იღბლიანი შეცდომა (თავი მეცხრამეტე)
ქორწილის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ღელვაც მემატებოდა. იმდენ რამეზე ვფიქრობდი ერთდროულად, მეგონა, ვერაფერს ვაკეთებდი წესიერად. მინდოდა ყველაფერი განსაკუთრებული ყოფილიყო და სანდროც ოცნებების ახდენაში ხელს მიწყობდა, თქმასაც ვერ ვასწრებდი, ისე ასრულებდა ყველაფერს, ეს დღე ჩვენს ცხოვრებაში ერთხელ იქნება და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ყველაზე ფერად სიზმარში წარმოგედგინაო, მეუბნებოდა. სულ სამი დღე იყო ქორწილამდე დარჩენილი, სახლში დავაბიჯებდი ნერვიულად სანდრომ რომ დამირეკა : - რას შვები? - გაისმა მობილურს მიღმა მისი თბილი ხმა. - სახლში დავდივარ წინ და უკან, ვნერვიულობ და ვერც ვერაფერს ვერ ვაკეთებ სინამდვილეში - ვუთხარი გულწრფელად. - ჰოდა, მორჩი ნერვიულობას, გამოგივლი და ჩემთან ავიდეთ, სტუმრები უნდა გავანაწილოთ მაგიდებთან, საღამოსთვის უკვე მზად რომ გვქონდეს. - კარგი, მოვემზადები უცებ - ვუთხარი და გავუთიშე. მიუხედავად იანვრისა, საკვირველად თბილი ტემპერატურა იყო გარეთ. დადებით ფიქრებსა და ემოციებს ვუშვებდი კოსმოსში, ასეთი ამინდი რომ ყოფილიყო შაბათსაც, არ მინდოდა, წვიმასა და სიცივეს ჩაეშალა ჩვენი გეგმები. უცებ მოვემზადე და სანდროს შეტყობინებამაც მაშინვე მამცნო, რომ დაბლა მელოდებოდა. სწრაფად ჩავირბინე კიბეები, მანქანასთან მელოდა. თბილად ჩამიკრა გულში და ხარბად შეისუნთქა ჩემი სურნელი : - შენ ამ დღეებში უფრო გახდი თუ მეჩვენება? - გამომხედა გამომცდელი თვალებით. - ისე ვნერვიულობ, ვერაფერს ვჭამ, არაა გასაკვირი, რომ გავმხდარიყავი, მაგაზე ფიქრის დრო აღარ მაქვს - ვუთხარი სიცილით. - თუ მოკვდი და აღარ დარჩი ამ ქვეყნად, ეგეთი ქორწილი რად გვინდა? - დამტუქსა თითქოს გიორგაძემ. - გინახავს პატარძალი, რომელიც ქორწილის წინ არ ნერვიულობს? - არ ვიცი, პირველად მომყავს ცოლი - მიპასუხა მხიარული ტონით. - და , იმედია, უკანასკნელადაც - საჩვენებელი თითი დავუქნიე სანდროს. - კაბაზე ჩამოყალიბდი საბოლოოდ? - დაუსერიოზულდა ტონი. - კი, კი, ეგ უკვე აღარ არის სანერვიულო, კაბაც, თმაც, მაკიაჟიც, ყველაფერი მოგვარებული მაქვს. - და, აბა, რაღაზე ნერვიულობ? - არ ვიცი - ვუთხარი დასჯილი ბავშვივით. - ჯერ არ მინდოდა გამემხილა, მაგრამ ისეთი ფერი გაქვს, განწყობა უნდა გამოგიკეთო, უკანა სავარძელზე კონვერტი რომ დევს აიღე და გახსენი - მაცდური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე გიორგაძეს. სასწრაფოდ შევბრუნდი უკანა სავარძლისკენ და კონვერტი ავიღე. არ ვიცოდი, რა მელოდა, მაგრამ გული კარგს მიგრძნობდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, კონვერტში მადრიდის საგზური და თვითმფრინავის ბილეთები რომ დამხვდა : - სანდრო, ეს ჩვენია? - გავხედე გაფართოებული თვალებით. - ახლა ნამდვილად ვხვდები, რომ მართლა არაადეკვატური ხარ, ჩვენია, აბა ვისი იქნება? - იცინოდა გიორგაძე და საჭეზე თითებს ათამაშებდა. - სანდრო, შენ ნამდვილად არსებობ? რა მაგარია, საოცარი ადამიანი ხარ ! - ემოციების კონტროლი მიჭირდა უკვე. - ჰო, იმდენად ნამდვილი ვარ, საკუთარი ცოლი მისივე ნაყიდი ბილეთებით მიმყავს სანტიაგო ბერნაბეუზე - არ წყვეტდა სიცილს ბიჭი. - კარგი ახლა, ნუ ცდილობ შენი საქციელის გადაფარვას, მატჩამდე ორი კვირით ადრეა ფრენა - უკვე აღარ ვგრძნობდი ნერვიულობას მე. - მიხარია, რომ მოვახერხე შენი ყურადღების გადატანა და ცოტა ხნით შეწყვიტე ნერვიულობა - გადმოიხარა და სახეზე მომეფერა სანდრო. კარიერა ? ფული ? სიყვარული ? – არც ერთი კონკრეტულად, მთავარია იყოს ბედნიერება და ყველაფერი გამოვა. მოგზაურობა გვაბედნიერებს ადამიანებს. იცით , როგორი მოგზაურობა? წინასწარ რომ არ იცი, სად მიდიხარ. პირველად შერჩეულ ადგილზე ჩახვალ და მერე გადაწყვეტ, საით წახვიდე. ერთ ქვეყანაში არავინ უნდა იჯდეს, იმიტომ რომ დედამიწაზე არის ძალიან ბევრი სუნთქვისშემკვრელი და გასაგიჟებელი ადგილი. შეგიძლია ერთი ზურგჩანთითა და გამძლე ბათინკებით შემოიარო მსოფლიო და ჩაისუნთქო სხვადასხვა ქვეყნის ჰაერი, გაიცნო უამრავი შემთხვევით შემხვედრი ადამიანი, რომელსაც მეორედ ვეღარ ნახავ. გული მიჩქარდება, როცა წარმოვიდგენ, რომ ერთ დღესაც მე და სანდრო გადავკვეთთ ესპანეთის საზღვარს და ჩვენივე “ფილმისთვის” სცენარს დავწერთ, უბრალოდ ავდგებით, პირველივე შემხვედრს ჩავეხუტებით, შუა ქუჩაში ვიცეკვებთ და დაუფარავად გამოვხატავთ გრძნობებს… ნეტავ, ყველა ადამიანს თავის სამყოფი ბედნიერება ჰქონდეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმშვიდე და ბედნიერება სანდრო გიორგაძეა ! საოცარი გრძნობაა, როცა სამყარო შენს წილ სიყვარულს გიგზავნის ! ბავშვობაში მისტერ დარსი მიყვარდა, მახსოვს, პირველად წაკითხვისას, 50 გვერდი ერთი ამოსუნთქვით ჩავამთავრე, მერე ფორმა შევიცვალე, 90ე გვერდის გადაფურცვლის შემდეგ ყოველ წუთს თვალებს ვხუჭავდი, ასოები უკვე ერთმანეთში ირეოდა და თეთრი ფურცელი თანდათან ჭრელდებოდა, მკლავები მეღლებოდა, არც თუ ისე დიდი წიგნი უკვე საკმაო მასად მეჩვენებოდა, თითებს და სახსრებს ვიტკიებდი, მაგრამ ეს პერსონაჟი . . მინდოდა რეალური ყოფილიყო და სადმე ახლოს ეცხოვრა. ვეჭვიანობდი ქალზე,რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩანდა, ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ დასაწყისშივე ვიცოდი, რომ ჩემგან განსხვავებით მას მთავარი როლი ჰქონდა. ვგრძნობდი კიდეც, რომ ჩემთვის სასურველს ის მიიღებდა.. პირველივე ფურცლებიდან შევეგუე ამას,მაგრამ ბოლოს მაინც ვიტირე.. მტკიოდა და განვიცდიდი მათთან ერთად, აგრესიული ვიყავი ყველას მიმართ, ვინც მათ კიცხავდა, ცუდად მოიხსენიებდა. მე რეალურად არსებულს შემიყვარდა – არ არსებული, თუმცა.. სიცოცხლე ხომ იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ვნებათა კრებული და მე სანდრო გიორგაძე გავიცანი ! სწორედ ის გახდა ჩემი ცხოვრებისა და რეალობის მთავარი პერსონაჟი! ამ ყველაფერზე ფიქრის დროს ჟრუანტელი მივლიდა თანდათან და ვიგრძენი, როგორ დამისველა უეცრად ჩამოგორებულმა ცრემლმა სახე. სანდროს თვალი მოვარიდე, არ მინდოდა, შეემჩნია, რომ ვტიროდი. მის სახლამდე ისე მივედით, ხმა არ ამომიღია, ამდენი თავსდამტყდარი გრძნობა და ემოცია სად წამეღო, აღარ ვიცოდი. სახლში შესვლისთანავე მაიკო შეგვეგება : - მოვიდნენ ჩემი ბავშვები - თქვა თბილად და გადამეხვია, ისედაც სენტიმენტალურ განწყობაზე მყოფმა, ახლა ვეღარ მოვახერხე ცრემლების დამალვა. - რა მოხდა, შვილო, რატომ ტირი? - შეშფოთდა მაიკო. - დაღლილი და ნანერვიულებია, მიდი, შენებურად მიუარე, მაიკო, ქორწილში უნდა ბრწყინავდეს, ხომ იცი - თვალი ჩაუკრა სანდრომ დედამისს. - როგორი ფერმკრთალი ხარ , მოდი, ჯერ საჭმელი უნდა გაჭამო - ძალით დამსვა მაგიდასთან და მაცივრიდან სხვადასხვა კერძის გამოლაგება დაიწყო. - არაფერი მინდა, არ მშია - ვუთხარი მუდარანარევი ხმით. - ისე შეჭამ, როგორც დაგიბარებია - გვერდით მომიჯდა სანდრო. - დღეს აქ დარჩები, არ შემეწინააღმდეგო, ქორწილამდე ძალა სულ გამოგეცლება - გამაფრთხილა მაიკომ. - ძალიან ბევრი საქმე მაქვს - დავიწყე თავის მართლება, მაგრამ სანდრომ სიტყვა შუაზე გამაწყვეტინა. - არაფერი საქმე არ გაქვს, თავის დაძვრენას ცდილობს, უბრალოდ, კაბაც, თმაც, მაკიაჟიც, ყველაფერი მოგვარებული აქვს და ახლა რაღაცებს იგონებს - პატარა ბავშვივით „ჩამიშვა“ სანდრომ, რისთვისაც არც თუ ისე უმტკივნეულო ჩქმეტა დაიმსახურა - და კიდევ მჩქმეტს, რომ იცოდე - არ წყვეტდა ჩემს დასმენას გიორგაძე. - ჰოდა, გადაწყდა, დღეს აქ რჩები და მე ვიზრუნებ შენზე - თქვა მაიკომ და ცხელი წვნიანი დამიდო წინ. - თან სახლში მარტო უნდა ყოფილიყავი, შენები, ხომ, ხვალ ჩამოდიან ? - მხრები აიჩეჩა გიორგაძემ. - ჰოდა, მითუმეტეს - სახეზე მომეფერა მაიკო და წვნიანზე მანიშნა, ჭამეო. მალე ზურაც შემოგვიერთდა და იმაზე ფიქრი დავიწყეთ, ვინ რომელ მაგიდასთან გაგვენაწილებინა : - გეგა მოვა ცოტა ხანში და ესეც მოგვარებული იქნება, ყველა სტუმარს მიუვა შეტყობინება, საკუთარი მაგიდის ნომრის შესახებ - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა სანდრომ. წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა და მხიარული სახით გეგა გამოგვეცხადა : - აქ შეკრებილო, ძვირფასო საზოგადოებავ, ვიცი, რომ თქვენი ამბებითა და პრობლემებით ხართ დატვირთული , მაგრამ, მინდა, მცირე ხნით თქვენი ყურადღება მივიპყრო და წარმოგიდგინოთ სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, ახალგაზრდა, სიმპატიური, პერსპექტიული ბიჭი, ჩემი ძმა, მეგობარი, დანიის ჯერ არ გამოცხადებული პრინცი და უბრალოდ კარგი ადამიანი - კონსტანტინე იგივე კოკო გიორგაძე - დაამთავრა წარდგენა გეგამ და კარში გამოჩნდა ბიჭი, რომელიც ძალიან ჰგავდა სანდროს : - ვახ, არ მჯერა, ვიცოდი, რომ იმედს არ გამიცრუებდი, მაგრამ მაინც არ მჯერა ბოლომდე - გადაეხვია სანდრო კონსტანტინეს. ყველა საოცრად კარგ ხასიათზე დადგა, მე კი ცოტა დაბნეული ვიდექი : - სოფო, გაიცანი, ეს კოკოა, ჩემი ბიძაშვილი, ზურას ძმის შვილი, დანიაში ცხოვრობს წლებია, სწორედ კოკო იქნება ჩემი მეორე მეჯვარე - გამაცნო სანდრომ ბიძაშვილი. - სასიამოვნოა, გავუღიმე კოკოს. - ძალიან ბევრი მსმენია შენზე, შეიძლება ითქვას, რომ დაუსწრებლად გიცნობ - გამიღიმა კოკომ და გადამკოცნა. - ჯერ ერთი, კიდევ კარგი, რომ აღნიშნე, მეორე მეჯვარეო - კმაყოფილი სახით დაიწყო გეგამ საუბარი - და მერე მეორეც, ამდენი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობ და ეს დაუსწრებლად გიცნობ საიდან მოიტანე?ეგეთებიც გახსოვს? - სიცილს ვეღარ იკავებდა ბიჭი. იქნებ სადმე ერთი იახტაც ჰყავდეს და ანასთვის ზედგამოჭრილი ბიჭია-მეთქი, გავიფიქრე და ჩემივე ფიქრებმა ძალიან გამამხიარულა. - მხოლოდ შენი ქორწილი თუ დამაბრუნებდა საქართველოში - მხარზე ხელი დაჰკრა კოკომ სანდროს. - ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ნამდვილად შენ გხედავ - განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყო გიორგაძე. - დღევანდელი გეგმის შესახებ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გამცნო თუ ცალკე მოგახსენო? - გადმომხედა გეგამ და სანდროს თვალი ჩაუკრა. - გული რაღაც ცუდს მიგრძნობს - გადავხედე ბიჭებს სიცილით. - თავისუფალ ცხოვრებასთან გამოსამშვიდობებელი საღამო უნდა მომიწყონ ბიჭებმა - ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი გიორგაძემ და დასჯილი ბავშვივით დაიწყო თავის მართლება. - მოდი, დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით - ისეც კარგ ხასიათზე იყო გეგა. - ოჰო, დახვედრაც ასეთი უნდა - გამხიარულდა კოკოც. - ჯერ სად ხარ - უპასუხა გეგამ. - დეტალების განხილვა და ყველაფრის წარმოდგენა, არ გვინდა - წამიხდა ხასიათი მე. - დაასვენეთ ეს ბავშვი, მშიერი იქნება და ჯერ უნდა ვაჭამო - თავის ჩვეულ მდგომარეობაში იყო მაიკო. ვუყურებდი ბიჭების ურთიერთობას და ვხვდებოდი, რომ მანძილი ნამდვილ მეგობრობას ვერაფერს აკლებდა. საუბარსა და ქორწილის დეტალების განხილვაში ისე მოსაღამოვდა, ვერაფერი გავიგეთ. - მგონი, ჩვენი წასვლის დროა - გადახედა გეგამ ბიჭებს. - მეც წავალ სახლში - წამოვდექი, მაგრამ სანდრომ და მაიკომ ისეთი სახეებით გადმომხედეს, ჩემივე ნებით დავუბრუნდი სავარძელს. - მალე დავბრუნდები - ღიმილით გადმომხედა სანდრომ. - ისეთ რამეს ნუ დაჰპირდები, რასაც ვერ შეუსრულებ, ჯერ ცოლად არ მოუყვანიხარ და როგორ გატყუებს, ეს მერე რას იზამს? - სიცილით მითხრა გეგამ. - მე სანდროში ეჭვი არ მეპარება, აი, შენს მომავალ ცოლს რომ არ ექნება სასაცილოდ საქმე, ეგ კი ნამდვილად ვიცი - დავუბრუნე გეგას პასუხი ნიშნისმოგებით და ჩემივე სიტყვებით კმაყოფილი დავრჩი. - ნამდვილი რძალიც ამას ჰქვია, 0:1, გეგუშ - გამხიარულდა კოკო და ხელი გამომიწოდა, დაარტყიო. - განა პასუხს ვერ გაგცემ, უბრალოდ, სამ დღეში ქორწილია და არ მინდა, გაგანერვიულო - არ იტეხდა იხტიბარს გეგა. ბიჭები დაგვემშვიდობნენ და სანდროს ისეთი მზერა გავაყოლე, დარწმუნებული ვარ, ზურგი აეწვა. მალე დავბრუნდებიო, მითხრა გასვლისას. მე და მაიკო მარტო დავრჩით სახლში, ვსაუბრობდით, იხსენებდა სანდროს ბავშვობას, სტუდენტობას, სულ სერიოზული და გაწონასწორებული იყო, შენმა გამოჩენამ კი ძალიან დაარბილა და რომანტიკული გახადაო, მარწმუნებდა. სულ რაღაც სამი დღე იყო ქორწილამდე დარჩენილი, მე კი საშინლად მინდოდა იმ პერიოდის შესახებ მოეყოლა მაიკოს, როცა სანდრო და თათია შეყვარებულები იყვნენ : - მაიკო, რაღაც მინდა გკითხო - დავიწყე უხერხულად და სანდროს ბავშვობის ფოტო ავიღე ხელში. - გისმენ, ჩემო გოგო, მკითხე, რაც გინდა - მიპასუხა თბილად ქალმა. - შეგიძლია, თათიაზე მიამბო რამე? - ვკითხე დაუბედავად. - თათიაზე? რატომ გაგახსენდა ახლა ეგ გოგო? - თითქოს გაუფუჭდა ხასიათი ქალს. - მეც არ ვიცი, მაგრამ მინდა, ვიცოდე, როგორი იყო მაშინ სანდრო, შენ სულ სხვა თვალით შეხედავდი ყველაფერს, სანდროსგანაც ბევრი რამ ვიცი, მაგრამ შენგან მაინტერესებს. - სიმართლე გითხრა, თავიდანვე ვიცოდი, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გასტანდა, როგორ გითხრა, არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს, განსხვავებული ტიპაჟები იყვნენ. შესაძლოა, ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ სანდრო ძალიან თბილი და ყურადღებიანი ბიჭია, განსაკუთრებული სიყვარული და მეგობრობა იცის. ადამიანები, რომლებიც მის გვერდით არიან მუდმივად ყურადღებითა და სითბოთი ჰყავს განებივრებული და იმავეს ითხოვს მათგანაც, თათია კი სხვანაირი იყო, ცივი, ჩუმი, ახლაც არ მესმის, საერთოდ რატომ მოეწონა ეგ გოგო, ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ ახლა შენ ხარ სანდროს გვერდით და რამდენიმე დღეში მისი ცოლი და ჩემი რძალი უნდა გახდე, გულწრფელად ასე ვფიქრობ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანები ავსებდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის გვერდით ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ, მაგრამ სანდროსა და თათიას ერთად ყოფნის დროსაც კი ეტყობოდათ, რომ რაღაც ბოლომდე ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. შენ და სანდრო სულ სხვანაირები ხართ. ერთი შეხედვითაც ცხადია,როცა გვერდიგვერდ არ ხართ, მაშინაც კი სულ შენზე ფიქრობს, მას შემდეგ, რაც შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში, უფრო ლაღი და ხალისიანია, ხვალინდელი დღის სჯერა, შენ მას ძალიან დიდი ტკივილი და იმედგაცრუება ძალიან მარტივად გადაატანინე და მხოლოდ ამისთვისაც კი მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები - დაასრულა მაიკომ საუბარი. მის თითოეულ სიტყვას ყურადღებით ვისმენდი, გულსა და გონებაში ვიბეჭდავდი და უფრო მეტად მიყვარდებოდა გიორგაძე. - მგონი, უკვე გვიანია, დაწექი, დაისვენე, ხვალაც დამღლელი დღე გველოდება, ძალების აღდგენა გჭირდება - გადმომხედა სიყვარულით სავსე თვალებით ქალმა. - შეიძლება, სანდროს ოთახში დავიძინო ? - მეც არ ვიცი, როგორ მოვიკრიბე გამბედაობა ამის სათქმელად, მაგრამ ახლა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. - კარგი, გაგიშლი ახლავე, გული მიგრძნობს, გვიან დაბრუნდება სახლში და სხვაგან დავაწვენ - თქვა მაიკომ და სანდროს ოთახში შევიდა. პირველად ვიყავი მის ოთახში, ყველაფერს ეტყობოდა, რომ მისი გემოვნებით იყო მოწყობილი, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს წლების მანძილზე ამ ოთახში ვცხოვრობდი. ყველაფერს მისი სურნელი შერჩენოდა. ფიქრებისა და ემოციებისგან დაღლილს მალე დამეძინა. სამმა დღემ საოცარი სისწრაფით გაირბინა. შაბათს დილით რომ გავიღვიძე, რამდენიმე წამით ვფიქრობდი, ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება თუ მესიზმრება-მეთქი და რომ გავაანალიზე, ამ ყველაფერს სიზმართან არაფერი ჰქონდა საერთო, გიჟივით წამოვვარდი ლოგინიდან. - ჩვენს პატარძალსაც გაუღვიძია - ოთახში თავი შემოჰყო ანამ - ცოტაც და ჩვენ ვაპირებდით შენს გაღვიძებას - შემოვიდა მასთან ერთად სალომეც. - ძალიან დიდი ხანია მძინავს? რომელი საათია? - ავნერვიულდი მე. - ნუ გეშინია, ჯერ 9 საათია, ყველაფერს მოვასწრებთ გეგმის მიხედვით, ახლა თუ ადგები და უცებ გადაივლებ წყალს - საწოლთან ჩამომიჯდა ანა. - ჩემი ტელეფონი სად არის? სანდროს არ დაურეკავს? - დავიწყე მობილურის ძებნა. - შენი ტელეფონი სპეციალურად გავიტანეთ წუხელ ოთახიდან, რომ ჩაგეძინა, გვინდოდა კარგად გამოგეძინა, რაც შეეხება სანდროს, ეს იდეა მისი იყო და ამ დილითაც დარეკა, ოღონდ ჩემთან, შენი გაღვიძება არ უნდოდა - ჩამაბარა ანგარიში სალომემ სიცილით. - კარგი, ავდგები ახლა და უცებ გადავივლებ წყალს. სალონში რომელზე უნდა ვიყოთ? - გადავხედე გოგონებს. - ათზე უნდა ვიყოთ, თმას და მაკიაჟს რომ გავიკეთებთ, სახლში დავბრუნდებით და აქ ჩავიცვამთ კაბებს, ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, ოღონდ შენ არაფერზე ინერვიულო - უკვე იწყებდა ჩემს დამშვიდებას ანა. მანქანაში რომ ჩავსხედით, მაშინ გაისმა სანდროს ზარი ჩემს მობილურზე : - ყველაზე ლამაზი პატარძალი როგორ გრძნობს თავს, ხომ არაფერზე ნერვიულობ? - გაისმა მისი თბილი ხმა. - რომ მოგატყუო, არ ვნერვიულობ-მეთქი, არც მართალი იქნება და არც დამიჯერებ, ახლა მივდივარ გოგონებთან ერთად სალონში, მანდ რა ხდება, ხომ ყველაფერი კარგადაა? - ვუპახუსე სწრაფად. - არაფერზე იდარდო, რა, ხომ იცი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც დავგეგმეთ, დღეს უნდა იყო ყველაზე ლამაზი, მშვიდი და თვალისმომჭრელი - მშვიდად საუბრობდა გიორგაძე. - ვეცდები. - კარგი, მიდი ახლა, დაგირეკავ მერე კიდევ - დამემშვიდობა სანდრო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სალონშიც ზუსტად იმდენი დრო დაგვჭირდა, როგორც გავთვალეთ. სახლში რომ დავბრუნდით, გოგონებს უკვე წესრიგში მოეყვანათ იქ ყველაფერი. საოცარი გემოვნებით იყო სუფრა გაფორმებული: - რა მაგარი გოგონები ხართ, ყველაფერი იმაზე ლამაზად გამოვიდა, ვიდრე გვინდოდა - აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. - შენ თვითონ ხარ საოცრება, მიდი, ახლა და ფრთხილად ჩაიცვი კაბა, თმა და მაკიაჟი არ გაიფუჭო და ცრემლები არ დამანახო, იცოდე - გამაფრთხილა ნინამ. - ნათია სადაა, აქ არ მოვა? თუ პირდაპირ ჯვრისწერაზე მოვა ? - ვიკითხე მეგობრის ამბავი. - ვნახოთ ბავშვები როგორ მოიქცევიან და იმის მიხედვით ვიმოქმედებო - მიპასუხა მარიამმა. - კარგი, მოვემზადებით ახლა ჩვენ და მალე დაგიბრუნდებით, სანდროც, დაახლოებით ორმოც წუთში აქ იქნება, გეგას ველაპარაკე ცოტა ხნის წინ - გამაფრთხილა სალომემ, ხელი მომკიდა და ოთახისკენ მიბიძგა, დროა, მოვემზადოთო. გოგონებმა საპატარძლო კაბაში რომ დამინახეს, ცრემლების შეკავება ვერ შეძლეს : - რატომ ტირით, ასე საშინლად გამოვიყურები? - ვთქვი საწყალი სახით. - საოცრად გამოიყურები, ძალიან ლამაზი ხარ - თქვა ცრემლმორეულმა ანამ. - კარგი, ახლა, ნუ გაიფუჭებთ მაკიაჟს, ისედაც მალე მოვლენ - გაგვაფრთხილა მარიამმა. - მოკლედ, როგორც შევთანხმდით, ჯერ ბიჭები შემოვლენ, მეჯვარეებიც აქ ვიქნებით, შენ ოთახში დაელოდები სანდროს, მერე მელოდიას ჩავრთავთ და მამაშენი გამოგიყვანს - ჩამოარაკრაკა სათქმელი ანამ. - კარგი, რა, ისედაც ძალიან ვღელავ, ხომ იცი, არ მიყვარს ეს ცერემონიები და უფრო მეტად ნუ დამძაბავ - შევევედრე მეგობარს. - გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება - წარბი ამიწია ანამ და გეგამაც დარეკა, მოვედით და მზად ხართ თუ დაგელოდოთო. ხელები და ფეხები ერთდროულად გამეყინა, იმაზე მეტად ავნერვიულდი, ვიდრე წარმოვიდგენდი, გული გამალებით მიცემდა სანდროსთან შეხვედრის წინ. ოთახში შევედი და მუსიკის ხმის გაგონებისას ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვახერხე. ბოლოს მოვიკრიბე ძალა, ღრმად ჩავისუნთქე და კარი გავაღე. სანდრო რომ დავინახე, ირგვლივ ყველა სილუეტო გაქრა, მეგონა, მხოლოდ მე და ის ვარსებობდით სამყაროში, საოცრად სიმპატიური იყო, სიბიექტურად თუ ობიექტურად მეგონა, რომ ყველანაირ სტილს ძალიან იხდენდა, მაგრამ ახლა მართლაც საოცრად გამოიყურებოდა. მის მზერაში სიყვარულსა და ბედნიერებას ერთდროულად ვკითხულობდი. ხელი რომ ჩამკიდა, ვიგრძენი, რომ ახლა მართლაც ახალი ცხოვრება იწყებოდა. ცხოვრება, რომელიც ბევრი თავგადასავლითა და უამრავი ბედნიერი დღით იქნებოდა აღსავსე. გვილოცავდნენ, ბედნიერებას გვისურვებდნენ, მაგრამ ჩვენი თვალები ერთმანეთის გარდა ვეღარავის ამჩნევდა : - საოცრად ლამაზი ხარ, ბედნიერი ვარ, რომ შენი ცხოვრების თანამგზავრი ვიქნები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე - ჩამჩურჩულა ყურში. - ძალიან მიყვარხარ, სანდრო - მეტი ვეღარაფრის თქმა მოვახერხე. სახლიდან ტაძრისკენ გადავინაცვლეთ, ცვდილობდი, ჯვრისწერის ცერემონიის დროს ყველა სიტყვა გულსა და გონებაში ჩამებეჭდა და ვგრძნობდი, როგორ გადმოდიოდა რაღაც არაამქვეყნიური მადლი ჩვენზე. - მოდი, აქ დავასრულოთ ყველაფერი და გავიქცეთ, რაც მთავარია, ჯვარი დავიწერეთ უკვე - ჩაილაპარაკა სანდრო, თან სტუმრებს უღიმოდა . - ნუ ცდილობ კანონს გაექცე, ჯერ ხელი არ მოგიწერიათ - შეგვახსენა გეგამ. - შენ გირჩევნია იმაზე იფიქრო, რის გაკეთებასაც აპირებ - მხარზე ხელი დაჰკრა სანდრომ და ღიმილით გადმომხედა. - რამე ხდება და არ ვიცი? - მოვავლე ბიჭებს ინტერესითსავსე მზერა. - მე არაფერ შუაში ვარ - მხრები აიჩეჩა კოკომ და ანასთან საუბარი განაგრძო. - ჰო, მანამდე თუ გამიძლო ნერვებმა, ვაპირებ რაღაცას - მითხრა ჩუმად და ჯიბიდან ბეჭდიანი ყუთი ამოიღო. - გეგა - გაოცებას ვეღარ ვმალავდი მე - ნუთუ შენც ... - ჰო, ჯერ მეც არ მჯერა, რომ ეს ამბავი ნამდვილად ჩემს თავს ხდება, იმედი მაქვს, შენი ძვირფასი და ნამდვილი მეგობარი ქორწილს არ ჩაგიშლის და უარს არ მეტყვის - მისი მხიარული განწყობის მიღმა, ღელვაც იგრძნობოდა უკვე. - ნახე, ამას რამდენ რამეზე უფიქრია - გამხიარულდა სალომეც. - კარგი, ჩავსხდეთ ახლა მანქანებში თორემ დაგვაგვიანდება ხელის მოწერაზე და ამდენი ფოტოს გადაღებაც აღარ შემიძლია - უკმაყოფილო ჩანდა სანდრო . - რაო, რა ფოტოებიო ? - გადმოგვხედა ანამ. - რაო და ხელის მოწერაზეც ბევრს გადავიღებთო და წავედით ახლა - ვანიშნე მანქანისკენ თავით. ხელის მოწერა ღია ცის ქვეშ გვქონდა დაგეგმილი, უცნაურად თბილი და მშვიდი ამინდი იყო, თითქოს ყველაფერი ერთდოულად უწყობდა ხელს ამ დღეს. ორ რიგად განლაგებულ სკამებს შორის თეთრი, ყვავილებით გაფორმებული ხალიჩა იყო დაფენილი. ირგვლივ ყველაფერი ჯადოსნურად გამოიყურებოდა. მას შემდეგ, რაც მე და სანდრომ ერთმანეთს თანხმობა გამოვუცხადეთ, საქორწინო ფიცის წარმოთქმის დრო დადგა, მეც და სანდროც საშინლად ვღელავდით. საუბარი მან დაიწყო : „ ჩემო ერთადერთო და ყველაზე საყვარელო გოგონავ, მთელს დედამიწაზე, მინდა, უკვე, როგორც შენმა ქმარმა გითხრა, რომ მიყვარხარ და მუდამ შენთან ვიქნები, ჭირსა და ლხინში, სიხარულსა და ბედნიერებაში, ყოველი გათენებისას და ყოველ საღამოს, დაძინების წინ. შენ ზუსტად იმ დროს გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველაზე ნაკლებ გელოდი, მაგრამ არც ერთი წამით არ დაგიგვიანია. ყველაფერი იმდენად დაუჯერებელი იყო, ყველამ რომ იცოდეს, როგორ უეცრად გავჩნდით ერთმანეთის ცხოვრებაში, ჩემსავით დაიჯერებენ ბედისწერის არსებობას. უკვე ბევრჯერ და კიდევ არაერთხელ გეტყვი, რომ მიყვარხარ და მზად ვარ, ყოველ ახალ დღეს შენთან ერთად შევხვდე ! თუკი ოდესმე რამეზე მიოცნებია, ყველა ოცნება შენში ამიხდა. მიხარია, რომ მაქვს ბედნიერება, დღეიდან შენი ქმარი მერქვას.“ - დაასრულა საუბარი სანდრომ და უკვე აღარც ვცდილობდი თვალსმომდგარი ცრემლების დამალვას. მისი ეს სიტყვები წინასწარ არ მქონდა მოსმენილი, საგულსაგულოდ ვუმალავდით ერთმანეთს და ახლა აღარ ვიცოდი, როგორ უნდა მეპოვნა საკუთარ თავში ის ძალა, რომელიც საუბარს დამაწყებინებდა : „ სანდრო, ჩემო ასრულებულო ოცნებავ და ჩემი ცხოვრების სასწაულო, იმდენად გულწრფელად და უცნაურად შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში, წარმოუდგენელი იყო, ეს ამბავი ასე არ გაგრძელებულიყო. თუ ოდესმე ვინმესთვის სიკეთე გამიკეთებია, ყველაფერი ერთდროულად დამიბრუნდა შენი სახით. შენ ხარ ერთადერთი, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება მსურს. მინდა გითხრა ის, რაც ასე არეულად არც კი ვიცი მითქვამს თუ არა - მე მიყვარხარ ! და მზად ვარ, ყოველ ახალ დღეს შენთან ერთად შევხვდე. მინდა დღიდან, ჩვენი ცხოვრებისეული კალენდარი ბევრი სიყვარულით სავსე დღით გავამდიდროთ და ჩვენ ვიყოთ მთელი სამყარო. მზად ვარ გავზარდო შენი შვილები და შენი თვალებით ვუყურო სამყაროს. შენი სიტყვების შემდეგ ყველა დაწყობილი წინადადება სადღაც გამეფანტა და შენი თვალების გარდა ვეღარაფერს ვამჩნევ. ერთი, რაც შემიძლია გითხრა, არის ის, რომ ყოველთვის ვიპოვნი ძალას, რომ ხმა გაგაგონო და გითხრა, რომ არსებობს ერთი გოგონა, რომელსაც ბოლო ამოსუნთქვამდე ეყვარები.“ - დავასრულე სათქმელი ხმის კანკალით. უკვე სანდროც ვეღარ ახერხებდა ცრემლების დამალვას. ჩამეხუტა, საოცრად თბილი იყო, თავბრუ მესხმოდა, მეგონა, დრო შეჩერდა. არ მახსოვს, როგორ მივედით რესტორნამდე, მაგრამ რეალობას რომ დავუბრუნდი, უამრავ ადამიანს გადავყურებდით შემაღლებული ადგილიდან : - ახლა იწყება მთავარი ნერვიულობა, რომ არ ვიცეკვო, არ შეიძლება ? - გადმომხედა სანდრომ მუდარით სავსე თვალებით. - ეგ არც განიხილო - მკაცრად უპასუხა ანამ და ტელეფონი მოამზადა „სელფის“ გადასაღებად. - რა იოლი სათქმელია შენთვის, ასე ბოლოს როდის ვინერვიულე, არც მახსოვს - შეწუხებული სახე ჰქონდა სანდროს. - მე ვიცი, რაც გიშველის - გაუწოდა კოკომ კონიაკით სავსე ჭიქა და სანდრომაც სულმოუთქმელად გადაჰკრა. - იმდენს ნუ იზამ, ცეკვის ნაცვლად იბარბაცო - არ წყვეტდა ჭკუის დარიგებას ანა. - სანდრო, ისე ნუ იქცევი, თითქოს ცხოვრებაში პირველად ცეკვავდე, რა დაგემართა? - დასერიოზულდა გეგაც. - ბავშვობაში ვცეკვავდი, გეგა, თანაც ამ ცეკვის მერე ყველა იმას იტყვის, გოგო ჯობსო - გამხიარულდა სანდრო. - ისედაც მაგას იტყვიან, მაგაზე არ ინერვიულო - არ ჩერდებოდა ანა. - კარგი, სანდრო, მე თუ მომიწევდა შენი დამშვიდება, რას ვიფიქრებდი? - გადავხედე აღელვებულ გიორგაძეს. მიუხედავად სანდროს ღელვისა, ცეკვა იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე გვეგონა და მქუხარე აპლოდისმენტებიც დავიმსახურეთ გარშემომყოფებისგან. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ნერვიულობა უკან მოვიტოვეთ და ვტკბებოდით ამ დღით. ფოტოების გადაღებით ვიყავით გართულნი, გეგამ სახალხოდ რომ გამოაცხადა, თაიგულის სროლის დროაო, მერე ჩემთან მოირბინა და ყურში ჩამჩურჩულა : - არ დამღუპო და მარიამს ჩაუგდე ეგ ყვავილები ხელში, მთელს იმედებს შენზე ვამყარებ , იცოდე. - გეგა, ეგ წინასწარ მაინც გეთქვა, ვივარჯიშებდი - ავნერვიულდი მეც. - ნუ გეშინია, ვიცი, იმედს არ გამიცრუებ - გამამხნევა ბიჭმა. თვალით გავზომე მანძილი ჩემსა და მარიამს შორის, გონება მოვიკრიბე და ვეცადე, თაიგულისთვის სწორი მიმართულება მიმეცა და გამომივიდა კიდეც, ჩემი ყვავილები პირდაპირ მარიამის მკლავებში აღმოჩნდა. ჟრიამული დასრულებული არ იყო, უცებ დარბაზი რომ ჩაბნელდა, შუქის ერთმა ნაკადმა გეგას სილუეტი, მეორემ კი - მარიამი გაანათა : - უცნაური დღეა ჩემთვის. ბავშვობის მეგობარმა და ძმაზე უფრო ახლო ადამიანმა ცოლი მოიყვანა. ეჭვიც არ მეპარება, ძალიან ბედნიერი იქნება, მის გვერდით ხომ ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა. მაგრამ მხოლოდ ამ მიზეზით არაა ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული. მგონი, მეც აღმოვაჩინე ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი. ადამიანი, რომელთანაც თავს განსაკუთრებით ბედნიერად და თავისუფლად ვგრძნობ, ადამიანი, რომელიც მინდა, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდეს - გეგა მიკროფონს მოშორდა და მარიამისკენ წავიდა, მის წინაშე მუხლი მოიყარა, ბეჭედი გაუწოდა და ხელი სთხოვა: - მარიამ , ცოლად გამომყვები? ირგვლივ საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა გოგონას რეაქციას ელოდა. მარიამი გაოცებული იდგა რამდენიმე წამის განმავლობაში, ვერ ხვდებოდა, რა უნდა ექნა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე, თანახმა ვარო, გეგას უთხრა და ბიჭს მაგრად ჩაეხუტა. - სანდრო, რა მაგარია - გავხედე გიორგაძეს და ვიგრძენი, როგორ ამეკრა ზურგიდან მისი გახურებული სხეული. - ჰო, ნამდვილად საოცარი დღეა - მაკოცა კისერში ნაზად და საცეკვაოდ გამიწვია. ერთროულად ბევრი გრძნობის ამოკითხვა შეიძლებოდა მის თვალებში : სიყვარულის, ვნების, მზრუნველობის... სანამ ბოლო სტუმარიც არ გავაცილეთ, რესტორანში ვიყავით : - ეგრე არ დარჩეთ, ხალხნოო - შემოგვძახა გეგამ . - ჰო, მგონი უკვე დროა, ჩვენც წავიდეთ - ჩამკიდა ხელი სანდრომ და კარისკენ წამიყვანა. მანქანაში ჩავსხედით თუ არა, მაშინ ვიგრძენი დაღლა : - ფეხები ისე მტკივა, მგონია ორასი კილომეტრი გავიარე - ამოვთქვი საწყლად. - ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სულ ტყუილად ინერვიულე ამდენი - გადმომხედა სანდრომ. სასტუმროს ნომერთან რომ ავედით, თვალები დახუჭეო, სანდრომ მითხრა და ხელში ამიყვანა. ირგვლივ სურნელოვანი სანთლებისა და ვარდების საოცარი სურნელი იდგა. თავი სიზმარში მეგონა, საკუთარი გულისცემა მესმოდა. სანდროს ამღვრეულ მზერას რომ წავაწყდი, აბაზანაში შევალ-მეთქი, დავუძვერი სწრაფად. საშინლად მინდოდა ამ მძიმე კაბისგან გავთავისუფლებულიყავი და შხაპი მიმეღო. ცხელმა შხაპმა ნერვიულობა გადაფარა ცოტა ხნით. ნერვიულად გავაღე კარი, სანდრო ფანჯარასთან იდგა და ღამის თბილისს გადაჰყურებდა. შემობრუნდა, ვნებამორეული მზერით მომიახლოვდა და ჩემი კანის სურნელი შეისუნთქა ხარბად. ცხელი კოცნის კვალი დამიტოვა ლავიწთან და ყველანაირი ღელვა ჰაერში გაიფანტა უეცრად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.