ცეკვა, სიყვარული და ჩემი გიჟი მეგობრები(მესამე თავი)
ეს თავი რეკლრდულ დროში დავწერე ამიტომ ზუსტად ვიცი შეცდომები მექნება ენ რაოდენობით. ამიტომ ბოდიის თუ ცოტა პატარაა. მესამეს გპირდებით რომ მალე დავდებ. მიყვარხართ იმედია მოგეწონებათ<3<3<3 ----------------------- მივედი სტუდიასთან და ჩანთაში გასაღების ძებნა დავიწყე. ჯანდაბა. რა უბედურებაა!კიდევ დამრჩა გასაღები. ჩააგდე რა ჩანთაში და აღარ ამოიღო მაშო ხო აღარ დაგრჩებოდა. -ახლა რა მიბრუნდება სახლში-ვწუწუნებ თან სახელურს ვექაჩები და ჰოპ! სერიოზულად?! კარები ღიაა... ახლა მე რა ვქნა? იქნებ ქურდია? მაგრამ დღისით მზისით ქურდს რა უნდა. კარებს ფრთხილად უხმაუროთ ვაღებ და შიგნით შევდივარ. ხმაური ლიზას კაბინეტიდან მოდის.(ლიზა მთელი სართულის მფლობელია აწ უკვე მხოლოდ მეორე სართულის) ის ის არის უნდა შევიდე რომ კაბინეტის კარები ჭრიალით იღება და იქიდან ლიზა გამოდის. -ჯანდაბა ლიზა გული გამიხეთქე-შვებით ვსუნთქავ და გულზე ხელს ვიდებ-აქ რა გინდა ბათუმში არ იყავი შენ? -ხო ბათუმში ვიყავი მაგრამ რაღაც საქმეები გამომიჩნდა და ჩამოსვლა მომიწია-უკმაყოფილოდ ფრუტუნებს-უი! შენთვის ახალი ამბავი მაქვს-წამში ეცვლება სახე და უკვე გაღიმებული მიყურებს. -განმანათლე-უკვე დამშვიდებული იქვე ფანჯრის რაფაზე ვჯდები. -მოკლედ მეორე სართულს ვყიდი და საბოლოოდ მოვიშორებ ამ შენობასაც-ახლა უკვე კმაყოფილი სახე აქვს-და ბოლოს ყველაზე შოკი-სიტყვას წელავს და “ინტრიგას აგდებს”-აბა თუ მიხვდები ვინ ყიდულობს? -რავიცი ჯერ არ დამსიზმრებია და თუ მეტყვი გავიგებ. -ვიინ დააა...თორნიკე ავალიანი!-უცებ ყვირის და ლამისაა ჰაერში ახტეს. ჩემი რეაქცია - ნოლი -და ეგ ვინ არი ბარემ ეგეც მითხარი თუ გამოყოფ ენას და წავიკითხო? -არ არსებობს! -რა არ არსებობს?-ვკითხულობ და გაშტერებულ ლიზას ცხვირწინ ვუქნევ ხელს. -რა იყო მოჩვენება დაინახე გოგო-ვყვირი ბოლო ხმაზე. -მოდის! -ვინ? მოჩვენება?-ამ დროს კარებიც იღება და აბა გამოიცანით ვინ შემოდის კარებში. ხო მართალია არც თქვენ არ დაგესიზმრებოდათ ამიტომ გეტყვით. ჩემი აივნის მეზობელი, აპოლონი! ღმერთო გავიგე რომ დღეს კარგ ხასითზე ხარ მაგრამ, რამდენი ხალხია რაღა მე დამცინი? ლიზა როგორც იქნა გამოფხიზლდა სამაგიეროდ ახლა მე გავკერპდი. მიესალმა ლიზა აპოლონს და ახლა ჩემსკენ მოდიან. ჯანდაბა! რა გინდა კაცო აქ დაეტიე შენ ტყავში. -გაიცანი მაშო ეს თორნიკე ავალიანია-მეუბნება ლიზა თან თვალებს მიბრიალებს რადგან ალბათ ისევ გამოშტერებულის სიფათი მაქ-თორნიკე ეს მაშოა შელია-ახლა კი მას უბრუნდება-კოლეგები ხართ და იმედია საერთო ენას გამონახავთ. -სასიამოვნოა-მეუბნება თავისი ზეციური ხმით და თან ტუჩის კუთხეს ტეხავს. -ჩემთვისაც სასიამოვნოა-ვპასუხობ ყალბი ღიმილით, შინაგანად კი ვიწვი! ვიბუგები!ღმერთო რა ლამაზი ღიმილი ქონია ხმა ხო საერთოდ. ვაიმე ეს ისე მიყურებს აქედან მალე თუ არ გავედი მალე გასასვენებელი გავხდები. ამიტომ ბოდიშს ვიხდი და ჩემი დარბაზის კარებს ვაღებ. ჩანთას გასახდელში ვდებ, აპარატურას ვამოწმებ და გახურებას ვიწყებ. მალე ყველა მოსწავლე პოსტზეა. იმდენი ვიცეკვეთ ლამისაა ფეხები დამატყდეს მთელი საათია გაიჩერებლად ვცეკვავთ. კიდევ ცოტა ვივარჯიშეთ შემდეგ დაღლილი და გასავათებული მოსწავლეები სახლში გავუშვი. როგორც იქნა მარტო დავრჩი ახლა კი შემოძლია რაც მინდა ის ვაკეთო. გადავწყვიტე ჩემი საყვარელი სტილის ცეკვვა შემესრულებინა მუსიკა ჩავრთე და დავიწყე. ნელ მუსიკას ტანს ვაყოლებდი ისე თითქოს ყოველი მოძრაობით ჩემს წარსულს ავღწერდი. სიმღერის დასასრულს ტაშის ხმა გავიგე კარებთან კი აპოლონი დავლანდე რომელიც გაღიმებული მიყურებდა. ვაიმე ამ ბიჭს ღიმილი უნდა აეკრძალოს კანონით თორე ჩამოვდნი ქალი. -მეგონა მარტო ვიყავი-ჩავილაპარაკე ჩემთვის თუმცა მანაც გაიგონა. -როგორც ჩანს არა-მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა-კარგად ცეკვავ. რას მელაპარაკები კი არ ვიცოდი. ტყუილა ვარ ქორეოგრაფი. -ვიცი-ვუპასუხე დარწმუნებულმა. -ოჰო საკუთარ თავში დარწმუნებულიც ყოფილხარ-მისი “ც”სთვის ყურადღება არ მიმიქცევია ამიტომ გავჩუმდი. -თუმცა ერთ მოძრაობას ცუდად აკეთებ-მითხრა სასხვათაშორისოდ. -მაინც რომელს? სერიოზულად დამაინტერესა რას ვაკეთებდი არასწორად. -აი როდესაც “შპაკატში” ჯდები მაგ დროს წელი ოდნავ მარცხნის უნდა გადაწიო რომ მოძრაობა უფრო ჰაეროვანი და ნაზი გამოვიდეს. აი მესმის პროფესიონალიზმი! -კარგი-ავდექი ჩავჯექი შპაკატში და მარცხნიც გადავწიე.. -არა ეგრე არა ცოტა ჰაეროვნად-მეუბნება, ისიც იმუხლება ჩემთან ახლოს მოდის, წელზე ნაზად მკიდებს ხელს, და მარცხნის სულ ოდნავ მაწევინებს.ღმერთო როგორ მეწვის წელი, რაღაც ძაან დაცხა ხო? მისი სუნთქვა რომ ყელში მეფრქვევა ლამისაა ჩამოვდნე. რას მიკეთებს ეს კაცი.თითოეული წამი მგონია საუკუნედ იწელება დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მთელი ცხოვრება ასე მაგრამ. არამც და არამც! მე რისი მაშო შელია ვარ ეს თუ ვაგრძნობინე რომ მის ღიმილზე და შეხებაზე ვდნები.. ამიტომ უცებ ფეხზე ვხტები, მას კი ჩემ მოქმედევაზე ტუჩის კითხე უტყდება. -კარგი... მადლობა დახმარებისთვის მაგრამ ვფიქრობ ჩემი წასვლის დროა-დაბნეული ძლივს ვაბამ ორ სიტყვას. თორნიკე დგება და ისიტყვოდ მაგრამ ისეთი თვალებით გადის დარბაზიდან ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. გასახდელში შევედიჩანთა ავიღე. კარგად გამოსაფხიზლებლად კი ჩემს თავს შემოვიძახე: ამან როგორ უნდა გამოგაშტეროს მაშო?! მაგრამ როგორ გინდა ისე ქნა რომ არ გამოგაშტეროს. ამ ფიქრებისს თავიდან ასაცილებლად თავი გავაქნიე. დარბაზის კარები დავკეტე და სახლში წავედი. გზაში უკან შავი მერსედესი მომყვებოდა შემდეგ კი როდესაც სახლთან მივედი ჩემს გვერდით დააყენა და იქიდან კი აპოლონი გადმოვიდა. ხო რათქმაუნდა აბა სხვა ვინ იქნება. ღმერთი რა სიმპათიურია და ეს დაბალი წვერიც როგორ უხდება. ვაიმე გაინძერი მაშო ახლა თორე შერცხვები. თავს შემოვუძახე და მანქანიდან გადავედი. მე არ ვიყო მაშო შელია შენ თუ ნერწყვის ყლაპვით არ გაგახრჩო.ბოროტულად გავუღიმე და მოპირდაპირე ბინაში შევედი. ღმერთო რა კარგია სახლი! საკუთარ სახლს მაინც არაფერი ჯობია შევედი თუ არა ჩანთა იქვე მივაგდე. თვითონ კი სავარძელზე გავითხლაშე. ხუთი წუთი ესე ვარ და თან სიტუაციას ვზვერავ. რაღაც ძაან საეჭვო სიჩუმეა სახლში. ბოლოს ესეთი სუჩუმე რომ დამხვდა დღის ბოლოს მთლიან ფქვილიანი ვეგდე იატაკზე. ნეტა ახლა რაღა ჩაიფიქრეს ტასომ და ლანამ?! ჰმ... საინტერესოა! ჯერ სამზარეულო შევამოწმე შემდეგ ტასოს ოთახი და და სააბაზანო იქ არავინ დამხვდა. შემდეგ კი დარწმუნებულმა იმაში რომ ჩემს ოთახში იქნებოდნენ ძალები მოვიკრიბე და ჩემი ოთახის კარები გავაღე. ორ წუთში კი ყველა ფერის საღებავი ჩემს ტანზე აღმოჩნდა. თვალები ძლივს გავახილე ჩემს წინ კი ტასო და ლანა დავინახე რომლებიც ჩემს რეაქციას ელოდნენ. -ესე ხომ?! იცი რა?! ვფიქრობ თქვენც არ გაწყენდათ გაფერადება. - ვყვირი უცებ და მათკენ მივრბივარ. ისინი კი როდესაც იაზრებენ თუ რა ვთქვი თავქუდმოგლეჯილი გარბიან. -მასოო გაცელდიიი-მიყვირის ტასო-ხომ იცი ლოგოლ გვიკვალქალ უბლალოდ გაგექუმლეთ-თავისი ჭკუით ჩემს მოთაფვლას ცდილობს. სახლს იმდენი კრუგი დავარტყით ბოლოს დაღლილები დავეხეთქეთ სავარძელზე. მე კი ბოლო ძალები მოვიკრიბე და დავემუქრე. -იცოდეთ სამაგიეროს გადახდა არ აგცდებათ.-შემდეგ კი სააბაზანოში შევედი და საღებავის მოშორებას შევუდექი. ახლა სულ რაღაც შვიდი საათია ტასოს უკვე სძინავს მე კი ერთი საათი მაქვს მოსამზადებლად კლუბში რომ წავიდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.