შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეკვა, სიყვარული და ჩემი გიჟი მეგობრები(საცდელი თავი)


30-09-2018, 22:29
ავტორი Worlds gone crazy
ნანახია 1 595

ეს არის ისტორია მაშო შელიაზე. გოგონაზე რომელმაც ბევრი გადაიტანა მაგრამ მან ცხოვრება თავიდან დაიწყო თავისი დის გამო დაუბრუნდა საყვარელ საქმიანობას მეგობრებს და წარმატებასაც მიაღწია.
--------------

დილით როგორც ყოველთვის ახლაც ადრე გამეღვიძა. ჯერ სულ რაღაც 07:00 საათია. ცოტა ხანი ვიწექი ლოგინში, შემდეგ წამოვდექი, სპორტული “ელასტიკი” ტოპი, ფლეიერი, ყურსასმენები ავიღე და წავედი სავარჯიშოთ.
მაშო შელია ვარ, 23 წლის. მყავს3 წლის და ტასო. ხო, ალბათ გიკვირთ სამი წლის და როგორ ყავსო?!
მოკლედ! ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს “სიბერეში” კიდევ ერთი შვილის გაჩენა....დედა მშობიარობას გადაყვა... მამა ამის მერე დეპრესიაში ჩავარდა, სვამდა. ჩვენ საერთოდ აღარ გვეკარებოდა. არ ვიცოდი სად დადიოდა,ასზე მანამ ვერაფერი შევიტყვე ვიდრე, პოლიციიდან არ დამირეკეს არ მითხრეს რომ, მამა დიდი დოზით ალკოჰოლის მიღების გამო გარდაცვლილი იპოვეს ქუჩაში.
საშინელი დღეები იყო! არ ვიცოდი რა მექნა. ერთ მხარეს მშობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მკლავდა, მეორე მხრივ კი ჩემი უცოდველი დის დანახვა, სტიმულს მაძლევდა ცხოვრების გაგრძელების.
სწორედ ამ დროს მივხვდი ჩემს ირგვლივ ვინ იყო ყალბი და ვინ გულწრფელი. მაშინ როდესაც ნათესავებმა მიმატოვეს, რადგან ჩემგან სარგებელს ვეღარ ნახულობდნენ, გვერდში ჩემი ბავშვობის მეგობრები ანო და დაჩი აღმოჩნდნენ. ისიც მათი დამსახურეება რომ ფეხზე წამოვდექი და ჩემ საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდი (ცეკვას-ვგულოსხმობ ჰოპ-ჰოპს). დღეს კი საკუთარი სტუდიაც კი მაქვს.
როდესაც უკვე სამი კრუგი დავარტყი ბაღს და თან ტასოს გავღვიძების დროც მოვიდა, სახლში ავედი. პირველი მის ოთახში შევედი.
ტასოს ჯერ კიდევ არ გაუღვიძია. ამიტომ ჩემს ოთახში დავბრუნდი და უცებ შხაპი მივიღე, პორსახოცი შემოვიხვიე რომელიც საჯდომს ძლივს მიფარავდა და სააბაზანოდან გამოვედი. კარადიდან მოკლე შორტი და ტოპი გამოვიღე და ჩავიცვი. სარკეში ვიხედებოდი როცა ტასოს ანარეკლი დავლანდე, როგორც ჩანს გაიღვიძია ჩემ პატარა გოჭს.
-ვაიმე ჩემო გოჭო გაიღვიძე?!- მთელი წლის უნახავივით მივვარდი, ლოგინზე დავაგდე და კოცნა დავუწყე.
-მასოოო მეგიტინება! გაცელდი...-სიცილით მეუბნება. მეც როგორც კი მოვისიყვარულე, გავჩერდი და მის გვერდზე დავწექი.
შემდეგ მის ოთახში შევედით ხელ-პირის დასაბანად და ჩასაცმელად. ტასომ აიჩემა გინდა თუ არა მარტო დავიბან ხელებს შენ ტანსაცმელი ამირჩიეო. მეც სხვა რა გზა მქონდა. მივადექი კარადას და მასაც ზუსტად ჩემნაირი შორტები და ტოპი გამოვუღე. მერე კი ლოგინზე დავჯექი და დავუწყე ლოდინი როდის გამოვიდოდა. სანამ ველოდებოდი, მოპირდაპირე აივანზე გავიხედე. ჩვენ პირდაპირ ბინაში ერთი ლოთი კაცი ანზორი ცხოვრობდა, რო დათვერებოდა სიმღერას დაიწყებდა მთელ უბანს ესმოდა გამსაკუთრებით კი ჩვენ რადგან ჩვენი აივნები ძალიან ახლოსაა. ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც უცებ აივანზე ვიღაც გამოვიდა. მეგონა ისევ ანზორი იქნებამეთქი და ზრდილობის გამო მოვიკითხავ სორცხვილიამეთქი ამიტომ, ღიმილით გავიხედე ისევ აივნისკენ. ღმერთო ცუდად ვარ! ანზორი თუ აპოლონი იყო აქამდე რატო არ ვიცოდი?! უჰ თან რა პრესი აქ?! ვაიმე მაშო რა სისულელეზე ფიქრობ?! შენ წინ სრულიად უცნობი მამაკაცია, წელს ზემოთ შიშველი, ანზორის სახლში და თან ისე გიყურებს თითქოს შიშველი იყო!
ვაიმე რა იყო შე კაცო ქალი არ გინახია თუ ანგელოზი?!
ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც ტასო სააბაზანოდან. რო შევხედე კბილის პასტა ცხვირზე ესვა. რაზეც გამეცინა თითით მოვაშორე და ტანსაცმლის ჩაცმაში მივეხმარე. მთელი ამ დროის განმავლობაში მწველ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მერე კი საერთოდ გაქრა აივნიდან. აპოლონი, ანზორ-აპოლონი თუ რა არსებაც იყო. როგორც იქნა მოვწესროგდით მე და ტასო და ლოგონზე ჩამოვჯექით.
-აბა რა გავაკეთოთ სანამ ლანაჩკა მოვა?(ტასოს ძიძა)
-ჰმ...-საჩვენებელი თითი ლოყასთან მიაქვს ვითომ ფიქრობსო, რაზეც მეღიმება-მემგონი ლომ მსია!
-ჰმ...-მეც ვცინებ და ვეკითხები-და რა შია ჩემ გოგოს?
-ბლინები!-ყვირის ბოლო ხმაზე.
-კარგი! აბა კაპიტანო პირდაპირი რეისით სამზარეულოსაკენ!-მეც ვყვირი ტასო კი ტაშს უკრავს.
სამზარეულოში შევდივართ მე და ტასო რა დროსაც კარზე ზარის ხმა ისმის. მე და ტასო კერ ერთმანეთს ვიყურებთ მერე კარს. ზარის ხმა როგორც კი მეორდება გაკვირვებული მივდივარ გასაღებლად. არადა ჯერ ადრეა ლანას მოსვლა. გავაღე თუ არა კარები ანო მაშინვე მეცა, უფროსწორად მე რა ტასოს. აბა მე ვიღას ვახსოვარ.
-ვაიმე დეიდას პრინცესა როგორ მომენატრე გოგო-ეფერება ტასოს ხელოდან მართმევს და ერთად შედიან სახლში.
-მაშიკო როგორ ხარ გოგო?-ახლა დაჩი მეკრიჭება და პასუხის გაცემასაც კი არ მაცლის ისე შედის სახლში.
-კარგად კაცო რა მიჭირს?! შემოდით რა კარში დგახართ-ჩემთვის ვბუტბიტებ კარებს ვხურავ და მეც სახლში შევდივარ.
-რას მოვესწარით ქალბატონო შენ ჩემთან სახლში ხარ 09:00საათზე ისე რო მე არ გადმომიგდიხარ ძალით ლოგინიდან?!-ვუბრუნდები ანოს და გაკვირვებული-არ მჯერა! -და ხელებს მაღლა ვწევ.
-ხო მართალი ხარ ამ დროს მძინავს ხოლმე მაგრამ ეხლა მე და დაჩიმ რაღაც უნდა გითხრათ.
ესენი რაღაცაა ძაან საეჭვოდ იქცევიან. ჯერ ერთი, ერთად მოვიდნენ და გზაში ერთმანეთი არ დაუწყვეტიათ, ცოცხლები არიან ჯერ. მერე მეორე რანაირად უყურებენ ერთმანეთს. ამას პლიუს ანომ ჩემ “ხუმრობას” ყურადღება არ მიაქცია. მოკლედ იქ ის ანზორ-აპოლონი, აქეთ ესენი.
ყველამ ერთად მოწიეთ ხალხო და ახლა მე მაბოლებთ?
-გისმენთ-ვეუბნები ისე ვითომც აზრზე არ ვარ რა ხდება.
-მოკლედ მე და დაჩის ერთმანეთი გვიყვარს და ერთად ვართ-აყრის ვიროს წიხლებივით და თვალებ დახუჭული ჩემ რეაქციას ელოდება. ამას თუ გონია რო ახალი ამბავი მითხრა და გამაკვირვა ძაან ცდება.
ცოტა ხანი ვჩუმდები და მერე ვიწყებ.
-დედა რა ესმის ჩემ ყურებს! რას მოვესწარით ღმერთო ხედავ-ხელებს მაღლა ვწევ და ზემოთ ვიყურები-ამათ თუ გონება გაუნათდებოდათ და მიხვდებოდნენ რო ერთმანეთის დანახვაზე გული უფანცქალებთ რას ვიფიქრებდი ჰა?!სად არი შამპანური უმდა გავხსნა.
ვყვირი ბოლო ხმაზე საწყალი მეზობლები ალბათ სუყველა სათითაოთ მაგინებ მაგრამ ვის ადარდებს?!
ანო და დაჩი ჩემი გამოსვლით ჯერ კიდევ შოკირებულები ვერ ინძრევიან.
-კარგით ახლა გამოფხიზლდით! მასე თუ გქვავდით ვინ გააკეთებს ჩემ ნათლულს?-როგორც ყოველთვის არც ახლა არ ვაჩუმებ ენას.
ვაიმეეე ჩემი გოგო როგორ გაწითლდა!
-კარგი ნუ გამიწითლე ბავშვი!-მეუბნება სიცილით დაჩი და ანოს აწითლებულ ლოყებს უკოცნის.
-უიმე ისეთი საყვარლები ხართ ლამისაა გული ამერიოს რაა, ერთი ეგ არის ბავშვი და მეორე მე-მე ვის დავაცლი სიყვარულს და ბედნიერებას.
-უიმე ჩამამწარა დილიდან ხასიათი, საერთოდ არ უნდა მოვსულიყავით და არც არაფერი არ უნდა გვეთქვა-ბუზღუნებს ანო, ტასოს ხელში მაჩეჩებს რომელიც ამ დროის განმავლობაში გვაკვირდება და ჯერ კიდევ ვერ გაუგია რა ხდება. ანო დაჩის ხელს კიდებს და კარებისკენ მიყავს.
-თქვენ მარტო დარჩენა და განმარტოება გინდოდეთ დამაბრალეთ ახლა მე და ჩემს ხასიათს-ბოლოს მაინც ვიშხამები ანო კი კარებში გასული ტრიალდება და მეჯღანება.
-საღამოს რვაზე კლუბში მივიდვაართ-მხოლოდ ამის მოძახებასღა ასწრებს დაჩი და ლიფტის კარებიც იხურება.
კარებს ვკეტავ და გაკვირვებულ ტასოს ვუბრუნდები.
-მასო ანო დეიდა და დაჩი ბიძიას პატალა ეკოლებათ?-მეკითხება ტასო.
ღმერთოეს ბავშვი ხანდახან მაკვირვებს.
-ნუუ დაახლოებით-მეც ვპასუხობ და ვუღიმი.
-მასოო მსიაა-წუწუნებს ქალობატონი.
-წამო ხო გავაკეთოთ მალე ბლინები სანამ კიდე ვინმე მოსულა.
სამზარეულოში შევედით და ბლინების კეთება დავიწყეთ, თან ტასოც “მეხმარებოდა” ხან რას გააფიჭებდა ბოლოს ორივემ მთლიანად ფქვილში ამოსვრილმა დავხედეთ “ბლინებს” უფრო სწორად ყველაფერს გავდა ბლინების გარდა. მაგრამ გული არ გავიტეხეთ და მაინც შევჭამეთ. მმმ... გემრიელი გამომსვლია. ბლინებს ვაგემოვნებდით როდესაც კარზე ზარი ხმა გავიგონეთ. ალბათ ლანა მოვიდა. წავედი კარისკენ გამოვაღე და მართლაც ლანა იყო ჩემს დანახვაზე გადაბჟირდა ძლივს მოვასულიერე.
-ვაიმე რას გავხარ მაშო! რა მოხდა ბლინების გაკეთების მცდელობა ისევ კრახით დასრულდა?
-ჰაჰა ძაან სასაცილოა-ვეჭყანები და სახლში ვუშვებ.
-ტასუნა სად არი?-კითხულობს და ისიც მისაღებისკენ მიდის.
-ლანაცკა!-ამ დროს მთლიანად თეთრი ტასო გამორბის სამზარეულოდან და ლანას ეხვევა.
-ხოხო ჩაეხუტე ეგ ხო მაინც გიკეთებ გემრიელ ბლინებს-ვამბობ და ლოყებს ვბუშტავ.
-კარგი რა მაშო ნუ ეჭვიანობ ხო იცი რო ორივეს გვიყვარხარ შენც და შენი გამომცხვარი ბლინები. ხო ასე ტასუნ?- ახლა მას უბრუნდება.
-ქო!
-ერთი არ მეჩქარებოდეს მე თქვენ გაჩვენებდით ეჭვიანობას.
ვამბობ და თაან სააბაზანოსკენ გავრბივარ. ძლივს ვიშორებ ფქვილს. სპორტულებს, ჩემი სტუდიის მაისურს და ნიუბალანსებს ვიცმევ, სპორტულ ჩანთას ვიღებ მანქანის გასაღებს, ტასოს და ლანას ვემშვიდობები, პარკინგზე ჩავდივარ, ჩემ შავ რაშში ვჯდები და ჰერი ჰერი სამსახურისკენ.


ჩემი პირველი ისტორიააა და არც კი ვიცი უკვე რამდენჯერ გადავიკითხე რომ რამე შეცდომა არ მქონოდა????
მაგრამ თუ რამე მაინც გამეპარა არ მოგერიდოთ????აქამდე ამ საიტის აქტიური მკითხველი ვიყავი დღეს კი მეც მომინდა დამემატებინა სიახლე... შემიფასეთ!!!



№1 სტუმარი სტუმარი ანუკი

კარგია.ამ აპოლონმა დამაინტრიგა და ერთი სული მაქვს გავიგო ვინაა.თუმცა უკვე მომწონს:))მოკლედ სახალისოა.კარგი დასაწყისით.მომეწონა

 


№2  offline წევრი samudamod tqventan

Hmm apalonebze vgijdebi xolme da Ai ertic gamochndaaa
shewyvetaze tavshi azri ar gaielvoo

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთათო

კარგი დასაწყისია დიდი სიამოვნებით გავარგძელებ კითხვას მთავარია არ დააგვიანო და დიდი თავები დადე <3 ძან მაგარია ველოდები შემდეგს მომწონს მაშიკო ტასო უსაყვარლესია დაჩი და ანოც უკვეე ყველა მომწონს მალე გამოჩნდება იდუმალი ანზორა :D ველიიიიი შემდეგ თავს <3

 


№4  offline წევრი Worlds gone crazy

[spoiler][/spoiler]
სტუმარი ანუკი
კარგია.ამ აპოლონმა დამაინტრიგა და ერთი სული მაქვს გავიგო ვინაა.თუმცა უკვე მომწონს:))მოკლედ სახალისოა.კარგი დასაწყისით.მომეწონა

მადლობა ძალიან გამახარე! პირობას გაძლევ მალე გაიგებ ვინა აპოლონი blush heart_eyes

სტუმარი ქეთათო
კარგი დასაწყისია დიდი სიამოვნებით გავარგძელებ კითხვას მთავარია არ დააგვიანო და დიდი თავები დადე <3 ძან მაგარია ველოდები შემდეგს მომწონს მაშიკო ტასო უსაყვარლესია დაჩი და ანოც უკვეე ყველა მომწონს მალე გამოჩნდება იდუმალი ანზორა :D ველიიიიი შემდეგ თავს <3


პირობას გაძლევ იდუმალი ანზორაა მალე გამოჩნდება:D ვეცდები დიდი თავები დავდო და არ დავაგვიანო სკოლის და მასწავლებლების ხელში:( მადლობა შემ ასეთი ამ სიტყვებისთვის <3 heart_eyes

samudamod tqventan
Hmm apalonebze vgijdebi xolme da Ai ertic gamochndaaa
shewyvetaze tavshi azri ar gaielvoo

ამ სიტყვების მერე განა მაქ უფლება წერა შევწყვიტო? smiley ძალიან დიდი მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის
<3

 


№5 სტუმარი მიუ

ერთადერთი შეკითხვა როდის დადებ შემდეგს

 


№6 სტუმარი ლიზიკო

კარგია ალბათ ანდა ალბათ კი არა ძაან გამიხარდება თუ ამ აპოლონს თუ ვინცაა ეს გოგო შეუყვარდება და რა თქმა უნდა ამ გოგოსაც

 


№7  offline წევრი Worlds gone crazy

მიუ
ერთადერთი შეკითხვა როდის დადებ შემდეგს

დღეს უნდა დადებულიყო მაგრამ ტექსტი წამეშალა:((( შევეცდები მალე აღვადგინო და ალბათ დრეს საღამოს დავდებ

ლიზიკო
კარგია ალბათ ანდა ალბათ კი არა ძაან გამიხარდება თუ ამ აპოლონს თუ ვინცაა ეს გოგო შეუყვარდება და რა თქმა უნდა ამ გოგოსაც

მადლობააა პირობას გაძლევ შევაყვარებ ერთმანეთს:)));)))

 


№8 სტუმარი sheni love

sheni apoloni rodis unda gamochndes netav ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent