შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 10)


1-10-2018, 08:45
ავტორი Painter
ნანახია 3 496

ბიჭი საოპერაციოში გააქანეს, ჩვენ მის მშობლებს დავურეკეთ, მთელი ღამე მოსაცდელში, ექიმის პასუხის მოლოდინში გავატარეთ. ვაკოს გვერძე ვიჯექი, თავი მის მხარზე მედო და მომტირალ ანის ვუყურებდი. მისი ამდენი მოთქმა უკვე მომაბეზრებელი იყო. გიგის მშობლები მალე მოვიდნენ, საწყალი ქალი განადგურებული იყო. მთელ დერეფანში მისი ტირილი ისმოდა.
-ჩემი ერთადერთი ბიჭიი! ჩემი გიგილოო! რატომ ღმერთო რატოომ? -ქალი გონზე ძლივს იყო, მისი შემხედვარე მეც მეტირებოდა. ვხედავდი როგორი ზიზღით უყურებდა ეს ქალი ანის, თავს ძლივს იკავებდა რომ არ მივარდნოდა და თმებით ეთრია ეს გოგო. ცოტახანში მთელი საავადმყოფო ხალხით გაივსო, ბევრი ბიჭები იყვნენ, ალბათ გიგის მეგობრები. დილის ორი საათი იყო ექიმი რომ გამოვიდა. ყველა მასთან მიცვივდა.
-როგორ არის ექიმო ჩემი შვილი? -თვალებში შესციცინებდა ექიმს გიგის დედა.
-თქვენმა შვილმა ბევრი სისხლი დაკარგა, ახლა უგონოდ არის, მაგრამ დიდი შანსი არსებობს გადარჩენის.
-გმადლობთ ექიმო! დიდი მადლობა რომ შვილი გადამირჩინეთ!
-მადლობა ამ ორ ახალგაზრდას უნდა გადაუხადოთ. -ჩვენზე ანიშნა ექიმმა. -ისინი რომ არა თქვენი შვილი ახლა ცოცხალი არ იქნებოდა. ახლა მე დაგტოვებთ. -დერეფანს გაუყვა და გაუჩინარდა.
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ შვილებო! -თავის აწყლიანებული მწვანე თვალები შემოგვანათა.
-სამადლობედი არაფერია ქალბატონო. -თბილად გაუღიმა ვაკომ.
-მე ეკა მქვია, თქვენ შვილებო?
-მე ნია, ეს კი ვაკოა.
-თქვენ გაიხარეთ ბავშვებო. ღმერთმა სულ ბედნიერები გამყოფოთ. -ბევრი გვლოცა და გვლოცა ამ ქალმა. ჩვენ კი მხოლოდ მადლობას ვეუბნებოდით.
-ახლა ჩვენი წასვლის დროა, ხვალ აუცილებლად შემოგივლით. -ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
-კარგი შვილო, თქვენც შეგაწუხეთ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. -ეკა ისე ჩამეხუტა რამის გამჭყლიტა. “შვილო” ეს სიტყვა ყველაზე ძალიან მიყვარდა, როგორ მომნატრებია. -ალბათ როგორ ამაყობენ შენი მშობლები შენით. -სახე მომეღუშა, ქალს ნაძალადევად გავუღიმე, დავემშვიდობეთ და წამოოვედით.
-ნიი კარგად ხარ? -მეკითხება ვაკო და ხელს მხვევს.
-უბრალოდ ძალიან მენატრებიან ისინი ვაკო, მშობლები. სიტყვა დედა და მამა მენატრება, აღარ შემიძლია ამდენის ატანა! ყოველ ჯერზე როცა უცხოები მათზე მელაპარაკებიან, იარებს თავიდან მიხსნიან. მართალია მათ არ იციან არაფერი, მაგრამ ეს მაინც მტკივნეული თემაა ჩემთვის. -ცრემლები გადმომცვივდა, ვაკომ მაგრად ჩამიხუტა და მეც ხელები მოვხვიე. -შენ ხომ არასდროს დამტოვებ? შენ რომ რამე მოგივიდეს ვერ ვიცოცხლებ!
-არა პატარავ მე სულ შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის.
-მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ!
მანქანისკენ მიცვიოდით, უკნიდან ნაცნობი ხმა გავიგე.
-ნიაა როგორ ხარ?!
-კარგად რატი შენ? -ჩემსკენ წამოვიდა და გადამკოცნა.
-რავი ვარ რა.
-ეს ვაკოა ჩემი შეყვარებული, -ვაკოზე ვანიშნე. -ვაკო ეს რატია.
-სასიამოვნოა!
-ჩემთვისაც! -სულ არ ეტყობოდა სახეზე ვაკოს რომ სიამოვნებდა რატის გაცნობა ან საერთოდ მისი ყურება.
-აქ რატომ ხარ? -ვკითხე რატის.
-აა ჩემი ძმაკაცი დაჭრეს და მის სანახავად მოვედი, მაგრამ არავის უშვებენ მასთან.
-გიგიზე ამბობ? -თვალები დავაჭყიტე.
-გიგის იცნობ? -მასაც გაკვირვებული სახე ჰქონდა.
-არა, ჩვენ ვიპოვეთ და აქ მოვიყვანეთ. უფრო სწორედ ანი მოვიდა ჩვენთან, დაგვეხმარეო და ჩვენც დავეხმარეთ.
-ჯანდაბა ვიცოდი რომ მაგის ბრალი იქნებოდა! -უცებ ანერვიულდა გიგი. -ყველაფერი მაგ გოგოს ბრალია! მაგის ბო*ი დედამოვტ*ან!
-გოგოა აქ და ცოტა სიტყვები აკონტროლე! -ხმაში ცოტა გაბრაზება შეერია ვაკოს.
-მაპატიეთ! უბრალოდ იმ ბო*ი გოგოს გამოა ჩემი გიგი ამ დღეში! -კიდე განაგრძობდა რატი გინებას. -მაპატიე ნია!
-არაუშავს, დაწყნარდი ახლა, გიგი კარგად იქნება! -ხელი დავადე მხარზე.
-ნიაა... შეიძლება ჩაგეხუტო? -ვაკოს გავხედე, თავი გვერდით შეატრიალა, აშკარად ძალიან ნერვებმოშლილი იყო. -გთხოვ ნია! -კარგი მეთქი ვუთხარი და მაშინვე ჩამეხუტა, აბა ხომ არ ვეტყოდი არათქო, ისეთი განერვიულებული იყო, თან შემეცოდა. მერე ლოყაზე ხელი მომკიდა და მაკოცა, თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ მეც ვაკოცე ლოყაზე, დავემშვიდობე და გზა გავაგრძელე. ვაკოს არაფერი უთქვია, წინ მიდიოდა ჩქარა, მანქანაში ჩაჯდა კარები მაგრად მიიჯახუნა და მანქანა დაქოქა. მეც ჩავხტი ვაკოს გვერძე და სახლისკენ წავედით. მთელი გზა ხმას არ იღებდა, ეს კი მაგიჟებდა.
-რა გჭირს ვაკო?
-არაფერი!
-როგორ თუ არაფერი? მთელი გზაა ხმას არ იღებ.
-რა ვთქვა ნია? -მითხრა ირონიულად და ჩაიცინა.
-არ ვიცი რამე! არ შემიძლია ჩუმად ყოფნა! -ხმას კვლავ არ იღებდა. -მოიცა შენ იმაზე ბრაზობ რომ რატის ჩავეხუტე? -გამეცინა, არ მეგონა თუ იეჭვიანებდა.
-ჯანდაბა ნია! კი ვბრაზობ! -დაიყვირა და მის ყვირილზე შევხტი. -ვბრაზობ იმიტომ რომ ჩემს წინ ვიღაც უცხო ტიპი, ჩემს შეყვარებულს ეხუტება და მერე კოცნის. ყველაზე უარესი კი ისარის რომ შენ მიეცი ამის უფლება! მერე რა გააკეთე? შენც აკოცე!
-აბა რა მეთქვა არათქოო? -მეც ავუწიე ხმას. -ვერ დაინახე რა დღეში იყოო?
-რაღაც არ ეტყობოდა რამე დღეში ყოფილიყო! -ისევ ჩაიცინა.
-როგორ თუ არ ეტყობოდა? მისი ძმაკაცი დაჭრილია! მას კი ვინმესთან ჩახუტება სჭირდებოდა!
-რატომ მაიც და მაინც შენთან ნია?! -ისევ ხმას აუწია.
-მერავიცი ვაკო? მაგას რა მნიშვნელობააქ?
-თავს ნუ იდებილებ ნია და მეც ნუ მაგიჟებ! ამის დედასშევე*ი! შენ მას ეხუტებოდი, მე კიდე უკანასკნელი სი*ივით ვიდექი და ვუყურებდი როგორ უსმევდა წელზე ხელებს ვიღაც *ლე ჩემს შეყვარებულს! -დაიყვირა და რულს მაგრად დასცხო ხელი. გაშტერებული ვუყურებდი.
-აბა რა მექნა ვაკო? არ ჩავხუტებულიყავი და გავწეულიყავიი? -მე მაინც ჩემსას ვაწვებოდი.
-კიი ნია უნდა გაწეულიყავი! საერთოდ ვინ არის შენთვის ის?!
-მეგობარი!
-რომელი მეგობარი გოგო ნერვებს ნუ მიშლი?! ხუთი დღის გაცნობილი ბიჭი რომელზეც არაფერი იცი მეგობარია ეეგ?
-ვაკო რა გინდაა?
-მინდა რომ აზრზე მოხვიდე, გაიზარო რა გააკეთე და როგორ ვიგრძენი თავი მე! იმასაც კი ვერ ხვდები რატომ ვბრაზობ და სხვა რაზე უნდა გელაპარაკო?! -ყვირილს განაგრძობდა.
-მე ისეთი არაფერი გამიკეთებია...
-გადადი ნია მანქანიდან! -გამაწყვეტინა ლაპარაი და მანქანა გააჩერა. გარეთ გავიხედე უკვე ჩემი სახლის კარებთან ვიყავით.
-მაგრამ...
-გადადი მეთქი ნია! -მისკენ მივიწიე უნდა მეკოცნა, მან კი თავი გასწია. მანქანიდან გადმოვედი თუარა ადგილს მოსწყდა. დავრჩი გაშეშებული სახლის წინ და ვერ ვიაზრებდი რა მოხდა წუთების წინ. -ნუთუ დამშორდა და მიმატოვა? არა, ის დამპირდა რომ არ მიმატოვებდა. ჯანდაბა ნია ეს რა გააკეთე? ის მართალი იყო. საერთოდ ხმა რომ არ ამოგეღო ჯობდა. ახლა რა ვქნა? რა გავაკეთო? -ჩემთავს გიჟივით ველაპარაკებოდი და აქეთ იქით დავდიოდი კარების წინ. მერე რიყის პარკისკენ წავედი. ტელეფონი ამოვიღე და ვაკოს დავურეკე. -ტელეფონი გამორთულია ან გასულია და ჯანდაბა შენ! ეხლა რა გავაკეთო? -დებილივით ვიჯექი პარკში სკამზე. მერე ავდექი და სახლისკენ წავედი ისევ.
-ნია დამელოდე! -უკან მივტრიალდი და რატი დავნიახე. რა ჯანდაბა უნდა ამას აქ.
-გისმენ რატი.
-რას შვები?
-სახლში მივდივარ! აქ რა გინდა?
-აამ... ვსეირნობიდ და დაგინახე.
-კარგი კარგად.
-ნია მოიცა. -მკლავზე მომკიდა ხელი. -სახლამდე მიგაცილებ.
-არ მინდა რატი მადლობა!
-არა წამო ამ შუაღამისას მარტო ხომ არ გაგიშვებ?!
-კარგი ხო. -გზას გავუყევით. მალე სახლთან მივედით. -კარგად რატი.
-ნია! -ისევ მკლავზე მომკიდა ხელი და მისკენ მიმატრიალა.
-რა გინდა რატი? -მობეზრებლი ხმით ვუთხარი.
-რა და... -დაიხარა და ტუჩებზე მაკოცა. ეგრევე გამოვიწიე და სახეში სილა გავაწანი. უკან გავიხედე და ერთ ადგილზე გაშეშებული ვაკო დავინახე. ოღონდ ახლა არა გთხოოოვ, ოღონდ ახლა არ იყო აქ! ვნატრობდი რომ ვაკო გამქრალიყო, მაგრამ ის წამში ჩემთან გაჩნდა, რატის ისეთი ხია ძირს დავარდა, ვაკო ზევიდან დაახტა და მუშტების რტყმა დაუწყო.
-ვაკო გაჩერდი გთხოოოვ! -ვუყვიროდი ბოლო ხმაზე და ვცდილობდი გამეჩერებინა. ისიც გაჩერდა წამოდგა და შემომხედა.
-მეგობარი ხო ნია? -ირონიულად გაიცინა. -გითხარი მოვკლავდი იმას ვინც შენს ტუჩებს შეეხებოდა, მაგრამ შენს “მეგობარს” -მეგობარი ბრჭყალებში გამოკვეთა თითებით. -არ მოვკლავ. -შებრუნდა და წავიდა. რატისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ვაკოს გავეკიდე.
-ვაკო მოიცადე! ყველაფერს აგიხსნი გთხოოვ!
-რას ამიხსნი ნია რას? შენთან მოვდიოდი, ვიფიქრე ჩემი პატარა მოწყენილი იქნებათქო, ისიც კი ვინანე რომ დაგიყვირე. მოვედი და რას ვხედავ, იმ სი*ს კოცნი. -ხელს მაგრად მიჭერდა მკლავზე.
-მისმინე ის შემთხვევით შემხვდა ვაკო! გეფიცები! მე პარკში ვიყავი და იქ შემხვდა მერე კი სახლამდე ამომაცილა! ეს კოცნა კი არაფერს ნიშნავს! მან მაკოცა გესმიის? -ვცდილობდი ამეხსნა. ვტიროდი და ისე ველაპარაკებოდი.
-კარგი ნია კარგი! მე გითხარი რომ ის შენი მეგობარი არ იყო! ახლა კი წავედი მე! -ხელი გამიშვა და წავიდა.
-ვაკო არ წახვიდე გთხოოვ! -ვეძახდი მაგრამ ის მაინც წავიდა, სახლში შვედი, ლაშას ოთახისკენ წავედი და ვცადე გამეღვიძებინა.
-ბარტყო რა გჭირს? -როგორც კი თვალი გაახილა და დამინახა მაშინვე ეს კითხვა მაჯახა.
-წავიდა ლაშ! დამტოვა და წავიდა! -ვტიროდი, გული მკტკიოდა, თითქოს გულში რაღაც ჩამარჭეს. -წავიდა გესმიის?
-ვიინ ჩემო ლამაზო?
-ვაკო ლაშ ვაკო! -ვტიროდი და ლაშას ვეხუტებოდი. -ის დამპირდა რომ არ მიმატოვებდა გესმიის? -თავი ავწიე და თვალებში შევხედე. -მიმატოვაა? მიმატოვეებს? მითხარი რომ არ მიმატოვებს ლააშ! მის გარეშე ვეერ ვიცოცხლებ ლააშ! უბრალოდ არ შემიძლია! ხომ არ მიმატოვებს ლააშ?
-არა ჩემო პატარა არ მიგატოვებს! ხომ იცი როგორ უყვარხარ? არასდროს მიგატოვებს. მომიყვები რა მოხდაა?
-ჩემი ბრალია ლააშ ჩემი! -გვერძე მივუწექი და თავი მკერდზე დავადე. -უბრალოდ თმაზე მომეფერე გთხოოვ, არ შემიძლია არაფრის მოყოლა.
-კარგი ჩემო პატარავ, დაწყნარდი და დაიძინე.-ლაშა თმებზე მეფერებოდა, მე კი ვტიროდი, როგორ ჩამეძინა არ მახსოვს.
დილით თვალები მტკიოდა ტირილისგან. ლაშა ოთახში არ იყო. ლოგინზე წამოვჯექი და ისევ ტირილი დავიწყე.
-გაიღვიძე ბარტყოო? -კარებში თავი შემოყო ლაშამ. -კარგი რაა ისევ ტირიი? ხომ იცი ვერ ვიტან შენს ცრემლებს? -თავი დავუქნიე და ჩავეხუტე. -მომიყვები რა მოხდა? -თანხმობის ნიშნად ისევ თავი დავუქნიე და ყველაფერი მოვუყევი. -უნდა მოეკლა ის სი*რი!
-კარგი რაა ლააშ! -თავი ჩავხარე.
-მის ადგილას წარმოიდგინე აბა თავი ნია!
-ვიცი ხოო რომ ცუდად მოვიქეცი! -ვბურტყუნებდი.
-ცუდაად? ცუდად კიარა საშინლად ნია! თავიდანვე რატომ არ იფიქრე ვაკოზე? -ოდნავ ხმას აუწია.
-ახლა შენც უნდა მეჩხუბოო? -თავი ავწიე და ცრემლიანი თვალები შევანათე. ცოტახანი გაშეშებული მიყურებდა.
-კარგი მოდი ჩემთან. -ისევ მაგრად ჩამიხუტა. -წახვალ ახლა და ბოდიშს მოუხდი!
-არ შემიძლია.
-შეგიძლია! ადექი და მოწესიგდი. -ფეხზე წამოდგა და კარებისკენ წავიდა. მე ისევ ლოგინში ვიჯექი და მას მივშტერებოდი. უკან მოტრიალდა. -ახლავე! -მეც წამოვდექი, აბაზანაში შევედი. ერთი საათი ვბანაობდი, მერე მოვწესრიგდი და ეზოში გავედი. სახლში არავინ იყო. სადღაც 3 საათი იქნებოდა, საშინლად ცხელოდა. გაჩერებამდე ფეხით მივედი. ავტობუსს დავაჯექი და ვაკოს სახლისკენ წავედი. მალე მის სახლთან ვიყავი. კარზე დავაკაკუნე. ველოდებოდი რომ ვაკო გამიღებდა, მაგრამმ... კარი ვიღაც გოგომ გამიღო, რომელიც ვაკოს მაიკაში იყო გამოწყობილი. უკან ვაკოც მოყვა. ტანს ზემოთ შიშველი იყო, დაბლა კი შარვალი ეცვა. თითქოს გულში დანა გამიყარეს. გაშეშებული ვიდექი და ხან ვაკოს ვუყურებდი ხან ამ გოგოს. მათ კი სახეზე არანაირი გაკვირვება და რეაქცია არ ეტყობოდათ.


მაპატიეეთ პატარა თავისთვის :დდდ ვაკოს და ნიას ჩხუბისთვის შეგიძლიათ გამლანძროთ. :დდ ნებას გრთავთ. მაინტერესებს თქვენი აზრიი :დ <3 მიყვარხართ და გკოცნით <333



№1 სტუმარი ლიზიკო

ღადაობ ძაან მაგარი თავია აუუ ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის წავიკითხავ და ერთი შენიშვნა მაქვს აღარ დადო ასეთი პატარა თავები????????????

 


№2 სტუმარი ანუშკები

აუ ძან მაგარია მალე დადე შემდეგი თავი მოვუთმენლად ველოდები ❤❤

 


№3 სტუმარი cota boroti

Nuuu erti shenishvna maqvs iseev dd
Vako aris dzaan debilii
Sheidzleba zogadad ara magram am tavshi bolo donis idioti gamovida
ra ewvianoba aityda nias ro vinmes dakerva sdomeboda pirdapir vakos win gaaketebda??ragac aramgonia
Vakom tan tviton shexeda situacias da magan tu yvelaze iewviana vidac nia chaexuteba kargad yofila magis saqme
mere kide niamac auxsna is rac magan
ver motvina da raga achxubebda ????
Mere kide mag dros nias tu tavshi tvini hqonfa iqet unda eyvira vakos sisuleleebis gamo
ratim rom nias akoca da vako magas sheeswro imasac dainaxavda rom im degradirebulma sakmarisad ganicada nias xeli saxeshi da imasac dainaxavda vako rom ratim akoca da ara niam
da bolos kide es raga iyoo
Kai gabrazebulze ugalata da ugalata magram nias shecvlis dros uemocio saxeebi??kargi raaa...
Ra tqma unda ar aris aucilebeli mtavari personajebi dadebitebi ar iyvnen magram ase idiotebivitac ar unda chandnen
Ra vqnat?? Me ase vfiqrob tumca mainc momwons da vkitxulob
Da kide erti cota gazarde tavebi<33

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

ტიტუუუ აქ რა ამბებიაა ამ რატის ზედ ვუვლიდი კი არ შემოვარტყავდი ვაკოსიც მესმის მაგრამ ბოლოზე ცოტა გავჭედე

 


№5 სტუმარი Natia

Magari aris magram cota didebi dade da malmale gtxov

 


№6  offline წევრი samudamod tqventan

Es Ra iyo es katrgi wyvili sad gaqra ?rodis gaxda vako,aseti echviani.ra ver dainaxa rom dzalit akovca ratim Haas chawva kuboshi rati da davayare miwa

 


№7  offline წევრი ნორმი

აუუუ,ასე რატომ გაწიირეეე,ცუდი გოგო ხარ შენ smile
--------------------
მორფეოსი

 


№8 სტუმარი სტუმარი ნათია

აი ეხლა დაიძაბა და ეს გაცილებით მომწონს.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინი

შეარიგე რა ისევ ????

 


№10 სტუმარი tata

ვაიმეეეე დედაააა!!!მითხარით რომ ვაკოს დაა ან რავიცი მე მითხარი რა ამ მაკისაშვილი ბიძაშვილი დეიდაშვილი ვინეე ღმერთო ჩემო ვაკოს მოვკლავ აი დავახჩობ,მერე იმ გოგოსაც მერე რატოსაც და ბოლოს ნიასაც ვაიმე დედა რატოოოოოოოოოოოოოოოოო?

 


№11 სტუმარი სტუმარი lia

magari tavia

 


№12 სტუმარი სტუმარი ანა

ლოყაზე კოცნის არსს ვერ ჩავწვდი, მითუმეტეს მაშინ როცა საყვარელი მამაკაცი გვერდით გიდგას. საღოლ ვაკოს მოთმინებას! ასეთი დებილი გოგო არაფერს არ იმსახურებს, მართლა. არც იმას, რომ ის ვაკოს სხვა ქალი ჰყავდეს სახლში. იმედია ვინმე ნათესავი ან რამე მსგავსია, რა ვიცი.
და რაც მთავარია ვაკო კარს მიუხურავს ცხვირსწინ!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent