დადგურამდე ყოველთვის გაგაცილებს, ეს ყველას ემართება, ნებისმიერს, თუნდაც ბავშვს რომელსაც სურვილი ამოძრავებს მეორეს რაიმე დაუშავოს, რადგან იმას მასზე უკეთესი სათამაშო აქვს. ეს ყოველდღიურობაშია...
ფერები და ნათება რომელიც წარსულიდან გადმოსულიყო და გღევანდღელობაში გამეფებულიყო ძალიან მეცნობოდა, ნაცნობი ქუჩა რომლის ყველა კუთხე კუნჭული ვიცი, ნაცნობი პერსონაჟები რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავ ქუჩაში თუ შენობაში, მაღაზიის გამყიდველი, კლასელები, მასწავლებლები, მოხუცი ბებო რომელიც თავის გარდაცვლილ ქმარს ელოდება სკამზე ჩამომჯდარი, ქუჩაში მოთამაშე ბავშვები რომლებმაც ბურთს წირვა გამოუყვანეს და ნაკერები აღარ შერჩენია ზედ, ტაქსისტი რომელიც მთელი დღის განმავლობაში უმუშევარი დგას და კლიენტებს ელოდება.
აი ასე უბრალო და პატარა სივრცე, რომელიც ოდესრაც სიცარიელეში იძირებოდა...
კლასში შესულს არავინ დამხვადა ორი მოსწავლის გარდა რომელებიც წინა მერხებზე დასკუპულან და მასწავლებელს უსმენდნენ, დაგვიანებისთვის საყვედური ისევ მივიღე და უკანა მერხზე დავჯექი. მათ არ ადარდებთ საიმონი და ამიტომ ისინი არ არიან იმ ფენის წარმომადგენლები როგორებიც საიმონი ან ადელინია. მათ ირგვლივ კი პატარა სათამაშოები რომლებსაც თითზე ატრიალებს ადელინი. მას ცხოვრება გადაუხდის სამაგიეროს, ის არავის ტოვებს.
გამოსვლის ზარი დაირეკა ამიტომ სასადილოდ პირველზე ჩასვლა გადავწყვიტე მაგრამ გოგონებმა შემაჩერეს.
- ლილიან! - ფრთხილი ნაბიჯით წამოვიდა კლარა, ის მეტრასამოცდახუთი სიმაღლის გოგოა ქერა თმებით და ცისფერი თვალებით წინა წელს გადმოვიდა ჩვენს სკოლაში. - საიმონი ცუდადაა... ძალიან ცუდად, კომაში ჩავარდნილა. კარგი იქნება თუ მოინახულებ, ბავშვებს დამნაშავე ჰგონიხარ ამიტომ დაუმტკიცე მათ შენი უდანაშაულობა, რომ შენ ამ ინციდენტში წვლილი არ მიგიძღვის, ისინი ფაქტებს უყურებენ და არა შენს შესაძლებლობებს. - მშვიდი სახით გავხედე მას.
- არ ვაპირებ მის მონახულებას. და საერთოდ ნუ ერევით ჩემს საქმეში! - გავბრუნდი და კარიც გავიხურე, არვიცი რამდენად ცუდად მოვიქეცი, მაგრამ არ ვაპირებ ვინმეს მოვუსმინო, ან დავაფასო ადამიანი რომელიც მალევე საღეჭ რეზინზე გამცვლის უსიტყვოდ.
ჰოთ დოგი არადა არ გადადიოდა ყელში არშემეძლო ჭამა, ნეტავ რისი ბრალია? ნუთუ სინდისი მქენჯნის?!
- ხა ხა... - არარსებულია. ნაგვის ურნაში მოვისროლე ნარჩენი და კლასში ავედი.
"new sms"
მამა: - როცა შეძლებ ამელიას გაუარე მე გაფრთხილებული მყავს შენს მისვლაზე.
პასუხის გაცემა მეზარება ამიტომ ჩანთაში ვაგდებ ტელეფონს.
* * *
სულში ბინდი ჩამოწვა,
ღიმილი ცრემლებმა შეცვალა,
სიბნელემ სინათლე შთანთქა,
და ვგრძნობ, სიკვდილი აქაა...
* * *
გაფრთხილებულმა დაცვამ გამატარა ჭიშკარში და საბოლოოდ ბოტიჩელების უზარმაზარი სახლის კარების წინ აღმოვჩნდი, ზარის დარეკვის შემდეგ ველოდები გამიღებს თუ არა ვინმე კარს. ვიღაც სახელურს დაბლა სწევს და ნაწილობრივ აღებს კარს, კარების მიღმა ახალგაზრდა ახმახი დგას ხალათში, ლურჯ თვალებს წურავს და იჭყანება, ჩემს გარეგნობას ათვალიერებს, ნუთუ რაიმე მჭირს? არაფერი რათქმაუნდა ეს ერთერთი სარკაზმული გამოვლინებაა მიმიკებით და გამოხედვით, ადამიანებს იმაზე უკეთ ვიცნობ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
- თუ არ გინდა რომ ეგ სახე აგაძრო გირჩევ ასეთი მიმიკები არ დაკერო იდიოტო! - ვუთხარი და გვერდით მივწიე, წყნარი ნაბიჯით შევედი დერეფანში რომლის გაგრძელება უზარმაზარი კიბეები იყო, ის მეორე სართულზე ადიოდა, ასევე უცხოდ გამოიყურებოდა ორმეტრა ნახევრის კარები რომელიც სადღაც შედიოდა.
- ასეთი საშინელი ხასიათის და ჩაცმულობის ადამიანს პირველად შევხვდი, რა უბედურებაა... ყვითელ მაიმუნს უფრო ჰგავხარ ვიდრე ადამიანს! - მკვლელის თვალებით გავხედე ბიჭს, არ მეგონა ჯეიკობს ასეთი საშინელი შვილი თუ ჰყავდა, ლენჩი კუნთების გროვა, მეზიზღება ასეთი ბიჭები საშინელი აღნაგობა აქვს.
- ხოდა დატკბი ჩემი ცქერით ერთუჯრედიანო პრიმატო! - გავუღინე მდგარ ბიჭს რომელსაც კითხვითი ნიშნები გამოსახოდა სახეზე. კარიდან გამოსულ ამელიას დავაკვირდი რომელიც უკვე 8 თვის იყო.
- რაო? - პირღია დარჩა ზურგს უკან მდგომი, როგორ ეტყობა რომ გონებაშეზღუდულია.
- რა კარგია რომ მოხვედი! დიდიხანი გავიდა, როგორ გაზრდილხარ ლილიან... - გადამეხვია მან, მე სხეულში ყველა განცდა ვიგრძენი, როგორ იზრდებოდა პატარა არსება მუცელში, როგორ მოძრაობდა და როგორ სცემდა მისი გული.
დამბურძგლა...
ეს საოცარი შეგრზნება იყო, დაინახო ის რაც სხვისთვის უხილავია.
ამელია 35 წლის ქალია, გრძელი წაბლისფერი თმით და გირჩისფერი თვალებით, ერთი შეხედვით სათნო და სუფთა სულის ადამიანი.

უზარმაზარ და ნათელ ბიბლიოთეკაში შემიყვანა ამელიამ, იქაურობა ჩემთვის ნამდვილი სამოთხე იყო, უფლებაც კი მომცა გადამეთვალიერებინა იქაურობა, უამრავ ნაცნობ წიგნს გადავეყარე, ისეთ წიგნებსაც რომელიც ვერ ვიშოვე და ძალიან მსურდა წაკითხვა. დენიელ კიზი - ყვავილები ელჯერონისთვის, რეი ბრედბერი - 451° ფარენჰაიტით, მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში - აგათა კრისტი, ჰოვარდ ლავკრაფტი - ქთულჰუს ძახილი, დენ ბრაუნის - დავიინჩის კოდი, სტეფან მაიერის - ბინდი, ახალი მთვარე, დაბნელება, განთიადი, ოთახი - ემა დონაჰიუ, საშუალო სქესი - ჯეფრი იუჯინიდისი, სტიგ ლარსონის - გოგონა დრაკონის ტატუთი, ანე ფრანკის დღიური, სარა ჯ. მაასი - შუშის ტახტი. ბეკა ფიცპატრიკის - არ ილაპარაკო კი რომლიც 14 წლის ასაკში წავიკითხე მაშინ ძალიან მომეწონა მაგრამ ახლა რომ წავიკითხო ალბათ ბანალური მომეჩვენება.
არადა არ სრულდებოდა ჩამონათვალი, რიგები, სურნელი ძველი და ახალი წიგნების, ისტორიები რომლებსაც წიგნები მიყვებოდნენ, რამდენი სულიერის ხელი შეჰხებია და რამდენი ემოცია მათზე დაღვრილა, გრძნობებით ავსებული წიგნების წარსული, რომელიც სასიამოვნო საყურებელია, სხვისთვის კი ჩემი ცქერა სასაცილო და ამოუცნობი, თუ როგორ დამიხუჭავს თვალები და როგორ ვცვლი მიმიკებს სხვადასხვა წიგნებზე ხელის შევლებით.
- მოგწონს არა? - მეკითხება ქალი როცა წიგნების თაროებს ვწყდები და მისკენ მივდივარ.
- ეს ვის არ მოეწონება?! - გამეღიმა შთაბეჭდილების ქვეშ მყოფს.
- აქაურობა მოწყენილობისაგან მათავისუფლებს, ეს ის ადგილია სადაც მეც და ჩემს პატარასაც უყვარს ყოფნა. - მის ბურთივით დამრგვალებულ მუცელზე ხელი გადაისვა და ახლოს მდგომ ტახტში ჩაესვენა.
- ყურადღებით გისმენ სამუშაოს შესახებ, შეგიძლია დაიწყო საუბარი... - მის მოპირდაპირედ ჩამოვჯექი და ჩანთა მოვიხსენი.
- კარგი, ალბათ უკვე იცი რომ ბავშვის საძინებლის მოხატვა მსურს, ნუუ ოთახი ოთხით - ექვსზეა, სიმაღლე კი 3 მეტრი, რთული იქნება ერთ თვეში დაამთავრო? - ფრთხილად და დაკვირვებით მესაუბრებოდა რათა ფართს და საძინებლის ზომებს არ შევეშინებინე.
- უნდა ვნახო და შევაფასო, ასე ზედაპირულად რთულია პასუხი გითხრა. სად არის ფანჯრები, სად დაიდგმება ავეჯი და ასე შემდეგ რომ ამის მიხედვით შევარჩიო საჭირო ილუსტრაცია კედლებისთვის. ალბათ მიმიხვდი რისი თქმაც მსურს... - მშვიდი სახით ჩამოვყალიბდი და გავხელე გაფაციცებით შემყურე ქალს.
- შენს შესახებ გავიგე, ფსიქიატრთან დადიოდი რაღაც პერიოდი, ახლა როგორ გრძნობ თავს? - ამან საიდანღა გაიგო?
- იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ახლა ყველაფერი რიგზეა და კარგად ვარ. - უხერხულად შევიშმუშნე და თვალები დაბლა დავხარე.
- კარგია. მაშინ ზემოთ ავიდეთ! - თავით მანიშნა გასასვლელისკენ და წამოდგომა სცადა, როცა მივხვდი რომ უჭირდა წამოვეხმარე მას და მეორე სართულისკენ დავიძარით.
გზად ჩემს ყურადღებას კედლებზე შეკიდული ტილოები იქცევს რომლებიც დიდი ოსტატობით იყო შესრულებული, პეიზაჟები, ჩემთვის უცნობი პერსონაჟების პორტრეტები. ალბათ ჯეიკობი ხელოვნებას და ხელოვანებს ძალიან აფასებს, ფაქტი სახეზეა, თანაც ანტიკვარი ნივთების მოყვარულები არიან, კოლექცია ძალზედ თვალისმომჭრელია, ანტიკვარ ნივთებს ყველა კუთხე კუნჭული უკავია. კედლებს ძვირფასი შპალერი ამშვენებს, დერეფანი კი ისეთი გრძელია დაუსრულებელ გვირაბს ჰგავს, საბოლოოდ კი მის დასასრულთან შეჩერდა ქალი.
ამელიამ თეთრი კარები შეაღო და შიგნით შემიძღვა, საკმაოდ დიდი და ნათელი ოთახია, მარცხენა მხარეს ორი დიდი ფანჯრით და სითეთრეში ჩაძირული ცარიელი სივრცე.
- მოპირდაპირე კედელთან საწოლის დადგმა იგეგმება, მარჯვნივ ტუმბო, ფანჯრების შუაში ტახტი, მინდა სივრცე იყოს ამიტომ მხოლოდ სათამაშოებით შეივსება ცარიელი ოთახი. - ხელების საშუალებით მიხსნის ის განლაგების გეგმას.
- გასაგებია, შევეცდები დროზე ადრე დავამთავრო. - წინ მივიწევ და ფანჯრიდან გადავიხედე, ხედი ჩვეულებრივია, შემოსასვლელ ნაწილს გადაჰყურებს. - მემგონი უკეთესი იქნება თუ ეს ნაწილი ხელუხლებელი დარჩება!- ვანიშნებ ფანჯრებიან კედელზე.
- როგორც გინდა ისე იყოს, შენ უკეთ იცი, მე არაფერი გამეგება ხელოვნების და ინტერიერის დიზაინის. - აიჩეჩა მხრები მან. - წამოდი საჭირო თანხას მოგცემ ფერებისთვის.
გარეთ გავიდა და მოპირდაპირე კარის მიღმა მიიმალა, მე დერეფანს დავუყევი და ნახატების ახლოდან შესწავლა დავიწყე.
ფრთხილად ვეხებოდი უხეშ ზედაპირს, ნახატი ახლოდან არაფერს არ ჰგავს, მაგრამ შორიდან ის უბრალოდ შედევრი იყო, აი ეს არის ხელოვნება და ამით აქვს ნახატს ხიბლი, ერთგვარი ტექნიკა რომელიც სასიამოვნო შესასრულებელია, უამრავი ზეთის საღებავები გახარჯულა თეთრი ტილოს შესავსებად, რომელიც უამრავი რამით იგრუნტებოდა. გრადაციები რომლებიც საოცარი ოსტატობითაა შესრულებული, ეს აღმაფრთოვანებელია.
- ოო... ყვითელო?! - აყვირდა ზრუგსუკან მდგომი რომელიც საუბრის წამოწყებაზე ბევრს ფიქრობდა. უბრალოდ გავხედე მას და ისევ გავაგრძელე ნახატების დათვალიერება. - ეი გოგონი! არ შეეხო ნახატს, ის საკმაოდ ძველია. - ხელები გულმკერდზე გადაიჯვარედინა და კმაყოფილი ფიქრობდა რომ დამადუმა.
- აქ ყველა ნახატი ნახევარი საუკუნისაც კი არ არის... მაგალითალ ეს ნახატი 1998 - ში დაიხატა და დიდი ისტორიაც არ აქვს. - სიტყვები თავისით მოდიოდა და არ შემეძლო გავჩერებულიყავი.
- შენ რაიცი საერთოდ? ნუთუ ასეთი მაგარი გგონია თავი? ამ ნახატზე წლებიც კი არ არის მითითებული, როგორ გაიგე? - დაეჭვდა ის და უფრო მომიახლოვდა.
- დაძველების ეფექტი საკმაოდ ოსტატურადაა შესრულებული და ადვილი ამოსაცნობია წლებიც, თუ იცი რომელ წლებში რა ხატვის სტილი, მეთოდი და თემატიკა იყო გავრცელებული. - ის სიტყვასაც ვერ ამბობდა, უბრალოდ ჩავუარე გვერდი და ამელიას გავყევი რომელმაც პირველზე ჩასვლა გადაწყვიტა.
- არ მიაქციო ყურადღება მატეოს, უსაქმური და მომაბეზრებელი ბიჭია! - ის ჩუქურთმებიან მოაჯირს ეყრდნობა და ფრთხილად ჩადის კიბეზე გასასვლელთან ჩერდება და თანხარ მიწვდის, მოსამსახურემ ჩემი ნივთები ბიბლიოთეკიდან გამომიტანა და მომაწოდა. - შენი სურვილისამებრ აარჩიე ყველა ფერი და იყიდე. ხვალიდან თუ შეძლებ დაიწყე, იმედიე საკმარისი იქნება თუ დაგაკლდა მითხარი, კარგი?! - თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე და სახლიდან გამოვედი.
ისევ გაწვიმებულა, სახლში მისვლას ნამდვილად არ ვაპირებდი ასე ადრიანად, ამიტომ ქოლგა გავშალე და სასურველი ქუჩისაკენ დავიძარი რათა სასურველი და საჭირო ფერები მეყიდა. ჩემმა სამოსმა განაპირობა ალბათ მატეოს ასეთი რეაქცია, ამიტომ დამიძახა ყვითელი მაიმუნი, საერთოდ პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე არასდროს არ არის მცდარი, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი. ალბათ მეც ყვითელ მაიმუნს ვგავარ მისი გადმოსახედიდან.
ყურსასმენები მოვირგე და გადავწყვიტე რასაც ვუსმენ იმისგან რადიკალურად განსხვავებულ ჟანრში გადავიჭრა. Monogram - Lucid Dream While You Were Sleeping (საუნდრეკი)
* * *
ქარი ქრის, წვიმის ფონზე,
ღრუბლები ტალღებად მიდიან,
ჩემი ფიქრები გრძელია და
ამოუხსნელად ძნელია.
* * *
" - ნიჭიერი ლილიანი ყოველთვის თავდაჯერებული და თამამი გოგონაა, რომელსაც არავისი ეშინია ჩემს გარდა." - შავთვალება მონსტრი ისევ ჩემს გონებაში აღწევს და დამცინის, ის რათქმაუნა ფიქრობს რომ მისი მეშინია და ასეც იყო მანამ სანამ ის სახურავზე და აივნიდან ქუჩაში მდგომი არ დავინახე. მაშინ მივხვდი რომ ის იმდენად საშიში არ იყო როგორიც სიზმრებში ჩანდა.
" - მე შენი არ მეშინია! "
პაუზა...
ის დუმს... ჩემს ირგვლივ გამეფებული ქუჩის ხმაური კი საერთოდ აღარ მესმის, თითქოს მინის ყუთში ვიყო გამომწყვდეული და წვეთი სიტყვის ხმა არ შემოდიოდეს მის მიღმა მოყაყანე ხალხის, რომლებიც სწრაფი ნაბიჯით გადაადგილდებიან ქუჩაში, ავტომობილებში და კაფე-ბარებში მსხდომების, რომლებიც იცინიან და საუბრობენ მათ ირგვლივ არსებულ თემებზე.
" - მე შენს თვალებში მართლაც ვერ ვხედავდი შიშის ნაპერწკალს როცა შეგხვდი სახურავზე, პირისპირ. " - აღიარება ეფექტური იყო რამაც კმაყოფილების ღიმილი მომგვარა. დღეს ძალიან ბევრს ვიღიმი რატომღაც...
" - კაგია რომ აღიარებ..."
" - რატომ არ ინახულებ შენს თანაკლასელს? "
" - შენ საიდან იცი ეგ? "
" - მე ყველაფერი ვიცი შენს შესახებ და ისიც ვიცი რომ ახლა " The house of colors"-ის მაღაზიაში მიდიხარ."
გულში უცნაური ტკივილი ვიგრძენი და მივხვდი რომ შიშმა დაიწყო წოწიალი სხეულში, ისევ ვიგრძენი მისი ახლოს ყოფნა, თვალს მადევნევს, აკვირდება ჩემს თითოეულ ნაბიჯს, სიკვდილი ყველას დაგვსდევს. თოვლში შენს ნაკვალევს ყოველთვის მოჰყვება ვიღაც, ეს ვიღაც კი "სიკვდილია".
მაღაზიაში შევაბიჯე და დახლებში განთავსებული ფერების თვალიერება დავიწყე აქ ყველაფერი არის რაც ნებისმიერ მხატვარს სჭირდება.
კედლის საღებავები ავარჩიე, სპრეიები, შევეცადე სათანადოდ შემერჩია ხარისხი. მოლარეს მაგიდაზე დავყარე და მოლოდინში ფეხები ავაბაკუნე თან ვათვალიერებდი ირგვლივ მდგომ ხალხს რომელიც რიგს ელოგა და რომლებშიც მას ვეძებდი, მაგრამ როგორ შევძლებ მის ამოცნობას, მე ხომ მისი სახეც კი არ დამინახია. ქალმა როგორც იქნა მისი ნელი მოძრაობით ხურდა დამიბრუნა და წასვლის საშუვალება მომეცა, დავსტაცე პარკს ხელი და წავედი გასასვლელისკენ.
გასვლამდე ქოლგა გავხსენი და ისე შევაღე კარი, როცა ვიღაცის ფეხები შევნიშნე ჩემს წინ, მივხვდი რომ რაღაც არ ყოფილა ჩემს წინ რაც მეღობებოდა, ეს ვიღაც პიროვნება იყო რომელიც ჩემმა სველმა ქოლგამ დაასველა და ალბათ ძალიან ბრაზობდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ქოლგა დაბლა დავწიე და დავხურე.
ჩემს წინ მდგომს წარბები შეეკრა და ზემოდან დამყურებდა ვერცხლისფერი ჰარი პოტერის სათვალით, რომელიც თითქოს სექსუალურად ჩამოიწია დაბლა, გაკვირვებული შევყურებ მას, ის კლასიკურ ტანისამოსშია გამოწყობილი, მარჯვენა ხელში ტელეფონი უჭირავს და თეთრი ბოტასები აცვია რომელზეც ერთი გრამი ჭუჭყი ვერ შევნიშნე, მე კიდევ ისეთი თუთხნია ვარ ასეთ წვიმაში აუცილებლად ვიპოვიდი ტალახის გუბეს. თეთრი თმები ცხვირთან ჩამოჰყრია რომელიც ჩემმა ქოლგამ დაუსველა მაგრამ მაინც უბზინავდა, შავ თვალებში კი გუგებიც არ მოუჩანდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე...
- ჰეი გოგონი წინ რატომ არ იყურები? - გაბრაზებულმა დამჰყვირა თავს ზემოდან.



№1  offline წევრი samudamod tqventan

magari iyo momewona gaicina ravarc iqna

 


№2  offline წევრი park_soo_byung

samudamod tqventan
magari iyo momewona gaicina ravarc iqna

მადლობა რომ კითხულობ და მოგეწონა<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent