სტუმრობა საიქიოს თავი V (საოცრებების დასაწყისი)
საკლასო ოთახში შესულს ჯგუფად შეკრული ბავშვები დამხვადა, რომლებიც მომავალ ლაშქრობაზე საუბრობდნენ, დიდიხანია რაც გეგმავდნენ და არ გამოსდიოდათ არცერთ ცდაზე წასულიყვნენ სასურველ ადგილას. ისინი ჩემზე საუბრობდნენ, თან ეშინოდათ და თანაც მათ ჭორიკანა ენას ვერ აჩერებდნენ. მათ ედისთან ერთად დამინახეს და ფიქრობდნენ რომ ისიც ჩემნაირი იყო ან უბრალოდ შეყვარებული, მე წარბები მაღლა ავქაჩე და გამეცინა, ისინი გაჩუმდნენ როცა შემამჩნიეს და სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში. მათ ვერ შესძლეს თვალებში ჩაეხედათ, ერთი მზერაც კი ვერ დავაფიქსირე ჩემსკენ მომართული, ფრთხილად წავედი მათკენ, თითოეულმა უკან დაიწია ჩემს მიახლოებაზე. - ჯერ საკუთარი თავი შეაფასეთ შემდეგ კი სხვა, ჭორიკანა მაიმუნებო! - ედის სიტყვებს ჩემი დავამატე და მერხისკენ წავედი, რამოდენიმემ გაბრაზდა, მაგრამ იმის ძალა არ შესწევდათ რომ პასუხი გაეცათ იმ ადამიანისთვის, რომელმაც ცოტახნისწინ მათ შეურაცყოფა მიაყენა. ისევ ჩუმად აჭორიკნდნენ, ოლივერი მერხს მოუახლოვდა და მჯდომარეს თავს ზემოდან გადმომხედა. - მაიმუნი ვის უწოდე? მაიმუნი ბებიაშენია შე უპატრონო! - ეს ნამდვილად არ უნდა ეთქვა მას, მან ჩემში მრისხანება გააღვიძა რომელსაც თითოეულის დანაკუწება სურდა, ყოველ ნაბიჯზე ყოველ წუთს. მან ცეცხლი აანთო ჩემს სულში. წამებშივე მის წინ აღმოვჩნდი და საყელოში ვწვდი, მხოლოდ თვალებს შეეძლო ის პანიკურ შოკში ჩაეგდო და იატაკზე ეფორთხიალა. თვალებში შეუცოდებელი შფოთვა თრთიდა, კარგად მოჩანდა შიში რომლის დანახვაც ყოველთვის მიყვარდა ადამიანების თვალებში, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მუხლები აუკანკალდა. - როგორია შიშის შეგრძნება? პირადად ჩემთვის, ძალიან სახალისოა... - თავი მარჯვნივ გადავხარე და დავაკვირდი, სურდა აერიდებინა თვალი ჩემთვის მაგრამ არ გამოსდიოდა, პარალიზებულ სხეულს ვეღარ გრძნობდა რათა წინააღმდეგობა გაეწია ჩემთვის. თვალები გრავიტაცია იყო რომელიც სიკვდილის ჯურღმულში ითრევდა ადამიანს. - არ-ა მე შენი არ მეშინია! - ძლივსღა ამოხდა სიტყვა ბაგიდან საწყალს, მე ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი მის მიმართ, არვიცი ოდესმე თუ გამოვსწორდები და სწორ გზას დავადგები რომელიც მე სამოთხის კარამდე მიმიყვანს. - ლილიან! გაჩერდი! - ჰენრიმ ნაბიჯი გადმოდგა და სხვებმაც მას მიბაძეს. - მას არაფერი დაუშავებია, პასუხი გაგცა როგორც საჭირო იყო! - წაისისინა ჰენრიმ, მე უარესად დავიძაბე, არ მსურდა მათთვის ზიანი მიმეყენებინა, მაგრამ ისინი მიწვევდნენ და მე ვიღებდი ამ გამოწვევას. - მას უფლება არ ჰქონდა ჩემს ოჯახს შეჰხებოდა! - ავყვირდი, მას გავხედე, მალევე ყველა შეშფოთდა და ჩემს თვალებზე მიუთითეს, ამბობდნენ რომ ის აკაშკაშდა და ცისფრად ანათებდა, არასდროს შემიმჩნევია რომ ჩემს თვალებს ფერი შეეცვალა, ისინი ყოველთვის მზის ჩამავალ ცას ჰგვანდნენ რომელიც ყველას აშინებდა, მაგრამ ახლა ჩემი თვალები იმაზე საშიში გახდა მათთვის ვიდრე აქამდე იყო. ოლივერს ხელი გავუშვი, ის ძირს დავარდა და შეშინებული უკუსვლით მიბობღდა ბავშვებისკენ, მათ ხელი მიაშველეს და მერხზე ჩამოაჯინეს, მე უბრალოდ გაქცევის სურვილი გამიჩნდა, მხოლოდ გაქცევის და მე უბრალოდ მოვწყდი ადგილს, მასწავლებელმა ვერ შეძლო ჩემი შეჩერება რომელმაც სულ ახლახანს შემოაღო კარი, გასასვლელთან დარაჯი გადამეღობა რომელიც უბრალოდ მოვიშორე და იმ ტერიტორიას გავცილდი, უბრალოდ გავერიდე და ამოვისუნთქე, საკუთარი თავი თავადვე გავეცი, საკუთარი თავი თავადვე დავასამარე. აი რითი განვსხვავდები მე მათგან, მე არ მყავს მეგობრები, ადამიანები რომლებიც მხარში დამიდგებიან, როგორც ოლივერს დაეხმარნენ მაშინ როცა მე ვჩაგრავდი, მაგრამ ძირითადად ყოველთვის მე ვიყავი ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი, მე მათ თვალში ურჩხული ვიყავი, ხშირათ შეუფურთხებიათ და უთქვამთ რომ მე კუდიანი ვიყავი, ხელი უკრავთ და ტალახის გუბეში ჩავუგდივარ მათ, მაგრამ არასდროს უფიქრიათ მე რას ვგრძნობდი, იყო თუ არა ჩემი ცრემლები ნამდვილი, ისინი არასდროს დაინტერესებულან იმით, მსურდა თუ არა მე ვყოფილიყავი ასეთი მონსტრი. ისინი არასდროს გაიზიარებენ თქვენს ტკივილს... რადგან მათთვის თქვენ უბრალო ნარჩენი ხართ რომელსაც სულ მალე სანაგვეზე მოისვრიან. წვიმა მასველებდა, მასველებდა და ისევ მასველებდა, არსებობამ დაიღალა და ჩემში მიიმალა, ყვირილი მსურს მაგრამ ხმა ვერ ამოუღია, დაადუმა ცრემლებმა, ციდან წამოსულმა წვეთებმა და ბრბომ რომელიც ის გარიყა, ხმის ამოღების საშუალება არ მისცა. - საკუთარი თავი ისევ გაეცი ლილიან...- მან ქოლგას შემაფარა და წვიმის წვეთები ჩემამდე აღარ მოუშვა. - არ იფიქრო იმაზე რომ შენ სრულიად მარტო ხარ, რადგან მე შენს გვერდით ვარ! - მისი სიტყვები, ეს რაღაც სხივი იყო რომელმაც ჩემში გაიარა და გულში არსებობის ნაპერწკალი გააღვივა, სული აამაღლა და მალულად შენახული ცრემლებიც კი დააშრო, სიტყვები, ეს მახვილია რომელსაც სიბასრე ახასიათებს და ძალზედ მჭრელია. - გეყოს, სულელო! - გავაქნიე თავი და გრძნობა არ შევიმჩნიე, ჩემში მოწყენილობას ვერავინ მოკლავს, ვერც ეს იდიოტი რომელიც უკვდავად მეცხადება, თითქოს ზევსი იყოს. - საყვარელი ხარ! - გაიღიმა მან, პირველი ადამიანი იყო რომელმაც ასე მიწოდა, მე და საყვარელი? ხახ... არარსებულია. თუ კი? საერთოდ რატომ ვფიქრობ ამ უცნობის სიტყვებზე? - კარგი რაა... მე და საყვარელი? - სახე მომეღრიცა. - მოდი სადმე მყუდრო ადგილას წავიდეთ, რასიტყვი? - მან ჩემი კითხვა დააიგნორა და თემა შეცვალა, ვერვიტანდი როცა ჩემს სიტყვებს აიგნორებდნენ, ალბათ ისეთ ადგილს აირჩევს სადაც ბევრი ხალხი იქნება, მე კი ხალხმრავლობას არ ვარ მიჩვეული და ვიღაც დაზარალდება ისევ. - მენდე, მართლაც მყუდრო იქნება და არავინ შეგაწუხებს. - შეეძლო განა ნდობა მოეპოვებინა ჩემი? შეეძლო განა ჩემში ნამდვილი გოგო დაენახა? უნდა გავყოლოდი მას ასე უბრალოდ? არვიცი საკუთარი სხეულის ენას ისევ ვერ ავუღე ალღო, ის თავისით მოქმედებს და დაბრკოლებამდე მივყავარ რომლის გადაჭრა რთულია. - მეე...უნდა... - მეცადა გამოვმძვრალიყავი სიტუაციიდან რომელიც უხერხულობაში მაგდებდა, სად უნდა გავყოლოდი მას? არ შემეძლო ასე უბრალოდ გამერისკა. უკან დავიხიე მაგრამ მან ისევ მომქაჩა და გზისკენ მიმითითა. - ისევ გეშინია ჩემი? - მან ზემოდან გადმომხედა და დაელოდა როდის ვუპასუხებდო. - არა უბრალოდ არვიცი უნდა გენდო თუ არა... - უბრალოდ მენდე... - ის ბოროტების განსახიერება იყო, მაგრამ ახლა მასში სულ სხვა პიროვნებას ვხედავდი, რადიკალურად გამსხვავებულ პიროვნებას რომელიც იმქვეყნად არ მგზავნიდა, როცა შიში გაქრა ზუსტად მაშინ ამან მე შემაშინა და დამაფიქრა. სამოთხის კარი შევაღე მეგონა, ისეთი სილამაზე იყო ირგვლივ რომ ცქერით არ დაიღლებოდი ადამიანი. იქაურობა მარადმწვანე სამოთხეს ჰგავდა რომელიც აი ასე უბრალოდ მამშვიდებდა. რაცუფრო ნაკლები ადამიანი იქნება მითუფრო ნაკლები სანერვიულო გამიჩნდება. მაგიდას მივუსხედით, ფანჯარასთან მდგომ ერთ მაგიიდას, მან შეუკვეთა ჩემს ნაცვლად, ნუთუ მან ჩემზე უკეთესად იცის რა მიყვარს და რა არა? - რა გეგმები გაქვს სამომავლოდ? - ჩაფიქრებული ვიყავი როცა მისმა კითხვამ ჩემს ყურამდე მოაღწია. - არვიცი, არც არაფერი ალბათ...- მე არ ვფიქრობდი მომავალზე, არ ვფიქრობლი ადამიანებზე და არც საკუთარ თავზე. - საშინელი პესიმისტი პიროვნება ხარ, მთელი ათასი წლის განმავლობაში, პირველად შევხვდი შენნაირს.- თავი გაატრიალა და ქუჩაში მოსიარულე ხალხს დააკვირდა. - საშინელება იქნებოდა ეგ ათასი წელიც არა? - თანაც როგორი... მის დუმილში სევდა იგრძნობოდა, მიტოვებული სულიერი ჰარმონიის ენერგეტიკას შორიახლოდანაც კი ვგრძნობდი. უსიტყვოდ ვისხედით მე და ის, დიალოგის წამოწყებას კი არ ვფიქრობდით, და უბრალოდ ქუჩას მივშტერებოდით. შეკვეთა მოიტანეს, რათქმაუნდა ის იყო რაც მე ყველაზე მეტად მიყვარდა, შოკოლადის და ვანილის ბურთულები, ლამაზ მინის წიქაში ჩაელაგებინათ. მას გაეღიმა როცა ჩემი ბედნიერი სახე დაინახა, და უბრალოდ მიყურებდა როგორ მივირთმევდი ნაყინს. - კარგი რაა ნუ მიყურებ, თორემ გადამცდება ნაყინი, შენი მიირთვი! - წარბშეკრულმა ვანიშნე მას, თავი დამიქნია და კოვზი ზედ დაარჭო შოკოლადის ბურთულას. - გინდა რამე შევუკვეთოთ კიდევ? - როცა დავასრულე გამომხედა ბიჭმა, კარგი იქნებოდა კაპუცინოც ჩამერტყა. მას გაეცინა ალბათ გაიგონა ჩემი ხმაურიანი ფიქრები. ოფიციანტს ხელი დაუქნია და მოიყვანა, მე კი შევეცადე ირგვლივ ადამიანებისთვის შემევლო თვალი რომლებიც ცოტათი ხმაურობდნენ. მოსაუბრე 3 გოგონა, ერთი წყვილი და მარტოდ მარტო მჯდარი ახალგაზრდა რომელსაც მოგრძო თმა მარჯვენა თვალთან ჩამოშლოდა, მას განსხვავებული სტილი ჰქონდა, მას შავი საროჩკა და კლასიკური შარვალი ეცვა, მაგიდაზე კი წიგნი ედო, თავად კი გაზეთს კითხულობდა და უცნაური რკინის კოლოფიდან რაღაცას წრუპავდა, მისი ფიქრები ვერ წავიკითხე, რამაც დამაღონა და დამაფიქრა. მივაშტერდი, მან გაზეთი დაბლა ჩასწია და გამომხედა, შეშინებულმა თვალი ავარიდე და ფინჯანს კაპუჩინოს მივუბრუნდი რომელიც ახლახანს მოიტანა მიმტანმა. ფოტოაპარატი ზურგჩანთიდან ამოვიღე და ედის მივუბრუნდი რომელსაც ტუჩზე ქაფი აჰკრობოდა როგორც თეთრი ულვაში, კარგი კადრი დავიჭირე. - რატომ გადამიღე? და თანაც იცინი? - თვალები გადმოუცვივდა მას, მე ტუჩზე ვანიშნე რომელიც სწრაფადვე ჩაოიწმინდა. - მაჩვენე რა გადაიღე. - დაჟინებით მომაჩემდა. - კარგი რაა უბრალო ფოტოა, რომელსაც ჩემს ინსტაგრამ გვერდზე დავამატებ. - მაგიდაზე დავდევი და ვიფიქრე რომ აიღებდა, მაგრამ მას არც კი უცდია აეღო და უბრალოდ წაეშალა. - გამარჯობათ! - უცნობის ხმამ გაიჟღერა ჩემს სიახლოვეს, მალევე ეს უცნობი ის ადამიანი აღმოჩნდა რომელსაც დაჟინებით ვუყურებდი რამოდენიმე წუთის წინ. - გაგიმარჯოს! - უკმაყოფილო სახით გახედა ედიმ და ამოიოხრა. - როგორც ჩანს გასაღები გიპოვნია, ყოჩაღ შენ! - გაუგებარი იყო რაზე საუბრობდა ის, უნდა მეკითხა მაგრამ არ დამცალდა. - ათანასე მოკეტავ თუ მოგაკეტინო? - მის თვალებში ცეცხლი ენთო ეს პიროვნება კი მას უფროდაუფო იწვევდა. - მოდი გავიცნოთ ერთმანეთი. - მან ხელი გამომიწოდა და დამაკვირდა, მე წავიღე ჩემი მარჯვენა მაგრამ ედიმ შემაჩერა, წამოდგა და მას მზერა გაუსწორა, პირისპირ მდგომები ერთმანეთს არ აშორებდნენ თვალს და ალბათ ერთ არასწორ მოძრაობაზე ისინი აქაურობას დაანგრევდნენ. - ჰეი, ბიჭებო მოდით ნუ იჩხუბებთ აქ, სჯობს დამშვიდდეთ. - ედი წარბშეკრული დაბრუნდა მაგიდასთან. - მე ლილიანი ვარ! - ხელი გავუწოდე მას, მან თავისი მარჯვენა გამომიწოდა, შეხებისას კი უცნაურმა ხილვებმა გადამირბინა თვალწინ და მივხვდი რატომაც უარყოფდა მის გაცნობას ედი. - სასიამოვნოა ასეთი საოცარი და ნიჭიერი ადამიანის გაცნობა. - წვეტიანმა ეშვებმა მომენტალურად გაიელვა შუქზე. - საკმარისია! მოაშორე შენი ბინძური ხელები მას! - ის არადა არ ცხრებოდა, მისი მზერა კი უარესად ბოროტული და დაუნდობელი ხდებოდა, ახლა ის ნამდვილად ჰგავდა იმ პიროვნებას რომელსაც მე სიზმრებში ვხედავდი. ხელი გამოვგლიჯე ათანასეს და მაგიდაზე დავალაგე, ჯერკიდევ ვკანკალებდი, ეს შესამჩნევიც იყო. მან წიგნი მაგიდაზე დადო, ის ბიბლია იყო, ნუთუ ის ქრისტიანი ვამპირი იყო რომელიც ადამიანებს ხოცავდა?! - კარგი რა ედუარდ, მე უკვე ვეგეტარიანელი ვარ, დაწყვარდი მას არ შევჭამ!- წყნარად გამომხედა და ბზინვარე ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ერთერთი სკამი მოიტანა და ჩვენს მაგიდას მოუჯდა ათანასე, მისი სახელი ძალზედ ლამაზად ჟღერდა. ჩემს მოპირდაპირედ მჯდომ ბიჭს კი ედუარდი ჰქვია სინამდვილეში, რაც მე ვიცოდი სახელის შემოკლებული ვერსია ყოფილა. - საქმე დაგელია? წადი რა...- ედიმ ჭიქა აიღო და თავი მიაბრუნა მინისკენ. - კარგი რაა უკვე 500 წლის ვარ მოწყენილობისგან ვკვდები და ახალი ადამიანები ხომ უნდა გავიცნო არა?! - გამომხედა მე, არვიცოდი რა მეპასუხა და თავი დავუქნიე უბრალოდ. - შენს შესახებ მომიყევი ლილიან! რას მოღვაწეობ, რამდენი წლის ხარ და გყავს თუ არა შეყვარებული? - მან კითხვების დასტა მომაყარა და პასუხსაც ასეთივეს ელოდა ალბათ. - მოიცა და შეყვარებული მყავს თუ არა რატომ გაინტერესებს? - შუბლზე კითხვითი ნიშნები გამომსახვოდა. - ამ კითხვას ნებისმიერ თინეიჯერს უსმევენ. - ძალიან თავდაჯერებული იყო და მის თაფლისფერ თვალს არ მაშორებდა, ძალიან მაინტერესებდა რატომ ჰქონდა ჩამოშლილი თმა, რომელიც თვალს უფარავდა, ის სიმპათიურ ვამპირადაც შეიძლება მოიხსენიებოდეს. - უკვე სრულწლოვანი ვარ, მიყვარს ხატვა და არ მყავს შეყვარებული! - მემგონი კარგად გავართვი თავი დავალებას. - კარგი და მორწმუნე ხარ? - უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. - რათქმაუნდა შენ ხომ ჯადოქარი ხარ და არა რიგითი მოქალაქე. - მან ნიკაპი მოისრისა და მაგიდას დაეყრდნო. - როგორ გაიცანი ედუარდი? - ამ კითხვაზე ედი მაგიდიდან წამოვარდა და მეც თან გამიყოლა, უკან ათანასე გამოგვყვა მე გავჩერდი და უბრალოდ გავხედე, ქარმა მას თმები აუფრიალა და ახლაღა დავინახე მისი მარჯვენა თვალი რომელიც ნაცრისფერი შეფერილობის იყო და თვალის გუგა ისევე დასწვრილებოდა როგორც კატას, გულში შიშის ნაპერწკალმა გამკრა და ვიგრძენი რომ ეს საოცრებების მხოლოდ დასაწყისი იყო. - ის ცივსისხლიანი ვამპირია და არც კი იფიქრო რომ დაუახლოვდე, ჯადოქრის სისხლი საკმარისია მისთვის რათა მოკვდავად იქცეს.- როცა გავიგე რომ მე წამებში შეიძლება მოვეკალი მას, გული მომეწურა და მივხვდი რომ კარგი ამბავი არ დასტრიალებდა ჩემს თავს. ახლა მესმოდა, ახლა ვგრძნობდი, და ახლა ჩემთვის შიშიც გასაგები იყო რომელსაც მე სხვების გონებაში ვთესავდი, ყველაფერმა დატრიალდა და მე მომიბრუნდა, რასაც დასთეს იმას მოიმკიო. მეც მივიღე ის რაც სხვებისთვის მემეტებოდა. - მას თვალზე რა სჭირს? - მიმავალს ავედევნე და გვერდით მივუდექი. - მან თვალი დაიზიანა ბავშვობაში როცა მე მისი მფარველი ანგელოზი ვიყავი, იმ პერიოდში ძალიან ცუდი ამბავი ტრიალებდა, მაშინ ერთერთი ქალაქი ააოხრეს ჯადოქრის გამო, მთელი კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ჯადოქრებს არავინ იღებდა საზოგადოებაში და გარკვეულ ფენებად იყოფოდნენ, შესაძლებელია პირველი ფენის წარმომადგენლებში აღმოჩენილიყო ამ საოცარი ძალის მქონე არსება, მაგრამ იშვიათი შემთხვევა იყო რადგან ეს დაბალ ფენებს უფრო ახასიათებდა, ისინი იხიზნებოდნენ, ყოველთვის მოძრაობაში იყვნენ, მე-15 საუკუნეში ქალაქების და სოფლების დარბევა დაიწყეს, ყველგან ეძებდნენ ჯადოქრებს რათა გაენადგურებინათ ისინი და ძალა წაერთვათ, ამბობდნენ ვინც სათავეში მოვიდა იმ დროს მმართველად, სწორედ ის ფლობდა ამ ძალას და სურდა გაძლიერებულიყო, რამოდენიმე ჯადოქარი ზუსტად ამ მხეც მმართველს შეეწირა, ამასთანავე 2000 უდანაშაულო ოჯახი და მოსახლეობა, რომლებსაც ერთი ბნელი ღამე არ გაუთენდათ, მთელი პატარა ქალაქი რომლის არსებობაც არავის ახსოვს და მხოლოდ გადმოცემიდან იცის რამოდენიმე ადამიანმა რომელიც პირადად გავიცანი და ყველა ჯადოქარია. - და მე რატომ არ ვიცოდი?- არაფრისმთქმელი სახით გამომხედა მან,- დედაჩემი არ არის ჯადოქარი ამაში დარწყმუნებული ვარ, მამაჩემზე ხომ საუბარი ზედმეტია, თუ არავის არ აქვს ძალები მაშინ მე საიდან? - ღრმად ჩაისუნთქა მან და დაფიქრდა. - შეიძლება წინაპრებში მოიძებნებოდა ვინმე შენნაირი, დიდი, დიდი, ბებია. ბევრი მოსაზრება ამის შესახებ, ამბობენ რომ ღმერთი მისიას აკისრებდა ასეთ ქმნილებებს, რათა მათ შესძლებოდათ ადამიანების დაცვა დაცემულებისგან, ნეფილიმებისაგან, ვამპირებისგან და მაქციებისგან. არვიცი შეიძლება შენც მისია გაკისრია, ან არა.- თავი გააქნია და სანაპიროზე გასულმა შეჩერდა, მხოლოდ ზღვის ცქერა თუ დაგამშვიდებს ამდენი ისტორიის მოსმენის შემდეგ, გონება არეული მქონდა და რა უნდა მეფიქრა აღარ ვიცოდი. - ის, ათანასე, რა ასაკში გახდა ვამპირი?- ინტერესი მკლავდა და რა გამეკეთებინა? - სადღაც 20-21 წლის ასაკში, გოგონა გაიცნო რომელსაც დაუახლოვდა ვაფრთხილებდი ის სახიფათო იყო, მე როგორც მეგობრის როლში ვღელავდი იმ ადამიანზე რომელიც ვამპირების გარემოცვაში აღმოჩნდა და რომლის დაცვა მევალებოდა, გოგონას მხოლოდ საკვებად სურდა, ის კი სიყვარულით იყო დაბრმავებული, მე ყოველ ფეხის ნაბიჯზე დავყვებოდი მას მაგრამ მაინც გამომეპარა წამით, ის კვდებოდა და მხოლოდ ადამიანის სისხლი თუ გადაარჩენდა, მე ვიცოდი რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს მოხდებოდა და გადანახული სისხლი მას მივაწოდე და გადავარჩინე კიდეც, მაგრამ ვეღარ გავაკონტროლე და გაიქცა, მე კი მთავარანგელოზებმა 240_ ე მუხლით გამასამართლეს, ვამპირების გავრცელების ხელშეწყობაში, რათქმაუნდა რაღაც მხრივ მართლებიც იყვნენ, რაღაც მხრივ კი არა, რადგან ისინი ადამიანის მოკლას აპირებდნენ ამ საქციელით, მე გადავარჩინე მაგრამ ის ურჩხულად ვაქციე. ასე რომ ვთქვათ მთავარანგელოზმა ქერუბინმა დამაბეზღა და საბოდოოდ მომიშორა თავიდან, ზუსტად იმ წყეულ დღეს დავეცი, ალბათ ჩემი დაცემა სიყვარულთან ასოცირდებოდა გეგონა, მაგრამ ასე არ ყოფილა. შემდეგ მთელი ზეციური სამეფო დაიშალა, ორმხრივი შეტაკებების შედეგად ღმერთის საუფლო დაიშალა, ამბობენ ღმერთი გარდაიქმნა, როგორც წყალი, მიწა, ჰაერი და ცეცხლი. არვიცი რამდენად სიმართლეს შეესადაგება მაგრამ დედამიწას უკვე დაეტყო მისი არარსებობა და ალბათ სულ მალე მთლიანად განადგურდება კაცობრიობა, ალბათ როცა ეს მოხდება, ლუციფერი ღმერთის ტახტს დაიკავებს და საბოლოოდ გამეფდება ბოროტება დედამიწაზე. საოცარი ამ ისტორიების მოსმენა, წარსულიდან შემორჩენილის, რომელიც ჩემთვის არქეოლოდიური აღმოჩენას ჰგავს და რომელიც საინტერესო მოსასმენია. - მე რაში გჭირდები? ბევრჯერ დაგისვი მსგავსი კითხვა მაგრამ დღემდე არ გაგიცია პასუხი. - არ ვაპირებდი დამეჭირა შემენჟღრია და სიტყვები ამეცალა ბაგიდან, არ ვაპირებდი ჩავციებოდი მას რადგან ვიცოდი ჯერკიდევ დიდი დრო გვექნებოდა სასაუბროდ. - შენ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი ადამიანად ქცევა შეუძლია.- მის თვალებში მოტივტივე სევდა, არამქვეყნიურად მიმზერდა, მინდოდა თვალი ამერიდებინა და მეთქვა მე ამ საქმისთვის არ გამოვდგებოდი და უბრალო ალქაჯი ვიყავი რომელიც ვერც კი აკონტროლებდა საკუთარ ძალებს, მაგრამ მისი მზერა სულ სხვას ამბობდა და დაჟინებით სევდას აფრქვევდა, მე უნდა წარმომედგინა მის ადგილას თავი და მივმხვდარიყავი რამდენად უჭირდა მას ადამიანების გვერდით ყოფნა, როგორც მე. - არვიცი, არვიცი.- თავი გავაქნიე და ცივ კენჭებზე მოვკალათდი რომელსაც სხვადასხვა ზომები ახასიათებდა. - მე გაგაცნობ იმ ადამიანებს რომლებიც ამ ისტორიებს მიამბობდნენ, მე გაგიზიარებ ყველაფერს რაც გამაჩნია.- მისი სიტყვები არამქვეყნიურად ჟღერდა, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო რომ მე ოდესღაც მის გვერდით აღმოვჩნდებოდი და გავიგებდი საოცრების არსებობის შესახებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.