მეც შემიყვარდა (თავი მესამე)
დილას ერთმანეთზე ჩახუტებულებს გაგვეღვძა, გამეღიმა სკოლის დრო გამახსენდა თითქმის ყოველი დილა ასე იწყებოდა. მალე გოგოებმაც გაიღვიძეს. ცოტახანს კიდევ ვინებივრეთ. თუმცა ტელეფონზე დამირეკეს, დავხედე და ნათია იყო -ხო ნათი, მოხდა რამე? -ქალბატონო ანასტასია, დღეს საქორწილო ტორტია გასაკეთებელი და თქვენ... რომ არ მოხვედით... ვიფიქრე, დავურეკავ და შევახსენებთქო. -ვაიმე, დამავიწყდა, ახლავე გამოვალთ ნათი. -ტელეფონი გავთიშე და მარიამს მივუბრუნდი -მარიამ დღევანდელი შეკვეთის სურათები ნახე რა მე მოვემზადები მანამდე. -უცებ მივაყარე სათქმელი და სააბაზანოში შევედი, რადგან დრო არ მქონდა მალე გამოვედი. -ნახე მარ? -ისევ მარიამს მივადექი. ისინიც მზად დამხვდნენ ალბათ დაბლა სააბაზანოთი ისარგებლეს. -ვერა, ტელეფონი დაჯდა, შენსას კი პაროლი ადევს. მოდი გახსენი-მითხრა და ტელეფონი მომაწოდა -ნიტუ რა რიცხვია დღეს? -ვკითხე ნიტას რომელიც ტელეფონში რაღაცას აკეთებდა. -28 სექტემბერი. -მითხრა და ისიც საწოლზე ჩამოჯდა. -28, ოღონდ ეს არა, მარიამ ხუთ სართულიანი ტორტი, სამ საათამდე თან საქორწილო. -ვაიმე როგორ დამავიწყდა. -შეიცხადა მარიამმა. -მეც წამოვალ, დაგეხმარებით. -გვითხრა ნიტამ. ნახევარ საათში კი საკონდიტროში ვიყავით და მითითებებს ვიძლეოდით. -მგონი მოვასწრებთ, დაწყნარდი-გამამხნევა მარიამმა. მართლაც ორ საათზე ტორტი მზად იყო. და შემკვეთსაც გავატანეთ. საღამომდე კაფეში ვიყავით, ექვსი საათი იყო რომ გამოვედით. -აი ყოჩაღ რა ნიტუ, სასწაული ხარ პირდაპირ-შეაქო მარიამმა -ოოო, კაი რა უბრალოდ დაგეხმარეთ. -რა უბრალოდ გოგო, შენ რომ არა.... ისე არ გიფიქრია ჩვენთან მუშაობაზე? -ვუთხარი და მანქანისკენ დავიძარით. -ღადაობ თუ მართლა მეუბნევი მაგას? -მკითხა გაოცებულმა -მართლა გეუბნევი გოგო რას ვღადაობ. -აუ არ მჯერა სამივე ერთად ვიმუშავებთ ანუ? -აღტაცებას ვერ მალავდა მარიამი. -მართლაც კარგი აზრია.- დაფიქრდა ნიტა. -ანუ თანახმა ხარ? -ვკითხე. -კი. უფროსწორად დიახ უფროსო! -მითხრა და გამიღიმა. მანქანაში ვსხდებოდით ნათია რომ გამოვიდა. -ნათი საით? -დავუძახე და ისიც ჩვენსკენ წამოვიდა. -სახლში ქალბატონო... -კარგი რა ნათი. -შევაწყვეტინე სიტყვა. -გთხოვ უბრალოდ ანასტასია ან სულაც ტასო დამიძახე. -კი მაგრამ,... -არავითარი მაგრამ. ახლა კი დაჯექი ნიტაც შენსკენ ცხოვრობს და ბარემ შენც გაგიყვან. -არ იყოს წავალ ჩემთვის. -აუ არ გვაწყენინო რა ნათი- თავი გამოყო ნიტამ -კარგით მაშინ, კი მერიდება მაგრამ. -დაჯექი გოგო ნუ მიშლი ნერვებს-არ აცადა მარიამმა ხელი სტაცა, მანქანის კარი გაუღო და ჩაჯექიო თვალები დაუბრიალა. გოგოც მაშინვე ჩახტა. გზაში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა,მათე იყო, ნიტას ვუთხარი სკიპერზე ჩართე თქო მანაც ტელეფონი მოათავსა და ზარს უპასუხა. -სად გაქ გოგო ტელეფონი? ან შენ სად ხარ? -კარგად მათე შენ როგორ ხარ? -ვუთხარი და გამეღიმა. -მეც კარგად, სად ხარ? -გზაში, სახლში მივდივარ. რა ხდება? -სახლში არავინაა, ყველა კლუბში ვართ და აქ მოდი. -ლიკა და ანდრეა? -ლიკა აქაა, ანდრია კი დედამისს დაუტოვა. ჰე ახლა მოხვალ ხო. -მოვალ მაგრამ მარტო არ ვარ. -ვიცი მარიამი დ ნიტაც მანდაა, აბა სხვანაირად როგორ. სამივე მოხვალთ. -არა კიდევ ერთი მეგობარია. -ვუთხარი და სარკიდან აწითლებულ ნათიას თვალი ჩავუკარი და გავუღიმე საპასუხოდ მანაც გამიღიმა. -არაა პრობლემა მოიყვანე და გაგვაცანი სასტავს. კაი წავედი და გელოდებით. -კაი მისამართი მომწერე. -ტელეფონი გავთიშე და ნათიას ვკითხე-ნათი პრობლემა ხომ არაა, სადმე ხომ არ მიდიხარ? -არა... უბრალოდ სირცხვილია. -რააგოგო სირცხვილი ბიჭმა თვითონ დაგვპატიჟა. -არ თმობდა მარიამი. -კარგი წამოვალ. -აი ასე ჯობია. -უთხრა ნიტამ და გაუღიმა ოც წუთში კლუბში ვიყავით, შევედით და ნათია ყველას გავაცანი, კარგად მიიღეს, მალე გაიხსნა კიდეც, ალექსანდრე არ იყო ამიტომ თავს კარგად ვგრძნობდი თუმცა მალე ისიც მოვიდა მარიამმა მითხრა არაფერი შეიმჩნიოო, მეც დავეთანხმე თუმცა ალბათ კარგად არ გამომივიდა -ტას ცუდად ხომ არ ხარ? -მკითხა ცოტნემ. -არა, ცოტა უჰაერობაა, ჰაერზე გავალ ცოტახანი და გადამივლის. -შენობა დავტოვე და იქვე პარკში გავედი, მართლაც აუტანელია ჩემთვის ეს სიტუაცუა მაგრამ რას ვიზამ, ვცდილობ თანდათან შევეგუო.სკამზე დაჯდომას ფეხით სიარული ვამჯობიბე და ბილიკს დავუყევი, სიწყნარე იყო, თითქოს ხვდებოდა ქალაქი რა მჭირდებოდა, ხალხიც მოძრაობდა და მეც თამამდ მივაბიჯებდი, არ მეშინოდა სიბნელის, კლუბიდან საკმაოდ შორს წამოვედი და დაბრუნებას არ ვაპირებდი, მარიმმა მომწერა სად ხარ? ხომ კარგად ხარო? მივწერე რომ ცოტახანს კიდევ ვიქნებოდი და გზა განვაგრძე. მესიამოვნა შემოდგომის ოდნავ გრილი საღამო, ვფიქრობდი ყველაფერზე, გარდა ალექსანდესი. ვფიქრობდი მომწონდა თუ არა ჩემი ცხოვრება ან სამუშაო, ან რას გავაკეთებდი მომავალში, ან სად ვიქნებოდი, უეცრად ფიქრებიდან სირბილის ხმამ გამომიყვანა, ჩემს უკან გაჩერდა და აჩქარბული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. არ შევიმჩნიე და გზა განვაგრძე თუმცა ვგრძნობდი რომ მომყვებოდა, მაგრამ არ შევბრუნებულვარ და რატომღაც არც შემშინებია. ტელეფონზე ესემესი მომივიდა ნიტა იყო მწერდა რომ ალექსანდრე კლუბიდან წასულა, მიზეზად კი საქმეები მაქვსო უთქვია. მგონი შენს საძებრად წამოვიდაო. კარგი მეთქი მივწერე, ყველაფერი რიგზეა თქო. ისევ წყნარად მივუყვებოდი ბილიკს, ახლა მივხვდი რატომ არ შემეშინდა. დარწმუნებული ვარ ჩემს უკან ალექსანდრეა. იქვე სკამი დავინახე, და დასაჯდომად წავედი მაინტერესებდა რას გააკეთებდა. დავჯექი თუმცა ის აღარ ჩანდა, ვიფიქრე რომ წავიდა მაგრამ მოულოდნელად ჩემს უკან გაჩნდა, მიკვირს როგორ ახერხებს ეს ბიჭი ასეთი რამეებს. -სიგრილეა, არ გცივა? -მკითხა ისე რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ბილიკს თვალს არ აცილებდა. -არ მცივა, შენ რას აკეთებ აქ? -სახლში მივდიოდი და შენ დაგინახე, ღამით მარტო არ უნდა დადიოდე პატარა ქალბატონო! -მითხრა და მხოლოდ ახლა შემომხედა, ოდნავ გამიღიმა მაგრამ ეს არ იყო ირონიულად გაღიმება ეს გულწრფელი ღიმილი იყო. -ალექსი!! -გაუაზრებლად წარმოვთქვი და თვალები გადავატრიალე. -რატომ აკეთებ ამას? ყოველთვის როცა გეკაპარაკები სხვადსხვა ნაირად მპასუხობ, -ამჯერად თვალებში მიყურებდა ისე და მელაპარაკებოდა, ისიც სკამზე ჩამოჯდა. -რას გულისხმობ? -ვკითხე გულწრფელად რადგან მე არასდროს არ მეგონა თუ მასში ცვალებადი ადამიანის სახეს ვტოვებდი. -თითქოს რაღაც ზღვარი გაქვს და ცდილობ ეს ზღვარი არ დაარღვიო, თუმცა როდესაც ახლოს მოვდივარ შენც ერთი ნაბიჯით წინ იწევ, მერე ხვდები რომ თითქოს რაღაცას აშავებ და უკან ბრუნდები-თვალებზე ცრემლები მომადგა. ზუსტად მიხვდა ჩემს პიროვნებას. მაგრამ ვერ შევძლებდი მისთვის რამე მეთქვა. -კარგი რა აზვიადებ. -ვუთხარი და შევეცადე ვითომც აქ არაფერი ისე გამომსვლოდა. არა და ზუსტად მიხვდა. -კარგად გიცნობ ანასტასია არაბულო, თუმცა.. -არა არ მიცნობ, საერთოდ არ მიცნობ მე შენ და გთხოვ წადი, ან მე წავალ. -მე არსად წასვლას არ ვაპირებ. -კარგი მაშინ რა გაეწყობა. ნახვამდის ალექსანდრე. ისე წამოვედი სიტყვის თქმა არ დავაცადე, ვგრძნობდი რომ მომყვებოდა. კლუბამდე მომყვა, შიგნით შევდიოდი როცა უკან მოვიხედე ისიც იმ წამს მიბრუნდა და მანქანისკენ წავიდა. საღამო მალე დავასრულეთ. განწყობა გამომიკეთდა როცა საეჭვო ამბები შევნიშნე მარიამითან და დემესთან. მაგრამ არ შევიმჩნიე. სახლში წავედით და მშვიდად დავიძინე. დილა ჩვეულებრივ დაიწყო მოვემზადე და სამსახურში წავედი, საღამოს მათემ და ბექამ კაფეში გამოგვიარეს, ცოტა ვისაუბრეთ, მათეს ყურადღება კი იქვე მდგარ ნათიაზე იყო გამეღიმა, მათმა ასეთმა საქციელმა გამაკვირვა. ნათია მორცხვი გოგოა, მაგრამ მათე?! ის ასეთი არ მინხავს. მეორე დილა ისევ ისე დაიწყო სწრაფად მოვემზადე და კაფეში წავედი. იქ მისულს კი მათე დამხვდა. -შენ რა წესად გექცა ყოველ დილას აქ მოსვლა? -ვკითხე და მის წინ დავიკავე ადგილი. -კაი რა შენ ნუღარ დამიმატებ. -ანუ ვიღაცამ დამასწრო ხო, ყოჩაღ კარგად უმოქმედიათ. -ანასტასია! -კარგი ხო, ესე ნუ მეძახი მეშინია. ყავას შევუკვეთავ და გპირდეი მოგისმენ. -თანხმომბის ნიშნად თავი დამიქნია. თვალი მოვავლე კაფეს ნათია ვერ ვიპოვე, ამიტომ ეკას ვთხოვე ყავის მოტანა. -მიირთვით-ფინჯანი წინ დამიდო და წასვლას აპირებდა რომ გავაჩერე. -ეკა, ნათია სად არის? -ისვენებს დღეს. -პასუხს გაცემა არ აცადა მათემ. -კარგი ეკა დაგიძახებ თუ რამეა. -გავუღიმე, ის წავიდა. ახლა კი ისევ მათეს მივუბრუნდი-ეს საეჭვო ინფორმაციაა, საიდან იცი როდის ისვენებს ნათია? ნუ რაღაცას ვხვდები მაგრამ მინდა შენგან მოვისმინო. -კარგი რა ტასო, მე... უბრალოდ... -პატარა ბიჭივით დაიბნა. -კარგი დაგეხმარები, ყველაფერი თავიდან მომიყევი. -მოსაყოლი არაფერია. ყველაფერი უეცრად მოხდა. ვერ გეტყვი რომ ამას ვგეგმავდი. როცა კლუბში მოიყვანე... ჯანდაბა... ის ისეთი სხვანარია, ამოუცნობი, მორიდებული, და რა ღიმილი აქვს ჭკუიდან მშლის. არვიცი... -ყველაფერი კარგად იცი, და მინდა გითხრა რომ მაგარ შარში ხარ ძმაო. -კარგი ძმაკაცივით ვარიგებდი და ორივეს გაღვეღიმა. -ეს რომ ცოტნეს და ბექას ვუთხარი დამცინეს შენ კი დიდიხნის ძმაკაცივით მელაპაეაკები. -კარგი ეგ დაივიწყე, ახლა რას იზავ? -არ ვიცი, რა უნდა ვქნა, ვერ ვეტყვი რომ მიყვარს, არ მინდა შევაშინო ის ხო... -ნუ სულელობ აბა დაელოდები როდის გადაეყრება ვიღაც გიჟს და გაიუბედურებს ცხოვრებას? დღეს საღამომდე ეტყვი ყველაფერს ან ამას მე გავაკეთებ იცოდე თან დღესვე -დავემუქრე და მეტი ეფექტისთვის საჩვენებელი თით გამაფრთხილებლას დავუქნიე. -კარგი, მაშინ წავედი! -აი ეს მომწონს. ოღონდ იცოდე პირველი აქ მოხვალთ. -აუცილებლად. წავედი და მადლობა ტას, ამას არ დაგივიწყებ. მითხრა და კაფე დატოვა. მარიამმა მომწერა დღეს ვერ მოვალ საღამოს ყველაფერს აგიხსნიო. მე და ნიტა ვიყავით, მშვიდად ჩაიარა დღემ, ნიტაც წავიდა. მარტო დავრჩი, მათე კი არ ჩანდა. წასვლა დავაპირე, უკვე ათი ხდებოდა, სწორედ ამ დროს მომწერა მათემ მოვდივარო, მეც დავრჩი. ცოტახნის მერე კარის ხმა გავიგე -როგორც იქნა სად იყავი აქამდე, დავიღალე ლოდინით, შენ... -სიტყვა ვეღარ დავამთავრე, ჩემს წინ ალექსანდრე იდგა და იღიმოდა. - მე მელოდებოდი? რომ მცოდნოდა ადრე გამოვიდოდი სამსახურიდან. -ნუ სულელობ რა. შენ რატომ უნდა დაგლოდებოდი, მათეს ველოდებოდი. -მათეს? -შევატყე როგორ შეეცვალა სახე. -ხო, მათეს. შენ რას აკეთებ აქ.. -მე სინათლე დავინახე და... -სიტყვა ვეღარ გააგრძელა. -ტასუნააა-კაფეში მათე შემოვიდა. -ნახე ტასო. -მითხრა და ნათიაზე ჩაჭიდებული ხელი მაღლა ასწია. მერე კი ნათის გადახედა და თქვა-მხოლოდ ჩემია გესმის, მხოლოდ ჩემი. -ისე ამბობდა ამ სიტყვებს დარწმუნებული ვარ ამ წამს მასზე ბედნიერი არავინაა. -ვიცოდი, ვიცოდი. გილოცავთ-ორივეს მოვეხვიე. -მათე ხომ გეუნებოდი, ნათი როგორ აგიხვია თვალები ჰა? -გადი გოგო ისე ნუ შემიშინე შეყვარებული. -მითხრა მათემ და ხელი გადახვია. -მათე გილოცავ ძმაო. -ხმა ამოიღო ალექსანდრემ, და მათეს გადაეხვია. ასე არ მოქცეულა მასთან ნეტავ რა შეიცვალა?! ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გმომიყვანა. -გისმენ მარიამ, სად ხარ მთელი დღე? -ანასტასია სად ხარ ახლა შენ.? -მარიამ რა ხდება? კაფეში ვართ. მე, მათე, ნათია და ალექსანდრე. -კარგი მალე მოვალთ. -მარ... -ტელეფონი გამითიშა. -ტასო რა ხდება, ხომ კარგად ხარ? რა გითხრა ასეთი? -მკითხა მათემ. -ანასტასია დაჯექი. ნათია შეგიძლია წყალი მოურატანო?-ალექსანდრემ ნათია სამზარეულოში გაგზავნა. -ტასო შემომხედე, ამიხსნი რა ხდება? -მარიამმა დამირეკა მითხრა... -კარის ხმა გავიგე -მარიამ-მაშინვე იქით გავიხედე თუმცა იქ ბექა, ნიტა, ცოტნე დამიანე და ლიკა იყო. -ტასო რა ფერი გაქვს მოხდა რამე? -მაშინვე ჩემთან გაჩნდა დამიანე. -თქვენ რას აკეთებთ აქ? -ვკითხე -მარიამმა დაგვირეკა კაფეში მიდით და მეც მალე მოვალო-მითხრა ნიტამ -ნიტუ ნეტავ რა ხდება, ახლა ველაპარაკე, ხმა არ მომეწონა-ვუთხარი და ბექას გავხედე რომელიც მშვიდად იდგა. -შენ რატომ ხარ ასე წყნარად? -მალე მოვა მარი და ყველაფერს გაიგებთ. -თქვა და იქვე ჩამოჯდა მალე კაფის წინ მანქანა გაჩერდა იქიდნ კი მარიამი და დემეტრე გადმოვიდნენ. წამით გავშეშდი როცა კაფეში ხელჩაკიდებულები შემოვიდნენ. -არ მჯერა-დაიყვირა ნიტამ. -როდის მოასწარით. -ნიტა ყველაფერს აგიხსნით-თავის მართლებას ცდილობდა მარიამი. -რა უნდა ამიხსნათ რა?! -ხმა დაუსერიოზულდა ნიტას. -ნიტა! -ახლა დემეტრემ დაიწყო საუბარი. -დამშვიდდი. -ხელი! -ვთქვი როცა მარიამის თითზე ბეჭედი დავინახე. -რა ხელი? -მკითხა ნიტამ -ბეჭედს შეხედე! ისინი... -გაოცებული ვიყავი. -თქვენ რა...დემეტრე თქვენ... -სიტყვას თავს ვერ უყრიდა დამიანე. -ცოლობა ვთხოვე მხოლიდ-თავი იმართლა დემეტრემ. -ნიტა, ტასო, ლიკა... -საწყალი სახით იყურებოდა მარიამი -ბექა, ცოტნე, დამიანე, მათე, ალექსანდრე, ნათია, კიდევ ვინმეა აქ. მოდი მოგილოცო მაინც-თქვა ლიკამ და გადაეხვია. სხვებმაც მას მიბაძეს. -არ შემიძლია ამ ადამიანს გავუბრაზდე. მიმიშვით რძალთან-იყვირა ნიტამ და მარიამს გადაეხვია, მე კი ისევ ერთადგილას ვიდექი გაშეშებული. -არ მჯერა, ვერ ვიჯერებ, ვინმემ მიჩქმიტეთ. -ვთქვი და ვიგრძენი როგორ ამეწვა მარჯვენა ხელი. -ალექსანდრე.!- წამოვიყვირე სიმწრით. -თვითონ თქვი! -მითხრა და გაიღიმა. -შენ ეს იცოდი ხომ! -რეალობაში დაბრუნებული ბექას მივვარდი. -ნუ ამდენი არა მაგრამ ნაწილი კი. -მითხრა და გამიღიმა. -ორთავე და-ძმას ერთნაირები ხართ. და შენ ამხელა ბიზნესმენი კაცი რამ გადაგრია, მთელი დღით რომ გაქრით ქალაქიდან? -ჩვენც გვიყვარხარ ტასო და მადლობა მილოცისთვის. -მითხრა დემემ და გაიღიმა. -კარგი ხო, მოდი აქ ჩემო გოგო-მარიამს მოვეხვიე-სიძე შე ძველო, მოდი მოგილოცო. -ვუთხარი დემეტრეს , მანაც სიცილით ჩამიკრა გულში. -არ ავღნიშნოთ? -სიტყვით გამოვიდა ცოტნე. -აუ არა, დღეს არა რა, დავიღალე ძალიან. -თქვა დემემ. -კარგი მაშინ ერთი იდეა მაქვს მოდით ხვალ სვანეთში წავიდეთ და იქ ავღნიშნოთ, თან ცოტას დავისვენებთ. რას იტყვით? -არ ჩერდებოდა ცოტნე. -სვანეთი... წავიდეთ რა... -აღფრთოვანებულმა წმოვიყვირე. -მერე წყინს რომ ეუბნევი ბავშვი ხარო. - ჩაიკაპარაკა ალექსანდრემ. -ყველაფერი მესმის ცნობისთვის. -ვუთხარი და მზერა გავუსწორე. -გესმოდეს მერე, სიმართლეა და.. -ანუ მივდივართ? -სიტყვა გააწყვეტინა ბექამ. -აუცილებლად. თუ დროზე დავიშლებით წავალთ. -გამიღიმა დამიანემ და კარისკენ გვანიშნა. -მოიცადეთ! -ვიყვირე და ყველა წამში შემოტრიალდა. -რაღაც კიდევ არის სათქმელი. -ეხლა არ მითხრა მეც ვთხოვდებიო. - გაიცინა ცოტნემ. -ვერ მოესწრები მაგ ამბავს ჩემო ძმაო. - ვუთხარი და სასაცილოდ დავეჭყანე. -მაშინ მალე თქვი და წავიდეთ. -მითხრა დამიანე. -მე რატომ უნდა ვთქვა, ამ ამბის გმირი მათეა და ის გეტყვით. -ტასო! -თვალები დმიბრიალა მათემ. -კარგი ხო რცხვენია ამას და მე გეტყვით. შეხედეთ მათეს და ნათიას, რას გეუბნებათ ეს ორი სახელი ერთად? -მათე მართალია ეს არსება? -სიცილით იკითხა ბექამ. -კი ძმაო, მაგრამ არ მინდოდა ჯერ გვეჩქარა. -ხო მართალი ხარ მათე აქ ზოგ-ზოგიერთებმა იჩქარეს მაგრამ არაუშავს. -ანასტასია! -მკვლელი მზერა მესროლა დამიანემ. -კარგი ხო ვჩუმდები. -ვთქვი და ხელები ავწიე დანებების ნიშნად. ყველამ მიულოცა წყვილს.მანქანაში ვჯდებოდი ალექსანდრემ რომ დამიძახა. მეც წამში შევტრიალდი მისკენ. -ანასტასია, ფრთხილად ატარე, ღამეა მაინც და... -მადლობა მზრუნველობისთვის ბატონო ალექსანდრე. -ვუთხარი ირონიული ღიმილით. მანქნაში ჩავჯექი და ადგილიდან დავძარი. -შარში ხარ შენც ძმაო. გაგაგჟებს ეს გოგო. -უთხრ ბექამ ძმაკაცს და მხარზე ხელი დაარტყა. -ვიცი, ვიცი... -თქვა ალექსანდრემ. დილას სწრაფად მოვემზადე ბარგი ჩავალაგე და რვა საათზე უკვე მანქანებში ვნაწილდებოდით. მე ჩემი მანქანით წავედი. ცოტნესთან და ბექასთან ერთად. -ეეე რა წესია ბიჭები ასე ვისხდეთ და შენ საჭესთან-დაიწუწუნა ბექამ. -ბექა იყუჩე, თორე ჩამოგსვი აქვე. -ერთი პირობით. -ეშნაკურად აათამაშა თვალები. -გისმენ-ვუთხარი მობეზრებულმა. -ერთ, ნებისმიერ სურვილს შემისრულებ. -კარგი ოღონდ შენ ხმა არ ამოიღო და მითხარ რა გინდა. -ეხლა არა რომ ჩავალთ მერე მოვიფიქრებ. მართლაც ისე ჩავედით ხმა არ ამოუღია. მალე მოვეწყვეთ. კარგი სახლი იყო, ოღონდ არ ვიცი ვისი, ალბათ იქირავეს. ყველანი სახლში ვიყავით, მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ ალექსანდრე არ წამოსულა. -ბიჭო სანდრომ რაო, ჩამოვა? -ჰკითხა ცოტნემ ბექას. -რავი საქმეები მაქვსო და შეიძლება ვერ მოვახერხოო. თითქოს გული დამწყდა რომ არ წმოვიდა, მაგრამ გამიხარდა კიდეც, მისგან ცოტახანს შორს ვიქნებოდი. -აბა ქალბატონო ანასტასია მზად ხარ ჩემი სურვილისთვის? -მკითხა ბექამ. -ამოღერღე ქირია რა გნებავს. -მოიცა დავფიქრდე. -ხელი ნიკაპზე მოისვა და თვალები მჭუტა. -მაშ ასე, დღის ბოლომდე ვინც შემოვა ეზოში, ვიმეორებ შემოვა და არა გავა და შემოვა, დაინახავ თუ არა მისკენ გაიქცევი დ მთელი ძალით ჩაეხუტები. -ბექაააა.... -საწყალი სახით შევხედე-სხვა რამე რომ იყოს -არავითარ შემთხვევაში, სურვილი სურვილია. -დაეთანხმა ცოტნე. მთელი დღე ფანჯარაში ვიყრებოდი, ვინმე მოდიოდა თუ არა. პირვლად მეზობელი ლამარა ბებო შემოვიდა ეს მერე გავიგე რა ერქვა თუ არ ქალს ისე გაუკვირდა ძლივს ავუხსენი სიტუაცია. მოსაღამოვდა და ცაც მოიქუფრა, წვიმას აპირებდა. უკვე ოქტომბერია და აქ საგრძნობლად აცივდა. ბიჭებმა შეშა მოიმარაგეს. საღამოს წვიმამაც არ დააყოვნა. ხასიათი წამიხდა. ანდრეამაც დაიძინა, სახლში სიჩუმე ჩამოვარდა. ვივახშმეთ. გარეთ უკვე შებინდებული იყო. ისევ ფანჯარასთან ვჯექი და სიმღერებს ვუსმენდი. დავინახე ეზოში მანქანა შემოვიდა და ბექაც წამში ჩემთან გაჩნდა. -ტასო ნახე ვიღაც მოვიდა. ფანჯარაში გავიხედე და მანქანიდან გადმოსულს დავაკვირდი. არა ოღონდ ეს არა ეს ხომ ალექსანდრეა. -აუ ბექა წვიმს და გთხოვ რა. -შევეცადე თავი დამეძვრინა ახლა ეს რომ გამეკეთებინა არ ვიცი რა მოჰყვებოდა ამ საქციელს. -არა, პირობა პირობააა. ნახე იქნებ ბედი გაგეხსნას რა იცი ვინაა. -მითხრა და თვალი ჩამიკრა. -და რომ ვიცი ვინცაა-ჩემთვის ჩავილაპარაკე. -რამე მითხარი-უარყოფის ნიშნად თავი გავაქნე-კარგი მაშინ სწრაფად, თორე შემოვიდა სახლში... -მეც ავდექი და გასასვლელისკენ წავედი. -ბექა რა ხდება-მათემ ხელი დაადო ძმაკაცს მხარზე. -ტასო სურვილს ასრულებს. უყურე. -ეს ხომ ალექსანდრეა. -დიახ მათე ბატონო სანდროა. გარეთ გავედი ის უკვე ჭიშკარს ხურავდა. ფანჯრისკენ გავიხედე ბექა და მათე იქ იდგნენ და მიყურებდნენ. -მიდი ტასო, შენ ამას შეძლებ. -გავამხნევე საკუთარი თავი და მისკენ გავიქეცი. დამინახა თუ არა ადგილზე გაშეშდა. სწრაფად დავფარე მანძილი ფეხის წვერებზე ავიწიე და ხელები კისერზე შემოვხვიე. თავიდან თითქოს დაიბნა. მაგრამ მალევე ვიგრძენი მისი ხელები ჩემს ზურგზე. ცხვირი მის კისერში ჩავრგე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. უეცრად წვიმამ უმატა და რეალობაში დამაბრუნა. ხელები ნელა შევუშვი და მიწაზე დავბრუნდი. თვალებში მიყურებდა. თითქოს ამ ყველაფრის მიზეზს და ახსნას ეძებდა. -ალექსი მე... ეს... უბრალოდ... -არაფრის თქმა არაა საჭირო. წვიმს, სველდები და გაცივდები, შევიდეთ. მანქანაში პროდუქტებია დამეხმარები შევიტანოთ. -კარგი. -პარკების ნახევარი მე მომცა მანქანა ჩაკეტა და სახლისკენ წავედით. -სველი ხარ წადი გამოიცვალე თორემ გაცივდები. -მითხრა შევედით თუ არა. -შენც. ანუ... შენც სველი ხარ და გაცივდები... -ამას დავაწყობ და გამოვიცვლი. -პარკები გამომართვა და სამზარეულოში გავიდა. მალე მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. ყველა ბუხართან შეკრებილიყო და საუბრობდნენ. -ტასო მიდი ბუხართან დაჯექი, მაინც წვიმში მონაყოლი ხარ და არ გაცივდე ყოველი შემთხვევისთვის. -სიცილით ამბობდა მათე. -ნათი უთხარი შენს ბიჭს რამე. -ჩემო ბიჭო გითხარი რამე. -ნათიამაც გაიცინა. -ნახეთ რა უკვე მოასწრო ამ გოგოს თავის ჭკუაზე გადაყვანა. -ავღნიშნე არსებული ფაქტი და ცოტნეს გვერდით დავიკავე ადგილი. ალექსანდრე არ ჩანდა ვიფიქრე მგზავრობამ დაღალა და ალბათ დაიძინათქო. ცოტა ვისაუბრეთ და მალ დაიშალენ. მე, ნიტა და მარიამი შემოვრჩით ბოლოს ბუხართან. მოვუყევი ბექას სურვილის დასასრულიც. ჩემდა გასაკვირდა რატომღაც ამ ფაქტს მშვიდად შევხვდი. -მგონი ვიღაცას ვიღაც უყვარდება. -ღიმილით თქვა მარიამმა -არა რა სისულელეა. ერთხელ უკვე გითხარით რომ არ შემიძლია. -კი მაგრამ რატომ ტასო, ცადე მაინც. -არა ნიტა, არ შემიძლია. მეშინია გესმის, მეშინია რომ გული მეტკინება ამას კი ნამდვილად ვერ გავუძლებ. -კარგი შენი საქმისა შენ იცი. მალე გოგონებიც წავიდნენ. მარტო შემოვრჩი. ოთახს მხოლოდ ბუხრის ცეცხლი ანათებდა. კიბეების ხმა გავიგე და მაშინვე იქით შევიხედე. ალექსანდრე იყო. -ანა შენ კიდევ არ გძინავს? -ანასტასია... მქვია გასაგებია. -ცოტა მკაცრად გამომივიდა მაგეამ მაინც გავბედე მეთქვა. -კარგი როგორც გინდა. -შენ რატომ არ გძინავს? -ცოტა შემცივდა და ჩაისთვის ჩამოვედი. -იყავი მე გაგიკეთებ. დაჯექი და გათბი-ვუთხარი და სამზარეულოში გავედი. ჩაი მოვამზადე და უკან დავბრუნდი. -აი გამომართვი დალიე. -მივაწოდე და წამში ვიგრძენი მისი თითების სიმხურვალე ადრიდელზე უფრო ცხელი ჰქონდა. -მადლობა-გამიღიმა და ჩაი მოსვა, მეც იქვე ჩამოვჯექი. -გემრიელია. -ასე გვიან რატომ ჩამოხვედი? -დავსვი გაუაზრებელი შეკითხვა. -ადრე გამოვედი ქალაქიდან მაგრამ მანქანა გმიფუჭდა გზაში, თან საშინლად წვიმდა და ამიტომ შემაგვიანდა. -გასაგებია -თუმცა როცა მისი ნათქვამი გავიაზრე რატომღაც გონებაში ფაქტები ერთმანეთს დავუკავშირე წვიმდა, მანქანა გაუფუჭდა, დასველდა და სცივა მისი თითები ცხელია და ეს არ მომჩვენებია. -სანდრო სიცხე გექნება. ახლავე თერმომეტრი მჭირდება. -არა მგონია ტასო არ გინდა. -როგორ თუ არა, ერთი წუთით. -ხელი შუბლზე მივდე. -ღმერთო ჩემო იწვი, ალბათ მაღალი ტემპერატურა გაქვს. ახლავე დავბრუნნდები. -სამზარეულოდან სამედიცინო ყუთი გამოვიტანე, თერმომეტრი მოვძებნე და გავუწოდე -გამომართვი და გაისინჯე. -არაა საჭირო გადამივლის. -ისევ ჯიუტობდა. -სან, გთხოვ რა. რა დაშავდება უბრალოდ გაიგო გაქვს თუ არა სიცხე. -ასე ნუ აკეთებ გთხოვ. -მითხრა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -რას ვაკეთებ? -ვკითხე გაკვირვებულმა. -ყოველ ჯერზე სხვადასხვა სახელს მეძახი და ცოტა არ იყოს მაბნევ. -მე... შენ... -გამეღიმა მაგრამ მალევე მთავარ საკითხზე გადავედი. -ალექსანდრე გთხოვ. -ვუთხარი და თერმომეტრი გავუწიდე. -კარგი, დამითანხმე. -მითხრა თერმომეტრი გამომართვა. მართალი ავღმოჩნდი სიცხე ჰქონდა თან მაღალ წამალი დავალევინე და დაველოდე როდის დაუწევდა. -შეიძლება რაღაც გთხოვო. -გააჩნია-ვუთხარი და გავუღიმე. -მუხლებზე თავს დაგადებ. -მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მოვეწყვე და მანაც დადო თავი. -ცოტნე. -რათქვი? -მკითხა გაკვირვებულმა. -ცოტნემ იცის ასე. როცა ცუდათაა ხოლმე. თავს დადებს და მე თმებზე ვეფერები. -ვუთხარი და ინტიქტურად თმებში შევუცურდ ხელი. -გაუმართლა რომ შენნაირი და ჰყავს. -ეს მე გამიმართლა რომ მათნაირი ძმები მყავს.. -გამეღიმა. თავი დივანს მივადე. არ მახსოვს როდის ჩამეძინა. დილას კი ჩემს საწოლში გამეღვიძა. ვეცადე გამეხსენებინა როგორ მოვხვდი აქ მაგრამ მხოლოდ ცხელი ტუჩები გამახსენდა შუბლზე. ამას ფიქრი არც უნდა რომ აქ სანდრომ ამომიყვანა. -ღმერთო ჩემო, ანასტასია როდის აქედან გახდა ის შენთვის სანდრო? -სწრაფად ავდექი საწოლიდან მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. სამზარეულოში მხოლოდ ბექა და ნიტა დამხვდნენ. -დანარჩენები სად არიან? -ვკითხე ნიტას. -ზოგს სძინავს, ზოგი სეირნობს, ზოგი შეშაზე გავიდა, მთავარი გმირი კი აი ამ წამს შემოვიდა. -მა-მი-დააა, იქ დიდი ამაა... -მითხრა ანდრეამ და ეზოსკენ მანიშნა. -მართლა მამიდა, მერე შეგეშინდა? -მე ალა, დედიტოს კი. -შენ ჩემი მაგარი ბიჭი ხარ ხო. -ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე. უცებ ხელიდან დამისხლტა და დაბლა ჩავიდა. -სანდლო ძია, იქ დიდი ამააა. -სად ჩემო ვაჟკაცო-უთხრა და ბავშვი ხელში აიყვანა. -იქ ეზოსი-თითით ანიშნა ძაღლის ადგილსამყოფელი. -ანდრია ჩამოდი დაბლა და მოასვენე ეს ხალხი. -სამზარეულოში შემოვიდა ლიკა. -იყოს რძალო არ მაწუხებს. -არა სანდრო, წავიყვან გამოვუცვლი. ჩამოდი დაბლა პატარა ტერორისტო. -ალა! -ანდრეა ახლავე, რა ვთქვი მე. -უთხრა და სამზარეულო დატოვა ანდრეასთან ერთად. -აუ ეს რა გაიზრდება-სიცილით თქვა ბექამ. -მამიდამისის ასლი იქნება-დაამატა ნიტამ. -სანდრო გინდოდა რამე? -ახლა ალექსანდრეს მიუბრუნდა. -არა უბრალოდ შემოვედი-თქვა და ჩემს წინ მოთავსდა. -როგორ ხარ? -ვკითხე მორიდებით. -უკვე კარგად. -გამიღიმა და თვალი ჩამიკრა მეც გამეღიმა. -ბექა წამოდი სალაპარაკო მაქვს შენთან. -ანიშნა ალექსანდრემ და გავიდა. ისიც უკან გაჰყვა. -რას ნიშნავდა ეს? -მკითხა ნიტამ. ყველაფერი მოვუყევი, წუხანდელი ღამიდან. -გამაგიჟებ გოგო მე შენ, გიყვარს ხომ.? -არა ნიტა რა სისულელეა. -ვნახოთ, ვნახოთ, მაგრამ იციდე მე შენს გვერდით ვარ. -მითხრა და სამზარეულო დატოვა. ესეც მესამე თავი. მადლობა ყველას ვინც კითხულობს❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.