შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება თავი 13


1-10-2018, 20:32
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 775

დილით რომ გავიღვიძე აბელი საწოლში არ დამხვდა. აბაზანიდანაც არ გამოდიოდა წყლის ხმა. საათს დავხედე. უკვე შუადღე იყო. საწოლიდან წამოვდექი, ხალათი მოვიხვი და ქვემით ჩავედი. სამზარეულოდან გავიხედე და დავინახე რომ პარმაღის სკამზე იჯდა და ეწეოდა. გარეთ გავედი და კარს მივეყრდენი.
-ცუდად ხარ? ხმა არ გაუცია, ალბათ არ უნდოდა ლაპარაკი. უკან გაბრუნება გადავწყვიტე.
-აქ მოდი ან. გუშინდელზე უნდა ვილაპარაკოთ.
-ჩემი ბრალი არ ყოფილა...
-ვიცი და მაგაზე არ გეუბნები. დედაჩემზე ხომ გაინტერესებდა.
-კი, მაგრამ შენ თუ არ გინდა.. არაა პრობლემა.
-ოდესმე მაინც უნდა მეთქვა და საერთოდაც არ მინდა რამე დამალული იყოს ჩვენს შორის. მოკლედ მამამ დედა მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო. თავის შეყვარებულთან ერთად ყოფილა იქ,ამიტომ მამას უკან დაუხევია. მერე ნათიამ გაიგო რომ მის მიმართ გრძნობები ჰქონდა და თვითონ გამოიჩინა ინიციატავა, თვითონ მიწერა წერილი, რომ შეხვედროდნენ, აქედან დაიწყო ყველაფერი. მამამ მითხრა რომ რამდენჯერმე მოკითხა ყოფილის ამბავი, მაგრამ არასოდეს მიუღია ამომწურავი პასუხი.ხან ეუბნებოდა დავშირდითო, ხან მიღალატაო და ასე უსასრულოდ. მერე ყველაფერი ისე განვითარდა როგორც ხდება ხოლმე. დაქორწინდნენ. მამაჩემს სიგიჟემდე უყვარდა. მაშინ მიგვატოვა როცა მე სამი წლის ვიყავი. მახსოვს წერილი დაუტოვა მამას. წერდა რომ მისი ძველი სიყვარული გამოჩნდა. მას კი ისევ ის უყვარდა და არ უნდოდა დატანჯულიყო გიორგი და არც თავის დატანჯვა უნდოდა, წერდა რომ ჩვენ ვერ წაგვიყვანდა რადგან იმ კაცს სხვისი შვილების გაზრდა არ უნდოდა და ვერც ეს შეძლებდა მისთვის ეს ტვირთი აეკიდებინა ზურგზე. მახსოვს მამაჩემი როგორ განიცდიდა. ვერ ვიტყვი რომ კარგი დედა იყო. პატარა ვიყავი მაგრამ მისგან სითბო დიდად არც მახსოვს, მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე სახლში იყო, ძიძა გვყავდა და ის გვზრდიდა, მას დავყავდით ყველგან. მისი წასვლიდან რომოდენიმე თვის შემდეგ ჩვენ ძიძამ მისი წერილები იპოვა შემთხვევით. იქიდან გავარკვიეთ რომ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი ხნის მანძინზე გრძელდებოდა. ძვირფასეულობა, სეფში შენახული ფული სულ თან წაეღო. ცოტა ხანს შეყოვნდა.
-და მერე არასოდეს მოუკითხიხართ??
-მამაჩემს დაურეკა რამდენჯერმე, უნდოდა ჩვენი ნახვა, მაგრამ გიორგიმ უარი უთხრა.
-არასოდეს არ გაგჩენია სურვული რომ გენახა? ან დაგერეკა ან რამე გეკითხა მისთვის..
-არა და არც მექნება, ვინც წავა ჩემგან უკან ბერასოდეს დაბრუნდება. და საერთოდ აღარ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი. რაც არ უნდა იყოს და მაიც ძალიან რთულია როცა ვიღაც გტოვებს. შეიძლება კომპლექსია მაგრამ ამიტომ რამდენჯერმე ავარიდე თავი გრძეკვადიან ურთიერთობებს.
-და...
-შენი დატოვება არ შემიძლია.როგორ უნდა მიგატოვო, ისე მიყვარხარ, ისეთი ტკბილი ხარ. კარგი რა გატირებს? ცრემლები ნაზად მომწმინდა. მე კალთაში ჩავუჯექი და მთელი ძალით მივეხუტე. თვიონაც შემომხვია ხელები.-ჩემო ტკბილო. დღეს სახლში ხარ ჰო? თავი დავუქნიე და უფრო კარგად მოვთვსდი მის მკლავებში. იდილია ტელეფონის ზარმა დაგვირღვია.
-არ უპასუხო რა.
-ნიკოა. ეხლა გავიგებთ შენ დაქალს რა ბედი ეწია. -ჰო ნიკო. ცოცხლები ხართ??
-კი და საღამოს ამოდით თქვენ სახლში. ცოტა დავლიოთ, ავღნიშნოთ ეს ამბავი, მამა ვხდები ბოლოსდაბოლოს.
-კაი საღამოს მანდ ვართ მე და ანი. ტელეფონი გაუთიშა და გვერძე მიაგდო.
-რაო.
-საღამის კიკეთში მივდივართ. დაურეკე ლიკასაც.
-მოიცადე და გიგიც მოვა??
-წესით კი. რააა რო. ააააა ეს დრამა დამავიწყდა. გაეცინა და ფეხზე წამოდგა. კარგად ამიტატა ხელში და სახლში შევიდა. - მისმინე, გუშინ დავისტრესე ძააან და რამე განსატვირთი საქმიანობით ხომ არ დავკავებულიყავით საღამომდე.
-მმმმ. არაა ცუდი აზრი. ფეხები უფრო კარგად მოვხვიე.
-არა რა ეს ყოველთვის კარგად გამოგდიოდა. წამის შემდეგ უკვე ნაზად დაასრიალებდა ტუჩებს ჩემ შიშველ სხეულზე. სველ კოცნებს მიტოვებდა, მკბენდა და კანს ტუჩებს შორის იქცევდა. სიამოვნებისგან მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ჩემი სხეული მის მოძრაობას აყვა და ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ ორივე არ ავკანკალდით.
საღამოს როგორც იქნა საწოლიდან წამოვდექით და წასასვლელად მოვემზადეთ.
-ლიკასაც უნდა გავუაროთ რა. აბრლმა თავი დამიქნია და მუქი მწვანე საწვიმარი მოიცვა. მე თასმები შევიკარი და სახლიდან გავედით.
-რააღაცეები ვიყოდოთ ჰო. მე თავი დავუქნიე და მანქანაში ჩემ ადგილას მივთავსდი. ტელეფონმა დაიწკრიალა.
-ხო ლიკ. მარკეტში შევალთ და მერე.შენთან გამოვიბლით. ჰო იქნება აბა სად წავა. კარგი ერთი აიყვანე თავი ხელში ვინ ჩემი ფეხები, მაგის გამო რომ ინერვიული, არაფერი შეიმჩნიო, პირიქით აჩვენე რომ საერთოდ არ გინდოდა მაგის სახლში ჭურჭლის რეცხვა. აბელს სიცილი აუტყდა. -რა გაცინებს??
- ძალიან მაგარი ტიპი ხარ. შენ არ გინდოდა ჭურჭლის რეცხვა? გადაიხარხარა.
-არ მინდოდა მაგრამ ხედავ როგორ განვითარდა მოვლენები.
-რა იყო რო, ხომ არ ნანობ.
-არა არანაირად, პირიქით, მაგრამ ვინმეს რომ ეთქვა წელს გათხოვდებიო...
-მაშინაც არ იჯერებდი როცა შემიგთავაზე, ისე მე მაშინაც მიყვარდი.
-შეგეძლო გეთქვა.
-ფაქტობრივად გითხარი, მაგრამ როგორ მახსოვს შენ სიცილი დაიწყე. მე გამეცინა.
-გეწყინა?
-ცოტათი. ხელზე რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე.
მარკეტში შევედით. აბელმა კალათი აიღო და სასმელების რიგში წავიდა, მეც უკან ავედევნე. ძალიან სწრაფად აარჩია ყველაფერი, მე წვენები ჩავალაგე კალათში და ტკვულეულის სექციისკენ წავედი.ნინოს ეკლერები უყვადა, რამოდენიმე ეკლერი და ტარტი ავიღე და უკან დავბრუნდი. აბელი უკვე რიგში იდგა, მეც მას ამოვუდექი გვერდით. აშკარად ვიგრძენი ყველა ჩვენ რომ გვიყურებდა. სწრაფად გავატარეთ ყველაფერი და რამოდენიმე წუთში უკვე ლიკას სახლთან ვიდექით. გოგო მალე შემოსკუოდა მანქანაში. აბელი მოიკითხა და მე მომიბრუნდა.
-გოგო ანდრომ გითხრა ორშაბათს კახეთში გვიწევს წასვლა.
-აუუ ეგ როდის მოიფიქრა? ან იწ რა უნდა გავაკეთოთ, ან ეხლა რატომ მითხარი.
-ბელ დამშვიდდი. გაეცინა აბელს.
-იმ ქალის სანახავად კი არ მუვდივართ.
-აბა??
-სასტუმრო რომაა ძველი იმის რესტავრაციაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ. მეპატრონეს უთქვამს, მათთან ვიმუშავებ მარტოო.
-კარგია მაგრამ, სხვა დღეს წავიდეთ, დაველაპარაკოთ ანდროს. აუუ წარმომიდგენია ნინას ორსულობას რო გაიგებს გაიბრდღვნის ყველაფერს.
-ჰო. არც კი მინდა წარმოვიდგინო.
-რა დროს მაგისი ორსულობა იყო.
-აუფ. თითქოს აღშფოთება გამოხატა ჩემმა ქმარმა.
-რა ხდება.
-აბა ანდროს ხომ არ შეუთანხმებდნენ?
-ანდროს არავინ დარდობს. უბრალოდ ეხლა ყველაფერი შეიცვლება.
-არამგონია.
-აბელ შენ ძმაკაცს კარგი ნერვული სისტემა აქვს.
-საშუალოდ. რატომ მეკითხები?
-ათასი სისულელის გაკეთება მოუწევს. დააბოლოვა ლიკამ.
-ვერ წარმომიდგენია ნიკოლა რო რაღაცეების საყიდლად დარბის შუაღამეს. სამივეს გაგვეცინა. ამასობაში კიკეთამდეც მივედით. ჩვენ ნინას ჩავეხუტეთ, აბელლი კი ნიკოლას გადაეხვია.
ანა:რას შვრებით.
ნინა: რავი, სუფთა ჰაერი ძაან მომიხდა.
ლიკა: დაიწყო უკვე. თვალები აატრიალა ლიკამ.
ნინა: რა ქენით ქორწილში.
ანა:არ მკითხო, ნამდვილი საშინელება იყო. ვიღაც ტიპს ჩემი შებმა უნდოდა და აბელი გადაირია და ჩხუბი ატყდა.
ნინა: აუფ. არ მეგონა საერთოდ თუ ჩხუბობდა.
ანა: ჰო არც მე მაგრამ საკმაოდ ფსიხი ყოფილა. კი იგინება ხოლმე მაგრამ, ასე მართლა არ მეგონა.მერე ნანც მილანძღა და მთელი ამბები იყო. კაი აღარ გვინდა ამაზე. შენ ის მოყევი როგორ უთხარი.
ნინა: თვითონ მიხვდა, მე უბრალოდ თავი დავუქნიე, ხმა ვერ ამოვიღე, ნერვიულობისგან.
ანა: რა უინტერესოები ხართ ღმერთო.
ნინა: ერთი შენ როგორ ეტყვი ეგ მაინტერესებს.
ანა: ჯერ არ ვიცი მაგრამ რამე კარგს მოვიფიქრებ.
ლიკა: ის ზუსტად იცით რომ მოვა??
ნინა: ჰო აბა და უფრო მეტიც, ახალ გოგოსაც მოიყვანს.
ლიკა: კარგი რა გეთქვა და საერთოდ არ წამოვიდოდი.
ანა:და რატომ? ვინ არის ასეათი რომ მის გამო სადმე არ წახვიდე.
ლიკა: არავინ მაგრამ არ მუნდა მაინც, უნდა ავნერვიულდე რომ დავინახავ..
ნინა: დავინახავ თუ არა რომ რამე მსგავს იწყებ ჩემი ხელით მოგკლავ.
ანა: ეს აგრესიულიც გამხდარა. აუუ ისე მეც ძაან მშია,
ნინა: ნიკო სტეიკს შეწვავს და სოკო იყიდა და მე არ ვიცი გაკეთება.
ანა: ანუ მე უნდა გავაკეთო.
ნინა: ჰო რა.
სამზარეულოში გადავინაცვლეთ ისინი ისევ უსაქმურად ჩამოჯდნენ მე კი საწმეს მივხედე, სწრაფად გავრეცზე სოკო და პომიდვრის პიურესთან და სპაგეტისთან ერთად მივამზადე. ნინამ მაშინვე გასინჯა.
-ღმერთო რა გემრიელია. ეხლა მოვჯვდები. აუუ პირად მზარეულად უნდა აგიყვანო.
- ჩემი ცოლი არავის პირადი მზარეული არ გახდება. ჩაიდუდღუნა აბელმა, რომელიც კარადაში რაღაცის ძებნით იყო დაკავებული. მისმინეთ ეხლა გიგის ახალ გოგოს გამოვუშვებ აწ და. სამივეს გადმოგვხედა. არცერთს არ გვესიამოვნა.
-არა, იყოს იქ სადაცაა.
-ან, სირცხვილია საყვარელო, არც მე მომეწონა, მაგრამ ხომ არ გავაგდებთ. თავზე ნაზად მაკოცა და საწყალი თვალებით შემომხედა.
-ჩვენ გამოვალთ გარეთ.
-კარგი მალე ქენით.
-მორჩით ხორცის შეწვას??
-კი.
-და ლუკა არ მივა? თავი დამიქნია და ისევ გარეთ გაბრუნდა. თეფშები, ჭიქები და გადასაფარებელი გოგოებს გავატანე და მეც უკაბ მივყევი, მაგიდა სწრაფად გავაწყვეთ. ამასობაში ლუკაც მოვიდა. ეს გიგა კი ისე იქცეოდა გეგონება ლიკას აქამდე არც იცნობდა. აი ამას ქვია დაიგნორება მეგობრებო.მე პირდაპირ მის წინ დავჯექი. ის გოგო იყო. ტვალეტში რომ ყავდა აყუდებული. ისე გვიყურებდა, გეგონება მას კი არა ჩვენ დაგვათრევდნენ ტვალეტ-ტვალეტ. აბელმა ჩემი მზერა დაიჭირა და ნაზად მიჩმიტა ხელზე.
-მოკლედ. დაიწყო ნიკომ. აწ ყველა ახლობელია და ეს კიდევ ისეთი ამბავია. მე და ნინა... ბავშვს ველოდებით. მამა ვხდები და ამის აღსანიშნავად დაგპატიჟეთ აქ. აქ მხოლოდ გიგა იყო ისეთი ვინც ეს ამბავი არ იცოდა, ამრეზით გადახედა წყვილს და უგულოდ მიულოცა. - მალე ხელსაც მოვაწერთ.
-კარგია, ჭურჭლის მრცეხავიც გეყოლება. აბელმა ისევ მიჩმიტა. გიგა კი გაფითრდა.
მხოლოდ ბიჭები ლაპარაკობდნენ. გიგა ყველაზე ნაკლებად. ჩვენ კი საერთოდ არ ვიღებდით ხმას. მხოლოდ ერთმანეთს გადავხედავდით ხოლმე პერიოდულად.
-ცოტა დაელაპარაკეთ. ჩამჩურჩულა აბელმა.
-თვითონ არ უნდა.
-თქვენც არ იკლავთ თავს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა მქონდა რომ ყველა უხერხულად გრძნობდა თავს. გიგის გოგოს გამო.
-თქვენ რამდენი წლისებუ ხართ? უცებ მოგვმართა გოგომ.
-26 ის. ყველანი ტოლები ვართ.
-და სამივე გათხოვდით.
-სამუვე არა მე ვარ ჯერ ჯერ ჯერობით მხოლოდ გათხოვილი. რაა რო?
-და სად გეჩქარებოდა? ნაგლად მკითხა ქალმა..მაგრამ ქართველ ქალებს ხო კუხნის იქით გახედვა ხომ არ უნდათ. ლიჟბი დათხოვდეთ და თითზე რგოლი წამოიცვათ. გიგამ ამაყად გადახედა, ალბათ ლიკას დამცირების მიზნით თქვა ეს ყველაფერი.... კიდევ აპირებდა გაგრძელებას. მაგრამ მე აღარ ვაცალე.
-შეიძლება ძალიან გაგიკვირდეს, მაგრამ სამივე წარმატებულები ვართ ჩვენ საქმეში და არც გათხოვების შემდეგ ვაპირებთ გაჩერებას და კიდევ იცი რა ტვალეტში გაუგებარ არსებასთან სექს ისევ სამზარეულოს წმინდა საზღვრებში ყოფნა გვირჩევნია. უი მაგრამ სულ დამავიწყდა ახლა ისეთ ასაკში ხარ, ლიჟბი ვინმესთან დაწვე, სანამ კლიმაქსი მოგისწრებს და უკვე ალბათ არანაირ საქონელზე აღარ ამბობ უარს. და კიდევ ყველაფერს მიცემდი ისეთი ქმარი რომ გყავდეს როგორიც მე მყავს. მაგრამ რას ვიზამთ ყველას არ უმართლებს. ქალს სახე წაეშალა. მე კი სრულიად მშვიდად ვიყავი. გოგოები ჩად ქირქილებდნენ. ნიკო, აბელი და ლუკა კი ისე მიყურებდნენ, პრინციპში არასოდეს არავისთვია მითქვამს ასეათი რამ მათი თანდასწრებით.
-რძალმა ნოკაუტში ჩააგდო. გაეცინა ლუკას. თავს ვერ იკავებდა.
-ჩვენ წავალთ. უხერხულად წამოდგა გიგი და ქერაც თან გაიყოლა. გავიგონე როგორ წაეჩხუბა გასვლისას.
-ანა. მკაცრად მომართა აბელმა.
-ჩემი ბრალი არ ყოფილა.
-ხომ გთხოვე არა. აუცილებელი იყო? პირველად გამიბრაზდა აბელი. ცოტაც და ცრემლები მომერეოდა. სახლში შევედი და ოთახში ავირბინე. ისეთი არაფერი უთქვამს, მაგრამ მაინც ძალიან განვიცადე. აი ჩემი ყველაზე ცუდი თვისებაც ელემენტარულ რამეზიც კი შეიძლება გული მეტკინოს და ვიტირო.
-რა გინდოდა? რატო ეჩხუბე? მართალი უთხრა. აბა რა გაჩუმებულიყო. მე რძლის მხარეზე ვარ.
-ნუ ჩვენ საერთოდ. დააყოლა ნინამ. და საერთოდაც ეგ ყველაფერზე იბუტება და ტირის რო იცოდე, სამომავლოდ. ჩვენ შორის ყველაზე მგრძნობიარეც ეგაა და ყველაზე ძლიერიც.
-ყოველთვის ასე იყო, ყველაფერი მაგისი და მისი გოგოების გამო ფუჭდებოდა დღესაც იგივე გაიმეორა. მაგისი შეხედულება თუ არ გაიზიარე ესეგი დებილი ხარ. გაბრაზებული საუბრობდა ნიკოლა. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა.
-წავალ ანის დავუძახებ და წავიდეთ, ხვალ დამლაგებეკს გამოგიგზავნი და ის მოაგვარებს ყველაფერს.
ცრემლები მოვიწმინდე, პირი დავიბანე და ქვემოთ ჩავედი. აბელი მისაღებში მეძებდა.
-მანქანაში დაგელოდები. გვერდი ავუარე, ბავშვებს დავემშვიდობე და გარეთ გავედი. ლიკა და ლუკაც მომყვნენ უკან.
-კარგი გოგო რა გჭირს?? ნუ გაუბუტები ეხლა ბავშვივით.
-გაიბუტე ანი. გაეცინა ლუკას, მეც სიცილი წამსკდა. -არაფერი დაუთმო.
ჩუმად ვიმგზავრეთ. სახლამდეც ჩუმად მივედით. აბელი პერიოდულად მიყურებდა. სახლში შევედი კიბე სწრაფად ავირბინე. ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლში შევძვერი. აბელი ნელა შემიწვა და ჩემთან შემოძრომა სცადა.
-ჩემო ტკბილო. არ გვინდა რა ეს ბუტიაობა. -ჩემო სიყარულო.
-მინდა და საერთოდ ჩემთან არ შემოწვე.
-აბა სად წავიდე?
-გიგისთან.
-სერიოზულად??
-ჰო.
-მადლობა გიგი ამაღამ ცოლის გარეშე რომ დამტოვე. თვალები დავხუჭე მაგრამ არ დამეძინა, ვერც დავიძინებდი. ვიგრძენი აბელმა როგორ ფრთხილად აწია საბანი და ჩუმად შემოძვრა, მომეხუტა და რამდენჯერმე ნაზად მაკოცა. ცხვირი ჩემ კისერში ჩარგო და დაიძინა.


ბავშვებო ვიცი პატარა თავია მაგრამ არ მინდოდა რომ კიდევ მელოდინებინა. მოკლედ ძალიან დიდი მადლიბა ყველას. მოთხრიბას დავდებ ხოლმე კვირაში ორჯერ. შემდეგი თავი იქნება ხუთშაბათს. ასე იმირომ რომ მეორე ისტორიასაც ვწერ, როგორ შევუყვარდი მაფიოზს და იმასაც მალე დავდებ და შემდეგ უფრო ხშირად დავდებ ხოლმე



№1 სტუმარი მაკი

არაჩვეულებრივია საინტერესო და თბილი. აი მეორე მაფიოზზე გამიხარდა მომწონდა და მეგონა არ ამთავრებდი და გული მწყდებოდა

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

sasiamovnod wer.sauketeso motxrobaa.
gamexarda,,rogor shevukvardi mafiozs;; rom agrzeleb.

 


№3 სტუმარი სტუმარი Tami

მოკლედ :D საიტზე რამდენიმე ისტორია წავიკითხე, ძირითადად ბოლომდე ვერ გავქაჩე ხოლმე, ვერ ვხვდები რატომაა მიმზიდველი ისტორიები პატარა გოგოებზე რომლებსაც ხასიათიც კი არ აქვთ და გასაზრდელი ობიექტები არიან კაცებისთვის. ეს ის შემთხვევაა 11 თავი ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხე და ახლა ყოველ შემდეგს მოუთმენლად ველი. კარგი ისტორიაა, წყვილი მომწონს, როგორ ვთქვა "ერთ წონით კატეგორიაში გადიან". მიხარია რომ ხშირად დადებ ხოლმე :))

 


№4 სტუმარი Mrs.Grey

mapiozs gaagrdzeleb?

 


№5 სტუმარი სტუმარი eni

Ogond tvaleti ARA Ra.tualeti an sapirfaresho.ise gemrielad vkitxulobdi da tvaleti sashinlad momxvda tvalshi.

 


№6 სტუმარი Natia

Mal male dade jer es da rom damtavre be mere is daiwye

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

მზად ვარ გელოდო. ახალმაც დამაინტერესა

 


№8  offline წევრი ninasandro777

mokled es wamia davregistrirdi mxolod imitom rom metqva ra kargi xar :* miyxedavad imisa rom wlebia am siteze istoriebs vkitxulob :| yvela istoria momwons sheni, gansakutrebis es da rogor shevuyvardi mafiozs, malmale dadee gtxoov. mabiwydeba ukve siujetebi xolmee ;)

 


№9  offline წევრი nini :)

Ox gigi.... mosaklavia.....momewona kargad mosva anam tavis adgilas m

 


№10  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მიყვარს ეს ისტორია. ძალიან გამაბრაზა აბელის საქციელმა. ანამ საკადრისიპასუხი გასცა მაგ ქალს

 


№11 სტუმარი სოფო23

აუ გთხოვ გააგრძელე რა როგორ შევუყვარდი მაზიოზს-ის წერას

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინა

დღეს დადებ? არ დააგვიანო რაა

 


№13 სტუმარი Mariami

Rodisdadeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent