შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dark side of Blood 11(ბრძოლა ჯერ არ დაწყებულა)


9-04-2016, 19:02
ავტორი Soow
ნანახია 1 748

პტრიკმა როგორც იქნა დაითანხმა ემილი და მისი როგორც პატრიკი იტყოდა "ტუსოვშიკი" ბიჭი. იმ ბიჭის გადამკიდე ყველამ ვიცოდით სახლში რუსული გინება.მარიანა და ჯინა დამეგობრდნენ . მარიანა ვამპირისა და ჯადოქარის შვილი იყო , ანუ ამინას და ჯადოქრის შესაძლებლობებს სრულად ფლობდა და ისიც მითხრეს რომ ეს უიშვიათესი მოვლენა იყო .
მიკვირდა როცა უთხრა რომ მონასავით აღარ ვიქნებიო, საერთოდ ნებისმიერ ჯადოქარს სულ რაღაც ერთი რაღაც მაგიური სიტყვით ნებისმიერი ვამპირის დამორჩილება შეუძლია.
ყველას მხოლოდ ერთი სული გვქონდა როდის გადმოკვეთავდა მამაჩემი და ჩემი ძმა დენისსთან და ანდრეას დასთან ერთად მელანიტების საზღვრებს.რა უფრო ახლოვდებოდნენ მით უფრო იღვიძებდა ჩემში პატარა ბავშვი რომელსაც მამისა და ძმის დანახვაზე მეტად არაფერი უნდოდა.
-უკვე გაიღვიძე!-ჩემს მკლავს მოეხვია ახალგაღვიძებული ჯინა.
-დიდი ხანია!-შუბლზე ვაკოხე და მკლავში მოვიქციე.
-ერთი სული გაქვს ალბათ შენებს როდის ნახავ.-გამიღიმა მან.
პასუხად მეც გავუღიმე და შუბლზე ვაკოცე.მომდევნო ოთახიდან ანდრეას ხმა მომესმა, მივხვდი რომ გარდაქმნა დასრულებულიყო , ჯინას გადავხედე მზერიდაც მიხვდა რომ ახლა უნდა ჩაეცვა და ანდრეასთან უნდა გამომყოლოდა. მაგრამ ამის გაკეთება არ დაგვცალდა.
-რას შვებით ? -ელივისებრი სიჩქარით შემოვარდა ანდრეა და ჩვენს შურის გაწვა !
-ეგ უვე უზრდელობაა ! -მხიარულად გავუღიმე და მისი ლოგინიდან წამოგდება შევეცადე.
-რა იყო რა ჩუმები ხართ გუშინ გეფიცები არავის არაფერი გაგვიგონია!
-ანდრეა ! - შეწუხებულმა წამოიყვირა ჯინამ.
-რა იყო?-ისეთივე ტონით მიუგო ანდრეამ.
-ხელს მუცელში მუ მაჭირებ ძალიან მტკივა!-ნახევრად კიოდა ჯინა. ანდრეას ორივე ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული , ჯინას საბანი გადავაძრეთ და მისი დაკრუნჩხული სხეულის შემხედვარე ორივე შევცბით და აქეთ იქეთ სირბილი დავიწყეთ , ქათმებივით.
უკვე საზარელი ტკივილები ჰქონდა და განწირულივით კიოდა. ერთადერთი ვინც მომაფიქრდა მარიანა იყო, რომელიც ახლახანს შემოვიდა სახლში და ამ კივილზე ეგრევე ჩვენს ოთახში გამოქანდა.
-მარიანა! შეგიძლია დაეხმარო?-ჯინას ტონი მეც გადმომსვლოდა და მეც ქალივით ვკიოდი.
-მოდი აქ პატარა! -მზრუნველი დედასავით წარმოთქვა მარიანამ და ჯინას თავი კალთაში ჩაიდო,ხელი მუიცელზე დაადო და მისი მუცელი გამჭირვალე გახდა, მკრტალად მოჩანდა ორგანოების სილუეტები მაგრამ წინა პლანზე პატარა მფეთქავი არსება სჩანდა. -გილოცავ !
-რას მილოცავთ? იქნებ დაეხმაროთ და ასე აღარ ტკიოდეს?
-ამაზე მანამ უნდა გეფიქრა სანამ ამინას დააორსულებდი. იცი რა რთულია მისთვის ვამპირის ბავშვის გაჩენა?-უკმაყოფილოთ დააბოლოვა წინადადება-ტკივილი გადაგივლის აუცილებლად , მაგრამ როცა განმეორდება მამიკოსაც შეუძლია მის თავზე აღება!-გამიღიმა მე.
-ეგ როგორ უნდა გავაკეთო?-სწრაფად მივედი მასთან.
ანდრეას ხელი ჩემს ხელში ჩადო და რაღაც ჩაიბუტბუტა.ვიგრძენი ჩემთვის მსუბუქი ტკივილი მთელ სხეულში გადიოდა, მაგრამ დისკომფორტს არ მიქნიდა რადგან ჯინას ამით ტკივილს ვუმფუბიქებდი.
-ახლა სულ შენ გვერდით უნდა ვიყო, ვერ მომიშორებ-ჩავუღიმე მე.
-მე ძალიან შემაშინეთ !-დაიწყო ანდრეამ.
-როგორ მოუხდა ანდრეას ვამპირობა, ძალიან ლამაზია.-ძლივს დაამთავვრა კინამ.
-ო გრასიას, ვინ ვის ეუბნება ლამაზი ხარო.ნეტა დენისი თუ გამოკეთდა ვამპირობის შემდეგ?
-არც ერთი არ დამახინჯებულა ვავიჩების გარდა!- სიცილით ჩაილაპარაკა კართან მდგომმა პატრიკმა. -ესეიგი მომატება გვაქვს!
-შენ შენს მომატებას მიხედე!- ჩუმად ჩაისისინა მარიანამ და თითქოს რარაც წამომცდაო და ოთახიდან გავარდა.
-ეგ რას ნიშნავდა?!- დაედევნა პატრიკი.
-კარგით, მარტო დაგტოვებთ , ჯინა უკეთ ხარ არა? იმედი მაქვს ბავშვის სახელის დისკუსიაში მეც ჩავერთვები.
-რათქმაუნდა !- უთრა ჯინამ და ღიმილიანი მზერით გააცილა ოთახიდან.
-როგორ ხარ!-ყურში ჩავჩურჩულე ჯინას.
-ახლა უკეთ ვარ ძალიან უცნაურია, არ მეგონა თუ რაიმე განსხვავება იქნებოდა ჩემს შემთხვევაში.-მზიმედ ამოიხვნეშა ჯინამ.
-მე დაგეხმარები ! ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მამა გავხდებოდი! მაინც იმდენი რამ მოხდა ამ ნახევარი წლის გამნმავლობაში.
-ღმერთო ჩემო ისინი არიან-შემომესმა ანდრეას ხმა! ვიფიქრე რომ მამაჩემი და ბობი დაწბრუნდნენ დენისთან და ანდრეას დასთან ერთად.ცოტახნით დავტოვე ჯინა და მისაღებიდან ფანჟარაში გადავიხედე.
-ო, არა ღმერთო ჩემო ! ოღონდ ახლა არა! - შიშისაგან და სიბრაზისგან ძლივს ვლუღლუღებდი.
კევინი დაახლოებით ოც ვავიჩთან ერთად იდგა ჩვენი სახლის წინ და სარკაზმული ღიმილით იღიმოდა.დანარჩენები კი კბილებ დაკრეჭილნი იღრინებოდნენ.
-წყეულიციყავთ!-დაიყვირა პატრიკმა და გეგმის გააზრებას შეუდგა.
ყველა ჩვენგანი დაბნეული იყო! მაინც რა უნდოდათ?როგორ გაბედეს მილანიტებთან მოსვლა?მესმის რომ ძლიერები იყვნენ! მაგრამ თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდნენ!
-დილან ! გამოდი ჩვენ მხოლოდ საუბარი გვინდა.-დაიყვირა კევინმა.
ამ ხმაურზე მილანიტების გროვა გარედ გამოვიდა და კევინსა და მის ვავიჩებს გარს შემოეკვრნენ.
პატრიკმა თავი დამიქნია ყველა ოთახში მყოფნი ჩემს გვერდით დადგა და ყველა ერთდროულად გავედით გარედ.
-აქ რა გინდა კევინ?-შევეკითხე მე.
-სად არის ის რაც ჩვენ დაგავალეთ?-ჩაისისინა კევინმა, რასაც მის უკან მდგომი მახინჯი არსებების კბილების კაწკაწი მოჰყვა.
-როგორ არ გესმის მისი პოვნა შეუძლებელია იმიტომ რომ ის განადგურდა ! არ არის ! მოკვდა დაგაგვიანდათ !-ნერვებ აშლილი , სიტყვებს ვუცრიდი.
-შენ დაგაგვიანდა!-ისევ ჩაისისინა კევინმა.
-თქვენი წყარო ოცი წლის წინ აღმოაჩინეს არქეოლოგებმა! და ინსტრუქციის მიხედვით გაანადგურეს სანამ პოროტ ძალას არ ჩაუვარდებოდა ხელში. ვამპირს მისი განადგურების უფლება არ ჰქონდა- უხარისხოდ მაგრამ დამაჯერებლად ვიცრუე.
-დაგვიმტკიცე!- ხელები გაშალა კევინმა თითქოს რაიმე ფოკუსს აჩვენებსო.
-სამი დღე მომეცით და ყველა საბუთს მოგიტანთ ! თქვენი გეგმები ჩაიშალა , სჯობდა თქვენ თვითონ გეძებნათ და რაღაც მითებს არ აჰყოლილიყავით! თქვენ თვითონაც ვერ ხვდებით როგორი უვიცები ხართ როცა რომელიღაცა წიგნში ვამპირულ ბოდვებს კითხულობთ და მათ აღსასრულებლად მთელ მსოფლიოს უპირისპირდებით!-უკვე ზედმეტი მომდრიოდა და პატრიკმა ჩუმათ ხელი გამკრა და ჩაახველა რომ დავმშვიდებულიყავი.
-პატარა ლაწირაკო შენს ტავს ზედმეტად ბევრის უფლებას აძლებ, თუ არ გინდა რომ შენი მეორე ოჯახიც ჩავხოცოთ ლუსტან წამოგვყევი ვავიჩების ღმერთი გელოდება.
-ღმერთიო-ჩაისისინა პატრიკმა.
-პატრიკ მამაშენი ძალიან გაგინაწყენდება, შენ არასწორ გზას დაადექი.-ისევ ჩვეული ირონიითა და სარკაზმით შეახსენა კევინმა.
-რა საკვირველია ! მსოფლიოს განადგურება თქვენ გწყურიათ და ისევ მე ვადგავარ ცუდ გზას. ჯერ შენს უკან მდგომ მხეცებს შეხედე და მერე მე შემომხედე. მე ცივილიზირებული ვამპირი ვარ და არა ჰუმანოიდი , ძნელია მაგ ადამიანებისთვის ჰუმანოიდების დარქმევა. მგონი დარვინი მართალი იყო ,ოღონდ ადამიანი კი არა ვავიჩები წარმოიშვნენ გარკვეული ჯიშის უმახინჯესი მაიმუნებისგან! მაიმუნი კიდევ ინტელექტუალური ცხოველია.- ჩაიხითხითა პატრიკმა ,მის გეგმას ვერ ვხვდებოდი მათი განრისხება უნდოდა თუ უბრალოდ ემოციები ალაპარაკებდა ასე.
-იმედია მამაშენს მალე მობეზრდება შენი გამონახტომები და შენს ჩაძაღლებას მე დამავალებს.-ბრაზისაგან ნაპერწკლებს ყრიდა , კევინი.-დილან შენ უნდა წამოხვიდე თორებ ყველაფერი ცუდათ დასრულდება !
გატაწყვეტილი მქონდა რომ უნდა წავყოლილიყავი მაგრამ პატრიკ მხარში ხელი ჩამავლო და უკან მიმიზიდა.
-ჩვენ გაგაფრტხილეთ!-ჩაისისინა -რომელიღაც ვავიჩმა.
-პატრიკ რას აკეთებ? ასეთ რისკს ვერ დავუშვებ რომ ანდრეას რამე დაემართოს-ამაზედაც ვიცრუე ნახევრად. ჯინას არსებობა საერთოდ არ მინდოდა რომ გაეგოთ.-მშვიდობიანად მინდა რომ ყველაფერი დასრულდეს.
-ამაზე არც იცნებოთ!-დაიყვირა რომელიღაცა მელანიტმა და მწობრიდან გამოსული ვამპირები ვავიჩებს დაესხნენ თავს.
რამდენიმე წამი გაშეშებულები ვუყურებდით ხოცვა ჟლეტას სანამ ანდრეა რომელიღაცა ფეხმურთის გუნდის დევიზით არ გავარდა , ვავიჩების დასახოცათ. მისმა ამ სულელურმა საქციელმა გამომაფხიზლა და იძულებული ვიყავი ბრძოლაში ჩავბმულიყავი. დიდი იმედი მქონდა რომ ჯინა ან მარიანა ჩვენს აზრებს აკონდროლებდნენ!
ბრძულა რამდენიმე წუტი გაგრძელდა, მხოლოდ სამი ვავიჩის მოკვლა შევძელით დანარცენები გაიქცნენ ბრძოლიდა. მეც მომიწია ერთ მათგანთან შებრძოლება, ნახევრად არ იყენებენ ფიზიკურ შესაძლებლობებს მხოლოდ იმ მაგიური ძალებით აფეთქბენ ვამპირებს.
მარცხნიდან ვიღაცის საზარელმა თავმა ჩამიფრინა და ჩემს ფეხებთან დაეცა.ეს ერთ ერთი იყო იმ სამიდან, მაგრამ მილანიტებს უფრო ბევრი მსხვერპპლი ჰყავდა.უკვე ნათელი იყო ბრზოლა გაგრძელდებოდა და სიკვდილისთვის ბრზძოლა იქნებოდა და არა სიცოცხლისთვის. რამდენიმე წუთი მათი დაბრუნების მოლოდინში ვიტავით, ისე გაქრნენ თითქოს გამჭირვალენი გამხდარიყვნენ.ის სამიც მარიანასა და ანდრეას წყალობით მოვკალით, ამაზე ცოტა არ იყოს მეცინებოდა , ალბათ ასეთ სილამაზეს რომ უყურებდნენ იბნეოდნენ.რამდენიმე წუთი ველოდეთ მათ ისევ გამოჩენას , ყარაული დავაყენეთ და დავიშალეთ მსხვერპლთა გადასამალათ. სახლში რომ შევედი ეგრევე ჯინასკენ ავიღე გეზი,ვინ იცის იქნებ აქამდე ისევ მოუვიდა შეტევა მე კი იმ საფრთხობელებს ვებრძოლებოდი.
ოთახის კარი შევაღე და , მისი საწოლი არეული იყო მაგრამ თვითონ არსად ჩანდა, წამში მოვათვალიერე სახლის ყველა ოთახი, ამის გააზრებაც არ მინდოდა ისევ მის საძინებელში შევედი და ფანკარასტან მდგარ პატარა მაგიდაზე, სადაც რაღაც ძველისძველი ჩარჩო იდო ამღვრეული გამოსახულებით , პატარა ჩანაწერი დავინახე!
"ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა " ლუისი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent