შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოლტერგეისტი #2 (ფათერაკები მატარებელში)


30-09-2018, 18:36
ავტორი კეკბეჩო
ნანახია 976

- რა გინდა, რას გვერჩი, რას გვაშინებ! - ეუბნება გამწარებული არტური გოგოს.
- რა მოხდა, რაშია საქმე? - თითქოს არაფერი ყოფილიყო, ისე კითხულობს იგი და ჩვენი დარდი სულაც არ აქვს.
მე და არტური დერეფანში ვეწევით. მოულოდნელად ჩვენს კუპეში რაღაცის ბრაგუნი გაისმა. ისევ შიშმა ამიტანა, მაგრამ კუპეში მაინც შევიხედე. ჩემს ლოგინზე საპონი ეგდო. იგი შეფუთული იყო, მაგრამ ცალ მხარეზე გახსნილი ჩანდა. საპნის ერთი კუთხე გაჭეჭყილი იყო. ეტყობოდა, ზევიდან დიდი ძალით ჩამოვარდა. მაგრამ არანაირად, ან ლოგინზე დაცემისას ნაპირი როგორ დაეჟეჟა, ის ხომ არტურის საწოლის თაცზე მოთავსებულ ნაქსოვ თაროზე იდო?!
ეს უცნაური ამბავი, რატომღაც ჩვენს თანამგზავრს დავუკავშირეთ.
- რას დაგვცინი, რაგინდა ჩვენგან! - კვლავ გაუცხარდა გოგოს არტური.
- მე აქ არაფერ შუაში ვარ, მაგრამ გირჩევთ მატარებლიდან ჩახვიდეთ, ეს არაფერია, მთავარი წინ გელით !..
ნეტავ დაგვეჯერებინა, მაგრამ ბედისწერას სად გაექცევი!
ღამის სამ საათზე მატარებელი როსტოვის რკინიგზის სადგურში შევიდა. სამთავენი დერეფანში ვდგავართ. მე ისევ კუპისაკენ მიჭირავს თვალი, შევდივარ, ვათვალიერებ, ჯერჯერობით არაფერია. კვლავ გამოვდივარ კუპიდან და ვხედავ გოგო არტურის გვერდით აღარ დგას.
- არტურ, სად არის გოგო?
- არ ვიცი, გაქრა!..
სასწრაფოდ ტამბურში მდგარ გამცილებელს დავეკითხეთ.
- როსტოვში ჩავიდა, - გვითხრა რიმამ. კვლავ გაოგნებული დავრჩი, ისე როგორ ჩავიდა, რომ არტურმა ვერ შეამჩნია, ისინი ხომ ერთად იდგნენ. კუპეში შეშინებულები მოვბრუნდით. მაგიდაზე თეფში აღარ დაგვხვდა, რომელზეც დაჭრილი ძეხვი და პამიდორი ეწყო.
- არტურ, მომშივდა, მოდი ცოტა დავნაყრდეთ, რა დროს ხუმრობაა, სად გადამალე თეფში?
არტურმა განცვიფრებულმა შემომხედა, ეტყობოდა, ჩემთვისაც იგივეს თქმას აპირებდა. უეცრად რაღაც ძალამ ორივენი ზევით წამოგვაგდო და კუპიდან კისრისტეხით გავცვივდით. სანამ გონს მოვეგებოდით, ფანჯრიდან უცნაური ხმა შემოგვესმა , ბორჯომის ბოთლს რომ საცობს მოხსნი, აი, ისეთი, უნებურად მზერა მაგიდას მივაოყარით. მისი ზედაპირიდან, ასე 20 სანტინეტრის სიმაღლეზე, გამქრალი მაგრამ უკვე ცარიელი თეფში ეკიდა. იგი უხმაუროდ დაეშვა მაგიდაზე. ჩვენი რეაქცია ხომ წარმოგიდგენიათ?!
- შიშისაგან თმები ყალყზე დაგვიდგა. არტურმა მეზობელი კუპის კარებზე დააკაკუნა: სურდა მგზავრები გაეღვიძებინა, რათა ისინიც ამ ანომალიათა თვითმხილველები გაეხადა. კარები ახალგაზრდა სონეხმა გააღო. მაშინვე თავსგადამხდარის მოთხრობას შევეცადეთ. ჩვენი მეზობელი ჯერ შეშინდა რატომღაც ბანდიტები ვეგონეთ, მერე აფერისტები ხართო, ბოლოს როცა აღარ მოვეშვით და ჩვენი ნაამბობი მეტნაკლებად დაიჯერა, დაგვეთანხმა და შემოგვიერთდა. საუბარი დასრულებული არც გვქონდა, რომ რაღაც ძალამ ისევ შემოგვატრიალა. ეს იყო შეგრძნება რაღაცის გვერდით ჩაქროლების. ყველაფერი წამის მეათედში მოხდა და ჩვენს წინ, იატაკზე საგანი ჩამოვარდა. იგი პარფიუმერული კრემის ფლაკონი აღმოჩნდა, რომელშიც მარილი ეყარა.
- ჩემი სამარილე აქ საიდან გაჩნა?! - გაიოცა ჩვენმა მეზობელმა. ჩვენ თავრეტდასხმული ვიდექით და მეზობელი ვერაფრით ვანუგეშეთ. მაინც როგორ შეიძლებოდა დაკეტილი კუპიდან სამარილე გარედ გაფრენილიყო და მერე იქიდან ფანჯარაში შემოტყორცნილიყო?!
- ამაში ნამდვილად ეშმაკეულია ჩაბუდებული! - აკანკალებული ხმით წამიძახა არტურმა და ფლაკონი ფანჯრიდან მოისროლა. სამი წუთიც არ გასულა, რომ სამარილე იგივე ტრაექტორიით ისევ შემოვარდა ფანჯარაში და ჩვენს წინ დაეცა. კვლავ ნერვიულმა სტრესმა აგვუტანა. არტურმა ფლაკონი აიღი და ტამბურში გავედით. - რა იყო, რას ხმაურობთ, ხალხი მაინც დააძინეთ! - გაგვიჯავრდა გამცილებელი ქალი. ამაოდ ვცდილობდით რიმა რაინეში დაგვერწმუნებინა. არტურმა ვაგონის კარი გამოაღო და კიდევ ერთხელ, მთელი ძალით მოისროლა სამარილე გარეთ. მოისროლა და კარიც უნდა მოეხურა, რომ... სამარილე წამში უკანვე დაბრუნდა, ტამბურში ღუმელს მიენარცხა და დაიმსხვრა. ამ ფაქტს რიმაც შეესწრო და ლამის ჭკუიდან შეიშალა, ატეხა ერთი ყვირილი და ალიაქოთი. ხმაურზე მგზავრები მოცვივდნენ, მეზობელი ვაგონის გამცილებლებიც მოვიდნენ. ამათ კიდევ სულ გადაგვრიეს: ვაგონ-რესტორანში საფერფლეები დაფრინავდნენო. ამ ფაქტის თვითმხილველებ მგზავრებს ბარგი მიუტოვებიათ და როსტოვში მატარებლიდან ჩამოსულან.
ნერვები დაწყვეტაზე გვქონდა. ნელ-ნელა წამოვედით ჩვენი კუპისაკენ და შიგ შევიხედეთ. უეცრად ტანსაცმლის საკიდი ერთიდან მეორე კედელს მიეხეთქა, მაგიდიდან ლუდით სავსე ბოთლი ზევით ავარდა, ჭერს მოხვდა და ლოგინზე დაეცა. მორჩა! საკუთარ გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებთ. ცოტა ხნის შემდეგ კუპეში შევედით, ჩამოსხედით და ფიქრი დავიწყეთ. არტურმა იგრძნო, რომ ჯიბეში ფული აღარ აქვს. მას უკვე ამაზე რეაქციის თავიც არ აღარ ჰქონდა, თუმცა არც დასცალდა: 2-3 წუთის შემდეგ 20-25 სანტიმეტრის სიმაღლიდან არტურის მუხლებზე დაჭმუჭნული ფილის შეკვრა ჩამოვარდა და... და ჩემი აზრით, მოხდა კიდევ უფრო მეტი სენსაცია: ფუკის ყადრის მცოდნე სომეხმა დასტა ფანჯრიდან მოისროლა.
- გაგიჟდი, ფულს რას ერჩი! - დავიყვირე მე.
- აი, ნახავ, უკან თუ არ მობრუნდეს!
მართლაც, ღია ფანჯრიდან სულ რამდენიმე წუთში დაბრუნდა ფული და არტურმა მშვიდად ჩაიდო ჯიბეში.
დერეფანში სიგარეტს ვეწევით.
- მოდი, მოდი, ნახე რა ხდება! - მეუბნება მეგობარი და კუპისაკენ მახედებს. თურმე, ჩემი პერანგი საკიდიდან აიწია, ზევით აფრინდა და კარების თავზე არსებულ სათავსოში შევარდა. ამ ფაქტს მე ვერ შევესწარი: სამაგიეროთ, სულ რამდენიმე წუთში, ჩენი საათი, რომელიც საკიარზე მქონდა ჩამოკიდებული, ფანჯრიდან შემოიტყორცნა, თავში მომხვდა და ძირს დავარდა. არა, არ მტკენია, არც საათი გაჩერებულა, უბრალოდ, ცოტა უფრო უკეთეს ხასიათზე დავდექი...
ამ ამბების შემდეგ კოორდინაცია სულ დავკარგეთ. ჯოჯოხეთური უძილო ღამეები სავსე იყო მრავალგვარი ანიმალური მოვლენებით - ჭერიდან ცვიოდა სხვადასხვა ნივთები, რომელთა მფლობელები მეზობელი კუპეების და ვაგონების მგზავრები იყვნენ. ჩვენ ვარკვევდით ვისი იყო ეს ნივთები, ვუბრუნებდით მათ პატრონებს, და რაც მთავარია, ვუხსნიდით, ვარწმუნებდით ყველას, რომ ჩვენ არც ქურდები ვართ და არც აფერისტები. საბოლოოთ მგზავრები ორად გაიყვნენ: ერთი ნაწილი თანაგვიგრძნობდა, მეორე - გვლანძღავდა. რიმაც კარგა ხანია ამრეზით გვიცქერდა, ღამე აღარ ეძინა და ჩუმად გვითვალთვალებდა. ერთხელაც გარეთ გამოვარდა და ყვირილი მორთო:
- რას ჩადიხართ, აღარ მორჩებით ამ ჯადოქრობას!
საცოდავს გულმა ვეღარ გაუძლო და ძირს გაიშხლართა. როცა მოასულიერეს, გაირკვა: თურმე ყავას სვავდა, როცა მაგიდიდან ჭიქა ზევით ახტა, საწოლის თავზე მიმაგრებულ ნათურას მოხვდა, გატყდა და იატაკზე დაეცა.
როგორც იქნა ინათა. მატარებელი რუსეთის რომელიღაც პატარა სადგურში შეჩერდა. ჩვენი ფანჯრიდან ლიმონათითა და ღვეზელით მოვაჭრე ქალი ჩანდა. გადავწყვიტეთ სახელდახელოდ გვესაუზმა და მატარებლიდან ჩავედით. სანამ ჩვენ შევექცეოდით, ვიღაცას სადგურის მილიცია და ექიმი გამოუძახნია. მოგვნახეს. ექიმმა ჯერ არტური დაკითხა, მერე კი იკითხა: მარტოა?.
- ამასთან არის - უთხრეს და ჩემზე მოათითეს.
ექიმმა შემომხედა. არტურთან შედარებით, უფრო მშვიდად გამოვიყურბოდი.
- იცი რა, ჩვენ არტურს გამოვიკვლევთ, უკან როცა დაბრუნდებით, შემოიარეთ და წაიყვანეთ, ამის საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა საშიშია.
ექიმის გადაწყვეტილება საბოლოო არ აღმოხნდა, რადგან მგზაცრთა შორისაც ბევრი იყო ანომალურ მოვლენათა თვითმხილველი. მოკლედ, არტური ფსიქიატრიულ კლინიკას ასცდა. სამაგიეროთ, ექიმმა მილიციონერი მოგვამაგრა და დაავალა ფაქტების შეეგროვებინა. მას ამისთვის დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირვებია. მატარებელი დაიძრა თუ არა, საგნებმა კვლავ ფრენა დაიწყო. მილიციონერი არცთუ ისე მშვიდად დაესწრო რამდენიმე ფაქტს.
- მომიტევეთ, ამხანაგებო, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით, თუ დაგჭირდათ, რაც ვნახე დაგიმოწმებთ, - გვითხრა მან და სხვა ვაგონში ისე გადავიდა, ჩვენთან ერთხელაც აღარ შემოსულა.
მოსკოვში მატარებელი თერთმეტი საათის დაგვიანებით ჩავიდა. მგზავრობის მესამე დღეს უცნაურ და აუხსნელ მოვლენათა შორის შუალედი გაიზარა. ვინ იცის, პოლტერგეისტი ოქნებ ცოტა დაცხრა კიდეც, მაგრამ...
კუპეში ვზივარ, თავი გაზეთში მაქვს ჩარგული და მგონია რაღაცას ვკითხულობ. უეცრად რაღაცის ხმა გავიგონე, თითქოს შუბლზე ხელის გული მტკიცეს - ესეც ვიგრძენი. გარეთ გამოვარდი და ღრიალი მოვრთე.

- რა იყო, რა მოგდის, მე კიდევ შენი გადარევა მინდა! - მეუბნება არტური.
15-20 სუთის შემდეგ მისი ჯერიც მოვიდა მან მოულოდნელად თავი მუხლებამდე დახარა, მერე უეცრად უკან მაგრად გადაიქნია და კეფა კუპის კედელს მიახეთქა. გვიან, როცა გონს მოეგო, მითხრა:
- ავთო, რაღაც ძალამ თმებში ხელი წამავლო და თავი კედელზე მიმახეთქებია.
სენსაციური ისიც იყო, რომ უჩინარი ჭამდა. მაგიდაზე დაჭრილი ძეხვი, პამიდორი და პური გვედო. მოვდივართ და ვხედავთ, ძეხვი და პური შიგნიდან არის ამოჭმული, დაუჭრელი ძეხვი კი ვირთხის ნაჭამს ჰგავს.
არტურმა რომელიღაც უცხოური ვიდეოგილმი გაიხსენა და უჩინარს მარკიზი შეარქვა. როგორც მითხრა, ბოლო დროს, ხედავდა კიდეც მას.
- ნახე, ნახე, როგორი სახე აქვს, თავის ქალაა და ზედ ჭუჭყიანი თმები ადგას, ტანზე ზეწარი აქცს ჩამოფხატული, ამხელაა, ა! - მაჩვენებდა მის სიმაღლეს არტური და ხელებს ერთმანეთისგან 50-60 სანტიმეტრით აშორებდა.დილით უჩინარმგზავრიანი მატარებელი მოსკოვში შევიდა.

ეს ისტორია ასე არ დამთავრებულა ამით დასრულდა ,,ფათერაკები მატარებელში" შემდეგი თავის სახელი იქნება ,,უჩინარი მარკიზი"
რომელიც უკვე დაწყილი მაქვს და მალე დავამთავრებ.



№1 სტუმარი Eve

Sainteresoa Mara cotaa ufrotu ganaviitareb movlenebs shemdeg tavshi uketesi iqneba
Isekargia,warmatebebi^^

 


№3  offline წევრი კეკბეჩო

samudamod tqventan
Me memewonaaaa

Mixaria tu megewonatt ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent