მეც შემიყვარდა (თავი მეხუთე)
დილას მზის სხივებმა გამაღვიძა. საათი რვას უჩვენებდა. ვეღარ დავიძინე, ავდექი, დილის პროცედურები სწრაფად ჩავამთავრე და სანამ დაბლა ჩავედი გოგონებს დავურეკე. ოთხივე ჩავრთე ხაზზე. მინდოდა გამერკვია რომელმა უთხრა ალექსანდრეს თუ სად ვიყავი. -აბა როგორ ისვენებ? მოგიხდა რაჭის ჰაერი? -მკითხა ნიტამ. -აქაც უჰაერობაა-ვთქვი გაბრაზებულმა. -რას გულისხმობ? ეხლა არ თქვა არ მომწონსო.-შეიცხადა მარიამმა. -ტასო, იტყვი რა ხდება? - მკითხა ლიკამ -მართლა არაფერი არ იცით? -გამიკვირდა თუ მათ არ უთქვამთ როგორ გაიგო. -რა უნდა ვიციდეთ ანასტასია. -საუბარში ჩაერთო ნათიაც.. -ალექსანდრე აქ არის!... ახლა აქ მიშლის ნერვებს.რა უნდა ამ ადამიანს გამაგებინეთ. -რას ნიშნავს მანდ არის, ანუ ის... რაჭაში.. -ხო ნიტა აქ ჩამოვიდა გუშინ საღამოს. მე მეგონა თქვენ უთხარით რამე და ამიტიმ დაგირეკეთ. -ნეტავ საიდან გაიგო? -იკითხე გაკვირვებულმა მარიამმა. -დამიანე-დაიყვირა ლიკამ. -ლაიკა თუ დამიანე მანდაა არ უთხრა რომ მე ვრეკავ რამე მოიფიქრე ან... -არა ტასო, აქ არაა. უბრალოდ გუშინ წამოსვლამდე სანდროს ესაუბრა, აქ რომ ჩამოვედით მაშინაც ისაუბრეს, მის მერე კი არაფერი უთქვამს შენზე მხოლოდ ის რომ ცოტას დაისვენებდი და მალე დაბრუნდებოდი. -ანუ დამიანეს ყველაფერი მოუყვა? ამის თქმა გინდა -ბექაც ვიღაცას ელაპარაკა გუშინ საღამოს. მგონი სანდროს მაგრამ არაფერი უთქვამს ისეთი, ან მე არ გამიგონია. -თქვა მარიამმა -კარგი, რაც არის არის, ვერაფერს შევცვლი. რამდენიმე დღე დავრჩები თინას და ზაზას რომ არ ეწყინოს და მერე ჩამოვალ. აზრი არ აქვს აქ ვიქნები მასთან ერთად თუ მანდ. მალე დავასრულეთ საუბარი. დაბლა ჩავედი თინა სამზარეულოში იყო, მეც იქ მივედი. -დილამშვიდობისა დეიდა. -დილამშვიდობისა ჩემო გოგო როგორ გეძინა? -მშვენივრად. ძია სად არის? -ეზოშია სანდროსთან ერთად, ისე რა კარგი ბიჭია, რატომ არ ვიცნობდი აქამდე? ღმერთო, მოასწრო უკვე თინასთვის თავის მოწონება. -არ იყო საქართველოში და იმიტომ არ იცნობდი. -გასაგებია. ტასო, მარკეტში ჩავალ მე რაღაცეებს ამოვიტან და მალე მივალ. -მე წავალ დეიდა. -არა იყოს. თან ქვემოთ ნანას რაღაც უნდა გამოვართვა და იქ შევივლი, მალე დავბრუნდები და ვისაუზმოთ. თინა გავიდა, ბლინების გაკეთება დავიწყე. -დილამშვიდობისა -სამზარეულოში შემოვიდა ალექსანდრე. -დილამშვიდობისა, გინდოდა რამე? -გემრიელი სუნი გამოდის და დამაინტერესა რას აკეთებ. -ბლინებს მარწყვის მურაბით. -იციდი რომ ძალიან მიყვარს ხო-მითხრა ღიმილით. -არა! ან რატომ უნდა მცოდნიდა.? -ახლა ხომ იცი და კარგად დაიმახსოვრე. -რატომ ვითომ მე შენს... -დასრულება ვერ მოვასწარი სამზარეულოში ზაზა შემოვიდა -სანდრო სად წახვედი ბიჭო, ოოო რა კარგი სუნი ტრიალებს. რა მოგვიმზადე ტასო? -მკითხა ბიძიამ და მაგიდას მიუჯდა. -ბლინები ძია, ვიცი რომ გიყვარს-თეფში მაგიდაზე დავდე და ჩემი ადგილი დავიკავე. -თან როგორ. თინა სად არის? -აქ ვარ მოვედი. -დეიდა იყავი მარკეტში? -ვკითხე რადგან ხელში არაფერი სჭერია. -ვიყავი მაგრამ დაკეტილია, გუშინ ცუდად გამხდარა ლალი და საავადმყოფოში ჰყოლიათ, დილას მოიყვანეს, ერთად გავიდეთ ზაზა და ვნახოთ კარგი? -კარგი ვისაუზმოთ და გავიდეთ. -დაეთანხმა ძიაც. -მერე ქალაქში ჩადი, სიას მოგცემ და იყიდე რაც გვჭირდება. -დეიდა მე წავალ მანქანით. ვისაუზმებ და.. -არა შვილო, მარტო ცოდო ხარ, ამხელა გზაზე, იყოს ბიძაშენი წავა.. -მე წავყვები თინა დეიდა-განაცხადა ალექსანდრემ მე კი გაფართოებული თვალებით შევხედე-ხო რა მოხდა, თან სოფელსაც დავათვალიერებ. -კარგი აზრია ტასო, გაიყოლე ბიჭი, სულ სახლში ხომ არ იქნებით-დაეთანხმა ბიძიაც. ვისაუზმეთ თინა და ზაზაც გავიდნენ. ალექსანდრემ მოვემზადები და ჩვენც წავიდეთო. სამზარეულოში ვიყავი და ჭურჭელი ვალაგებდი. გამახსენდა ალექსანდრეს საქციელი და გავბრაზდი. -ღმერთო რა უნდა ამ ბიჭს, გეფიცებით შემომაკვდება თავს თუ არ დამანებებს. რა, რა დავაშავე მას რომ გადავეყარე. უზრდელი, საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი. რაც არ უნდა უთხრა მაინც არ გისმენს. -ისე მაგ ჭიქასთან ლაპარაკს, მეც აქ ვარ და მე მესაუბრე. -მითხრა. თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. -მე... სათქნელი არაფერი მაქვს... მოისმინე ალბათ უკვე რაც ვთქვი. -ბოლო ჭიქა გავამშრალე და კარადაში შევდე. -აი მე კი მაქვს. ძალიან გემრიელი საუზმისთვის მადლობა უნდა გადაგიხადო. უგემრიელესი იყო. -წადი მომშორდი. ეზოში გადი და მეც მოვალ. -როგორც მიბრძანებთ. -გასასვლელისკენ წავიდა თუმცა მალე შემოტრიალდა და ისევ წინ დამიდგა -რაღაც დამავიწყდა. -რა დაგ.... -სიტყვა ვერ დავამთავრე, უსევ მისი ტუჩები შემეხო. ლოყაზე ოღონდ ტუჩის კუთხესთან ძალია -აი ეს. მანქანაში დაგელოდები. ისევ ისე მოიქცა. არადა ხომ გავაფრთხულე არ შემხებოდა. ოთახში ავედი მანქანის გასაღები ავიღე და ეზოში გავედი. -საით? -მკითხა როგორც კი დამინახა რომ მისი მანქანისკენ არ მივდიოდი. -მანქანაში. რა მოხდა? -ჩემით წავიდეთ. -მითხრა და წინა კარი გამიაღო. -არა. მე შენთან არ ჩავჯდები. -კი. -არა. -კი. -არა. -გასაღები არ გაქვს. -მაქვს აი ნახე-ვუთხარი და გასაღები ცხვირ წინ ავუთამაშე, მაგრამ ეს არ უნდა მექნა. გააზრება ვერ მოვასწარი როგორ ამაცალა ხელიდან. -ახლა ხო მაინც ჩაჯდები. -სხვა გზა არ მქინდა. ისევ ჩემი უტვინი თავის ბრალია ყველაფერი. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. არც უკანა გზა იყო გამონაკლისი. მხოლოდ მუსიკის ნაზი ჰანგები არღვევდა სიჩუმეს. ერთ საათში სახლთან ვიყავით. ეზოში ნაცნობ სხეულს მოვკარი თვალი მაგრამ ეს არც ზაზა იყო და არც თინა. -არ მჯერაააა-ვიყვირე მანქანიდან გადმოსვლის თანავე. -ტასო, შენ აქ საიდან? -არც მან დამალა გაკვირვება. -მართლაშენ ხარ? მოდი ჩაგეხუტო როგორ მომენატრე ლიზა -უთხარი და მონატრებული სხეული გულში ჩავიხუტე. -ტასუნააა. -ლიზიკოოო. -როგორ ხარ აბა, აქ როდის ჩამიხვედი? -კარგად ვარ ლიზიკო, აქ გუში... -სიტყვა ვერ დავამთავრე. -რა მოხდა ლიზა რა გაწივლებს, რა მე დაინახე და შეგეშინდა თუ.. -სიძეეე... როგორ ხარ? -ახლა მისკენ წავედი. -კარგად ტასუნია შენ როგორ ხარ? კიდევ წამლავ ხალხს შენი მწარე ენით? -თემოო! -დაუყვირა ლიზამ -არა სიძე ჩემს ენას მარტო შენს მოსაწამლად ვიყენებ, მაგრამ დღეს გამონაკლისს დავუშვებ და ჩუმად ვიქნები. -დიდი პატივი იქნება ჩემთვის თქვენი სიჩუმე. -თქვა და გაიღიმა. -ერთი ეს მითხარი ეს ბიჭი ვინ არის? -სულ დამავიწყდა, გაიცანით ეს ალექსანდრეა დამიანეს და ცოტნეს ძმაკაცი. ისიც აქ ისვენებს ცოტა ხნით.-სანდრო წარვუდგინე მათ. -თქვენ ერთად.... მოიცა გამოიპარეთ? აუ ეს რა ამბავი გავიგე... მე... -ბატონო სიძე ნუ სარგებლობთ ჩემი სიჩუმით. -მკვლელი მზერა ვესროლე თემოს. -სახლში რატომ არ შედიხართ? -გასაღები არ გვქონდა და... -გოგო შენი სახლის გასაღები მე უნდა მქონდეს და შენ არა? -ვუთხარი და სახლის კარი გავაღე. შინ შევედით. ალექსანდრემ პროდუქტი სამზარეულოში შეიტანა. -თინასაც არაფერი უთქვამს თორემ დავტივებდი. -ვუთხარი და დივანზე მოვთავსდით. -არ იცის რომ ჩამოვედით. -ვაიმე მართლა, აუ იცი როგორ გაუხარდებათ. ისე აქამდე რითი მოხვედით? -არსებობს ასეთი ტრანსპორტი ტასუნა, რომელსაც ტაქსი ჰქვია. -გამეღიმა თემომ... -მადლობა სიძე ბატონო რომ განმანათლეთ. -მუდამ თქვენს სამსახურში ქალბატონო. ყოველთვის და ყველგან. -ისევ ისე გაიღიმა, ნერვები ვეღარ მოვთოკე და იქ მჯდარ ალექსანდრეს ხელში რომ ბალიშს ათამაშებდა წავართვი და თემოს გავუქანე, თუმცა რად გინდა ავაცილე.. -მიზანს გიწუნებ ქალბატონო. -თემო, ახლა აქიდან გამასწარი თორე... - ვაიმეე... -სიტყვა გამაწყვეტინა კარში მდგარმა თინას ხმამ. არ ვიცი როგორ აღგიწეროთ მათი შეხვედრა. ლიზა და თემო ორი წლის წინ დაქორწინდნენ და მალევე წავიდნენ საფრანგეთში. ამის მერე არც ჩამოსულან. -დედას გოგო როგორ მომენატრე ჩემო სიცოცხლე. -გულში იკრავდა თინა ქალიშვილს. -მეც დედიკო. მამა სად არის? -ეზიშია ჩემო სიცოცხლე შემოვა მალე. -თინაჩკა მე არ მოგენატრე. -იწყინა თემომ. -შენც მომენატრე ჩემო ბიჭო. მიდი მოგეხვიო. -თინა ესენი მოვიტანე მარნიდან და მიხედე. -სახლში შემოვიდა ზაზა. -მამა-სწრაფად წამოდგა ლიზა ფეხზე. -ლიზა ფრთხილად -დაუყვირა თემომ. -ლიზა, თემო. -გაოცებას და სიხარულს ვერ მალავდა ზაზაც. მამაც მოეხვია მის ერთადერთ გოგოს და სიძეს. -აბა როდემდე ხართ აქეთ? თბილისსკენაც ხომ ჩამოგვივლით? -ვკითხე ლიზიკოს. -კი რათქმაუნდა, შემოგივლით ხოლმე. -მითხრა ლიზამ. -შემოგვივლით ხოლმე? ეს როგორ გავიგო? -როგორ და მოკლედ რომ გითხრათ დავბრუნდით. -თქვა თემომ და ღიმილით გადმოგვხედა. -მართლა შვილო? რატომ პრიბლემები ხომ არ შეგექმნათ იქ.? -იკითხა ზაზამ. -არა. ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ მირჩევნია ბავშვი აქ დაიბდაოს და გაიზარდოს. ოჯახურ გარემოში. -ხო მართალი ხარ თემო. -დავეთანხმე თუმცა მალევე ჩავწვდი მისი ნათქვამის მნიშვნელობას. -რათქვი? რა ბავშვი? ანუ ლიზა შენ? -ხო ტასო ფეხმძიმედ ვართ, უფრო სწორად არის, ის... ლიზა. -დაბნეული ლაპარაკობდა თემო. ყველასთვის შოკი იყო ეს ამბავი, რას ვიფიქრებდით თუ ჯერ არ დაბადებული ბავშვი ამდენს შეცვლიდა მათ ცხოვრებაში. ყველამ მივულოცეთ. ძიამ სუფრა გაგვაშლევინა ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთო. ბაბუა ვხდები ბოლოსდაბოლოსო. ამასობაში დაღამდა კიდეც. უფროსებმა დაიძინეს ჩვენ კი ბუხართან ვისხედით. -თემო კომპანიას რა უქენი? -ვკითხე და ღვინის ჭიქა ავიღე. -აქციები გავყიდე. ამ თანხით კი ახალის გახსნა მინდა, თბილისში. -მართლა. კარგი იდიაა.-ვუთხარი გახარებულმა. -მეც ახლახანს გავხსენი კომპანია, შენი პროფესიის გამოცდილი კადრი მჭირდება. თუ თანახმა იქნები ჩემთან იმუშავე. ეს თანხა კი მომავალი მამა ხარ და დაგჭირდება. -შესთავაზა ალექსანდრემ. -კარგი აზრია, თემო. დაუჯერე გამიცდილია, წარმატებული ბიზნესმენია, ყოვლისმცოდნეა, ხომ ასეა სანდრო. -ვუთხარი ალექსანდრეს და გამეცინა. -მგონი დღეს საკმარისზე მეტი დალიე, მომეცი ჭიქა, აღარ გინდა მეტი. -ჭიქა გამომართვა ალექსანდრემ. -ეს რას ნიშნავს? -ვკითხე გაბრაზებულმა. -იმას რომ გვიანია უკვე. -მითხრა და თვალი ჩამიკრა. -აბა რას იტყვი თემო? -კარგი ვარიანტია. თანახმა ვარ. -ყოჩაღ სიძე, ეს უნდა ავღნიშნით. -არა ტასო. -მითხრა სანდრომ. -აუ, ტას წამო დავუძინოთ უკვე გვიანია. დღეს შენთან ერთად დავიძინებ კარგი? -მერე შენი ქმარი არ გაბრაზდება ლიზიკო? -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი -ამ ერთხელ გადაიტანს. ძილინებისა ქმარუკა. -ძილინებისა, ტასო გაუფრთხილდი ჩემს გოგონებს. -მითხრა და გაგვიღიმა. -ძილინებისა სიძე.... ღამემშიდობისა სანდრო. -ტკბილიძილი ანასტასია. -გამიღიმა ალექსანდრემ, კიბეებს ავუყევით და ოთახში შევედით. -გიყვარს ხომ ასეა? -ჰკითხა თემომ სანდროს. -ასე ძალიან მეტყობა? -გაოცდა სანდრო -კი, მას უყვარხარ? -არ ვიცი. -მისმინე, ტასო სხვა გოგოებს არ ჰგავს, ბევრი გადაიტანა ცხოვრებაში, ამიტომ ცოტა მშიშარაა ახალი გრძნობებისადმი. დრო მიეცი თვითონ მიხვდება ყველაფერს. ალექსანდრეს აღარაფერი უთქვამს, დაემშვიდობა და ოთახში ავიდა -მოსწონხარ ხომ? -მკითხა ლიზამ -ვის? -ალექსანდრეს. -არა. -როგორ არა. -უფრო მეტიც. -მოიცა აბა უყვარხარ? -კი. მითხრა ერთხელ მსგავსი რამ. -მერე შენ რა უთხარი, როგორც სიტუაციუდან ჩანს ყველაფერი არიე ხომ. -მითხრა ლიზამ -კი, ყველაფერი თავდაყირა დავაყენე და ახლა მეც ვერ გამიგია რა მინდა. ის სხვანაირია. არავის არ ჰგავს, მინდა მჯეროდეს რომ არასდროს წავა, მაგრამ გულს არ სჯერა. -ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს არავის ყვარებია. არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. -მე არ მყვარებია და ეს მაშინებს. -ხოდა იფიქრე მასზე, ის ნამდვილად იმსახურებს პირველ შანსს. ახლა კი დავიძინოთ. -მითხრა, მაკოცა და სინათლე ჩააქრო. ღმერთო ნუთუ ალექსი მართლა იმსახურებს პირველ შანსს. ამაზე ფიქრში ჩამეძინა. დილას რიმ გავიღვიძე ლიზა ამდგარი დამხვდა. მეც მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. სამზარეულოში თინა და ლიზა დამხვდნენ. -დილამშვიდობისა. აბა როგორ არის დეიდას სიხარული? -ვთქვი და ლიზას მუცელზე მოვეფერე. -კარგად, მაგრამ შესანიშნავად ვიქნებით თუ ტასო დეიდა ბლინებს გაგვიკეთებს, შოკოლადით. -გამიღიმა ლიზამ. -მხოლოდ შენთვის პატარა, დედაშენი ღირსი არაა, სად გამეპარე დილას ლიზიკო? -აღარ მეძინებიდა და თან მომშივდა. -დეიდა ეს ამ ცხრა თვეში გაგაღარიბებთ-გამეცინა ლიზას გაბრაზებულ სახეზე-ისე შენი ბედოვლათი ქმარი და ჩემთვის ძალით შეპარებული სიძე სად არის? -ვკითხე და ბლინის კეთება დავიწყე. -ვინმემ მახსენა? -იკითხა სამზარეულოში შემოსულმა თემომ. -ზუსტად. ტასომ-უთხრა ლიზამ და ქმრის გვერდით ჩამოჯდა. - გამიკვირდა სახლში რომ სიწყნარე იყო და ამიტომ გიკითხე.. -ვუთხარი და შოკოლადის ბლინები მაგიდაზე დავდე. -წავალ სანდროს და ზაზას დავუძახებ. -ფეხზე წამოდგა თინა. მალე ყველანი სუფრასთან ვისხედით. -დამავიწყდა. -წამოვიყვირე და ფეხზე ავდექი. გაზქურასთან მივედი და იქვე დადებულ მარწყვის მურაბიანი ბლინის თეფში ავიღე და მაგიდასთან დავბრუნდი. -სანდრო, ხომ მითხარი დაიმახსოვრეო. -ვუთხარი და თეფში წინ დავუდე. -გემრიელად მიირთვი. -გამიღიმა. მეც გავუღიმე და მის გვერდით დავიკავე ჩემი ადგილი. -ტასო, ვისი ცოლიც შენ გაახდები, ბედნიერია ძია ის კაცი. -მითხრა ზაზამ. -ვინ მისცა ამას გათხოვების ბედი? -ამოთქვა თემომ. -შენ შენს ბედს მიხედე-შევუბღვირე მე. -მე უკვე მივხედე ჩემს ბედს. აგერ უკვე მამა ვხდები, შენ კიდევ ერთ დღესაც შენივე შხამში დაიხრჩობი ტასუნა. -როგორ გავწირო ეს ბავშვი უმამობისთვის, თორე აქვე დაგახრჩობდი. -მეც მიყვარხარ ტასუნია. -მითხრა და გამიღიმა. -თბილისში როდის ბრუნდები ტასო?-თემის შეცვლა ცადა ლიზამ. -ალბათ ხვალ. ბევრი საქმე დაგროვდებოდა კაფეში, ნიტა და მარიამი კი არიან მაგრამ მაინც ჩავალ უკვე დროა. -ჩვენც სახლის საქმეები გვაქ მისაგვარებელი და გამოგყვებით. -მიათხრა ლიზიკომ -კი რა პრობლემაა. ვისაუზმეთ, სამზარეულოც მივალაგეთ და სასეირნოდ გადავწყვიტეთ გასვლა. ბევრი ვიბოდიალეთ! თითქმის მთელი სოფელი შემოვიარეთ. საღამოს კი შინ დავბრუნდით. ვივახშმეთ და ბუხართან მოვთავსდით. -მოდი რამე ვითამაშოთ, მაგალითად გზაზე მიდის ერთი კაცი. -თქვა თემომ. -კარგი რა ბავშვები ხომ არავართ -ამოვიწუწუნე მე -არაუშავს დროს გავიყვანთ მაინც. კარგი ტასო შენ ერთი ხარ, სანდრო ორი, ლიზა სამი და მე ოთხი. დავიწყებ გზაზე მიდის სამი კაცი-თამაში დაიწყო თემომ -რათა სამი? -ჰკითხა ლიზამ. -მაშ რამდენი? -ერთ.-თქვა ლიზამ -რათა ერთი? -ახლა მე ვკითხე ლიზას -მაშ რამდენი? -ორი. -ვუპასუხე. -რათა ორი? -მკითხა სანდრომ -მაშ რამდენი? -ოთხი-მიპასუხა ალექსანდრემ -რათა ოთხი? -ჰკითხა თემომ -მაშ რანდენი? ...... მართალია ოთხმა ვითამაშეთ მაგრამ ბევრი ვიცინეთ. -აუ დავიძინოთ რა თემო-თქვა ლიზამ. -კარგი დავიძინოთ თან გვიანია უკვე. ადი და ამოვალ მეც-უთხრა ცოლს თემომ. -მეც დავიძინებ! დავიღალე დღეს. ოთახში ავედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლში დავწექი. ბევრი მცდელობის შედეგად მაინც ვერ დავიძინე. ავდექი და დაბლა ჩავედი წყლისთვის. იქ კი სიბნელეში ბუხართან მჯდომი ალექსანდრე დამხვდა. -რატომ არ გძინავს.? -მასთან მივედი და ვკითხე. შემომხედა და გამიღიმა. -ალექსანდრე შენ სვავ? -ხო, რა იყო არ შეიძლება? -როგორ არა უბრალოდ.... კარგი წყალზე ჩამოვედი დავლევ და ავალ. -შენც არ წახვიდე ანა. -ადგილზე გამყინა მისმა სიტყვებმა, თითქოს სევდიანი მეჩვენა მისი ხმა. -მოდი დაჯექი -მეც უსიტყვოდ დავემორჩილე და მის გვერდით მოვთავსდი. -რატომ მიყურებ ასე? -ვკითხე როდესაც მის მზერას წავაწყდი. -იმიტომ რომ მიყვარხარ. -კარგი არ გინდა ალექს. -იმ წყეული დღის მერე, სამი წლის მერე პირველად შემიყვარდა. -თქვა და ჭიქა ჩაცალა. -არ გინდა, მეტი აღარ დალიო. -ვუთხარი და ხელიდან ღვინის ბოთლი გამოვართვი. -იცი როგორ მესმის შენი? როგორც არავის. იმ დღეს ცოლობა უნდა მეთხოვა. საღამოს ვახშამი დავთქვით. სამსახურიდან ადრე ვერ გამოვედი ამიტომ პირდაპირ რესტორანში მისვლა ვთხოვე. საშინლად წვიმდა. ვიღაც იდიოტი დაეჯახა მანქანით მის ტაქსს. -ვხედავდი როგორ უჭირდა ამის მოყოლა, ვხედავდი როგორ ტკიოდა. ხელები ძლიერად შემოვხვიე მკლავზე და თავი მხარზე დავადე. -ადგილზე დაიღუპა. ისიც და მძლოღიც. არავინ გადარჩა ვისაც პასუხს მოვთხოვდი. წავიდა გესმის, დამტოვა ისე რომ ყველაფრის იმედი წამართვა, ერთადერთი ნათელი სხივი იყო ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული წამართვა რომელიც მას ვაჩუქე, თან წაიყილა. -თვალები ცრემლით ამევსო -ამიტომ წავედი საქართველოდან აქ ვეღარ ვსუნთქავდი. -ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა. -იქ გავიცანი ცოტნე და დამიანე. დემეტრე ჩემი პარტნიორი იყო. მათ დამავიწყეს ყველაფერი. სამი წელი დამჭირდა იმისთვის რომ სიყვარული ისევ დამებრუნებუნა. იმ საღამოს კაფეში რომ მივედი, პირველი რაც შევამჩნიე შენი სიძლიერე იყო. მივხვდი რომ ამ სახის უკან პატარა გოგონა იმალებოდა. შენ ხარ ვინც ცხოვრების ხალისი დამიბრუნა და დამარწმუნა რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე როცა აქ დავბრუნდი. -ცრემლებმა გაიკვლიეს გზა ჩემს სახეზე. იგრძნო, მან ეს იგრძნო და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. -არ იტირო, ეს იმიტომ არ მომიყოლია რომ გეტირა. გთხოვ, ვერ ავიტან შენს ცრემლებს გესმის. მინდა რომ სულ იღიმოდე. -მითხრა და ისევ გულზე მიმიკრო. -ალექსი, მე.... მაპატიე.. არ ვიციდი თუ ამდენი რამ გადაიტანე. მეგონა მარტო მე ვიყავი ასეთი, მაგრამ ჩემზე ძალიან თურმე შენ გიჭირდა ამ გრძნობის გააზრება. -შემომხედე, მე სამი წელი გავურბოდი სიყვარულს. მაგრამ მაინც მიპოვნა. მჯერა ერთ დღესაც შენც შეიყვარებ, მიენდობი სიყვარულს და იპოვი შენს თავს. -მაგრამ მე... -არა ანა არავითარი მაგრამ, ყველაზე სუფთა პიროვნება ხარ ვისაც კი შევხვედრილვარ, ამიტიმ შემიყვარდი. ახლა კი ეს რომ არ გავაკეთო ალბათ ჩემს თავს სიცოცხლის ბოლომდე არ ვაპატიებ. -რა უნდა გააკ... -ვერაფრის თქმა მოვასწარი, ისე უცბად შეერწყა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს, ეს იყო არაამქვეყნიური გრძნობა. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვევოდა. ტუჩებს კი უტკბილესი გემო ჰქონდა. წინააღმდებობა არ გამიწევია, ამის არც სურვული მქონდა და არც ძალა. მთლიანად მოვდუნდი. მკოცნიდა ფრთხილად, აუჩქარებლად. მხოლოდ მაშინ მომაშირა ტუჩები როცა ჰაერის უკმარისიბა ვიგრძენით. თვალებში ვუყურებდი და იქ სიყვარულის სხივს ვხედავდი, სწორედ იმას რისი დანახვაც მინდიდა რომ არ მენანა ჩემი პირველი კოცნა. -ვიცი ვუჩქარე, დამნაშავე ვარ მაგრამ ვფიქრობ ეს დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. -სან... -არაფერი თქვა, -ხელი გადამისვა ტუჩებზე. -წამოდი დავიძინოთ. -ფეხზე წამომაყენა და ოთახამდე მიმაცილა. -ტკბილი ძილი ანა! -მითხრა და ლოყაზე მაკოცა. -ძილინებისა -ვუთხარი და ოთახში შევედი. საწოლზე დავწექი და ხელი გადავისვი ტუჩებზე რომელსაც ჯერ კიდევ მისი გემო ჰქონდა. -არ მჯერა რომ ეს მე ვარ. ვეღარ გცნობ ანასტასია არაბულო. მაგრამ მომწინს ეს ცვლილება. ვეცადე კარგი გამომსვლოდა. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.