შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტირანის მახეში #12

3-10-2018, 20:03
ავტორი Queenofmoon
ნანახია 6 606

მაგიდაზე პატარა კოლოფს ძლიერი ბიძგით ვარტყავ,რომელიც ოდნავ იბზარება და თავისით იხსნება..
ყუთიდან კი,მეხსიერების ბარათი ვარდება.
ოჰო..აი ეს მესმის..ამას ჰქვია პირდაპირ ხელში ჩაიგდო ის,რასაც წლებია ეძებ..თუ რა თქმა უნდა მოლოდინი გამიმართლდა.. რა შეიძლება იყოს ამ ბარათში?! მაგრამ იმდენად ძველია..მხოლოდ ჩემს სამსახურში არსებული ლეპტოპის საშუალებით თუ შევძლებ ამის გარკვევას.
წესის მიხვედვით,ბარათს პოლიეთილენის პაკეტში ვდებ და ჩანთაში ვათავსებ საგულდაგულოდ,უჯრებს ვწევ და პატარა ალბომებს ვაწყდები.
ხელით ფრთხილად ვიღებ,მტვრით გადაფარულს სულს ვუბერავ და თითის ბალიშებით ვცდილობ გადავწმინდო,პირველი გვერდისკენ ვფურცლავ და ჩემს წინ ზუსტად ის ქალღმერთი ჩნდება,რომელსაც სიზმარში ვხედავ,რომელსაც ბავშვობაში შორიდან ვხედავდი ხოლმე..ჩემს სუპერ-გმირს,ჩემს ინსპირაციას,ჩემს გამომძიებელს,სილამაზის ეტალონს..
ბარბარე,პოლიციის მანქანასთან მდგომი,რომელსაც ერთ-ერთი ფორმიანის კეპი აფარია და ფართოდ იღიმის,თითქოს სუპერმოდელი ყოფილიყოს,უნაკლო სხეული არც ამ ოდნავ გაცრეცილ ფურცელზე გამოაკლდება მხედველობას,ერთი ხელი მამაკაცის ტორზე აქვს შემოხვეული,რომელიც მას უყურებს და იღიმის..ღმერთო ჩემო,ეს რა ჯანდაბაა..ლუკა გახარია! ხედავ,რა ახალგაზრდა და ლამაზი ყოფილაა?! მისი შემხედვარე არც მეტი არც ნაკლები ალენ დელონი მახსენდება და მეცინება,ზუსტად მისნაირი თმით,სახის მოყვანილობით,აბსოლუტურად ყველაფრით!აი ეს მესმის..
ფურცელს ვშლი და მეორე გვერდისკენ ვაპარებ თვალებს,ჯანდაბა..ეს მე ნამვილად არ უნდა მენახა..მეღიმება,თუმცა ის იმდენად ლამაზია,თვალს ნამდვილად ვერ მოაშორებ..წითელ,მოკლე პენუარაში გამოწყობილი დგას სარკის წინ ფოტო-აპარატით,გრძელი ფეხები ერთმანეთზე აქვს ლამაზად შემოდებული და მის უკან,საწოლზე მჯდომი იოანე იღიმის ხელის აწევით..
ღიმილს სახიდან ვერც მე ვიშორებ..
გრძელი თმა თითქმის წელამდე აქვს ჩამოშვებული,თხელი აპრეხილი ცხვირი და დიდი,ბრიალა მრავლისმეტყველი თვალები,ფრანგული,სავსე და გამოკვეთილი ტუჩები,სხეულზე იდეალური ფორმები,გამოვტყდები და გული მწყდება,მისი სილამაზეც სათანადოდ ვერ დაფასდა,როგორ არ მესმის იოანესი,ასეთი ქალი როგორ შეიძლება ვერ შეიყვარო და მასთან მხოლოდ სექსით დაკავდე? მე ალბათ სამუდამოდ დამიბნელდებოდა თვალები,ძალიან რომ მდომოდა,სამოთხის ანგელოზებიც კი ვერ გამაკვირვებდნენ მათი მშვენიერებით,ვერც თავად სილამაზის ქალღმერთი - აფროდიტე,არც მეტი,არც ნაკლები.
ალბომის ბოლო გვერდზე,მძინარე იოანეს სურათს ვაწყდები,ზეწარი წელამდე აფარია,ცალი ხელი ბალიშის ქვეშ აქვს ამოდებული,ცალი კი საწოლიდან ჩაშვებული..სურათის კუთხეში,პატარა წარწერას ვაწყდები,ეს ბარბარეს ხელწერაა.. "მიყვარხარ,იო"
თვალიდან სრულიად გაუცნობიერებლად მგორდება ცრემლები და ალბომის პრიალა გარეკანი სველდება,ნუთუ ეს აქვს იოანეს ნანახი? იქნებ,ვერ მოასწრო? ან ნანახი აქვს და ამის გახსენება არ უნდა? ალბომს კვლავ უჯრაში ვაბრუნებ,კომოდზე არსებული სუნამო,სასუნთქ ორგანოსთან ახლოს მიმაქვს და თავს ძალას ვატან,შევისუნთქო.. ახლა კი,სრუილად დარწმუნებული ვარ,რომ ვგრძნობ ბარბარე ანდრიაძეს სულს.. მის სიახლოვეს,პარფიუმს,რომელსაც ვანილის სურნელი ასდის და იმდენად ტკბილი და გემრიელია,რამდენადაც ის იყო ყველასთვის სასურველი,მიუწვდომელი ხილი,ადამი და ევას ბაღიდან მოწყვეტილი..
კიბეებზე ნაბიჯების ხმა მესმის,ახლა გული ერთი-ორად მიცემს და კარს დემეტრე აღებს,მკერდზე ხელ მიდებული ღრმად ვსუნთქავ,მას კი,როგორც ყოველთვის სიცილი უტყდება.
- რა იყო,გეგონა მოჩვენებამ მოგაკითხა?!
- იუმორი შენი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის..
- კაი ეს რა მითხარი ტოო?! ჰო,კაი..სერიოზილად,მე ქვევით ვერაფერი ვნახე საინტერესო..შენ?
- ჰო,არის რაღაც რაღაცები...
- კარგი,წამოდი..სამსახურში გაგიყვან.

მთელი გზაა ვფიქრობ,რა შეიძლება იყოს მეხსიერების ბარათში..წარმოდგენა იმაზე,რომ პასუხი მე,უკვე ხელში მიჭირავს,სხეულში ერთიანად მცრის,სასიამოვნოდ მივლის ჟრუანტელი და პულსი მიჩქარდება,ასე,მხოლოდ გამოცდების პერიოდში ვნერვიულობდი და მაშინ,როცა გამომძიებელი გავხდი!
დემეტრეს ვემშვიდობები,მანქანიდან გადავდივარ და განყოფილებისაკენ ვიღებ გეზს.
მაჯაზე ვიყურები და როგორც წესი,ამ დროს უფროსიც წასულია და ნახევარზე მეტი თანამშრომელი.
პატარა ოთახში შევდივარ,სადაც საგამოძიებო სისტემის მასალები,კომპიუტერები და ყველაფერია,რაც ამ წუთას მესაჭიროება.
ერთ-ერთ კომპიუტერის მაგიდასთან ცარიელ ადგილს ვნახულობ და ქურდივით მივიპარები,ჩანთიდან მეხსიერების ბარათს ვიღებ და ვცდილობ ის ვინდოუსთან დავაკავშირო.
- მიდი..მიდი.. ჩაირთე..
ღილაკს "OK" ვაჭერ,ფაილები იხსნება,ეკრანზე გადამაქვს რამოდენიმე ვიდეო მასალა,ჯანდაბა..ვიდეო?!
სადღაც სამი,ან ოთხი ვიდეოა,ბარათს პროცესორიდან ვაძრობ,ყურსასმენებს ფრთხილად ვიკეთებ და ვიდეოს ფაილს რამოდენიმეჯერ ვაჭერ.. ეკრანზე კვლავ ჩნდება გაურკვეველი ციფრები,შემდეგ "მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმება" ფეხები ერთიანად მიკანკალებს,ბაგეები მეპობა და ხშირად ვსუნთქავ,ორივე ხელს მუჭში ვიქცევ და ვცდილობ ძარღვებში გაყინული სისხლი ავამუშაო..
ვიდეო ჩანაწერი ჩაირთო..
ეკრანს,ბარბარეს დიდი საძინებელი მოიცავს,ის კამერას ასწორებს მაგიდაზე და მის წინ ჯდება..
- იმედია,ამჯერად მაინც ჩაიწერს..იოანე,იცი რომ ეს ვიდეო კამერა აღარ ვარგა?! მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მიყვარს,ეს პირველად მაჩუქე და მას მერე სულ თან მაქვს..
შენს თავს მახსენებს და იმიტომ..იცინის..კოსად შეკრულ თმას იშლის და მხრებზე იყრის მომხიბვლელად.. - შენ კი,თუ ამას ვიდეოს ნახულობ,ესე იგი მე აღარ ვარ..მოდი,საქმეზე გადავალ და დანარჩენს მერე გეტყვი,კარგი ძვირფასო?.. მიუხედავად იმისა,რომ საშინლად ჯიუტი ხარ, ჩემი სიტყვების არ გჯერა,არც ტელეფონზე მპასუხობ და ამ წუთას ისიც არ ვიცი სად ხარ..გეტყვი..იო,მას არ ენდო..გთხოვ..ნიკა მასთან შეკრულია და ამას როგორც გამომძიებელი,ზუსტ ინფორმაციას ვფლობ და გეუბნები..გუშინ,რა მისამართიც ნიკოლოზმა ჩაგაბარა,მე შევისწავლე,ყველაფერი გავარკვიე და ამას იმედია მაპატიებ..ვიცი,არ გიყვარს შენს საქმეში რომ ვერევი,მაგრამ საყვარელო..ორი გვამი იპოვეს,არცერთს არ ჰქონდა იარა,არანაირი კვალი,არანაირი თითის ანაბეჭდი,იცი რატომ?გახარიამ მოაგვარა ეს საქმე..ექსპერტიზამ ივარაუდა,რომ ისინი გულის შეტევით გარდაიცვალნენ..ეს ასე არ არის,ის მკველელია იოანე..ეს ლუკას ხელწერაა,ყველას ისე კლავს,რომ ბოლოს მხოლოდ გულის შეტევას ვარაუდობენ,ამაში შენი ძმა,ნიკა ეხმარება..
არ მაძლევ საშუალებას,დრო მომცე და ამაში დაგარწმუნო,დავამტკიცო რომ ის არის..ჯიპიესი მის მანქანას დავუყენე,სახლში კი მოსასმენი აპარატი,ყველაფერი,გესმის?! უბრალოდ..ეს ყველაფერი დროულად უნდა გაიგო,თორემ მერე,ძალიან გვიანი იქნება..მერე დამტკიცება გაგიჭირდება...
ხომ იცი,მე შენთვის კარგი მინდა,იმიტომ რომ შენ მანდ ნებისმიერზე მაღლა დგახარ,შენ არ ხარ მკვლელი და არ მინდა რომ იყო..არ მინდა მანდ გაატარო შენი მნიშვნელოვანი წლები..იღიმის..თვალებში სიყვარული უნთია,მიუხედავად იმისა,რომ საყვარელი მამაკაცის მაგივრად,კამერის ობიექტივს უყურებს.. - იმის თქმა მინდა,რომ გახარია აუცილებლად მოგაჩვენებს თავს,რომ შენი ერთგულია..დამიჯერე იოანე,ის ნიკაზე ცივსისხლიანია..ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ,რომ...კარგი არ მინდა ეს ვთქვა,მთელი გულით მინდა,საბოლოოდ არ გემშვიდობებოდე,რადგან პატარა იმედის ნაპერწკალს მაინც ვიტოვებ.. დღეს,დღეს მეც შენთან ერთად წამოვალ და შენი თვალით ნახავ გახარიას და შენს ძმას..გპირდები,არაფერი დაგიშავდება..მე ამაში დარწმუნებული ვარ.. სამართალი იზეიმებს,გპირდები საყვარელო..კანონს,კანონდამცველი არღვევს და ამაზე შენ უნდა აგებინო პასუხი,ჩემი ხათრით..ჩემი სახელით,კარგი? ოღონდ არ მოკლა,დაამტკიცე რომ მკვლელია და ჩემი სახელით გაუშვი ციხეში,რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე იჯდება იქ,გთხოვ,არ მოკლა და შემისრულე ეს თხოვნა..
მე შენ ძალიან მიყვარხარ..ძალიან მიყვარხარ იოანე..შეიძლება მაფიოზად დარჩე,მაგრამ გთხოვ..იცხოვრე,შეიყვარე..შეიგრძენი სამყარო,იყავი მისი ნაწილი..სამწუხაროდ,ვერ შევძელი შენი გულის მოგება,ისე,როგორც მინდოდა..იმედია სხვა ქალი შეძლებს ამას,თუმცა ამის ყურებას მე არ ვაპირებ,ისედაც ვერ გადავიტან..ხომ იცი რომ არანორმალურად ვეჭვიანობ?!იმდენად ეგოისტურად მიყვარხარ,რომ პირველს ამ ქვეყნიდან შენ არ გაგიშვებ..იცი,ჩემს ოცნებებში,მე და შენ,პატარა გოგო-ბიჭები გვყავს,იცი რა საყვარლები არიან?შენ ჩემი ქმარი გქვია,ჩემს პატარებს კი მამიკოთი მოიხსენიებ..ღამე მეხუტები,მეუბნები რომ ძალიან გიყვარვარ და შენს მკლავებში ვიძინებ მშვიდად..სამომავლოდ გეგმებს ვაწყობთ,შენ მეუბნები რომ რომელიმე კუნძულზე დავისვენებთ ზაფხულში,ზამთარში ახალ წელს კი შვეიცარიაში შევხვდებით..სამწუხაროდ,ჩემი წარმოსახვა უფრო ლამაზია ვიდრე ჩემი ცხოვრება..არ შემიძლია შენს გარეშე და არც შენთან ერთად შემიძლია..ნეტავ იცოდე,ამ წამს როგორ მინდა შენს მწვანე ხასხასა თვალებს ვუყურებდე,გეხებოდე და გკოცნიდე იმდენჯერ,რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე..
მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ,არასდროს დამივიწყო რაც არ უნდა მოხდეს კარგი? აი კიდევ,როგორი ეგოისტი ვარ,ხედავ? იცინის..
მიყვარხარ..სიგიჟის ზღვარს გადავცდი უკვე,ისე მიყვარხარ..ისე არ მყოფნი,ჩემი სული კანში ვერ ეტევა,გესმის? ჩემო სიცოცხლევ..
კამერას ხელით ეხება და თვალებიდან ცრემლები მოსდის..
- სამუდამოდ,
მხოლოდ შენი ბარბი..

ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ..ჯანდაბა..ბარბარეს ტკივილი,ბარბარეს გამომშვიდობება,ლუკა..ლუკა გახარია..მკვლელობები..აქამდე ამოუცნობი..მან..მან მოკლა ბარბარე?!ნუთუ ის არის იოანეს მტერი?! ჩაცხრილეს თუ ლუკა ესროდა მას?!ვერაფერი გავიგე,ეს..ჯანდაბა..ბარბარე..შენ თავი მოიკალი?! შენ თავი გაწირე..იოანეს გამო..შენ..
ყურსასმენებს სწრაფად ვიძრობ,მეხსიერების ბარათს კვლავ ჩანთაში ვაბრუნებ და კომპიუტერში გადატანილ ყველა ვიდეო მასალას ვშლი,სწრაფად ვდგები და ოთახიდან გავრბივარ მთელი სისწრაფით,რათა ჰაერი ჩავისუნთქო თორემ მგონია გონებას დავკარგავ...პულტის ღილაკს თითს ძლივს ვაჭერ,ინფინიტიში ვთავსდები და საჭეზე თავს ვდებ.
ცრემლები თავისით ჩქეფავს,ამ წუთას მე ის გამოსამშვიდობებელი ვიდეო ვნახე,რომელიც იოანეს ათი წლის წინ უნდა ენახა..პედალს ფეხს ვაჭერ,უკუსვლით გამოვდივარ გაჩერებიდან და გეზს სახლისკენ ვიღებ.
ჯიბიდან ამოღებულ ტელეფონში ნაცნობ ნომერს ვკრეფ:
" ძალიან მნიშვნელოვანი მასალა მაქვს,როცა
მეტყვი,შევხვდეთ.. ლილიანი."
ოთახში შესვლისთანავე,ძირს ვყრი ყველაფერს და საწოლში ტანსაცმლიანად ვწვები,სასოწარკვეთილი,ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ ყველაფერს ისე,როგორც გამომძიებელს შეეფერება..საშინელი ტკივილი მიღძრავს გულს,მის უბედურ შემთხვევაზე,თუმცა ის დარწმუნებული არც იყო,რომ გადარჩებოდა..ბარბი,ეს რა გააკეთე..
ზეწარს ხელს ვუჭერ და ბალიშში ვეფლობი სახით..

* * *

განყოფილებასთან ახლოს,განცალკევებულ დერეფანში,სადაც მწეველები იყრიან თავს,შევდივარ და ერთ ღერ მარლბოროს ვიღებ კოლოფიდან,სანთებელას ვუკიდებ და სადამდეც ვქაჩავ,იქამდე ვუშვებ ბოლს ფილტვებში,რომელიც საშინლად მიწვავს სასუნთ გზებს და წამით ხველა მიტყდება.
- ვაა..მოწევა დაიწყეე?
მათე კედელს ეყრდნობა და კვამლს ჰაერში უშვებს.
- ჰო,რაღაც მასეთი..
- რა პონტში?
- ისე,უბრალოდ..
- ნერვიულობ რამეზე?
ვერ ვხვდები ასე რატომ მაცივდება..პასუხად მხოლოდ ვუღიმი და ტელეფნში სიახლეებს ვნახულობ,ბოლო ნაფაზს ვარტყავ და სიგარეტს რკინის საფერფლეში ვსრესავ,იოანეს ზარის მოლოდინში მთელი სხეული მიცახცახებს..ვტრიალდები და სანამ ჩემი შესვენების საათი ამოიწურება,ჰაერზე გავდივარ სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად,თუმცა ვგრძნობ,როგორ მბურღავს მათე მზერით და ეს საერთოდ არ მსიამოვნებს.
იანვრის სუსხი სისხლძარღვებს მიყინავს,სისხლს ნორმალურად მოძრაობის საშუალებას არ აძლევს,კაპილარები ვიწროვდება და მთლიანად გაყინული ხელებით,ჩემი ბაგეებიდან გამოშვებულ ცხელ ჰაერს საშუალებას ვაძლევ თავი გავითბო,პალტოს საყელოს ზევით ვქაჩავ,ისე,რომ ყელზე ჩემოვიხვიო,შენობას ვერცხლისფერი აუდი უახლოვდება და ნელნელა აჩერებს,შავ სათვალეს ოდნავ იწევს საჭესთან მჯდომი და ლურჯ თვალებს მისწორებს,საქარე მინას ბოლომდე სწევს და მანქანიდან გადმოდის..
ღმერთო,რა ლამაზია..რა სექსუალური..ნაცრისფერი კოფთა ჩასხმულ,ნავარჯიებ მხრებზე აქვს შემომჯდარი და შავ შარვალში ჩატანებული,რომელიც ლამაზ საჯდომზე აზის ისე,რომ ქალსაც შეშურდება..ხელზე გადახვეული მანტო და ლეპტოპის ჩანთა აქვს მომარჯვებული.. სიამოვნებით წამოგარტყავდი მაგ ტრა*ზე,ბატონო ალექს..ინსტიქტურად ტუჩებს ენით ვისველებ და კბილებში ვიქცევ,მისი დანახვისას ჩემო ჰორმონები აქეთ იქით ხტიან და სანამ დროა,ჯობია გავეცალო აქაურობას..
ჩემკენ არც იხედება,ისე ეპარება ღიმილი ტუჩის კუთხეებში,ალბათ ხვდება,რომ ჩემს გონებაში სიბილწის ზეიმია,ყველა პოზაში წარმოვიდგენ და ეს სახეზე ეტყობა,კმაყოფილებით სავსეს.
ნაბიჯს დგამს და შენობაში შესვლას ვასწრებ.

- ლილიან...ჰეი..
სახეზე ნატიფი,თხელი თითები მეხება,საოცარი შეგრძნებებით რაღაც ძალა მიტანს და თვალევს ვახელ,თითქოს სამოთხეში ვიყო და მთავარი ანგელოზი მედგას თავზე,გზის გასაკვლევად.
- ლილიან..
არც მისი სიმფონიური ხმა არ აყოვნებს და ღიმილი მეფინება.
- ღმერთო,ბარბი..დაბრუნდი? აქამდე რატომ არ მოხვედი?იცი როგორ გელოდებოდი?
- მინდოდა ჯერ დამშვიდებულიყავი... ჯანდაბა,გაგიჟდი? რა გატირებს?
- ეს რატომ გააკეთე,თავი რატომ გაწირეე?
- ერთხელ,შენც შეიყვარებ ისე,რომ მისი სიცოცხლე შენსაზე მნიშვნელოვანი გახდება და მხოლოდ მაშინ გამიგებ,ლილიან..
- ასე არ შეიძლება..არ არის ეს სამართლიანი გადაწყვეტილება..არ არის,გესმის?
- ხომ შემპირდი,რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდი?
- მივიყვან კიდეც,უბრალოდ..მინდა რომ რეალური იყო..რეალური გესმის? შენი სიკვდილის შემდეგ ჩემი ბავშვური ოცნების კოშკები დამენგრა ბარბი..
- სამაგიეროდ,როგორი გამომძიებელი ხარ? შენს თავს შეხედე..
- შენს სახლში ვიყავი,შენს საძინებელს ვჩხრეკდი..მაპატიე..მეცინება და თვალიდან წამოგორებულ ცრემლს მაშორებს თითის ბალიშებით..
- ვიცი,იქ არ ვიყავი?
- რაა? იქ იყავი? ესე იგი არ მომჩვენებიაა?
ანუ..ბარბი..
- დრო არ მაქვს ბევრი,ლილე.. სერიოზულ საქმეზე გადავიდეთ..ეხლა უკვე იცი მკვლელის შესახებ,მაგრამ ეს ყველაფერი არ არის..მისი ხალხი შენთან ძალიან ახლოს არის,ძალიან..ის ნებისმიერი ახლობელი შეიძლება იყოს..ფრთხილად უნდა იყო!
- რაა?
- გამოიძიე ეს საქმე,იოანე დაგეხმარება..გზას გიჩვენებს,როგორც ყოველთვის..
- მოიცადე,მოიცადე ბარბი არ წახვიდე..ძალიან დავიბენი,არ წახვიდე რა.. ბარბარე..გთხოვ..
საკუთარი თვალებიდან მომდინარე ცრემლები ხელებში მიგროვდება,თითქოს ონკანთან მქონდეს მიშვერილი,წყალი უფრო მეტად იმატებს და მთელი სხეული სისველისგან მიკანკალებს,საბოლოოდ,სიზმრისგან ვფხიზლდები,სუნთქვა ძალიან მიჭირს და ოფლში ვცურავ..ყოველ ჯერზე,როცა მას ვხედავ,უფრო მეტად მიჭირს გამოფხიზლება,უფრო მეტად და მეტად ვხვდები ცუდად,ეს რა ჯანდაბაა..ყელზე ხელებმიბჯენილი სამზარეულოსკენ არეული ნაბიჯებით მივიწევ და წყალს ვსვამ,რამოდენიმე წამში სუნთქვა მირეგულირდება,სხეულიც მიდუნდება და ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს კილომეტრები გავირბინე,ძალა აღარ მაქვს შერჩენილი,ტელეფონის წკრიალი მესმის საძინებლიდან და მაშინვე გავრბივარ.
- ლილიან..
დამძიმებული ხმით მპასუხობს იოანე და გაკვირვებისგან ვკრთები. - მაპატიე,აქამდე ვერ დაგიკავშირდი..ძალიან ბევრი საქმე მქონდა.
- კარგად ხარ? რა ხდება? მშვიდობაა?
- ცოტათი დაჭრილი ვარ,ეგ არაფერია..შენ ის მითხარი,რა გაარკვიე.
- ტელეფონში ვერ გეტყვი..შევხვდეთ დღეს?
- რა თქმა უნდა,ისევ იქ,სადაც ვხვდებით.
- გასაგებია.

* * *

ალექსანდრე კანდელაკი,ცნობილი პროკურორის დემნა კანდელაკის და მისი მეუღლის,ადვოკატი ირინა აქუბარდიას ერთდაერთი შვილი,რომლებიც წლების წინ უბდურ შემთხვევას ემსხვერპლნენ..მანქანა ხევში გადავარდა და მშობლები ადგილზევე გარდაიცვალნენ,პატარა ალექსანდრეს კი,ექიმები ღვთის რჩეულს უწოდებდნენ,მიუხედავად მრავალი მოტეხილობის და დაბეჟლობისა,მაინც სასწაული იყო,მისი გადარჩენა.
მის აღზრდაში,დიდი წვლილი მიუძღვოდა დემნას ძმას,რომელიც საშინლად მკაცრი,თუმცა ძალიან ჭკვიანი და გავლენიანი პიროვნება გახლდათ,მისი დიდების შესახებ ლეგენდები დადიოდა და არ არსებობდა ამ ქვეყნად ადამიანი,რომელმაც მის შესახებ არ იცოდა.
ალექსანდრეს მან მიაღებინა განათლება,საშუალება მისცა,თავად აერჩია პროფესია,ორმოცდაათი წლის ასაკში,სრულიად მოულოდნელად,გულის შეტევით გარდაიცვალა.
სახლის კარი ფეხის კვრით შეაღო,წითური ქალის მკერდი მუჭში მოექცია და მასაც სიამოვნებისგან ხმამაღალი კვნესა წყდებოდა სავსე ბაგეეგიდან,რომელიც ათრთოლებული თითებით,ძლივს იხდიდა ტანისსამოსს.
ეშმაკურად ახედა მოციმციმე,მწვანე თვალებით მამაკაცს,მუხლებზე დადგა და მის ერეგირებულ ა*ოს დააცხრა ტუჩებით,რომელიც სიამოვნებისგან გმინავდა..
- ამის დედაც..
ამოიოხრა ალექსანდრემ და ქალის წითურ თმას ჩაავლო ხელი,რომელსაც მისკენ უფრო მეტად ქაჩავდა..თმის ფერს აკვირდებოდა,რომელიც არ ყოფილიყო ბუნებრივად ცეცხლისფერი,არც ქალის მწვანე თვალები იყო ის,რომლისთვისაც მას სურდა ჩაეხედა,არც მზერა,არც ნაკვთები..მხოლოდ ორგა*მის მიღებისას დაებინდა გონება და სრულიად გაქრა მის წარმოსახვაში ლილეს სახე,აზრზე მოსულმა წითურს ხელები უხეშად მოაშორებინა,შარვლის ელვა აიწია და სახლიდან გამოვარდა გიჟივით რომლის ბაგეებს დედის გინება არ მოსწყვეტია,მანქანის კარი გამოაღო და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს,საჭესთან მჯდომი,რომელიც ტორპედოზე ხელს არტყავდა და თავის ხელში აყვანას ამაოდ ცდილობდა.

* * *

ჯანდაბაა..კიდევ ეს ვარდები! სახლიდან გამოსულს კვლავ ფეხებში მედება თაიგული და ფეხის დაბიჯებისას ჭრაჭუნი გააქვს პოლიეთილენს,ხელში ვიღებ და ცხვირთან ახლოს მიმაქვს,თუმცა ვარდების სურნელი თავბრუს ნამდვილად არ მახვევს..
კარებში გასაღებს ვარგებ,თაიგული შემაქვს და ლარნაკში ვდებ,კვლავ წერილს ვიღებ,რომელიც ცენტრშია მოქცეული და წასაკითხად უკვე ტუჩები სიცილისთვის ემზადება ჩემი რომანტიკოსი თაყვანისმცემლისგან.
ორად გადაკეცილს ფურცელს ვშლი და ხელები ერთიანად მიკანკალებს,სრულიად გაუცნობიერებლად ვკივი და გასასვლელისკენ გავრბივარ,რომ კარი ჩავკეტო..
ჯანდაბა...ეს რა ჯანდაბაა..ამის დედაც...
ფურცელს ხელში ვუბრუნებ და კიდევ ერთხელ ვკითხულობ,შიშისგან ამღვრეული თვალებით.
" გამომძიებლის წარსულის ქექვას შეეშვი,თორემ შენც მის გზას დაადგები და შუბლს იმ ტყვიებით გაგიხვრეტ,რომელიც მაგ ვარდებშია მოქცეული..თაიგული სპეციალურად შევარჩიე შენთვის ჟღალო,იგრძენი სისხლის სურნელი?"
ხელის კანკალით ვეხები ვარდებს,ხელს ვკიდებ და თვალებს ძლიერად ვხუჭავ,ვარდის ფურცლების შეხებისას თითებზე წითელი ლაქა მედება და მეორე ხელით პირზე ხელს ვიფარებ..ყვავილს მუჭში ვაქცევ,სადაც მძიმე და მყარ ნივთიერებას ვგრძნობ,ფურცლებს ვშლი,ვარდის შიგნით კი,ტყვიას ვუსწორებ მზერას.. ლარნაკს მაგიდიდან ვიღებ და კაფელზე ვახეთქებ ერთიანად,კედელს ვეკრობი და მუხლები მიკანკალებს..იქვე ვიკეცები,იატაკს ხელებით ვეყრდნობი,როცა ყოველი ვარდიდან გადმოცვენილ ტყვიებს ვუყურებ,როგორ მიგორავენ და იფანტებიან აქეთ-იქით...

____

მაპატიეთ ტკბილებო,იმედია არ მიბრაზდებით ასე რომ დავაგვიანე,მართლა არ მეცალა ძალიან დაკავებული ვიყავი..ეს თავიც პატარა გამოვიდა რადგან ვერ მოვიცალე გამეგრძელებინა,დღეს დავიწყებ ისევ გაგრძელებას და შევეცდები ხვალ ახალი თავი დავდო რადგან დღეს და ხვალ მცალია.. მოკლედ არ ვიცი რა გამოვიდა,იმედია მოგეწონებათ და ველი თქვენს შეფასებებს.

№1  offline მოდერი abezara98

О боже мой! ვინ ჯანდაბაა ეს თთაიგულების ავტორი? იცი, წეღან მათეზეც კი ვიეჭვე და ვითომ ეგაა? რაღაც არ მომეწონა როგორც აკვირდებოდა ლილეს confused ნუ, ალექსანდრეს დანახვაზე რაც დაემართა და ის ვიგინდარაც რომ მიხვდა, ლილე რასაც ფიქრობდა, კარგად კი ვიხალისე smile არა რაა, ეს ორი მართლა ერთმანეთისთვისაა შექმნილი, მაგრამ ბატონო ალექსანდრე, ზედმეტად ცელქობთ! unamused კარგი, მივხვდით, რომ ლილე გინდა და გჭირდება, მაგრამ ყოველ მეორე ქალთან დაწოლა საჭირო არაა, მერე რა თუ მას ჰგვანან sweat_smile ხოდა, აი, ლუკა თუ იქნებოდა დამნაშავე, ნამდვილად არ მოველოდი open_mouth არა, კი ვიცოდი, რომ მთლად უფრთო ანგელოზი არ იქნებოდა, მაგრამ ბარბარეს სიკვდილში დამნაშავეე? scream რასაც ჰქვია, ყბა ჩამომვარდა იატაკზე გაოცებისგან sweat_smile და ის ვარდები, იოანეს სისხლი იყო ზედ, არა? ისე უთხრა ლილეს, ცოტა დაჭრილიო, მერე კიდევ სისხლიანი ვარდები მიიღო და აბა, სხვა ვისი სისხლი უნდა ყოფილიყო? disappointed_relieved ეჰ, ასეთი ქალღმერთის მოკვლა იქნებოდა? weary მისი აღწერა რომ წავიკითხე და საერთოდ ის ალბომების სურათები, ვინატრე კაცი ვყოფილიყავი და მასეთი ქალი მე შემხვედროდა sweat_smile ხო, სად გავჩერდი? აააა, გამახსენდა, ისევ ალექსანდრე უნდა გამელანძღა smirk რა იყო, შე დალოცვილო, ჯერ 40 დღე მაინც გავიდეს, რაც ლილეს დაშორდი და მერე იპოვე სხვა ქალი unamused sweat_smile ან კიდევ, თუ ხვდები, რომ ყველგან უკვე ლილე გეჩვენება, რატომ არაფერს ცდილობ? თავად დააშავე და ახლა ქალისგან ელი პირველ ნაბიჯს? მასე არ გამოვა, ძმაო joy ხოო, რაც ლილეს შეეხებოდა, იცი, მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ყოველი ბარბარეს ნახვის შემდეგ სულ უფრო მეტად უჭირს გამოფხიზლებაც, სულ უფრო მეტად მძიმდება და ცუდად ხდება cold_sweat ამას რომ რამე დაემართოს, ხომ გამიგიჟდება ჩემი (მართალია მოღალატე, უსირცხვილო და ჯერ-ჯერობით უნამუსოც) ალექსანდრე?! pensive
ხოდა, მეტი რაღა გითხრა? ძალიან კარგად წერ და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას kissing_heart წარმატებები heart_eyes

№2  offline წევრი kora

ოღონდაც ალექსანდრეს ნუ გამოიყვან ამ ბნელით მოცულ საქმეში გარეულს :( რატომღაც მათე საეჭვოდ იქცევა და თვალში არ მომდის
--------------------
kira.G

№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

ვაიმე ნელ- ნელა მეც მეშინია უკვე

№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

მოღალატე რატომღაც მათე მგონია, და კურიერიც ეგაა ვითომ ლუკასი? ეგ უგზავნის ლილეს ყვავილებს.
ძალიან პატარა თავი იყო. თანაც ცუდი გადასვლა იყო, სადაც ალექსანდრეს მოკლე ბიოგრაფიას გვაცნობდი. საშინლად უხეშად მომხვდა თვალში

№5  offline მოდერი lemongiirl

საოცრებააა????♥️

№6  offline წევრი Other side

აი არვიცი რაა, სიტყვები არ მყოფნის, დავიცალე ემოციებით. ბარბარეს ამბავი ძალიან სევდიანია, მის წერილზე ვიტირე. ლილე ძალიან მაგარი გოგო ხარ, მჯერა რო იოანეს დაეხმარება და ყველაფერს გამოასწორებენ. ალექსანდრეს უკვე ენატრება ლილე, ჯერ სადაა? რაღაც მათეს ქცევა არ მომეწონა. ვნახოთ რა მოხდება. არაჩვეულებრივი თავი იყო
--------------------
Other side

№7 სტუმარი ნხბდბბდ

ოპააა... მათეს მოხვდებაა.... აუუუ იოანე დაეხმაროს რა ლილიანს.... მალე დადე იცოდე ძალიან დააგვიანე ეს თავი და თან ძაან პატარაა აულ არ მეყო. მალე დადეე

№8 სტუმარი სტუმარი ნათია

კაი რა მათე, შეენც?! არადა უკვე მომწონდიიიი... ოხ ალექსანდრე სად დახარჯო ჰორმონები აღარ იცი? შეიძლება ამხელა ფილარმონია კაცი ყველა კაბიანს გაეკიდო?! რითი ვერ დაღვინდი?

№9 სტუმარი nino

chemo sakvareloo dzalian dzalian magari iko rogorc koveltvis kochag♥️♥️♥️dzalian mixaria da bednieri var shens istoriebs rom vkitxulob♥️♥️mgonia rom mate gzavnis kvavilebs chvens jgaltan da mokled veli moutmenlad shemdeg tavs♥️♥️♥️

mikvarxar dzaliaan♥️

№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო რა ნამდვილად შოკი იყო.კი მეეჭვებოდა ეს თაიგულები, მაგრამ ასე მალე თუ გაამჟღავნენდა თავს არა.ეს მათეც რატომ მგონია რომ საეჭვო პიროვნებაა?თან ბარბიც რომ აფრთხილებს?რაც შეეხება ალექსანდრეს მშობლებიც და ბიძაც ლუკას ხელწერას გავს.ველოდები ახალ თავს
--------------------
ლანა

№11 სტუმარი მეუცნაურე

ძალიან მეშინია (((
ეს ვარდები არც არასდროს მომწონდა,ვგრძნობდი რაღაც ისეთი რომ იმალებოდა და ამიხდა.

№12  offline მოდერი Queenofmoon

abezara98
О боже мой! ვინ ჯანდაბაა ეს თთაიგულების ავტორი? იცი, წეღან მათეზეც კი ვიეჭვე და ვითომ ეგაა? რაღაც არ მომეწონა როგორც აკვირდებოდა ლილეს confused ნუ, ალექსანდრეს დანახვაზე რაც დაემართა და ის ვიგინდარაც რომ მიხვდა, ლილე რასაც ფიქრობდა, კარგად კი ვიხალისე smile არა რაა, ეს ორი მართლა ერთმანეთისთვისაა შექმნილი, მაგრამ ბატონო ალექსანდრე, ზედმეტად ცელქობთ! unamused კარგი, მივხვდით, რომ ლილე გინდა და გჭირდება, მაგრამ ყოველ მეორე ქალთან დაწოლა საჭირო არაა, მერე რა თუ მას ჰგვანან sweat_smile ხოდა, აი, ლუკა თუ იქნებოდა დამნაშავე, ნამდვილად არ მოველოდი open_mouth არა, კი ვიცოდი, რომ მთლად უფრთო ანგელოზი არ იქნებოდა, მაგრამ ბარბარეს სიკვდილში დამნაშავეე? scream რასაც ჰქვია, ყბა ჩამომვარდა იატაკზე გაოცებისგან sweat_smile და ის ვარდები, იოანეს სისხლი იყო ზედ, არა? ისე უთხრა ლილეს, ცოტა დაჭრილიო, მერე კიდევ სისხლიანი ვარდები მიიღო და აბა, სხვა ვისი სისხლი უნდა ყოფილიყო? disappointed_relieved ეჰ, ასეთი ქალღმერთის მოკვლა იქნებოდა? weary მისი აღწერა რომ წავიკითხე და საერთოდ ის ალბომების სურათები, ვინატრე კაცი ვყოფილიყავი და მასეთი ქალი მე შემხვედროდა sweat_smile ხო, სად გავჩერდი? აააა, გამახსენდა, ისევ ალექსანდრე უნდა გამელანძღა smirk რა იყო, შე დალოცვილო, ჯერ 40 დღე მაინც გავიდეს, რაც ლილეს დაშორდი და მერე იპოვე სხვა ქალი unamused sweat_smile ან კიდევ, თუ ხვდები, რომ ყველგან უკვე ლილე გეჩვენება, რატომ არაფერს ცდილობ? თავად დააშავე და ახლა ქალისგან ელი პირველ ნაბიჯს? მასე არ გამოვა, ძმაო joy ხოო, რაც ლილეს შეეხებოდა, იცი, მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ყოველი ბარბარეს ნახვის შემდეგ სულ უფრო მეტად უჭირს გამოფხიზლებაც, სულ უფრო მეტად მძიმდება და ცუდად ხდება cold_sweat ამას რომ რამე დაემართოს, ხომ გამიგიჟდება ჩემი (მართალია მოღალატე, უსირცხვილო და ჯერ-ჯერობით უნამუსოც) ალექსანდრე?! pensive
ხოდა, მეტი რაღა გითხრა? ძალიან კარგად წერ და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას kissing_heart წარმატებები heart_eyes

ოხ,მოკლედ შენ რომ იცი გემრიელად კომენტარის გაკეთება heart_eyes heart_eyes
heart_eyes პირველ რიგში ძალიან ძალიან მიხარია,რომ მოგეწონა და კარგი შთაბეჭდილება დაგიტოვა ამ თავმა,ხო ჩვენს მექალთანე და უნამუსო ალექსანდრეს ცოტა ეპატიება,არ იცის ქალთან მოქცევა მაშინ,როცა იმასაც ვერ ხვდება მის მიმართ რას გრძნობს,მაგრამ მაგას ლილე უჩვენებს სეირს smile kissing_heart
kora
ოღონდაც ალექსანდრეს ნუ გამოიყვან ამ ბნელით მოცულ საქმეში გარეულს :( რატომღაც მათე საეჭვოდ იქცევა და თვალში არ მომდის

მოითმინე ჩემო კარგო,ნახავ ვინც იქნება მალე heart_eyes heart_eyes kissing_heart
სტუმარი მარიკო
ვაიმე ნელ- ნელა მეც მეშინია უკვე

დამშვიდდი , ნუ გეშინია smile smiley
სტუმარი ქეთი
მოღალატე რატომღაც მათე მგონია, და კურიერიც ეგაა ვითომ ლუკასი? ეგ უგზავნის ლილეს ყვავილებს.
ძალიან პატარა თავი იყო. თანაც ცუდი გადასვლა იყო, სადაც ალექსანდრეს მოკლე ბიოგრაფიას გვაცნობდი. საშინლად უხეშად მომხვდა თვალში

კიი,გეთანხმები ქეთი მეც უხეშად მხვდება და მაგას გამოვასწორებ,მადლობა ჩემო კარგო kissing_heart kissing_heart შემდეგში კი დიდი თავი იქნება heart_eyes
Anano Magradze
საოცრებააა????♥️

უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes kissing_heart
Other side
აი არვიცი რაა, სიტყვები არ მყოფნის, დავიცალე ემოციებით. ბარბარეს ამბავი ძალიან სევდიანია, მის წერილზე ვიტირე. ლილე ძალიან მაგარი გოგო ხარ, მჯერა რო იოანეს დაეხმარება და ყველაფერს გამოასწორებენ. ალექსანდრეს უკვე ენატრება ლილე, ჯერ სადაა? რაღაც მათეს ქცევა არ მომეწონა. ვნახოთ რა მოხდება. არაჩვეულებრივი თავი იყო

ოხ როგორ მიხარიააა heart_eyes heart_eyes ძალიან დიდი მადლობააა თბილოო kissing_heart kissing_heart kissing_heart
ნხბდბბდ
ოპააა... მათეს მოხვდებაა.... აუუუ იოანე დაეხმაროს რა ლილიანს.... მალე დადე იცოდე ძალიან დააგვიანე ეს თავი და თან ძაან პატარაა აულ არ მეყო. მალე დადეე

მალე დავდებ გპირდებიიი heart_eyes heart_eyes
სტუმარი ნათია
კაი რა მათე, შეენც?! არადა უკვე მომწონდიიიი... ოხ ალექსანდრე სად დახარჯო ჰორმონები აღარ იცი? შეიძლება ამხელა ფილარმონია კაცი ყველა კაბიანს გაეკიდო?! რითი ვერ დაღვინდი?

რა ქნას ალექსმაც,მოენატრა ლილე და არ შესდის იმ გასიებულ თავში,იქნებ მიხვდეს როგორმე smile heart_eyes
nino
chemo sakvareloo dzalian dzalian magari iko rogorc koveltvis kochag♥️♥️♥️dzalian mixaria da bednieri var shens istoriebs rom vkitxulob♥️♥️mgonia rom mate gzavnis kvavilebs chvens jgaltan da mokled veli moutmenlad shemdeg tavs♥️♥️♥️

mikvarxar dzaliaan♥️

მეც როგორ მიყვარხარ იციიი? heart_eyes heart_eyes ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო გოგოოოვ kissing_heart kissing_heart
La-Na
ოჰო რა ნამდვილად შოკი იყო.კი მეეჭვებოდა ეს თაიგულები, მაგრამ ასე მალე თუ გაამჟღავნენდა თავს არა.ეს მათეც რატომ მგონია რომ საეჭვო პიროვნებაა?თან ბარბიც რომ აფრთხილებს?რაც შეეხება ალექსანდრეს მშობლებიც და ბიძაც ლუკას ხელწერას გავს.ველოდები ახალ თავს

მადლობა ჩემო კარგო,მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes მალე იქნება ახალიც და ასე არ დავაგვიანებ kissing_heart kissing_heart

მეუცნაურე
ძალიან მეშინია (((
ეს ვარდები არც არასდროს მომწონდა,ვგრძნობდი რაღაც ისეთი რომ იმალებოდა და ამიხდა.

მოკლედ,აგიხდა ხოო? blush ნუ გეშინია,ლილე მაგარი გოგოა ხომ იცი kissing_heart

№13  offline აქტიური მკითხველი grafo

მდაა...ლუკაო ბარბარემ და ყველა მათეზე რატომ საუბრობს?! :D :D :D
რა თქმა უნდა მარტო ვერ იმოქმედებს, მაგრამ მაინც. მთავარი დამნაშავის სახელს აშკარად ფარდა ახადე, თუ მე წავიკითხე რამე არასწორედ?!
შეგირცვა ცხვირი ასეთი დაგვიანების გამო და მერე ამ მოცუცქნული თავის გამო!
აუუ, ეს ავტორები რატომ იმტვრევთ თავს და ენას ამ გაუგებარ დროში წერის გამო?!

№14 სტუმარი სტუმარი Mziko

Oooox magirse Axali tavi mtvaris dedofaloooo???shoki piki panika iyo........veli axals da ar malodinoooo:(((( superi xar

№15  offline მოდერი Queenofmoon

grafo
მდაა...ლუკაო ბარბარემ და ყველა მათეზე რატომ საუბრობს?! :D :D :D
რა თქმა უნდა მარტო ვერ იმოქმედებს, მაგრამ მაინც. მთავარი დამნაშავის სახელს აშკარად ფარდა ახადე, თუ მე წავიკითხე რამე არასწორედ?!
შეგირცვა ცხვირი ასეთი დაგვიანების გამო და მერე ამ მოცუცქნული თავის გამო!
აუუ, ეს ავტორები რატომ იმტვრევთ თავს და ენას ამ გაუგებარ დროში წერის გამო?!

არ ვიციი,მგონი იცოდა ჩემმა მკითხველმა ლუკაზე ყველაფერი და არავის გაუკვირდაა,არაა??? laughing laughing ვიცი ვიცი,საშინლად დავაგვიანე და ბოდიშიი,მეტს აღარ ვიზავ ამ დღეებში:D ჰო გრაფო,ვიცი რომ არ მოგწონს ამ დროში წერა მაგრამ რა ვუყოო,პირველი თავიდან ასე დავიწყე და მერე ვეღარ შევცვილიდი,ხომ იციი:(

სტუმარი Mziko
Oooox magirse Axali tavi mtvaris dedofaloooo???shoki piki panika iyo........veli axals da ar malodinoooo:(((( superi xar

ნამუსზე ამაგდეთ ყველამ ხოოო,მაპატიეეთ რაგაგავაკეთო მეტიიი laughing laughing
მადლობა მზიკუნააა,შენ ხარ სუპერ გოგო! kissing_heart kissing_heart

№16 სტუმარი სტუმარი mariamo

rodistvis ikneba shemdegi tavi?

№17 სტუმარი eli

ლუკა ვინ არის?

№18 სტუმარი სტუმარი Mziko

eli
ლუკა ვინ არის?

Shinagan saqmeta saministros ministris moadgiled ROM danishna ioanem Luka,demetrec ROM icnobs da magastan iyo ramodenimejer

№19 სტუმარი მკითხველი

აუ როგორ დაიძაბა სიტუაცია.
რომ იცოდე როგორ შემეშინდა მეგონა მეც მოვკიდე ხელი იმ ვარდებს....
აი ისეთი ხარ, რომ ლილე მეგონა თავი და მე ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც ვკითხულობდი.
ძალიან კარგი ხარ!
უკვე გითხარი?
კიდევ გიმეორებ!
საუკეთესო ხარ!

№20  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი mariamo
rodistvis ikneba shemdegi tavi?

შემდეგი თავი სავარაუდოდ ხვალ გვიან <3
სტუმარი Mziko
eli
ლუკა ვინ არის?

Shinagan saqmeta saministros ministris moadgiled ROM danishna ioanem Luka,demetrec ROM icnobs da magastan iyo ramodenimejer

აი ჩემმა მზიკომ უკვე აგიხსნა ჩემო კარგო ვინ არის ლუკა... <3
მკითხველი
აუ როგორ დაიძაბა სიტუაცია.
რომ იცოდე როგორ შემეშინდა მეგონა მეც მოვკიდე ხელი იმ ვარდებს....
აი ისეთი ხარ, რომ ლილე მეგონა თავი და მე ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც ვკითხულობდი.
ძალიან კარგი ხარ!
უკვე გითხარი?
კიდევ გიმეორებ!
საუკეთესო ხარ!

ოხ,რა კარგი ხარ..არა უკარგესი,უტკბილესი,უსაყვარლესი...აი მე რომ ვამბობ შოკოლადი თქო,ის ხარ!
ჰომ,მადლობა შენ...დიდი,დიდი! ყველანი ჩემი სტიმული ხართ,ძალიან ძალიან მიყვარხართ..მიხარიხართ და მაბედნიერებთ....

№21  offline წევრი Anikaa

აუ როგორ მაინტერესებს ავტორი რეალურად როგორ გამოიყურება..
არ გაგვეტსნობიიი?:დდდ სორი,ძალიან ცნობისმოყვარე ვარ smiling_imp

№22  offline წევრი mariam m.k

Vala magari tavi iyo ver shegedavebi ...?!?!

№23  offline წევრი nini :)

ყველაზე მეტად არ მინდა რომ ალექსანდრე იყოს ამ საქმეში გარეულიიი.......

ყვავილებზე რათომ მგონია რომ იოანეს სისხლია?
ან თაიგულის ავტორი მათე არის? თან ისე ეკითხებოდა რაღაცებს ლილეს....
ეჭვი მაქვს როცა ლილემ როდესაც ვიდეო ჩართო იქ მათეც იყო და დაინახა ყველაფერიიი.....
უკვე ეჭვი გამიჩნდა რომ იოანეს მიერ გაჩალიჩებულ ადგილზე დემეტრეს დანიშვნას გახარია საკმაოდ ცუდად გამოიყენებს და დემეტრეს რამეს დამართებს და არ მინდა ასე მოხდეს.....

ძალიან კარგი იყო.... ველოდები შემდეგ თავში როგორ განვითარდება მოვლენები

№24  offline მოდერი Queenofmoon

Anikaa
აუ როგორ მაინტერესებს ავტორი რეალურად როგორ გამოიყურება..
არ გაგვეტსნობიიი?:დდდ სორი,ძალიან ცნობისმოყვარე ვარ smiling_imp

რა საყვარელი ხაარ:დდდდდდ <3
mariam m.k
Vala magari tavi iyo ver shegedavebi ...?!?!

უღრმესი მადლობა <3
უცნაური მე
არაუშავს დაგვიანებას გაპატიებთ ❤️
სწორად ვივარაუდე მათეა ის "თაყვანისმცემელი" ლუკა გახარიაზე კი რა გითხრა.. გული დამწყდა ნამდვილად.. ფოტოზეც რომ ერთად იყვნენ ბარბარე და ლუკა ვიფიქრე შეუხლება უყვარდა ბარბარე და იოს ამიტომ ემტერება.. ვნახოთ ვნახოით..
ალექსანდრე და ლილე მაკლიაა ცეცხლი ვნება სექსი.. შერიგდნენ მალე რაა თორწმ დაეტყო ისტორიას :დდ
შენ რა გითხრა სხვაა? ძალიან მაგარი გოგო ხაარ და რა გააკეთო მევასები მაგრად ❤️

მეც რომ მაგრად მევასები ხომ იცი უცნაურო?? ❤️❤️❤️ძალიან დიდი მადლობააა❤️❤️
უცნაური მე
აუ იმის დაწერა დამავიწტდა.. ეგოისტურად მიხარია იოს ბარბარე რომ არ უყვარდა :დდ რა ვქნა რომ მაგის გული მთლიანად ევასთვის მემეტება :დდ არადა ბარბარეც მომწონს მაგრამ რავქნა :დ

ჩემი შენ გითხარი,ავტორი მე ვარ მაგრამ წერის დროს მე კი ვეჭვიანობდი ევას მაგივრად:დდდდდდ მაგრამ ჩემს იოს მხოლოდ ევა უყვარს,ეს ასეა❤️❤️❤️
nini :)
ყველაზე მეტად არ მინდა რომ ალექსანდრე იყოს ამ საქმეში გარეულიიი.......

ყვავილებზე რათომ მგონია რომ იოანეს სისხლია?
ან თაიგულის ავტორი მათე არის? თან ისე ეკითხებოდა რაღაცებს ლილეს....
ეჭვი მაქვს როცა ლილემ როდესაც ვიდეო ჩართო იქ მათეც იყო და დაინახა ყველაფერიიი.....
უკვე ეჭვი გამიჩნდა რომ იოანეს მიერ გაჩალიჩებულ ადგილზე დემეტრეს დანიშვნას გახარია საკმაოდ ცუდად გამოიყენებს და დემეტრეს რამეს დამართებს და არ მინდა ასე მოხდეს.....

ძალიან კარგი იყო.... ველოდები შემდეგ თავში როგორ განვითარდება მოვლენები

ძალიან დიდი მადლობა ნინიი❤️❤️❤️
ვიცი ამ თავმა ეს ვარაუდები შეგიქმნა რაც ეხლახანს თქვი,ეხლა კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,შევეცდები დღეს დავდო ახალი თავიც და გაგახაროთ❤️❤️❤️

№25 სტუმარი cota boroti

aliluiaaa rom ar vyroyinebde vimgerebdikidec ddd
ratomgac mgonia rom batoni garyvnili unamuso uzrdeli sheuglenebeli arataqtiani aleqsandrikos ojaxi am saqmeshi gareulia
Ratoo??
Imiromtom yvela saqmesise wmindavdnen damnashaveebi moklulze gulis shetevit gardaicvalao ase ambobdnen da magis bidzac gulis shetevit hardaicvalao da oisic moulodneladoo??
nu raa aleqsi tu imas eloda lile rodis mouxdis bodishs gauwagaravdeba tma da uyaros mere kakali
momindoma biwma witeltmianiqalebi romelic gyavs sheirge igi ddd
momkali da es sizmrebi da mochvenebebi ar momwons :(((
Shen realur stilshi we're
realobashi romeli gamomdziebeli idziebs saqmes sizmrebit??
Ertxel daesizmra kai ragacas daukavshira
Mara sistematiurad??
me vici zustad barbare ro samotxis sabajoze argadmoushves tyviebi rom gaqvs tvishi da gulshi ra vicit magas rashi gamoiyenebo ddd
Da ras igoneb axla shen sizmrebshi ecxadebao??:)):D
Jandabas sistematiurad ecxadebodes vis gamoecxadeba magaze uketess mahram axla laparakoben lidec amouxsneli saqmis detalebzee???
Kanonshi garkvevit weria rom saxelmwifo saidumlis saqmis detalebze mkvdar sulebtan laparaki ar sheidzleba da amxela gamomdziebelma qalmamagi ar unda icodes??:))
Mu mokled umas vambob rom es barbares molandebebi sashinlad afuwebs istorias tumcs ar vici ratom magrAm mainc momwons da velodebi shemdegs romelic male tu ar daideba shen dagewyeba ochvenebebi
Ra tqma unda chemi saxit dd
tyuilaf ki ar maweria coota boroti dddd

№26  offline მოდერი Queenofmoon

cota boroti

რატომ არ ვწერ ჩემს სტილში,კაცო?:დდ
ვიცი,რომ სისულელეა ის ფაქტი,გამომძიებელმა სიზმარი ნახოს და იმ ქვეყნად წასულს დაუჯეროს ყოველი სიტყვა,ეს რა თქმა უნდა,ლილეს ქვეცნობიერია,თუმცა ყოფილა ხშირად შემთხვევა,როცა ადამიანს რეალურად ესიზმრება მკვდარი ადამიანი ასე რომ ვთქვათ "ეცხადება" საჭირო შემთხვევაში,იმდენი ადამიანი კვდება,როცა სისტემა ვერ იძიებს ამ ყველაფერს,არანაირი კვალი არ რჩება,ლილესაც სხვა გზა არ დარჩენია,აი ზუსტად იმ სიზმარმა იქამდე მიიყვანა,რომ გაეგო მკვლელის ვინაობა.. არ ვცდილობ ვინმეს ისტორიას დავამსგავსო,ჩემით ვწერ,მართლა დედას გეფიცები:)ისტორია რომ დავიწყე,პირველივე თავში ვახსენე ბარბარე რადგან ეს ყველაფერი გათვლილი მქონდა...არც მისტიკას ვწერ და არც საშინელებათა ჟანრს:დ სიზმარია უბრალოდ კაცო,სხვა მეტი ხომ არაფერი?:დ ნუ მოკლედ,კიდევ ბევრ რამეს არ დავწერ ნელნელა თქვენც მიხვდებით დაა მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის..ჰო,აი ალექსს მივხედავ მე შემდეგ თავში და ვაჩვენებ სეირს:)

№27 სტუმარი სტუმარი ნინა

აუ არ მეყო ეს თავი.. მეტი ლილე და ალექსანდრე მინდაა❤️❤️ ძალიან მომწონს <3 როდის დაიდება შემდეგი თავი?

№28 სტუმარი ვვვ

მალე დადებ?

№29  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნინა
აუ არ მეყო ეს თავი.. მეტი ლილე და ალექსანდრე მინდაა❤️❤️ ძალიან მომწონს <3 როდის დაიდება შემდეგი თავი?

მადლობა ჩემო კარგო,მალე დავდებ kissing_heart
ვვვ
მალე დადებ?

აუცილებლად kissing_heart

№30 სტუმარი Sally

Dges dadeb ?

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent