შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Darck side of blood. 16


29-09-2018, 19:57
ავტორი Soow
ნანახია 992

ანდრეა და მია ბირველ სართულზე დაბინავდნენ,ჯინას კიდევ ერთხელ დავხედეთ ერთად მერე გარედ გავედით .
-ძალიან ვწუხვარ რომ შენს დას ასეთ პატარა ასაკში მოუწია გადაქცევა-ვუთხარი ანდრეას და ორივე ერთად ვუყურებდით მდინარესთან მოფარფატე პატარა მიას.
-იქნებ ეს ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი შანსია ! მე იმდენი რამ გამოვიარე ... არ ვიცი იქნებ ვამპირი რომ ვყოფილიყავი ასე არ მომხდარიყო , ანდაც უფრო უარესად ყოფილიყო ყველაფერი.-სევსდიანად ჩაილაპარაკა ანდრეამ.
-წყურვილთან გამკლავება გიჭირს?
-ძალიან, მაგრამ ვინმეს მოკვლას მირჩევნია ადამიანებისგან თავი შორს დავიჭირო , მიჩვევამდე იზოლაციაში ყოფნა მირჩევნია.
-წყურვილი , უფრო გაგიმძაფრდებათ! მინდა რომ ეს იცოდე-თანაგრძნობით შევხედე მას და თავი ძალიან დამნაშავედ ვიგრძენი.- მია? ის ხომ თექვსმეტისაა!
- მიას უფრო არ უჭირს! დაუჯერებელია მაგრამ, ფაქტია.ყველაფერს ვიღონებ რომ ვამპირობის დადებითი მხარეები გამოიყენოს და არა უარყოფითი.
- მარტო ყოფნის მანძილზე როგორ იკვებებოდით?
- მეზობელი შთავაგონეთ! ჩვენთვის სისხლს იპარავდა,სხვა შემთხვევებში ღამით ტყეში გავდიოდით სანადიროდ,მადლობა მამაშენს რომ სახლი ტყის პირას იყო.
-შენი საქმრო რატომ არ წამოვიდა?
-...
-დანი?
-მოკვდა!
-... დანი ... ეს ... როგორ მოხდა შენ ამას არ იმსახურებ ... სიკვდილი არ ილევა ამ ერთი წლის განმავლობაში-მართლა ძალიან მეწყინა იმის მიუხედავად რომ საერთოდ არ ვიცნობდი , მე დანის ვიცნობდი.
-ასე ნუ განიცდი მე მოვკალი - ცინიზმით თქვა, მეგონა გადატანითი მნიშვნელობით გულისხმობდა ამას.- მე მოვკალი თავი წავაცალე.ღალატში გამოვიჭირე!
-დანი ! კი მაგრამ შენ იმდენი ხანი ელოდებოდი მასთან ყოფნას, ვამპირები ხომ იცი ისინი ახლად გარდაქმნის პერიოდში სხვანაირები არიან.იმიტომ ,რომ ქალთან გამოიჭირე ამის გაკეთება არ ღირდა! ...ეს რატომ გააკეთე?! - სრულ გაურკვევლობაში ვიყავი.
-მე ის ქალტან არ გამომიჭერია - უემოციოდ მიპასუხა და კიდევ უფრო დამაბნია.
-კაცთან? არა ესეთი რამ ვამპირიზმს არ ახასიათებს-ვუპასუხე დაბნეულად.
-შენ ვერ გამიგე მას ყველა ჩვენგანის სიცოცხლის მოსპობა უნდოდა , ვავიჩებმა ლამაზი მანქანით და სახლით მოისყიდეს.მეკითხებოდა შენზე ჯინაზე , სასწაულმოქმედ წყაროზე რომელსაც კევინი ეძებს.არაფერი მითქვამს , ვუთხარი რომ წყარო დიდი ხნის წინ განადგურდა . რაღაცას ვეჭვობდი,მერე კი ყველაფერი გამართლდა ! საპირფარეშოში ჩაიკეტა ვავიჩებს ესაუბრებოდა იმ ყველაფერზე რასაც მე ვუყვებოდი და ჩემი დაში რამდენს მისცემდნენ აინტერესებდა.კარი რომ შევაღე ჩემი მოკვლა სცადა. მე დავასწარი.
-... ეს საშინელებაა! არც კი ვიცი როგორ განუგეშო.
-შენ ამას უკვე აკეთებ!-გამიღიმა და მერე უცებ თება შეცვალა- ერთი სული მაქვს ჯინას როდის ვნახავ , გაღვიძებულს იქნებ სჯობს ასეთ მდგომარეობაში მარტო არ დავტოვოთ?-შემეკითხა და მიას დაუძახა შინ ვბრუნდებითო!
-მართალი ხარ შინ წავიდეთ.

ჯინას ეძინა თუმცა კარის ხმაზე გაეღვიძა, თვალები შეშუპებოდა ტირილისგან მაგრამ უფრო უკეთ იყო .საწოლზე ჩამოვუჯექი
-ჯინა ქვემოთ ანდრეა და მისი და გელოდებიან, და თანაც მინდა რომ თავი მოიწესრიგო ორ საათში ექიმი მოვა და აუცილებლად უნდა გაესინჯო ,სიმართლე რომ გითხრა შენი მუცლის მოცულობა ცოტას მაშინებს,მართალია პატარა ნახევრად ვამპირი იქნება მაგრამ ეს თვისებები თანდათან განუვითარდება ახლა ის შენ უფრო გგავს და ისე სჭირდება მოვლა როგორც ადამიანის ბავშვს! შენ დიდი სტრესი გამოიარე ამ სამი თვის მანძილზე ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო . ძალიან გთხოვ დანმთანხმდი და არ გაჯიუტდე.
მან უბრალოდ თავი დამიქნია და ვფიქრობ ჩემმა ნათქვამმა ძალიან იმოქმედა მასზე.
-დილან! დამპირდი რომ ბავშვის დაბადების შემდეგ დედას საფლავზე წასვლის უფლებას მომცემ.
-რათმაუნდა ერთად წავალთ.- ჩავუღიმე და წამოდგომაში მივეხმარე.-სააბაზანოში შემოგყვე?
-არა!-გაეღიმა-ჯერჯერობით ჩემითაც გავუმკლავდები ასეთ ინტიმურ საკითხებს.
-გინდა ექიმის შემდეგ შოპინგზე წავიდეთ?
-არ ვიცი!-შეიშმუშნა
- მე მესმის , მაგრამ არც მე არც მამას და არც ბრუნოს ამ ტანსაცმლის გარდა არაფერი გვაქვს და ყველაზე მეტად ვისაც ახალი ტანსაცმელი სჭირდება შენ ხარ! და თან ნაყინს შევჭამთ.
-ნაყინით მიყიდე,თანახმა ვარ!
- იცი აქ გარედ გასვლა უფრო ხშირად მოგვიწევს ვიდრე ფიქრობ წარმოიდგინე ორი ადამიანი ხართ სახლში , ყველა დანარჩენი წურბელები როგორც ბრუნო იტყოდა! შესაბამისად ან თქვენ ორმა უნდა მოამზადოთ საჭმელი ან გარედ უნდა გამოგვყვეთ რომ მშიერი არ დარჩეთ.იცი ვამპირებისთვის ადამიანური საკვების მზადება ნამდვილი გამოწვევაა, მე თანახმა ვარ ეს ყველაფერი მოვითმინო მაგრამ არა ყოველდღე! სანამ შეგიძლია გარედ სუფთა ქაერზე უნდა იარო! ასე უკეთესია შენთვისაც და პატარასთვის.
ისევ გამიღიმა და სააბაზანოში შევიდა , წამის მეასედში კარი გააღო და იკითხა"რა თქვი? ანდრეა მოვიდაო ხომ?"
- კი ნამდვილად ეს თავიდანვე გითხარი
-უცებ ვერ გავაცნობიერე-კარი ისევ დახურა ,მერე ისევ გააღო .
-მომენატრე!-საკოცნელად გამოიწია და მეც ვაკოცე . კარი რომ მიიხურა ცოტახანი დაველოდე კიდევ რაიმე ხომ არ დააინტერესებს ანდაც უკეთესი ხომ არ მოვენატრები მეთქი.სამწუხაროდ კარი აღარ გაუღია , ამიტომ ქვემოთ ჩავედი და ექიმის მისაღებად განკუთვნილ ოთახს გადავხედე.




*******

მოხუცი სათვალეებიანი ჭაღარა კაცი მთელი საავადმყოფოს ტექნიკით იყო მოსული,სჩანს მამამ ბევრი გადაუხადა.დაახლოებით 20 წუთი ჯინას სინჯავდა მაგრამ არაფერს ამბობდა ,მის სახეზე არ გამოიხატებოდა რომ ყველაფერი ცუდად იყო და არც ის რომ კარგად იყო.
როგორც იქნა ეხოსკოპიის ჯერი მოვიდა,ჩვენი პატარას გულის ცემას მოვუსმინეთ , თუმცა მისი დანახვა ვერ შევძელით.ეს ვამპირების ბავშვებს ახასიათებთ.ექიმმაც იცოდა ჩვენი ვინაობა მამაჩემის მეგობარი იყო.მხრებში გასწორდა ექიმი და სათვალეები მოიხსნა.
-იცით,ყველაფერი სტაბილურია დიდ საფრთხეებს ვერ ვხედავ მაგრამ სასწრაფოთ უნდა იმოქმედოთ.-თქვა ექიმმა და წარბები ელეგანტურად შუბლზე აიტანა .ძალიან სასიამოვნო შესახედი იყო ასეთ მდგომარეობაში ბერი კაცი,რომ არ მენერვიულა გავუღიმებდი კიდეც.ადამიანებში ნაოჭების და ჭაღარის მშურს მეთქი რომ გითხრათ , აფსურდათ ჩათვლით მაგრამ ეს ასეა . რამდენიმე წლის წინ მათთვის ყველაფერს დავთმობდი მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ! ახლა ცხოვრებას თავიდან ვიწყებ.
-ჰმ, აი წამლების სია რომლებიც უნდა მიიღოდ, თქვენს ორგანიზმში არასწორი და უკმარისი კვენისა და ვიტამინების გამო,პატარას შეიძლება ზიანი მიყენდეს, ასე რომ ეს სტანდარტული დიეტის დღიურია გამომართვით.- ჯინას თხელი წიგნი გაუწოდა ექიმმა - რორც ვატყობ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებით! არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი ნაყოფი თქვენზე მგრძნობიარეა ,ბედნიერებას თქვენზე ათჯერ უფრო მეტად იგრძნობს და მწუხარებასაც , ეს მისი ბუნებაა-თითქოს რაღაცაზე მიანიშნაო .
-ბევრი უნდა იმოძრაოდ სუფთა ჰაერზე ,რათქმაუნდა თავი არ გადაიღალოდ თქვენ ძალიან სუსტად ხართ.ორი კვირის განმავლობაში სექსისგან თავი შეიკავეთ , დარწმუნდით რომ უწინდელი სხეულის მასა დაიბრუნედ და იმის შემდეგ უბრალო წყვილებს რეკომენდაციასაც კი ვაძლევ სიტუაციის მიხედვიდ მაგრამ თქვენ სიტუაციაში... უბრალოდ გეტყვით რომ ნაყოფს უნდა გაუფრთხილდეთ ისევე როგორც მის დედას.
ეს ექიმი ძალიან მომეწონა მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში საერთოდ დამავიწყდა სექსი რა იყო! თავი ცოტა არ იყოს და უხერხულად ვიგრძენი ისევე როგორც ჯინამ მერე ეს უხერხულობაც მეუხერხულა და გადავწყვიტე ამაზე ფიქრი შემეწყვიტა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent