შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარი თავის პოვნა ფერებში


7-10-2018, 00:17
ავტორი park_soo_byung
ნანახია 1 189

ერთ პატარა გარეუბანში ვიზრდებოდი, სამეზობლოში კი მრავლად ვიყავით ბავშვები, იყო მეტი გართობა და სილაღე, მაგრამ ამ ყველაფერს თან სდევდა უსიამოვნებები. თან დამსდევდა ცრემლები და პატარა ბავშვური შეცდომები. ვიყავი ბულინგის მსხვერპი და არსებული მეგობრებიც კი უცხონი ხდებოდნენ ჩემთვის, ისინი ზურგს მაქცევდნენ და როგორც უჩინმაჩინს ისე აღმიქვამდნენ.
ბევრჯერ დაუსველებია ჩემი ღაწვები ტკივილის ცრემლებს, ბევრჯერ ჩაუხშია ჩემი გულისცემა ტკივილის და ბრბოს ხმას.
ერთხელ წავედი ბიცოლასთან, მას ძველი ნივთების მილაგებაში ვეხმარებოდი, ამასთანავე უსარგებლო ნივთებს ვალაგებდი გადასაყრელად, თანვე შემხვდა ხურდა ფული, რომელმაც მსძლია, დამაფიქრა ჯიბეში ჩამეცურებინა თუ მისთვის დამებრუნებინა, ეს ბავშვული ახირება გადავაგორე, ეშმაკები მოვკალი ჩემში რათა არ გამეფებულიყვნენ, მე მაინც დავაბრუნე უკან ფული.
ბავშვურად მოაზროვნემ შეიძლება ბევრი ცუდი რამ ჩაიდინო ან თუნდაც გაიფიქრო, მეზობლის ხილი ან ბოსტნეულის მოიპარო, მაგრამ მთავარია ეს შენ ცხოვრების ბოლომდე არ გამოგყვეს.
სადღაც 13-14 წლის ვიქნებოდი როცა მათემატიკაში ვმეცადინეობდი, კლასიდან კლასში გადამსვლელი ქულისთვის ვიბრძოდი. სადღაც 4 საათი იქნებოდა მასთან სახლში რომ მივედი, სახლში მისულს მასწავლებლის ქმარი დამხვდა მხოლოდ, ის 60 წელს გადაცილებული იქნებოდა, ლოდინი მიწევდა, ამ ლოდინში მან რაღაც ფილმი ჩართო სასიყვარულო თემაზე და მითხრა მასთან ერთად მეყურებინა.
მან წამოიწია და დამაძალა მისთვიის მეკოცნა, მე იქედან გამოვიქეცი და უკან არც მომიხედავს. ხშირად პატარა ასაკის ბავშვები პედოფილების მსხვერპლები ხდებიან, შეიძლება ასეთი ადამიანი ქუჩაში, ავტობუსში, ან მეზობლად გვხვდებოდეს, აი ასე უბრალოდ, ასეთი ადამიანი ნამდვილად იმსახურებს დასჯას და გელიოტინაზე თავის დაადებას.
ყველას ექნება წარსულის შიში, ან ტკივილი. ჩემი ბედნიერების ტკივილი კი ერთი ადამიანი იყო, რომელიც მე სიგიჟემდე შემიყვარდა. ეს საოცარი გრძნობა იყო რომელმაც დამაბრმავა და ნაკლზე არ დამაფიქრა. იმდენად გამასულელა სიყვარილმა რომ, ვერც კი მივხვდი ეს გრძნობა ცალმხრივი თუ იყო და მხოლოდ მე ვაპირებდი სიყვარულის გაზიარებას მისთვის, არვიცი ამ დონემდე როგორ დავეცი მაგრამ, მე გავეცანი და მე თვითონვე ავუხსენი სიყვარული.
სამწუხაროდ მე გვიან მივხვდი რომ ის მეც მასულელებდა და დათავსაც ისულელებდა, შეუძლებელია შეიყვარო ის ადამიანი რომლის გვერდით ყოფნაც არ გსურს. გიას არცისე ხშირად ვხვდებოდი, რამოდენიმეჯერ თვეში ერთხელ, მაგრამ ჩემთვის მისი ერთი ნახვა საკმარისი იყო ბედნიერება სიცოცხლის ბოლომ გამყოლოდა.
რამდენად გვაბრმავებს ადამიანებს გრძნობები, რამდენად ვსულელდებით სიყვარულის შეგრძნების შემდეგ, ჩვენ ასეთებად ვიბადებით და ადრე თუ გვიან შენც დაგაბრმავებს გრძნობები.
მე ბედნიერი ვიყავი მხოლოდ იმით რომ მე მას უბრალოდ ვხედავდი და ვუცქერდი უსიტყვოდ, ვერც კი ვხვდებოდი მთელი დროის განმავლობაში გვერდიგვერდ მსხდომი, თუ მე ხმის ამოუღებლად ვიჯექი ჩემთვის და სიტყვის თქმის ძალაც არ შემწევდა.
რამდენად ბედნიერი ვიყავი მისი ერთი მოკითხვით ვერც კი წარმოიდგენს ის, არვიცი რა მაბედნიერებდა ან რა მაძლებინებდა ამდეხანს, ალბათ მისი არსებობა.
ვერც კი ვიფიქრებდი ჩემი პირველი სიყვარული ცალმხრივი თუ აღმოჩნდებოდა, საკმაოდ დიდიხანი ვიცნობდი მას და რაღაც პერიოდი ვიყავით ურთიერთობაში, მაგრამ შეიძლება თუ არა დავარქვათ ამას ურთიერთობა?! და ზუსტად ამ ურთიერთობის დასასრულს ის მე აღარ შემხმიანებია, მან გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა რომელიც მე უბრალოდ წარსულს მივაბარე.
რამოდენიმე დღის შემდეგ ვხედავ რომ მას სოციალურ ქსელშიც ვეღარ ვპოულობ, თურმე მას დავუბლოკივარ, უსიტყვოდ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშ, ნუთუ ასე უნდა მოექცე ადამიანს რომელიც სიყვარულის გარდა ვერაფერს გრძნობდა ამ ქვეყნად, რომელსაც მხოლოდ სიყვარული აკავშირებს შენთან.
ღამის პირველი-ორისთვის, მწერს მეგობარი.
"- გიამ მომწერა, მეგის ყველაფერს ავუხსნიო."- მაგრამ საბოლოოდ არსად აღარ ჩანდა ახსნა განმარტება და გია.
მეუბნებოდნენ, არუნდა გადავყოლოდი იმ ადამიანს რომელმაც ახსნის ღირსადაც არ ჩამთვალა, რომელმაც ასე გზად მიმატოვა, რომლის ახლო-მახლოს თავშესაფარი არ მოიძებნებოდა და მე ასე მარტოს უნდა მეტირა, გადავაგორე დღეები რომელმაც მოიტანა ჩემში ცრემლები, დააშრო მომავალზე ფიქრები, წამიშალა მასზე ოცნებები და ასე უბრალოდ დავრჩი ჩაძირული სიცარიელეში რომლის გვირაბის ბოლო არ მოჩანდა.
საბოლოოდ დრომ წაიღო ისიც და მეც, დრომ გზაჯვარედინზე ჩვენ გაგვანცალკევა და ჩვევჩვენი გზით გაგვიშვა, საბოლოოდ ჩვენ უცხონი გავხდით ერთმანეთისთვის, ჩვენ დავივიწყეთ ერთმანეთის არსებობა.
ალბათ მან იმიტომ დამტოვა უსიტყვოდ რომ მე მის სიტყვებს არ მოვეკალი ან უფრო ძლიერ არ შემყვარებოდა, განა რამდენად ძლიერად უნდა შემყვარებოდა ის, განა ამას სიყვარული არ ერქვა რასაც ვგრძნობდი მე?!
ცოტახნის შემდეგ გავიგე რომ მას შეყვარებული ჰყავდა, გამიხარდა, მან ხომ ის ადამიანი იპოვა რომელიც მოსწონდა მაინც, ან უყვარდა და ბედნიერი იყო მისი არსებობით როგორც ერთ დროს მაბედნიერებდა ისე მე.
2 წლის შემდეგ მე პირველდა შევხვდი მას და ვიგრძენი რაღაც წარსულიდან, რამაც ამაფორიაქა, მან თავი დახარა და უსითყვოდ როგორც უცნობმა გვერდი ამიარა, მაგრამ გულმა ისევ შეირხა და აფართხალდა როგორც პირველად, ის საგულედან ლამობდა ამოვარდნას. მაგრამ მე წარსულის დაბრუნებას არასდროს დავაპირებდი, რადგან ეს შეუძლებელი იყო.
მე დავიწყე სამხატვრო სკოლაში სწავლა, გავიჩინე მეგობრები და დავფიქრდი მომავალ პროფესიაზე, დავიწყე ხატვა, კერვა, ქსოვა და ტიხრულ მინანქარში მუშაობა.
2017 წლის 24 ნოემბერს, ლეოგრანდში დატრიალებულმა ტრაგედიამ ჩემი მეგობარი შეიწირა, გიორგის და ჩემი გაცნობა დღევანდელი დღესავით მახსოვს, მან მე ყავაზე დამპატიჟა, მე ის უცნაური მეჩვენებოდა, მაგრამ ის უცნაური კი არა საოცარი პიროვნება აღმოჩნდა, რომელმაც ძალინ მოკლე დროში თავი შეგვაყვარა, ის ნიჭიერი და შრომისმოყვარე პიროვნება იყო. მის კუბოსთან მისულმა ვერ დავიჯერე მისი სიკვდილი, ჩემს ბაგეს მხოლოდ ეს სიტყვები სწყდებოდა, "გიორგი მინდა". ცრემლების ზღვა რომელიც მასველებდა, ტკივილი რომელიც ნაკაწრებს ჰგავდა ჩემს სულში.
სამხატვრო სკოლა გახდა ჩემი მეორე სახლი, რომელმაც შემიფარა, მასწავლა ერთგულება, მეგობრობა, ურთიერთგაგება, ჭირი-ლხინი, ბედნიერება, სიხარული, საკუთარი თავის სიყვარული.
საზაფხულო არდადეგების მოსვლამ ბევრი ახალი, კარგი თუ ცული რამ მოიტანა.
ზაფხულის ერთ დღეს დიალუთენია მეღვიძება, 6 საათზე დედაჩემი აქით-იაქით დადის და ალაგებს, გამიკვირდა, მალევე გავიგე რომ ბაბუაჩემი გარდაცვლილა, რომელიც ბოლო დღეებში ძალიან ავადმყოფობდა, ვერ დავიჯერე უბრალოდ დავბრუნდი საწოლში და დავიძინე, გასვენების დღემდე არ მჯეროდა რომ ის მკვდარი იყო. სიკვდილამდე როდესაც მან მითხრა რომ, არიყო ექინთან საჭირო მისი წაყვანა რადგან ის მაინც მოკვდებოდა, ის გრძნობდა ყველაფერს წინასწარ, ის გრძნობდა სიკვდილის მოსვლას.
ადამიანები მოულოდნელად გვტოვებენ და ვერასდროს გავიგებთ თუ ვისი გამგზავრების დროა, მოულოდნელად შეიძლება მოსწყდე წუთისოფლის გზას და მიატოვო ის ადამიანები რომლებიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად გიყვარს.
ამ ზაფხულის დიდი პლიუსი ის იყო რომ გავიცანი ახალია ადამიანები და მათ შორის ბიჭი რომელმაც ასე მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, გიჟი და გადარეული პიროვნება, რომელმაც რაღაც წვლილი შეიტანა ჩენს ბედნიერებაში და რომელმაც ასე უბრალოდ თავი მომაწონა, იმდენად ძლიერ რომ სურვილი გამიჩნდა ჩამოვმჯდარიყავი და მთელი დღე მისთვის მეცქირა. ის ერთი წლით უმცროსია ჩემზე, მაგრამ ამისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია ისე დავიწყე მისი მოწონება, მასში ერთადერთი რამ რაც არ მომწონს უყურადღებობაა, სხვა შემთხვევაში ის ჩემთვის იდეალია, მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი, გრძელი თმითა და გირჩისფერი თვალებით, მოკლედ სასიამოვნო შესახედაობის ადამიანი რომელიც ძალიან მგავს ხასიათში.
გაიარა ზაფხულმა მაგრამ ის არ დარჩენილა ზაფხულის ცხელ დღეებში, ის ისევ არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, რადგან მას უკვე რაღაც ადგილი უკავია ჩემს გულში.
სამხატვრო სკოლაში დაიწყო სწავლა და წამოვიდა ბავშვების ზღვა ნაკადი, რომელიც სამომავლოდ 1-2 თვეში შეიძლება განახევრდეს.
მე და რიტა სამხატვროს ვერ მოგვაშორეს, 2 წელია რაც ვსწავლობთ და იმდენად გვინდოდა დარჩენა თავი ჩავატოვებინეთ, დათო მასწავლებელი ჩარჩენილებს გვეძახის, მაგრამ ის ხუმრობს როგორც ყოველთვის, ის ძალიან გვაფასებს და გვენდობა ჩვენ, სამხატვრო სკოლაში არიან ადამიანები, პიროვნებები, მასწავლებლები რომლებიც თანასწორნი ხდებიან ნებისმიერ დროს როცა საჭირო გახდება, იზიარებენ სხვების გასაჭირს და არ გტოვებენ გამოუალ მდგომარეობაში. ეს ნამდვილი სახლია ისეთი ადამიანისთვის რომლებსაც ეთქმის ხელოვანი, და რომელსაც უყვარს განსხვავებული ხელოვანი ადამიანები.
მე როცა სწავლა დავიწყე აქ, გავიცანი ადამიანები რომლებმაც დიდი ადგილი დაიკავეს ჩემს ცხოვრებაში, გავიჩინე ბევრი მეგობარი, მათგან 2 საუკეთესო, რომლებიც დღემდე ჩემს გვერდით არიან. რუსლანი და რიტა რომლებსაც დანახნის თანავე შევუჩნდი ჭირად, მინდა თითოეული მათგანი დავახასიათო, რათა გაიგოთ რამდენად დიდი ბედნიერება მომანიჭეს მათი არსებობით.
დავიწყებ რუსლანით, ის მოჭიკჭიკე ჩიტია რომელიც არადა არ ჩერდება, მისი საუბარი კი ჩემს თავისუფალ და ცარიელ დროს ავსებს. როცა რაიმე სჭირდება მოსიყვარულეა, როცა არა და მიწასთან გაგასწორებს, ეს რათქმაუნდა კარგი გაგებით, ეგოისტი რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, და მაინც საყვარელია. რაცარუნდა მინუსები ჰქონდეს მას, ის მე მაინც უზომოდ მიყვარს. ის ჰქმნის საყურეებს ქვისა და ხის ნაზავით, თვითონ მას რათქმაუნდა ძალიან ექსტრავაგანტული და შეუდარებელი ნამუშევრები აქვს, ჰქმნის სამკაულის და სამოსის დიზაინს, რომელიც დღესდღეობის მოთხოვნადი და გაყიდვადია, ის უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებული პიროვნებაა.
მოვიდა რიტას დროც, ანგელოზი რომელიც მოევლინა ჩემს ცხოვრებას, მან ცხოვრების ბოლო ორი წელი გამილამაზა, იმდენად მივეჩვიეთ ერთმანეთს რომ, სურვილიც არ გვიჩნდება ერთმანეთის გარეშე სასწავლებელში ყოფნა. (იგულისხმება, ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა.) ის ჩემთვის იდეალური, ძალიან ჭკვიანი და მიმზიდველია, ის ერთერთი ხელოვანი ადამიანია სამხატვროში რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. უცნაური თავისი აზროვნებით და აღქმის უნარით. ზუსტად ეს არის დადებითი რაც მასში მომწონს, რომ არის განსხვავებული აზროვნების მქონე. არვიცი თუ არსებობს ისეთი რამ რაც შეიძლება არ გამოუვიდეს რიტას, ის ძალიან პატარა და საყვარელია.
უკვე 2018 წლის 27 სექტემბერია, მე დავივიწყე წარსულიში დარჩენილი ადამიანი, მე დავიწყე ახალი ადამიანებით ცხოვრება, ეს იყო რისი მოთხრობაც მსურდა თქვენთვის, ეს იყო მცირე ნაწილი ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც სამომავლოდ უფრო ვრცელი და საფუძვლიანი იქნება. მეც ერთერთი ხელოვანი ადამიანი ვარ, რომელსაც უყვარს ყველაფერი რაც ხელოვნებას ეხება, ეს იყო რისი მოთხრობაც მსურდა მე თქვენთვის.


( დაფუძნებულია რეალურ პიროვნებებზე და რეალურ ისტორიაზე)
მთხრობელი მ.დევაძე



№1  offline წევრი qetulaa

Saintereso chansss, imedia gaagrzelebbbbb, cota abzacebs daukvirdii, gamoyavi, torem mtliani azri ikargebaa

 


№2  offline წევრი park_soo_byung

qetulaa
Saintereso chansss, imedia gaagrzelebbbbb, cota abzacebs daukvirdii, gamoyavi, torem mtliani azri ikargebaa

ამას არვიცი ჯერჯერობით ექნება თუ არა გაგრძლელება, რადგან ნამდვილ ისტორიაზეა დაფუზვნებული. ალბათ რამოდენიმე ნაწილი დაემატება.მე გამოყოფილი მქონდა აბზაცებით მაგრან აქ ატვირთვის დროს არ შემიმოწმებია, ცვლის ვოტათი საიტის პროგრამა. გავითვალისწინებ შენიშვნას.მადლობა.<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent