შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (14 თავი)


30-09-2018, 14:08
ავტორი naattii
ნანახია 2 675

აღარ აქტიურობთ და ხომ არ მოგწყინდათ? :(

---------------------------------
თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ღამის 4 საათზეც კი ისევ შუქები იყო ანთებული, ორი მამაკაცი სიგარეტებით ხელში მიჯდომოდა მაგიდას და მიძინებული ქალაქის ხედს გადაყურებდა. არც ერთი აპირებდი ხმის ამოღებას და ორივე მდუმარედ აბინძურებდნენ თამბაქოს კვამლით ჰაერს. ფიქრებს მისცემოდნენ და არც ერთმა არ იცოდა რა მოხდებოდა.
-რას აპირებ? ხომ ვიცით ვინც არის? ვიცით რა უნდა, მოვიშორებთ თუ ველოდებით რამეს?
-არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია.
-კარგი რა დავით, ისევ ციხეში შებრუნება გინდა?
-რასაკვირველია არა.
-მაშინ რა პრობლემაა ერთი პატარა გოგოს მოშორება?
-იცი რა არის შენი დიდი მინუსი? სწრაფად და დაუფიქრებლად იღებ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე, მე კი ყველა მხრიდან ვუყურებ, ახლა ეგ გოგო რომ მოვიშოროთ, მამამისი უმართავი გახდება, ცოლის სიყვარული არ მაპატია და შვილის სიკვდილს მაპატიებს? არც მისი ძმაა ხელის წამოსაკრავი, საკმაოდ ჭკვიანი ბიჭი ჩანს, აი ის მდიდარი ბიჭი კიდევ ცალკე საკითხია, ისეა ყურებამდე შეყვარებული, გამწარებულ გულზე ციხე კი არა საფლავი შეიძლება მივიღო.
-აბა რა უნდა ვქნათ?
-ჯერ არ ვიცი, სანამ შტაბს მიაგნებს პრობლემა არ გვექნება, იგონკაოს და იყოს. სანამ საფრთხეს არ შემიქმნის არავის ვიშორებ._კაცის მკაცრი ხმით დასრულდა დიალოგი და სიგარეტიც ჩაიწვა.

-ერთი თავნება გოგოსგან ვისწავლე წყვილებს გასეირნება უყვართო_დამთბარი ხმით ამოიჩურჩლა საყვარელ ტუჩებს მოწყვეტილმა ბიჭმა და გაიღიმა.
-სწორად უთქვამს_თავის დაქნევით მიიღო დასტური და არც კი გაუხედავთ რატისკენ ისე დატოვეს ბარის ტერიტორია.
-არც კი შემომხედეს_ვითომ მოწყენილმა გადახედა ნინის და ხელი მოხვია.
-აცადე ძლივს აღიარა_ტუჩებში მოწყვეტით აკოცა გოგომ და შეყვარებულთან ერთად განაგრძო ტანის რხევა.
-იცოდე ჩემს მოთმინებას ცდი_თვალი ააყოლა გოგოს სხეულს.
-სწორედ ეგ მაინტერესებს როდემდე შეძლებ თავი შეიკავო_თვალი ჩაუკრა გოგომ და გაოცებისგან გახსნილ ტუჩებს მიეკრო.


-როგორ მოხდა რომ აღიარე?_ღიმილით დაყურებდა ერთი თავით დაბალ გოგოს თორნიკე და შემცივნულს მოხვეული ხელით ათბობდა.
-ეს რა იყო იღლიაში ამომიდე?_მაღალს ახედა ქვემოდან და სიცილი აუტყდა.
-რაც არ უნდა სტატუსი შევიძინოთ მომავალში ეგ ირონიული კომენტარები არ მომანატრო რა.
-ვერ ეღირსები_წელზე ბწკენით უპასუხა გოგომ და მიიღო კიდევაც სამაგიერო თორნიკეს ტუჩების სახით.
-დღესაც მაიძულებ იმ ძაღლიან ეზოში ყვავილი მოგიწყვიტო?
-იმ ყვავილს მოპუტული უფრო ერქვა. სხვათაშორის შენახული მაქვს_მორცხვად დახარა თავი გაიანემ.
-დამელოდე_იგივე ეზოსკენ წავიდა თორნიკე და გაიანეს ძახილზე ძაღლი ყავთ დაგავიწყდაო არც მობრუნებულა.
-დღეიდან კოლექციას გიგროვებ_მორიგი მოპუტული ვარდი მიაწოდა გოგოს და მანაც ჩამოართვა.
-ახლა ბანალურ ფილმში რომ ვიყოთ წვიმაც წამოვიდოდა_ცას ახედა განომ.
-ახლა აღარ მჭირდება წვიმა იმისთვის, რომ გაკოცო_ორივე ხელი სახეზე ჩამოუსვა საყვარელ გოგოს და კიდევ ერთი კოცნა მიითვისა.

პირველად შევიდა სახლში ასე ბედნიერი, ტუჩებს თავს ვერ უყრიდა და უმიზეზოდ იღიმოდა. არც შეუმჩნევია დივანთან მომლოდინე მამა ისე გაუყვა ოთახისკენ გზას.
-რაო, მიყვარხარო?_ სიცილით კითხა კაცმა და მასაც მაშინვე აუწითლდა ღაწვები.
-კაი რა მა_თავი დახარა და თითებს დაუწყო წვალება.
-ვაიმე არ არსებობს_ახლა რატის ხარხარი მოესმა სამზარეულოს კარებიდან, მოიცა ეს აქ იყო და ვერც შეამჩნია?
-განოო, შენ აწითლებული და მორცხვად თავდახრილი დგახარ? მამა გოგო შეგვიცვალეს_ხარხარს ვერ წყვეტდა რატი.
-შენ ყმაწვილო არ დაგავიწყდეს შეყვარებული ვისი წყალობით გყავს, როგორც ხელში ჩაგიგდე ისე აგახევ თუ ჭკვიანად არ იქნები_დაუბღვირა ძმას.
-ფაქტია ენა ჯერ ვერ დაგიტკბო_ბუზღუნით წავიდა რატიც ოთახისკენ.
-ძილი ნებისა მა_ხასიათ დაბრუნებულმა ჩაკოცნა მამუკა და ოთახისკენ წავიდა. ახლა უკვე ლოგინის მხარეზე დაიწყეს ტყუპებმა ჩხუბი და როგორც ყოველთვის დამ გაიმარჯვა.

საკმაოდ ადრე იქნებოდა მობილური რომ აუწკრიალდა და ლამის მიგუდა რატიმ ისე კრა ხელი მალე უპასუხეო.
-დილა მშვიდობისა პატარავ_მაშინვე დაჭყიტა თვალები შეყვარებულის ხმაზე. -გაგაღვიძე ხო?
-დილა მშვიდობის, არაუშავს, ნუ თუ რატიმ არ მოგკლა_სიცილი აუტყდა გოგოს.
-აუ სულ დამავიწყდა ერთად რომ გძინავთ, ერთ კვირიანი შვებულების მერე სამსახურს ვუბრუნდები და საგიჟემდე მინდოდა შენი ხმის გაგონება, თანაც არ ვიცი რომელზე მოვრჩები, ნეტა ახლოს მყავდე ჩავიტკბარუნებდი პირს და იდელურად დავიწყებდი დღეს._ბიჭის ამოხვნეშაზე გულიანად გაეცინა განოს.
-მართალი ხარ, კარგი იქნებოდა ახლოს იყო, არ დაგზარდებოდი.
-ღმერთო ჩემო, ხმას მაინც დაუწიე, ძმა ვარ ბოლო ბოლო და არაა საჭირო ყველაფერი გავიგონო, ფუ ახლა გული ამერევა_ბუზღუნს აგრძელებდა რატი და თორნიკესაც აგონებდა.
-მაგას კითხე ერთი ნინი არ კოცნის საკმარისად თუ რატოა ასე გამწარებული?_ტელეფონში ისმოდა თორნიკეს სიცილი.
-გადასარევად მკოცნის, თქვენ თავს მიხედეთ თქვენ რაა.
-კარგი პატარავ, თითქმის მივედი და უნდა დაგემშვიდობო.
-მოიცა მოიცა, შენ რა საჭესთან ზიხარ და ისე მირეკავ?
-ხო რა მოხდა?
-ვაახ, თოკაჩო პირველი ჯარიმაც მე დამეწერაა.
-ნუ ნერვიულობ, შენთვის მე სულ ყველაფერში პირველი ვიქნები_ვნებიანად უპასუხა ბიჭმა და რატიც ჩავარდა ლოგინიდან.
-ჯანდაბა თქვენ, მართლა სანამ გული ამრევია მამასთან დავიძინებ_ბურდღუნით დაიზილა წელი და ოთახიდან გაიქცა.
-მიყვარხარ_ჩუმად წარმოთქვა გოგომ და თვალები დახუჭა.
-შენ არ იცი მე როგორ მიყვარხარ ჩემო პატარავ_თბილად ჩაილაპარაკა ბიჭმა და მალევე გაუთიშა. ყველა გაკვირვებული აყოლებდა თვალს უჩვეულოდ ბედნიერ უფროს.

ტელეფონზე საუბარში წრეებს ურტყამდა განო ოთახს და უკვე მოახლოებულ რბოლას გეგმავდა მეორე ნომერზე თორნიკეს ზარი რომ შემოვიდა. ბიჭი მთელი დღე იყო დაკარგული და არც გაიანეს დაურეკავს, მიხვდა არ ეცალა და ახლა ეტყობა მუშაობას მორჩა. მოშინვე დაემშვიდობა მოსაუბრეს და შეყვარებულს გაენაზა.
-დაკარგულო.
-მაპატიე რა, ვერაფრით შეგეხმიანე, მივხვდი, რომ ჩემი წასვლა არსად არ შეიძლება, გამოგივლი რა გნახავ.
-გააქვს კი თავი?_გაეცინა ბიჭის თხოვნა ნარევ ხმაზე.
-არა, მაგრამ ისე მომენატრე უნდა გნახო.
-კარგი იქნება, მეც სალაპარაკო მაქვს.
-10 წუთში ქვემოთ ვარ.
ღიღინით დაემშვიდობა მამას და ჩაირბინა კიბეები, ხუმრობა საქმეა? პირველი პაემანი აქვს.
-შეიძლება ადამიანი ყოველ წამს გენატრებოდეს?_მოხვეულ ხელებს ვერ უშვებდა თორნიკე.
-შეიძლება შეიძლება.
-აბა რა საქმე გაქვს?
-მოდი ჯერ ბაგრატზე ავიდეთ, მიყვარს ზემოდან ქუთაისის ყურება.
-ღმერთო ჩემო, იქედანაც ყველაფერი უნდა გააკონტროლო ხო?_სიცილი აუტყდა ბიჭს.

ადგილზე მისულები ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ ჯვართან დასხმულ ბეტონზე ჩამოჯდნენ, საიდანაც მართლაც ხელისგულივით იშლებოდა მთლიანი ქალაქის ხედი.
-მინდა რომ ამ რბოლაზე არ გამოხვიდე_პირდაპირ თქვა განომ და ბიჭს გვერდიდან გახედა.
-რატომ?_მაშინვე მიხვდა თორნიკე რაც ხდებოდა.
-გთხოვ, მენდე და უბრალოდ არ გამოხვიდე.
-მაშინ რომ დაგირეკეს რამე გითხრეს არა? გაიანე, ჩემ თავსაც კი განდობ, მაგრამ მარტო არ დაგტოვებ, შეიძლება ყველაფერი გაპატიო, მაგრამ იცოდე ტყუილი ყველანაირ მომავალს გაგვინადგურებს, უბრალოდ მითხარი რა მოხდა.
-თუ შენ გაიმარჯვებ ამჯერადაც, შენ მოგცემენ მათთან გადასვლის შანს_თვალებ დახუჭულმა ამოილაპარაკა და მაინც ვერაფრით შეაკავე ერთი მოღალატე მარილიანი ბურთულა.
-რატომ მიმალავდი?
-იმიტომ, რომ ვიცი ახლა ორმაგად მოინდომებ გამარჯვებას...
-შენ კი გინდა იქ თავად იყო და არა სხვის გაკეთებულს უყურებდე შორიდან_ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა და ქალაქს გახედა.
-კარგი_ჩუმად ამოილაპარაკა რამდენიმე წუთში.
-ანუ, მოიცა, არ გამოხვალ?
-არა, შენს ადგილას რომ ვიყო მეც თავად მოვინდომებდი ჩემი ოჯახის განადგურებისთვის შური მეძია, თანაც, რამდენადაც გიცნობ, რომც მოვიგო მაინც იპოვი ჩუმად რამე გზას და მათთან მიხვალ, ამას ერთი პირობით გავაკეთებ.
-რაც გინდა მთხოვე_თვალები აუბრჭყვიალდა გოგოს.
-ყველაფერს, აბსოლიტურად ყველა ნაბიჯს მეტყვი და შემითანხმებ, ჩემთვის თქმის გარეშე არსად წახვალ და ყველაფერს გამაგებინებ, გასაგებია? გეფიცები რამე რომ მომატყუო, რამდენადაც არ უნდა მიყვარდე არ გაპატიებ.
-ღმერთო რა კარგია, ვერაფრით ვიფიქრებდი თუ დამთანხმდებოდი, მადლობაა_გახარებული მოეხვია ბიჭს და ცხვირი კისერში ჩაურგო.

გამწარებით რეკდა ზარი გორგოძეების სასახლეში და მოსამსახურე სირბილით გარბოდა გასაღებად, იმდენჯერ აზარუნდა კარი ლიანაც კი გაოცებული ჩამოვიდა, გამოღებულ კარებში დანახულ ადამიანზე კი ღრმად ამოიხრა და საკმაოდ მძიმე საუბრისთვის მოემზადა:
-შემოდი თამარ.



№1  offline წევრი ნორმი

ძალიან ძალიან მაგარი იყო.აწი იწყება ნამდვილი ცეცხლი ამბები.აბა შენ იცი.
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი დარინა

მიყვარს ასეთი თბილი მომენტებიიი, იმედია განო არ მოატყუებს, რადგან ცუდად მომხვდა თვალშიბთორნიკეს ნათქვამი ტყუილს არ გაპატიებოო, ერთად უფრო ყველაფერს გააკეთებენ ვიდრე ცალკცალკე, დაჩი მინდააა.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

ეს თამარა ვინღაა :)) ამ წყვილის ამბავი მიხარიააა უზომოდ

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

რა საყვარლები არიაან. როგორც იქნააა????აუ იმ დათას ყველაფერი ცოდნია და რამაგარ საფრთხეშია ახლა ყველაა. იმედი მაქვს ლიანა მიუჩენს ადგილს თამარს. თუ არადა იმდენი ვართ მასზე გაცოფებული ხალხი ლუკმად არ გვეყოფა.
შენ კი ჩემო კარგო არ მოიწყინო და არ იფიქრო რომ ვინმეს მობეზრდა კითხვა ეს უბრალოდ შეუძლებელია გაიღიმე და ყველაფერი კარგად იქნება. ????

 


№5  offline მოდერი naattii

Farvana
ძალიან ძალიან მაგარი იყო.აწი იწყება ნამდვილი ცეცხლი ამბები.აბა შენ იცი.

ვნახოთ ვნახოოთ :D

უცნაური მე
მიხარია განომ ყველაფერი რომ აუხსნა თოტნიკეს და დიდი იმედი მაქვს ტყუილს არ ეტყვის არაფერს :დ
აი თამარას რაღა უნდა ხო ვიცოდი რომ სადმე გამოეკვეხებოდა ეგ ქალი რაა.. დიდი იმედი მაქვს ლიანა მოსვამს თავის ადგილას :დ
ნათი გყვარობ მე შენ და კი ვაქტიურობ ჩემო გოგო ❤️

როგორ გელოდები ხოლმეე ❤️❤️❤️

დარინა
მიყვარს ასეთი თბილი მომენტებიიი, იმედია განო არ მოატყუებს, რადგან ცუდად მომხვდა თვალშიბთორნიკეს ნათქვამი ტყუილს არ გაპატიებოო, ერთად უფრო ყველაფერს გააკეთებენ ვიდრე ცალკცალკე, დაჩი მინდააა.

დაჩიც იქნება :D ❤️

სტუმარი მარიკო
ეს თამარა ვინღაა :)) ამ წყვილის ამბავი მიხარიააა უზომოდ

თამარი ყოფილი საცოლეა :)))

სტუმარი ნათია
რა საყვარლები არიაან. როგორც იქნააა????აუ იმ დათას ყველაფერი ცოდნია და რამაგარ საფრთხეშია ახლა ყველაა. იმედი მაქვს ლიანა მიუჩენს ადგილს თამარს. თუ არადა იმდენი ვართ მასზე გაცოფებული ხალხი ლუკმად არ გვეყოფა.
შენ კი ჩემო კარგო არ მოიწყინო და არ იფიქრო რომ ვინმეს მობეზრდა კითხვა ეს უბრალოდ შეუძლებელია გაიღიმე და ყველაფერი კარგად იქნება. ????

საწყალი თამარი, ვინ იცის რა ემუქრება :D რაც შეეხება დათოს როგორც თავადაც თქვა სანამ მოწინააღმდეგე მოქმედებაზე არ გადავა თვითონაც წყნარად ზის...

 


№6  offline წევრი nini :)

ოჰ ღმერთოოოო..... ეს თამარი არ მოეშვება ამ ბიჭს და მის ოჯახს? რა ჭირი არის რა უბედურიააა.....
საყვარელი თორნიკე როგორ დათანხმდააა..... ძალიან კარგი იყოოო..... მაგრამ დაჩის რატომ არ აქვს დიდი როლი ვერ ვხვდები გამოძიება ხომ მისი საქმეა ძირითადად?

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო რაო რა მინდაო ნეტა თამარმა?საინტერესოააა.... laughing ისიც გავიგეთ დათომ ყველაფერი რომ იცის და ახლა კიდევ უფრო საინტერესო ფაზაში გადავიდა ისტორია
--------------------
ლანა

 


№8  offline მოდერი naattii

nini :)
ოჰ ღმერთოოოო..... ეს თამარი არ მოეშვება ამ ბიჭს და მის ოჯახს? რა ჭირი არის რა უბედურიააა.....
საყვარელი თორნიკე როგორ დათანხმდააა..... ძალიან კარგი იყოოო..... მაგრამ დაჩის რატომ არ აქვს დიდი როლი ვერ ვხვდები გამოძიება ხომ მისი საქმეა ძირითადად?

არ მოგვანატრებს თავს ❤️

La-Na
ოჰო რაო რა მინდაო ნეტა თამარმა?საინტერესოააა.... laughing ისიც გავიგეთ დათომ ყველაფერი რომ იცის და ახლა კიდევ უფრო საინტერესო ფაზაში გადავიდა ისტორია

იმედია მოგეწონებათ ❤️❤️

 


№9 აქტიური მკითხველი uchveulo

Ohooh rakargiaa ... auu es daviti mokali an rame damarte raa :D exla amati dashla da areva iqneba :D warmatebebii ... xo kide ea tamarii sad gamoxta radros es gogo iyoo :D

 


№10  offline მოდერი naattii

uchveulo
Ohooh rakargiaa ... auu es daviti mokali an rame damarte raa :D exla amati dashla da areva iqneba :D warmatebebii ... xo kide ea tamarii sad gamoxta radros es gogo iyoo :D

მადლობაა ❤️ თამარი ვატყობ გაიტყიპება :D

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

ძაან სიმარტივე აქვთ, მგონი წინ ქარიშხალი უახლოვდება თ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent