ნუ ღელავ, ხვალ მზე იქნება...
თბილისის გზა სიჩუმეში გავლიეთ, მგზავრობა ზოგადად მღლიდა, მაგრამ ახლა ორმაგად დათრგუნული ვიყავი... ბოლო ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, თითქმის სრული თავდაყირა... ახლა, როცა ბედნიერებით და ჩემი ორსულობით უნდა ვტკებებოდე, უცებ ერთი ხელისმოსმით აიწეწა და დაიმსხვრა... ახლა კი მოვდივარ ჩემთვის უცხო ქალაქში საცხოვრებლად ახალი ცხოვრების დასაწყებად და არ ვიცი ერთი წლის შემდეგ რა მელოდება: იმედგაცრუება თუ იმედის გამართლება? - ნუ ფიქრობ იმაზე წინასაწარ რასაც ვერ გააკონტროლებ, ემი - გამომხედა ქეთამ და სიჩქარეს მოუმატა. - შენ ხო ვერავინ გამოგაპარებს ადამიანის ფიქრებს, რაა. - გავბუსხე ტუჩები. - ნუ რას ვიზამთ, ადამიანების გამოცნობა იოლად შემიძლია. - მერე მეც რომ მასწავლო არ გინდა? - რამდენი წელია ერთად ვართ და ისწავლე მერე? - ვერაა. - მერე ხო უნდა მიხვდე, რომ ეგ ნიჭია - დამეჭყანა და სიცილი აუტყდა. - ბოროტუნა ხარ შეენ. - არც მე დავრჩი ვალში - დღეს რა გეგმები გვაქვს? - სახლში, რომ მივალთ და დავისვენებთ, მერე ჩემს ახალ სამსახურში „EAST POINT”- ში წავალთ, თან ვივაჭრებთ, თან ჩემს ხელმძღვანელობას შევხდები, გავიგებ როდიდან უნდა შევუდგე სამუშაოს. - მიხარია შენი ასეთი წარმატება, ამხელა სავაჭრო ცენტრის პიარ-მენეჯერობა ცოტა ხომ არ არის? თან შენია რა ეს პიარი - გავუღიმე გულწრფელად. - ხო ალბათ ჩემია და მაგიტომაც მიმართლებს... ბარგი ძლივს ავიტანეთ მესამე სართულზე და დაღლილები მდივანზე წამოვწექით. - ყავას დალევ? - კი, კარგი იქნებოდა. - მაშინ აადუღე რაა. - თვალები ამიფახულა. - ვაიმეე, ვინაა ეს გოგო? გინდა ბოლომდე იბატონო ჩემზე? ჯერ ყავა, მერე ჩაი, მერე მოწმინდე და ა.შ. ხოომ? - გაბრაზებით წამოვიძახე და შევატყვე, როგორ შეეყინა ღიმილი ქეთას და თვალები აუწყლიანდა - ვაიმეე, რა მეშველება შენს ხელში? როდის მერე ისწავლი ჩემს იუმორს? - ვაკოცე შუბლზე და სამზარეულოში გავფრატუნდი. - ცუდო შეენ. - ცხვირ ჩამოშვებული და გაბუსული იჯდა. - ჰე, ახლა მოხვალ და მასწავლი თუ სად დევს საჭრო ინგრედიეტები თუ ? - მოვალ, მოვალ . ერთი შენ მომიღებ ბოლოს და მეორე... - უცებ გაჩერდა, აღარ დავაკონკრეტებიე, ისედაც მივხდი ის მეორე ჩემი ძმა, რომ იყო და ჩამეღიმა. ჩვენმა ვოიაჟმა სავაჭრო ცენტრში კარგად ჩაიარა, რადგან წონაში დაკლებული ვიყავი, საკმაოდ ბევრი რამ მოვიხდინე და კმაყოფილი წამოვედით. ქეთა მუშაობას შეუდგა, მე კიდე ტესტირება უმაღლეს ქულებზე ჩავაბარე და გასაუბრების მოლოდინში ვიყავი. - სადღაც ჩემი მობილური წკრიალებს - ბალიშებში ვეძებდი ტელეფონს, წყვილ-წყვილი ნომრები, რომ დავინახე მივხდი ბანკიდან რეკავდნენ. - გამარჯობათ, ქალბატონო ემილი. - გამარჯობათ. - ვცდილობდი ხმაზე ნერვიულობა არ დამტყობოდა. - გირეკავთ ბანკიდან, თქვენ გადახვედით მესამე ეტაპზე და 22 ოქტომბერს 14:00 საათზე ჩვენი ბანკის მთავარ ფილიალში გელოდებით გასაუბრებაზე. - მადლობა. - ნახვამდის. - ნახვამდის. - ეს ვთქვი და სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე, კი მქონდა მაღალი ქულები, მაგრამ გასაუბრებაზე არ ველოდი დაბარებას. პირველი ვინც იყო, ვატოს დავურეკე. - ვატუნაა, ვატუნაა - რაო დაიკუნაა? რაღაც ისეთი აჟიტირებული ხარ, მგონი კარგი ამბავი უნდა მახარო არაა? მოიცა, არ მითხრა, მე თვითონ გამოვიცნობ, შემათხვევით ბანკიდან ხომ არ დაგირეკეს? - ვაიმეე, შენ და ქეთა ერთმანეთის რა ხართ? ისიც შენსავით გაფიქრებული არ მაქვს, უკვე იცის რის თქმასაც ვაპირებ, ვაა. მე რატომ არ მაქვს ეს ნიჭიი? - ნუ მე და ქეთა სხვა ფენომენები ვართ, დაო. - სითბო დაეტყო მის ხმას. - ვიცი მე თქვენი ფენომენები, მაგაზე მერე ვისაუბროთ. მითხარი არ გაგახარე? - გამახარე და ქვია? აბა შენი იმედი მაქვს, წარმატებები ჩემო ... - შენც ჩემო, - ვაკოცე ტელეფონს - კაი მიდი მიხედე საქმებს. აღარ მოგაცდენ. 22-იც მალე მოვიდა, იმ დილით ისე ვღელავდი, მთელი შინაგანი ორგანოები მეწვოდა თითქოს, არც ლაპარაკის თავი მქონდა, ენერგიის მოზღვავების ნაცვლად სადღაც გამქრალიყო ყველაფერი. - ემილიი, მოფხიზლდი ახლა და არ გვინდა ასე ემოციურობა, დიდი შანსი გეძლევა ცხოვრებაში და უნდა გამოიყენო გესმის? - ქეთა, იცი როგორ ვღელავ? აი, ძალიან. - გეტყობა, გაფითრებული ხარ სახეზე და ხელებიც გაყინული გაქვს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მათ შეამჩნიეს ჩათვალე, რომ ნული შეფასებით გამოხვალ. - აბა როგორ გამოვიყურები? - ვაუ, აი მაგარი გოგო ხარ. კარგია თმები აწეული, რომ გაქვს. მაკიაჟიც მსუბუქი, ფერებიც საშემოდგომო. - კაი ნუ გამაწითლე რაა. - წავედით, წავედით, არ დაგვაგვიანდეს. მანქანიდან გადმოსული პირდაპირ გავემართე დანიშნულების ადგილას. - ეს ვინ არის ნეტა? - ჩაილაპარაკა მაქსიმემ. - ვინ? - იყო შეკითხვა მობილურის მეორე მხრიდან. - არვიცი ვიღაც მაგარი ქალი თუ გოგო მოვიდა, აი, როგორ გითხრა მე რომ მომწონს ისეთი. - მერე ჩემათან საუბარს , წადი და გაესაუბრე. მაქსიმემ საათს დახედა. - ვერ მოვასწრებ, გასაუბრება იწყება. კაი წავედი და თუ ჩემი ბედია, ისევ ვნახავ. - შენ რაღაც სერიოზულად აჭიკჭიკდი, მიდი, მიდი და დაგირეკავ მერე. შესასვლეში ოფის-ადმინისტრატორი დამხვდა: - გამარჯობათ, - გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - იცით გასაუბრებაზე ვარ და ხომ ვერ მიმასწავლით? - დიახ, ახლავე. ე.ი მეორე სართულზე ახვალთ და ხელმარჯვნივ დიდი შავი კარია და იქ ტარდება, მოიცადეთ იქვე და გამოგიძახებენ. - მადლობა და წარმატებები თქვენ - გავუღიმე. - თქვენც ასევე. ძლივს ავედი კიბეებზე, 12 კიბე, 120 კიბედ მეჩვენებოდა, რაც უფრო ვუახლოვდებოდი მიზანს, მით უფრო მიპყრობდა ღელვა, თრთოლვა, ცივი ოფლი მასხმადა, ხელის გულები სულ დანამული მქონდა. იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი, ირგვლივ მიმოვიხედე, ღია გამჭირვალე კაბინეტები იყო და ვხედავდი თუ როგორ ფუსფუსებდნენ თანამშრომლები. ჩანთის ტარს ვაწვალებდი და ალბათ საკმაოდ დაფეთებული და შეშინებული სახე მქონდა. უცებ შავი კარები გაიღო და ახალგზარდა გოგო გამოვიდა: - ემილია კანდელაკი თუ არის შემოვიდეს გასაუბრებაზე. - დიახ, მე ვარ - წამოვდექი ფეხების ცახცახით. - მობრძანდით. კარებში, რომ შევედი ლამის თავბრუ დამეხვა, დიდ მრგვალ მაგიდასთან ექვსი ადამიანი იჯდა, მათი წინ კი შუა ცენტრში იდგა სკამი, სადაც მორიდებით ჩამოვჯექი, ჩემი ჩუმი მისალმების შემდეგ. - ე.ი ემილია კანდელაკი ხომ? - მკითხა ასაკში მყოფმა სიმპატიურმა მამაკაცმა. - დიახ - „ალბათ ბანკში გარეგონობის მიხედვითაც არჩევენ, მე ვინ ამიყვანს აბა?“ გავიფიქრე გულში. - ალბათ ლექსები გეყვარებათ? - თბილად მიღიმოდა. - დიახ, თან ძალიან. - ძალიან კარგი, საყვარელი მწერალი? - ილია ჭავჭავაძე - ცოტა გაკვირვებით კი ვუპასუხე. - და ნაწარმოები? - „კაცია - ადამიანი?!“ - და რატომ? - ვფიქრობ ეს მოთხრობა დღემდე არ კარგავს აქტუალურობას, თანამდევროვე ქართველებიც იგივე მდგომარეობაში ვართ და აი, ამიტომ - გავუღიმე და თითქოს ჩემი ღელვაც გაქრა და მესიამოვნა ეს ფაქტი. - კარგით, აბა ახლა გადავხედოთ თქვენს „CV”-ს - ყველამ ერთდროულად ჩახედეს დოკუმენტაციას. - ე.ი. თქვენ ბანკებთან არსებულ საკრედიტო ბიუროში მუშაობდით არა? - დიახ, მენეჯერის პოზიციაზე. - და რა შედიოდა თქვენს ფუნქციებში? - მას შემდეგ რაც ბანკიდან პრობლემატური სესხები გადმოგვეცემოდა, მათი დახარისხება, გადანაწილება პრობლემატური სესხების ოფიცრებზე, სააღსრულებო ფურცლების გადაგზავნა აღმასრულებლებთან და მათზე ინფორმაციების მოძიება-შენახვა. - გასაგებია, მაგისტრატურა დამთავრებული გაქვთ ხომ? - დიახ, პიარ-მენეჯმენტის კუთხით. - უცხო ენებიც ვიცით, ინგლისური, რუსული... - დიახ... - გავიღიმე მორიდებით. - და აქ რა გევალებათ იცით? - ვუზრუნველყო ელექტრონული ფოსტის საშუალებით ჩემზე გადმოცემული პრობლემური აქტივების პორტფელის მართვა, რაც გულისხმობს ბანკის ვადაგადაცილებაში არსებული კლიენტების მოძიებას, მათთან სისტემატური კავშირის დამყარებას, მათ საკუთრებაში არსებული აქტივების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, საარბიტრაჟო შეთანხმების დადებას, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად მათ გაფრთხილებას დავალიანების გადაუხდელობის სამართლებრივი შედეგების შესახებ და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი ზომების მიღებას. - ერთი ამოსუნთქვით ჩამოვარაკრაკე და სიამაყით მოვავლე თვალი მრგვალ მაგიდას. - Wow, - წამოიძახა ერთმა წვერებიანმა მამაკაცმა - და ამდენი საიდან იცით? - მე მქონდა ჩემი სამსახურიდან გამომდინარე შეხება იმ გარე პრობლემურ კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერებთან, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ და დაახლოებით ვიცოდი მათი ფუნქციები, თან როდესაც ვაკანსიას ვავსებდი (ესეც ჩემი პირველი ურცხვი ტყუილი) კარგად გავერკვიე თუ რა დამეკისრებოდა, რა შევიდოდა ჩემს მოვალეობებში და მოვიძიე ინფორმაციები, თუ რა სჭირდება ამ პოზიციაზე მომუშავე პიროვნებას, რომ იცოდეს. - ძალიან კარგი, მომწონს თქვენი ასეთი საქმისადმი დამოკიდებულება - გამიღიმა მან. - კარგით ემილი, საკმარისი ინფორმაცია მივიღეთ თქვენზე, ახლა თავისუფალი ხართ და დაგიკავშირდებით. - კარგით, მადლობთ ყურადღებისთვის და ნახვამდის. შავი კარები ჩემს უკან, რომ მოიხურა მეგონა 10 ტონიანი ტვირთი მომეხსნა ბეჭეებიდან და ავფარფატდი, სიარულის და ბოდიალის ხასიათზე მოვედი და წავედი კიდეც... - არ იყო ცუდი კანდიდატი, 10 კონკურსატიდან ეს მომეწონა ყველაზე მეტად - ჩაილპარაკა მამაკაცმა, რომელიც ბანკის მმართველის მოადგილე იყო. - კი ნამდვილად კარგი კადრი იყო , მე როგორც კადრების უფროსი დადებითად ვაფასებ, მოწესრიგებული, ჩაცმულობაც კოხტა და შესაფერისი იყო. - მაქსიმე, შენ რატომ ხარ ჩუმად? - ჩემი აზრით ხელიდან გასაშვები კადრი არ არის, მე მაგალითად მისი დამოკიდებულება, ინფორმაციების მოძიება თუ რაზე მოდიოდა და ა.შ. მომეწონა, თანაც გამოცდილება აქვს, აქვს შეხება პრობლემატურ განყოფილებებთან, იცის მათი მუშაობის სპეციფიკა, მე ერთერთი ვიქნები ვინც მას მხარს დაუჭერს. - კარგი, კარგი. შენობიდან ისეთი მშვიდი და ლაღი გამოვედი, თითქოს მანამდე ასი ტონა ტვირთი მქონდა აკიდებული, შემოდგომის ძალიან თბილი საღამო იყო და ფეხით დავუყევი გამზირს, თან სულელივით ვიღიმოდი, რა მიხაროდა მეც არ ვიცოდი. მეტროს ესკალატორი ბავშივით ჩავირბინე, უცებ შევარდი ვაგონში და ადგილიც დავიკავე. თავზე ახალგაზრდა ბიჭები მადგნენ, რაღაცეებს ღლაბუცობდნენ და მეცინებოდა ჩუმად. უცებ ერთის მობილური აწკრიალდა: - გინდა გაჩვენო კლასი თუ როგორ უნდა ელაპარაკო შეყვარებულს? - გადახედა მაღალმა ბიჭმა ოდნავ დაბალ პუტკუნა ბიჭს, სავარაუდოდ ძმაკაცს. - ჰე, მიდი - უპასუხა მან. - ხო თაკო -... - მე ვარ რა და შენ სად ხარ? - ... - ლექციებზე? კაი მიდი აბა - მობილური გათიშა და მეგობარს გადახედა, პუტკუნამ ირონიულად უყურა, უყურა, მერე თავი გადააქნია და უთხრა: - გავნათლდი რაა, ვაი რა გეშველება შე საწყალო. არა, შეიძლება თქვენ სასაცილოდ სულაც არ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე ერთი გადახარხარება ყველაფრეს მერჩივნა. ბინაში ისე შევედი და თავზე ისე ლამაზად წავადექი მოჟღურტულე ვატოს და ქეთას, არც კი გაუგიათ. - კაი რა ვატუნაა, ეგრე ნუ აკეთებ, მსხვილად ჭრიი - აბა მეტი წვრილად როგორ დავჭრა? მოდი აბა მაჩვენე - აი, ასე - ხახვი წვრილად დაჭრა ქეთამ. - აუუ, როდის მოვა რაა ემილი, მაგაზე უკეთესად სამზარეულო არავის ესმის, დამაყენა ამხელა კაცი ხახვის მჭრელად - წაიბუზღუნა ბიჭმა. - ვაიჰ - შეჰკივლა ქეთამ. - რა მოხდა? - დაფეთებით წამოხტა ვატო და ზურგიდან ამოუდგა ქეთას. - თითი გავიჭერიი ... - აწიწკინდა ის. - მოდი მერე წყალს შეუშვირე - გულთან მიიკრა და თან, მისი ხელი წყალს შეუშვირა, ვუყურებდი მათ და ვტკბებოდი მათით, არ მინდოდა ხელის შეშლა, მაგრამ სად უნდა წავსულიყავი? - გამარჯობათ, გვრიტებო - ომახიანად მივესალმე მათ და იქვე სკამზე ჩამოვჯექი, არა რაა, მარტო მათი შეშინებულ-გაოცებულ-აწითლებულ სახეების ნახვა ღირდა ყველაფრად. - რა მოგივიდათ? - ისა და, აი, თითი გაიჭრა ქეთამ და ... - ძლივს ამოიბლუყუნა ჩემმა მჭერმეტყველმა ძმამ და თან აჭარხალებული ქეთას თითი დამანახა. - კაი არაუშავს, ქორწილამდე დაავიწყდება - გავუღიმე და წყალი ჩამოვუსხი. - ისა ხო, ალბათ - ქეთა მესამედ რეცხდა უკვე ერთი და იგივე ჭიქას, ვატო კი ნერვიულად ატკაცუნებდა თითებს. - რა მოგივდათ, ეე? - გავიბუსხე - ჩემი მოსვლა გეწყინათ? - არაა, რას ამბობ პირიქით. - მომეხუტა ჩემი ძმა, - შენზე ვლაპარაკობდით მაგაზე კარგად სამზარეულო არავის ესმისთქო. - გამეკრიჭა. - ვიცი, ვიცი, ყველაფერი მოვისმინე. - ცხვირზე ავკარი თითი. - მერე? - შეშფოთება დაეტყო ხმაზე. - დაჯექი და კერე. - ვკერავ - ვხედავ - თვალით ვანიშნე ქეთაზე და სიცილი ამიტყდა. - რა გაცინებს? - თქვენზე მეცინება რაა, წეღან ისე ტკბილად ჭიკჭკობდით, შემოსვლაც კი გადავიფიქრე, მეთქი პირდაპირ წავალ დავწვები, ხელს არ შევუშლი გვრიტებსთქო, მაგრამ გულმა არ მომითმინა და ახლა ისეთი საყვარლად დაბნეულები ხართ, რომ რა ვქნა თუ მეცინებაა? - ანუ მიხვდიი? - მიამიტურად გამომხედა ქეთამ. - ვერაა, ვერ მივხდი - თვალი ჩავუკარი. - და მერე არ გვიბრაზდებიი? - და რატომ უნდა გაგიბრაზდეთ? არც ვატოა ცუდი ბიჭი და არც შენ, კარგი ტიპები კი ერთად უნდა იყვნენ ერთ კარგ წყვილად. - აუუ, ახლა ვიტირეებ - გულთან ჩამეკრა ქეთა. - იტირე მერეე, მაგრამ საიდუმლოდ გეტყვი, - ყურთან ჩავჩურჩულე - ვატო ვერ იტანს ქალები, რომ ტირიან, ამიტომ არ გირჩევ. - მართლა, ვატოო? - რაა მართლა? - ვერ იტან ქალები, რომ ტირიან? - რომელი კაცი იტანს ნეტა? - თბილად გაუღიმა და გულთან მიიკრა. - არა რაა, დღეს იმდენი დადებითი ენერგია მივიღე, რომ დიდხანს უნდა გამყვეს წესით - და გასაუბრების დეტალების მოყოლა დავიწყე. დღეები გადიოდა, ხშირად ვსტუმრობდი ქეთას სამსახურში, არ მინდოდა ფიქრებს წარსულში ჩავეტოვებინე, ბედნიერი ჰორმონების დაგროვებას ვცდილობდი. - ჰე, ქეთა ამოღერღე ბოლო-ბოლო მული ვიქნები და ხო უნდა ვიცოდე თქვენი სიყვარულის ისტორიის დასაწყისი? - მოკლედ ხომ არ მოეშვები შენ ადამიანს?! - კომპიუტერზე კრეფა შეწყვიტა და გამიღიმა. - და რატომ უნდა შეგეშვა ვერ ვხდები - მეც გავუღიმე. - ე.ი ხო იცი ფაქტიურად ვატოს ხელში გავიზარდეთ მე და შენ, მაგრამ სხვა კუთხით არასდროს მიფიქრია ვატოზე, ვატომაც იგივე მითხრა, თუმცა აი, მაშინ მიხვდა, რომ სხვაგვარად იყო საქმე მე ბრიტანეთში, რომ გავემგზავრე. თქვენ, ხომ გამაცილეთ და ვატომ თვალს, რომ მიეფარე, რაღაც გული ისე ამეწვა, ისე გიჟურად მომენატრე და მომინდა შენი უკან დაბრუნება, ვიფიქრე მგონი ვგიჟდებიო და მივხვდი, მიყვარდიო - ვაიმეე, ამეტირება ახლაა - გავიბუსე - აი რატომ იყო მთელი გზა ხმას, რომ არ იღებდა ... - ხო, მერე შენ გათხოვდი, შენი ამბები და უფრო ხშირად მეკონტაქტებოდა, იძახდა ემილი გათხოვილი ქალია, სად ვწერო ან ველაპარაკოო სულო და ასე ნელნელა კი აღმოვჩნდით ერთად. პირველად, რომ მითხრა მიყვარხარო, იმხელა შოკი მივიღე ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი, ვატო არ ვიცი რამდენჯერ მირეკავდა ან მიმესიჯებდა, მერე შეწყვიტა და ვაიჰ, მოენატრა შენს ქეთას შენი ვატატუნა და აი, ასე იყო ჩვენი love story ... - ეჰ კარგია, კარგი... მე არც კი მინდა გავიხსენო ... - მოვიწყინე უცებ. - მერე არც გაიხსენო ემი, წინ ახალი ცხოვრება გელის - გამიღიმა თბილად, - კი ახალი, მიტომ არაა, რომ დამირეკეს? - მხრები ავიჩეჩე უიმედოდ. - მგონი შენი ტელეფონია. ისე ვუპასუხე არც დამიხედავს: - დიახ, გისმენთ. - გამარჯობათ, ქალბატონი ემილი. - გამარჯობათ. - მე ბანკიდან გიკავშირდებით კადრების უფროსი, მაია. - დიახ, ქალბატონო მაია - ინსტიქტურად ფეხზე წამოვდექი და კაბის სწორება დავიწყე. - ქალბატონო ემილი, თქვენი კანდიდატურა განხილული იქნა ჩვენს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე და გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. - დიახ - პასუხის მოლოდინში ვიგრძენი როგორ გამეყინა ხელები და გავფითრდი. - თქვენ, თქვენი მონაცემებით ძალიან მოხიბლეთ კომისია და თქვენ აყვანილი ხართ ჩვენს სამსახურში. გილოცავთ და ორშაბათს 10:00 საათზე გელოდებით ჩვენს მთავარ ფილიალში. - ვაიმე, დიდი მადლობა - ესღა ვთქვი დაბნეულ-გახარებულმა. - დროებით. - დროებით - მობილური გავთიშე თუ არა ხტუნვა დავიწყე - ქეთააა, ქეთააა მომილოცეეე ამიყვანეეს - დავაბზრიალე დაქალი და მერე აჟიტირებულები ერთად ვხტუნავდით. - აი, ხო გეუბნებოდი ახალი ცხოვრება იწყებათქო, გული მიგრძნობდა გულიი - ვაიმე ქეთაა, რა მაგარია, სიმართლე გითხრა არ ველოდი... იმ დღეს ბედნიერი ჰორმონებით აივსო ჩემი სხეული, ვგრძნობდი ჩემიდან ნელნელა გადიოდა ტკივილი და იმედგაცრუება. ქეთამ მთელი სავაჭრო ცენტრი მომატარა და კიდევ ახალი სამოსი შემატა ჩემს გარდერობს. ორშაბათ დილას ზუსტად 10:00 საათზე უკვე ბანკის მოსაცდელში ვიდექი და ამაყად ვისრუტავდი ჰაერს. - გამარჯობათ - გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - იცით, კადრების ხელმძღვანელს სად ვნახავ, ქალბატონ მაიას? დაბარებული ვარ მასთან. - მეორე სართულზე ადით და ხელმარჯვნივ მესამე კართან დაელოდეთ. - კარგით მადლობა, წარმატებულ დღეს გისურვებთ - თქვენც ასევე. კიბეები შედარებით მსუბუქი ღელვით ავიარე და კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე. - მობრძანდით. კარები ფრთხილად შევაღე. - შეიძლება? - მოდი ემილი, მოდი - ძალიან შინაურულად მიმიღო მაიამ. - გამარჯობათ. - გაგიმარჯოს, რატომ დგხარ ფეხზე? მიდი, დაჯექი. - მადლობა - იქვე მაგიდასთან მდგომ სკამზე ჩამოვჯექი. - მოკლედ, დღეს ფორმალურ მხარეებს მოვაგვარებთ, ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, თანამშრომლებს გაგაცნობთ, თქვენს სამუშაო ოთახს გაჩვენბთ და აქტიურ მუშაობას ხვალიდან შეუდგებით. - სანამ მმართველი მოვა, მანამდე წავიდეთ და ჩვენი "stafi" გავიცნოთ. - კარგით - ვთქვი და უკან გავყევი. - მეორე სართულზე ძირითადად ბექ-ოფისია განთავსებული, აქ არის იურდიული დეპარტამენტი, საინკასოთა და ყადაღების ჯგუფი, განვადებების ჯგუფი და შენი ჯგუფი, აი, მოვედით, - კარებზე დაკაკუნების შემდეგ ოთახში შევიდა - გამარჯობათ ახალგაზრდებო. - გამარჯობათ - ყველა ფეხზე წამოდგა. - გაიცანით, თქვენი მენეჯერი, ემილია კანდელაკი. - მოგესალმებით, ყველას. - თბილად გავუღიმე იქ მყოფთ და ვცდილობდი ნერვიულობა არ დამტყობოდა. - ძალიან სასიამოვნო, მე დემეტრე ვარ - ხელი გამომიწოდა. - მე კიდე ირაკლი, ეს კი ჩვენი ცქრიალა მაკოა - მან ხელი დამიქნია. - ძალიან სასიამოვნო, მიხარია თქვენი გაცნობა და მჯერა ძალიან კარგი, წარმატებული და გუნდური მუშაობა გვექნება ერთად. - რასაც გვიბრძანებ, თქვენი ხმალი და ჩვენი კისერი - სასაცილოდ წამოწია კისერი დემეტრემ, მის ამ საქციელზე გამეცინა. - მგონი ხედავთ ხმლით არ მოვსულვარ, არც ბრძანებლობა მიყვარს, გუნდურობა და მეგობრობა მირჩევნია. - მოკლედ, ვგონებ კარგად გაუგებთ ერთმანეთს, აბა დროებით ემილი, მაკო და ბიჭები დაგეხმარებიან და მერე დაგირეკავ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. - კარგით, ქალბატონი მაია. - ე.ი ჩვენს ოთახში გენდერული ბალანსი დაცულია - თქვა ირაკლიმ და ყველას გაგვეცინა. ორი კვირა ვაწესრიგებდი ყველაფერს და როგორც იტყვიან ჩემს ჭკუაზე მომყავდა, კოლექტივს კარგად შევეწყვე, მათაც კარგად მიმიღეს და მართლა გუნდურად ვმუშაობდით, გვიანობამდე მიწევდა დოკუმენტების მოწესრიგება, ყველა პრობლემური სესხის ისტორიას ვეცნობოდი, მინდოდა ყველა დეტალი თუ არა მნიშვნელოვანი მაინც მცოდნოდა. - დილა მშვიდობისა, ჩემო მშრომელო ხალხო, აბა როგორ დაისვენეთ ამ შაბათ - კვირას? - მოვკითხე ისინი. - რავი, ნორმალურად და შენ? - მეც ეგრე. - ახალი პრობლემური სესხები გადმოგვცა იურდიულმა დეპარტამენტმა. - კაი მაკო, გავეცნობი მერე, მეილზეა არ... - სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, ჩვენი ოთახის კარები სუსტმა გოგონამ კი არ შემოაღო, შემოგლიჯა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა გაავებული სახით: - შეენ? შენნაირი ძროხა არჩიეს ჩემს თავს? მითხარი ვის მიეცი? ვის ჩაუგორდი? ფუუვ, ვინც შენთან დაწვა, - გააჟროლა - ამდენად გიღირდა ეს ადგილი? ეს ჩემი იყო, მე უნდა გავმხდარიყავი მენეჯერი, საიდან მოეთრიე? ვერ დაეტიე შენს ქუთაისში? არ წაიღეთ ტვინი ამ ჩამოთრეულებმა? თვალებგაფართოებული ვუყურებდი ამ გაავებულ გოგოს, თუ რამდენი ბოღმა და აგრესია მოდიოდა მისგან და შემეცოდა, მომინდა მეთქვა, იქნებ უფალი ამაზე უკეთესს გიმზადებს და მაგიტომაც ვარ მე ამ ადგილასთქო, მაგრამ ჩემი სიტყვები უფრო გააცოფებდა და ვარჩიე სიმშვიდე შემენარჩუნებინა. - ელენე ხომ არ ჯობია, რომ დამშვიდდე? - რაო ირაკლი? გამოესარჩლე უფროსს? - ირონიულად გადახედა, - გაუფრთხილდი, ცივი ნიავი არ მიაკარო, თუმცა იმდენი ქონები აქვს არამგონი სიცივე იგრძნოს - დემონსტრაციულად შეტრიალდა, გაწკაპუნდა და ლამის წაიღო კარები. - ემილიი - მომიახლოვდა მაკო - არ გეწყინოს, ელენე ცოტა უცნაური გოგოა, - არაუშავს, ჩვენ ყველანი უცნაურები ვართ, უბრალოდ მისმა ასეთმა აგრესიამ და ფანტაზიის უნარმა გამაოცა ცოტა. - ისე, მე შენს ადგილას ვერ მოვითმენდი, რატომ არაფერი უპასუხე? თავი რატომ არ დაიცავი? ის იფიქრებს, რომ დამარცხდი. - იფიქროს მერე, ვფიქრობ ადამიანებს ასეთ აგრესიაში არ უნდა აყვე, თორემ მერე ძალიან ცუდი შედეგი დგება. - ყოჩაღ რაა, მაგარი ნერვები გქონია შენ - მითხრა დემეტრემ. - ცხოვრებამ გამომიმუშავა. - გავუღიმე - ჰე, აბა განვაგრძოთ მუშაობა, მართალია ცოტა უცნაურად დაიწყო ორშაბათი დილა, მაგრამ ვიმედოვნებ მთელი კვირა პოზიტიური იქნება. - მაოცებ რაა, ახლა მუშაობის ნერვები გაქვს, რო? - გამომხედა მაკომ. - აბა, ძაძები ჩავიცა და თან განცხადება ხომ არ დავწერო სამსახურიდან წასვლაზე? ეჰ, მაკო, მაკო ცხოვრება ხანდახან ამაზე რთულ გაკვეთილებს გვიტარებს, ეს სანერვიულოდაც არ ღირს, მე ხო ვიცი სიმართლე? - ახლა ვხდები რატომაც დაგნიშნეს აქ, - სათვალეები შეისწორა ირაკლიმ და თვალი ჩამიკრა. - კიდევ კარგი ეგ წიკვინა არ არის ჩვენი მენეჯერი, თორემ მაგისი საქმეც ჩვენი საკეთებელი იქნებოდა - თავი გადააქნია დემეტრემ. შესვენებაზე არსად გავსულვარ, დილის სპექტაკლმა შინაგანად მაინც იმოქმედა, ვცდილობდი ყველაფერი გადამეხარშა, წარსულმაც იწყო ამოტივტივება, ცრემლებს თვალებიდან გადმოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი, ხმამაღლა ვსუნთქავდი, რომ კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა, თვალები შევიმშრალე. - მობრძანდით - გამარჯობათ - მაღალი სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა. - გაგიმარჯოთ - ფეხზე წამოვდექი. - მე მაქსიმე ვარ, ალბათ იცით იურდიული დეპატრამენტის ხელმძღვანელი. - დიახ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, - ხელი გავუწოდე. - ჩემთვისაც - გაწვდილ ხელს თავისი ხელი შეაგება და ვიგრძენი მთელს სხეულში სასიამოვნო ტალღების რბოლა - როგორ შეეგუეთ გარემოს? - კარგად, კარგი კოლექტივია, ჯერჯერობით არ მიჭირს და იმედია მერე უფრო აღარ გამიჭირდება - გავუღიმე. - გავიგე ამ დილით ჩვენს თანამშრომელს უტაქტობა გამოუჩენია და ბოდიშს გიხდით ამ ფაქტის გამო. - ეგ არაფერი, ხდება ხოლმე, მაგრამ არც თქვენ ხართ ვალდებული სხვის მაგივრად მოიხადოთ ბოდიში. - შეიძლება არ ვარ, მაგრამ მე ასე ვთვლი. - ჩაეღიმა - ელენე ჩემს დეპარტამენტში მუშაობს და ვთვლი მან არამარტო თქვენ მოგაყენათ შეურაცყოფა, არამედ იმ კომისიასაც, რომელმაც თქვენი კანდიდატურა დაამტკიცა ამ თანამდებობაზე. - ხო, შეიძლება ვერ შეგედავებით, თქვენ უფრო მეტი გესმით, ვიდრე მე - უმწეოდ გავიღიმე. - კარგით ემილი, დროებით. - კარებში გასვლისას შემობრუნდა - ხო, თუ რამე დაგჭირდეთ ჩემი იმედი გქონდეთ. - მადლობა - კარები დაიკეტა თუ არა მთელ სახეზე ალმური მომედო და მოვდუნდი, რა დამეტაკა ვერ გავიგე. მაქსიმე კაბინეტში, როგორც კი შევიდა ელენე გამოიძახა თავისთან: - მაქსიი, როგორ ხაარ? - ტუჩებდაბრუშტული წამოვიდა და იქვე დემონსტრაციულად დაჯდა სკამზე. - მადლობა, მე კარგად და შენ? - წარბი არ გაუხსნია ისე უპასუხა. - ვაიი, ჩემი მაქსი გაბაზულიაა? - ენა მოიჩლიქა და ბიჭისკენ წავიდა. - ელენე დაუბრუნდი შენს ადგილს და ერთხელ მაინც მოიქეცი წესიერად - ხმას უფრო სიმკაცრე ემატებოდა. - მაქს... - ელენე, - ფეხზე წამოდგა - არაფერი გინდა მითხრა, დღევანდელ, შენს საქციელზე? - რა საქციელზე? - მიამიტურად ააფახულა თვალები. - ელენე, იცი ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ჯობია თვითონ აღიარო. - რა უნდა ვაღიარო? - გაკაპასდა უცებ - ის, რომ მომტეხეთ და ვიღაც ვიგინდარა, ძროხა მოათრიეთ იმ ადგილზე, რომელიც მე მინდოდა? თუ ასე ძალიან გინდოდათ ჩემს ადგილზე მოგეყვანათ და მე დაგეწინაურებინეთ?! რა არ შეიძლებოდა? - მომისმინე, ცოტა ჭკუა-გონებას მოუხმე და დაუკვირდი რას ლაპარაკობ. იმ კომისიაში ჩემს გარდა 5 კაცი იყო და ყველამ ერთხმად მოიწონა ემილია, ამიტომ როდესაც პრეტენზიას აცხადებს რამე თანამდებობაზე, მაშინ კონკურსზეც შესაბამისი მომზადებით უნდა გამოცხადებულიყავი. პირველრიგში მმართველს მოეწონა და თუ რაიმე პრეტენზია გაქვს ქუჩის ქალივით კი არ უნდა იტლიკინო და არჩიო საქმეები იმასთან ვისაც ეს საკითხი არ ეხება, ადი და მმართველს მოახსენე ყველა შენი პრეტენზია. - მე, მე - ენა დაებლუკა. - ხო შენ , შენ - გაბრაზებით თქვა მაქსიმემ - შენი საქციელით ემილის კი არ მიაყენე შეურაცყოფა, - შუბლთან დაუკაკუნა თითი - ჩვენ, იქ, კომისიაში მსხდომ ადამიანებს. - ეს ამბავი იმ , - ისევ ძროხა უნდოდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა - იმ გოგომ გითხრა? - ასე გგონია? - ირონიულად გახედა - ელენე გაიზარდე ცოტა, აქ კედლებსაც კი ყურები აქვს, ბანკს არ სჭირდება ისტერიკიანი თანამშრომლები, კარგად იცი გვარიშვილობა სულ ვერ გიშველის, ცოტა უნდა ისწავლო გესმის? შენს პროფესიაში ზრდა აუცილებელია, როცა წინსვლაზე პრეტენზია გაქვს, ცოდნა და გამოცდილებაც აუცილებელია, ამიტომ სანამ პირს გააღებ და ისაყვედურებ, კარგად გაიაზარე და მერე თქვი. - მოკლედ, ხო გადამაყოლეთ ეს წინკლიანი სამსახური - გაბრაზებულმა წამოიძახა და გავარდა გარეთ. - რა სჭირს ამას? - თან შემოვიდა ვანიკო. - არაფერი ისეთი - ხელი აიქნია და მეგობარს გადაეხვია - შენ როგორ ხარ? - მე კარგად და შენ? როგორ მოიარე ევროპაა? - კარგი იყო, არ მეტყობა სახეზე? - გაიღიმა - და შენ გქონდა ხომ აქ უჩემოდ საგიჟეთი? - ხო, აღარ თქვა, მაგრამ ემილი კარგად მეხმარებოდა. - ანუ მოგეწონა მისი მუშაობა? - კი, კარგი კადრია ნამდვილად, როცა რამეს ეტყვი გისმენს, რამეს თუ ვერ გებულობს გეკითხება, აღმასრულებლებთანაც დაამყარა კონტაქტი და ორი საქმე აუქციონზე გააგზავნინა უკვე. - კარგია, როგორც კი დავინახე, იგრძნობოდა მისი განსაკუთრებულობა - თბილად ჩაეღიმა. - მოიცა, მოიცა, შენ რაღაც ცუდად იღიმი, არ მომწონს მე ეგ ღიმილი - თითი დაუქნია მეგობარს ვანიკომ. - ეს ის გოგოა, მაშინ ტელეფონზე, რომ გელაპარაკებოდი, გახსოვს? - შენ იმდენ გოგოზე მელაპარაკები, მე რა ვიცი... - კარგი ახლა ნუ გამომიყვანე მექალთანე, - გაიცინა და თეთრი კბილები გამოაჩინა - გასაუბრება, რომ იყო იმ დღეს. - აა, გამახსენდა და მერე? - რა მერე? გავიხედე კარები გაიღო და კი შემოვიდა, ისე გამიხარდა, - წვერებზე ხელი ჩამოისვა - მერე ისე აღაფრთოვანა ყველა მისი განათლებით თუ გამოცდილებით, კი აიყვანეს... - არა, ცუდი გოგო ნამდვილად არ არის, მაგრამ ცოტა მსუქანი არ არის? - ქვედა ტუჩი სასაცილოდ გადმოაბრუნა ვანიკომ. - მსუქანი არა, მაგრამ სასიამოვნოდ სავსე გოგონა კი არის, თვალები ისეთი მეტყველი აქვს, რაღაც შარმი აქვს, რომელიც ძალიან მიზიდავს. - ხო შეიძლება, " ტაფჩანივით " სუსტი გოგოები მეც არ მიყვარს დიდად, - სახე აიმრიზა - ისე დავაკვირდები აწინ სხვა თვალით. - რა სხვა თვალით, არ გადამრიო ახლა. - არა, ეს ის არ არის რაც შენ გგონია - ხმა გაიწვრილა ვანიკომ - უბრალოდ, როგორც სარძლოს ისე შევათვალიერებ. - როდის აქეთ გახდი " სარძლოების შემმოწმებელი?" - დღეიდან, აი ამ წუთიდან - ჯარისკაცივით გაიჯგიმა - წავედი ჩემს cv-ში შევიტან ამ ახალ ფუნქციას, რა იცი რაში გამომადგეს? - წადი, წადი იმუშავე - ხელი აუქნია მაქსიმემ და კომპიუტერს მიუბრუნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.