ცეკვა, სიყვარული და ჩემი გიჟი მეგობრები(მესამე თავი)
ბევრი მომზადება არ დამჭირვებია. შავი გაშლილი კაბა, წითელი მაღალქუსლიანები, მსუბუქი მაკიაჟი და მეც მზად ვარ. უკვე რვა იყო როდესაც სახლიდან გამოვედი. გზაში ანომ ტელეფონი ამიფეთქა შეტყობინებებით რომლის შიაარსიც ესეთი იყო: “სად ჯანდაბაში გდიხარ ქალო?” “მალე მოდი”. “ იცოდე მაშო თუ არ მოდიხარ უკვე ქელეხის სუფრის სიის წერას ვიწყებ”. და ასე შემდეგ ყველა რომ ჩამოვყვე ალბათ ერთი დღე არ მეყოფა. ძლივს მივედი კლუბამდე. მანქანა დავაყენე, კლუბში შევედი და თვალებით ანოს და დაჩის ძებნა დავიწყე. როგორც იქნა ვიპოვე მაგრამ როგორც ჩანს მარტო არ არიან. ამხელა ბრბოში ძლივს გავიკვლიე მათკენ გზა და ღიმილით მივუახლოვდი. დაჩი წამოდგა და გადამეხვია, ანო კიდე ისეთი თვალებით მიყურებდა ოფიქრებდი ახლავე მომკლავს და მიწაში ჩამდებსო. -მაშიკო მოდი ვინ უნდა გაგაცნო, ესენი ჩემი ბავშვების მეგობრები არიან ახლახანს ჩამოვიდნენ ამერიკიდან-მითითებს დაჩი ორ საკმაოდ სიმპატიურ ახალგაზრდაზე. -სასიამოვნოა-ვეუბნები გულწრფელი ღიმილით. -დაჩიკო ასეთ ვასკვლავივით გოგოს სად გვიმალავდი ჰა?-ეკითხება ლაშა. -დაჩიკო იქნება თუ გაგიდე წიხლქვეშ-ემუქრება “ გაბრაზებული” დაჩი. -უიმე რა უჟმური ხარ რა, სულ რაღაც ერთი დღეა რაც ჩამოვედი და უკვე მეჩხუბები, სულ არ მოგენატრე ფისო?- ლაშა ისევ დაჩის ეტუზება და თვალებს უჟუჟუნებს. -ვაიმე მომაცილეთ ეს აქედან! სად არის თორნიკე ეგ მაინც იყო ერთი ნორმალური- ბუზღუნებს სასოწარკვეთილო დაჩი. ღმერთო აქაც თორნიკე! დიდი ამბავი იმდენს შეიძლება ერქვას თორნიკე. ბევრს ძალიან ბევრს.... -ვაიმე ვიში გაგვცვალე ბიჭოო-ყვირის ბოლო ხმაზე ამჯერად დათა. კიდევ კარგი მუსიკა ხმამაღალზეა ჩართული თორე ხალხი იფიქრებდა ამდენი გიჟი ერთად რამ შეყარაო. კარგად ვიხალისეთ დათას და ლაშას ხუმრობებზე და დაჩის გატანჯულ სახეზე. იმდენი ვიცინეთ მე და ანომ რომ ცრემლებს ვიწმენდდით ბოლოს. საათს დავხედე უკვე თორმეტი იყო. ხვალ ისევ ვარჯიში მაქვს, ძალების მოკრება და კარგად გამოძინება მჭირდება. ამიტომ ბავშვებს დავემშვიდობე და სახლში წავედი. სანამ ჩემს ოთახში შევიდოდი ლანს და ტასოს დავხედე რომელბსაც ისევ უშფოთველად ეძინათ. შემდეგ სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე. საღამურები ჩავიცვი, ლოგინში ჩავწექი და თვალები დავხუჭე მაგრამ ვაი ამ დახუჭვას. თვალწინ სულ თორნიკეს სახე მედგა და მასზე მეფიქრებოდა. რას მიკეთებს ეს კაცი ვერ ხვდები. მის შეხებაზე და ღიმილზე ვდნები. მზერა კი ისე მაფორიაქებს ორ სიტყვას ძლივს ვაბამ ერთმანეთზე. აღარც კი მახსოვს ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა. დილა მშვენივრად დაიწყო, როგორც ყოველთვის ეხლაც ადრე ავდექი და სავარჯიშოთ წავედი. ორი კრუგი როდესაც დავარტყო ბაღს, დასასვენებლად იქვე სკამეინკაზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე. რამდენი რამ გადავიტანე, დედა დავკარგე, შემდეგ მამა. არ ვიცი ამ ტკივილს როგორ გავუძელი ახლაც კი ცრემლები მადგება მათ გახსენებაზე. გარედან შეიძლება ხალხს ქარაფშუტა და ლაღი მოვეჩვენო, რადგან სულ ვცდილობ ვიღიმოდე. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სამმა ადამიანმა იცის ამ ღიმილის ქვეშ როგორი ტკივილი იმალება. რადგან ისინი იდგნენ ამ მძიმე წუთებში ჩემთან და ისინი მამხნევებდნენ. არ ვიცი შეიძლება სხვებსაც დაუკარგავთ მშობლები და ბევრსაც განუცდია ეს ტკივილი მაგრამ, განსაკუთრებით რთულია როდესაც მათ კარგავ და შენ კი სულ რაღაც ერთი კვირის და გრჩება, როცა იაზრებ რომ ეხლა შენ ხარ მასზე პასუხის მგებელი. თავიდან შემეშინდა ამხელა პასუხისმგებლობის რადგან არ ვიცოდი რომ გაიზრდებოდა და მშობლებზე მკითხავდა რა მეთქვა. მაგრამ შემდეგ როდესაც მას შევხედე სიყვარულის გრძნობა დამეუფლა და მივხვდი, რომ მხოლოდ ის დამრჩა მე , და მხოლოდ მას დავრჩი მე. ეხლა კი სრულიად თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ახალი ოჯახი მყავს მართალია დედას და მამას ვერავინ შემიცვლის, მაგრამ მათ მე ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ მათ არ მიმატოვეს როცა განადგურებული ვიყავი და დამეხმარნენ ამ ტკივილის გადალახვაში. ისინი ჩემი მეგობრებიან არიან მემგონი ეს ფაქტები საკმარისია იმისათვის რომ მათ ჩემი ოჯახი ვუწოდო. ლანა, ანო, ტასო და ანო, ესაა ჩემი ახალი ოჯახი. ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც გვერძე ვიღაც მომიჯდა, გავიხედე და დავინახე აპოლონი რომელიც პორიზონტს უყურებდა და თან ღიმილი ეპარებოდა. ცოტა ხანს ვაკვირდებოდი და მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ღიმილის დროს ლოყა ეჩხვლიტება, თვალთან პატარა ხალი აქვს. შემდეგ მანაც გამომხედა და გამიღიმა. -ხელი შეგიშალეთ ქალბატონო ქორეოგრაფო?-მეკითხება და ისევ ღიმილით მიყურებს. -ნწ- თავს ვაქნევ და ახლა მე ვუყურებ ჰორიზონტს. შემდეგ კი ორივე ჩუმად ვზივართ. მე პორიზონტს ის კი მე მიყურებს. ეს ის მომენტია როდესაც სიჩუმეც თავის სათქმელს ამბობს. მისი მზერა უკვე ცალ მხარეს მიწვავს და ასე მგონია ცოტა ხანში ბოლი ამივა. მაგრამ სახეზე არაფერს ვიტყობ. შემდეგ კი როდესაც პიკს აღწევს ჩემი ღელვა. ვდგები და წასვლას ვაპირებ. ერთი ნაბიჯიც კი არ მაქვს გადაგმული როდესაც უცებ ხელზე შეხებას ვგრძნობ თორნიკე მატრიალებს და უცებ ტუჩთან ახლოს მკოცნის. -დროებით ქალბატონო ქორეოგრაფო!-მეუბნება ვნებიანი ხმით. თვალებში ჩავხედე და ნათლად დივინახე მის თვალებში მოთამაშე არსებები. რომლებმაც საშინლად დამაბნია. ამიტომ სრულიად გათიშულს აღარც კი მახსოვს როგორ მივაღწიე სახლამდე. ღმერთო ტუჩის კუთხეზე რა მემართება და ამან რო ტუჩებში მაკოცო მერე ალბათ სულ გავითიშები.... მოკელდ გადავწყვიტე სხვა წყვილებზეც დავწერო ხოლმე ამიტომ მარტო აპოლონი და მაშიკო არ იქნებიან იმედია მოგეწონებათ!!! Worlds gone crazy! ----- წინა თავს ისე სწრაფად ვწერდი რომ თავებიც კი ამერია როგორც მიხვდით ის იყო მეორე ეს კი მესამეა მიყვარხართ მე თქვენ და მადლობა ესეთი კარგი შეფასებებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.