ვარსკვლავი (თავი მესამე)
–5 წუთში ეთერშივართ–ყვირის კოორდინატორი. –ნოა მზადხარ?–იღიმის ნაია. –კი, შენ?–ნოაც იღიმის. –კი. –მოგესალმებით, უკვე საღამოს 6–ია ეს იმას ნიშნავს რომ გადაცემა "ნიუ ვეივი" ეთერშია–დაიწყო ჟურნალისტმა–ჩვენ ვიმყოფებით დღეისათვის ყველაზე პოპულარულ წყვილთან ნოასთან და ნაიასთან ერთად, მოგესალმებით, მინდა აღვნიშნო რომ ძალიან კარგად გამოიყურებით. –მოგესალმებით! დიდი მალობა თქვენც ძალიან კარგად გამოიყურებით ასევე მინდა მადლობა მოგიხადოთ მოწვევისთვისაც–ნაიამ საუბარი დაიწყო. –თუ შეიძლება თქვენთან კითხვით გადმოვალ–გაიღიმა წამყვანმაც–ნაია, რამდენი ხანია რაც ერთადხართ? –დაახლოებით 3 წელია. –რამდენის ბრძანდებით? –მე 17–ის ნოა უკვე 18–ის –რა შემიძლია ვთქვა? უსაყვარლესი წყვილი ზუსტ ასაკში!–გაიკვირვა წამყვანმა–ნოა, როგორ გაიცანით ნაია? –სიამოვნებით გიამბობთ, მე ის ე.წ "რაზბორკაზე" გავიცანი როცა ჩხუბში მისი ძმა მოყვა, ის კი ბიჭებს ლანძღავდა რომ რატომ დაარტყით ჩემ ძმასო და ერთერთს მუცელში ფეხიც ჩაარტყა. მე მისით მოვიხვიბლე, გაცნობა მინდოდა მაგრამ ძალიან უხეშად მესაუბრა მეც ერთერთ იმ ბიჭებთაგანი ვეგონე, შემდეგ აღმოვაჩინე რომ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, გავიცანი და ავუხსენი ვინც ვიყავი და აი აქამდე მოვედით. –საოცრად საყვარელი ისტორიაა. ნაია თქვენი ძმა როგორც ჩანს ძვირფასია თქვენთვის, შეგიძლიათ მასზე გვიამბოთ? –რათქმაუნდა, ის ჩემი უმცროსი ძმა ჯეიდენია, ახლობლებისთვის ჯეი, ის მხოლოდ 13 ისაა ამიტომ ჯერჯერობით მე ვიცავ. და რათქმაუნდა ის ჩემთვის უძვირფასესია. –ახლა კი ნაია მომიყევი იმ ფოტოს შესახებ რომლის დამსახურებაცაა რომ დღეს აქ ხარ! –მეც ვერ ვაცნობიერებ რა ხდება!–გაიცინა ნაიამ–ეს უბრალოდ ფოტო იყო რომლებიც სხვებისგან არც ფოტოგრაფით და არც წყვილით არ განსხვავდებოდა! არ მესმის რატომ მაინცდამაინც ეგ ფოტო! –უბრალოდ სასაცილოა–ჩაერთო ნოა. –გეთანხმები–დაეთანხმა ნაია. –რაც არ უნდა იყოს ის უკვე უბრალოდ ფოტო აღარაა!–ხლები გაშალა ჟურნალისტმა–და ბოლოს რასაც გკითხავთ, პირადად მე ვნახე თქვენი ფოტოს ქვეშ სააგენტოებიდან კომენტარები, რას აპირებთ? –ჩვენ მათ უკვე მოველაპარაკეთ და სამოდელო სააგენტო "ჩერი"–ში ყველა სააგენტო ვისაც ჩვენი დაქირავება სურს მოვა და ჩვენ გადავწყვეტთ რომელთან ვითანამშრომლოთ–უპასუხა ნნოამ. –ესეიგი მომავალი მოდელებიხართ? –ასე გამოდის–გაიღიმა ნაიამ. –კარგით წარმატებები ჩვენს ახალგაზრდა წყვილს კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც ახლა კი რეკლამა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ კი ჩვენ გავესაუბრებით იმ სააგენტოებს რომელთაც ნაიასთან და ნოასთან თანამშრომლობა სურთ. –დაა კამერები გამორთულია–დაიძახა ოპერატორმა. ეს იმის ნიშანი იყო რომ ნოას და ნაიას შეეძლოთ წასულიყვნენ. სახლში რომ მივიდნენ გამოიცვალეს და ფილმის საყურებლად მოემზადნენ როგორც ეს უკვე გადაწყვიტეს. –კარგი იყო!–თქვა ნაიამ. –კი. –სააგენტოებიდან დოსიეები უკვე მოვიდა? –არა ხვალ საღამომდე მოვა. –კარგი! –რომ დავიძინოთ არ გინდა? –ჯერ მხოლოდ 9 საათია! –10–ზე დავიძინოთ კარგი? –კარგი კარზე კაკუნის ხმა გაისმა. –მე გავაღებ–წამოიძახა ნოამ. –კარგი–ნოამ კარი გააღო და სააგენტო "ჩერის" წარმომადგენელი დაინახა. –მობრძანდით–უთხრა ნოამ –კარგი. –საყვარელო სააგენტო "ჩერიდან" გვესტუმრნენ. –გამარჯობა ნაია–მიესალმა წარმომადგენელი. –სალამი–მიუგო ნაიამ. –რამოდენიმე წუთი გაქვთ რომ დამითმოთ? –დიახ რათქმაუნდა!–უპასუხა ნოამ. –მე ყავას მოვადუღებ–თქვა ნაიამ და ოთახი დატოვა. –აბა რა საქმე გაქვთ? –მე გამომგზავნეს იმისათვის რომ შეგატყობინოთ რომ სახლი უნდა დაცალოთ! –მოიცა და რატომ? –სააგენტო "ჩერიმ" თქვენთვის გამოყო 3 სართულიანი ვილა ქალაქ გარეთ 2 მანქანით და ერთი მოპედით. –მოიცა ჩვენ ხომ ჯერ არ გადაგვიწყვეტია ვისთან ვითანამშრომლებთ?! –მოდით ეს სახლი წახალისებათ მიიღეთ! –არა მადლობა ყველაფერი ხვალ საღამოს 9 საათზე შეკრებაზე გადაწყდება. ახლა კი გაგაცილებთ! –კარგით როგორც ინებებთ! ნოამ სააგენტოს წარმომადგენელი გააცილა და სამზრეულოში ნაიასთან შვიდა. –რაო რაუნდოდა. –ისეთი არაფერი! –დავიძინოთ? –კი! ისინი ოთახში ავიდნენ ტანსაცმელი გამოიცვალეს და დაიძინეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.