შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამეული სტუმრები (სრულად)


3-10-2018, 12:35
ავტორი Alice76
ნანახია 23 346

“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,100%-იანი დაფინანსება.არ მჯერა !!! უბედნიერესი ვარ”
ამ დღეს,ოთხი წლის წინ-მახსენებდა “ფეისბუქი” საკუთარ სტატუსს.
წარბაწეულმა გადავიკითხე აღფრთოვანებით დაწერილი წინადადება და კომენტარებსაც ჩავუყევი,სადაც მთელი ნათესაობა ამაყობდა ჩემით.
-რა მიხაროდა?-მობეზრებულმა გამოვრთე აპლიკაცია.-აზრზე არ ვიყავი,რაში ვყოფდი თავს.
შემაღლებულ ადგილას მდგარ შენობას ავხედე -“ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”.
როდესაც პატარა ბეკეკასავით აკუნტრუშებული აბიტურიენტი ვიყავი,ჩემი მომავალი დაახლოებით ასე წარმომედგინა-თეთრ ხალათში გამოწყობილი,ახალგაზრდა,წარმატებული ექიმი,რომელიც კაბინეტში იჯდა და ბრძნული ქმედებებით კურნავდა პაციენტებს. იმაზეც კი ვიყავი დაფიქრებული,როგორ მოვიქცეოდი პაციენტების თანდასწრებით-მკაცრი,თუ კეთილი,მოლაპარაკე თუ სიტყვაძუნწი.
ულამაზეს და უჭკვიანეს ექიმს(ეს ორივე სამკაული თანდათან უნდა შემეძინა) ასევე უსიმპათიურესი შეყვარებულიც ეყოლებოდა,რომელსაც პროფესიის შესწავლის ფარგლებში უნივერსიტეტში ან სულაც,კლინიკაში გაიცნობდა.
თუმცა,რა თქმა უნდა,მალევე მივხვდი,რომ ჩემს გეგმებზე ცხოვრებაცა და ღმერთიც ერთად ხარხარებდნენ.
რამდენიმე წელი არაფერი მიკეთებია,გარდა სასოწარკვეთილი სწავლისა. ხშირად მინდებოდა,უბრალოდ მიმეგდო ეს საშინელი სახელმძღვანელოები,რომლებიც ინკვიზიციურ იარაღებს მაგონებდა,მაგრამ,საუბედუროდ,საკუთარი საზიზღარი მე არ მიშვებდა. ამ უკუღმართ ადამიანს მაზოხისტურად მოსწონდა თავისი მომავალი პროფესია და ჩუმ-ჩუმად იმ პატარა აბიტურიენტივით ოცნებობდა კიდეც.
თავგადაკლული ზუთხვის გამო არა თუ შეყვარებული,მეგობრებიც კი ძლივს მყავდა.უფრო სწორად,მეგობარი.
წიწვი,რომელსაც მშობლები ხანდახან მათეს ეძახდნენ,დედის,ანუ ბიცოლაჩემის მუცლიდან გამოძრომის შემდეგ ჩემთან ერთად იყო. ჩემზე ერთი წლით პატარა,სკოლაში ხუთი რომ შეუსრულდა,მაშინ მოაქანეს,იმიტომ,რომ ფეხები გაფშიკა,როდესაც გაიგო,უიმისოდ სადმე ვივლიდი.
წიწვიც სკოლაში შეარქვეს,როდესაც ფიზ კულტურის მასწავლებელმა დიდსულოვნად ამცნო,ნაძვის წიწვზე მსხვილი არ ხარ,დადექი და ივარჯიშეო.
რა თმა უნდა,ჩემს ბიძაშვილს ყურიც კი არ შეუბერტყავს ამ რჩევაზე,სამაგიეროდ ჩვენმა კლასელებმა მშვენივრად გაიგეს და იმ დღიდან მათე წიწვი გახდა.
ზედმეტ სახელი თავდაპირველად გასაბრაზებლად იქნა შერქმეული,თუმცა თავად ობიექტს დიდი პრეტენზია არ გამოუთქვამს,მათეს წიწვი ჯობიაო-მხრებს იჩეჩავდა ხოლმე.
თავისი სახელის ერთგული სკოლის ბოლო წლებამდე დარჩა,თუმცა საბოლოოდ მაინც შეისმინა ცხრა წლის წინანდელი შეგონება -ვარჯიში დაიწყო.
მალე ჩემი წრიპა მეგობარი სკოლის მაჩოდ გადაიქცა,მის გარეგნობას კი აქტუალობა სკოლის შემდეგაც არ დაუკარგავს და ვინაიდან ისიც ჩემს კვალს გამოჰყვა,სამედიცინო უნივერსიტეტში ყველა დაკავებული თუ თავისუფალი გოგონა მას ეტრფოდა.
ასე გამოვიდა,უნივერსიტეტში სიმპათიურ ბიჭს მხოლოდ ერთს ვიცნობდი და ისიც ჩემი ნათესავი და მეგობარი იყო.
ფიქრებში გართულმა ავიარე შენობის კიბეები-სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში მაშინ მოვხვდი,როდესაც საბოლოოდ მივხვდი,რომ “ოცნების კლინიკა” ისევ ოცნებად რჩებოდა,მე კი სამსახური მჭირდებოდა.
ჩემმა ლექტორმა მესამე კურსზე ყოფნისას თავის მეგობართან-ნარკოლოგ ირმა ჭყონიასთან მუშაობა შემომთავაზა,რომელიც,მისივე თქმით,დიდად პატივსაცემი ექსპერტი იყო. მეც სიხარულით დავთანხმდი შემოთავაზებას და ასისტენტის თანამდებობაზე მოვკალათდი.
მცირედ შემორჩენილი ოცნებებიც შემომეძარცვა და ჩემი საქმიანობაც უსიამოვნოდ გამრავალფეროვნდა-ახლა სწავლის გარდა მთელ დროს მთელი ქვეყნის შარდის ანალიზებს ვუთმობდი.
საქმიანობა საშინლად მოსაწყენი იყო- უკვე ჩატარებული ანალიზების აღრიცხვა,დამუშავება,ცნობების მომზადება და მსგავსი სისულელეები მიწევდა.
წიწვი “ ფსელის დედოფალს “. მეძახდა და რომ დაუკვირდე,არც თუ ისე უმიზეზოდ.
სამხარაულში ბევრი სხვა,უფრო საინტერესო ექსპერტიზებიც ტარდებოდა. ყველაზე საინტერესო მაინც მკვლელობის შემდეგ ამოღებული ტანსაცმლის,ანაბეჭდებისა და ტყვიების გამოკვლევა იყო.
ერთხელ თანამშრომელი დავითანხმე და ქუჩაში ნაპოვნი ორი გვამის ტანსაცმლის ექსპერტიზას დამასწრო.
თავად ტანსაცმელს საზიზღარი სუნი ჰქონდა,თუმცა როდესაც მარინამ მათზე ხსნარი მამაოსავით მიმოაფრქვია,სუნს უკვე საზიზღარსაც ვეღარ უწოდებდი. მთლად საინტერესო პროცესიც ვეღარ გამოვიდა,რადგან უჩემოდ გაგრძელდა-მე გულისრევით ტუალეტში გადავინაცვლე და მთელი ბიუროს დასაცინი გავხდი.
როგორც იქნა,მივაღწიე სამუშაო ოთახს,სადაც უჩვეულო სიწყნარე დამხვდა-ჭყონია მშვიდად დაძვრებოდა სოციალურ ქსელში,ხოლო მისი კოლეგა-ლია ,რომელიც დღე და ღამ ქოთქოთებდა,არსად ჩანსა. ირმას მივესალმე.
-გაგიმარჯოს-ზანტად ამომხედა-
დღეს ლია არ იქნება,ნაღვლის შეტევა აქვს-მახარა.
-უი-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და უხერხულად მოვთავსდი ჩემს მაგიდასთან.
ჩემი უფროსი ყავას მიირთმევდა,თან ეკრანს არ აშორებდა თვალს.
-მის მაგივრად დღეს შენ იყავი-ტანში გამცრა.
ლიას ჩემზე უარესი სამუშაო ჰქონდა. საქმე იმაშია,რომ მისი მოვალობა უშუალოდ საკვლევი ობიექტის აღება იყო. ნარკოლოგიური ანალიზის ასაღებად შარდის ნიმუში ბიუროს თანამშრომლის მეთვალყურეობა აუცილებელი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,ლია უყურებდა,როგორ ფსავდა ხალხი,რათა შეცვლა არ მომხდარიყო,შემდეგ კი მაშინვე ყოფდა ტესტერებს,ჩვენთან გამორბოდა და შესაბამის პასუხს გვეუბნებოდა.
საწყალი ქალი მთელი დღე ასე დარბოდა-ტუალეტი-კაბინეტი,თან უამრავი ჩემთვის სახალისო ამბები მოჰქონდა.
მაგალითად,ერთხელ გოგონამ,რომელსაც სამსახურისთვის სჭირდებოდა ცნობა,ვერაფერი მოახერხა ,რადგან ლია უყურებდა, ამიტომ მთელი დღე აქ მოუწია ყურყუტი. მთელი გალონი წყალი ჩამოცალა,საღამოს კი,როდესაც ლიას ელოდებოდა მორიგი ცდისთვის,ტუალეტის კართან ჩაიფსა.
მე და ირმა ყოველთვის ვერთობოდით ლიას შემთხვევებზე,განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც კაცების მეთვალყურეობაც მას მიანდეს-მამრობითი სქესის თანამშრომლები უარს ამბობდნენ კაცებზე დაკვირვებაზე და საბოლოოდ ისევ ამ ქალმა იყოჩაღა.
მართალია,შორიდან მშვენივრად ვხარხარებდი ამ შემთხვევებზე,მაგრამ პირადად არანაირად არ მინდოდა,ლიას ტკივილი გამომეცადა.
-მაგრამ...-საწყლად შევხედე-კაცებთანაც?
-არა,მაგათზე ვინმეს ვთხოვ,ერთი დღე როგორმე გაძლონ.
შვებით ამოვისუნთქე.
საბედნიეროდ,იმ დღეს ბევრი ხალხი არ იყო,კაცები კი ძირითადად პოლიციელებს მოჰყავდათ,რომელთაც ვთხოვდი,რომ თავად გაეწიათ მეთვალყურეობა.
სხცა დროს კი დაცვის ერთ-ერთი ბიჭი მეხმარებოდა,რომელსაც სახეზე ეტყობოდა,რომ ცოტაც და არწყევდა.
დალაგებული ცხოვრება ერთმა პატარა ინციდენტმა ამირია-სწორედ ეს ბიჭი ვიღაც კაცმა კარგად დაალილავა,რას მიყურებ შე პიდა*ასტოო.
თურმე ამ კაცს არ სცოდნია,რომ მეთვალყურეობა საჭირო იყო და იქვე მდგარი,თვალებდაჭყეტილი ბიჭი რომ დაუნახავს,ერთი ამბავი მოუწყვია.
ასე დავრჩი ჩემი ერთი ბეწო დაცვის გარეშე.
შიშით ველოდი,რომ სანამ სხვა თანამშრომელს იპოვიდნენ,ვინმე ღიპიანი დევგმირი მომადგებოდა და მეც იძულებული გავხდებოდი...
-ჰეი,აქ უნდა მოვფსა,ხო?-ფიქრებიდან გამომიყვანა ხმამ.
ჩემს წინ ვიღაც ძალიან მაღალი ასვეტილიყო და იმ კარზე მითითებდა,რომლის წინაც მე ვიდექი. თვალი შევავლე და ისევ ღიპიანი კაცი ვინატრე-დაახლოებით ჩემი ასაკის თორი გამომცხადებოდა,ერთი ეგ იყო,ხელში უროს მაგივრად რაღაც ფურცლები ეკავა. ოდნავ წამოზრდილი,მუქი ქერა თმა და ნაცრისფერი თვალები ჰქონდა,მაისური განიერი მკლავებისათვის აშკარად პატარა იყო,თუმცა მაინც ძალიან უხდებოდა-ყველა კუნთს სათითაოდ უსვამდა ხაზს.ჩემი დაკვირვება მსხვილი ტუჩებით დავამთავრე.
მაშივნე სისხლი მომაწვა სახეზე,როცა გავიფიქრე,აქ რისთვის იყო მოსული და მე იქ რისთვის ვიყავი.
-დიახ-ამოვიბლუყუნე-ნარკოლოგიური ანალიზი გნებავთ?
-ხო აბა ტუალეტს სხვაგანაც ვნახავდი-თვითონაც შემათვალიერა-შეიძლება?-წარბი აწია და მიმახვედრა,გაიწიეო.
კარიდან განწირული სახით გავდექი,ერთჯერადი ჭიქა გავუწოდე და ვუთხარი.
-ამაში... იმასქენით-უარესად ავწითლდი.
-აჰა,იმასვქნავ.-კარი შეაფრიალა. უკანასკნელი იმედის ნაპერწკალი გამოვიყენე და დერეფანში მიმოვიხედე-ღმერთს დახმარება ჯერ არ გამოეგზავნა. ამოვიოხრე და თითქმის მოხურული კარი დავაკავე.
გაკვირვებული შემობრუნდა ჩემსკენ და კითხვისნიშნიანი მზერით მომაჩერდა.
-ისა... ნიმუშის აღებისას ჩემი დასწრება აუცილებელია-ამოვიკნავლე.
გამოშტერებული შედგა.
-შენ?-გადაიხარხარა-ანუ ესეთი სამუშაო გაქვს? ხალხს აკვირდები,სანამ მოფსამენ? კაცი ვერ ნახეს მერე?ან ვინმე ქალი...
მინდოდა მეთქვა,დროებითი შეფერხებაა-მეთქი,მაგრამ არ დამაცადა-აუ საღოლ შენ,რამდენს გიხდიან,გაფიცებ?პირველად ვხედავ გოგოს,რომელსაც მთელი ქვეყნის *ლეები აქვს ნანახი. არა,მეორედ-თქვა ფიქრიანად.
ნელ-ნელა გაბრაზება შემომერია.
-თუ შეიძლება,თქვენი საქმე მოამთავრეთ-მოვუჭერი და გულზე ხელები გადავიჯვარედინე.
-აქვე,ახლავე?-ირონიულად შემომხედა-დარწმუნებული ხარ? ხო არ შევბრუნდე?
ძალიან მინდოდა,რომ საერთოდ ფანჯრისან გადამხტარიყო,მაგრამ ...
-შებრუნება არ შეიძლება,დარწმუნებული უნდა ვიყოთ,რომ ის... მმ ნიმუში ნამდვილად თქვენია-მივაყარე და ჰაერი ჩავისუნთქე.
-კარგი,რა გაეწყობა-ქამარს დასწვდა და შეიხსნა-ისე,ყველაზე დიდი როგორი გინახავს?-მკითხა უნამუსოდ.
-კითხვების გარეშე-გავწიწმატდი.უკვე ტირილი მინდოდა,მაგრამ ამ იდიოტს არ დავანახებდი,როგორ ვნერვიულობდი.
“თვალსაც არ მოვაშორებ,უტეხად,ლიზა!”-შევუძახე თავს და თვალები გადმოვკარკლე.
ელვაც ჩაიხსნა და შარვალი დემონსტრაციულად ჩასწია.
საშინლად მომინდა,თვალებზე ხელები ამეფარებინა და იქიდან კივილით გავქცეულიყავი,მაგრაკ მოვალეობის გრძნობა და სიჯიუტე ადგილზე მყინავდა.
გული კინაღამ ყელიდან ამომიხტა,როდესაც წინ გამოწეული ობიექტი შევნიშნე. უკვე გაწითლებისაც აღარ მრცხვენოდა,ხელები უკან გადავაჯვარედინე,რომ შემთხვევით თვალებზე არ წამცდენოდა და გამართული მივაჩერდი.
-თამამად-გავუღიმე საქმიანად.
-გოგოებზე ასე ემართება ხოლმე,ყურადღება არ მიაქციო-გაიღრიჭა და ორივე საჩვენებელუ თითი დაბლა მიმართა-ახლა როგორმე უნდა დავიმორჩილოთ-ვერ მოვითმინე და ზევით ავიხედე. ამას ჩემი გული ვერ გაუძლებდა.
-მოიცა,აბა უნდა გიყუროო?-დამპალი,მაინც შეამჩნია.
-არაა აუცილებელი,თვალები სასქესო ორგანოზე დაგადო-გამოვცერი კბილებში-დროზე ქენი.
-მე არსად მეჩქარება,თან სხვისი თანდასწრებით ცოტა რთულია-მხრები აიჩეჩა.-მეუხერხულება.
ფეხებგაჩაჩხული,შარვალჩახდილი და გამობზეკილი ხმლით დგას ჩემს წინაშე და კიდევ უხერხულობაზე მელაპარაკება?
არაფერი ვუპასუხე ,ახურებული სახე ხელით გავინიავე და მოუსვენრად მოვინაცვლე ფეხი.
-რა იყო,ხო არ ნერვიულობ?ახლა არ მითხრა, ჩემთვის პირველი ხარო...
-იზამ თუ არა?-მოთმინებადაკარგულმა წამოვიყვირე.
ცოტა ხანს უხერხული ხმა ისმოდა.
-ისე მიღრიალე,ჩავიფსი. აჰა-ჭიქა გამომწოდა.
-მანდ დადგი-ზიზღით მივანიშნე პატარა მაგიდაზე,მობეზრებულმა მივხედე და ტესტერების შეკვრა ამოვიღე.
ხელი მიკანკალებდა,თუმცა მოვახერხე ანალიზის ბოლომდე მიყვანა, რომელიც, სამწუხაროდ უარყოფითი აღმოჩნდა,ამდენად ეს პარაზიტი სუფთა იყო.
-კაბინეტთან დამელოდეთ,მე -6 ოთახია-ვუთხარი მშრალად და ცნობის მოსამზადებლად გავედი. ცოტა ხანში ვუხმე,რადგან მისი პირადი მონაცემები მჭირდებოდა.
ოთახში კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით შემობრძანდა და ჩემს წინ სკამზე გაიშოტა. თვალი ჩამიკრა,თითქოს ჩვენ ორს რამე საიდუმლო გვქონოდეს.
-რომელი დაწესებულებისთვის გჭირდებათ ცნობა?-ვკითხე მკაცრი მზერით,თუმცა ხმა ისეთი დამაჯერებელი ვერ მქონდა.
-ქალაქ თბილისის პროკურატურა-თავი გვერდით გადმოხარა და გამიღიმა.
-პირადობა,თუ შეიძლება.
“დანტე რატიშვილი”
წარბები ავწკიპე. რა დანტე?
მხრები ავიჩეჩე და მონაცემები შევიყვანე.
-ტელეფონის ნომერი?
მიკარნახა და დაამატა.
-ოღონდ საღამოს ექვსამდე არ დამირეკო,ვერ გიპასუხებ.
კვლავ ავალდი და გაცეცხლებული მივაჩერდი.ირმამ კომპიუტერს თავი ანება და ჩვენ შემოგვხედა.
-შესაძლოა ტესტმა შეცდომა დაუშვა,აშკარად ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ხართ,თუ კი გგონიათ,რომ თქვენთან დარეკვას ვაპირებ.
-დიახ,ვნება ის ნარკოტიკია,რომელიც აკრძალული არაა-ისევ ამოსაჩიჩქნი თვალი ჩამიკრა.
დემონსტრაციულად წამოვდექი და ირმას ცნობა მივუტანე,რომ ხელი მოეწერა.
მალევე უკან მივუბრუნდი და ფურცელი მივაჩეჩე.
-კარგად ბრძანდებოდეთ,იმედია იმ ადგილს მოინახულებთ,სადაც თქვენმა სეხნიამ იმოგზაურა.
დაბნეულად შემომხედაცნობა ჩამომართვა,კარგად იყავიო და კარისაკენ ნელა გაეშურა.
ის იყო,გაბრძანდა და თავი სამშვიდობოს ვიგრძენი,კვლავ შემოიჭრა და თითი დამიქნია.
-დანტე ალიგიერი,ანუ ჯოჯოხეთში გამიშვი?-იცინოდა.
მხრები ავიჩეჩე და ვანიშნე, იქიდან მოშორებულიყო.
-მგონი,მოეწონე-წამოიწყო ირმამ და სათვალის ზემოდან გადმომხედა-კარგი ბიჭია,ხელიდან არ უნდა გაუშვა.
ჰმ!სიამოვნებით გავუშვებდი,თამ რომელიმე მაღალი კორპუსის სახურავიდან.
-უბრალოდ ხუმრობდა,ურთიერთობები ასე მარტივად არ იწყება.ლია როდის გამოვა?მეტის დანახვა აღარ მინდა-სასწრაფოდ შევცვალე თემა.
-მგონი ხვალ უკეთ იქნევა-წაილაპარაკა და ისევ კომპიუტერში ჩაძვრა.

წიწვის სახლში,მისაღებში მდგარ სავარძელზე მოკალათებული მივირთმევდი პიცას და იმ დღის ამბებს ვუყვებოდი.
-მაგაზე მეორედ აღარ დათანხმდე-გაბრაზდა-ან მაგ *რებმა სხვა ვერ იპოვეს,შენთვის რომ არ დაევალებინათ? გნახეს პატარა გოგო და გაჩმორებენ. თავი არ დაუხარო არავის-მთლიანი ნაჭერი შეიტენა პირში.
-ამის მერე უკვე ვისწავლე ჭკუა-დავეთანხმე-საწყალი ლია.
წიწვისთვის რა თქმა უნდა,დანტეს დეტალები არ მომიყოლია,თორემ მეც მომკლავდა და მთელ სამხარაულსაც ააფეთქებდა.
-ხო და ,ძალიან კარგი,ნუ ხარ ასეთი ნაზიბროლა.
-ძალიან დავიღალე-ამოვიოხრე-როგორ მშურს უსაქმური ხალხის.
-უსაქმური მარტო მაშინ ხარ,როცა ტვინი ტრა*ში გაქვს-დამმოძღვრა-ასე,რომ ნუ წუწუნებ,უნდა მიაწვე და ყველაფერი აიტანო.
-ავიტან,მაგრამ წუწუნიც მინდა.
-შენს ცხოვრებას ადრენალინი აკლია,იმიტომ ხარ ასე მოწყენილი,რომ თავისუფალ დროს სახლში დების მეტს არაფერ აკეთებ,არსად არ მომყვები,იყავი ასე და დაბერდი შენს ზაზუნებთან ერთად.
შეპასუხება მინდოდა,მაგრამ რას იზამ,მართალია კაცი.
-უბრალოდ ისე ვიღლები...
-თავის მართლება არ გამაგონო,ხომ იცი,ვერ ვიტან!
უკმაყოფილოდ მოვკუმე ტუჩები.
-შაბათ-კვირას სოფელში ვაპირებთ წასვლას,მე,შოთა და დანი.შენც წამოხვალ და ვინმე დაქალებიც აყარე,მასე უკეთესი იქნება.უარი არ გამაგონო.
სასოწარკვეთილმა შევხედე.
-წიწვუ,კარგი რა,ეგ ორი დღე მაქვს დასვენება...
-მერე დაისვენე,ვინმემ გითხრა,ვენახი გადახანიო? იქნებ გაიგო კიდეც,რა არის ნამდვილი დასვენება. ბოლოს ქალაქგარეთ როდის იყავი? მგონი ოლღა რო მოკვდა,ეგ კიდევ წინა საუკუნეში იყო. ან იმის წინაში.
-მაგ შენ ახალ მეგობრებს რაღაც ძალიან ჩაესიყვარულე-ეჭვიანად ამოვიბუტბუტე-ორი კვირაა ,რაც გაიცანი და უკვე სოფელში მიგყავს.
აღნიშნული ორი პიროვნება წიწვმა სტადიონზე გაიცნო,როდესაც ეროვნული ნაკრების საქომაგოდ მისულებმა ერთად გატყიპეს მოწინააღმდეგე მხარის გულშემატკივრები.
-მაგარი როჟები არიან,კარგად ვუგებთ-მხრები აიჩეჩა.-ჩემი არ იყოს,სასურველი მამაკაცები არიან და ვიღაც ბებიები არ მომაყენო,წესიერი გოგოები ამოარჩიე.მე თვითონ ვეტყოდი ვინმეს,მარა არ მინდა,მერე არ ეგონოთ,რომ ვეტრფი.
-დაგავიწყდა,რომ ჩემი ერთადერთი დაქალი შენ ხარ?-ირონიულად ჩავეკითხე.
-მასე ხალხში არ დამიძახო,თორე თათას ვეტყვი,რო სიგარეტი მოწიე-ნიშნის მოგებით მიპასუხა.
დედაჩემს გული დაარტყავდა,ეს რომ გაეგო.
-მერე ვინ მომაწევინა,უტვინო ბიძაშვილმა ხომ არა? კარგი,ჯანდაბას,ვეცდები ვინმე მოვძებნო.-მართლაც არ მაწყენდა ცოტა გართობა.
ოთხშაბათს,ლექციაზე მიმავალი იმას ვფიქრობდი,ვისთვის შემეთავაზებინა სოფელში წამოსვლა.
არჩევანი დიდი მქონდა,წიწვთან ერთად წამოსვლას ყველა გოგო დასთანხმდებოდა.
-არა,მარიამი რაღაცნაირია-ვბუტბუტებდი ჩემთვის-მაგისი დაქალი ხო საერთოდ... დასვენება თუ მინდა,ვინმე წესიერი უნდა ავარჩიო.
აუდიტორიაში შესულმა ანა ვინტურივით მოვავლე თვალი გოგონებს.
“ძალიან პუტკო,ეს პირიქით,ჯანდაბა,გარეგნობით ვაფასებ ადამიანებს... “
-ლიზ,როგორ ხარ? ისწავლე ? მე ბოლო თავი ვერ მოვასწარი და ახლოს დაჯექი რა,თუ ვერ ვუპასუხე,მიკარნახე-ჯგუფელი,ქეთა ამომიდგა გვერდში.
-რა? არაა პრობლემა-ჩავიბუტბუტე და უცებ ქვეცნობიერმა თავში ხელი წამომარტყა.
ქეთა,ლამაზი,მხიარული გოგო,თავისუფალი(რამდენადაც მე ვიცი) და რაც მთავარია,დალაგებული.
მთელი ლექციის განმავლობაში იმას ვფიქრობდი,როგორ შემეთავაზებინა უცნობ ბიჭებთან ერთად სოფელში წამოსვლა.
უნივერსიტეტიდან გასულს ავეტუნტულე და გავეღრიჭე.
-მშვენივრად იცოდი ყველაფერი-გვერდით განუყრელი დაქალი,თეკლა მოჰყვებოდა. ეს კიდევ უფრო მაძლევდა ხელს.-როგორ ხარ,თეკლა?
-უფ,რავიცი,როგორ ვიქნები-ამოისუნთქა-ღმერთს ყოველ დღე ვეხვეწები,მეხი დამცეს,მაგრამ ამ სექტემბრის ბოლოსაც კი ერთი ღრუბელი რო არაა!?
-უკვე დაიღალე?-მისი მესმოდა.
-როდის დავისვენე,რო? კლინიკაში ვარ პრაქტიკებზე და სული ამომხდა მთელი ზაფხული.
ეჰ!ვიღაცის მოფსმას მაინც არ აყურებინებდნენ.
-მეც მაგ დღეში ვარ,კიდევ კარგი,ამ უქმეებზე მაინც დავისვენებ ნორმალურად. სოფელში მივდივარ.-ნელა შევაპარე.
-სოფელი გაქვს?სად?
-მე არა,წიწვს აქვს,დედამისის სოფელია.
-სად?-მოულოდნელად დაინტერესდა ქეთა და ძალიან გამახარა.
-ბორჯომთან ახლოს,ტბა.
-აუ,რა მაგარია-წამოიძახა თეკლამ.შენ და წიწვი ძალიან ახლოს ხართ,არა?
-კი,უჩემოდ ნასკს არ იცვლის-გავიცინე.
ქეთა მოიღუშა და მომმართა.
-კაი,ლიზ,ახლა წავედით ჩვენ...
-მოიცა,საით მიდიხართ?-გეგმებს ასე ვერ ჩავყრიდი წყალში.
გაკვირვებულები მომაჩერდნენ.-წიწვს მეგობრებიც მოჰყავს და არ გინდათ,თქვენც წამოდით. კარგად გავერთობით-მივაყარე სასწრაფოდ.
-მეგონა,მარტო ყოფნა გინდოდათ-ორჭოფულად მიპასუხა ქეთამ.
-მარტო? რატომ?-გამოვშტერდი და უცებ მივხვდი,რაც იფიქრეს. წიწვი გამუდმებით მთხოვდა,არ გამემხილა,რომ მისი ბიძაშვილი ვიყავი,რადგან ხანდახან გოგონების საეჭვიანოდ მიყენებდა.-მე და წიწვი ბიძაშვილები ვართ.-გავიღიმე.
თვალებგაფართოებულნი მომაჩერდნენ.
-რა? ოთხი წელია ერთად ვსწავლობთ და ეგ როგორ არ ვიცოდი? -გამომცდელად მკითხა თეკლამ.
მხრები ავიჩეჩე.
-აბა,რას იტყვით?
ქეთამ გაბრწყინებულმა შემომხედა.
-აუ,ანუ ყველა ერთად ვიქნებით?
-კი,ქეთა,წიწვიც იქ იქნება-მრავალმნიშვნელოვნად მიუგო თეკლამ და ღიმილით მომაჩერდა.
აჰა,ანუ ქეთა წიწვს ეტრფოდა!
რატომ არ მიკვირს?
ეს ამბავი რატომღაც მესიამოვნა.
-პარასკევს საღამოს მივდივართ-მივაყარე-უნის მერე წიწვთან ავიდეთ და დაველოდოთ.ხუთზე ვრჩებით,ხო?ის სამსახურს შვიდზე ანთავრებს.-თითქოს მომინდა,ჩემი პროფესიისთვის კუპიდონობა შემეთავსებინა.
-არ ვიცი,ჩემებს ვკითხავ-დაიმორცვა ქეთამ,მაგრამ მეგობარმა არ დააცადა.
-წამოვალთ,აბა რას ვიზამთ-მკაცრად გადახედა-ცოტა ხანს ამ ჯოჯოხეთიდან გასვლა არცერთს არ გვაწყენს.
-შევთანხმდით-ვთქვი და სწრაფად დავემშვიდობე,ემანდ არ გადაიფიქრონ-მეთქი.
ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გადავამოწმე,რომ მოდიოდნენ და საღამოს წიწვს ვახარე.
-ორი მშვენიერი გოგო ავარჩიე-გამოვუცხადე-დარწმუნებული ვარ,შენს ძმაკაცებს ბევრად აჯობებენ-მისი ახალი მეგობრები ჯერაც არ მენახა-აქაურობას მივალაგებ,ბინძურო სკუნსო,ხვალ შენთან მოვალთ და აქ დაგელოდებით.-ვაჟბატონი პირველივე კურსიდან მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრობდა და ყველგან ჭურჭლის მთები ედგა.
წიწვმა ისე შემომხედა,აშკარად ვეცოდებოდი და ტელევიზორს მიუჯდა სათამაშოდ.
ღამის თერთმეტ საათზე მოვრჩი ნაგავსაყრელად ქცეული ბინის დალაგებას და სამაგიეროდ წიწვს გადამალული სიგარეტი გამოვტყუე.
-იფ,კაია-ბოლი გამოვუშვი და მოღუშულს შევხედე.-ისეთი საქმეები დაგიტრიალე,შენი გადანახული ბრენდიც უნდა წამომიღო ხვალ.
თავადაც კრძალვით ამოიღო ერთი ღერი და ცხვირაწეულმა მოუკიდა.
-ქალი მაცდური არსებაა. აბა ,ვინ არიან,მანახე.
-არ იცნობ,კაცო? ქეთა აბულაძე და თეკლა ამირიძე.
-გოგოებს სახით ვცნობ,ან ტრა*ით-წაიმღერა.
-გამომივიდა ესეც მაჩო-ამოვიბურტყუნე და ტელეფონი მოვიმარჯვე.
სოციალურ ქსელში მალევე ვიპოვე ქეთა,თუმცა ფოტოები სახარბიელო არ ედო. ყოველ შემთხვევაში,წიწვისთვის-რამდენიმე სელფი და ბევრი ჯგუფური სურათი.
-ვერ ვნახულობ-მოვიტყუე და მობილური ჯიბეში ჩავიჩურთე-მოვლენ და ნახავ,რა.
-იცოდე...
-ნაზიბროლები არ მოგაყენო,ვიცი,ვიცი-დავამშვიდე . მშვენიერი გოგონები არიან.

პარასკევს სამსახურიდან მალევე წამოვედი(ლექციებზე უპრობლემოდ მიშვებდნენ),უნივერსიტეტში მოთმინებით დაველოდე ხუთ საათს და ქეთასა და თეკლასთან ერთად წიწვის სახლში გავეშურე.
-დანარჩენები ვინ არიან?-დაინტერესდა თეკლა-მარტო ქეთა ხომ არ უნდა დადნეს,ეგებ ჩვენც გაგვიმართლოს-გაიცინა თეკლამ,როდესაც ბინაში ავედით.
ქეთამ მწარედ უწკმინტა და ლეკვივით ააწკმუტუნა.
ჩანთა სავარძელზე მივაგდე და დივაზე გავიშოტე.
-არ ვიცი,წიწვის ძმაკაცები არიან,მეც ახლა უნდა გავიცნო-ამოვილაპარაკე უდარდელად-შენ კიდევ,არ შეიტყო,რომ მოგწონს-მივუბრუნდი ქეთას-ისედაც ამპარტავანია და პირიქით,ვითომ არც გაინტერესებს რა,დამიჯერე,ვიცნობ წიწვს.
-სულაც არ მომწონს-აალდა გოგონა.
-უფ,გეყოს რა,ლიზა ჩვენიანია-მხარი გაჰკრა თეკლამ-მთელი წელია აფანატებს,წიწვის ყველა ნაბიჯი ზეპირად იცის.
-შენც დაქალი გქვია,რა-ამოიბურტყუნა.
-არ იდარდო,არაფერს ვეტყვი-გავუღიმე-პირიქით,მაგის წვალება ძალიან მიყვარს და გეგმაც მაქვს.
ორივემ ყურები ცქვიტა.
-მოკლედ,ვიცი,რომ წიწვის გემოვმებაში ჯდები,მაგრამ ძალიან თავმოყვარეა,ბევრი გოგო ეტმასნება და თავი ბეტმენი ჰგონია. ხო და,არაფერი შეიმჩნიო,მე როგორც გეტყვი,ისე მოიქეცი და მერე ვნახავთ დაცემულ მათეს.-იმედი ვიქონიე,რომ წიწვს მოსასმენი აპარატურა არ ჰქონდა დამონტაჟებული სახლში-ქალებზე ცუდი წარმოდგენა აქვს და ეს ვინმემ უნდა შეცვალოს.
-შენ არავინ მოგწონს?-მახვილი ჩამცა თეკლამ.
რატომღაც ის ცოცხლად დასაწვავი დანტე ამომიტივტივდა გონებაში და გავწითლდი.
-ა-რა. -გავწელე-შევუკვეთე და ველოდები.
-სიყვარული საჭიროა-თავი ბრძნულად დაიქნია-რაც არ უნდა ამტკიცონ,რომ შეყვარებული არ სჭირდებათ,ასე,ისე,მაინც არავინაა მოსვენებული,ვიდრე ამ გრძნობას არ იპოვნის.
დავეთანხმე.
-თითქოს მთელი ცხოვრება მოლოდინში ხარ. ეს რა,გამრავლების ინსტიქტის გამოა,ნეტა?
-ეგეც არაა გამორიცხული,მაგრამ ფაქტია,რომ ადამიანს სიყვარული სჭირდება. ასაკსაც ვერ დააბრალებ,მგონი რაც უფრო იზრდები,უფრო მეტად გინდება ეგ ეიფორია.
-ცხოვრება სხვანაირ ფერებს იძენს,როდესაც მას სხვას უკავშირებ-ხმა ამოიღო ქეთამ-ყველაფერი უფრო მკვეთრია,როდესაც მაგ მუხტს გრძნობ. წიწვს ნორმალურად არც კი დავლაპარაკებივარ, მაგრამ მარტო ის აზრი,რომ შეიძლება შემთხვევით თვალი მოვკრა,მთელი დღის ძალას მაძლევს.
-ეს მაგრად გაბმულა-გავიცინე-მაგრამ მომწონს-მგონი სწორედ ამას ველოდებით სიყვარულისგან. მნიშვნელობა არ აქვს,ჩვენია თუ სხვისი,თითქოს სხვა სამყაროში გადავდივართ,სადაც სტერსი და დაღლილობა არ არსებობს.

ჩემი მობილურის ხმა გაისმა და სამივე გამოფხიზლდით-ეკრანზე წიწვის ბავშვობის ფოტო გამოჩნდა,სადაც სრულიად შიშველი ,წითელი “კრუშკით” ივლებდა წყალს თავზე და გულიანად იცინოდა.
ამ უკანასკნელმა მამცნო,რომ მალე მოვიდოდა და იმედოვნებდა,სახლში შუა საუკუნეების კუდიანებს არ დავახვედრებდი.
-ჩვენი ტრისტანი მალე აქ იქნება და იზოლდა ჯობია მოემზადოს-ქეთას გავხედე-ეგ ზედა შარვალში ჩაიტანე და მბზინავი ტუჩსაცხი წაისვი. ახლა გოგოების უმრავლესობა მშრალ პომადას ისვამს(ღმერთმა ქეილი ჯენერს მოჰკითხოს), მაგრამ წიწვს მბრწყინავი და პრიალა ტუჩები მოსწონს.
საკუთარი კოსმეტიკის ჩანთა ამოვაძვრინე ზურგჩანთიდან და ქეთა სააბაზანოში,დიდ სარკესთან გავისტუმრე.
-აბა,რეალურად რა გეგმა გაქვს?-მკითხა თეკლამ,როდესაც მარტონი დავრჩით. ეს გოგო სულ უფრო და უფრო მომწონდა.
-ორი მანქანით ვიქნებით,წიწვისა და მისი მეგობრის,დამეა თუ დანი. რა თქმა უნდა,ისე უნდა მოვახერხოთ,რომ ეს ორი მარტო დარჩეს.
-აი ლაიქ ით-გაიკრიჭა-შენ მოაგვარებ თუ მე?
-მე-მივუგე დარწმუნებით.
ქეთა სააბაზანოში მანამდე ყურყუტებდა,სანამ წიწვი არ მოგვადგა.
ჩემი რჩევები ხუთიანზე შეესრულებინა და როცა ბიჭს მიესალმა,იმაშიც კი დავეჭვდი,ნამდვილად იცნობდა თუ არა.
უდარდელად მიესალმა და იმის შემდეგ ზედაც არ შეუხედავს.
-კარგია-გადავულაპარაკე,როდესაც ქვევით ჩავდიოდით-დანარჩენები დაბლა არიან,ოღონდ გაითვალისწინე,მათ მიმართ ინტერესი არ გამოიჩინო,ეჭვიანობის პონტში. ეგრევე უკან დაიხევს რა,თუ დაატყო,რომ მისი ძმაკაცი მოგწონს-თავი დამიქნია და წინ გაიწია,რადგან გვერდით ბიძაშვილი ამომდგომოდა.
-მართლა ჩვენს კურსზე არიან-წიწვი ჩაფიქრებული ჩანდა,ქეთას უყურებდა-აქამდე არ შემიმჩნევია.
-ეტყობა სარკეში იყურებოდი დიდ ხანს-წარბები ავწიე.
მშვენიერ ხასიათზე ვიყავი და მიხაროდა,რომ წიწვს დავთანხმდი. მანამ,სანამ სადარბაზოდან არ გავედით და წიწვის ძმაკაცებს არ შევავლე თვალი.
ერთ - ერთი მათგანი,სიმპათიური,შავ თმიანი ბიჭი ფეხზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა,ხოლო მეორე მანქანაში იჯდა და ტანს ნახევრად გამოღებული კარი უფარავდა.
გაცნობი ეტაპი მშვიდად მიმდინარეობდა,სანამ მანქანაშო მჯდომი არ გადმობრძანდა.
გული,სული და მუცელი ერთნაირად აკივლდა,როდესაც დანახულში ჩემი ხმლიანი ნაცნობი ამოვიცანი-დანტე,მისი ირონიული ღიმილით.
ჩემი ბედის...!
ღიმილი სახეზე შემეყინა და მთელი ცხოვრების გეგმები ერთიანად გადამავიწყდა. სად იყო ჩემი მშვიდი და რაციონალური მე? ან ირონიანარევი ცნობიერი რომელ საჯანდაბეთში გადაკარგულიყო?
იმაზე მეტად ავღელდი,ვიდრე საჭირო იქნებოდა.
აზროვნების სიღრმეებში გადავმალე ის აზრი,რომ ეს უსიამოვნო მღელვარება არ იყო.
-ლიზა,ეს დანია-მომიბრუნდა წიწვი.
-უკვე ვიცნობთ ერთმანეთს-არ დამაცადა იდიოტმა.
-ღადაობ? საიდან? არ გითქვამს-მომიბრუნდა წიწვი და წარბი აწია.
-ცნობა აიღო ჩვენთან-მოკლედ მოვუჭერი და თვალები უმისამართოდ გავწიე.
-აბა,წავედით?-თეკლა აჟიტირებული ირწეოდა წინ და უკან.
-ხო,უნდა წავიდეთ,თორე ძაან დაგვიანდა-აჰყვა შოთაც და მანქანის კარი გამოაღო-სამი აქეთ ,სამი იქით,რომ გზაში არ მოვიწყინოთ-რატომღაც მხოლოდ თეკლას მიმართავდა. ეს უკანასკნელიც მაშინვე წამოსკუპდა მანქანის წინა სავარძელზე და ღვედიც დაიმაგრა.
მე და ქეთა შენთან ვიქნებით-შევუღრინე წიწვს და მხოლოდ დაჯდომის შემდეგ გამახსენდა ჩემი და თეკლას გეგმა.
ის იყო,ძრავი ამუშავდა,წამებულივით ამოვთქვი.
-უი,თეკლა დამპირდა,ქიმიაში აგიხსნი რაღაცასო-მოვბოდე და პასუხს არ დავლოდებივარ,ისე გადავხტი მანქანიდან.
მეორე ავტომობილი უკვე დაძრული იყო,მეც ქალწულებრივი კდემამოსილებით გამოვეკიდე და მიმავალში შევხტი.
არ ვიცი,ეს ტრიუკი როგორ გამომივიდა,ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი,მაგრამ საშინელი შედეგი კი დადგა-დამავიწყდა,რომ თეკლა წინა სავარძელზე მოთავსდა და პირდაპირ დანტეს ჩავუსკუპდი მუხლებში.
ჯანდაბა,ისევ ეს ხმალი.
-რას აკეთებ-ახარხარდა.
უსაშველოდ უხერხულად ვიჯექი-სხეულით წინ ვიყავი გადაწეული,ხოლო ჩემი უკანა ნაწილის ნახევარი ფართხალში ბიჭის მუხლებს შუა ჩამვარდნოდა,ახლა ამოსვლასაც ვეღარ ვახერხებდი,ხოლო თავად დანტე დახმარებას არც კი გეგმავდა.
როგორც იქნა გადმოვბობღდი და მანქანაში მყოფი თითოეული ადამიანისგან კაი გემრიელი დაცინვა მივიღე.
-თავიდანვე გეთქვა,თუ ჩემთან გინდოდა-სული მოითქვა ქერა ბასილისკომ და წარბებაწეული ღიმილით დამაჯილდოვა.
მასთან პაექრობის თავი არ მქონდა და მხრები ავიჩეჩე.
-მართალი ხარ,ფარულად მიყვარხარ,როცა დაგინახე,როგორ ფსავდი,მივხვდი,რომ შენ შენ იყავი და მე მე. მორჩა.
ყურსასმენები ამოვაძვრინე,გავიკეთე და გულ-ხელდაკრეფილი ფანჯრისკენ მივბრუნდი.
დაღლა და წყნარი მუსიკა მალე მოედო ჩემს სხეულს,სხვა შემთხვევაში დავიძინებდი,მაგრამ ახლა დანტე თავხედობდა და ძილის საშუალებას არ მაძლევდა.
მართალია ამ სამყაროდან კონტაქტის შესაძლებლობა მოვუსპე,მაგრამ გონებაში შემომძვრალიყო და ჩემდა უნებურად მასზე მეფიქრებოდა.
ჩემი ტვინი ავტომატურად ატრიალებდა მის ყოველ სიტყვას,შემდე,გ გათამამებული, ბიჭის სხეულზეც გადავიდა,კმაყოფილი ღიმილით მაჩეჩებდა დახუჭულ თვალებში დანტეს ყველა ღირსებას,ბოლოს უკვე ადრინდელი მოგონებაც რომ გამოამზეურა,რომელიც მთავარ ატრიბუტს ეხებოდა,შევხტი და ფიქრებიდან გამოვერკვიე.
გვერდით ქურდივით გავიხედე-ტელეფონში ჩაერგო ცხვირი და წერდა.
-ვის წერს?-აღშფოთდა მე.
-რა შენი საქმეა?-ხელი აუქნია მეორე მემ.
-მაინტერესებს! იქნებ შეყვარებული ჰყავს და მასზე ფიქრი მეკრძალება?
-მასზე ფიქრი ყველა შემთხვევაში გეკრძალება. -თითი დაუქნია მეორე მემ.
-ვითომ რატომ? მშვენიერი ბიჭია,არაა ხელიდან გასაშვები-ირმას ხმით დაილაპარაკა.
-თუ კაცი გინდა,პირდაპირ თქვი-დაგესლა-ვერ ხედავ,შენით რომ ერთობა? ესეც წიწვივითაა-გოგოებით თამაშობს და მე-ლიზა ასათიანი არ დავუშვებ,ჩემით ვინმემ ითამაშოს!
კიდევ დიდ ხანს კამათობდნენ ,ცალი ყურით ვუსმენდი,თვალებით კი ჩაძინებულ დანტეს ვჭამდი.
შიგა და შიგ მეორე მეს არგუმენტებზე თავს ვუქნევდი,რომ არ შეემჩნია,როგორი სიტკბოებით ვაკვირდებოდი მის ყველა ნაკვთს.(რამდენადაც შემეძლო,რადგან უკვე დაბნელებულიყო). ეს ლამპიონებიც რა რომანტიკულად ანათებენ!
მანქანა შეჩერდა და მეც გამოვფხიზლდი.
უკვე ჩამოვედით? ყურსასმენები მოვიხსენი. გვერდით მჯდომი შეირხა და თვალები გაახილა.
-აჰა,მძინარე მზეთუნახავი და მისი პრინციც დაბრუნდნენ-გაიცინა შოთამ და მოგვიბრუნდა-თუ პრინცესა. ჩამოვედით,ხო. მაღაზიაში რაღაცებს ვიყიდით და ავალთ .
გარეთ ,მარკეტის წინ წიწვი დავლანდე,რომელიც ხელს იქნევდა.
-ახლავე მოვალ-დაგვიბარა მძღოლმა და გადახტა,თეკლამ ერთი შეგვათვალიერა,ორი წამით ჩაფიქრდა,დავეხმარებიო,წაილაპარაკა და მიმავალს უკან აედევნა.
გვერდით ისე გავიხედე,თითქოს ფეხზე წამომდგარი კობრა მოსრიალებდა ჩემსკენ.
გაიზმორა და ღრიალით დაამთქნარა.
შესაბრალისი მზერით ავათვალიერე. მითომ მთელი გზა დაბნედილი არ ვაკვირდებოდი.
-წარმომიდგენია,როგორი ბედნიერი ხარ-უეცრად დაილაპარაკა და მისმა ხმამ დამაფრთხო.
-ბედნიერი? რავიცი არც ისე-ეჭვით ვთქვი.
-ჩემთან ერთად გაატარებ უქმეებს,მეტი რა გინდა-მოიწია და ხელი გადამხვია. ისე შევქანავდი,თითქოს მხარზე გიგანტური ხოჭო მეჯდა.
-ისე გიყვარს საკუთარი თავი,მარტომ არ უნდა დაიძინო,თორემ უეჭველად შეგაცდენს -მისი მარჯვენა ხელი მხრიდან ჩამოვიღე და მრავალმნიშვნელოვნად მივანიშნე.-მერე პატარა თვითკმაყოფილი ანტილოპების ხროვაც დაიბადება და გადაგვთელავს.
-საკუთარ თავთან შეხება სირცხვილი არაა-უდარდელად მიპასუხა-შენც სცადე,მოგეწონება და თან მოდუნდები. ახლა ძალიან დაძაბული ხარ.
გავშრი. არ ღირდა მასთან ამ თემაზე ხუმრობა.
-აი,წითლდები-განაგრძობდა-ცოტა სწავლა არ გაწყენდა-ხმა დაიდაბლა და მომხიბლავი პრინცივით მომაჩერდა.
პირდაღებული პასუხს ვეძებდი,მაგრამ ჩენი ყველა ლაქლაქა მე სადღაც კუნჭულში მიმალულიყვნენ და ხმას არ იღებდნენ.
-ეს-ეს -აღშფოთებულმა გამოვაღწ კარი და გარეთ გადავვარდი-უზრდელი!
კარი მივუჯახუნე და კინაღამ მინები ჩამოვიღე.
სასწრაფოდ შევვარდი მაღაზიაში და წიწვი მოვძებნე. მასთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი.
-ლიზუ-თმები ამიჩეჩა,როდესაც გვერდით ამოვუდექი-მდნარი ყველი ავიღე და ნუტელა. კიდევ რამე გინდა ?
-კი,სასმელი არ გვაქვს?-თვალი მოვავლე მის ხელში კალათს.
-სასმელი უკვე მანქანაშია,მამაპაპური არაყი და ღვინო,ტონობით-გაიკრიჭა.-რა იყო,ხო კარგად ხარ?
-კი,კი-საჩქაროდ ვუპასუხე-დალევის ხასიათზე ვარ-გავიცინე და კიდევ ერთი მდნარი ყველი უჩუმრად ჩავუცურე კალათაში.
მაღაზიიდან გამოსულები სახლში რამდენიმე წუთში მივედით.
სიბნელეშიც კი იგრძნობოდა ბუნების მშვენიერება. სიჩუმეს ღამის ფრინველთა ხმები არღვევდა. ჰაერში საოცარი სურნელი იდგა-ალბათ ასეთი სუნი აქვს დედამიწას,რომელზეც მანქანები არ დადის.
წიწვის ბებიის სახლი უზარმაზარი და მიმზიდველი იყო. სამ სართულიან შენობას ეტყობოდა,რომ თავის დროზე გულითადად უვლიდნენ,თუმცა ახლა ბაღში ბალახი აშოლტილიყო და მშვენიერი ვარდები დაეფარა.
მანქანის შუქზე ხარბად ვაკვირდებოდი ყველაფერს,სადაც თვალი მიმიწვდებოდა.
სანამ დაკეტილი სახლი გავანიავეთ და მივალაგეთ,დიდი დრო გავიდა.
დანტეს კილომეტრზე ვუვლიდი გვერდს და თეკლასთან და ქეთასთან ერთად გზაში გასულ დროს განვიხილავდი.
სანამ მე ჩემს თანამგზავრს დაჭყეტილი ვაკვირდებოდი,თეკლას შოთა მშვენივრად გაეცნო და გახარებულმა მოგვახსენა,ბევრი საერთო გვაქვსო.
რაც შეეხება ქეთას,ხასიათზე ვერ ჩანდა.
-მთელი გზა ჩუმად იყო. ერთი-ორჯერ წაილაპარაკა და ეგეც სხვა მძღოლები გამოლანძღა-გულდაწყვეტილი ჰყვებოდა-მეც ხმას ვერ ვიღებდი.
-ეს წიწვს არ სჩვევია-ფიქრიანად ვთქვი და ძეხვი დავჭერი. ჩემი მეგობარი ჩუმად მხოლოდ მაშინ იყო,თუ თავდაჯერება აკლდა.-შეიძლება გიჟურად ჟღერდეს,მაგრამ თუ მართლა მოეწონე,დაიბნევა და მოიღუშება. ეგეთია,არ იდარდო,გეგმას მივყვეთ.
მისაღებში ქორწილის დარი სუფრა გავშალეთ და ერთ ხანს მოშიებულნი ჩუმად ვილუკმებოდით.
-ძალიან კარგი ადგილია,წიწვ. რატო არ მოდიხართ ხოლმე?
ღვინო ჩამოასხა და მიპასუხა.
-ოლღა რაც მოკვდა,იმის შემდეგ დედაჩემი აქაურობას ვერ იტანს. ერთხელ იყო აქ მარტო,დასიებული თვალებით დაბრუნდა და ჩვენც კი გვიშლიდა წამოსვლას.
-ოლღა ვინ იყო? ბებიაშენი?-ჰკითხა თეკლამ.
-ჰო,მოულოდნელად გარდაიცვალა,გულის შეტევით. მგონი დედაჩემი ახლაც ვერ ეგუება მაგ ამბავს.
-ოლღასთვის დავლიოთ-ჭიქა აწია დანტემ-დაე მშვიდად და ბედნიერად განისვენებდეს .
ყველან ავწიეთ ჭიქები.
-ოლღასთვის-ჩავიბუტბუტე. ის იყო,ღვინო უნდა მომეწრუპა,მოულოდნელად სინათლე ათამაშდა.
გაკვირვებულებმა მიმოვიხედეთ. ტანზე ჟრუანტელმა დამიარა და ვერ მივხვდი,რა დაემართა ჩემს სხეულს.
-ძველი გაყვანილობაა,ალბათ სადმე კაბელი დაზიანდა-თქვა წიწვმა და მის სიტყვებთან ერთას სინათლეც გაქრა.-ჯანდაბა,წავალ,ვნახავ რა ხდება...
-კარგი რა,ამ წყვდიადში სადღაც შეუყოფელში შეყოფ ხელს და აქედან შენი გასვენების თავი არ მაქვს-შევუძახე იმ მხარეს,საიდანაც წიწვის ხმა მოდიოდა. მალე სახეზე სინათლის მკვეთრმა ნაკადმა შემომაჭყიტა.
-ვინ ჯანდაბა მანათებს-ხელი ავიფარე-სანთლები მოვძებნოთ და დილით გავარკვიოთ ელექტროენერგიის ამბავი.მომაშორეთ ეს სინათლე...
-დანტე,ჩამოსწიე-მომესმა თეკლას ხმა.
-მაგას არ ვანათებ-ამოიდუდუნა ბიჭმა-მომეჩვენა,რომ უკან ვიღაც იყო.
-ჩემი შეშინება თუ გინდა,ვერ ეღირსები. -წავეპოტინე და მობილური ჩამოვართვი,რომელსაც ისევ ჩემი მინართულებით ანათებდა.
-სანთლები ვიპოვე!-წიწვი ოთახში შემოვარდა,სიბნელეში ბრაგუნის ხმა გაისმა-ფუ,შენი.ეს კომოდი აქ ვინ დადო?
თითქოს უფრო გამოვფხიზლდით,სანთლების სუსტ ნათებასთან ერთად ჩვენს ირგვლივ იდუმალების შეგრძნება გამეფდა.თითქოს სამყაროს მოვწყდით და იმ რეალობაში გადავინაცვლეთ,რომელზეც გულის სიღრმეში ყველა ოცნებობს-რეალობაში,სადაც ყველა წარმოსახვა ცოცხლდება.
მაგიდიდან იატაკზე გადმოვინაცვლეთ ,ბალიშები წრეზე დავაწყეთ და ჩვენ-ჩვენი სასმელით მოვთავსდით.
-ერთმანეთი უკეთ უნდა გავიცნოთ-წამოიწყო თეკლამ .-აი,მე შოთა კი გავიცანი გზაში,მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს,დანი ვინაა,რას საქმიანობს.
-ერთმანეთს კითხვები დავუსვათ,ვინც პასუხის გაცემას არ მოინდომებს,რამე სასჯელი მოვუგონოთ.-აჰყვა შოთაც
რატომღაც ეს იდეა არ მეპიტნავა,მაგრამ ჩემს გარდა ყველა დათანხმდა და სხვა გზა არ იყო.
-მაშ ასე,მე ვიწყებ,საათის ისრის მიმართულებით მივდივართ...
-ერთი წუთი,სასმელს დავამატებ-წამოდგა დანტე და მაგიდიდან ღვინო მოიტანა,ოღონდ თავის ადგილს არ დაჰბრუნებია-ჩემსა და ქეთას შორის ჩაეკვეხა-ქეთა,შენ წიწვის გვერდით დაჯდქი,ასე უფრო ბალანსი იქნება.-გადაულაპარაკა უდარდელად-ვინც ერთმანეთზე ბევრი რამ ვიცით,კითხვების დასმას რა აზრი აქვს?
ყველამ თავი დაიქნია,მართალიაო.
ჰმ,გაქნილი! არა და,უნდა კითხვებით გამაწამოს. სუნზე ვხვდები. ჰმ,რა კარგი სუნი აქვს...
გვერდით გადავიხარე და არომატი უჩუმრად შევისუნთქე.
თეკლამ ბოლოს და ბოლოს დაიწყო შეკითხვობანა. გავარკვიეთ,რომ შოთა დანტეს კურსელი იყო,რომ ორივე მათგანი ოცნებობდა პროკურორობაზე და ჩაებარებინათ კიდეც გამოცდები,მაგრამ გასაუბრების ეტაპი მხოლოდ დანტეს გადაელახა და ეს უკანასკნელიც მალე სტაჟიორ-პროკურორი გახდებოდა თბილისის პროკურატურაში. შეყვარებული არც ერთს არ ჰყავდა (ყოველ შემთხვევაში ,ასე თქვეს),რამაც ჩემი თავხედი მე ძალიან გაახარა.
ცოტა ხნის შემდეგ,სასმლით გათამამებულები უფრო გავიხსენით და უხერხული კითხვებიც თავისით მოგვაწყდა.
შოთას პირველი ქალბატონი თურმე მისივე მეზობელი ახალგაზრდა ქვრივი ყოფილა.არავის უკითხავს,მაგრამ ბიჭმა თავად მოგვახსენა დეტალები:
-დედაჩემთან დაქალობდა,ესეც ხშირად მატანდა საჭმელებს. ხან ბლინები მიმქონდა,ხან ხაჭაპურები. ძირითადად ხალათში გამოწყობილი მხვდებოდა და ლოყაზე მკოცნიდა ხოლმე.მაშინ თხუთმეტის ვიყავი,ბევრ პორნოს ვუყურებდი და სიუჟეტიც ზუსტად მაგის დარი იყო. -ვხარხარებდით-ბოლოს უკვე ლამის ჩემით ვაცხობდი ხაჭაპურს,ოღონდაც იმასთან ავსულიყავი. ერთხელაც მამაჩემის გადამალული კონიაკი ამოვიჩარე იღლიაში და მივადექი,ვუთხარი დაბადების დღეზე რომ არაფერი გაჩუქეთ,ახლა მოგიტანეთ-მეთქი. შემიპატიჟა და ჩემივე კონიაკი დამალევინა. მერე კიდევ ,ცხონებული ქმარის სადღეგრძდელოზე ატირდა და მეც ვანუგეშე...
იმ ღამეს კიდევ ბევრი ვიცინე,თეკლას პირველი კოცნა ხუთი წლის ასაკში მოუსწვრია,ისიც თავის ძმასთან.
-პორტუგალიური სერიალები რომ გადიოდა მაშინ,ხო სულ კოცნაობები იყო, მე და ჩემმა ძმამ კიდე ვიფიქრეთ,ალბათ ეგრე აკეთებს ხალხიო,დავდექით ზალაში და ტუჩები მივადეთ. ბებიაჩვენი შემოვიდა და რომ დაგვინახა,გული ცუდად გაუხდა,ოღონდ მართლა. დედაჩემი მიყვებოდა,მაშინ ძლივს დავაწყნარეთ,კაპლი დასჭირდაო.
დანტე კი,ჩემდა გასაკვირად სრულიად ჩვეულებრივ კითხვებს მისვამდა.
-რა მიყვარდა ბავშვობაში,რა იყო ჩემი ოცნება,რომელი ფერი მომწონდა და საყვარელი მწერალი თუ მყავდა.
-ოდესმე გყვარებია?-კვლავ მისი ჯერი იყო,
დაფიქრებაც კი არ დამჭირვებია.
-არა!-მივუგე მტკიცედ.
-ოცდაორი წლის გოგო ხარ და დავიჯერო ,ვერავის შეყვარება ვერ მოასწარი?-თვალები ეჭვიანად მოჭუტა-იტყუები.
-მართალს ამბობს-ჩაერია წიწვი-ერთი პერიოდი ვფიქრობდი,გოგოები ხო არ მოსწონს მეთქი,მაგრამ ეგ ვერსიაც შევამოწმე და არა.
-როდის შეამოწმე?-თვალები გამიფართოვდა.
-სახლში რუსი გოგო რომ ჩაგისახლე,გახსოვს?
-ჩემი მეგობარია და ღამის გასათევი არ აქვსო!-აღშფოთებით წამოვიძახე.-უცნაურად რომ იქცეოდა...
-ხო,მე ვთხოვე ,შეაბი -მეთქი,მაგრამ გამოცდა წარმატებით ჩააბარე.
-ღმერთო,სერიოზულად ფიქრობდი მაგას?-თვალები ავატრიალე-ბიჭები მომწონს,ოღონდ ფრთხილად ვარ. არ მინდა,ვინმე დებილი შემიყვარდეს-დანის გადავხედე წარბაწეულმა.
სასწრაფოდ დავუსვი ქეთას შემდეგი კითხვა.
-ყველაზე უხერხული შემთხვევა რა გქონია?
გოგონა ცოტა ხანს ჩაფიქრდა.
-სამეზობლოში ერთი ბიჭი მომწონდა,გიო. ჩვენზე უფროსი იყო და მთელი უბნის გოგოები მაგას ვეტრფოდით. ხანდახან ერთად ვჭამდით ხოლმე სემიჩკას.
იმ პერიოდში მამაჩემმა პირველად მიყიდა ტელეფონი,თოთხმეტი წელი რომ შემისრულდა,მაშინ. ჩემზე ერთი წლით უფროს ძმას კიდევ არ ჰქონდა,ხოდა ძალიან დაიბოღმა.
ერთხელაც,მოხდა სასწაული და მე და გიო მარტოები დავრჩით გარეთ,მესაუბრებოდა,რამე-რუმე,მეც გული მქონდა აფართხალებული,ეგარი,სიყვარული მეწვია მეთქი.გვერდი-გვერდ ვისხედით სკამზე,როცა ჩემს დაბლიდან ძალიან დიდი,უზარმაზარი კუილის ხმა გაისმა.
ჩვენი სიცილის ხმამ თხრობა შეაწყვეტინა,როდესაც ცოტა დავწყნარდით,განაგრძო.
-თურმე ამ ჩემ დამპალ ძმას აეღო ჩემი ტელეფონი და თავის მესიჯზე ეს ხმა დაეყენებინა. როცა უბანში გიოსთან ერთად დამინახა,ესემესი მომწერა და ვუალია. იმის მერე გიოს სათოფეზე ვეღარ ვეკარებოდი,ახლაც რომ მხვდება,ისევ ვწითლდები.
-ისევ მოგწონს?-იკითხა უცბად წიწვმა.ცდილობდა უდარდელად გამოსვლოდა,მაგრამ ვერ შეძლო.
ქეთა გაწითლდა.
-ვინ,გიო? ა-არა,რასამბობ,ბავშვობის გატაცება იყო. ახლა სულაც აღარ მეჩვენება ისეთად.
კიდევ დიდ ხანს ვთამაშობდით და იმდენი ვიცინე,სახის კუნთები მტკიოდა.
ღამის სამი საათი ხდებოდა,როდესაც გამოვაცხადე,მეტი აღარ შემიძლია,ვიძინებ-მეთქი.
რატომღაც,ჩემს გარდა არავის უნდოდა ძილი,ამიტომაც მარტო წამოვდექი,შევბარბაცდი და გასასვლელს მივაშურე.
ორი გმირული საქმე უნდა გამეკეთებინა:
1. ეზოში,მოშორებით მდგარ ტუალეტში უნდა გავსულიყავი;
2. მეორე სართულზე,უკუნ სიბნელეში უნდა ავსულიყავი.
პირველი პუნქტი რის ვაი-ვაგლახით შევასრულე და ფრთხილად ავუყევი კიბეს,რომელიც ავისმომასწავლებლად ჭრაჭუნობდა. მობილური სულ დამჯდარიყო და ვერაფერს ვხედავდი,ხელების ცეცებით მივუყვებოდი მოაჯირს.
როგორც იქნა,კიბე ავამთავრე და დერეფანს გავხედე-გული გადამიქანდა. არაფერი ჩანდა,თვალთან თითს ვერ მიიტანდი.
ზოგადად მშიშარა არ ვარ,არც იმას ვიტყობ,თუ მეშინია,მაგრამ ახლა სხეული უცნაურად კანკალებდა და წინ წასვლაზე უარს მეუბნებოდა.
-ადამიანს შეუცნობლის მიმართ აქვს შიში.არ ვიცით,სიბნელის მიღმა რა არის,და იმიტომ გვეშინია. მაგრამ ახლა ხომ ვიცი-მივმართე საკუთარ თავს-კოლიდორი და ბოლოს ჩემი ოთახია. მიდი,თამამად.
კედლებზე ხელებმიდებულმა გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი,როდესაც მოულოდნელად გავხევდი-ნაბიჯის ხმა მომესმა. ჩემი იყო თუ სხვისი?
-არის ვინმე?-ამოვიკნავლე და გავისუსე.
პასუხი არ ყოფილა. ამოვიქშინე და სვლა გავაგრძელე. არა,აშკარად ვგრძნობ,რომ ვიღაცაა. ჯა
მაინც არ გავჩერდი,საბნის ქვეშ ვერავითარი მონსრტი ვერ მომწვდებოდა, როგორმე იქამდე გამბედაობა უნდა მყოფნოდა.
თითქმის ბოლომდე მივაღწიე,როდესაც კარის ჭრიალის ხმა გავიგე.
-ვინ არის?-ვიკითხე და პასუხს არც დავლოდებივარ,შევტრიალდი და მთელი ძალით მოვწყდი ადგილს.
ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი,რომ ვიღაცამ დამიჭირა ხელი. ის იყო,უნდა მეკივლა,მეორე პირზე რაღაც თბილი ამეკრო და დამადუმა.ამოვიგმინე და ავფართხალდი. ადრენალინმა ძალა მომცა და მეც გადავწყვიტე,სისხლის ბოლო წვეთამდე მებრძოლა.
თავდამსხმელმა უკუსვლით წამათრია ,მთვარის შუქით სუსტად განათებულ ოთახში შემიყვანა და საწოლისაკენ წავიდა. მე კიდევ ერთხელ დავიკლაკნე,რამაც წონასწორობა დააკარგვინა და საწოლზე გაიშოტა,ზევიდან კი მე დავეცი,ზურგით.ხელს კვლავ არ მიშვებდა,თუმცა ხმა ამოიღო.
-ჯანდაბა,ღმერთო,სუფთა ქაჯი ხარ. დაიცადე,იქნებ ბედი გაგეხსნა და ვინმე გიტაცებს?-მომესმა დანტეს ხმა და აღშფოთებულმა ამოვიღმუვლე.
-კარგი,ახლა ხელს გაგიშვებ და არ იკივლო,ოქეი?-თავი დავუქნიე.
როგორც კი ხელი მიშვა,ამოვბრუნდი,წამოვდექი და მაშინვე ავღრიალდი.
-შენ ნორმალური ხარ,ბიჭო? იცი,როგორ შემაშ...- ისევ ხელი ამაფარა,-პირობა პირობაა-გამიღიმა.
ხელების დაკავება დაავიწყდა,მეც გემრიელად ვუთავაზე ჯერ მკერდში,შემდეგ მუცელში.ბოლოს გავთავისუფლდი და საწოლის კიდეში გავიწიე.
-უსინდისო,რას ფიქრობდი,ასე რომ მაშინებდი?-დავუღრიალე,ის კი მუცელს იზელდა და ნაწყენი მიყურებდა.
-ვიფიქრე,ცოტას შევაშინებ,მერე გავახარებ,რომ მე ვარ და ვაკოცებ-მეთქი,მაგრამ ვინ დაგაცადა?-თავი გაიქნია.
-რა რომანტიკაა-თვალები დავაწვრილე-არ შეგეძლო,პირდაპირ მოსულიყავი და გეკოცნა მერე? საიდან მოგივიდა თავში ეს სისულელე?შიშით მოვკვდებოდი და მერე გეზასავა მკვდართან-ამდენი გამბედავი სიტყვა საიდან?ოჰ,ეს ღვინო.
-შიში?-გაიცინა-ისე ჩხუბობ,აქეთ შემაშინე ამხელა კაცი.-გაბუტვას თავი ანება და მომიახლოვდა-პირველი ნაწილი ჩამიშალე და იქნებ ახლა მაინც დამაცადო?
-რ-რა დაგაცადო?-ენა დამება,რადგან მშვენივრად მივხვდი,რასაც გულისხმობდა,
-ის,რაც დიდი ხანია,გვინდა-დაიჩურჩულა და ტუჩებზე დფამწვდა.
რა კარგი ყოფილა!
სიამოვნებით ვაკვირდებოდი ჟრუანტელს,რომელიც ტუჩებიდან მთელს სხეულში გავრცელდა. მომენატალურად დამავიწყდა ყველაფერი-ვინ ვიყავი,ვისი ასული,ვისი ბიძაშვილი ან რომელ, პლანეტაზე ვიმყოფებოდი.
არ ვიცი,რამდენ ხანს აგრძელებდა ჩემს მოფერებას,მაგრამ მე ამ დროში მთელი ერთი ცხოვრება ჩავატიე.
კიბეებზე ბრაგუნის ხმამ გამოგვაფხიზლა. ტუჩებიდან მომწყდა და გამიღიმა.ცოტა ხანს თბილი ხელებით ნაზად მეფერებოდა სახეზე,ბოლოს თავი გაიქნია.
-შესრულებულია,ხვალამდე-კიდევ ერთხელ,მოწყვეტით მაკოცა და კარში გაუჩინარდა.
რა თქმა უნდა,ვერ დავიძინე. აღელვებულ გულს ვერა და ვერ ვიწყნარებდი. თითოეული მომენტი მილიონჯერ გადავახვიე გონებაში ,სულაც არ ვსაყვედურობდი თავს,რომ ბიჭს მარტივად დავყევი და ეს ცოტა მაშფოთებდა კიდეც.
შესაწვავი გოჭივით ვრტიალებდი საწოლში,ვოცნებობდი,ნეტავ კიდევ მოვიდეს-მეთქი,როდესაც კარის ჭრიალი შემომესმა. ჩამეღიმა,მაინტერესებდა,რას მოიმოქმედებდა,ამიტომ თავი მოვიმძინარე და ყურები დავცქვიტე.უცნაური იყო,მაგრამ არა თუ ნაბიჯების ხმა,არამედ ჩქამიც კი არ გამიგონია,მხოლოდ იმას ვგრძნობდი,რომ ოთახში ნამდვილად იყო ვიღაც.
ალბათ ისევ შეშინება უნდა,რადგან არ გამოუვიდა-მეთქი,გავიფიქრე და უფრო მტკიცედ გადავწყვიტე,თვალები არ გამეხილა.
ლამის მართლა ჩამეძინა,სანამ ხმას გავიგებდი.
- ამასაც სძინავს-გავიგე ხმა და სხეული სრულიად პარალიზირდა-დანტე არ იყო,ქალის ხმა ლაპარაკობდა,რომელიც ძალიან უსიამოვნოდ,ჩახლეჩილად ჟღერდა.-ძლივს არ დაეყარნენ? მეგონა დილამდე ილაყბებდნენ.რა ვქნათ,ახლავე შევაშინოთ,თუ მერე?
-რაღა მერე-ღმერთო,მეორეც ყოფილა!კაცის ხმამ შიში გამიათკეცა-ახლავე დავიწყოთ,აქედან უნდა მოშორდნენ,თორემ საშიშია,შეიძლება ბებერმა ხმა მიაწვდინოთ.
-იქნებ არ ღირდეს-ქალი სულ ახლოს იდგა-ორ დღეზე მეტ ხანს არ გაჩერდებიან,მანამდე კი დავაკავებთ ჩუმად,სხვენში.-გამალებული ვფიქრობდი,რა ხდებოდა. იქნებ მიტოვებულ სახლში ვიღაც გამტაცებლები ბუდობდნენ,რომელთაც სხვენში ტყვე ჰყავდათ გამიმწყვდეული და ახლა ყველას დედას გვიტირებდნენ,რათა ეს ამბავი არ გაგვეხმაურებინა .
-ხომ იცი,რომ გვიჭირს მაგ ქალის კონტროლი,თანაც ამდენ ცოცხალს ვერ გავუმკლავდებით,თუ გაიგეს,რაც ხდება. ჯობია,შეშინდნენ და აქედან მოშორდნენ.
-კარგი-დაჰყაბულდა ქალი-ისევ თოჯინის ტრიუკი?
-ეგ ყველაზე კარგად მოქმედებს,აიღე,ამ ოთახშია.
-ცოტა ხმადაბლა,არ გაიგონოს-დაიჩურჩულა ქალმა.
-რით ვეღარ შეეგუე,რომ მოჩვენება ხარ?უკვე ორი საუკუნე ხდება,რაც მოკვდი,ღმერთმა დაწყევლოს. ჩვენი მოკვდავებს არ ესმით,თუ თავად არ მოვინდომეთ...
-ჯერ ერთი,მშვენივრად მახსოვს,რომ მკვდარი ვარ-გაცხარდა ქალი-როგორმე შევამჩნევ უშენოდაც,მეორე, იქნებ და ნათელმხილველური ნიჭითაა დაჯილდოვებული?ეგეთი ადამინები საკმაოდ ბევრნი არიან.
-როგორც ხედაც,გაგუდულს სძინავს,ასე,რომ გეყოს ლაყბობა და მოძებნე ეს წყეული თოჯინა.
-კარგი,კარგი.
ჩემი ლოგიკური აზროვნება სადღაც გაიფანტა. გამტაცებლები,რომლებიც მკვდრები არიან და თოჯინით ცდილობენ ჩვენს შეშინებას,რომ აქედან სწაფად მოვცოცხოთ?
საშინლად მინდოდა,თვალი ოდნავ მაინც გამეხილა და სულ ერთი წამით დამენახა ჩემი ღამეული სტუმრები.თუმცა ვიცოდი,მაკვირდებოდნენ და პატარა შეცდომაც კი ძვირად დამიჯდებოდა. შიშმა თითქოს გზა ცნობისმოყვარეობას დაუთმო,მეტიც,ეს ორი ისე მონდომებით გეგმავდა ჩვენს შეშინებას,კაცი გახალისდებოდა კიდეც.
-აქაა,კარადაში-დაიჩურჩულა ქალმა-ბოლოს დაგვიწყებია განსულება და ნახე,მთელი კარადა დაუჩხაპნია,ეტყობა გამოსვლა უნდოდა საცოდავს.
-სულის იმიტაცია საცოდავი ვერ იქნება-მკაცრად უთხრა კაცმა-ახლა შენ შთაბერე,სულ მე ხომ არ ვიზამ.
-გაბრაზებული იყოს თუ მხოლოდ მოსიარულე და მოხარხარე?
-ჯერ არ გვინდა გაბრაზებული,მერე კონტროლი გაგვიჭირდება,მართალია შენივე სულის ანარეკლია,მაგრამ ბრაზს ვერ ვაკაონტროლებთ,ვერც ჩვენსას,ვერც სხვისას.
-ანუ დებილი გავაკეთო?
-რატომ დებილი-სწრაფად დაუცაცხანა კაცმა-ეშმაკი,ისეთი,ოინები ადვილად რომ მოიფიქროს...
-კარგი,მაცადე...
რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოვარდა.ბოლოს ისევ ქალმა დაილაპარაკა.
-აჰა,მოვრჩი.
-მალე მიხვდება,რომ სიარული შეუძლია,წამოდი .
-აქვე დავტოვოთ?
-პირველი ეს შეაშინოს და მერე დანარჩენებსაც მიხედავს. ნელ-ნელა გაიაზრებს მისიას.
მაგრად დახუჭული თვალების გახელას რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ ვბედავდი. შიში ისევ დამიბრუნდა,თითქოს მანამდე ჩვეულებრივად მოსაუბრე ხმები მამხნევებდნენ კიდეც.
ნელა გავახილე თვალები და მიმოვიხედე. სრული სიჩუმე ,მთვარეც ჩასულიყო და იქაურობას არაფერი ანათებდა.
ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი,პანიკური შიში დამეუფლა,როდესაც გავიაზრე,რომ ის რაღაც ჯანდაბა თოჯინა ჩემთან დატოვეს.
-დამშვიდდი-გონებაში მომმართა მემ-ხომ გაიგონე,ბოროტი არ გაუკეთებიათ,მხოლოდ ოინებს მოაწყობს.
-მალე მიხვდებაო,რომ სიარული შეუძლიაო,შეიძლება ჯერ არაფერიც არ მოხდეს-დაეთანხმა მეორე მეც-ჩქარა უნდა გახვიდე აქედან და ვინმე ნახო.სხვების შეშინებასაც გეგმავდნენ და უნდა გააფრთხილო.
საწოლიდან ჩამოსვლას სიკვდილი მერჩივნა,ვიცოდი ის არსება სადღაც იქ იყო,მაგრამ მთელი ჩემი ატომების ენერგია ერთად მოვიკრიფე და ელვის სისწრაფით გავვარდი კარის მხარეს.
ის იყო,თავი სამშვიდობოს მეგონა,რაღაცა ფეხზე შემეხო და განწირულად დავიკივლე,
-ცუდი გოგო,სად გარბის?-მომმართა პატარა ბავშვის ელექტრონულმა ხმამ.
-მომშორდი-დაავიღრიალე და ფეხები გავიქნიე.აშკარად ჩემი ოცდათვრამეტი ზომა რაღაცას მოხვდა,რადგანაც ბრაგვანის ხმა მომესმა. მეც დრო ვიხელთე ,ოთახიდან მაისურისა და საცვლის ამარა გავვარდი,კარი მოვიხურე და პირველივე დალანდულ ოთახში შევჭერი,რადგან იმდენი გამბედაობაც არ მქონდა,ჩაბნელებული ჰოლი მთლიანად გამევლო.
კვლავ სრული სიბნელე სუფევდა,ფრთხილად დავილაპარაკე.
-არის ვინმე?-პასუხს ვერ დაველოდე,რადგან ჩემი ოთახის კარის მხრიდან ხმაური შემომესმა-თოჯინა გამოსვლას ცდილობდა-კარი მივხურე,გადავკეტე და პირდაპირ ლოგინისკენ ვისკუპე.
საბანში შემძვრალი არ ვიყავი,ვიღაც ამოძრავდა და ხელებით მალე საწოლს მიმაკრო.
-ვიცოდი,რომ მოხვიდოდი-ვნებიანად ჩურჩულებდა დანტე-გამბედავი გოგო ხარ,უკვე მითქვამს?მიყვარს სითამამე...
სანამ რამის თქმას მოვასწრებდი,ტუჩებზე დამაცხრა და ხანგრძლივი კოცნით დამაჯილდოვა,
-არ მინდოდა,ნასვამზე რაიმე ჩაგვედინა და მერე გენანა-ყურთან მიჩურჩულა და ერთი წამით გადამავიწყდა კიდეც,რომ შეშლილი თოჯინა მომდევდა-მაგრამ ახლა შენი ფეხით მოხვედი და ვეღარსად ვეღარ წახვალ.-ჯანდაბა,რა გემრიელი ტუჩები აქვს.არა,მოიცა.მე აქ რატომ მოვედი?სხეული ისეთი ცხელი აქვს,მთელს პლანეტას გაათბობს,თანაც შიშველი,დაკუნთული სხეული.შეიძლება მთელს მზის სუსტემას ეყოს.
ხელებს ჩემს ტანზე ათამაშებდა,თითქოს ზუსტად იცოდა,სად უნდა შემხებოდა.
ის იყო,მუცელს ჩაუყვა და ჩასცდა,რომ გონების მივიწყებულმა ხვეულმა შემახსენა,თუ როგორ აღმოვჩნდი დანტეს საწოლში.
-ამ სახლში მოჩვენებები არიან-ამოვთქვი და წამოვიწიე-და ჩვენი შეშინება უნდათ,ჩემი ყურით მოვისმინე.
თავადაც წამოიწია,ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა.
-ალბათ,ისევ მთვრალი ხარ.ბევრი დავლიეთ.შეგეშინდა?
მისი სითბო ძალიან მთენთავდა.მზად ვიყავი,ეს ტკბილი სიცრუე დამეჯერებინა.
-კი,შეიძლება აქ დავიძინო?
-მაგას რა კითხვა უნდა,ჩემი საწოლი შენთვის ყოველთვის გაშლილია-გაიცინა და დაწოლისთვის მიბიძგა.
თავი მშვიდად ვიგრძენი,არ მაინტერესებდა,გარეთ თოჯინდა დარბოდა თუ გადარეული ტახი-სანამ დანტე თავის კუნძის ხელა ხელებს მხვევდა,არაფრის მეშინოდა.
კიდევ ერთხელ სცადა აკრძალულ ზონაში შესვლა. ხელი დავუჭირე და დავიჩურჩულე-უბრალოდ გესტუმრე,ფანტაზიები არაა საჭირო.
-კი არ მესტუმრე,ჩემს გვერდით ადგილი იქირავე და ახლა ვალის გადახდის დრო მოვიდა-არ მეშვებოდა,მთელი სხეულით მბოჭავდა.
-ერთი ამის დედაც,მიდი დანებდი-ჩემი შინაგანი მე სიხარულისგან ხტოდა,
-რა სისულელეა,ისედადც ჰგონია,რომ მთელი ქვეყნის კაცების ისინი გაქვს ნანახი-დაიყვირა მეორე მემ-არამც და არამც,არ იფირქროს,რომ მარტივი დასაკერი ხარ.თანაც ახლა ამის დრო არაა,იქნებ მოჩვენებები გიყურებენ?
ეგ სულ დამავიწყდა!ხელი გავიქნიე და იდაყვი მუცელში მოვარტყი.
-ვაი,ბოდიში...დანტე,ახლა არა!-მოვუჭერი მტკიცედ-უბრალოდ გათენებამდე ვიქნები აქ,ჩამეხუტე და გაჩერდი-გადავბრუნდი,როგორც იქნა,დამიჯერა,წაიბურტყუნა,სამურაივით იბრძვიო და მოისვენა. უკნიდან მომხვია ხელები და ცხვირი კისერში ჩამირგო-ექიმებს წამლის სუნი ასდით,შენ კიდევ ტკბილი სუნი გაქვს-მამცნო დიდსულოვნად-დიდი იშვიათობაა.
-რამდენ ექიმთან წოლილხარ?-მუცელში ეჭვი ვიგრძენი.
-არ ვიცი,პროფესიებით არ ვინტერედები ხოლმე-ჩაიდუდუნა -ჩემი დაა ექიმი.
ძილი უნამუსოდ სწრაფად მომერია-გარშემო მოჩვენებები და მონსტრი თოჯინები დაძრწოდნენ და ჩემს მეგობრებს ემუქრებოდნენ,მე კი ძლიერ მკლავებში მოქცეული,განაბული ვუგდებდი ყურს დანტეს გულის ცემას და მეტი არც არაფერი მინდოდა...
გამთენიისას კივილმა გამომაღვიძა.სასწრაფოდ ვჭყიტე თვალები.
-გაიგე?-წამოვხტი და დანტე შევანჯღრიე-ვიღაც კივის,ალბათ რომელიმე მოჩვენება დაინახა...
-აუ ,რა დალიე გოგო ამისთანა-წაიბურტყუნა და ძლიერად დამაბერტყა საწოლზე.ხელი ისე დამადო,რომ ვეღარ ავმდგარიყავი-არადა მარტო ღვინო და არაყი დავინახე მე.
-არ მომლანდებია,მართლა არიან მოჩვენებები-ვუთხარი გულუბრყვილოდ-დანტე,დამიჯერე რა!წუხელ გავიგე,ჩვენი შეშინება და აქედან გაქცევა უნდათ,იმიტომ,რომ რაღაცას მალავენ.
-მაინც რას-გაიღიმა და ტკბილად ჩამკოცნა-თაგვის ცურცლებს თუ აბლაბუდებს?
-ვიღაც ქალს.-ცინიზმს ყურადღება არ მივაქციე.მის ადგილას მეც ასე ვიზამდი.
-გუშინ მთელი სახლი შემოვიარეთ მე და წიწვმა,სანამ თქვენ სამზარეულოში იყავით-მითხრა მშვიდად-თუ კი ვინმე აქ ქალს მალავს,აუცლიებლად შეგვხვდებოდა.
-სხვენიც შეამოწმეთ?-გამახსენდა ღამეული მოგონება.
-კი და მხოლოდ ხსენებული ცურცლებით იყო სავსე-კმაყოფილმა გაიღიმა.
-შეიძლება რამე ვერ შეამჩნიეთ-დავიჟინე-აუცილებლად უნდა ავიდე და ვნახო. ვიცი,რომ ჩემი არ გჯერა,მეც არ მჯერა საკუთარი თავის,მაგრამ მალე დაგიმტკიცებ,რომ მართალს ვამბობ.
თავი გავითავისუფლე,დანანებით ვაკოცე და სწრაფად მოვშორდი.
კივილის შემდეგ ხმა აღარ გამიგია.
-იქნებ როგორ შეაშინა თოჯინამ რომელიმე გოგონა,მე კი აქ ვლაყბობდი . -ბუტბუტით გავუყევი დერეფანს.დღის სინათლეზე გაცილებით გულადი ვიყავი. ჩუმად მივიპარებოდი,როცა ერთ-ერთი კარი ბრახუნით გაიღო და გამწარებული ქეთა გამოვარდა-არაფრის გაგონება არ მსურს-წიოდა გაგულისებული-შენ თუ არ გინდა მაქედან გამოსვლა,მე წავალ და თეკლასთან დავიძინებ!
ქეთას წელს ზემოთ შიშველი წიწვი გამოჰყვა,რომელიც სიცილისგან ორად მოკეცილიყო.
-რით ვერ გაიგე,ვახ!ჩემი ოთახია ეს,ჩე-მი!შენ შემოხვედი და აღარ გადიოდი,მეც რა მექნა,ხომ არ გამოგაგდებდი?
-არ მჯერა მე მაგის-ქეთამ შემამჩნია და თავი მოთოკა.
-ოხ,არ სჯერა,აბა,რამე გახსოვს ქალბატონო,თუ მხოლოდ რწმენის იმედზე ხარ?ისეთი მთვრალი იყავი,მეეჭვება. ან შენ-მმომიბრუნდა.მე რაღას მერჩოდა?-ტრუსიკით რომ დარბიხარ,შენც ხომ არ აგერია შენი ოთახი და ვინმეს ხომ არ ჩაუგორდი ლოგინში?-მელაპარაკებოდა,მაგრამ ქეთას უყურებდა.
-წუხანდელზე არ მკითხო-ამოვიოხრე-ყველაფერი კარგად გაქვთ?-ველოდი, ყველა სიკვდილამდე შეშინებული იქნებოდა და ცოტა მეწყინა კიდეც,ასე რომ არ იყო.
-რავიცი,მე კარგად ვარ,ეს-ცუდად-გაიღრიჭა წიწვი-წუხელ უფრო კარგი იყო,ეს გოგოშკური წიკები ჯერ კიდევ დათრგუნული ჰქონდა.
სანამ ქეთა კვლავ აიფოფრებოდა,იქაურობას გავარიდე.
-შენ და თეკლა ერთ ოთახში უნდა იყოთ,წესით.მართლა არ გახსოვს,წუხელ რა მოხდა?-ქეთა შეშინებული არ ჩანდა.
-შენ რომ წახვედი,კიდევ ბევრი დავლიეთ. ღმერთო,რას იფიქრებს ახლა წიწვი?-ხმა დაიდაბლა.
-მაგას ეგეთები არ უკვირს,ნუ დარდობ.-გავამხნევე და საძინებლის კარი შევაღე.
ოთახი ცარიელი იყო და საწოლიც ისე პირწმინდად გასწორებული,ეტყობოდა,ღამე იქ სულიერი არ წოლილა.
-ეს გოგო სადღაა?-გაოგნდა ქეთა.
როგორც ჩანდა,იმ ღამით არავის ეძინა მარტოს.
ვუთხარი,მალე მოვალ-მეთქი,ჩემს ოთახში შიშით შევიძურწე.თოჯიკის კვალი არსად ჩანდა და მეც წუხელ სადღაც მოსროლილი შორტი დავძებნე. იმედია ეს მაშინ არ გავკარი,როცა დანტე მკოცნიდა.ჩავიცვი,თმა დავივარცხნე და ოთახი სწრაფად დავტოვე.
ქეთასთან დავბრუნდი და საუბარი განვაგრძეთ.

-შენ წიწვთან იყავი,მე -დანტესთან-წამომცდა და გავწითლდი-გამოდის თეკლა შოთასთანაა. ყოჩაღ ჩვენ!
-დანტესთან იყავი ღამით?-ეშმაკურად გამიღიმა.
-წუხელ ძალიან შევშინდი,რაღაცები მელანდებოდა. ისე,შენ არაფერი გაგიგია?
-არა,მაგრამ სიზმრები მახსოვს. დილით სწორედ მაგან გამომაღვიძა-მოიღუშა ქეთა-ეტყობა რაღაც საშინელებათა ფილმის სიუჟეტი გამახსენდა ძილში,თოჯინა მესიზმრა,რომელიც სახლში დადიოდა და იცინოდა-გააჟრჟოლა-კივილით გავიღვიძე და წიწვი საწოლიდან გადავაგდე.
სხვა შემთხვევაში სიცილით მოვკვდებოდი,მაგრამ ახლა ცივმა ოფლმა დამასხა-ისედაც ვიცოდი,რომ არაფერი მომლანდებია,მაგრამ ახლა უფრო დავრწმუნდი.
უნდა შემეპარებინა,იქნებ სიზმარი სულაც არ იყო-მეთქი,როდესაც კარი ფრთილად გაიღო და თეკლა უკუსვლით შემოძვრა.
სანამ კარს მიხურავდა,ალბათ საათნახევარი დასჭირდა,ცდილობდა არ ეხმაურა.
-ეზიარე სიტკბოებას,ქალბატონო?-შეუძახა ქეთამ და თეკლა გულგახეთქილი შემობრუნდა .
-გაგისკდა ეგ თავი-გულზე ხელი მიიდო-როგორ შემეშინდა,ვაი-საწოლისაკენ წამოვიდა და დაებერტყა-შოთას საწოლში გამეღვიძა,ქალებო-ამოისუნთქა-კიდევ კარგი,ეძინა და არ დავუნახივარ. ქალი-კატასავით გამოვიპარე იქიდან. ასე რამ ამაცუნდრუკა ამ ხნის დიაცი-ვითომ ძალიან წუხდა.
-ნუ დარდობ,ეს წიწვთან იყო მთელი ღამე-თავით ქეთაზე ვანიშნე-მე კი დანტესთან,ასე,რომ დიდად არ იგვემო თავი. ყველანი ცოდვილები ვართ.
თეკლამ აღფრთოვნებულმა გამოგვკითხა ამბები.
-რა სიყვარული გვეტაკა ყველას?-გაიცინა ბოლოს.
-არ ვიცი,კაი მოწყურებული ხალხი ვართ-ავყევი მეც-ისა და,ღამე მშვიდად გეძინა? რამემ ხომ არ შეგაშინა?
-სიმართლე გითხრა,ყველა ისეთი მთვრალები ვიყავით,მეტეორი რომ დაგვცემოდა,ვერ გავიგებდით-ყურებამდე გაიღიმა-რატო მეკითხები?
-მე თითქოს რაღაც ხმაური მომესმა და შემეშინდა-დანტეს მაგალითიდან უკვე ვიცოდი,რომ პირდაპირ მოჩვენებების ხსენება არ ღირდა.
-ხო,სამაგიეროდ მამაკაცის მკლავებში დამშვიდდი-კმაყოფილმა მომიგო.-აუ დავიძინოთ რა,ჯერ ძაან ადრეა-საწოლზე მიწვა.
ქეთაც დაეთანხმა და ორივე საბანში შეძვრა.
რა დამაძინებდა? ვუთხარი,მე დაბლა ჩავალ-მეთქი და ასეც მოვიქეცი.
ჩაფიქრებული დავუყევი საფეხურებს.
ესე იგი,მოჩვენებების გეგმამ წუხელ არ იმუშავა,მოსიარულე თოჯინა უგონოდ მთვრალ ხალხს ვერაფრით შეაშინებდა. ეს ცუდიც კი იყო,ვაი და ეფიქრათ,რომ გაბრაზების დრო იყო? მერე ასე მარტივად ვეღარ გამოვძვრებოდით.
სამზარეულოში შევედი,რათა ყავა მომემზადებინა,თუმცა გეგმები სულ გადამავიწყდა,როდესაც მაგიდასთან წამოსკუპებული კიდევ ერთი სტუმარი დავინახე.
დაახლოებით 10-11 წლის ფუმფულა,ლოყაწითელა ბიჭი გემრიელად მიირთმევდა ფუნთუშებს და თვალებს ნეტარად ლულავდა.უცნაურად ეცვა-თეთრი შორტი და თეთრი პერანგი თითქმის ასხივებდა სიქათქათეს.
გავხევდი და მივაჩერდი.
ჩემი შემოსვლა არც კი შეუმჩნევია,ბედნიერად ილუკმებოდა.
ჩავახველე,რათა ყურადღება მიმექცია.
ზანტად მომავლო თვალი და ისევ ფუნთუშას მიუბრუნდა.
-შენ ვინღა ხარ?-ვიკითხე ბოლოს.
ბიჭმა უკან მიიხედა,შემდეგ სამზარეულოს მოავლო თვალი და ბოლოს პირდაღებული მომაჩერდა.
-შენ გეკითხები,ხო! აქ რა გინდა?
ფუნთუშა ხელიდან გაუვარდა,სწრაფად წამოხტა და სკამს ამოეფარა.
-მანდაც გხედავ! -თვალები ავატრიალე.
უფრო დაფეთდა მაგიდის ქვეშ ძლივს-ძლივობით შეძვრა.
-უკვე დაგინახე და რა აზრი აქვს დამალვას?-ხმას ავუწიე.
-ვაიმე,ვაიმე-წმუკუნითა და ხვნეშით გამოძვრა სამალავიდან და შეშინებული მომაჩერდა-არ უნდა მხედავდე!-მომიგო განაწყენებულმა.
-არც ისეთი პატარა ზომები გაქვს,რომ ვერ შემემჩნიე-ცალყბად გავუღიმე-ახლოს ცხოვრობ ? არ იცი,რომ სხვის სახლში დაუკითხავად შესვლა და ფუნთუშების შეჭმა არ შეიძლება?
სახეზე ეტყობოდა ,რომ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ წამებულივით დუმდა.
-მიდი,ამოშაქრე.
-მე...ვერ ვიტყვი,ამისთვის მაგრად მომხვდება. არ ვიტყვი,არა.
-მოგხვდება? მშობლები ცუდად გექცევიან?-მაშინვე მოვლბი.
-არა,ხმას არ ამოვიღებ! -დაიჭყივლა და ახლა კარადისაკენ გავარდა.
-ახლავე მითხარი,ვინ ხარ და აქ რას აკეთებ,ბავშვო!-ბაღის მასწავლებელივით დავუქნიე თითი.
-კუპიდონი ვარ-სწრაფად დამნებდა-არ ვიცოდი,ჩემი დანახვა თუ შეგეძლო,არადა აქამდე მაინც ვფრხილობდი-სახე აუჭარხლდა და ტუჩები მობრიცა.
-მომკლავენ,ნამდვილად მომკლავენ-აღნავლდა.
-მოიცა,მოიცა...-თვალი გამიშტერდა-რა?
-კუ-პი-დო-ნი-დამიმარცვლა და გაბოროტებულმა შემომხედა-შენ რა,არ იცი ,ეგ რას ნიშნავს?
-სიყვარულის ანგელოზი თუ რაღაც ჯანდაბა-ვთქვი ავტომატურად.
-ჰმ-ჩაიქსუტუნა-არადა როგორ ვცდილობდი,შენ და დანტე დამეახლოვებინეთ. მაშინ,ცნობის აღება რომ უნდოდა,ისეთი მუხტი გქონდათ-წყენა გადაავიწყდა და ნეტარებით განაგძო-ათასი სინათლის წელიწადის იქით ვიგრძნობდი. მაშინ რომ შეხვდით,დავიფიცე,რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა,კიდევ შეგახვედრებდით და აი,აქ ხართ.

მგონი,ყველამ პირი შეკრა და ერთად მიწყობენ რაღაც ოინს. რა სულელი ვარ,მეც რომ დავიჯერე?!
გავიცინე და თავი გავიქნიე.
-კარგი,იყავი კუპიდონი,აღარ მაინტერესებს ეს უნიჭო ხუმრობები.ეს რომელმა მოიფიქრა? წიწვმა?
-არ ვხუმრობ-თვალები ააფახუნა და სპეტაკი გამომეტყველება მიიღო.
-კი,როგორ არა. ალბათ იმასაც მეტყვი,რომ მოჩვენებები არსებობენ და ის თოჯინაც რეალურია.
-შენც დაინახე,არა? ჩემთვის ჯერ ხმა არ გაუციათ,უჩუმრად დადიოდნენ...
-გეყოფა-დავუცაცხანე-არ მესმის,ეს რაში დაგჭირდათ,მაგრამ ჩემი გამასხარავება არც თუ ისე კარგი იდეაა...
-ისევ მოჩვენებები?-ზურგს უკნიდან ხმა მომესმა და სწრაფად შევბრუნდი-ახლა უკვე მთვალი აღარ ხარ და თუ ისევ გელანდება რამე,ჯობია ექიმს მიმართო-სამზარეულოში დანტე შემოსულიყო,მაცივარს ეყრდნობოდა მხრით და ცალყბად იღიმებოდა.
-რ-რა?-ენა დამება,ისევ გავხედე ფუმფულას,რომელიც ადგილზე მილურსმულიყო. ნელა მიიტანა ტუჩთან საჩვენებელი თითი და თვალები დაქაჩა.
თავი აფსურდის ნიშნად გავაქნიე.დანტეს მივუბრუნდი.
-ყველამ ერთად მოილაპარაკეთ,რომ ჭკუიდან გადამიყვანოთ?-გავცხარდი-შენ მაინც ნუ იქცევი ისე,თითქოს ვერაფერს ხედავდე.
-რას უნდა ვხედავდე?-უკვე სერიოზულად მომაჩერდა.
პირდაღებული ვატრიალებდი თავს ხან ბავშვისა და ხან დანტეს მიმართულებით.
-ვერ მხედავს-დაილაპარაკა ფრთხილად -მხოლოდ შენ მხედავ და ეგეც არ ვიცი,რატომ. ალბათ ნათელმხილველი ხარ.
-რას უყურებ მანდ?-გვერდში ამომიდგა დანტე და “კუპიდონის” მიმართულებით გაიხედა,თუმცა თვალებში არაფერი ეტყობოდა. დავრწმუნდი,რომ არ მატყუებდა და გული ამომიტრიალდა.
-არაფერს,ვიხუმრე-მოვბოდე სწრაფად-ყავა გინდა? ჩემთვის ვიკეთებდი.
-სიამოვნებით,წუხელ ერთმა გოგონამ არ დამაძინა და გამოფხიზლება მჭირდება-თმა ყურს უკან გადამიწია და ზურგზე ხელი მომითათუნა. -შაქარი სამი კოვზი მიყვარს.
სანამ შოკირებული ყავის მადუღარას ვაწვალებდი,ჩემი ახალი ფუმფულა ნაცნობი მომიახლოვდა.
-აქამდე არ დაგინახივარ?
თავი გავიქნიე,რადგან ნამდვილად არ მინდოდა,დანტეს გიჟი ვგონებოდი.
-შესაძლოა იმიტომ,რომ ასე ახლოს არ მოვდიოდი. ახლა თქვენ ახალ ფაზაში გადადიხართ და მეტი სამუშაო მაქვს.-დახლზე აბობღდა და ჯიბიდან შოკოლადი ამოაძვრინა-ესენი აქედან ავიღე,ძალიან მიყვარს და მაპატიეთ,რომ მოგპარეთ.
-მხრები შეუმჩნევლად ავიჩეჩე,ის კი განაგრძობდა.
-აქ შენ და დანტეს გამოგყევით,მაგრამ კიდევ სხვა წყვილებიც რომ დავინახე,ვერ მოვითმინე-ჩუმად ახითხითდა-წიწვს პირდაპირ დუნდულაში გავარტყი ისარი-საიდანღაც სათამაშო თოფის მაგვარი ნივთი დააძრო და დამანახა-ეს სიყვარულის ისრებს ისვრის,ოღონდ არ გეგონოს,ვისაც გინდა გაარტყამ და შეაყვარებ. ეს ისრები უბრალოდ გამბედაობას და სურვილს უმძაფრებს ისედაც სიყვარულით დაჭრილ ხალხს. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს,რომ იცოდე,რამდენი ქორწილი მომიწყვია...
როგორც იქნა,ყავა გავაკეთე და დანტეს მივუბრუნდი. მის პირდაპირ ჩამოვჯექი მაგიდაზე და უჩუმრად მივაცქერდი. შიგადა შიგ თვალს კუპიდონისაკენ ვაპარებდი,რომელიც ანცად იყურებოდა და ამჯერად ბანანს ფრქცვნიდა.
თვალევბი ავატრიანე-ამხელა მადაც არ შეიძლებოდა.
-შენს სამსახურს როგორ ეგუები-მოულოდნელად წამოიწყო დანტემ-არ გიჭირს ?
ვერ მივხვდი,რატომ მეკითხებოდა.
-რა ვიცი,პრაქტიკა მჭირდება,გამოცდილება...მეც მინდა,ექსპერტის წოდება და ამიტომაც ცოტა ხანს დაბალ ხელფასსაც ავიტან...
-მე იმას ვგულოსხმობ,რომ ასე გიწევს...-სიტყვებს არჩევდა-რამდენი მამაკაცი მოდის ყოველდღიურად და არ გიტყდება?
სულ დამავიწყდა,რომ ამას ეგონა,დღე და ღამ კაცების ა*ოებს ვუყურებდი.
-ამ საქმეს რეალურად სხვა აკეთებს.შენ რომ მოხვედი,იმ დღეს ავად იყო და მეც მაგიტომ მომიწია.
-მაშინ რატომ არ მითხარი?-წარბები შეკრა.
-რატომ უნდა დამეწყო ახსნა მომხმარებლისთვის?-მხრები ავიჩეჩე-ცხოვრების ისტორიას ხომ არ მოგიყვებოდი,ან ლიას ნაღვლის შეტევების ამბავს,
-მომხმარებლისთვის,ჰმ...
-მაშინ იყავი ხო,არც გიცნობდი. ახლა გიცნობ და მაგიტომაც აგიხსენი.
სიჩუმე ჩამოვარდა.
-ესე იგი,სხვისი *** არ გინახავს?-გაიცინა ბოლოს.
-მხოლოდ ერთხელ მქონდა ბედნიერება-თავი დავუქნიე-და მეტი აღარ მინდა,ჯერ ჯერობით-მეც გავუღიმე.
-ესე იგი,პირველი ვარ?-გაიჯგიმა.
-როგორ გეკეტებათ ამ ბიჭებს პირველობაზე.
იმას რა მათქმევინებდა,რომ კოცნაც პირველი იყო. უმალ თავს დავიჭრიდი ან მოსიარულე თოჯინას ჩავეხუტებოდი.
ამასობაში კუპიდონი სადღაც გამქრალიყო,მე კი მასთან საუბარი არ დამესრულებინა. ბევრი რამ მქონდა გასარკვევი. როგორც კი გავიაზრე,რომ ფუმფულა სამზარეულოში აღარ იყო,წამოვხტი და დანტეს მოვუბოდიშე,სახლი უნდა მივალაგო-მეთქი.
საუბედუროდ,დახმარება შემომთავაზა.
-არაა საჭირო,დაისვენე შენ-სწრაფად გავვარდი გასასვლელისკენ,თუმცა უკან გამომყვა,
-არა და არა,მარტო ცოდო ხარ,თან წუხელ მოჩვენებების გეშინოდა,ერთად მალე მოვრჩებით-უკვე კარში გავდიოდი,როდესაც ხელი მომავლო და გვერდში ამომიდგა.
-ვერ დამიძვრები-გაიცინა ,თუმცა სიცილი სახეზე შეეყინა,როდესაც მოულოდნელად შეტორტმანდა და იატაკისაკენ წავიდა მთელი სხეულით. ვინაიდან ხელკავი ჰქონდა გამოდებული,მეც თან გამიყოლა და მწარედ დაენარცხა ფილებზე. მე ზემოდან დავეცი,შესაბამისად დიდად ტკივილი არ მიგრძვნია,სამაგიეროდ მალევე ვიგრძენი სხვა რაღაც ჩემს ქვემოთ,რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა.
-ასე ნუ მაზიხარ,თორემ რთულია თავის შეკავება-თავი მოიზილა და წამოიწია,ახლა ისე აღმოვჩნდით,რომ ის იჯდა,მე კი ფეხებგაფარჩხული ვეჯექი კალთაში.
-ვაიმე-გადმოვგორდი და თმები სახიდან გადმოვიყარე-რა დაგემართა?
უკანა ტანი ასწია და იქიდან გაჭ....ტილი ბანანის ქერქი გამოაძრვრინა.
-ვინ ჯანდაბამ დააგდო ეს ქერქი პირდაპირ კარებში?-შეიგინა და წამოდგა.
მშვენივრად ვიცოდი,ვინც. და ახლა ამ ვიღაცას ვიპოვიდი და...
-კარგი,კიდევ გინდა დამეხმარო?-სახელოები დავიკაპიწე.
-ოღონდ გასამრჯელოს სანაცვლოდ-წარბები აათამაშა.
-ხელოსნობის რამე გაგეგება?სინათლე ისევ გათიშულია,ჩვენ კი სხვენი უნდა დავალაგოთ,ჯობია შეაკეთო.
-მაგას ხუთ წუთში მოვუვლი,დამელოდე.
თავი დავუქნიე და როგორც კი ოთახიდან გავიდა,მაშინვე მოვკურცხლე.
ბიჭი დიდ ხანს არ მიძებნია,დაახლოებით ვიცოდი,სადაც იქნებოდა-საკუჭნაოში მურაბა ეპოვა და პირდაპირ ქილიდან ჭამდა.
-ჰეი,ბანანის ქერქი?სერიოზულად?-დავუჩურჩულე თვალების ბრიალით.
-გამოვიდა,ხო?-ჩაიქირქილა-ეგეთები მაგრად გამომდის.
-არაა საჭირო,მადლობა. შეგიძლია,აქედან წაბრძანდე? ხომ გვესროლე უკვე ისრები?
-სად წავიდე?-თვალები აუწყლიანდა-ჯერ ახლა დაიწყო ყველაფერი,ნამდვილი სიყვარული კიდევ არ მოსულა. წესით ქორწილამდე ვიცდი ხოლმე.
-მე დაქორწინებას არ ვაპირებ-გამოვუცხადე.
-შენს გარდა აქ კიდევ ხუთი ადამიანი და სამი მოჩვენებაა,რა იცი ვინ რას აპირებს?
-სამი? მესამე ვინაა?
-უპს,არ უნდა მეთქვა-პირზე ხელი აიფარა.
-ხომ იცი,რომ მაინც გათქმევინებ-აბლაბუდა გავიწიე და ჯიქურ შევაჩერდი.
-კიდევ ერთია,ჰო. კეთილი სული. ორნი ბოროტები არიან. როგორც ვიცი,ეს კეთილი სულის სახლია,მაგრამ იმ ორმა დაატყვევა,რადგან ეგეთები არიან რა. როცა სადმე ნათელი ენერგიით დამუხტულ ადგილს ნახავენ,პარაზიტებივით ეწებებიან და იქაურ სულებსაც არ აძლევენ მოსვენებას. ასე ვთქვათ,ნათელი ძალით იკვებებიან.
-რაში სჭირდებათ ბოროტ სულებს კვება?-ჟრუანტელმა დამიარა.
-იმაში,რომ ცარიელები არიან,სიბოროტე არსებას,ცოცხალია თუ მკვდარი,ფიტავს. ბოლოს იმდენად იფიტება,რომ აღარაფერი რჩება და იმისათვის,რომ უბადრუკი არსებობა განაგრძოს,სხვების ენერგიას ჭამს.
-ანუ ახლა ამ ორს ვიღაც სული ჰყავთ გამომწყვდეული და ჭამენ?
-ეგ ჩვენ არ გვეხება-თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა-ყველას ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს,სხვისაში ჩარევა კი ბევრ უსიამოვნებას მოგვიტანს.
-რას მელაპარაკები,სულ სხვის საქმეში ვინ ერევა,ნეტა?-წარბი ავწიე.
-ჩემი საქმე ზუსტადად სხვის საქმეში ჩახედვაა-ამაყად განაცხადა,ოღონდ გარკვეული მიმართულებით. იმ სულს ვერაფერს უშველი და ჯობია,აქედან წავიდეთ და დავივიწყოთ.
-ვერაფერს?დარწმუნებული ხარ?-ვიცოდი,ტყუილს დიდხანს ვერ ინახავდა.
-არის ერთი გზა-ისევ წამოაყრანტალა-უნდა გაიგო,სადაა სული დამწყვდეული და ზუსტად იმ ადგილას ჩაატარო დახსნის რიტუალი.ოღონდ არ დაგავიწყდეს,რომ ის ორი ბოროტი იქვე იქნება და ფეხი-ფეხზე გადადებული არ დაგელოდება,როდის მორჩები საქმეს.
-აჰა!მშვენიერია.
ძახილი შემომესმა, სასწრაფოდ გავსხლტი საკუჭნაოდან და პირდაპირ რაღაც მაგარს,ანუ დანტეს მკერდს შევასკდი.
-მანდ რას აკეთებდი?-მკითხა დაეჭვებულმა და ღია კარში შეიჭყიტა.
-ტილოებს ვეძებდი,მაგრამ ვერ ვიპოვე. წამოდი,ჯერ სხვენი დავათვალიეროთ.
როდესაც ჭრიალა კიბეებს ავდიოდით,გულში დანტეს მადლობას ვუხდიდი,აქ მარტო ასვლას ვერ გავბედავდი.
მესამე სართულზე ამავალი კიბე მტვრიანი და ჩაბნელებული იყო,ფანჯრების არ არსებობის გამო იქაურობას იდუმალი და საშიში იერი დაჰკრავდა.
დანდე ჩემს წინ მიდიოდა,მე კი ცხვირი მისი ზურგისთვის მიმებჯინა და მოშორებას არც ვაპირებდი.
-რატომ დაიჩემე ეს სხვენი?რა დაგრჩენია აქ-ჩაიბურტყუნა და მობილურის ფანარი ჩართო. კარს მიაწვა და ჭრიალით შეაღო.
აცახცახებული შევხევი,ხელზე ჩავებღაუჭე და იქაურობა დავზვერე.
ერთადერთ ფანჯარაზე დახეული ფარდა ჩამოკონწიალებულიყო,მტვრის სქელი ფენა ყველაფერს ფარავდა,აქა-იქ დახვავებულ ნივთებს შორის ობობებს გრძელი აბლაბუდები გაებათ და მშვიდად მიმოდიოდნენ თავიანთ აბრეშუმის ხიდებზე.საიდანღაც თაგვის წრიპინიც ისმოდა.
-აბა,რა გვინდა აქ?-მომლოდინედ მომაჩერდა დანტე და სინათლის ჩამრთველი გააჩხაკუნა,რომელიც არ მუშაობდა.
-ისა,უბრალოდ დათვალიერება მინდა,სანამ დალაგებას დავიწყებდე.მაინტერესებს,რა ნივთები ინახება,იქნებ წიწვმა არც იცის და ბებიამისს წიგნები ან რამე სხვა მნიშვნელოვანი ჰქონდეს შენახული.
მხრები აიჩეჩა და კარადას მიუახლოვდა.
-კი ბატონო-გამოსწია და ძნელად გააღო-აი,თოჯინაა. წიწვს გაუხარდება,ჩავუტანთ და ითამაშებს-გაიღრიჭა და გაიწია.
ო,ღმერთო ჩემო! თოჯინა,კარადაში,თან როგორ საშინლად იღიმება.თვალებით თითქოს მე მიყურებს.ფეხები ამიკანკალდა.
-დანტე,ეს თოჯინა საშიშია-ნერწყვი გადავყლაპე-წუხელ დაბლა იყო,გეფიცები.
-მე ვიცი,რაც ხდება-კარადას მოშორდა და მომიახლოვდა-ძალიან ბევრ საშინელებათა ფილმებს უყურებ. შედეგიც სახეზეა,ძველი,ცარიელი სახლი დაინახე და ეგრევე ჭკვიდან გადახვედი.ხან მოჩვენებები გელანდება,ხან კიდევ მოსიარულე თოჯინები.
-არ მელანდება-ძალიან მომინდა,რომ დაეჯერებინა,მივვარდი და ჩავეხუტე-გთხოვ,დამიჯერე.
ფრთხილად მომხვია ხელები და თავზე მაკოცა.
-ლიზ,ეს ძონძის ხვეული ცოცხალი რომც იყოს,მე შენთან ვარ და არ გამაგონო შიში .მთელი ქვეყნის პოლტერგეიტები რომ მოგვარდნენ,ახლოსაც არ მოგაკარებ,გაიგე?
-კარგი-ამოვისრუტუნე-მაშინ უნდა დამეხმარო.
-აუცილებლად დაგეხმარები- თავი ამაწევინა და გამაბრუებლად ჩამხედა თვალებში. ნელა მოიწია და ტუჩები მსუბუქად მომაწება. ძალიან რბილი და გემრიელი იყო,ალბათ სიმთვრალის გამო ადრე ვერც აღვიქვი,როგორი სასიამოვნო იყო დანტეს გემო და სურნელი. მის სუნთქვას დავეშურე და ჰაერის მაგივრად შევუშვი ფილტვებში. უფრო ძლიერად მომეკრა და ბაგეები გააპო. თოჯინაც გადამავიწყდა და ბოროტი სულები ხომ საერთოდ. ვიდექი და ვფიქრობდი,ეს წამი როგორ გამეყინა სამუდამოდ თუ არა,რამდენიმე სიცოცხლე მაინც.
-დაგეხმარე-გამიცინა,როდესაც ტუჩები მომაცილა-მარწყვის გემო გაქვს-კიდევ ერთხელ მაკოცა და ენით შემეხო-წუხელ არყის გემო გქონდა,აშკარად დღეს უფრო გემრიელი ხარ-ხელი მომხივია და გასასვლელისაკენ მიბიძგა-წამოდი,დაივიწყე ეს წყეული თოჯინა,ჩემს ოთახში გეპატიჟები-მხრიდან წელზე ჩამოსწია ხელი,თუმცა არ გაჩერებულა და როდესაც დუნდულებს მიაღწია,ერთი გემრიელად შემომკრა. გაავებული მივუბრუნდი.
-რამდენი ხანია,ამის გაკეთება მინდა,მაპატიე-დამასწრო-ჩემგან ზურგით რომ დგები,ხელები მექავება.
მეც არ დავრჩი ვალში და მწარედ შემოვარტყი უკანალზე.
-კარგია?-დავუბრიალე თვალები.
გაიცინა,პასუხის დაბრუნებას აპირებდა,თუმცა არ დასცალდა,რადგან ბრახუნის ხმა მოსწვდა ჩვენს ყურთა სმენას.
-ეს რა იყო?-დამფრთხალი ამოვეფარე ბიჭის ზურგს.
-მგონი,კარადის ხმაა-დაფიქრებულმა მოიქექა თავი-კარი ღია დავტოვეთ და ალბათ თავისით მიიხურა.
-ან ვიღაცამ დაკეტა-ამოვიჩურჩულე და კანკალი შევიკავე-უნდა გამოვაღოთ და ვნახოთ,ისევ თავისით დაიკეტება თუ არა.
-კარგი,რა!-თავი გადააბრუნა-მე არაფერსაც არ გამოვაღებ,წავიდეთ აქედან.
-გეშინია?-ვკითხე გამომწვევად.
-რა შუაშია-გულზე ხელები დაიკრიფა-უბრალოდ არ აგყვები მაგ ბავშვურ ფანტაზიებში.
-კარგი,არ მინდა, თვითონ ვიზამ-მოვშორდი და სანამ შიში უკან დამახევინებდა,კარადას მივვარდი და გამოვაღე.
შიგნით სრული საშინელება დამხვდა-არაფერი.
-რა არის,აბა?-კისერი წაიგრძელა დანტემ.
გავიწიე,რათა თავადაც ენახა.
წამში ჩემთან გაჩნდა და ხელი ჩამავლო.
-აქ-თითი გაიშვირა-აქ ხომ...
-თოჯინა იდო-მივუბრუნდი თავზარდაცემული.
ერთ წამს ერთმანეთს შევაჩერდით,შემდეგ კი ისე მოვცოცხეთ სხვენიდან,მტვრის კორიანტელი დავაყენეთ ჩვენს უკან.
დანტე დაფეთებული ჩარბოდა კიბეებზე და ლამის ჰაერში აფრიალებულს მიმათრევდა.
-ეგეც შენ!-დავიყვირე აღტკინებულმა-ხომ დამტკიცდა,რომ არაფერი მელანდება! ამის მერე სულ დამიჯერებ...
-სხვები უნდა გავაფრთხილოთ და აქედან წავიდეთ,სასწრაფოდ-მომიბრუნდა,როდესაც პირველ სართულზე ჩამაპროწიალა.
-არ დაგვიჯერებენ,სანამ თავად არ ნახავენ,
-და რა,ვიდგეთ და დაველოდოთ,როდის იმსხვერპლებს ეს საშინელი რაღაც რომელიმე ჩვენგანს?-ისე იყო დამფრთხალი,სიცილი ამიტყდა.
-შენ აპირებდი ჩემს დაცვას?-გადავიხარხარე-შიშს არ მოგაკარებო,ესეო,ისეო,მე ვარ რაცა ვარო-ცრემლი მოვიწმინდე.
დაბღვერილი ელოდა ჩემი შეტევის დასრულებას.
-კარგი,დავრჩეთ-მხრები აიჩეჩა-თუ კი გეხალისება. იცოდე,ჩემთან არ დაგაძინებ!
-ვითომ,რატომ?-მაშინვე მოვისაწ.... თავი.
-იყავი მარტო შენს ოთახში და რამდენიც გინდა,იმდენი იცინე-გაიბუსხა და შეტრიალდა.
-კაი ახლა-მივეხუტე და დავუყვავე-ამხელა პროკურორი კაცი ხარ,დაცინვა რას დაგაკლებს-ფეხის წვერებზე ავიწიე და ყელში ვაკოცე და სიამოვნებისგან თვალები მივლულე-ერთად უნდა ვიყოთ,მარტო ძილი არა მგონია,გინდოდეს.
-თქვენ რა დღეში ხართ?-წიწვის ხმაზე შევხტი და სასწრაფოდ ჩამოვშორდი დანტეს.
ჩემი ბიძაშვილი წარბაწეული მოგვჩერებოდა,მის ზურგს უკნიდან კი ქეთა იჭყიტებოდა.
-წიწვ!-ნაძალადევად გავიცინე და თმები ხელით გადავივარცხნე. აბლაბუდა მომყვა და სასწრაფოდ გადავმალე.-მე და დანტემ სახლის დალაგება გადავწყვიტეთ.
-ჩახუტებით სახლი ლაგდება?-ჩამეძია და უფრო მოიღუშა.
-ჩემი ბრალია-ფეხი გამოყო დანტემ.
-შენი ბრალი რა არის,ეს რომ ზურგზე გეხუტებოდა და ყელში გკოცნიდა?-რა დამპალი ბიჭია?
-კარგი,ჰო,ერთმანეთი მოგვწონს,რა იყო მერე?-მომბეზრდა დამნაშავის როლი და წიწვს გამომწვევად შევხედე.
-არაფერი-გაიღრიჭა წიწვი-მინდოდა,გეღიარებინათ.აბა,არ გშიათ?-სამზარეულოში შევარდა . მე და დანტემ გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს და უკან მივყევით.
შესულებს დანარჩენი ოთხეული სრულად დაგვხვდა მაგიდასთან. უფრო სწორად,ჩემთვის ხუთეული,რადგან კუპიდონი კვლავ სამზარეულოს დაჰბრუნებოდა.
სანამ ვილუკმებოდით,გაცხარებული ვფიქრობდი,რა მომემოქმედებინა.
-იცით,სახლში სულები და ბოროტი თოჯინა გვყავს?-ვთქვი არხეინად და ხუთი წყვილი თვალი მომაჩერდა.
-ყურადღება არ მიაქციოთ-ხელი აიქნია წიწვმა-ერთხელ ნაბახუსევზე აქლემი ელანდებოდა,მეცხრე სართულის აივანზე-ნიშნის მოგებით შემომხედა.
-აქლემი კი არა,მარტორქა,დებილო-ჩავუსწორე.-არ გჯერათ და ნუ,თავად ნახავთ.
ნაშუადღევს წიწვმა აიტეხა,მდინარესთან წავიდეთ და მწვადები შევწვათო.
რა თქმა უნდა,ყველას უნდოდა,მაგრამ მე დავიჟინე,ცუდად ვარ და ვერ წამოვალ-მეთქი. წიწვის მუქარამაც ვერ გაჭრა,ამდენად მე გავიმარჯვე და ბონუსად დანტეც მივიღე,რომელმაც თავი გამოიდო,მარტო ხომ ვერ დავტოვებო.
-აჰა,გასაგებია.მარტო დარჩენა თუ გინდოდათ,გეთქვათ-მოიღუშა წიწვი-წესიერად მოიქეცი,იცოდე-თვალები დამიბრიალა.
ენა გამოვუყავი და ტელეფონს მივუბრუნდი.
უამრავი საიტი გადავქექე სულის დახსნის რიტუალის ძებნაში.დანარჩენების წასვლის შემდეგ კი დანტეს წვრილად მოვუყევი,თუ რა შევიტყვე კუპიდონისაგან,თუმცა ,რა თქმა უნდა,კუპიდონმა მითხრა-მეთქი,არ მიხსენებია.
თავად ბუთხუზა კი აჟიტირებული გაჰყვა მდინარეზე წასულებს,“სიყვარული ტკბილიას“ ძახილით.
-ეს რა ენაა?-ეკრანს ჩაჩერებულმა ამოვთქვი-ინგლისურად წერია,რომ რიტუალის შელოცვაა,მაგრამ რა ჯანდაბა ასოებია?
-არაბულს ჰგავს-ყოყმანით დახედა დანტემ-დედაჩემი აღმოსავლური ენების სპეციალისტია,მივწერ,იქნებ იცოდეს,რა ენაა.
-მე უფრო ჩინნურს ვამსგავსებ-უკუღმა შევხედე გამოსახულებას.
დედის პასუხი მალევე მოვიდა,რომელიც დანტეს სწერდა,რომ არ ეცალა და დაზუსტებით თარგმანს საღამოს გააგებინებდა.
ჩვენც მოთმინებით გავაგრძელეთ ძებნა. მალევე წიწვმა დამირეკა და მთხოვდა,წავსულიყავი,რადგან ღამის მდინარეზე გათევას აპირებდნენ და მე და დანტე „მთელ კაიფს“ გამოვტოვებდით,მაგრამ აბა რა წამიყვანდა მდინარეზე,როდესაც სული მყავდა დასახსნელი? თავიდან ძლივს მოვიშორე,სამაგიეროდ ჩვენი საქმე გაცილებით გამარტივდა-სახლში სხვები არ იქნებოდნენ და თავისუფლად ჩავატარებდით რიტუალს.
-ვისი სული შეიძლება იყოს?-ლოგიკური კითხვა დასვა დანტემ.
-ნებისმიერის,ვისაც აქ უცხოვრია ან არ უცხოვრია-მივუგე ჩაფიქრებულმა. -მაგრამ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია.ღამით ხმებმა ბებერი ქალი ახსენეს. შეიძლება ეს წიწვის გარდაცვლილი ბებია იყოს.-ვთქვი კარგა ხნის ფიქრის შემდეგ.
-მართალია-წამოიძახა დანტემ-ახლა გამახსენდა! რამდენიმე წლის წინ მოკვდა და თან კეთილი ქალი იყოო.
-წიწვი ხშირად ამბობდა,სიკვდილის წინ ჩემი ნახვა უნდოდა,კარგა ხანი მეხვეწებოდა,რომ ჩავსულიყავი და მერე უცბად უმტყუნა გულმა,ჩემი დარდი ჩაჰყვაო.
-შესაძლებელია,ახლობელი ადამიანები ვერ დათმო და აქ დარჩა. ღმერთო,არ მჯერა,რაებს ვლაპარაკობ-შეშლილივით გაიცინა დანტემ.
-ოლღა-დაფიქრებით ჩავიკაპარაკე-მაშინ,როდესაც სინათლე ჩაქრა,გახსოვს?-წამოვიყვირე-ოლღა ვახსენეთ,მისი სადღეგრძელო იყო.ალბათ სურდა,რამენაირად შეეტყობინებინა ჩვენთვის...
-და ამ დროს ავი სულები არ გვისმენენ?-დაიჩურჩულა დანტემ და ახლოს მოიწია-ჩუმად ვილაპარაკოთ,რომ ვერ გაიგონ-ყურთან ხმადაბალი,ხავერდოვანი ბგერები დათამაშებდნენ და ცხოვრების საჭიროებაში მარწმუნებდნენ.
-ალბათ,ესმით,მაგრამ ძალა დღის შუქზე არ აქვთ. საიტზე წავიკითხე-“ჰაუ თუ პლეი ვიზ გოუსთს”-გავიკრიჭე.
-ანუ ვთამაშობთ?
-დანტე,გეყოფა-მისი ხელი ჩემს ფეხს მოვაშორე-ყურადღება არ უნდა გადავიტანოთ,ახლა მობილიზება გვჭირდება.
ყურიც არ შეუბერტყავს,თითები ისევ ძველ ადგილას დააბრუნა,აათამაშა და უდარდელად განაგრძო.
-თუკი დედაჩემი მოგვწერს,რა ჯანდაბა ენაა იმ საიტზე,იქნებ შევძლოთ თარგმნა ,თუ არა და ,დარხეული გვაქვს-ღამე ორ ბოროტ სულთან და ერთ მკვლელ თოჯინასთან ერთად.
-მკვლელი არაა,ჯერ ჯერობით-წავიბურტყუნე-მაგრამ იქნებ გახდეს კიდეც,მას მერე,რაც ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ,ყველაფერი იციან-თვალით უხილავი სხეულები მოვძებნე.
-შენ რანაირად ხედავ?-დაინტერესდა დანტე.
-მგონი ნათელმხილველი ვარ,ან რაღაც მასეთი.რეალურად არ დამინახავს,მხოლოდ მოვისმინე.
-მაშინ ლოგიკურად ოლღაც უნდა დაინახო ღამე.ან ხმა მაინც გაიგო,
-ალბათ მართალია,მაგრამ მასთან მისვლა ადვილი არ იქნება.
-ბოროტი მოჩვენებები იცავენ-მუქარით შემომხედა დანტემ და მომიღიტინა.
-დამიჯერე,ასე მხიარულად აღარ იქნები,როცა დაღამდება-ამოვისუნთქე და საპასხო შეტევაზე გადავედი.
ჩვენი მხიარულება მზესთნ ერთად გვტოვებდა,საღამოს,ფანჯარასთან მდგარი სინანულით ვაცილებდი უკანასკნელ ოქროსფერ სხივებს.
-მომწერა!-უეცრად წამოიძახა დანტემ-დედაჩემმა!
სწრაფად მივუახლოვდო და შეტყობინება ერთად წავიკითხეთ.
“მონღოლური ენაა,ციყვო. მოთხრობაა ერთ კაცზე,რომელმაც სამი კვერცხი დაჰკარგა და ბოლოს სამი წიწილა იპოვა“
გამოშტერებულები მივაჩერდით ერთმანეთს.
-გვეკაიფება?-ვთქვი ორჭოფით.
-სავარაუდოდ,სტატიის დამწერი უფრო კაიფობს-წარბები შეკრა დანტემ-ალბათ იფიქრა,მონღოლების გარდა ვერც ვერავინ მიხვდება რაარის და გავიღადავებო.გამოუვიდა კიდეც.
-ან უარესი,თავადაც რიტუალის შელოცვა ეგონა-საწყლად გავიცინე-ახლა რა ვქნათ?
დანტეს პასუხი აღარ დამჭირვებია,რადგან იგი მის მაგივრად ბავშვის ელექტრონულმა ხმამ გამცა:
-მზე ჩავიდა-გამოაცხადა თოჯინამ და ბრაგუნით გაირბინა ოთახში.
-ღმერთო-წამოვიკივლე და დივანზე ავძვერი,დანტეს ჩავებღაუჭე,რომელიც მალევე ამომყვა . აქეთ-იქით ვიყურებოდით,წყეული არსება კი არსად ჩანდა.
-ჩვენი შეშინება გინდათ?-დავიყვირე ხმამაღლა-ძალიან კარგი,იყოს ომი!
მე და დანტემ ,სანამ მზე ისევ ცხრა თვალა იყო,საბრძოლო მასალა მოვიმარაგეთ. კერძოდ კი ის ნივთები,რომლებიც(ისევ ინტერნეტს თუ დავუჯერებდით)მოჩვენებების დამარცხებაში გამოდგებოდა.
-მარილი,ჩქარა ავიღოთ და შემოვსაზღვროთ-ვუჩურჩულე დანტეს და ორივემ ვტაცეთ ხელი იქვე დახვავებულ კოლოფებს. დივნიდან ჩამოუსვლელად შემოვავლეთ რკალი და ფრთხილად მიმოვიხედეთ.
-ეს დიდხანს ვერ გაგვაძლებინებს-ორჭოფულად თქვა დანტემ და რკინის მოზრდილი ძელი აიღო ხელში.
-რამე გეგმა გვაქვს?-მივბაძე და რაღაც დაგრეხილი ძალაყინი ავითრიე-ჯანდაბა-ბრახუნისა და სიცილის ხმა მომესმა მეორე ოთახიდან.
-რა ვიცი...გავიქცეთ?-ბევრი არ უფიქრია.
-და ოლღა ასე დავტოვოთ?კარგი-შეშინებულს გმირობა სულაც აღარ მეხალისებოდა-სამ თვლაზე.სამი,ორი...
თავქუდმოგლეჯილები გავვარდით კარისკენ,როგორ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს,ჩემზე ორჯერ გრძელფეხება ბიჭს მივასწარი და სახელური დავქაჩე.
შენც არ მომიკვდე-ძვრა ვერ ვუყავი. ვერც დანტეს ჯაჯგურმა უშველა,ვერც წიხელბმა.
-ვერ გააღებთ-გაისმა შემზარავი კისკისი.
ახლა ფანჯრებს მივვარდით,მაგრამ,ბედის უკუღმართობით,გისოსებიანი იყო.
-შენი დამპროექტებლის...-დანტეს გულითადად შევუერთდებოდი გინებაში.
-მეორე სართულზე უნდა ავიდეთ და იქიდან გავაღწევთ-ხელი ჩამკიდა.
კიბესთან მისულებს საშინელი,თვალებამოცვენილი თოჯინა უკვე დაუფარავად აგვესვეტა.
-სად მიდიხართ?მე თამაში მინდა-თქვა ავად და ხელში სამართებელი გააელვა.
-მოდი-დანტემ ხელი მიშვა და რკინის ძელი ორივე ხელით მოიმარჯვა. მეც შევმართე ჩემი „იარაღი“ და ვინატრე,შიშისგან არ ჩამეფსას-მეთქი. ვაი და მე და დანტე გადავრჩენილიყავით,მერე როგორ ჩამეხედა თვალებში?
საზიზღარი არსება სწრაფად დაიძრა ჩვენსკენ.აი ახლა დადგა ჩვენი აღსასრულიო,წამოიძახა ყველა მემ ერთად,როდესაც დანტემ ძლიერად მოიქნია რკინა და თოჯინას პირდაპირ თავში გაარტყა.
უბედურს თავი მოსძვრა და ბზგრიალით გადაფრინდა ოთახის ბოლოში.
რაღაც,არავინ ელოდა,რომ ასეთი დასასრული იქნებოდა.
-რა ჯანდაბაა-მომესმა აღშფოთებული,უკვე კარგად ნაცნობი ხმა.
-ჩუმად,იგორ,ხომ იცი,რომ ესმის-ქალი ფრთხილად ჩურჩულებდა. მიმოვიხედე,მაგრამ ვერსად დავლანდე.
-მოკვდა?თოჯინა მოკლეს?ასე მარტივად როგორ შეიძლება?-ვერ წყნარდებოდა კაცი.
-შენ რა იცი,შეშინების მეტი ჯერ არაფერი უქნია და პირდაპირ მკვლელობა რომ დაავალე,აბა რა გეგონა?-აგრძელებდა ქალი-ჯერ რამე ილეთი უნდა გვესწავლებინა.
ამასობაში დანტე თოჯინის დანარჩენ ნაწილს ანადგურებდა თავისი ძელით,მალე კი მისგან ნაჭრების აჯაფსანდალი გააკეთა.
-რომელი საბრძოლო ოსტატი შენ ხარ,ერთი მითხარი?-უმეხად მიუგო კაცმა.
-მე მგონი,გოგოს ესმის-შევკრთი და უაზრო მზერა მივიღე.
-ახალი რამე უნდა მოვიფიქროთ,თორემ წავლენ და ვინ იცის,რას ან ვის მოგვაყენებენ მერე...
-არავისაც არ მოგაყენებთ-დავიღრიალე. დანტემ საცოდავ თოჯინის მტვერს თავი ანება და გაოგნებულმა შემომხედა.
-რა დაგემართა?
პასუხი არ გავეცი,ისევ მოჩვენებებს მივმართე:
-ჩვენ მოლაპარაკება გვსურს,ამიტომაც გიწვევთ ნახევარ საათში სამზარეულოში. გაითვალისწინეთ,რომ ზავის პირობები უნდა განვიხილოთ და ჩვენი მკვლელობის დაგეგმვა არც კი გაიფიქროთ.
-ესმის,კი,ესმის-პანიკურად ჩურჩულებდა ქალი.
-კარგი,იყოს მასე-დაიყვირა კაცმა-ნახევარი საათი რამდენია?
თვალები ავატრიალე. ეს რომელი საუკუნის მოჩვენებაა?
-მისაღებში საათს დავტოვებ,დიდი ისარი ექვსთან რომ მივა,მაშინ მოდით-საათი მოვიხსენი და მაგიდაზე დავდე-შევთანხმდით?
-მანამდე იქნებ მოვიფიქროთ რამე-ისევ ჩურჩული.ღმერთო,ესენი კიდევ ვერ მიხვდნენ,რომ ყველაფერი მესმის?
-აკი არ დაგეგმოთ არაფერიო?-ჰკითხა ქალმა.
-გგონია,ახლა ამათ მართლა ზავი უნდათ?სანაძლეოს ჩამოვალ,ჩვენი გამოჭერა უნდათ. აი ნახე.
-გელოდებით!-დავიძახე,მითომ არაფერი გამეგონოს.
-კარგი,კარგი-მომმართა კაცმა-მოვალთ,სამზარეულოში,ისარი რომ მივა ექვსთან.ახლა მოუსვით აქედან.
პირდაღებულ დანტეს გავხედე,რომელსაც საუბრის მხოლოდ ჩემი მხარე ესმოდა და ვუთხარი,სამზარეულოში გამომყოლოდა.
-დავილაპარაკებთ,იქნებ ისეთი ბოროტებიც არ არიან-მეათასედ ვუხსნიდი დანტეს.
-გაგიჟდი?როგორ ენდობი უცნობ მოჩვენებებს,რომლებმაც შენი ბიძაშვილის ბებოს სული დაატყვევეს და ჩვენ თოჯინა მოგვიქსიეს?რა ეტყობათ მაგათ სიკეთის?-თავისსავე სიტყვებს დაუკვირდა და თვალი გაუშტერდა.
-დამიჯერე,ვიცი-მოვუჭერი და ტელეფონი ავიღე,
„გვისმენენ,სულაც არ ვენდობი. მარილი ჩუმად უნდა მოვიმარაგოთ,რკინაც და მახეც. ის მოჩვენების მახე,მე რომ დავხატე,ხალიჩის ქვეშ უნდა დავდოთ რამენაირად“
შეტყობინება დანტეს გავუგზავნე.რადგანაც საათთან მწყრალად იყვნენ,მოჩვენებები სავარაუდოდ ვერც სმს-ების არსს ჩასწვდებოდნენ.
ბიჭმა მესიჯი წაიკითხა და თვალები გაუნათდა.
„შენ ყურადღება მიიქციე და მე ვიზამ“-მომწერა და გამიღიმა.
ეგ როგორღა მოვახერხო?
მისაღებში გავიჭყიტე-არავინ იყო და ჩემი საათიც გამქრალიყო.ოთახში შევედი და ისევ დავიყვირე.
-მოგესალმებით კიდევ ერთხელ.მმმ... ვინაიდან ჩვენი შეხვედრა,ასე ვთქვათ,პირველად ხდება,მინდა გავიგო,როგორ დახვედრას ისურვებდით?გაცნობებთ,რომ მოჩვენებები ჩვენთვის მეტად საპატიო სტუმრები არიან და გვინდა ღირსეულად დაგხვდეთ.
-ამან თქვა სტუმრებიო?შენ თვითონ ხარ სტუმარი,ლაწირაკო.
-იმის თქმა მინდოდა,რომ ამ შემთხვევაში სამზარეულოში ჩვენ მოგიპატიჟეთ-დავთმე და პირი მოვკუმე,რომ რამე არ წამომცდენოდა.
-საკმევლის სუნი მოგვწონს,უფრო სწორად მხოლოდ მაგას ვგრძნობთ-დაიჩურჩულა ქალმა.
ავ სულებს საკმევლის სუნი უყვართ? ოჰო!
-გასაგებია,გელით მოუთმენლად!
საეკლესიო კუთხეს მივაშურე ოთახის აღმოსავლეთ კუთხეში და სამზარეულოში საკმევლით დავბრუნდი.დავანთე და ირგვლივ მიმოვატარე.დანტე უკვე ყურადღებას აღარ აქცევდა ჩემს უცნაურობებს.
„მოაგვარე?“-მივწერე.„მზადაა“-მიპასუხა და ორივე ჩამოვჯექით მოლოდინში.
როდესაც საათმა 8:30 აჩვენა,აქეთ-იქით დავიწყეთ ყურება,თუმცა ალბათ მოჩვენებებს პუნქტუალობაზე არაფერი სმენოდათ ან მეფური ამპარტავნებით სურდათ,დავლოდებოდით.
უკვე მობეზრებული ვუყურებდი კედელზე ჩამოკიდებულ ნატურმორტს,როდესაც ზუსტად მის ქვემოდან ნაცრისფერი ნათება გამოჩნდა. კაცმა ჯერ თავი შემოყო,მიმოიხედა,ჰაერი დაყნოსა და თვალები შემომანათა.
გახევებული ხმას ვერ ვიღებდი,თვალსაც ვერ ვაშორებდი.
ოდნავ გამჭირვალე იყო,გადაპარსული,წაწვეტებული თავი ჰქონდა,მარცხენა თვალთან ნაიარევივით ემჩნეოდა. შეშფოთებული მიმზერდა და სულაც არ ჩანდა საშიში.
-მხედავ-დაილაპარაკა და მთლიანად შემოძვრა კედლიდან.ძველი,ალბათ მეცხრამეტე საუკუნის ყაიდის ჩამოძონძილი ტანსაცმელი ეცვა-შემოდი,რიტა-დაიძახა და ქალის სხეულიც გამოჩნდა-გრძელი,სავარაუდოდ მოთეთრო კაბა ნაცრისფრად შემოჰხვეოდა,მაქმანები ხელებსა და ყელს მჭირდოდ ეკვროდა,მკაცრი სახის ნაკვთები და სწორად გადატკეცილი შავი თმა ჰქონდა,თუმცა თვალებში მასაც იგივე ედგა,რაც მის გვერდით მდგომს.ტუჩები მაგრად მოკუმა და ინტერესით მომაჩერდა.
-აბა,გისმენთ-მომმართა კაცმა.
პირდაღებულმა რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიაზრე,რომ მე მომმართავდნენ.
-ისა,იქნებ როგორმე დანტესაც დაენახოთ-ვანიშნე ჩემს წინ მჯდომზე,რომელიც ჯარისკაცივით ზვერავდა სამზარეულოს.
მოჩვენებებმა დამიჯერეს,ამას კი მაშინ მივხვდი,როდესაც ჩემს მამაც მცველს შეშფოთებული შეძახილი აღმოხდა.
შეშლილი სიცილით მომიბრუნდა და თითი მათი მიმართულებით გაიშვირა.
-ის რაც დააბოლე,ნამდვილად საკმეველი იყო?
თავი მძიმედ დავუქნიე.
-გისმენთ,რისთვის გვიხმეთ?-საქმეზე გადავიდა კაცი.
წამოვდექი და უხერხულად შევიშმუშნე.
-მოკლედ,ისა... გარკვევა გვინდა,საერთოდ რა ხდება და რატომ გვესხმით თავს,ჩვენ ხომ არ გერჩით,არაფერი დაგვიშავებია.
-ჰმ,როგორ არა-თავი წამოწია ქალმა-აბა ვინ გეგმავდა ბებერის გამოშვებას?
-რატომ დაამწვდიეთ,ეგ არაა კარგი საქციელი-ვცდილობდი,სიტუაცია არ გამემძაფრებინა.
-იმიტომ,რომ იმსახურებდა-გაკაპადა რიტა-თავად ვყავდით დამწყვდეული ამდენი წელი!
-მოიცა ,ვის ,ოლღას?-საუბარში დანტეც ჩაერთო.
-დაბრძანდით და საუბარი განვაგრძოთ-მივხვდი,თავაზიანი მოპყრობა სიამოვნებდათ.
ერთმანეთს გადახედეს და წარბაწეულები ჩამოსხდნენ ჩემს გამოწეულ სკამებზე.
-თქვენ მიერ დატყვევებული სული ნამდვილად ოლღაა?-ვკითხე მოწიწებით.
-ეგაა,კი-თავი დამიქნია კაცმა-ამ სახლში ათიოდე წლის წინ მოვედი,ან ოცი,არ ვიცი.მოხეტიალე მოჩვენება ვიყავი,უპატრონო. როგორც ახლა. -თვალებში სევდა ჩაუდგა-ოლღა კი ნათელმხილველი იყო,მისი ენერგია შორიდანვე იზიდავდა სულებს. მეც ვიფიქრე,იქნებ ვინმე ცოცხალთან კავშირმა გადამარჩინოს-მეთქი.
-გადაგარჩინოს?-შეაწყვეტინა დანტემ. მაგიდის ქვეშ ფეხი გავკარი და თვალები დავუბრიალე,დააცადე-მეთქი.
-დიახ-ამაყად ასწია თავი-თუკი ამ ქვეყნად მომკითხავი და სინათლის დამნთები არ გყავს და ამავდროულად,მოჩვენება ხარ,გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გავიწყდება,ვინ ხარ,შემდეგ უფერულდებუ,იცრიცები და ბოლოს იფანტები. ბევრი მინახავს მასეთი გარეთ. თუ კონკრეტულ ადგილს არ ხარ მიჯაჭვული და სიცოცხლესთან არ გაქვს კავშირი,ეს შენი,როგორც მოჩვენების აღსასრულია. მეც ამიტომ მოვადექი ოლღას. თავიდან კარგად მიმიღო-თვალებში ბრაზი გაუკრთა-მითხრა,დაგეხმარებიო,მაგრამ შემდეგ სხვენში გამომკეტა და მხოლოდ საიქიოსთან დაკავშირებისათვის მიყენებდა. -ხმა აუკანკალდა-როცა მასთან ვინმე მოდიოდა და გარდაცვლილ ნათესავთან დაკავშირებას სთხოვდა,ამას ჩემი საშუალებით აკეთებდა. ბებერი აფერისტი!
გაოგნებისგან ვერც ერთი ვერ ვიღებდით ხმას,იგორი კი განაგრძობდა.
-შემდეგ რიტაც მოვიდა,ესეც ისევე მოიტყუა,როგორც მე. შემდეგ კი,როგორღაც მოვახერხეთ და სხვენში ამოსულს გულზე ხელი დავადეთ. მე და რიტამ ერთად. უკვე მოხუცი იყო და გულმაც ვეღარ გაუძლო.ყველაზე სასიამოვნო ის იყო,რომ არც მან გააგრძელა გზა და მოჩვენებად დაბრუნდა. ამას ველოდით,მაშინვე ჩავავლეთ და სხვენში ათასი ჯაჭვით დავაბით. არის იქ და ღმუილის თავიც არ აქვს,ღირსია!-დაასრულა და ტუჩებმოკუმულმა სივრცეს გაჰხედა.
-ძალიან ვწუხვარ,რომ ასე მოხდა-ამოვღერღე ბოლოს.
-თქვენ მის გათავისუფლებას გეგმავდით. ეს კი ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენია!-დაიწმუკუნა ქალმა-ენერგიის წყარო ჩვენთვის ახლა ოლღაა.
-კი მაგრამ,მას არ ელევა ენერგია?-დაინტერესდა დანტე.
-მისი ახლობლები დღე და ღამ იხსენებენ,სინათლეს უგზავნიან,საკვებს და სასმელს,სანამ ასე იქნება,არაფერი მოაკლდება.
-კი მაგრამ,რად გინდათ სხვისი ენერგია,არ ჯობია,საკუთარი გქონდეთ?-თავში იდეა ელვის სისწრაფით დამეტაკა.
-სულელო გოგო,ეგ რომ შეგვძლებოდა,ახლა ამდენს კი არ ვილაყბებდით-რა სიუხეშეა!
-შეგიძლიათ,მე და დანტე გავაკეთებთ მაგ ყველაფერს-ნათელს გამოგიგზავნით,მოგიხსენიებთ და ესეთები.რაც გჭირდებათ. ოლგა რომ გაათავისუფლოთ,რამეს დაგიშავებთ?
ეჭვით შემომხედეს.
-ვერაფერს,მაგრამ მაგას არ ვიზამთ!
-რატომ?-გამომწვევად ჰკითხა დანტემ-არ გვენდობით?
-რა თქმა უნდა,არა.მახე რომ დაგვიგეთ,გგონია ვერ შევამჩნიეთ?თანაც,ოლღაც ასე ლაპარაკობდა თავიდან-მე გიშველით,მე გადაგარჩენთ და აი,როგორც გადაგვარჩინა!
-ჩვენ მასე არ მოვიქცევით-ვთქვი მტკიცედ-თქვენი სულები არ გვჭირდება.ჩვენ გვინდა,რომ ყველა კარგად იყოს,ცოცხალიც და მკვდარიც.
-შენც ნათელმხილველი ხარ-მრავალმნიშვნელოვნად წარმოთვა რიტამ,
-და ეგ დღეს გავიგე!მისმინეთ,დაგიმტკიცებთ,რომ არ გატყუებთ.უბრალოდ,მითხარით,რა გავაკეთოთ?
ერთმანეთს ორჭოფულად შეხედეს და თავი დაუკრეს.
-შემოგვფიცე.
-რა?უბრალოდ დავიფიცო?
-გარდაცვლილისათვის მიცემული პირობა მომაკვდინებელია-თუ დააღვევ,მოკვდები-უდარდელად მომიგო იგორმა.
მხრები ავიჩეჩე.
-არ ვიტყუები,მართლა მსურს თქვენი დახმარება. ასე რომ,შემოგფიცავთ.
რამდენიმე წუთში იგორის ნაკარნახები სიტყვები წარმოვთქვით მე და დანტემ.
„შენ,სულო იგორ და შენ,სულო რიტა,შემოგფიცავთ,რომ ამიერიდან ვიზრუნებ თქვენზე. ყოველ ცისმარე დღეს გაგიხსენებთ და დღესასწაულებზე საკვებს მოგიძღვნით. ყოველ კვირა დღეს სანთელს დავანთებ და ამას შევასრულებ ჩემი ცხოვრების ბოლომდე.ჩემს შვილებსაც იგივეს ვასწავლი“
ფიცის წარმოთქმისას მარცხენა ხელის მტევანზე რაღაც ამეწვა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე,მაგრამ დასრულებისას წვა იმდენად რეალური გახდა,რომ სახელო ავიწიე და საკუთარ ხელზე შავად ამოტვიფრული წარწერა დავინახე . „ფიცი“ .
დანტემ გაოგნებულმა შემომხედა და თავის ხელზე დაწერილი იგივე სიტყვა დამანახა.
-არ იტყუებოდნენ!-აღმოხდა ქალს.
-რას ნიშნავს არ ვიტყუებოდით?
-იმას,რომ თუ კი ფიცს დადებ და თან ამ დროს გულში ცუდი ზრახვა გაქვს,პირობა შენს გულს გააჩერებს-გამარჯვებული ხმით მითხრა კაცმა.
-სასიკვდილოდ გაგვწირეთ?-მოიღუშა დანტე და თვალები ავად აუციმციმდა.
-თავად არ თქვით,სიმართლეს ვამბობთო?ჩვენ რა,დაგაძალეთ?-მხრები აიჩეჩა რიტამ.
-მართალია,დანტე.ამაზე თავად დავთანხმდით.მაშ,იგორ. ამიერიდან მეგობრები ვართ?
თითქოს ეხამუშა ეს სიტყვა.
-მე მეგობრები არ მყავს-მოიღუშა.
-აბა რიტა ვინაა?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-რიტა...რიტა-თითქოს ქალი პირველად დაინახაო-ჩვენ უბრალოდ ტყვეები ვართ.-თქვა ფიქრის შემდეგ.
-იყავით-შევუსწორე-მგონი,დიდი ხანია,მეგობრობთ და ვერ მიხვდით.-გავიღიმე.
-ახლა ფიცის თქვენი ნაწილიც უნდა შეასრულოთ,გაუშვით ოლღა.
-აუცილებლად-თავი დამიქნიეს-ოღონდ,როდესაც წახვალთ.მთელ სახლს აიკლებს,როდესაც გათავისუფლდება და ყველას გვარიანად შეგაშინებთ.

მოულოდნელად ჩემი მობილური აწკრიალდა. ორივე მოჩვენება სწრაფად გაუჩინარდა.
წიწვის ხმა თითქოს სხვა სამყაროდან ისმოდა.
-მოკლედ,აქ კოღოებმა დედა მოგ****ნეს და სახლში მოვდივართ-შეწუხებული ლაპარაკობდა-ნახევარი მწვადი და მთლი ჩვენი სისხლი შეჭამეს ამ ტახისა და ვამპირის ნაჯვარებმა. თქვენ რას შვებით?
-ჩვენ-დანტეს გავხედე ღიმილით-ისეთს არაფერს.სრულიად ჩვეულებრივი დღე იყო.-გამეცინა იმის გაფიქრებაზე,რომ წიწვს ნანატრი მწვადები კოღოებმა კი არა,კუპიდონმა აწაპნა.
დავპირდი,ვახშამს დაგახვედრებთ-მეთქი. ჩემს ქერა „მცველს“ გავხედე,რომელიც ეშმაკურად მიღიმოდა და ბედნიერმა გავიაზრე,რომ მასთან ერთად კიდევ უამრავი თავგადასავალი მელოდა.




-



№1  offline მოდერი naattii

ვგიჟდები შენს ისტორიებზეე ❤️❤️❤️ რა კარგი იყოო, თვალებიდან გულებ ამოცვენილი სმაილივით ვკითხულობდი :D :D

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

naattii
ვგიჟდები შენს ისტორიებზეე ❤️❤️❤️ რა კარგი იყოო, თვალებიდან გულებ ამოცვენილი სმაილივით ვკითხულობდი :D :D

:D :D მასეთი სმაილი ვარ მეც ახლა :დდ ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Tamara Tamo

შენ რა სასწაული გოგო ხარ ❤️❤️❤️ უმაგრესი ისტორიებით ❤️❤️ აი ვგიჟდები რა ფანტაზია, რა იუმორი :)))) დღე გამიხალისე :))❤️❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეე რამდენი ვიცინე :D

 


№5  offline ახალბედა მწერალი Alice76

Tamara Tamo
შენ რა სასწაული გოგო ხარ ❤️❤️❤️ უმაგრესი ისტორიებით ❤️❤️ აი ვგიჟდები რა ფანტაზია, რა იუმორი :)))) დღე გამიხალისე :))❤️❤️

როგორ მათამამებთ და მანებივრებთ :3 ❤️❤️

Anuki96
ვაიმეე რამდენი ვიცინე :D

ალისა ზრუნავს თქვენს განწყობაზე :3 :DD

 


№6 სტუმარი მერიენი

გადასარევი გოგო ხარ, გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ შენით. ყველა შენი ისტორია ერთმანეთს სჯობს. ეს ბოლო მგონი განსაკუთრებით სასაცილო იყო. ღმერთმანი, არაფერი ჯობს კარგი იუმორის გრძნობის მქონე ადამიანს! ბისზე გელოდები :3

 


№7  offline ახალბედა მწერალი Alice76

მერიენი
გადასარევი გოგო ხარ, გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ შენით. ყველა შენი ისტორია ერთმანეთს სჯობს. ეს ბოლო მგონი განსაკუთრებით სასაცილო იყო. ღმერთმანი, არაფერი ჯობს კარგი იუმორის გრძნობის მქონე ადამიანს! ბისზე გელოდები :3

უზომოდ გამახარე ❤️❤️ ძალიან კარგი გრძნობაა,დიდ ენერგიას მაძლევს ასეთი შეფასება❤️❤️

 


№8  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სასწაული ხარ, უნიჭიერესი. როგორი ბედნიერი და ლაღი ვკითხულობდი ამ ისტორიას:დდ ყველა ერთმანეთზე უკეთესია. თავისუფლად შეგიძლია ადამიანი გააბედნიერო. შენ ჩვენი ბედნიერება ხარ❤

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

Chikochiko
სასწაული ხარ, უნიჭიერესი. როგორი ბედნიერი და ლაღი ვკითხულობდი ამ ისტორიას:დდ ყველა ერთმანეთზე უკეთესია. თავისუფლად შეგიძლია ადამიანი გააბედნიერო. შენ ჩვენი ბედნიერება ხარ❤

თქვენ-ჩემი❤️❤️ წერის დროს ცალკე სიამოვნებას ვიღებ,შემდეგ თქვენი შეფასებებით ცალკეს❤️ დიდი მადლობა ❤️

 


№10  offline წევრი NA NO

ვაიმე ამოვწყდი იმდენი ვიცინე :D :D

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

makaterine
ვაიმე ამოვწყდი იმდენი ვიცინე :D :D

სასიამოვნოა თქვენი ამოწყვეტა:3

 


№12  offline წევრი შამხათი

აუ კარგი იყო ძალიან და გაგრძელება მინდა..

 


№13  offline წევრი mariam m.k

Mmm "jadoqaro mweralo" tkbili iyo. Veli shens axal istorias tanac male ;)

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

შამხათი
აუ კარგი იყო ძალიან და გაგრძელება მინდა..

❤️❤️ კუპიდონს კიდევ ბევრი გეგმები ჰქონდა:3

mariam m.k
Mmm "jadoqaro mweralo" tkbili iyo. Veli shens axal istorias tanac male ;)

ნეტავ დრო მქონდეს:(( სიამოვნებით ვიჯადოქრებდი ბევრს❤️

 


№15 სტუმარი makukuna

აუუ, რა გემრიელი იყოო...ძალიან, ძალიან მაგრად წერ relaxed relaxed

რამდენი ვიცინეე, შენ გაგახარებს ღმერთი, რაც ამაღამ მე მახალისე smile smile

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

makukuna
აუუ, რა გემრიელი იყოო...ძალიან, ძალიან მაგრად წერ relaxed relaxed

რამდენი ვიცინეე, შენ გაგახარებს ღმერთი, რაც ამაღამ მე მახალისე smile smile

ღმერთო,დამლოცეს და გაიგე :დდ
მადლობა,პრინციპში,გავიხარე უკვე:დ❤️❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიკო

აიი ნამდვილად არვიცი რავთქვა ციტა შემეშინდაა ცოტა ვიცინე რავი კაი იყო

 


№18  offline წევრი Taattu

ძალიან კარგი იყო heart_eyes
თბილი ისტორია heart_eyes heart_eyes

 


№19  offline წევრი Maia G.

სულ სიცილ-კისკისით ჩავიკითხე :)) შენ გაიხარე,კარგად ვიხალისე????????❤

 


№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი მარიკო
აიი ნამდვილად არვიცი რავთქვა ციტა შემეშინდაა ცოტა ვიცინე რავი კაი იყო

ჰუჰუ მადლობა❤️❤️

Taattu
ძალიან კარგი იყო heart_eyes
თბილი ისტორია heart_eyes heart_eyes

<33 მიხარია,რომ მოგეწონა❤️

ცუცუნა
სულ სიცილ-კისკისით ჩავიკითხე :)) შენ გაიხარე,კარგად ვიხალისე????????❤

ეგ იყო ჩემი მიზანიც,ძალიან მიხარია❤️❤️❤️

dakarguli
გავიგუდე სიცილით ლამის.... ძააალიან ვიხალისე , შენ გაიხრე ❤❤❤

ძალიან,ძალიან მიხარია❤️❤️❤️

 


№21  offline წევრი LaLiDze

ღამე წავიკითხე და თავიდან ცოტა შევშინდი laughing
ძალიან კარგი იყო heart_eyes

 


№22  offline ახალბედა მწერალი Alice76

LaLiDze
ღამე წავიკითხე და თავიდან ცოტა შევშინდი laughing
ძალიან კარგი იყო heart_eyes

ჰუჰუუ მიხარია,თუ შეგაშინე laughing და უფრო მიხარია,რომ მოგეწონა ❤️❤️❤️

 


№23  offline წევრი Gimilis gogo

ძალიან კარგი იყო მომეწონა <3 ძალიან საყვარლები არიან დანტე და ლიზა <3 წარმატებები

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

Gimilis gogo
ძალიან კარგი იყო მომეწონა <3 ძალიან საყვარლები არიან დანტე და ლიზა <3 წარმატებები

დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№25 სტუმარი makukuna

სურათზე, ალენ დელონი და რომი შნაიდერია, ხო? ძალიან მაგარი სურათია heart_eyes

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

makukuna
სურათზე, ალენ დელონი და რომი შნაიდერია, ხო? ძალიან მაგარი სურათია heart_eyes

კიი heart_eyes ❤️❤️

 


№27  offline წევრი Barbare ❤

dzeedzaa ra sagvarlobaiyoo (bolos :d)... gansakutrebis gormucela kupidoni momewonaa:D am sulebis ambavma shemashinasavit mAgram ashkarad kargad iyo naweri iumorit da aramgonia koshmarebi damesizmros.. magrad wer<3 warmatebebi <3

 


№28 სტუმარი ლიზიკო

უმაგრესიააააააააა

 


№29  offline ახალბედა მწერალი Alice76

Barbare ❤
dzeedzaa ra sagvarlobaiyoo (bolos :d)... gansakutrebis gormucela kupidoni momewonaa:D am sulebis ambavma shemashinasavit mAgram ashkarad kargad iyo naweri iumorit da aramgonia koshmarebi damesizmros.. magrad wer<3 warmatebebi <3

ცოტა შეშინება კარგია მაგრამ კოშმარები არა laughing დიდი მადლობა ,ძალიან მიხარია :hearteyes: ❤️

უცნაური მე
გავგიჟდი და გადავირიე :დდ
აუ რა კარგად ვიცინე ამ ძილის წინ შენ გაიხარე რაა :დდ
ცოტა კი შემეშინადა :დ მეთქი ახლა გადავდებ და დილით წავიკითხავთქო მაგრამ მაიბც გავბედე :დდ
ასეთი სიტკბოებით გაგვანებივრე ხოლმე ხშირად რაა აი ვგიჟდები ისე მომწონხარ. უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ ❤️❤️

მე შენზე ვგიჟდები❤️❤️ სულ ასე მაქებ და მანებივრებ❤️❤️ დიდი მადლობა ამისთვის და ვეცდები მხიარულობა არ მოგაკლოთ❤️❤️

ლიზიკო
უმაგრესიააააააააა

❤️❤️❤️❤️

 


№30 სტუმარი Maybilline

ვაიმე ალისაა!!!! გავგიჟდი რაააა!! ძააან მაგარი იყოო <3 იმდენი ვიცინე სული ამომძვრა ;დდდდ ძაან ბევრი რამის დაწერა მინდა, ქება და ქება შენი მაგრამ ვაირომ მეჩქარება ;დ მოკლედ მეცმყავს სამეგობროში წიწვი და ამიერიდან წიწვს დაგიძახებ მეთქი ვუთხარი:დ
ძაან მაგარი იყო რა სხვა რა გითხრა <3 ძააან მაგარი მაგრებს შორის<3
ბოლოს მაინც შენებურად წაუფანტასტიკე;დ იმდენად შემეშინა (ამაშიც მაგარი ხარ) (ღამის 12 საათზე ვკითხულობდი) ფანარი ავანთე ტელეფონის რამდენჯერმე:დდდდდდდ
მაბედნიერებ მე შეეეენ :** ♡♡♡♡♡♡♡
დამპირდი კიდევ ერთხელ რომ თავიდან ბოლომდე დედამიწურ ისტორიას დაწერ ერთხელაც, ხახვი და ლუდურს:დ
#მეტიხახვიდალუდი
ლავ უ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent